პროკურატურა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

დაკითხვა მუხრან ონიანი I ჯვარედინი დაკითხვა

1. მოგესალმებით,თქვენი სახელი თუ შეიძლება.

2. ბატონო მუხრან, დაზუსტება მინდა გოგონა რომელზეც


თქვენს ჩვენებაში საუბრობთ,რომელიც ძალზედ
შეწუხებული გახლდათ გიორგი აბესაძესგან, რადროსაც
ჩარევა მოგიწიათ, ეს გოგონა სოფიკო ზაზულიაა?

3. მოდი გადავიდეთ, მომხდარ ინციდენტზე, 2013 წლის 14


ივნისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას
თქვენ გახდით შემსწრე ქეთი დადიანისა და ნინო
ბაბუნაშვილის შეკამათების. სადაც აღნიშნეთ, რომ ისინი
ფიზიკურად შეეხნენ ერთმანეთს. ადასტურებთ ამ ფაქტს
?

4. ანუ ადასტურებთ, რომ ქეთი დადიანი ფიზიკურად შეეხო


ნინო ბაბუნაშვილს.

5. თქვენს ჩვენებაში ამბობთ,რომ გოგონები თქვენ


გააშველეთ,რის შემდგომაც გაესაუბრეთ ქეთი და მისგან
მოისმინეთ, რომ გიორგი აბესაძე მას აწუხებდა და
სახლში ეპატიჟებოდა, ხომ ასეა?

6. დავაზსუტებ, ქეთი დადიანს სურდა ხომ გიორგისგან თავის


დაღწევა, ადასტურებთ?

7. შემდგომ მოვლენებში თქვენ ახსენეთ,რომ ფიქრობთ


გიორგი აბესაძემ ჩაუყარა ნარკოტიკი ქეთი დადიანს,
როდესაც ჭიქას წვდა ხომ ასეა?
8. არსებობს რაიმე გარემოება ან მტკიცებულება რაც
დაამტკიცებს თქვენი მოსაზრების სისწორეს?

9. იმ ღამეს თქვენ დაინახეთ შეჯიბრში გამარჯვებული ნინო


რომელიც ტკბებოდა გამარჯვებით, გიორგისთან ერთად
კუთხეში?

10. ასევე ახსენეთ,რომ დარწმუნებული ხართ ისინი არ


კოცნიდნენ ერთმანეთს ხომ ასეა.

11. თქვენ ახსენით, რომ თქვენმა უფროსმა გისყვედურად


როდესაც შემთხვევის ადგილი ნახა, ხოლო ნინომ აუხსნა
თქვენს უფროსს, რომ მომხდარი გიორგის ბრალი იყო ხომ
ასეა.

12. ადასტურებთ,რომ ნინო ბაბუნაშვილმა თავიდანვე


მიიტანე გიორგიზე ეჭვი?

13. და ბოლოს, თქვენ და ბრალდებული ურთიეთობაში


იმყოფებით ხომ ასეა

14. შეგიძლიათ, მოგვიყვეთ ზუსტად როდის დაიწყო


თქვენს შორის ურთიერთობა?

15. ნინოს პატიოსნებაში ეჭვი არგეპარებათ ხომ ასეა?


16. როგორც მიჯნური მის გამო ყველაფერს გააკეთებთ
ხომ ასეა.
I ჯვარედნინი დაკითხვა დასრულებულია
მუხრან ონიანი II ჯვარედინი დაკითხვა
17.კიდევ ერთხელ მოგესალმებით, მაინტერესებს რამდენ ხანში
გახდა ცნობოლი თქვენთვის და იქ მყოფთა პირებისთვის, რომ
ქეთი დადიანის სისხლში აღმოჩენილი იქნა ნივთიერება
კეტამინი?

18.ალბად ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ ხომ ასეა?

19. პირველ კითხვაზე პასუხი კი-შემთხვევა.

