შთა

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში

ნინო მეტრეველი

საშინაო ნაშრომი

კურსის დასახელება: სამართალი

კურსის ხელმძღვანელი: ლევან შატბერაშვილი, ლუკა კუჭუხიძე.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2024
მერი უოლსტონკრაფტი, ინგლისელი ფილოსოფოსი,
ესეისტი, ერთერთი პირველთაგანი იყო, რომელიც შეეხო
ქალთა უფლებებს და გაბედა სქესთა თანასწორობაზე საუბარი.
იგი ეწინააღმდეგებოდა არსებულ მიდგომებს ქალთა მიმართ.
მერი უოლსტონკრაფტი თავის გენიალურ ნაშრომში „ქალთა
უფლებების დაცვა’’ განიხილავს ერთ-ერთ აქტუალურ
პრობლემურ საკითხს, როგორიცაა გენდერული თანასწორობა.
ინგლისელი მწერალი ეწინააღმდეგება იმდროინდელ
სტერეოტიპულ დამოკიდებულებას ქალების მიმართ . იმ
პერიოდში ქალები მხოლოდ ფიქრობდნენ გარეგნულ
სილამაზეზე ,რადგან მამაკაცებზე მოეხდინათ გავლენა და
ყოფილიყვნენ საუკეთესო ცოლები . ქალები საკუთარ
სურვილებს , თავისუფლებას, სიამოვნების გრძნობას მამაკეცებს
სწირავდნენ და ემონებოდნენ მათ . ამის გათვალისწინებით ,
ქალები ხდებოდნენ მამკაცებზე დამოკიდებულნი , ვერ
იაზრებდნენ საკუთარ უნარ-ჩვევებს , უფლება-
ვალდებულებებს . სწორედ ეს იყო მერი უოლსტონკრაფტის
ნაწარმოების „ქალების უფლებების დაცვა“მთავარი მიზანი ,
რომ საზოგადოებას გაეაზრებინა , ქალებისა და მამაკაცების
თანასწორუფლებიანობა , ქალებსაც ისეთივე აღზრდა და
განვითარება სჭირდებოდათ , როგორიც მამაკაცების . მერი
უოლსტონკრაფტი ფიქრობდა ,რომ ქალებისთის მთავარი იყო
გონივრული განვითრება, განათლების მიღება, რომ შეცნოთ
საკუთარი როლი და მნიშვნელობა სამყაროში. მერი
უოლსტრონკრაფიტის აზრით, განათლება იყო ერთადერთი გზა
საკუთარი თავის აღმოსაჩენად და უკეთესი მომავლის
შესაქმნელად. ღმერთმა ადამიანებს მიანიჭა ერთნაირი
შესაძლებლობები, იმისთვის რომ , ერთნაირად
განვითარებულიყვნენ და არა მარტო კაცებს ესარგებლად
უპირატესობით, არამედ ქალებსაც ჰქონოდათ საკუთარი
ცხოვრებისეული მიზანი და სურვილები. როგორც ვიცით , მერი
უოლსტონკრაფტი მე-18 საუკუნეში მოღვაწეობდა, როდესაც
განმანათლებლობა იყო გავრცელებული ევროპაში . სწორედ
მერი იყო ერთ-ერთი მოაზროვნე , რომელიც ღიად აფიქსირებდა
საკუთარ აზრს განათლების შესახებ , რომ აუცილებელი იყო ,
როგორც მამაკაცებისთვის ასევე ქალებისთვის განათლების
მიღება. იმ პერიოდში დაკნინებული იყო ქალების უფლება
მოვალეობები , მხოლოდ მამაკაცებს შეეძლოთ მიეღოთ
განათლება და განევითარებინათ საკუთარი გონივრული და
ფიზიკური შესაძლებლობები , ხოლო მერი უოლსტონკრაფტი
ამ სტერეოტიიპულ დამოკიდებულებას ეწინაღმდეგბებოდა და
ამბობდა , რომ ქალები არუნდა ყოფილიყვნენ მამაკაცებზე
დამონებული საზოგადოება , მათ უნდა მიეღოთ განათლება და
შეესწავლათ საკუთარი უფლება მოვალეობები, რომელიც
დაეხმარებოდათ თვითგანვითარებაში და დამოუკედებლად
ცხოვრებაში. ყველა ადამიანის დანიშნულებაა „იცხოვროს და
არა იარსებოს’’ განავითაროს საკუთარი გონება და დაძლიოს
ცხოვრებისეული პრობლემები . მერი უოლსტონკრაფტის
აზრით განმანათლებლობის იდეებს მხოლოდ გონიერება ,
თანასწორობა და ტოლერანტობა წარმოადგენდა . როგორც უკვე
აღვნიშნე, უოლსტრონნკრაფტისთვის განათლება იყო
უპირველესი, რადგან მისი აზრით ,მხოლოდ გონება და
განათლება გაუკვალავს საზოგადოებას მომავლისკენ გზას .
ასევე ის აღნიშნავს , რომ მშობლებმა რაციონალურად უნდა
აღზარდონ გოგოები , რადგან ისინი მხოლოდ გარეგნობაზე და
