აღკვეთი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

საქმე N007080420001

ეპიზოდი 1

საგამოძიებო ორგანოში შემოდის შეტყობინება

შეტყობინების ინიციატორი: ანჩო ბახტაძე (22 წლის, სტუდენტი)

შეტყობინების შინაარსი: ანჩო ბახტაძის განცხადებით, 2023 წლის 22 დეკემბერს, ღამით 01:30
საათზე ის გამოვიდა ქ. თბილისი, ი. აბაშიძის ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთი
დაწესებულებიდან, კერძოდ „Lounge Bar Barnovi”-დან. ის მიემართებოდა ი. აბაშიძის ქუჩის
N28-ისკენ, რა დროსაც მან იგრძნო, რომ უკან ვიღაც მოყვებოდა. მოიხედა და ამ მომენტში,
მისთვის უცნობი ორი პიროვნება შეეცადა დაუფლებოდა ანჩო ბახტაძის კუთვნილ საფულეს,
რა დროსაც დაზარალებულმა დაიწყო ყვირილი. უცნობი პიროვნებები ანჩო ბახტაძის
ყვირილის მიუხედავად აგრძელებდნენ განზრახვის სისრულეში მოყვანას, რამოდენიმე
ხნიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ მათ ამოაცალეს ანჩო ბახტაძეს ფულადი თანხა 30 ლარის
ოდენობით და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. ანჩო ბახტაძის განცხადებით, მან შენიშნა
ერთ-ერთი უცნობი პიროვნების ხელში უცხო საგანი, რომელიც მიამსგავსა ცეცხლსასროლ
იარაღს, რამაც კიდევ უფრო შეაშინა ის. მისი განცხადებით მან მიიღო მატერიალური,
ფიზიკური და მორალური ზიანი.

შემთხვევის ადგილზე მოვიდა ოპერატიული ჯგუფი. ვაკე-საბურთალოს სამმართველოს


პირველი განყოფილების თანმშრომლები - ინსპექტორ გამომძიებლები.

ვიზულაური დათვალიერებით ანჩო ბახტაძეს ხელებზე აღენიშნება ჭრილობები ნაკაწრის


სახით.

ალკოტესტით შემოწმებისას ანჩო ბახტაძეს დაუდგინდა მსუბუქი ხარისხის სიმთვრალე.

ანჩო ბახტაძის განცხადებით, მას შეუძლია სავარაუდო დამნაშავეების ამოცნობა.

ეპიზოდი 2

ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად დადგინდა, რომ ერთ-ერთი სავარაუდო


თავდამსხმელი არის ვინმე გუკა წერეთელი. ის ამჟამად უნდა იმყოფებოდეს გმირთა
მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.

ოპერატიული ჯგუფი მიდის გმირთა მოედნის ტერიტორიაზე. ღამის 03:06 საათზე,


თანამშრომლები აჩერებენ მოქალაქეს, მისი საბუთების შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ
აღნიშნული პიროვნება გუკა წერეთელია.

გუკა წერეთელი უარს აცხადებს მის მიმართ ჩხრეკის ჩატარებაზე და ასევე უარს ამბობს
რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ნივთის წარმოდგენაზე.

გამომძიებლები ატარებენ გუკას პირად ჩხრეკას.


პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა გაურკვეველი სახის მწვანე ფერის მცენარეული
მასა, რომელიც მოთავსებულია ე.წ. „ფოლგაში“. ასევე ამოღებულ იქნა ფულადი თანხა 25
ლარის ოდენობით, სიგარეტი „კენტი“ და პატარა ფლაკონი, რომელშიც მოთავსებულია
გაურკვეველი წარმომავლობის, მოყავისფრო ფერის სითხე.

ჩხრეკის შემდეგ, ღამის 03:45 საათზე ხდება გუკა წერეთელის დაკავება და ის მიყავთ
პოლიციის განყოფილებაში.

გუკა წერეთელს ვიზუალური დათვალიერების შედეგად აღენიშნება დაზიანებები თავის


არეში და სისხლჩაქცევები სახის არეში.

გუკა წერეთელი იყენებს დუმილის უფლებას.

ინფორმაცია გუკა წერეთელის შესახებ, რაც გამომძიებლებმა მოიპოვეს კომპიუტერული


სისტემიდან ამ მომენტისთვის:

25.03.1993 წელს დაბადებული

არ არის ნასამართლევი

არ არის ადმინისტრაციულსახდელდადებული

მის: ქ. თბილისი, ზანდუკელის ქუჩა N22

ინფორმაცია საზღვრის კვეთის შესახებ: 2019 წლის აპრილის თვეში ორჯერ იმყოფებოდა
დიდ ბრიტანეთში.

ჰყავს მეუღლე, რომელიც არის ფეხმძიმედ.

პროფესია: მარკეტოლოგი, მოყვარული მუსიკოსი

სამუშაო ადგილი: სარეკლამო კომპანია „Dire Straits” ანაზღაურება: 750 ლარი. ასევე უკრავს
ბენდში „Child in time” დრამერის პოზიციაზე, ანაზღაურება გამომუშავებით.

გამომძიებლებმა ჩაატარეს გუკა წერეთელის ბინის ჩხრეკა, რომელსაც ესწრებოდა მისი


მეუღლე ლიკა გოქსაძე. ჩხრეკის შედეგად, საძინებელში მდებარე კარადიდან ამოღებულ იქნა
ქაღალდში გახვეული მომწვანო ფერის მცენარეული მასა.

ჩხრეკა ჩატარდა 2023 წლის 23 დეკემბერს 06:20-07:18 საათებში.

გუკა წერეთელი გადაყვანილია დროებითი მოთავსების იზოლატორში.

მიმდინარეობს სამძებრო ღონისძიებები მეორე პიროვნების დასადგენად.

You might also like