Ge File 20363 1

You might also like

Download as doc, pdf, or txt
Download as doc, pdf, or txt
You are on page 1of 4

ჩვენი სულიერების ბალავარი XIII

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის


ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტი
ბათუმის მერიის კულტურის ცენტრი
კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის სამი მონოთეისტური რელიგიისა და
კანონიკური სამართლის შესწავლის კვლევის ცენტრი

მიმდინარე წლის 10-11 მაისს, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვდომილობისა და


წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის ეროვნულ დღესასწაულთან
დაკავშირებით, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ნიკო
ბერძენიშვილის ინსტიტუტის, ქალაქ ბათუმის მერიის კულტურის ცენტრისა და კონსტანცას
ოვიდიუსის უნივერსიტეტის სამი მონოთეისტური რელიგიისა და კანონიკური სამართლის
შესწავლის კვლევის ცენტრის ორგანიზებით გაიმართება საერთაშორისო სამეცნიერო
კონფერენცია - „ჩვენი სულიერების ბალავარი“ - XIII.
კონფერენციის ძირითადი მიზანია, ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის
წილხვდომილობასთან, წმიდა ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლასა და,
ასევე, საქართველოში ქრისტიანული რელიგიის ისტორიის სხვადასხვა საკითხთან
დაკავშირებული უახლესი კვლევების წარმოჩენა.
გთხოვთ, კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებმა, მიმდინარე წლის 20
აპრილის ჩათვლით, შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: nbi@bsu.edu.ge
გადმოაგზავნოთ შევსებული სარეგისტრაციო ფორმა (ქართულად და ინგლისურად) და
აბსტრაქტი (მხოლოდ ქართულად), რომელშიც ნათლად უნდა იყოს წარმოჩენილი თემის
აქტუალურობა და სამეცნიერო სიახლე.

მაისი 10-11 May


ბათუმი 2024 Batumi

1
ჩვენი სულიერების ბალავარი XIII

სარეგისტრაციო ფორმა

მომხსენებლის სახელი, გვარი: სოსლან სურმანიძე

კონფერენციის მოხსენების სათაური: მშობლის სურნელი ლევან გელაძის


შემოქმედებაში.

სამეცნიერო ხარისხი: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

სამუშაო ადგილი, თანამდებობა: ა(ა)იპ საქართველოს საპატრიარქოს


წმიდა ტბელ აბუსერისძის სახელობის
სასწავლო უნივერსიტეტი

ქვეყანა, ქალაქი: საქართველო, ხულო

ელექტრონული ფოსტა: surmanidzesoso@gmail.com

591719493
ტელეფონი:

Registration Form

Attendee’s full name: Soslan Surmanidze

The title of presentation: Parent's scent in Levan Geladze's work.

Academic title: Doctor of philological Sciences

Affiliation/organization: N (n)Le St. Tbel Abuserisdze teaching


University of the Georgian Patriarchate.

Country, City: Georgia, Khulo

E-mail: surmanidzesoso@gmail.com
Phone:
591719493

2
ჩვენი სულიერების ბალავარი XIII

აბსტრაქტი:

ლევან გელაძე _ მეოცე საუკუნის მაღალმთიანი აჭარის თვალსაჩინო


წარმომადგენელია. პროფესიით ექიმი, ამავდროულად შესანიშნავი პოეტიც იყო. მის
კალამს ეკუთვნის არაერთი ლექსი, რომელიც მიძღვნილია მშობლიური მთების,
მშობლიური გარემოსადმი. ექიმი-პოეტი არაერთგზის შეჰხებია ეროვნულ და
მსოფლიო ჭირ-ვარამს. მიუხედავად იმისა, რომ სულ 31 წელი იცოცხლა
(ავტოკატასტროფას ემსხვერპლა, პაციენტის გადასარჩენიად მიმავალი) და მხოლოდ
ერთი ათეული წელი ქმნიდა მშვენიერ მხატვრულ ნიმუშებს, თავისი მნიშვნელოვანი
წვილილი შეიტანა პოეტური სიტყვის განვითარებაში.
ლევან გელაძე ძირითადად მოღვაწეობდა ბათუმში. ასეული კოლომეტრით
დაშორება საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ მის შემოქმედებას დასტყობოდა
მშობლების მონატრების ელფერი.
მშობლისა და შვილის ურთიერთობა მარადიულად აქტუალური საკითხია.
მშობლებთან დამოკიდებულების თემას პოეტი უძღვნის რამდენიმე ლექსს,
რომლებშიც ძალიან დიდ სითბოს გამოხატავს მშობლების მიმართ. დედა და
განსაკუთრებით მამა პოეტისთვის იდეალი, ცხოვრებისელი მიმართულების
მიმცემია:
მითხრა:
დაყნოსე,
მშობლიური მიწის სუნია,
დაგატკბობს,
როგორც მთის ყვავილის უხვი სურნელი.
.............

3
ჩვენი სულიერების ბალავარი XIII

იმ დღიდან
მიწა ვადიდე და შევისისხლხორცე,
იმ სურნელებამ სტრიქონებად ფიქრი აქცია.
ახალგაზრდა პოეტი შესანიშნავად აღწერს მამა-შვილის ერთობლივ ჭაპანს,
შეხმატკბილებულ ბრძოლას ცხოვრებისეული გამოწვევების წინაშე, წინ წამოწევს
მამის პიროვნებას:
ჰოდა, ახლაც თვალწინ მიდგას
დაღარული მამის სახე.
ჩვენს სტატიაში შევეცდებით ნათლად წამოვაჩინოთ ის ოჯახური იდილია და
ზემოაჭარული ურთიერთობების სითბო, რომელიც ახალგაზრდა პოეტის
შემოქმედებში იკვეთება.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ:

ტელ: 514 04 04 71

ელ-ფოსტა: nbi@bsu.edu.ge

You might also like