Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 20

1.

გარეთა ყურის დაავადებები ეტიოლოგია,პათოგენეზი,კლინიკა,მკურნალობა


წითელი ქარი

ინფექციური დაავადება,რომლის გამომწვევიც A ჯგუფის ჰემოლიზური სტრეპტოკოკია.

პირველად იჭრება გარეთა ყურის კანში კანის სხვადასხვა მიზეზით დაზიანების დროს, მეორედ-
როცა პროცესი გადადის გარეთა ყურზე თავისა და სახის კანიდან

განვითარებას ხელს უწყობს ჩირქოვანი პროცესი გარეთა და შუა ყურში.

სიმპტომატიკა კანის სეროზული ან სეროზულ-ჰემორაგიული ანთება, სიცხე, ინტოქსიკაცია. ყურის


ნიჟარა შესიებული,გაწითლებული,პალპაციით მტკივნეული.წარმოიქმნება სეროზული სითხიანი
ბუშტუკები.აუცილებელია მკვეთრად შემოისაზღვროს მიმდებარე საღი კანისგან.ავადმყოფს აწუხებს
წვა დაზიანებულ არეში.

დიაგნოზი დაფის აპკი-ინტაქტური,სმენა-შენარჩუნებული.შუა ყურში ჩირქოვანი პროცესის


არსებობისას აუცილებელია დაკვირვება რამდენიმე დღე. ყურის ფარგლებს გარეთ შეძლება
პროცესის გავრცელება. ბიბილო არ არის ჩათრეული პროცესში.

მკურნალობა ანტიბიოტიკოთერაპია(პენიცილინი,ტეტრაციკლინი),მწვავე პერიოდში-


ფიზიოთერაპიული პროცედურები(ულტრაიისფერი
სხივები,უმს),გამოჯანმრთელებისას(კალციუმქლორიდი,ელექტროფორეზი ლიდაზი).

პერიქონდრიტი

ყურის ნიჟარის ხრტილსაზრდელისა და კანის დიფუზური ანთება, რომელსაც იწვევს ინფექციის


შეჭრა ტრავმის დროს(ჭრილობა,მწერის ნაკბენი,დამწვრობა,მოყინვა),ხშირი გამომწვევი-ლურჯი
ჩირქის ჩხირი.

სიმპომატიკა ძლიერ ტკივილი,ყურის ნიჟარა შესიებულია,რელიეფი-გასადავებული,ზედაპირი-


ჰიპერემიული,ზოგადი ტემპერატურული რეაქცია. მძიმე შემთხვევაში:შესიება,ტკივილის
მომატება,ხრტილსაზრდელასა და ხრტილს შორის გროვდება ჩირქოვანი ექსუდატი, აღინიშნება
ფლუქტუაცია, ხრტილის კვების მოშლა,ნეკროზი,ჩირქოვანი გალღობა ყყურის ნიჟარის უხეში
დანაოჭება,დეფორმაცია.არ ეხება ბიბილოს,რადგან ის არ შეიცავს ხრტილს.

მკურნალობა ანტიბიოტიკოთერაპია.იყენებენ-კარცენიცილინს და პოლიმიქსინს.ადგილობრივად


უსვამენ 10% ლაპისის ხსნარს,სხვადასხვა მალამოიან ნახვევს. ფლუქტუაციისას-ქირურგიული
ჩარევა=ფართო განაკვეთები ნიჟარის კონტურების პარალელურად,ხრტილის დაშლითი ამოფხეკა
მახვილი კოვზით.

გარეთა სასმენი მილის ეგზემა

ეტიოლოგია,პათოგენეზიგამომწვევი-ენდოგენური და ეგზოგენური ფაქტორები.პათოგენეზში დიდი


მნიშვნელობა აქვს კანის ნერვულ-რეცეფტორული აპარატის ფუნქციურ ცვლილებებს და ალერგიულ
მდგომარეობას.განვითარებას ხელს უწყობს-ჩირქდენა შუა ყურიდან,მწვავე და ქრონიკული შუა
ოტიტი,როცა ჰიგიენურ წესებს არ იცავენ.მნიშვნელობა აქვს მექანიკურ,ქიმიურ და თერმულ
გამღიზიანებლებს.ბავშვის ეგზემა ზოგადი დაავადებებისას:რაქიტი,ექსუდაციური
დიათეზი,ტუბერკულოზი.

სიმპტომატიკამწვავე და ქრონიკული ფორმები.


მწვავე-გარეთა ყურის კანი გაწითლებული,გასქელებული,რის გამოც გარეთა სასმენი ხვრელი
შევიწროვებულია.ახასიათებს ქავილი,ტკივილი ნაკლებად.თითით/რაიმე საგნით ფხანვა რასაც
მოყვება კანის ნაკაწრები და სითხის გამოდენა.სითხე ხმება და კანი მოყვითალო ქერქით იფარება.ამ
ყველაფერს თუ ინფექცია დაერთო-ყურის დიფუზური ან შემოფარგლული ანთება ვითარდება.

ქრონიკული-ახასიათებს ქავილი,მშრალი კანი,გასქელებული.კანის აქერცვლა იშვიათად შეიძლება


გამწვავდეს და ეგზემა სველ ფორმად გადაიქცეს.

დიაგნოზიაღინისნება ქავილი,ამასთან დამახასიათებელია ძლიერი ტკივილი სპონტანურად ასევე


პალპაციით.სოკოვანი დაავადება უნდა გამორიცხონ მიკოლოგიური გამოკვლევით.

მკურნალობა ადგილობრივად იყენებენ-ბრილიანტის მწვანის 0,5%იან სპირტიან ხსნარს,2% ლაპასის


ხსნარი.ქერქების მოსაცილებლად გარეთა სასმენ მილში ინდიფერენტულმალამოიან ტამპონებს
იყენებენ.გარეთა ყურის ეგზემის დროს-კორტიზონის შემცველი მალამო.

გარეთა ყურის დიფუზური ანთება

ანთებითი პროცესი გამფენილია გარეთა სასმენი მილის ამომფენი კანის მთელ სიგრძეზე,ვრცელდება
ღრმა შრეებში.პროცესი მოედება დაფის აპკის გარეთა,ეპიდერმულ შრესაც.

ეტიოლოგია/პათოგენეზი

გამომწვევი-ჩირქმბადი მიკრობები,რომლებიც იჭრებიან გარეთა სასმენი მილის ამომფენ


კანში.შეჭრას ხელს უწყობს კანის მთლიანობის დარღვევა მექანიკური,ფიზიკური და ქიმიური
ფაქტორების ზემოქმედებისას.

სიმპტომატიკაგარეთა სასმენი მილის შესიება,ჰიპერემიული.აღინიშნება სეროზული


ექსუდატი.შემდეგ ეპიდერმისი ჩამოიფრცქვნება,გაიხრწნება,ექსუდატი ჩირქოვან ხასიათს
ღებულობს.გარეთა სასმენი მილი მკვეთრად შევიწროვებული,ამოვსებული ფაფისებრი
მასით.დასაწყისში ძლიერი ტკივილი,მატულობს ხელით ზეწოლისას სასმენ მილზე.ბოლოს რჩება
მხოლოდ ქავილი და ყურის დახშობის შეგრძნება.

დიაგნოზი გარეთა სასმენი მილის გასუფთავების შემდეგ ათავსებენ ყურის ვიწროდიამეტრიან


ძაბრს.თუ სმენა შენარჩეუნებულია/უმნიშვნელოდ დაქვეითებული,შუა ყურის ანთება
გამორიცხულია.

მკურნალონა/პროფილაქტიკანიშნავენ ბუროვისსითხიან სითბურ


კომპრესს,ტკივილგამაყუჩებლებს.შემდეგ სასმენ მილში ჩადებენ კორტიზონისმალამოიან
ტამპონებს.კარგია ფიზიოთერაპია.თუ ალერგიულ ფონზე ვითარდება-ანტიჰისტამინური
პრეპარატები(სუპრასტინი).თუ მძძიმედ მიმდინარეობს-მაღალი სიცხე,ინტოქსიკაცია.საჭიროა
ანტიბიოტიკოთერაპია.პროფილაქტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია ყურის ჰიგიენა.

გარეთა სასმენი მილის ფურუნკული

გარეთა სასმენი მილის შემოფარგლული ანთება,ვითარდება აპკოვან-ხრტილოვან ნაწილში,სადაც


თმაა,ცხიმოვანი ჯირკვლები და ამ უკანასკნელთან მწვავე ჩირქოვანი ანთებაა.

ეტიოლოგია/პათოგენეზივითარდება ჩირქმბადი კოკების,სტაფილოკოკების შეჭრით თმის


ბოლქვების და ცხიმოვანი ჯირკვლების გამოსასვლელ ხვრელში.ხშირია
დიაბეტის,ავიტამინოზის,ზოგადი ქრონიკული ინფექციის დროს.
სიმპტომატიკა ყურის ძლიერი ტკივილი,გადაეცემა თავის არეში.თუ ფურუნკული წინა კედელზეა
ტკივილი ძლიერდება ლაპარაკის და ღეჭვის დროს.ხელით ზეწოლისას ტკივილი ძლიერდება წინა
სახურზე,ქვედა და უკანა კედლებზე,რაც გარეთა ყურის ანთების ნიშანია.გარეთა სასმენი მილი
შევიწროვებული,ოტოსკოპია გაძნელებულია.ზოგჯერ შესიება ნიჟარის მიმაგრების გასწვრივ
ვრცელდება,შუპდება დვრილისებრი მორჩის კანი და ქუთუთოებიც.არცთუ იშვიათად
გადიდებულია რეგიონული ლიმფური კვანძები.შეიძლება ყბაყურა ჯირკვალზე გადასვლა და
ანთება.

დიაგნოზიტიპიური ჩივილებით და ობიექტური გასინჯვით ადგენენ.ამ დროს შეშუპება და


მტკივნეულობა ყურის ნიჟარის მიმაგრების გასწვრივ აღინიშნება.საეჭვო შემთხვევაში საფეთქლის
ძვლის რენტგენოგრაფია.

მკურნალობა/პროფილაქტიკა ადგილობრივად იყენებენ საფენებს და ტამპონებს,რომლებსაც


ჟღენთავენ პროტარგულის 2-3% ხსნარით,ბუროვის სითხით,ბორისმჟავით,სპირტით.თუ
მომწიფებული ფურუნკული თავისით არ ქრება,მიმართავენ გაკვეთას.რეციდივისას-
ვიტამინოტერაპია.

