ათონელები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

იოანე და ექვთიმე ათონელების ცხოვრება, მე-10 საუკუნე

(ადაპტირებული ფრაგმენტი)

ჩვენ კი ადრე თქმულს მივუბრუნდეთ, რამეთუ, როგორც ვთქვით, მამა იოანემ


თავისი შვილი ექვთიმე წაიყვანა მეფის სასახლიდან. პირველად ქართული
მწიგნობრობა ასწავლა, შემდეგ კი ყოველგვარი სიბრძნე სრულად აათვისებინა
ბერძნულად. სიყრმიდანვე ეცხო ღვთის მადლი და ღვთისგან ებოძა წმინდა წიგნების
წვდომის უნარი. მისი სული წმინდა მადლით აივსო, ეს ყოველივე მამა იოანეს
წმინდა ღმრთისმშობლის გამოცხადებით ეუწყა. რამეთუ , როდესაც პატარა იყო
ძლიერი სენით დაავადებული, ამ დროს თითქმის სიკვდილს მიუახლოვდა. ამის
შესახებ კი, მამა იოანე ამბობდა: „მისი გადარჩენის იმედი დავკარგე. ყოველ წამს
ველოდი, რომ შეიძლებოდა აღარ ყოფილიყო, ვინაიდან არც მეტყველების უნარი
შერჩენოდა და რადგანაც შეშფოთებული ვიყავი, წავედი წმინდა ღვთისმშობლის
ტაძარში, დავვარდი მისი ხატის წინაშე და ცრემლმორეული ვევედრებოდი უბიწო
ქალწულს, რამეთუ მშველებლად მოგვლენოდა და მხიარულება მოეტანა. ვუთხარი
მღვდელს, რომ მალევე ამოსულიყო და ეზიარებინა უფლის ხორცითა და სისხლით.
რადგანაც შეშფოთებული ვიყავი, ვჩქარობდი მენახა თუ რა მოხდა, გავაღე სენაკის
კარი, სადაც დავტოვე მწოლიარე და უეცრად ვიგრძენი საკვირველი სურნელება,
რამეთუ წმინდა ღვთისმშობელმა წყალობით მოხედა და ვიხილე ექვთიმე, რომელიც
ფეხზე იდგა, სრულიად მთელი და უვნებელი. როგორც კი გონს მოვედი, ვკითხე: რა
მოხდა შვილო? ხოლო მან მიპასუხა:“ეს-ესაა გამომეცხადა ვინმე დიდებული
დედოფალი და ქართულ ენაზე მითხრა: რა არის? რა გტკივა ექვთიმე? ხოლო მე
ვუთხარი: ვკვდები დედოფალო. და როდესაც ეს ვთქვი, დედოფალი მომიახლოვდა,
ჩემი ხელი დაიჭირა და მითხრა: „არაფერი არ გჭირს, ადექი, ნუ გეშინია და
ქართულად თავისუფლად, გამართულად ილაპარაკე“ და აი, როგორც ხედავ
სრულიად არაფერი მტკივა. მამა იოანემ კი ამის შესახებ თქვა: „მანამდე ძლივს
ლაპარაკობდა ქართულად. ამის გამო ძალიან დამწუხრებული ვიყავი, ხოლო მას
შემდეგ წყაროსავით დაუბრკოლებლად აღმოჩქეფს უწმინდეს ქართულს“. ამის გამო
მამა იოანე იტყოდა: „შვილო ჩემო, ქართლი წიგნის ნაკლოვანებას დიდად განიცდის,
ბევრი წიგნი აკლია და ვხედავ, უფალს შენთვის დიდი ნიჭი უბოძებია, დაე
იმსახურებ მას, რომ გაამრავლო უფლისადმი შენი გასამრჯელო“. იგი გულმოდგინედ
შეუდგა მის ბრძანებას. დაიწყო თარგმნა, რითაც ყველა გააკვირვა, რამეთუ ასეთი
მთარგმნელი, იმ ადრინდელ მთარგნელთა გარდა, არ მოვლენია ჩვენს ენას და
მგონია, რომ აღარც მოევლინება. ასე გახდა ჩვენი ერის შემამკობელი წმინდა
მოციქულთათვის მისაბაძი მაგალითი, რომელმაც გაანათლა ქართველთა ენა და
ქვეყანა, რომლის ნამუშევრები ახარებს, როგორც აქაურებს, ასევე უცხოელებსაც კი.
მისი თარგმნილი წიგნების სიტკბოებას, როგორც ხმამაღალი ოქროს ჩასაბერი
საკრავი, ჟღერს მთელ ქვეყანაზე, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ ბიზანტიაშიც
(საბერძნეთში), რამეთუ ბალავარი, აბილირაო და სხვა მრავალი ნაწარმოები
ქართულიდან თარგმნა ბერძნულად. მრავალი წიგნი გაუგზავნეს დავით კურაპალატს
და ის, როგორც მორწმუნე, სიხარულით აივსო. დაიწყო უფლის დიდება და თან
ამბობდა: „მადლი უფალს, რომელმაც ჩვენ ახალი ოქროპირი (ექვთიმე)
გამოგვიგზავნა“. დავითმა ექვთიმეს მისწერა, რომ ხშირად ეთარგმნა და გამოეგზავნა
მისთვის, ექვთიმეც შეუსვენებლად თარგმნიდა და სრულიად არ აძლევდა თავის
თავს დასვენების უფლებას. ღმერთშემოსილმა მამამ ასე გამოამჟღავნა მისთვის
ბოძებული ტალანტი.

