Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

ვარიანტი I

1.რელიგიის განმარტება

სიტყვა რელიგია მომდინარეობს წინაქრისტიანული ხანიდან და ნიშნავს მოკრძალებითა და


სიფრთხილით მოეკიდო წმინდას. სხვა მნიშვნელობით, რელიგია არის ადამიანების შიშნარევი
დამოკიდებულება წმინდა არსებებისადმი. შუა საუკუნეების დასავლურ ქრისტიანობაში რელიგია
ნიშნავს მონასტრულ ცხოვრებასა და ღმერთთან კავშირის აღდგენას.

2.შუმერების რელიგია გილგამეშის მიხედვით

თუ გილგამეშის ეპოსს კარგად დავაკვირდებით, შეგვიძლია ვნახოთ როგორი რელიგია ჰქონდათ


შუმერებს. დავიწყოთ იქიდან, რომ მათ სჯეროდათ ნახევრად ადამიანურ და ნახევრად ღმერთი
არსებების, რადგან გილგამეში სწორედ ასეა წარმოდგენილი. ასევე, ბოროტი და კეთილი სულების.
ბოროტი სული, ურჩხული ძირითადად სიკვდილსა და ცეცხლს უკავშირდებოდა. როგორც ჩანს, ისინი
ფიქრობდნენ თითოეულ ადგილს თავისი მფარველი ღმერთი ჰყავდა, რასაც ადასტურებს კედრის
ტყეში ხუმბაბას ყოფნა. როგორც ჩანს, მათ რელიგიაში, ღმერთი არ იყო უხილავი, ადამიანებს
შეეძლოთ მისი ნახვა, მასთან საუბარი და ა.შ. ოღონდ ძალიან რთული იყო ეს, რადგან ღმერთები
ადამიანებისგან ძალიან შორს, მიუვალ ადგილებში ცხოვრობდნენ. ღმერთს შეეძლო ცოლად
გაჰყოლოდა ადამიანს, რასაც გვიდასტურებს ქალღმერთი იშთარის სურვილი, გილგამეშს
გაჰყოლოდა ცოლად. გარდა ამ ყველაფრისა, როგორც ჩანს, შმერებმა იცოდნენ, რომ ყველა
ადამიანი მოკვდავი იყო, რასაც ვხედავთ იქიდან, რომ გილგამეშმა ბევრი ცდის მიუხედავად მაინც
ვერ გახდა უკვდავი.

3.საიქიოს შესახებ ეგვიპტელების სულის წიგნის მიხედვით

როგორც ჩვენთვისაა ცნობილი, ეგვიპტელებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა საიქიო ცხოვრებას,


რისი წარმოდგენებიც ნათლადაა ჩამოყალიბებული დიდტანიან თხზულებებში,“მიცვალებულთა
წიგნებში,“ რაც წარმოადგენს მაიურ ფორმულებსა და შელოცვების ტექსტებს. გარდა ამისა,
ტექსტები უამრავ ცნობას შეიცავდა გარდაცვლილის სოციალურ და რელიგიურ შეხედულებებზე. ამ
ტექსტების მიზანი იყო ის, რომ გარდაცვლილის სული დაეცვა ყოველგვარი საშიშროებისგან.

4.დაოდენიზმის რელიგიური არსი და კონფუციალობასთან განსხვავება.

მიუხედავად კავშირებისა, ამ ორ მოძღვრებას შორის, არსებობს განსხვავებებიც.

ლაო-ძი ადამიანში უპირატესობას ანიჭებს მის შინაგან რწმენას, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს
სულისა და გონების მეშვეობით. ლაო-ძი მიიჩნევს, რომ ადამიანის ყველა უბედურების და
მანკიერების დასაწყისი არის იმ კანონებისა და წესების აღსრულება, რომელსაც ხალხს სახელმწფო
უწესებს. “რაც მეტია ქონება, მით მეტია სიძუნწე”, “ რაც მეტია აკრძალვა, მით მეტია სიღარიბე”.
ლაო-ძის მიაჩნდა, რომ ბუნებრივი კაცთმოყვარეობა და სიყვარული არის ადამიანის ნამდვილი
ბედნიერების წყარო.

კონფუციალობა სრულიად განსხვავდება ლაო ძის მოძღვრებისგან. თუ ლაო ძი უმეტესწილად


ეწინააღმდეგებოდა კანონებსა და წესრიგს, კონფუცის მოძღვრებით ადამიანი ცხოვრობს
ორგანიზებულ საზოგადოებაში. თუ ადამიანი არ დაემორჩილება იმ ნორმებს, რომელიც
კაცობრიობამ შეიმუშავა, ვერ იქნება ორგანიზებული. მისადმი დაქვემდებარება არის წონასწორობის
შენარჩუნების ერთ-ერთი გზა. კონფუციალობა ლაო ძისგან განსხვავებით, უარყოფს სამღვდელო
პირების დასაქმებას.

