სემინარი 4

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

კოსტუმის ისტორია - სემიანრი 2

ძველი საბერძნეთის ტანისამოსი


ბერძნულმა სამოსმა თავისი განვითარების ისტორიაში ბევრი
სირთულე გაიარა, რაც ცხადია საბერძნეთის ისტორიის
განვითარებასთან იყო დაკავშირებული. ეს იყო ძირითადად
დრაპირებული კოსტუმები. ბერძნები ქსოვილში იყენებდნენ
პრიმიტიული ორნამენტების ხლართებს, უფრო ხშირად კი მათი
ქსოვილი იღებებოდა. თვითონ ფორმა დრაპირებული სამოსისა
ბერძნებისგან მოითხოვდა ამაყ და დახვეწილ მოძრაობებს.
მამაკაცის სამოსი შედგებოდა ორი ნაწილისგან: ხიტონისგან და
ჰიმატიონისგან. ხიტონი იყო შიდა სამოსი, ის მზადდებოდა შალის ან
ჩითის ქსოვილისგან. ეშვებოდა ზემოდან, ხოლო მხრებზე მაგრდებოდა
ორი სამაგრით, სამაგრი ერქვა, ფაბულა. მოხუცები ატარებდნენ უფრო
გრძელ ხიტონს ხოლო ახალგაზრდები უფრო მოკლეს, მოკლე ხიტონი
ანუ ეკზომი იყო თეძომდე. ზედა სამოსი რომელსა ივამდნენ გარეღ
გამოსასვლელად იყო ლაბადა იგივე ჰიმატიონი. იგი იყო შალის
სწორკუთხედი ქსოვილი ზომებით 1 მ და 70 სმX4 დრაფირებული
ფიგურის ირგვლივ, სხვადასხვა საშუალებებით. ყველაზე მარტივი
დრაფირება ხდებოდა ქსოვილის ზურგზე გადაფენით და მარცხენა
მხარზე დაშვებით. ლაბადა ფარავდა მთელს სხეულს წინიდან.
მკერდიდან ბოლომდე და იყო გადაგდებული უკან. ქსოვილი რომ არ
ჩამოცურებულიყო უკანა მხრიდან მას ჩაკერავდნენ. ახალგაზრდა
ყმაწვილების ზედა სამოსი იყო პატარა ლაბადა. ოვალური ან
სწორკუთხედი ფორის, რომელსაც ერქვა ქლამისი. მას იხურავდნენ
ზურგზე და ორივე მხარზე. იმაგრებდნენ მკერდზე სამაგრით, რომელსაც
ერქვა ფიბულა. ბერძნების ძირითადი ფეხსაცმელი იყო სანდლები,
ყველაზე გავრცელებულ სანდალს ერქვა იპოდიმატი, რომელიც
შედგებოდა ტყავის ან ხის ლანჩისგან და რამდენიმე ქამრისგან, რითაც
მაგრდებოდა ფეხზე. სანდლის გარდა ბერძნები იცვამდნენ რბილი
ტყავის ნახევარ ჩექმას და აგრეთვე მაღალ ჩექმას, რომელსაც ერქვა
ენდრომიდი. შედგებოდა ლანჩისგან და ტყავისგან. სადღესასწაულო
ფეხსამელს ამზადებდნენ ფერადი ტყავისგან. ხანდახან მოოქროვილს,
ხანდახან მარგალიტებით გაწყობილს. საბერძნეთში თმის მოდური ფერი
იყო თეთრი. ყოველდღიურობაში მიღებულ ვარცხნილობად ითვლებოდა
მოკედ შეჭრილი თმა, მოკლე წვერი და მოკლე ულვაში. თავს ბერძნები
არ. იფარავდნენ, მხოლოდ მოგზაურობისას ან ცუდ ამინდში ისინი
მარტივ თავსაბურავს ატარებდნენ. მებრძოლთა სამოსი შედგებოდა
