კაიროს მუზეუმი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

კაიროს მუზეუმი

ისტორია:
ეგვიპტის სიძველეების მუზეუმი კაიროში მდებარეობს ცენტრალურად მდებარე
ტაჰრირის მოედნის ჩრდილო-აღმოსავლეთით. ეს არის ერთ-ერთი უდიდესი
მუზეუმი მსოფლიოში და პირველი ეროვნული მუზეუმი შუა აღმოსავლეთში. კაიროს
მუზეუმი არის მეხუთე შენობა, სადაც განთავსებულია ეგვიპტური სიძველეები და
მას დღემდე გრძელი და ბრწყინვალე ისტორია გააჩნია.

ეგვიპტური სიძველეებისთვის მუზეუმის შექმნის იდეა სათავეს იღებს მუჰამედ ალი


ფაშადან, რომელიც 1805 წლიდან 1848 წლამდე იყო ეგვიპტის ვიცე. მისი 1835 წლის
15 აგვისტოს ბრძანების თანახმად ეგვიპტიდან სიძველეებსი ექსპორტი აიკრძალა.
სწორედ ამ პერიოდში იქმნება ეგვიპტეში ეგვიპტური სიძველეების პირველი
მუზეუმი ელ-ეზბეკიას ბაღის მახლობლად შენობაში რომელიც შემდგომ იწოდა
როგორც ელ-ეზბეკიას მუზეუმი. 1851 წელს, აბას I-ის მეფობის დროს, მთელი
კოლექცია ელ-ეზბეკიიდან გადაიტანეს სალაჰ ელ-დინის (სალადინის) ციტადელის
ერთ-ერთ დარბაზში, სადაც მასზე წვდომა მხოლოდ კერძო ვიზიტორებისთვის იყო.
1858 წელს კაიროში, ბულაკის მუზეუმში დირექტორად ინიშნება ფრანგი
ეგვიპტოლოგი ოგიუსტ მარიეტი, მიუხედავად იმისა რომ ბულაკის მუზეუმში იმ
პერიოდის ეგვიპტის აღმოჩენების, მათ შორის 1859 წელს დედოფალ აჰოტეპის
დაკრძალვის აღჭურვილობის, განთავსებისა სივრცე მაინც პატარა იყო და
საჭიროებდა გაფართოებას. 1869 წლისთვის შენობა კიდევ ერთხელ ფართოვდება.
1878 წელს ნილოსის კატასტროფულმა წყალდიდობამ სერიოზული ზიანი მიაყენა
მუზეუმს და ის საზოგადოებისთვის დაიხურა მის განახლებამდე და ახლიდან
გახსნამდე ანუ 1881 წლამდე. თუმცა ეს ყოველივე მიანიშნებდა იმაზე, რომ
წყალდიდობა შეიძლება განმეორებულიყო და ექსპონატებს ახალი განსათავსებელი
სივრცე დასჭირდებოდათ. 1890 წლისთვის კოლექციის საერთო ზომა უფრო მეტად
გაიზარდა და ბულაკის მუზეუმის შესაძლებლობებს აღემატებოდა. ამის საპასუხოდ,
მთელი კოლექცია გადაიტანეს გიზაში მდებარე ისმაილ ფაშას სასახლეში, რომელიც
მდებარეობს დღევანდელი გიზას ზოოპარკის ტერიტორიაზე. სამწუხაროდ, ისმაილ
ფაშას სასახლე არ იყო ადაპტირებული მუზეუმად ფუნქციონირებისთვის,
განსაკუთრებით მონუმენტური ქანდაკებების გამოფენისთვის. ახალი მუზეუმის
საჭიროება კიდევ უფრო აქტუალური გახდა, როდესაც 21-ე დინასტიის კუბოები და
მუმიები აღმოაჩინეს. ისმაილ ფაშას სასახლე არც დაცული იყო და არც საკმარისად
დიდი იმისთვის, აქეოლოგიური გათხრებიდან რეგულარულად მოპოვებული
ასობით ობიქეტი დატეულიყო. გარდა ამისა, სასახლეს აკლდა სივრცე
ლაბორატორიებისთვის, ბიბლიოთეკისთვის და ადმინისტრაციული ოფისებისთვის,
რაც ართულებდა გამართულად მოქმედი დაწესებულების ჩამოყალიბებას.
1893 წლის მარტში, როდესაც საზოგადოებრივი სამუშაოების სამინისტრო შეიკრიბა,
სიძველეების სამსახურის ახალმა დირექტორმა, ჟაკ დე მორგანმა (1892–1897),
მოუწოდა ეგვიპტის მთავრობას ახალი მუზეუმის აშენება. 1893-დან 1895 წლამდე,
საზოგადოებრივი სამუშაოების სამინისტროს ოფიციალურმა კომიტეტმა გამოაცხადა
საერთაშორისო კონკურსი ახალი ეგვიპტური მუზეუმის დიზაინისთვის და
გამარჯვებულს 1000 ეგვიპტური ფუნტის ჯილდო გადასცა. ის ქალაქის ცენტრში,
ისმაილიას მოედანზე (დღევანდელი ტაჰრირის მოედანი), ნილოსსა და კასრ ელ
ნილის ბრიტანულ ყაზარმებს შორის უნდა აეშენებინათ. სულ 87 საკონკურსო
განაცხადი იქნა წარდგენილი ახალი სამშენებლო პროექტისთვის და საბოლოოდ
აირჩიეს ფრანგი არქიტექტორის მარსელ დურნიონის ნეო-კლასიკური სტილის
დიზაინი. ფრანგ მოქანდაკე ფერდინანდ ფეივრეს დაევალა ორი დიდი ქანდაკების
შექმნა, რომლებიც მუზეუმის მთავარი შესასვლელის კარზე უნდა განთავსებულიყო
და შინაარსობრივად ყოფილიყო ზემო და ქვემო ეგვიპტე. 1900 წლის 7 მაისს,
სამწლიანი მუშაობის შემდეგ, პირველი არტეფაქტები გამოიტანეს ვიტრინებში. ახალ
მუზეუმს ეკავა 15000 კვადრატული მეტრი ფართობი, ხოლო 1902 წლის 15 ნოემბერს
ეგვიპტურმა ყოველდღიურმა გაზეთმა ალ აჰრამმა გამოაცხადა ეგვიპტური მუზეუმის
ოფიციალური გახსნა.

