Download as txt, pdf, or txt
Download as txt, pdf, or txt
You are on page 1of 1

მარტო ვარ, არავინ არ მიშლის ხელს იმაში,რომ შენზე ვიფიქრო.

ვიფიქრო უსასრულოდ და ნელ-


ნელა თეთრ ბარათიან მტრედს გავყვე,რომელსაც შენთან რაღაც მოაქვს, რაღაც, რაც ალბათ
დაგაფიქრებს,ცოტა სევდას დაგიტოვებს ან საერთოდ გაგაცინებს კიდეც. ძვირფასია მტრედიც
და წერილიც,გაუფრთხილდი!
მიუხედავად იმისა რომ შენ ჩემი არ გქვია და მე შენი, მაინც ვცდილობ და ვეცდები
უსასრულოდ მანამ,სანამ ძალა არ გამომეცლება ამ მტრედის მოსამარაგებლად. არ
გავჩერდები, არცერთი წამით არ იფიქრო ის,რომ მე დავნებდები და სხვას შევხედავ ისე,
როგორც შენ გიყურებ.
ხალხს დიდად არ ვუსმენ, ზოგი იმას ამბობს გაიზრდები და გაგეცინება რაზეც ტიროდიო,
ზოგი კიდე მეუბნება ყველაფერი გააკეთე ამ სიყვარულისთვისო. რომელს დავუჯერო? რომელი
მომიყვანს შენამდე?
რომელი რჩევა გადალახავს იმ ეკლებიან გზას რომელიც შენამდე მოსასვლელად დააგე?
მირჩევნია სისხლის გუბეში ვიწვე ამ ეკლებიანი გზის გადალახვის შემდეგ, ვიდრე ამ გზაზე
მიახლოებულს ცრემლების ტბა მახრჩობდეს.
ხუმრობაშიც ვატარებ ხოლმე ზოგჯერ ამ გრძნობას, ვცდილობ გამომივიდეს როგორმე შენი
დავიწყება მაგრამ ერთადერთი რაც შენს თავს დამავიწყებს, ჩემი გაუჩინარებაა,სამუდამოდ
ოღონდ. მაგრამ არ გქონდეს იმის იმედი რომ იქ წასულს აღარ მეყვარები, პირიქით, უფრო
მეყვარები, უფრო მომინდება შენთან ყოფნა და უფრო ვიგრძნობ მონატრებას.
მართლა რა რთული ყოფილა გიყვარდეს ადამიანი და მასთან ყოფნა არ შეგეძლოს, რაღაც
საზღვრები იყოს რომელსაც ვერ გადაკვეთავ იმიტომ რომ… იმიტომ.
შენზე რომ ვწერ ხოლმე შენს სიახლოვეს ვგრძნობ და არ მინდა წერტილის დასმა სადმე,
მაგრამ მიწევს ხოლმე,მაშინ,როცა უკვე სიტყვებით ვეღარაფერს ვამბობ, თვალები ცრემლით
მევსება და ვერაფერე ვხედავ. აი ახლა ზუსტას ეგ მომენტი მაქვს, როცა წერტილის დასმა
მიწევს და არ მინდა… ერთადერთი, რასაც ყველანაირად დავწერ, ნებისმიერ მომემენტში
ვიტყვი და გამოვხატავ არის რამდენიმე სიტყვა: მიყვარხარ! მაინც მიყარხარ და მაინც
მეყვარები…

You might also like