Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

აღმართ-აღმართ

ავტორი ამბობს, რომ ის ნელა მიდიოდა აღმართ-აღმართ და როცა გორაზე შედგა,


დარდი შეუმცირდა. სულიწმინდამ ის შთაგონებით დააჯილდოვა და სიკვდილმა ვეღარ
შეაშინა, რადგან სიცოცხლე იგრძნო. შეუდუღდა გული და სული, ანუ აღელდა, როცა
აღმოაჩინა, რომ თავისი შემოქმედების ხარჯზე ის ცხოვრებაში ერთ ღირსეულ კაცად
გამოდგებოდა. გულმა ძგერა დაუწყო, სულმა შფოთვა და ჩანგმა, ანუ საწერკალამმა, თავისი
სიმები დაიწყო. რაზეც უნდა ესაუბრა მისთვის ცხადი იყო. სიმართლის ხმა შეუპოვრად
უნდა გაისმას მისი შემოქმედების მეშვეობით, არამხოლოდ დღეისთვის, არამედ
მომავლისთვისაც. მყარად დადგა და თქვა, რომ ცხოვრება ერთ კაცად მასაც იწამებდა.
შემდეგ იფიქრა თუ სად იყო მისი მამული. ბედნიერი დღე უდგას თუ ცუდ
მდგომარეობაშია? გაიხედა და დაინახა, რომ სატრფო სხვას ემონებოდა. გაუკვირდა და
თქვა: „მტერს როგორ დაემონაო?“, იფიქრა, ალბათ, მოხიბლული შემცდარა. ალბათ რუსების
ალერსით არის მთვრალი და ვერ დაუნახვს ისარი, რაც მას ემუქრება. მიაძახა, რომ ნუ
ჩავარდება ჯინჭრებში და ნუ ეგონება იქ ია-ვარდები. ანუ უბედურებაში ნუ ჩავარდება და იქ
ბედნიერება ნუ ეგონება. გააფრთხილა, რომ შეიბრალოს საკუთარი თავი და იცოდეს, რომ
მოწოდებულ შარბათში საწამლავია გარეული და არ დალიოს. მწუხარებით დამწვარ პოეტს
არ უსმინა ქვეყანამ და სამუდამო ჭრილობა მიაყენა მის გულს. შემდეგ კი ამბობს, რომ,
ნეტავ, რატომ თავს მიდიოდა აღმართ-აღმართ თუ ამ სერზე ბედნიერებას ვერ იგრძნობდა.
საკუთარ თავს მიმართვას, რომ წამალი ვერ განკურნავს თუ სამშობლო ასეთ მდგომარეობაში
იქნება და ურჩევნია, რომ დაღმართ-დაღმართ დაუყვეს სწრაფი სვლით. იქ ჩაბრძანდება,
სადაც მოუთმენლად ელოდებიან ბარით, ნიჩბით და კუბოთი. სურს დაივიწყოს ვინც
მარადიულად ახსოვდა და სამუდამოდ განისვენოს.

You might also like