Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 10

ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნის

ფრაგმენტი
ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნის ფრაგმენტი
ბექა-აღბუღას სამართლის წიგნის შემდგომაა მოთავსებული
და განეკუთვნება:
 ივ. ჯავახიშვილის აზრით - აღბუღას სამართლის წიგნის
99-103 მუხლები და შეიძლება მეტიც.
 ი. დოლიძის აზრით - აღბუღას სამართლის წიგნის 99-160
მუხლები.
98-ე მუხლის შემდეგ წერია, რომ მეფეთ-მეფე ბაგრატ
კურაპალატი იწვევს ეპისკოპოსებს, დიდებულებს, აზნაურებს
და ადგენს კანონებს. განმარტავს, თუ როგორი უნდა იყოს
მოსამართლე: ღვთისმოშიში, მიუდგომელი, უქრთამო. ასეთი
მოსამართლე, მე-100 მუხლის მიხედვით, შეიძლება იყოს
მოძღვარი, ანუ სწავლული.
ამ კანონის შემდგენელი ბაგრატი სხვადასხვა
მკვლევრის აზრით, უნდა იყოს ბაგრატ I კურაპალატი, ბაგრატ
II, ბაგრატ III ან ბაგრატ IV. ივანე ჯავახიშვილის აზრით,
ავტორი ბაგრატ III უნდა ყოფილიყო. ბაგრატ III წყაროებში
მოხსენიებულია განსაკუთრებული პატივისცემით, რადგან
ყოფილა ეკლესიათა მაშენებელი და სამართლიანი. უფრო
მეტიც, აღბუღას სამართლის წიგნის მე-100 მუხლის შესავალში
ბაგრატი, როგორც „აღმაშენებელი“ ისეა აღწერილი,
მემატიანე ბაგრატ III-საც „მშენებელს“ უწოდებს.
საყურადღებოა ისიდორე დოლიძის მოსაზრება -
ეს ფრაგმენტი X საუკუნისაა და შესაძლებელია, ბაგრატ III-
საც შეედგინაო. დოლიძის აზრით, ბაგრატ კურაპალატს
ეკუთვნის 99-დან 160-მდე მუხლები. იგი ყურადღებას აქცევს
ტერმინებს, რომლებიც გვხვდება 107-ე და შემდგომ
მუხლებშიც. ეს კი იმის დამადასტურებელია, რომ 98-ე მუხლის
შემდეგ კანონები ეკუთვნის ერთ კანონმდებელს.
ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, 102-ე მუხლის
შემდეგი მუხლები სხვადასხვა დროს შედგენილი
სამართლის ძეგლებია ან შეიძლება ერთი
კანონმდებელის მიერ იყოს შედგენილი, მაგრამ
შესაძლებელია, მისი ავტორი ბაგრატ კურაპალატი არ
იყოს. ასევე შესაძლებელია ბექა აღბუღას წიგნის ბოლოში
შეცდომით იყოს დართული ეს კანონები. როგორც ვხედავთ,
ჯერჯერობით საკმარისი მასალა არ არის იმისათვის, რომ
საბოლოოდ გადაჭრილად ჩაითვალოს საკითხი იმის შესახებ,
თუ 99-ე, მე-100, 101-ე, 102-ე მუხლები რომელ ბაგრატ
კურაპალატს ეკუთვნის. შესაძლებელია ეს ოთხი მუხლი X
საუკუნისაა, როგორც ამას ივ. ჯავახიშვილი ფიქრობდა.
რაც შეეხება შემდგომ მუხლებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ
ეს მუხლები საერთოდაც არ ეკუთვნის ბაგრატ კურაპალატს,
შედგენილია უფრო გვიან და შესაძლებელია სხვადასხვა
დროსა და სხვადასხვა პირის მიერ. ბაგრატ კურაპალატის
კანონები ყველაზე ადრინდელი საერო ხასიათის კანონებია.

სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა


ბატონიშვილი ვახტანგის ჯანიშინობის პერიოდში(1703-
1709წწ) შედგენილი იქნა სამართლის წიგნთა კრებული,
რომელსაც ვუწოდებთ „ვახტანგ VI სამართლის წიგნთა
კრებულს“.
კრებული შედგება 9 ნაწილისაგან, მათ შორის 7
სამართლის ძეგლისაგან:
 ზანდუკი
 შესავალი
 ებრაული ანუ მოსეს სამართალი,
 ბერძნული სამართალი,
 სომხური სამართალი,
 კათალიკოსთა სამართალი,
 გიორგი V-ს ძეგლისდადება,
 აღბუღას სამართალი
 ბატონიშვილი ვახტანგის სამართლის წიგნი.
ვახტანგ VI-ის სამართლის წიგნთა კრებული იწყება
„ზანდუკით“, რომელიც საძიებელს ნიშნავს. იგი
მოსამართლეებისათვის იყო განკუთვნილი, რათა მათ
ადვილად მოეძებნათ საჭირო მუხლი. „ზანდუკი“ შედგებოდა
985 პუნქცისაგან. სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა
ძეგლის სისტემა:
- შესავალი და 270 მუხლი.
 205-ე მუხლამდე ექვემდებარება გარკვეულ სისტემას.
 205-ე მუხლიდან მუხლების დალაგება არასისტემურია.
----------------------------------------------------------------------------
მეფესთან ერთად ძეგლის შემდგენლები:
 ქართლის კათალიკოს დომენტი
 მთავარეპისკოპოსი გრიგოლი
 სხვა მიტროპოლიტ-ეპისკოპოს-წინამძღვრები
 მუხრანის ბატონი ერეკლე
 არაგვის ერისთავი გიორგი
 ქსნის ერისთავი დავითი
 ამილახორი ავთანდილი
 მდივანბეგი ერასტი
 სხვა დარბაზის ერნი
 ჭკუათმყოფელი და მოხუცებულნი კაცნი.
ეს სამართლის ძეგლი 270 მუხლისაგან შედგება.
„სამართალი ბატონიშვილის ვახტანგისა“ არეგულირებს
სამოქალაქო, სისხლის, საოჯახო და მემკვიდრეობითი
სამართლის საკითხებს. მასში ვხვდებით ასეთ ნორმებს:“კარი
თეთრის გარიგებისა“, „ვალისა“, „ქურდობისა“ და სხვა.
სისხლის სამართლიდან აღსანიშნავია: დანაშაული
სახელმწიფოსა და ეკლესიის მმართველობის წესის
წინააღმდეგ, ბრალის ფორმებიდან მოცემულია
ფათერაკი და გაუფრთხილებლობა. კოდექსი ადგენს
ბრალეული პასუხისმგებლობის პრინციპებს.
პასუხისმგებლობის ასაკი 10წლიდანაა, ძეგლი ასევე
იცნობს თანამონაწილეობასა და მცდელობას.
სასჯელთა სისტემა აგებულია ქონებრივი
გადასახდელების მიხედვით. მაგალითად, გლეხის სისხლი
შეფასებულია 12 თუმნად, უმაღლესი თავადის სისხლი კი
128-ჯერ უფრო ძვირად ანუ 1636 თუმნად. „სამართალი
ბატონიშვილის ვახტანგისა“ სიკვდილით დასჯას არ
იცნობს.
ვახტანგ VI-ს სამართლის წიგნში მან შეიტანა უცხოური
სამართლის ძეგლები, როგორებიცაა: ებრაული
სამართალი, ბერძნული სამართალი და სომხური
სამართალი.