1. თქვენ ახსენეთ, რომ მოცემულ საღამოს სოფიკო ზაზულიამ


შეწუხებულმა გიორგისგან წასვლა დაააპირა, გიორგიმ გააჩერა
რა დროსაც თქვენ მოგიწიათ ჩარევა ადასტურებთ ხომ.
2. გოგონა თქვენი ჩარევის შემდეგ სახლში წავიდა მშვიადად ხომ
ასეა.
3. მას შემდეგ გიორგის და სოფიკოს ბარში ერთმანეთი აღარ
უნახავთ ხომ ასეა.
20.ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ გიორგიმ და სოფიკომ მოცემული
საღამო ერთად გაატარეს, ასევე ქალბატონი სოფიკო ამტკიცებს
რომ გიორგისგან შეწუხებულმა ეს ყოველივე პოლიციაში
განაცხადა, რადროსაც თქვენ გვეუბნებით, რომ გოგონას უარის
შემდეგ უმალვე ჩერიეთ და იგი სახლის გზაზე დააყენეთ.
შეგიძლიათ ამიხსნათ რატომ ეწინააღმდეგება თქვენი და სოფიკოს
ჩვენებები ერთმანეთს?
21.ეს თქვენი ბოლო სიტყვაა?
22.თქვენ წინა ჯვარედინ დაკითხვაზე დაადასტურეთ, რომ ქეთი
დადიანი ფიზიკურად შეეხო ნინო ბაბუნაშვილს, ამის არცერთ
მოწმე არარსებობს, ამას, როგორ ახსნით.
23.თქვენ ასევე ახსენეთ, რომ ქეთი დადიანი შეწუხებული გახლდათ
გიორგი აბესაძესგან, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ ორივე
გოგონას საერთო მიზანი და სურვილი ბატონი გიორგი გახლდათ.
რაც საფუძვლიან ეჭვს მიქმნის რომ ქეთის ეგ სიტყვები არასდროს
უთქვამს .
24. კიდევ ერთხელ გკითხავთ, ქეთი დადიანს სურდა გიორგი
აბესაძესგან თვი დაეღწია?
ბატონო მუხრან ქეთი დადიანს სურდა შეჯიბრში გამარჯვება გიორგის
მოსაპოვებლად, თუმცა ვერშეძლო და იძულებული გახდა კუთხეში
მარტოდ მარტოო ჯდომილიყო და ენახა გიორგის და ნინოს
სიყვარული, თქვენ მართლა ფიქრობთ, რომ ქეთის გიორგისგან თავის
დაღწევა სურდა?
25.გასაგებია:
26. თქვენ ასევე ახსენეთ, რომ ქეთი დადიანი ნინო ბაბუნაშვილს
ფიზიკურად შეეხო, თუმცა სხვა მოწმეები ამას არ ადასტურებენ,
რასგვეტყვით.
27.ასევე თვენი სიტყვები, რომ ნინო და გიორგი ერთმანეთს არ
კოცნიდნენ, ეწინააღმდეგება სხვა მოწმის ჩვენებებს როგრო
ახსნით.
28.ბატონო მუხრან თქვენ და ქალბატონი ბრაკდებული
ურთიერთობაში იმყოფებით, ხომ ასეა.
29.შეგიძლიათ მითხრათ როდის დაიწყო თქვენი ურთიერთობა?
ბატონო მოსამართლე ეს კითხვა დაეხმარება სასამართლოს
ჭეშმარიტების დადგენაში.
სოფიკო ზაზულიას ჯვარედინი დაკითვა I

2. იცნობთ ბატონ მუხრან ონიანს? ის კლუბის დაცვაა ხომარ


გამოგლაპარაკებიათ?
3.თქვენ გაიცანით, გიორგი აბესაძე და პოლიციაში ზარი
განახორციელეთ მას შემდეგ რაც შენიშნეთ რომ გიორგი თქვენს
გაბრუებას ცდილობდა ხომ ასეა?
4. პოლიციას ნამდვილად უთხარით გიორგის შესახებ, რომ
თქვენს ნარკოტიკების ქვეშ მოქცევა სურდა? საუბარი
დაასრულეთ ხომ ასეა ვინაიდან ყურმილი დაკიდეთ.
5.ჩვენ გვყავს ორი მოწმე რომელიც ამტკიცებს, რომ ის საღამო
გიორგისთან ერთად გაატარეთ, ადასტურებთ?
6.თქვენ ამ პერიოდში შეყვარებული გყავდათ ხომ ასეა?
7. გიორგისთან დაახლოება თქვენს ინტერესებში შედიოდა?
8. ასევე ამბობთ, რომ გიორგი დანით დაგემუქრათ მას შემდეგ
რაც შეიტყო თქვენი ზარის განხორციელების პოლიციაში ხომ
ასეა.
9. არფიქრობთ, რომ არასწორად გაიგეთ გიორგის მოტივი, რომ
ცდილობდა თქვენს გაბრუებას?
სოფიკო ზაზულია ჯვარედინი დაკითხვა II

1. პირველ რიგში მინდა ავღნიშნო, რომ თქვენ


დაადასტურეთ, რომ პოლიციას ყველაფერი
მოუყევით,რისი მოყოლაც გინდოდათ, თუმცა ბატონი
გამომძიებელი ამტკიცებს, რომ მან ვერაფერი გაიგო იმის
გარდა რომ ვიღაც თქვენს გაბრუებას ცდილობდა, ასევე
მან თქვა რომ ყურმილ შუა ლაპარაკის დროს დაკიდეთ,
შეგძლიათ ამიხსნათ ეს ცდომილება?
2. ადასტურებთ, რომ ეს ყველაფერი იმიტომ გააკეთეთ,
რომ თქვენს შეყვარებულს არგეგო თქვენი და გიორგის
ურთიერთობა?