გარეთა ყურის ჰემორაგიული ანთება

გარეთა დიფუზურ ანთებას ზოგჯერ ჰემორაგიული ხასიათი აქვს,რაც გრიპის ვირუსის პათოგენური
ზემოქმედებიტაა განპირობებული.სასმენი მილის ამომფენ კანსა და დაფის აპკზე
ჰემორაგიულსითხიანი ბუშტუკები ჩანს.ბუშტუკები იხსნება და ქერქები წარმოიქმნება.

მკურნალობაადგილობრივად იყენებენ ოქსოლინისმალამოიან,ინტერფერონიან


ტამპონებს.ტემპერატურული რეაქციისა და ინტოქსიკაციის დროს რეკომენდირებულია
ანტიბიოტიკოთერაპია.

ოტომიკოზი

ეტიოლოგია მიზეზია გარეთა სასმენ მილში ობისა და საფუარის სოკოების მოხვედრა, ობის
სოკოებიდან ყველაზე ხშირია ასპერგილუსის და პენიცილიუმის გვარის სოკოები ხოლო საფუარის
სოკოებიდან კანდიდა. განვითარებას ხელს უწყობს გარეთა ყურის დერმატიტი,ეგზემა,შუა ყურის
ქონიკული ჩირქოვანი ანთება, მიკროტრავმა, ანტიბიოტიკების და სტეროიდების ხანგრძლივი
ხმარება.

სიმპტომატიკა ავადმყოფს აწუხებს ქავილი სასმენ მილში, დახშობის შეგრძნება,ტკივილი, ზოგჯერ


შუილი და თავის ტკივილი დაავადებულ მხარეს . სიმპტომები ვლინდება თანდათან თავიდან
წააგავს დიფუზურ გარეთა ოტიტის, მაგრამ გულმოდგინე გასინჯვით ვლინდება განსხვავება.
სასმენი მილი შევიწროებულია როგორც აპკოვან ისე ძვლოვან ნაწილში.

ოტოსკოპიური სურათი დამოკიდებულია გამომწვევზე,ასპერგილუსს ახასიათებს პათოლოგიური


შიგთავსის მოშავო მოყავისფრო ფერი ან მოყვითალო ასპერგილუს ფლავუსი ან მონაცრისფრო
ასპერგილუს ფუმიგატუსი. პენიცილიუმის დროს თხიერი სეროზული გამონადენი .
გამონადენს აქვს სუნი . კანდიდას დროს სურათი სველ ეგზემას გავს. გარეთა სასმენი მილი ფართოა
ჰიპერემია და ინფილტრაცია უმნიშვნელოა . ალაგ ალაგ მოყვითალო ნადები რომელიც სცილდება.
ყურის სოკოვანი დაავადება შეიძლება განვითარდეს შუა ყურის რადიკალური ოპერაციის შემდეგ
პოსტოპერაციულ ღრუში.
დიაგნოზი გარეთა ყურის დიფუზური დაზიანების ყველა შემთხხვევაში სასმენი მილიდან აღებული
პათოლოგიური მასალის მიკროსკოპული და მიკრობიოლოგიური გამოკვლევა.

მკურნალობა/პროფილაქტიკა იყენებენ ანტიმიკოზურ ანტიბიოტიკებს,სხვა პრეპარატებს როგორც


ადგილობრივად(მალამოს სახით,სპირტიანი ხსნარი),ისე ზოგადად(ტაბლეტების სახით).

პროფილაქტიკის თვალსაზრისით საყურადღებოა გარეთა და შუა ყურის ანთებით დაავადებათა


დროული მკურნალობა,ანტიბიოტიკების რაციონალური გამოყენება.

გოგირდოვანი საცობი

გარეთა სასმენი მილი შეიცავს გოგირდოვან ჯირკვლებს. როგორც წესი , გოგირდი სასმენ მილში არ
გრვდება, იგი გარეთ თავისუფლად გამოდის ღეჭვისა და მეტყველების დროს . გოგირდის დაგროვება
განპირობებულია ჯირკვლების ჰიპერსეკრეციული მდგომარეობით, მის ჰიპერსეკრეციას ხელს
უწყობს სასმენი მილის ჰიპერემია და ანთებითი პროცესები , ასევე ანატომიური თავისებურებები
(ვიწრო სასმენი მილი,მისი დაკლანილობა, თმის საფარველი), სეკრეტის წებოვნების მომატება.

სიმპტომატიკა თავდაპირველად არანაირი სიმპტომი არ ვლინდება , სანამ სასმენ მილში არის


თუნდაც მცირედი თავისუფალი სივრცე ამით დასტურდება , რომ არანაირი კავშირი არ არსებობს
სასმენი მილის სიფართოვესა და სმენის გამტარებლობას შორის, უეცრად გამოვლინდება სმენის
დაქვეითება რაც გოგირდით სანათურის სრულად დახშობის მაუწყებელია, ხშირად ეს ხდება
ბანაობის დროს რადგან ყურსი მოხვედრილი წყალი გოგირდს აფუებს. ავადმყოფი გრძნობს შუილს
ყურში და ავტოფონიას. აღწერილია ცდომილი ნერვის ტოტის გაღიზიანების სიმპტომები :
გულისრევა , ღებინება ,რეფლექსური ხველა , გულის მოქმედების დარღვევა.

დიაგნოზი ადვილად ადგენენ ოტოსკოპიური სურათით.

მკურნალობა გოგირდოვანი საცობი უნდა მოაშორონ გამორეცხვით.გამორეცხვამდე სასურველია


საცობი დავარბილოთ 2-3 დღის განმავლობაში სოდა-გლიცერინის თბილი ხსნარით (ამავე მიზნით
იყენებან წყალბადის ზეჟანგის 3% იან ხსნარს ), ამ დროს საცობი ფუვდება და სმენა უფრო
ქვეითდება. გამორეცხვა ხდება 150-200 მლიანი შპრიცით 37 გრადუსიანი წყლით, ყურის გასწორები
უკან დ ზევით გადაწევის შემდეგ წყლის ნაკად საშუალო წნევით მიმართავენ უკანა-ზედა კედლის
მიმართულებით. უკუჩვენებაა ყურიდან ჩირქდენა.

პროფილაქტიკა ანთებითი დაავადებების დროული მკურნალობა. ნებისმიერი მექანიკური


გაღიზიანება იწვევს გოგირდის ჰიპერსეკრეციას.

ეგზოსტოზი/ჰიპეროზოსტი

ეგზოსტოზი ძვლოვანი წანაზარდია,რომელიც დაფის ძვლის შიგნითა ზედაპირზე


ვითარდება,განსაკუთრებით უკანა-ზედა კედელზე.შეიძლება იყოს ერთეული ან
მრავლობით,ჩვეულებრივ,ვიწრო ფეხზეა.

ჰიპეროზოსტი -დიდი ზომის ძვლოვანი წანაზარდი,რომელიც მთლიანად ვრცელდება სასმენი


მილის კედელზე და დაფის რგოლის არეში.

სიმპტომატიკა მცირე ზომის ეგზოსტოზი არ აწუხებს ავადმყოფს.ეგზოსტოზი როცა ავსებს სასმენი


მილის სანათურის დიდ ნაწილს მაშინ მიმართავენ ექიმს,გოგირდოვანი სეკრეტის გარეთ გამოსვლა
ფერხდება და სასმენი მილი იხურება.აღინიშნება სმენის დაქვეითება,დაბრკოლება ყურის გაწმენდის
დროს.
დიაგნოზი ოტოსკოპიური სურათით და ზონდირებით დგინდება.

მკურნალობა ეგზოსტოზის მოცილება როცა ფეხზეა სატეხის საშუალებიტ ხდება.ჰიპეროზოსტი


ქირურგიული მკურნალობა რთულია.თუ ცალმხრივია და არ იწვევს სიმპტომებს,თავს იკავებენ
ოპერაციისგან.ოპერაცია ყურის უკანა განაკვეთით სრულდება.თუ დაფუს რგოლის ახლოსაა
მოცილება სახიფათოა,შეიძლება გამოიწვიოს სახის ნერვის და შუა ყურის სტრუქტურების
დაზიანება.

2. ყურის უცხო სხეულები


გარეთა სასმენ მილში უცხო სხეულები მოასალოდნელია ყველა ასაკში, გაცილებით ხშირად
ბავშვებში.
სიმპტომატიკა დაავადების ნიშნები დამოკიდებულია უცხო სხეულის ხასიათზე,მის სიდიდეზე.
ცოცხალი უცხო სხეულები- აღიზიანებს კანს.
ორგანული წარმოშობის, რომლებიც წყალში ფუვდებიან- ყურში წყლის მოხვედრისას იზრდება,
ახსობს სანათურს, იწვევს სმენის დაქვეითებას და ყურში ხმაურს. მახვილკიდეებიანმა- შეიძლება
გამოიწვიოს რეაქციული ანთება
დიაგნოზი- ოტოსკოპით(კარგად ჩანს). დადგენა ძნელდება კანის დაზიანებების შემთხვევასი
რეაქციული მოვლენების განვითარების გამო.
მკურნალობა გარეთა სასმენი მილიდან გამოაქვთ გამორეცხვით (ჟანეს შპრიცი). არ შეიძლება მისი
გამოღება პინცეტით. თუ გამორეცხვით არ გამოდის , უცხო სხეული გამოაქვთ კავით. უცხოსხეულის
სასწრაფოდ გამოღება აუცილებელი არ არის, მისი დატოვება არანაირ ზიანს არ აყენებს ყურს.