მოსეს სამართლის ანუ ებრაული


სამართლის ქართული ვერსია
მოსეს სამართალი ვახტანგ VI-ის სწავლულ კაცთა
კომისიას ბიბლიიდან გადმოუღია, კერძოდ, იგი არის ძველი
აღთქმის მეხუთე წიგნი ანუ მეორე სჯული. ბიბლიაში
შეტანილი მეორე სჯული 34 თავისაგან შედგება, რომლის
მიხედვითაც ეს კანონიკურ-ეთიკური ნორმები თითქოს
ღმერთმა გამოუგზავნა ებრაელ ხალხს მოსეს ხელით და
ამიტომ ეწოდა მას მოსეს სამართალი.
გასათვალისწინებელია, რომ სწავლულ კაცთა კომისიას
ამოუკრებია ისეთი ნორმები, რომლებიც საქართველოსთვის
იყო გამოსადეგი.
მიუხედავად იმისა, რომ ებრაული სამართლი 34
თავისაგან შედგება, ქართულ ვერსიაში 52 მუხლადაა
ნაჩვენები. მაგ, „მცნება ღმრთისაგან“ ეს მუხლი კრძალავს
მკვლელობას, ქურდობას, ცილისწამებას, მრუშობას და
სხვა. ამ მუხლში აღნიშნულია:“პატივი ეცი შენს დედას,
როგორც გიანდერძა უფალმა, შენმა ღმერთმა; ნუ
იმრუშებ, კაცი არ მოჰკლა, არ იქურდო, არ მოინდომო
ახლობლის ცოლი, არ ისურვო ახლობლის სახლი და ყანა,
არც მისი ყმა, არც მისი ხარი, არც მისი სახედარი,
არაფერი მისი საბადებლიდან“.
მე-2 და მე-3 მუხლში სარწმუნოების მკაცრად დაცვის
მოთხოვნაა. აქ კატეგორიულად აკრძალულია სხვა
სარწმუნოების მიღება. მე-4 მუხლში საუბარია უფლისათვის
შესაწირავის შესახებ, რომ მთელი ყოველწლიური
მოსავლიდან მეათედი უფალს უნდა შესწირო. მე-5 მუხლში
ღარიბი მოძმის დახმარებაზეა საუბარი.
მოსეს სამართლის ქართულ ვერსიაში მრავალი მუხლი
ეძღვნება სარწმუნოებისა და რელიგიური რიტუალების
დაცვასა და აღსარებას. აქვე საუბარია მკვლელობის
საკითხებზე, როგორ უნდა დაისაჯოს განზრახვ ან
გაუფრთხილებლობით ჩადენილი მკვლელობები.
ამრიგად, მოსეს სამართლის ქართული ვერსია
წარმოადგენს რელიგიურ და ეთნიკურ ნორმათა
ერთობლიობას, რომლებიც არეგულირებდნენ
რელიგიურ, სამოქალაქო, სისხლის, საოჯახო თუ
პროცესუალურ ურთიერთობებს.

ბერძნული სამართალი
ვახტანგ VI-ს სამართლის წიგნთა კრებულში შეტანილია
„სამართალი ბერძნული“, ანუ ბერძნული კანონები. ბერძნული
სამართლის ამ ქართული ვერსიის შესახებ, მისი წყაროებისა
თუ შედგენილობის საკითხზე მრავალმა მეცნიერმა გამოთქვა
თავისი მოსაზრება. მათ შორის მარი ბროსემ,
როზენკამპფმა, რომლებმაც მცდარი თვალსაზრისი
ჩამოაყალიბეს ამ საკითხზე.
ვლ. სოკოლსკიმ დაწვრილებით განიხილა ეს
მოსაზრებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ვახტანგის
სამართლის წიგნთა კრებულში შეტანილი ბერძნული
სამართალი წარმოადგენს მათე ვლასტარის სინტაგმის
შემოკლებულ რედაქციას, რომელიც შიგადაშიგ შევსებულია
არმენოპულოს სამართლის წიგნიდან და სხვა წყაროებიდან.
ბერძნული ხელნაწერი გადაწერილი ყოფილა 1670 წელს
გალაცში მოლდავედ-ვლახეთის მპყრობელის, იოანე დუკას
ვოევოდას დროს. ძეგლი შედგება 418 მუხლისაგან.
სასულიერო პირი მათე ვლასტარი XIV საუკუნეში
ცხოვრობდა. ის ცნობილი იყო, როგორც აღმოსავლეთის
ეკლესიის კანონიკური სამართლის დიდი მცოდნე. 1335 წელს
მან შეადგინა ანბანური წესით დალაგებული სინტაგმა,
რომელიც საეკლესიო კრებათა დადგენილებებსა და საერო
შინაარსის კანონებს მოიცავდა.
ბერძნული სამართლის ქართული გამოქვეყნებული აქვს
ისიდორე დოლიძეს, რომელმაც გამოსცა ვახტანგის
სამართლის წიგნთა კრებული.