გიორგი მთაწმინდელის ცხოვრება, 1009-1065 წწ.

(ადაპტირებული ფრაგმენტები)

მოძღვრის, გიორგი დაყუდებულის რჩევით, გიორგის უნდა დაეწყო წიგნების


თარგმნა ბერძნულიდან. თავმდაბალი გიორგი წინააღმდეგი იყო ამისი, ვინაიდან
თავის თავს ღირსად არ თვლიდა ამ წმინდა საქმისათვის: „შეუძლებელ არს ესე
ჩემგანო, და ესევითართა განღმრთობილთა კაცთა შვენის, ვითარცა იყო წმიდაჲ მამაჲ
ჩუენი ეფთჳმი“ (ექვთიმე) - შეჰკადრა მოძღვარს. „შჳლო, რომელმან იგი წმიდაჲ
სიკუდილისაგან იჴსნა და ქართული ენა განუმარტა (გაახსენა) , იგივე შემძლებელ
არს შენდაცა შეწევნად, რამეთუ მას დიდად ეწყალის და უყუარს ნათესავი ჩუენი. და
თჳთ მას წმიდასა მამასა ეფთჳმეს ვევედრნეთ, რაჲთა შეგეწიოს“, - დაამშვიდა
მოძღვარმა. გიორგი ივირონს (ათონის მთაზე) წარემართა და გზად ერთ დიდ
მდინარეს მიადგა, წყალში შევიდა და გაჩერდა, ვერც წინ მიდიოდა და ვერც უკან,
უეცრად გამოჩნდა თეთრ ცხენზე ამხედრებული მშვენიერი ჭაბუკი, მიუახლოვდა და
უთხრა: „შემოვედ, ნუ გეშინინ“, ხელი გაუწოდა და ნაპირზე გადაიყვანა, თვითონ კი
გაუჩინარდა. „რომელმაც წყალში სიკჳდილისაგან მიხსნა, დიდებული მთავარმოწამე
გიორგი იყოო,“ - ამბობდა იგი.
მამა გიორგიმ თავისივე ხარჯით თარგმნა საწელიწადო გამოკრებული სახარება,
საწელიწადო გამოკრებული პავლეს ეპისტოლენი, საწელიწადო
საწინასწარმეტყველო, დიდი კურთხევანი, იოანე ოქროპირის თარგმანება
დაბადებისა ანუ აბრაჰამის ცხოვრება, პავლეს ეპისტოლენი და მოციქულთა
ეპისტოლენი. მან მთელი თავისი ძალისხმევა ჩააქსოვა სახარებისა და წმ.
მოციქულების ეპისტოლეების თარგმნას, თუმცა ახალი აღთქმა თარგმნილი იყო V ს-
ში დავითისა და სტეფანოზის მიერ იერუსალიმში, მაგრამ სომხებისაგან და სხვა
გადამწერებისაგან ძალიან შერყვნილიყო, რის გამოც საღმრთო წერილის აზრი
შეცვლილი იყო. გიორგიმ ქართულ ენაზე თარგმნა ჯერ კიდევ არარსებული წიგნები,
უკვე ნათარგმნი და დრო-ჟამისაგან განრყვნილი კი გაწმინდა და გაასწორა. წმ.
ექვთიმეს მიერ დაწყებული და დაუსრულებელი წიგნები ვრცლად და სრულიად
თარგმნა, ზოგიც ბერძნულს შეადარა და გაასწორა.