3. მენიერის დაავადება (შიგნითა)/ლაბირინთიტი


ეტიოპათოგენეზი- დაავადების საფუძვლად მიჩნეულია ლაბირინთის სისხლის პროდუქციის
რაოდენობრივი და თვისობრივი დარღვევა, რასაც მოყვება ენდოლიმფური ჰიდროფსი(წყალმანკი)
და ლაბირინთშიგა წნევის მომატება.-----იწვევს: ლაბირინთში ბგერის გატარების შფერხება,
კოქლეური და ვესტიბულური რეცეპტორების მოშლას.
სიმპტომატიკა-იწყება უეცრად შეტევის სახით
კარდინალური სიმპტომებია:
1. ძლიერი თავბრუსხვევა, წონასწორობის დაკარგვა, გულისრევა, ღებინება, ნისტაგმი
2. სმენის ცვალებადი დაქვეითება, ცალ მხარეზე და ნეიროსენსორული ტიპის
3. ყურჩქამი იმავე მხარეზე
შეტევა გრძელდება 20-30 წთ-დან რამდენიმე სთ-მდე
ახასიათებს განმეორებითობა
დიაგნოზი-ანამნეზური მონაცემების, ოტოსკოპიის, სმენისა და ვესტიბულური სისტემების სწორი
ანალიზის საფუძველზე
ინერგება ფუნქციური ტესტები-ავადმყოფს აძლევენ დეჰიდრატაციულ საშუალებას, ამ
საშუალებების მიღებამდე და მიღების შემდეგ იკვლევენ სმენისა და ვესტიბულური ფუნქციების
მდგომარეობას.
მკურნალობა-ლაბირინთშიგა წნევაზე ენდოლიმფური წლყალმანკის ლიკვიდაცია
ამ დროს ცვლილებებია ნერვულ-ენდოკრინულ და ჰუმორულ მექანიზმებში, ვეგეტაციურ ნერვულ
სისტემაზე და სისხლძარღვთა ტონუსზე.----ამიტომ იყენებენ ფსიქოტროპულ საშუალებებს,
ნეიროლეპტიურ საშუალებებს, ტრანკვილიზატორებს...
ენდოლიმფური ჰიდროფსიისთვის იყენებენ დეჰიდრატაციულ და ანტიჰისტამინურ საშუალებებს.
თუ ამ ყველაფერს შედეგი არ აქვს საჭიროა ქირურგიული ჩარევა: ყურის ნერვებსა და ნერვულ
წნულებზე,ენდოლიმფური პარკის გახსნა და შუნტირება.
4. მწვავე მასტოიდიტი, თავისებურება ბავშვებში(შუა)
დვრილისებრი მორჩის ჩირქოვანი ანთებაა. არჩევენ პირველად და მეორეულ მასტოიდიტს.
პირველადი -როდესაც დვრილისებრი მორჩის ანთებას წინ არ უძღვის შუა ყურის მწვავე ანთება და
ვითარდება დამოუკიდებლად ტრავმის ან ჩირქოვანი პროცესის მეტასტაზირებით(იშვიათად
სიფილისს და ტუბერკულიოზის დროს).
მეორეული -შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთების გართულებაა, იწყება მაშინ როდესაც ჩირქოვანი
ანთება სცილდება მუკოპერიოსტეუმის ფარგლებს,გადადის ძვლოვან სუბსტაციაზე და იწვევს მის
დაზიანებას. ასეთი გართულების ხელშემწყობი ფაქტორებია:იმუნოლოგიური ტონუსის დაქვეითება,
ინფექციის მაღალი ვირულენტობა,დვრილისებრი მორჩის სტრუქტურა, ასაკობრივი ფაქტორი.
სიმპტომატიკა შუა ყურის მწვავე ჩირქოვანი ანთება 1-2 კვირის განმავლობაში განკურნებით
მთავრდება, თუ ამ პერიოდის ჩავლის შაემდეგ ტკივილი,ჩირქდენა, ტემპერატურა გრძელდება უნდა
ივარაუდონ რომ წარმოიქმნა ჩირქოვანი პროცესის დამატებითი კერა-განვითარდა მასტიდიტი. რასაც
ახასიათებს დვრილისებრ მორჩის ტკივილი სპონტანურად ან პალპაციის დროს. განსაკუთრებით
მტკივნეულია ჩირქის ყველაზე დიდი რეზერვუარის ადგილას. ტკივილი ძლიერდება ღამით,იწვევს
უძილობას. ტემპერატურა მომატებულია 38-38,5მდე. მასტოიდიტის ერთერთი სწორუტყუარი
ნიშანია- გარეთა სასმენი მილის ძვლოვანი ნაწილის შევიწრობა მისი ზედა-უკანა კედლის ჩამოწევის
ხარჯზე.
დიაგნოზი- ნიშანდობლივი სიმპტომები- მწვავე ჩირქოვანი შუა ოტიტი სამ კვირაზე მეტი,ჩირქდენის
მომძლავრება,გარეთა სასმენი მილის ზედა უკანა კედლის ჩამოწევა, ტემპერატურა, დვრილისებრი
მორჩის მტკივნეულობა ხელით ზეწოლისას.
მკურნალობა ანტიბიოტიკოთერაპია, ფიზიოპრპცედურები. თუ დაწყებულია ძვლოვანი
სტრუქტურების დესტრუქცია ჩირქოვანი პროცესით ტარდება ოპრაცია- დვრილისებრი მორცის
მარტივი ტრეპანაცია (მასტოიდოტომია)
ბავშვთა მასტოიდიტი(ანტრიტი). უპიტესად ახალშობილებსა და ძუძუმწოვარ ბავშვებში. ამ ასაკში
დვრილისებრი მორჩი განვითარებული არ არის( ანთებითი პროცესი დაფის ღრუდან გადავა
ანტრუმზე.
სიმპტომატიკა-ოტოსკოპიური ცვლილებები,
ტემპერატურა,მოუსვენრობა,უძილობა,უმადლობა ,ღებინება, ფაღარათი
დიაგნოზი- გაძნებელბულია. ბავშვის რეაქცია წინასახურზე ხელის დაჭერისას უტყუარი არ არი.
დასაზუსტებლად მიმართავენ ანტროპუნქციას რომელიც უტყუარია თუმცა საშიშროებას შეიცავს.
ასევე თუ ანტიბიოტიკოთერაპიამ შედეგი არ გამოიღო მიმართავენ-ანტროტომიას.

5. სასის ტონზილების,მწვავე ანთება,ქრონიკული(ანგინები,კლასიფიკაცია)


სასის ტონზილების ჰიპერტროფია;ადენოიდური ვეგეტაციები უმეტესად ბავშვებში ვითარდება.
ჰიპერპლაზირებული ტონზილები ნორმალურისაგან მხოლოდ ზომით განხვავდება,ზედაპირი სადაა
და რბილი კონსისტენციის. ჰიატოლოგიურად ვლინდება მრავალრიცხვოვანი ფოლიკულები.
არსებობს სამი ხარისხის ჰიპერპლაზია, მის დასადგენად მანძილი სასის მედიალურ კიდესა და ნაქს
შორის წარმოსახვით უნდა დაყოთ 3 ნაწილად. თუ ტონზილა იკავებს ამ მანძილის 1/3- ს, ეს არის I
ხარისხის. თუ იკავებს - 2/3- ს , არის II ხარისხის, თუ ტონზილა აღწევს შუა ხაზს ანუ ორი ტოზილა
ეხება ერთმანეთს, ეს უკვე არის III ხარისხი.

ჰდსიმპტომატიკა: ზოგჯერ გადიდებული ტონზილები შერწყმულია ადენოიდურ ვეგეტაციებთან,


რაც კიდე უფრო ართულებს სუნთქვას. ავადმყოფს უჭირს ყლაპვა და მეტყველება არის დარღვეული.

დიაგნოსტიკა:ფარინგოსკოპია,მარტივი ჰიპერტროფია უნდა განასხვავონ ქრონიკული


ტონზილიტისგან( ამ დროს ჰიპერტროფია ხდება შემაერთებელი ქსოვილის ხარჯზე,და ის შეიცავს
პათოლოგიურ შიგთავსს)

მკურნალობა: ტონზილოტომია.

ადენოიდური ვეგეტაციები - ის საკმაოდ ხშირია, ბავშვთა 5- 8%ს აქვს ადენოიდები. ის


პათოლოგიურად ითვლება მაშინ, როდესაც იწვევს ცხვირიდან სუნთქვის გაძნელებას და ხურავს
ევსტაქის ლულის ხვრელებს.

სიმპტომატიკა: სუნთქვის დაღრვევის სიმძიმე დამკკიდებულია ცხვირ-ხახის ტონზილების


ჰიპერტროფიის ხარისხზე. არსებობს 4 ხარისხი. თუ ტონზილა ფარავს სახნისის 1/3-ს, არის I
ხარისხი. თუ ფარავს ნახევარს II ხარისხი, თუ ფარავს 2-3, III ხარისხი, და IV ხარისხი,როცა
მთლიანად სახხინი არის დაფარული.ადენოიდები იწვევს სისხლისმიმოქცევის მოშლას,რის გამოც
ვითარდება შეგუბება,ეს კიდევ უფრო აძნელებს ცხვირით სუნთქვას,ადენოიდებით დაავადებულ
ბავშვებს სძინავთ გაღებული პირით,ხვრინავენ, არიან მოუსვენრები. თუ მკურნალობას დროზე არ
ჩააატარებენ, ის იწვევს სახის სტრუქტურის ცვლილებას და ბავშვი იღებს ადენოიდურ
სახეს.ადენოიდები იწვევს ასევე ევსტაქის ლულის
დახშობას ,რის გამოც ვენტილაცია ირღვევა.

დიაგნოზი: კლინიკური სურათი, ანამნეზი,რინოსკოპია. მკურნალობა: ადენოტომია.


6. ცხვირის ტრავმები,ცხვირის ღრუს პოლიპოზი

ცხვირის ძვლების მოტეხილობა.