სომხური სამართალი
ვახტანგის სამართლის წიგნთა კრებულში შეტანილია
სომხური სამართლის ქართული თარგმანი, რომელიც 2
ნაწილისაგან შედგება: სირიულ-რომაული სამართლის
ქართული ვერსია(1-150მუხ) და მხითარ გოშის სამართლის
წიგნის ქართული ვერსია(151-431მუხ). ეს ნაწილები სრულად
დამოუკიდებელია ერთმანეთისაგან. მხითარ გოშას
სამართალი სამი ნაწილისაგან შედგება: შესავალი,
საეკლესიო სჯული და საერო სჯული.
სომხური სამართლის პირველი ნაწილი V საუკუნის
დამლევს ბასილი კეისრის მეფობაში აღმოსავლეთში
შედგენილი რომაული კანონების სომხურ რედაქციას
წარმოადგენს. ცნობილი ამ ძეგლის 3 ტექსტი: სირიული,
არაბული და სომხური. სომხური სამართალი ვახტანგ VI-ს
ეჩმიაძინიდან ჩამოუტანინებია.
სირიულ-რომაული სამართალი ქართულად ითარგმნა
არა დედნიდან, არამედ სომხურიდან. ამიტომაცაა, რომ
სირიულ-რომაული სამართლის ქართული ვერსია ვახტანგის
კანონთა კრებულში გადმოცემულია მთელი რიგი
ცვლილებებითა და დამახინჯებით. თანაც, კრებულის სომეხ
გადამწერებს არ ესმოდათ სირიულ-რომაული სამართლის
ძველი სომხური რედაქციის სამართლებრივ დებულებათა
აზრი. სირიულ-რომაული სამართლის კრებული თარგმნილია
სომხურად XII საუკუნის ბოლოს კილიკიის სომეხი
ეპისკოპოსის ნერსეს ლამბრონელის მიერ.
სომხური სამართლის მეორე ნაიწლი მხითარ გოშის
სამართლის წიგნს წარმოადგენს. მხითარ გოში განჯაშია
დაბადებული. ის იყო ღვთისმეტყველი, მოძღვარი და
მონაზონი. სწავლის სრულყოფის მიზნით კილიკიაში
გაემგზავრა, რომელიც მაშინ სომხური განათლებისა და
კულტურის ცენტრს წარმოადგენდა. სამშობლოში დაბრუნების
შემდეგ აარსებს მონასტერს და იქ ეწევა საქმიანობას.
განსაკუთრებით აღსანიშნავია მის მიერ შედგენილი სომხურ
იგავ-არაკების კრებული. როგორც თვითონ შესავალში
აღნიშნავს სამართლის წიგნის წერა დაუწყია თამარის
მამის, გიორგი III-ს გარდაცვალების წელს, 1184 წელს.
მხითარ გოშის სამართლის წიგნი ორ ნაწილად შეიძლება
დაიყოს(თუმცა ასეთი მკვეთრი დაყოფა წიგნში არ არის):
საეკლესიო კანონები და საერო კანონები.
სამართლის წიგნის ერთ-ერთ წყაროდ სახელდება
ბიბლია. ბიბლიიდან უამრავი ნორმა გადაუტანია თავის
სამართლის წიგნში.
მხითარ გოშის სამართლის წიგნი ფართოდ
გამოიყენებოდა არა მარტო სომხეთში, არამედ მის
ფარგლებს გარეთაც, სადაც არსებობდა სომხური
კოლონიები, მათ შორის ყირიმში, პოლონეთში, ლვოვში,
საქართველოს სომხურ პროვინციებში. მხითარ გოშის
სამართლის წიგნი საფუძვლად დაედო კილიკიის სომხეთში
შედგენილ 1264 წლის სუმბატ სპარაპეტის სამართლის წიგნს.
სომხური სამართალი ქართულად გადმოთარგმნილია
თავისუფლად, ზოგიერთი ადგილი გამოტოვებულია, ზოგიც კი
დამახინჯებულად არის გადმოცემული.

