Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

სამწუხაროდ, მედროვე ადამიანები ყოველთვის იყვნენ, არიან და იქნებიან.

მათ აქვთ
უნარი ნებისმერ პირობებს მოერგონ და ამით ახერხებენ თავიანთი მიზნების
მიღწევას.

ვფიქრობ, მოცემულ მონაკვეთში, ნათლად არის წარმოჩენილი მსგავსი


ადამიანებისთვის დამახასიათებელი ნიშნები. თეიმურაზთან დიალოგში კარგად ჩანს
რამდენად უმწეოა ის მედროვეებთან შედარებით.

მოყვანიალია საინტერესო ფრაზა „ერთი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა“. ეს


თეიმურაზის მისამართითაა ნათქვამი, რომელიც ახალი ცხოვრებას ფეხი ვერ აუწყო,
ჩაიკარგა. მედროვეებმა კი წელში გასწორებულებმა განაგარძეს გზა.

მიმაჩნია, რომ მედროვეებს, გარკვეულწილად, საზოგადოებაც ეხმარება. ნებსით თუ


უნებლიეთ, საზოგადოების წევრები მათ განვითარებასა და გამრავლებას უწყობენ
ხელს. არ არსებობს რაიმე ძალა, წესი, კანონი რაც ამ პროცესს შეაჩერებს.

„წინათ თავად-აზნაურები გლეხებს უღელში აბამდნენ, ეხლა კი შეტრიალდა“-


ვკითხულობთ ნაწყვეტში. ეს იმ რეალობის ამსახველია, რაც ახალმა ცხოვრებამ
მოიტანა. აღსანიშნავია ის, რომ თეიმურაზი გლეხებს ავად არასდროს არ ეპყრობოდა,
წიგნში და გაზეთებში თავჩარგულს არც ეცალა მათთვის, თუმცა შემდეგ
მედროვეებმა ამით ისარგებლეს კიდეც.

მედროვეობა დღესაც აქტუალური პრობლემაა. ადამიანები ხშირად მხოლოდ


საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე იღებენ გადაწყვეტილებებს. საერთო საქმე
კი მეორეხარისხოვანი ხდება. მოცემულ მონაკვეთში ვკითხულობთ, როგორ აქებენ
უვიც ჯაყოს, „თავს დასტრიალებს ღარიბ-ღატაკ გლეხობასო“- ამის მთქმელი ტიპური
მედროვე ადამიანია,რომელმაც სწორედ პირადი ინტერესების გამო ანტიგმირი
გმირად წარმოაჩინა და საზოგადოებაც დაეთანხმა.

You might also like