გაპრანჭვაზე არ იყვნენ ორიენტირებულნი.გოგონებს უნდა
მიეცეთ იმის უფლება , რომ იცხოვრონ თავისუფლად და
ლაღად გაატარონ ბავშვობის წლები, ხოლო როცა დაეცემიან
წამოდგომა ისწავლონ . აუცილებელია ბიჭებსა და გოგონებს
ჰქონდეთ თანაბარი უფლებები და შეძლონ საკუთარი
ცხოვრების მთავარი მიზნის შეცნობა. რაც შეეხება რუსოს
„ემილის’’ იგი რადიკალურად განსხვავდება უოლსტონკრაფტის
ტრაქტატისგან .რუსო თავის პედაგოგურ რომანში აკრიტიკებს
განათლების ტრადიციულ სისტემას . რუსოს
თქმით,განათლების ტრადიციული სისტემა იწვევს ბუნებრივ
მიდრეკილებებზე და მისწრაფებებზე შეზღუდვას . ასევე რუსოს
განსხვავებული აზრი აქვს ბიჭებსა და გოგონებზე, რადგან
ფიქრობს, რომ ბიჭებს ბავშვობიდანვე უნდა ჰქონდეთ
მაქსიმალური თავისუფლება და ასევე ამბობს , რომ უნდა
შევურჩიოთ სასწავლო მასალა შესაბამისად . რაც შეეხება გოგოს
აღზრდას ისინი მხოლოდ მოსიყვარულე ცოლებად და
დედებად უნდა ჩამოყალიბდნენ. რუსო ფიქრობს, რომ გოგოებს
არ უნდა განუვითარდეთ რაციონალურობა , ან უნდა
შეისწავლონ მეცნიერება , რათა სწორმა აღზრდამ ქალში
განავითაროს მგრძნობიარე სენტიმენტალური ბუნება .
უოლსტრონკრაფტის და რუსოს დამოკიდებულება გოგონების
აღზრდის შესახებ რადიკალურად განსხვავებულია , რადგან
უოლსტრონკრაფტი უპირატესობოსას განათლებას და
გოგოების განვითარებას ანიჭებდა ხოლო რუსოსთვის გოგოები
მხოლოდ მამაკაცების მოსიყვარულე ცოლები უნდა
ყოფილიყვნენ . ნაწარმოების მიხედვით „ფემინურობის
კრიტიკასთან“ დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ ,რომ ქალსა
და მამაკაცს მართლაც აქვთ განსხვავებული მიზნები და
მისწრაფეფები. მათთვის სათნოება და კარგი და ცხოვრება
სხვადასახვა რამაა . მერის ტექსტში ვხვდებით გენდერსა და
სქესს შორის აშკარა განსხვავებას , ანუ ქალური ხასიათი არ არის
„ბიოლოგიური თავისებურებებით“ განპირობებული , არამედ
მათი ხასიათი სპეციფიკური აღზრდის შედეგადაა
განპირობებული . ფემინური კრიტიკის მეორე მხარე ეხება
ქალის ცხოვრებას და საზოგადოებაში მისს სტატუსს. მერის
არმოსწონს ქალები , რომლებსაც თანამედროვე საზოგადოება
აყალიბებს .ფემინურობის კრიტიკაშიც სქესსა და გენდერზეა
საუბარი. ავტორის აზრით მგრძნობიარობა მატერიალურია და
მასში ღვთიურს ვერ ხედავს. უოლსტონკრაფტი ფიქრობს, რომ
ქალები გრძნობებს ემონებიან და საკუთავი თავის შეცნობას ვერ
ახერხებენ . ჩემი აზრით , ავტორი შეგრძნებებით ინტერესედება
, რადგან იცის, რომ ქალებზე გავლენა შეგრძნებებს აქვს, რაც
ხელს უშლის ქალების ინტელექტის განვითარებას
.ამავდროულად შეგრძნებებზე დამონიბით ქალები ივიწყებენ
თავიანთ რეალურ ვალდებულებებს . მერი უოლსტონკრაფტის
ნაწარმოებმა „ ქალების უფლებების დაცვა“ მართლაც დიდი
გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე . მერი იყო ერთ-ერთი
მოაზროვნე ,რომელმაც რეალურად შაეაფასა წუთისოფელში
ქალისა და მამაკაცის როლი ,მათი თანასწორუფლებიანობა ,
უფლება ვალდებულებები , რომელმაც სწორად შეაფასა
განათლების მნიშნელობა. მერისთვის მნიშვნელოვანი იყო
ანაბარ პირობებში გაზრდილიყვნენ ქალიც და კაციც ამისთვის
კი საჭიროა გამოვაფზხიზლოთ ქალები და ვაჩვენოთ რა არის
რეალურად მნიშვნელოვანი და ღირებული.

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში

წიგნი:ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის


გამომცემლობა თბილისი 2019

You might also like