ბაგრატ კურაპალატის სამართლის წიგნის ნაწყვეტის


მიხედვით, კურაპალატი იწვევს ეპისკოპოსებს, დიდებულებს,
აზნაურებს და ადგენს კანონებს. განმარტავს, თუ როგორი
უნდა იყოს მოსამართლე: ღვთისმოშიში, მიუდგომელი,
უქრთამო. ასეთი მოსამართლე, მე-100 მუხლის მიხედვით,
შეიძლება იყოს მოძღვარი, ანუ სწავლული. შესავლის
შემდეგი ადგილი ძირითადად მოსამართლის
მიუკერძოებლობას ეხება.
ამ კანონის შემდგენელი ბაგრატი სხვადასხვა
მკვლევრის აზრით, უნდა იყოს ბაგრატ I კურაპალატი, ბაგრატ
III ან ბაგრატ IV. ივანე ჯავახიშვილის აზრით, ავტორი
ბაგრატ III უნდა ყოფილიყო. ბაგრატ III წყაროებში
მოხსენიებულია განსაკუთრებული პატივისცემით, რადგან
ყოფილა ეკლესიათა მაშენებელი, გლახაკთა გამკითხავი და
„სამართლისა მართლად მომქმედი“. უფრო მეტიც, აღბუღას
სამართლის წიგნის მე-100 მუხლის შესავალში ბაგრატი,
როგორც „აღმაშენებელი“ ისეა აღწერილი, მემატიანე
ბაგრატ III-საც „მშენებელს“ უწოდებს.
საყურადღებოა ისიდორე დოლიძის მოსაზრება - ეს
ფრაგმენტი X საუკუნისაა და შესაძლებელია, ბაგრატ III-
საც შეედგინაო. დოლიძის აზრით, ბაგრატ კურაპალატს
ეკუთვნის 99-დან 160-მდე მუხლები. იგი ყურადღებას აქცევს
ტერმინებს „შეკაზმა“, „შეხვეწა“, რომლებიც გვხვდება 107-ე და
შემდგომ მუხლებშიც. ეს კი იმის დამადასტურებელია, რომ 98-
ე მუხლის შემდეგ კანონები ეკუთვნის ერთ კანონმდებელს.
ივანე ჯავახიშვილის მოსაზრებით, 102-ე მუხლის
შემდეგი მუხლები სხვადასხვა დროს შედგენილი
სამართლის ძეგლებია ან შეიძლება ერთი
კანონმდებელის მიერ იყოს შედგენილი, მაგრამ
შესაძლებელია, მისი ავტორი ბაგრატ კურაპალატი არ
იყოს. ასევე შესაძლებელია ბექა აღბუღას წიგნის ბოლოში
შეცდომით იყოს დართული ეს კანონები. როგორც ვხედავთ,
ჯერჯერობით საკმარისი მასალა არ არის იმისათვის, რომ
საბოლოოდ გადაჭრილად ჩაითვალოს საკითხი იმის შესახებ,
თუ 99-ე, მე-100, 101-ე, 102-ე მუხლები რომელ ბაგრატ
კურაპალატს ეკუთვნის. შესაძლებელია ეს ოთხი მუხლი X
საუკუნისაა, როგორც ამას ივ. ჯავახიშვილი ფიქრობდა.
რაც შეეხება შემდგომ მუხლებს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ
ეს მუხლები საერთოდაც არ ეკუთვნის ბაგრატ კურაპალატს,
შედგენილია უფრო გვიან და შესაძლებელია სხვადასხვა
დროსა და სხვადასხვა პირის მიერ.

You might also like