5.რას ეძებდა გილგამეში?

გილგამეში ეძებდა უთანაფიშთის, რათა ეთხოვა უკვდავი გაეხადა იგი.

6.ეხნატონის რეფორმები

ამენხოტეპ V-მ პირველმა გაილაშქრა ქურუმთა წინააღმდეგ და შეკვეცა მათი გავლენის სფეროები.
უპირველესად, მან გააუქმა ყველა სახელმწიფოებრივი კულტი, დაახურინა ტაძრები და გამოაცხადა
ახალი ღმერთი ატონი, თავი შერაცხა უმაღლეს ქურუმად და შეირქვა ეხნატონი, ხოლო რეზიდენცია
ახალ ქალაქში-ახეტატონში გადაიტანა. თუმცა, მისი რელიგიურ-პოლიტიკური რეფორმა ვერ
გამოდგა დღეგრძელი. მისი სიკვდილის შემდეგ აღდგა ძველი ღვთაებები და ატონის კულტი
გააუქმეს.

7.რელიგიის მინიმუმი

რელიგიის მინიმუმი არის ანიმიზმი, რაც გულისხმობს სულისა და სულიერების არსებობის რწმენას.
იგი არ წარმოადგენს რელიგიას და არის უფრო შეხედულება, რწმენა, რომ ყველა საგანს აქვს სული.

ვარიანტი II
1.რა არის რელიგია?

სიტყვა რელიგია მომდინარეობს წინაქრისტიანული ხანიდან და ნიშნავს მოკრძალებითა და


სიფრთხილით მოეკიდო წმინდას. სხვა მნიშვნელობით, რელიგია არის ადამიანების შიშნარევი
დამოკიდებულება წმინდა არსებებისადმი. შუა საუკუნეების დასავლურ ქრისტიანობაში რელიგია
ნიშნავს მონასტრულ ცხოვრებასა და ღმერთთან კავშირის აღდგენას.

2.რელიგიის მახასიათებლებიდან ყველაზე მეტად რომელს გამოარჩევდით?

ვფიქრობ, რომ ყველაზე მნიშვნელოვანია რელიგიის მეორე პრინციპი, რომლის მიხედვითაც ადამიანს
აქვს ღმერთთან ურთიერთობის უნარი. ჩვენ, ადამიანები ვართ შუამავლები ღმერთსა და რელიგიას
შორის და შეგვიძლია გავაცნობიეროთ, როგორც ფიზიკური სიკვდილი, ასევე მარადიულობა.
ცხოველებისგან სწორედ ეს თვისება გამოგვარჩევს.ვფიქრობ, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია,
რადგან ღმერთთან კავშირის გარეშე, ადამიანს არ აქვს რწმენა და კულტი.

3.რას ნიშნავს ფარაონი?

ფარაონი მიჩნეულია მზის ღმერთის- რას შვილად. ეგვოპტელი ფარაონი იყო ერთადერთი, ვისაც
შეეძლო ტონის მიცემა საწესჩვეულებო რიტუალებზე. ქურუმები მოქმედებდნენ მხოლოდ მისი
სახელით. ფარაონი აფუძნებდა ტაძრებსა და ლოცულობდა მასში. აღსანიშნავია ისიც, რომ ხალხს
მისი სახელის ხსენება აკრძალული ჰქონდათ.

4.ოზირისი
ოზირისი ძველ ეგვიპტურ მითოლოგიაში ერთ-ერთი უძველესი და საინტერესო ღვთაებაა, რომელიც
დაკავშირებულია მიწათმოქმედებასთან. ოზირისის კულტი გამოისახებოდა მცენარეული
ორნამენტების თანმხლებით. გარდა ამისა, მის კულტთან დაკავშირებით ხშირად ცხადდებოდა
ხვნა-თესვის რიტუალები, სადაც ის წარმოდგენილი იყო ხორბლის გამოცოცხლებელ ღვთაებად.
ოზირისი მოიაზრებოდა ამქვეყნიურ სამყაროს გამგებლად და განსჯიდა მიცვალებუთა სულებს.

5.თქვენი აზრით, რომელია უძველესი რელიგიური ფორმები?

