Google

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

გიორგი

Google არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და პოპულარული ვებ ბრაუზერი .დაფუძნდა 1998
წელს ლარი პეიგის და სერგეი ბრინის მიერ. გუგლი განთქმულია კომფორტულობით
გამოყენების სიადვილით. დაარსების დღიდან კომპანიამ შეიმუშავა 10 მცნება ,რომელსაც
დღესაც იყენებენ მუშაობის პროცესში.

 მთავარი აქცენტი მომხმარებელზე უნდა გაკეთდეს,კმაყოფილი


მომხმარებელი=წარმატებას
 ყველაზე უკეთესია,როდესაც ერთ საქმეს კარგად, მართლაც ძალიან კარგად
აკეთებ
 „სწრაფად“ სჯობს „ნელას“
 ვებ-სივრცე ჯანსაღი უნდა იყოს
 პასუხის მიღება უნდა შეძლო ყველგან და არა მხოლოდ სამუშაო მაგიდასთან
 ფულის შოვნა ბოროტების ჩადენის გარეშედაც შეიძლება
 სადღაც სხვაგან ყოველთვის შეიძლება მეტი ინფორმაციის მოძიება
 მოთხოვნა ინფორმაციაზე საზღვრებს არ ემორჩილება
 შენ შეგიძლია იყო სერიოზული სამუშაო ფორმის გარეშეც
 შეიძლება ის ,რასაც მიაღწიე, დიდებულია, მაგრამ სრულყოფილი მაინც არ არის

გუგლი ორგანიზაციულ სტრუქტურად იყენებს მატრიქსულ ორგანიზაციას , რაც


მოიცავს შემდეგს: თანამშრომლები ხშირად განსხვავებულ ჯგუფებთან მუშაობენ , მათი
ჯგუფები მუდმივად იცვლება, რაც თავის მხრივ, ხელს უწყებს brainstorms-ს,
განსხვავებული ინდივიდების აზრი მით უფრო სასარგებლოა ორგანიზაციისთვის .
გუგლში მენეჯერები იყენებენ ნორმატიულ კონტროლს, ამ ტიპის კონტროლი მოიცავს
შემდეგს. მენეჯერი აკეთებს შედარებებს ახლანდელ მუშაობის ხარისხსა და ზოგად
სტადდარტს შორის, ეს უფრო ეხმარება გუნდს გაიზროს მიზანი და გაზარდოს მუშაობის
ხარისხი თუ საჭიროა. მართალია მაღალ იერარქიაზე მყოფი ადამიანები
აკონტროლებენ დაბალ იერარქიაზე მყოფ ადამიანებს, მაგრამ ეს კონტროლი
იმდენად დიდი არ არის, რადგან თითქმის ყველა იზიარებს იდეებს და პერსპექტივებს .
თვითონ დასაქმებულებს აქვთ საშუალება მიიღონ გადაწყვეტილებები და თვითონ
დაადგინონ რა არის საუკეთესო კომპანიისთვის. გუგლმა რამდენიმეჯერ ჩაატარა
ექსპერიმენტი და დაიქირავა გამოცდილი ინჟინერები, მათ მისცა საშუალება მარტო
მიეღოთ გადაწყვეტილებები. ეს ექსპერიმენტი ძალიან სასარგებლო აღმოჩნდა
გუგლისთვის. გუგლში მომუშავე ადამიანებს სჯერათ თავიანთი რწმენის და მიყვებიან
გზას თვითონ.
მიშო

გუგლი აკავშირებს ერთმანეთთან განსხვავებულ ჯგუფებს, მაგალითად ინჟინერიას


დიზაინთან, მარკეტინგს საძიებოსთან, რათა ერთად მუშაობის შემდეგ ამ ჯგუფებმა
მიიღონ კომპანიისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებები. აგრეთვე გუგლი იყიენებს
მცოცავ(Agile) მეთოდოლოგიას სწრაფად შეეგუონ და მოახდინონ არსებულ
სიტუაციასთან ადაპტაცია. კომპანია საკუთარ ორგანიზაიულ სტრუქტურაში ყველაზე
დიდ იმედებს დებს ინოვაციებში და ახლის ძიებაში. მათ გამოყიფილი ჰყავთ გუნდი ,
რომელიც ცდილობს, იპოვოს და აღმოაჩინოს ახალი ტექნოლოგიები, დაწესებული
ზღვრები აღმოფხვრან ისეთ დარგში როგორიც ხელოვნური ინტელექტია .

