Georgisch - თქვენი, როგორც სეზონური მუშაკის, უფლებები გერმანიაში

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 21

თქვენი, როგორც

სეზონური მუშაკის,
უფლებები გერმანიაში
დასაქმებულებისთვის
საქართველოდან და მოლდოვადან
(Europäischer Verein für Wanderarbeiterfragen/Faire Mobilität)
საკონტაქტო პირი: ბენჟამინ ლუიჯ (Benjamin Luig)
benjamin.luig@emwu.org

მეგობრული მხარდაჭერა გასწიეს:


Support Faire Integration, DGB Bildungswerk BUND
საკონტაქტო პირი: ფელიქს ლიტშაუერი (Felix Litschauer)
sfi@dgb-bildungswerk.de

და დასაქმების ფედერალური სააგენტო


(Bundesagentur für Arbeit)
Საერთაშორისო ურთიერთობები (Internationale Beziehungen)
საკონტაქტო პირი: სტეფანი კულა (Stefanie Kulla)
Zentrale.INT23@arbeitsagentur.de

განლაგება: Gereon Nolte, Andrew Collar (ZWH)

2022 წლის თებერვლის მდგომარეობით

გამომცემელი პასუხისმგებლობის გამორიცხვა


ინფორმაცია იძლევა მხოლოდ ზოგად მიმოხილვას/
გერმანიის პროფკავშირების კონფედერაცია ორიენტაციას და არ წარმოადგენს იურიდიულად
(Deutscher Gewerkschaftsbund) სავალდებულო ინფორმაციას. მოცემული ინფორმაცია ვერ
ჰენრიეტ-ჰერც-პლაცი 2 (Henriette-Herz-Platz 2) ჩაანაცვლებს (იურიდიულ) კონსულტაციას. გარანტია მუდმივ
10178 ბერლინი (Berlin) აქტუალურობაზე არ არის მოცემული.
შინაარსზე იურიდიულად პასუხისმგებელი პირი: ანია პიელი
(Anja Piel)

ბერლინი, თებერვალი 2022. ყველა უფლება დაცულია.

გამომცემელი
Initiative Faire Landarbeit
მიგრანტ მუშაკთა საკითხების/სამართლიანი მობილობის
ევროპული ასოციაცია
ამ ბუკლეტში ნახავთ უახლეს ინფორმაციას
შრომითი ხელშეკრულებების, სამუშაო დროის,
ხელფასის, კვების, საცხოვრებლის და შრომისა და
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ.

თქვენს სამუშაოსთან ან გერმანიის შრომის კანონმდებლობა ვრცელდება ასევე


დამსაქმებელთან დაკავშირებული სეზონურ მუშაკებზე. ეს მოიცავს საათში მინიმალური
შეკითხვების ან პრობლემების ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, ავადმყოფობის
არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, შემთხვევაში ხელფასის გადახდის გაგრძელებას და
მიმართოთ ჩვენს საკონსულტაციო სხვა მრავალს.
ცენტრებს.
შეიტყვეთ თქვენი უფლებების შესახებ აქ.
ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას უფასოდ, ანონიმურად თქვენს სამუშაოსთან ან დამსაქმებელთან
და თქვენს ენაზე. დაკავშირებული შეკითხვების ან პრობლემების
არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ, მიმართოთ ჩვენს
ჩვენ დაგეხმარებით პრობლემების შემთხვევაში და საკონსულტაციო ცენტრებს.
მოგაწოდებთ ინფორმაციას თქვენი უფლებების შესახებ
გერმანიაში მუშაობისას. ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას უფასოდ, ანონიმურად
და თქვენს ენაზე.
მოგვწერეთ ელ.წერილი მისამართზე:
sfi@dgb-bildungswerk.de
ჩვენ დაგიკავშირდებით!
ამ საინფორმაციო ფურცელში მოცემულია
შრომითი სამართლის ძირითადი ნორმები.
გსურთ გერმანიაში გამგზავრება, არსებობს გამონაკლისები ამ წესებიდან. თუ
იმისათვის რომ მოსავლის აღების გაქვთ გაურკვევლობები ან რაიმე შეკითხვა
პერიოდში სოფლის მეურნეობაში დარეკეთ საკონსულტაციო ცენტრში.
იმუშაოთ?