მოკლე ხიტონისგან, რომლის ზემოთაც იცვამდნენ სხეულზე მჭიდროდ
შემოკრულ კირასუს, რომელსაც ხანდახან ამშვენებდა რელიეფური
ორნამენტი. მებრძოლები ფეხზე იცმევდნენ მატყლის ან ტყავის
პონოჟებს, რომელიც იბნეოდა ქამრებით.
საბერძნეთში ქალის კოსტუმი უფრო დახურული და უფრო გრძელი იყო,
ვიდრე მამაკაცის. ისიც დრაპირებული იყო. შიდა სამოსი, ხიტონი იყო
დრაპირებული ქსოვილი. მხრებზე ფაბულით შეკრული. ისინი
მზადდებოდა თეთრი, წითელი და ყვითელი ფერის. უფრო განიერ
ხიტონს ერქვა დორიული და ვიწროს იონური. ქალის ხიტონს
მკერდთან ჰქონდა ამოსაბრუნებელი ანუ დიპლოდიონი, რომელიც
მოგვაგონებს მოკლე უსახელო ბლუზს. ზოგჯერ ხიტონი იყო წელამდე
ზემოდან დაშვებული და ერქვა კოლპოსა. ხიტონი ლამაზდებოდა
ამოქარგული ან დაკერებული ორნამენტებით. ორნამენტებს ქვედა
ნაწილზე ან მთეკს ქსოვილზე აკერებდნენ. ხიტონის გარეთ ჩაცმა
სირცხვილად ითვლებოდა, რადგან ის იყო საშინაო სამოსი. ზედა სამოსს
ერქვა პეპლოსი, მისი ფორმსი მიხედვით, ის ჰგავდა ხიტონს, მაგრამ ის
უფრო გრძელი იყო და მეტი ნაოჭები ჰქონდა. იმისთვის რომ ხიტონი და
პეპოსი უფრო მდიდრული და დიდი ყოფილიყო სამოსის გვერდებზე
აკერებდნენ ტყვიის ფირფიტებს. ხიტონისა და პეპლოსის ზემოდან
ქალები მოისხამდნენ ხოლმე ლაბადას-სწორკუთხედს. ისინი
ორნამენტებით იყო დამშვენებული. მოდურად ითვლებოდა სხვადასხვა
ფერის სამოსი, მაგალითად ხიტონი და პეპლოსი ერთი ფერის, ხოლო
ლაბადა სხვა ფერის. ქალის ფეხსაცმელი იყო სანდალი, რბილი ტუფლი
და აგრეთვე ნახევარჩექმა. ფეხსაცმელი მზადდებოდა ღორის ან
საქონლის ტყავისგან. ფერადად ან ოქროსფრად შეღებილი. ქალების
ვარცხნილობა იყო უზადო, ბერძენ ქალებს ჰქონდათ გრძელი თმები.
ყველაზე ლამაზი იყო ქერა თმა. ხოლო კლასიკურ ვარცხნილობად
ითვლებოდა „ბერძნული ნასკვი“. ხშირად თმებს დებდნენ ოქროს
თასმებისგან მოქსოვილ ბადეში ან იდებდნენ თავზე. მორთულობას
რომელსაც ერქვა „სტეფანუ“ ჰგავდა გვირგვინს. მათ ჰქონდათ
სხვადასხვა ფორმა და იყო ყოველთვის მდიდრულად მორთული.
ბერძენი ქალი აუცილებლად ბოლომდე შემოსილი უნდა ყოფილიყო
შეღებილი სხვადასხვა კოსმეტიკური საშუალებებით. კოსტუმებს ასევე
ემატებოდა სამკაულები. გავრცელებული იყო ქროს საყურეები,
დიადემები, სამაჯურები: ფეხის, ხელის და ა.შ. მონებს ეცვათ სხვადასხვა
სამოსი, რომლებიც ხშირად ნაციონალურ ხასიათს ატარებდა, მაგრამ
ძირითადად შედგებოდა მძიმე უხეში ქსოვილისგან, პრიმიტიულად
მიტმასნილი სხეულზე.

You might also like