ცხვირის ტრავმა მისი ანატომიური თავისებურებებიდან გამომდინარე ხშირია. იგი გამოწვეულია სხვადასხვა
ბლაგვი საგნით,ბასრი ან ცეცხლსასროლი იარაღით. არჩევენ ცხვირის ძვლოვანი ჩონჩხის მარტივ და რთულ
მოტეხილობას. ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმა ხშირად იწვევს ცხვირის დახურულ დაზიანებას. ცხვირის
კიდეების მცირე მოტეხილობამ შეიძლება არც გამოიწვიოს ცხვირის დეფორმაცია და იგი აღმოჩნდება მხოლოდ
რენტგენოლოგიური გამოკვლევით. ცხვირის ზურგის პირდაპირი ძლიერი ტრავმა იწვევს ცხვირის ძვლებისა და
ხრტილების მოტეხილობას,რასაც მოჰყვება ცხვირის გაბრტყელება,აგრეთვე ცხვირის ძგიდის დეფორმაცია და
მოტეხილობა,რასაც ჰემატომა მოყვება. უფრო ხშირია ცხვირის გვერდითი ტრავმა. ამ დროს,ჩვეულებრივ,ნაკერი
იხსნება ცხვირის ძვალსა და ზედა ყბის ძვლის შუბლის მორჩს შორის დარტყმის მხარეზე,ხოლო მეორე მხარეს
შუბლის მორჩის მოტეხილობაა რსაც,რასაც მოჰყვება ცხვირ გადახრა დარტყმის საწინააღმდეგო მხარეს. ზოგჯერ
ძვლის მოტეხილი ფრაგმენტიცაა ჩაწეული ღრუში.ასეთი ჩატეხილი ძვალი ხშირად იწვევს ლორწოვანის
დაზიანებას და სისხლდენას.წვეტიანი საგნის ზემოქმედებით შიძლება დაზიანდეს ცხვირის ღრუს ზედა
კედელი,ტვინის მაგარი გარსი,ტვინის ქსოვილი და შემდგომ მენინგიტი და ტვინის აბსცესიც განვითარდეს.
შიძლება დაზიანდეს საყნოსავი ნერვის ბიჭკოები და განივათრდეს ანოსმია. დაცხრილული ფირფიტის
დაზიანება. შეიძლება გამოიწვიოს ქალას ფუძს მოტეხილობა შმდგომი ლოქვორეით.
სიმპტომატიკა: ძლიერი ტრავმის დროს ვითარდება შოკის მდგომარეობა. ძლიერი ტკივილი,ცხვირისა და მის
ირგვლივ სახის არის შეშპება,კანზე სისხლჩაქცევები,კანქვეშა ემფიზემა.
დიაგნოზი: ტრავმის პირველ საათებში დიაგნოზის დადაგენა ძნელია-ცხვირის ფორმის შცვლა,ტკივილი
ზეწოლისას,კრეპიტაცია.რენტგენოლოგიური გამოკვლევა. მკურნალობა : შოკის საწინააღმდეგო
ღონისძიებები,მოტეხილი ძვლების და ხრტილების რეპოზიცია. ქირურგიულად.
7. ქრონიკული ოტიტი (შუა ყურის)
შუა ყურის ქრონიკული ჩირქოვანი ანთების დიაგნოზი სწორუტყუარია როდესაც 2 ძირითადი
ნიშანია სახეზე: დაფის აპკის მყარი პერფორაცია, მუდმივი ან პერიოდული ჩირქდება ყურიდან.
ეტიოპათოგენეთი დაავადება უფრო ხშირად შუა ყურში არსებული მწვავე პროცესის
გახანგრძლივებისა და ქრონიკულ პროცესსი გადასვლის შედეგია.(უმკურნალობა, დაგვიანებული ან
არასწორი მკურნალობა). ამის მიზეზად მიჩნეულია ინფექციის გადამეტებული ვირულენტობა და
ორგანიზმის დაცვითი ძალების დაკნინება( გრიპის, წიტელას , ქუნთრუშას, ტუბერკულოზის,
ათაშანგის დროს). ასევე აღსანიშნავია ევსტაქი ლულის ფუნქციის დარღვევა და ზემო სასუნთქი
გზების პათოლოგიური მდგომარეობა(ადენოიდები, სინუსიტი), რომლებიც ყოველთვის ხელს
უწყობენ ქრონიკული ოტიტის განვითარებას. ასევე ვითარდება ყურის ტრავმული დაზიანებისას.

კლაიფიკაცია- 1.მეზოტიმპანიტი 2.ეპიტიმპანიტი(შერეული მეზოეპიტიმპანიტი) მეზოტიმპანის


დროს ანთებითი პროცესი უპირატესად დაფის ღრუს შუა და ქვედა ნაწილებშია, შემოიფარგლება
მხოლოდ ლორწოვანი გარსის ელემენტებით და არ ვრცელდება ძვლოვან კედელზე. ახასიათებს
ცენტრალური პერფორაცია -კეთილთვისებიანად მიმდინარეობს, პროგნიზიც კეთილსაიმედოა.
ეპიტიმპანიტის დროს ანტებითი პროცესი ლოკალიზდება დაფის ღრუს ზედა ნაწილში,აზიანებს
არამარტო ლორწოვანს, არამედ ძვალზეც ვრცელდება. ახასიათებს კიდითი პერფორაცია- მზიმედ
მიმდინარეობს, პროგნოზიც არაკეთილსაიმედოა.

8. მწვავე და ქრონიკული სალპინგოოტიტი(შუა)


მწვავე სალპინგოოტიტი იგივე შუა ყურის კატარული ანთება/ტუმბოპანიტი
ევსტაქის ლულა: მოსვენებულ მდგომარეობაში-დახურულია
ყლაპვის/მთქნარების დროს-იხსნება
როცა ეს ფუნქციები ირღვევა არის გარკვეული პათოლოგია
თუ არ გაიხსნა-----ჰაერი ვეღარ შევა დაფის ღრუში----წნევა ატმ.წნევა-ზე ნაკლები გახდება----წნევა
დაფის აპკს მიაწვება და ჩაზნიქავს----სისხლის თხიერი ნაწილი გადმოდის დაფის ღრუში-----სმენის
დაქვეითება.
სიმპტომები: ყურის დახშობა, ზეწოლის და სისავსის შეგრძნება, სმენის დაქვეითება, ტკივილი არ
არის, t ნორმაშია
ტრანსუდატის არსებობისას თავის დახრით-სითხე გადაადგილდება.
ოტოსკოპიით-დაფის აპკი ჩაზნექილია
ნიშნები: ჩაქუჩი შებრუნებულია, შემოკლებული ჩანს
გამოხატულია დაფის აპკის წინა და უკან ნაოჭები
დაფის აპკზე სითხე (ტრანსუდატის გამო)
ქვეითდება დაბალი ბგერის ჰაეროვანი გამტარობა
დიაგნოზი ანამნეზი, ოტოსკოპიური მონაცემები, სმენის გამოკვლევა, ცხვირის და ხახის
დათვალიერება.
მკურნალობა სისხლძრღვთა შემავიწროებელი(ეფედრინი, ადრენალინი)
საჭიროების შემთხვევაში ქირურგიული ჩარევა(ცხვირის ძგიდის გამრუდება)
მწვავე მოვლენების ჩახშობის შემდეგ-ყურში ჩაბერვა(პოლიტცერის წესით)
აღსანიშნავია, პნევმომასაჟი პნევმატური ძაბრით.
ქრონიკული სალპინგოოტიტი
ვითარდება: როცა ევსტაქის ლულის უკმარისობის გამომწვევი მიზეზი ხანგრძლივდება,
მიმდინარეობს ნელი ტემპით.
ბავშვებში რთულია, რადგან ისინი სმენის დაქვეითებას გვიან აღიქვამენ და აქცევენ ყურადღებას და
დიაგნოზის დასმა რთულდება მაშინ, როცა უკვე შუა ყურში შუქცევადი პროცესები მიდის.
სიმპტომატიკა: სმენის დაქვეითება, შუილი ყურებში
ბგერის გამტარი დაბალ და მაღალ ბგერებზე დარღვეულია
ნიშნები: ოტისკოპიით-დაფის აპკის ჩაზნექილობა
დაფის აპკის კოლაფსი(დრეკადობაა დაკარგული)
გათხელებულია(ატროფია)
დიაგნოზი: დაფის აპკის ძვრადობის მეტ-ნაკლები დაქვეითება
ევსტაქის ლულის გამავლობის დარღვევა
მკურნალობა: დგინდება ევსტაქის ლულის ფუნქციური უკმარისობის მიზეზი
შემდეგ ცხვირის ღრუსა და ცხვირ-ხახაში ყველანაირი დაბრკოლება უნდა მოაშორონ ქირურგიულად
უშუალოდ ევსტაქის ლულაზე ახორციელებენ სისტემურ ჩაბერვას(პოლიტცერის წესით) და
არაეფექტურობის შემთხვევაში
კათერიზაციას-კათეტერით შეჰყავთ ფერმენტები(ტრიპსინი, ქემოტრიპსინი),
გლუკოკორტიკოსტეროიდები, ლიდაზა...
პროფილაქტიკა: აუცილებელია სისტემური, პერიოდული შემოწმება და ადრეულ პერიოდში
გამოვლენა.

ზედა ყბის წიაღის ანთება (მწვავე ქრონიკული)- ოდონტოგენური ანთება


9.
ზედა ყბის წიღის მწვავე ანთება გამონადენი ცხვირიდან, ცხვირის შუა სავალში ჩირქი, იწვევს წიაღში
ტკივილს, თავის ტკივილი, ორგანიზმის ინტოქსიკაცია, მწვავე ჰაიმორიტი

მკურნალობა სისხლძარღვთა შემავიწროებელი წვეთები, წამლით გაჟღენთილი ბამბა ცხვირის შუა


სავალში, ანტიბაქტერიული მკურნალობა, საჭიროა წოლითი რეჟიმი

პუნქციური მკურნალობა-ღრუს გამორეცხვა


ზედა ყბის წიაღის ქრონიკული ანთება

ვითარდება მწვავე ჰაიმორიტის მრავალჯერადად განმეორებისას, ხელს უწყობს ქრონიკული რინიტი,

ძგიდის დეფორმაცია

ფორმები: ჩირქოვანი, პოლიპოზური, შერეული, ჰიპერპლაზიური, კატარული

სიმპტომატიკა სურდო ლორწოვან-ჩირქოვანი გამონადენით, სუნიანი გამონადენი, იშვიათად თავის


ტკივილი, მეხსიერების შესუსტება, დაღლილობა

პოლიპოზური- ალერგიული ფორმების შემთხვევაში(თან ახლავს ლარინგიტი ბრონქიტი...), ცხვირის


შუა სავალში არის პოლიპები

მკურნალობა

ადენოიდური ვეგეტაციების მოშორება ,ცხვირის ძგიდის გასწორება, პოლიპოტომია

პუნქციური მეთოდი-წიაღის გამორეცხვის შედეგად ანტიბიოტიკი შეჰყავთ, ჰაიმორის ღრუს


დრენირება

ქირურგიულად ხორციელდება ენდო და ექსტრა ნაზალური ჰაიმოროტომია

ენდონაზალური-ცხვირის ღრუში შეაქვთ სარკე, ქვედა ნიჟარას აწვებიან ზემოთ რომ გადატყდეს და
აიწიოს

ექსტრანაზალური- ზედა ტუჩის ნაოჭზე, ზედა ღრძილების კიდიდან ზემოთ(2-3მმ) და


პარალელურად გაატარებენ ჰორიზონტალურ განაკვეთს მე-7 კბილამდე, შიშვლდება ძვლის ფოსო
ღარიანი სატეხით ქმნიან ხვრელს და იღებენ ლორწოვან გარსს.