დასკვნითი სიტყვა

მოგესალმებით პატივცემულო მოსამართლე, მივესალმები დაცვის მხარესა და


დამსწრე საზოგადოებას.
დღეს ჩვენ მოვისმინეთ ტრაგიკული მოვლენები, რამაც გამოიწვია ქეთი
დადიანის ნაადრევი სიკვდილი, ის გახლდათ ახალგაზრდა გოგონა, რომელსაც
მთელი ცხოვრება ჯერ კიდევ წინ ჰქონდა გასავლელი.
პროცესის განვალობაში პროკურატურამ წარადგინა ხელთ არსებული
მტკიცებულებები, და საფუძვლიან ეჭვზე დაყრდნობილი მოვლენები. ჩვენი
მიზანი მოიცავდა დაცვის მხარესთან თანამშრომლობით
განხილვას ყველა შესაძლო ლოგიკური შემთხვევის რასაც შეეძლო ხელი შეეწყო
ახალგაზრდა გოგონასთვის სიცოცხლის მოსპობას.
ფაქტებისა და მტკიცებულებების შეჯამების საფუძველზე, თითოეული ჩვენს მიერ
ჩამოყალიბებული ლოგიკური ეჭვი ცადყოფს ბრალდებულის ბრალეულობას
გარდაცვლილის სიკვდილში.
პროკურატურა ფიქრობს, რომ სწორედ ნინო ბაბუნაშვილმა ჩაუყარა
ნარკოტიკული ნივთიერება ქეთი დადიანს რათა სასურველისათვის მიეღწია,
ამაში კი გვრწმუნებს პროცესის მსვლელობაში მიღებული მტკიცებულებების
ერთობლიობა. ჩვენ წარმოვადგინეთ და გვყავს არა მხოლოდ პირდაპირი მოწმე
რომელმაც დაინახა თუ როგორ ჩაყარა ბრალდებულმა სამეგობროს ჭიქაში
ნივთიერება კეტამინი, არამედ გვაქვს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ სწორედ
ამ ნივთიერებას იყენებდა ბრალდებული სამუშაო ადგილზე, ამას თუ
დავუმატებთ, რომ ექსპერტიზის შედეგად კეტამინის ბოთლზე აღმოჩენილ იქნა
ბრალდებული თითის ანაბეჭდები მოცემული მტკიცებულებები ნათლად ასახავს
ნინო ბაბუნაშვილის მონაწილეობას ქეთის ტრაგიკულ სიკვდილში.

მისი ქმედებები იყო არა მხოლოდ უგუნური არამედ მიზანმიმართული.


მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ უთანხმოება ორ მეგობარ გოგონას შორის
წარმოიშვა ღრმად პირადი საკითხისგან, როგორიც არის სიმპატიის მოპოვება
მოქალაქე გიორგი აბესაძესგან,ამის გამო გოგონებს კამათიც მოუვიდათ
ინციდენტამდე ცოტა ხნით ადრე, თუმცა კამათამდე მიმავალი გარემოებები არ
ამართლებს ნინოს მიზანმიმრთულად ჩადენილ ქმედებებს. შემთხვევა, როდესაც
ნინო კამათის დროს ფიზიკურად შეეხო ქეთის, კერძოდ ხელი გაარტყა-
თვითკონტროლის ნაკლებობისა და მეგობრის ღირსების უპატივცემულობის
დემონსტრაციას ახდენს. აშკარაა, რომ ადამიანს, რომელიც ასე მალე
გამოვიდა მდგომარეობიდან, მიუხედავად იმისა, რომ პირველი მან უწოდა
გარდაცვლილს ბილწი სიტყვა, ნამდვილად შეეძლო ისეთი მზაკვრული მეთოდის
გამოყენება ბიჭის მოსაპოვებლად და ქეთიზე გასამარჯვებლად, როგორიც
ნარკოტიკებით ადამიანის დაუძლაურებაა
რაც პირდაპირ იმოქმედედა ქეთის კონკურენტუნარიანობის დაკარგვაზე,
მნიშვნელოვანია აღინიშნოს რომ სწორედ კამათის შემდგომ დადებული
სანაძლეოდან 45 წუთის შემდეგ ხდება ქეთი დადიანი უცნაური ქცევების
მატარებელი, 45 წუთი ეს ის დროა რაც კეტამინს სჭირდება სიმპტომების
გამოსამჟღავნებლად მისი ორალურად მიღების შემთხვევაში, ბატონო
მოსამართლე განა არსებობს ასეთი ზუსტი დამთხვევები. ლოგიკური ვარაუდით
მივდივართ დასკვნამდე რომ სწორედ ასე მოხდა იმ საღამოს, ბრალდებულს
გონება დაებინდა, რაც მისი საუკეთესო მეგობრისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.

