Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

რამ მოკლა განდეგილი

ილია ჭავჭავაძის პოემა „განდეგილი“ გვანახებს ბერის ცხოვრებას, რომელიც


იზოლირებულია გარე სამყაროსგან და წუთისოფლის სამაცდუროს თავს არიდებს.
ის დარჩენილ ცხოვრებას ატარებს ლოცვაში, მარხვასა და სევდაში და
უფრთხილდება სულს, რომ დაიმკვიდროს ცათა სასუფეველი. ილია ჭავჭავაძის
მოცემულ პოემაში ბერი კვდება იმის გამო, რომ მან ჩაიდინა ცოდვა და საკუთარმა
დარდმა დაამარცხა ის.
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალი გამოჩნდფა დახმარების სათხოვნელად ბერი
გაურკვევლობაში აღმოჩნდა საკუთარ თავდთან. მისი აზრით ეს ქალი შესაძლოა
შემაცდენელი ყოფილიყო და ეშინოდა არ ჩაედინა ცოდვა. ქალთან დიალოგის
დროს მოისმინა ამ ქალის თავგადასავლის შესახებ და მოუყვა საკუთარ
განმარტოებულ ცხოვრებაზე და თქვა შემდეგი სიტყვები: „ხსნა ყველგან არის...
ხოლო გზა ხსნისა ესეთი მერგო მე... უბედურსა...“. ამ სიტყვების გააზრების შემდეგ
მიხვდა, რომ შესცოდა. ამის გამო ჩავარდა ის საგონებელში და ვერ პატიობდა
საკუთარ თავს. მის გარსემო ისმოდა დამცინავი ხმები თითქოს ეშმაკისგან
წამოსული და პირჯვრის გადაწერაც კი ვერ მოახერხა. განდეგილი ბერის
სიკვდილის მთავარი მიზეზიც გახდა სწორედ ის, რომ მან საკუთარ თავს ვერ
აპატია შეცდომა.
განდეგილ ბერს სურდა მოენანიებინა ცოდვა, მაგრამ საკუთარი ფიქრები არ
ასვენებდა და ჩაესმოდა სიტყვები: „წაწყმდი თუ არა“; „დაგძლიე თუ არ“ და „ აბა
სძლიეო“, რაც ანადგურებდა გფანდეგილ ბერს და მონანიების საშუალებას არ
აძლევდა. ჩემი აზრით ეს თვითგვემა იყო, რადგან ღმერთი ყველას აძლევს
ცოდვის გამოსწორების საშუალებას და საკუთარი თავისთვის უნდა ეპატიებინა და
მოენანიებინა ცოდვა შიშისა და ემოციების გარეშე.
ადამიანისთვის მნიშვნელოვანია საკუთარ თავს მოუფრთხილდეს და საკუთარ
სულს. ის ვინც საკუთარ თავს ტყუილად დასჯის ის ღმერთთან მართალი ვერ
იქნება, რადგან თავგანწირვა და თვითგვემა საკმაოდ განსხვავებულია. ამ
შემთხვევაში ბერმა ვერ სძლია საკუთარი ემოციები და ვბერც მონანიება შეძლო.
როდესაც ღმერთი ადამიანს საშუალებას აძლევს მონანიებისას, მან უნდა
გამოიყენოს და მოინანიოს ცოდვა და სცადოს, რომ აღარ გაიმეოროს ის, რომ
მართალი იყოს ღმერთთანაც და საკუთარ თავთანაც. როდესაც ბერს არ შეეძლო
არც პირჯვრის გადაწერა და არც ლოცვის თქმა, ნიშნავდა მარცხს ეშმაკთან.
განდეგილი ბერის სიკვდილის მიზეზი სწორედ საკუთარი თავისთვის ცოდვის ვერ
პატიებაა, რამაც მისი გონება და გული შეაძრწუნა და მიიყვანა სიკვდილამდე. მას
ჰქონდა შანსი მოენანიებინა საკუთარი ცოდვა, მაგრამ ვერ სძლია საკუთარი თავი
და შეეწირა მის პირველსავე საცდუნებელს.

You might also like