კოლექციები და საგამოფენო სივრცეები


ეგვიპტის მუზეუმი ორსართულიანია, მუზეუმი შეიცავს 170 000-ზე მეტ არტეფაქტს
და შედევრებს აერთიანებს. მათ შორისაა მრავალი საგანძური ტუტანხა საფლავიდან,
რომელიც ერთადერთი გაუძარცვავი სამარხი არის. გახსნის დღიდან მუზეუმის
ვიზიტორთა რაოდენობამ 100, 000, 000 ადამიანი შეადგინა.

მუზეუმში ბაღში დავინახავთ მარიეტის ქანდაკებას, რომელსაც ხელები ზედ აქვს


დაწყობილი, და გარდა ამისა გარშემო ათეული ბიუსტები, რომელთა შორისაა
შამპილიონი, რომელმა იეროგლიფების კოდი გაშიფრა, და ლეპიუსი მე-19 საუკუნის
გამოჩენილი გერმანელი ეგვიპტოლოგი. მუზეუმის პირველი სართული
განლაგებულია დაახლოებით ქრონოლოგიურად საათის ისრის მიმართულებით და
იწყება სადარბაზოდან.

პირველ სართულზე 42 ოთახია, ხოლო მეორე სართულზე 47 ოთახი. მათში


თავმოყრილია არტეფაქტები ძველი და ახალი სამეფოს ხელოვნებიდან, მონეტები,
მუმიები, სკულპურები, გარდა ამისა ტურტანხამონის სამარხის უმეტესი საგანძური.
მნიშვნელივანი გალერეების კოლექცია გამოიყურება ასე:

ტუტანხამონის გალერეები (1 სართული)


ტუტანხამონისადმი მიძღვნილ გალერეებში დაახლოებით 1700-ზე მეტი ნივთია და,
მიუხედავად იმისა, რომ ოქრო ყველაზე კაშკაშა ბრწყინავს, ხანდახან ნაკლებად
გრანდიოზული საგნები უფრო მეტ ხედვას იძლევა ფარაონის ცხოვრების შესახებ.