10. სმენის ნერვიტი,(შიგნითა)ყრუმუნჯობა


სხვადასხვა ეგზო და ენდო ფაქტორების ზეგავლენით შეიძლება დაზიანდეს ყურის ნერვული
სტრუქტურები.
ერთ ნაწილში ზიანდება სენსორული ეპითელური უჯრედები მეორეში სპირალური კვანძის
უჯრედები და ნერვული ბოჭკოები აგრეთვე ნერვული ღერო. უფრო ხშირად ჩართულია რამდენიმე
კომპოტენტი. რის შედეგად სმენის ფუნქცია მკვეთრად ირღვევა რასაც ნეიროსენსორულ
სმენანაკლულობას უწოდებენ. ფილოგენეზურად უფრო გვიანი წარმონაქმნი უფრო მეტად
მგრძნობიარეა დაზიანებისადმი რითიც აიხსნება ის რომ ვესტიბულური აპარატის რეცეპტორების
დაზიანება შედარებით იშვიათია. უფრო ხშირად ვითარდება ინფექციური დაავადებების შედეგად
გრიპი პაროტიტი ტიფი მალარია .
მეორე ჯგუფია ტოქსიკური ნივთიერებები ძირითადად ანტიბიოტიკები განსაკუთრებით კი
ამინოგლიკოზიდები აგრეთვე ზოგიერთი დიურეტიკი და სალიცილატები . მნიშვნელოვან როლს
ასრულებს ასევე ტრავმა. პათოგენეზური თვალსაზრისით დიდი მნიშვნელობა აქვს
ჰემატოენცეფალურ და ჰემატოლაბირინთული ბარიერების შეღწევადობის დარღვევას. ინფექციური
ნევრიტის დროს ვლინდება ანთებითი ხასიათის ცვლილებები რომლებიც თავდაპირველად
ვითარდება ნერვული სტრუქტურების ირგვლივ მდებარე ქსოვილებში შემდეგ გადადის ნერვულ
უჯრედებზე და იწვევს ატროფიას .

სიმპტომატიკა
მაღალი ბგერების აღქმის გაუარესება . რადგანაც ყველაზე ადრე ზიანდება ლოკოკინის პირველი
ხვეული. პროგრესირების კვალდაკვალ ზიანდება სხვა სხეულებიც რასაც მოყვება დაბალი ბგერების
სმენის დაქვეითება . თუ დაზიანდა ღერო სმენის ნერვის მაშინ სმენა ყველა სიხშირეზე ქვეითდება.
მეორე დამახასიათებელი ნიშანია ყურჩქამი რომელიც შეიძლება იყოს სუბიექტური და ობიექტური .
სუბიექტური გამოწვეულია მავნე აგენტების ზემოქმედებით უშუალოდ სპეციფიკურ ნერვულ
ელემენტებზე რაც შეიძლება იყოს ანთებითი ან დისტროფიული ხასიათის . ობიექტურის დროს
ბგერა ესმის გამომკვლევსაც
დიაგნოზი ანამნეზი ოტოსკოპია (დაფის აპკზე არ არის ცვლილებები) და დეტალური
აუდიოლოგიური მონაცემები .სმენის ნერვი შეიძლება დაზიანდეს თითქმის ყველა მწვავე
ინფექციური დაავადების დროს ყველაზე სახიფათოა ცერებრულ სპინური მენინგიტი 4-6
პროცენტში იწვევს გართულებას მენინგოგენური ლაბირინთიტი.
ეპიდემური პაროტიტის ვირუსი იწვევს ცალმხრივ ნევრიტს უეცარი სრული სიყრუით . შიგნითა
ყური ზიანდება ასევე თანდაყოლილი ათაშანგის დროს .
ტოქსიკური ნევრიტის გამომწვევი საყოფაცხოვრებო და სამრეწველო შხამებიდან ხშირია ნახშირჟანგი
ვერცხლისწყალი ტყვია ფოსფორი.
მკურნალობა სასწრაფო ჰოსპიტალიზაცია დეზინტოქსიკაცია სპაზმოლიზები ვიტამინები

არჩევენ თანდაყოლილ და შეძენილ ყრუმუნჯობას( უფრო სწორად რომ ითქვს სიყრუეს


რომელიც შემდგომში განაპირობებს სიმუნჯერ).თანდაყოლილი ყრუმუნჯობა შესაძლებელია
დაკავშირებული იყოს გენეტიკურ ფაქტორებთან და აგრეთვე პერინატალურ და პრენატალურ
პერიოდში სხვადასხვა დამაზიანებელი ფაქტორის მოქმედების შედეგად იქნება ეს ინფექცია თუ
ალკოჰოლი ან სხვა ოტოტოქსიკური აგენტი.
რაც შეეხება შეძენილ ყრუმუნჯობას ის უმეტეს შემთხვევაში ვითარდება 2დან 7 წლამდე სხვადასხვა
ინფექციური პროცესის მოქმედების შედეგად(წითელა,ყივანახველა,ქუნთრუშა)
დიაგნოსტიკა: შედარებიტ სირთულეს წარმოადგენს პატარა ბავშვებში ამიტომ იყენებენ სხვადასხვა
ხმოვან გამხიზიანებლებს და აკვირდებიან ბავშვის რეაქციას,ანუ ობიექტურ აუდიომეტრიას.გარდა
ამისა გამოკველევის პროცესში უნდა ჩავრთოთ სხვა პროფილის ექიმებიც კერძოდ:
ფსიქონევროლოგი,აგრეთვე სორდოპედაგოგი
მკურნალობა:თუ ყრუმუნჯობა გამოწვეულია ბგერის გამტარის სისტემის პათოლოგიით მაგ.გარეთა
სასმენი მილის ატრეზიით ამ შემთხვევაში ვიყენებთ გასაუმჯობესებელ მიკროქირურგიულ ჩარევებს
თუმცა თუ პროცესი მოიცავ ბგერის მიმღები აპარატის შეუქცევად დაზიანებას მკურნალობა
უპერსპექტივოა და საწიროა ადრეული პედაგოგიური სწავლების დაწყება.

11. მწვავე და ქრონიკული ფარინგიტი


ქრონიკული ფარინგიტი
საკმაოდ გავრცელებული დაავადებაა . არჩევენ სამ ფორმას ქრონიკული მარტივი ანუ კატარული
ჰიპერტროფიულ( გრანულოზურ და გვერდით) და ატროფიულ ფარინგიტს. უფრო ხშირად მამაკაცებს
ემართებათ ქალებში უპირატესად ატროფიული ფორმით მიმდინარეობს

ეტიოლოგია მწვავე ანთების ხშირი განმეორების შედეგია . ხელს უწყობს ცხვირის და დანამატი ღრუების
ქრონიკული ანთებითი დაავადება ქრონიკული ტონზილიტი კბილების კარიესი . ასევე პროფესიული
ფაქტორი მუშაობა ცემენტის მარმარილოს საწარმოებში . თამბაქო ალკოჰოლი. ცხვირით სუნთქვის
გაძნელება და პირით იძულებული სუნთქვა დიდ როლს ასრულებს ქრონიკული ფარინგიტის
განვითარებაში.

მარტივი ფორმის დროს ხახის ლორწოვანი ჰიპერემიულია , გასქელებული . ლორწოვანი ჯირკვლები


გადიდებულია რის გამოც ლორწოს გამოყოფა გაძლიერებულია.

ჰიპერტროფიულის ფორმის დროს ეს ცვლილება უფრო ინტენსიურადაა გამოხატული ლორწოვანი ალაგ ალაგ
დაფარულია ჩირქოვანი ნადებით . ანთებით პროცესში ჩართულია ხახის ლიმფოიდური ელემენტები .
ნორმაში ეს ლიმფოიდური ფოლიკულები არ ჩანს ანთების დროს ჯგუფად ერთდებიან და ჰიპერპლაზიის გამო
ჩანან მათ გრანულებს უწოდებენ და მკაფიო წითელი ფერის შემაღლებების სახით ჩანს ამ დროს საუბრობენ
გრანულურ ფარინგიტზე.

ატროფიული ფორმის დროს განლეულია ლორწოვანი და მისი ელემენტები სისხლძარღვები შევიწროებული და


ნაწილობრივ ობლიტერირებული . ლორწოვანი ისე ბრწყინავს თითქოს ლაქი წაუსვიათო.

სიმპტომატიკა მარტივი და ჰიპერტროფიული ფორმების დროს ავადმყოფი აღნიშნავს უსიამოვნო შეგრძნებას


ყელში წვა ღიტინი ჩახევის შეგრძნებას . გამოიყოფა დიდი რაოდენობით
სქელი და წებოვანი ლორწო რომელიც გროვდება ყელში და იწვევს ამოხველების მოთხოვნას .
ატროფიულის დროს პაციენტს აწუხებს სიმშრალე ყელში უცხო სხეულის შეგრძნება ლაპარაკის დროს ხმის
დაღლა მშრალი ხველა.
მკურნალობა ხელშემწყობი ფაქტორების მოცილება პირველ რიგში 1 პროცენტიანი ნატრიქლორი
ლორწოვანზე გამოსავლებად ქერქის მოსაცილებლად პროტეოლიზური ფერმენტები .
ჰიდროკორტიზონი. ატროფიულის დროს ისეთი პრეპარატები რომელიც აძლიერებს სისხლის მიმოქცევას და
კვების სტიმულაციას . იოდ გლიცერინი.
მწვავე ფარინგიტი ვლინდება როდესაც გამარიზიანებელი აგენტი უშუალოდ ზემოქმედებს პირ-
ხახაზე. მაგ: ძლიერ ცხელი საჭმლის გადაყლაპვის, თამბაქოს მოხმარების, ალკოჰოლის ჭარბი
მიღების, ცივ ჰაერზე ან მტვრიან გარემოში ხანგრძლივი ლაპარაკის და სხვა. იგი ასევე ხშირია მწვავე
დაავადებების დაწყებით სტადიაში, ვიდრე სიმპტომები გამოვლინდება.
კლინიკური სურათი:ხახის კედელი ჰიპერემიული, ალაგ-ალაგ დაფარულია ლორწოვან-ჩირქოვანი
ნადებით. უკანა კედელზე ჩანს გადიდებული და გაწითლებული ლიმფოიდური ქსოვილის
შემაღლებები (გრანულები). ჰიპერემიული და გასქელებული გვერდითი მორგვები. ავადმყოფ
აწუხებს დაჭიმულობა ყელის არეში და ტკივილი,განსაკუთრებით ყლაპვისას(ნერწყვის ყლაპვისას
უფრო სტკივათ ვიდრე ჭამისას) ,ზოგჯერ გადაეცემა ყურისკენ. წვა და ჩახეხვის შეგრძნება. ზოგადი
მდგომარეობა კარგია.
მკურნალობა: ტკივილის დროს ტკივილგამაყუჩებელი, არაგამაღიზიანებელი საკვები. ტუტოვანი
ხსნარებით პულვერიზაცია და ინჰალაცია.