მინდა ავღნიშნო რომ დაცვის მხარე მთელი პროცესის განვალობაში იყენებდა


უამრავუსაფუძვლო არგუმენტს ბრალდებულის გასამართლებლად, როგორიცაა
სოფიკო ზაზულიასა და გამომძიებლის ჩენებები , საქმე რომელიც მათ
ჩვენებაშია აღწერილი არც კი აღძრულა, სოფიკო ზაზულიას სანდობაა
ეჭვქვეშაა, ვინაიდან თავად გამომძიებლის ჩენებებიც კი ეწინააღმდეგება მისას
რომაღარაფერი ვთქვათ ბრალდები 2 მოწმის შესახებ მის წინააღმდეგ.
რაც შეეხება მუხრან ონიანს, იგი ბრალდებულის შეყვარებული გახლავთ,
უცნობია როგორ შექმნეს ურთიერთკავშირი მაშინ როდესაც ბრალდებული
საკანში იმყოფებოდა. მისი გაცემუილი პასუხები არაერთგზის დაუპირისპირდა
როგორც თავის ისე სხვის ჩვენებებს, სრული პასუხისმგებლობით შემიძლია
ვთქვა რომ იგი მიკერძოებულია, და ბრალდებულის სასარგებლოდ მოქმედებს.
და დარჩა თავად ბრალდებული რომელიც რაღათმაუნდა თავის გადასარჩენად
ნებისმიერ გზას დაადგება.
ბატონო მოსამართლე არარსებობს არანაირი ლოგიკურ ეჭვზედაყრდნობილი
მოვლენა რომელიც ბრალდებულის ქმედებას გაამართლებს, გარდა დაცვის
მხარის შეუდრეკელი სიტყვებისა რომლებიც ისეთვე ეჭვ ქვეშ იმყოფებნიან
როგორც მათი თითოეული მოწმე, გთხოვთ ყურადღებით გადახედოთ
პროკურატურის მიერ წარმოდგენილ მასალებს და მიიღოთ სწორი
გადაწყვეტილება.

2013 წლის 14 ივნისს ახალგაზრდა გოგონასთვის დრო გაჩერდა, მისი


ცხოვრება მოულოდნელად და ტრაგიკულად დასრულდა, რამაც მას წაართვა
შესაძლებლობა განეცადა ის სიხარული და სიამოვნება რასაც ცხოვრება
გვთავაზობს, რაც შეეხება მის მშობლებს - მათ პასუხები სჭირდებათ, სწორედ
ამიტომ ვიბრძვით დღეს სამართლის აღსრულებისთვის. რათა დაღუპულის
ოჯახის წევრებს საშუალება მივცეთ, შვილი უსამართლობის განცდის გარეშე
იგლოვონ.
პატივცემულო მოსამართლე დაღუპულლი ქეთი დადიანის სიკვდილი
ტრაგიკული გაუფრთხილებლობით მომხდარი ინციდენტის შედეგია, მიუხედავად
იმისა, რომ ბრალდებულ ნინო ბაბუნაშვილს შესაძლოა, მეგობრის სიკვდილი არ
ჰქონდა განსაზღვრული, მისმა დაუფიქრებელმა ქმედებებმა ქეთის დაღუპვა
გამოიწვია, ნინომ აირჩია თავისი ქმედებების პოტენციური შედეგების
უგულვებელყოფა, რის შედეგადაც ქეთი დადიანმა სიცოცხლე დაკარგა.
ბრალდებულმა პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ჩადენილი უყურადღებობისადმი.
ბატონო მოსამართლე პროკურატურის სახელით გთხოვთ მიიღოთ შინაგან
სინდისზე და ლოგიკაზე დაყრდნობილი გადაწყვეტილება, თქვენს მიერ
სამართლიანი გადაწყვეტილება უდავოდ ხელს შეუწყობს ბრალდებულის
რესოციალიზაციას და მაგალითი იქმნება იმისი თ რა შედეგები მოსდევს
დაუფიქრებელ უკანონო ქმედებებს, გთხოვთ დამნაშავეთ ცნოთ ბრალდებული
116 მუხლით, შემთხვევით მკვლელობაში.

You might also like