Old Kingdom Rooms (Ground fl, Rooms 42, 37 & 32)


Amarna Room (Ground fl, Room 3) - ძველი ეგვიპტის ამარნის პერიოდი დადგა
დაახლოებით 1350 წ. როდესაც ფარაონი ამენჰოტეპ IV მოვიდა ხელისუფლებაში
მეუღლე ნეფერტიტისთან ერთად.
სამეფო მუმიის ოთახი (1 სართული, ოთახი 56) - სამეფო მუმიის ოთახში ინახება
ეგვიპტის ზოგიერთი ყველაზე ცნობილი ფარაონისა და დედოფლის ნაშთები მე-17-
დან 21-ე დინასტიებიდან, 1650 დან, 945 წლამდე. ისინი დევს ცალკეულ შუშის
ვიტრინებში (ინახება მუდმივი 22°C ტემპერატურაზე) შესაფერის ბნელ, საფლავის
მსგავს გარემოში. ჩურჩულის დონეზე ლაპარაკი აკრძალულია და გიდებს
ეკრძალებათ შესვლა.
ძველი ეგვიპტური სამკაულები (1 სართული, ოთახი 4;)

კოლექცია ძირითადად ტუიტანხამონის სამარხში აღმოჩენლ ძვირფასეულობას,


თუმცა ასევე მოიცავს პერიოდს ადრეული დინასტიებიდან რომაელებამდე და
მოიცავს ქამრებს, ჩასხმულ მძივებს, ყელსაბამებს, ნახევრადძვირფას ქვებსა და
სამაჯურებს.

სარდაფი: გარდა ამისა მუზეუმს გააჩნია სარდაფი. მასში განთავსებულია დიდი


კოლექცია, რომელიც მოიცავს დაახლოებით 5000 წლის ისტორიას, პრეისტორიული
დროიდან ფარაონის ეპოქამდე და თანმიმდევრულ ეპოქამდე. მასში ინახება
რამდენიმე ისლამური არტეფაქტიც. იგი შედგება 45 გალერიისგან. სარდაფი
გამოიყენება ისეთი საგნების შესანახად, რომლებიც არასოდეს ყოფილა გამოფენილი
მუზეუმში. დროთა განმავლობაში, სარდაფში კოლექცია გაიზარდა, რადგან
სხვადასხვა ადგილებიდან აღმოჩენების უფრო და უფრო მეტი ნივთები მუზეუმისკენ
მიდიოდა. სარდაფში არსებული არტეფაქტების რაოდენობა შესაძლოა და 100 000-
ზე მეტ ნივთს აღწევდეს.

არქეოლოგიური ექსპედიციებიდან მოპოვებული მასალა მოიცავს:

ნიანგების მუმიებს, ოსტრაკას(საწერი ჭურჭლის ნამსხვრევებს) იაპონური


ექსპედიციიდან.

ჭურჭელი გერმანული ექსპედიციიდან მანშიეტ აბუ ომარში.

ჭურჭელი, პატარა ნიღბები და ამულეტები ეგვიპტიდან ერთ ერთი გერმანული


ექსპედიციის დროს.
მუმიები თავიანთ კუბოებში კანადური ექსპედიციიდან Dakhla Oasis-ში.

ფარაონებსი ოქროს აღლუმი , 2021 წლის 3 აპრილი

ფარაონების ოქროს აღლუმი იყო ღონისძიება, რომელიც გაიმართა კაიროში, 2021


წლის 3 აპრილს, რომლის დროსაც ძველი ეგვიპტის ახალი სამეფოს მეფეებისა და
დედოფლების ოცდაორი მუმია გადაიტანეს ეგვიპტის მუზეუმიდან ტაჰრირის
მოედანზე ეროვნულ მუზეუმში. 18 მეფისა და ოთხი დედოფლის მუმიფიცირებული
ნეშტი გადაიტანეს ახალ განსასვენებელში. მუმიფიცირებული სხეულები
ტემპერატურის დაცვით გადაიტანეს და სპეციალურად მორთული სატვირთო,
მანქანები ისე იყო შექმნილი, როგორც უძველესი ნავები, რომლებიც იყენებდნენ
გარდაცვლილ ფარაონებს თავიანთ სამარხებში.

You might also like