ყველა ის ფაქტორი , რომელიც ხელს უწყობს ზედა სასუნთქი გზების კატარული ანთების
განვითარებას , ხორხის ანთების გამომწვევიცაა, თუმცა არსებობს ფაქტორები , რომელიც
სპეციფიკურია ხორხისთვის მაგ: სახმო აპარატის გადაძაბვა. თამბაქოსა და ალკოჰოლის მოხმარება ,
ასევე პირით სუნთქვა ხელს უწყობს მწვავე ლარინგიტის განვითარებას. პათომორფოლოგიურად
ანთებითი პროცესი მთელ ლორწოვანზეა გავრცელებული, თუმცა სჭარბობს სახმო ნაოჭებზე.
აღინიშნება ლორწოვანის ჰიპერემია და წვრილუჯრედოვანი ინფილტრაცია, ზოგჯერ
სუბეპითელური სისხლჩაქცევებიც. ანთება შესაძლოა ხორხის შიგნითა კუნთებზეც გავრცელდეს და
გამოიწვიოს პარეზი. სიმპტომები: ხმის ჩახლეჩა სრულ აფონიამდე,ყელში წვის , ჩახეხევის ,
დაჭიმულობის ,სიმშრალის შგრძნება. თავდაპირველად აღინიშნება მშრალი, ხოლო შემდეგ
პროდუქტიული ხველა, ავადმყოფს სტკივა არამხოლოდ ყლაპვის არამედ შესუნთქვის დროსაც.
ტემპერატურა როგორც წესი ნორმალურია. ვირუსული გრიპის ნიადაგზე განვითარებული
ლარინგიტის დროს ლორწოვან გარსზე ვხვდებით სისხლჩაქცევებს(ჰემორაგიული ლარინგიტი)

დიაგნოზი:არაპირდაპირი ლარინგოსკოპიით დათვალიერებისასსახმო ნაოჭები , ნორმაში თეთრია


და მისი ჰიპერემია, შეშუპება და გასქელება ადასტურებს ლარინგიტის დიაგნოზს.სახმო ნაოჭებზეე
ხშირია ფიბრინული ნადები და წებოვანი ლორწო , ყოველივე ამის გამო ფონაციის დროს ყია
ვიწროვდება.ხმის შეცვლა და ობიექტური მონაცემები აადვილებს დაავადების დიაგნოზს.

მკურნალობა: ხმის დაზოგვა, თბილი არაგანაღიზიანებელი საკვები,კისერზე თბილი კომპრესია,


ეკრძალება თამბაქო . აეროზოთერაპია ანტიბიოტიკები ხსნარით თუ ხორხში ლორწო და ქერქებია
აეროზოლის გზით შეჰყავთ პროტეოლიზური ფერმენტები. ასევე შესაძლოა ავადმყოფს ჩაუსხან
ზეთი ხორხში მენთოლთან ერთად.

12. მწვავე ოტიტი თავისებურება ბავშვებში(შუა)


შუა ყურის ანთების დროს შუა ყურის სისტემაში ვითარდება ინფექცია მასში სხვადასხვა მოკრობის შეჭრის
შდეგად (სტრეპტოკოკი,სტაფილოკოკი,პნევმოკოკი და სხვ).მიკრობები უმეტესწილად ევსტაქის ლულის
გზით აღწევს რესპირაციული დაავადებების დროს - სურდო,სინუსიტი,გარინგიტი,ლარინგიტი.მწვავე შუა
ყურის ოტიტი ხშირია მწვავე ინფექციური დაავადებების ფონზე
(ანგინა,გრიპი,წითელა,ქინთრუშა,ყივანახველა). მწვავე რესპირაციული ინფექციის დროს ირღვევა ევსტაქის
ლულის დამცველობითი ფუნქცია და იხსნება გზა დაფის ღრუში მიკრობთა შსაჭღელად. მიკრობები აგრეთვე
შეიძლება შიჭრას ტრავმის შედეგად ან ჰემატოგენური გზით (ტიბერკულოზი).

გამოყოფენ დაავადების 3 პერიოდს: 1 პერიოდი- შუა ყურის ამომფენ ლორწოვან გარსში ვითარდება
ჰიპერემია,ინფილტრაცია და ექსუდაცია. ექსუდატი განუწყვეტლივ მატულობს აწვება დაფის აპკს და იწვევს მის
გამობერვას.
2 პერიოდი (5-7 დღე)- ექსუდატის ზეწოლისა და სისხლის მიმოქცევის მოშლის შედეგად დაფის აპკი
გაიხევა,პერფორიდება, და იწყება ოტორეა ანუ ჩირქდენა ყურიდან.
3 პერიოდია-ანთება თანდათან ცხრება.ექსუდაცია შეწყდება, იწყება რეპარაციული პროცესები და სმენის
აღდგენა.
სიმტომატიკა: დაავადება იწყება უეცრად,ტკივილით ყურში,კეფის არეში,ხახასთან,კბილებში. ტემპერატურის
მატება,სმენის მკვეთრი დაქვეითება და ცვლილებები სისხლში (ედს მატება,ლეიკოციტოზი).ოტოსკოპიურად
დაფის აპკზე- ჰიპერემია,საორინტაციო ნიშნები და დაფის აპკის კონტური წაშლილია. ეპიდერმული
უჯრედების ჩამოფცქვნის გამო დაფის აპკს მოთეთრო ფერი გადაჰკრავს. პალპაციით მტკივნეულია
დვრილისებრი მორჩის არე. მეორე პერიოდში ახასიათბს პულსური რეფლექსი - განათბული წერტილის
რიტმული მოძრაობა გულის ცემასთან სინქრონულად (სისტოლაში დაფის ღრუს სისხლძარღვები ივსება
სისხლით და ლორწოვანის მოცულობა იმატებს).

გართულებები: უმწვავესი შუა ოტიტი,როდესაც ინფექცია ვრცელდება თავის ქალა ღრუში,სახის ნერვის პარეზი
პირველი პერიოდის დროს,კედლების ნაადრევი შეწებება დვრილებისა და გრანულაციების წარმოქმნით,რაც
დაფის ღრუში დესტრუქციულ ცვლილებებზე მიუთითებს.შესაძლებელია მასტიდიტიც.

ლატენტურად მიმდინარე შუა ყურის ანთება - მუკოზური ოტიტი გამოწვეული სტრეპტოკოკით. ამ დროს
დაავადება მიმდინარეობს დუნედ,ნორმალური ტემპერატურით,მცირე ჩირქდენით,დაფის აპკი ვარდისფერია.
დიაგნოზი : ანამნეზი და დაფის აპკის დათვალიერება. მკურნალობა: წოლითი რეჟიმი,ინტენსიური
ადგილობრივი და ზოგადი მკურნალობა. სხვა წინა რესპირაციული დაავადების მკურნალობა.
ტკივილგამაყუჩებელი,სიცხისდამწევები,ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები. შეიძლება დასჭირდეს
პარაცენტეზი.

ჩვილ ბავშთა შუა ყურის მწვავე ანთებას გარკვეული თავისებურებანი ახასიათებს,რაც აიხსნება ამ ასაკში შუა
ყურის ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებით.ჩვილი ბავშვის ევსტაქის ლულა მილეა,ფართო და
უფრო ჰორიზონტალურად მდებარეობს.გარდა ამისა დაფის ღღუში ჯერ არ არის ჩამოყალიბებული ლორწოვანი
გარსი,იგი თითქმის ამოვსებულია ემბრიონული მიქსოიდური ქსოვილით,რომელიც ხელსაყრელი ნიადაგს
ქმნის ინფექციისთვის. მშობიარობის დროს დაფის ღრუში შეიძლება შეაღწიოს სანაყოფე სითხემ,რომელიც ასევე
ხელს უწყობს ინფექციის განვითარებას.ძუძმწოვარი ბავშვების ჰორიზონტალური პოზიციიდან გამომდინარე
ხშირია ცხვირის უკანა ნაწილში სტაზის განვითარება,აგრეთვე ლორწოს დაგროვება ხახაში,ხოლო ამოხველების
უნარი ჯერ არ აქვთ. ყველა ამ ფაქტორის გავლენით ჩვილ ბავშვში შუა ყურის მწვავე ანთბა უფრო ხშირია.
სიმტომატიკა
:მოუსვენრობა,ტირილი,ცუდი ძილი. ბავშვი უფრო მშვიდად წოვს იმ ძუძუს რომელიც დაავადებული ყურის
საწინააღმდეგო მხარესაა,როდესაც ეყრდნობა მტკივნეულ ყურს.

აღინიშნება ტემპერატურის მატება.წინასახურავზე ხელის დაჭრით ტკივილი ძლიერდება და ბავშვი ტვირის და


თავს მკვეთრად გადასწევს უკან. საორიენტაციო ნიშნები წაშლილია,აღინიშნება ჰიპერემია და დაფის აპკის
გამობერვა. ზოგჯერ ბავშვს უვლინდება ტვინის გარსების გაღიზიანების სიმპტომები-ღებინება,კისრის
კუნთების რიგიდობა,კრუნჩხვა,სოპორული მდგომარეობა,ფიქსირებული ხედვა. მდგომარეობას ეწოდება
მენინგიზმი და განპირობებულია ექსუდატის ზეწოლით ტვინის გარსებზე. შეიძლება ახასიათბდეს ტოქსიკური
დისპეფსია. მკურნალობა: მოზრდილების ანალოგიური
.

13. ცხვირის ღრუს უცხო სხეულები

ცხვირის ღრუს უცხო სხეეულები მოსალოდნელია უპირატესად ბავშვების ასაკში. ღებინების დროს
ცხვირ-ხახის გზით ცხვირის ღრუში შეიძლება მოხვდეს საჭმლის ნაწილები. თუ ცხვირის ღრუში
უცხო სხეულს დროულად არ დაადგენენ, იგი ზეწოლით აზიანებს ლორწოვან გარსს, იწვევს
გრანულაციების გამრავლებას და პერიოდულ სისხლის დენას. ასევე, უცხო სხეულზე ილექება
ნახშირმჟავა და ფოსფორმჟავა კალციუმის მარილები და საბოლოოდ- რინოლითი
წარმოიქმნება(ცხვირის ქვა).
კლინიკა- სუნთქვის გაძნელება შესაბამის მხარეს, ცალმხრივი და გაჭიანურებული სურდო ჩირქოვანი
და სისხლიანი გამოდენით.
სხეულის ამოღება არაკვალიფიცირებული ჩარევისას უცხო სხეული შეიძლება შიგნით შეიჭრას ან
გადავარადეს ქვედა სასუნთქ გზებში და გამოიწვიოს ასფიქსია.
მრგვალი უცხო სხეულის ამოღება პინცეტით ან მაშით დაუშვებელია, ვინაიდან იგი ადვილად
შეიძლება დაუსხლტეთ.
14. ცხვირ-ხახის ადენოიდების ჰიპერპლაზია(ადენოიდიტი)
უვლინდებათ ბავშვებს და ჰიპერპლაზირებული ცხვირ ხახის ტონზილის მწვავე ანთებაა მოზრდილებს
ემართებათ თუ არ მოხდა ტონზილის ასაკობრივი ინვოლუიცა. მიზეზია როგორც მიკრობული (სტაფ სტრეპტო
პნევმოკოკი) ასევე ვირუსული ადენოვირუსი .
სიმპტომატიკა დაავადება იწყება მაღალი სიცხით 39-40 ცხვირიდან სუნთქვის გაძნელებით არცთუ იშვიათია
შეტევითი ხასიათის ხველა და ზოგადი ინტოქსიკაცია კუჭის აშლილობა ღებინება მენინგიზმი შეტევითი ხველა
მიუთითებს იმაზე რომ ანთებითი გამონადენი გადადის ხორხსა და ტრაქეაში რასაც შეიძლება მოყვეს პნევმონია.
რეგიონული ლიმფური კვანძები გადიდებულია . ინფექცია ევსტაქის ლულის მეშვეობით ვრცელდება შუა
ყურზე და იწვევს ანთებას . ფარინგოსკოპიით ჩანს ჰიპერემიული ხახის უკანა კედელი უკანა რინოსკოპიით
ჰიპერემიული შეშუპებული ტონზილა . შეიძლება გართულდეს ხახის უკანა აბსცესით . მკურნალობა
სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალებები ადგილობრივად . ანტისეპტიკური ხსნარები . მწვავეს
ჩაცხრომიდან 2-3 კვირაში ადენოტომია.