მამა გიორგისაც, ისევე, როგორც მამა ექვთიმეს, „უფროჲსნი წიგნნი ღამით


უთარგმნია“ და ისე შეუსვენებლად თარგმნიდა, რომ „არა სცემდა განსვენებასა თავსა
თჳსსა, არამედ დღე და ღამე ტკბილსა მას თაფლსა - წიგნსა საღმრთოსა შურებოდა,
რომელთა მიერ დაატკბო ენაჲ ჩვენი და წმიდანი ეკლესიანი“. მან თავის წიგნებს
ანდერძად დაუდო: „ვინცა ვინ დასწერდეთ, ვითა აქა ჰპოვოთ, ეგრეთ
შეუცვალებელად დასწერეთ, ნუცა ჩაურთავთ, ნუცა დააკლებთ, ჩუენ, რომელი ჯერ
იყო, ჩაგვირთავს, და რომელი არა ჯერ იყო, დაგვიკლია, ვითა ჩუენ ენას მოვიდოდა“.

... საეშმაკო შურით აღვსილმა სვიმონწმინდელმა [ბერძენმა] ბერებმა „განიზრახეს


გულარძნილებით, რაჲთა წმიდასა ამას და მართალსა სარწმუნოებასა ჩვენსა ბიწი
რაჲმე დასწამონ“, და მოინდომეს ქართველი ბერების გაძევება იმ მონასტრიდან,
სადაც სვიმონ მესვეტის ლოცვა-კურთხევით იყვნენ დამკვიდრებულნი. პატრიარქის
ტახტზე ასვლისთანავე გულ-ბოროტი ბერძენი ბერები თეოდოსისთან მივიდნენ და
შესჩივლეს: „წმიდაო მეუფეო, გჳჴსენ დიდისა ჭირისაგან და განგუათავისუფლენ
კაცთაგან ამაოთა და უცხო თესლთა, რამეთუ არს მონასტერსა შინა ჩვენსა ვითარ
სამეოცი კაცი, რომელნი ქართველად სახელ-იდებენ თავთა თვისთა და არა უწყით,
თუ რასა ზრახავენ ანუ რაჲ არს სარწმუნოებაჲ მათი“, რომ ისინი არ არიან
„ჭეშმარიტი“ სარწმუნოების მატარებელნი, „მწვალებელთა“ ჯგუფს ეკუთვნიან და არ
იცავენ მართლმადიდებლური ეკლესიის წეს-ჩვეულებებს.

პატრიარქი განცვიფრდა და იკითხა, თუ ჰყავთ ვინმე ბერძნული ენისა და წმინდა


წერილის მცოდნეო, და მათაც აღიარეს: ჰყავთ ერთი მონაზონი, გრამატიკოსი და
ბერძნულ წიგნთა ქართულად მთარგმნელიო. თეოდოსიმ ბრძანა მისი მოყვანა და
როდესაც მამა გიორგი მივიდა, პატივით მოიკითხა, დაჯდომა უბრძანა და დაიწყო
ღმრთივსულიერი საუბარი საღმრთო წიგნებიდან, ხოლო რასაც ჰკითხავდა,
ყველაფერს ღმრთივმშვენიერად პასუხობდა. ამ საუბარმა პატრიარქი დაარწმუნა, რომ
ღმრთის მადლი სუფევდა წმინდა ბერთან და უთხრა: „პატიოსანო მამაო,
კურთხეულია ღმერთი, რომ ვიხილე შენი სიწმინდე, და აჰა, უფლის მოწყალებით
ვხედავ, რომ მართალია წარმოშობით ქართველი ხარ, მაგრამ განსწავლულობით
„სრულიად ბერძენი“ ბრძანდები.

You might also like