გუგლი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს შიდა კავშირგაბმულობას. მათთვის


აუცილებელია ღია კომუნიკაცია და ხშირი შეხვედრები გუნდებთან, ამ შეხვედრებში
ხდება ბრეინშტორმინგი, იდეების გაცვლა და გამოწვევების მიღება.

გუგლის მთავრი მისა დაარსებიდან იყო,რომ მსოფლიოს ინფორმაციისთვის თავი


მოეყარა და მსოფლიოში ყველასთვის ხელმისაწვდომი გაეხადა ეს ინფორმაცია . ისინი
საკუთარი სერვისით ცდილობდნენ, რომ შეექმნათ სასიამოვნო გარემო
თანამშრომლებისთვის და აგრეთვე მოეზიდათ სტეიკჰოლდერები . დამტკიცებულია , რომ
გუგლი ცდილობს რელევანტური იყოს ყოველთვის გლობალურ ბაზარზე, ამაში მათ
ეხმარება განსხვავებული ეთნოსის მქონე მუშახელი, ისინი აწვდიან იდეებს , რომლის
საშუალებითაც გუგლი მუდამ ინარჩუნებს ტოპ პოზიციას გლობალურ მარკეტზე .

Google რისკიანი კაპიტალისტივით იქცევა, ის ინვესტიციას აკეთებს ისეთ ხალხში,


რომლებიც დიდი ალბათობით ფიასკოს განიცდიან. ისინი ეძებენ იდეას, რომელიც
ძალიან დიდ მოგებას ნახავს და მუდამ ამ იდეის ძებნაში არიან, მათთვის არც რისკი და
არც მსხვერპლი პრობლემას არ წარმოადგენს. „Let 1000 Flowers bloom, and see which are the
best”.

ლიზი

დაგეგმვა წარმოადგენს პროცესს, რომელსაც მენეჯერები იყენებენ ორგანიზაციის


საქმიანობის წარმართვისთვის შესაბამისისი მიზნებისა და ქმედებების განსასაზღვრად .
დაგეგმვა თავის მხრივ მოიცავს გეგმას, რომელსაც შეიმუშავებს მენეჯერი წარმატების
მისაღწევად, ამ გეგმას სტრატეგია ეწოდება და რა თქმა უნდა გუგლსაც გააჩნია . გუგლში
მენეჯერის საქმე მოიცავს ტექნიკური აპექტების გამართვას , განვითარებას და ის არის
მენტორი გუნდისთვის. ის ყოველთვის ამოწმებს რამდენად ეფექტურია გზა , რომელიც
არჩეული აქვს გუნდს წარმატების მისაღწევად.
Google-ში სწორხაზოვანი სტრატეგია არ არსებობს, მართალია მათ აქვთ მიზანი , მაგრამ
ისინი არ მიყვებიან რაღაც კონკრეტულს, მათი სტრატეგიაა თანამშრომლებისგან
იდეების მოსმენა, ისეთი იდეები, რომლებიც ორიგინალურია და აქამდე არავის
გაუჟღერებია. რა თქმა უნდა ყველა პროექტი არ იქნება დამტკიცებული , მაგრამ ყველას
აქვს შანსი. გუგლი უქმნის მშვიდ გარემოს თავის თანამშრომლებს, რათა გაცვალონ
იდეები, იფიქრონ რაღაც ამბიციურზე და იოცნებონ. ისინი შემდეგ ამ იდეებზე
დაყრდნობით აუმჯობესებენ გუგლს და უფრო მიმზიდველ პროდუქტად წარმოაჩენენ
მომხმარებლისთვის. გუგლი ყოველთვის ეძებეს გამორჩეულ იდეას, ისეთს ,რომელიც
რევოლუციას მოახდენს და მთელ მსოფლიოს აალაპარაკებს.