15. ოტოსკლეროზი(შუა)
ლაბირინთის ძვლოვან კაფსულაში ვითარდება დისტროფიული ცვლილებები, ძვლის რეზორბცია და
მის ნაცვლად ახალი ძვლოვანი ქსოვილი გამრავლდება, რომელიც უფრო მეტ ადგილს იკავებს-
განლაგებულია ლაბირინთის ოვალური სარკმლის სიახლოვეს.
ოტოსკლეროზული პროცესი გარს არტყამს ამ სარკმელს, გადადის რგოლისებრ იოგაზე და აფერხებს
უზანგის მოძრაობას.
უფრო ხშირად ავადდებიან ქალები
ეტიოლოგია და პათოგენეზი: მემკვიდრეობა
ნერვულ-ენდოკრინული გავლენა
(ქალებში ძლოერდება მენსტრუაციისას, ორსულობისას, ლაქტაციისას)
აკუსტიკური ტრავმა
სიმპტომატიკა: სმენის დაქვეითება(ბგერგამტარი)
ტიმპანური ფორმა (მხოლოდ უზანგის მოქმ. შესუსტება)
შერეული ფორმა (დაქვეითებულია ბგერების გატარებაც და აღქმაც)
კოქლეური ფორმა (რეც. აპარატი მკვეთრადაა დაზიანებული)
სმენანააკლულობა ჯერ ერთ ყურზე და შემდეგ მეორეზე ვითარდება
ხშირი სიმპტომი: ყურჩქამი
ადამიანი აღნიშნულს უხმაურო გარემოში აღიქვამს.
შვარცეს სიმპტომი: მოვარდისფრო შფერილობა დაფის აპკზე
მკურნალობა: ქირურგიული ჩარევა
სტაპედოპლასტიკა(უზანგის მთლიანი ან ნაწილობრივი ამოკვთა.)

16. მწვავე და ქრონიკული რინიტები( კლასიფიკაცია)


მწვავე რინიტი

ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთება. კატარის დამახასიათებელი ნიშნები: ლორწოვანი გარსის
ჰიპერემია, შეშუპება, ლორწოს გაძლიერებული სეკრეცია

ეტიოლოგია სისხლძარღვები მკვეთრად ვიწროვდება შემდეგ ფართოვდება


ქვეითდება ლორწოვანი გარსის წინააღმდეგობა ბაქტ. და ვირუსების მიმართ.

მეორადი სურდო-როდესაც ინფექცია ცხვირის ლორწოვანზე გადადის ხახიდან,ხორხიდან და


ტრაქეიდან.

სიმპტომატიკა პირველი სტადია -სიმშრალე, წვა, ღიტინი, ცემინება

მეორე სტადია -ძნელდება სუნთქვა,წყალივით გამონადენი, ცრემლდენა


თავის ტკივილი

მესამე სტადია -სქელი გამონადენი, ლორწოვანის საწყისი მდგომარეობის აღდგენა იწყება

8-10 დღეში გამოჯანმრთელდება პაციენტი

მკურნალობა ამბულატორიულია, წოლითი რეჟიმი ,ანტიჰისტამინური პრეპარატები,


ვაზოკონსტრიქტორული საშუალებები

ბავშვებში რთული პროცესია,რადგან ისედაც ცხვირის სავალები ვიწროა ამ ასაკში და ცხვირის სრულ
დახშობას იწვევს უმნიშვნელო შეშუპებაც----ირღვევა ძუძუს წოვის პროცესი----ფერხდება
განვითარება

ქრონიკული რინიტი

1) გამოხატული ანთებითი პროცესი (ქრონიკული მარტივი/კატარული სურდო)


2) ქსოვილების დეგენერაციული ატროფიული ცვლილებები (ქრონიკული ატროფიული სურდო
და ოზენა)
ეტიოლოგია მიმდინარეობს ქრონიკულად
გარემოს მავნე ფაქტორები ხელს უწყობს განვითარებას
ხშირი მიზეზია ძგიდის დეფორმაცია

ქრონიკული მარტივი კატარული სურდო

ცხვირის ლორწოვანი გარსი გასქელებულია, ახასიათებს წამწამების დაკარგვა

ლორწოვანი ჯირკვლების რაოდენობრივი მატება, სეკრეციის გაძლიერება

არსებობს: სეროზულ-ლორწოვანი და ლორწოვან-ჩირქოვანი

სიმპტომატიკა შედარებით მცირე გამონადენი, სუნთქვის გაძნელება, ცხვირის დახშობა, ცხვირის


საველები ვიწროვდება, ლორწოვანის გასქელება

მკურნალობა ძგიდის დეფორმაციის გასწორება

ადენოიდური ვეგეტაციების მოშორება

დაბალი სიხშირის ულტრაბგერითი მოქმედება

ქრონიკული ჰიპერტროფიული სურდო ლორწოვანის ელემენტები მრავლდება

ფიალისებრი და ლორწოვანი ჯირკვლების ზომაში და რაოდენობრივად ზრდა

ძვლისსაზრდელა გასქელებულია

სიმპტომატიკა სუნთქვის გაძნელება და უხვი გამონადენი


გამონადენი---ლორწოვან-ჩირქოვანი

ამ დროს აღინიშნება ლორწოვანი გარსის პოლიპოზური გადაგვარება

მკურნალობა მნიშვნელობა აქვს ჰიპერტროფიის ზომას

მცირედ გამოხატულის დროს-მოსაწვავი საშუალებები

მკვეთრად გამოხატულის დროს-ნიჟარების გალვანოკაუსტიკა

მარტივი ატროფიული სურდო

ცხვირის დანამატი ღრუები არაა განვითარებული

ცხვირის ღრუს გამომფენი ქსოვილების ატროფია

ლორწოვანის გათხელება

ლორწოვანი ჯირკვლების დაქვეითება

ქსოვილების ფიბროზული გადაგვარება

სიმპტომები ცხვირის სიმშრალე და ქავილი, გაძნელებულია სუნთქვა

მკურნალობა ლორწოს გამომყოფი ჯირკვლების დაქვეითება, იოდ-გლიცერინის 1%იანი ხსნარი,


პროტეოლიზური ფერმენტები, მასტიმულირებელი მკურნალობა

17. ცხვირიდან სისხლდენა,რინოფიმა


ცხვირიდან სისხლდენა და მისი შეჩერების მეთოდები
ეპისტაქსისი მიზეზი შეიძლება იყოს ტრავმა ან დაავადებით გამოწვეული პათოლოგია .

ცხვირიდან სისხლის დენა ორგანიზმის სხვადასხვა პათოლოგიური პროცესის სიმპტომია და არა


დამოუკიდებელი დაავადება. ცხვირიდან სისხლის დენის ადგილობრივი მიზეზებია:

1) ცხვირის ძგიდის ქვედაწინა ნაწილში კისელბახის არეში არსებული სისხლძარღვების


დაზიანება. ამ არეში ლორწოვანი გარსი თხელია და მარტივია დაზიანება
2) ცხვირის ტრავმა
3) ცხვირის ლორწოვანი გარსის დაზიანება
4) ცხვირის ძგიდის სისხლმდენი პოლიპი
5) ცხვირის და დანამატი ღრუების ავთვისებიანი სიმსივნე დესტრუქციის ფაზაში
6) ცხვირ ხახის ყმაწვილთა ფიბრომა
7) ცოცხალი სხეულის მოხვედრა
მიზეზი შესაძლებელია ასევე იყოს სხვადასხვა დაავადება
1) მწვავედ მიმდინარე ინფექციური დაავადებანი
2) სისხლის თითქმის ყველა დაავადება
3) გულსისხლძარღვთა დაავადება
4) ციროზი გულის მანკი ნეფრიტი ემფიზემა დაავადებანი რომლებიც იწვევენ
შეგუბებას სისხლძარღვთა სისტემაში
5) ფსიქიური მომენტი
6) რანდიუ ოსლერის დაავადების დროს

სისხლის დენა ცხვირიდან შეიძლება დაიწყოს უეცრად სხვა შემთხვევებში მას წინ უსწრებს თავის
ტკივილი თავბრუ ყურჩქამი უსიამოვნო შეგრძნებები ცხვირში. უფრო ხშირად სისხლდენა
ცალმხრივია .ზოგჯერ შეიძლება გადავიდეს მეორე მხარეს . ღია წითელი ფერისაა ყოველგვარი
მინარევების გარეშე. თუ სისხლი ფილტვებიდანაა მაშინ ქაფიანია და შეცვლილი.
მკურნალობა პირველ რიგში დაუყოვნებელი შეჩერება
ყველაზე ხშირად სისხლის დენა ძგიდის წინა ნაწილებიდანაა და შეჩერება უნდა დაიწყონ მარტივი
წესით - ნესტოებზე ხელის დაჭერით რამდენიმე წუთით თუ საკმარისი არ არის ცხვირის კარიბჭეში
შეაქვთ წყალბადის 3 პროცენტიანი ზეჟანგით გაჟღენთილი ტამპონი. თუ მაინც მოსდის მოწვავენ
სისხლმდენ ადგილს. თუ მაინც ვერ ვიღებთ ეფექტს მაშინ წინატამპონადა ავადმყოფს
გაუტკივარების მიზნით წინასწარ ცხვირში გამოუსვამენ დიკაინს შემდეგ ცხვირის ღრუს ამოავსებენ
ვაზელინით გაჟღენთილი მარლის ტამპონით . თუ წინა ტამპონადა შედეგს არ იძლევა მიმართავენ
უკანა ტამპონადას რომელიც შეიმუშავა ბელოკმა. უკანა ტამპონადა საჭირო ხდება მაშინ,როდესაც
არტერიული სისხლის დენაა ცხვირის ღრუს უკანა ნაწილებიდან ან სისხლის დენაა ცხვირ ხახიდან
განსაკუთრებით სიმსივნის მოცილების მიზნით ჩატარებული ოპერაციის შემდეგ.

