Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ფრენშაიზინგი1

ზოგადი ინფორმაცია

ბიზნეს–სამართლის სტუდენტი გიორგი/ელენე მებონია ერთი სემესტრით გაცვლითი


სტუდენტის სტატუსით რომში სწავლისას მოიხიბლა იტალიური სამზარეულოთი. მას
განსაკუთრებით მოეწონა სწრაფი კვების ობიექტების ქსელი რომა–ბენე და ერთი
საინტერესო ბიზნეს იდეაც გაუჩნდა: აღნიშნული ქსელის ხელმძღვანელობისაგან
ფრენშაიზინგის ხელშეკრულება მოეპოვებინა და რესტორნები საქართველოშიც გაეხსნა.
მისი პირველივე მოლაპარაკება წარმატებული აღმოჩნდა. იგი შეხვდა რომა–ბენე–ს
გენერალურ დირექტორს ფრანცისკო როდრიგესს და კარგი მოლაპარაკების უნარის
წყალობით შეძლო მისი დარწმუნება, რომ საქართველოში აღნიშნული ქსელის გახსნა დიდ
წარმატებას მოუტანდა კომპანიას.

ბიზნესის წამოწყებისათვის გიორგის 100 000 ლარი სჭირდებოდა და იმედოვნებდა რომ


მისი შეძლებული ბიძა კრედიტს მისცემდა ამ სასარგებლო საქმის წამოსაწყებად.

რომა-ბენესთან ხელშეკრულების პირობების თანახმად, ფრენშაიზინგის მიმღებს


(გიორგი/ელენეს) ეკისრებოდა შემდეგი ვალდებულებები:

 ზედმიწევნით დაიცვას ყველა კერძის მომზადების რეცეპტი;


 ნებისმიერი ცვლილებისა და ინგრედიენტის შეცვლის ან დამატების შემთხვევაში
შეათანხმოს ფრენშაიზინგის გამცემთან ამის შესახებ;
 საწყის ეტაპზე გახსნას ერთი რესტორანი. ნებისმიერი ახალი ფილიალის გახსნის
შესახებ აცნობოს აღნიშნული თაობაზე ფრენშაიზინგის გამცემს;
 გადაიხადოს საწყისი თანხა 20 000 ევრო, ყოველ დამატებით ფილიალზე 5 000 ევრო
და შემდგომ ყოველწლიური მოგება 10%;
 შეუცვლელად გამოიყენოს რომა–ბენეს სახელი და სასაქონლო ნიშანი;
 დააფინანსოს რესტორნის შეფ–მზარეულის ვიზიტი იტალიში ყოველწლიურ
სასწავლო ღონისძიებაზე, კომპანიაში დანერგილი ახალი წესების, ინსტრუქციების
თუ რეცეპტების გაცნობის მიზნით.

საპასუხოდ, ფრენშაიზინგის გამცემის ვალდებულება იყო:

 მიაწოდოს ფრენშაიზინგის მიმღებს სრული და დეტალური ინფორმაცია კერძების


რეცეპტების და დამზადების მეთოდის შესახებ;
 მისცეს მას რომა-ბენეს სახელის და სასაქონლო ნიშნის გამოყენების უფლება;
 უზრუნველყოს ფრენშაიზინგის მიმღები სარეკლამო მასალით;
 მიაწოდოს სიახლეების შესახებ რეგულარული ინფორმაცია და შეატყობინოს ყოველი
დაგეგმილი ტრენინგისა თუ სხვა ღონისძიების შესახებ სულ მცირე 3 თვით ადრე.
1
წინამდებარე როლური შემუშავებულია კიმბერლი კოვაკის მიერ ჩატარებული ToT ტრენინგის მასალების საფუძველზე.
2023 წლის აგვისტოში სრულიად შემთხვევით ფრანცისკო როდრიგესი აღმოჩნდა ბათუმში,
სადაც სრულიად მოულოდნელად ერთ–ერთ ქუჩაზე მდებარე რესტორნის შესასვლელთან
თავისი კომპანიის სასაქონლო ნიშანი ამოიცნო განსხვავებული წარწერით „რო–მებონია“.
დაინტერესდა და კიდევ უფრო გაოცდა, როდესაც შიგნით შესულმა „მენიუ“–ში ნაცნობი
კერძები ამოიცნო. შეუკვეთა საფირმო სალათი „ფანტასტიკო“, რომელშიც მოცარელა ყველის
ნაცვლად მისთვის უცნობი ყველის სახეობა იყო გამოყენებული. მის აღშფოთებას საზღვარი
არ ჰქონდა. შინ დაბრუნებულმა სასწრაფოდ დაავალა იურიდიულ სამსახურს, შეედგინათ
წერილი გიორგი/ელენე მებონიას სახელზე ფრენშაიზინგის ხელშეკრულების მოშლის
თაობაზე ვალდებულებათა დარღვევის გამო.

იურისტებმა წერილი შეადგინეს და გააგზავნეს კიდეც გიორგი/ელენე მებონიას სახელზე.


თუმცა, უცხო ქვეყანაში ჩივილის და სასამართლო პროცესის ნაცვლად ურჩიეს ფრანცისკოს
მიემართა მორიგებისთვის.

You might also like