გუგლი კონცეტრირედება გრძელვადიან მიზნებზე. გუგლის წარმატებაში დიდ როლს


თამაშობს განვითარებული ტექნოლოგია, რომელიც გვიმარტივებს ცხოვრებას . გუგლი
აყენებს მოთხოვნებს და იღებს მარაგს საკუთარი პროდუქტისთვის , რაც ისევ კომპანიას
ეხმარება განვითარებაში. ისინი ცდილობენ , რომ ნებისმიერი მოვლენის ცენტრში იყვნენ
და მაქსიმალურად მოახდინონ საკუთარი თავის პოპულარიზაცია .

დემეტრე

Google Swot Analyze

SWOT ანალიზი იშიფრება როგორც ძლიერი მხარეები, სუსტი მხარეები,


შესაძლებლობები და საფრთხეები. ეს ანალიზი ეხმარება კომპანიას, რომ შესაძლებელი
გახდეს გრძელვადიანი მიზნების დასახვა. ახლა ჩვენ გავარჩევთ SWOT ანალიზს
გუგლისთვის.

ძლიერი მხარეები:

 საერთაშორისო ცნობადობა
 ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა
 წვდომა ყველაზე დიდ ჯგუფზე ინტერნეტის
 ბიზნესის ორგანიზაციული კულტურა
 უფრო მეტი ვიდრე საძიებო სისტემა

შესაძლებლობები:

 სწრაფად მზარდი ინტერნეტის ტელეფონით მომხმარებელი


 პროდუქტის დივერსიფიკაცია
 სოციალური ქსელები

სუსტი მხარეები:
 ერთ შემოსავლის წყაროს ემყარბა
 აკონტროლებს თანამშრომლებს
 მაღლა წევს ფასებს

საფრთხეები:

 ინფორმაციის გაჟონვა
 კონკურენცია
 სრაფად მზარდი ინტერნეტის ტელეფონით მომხმარებელი

გუგლი ახერხებს და ამხელა ინფორმაციას აორგანიზებს და საკუთარ მისიას შლის ცალკე


თავის პროდუქტებში. ღია ტიპის წყაროებად ითვლება გუგლის რუკები , კალენდარი ,
უანდრაივი და ფიზიკური მოწყობილობები. გამჭვირვალობა აძლევს კომპანიას
საშუალებას რომ განვითარდეს ნებისმიერ მიმართულებაში შეზღუდვის გარეშე . აგრეთვე
გუგლი სთავაზობს მომხმარებელს ხარისხიან გამოცდილებას. მათი ყველა პროდუქტი
შემუშავებულია რათა მოერგოს მომხამრებელს. ფინასური მდგომარეობა ხელს უწყობს
გუგლს ინოვაციური იდეების განხორციელებაშიი.

გუგლის ერთ-ერთ დიდ სისიტედ შეიძლება მხოლოდ ერთი შემოსავლის წყარო


მივიჩნიოთ-რეკლამირება. აგრეთვე კომპანია ხშირად გაუკრიტიკებიათ არასაიმედო
დაცვის გამოც. ეს ის საკითხებია რაზედაც სამუშაოა აქვს გუგლს, რომ გააქარწყლოს
თავიანთი პროდუქტის მოწყვლადობა. მათ უნდა შეძლონ და შემქნან დამატებითი წყარო
და მომხმარებელს თავი დაცულად აგრძნობინონ. ამას გარდა, შესაძლებელია , რომ
გუგლმა რიგ შემთხვევებში ნაკლები რისკი აიღოს და შედარებით ჩვეულებრივ , თუმცა
მაღალშედეგიანობის მქონე იდეები მოძებნონ და გამოიყენონ. გუგლი SWOT ანალიზს
იყენებს რათა დაეხმაროს მენეჯერებს შეადგინონს ისეთი სტრატეგიები , რომელსაც
ექნებათ დიდი შანსი წარმატების. ძლიერი მხარეების გამოყენებით , სუსტი მხარეების
განვიტარებით, შესაძლებლობების გამოყენებთ და საფრთხეების გაცნობიერებით გუგლი
აჩვენებს სტაბილურობას და გააძლიერებს საკუთარ სერვისს .

You might also like