18. ფრონტიტი,ეთმოიდიტი

მწვავე ფრონტიტის დროს ეტიოლოგია, პათოგენეზი, მორფოლოგიური ცვლილები ძირითადად


ისეთია როგორც მწვავე ჰაიმორიტის დროს.
სიმპტომატიკა მთავარი სუბიექტური- შუბლის არეში ტკივილი, რომელიც ძლიერდება ხველის
ცემინების ან ფიზიკური დაჭიმულობისას. შეიზლება ჩაერტოს სამწვერა ნერვი, რასაც სდევს თავის
შეტევითი ტკივილი. შუბლის წინა კედლის არის და ზედა ქუთუთოს შეშუპება. სეროზულ-
ლორწოვანი ან ჩირქოვანი გამონადენი.
დიაგნოზი შუბლ-ცხვირის არხში კანულა შეყავთ და წიაღს გამორეცხავენ. დიდი მნიშვნელობა აქვს
რენტგენოგრაფიას(დაზიანებული წიაღის დაჩრდილვა). საეჭვო შემთხვევაში- ტრეპანპუნქცია.
(სამკურნალო,დიაგნოსტიკური)
მკურნალობა- კონსერვატიული. სისხლძარღვთა შემავიწროებელი საშუალებები, ფიზიოთეარაპია,
ანტიბიოტიკები.
ქრონიკული- ყველა ის ფაქტორი რომელიც ხელს უშლის ექსუდატის ევაკუაციას ცხვირის ღრუდან,
განაპირობებს მწვავე ფრონტიტის გარდაქმნას ქრონიკულად.
სიმპტომატიკა- ყველა ის სიმპტომი გაცილებიც ნაკლები ინტენსივობით ვიდრე მწვავე ფორმის
დროს. თავის ტკივილი შუბლის არეში, რომელიც ძლიერდება ფიზიკური და გონებრივი
დაძაბულობისას,თამბაქოსა და ალკოჰოლის გავლენით. ანთებითი პროცესის გაღრმავება-
დაავადების გადასვლა ძვალზე-ძვლის დაშლა-ფისტულების წარმოქმნა.

19. ბანალური ანგინები

ბანალური არასპეციფური ანგინები.


ანგინა მწვავე ინფექციური დაავადებაა,რომლის დროს პათოლოგიური პროცესი უპირატესად ლოკალიზებულია
ხახაში,მის ლიმპოიდურ ორგანოებში უფრო ხშირად ხახის პირსა და სასის ტონზილებში. ანგინას ნიშნავს
მოჭერას ,შევიწროებას ,ზოგჯერ ამიგდალიტსაც უწოდებენ. ანგინა შეიძლება გამოიწვიოს
მიკრობმა.ვირუსმა,აგრეთვე სოკომ როგორც ეგზო ისე ენდოგენური გზით. უპირატესი გამომწვევებია : A
ჯგუფის სტრეპტოკოკი,ოქროსფერი სტაფილოკოკი,ადენოვირუსი,გრიპის ვირუსი.
წარმოშობის ხასიათის მიხედვით არჩვენ ანგინის 3 ფორმას : 1) ეპიზოდურს,რომელიც დაკავშირებულია
აუტოინფექციასთან. ეპიზოდური ანგინა ქტიურდება გარემოს არახელსაყრელ პირობებში,უფრო ხშირად
გაციების შედეგად. 2) ეპიდემიურს,როდესაც დასნებოვნება ხდება ანგინით დაავადებულისგან 3)
ანგინას,ქრონიკული ტონზილიტის გამწვავების შედეგად. სასის ტონზილების ეგზოგენური ინფიცირება ხდება
ჰაერწვეთოვანი,ალიმენტური გზით,აგრეთვე ვირულენტური ინფექციის ბაცილმატარებლისგანაც. ანგინა
უმეტესწილად ქრონიკული ტონზილიტის გამწვავებაა. არჩვენ არასპეციფიკური (ბანალური) ანგინის 5
ფორმას : კატარული,ფოლიკულური,ლაკუნური,ფიბრინული და ფლეგმონური.

კატარული ანგინა- მიეკუთვნება ანგინის მსუბუქ ფორმას, ამ დროს საქმე გვაქვს ტონზილებისა და სასის რკალების
მფარავი ლორწოვანი გარსის მწვავე კატარულ ანთებასთან. ლორწოვანი გარსი
ჰიპერემიულია,შეშუპებული,ინფილტრირებული,ზოგჯერ გადაჰკრაცს მოლურჯო ელფერი. ტონზილები
გადიდებული,ზოგჯერ მტკივნეული რეგიონული ლიმფური კვანძები. ავამყოფობა იწყება მწვავედ,სიმშრალისა
და წვის შეგრძნებით ყელში,ზომიერი ტკივილი ყლაპვისას,თავის ტკივილი,სხეულში ტეხა,სუბფებრილური
ტემპერატურა. კატარული ანგინა როგორც წერსი 3-5 დღში განკურნებით მთავრდება.
ფოლიკულური ანგინა- ანგინის ამ შმთხვევაში ადგილი აქვს ჩირქოვან ანთებას,რომელიც ლოკალიზებულია
ტონზილების ლიმფოიდურ ფოლიკულებში,ხდება მათი ჩირქოვანი გალღობა. ტონზილები
გადიდებულია,ლორწოვანი გარსი ჰიპერემიული.ჩანს დაჩირქებული ფოლიკულები მოყვითალო-მოთეთრო
წერილების სახით. დაჩირქებული ფოლიკულები შეიძლება შეერთდეს და ტონზილების პარენქიმაში
წარმოიქმნას მცირე ზომის აბსცესები,რომლებიც ტონზილების ზედაპირებზე ტოვებენ წყლულს.
სიმპტომები:ტემპერატურის მატება,ყელის ტკივილი განსაკუთრებით ყლაპვის დროს,ზოგადი სისუსტე,თავის
ტკივილი,სხეულში ტეხა,მოსალოდნელია მენინგიზმის სურათი
ლაკუნური ანგინა - ამ ფორმის დროს ანგინ იწყება ლაკუნების გამომფენი ლორწოვანი გარსიდან. გაგანიერებულ
ლაკუნებში გროვდება ექსუდატი,რომელიც ამოდის მათი ხვრელებიდან და ჩანს მოყვითალო-თეთრი
საცობების სახით. ექსუდატი ვრცელდება ტონზილების ზედაპირზე და ქმნის ნადებს რომელიც არ სცილდება
ტონზილების ფარგლებს. აღინიშნება გადიდებული და მტკივნეული ლიმფური კვანძები,გამოხატულია
ინტოქსიკაციის მოვლენები.

ფიბრინული ანგინა - ამდროს ტონზილა დაფარულია აპკით,რომელიც შეიძლება სცილდებოდეს მის ფარგლებს.
ასეთი ანგინა ჩვეულებრივ ლაკუნური ან ფოლიკულური ანგინის შემდეგ ვითარდება და ახასიათბს იგივე
სიმპტომატიკა. შესახედაობით დიფტერიულ ნადებს წააგავს ამიტომ ფსევდოდიფტერიულანგინას უწოდებენ.

მკურნალობა : წოლითი რეჟიმი,იზოლაცია ოჯახის წევრებისგან, გამოსავლები


საშუალებები,ანგეზიურები,სიცხის დამწევები, ანთების საწინააღმდეგო და ანიბაქტერიული
საშუალებები,ანტიბიოტიკები.

ფლეგმონური ანგინა - სასის ტონზილების ისეთი პათოლოგიაა როდესაც ტონზილების პარენქიმაში


იზოლირებული ჩირქგროვაა. იგი როგორც წესი ცალმხრივია და გამოწვეულია წვრილი და ბასრი უცხო
სხეულით (თევზის ფხით,ძვლის ნატეხით) ტონზილის ქსოვილის დაზიანებით,შეიძლება განვითარდეს
ბანალური ანგინის ნიადაგზეც. სიმპტომატიკა იგივე რაც სხვა ბანალური ანგინების,ტკივილი
ყლაპვისას,გადიდებული მტკივნეული ლიმფური კვანძები. მკურნალობა: ინტრატონზილური აბსცესები უნდა
გაიხსნას ქირურგიული წესით.

20. ცხვირის დანამატი წიაღების ანთებითი დაავადებები


ცხვირის დანამატი ღრუების ანთებითი დაავადება- მწვავე და ქრონიკული პარანაზალური
სინუსიტი რინოლოგიის უაღრესად მნიშვნელოვანი თავია. ეს დაავადება განსაკუთრებით გახშირდა
ვირუსული გრიპის ეპიდემიენთან დაკავშირებით. ხშირად თან სდევს მწვავე ინფექციურ
დაავადებას(წითელას, ქუნთრუშას,ტიფს).
ინფექცია შეიჭრება რინოგენური გზით, ჰემატოგენური გზით,ტრავმის დროს.
მწვავე პარანაზალური სინუსტი ხშირად გარდაიქმნება ქრონიკულ ფორმად. ამის ყველაზე ხშირი
მიზეზია- ცხვირის ღრუს ლორწოვანი გარსის გასქელება,ცხვირის ძგიდის დეფორმაცია, ნიჟარების
ჰიპერტროფია, რომლებიც ავიწროებენ ან მთლიანად ახშობენ დანამტი წიაღების ხვრელებს.
ყველაზე ხშირად ავადდება ჰაიმორის წიაღი. მნიშვნელობა აქვს ასევე აგრეთვე ინფექციის
დამატებითი წყაროს არსებობას- ზედა ძირითადი კბილების ფესვების კარიესული დაზიანების
შემთხვევაში.(ოდონტოგენური ანთება)
ერთდროულად შეიძლება გავრცელდეს რამდენიმე წიაღზე- პოლისინუსიტი
ცალ მხარეს ყველა წიაღში- ჰემისინუსიტი, ორივე მხარეს ყველა წიაღში- პანსინუსიტი.
კლინიკა-ლორწოვანი გარსის ჰიპერემია და შეშუპება, წიაღის სანათური ამოვსებულია
ექსუდატით(ჯერ სეროზულია შემდეგ ჩირქოვანი),ძლიერი შეშუპება. ანთებითი პროცესი შეიძლება
გავრცელდეს და მიაღწიოს ძვალსაც. გართულებები- მენინგიტი, ტვინის აბსცეცი, ორბიტის
ფლეგმონა.

You might also like