ყველაზე ძველი არის ანიმიზმი, რასაც შემდეგ მოსდევს ტოტემიზმი, შამანიზმი და ფეტიშიზმი.

6.როგორ აისახა შუმერთა რწმენა-წარმოდგენები გილგამეშის ეპოსში?

გილგამეშის ეპოქი გარკვეულწილად ღმერთებთანაა დაკავშირებული, შესაბამისად გარდაუვალი


იქნებოდა შუმერთა რწმენა-წარმოდგენების გავლენა მასზე. ამის ერთ-ერთი მაგალითია თამუზი და
გილგამეში. როგორც ვიცით თამუზი ჩადის ქვესკნელში, რის შემდეგაც გარდაიცვლება. თავის მხრივ
გილგამეშიც ჩადის ქვესკნელში, აქ ბევრი საფრთხე უჩნდება, თუმცა არ გარდაიცვლება. ასევე
აღსანიშნავია მსგავსება იშთარ-თამუზისა და გილგამეშ-ენქიდუს ურთიერთობა. როცა თამუზა
გარდაიცვლება იშთარი ცუდად ხდება და დასტირის მას, ასევე გილგამეშიც დასტირის ენქიდუს,
როცა გარდაიცვლება ის. გარდა ამ ყველაფრისა, ის ღვთაებები, რომლებსაც თაყვანს სცემდნენ
შუმერები, მოცემულია გილგამეშის ეპოსშიც. ასევე, შუმერთა რწმენით ადაპი-პირველი ადამიანი
უკვდავი იყო, თუმცა შეცოდების გამო მოკვდავი გახადა ღმერთმა. ეპოსში კი გილგამეში ცდილობს
ამ უკვდავების მიღებას ღმერთებისგან, რაც ჩემი აზრით შუმერთა რელიგიის გავლენაა.

7.ლაო ძისა და კონფუცის მოძღვრებებს შორის განსხვავებები.

მიუხედავად კავშირებისა, ამ ორ მოძღვრებას შორის, არსებობს განსხვავებებიც.

ლაო-ძი ადამიანში უპირატესობას ანიჭებს მის შინაგან რწმენას, რომელიც უნდა ჩამოყალიბდეს
სულისა და გონების მეშვეობით. ლაო-ძი მიიჩნევს, რომ ადამიანის ყველა უბედურების და
მანკიერების დასაწყისი არის იმ კანონებისა და წესების აღსრულება, რომელსაც ხალხს სახელმწფო
უწესებს. “რაც მეტია ქონება, მით მეტია სიძუნწე”, “ რაც მეტია აკრძალვა, მით მეტია სიღარიბე”.
ლაო-ძის მიაჩნდა, რომ ბუნებრივი კაცთმოყვარეობა და სიყვარული არის ადამიანის ნამდვილი
ბედნიერების წყარო.

კონფუციალობა სრულიად განსხვავდება ლაო ძის მოძღვრებისგან. თუ ლაო ძი უმეტესწილად


ეწინააღმდეგებოდა კანონებსა და წესრიგს, კონფუცის მოძღვრებით ადამიანი ცხოვრობს
ორგანიზებულ საზოგადოებაში. თუ ადამიანი არ დაემორჩილება იმ ნორმებს, რომელიც
კაცობრიობამ შეიმუშავა, ვერ იქნება ორგანიზებული. მისადმი დაქვემდებარება არის წონასწორობის
შენარჩუნების ერთ-ერთი გზა. კონფუციალობა ლაო ძისგან განსხვავებით, უარყოფს სამღვდელო
პირების დასაქმებას.

8.პირამიდებს რა რელიგიური დანიშნულება ჰქონდა?

ეგვიპტელთა რელიგიაში დიდ როლს ასრულებდა დასაფლავების კულტი. შეგვიძლია, რომ


პირამიდებს „გარდაცვალებულთა სახლებიც“ კი ვუწოდოთ. მათი მშენებლობა დაიწყო მე-3
დინასტიის ხელმწიფეებთან და საკმაოდ მაღალ დონეზეც კი იყო განვითაფრებული. პირამიდებში
აგებული იყო სამარხები, სადაც მუმიფიცირებულ ფარაონებს ატანდნენ ძვირფასეულობასაც. ამ
ყველაფერს ეგვიპტელები იმიტომ აკეთებდნენ, რომ მათი აზრით სხეულის სიკვდილის მიუხედავად,
სული სიცოცხლეს აგრძელებდა და მაქსიმალურად კარგი პირობები უნდა შეექმნათ მათი
სიმშვიდისთვის.

ლანა მამედოვი

You might also like