4 5
შინაარსი რა უნდა გააკეთოთ, თუ სამსახურიდან გათავისუფლდებით?��24

როგორ რეგულირდება თქვენი დასაქმება გერმანიაში?��������������9 რა გავლენას მოახდენს სამსახურიდან გათავისუფლება


ქვეყანაში თქვენს ყოფნაზე?����������������������������������������������������������26
Რამდენს გამოიმუშავებთ როგორც სეზონური მუშაკი?��������������10
შესაძლებელია თუ არა კონკრეტულ დამსაქმებელთან
როდის უნდა მოხდეს თქვენთვის ხელფასის გადახდა?������������13 მუშაობა? ������������������������������������������������������������������������������������������ 27

სად ხართ სოციალურად დაზღვეული?����������������������������������������14 დასაქმების შუამავლობის და მგზავრობის ხარჯები�����������������27

როგორი ჯანმრთელობის დაზღვევა გაქვთ და რას რა თანხა შეიძლება რომ გადაგახდევინონ


აკეთებთ იმ შემთხვევაში, თუ ავად ხართ?�����������������������������������16 საცხოვრებლისა და კვებისთვის?��������������������������������������������������28

რა ითვლება სამუშაო დროდ სოფლის მეურნეობაში?���������������18 დამცავი აღჭურვილობა, სამუშაო ხელსაწყოები და წყალი�������30

რამდენ ხანს და რა რაოდენობით გაქვთ უფლება როგორ დაიცვათ თავი დავის არსებობის შემთხვევაში?�����������31
იმუშაოთ სეზონურ მუშაკად?���������������������������������������������������������19
როგორ გახდებით პროფკავშირის წევრი?�����������������������������������32
რა არის ზეგანაკვეთური საათები და უნდა
ანაზღაურდეს თუ არა?��������������������������������������������������������������������20 შეიძლება თუ არა გაიკეთოთ Covid-19-ის
საწინააღმდეგო ვაქცინაცია?����������������������������������������������������������33
როგორი შრომითი ხელშეკრულება გაქვთ?���������������������������������20
თუ თქვენ დაინფიცირდით კორონა ვირუსით�����������������������������33
რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ არ ეთანხმებით
საწარმოში სამუშაო პირობებს?�����������������������������������������������������22 როდის მიიღებთ ხელფასს კარანტინის პერიოდში?������������������34

შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი დამსაქმებელი?������������������������24 მნიშვნელოვანი ტელეფონის ნომრები და მისამართები


გერმანიაში��������������������������������������������������������������������������������������� 35

6 7
როგორ რეგულირდება თქვენი
დასაქმება გერმანიაში?
გერმანიის დასაქმების სამსახურმა (დასაქმების
ფედერალური სააგენტო) გააფორმა დასაქმების
შუამავლობის შეთანხმებები საქართველოს (SESA)
და მოლდოვის რესპუბლიკის (NEA) დასაქმების
სამსახურებთან. ამ შეთანხმებების საფუძველზე თქვენ
შეგიძლიათ უვიზოდ დროებითი მუშაობის ნებართვით
იმუშაოთ მოსავლის აღების პროცესში დამხმარედ
გერმანიის ფერმაში. ინფორმაციის მიღება ვაკანსიების
შესახებ და შუამავლობა ხდება თქვენი ქვეყნის
კომპეტენტური ორგანოს მეშვეობით. თქვენ მიიღებთ
სამუშაო ნებართვას კონკრეტული პერიოდისა და
საქმიანობისთვის. სამუშაო ნებართვით და პირადობის
დამადასტურებელი დოკუმენტით შეგიძლიათ
გერმანიაში შესვლა. დასაქმების შუამავლობის
შეთანხმების ფარგლებში თქვენი დასაქმება გერმანიაში
სოფლის მეურნეობაში შეიძლება გაგრძელდეს 90 დღე
180 დღის განმავლობაში.

სამუშაო ნებართვაში მითითებული დროის


პერიოდი გადამწყვეტია გერმანიაში თქვენი ყოფნის
ხანგრძლივობისთვის.

8 9
Რამდენს გამოიმუშავებთ როგორც ასევე ეხება იმ შემთხვევას, თუ თქვენ გიხდიან ყუთების
სეზონური მუშაკი? მიხედვით! თქვენი საათობრივი ანაზღაურება არ
შეიძლება იყოს იმაზე ნაკლები, ვიდრე ამჟამად მოქმედი
გერმანიის სოფლის მეურნეობაში ყველა დასაქმებულზე მინიმალური ხელფასი საათში.
ვრცელდება კანონით დადგენილი მინიმალური ბრუტო
ხელფასი 9,82 € საათში.
მნიშვნელოვანია: თქვენი ხელფასის
კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასი იზრდება: გამოსათვლელად, ყოველ დღე ჩაინიშნეთ
2022 წლის 1 ივლისიდან 10,45€-მდე ბრეუტო საათში, თქვენი სამუშაო დროის დასაწყისი, დასასრული
2022 წლის 1 ოქტომბრიდან 12.00€-მდე ბრუტო საათში. და ხანგრძლივობა, შესვენებების ჩათვლით.
ჩაინიშნეთ რას და სად მუშაობდით, ასევე
ეს ხელფასი ეხება ყველას, ვინც მუშაობს გერმანიაში, კოლეგების სახელები, სახლის მისამართები და
მიუხედავად იმისა, თუ რომელი ქვეყნიდანაა. ტელეფონის ნომრები, რომლებსაც შეუძლიათ
არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ამაში თქვენს ეს დაადასტურონ. თუ შესაძლებელია, გადაიღეთ
საცხოვრებელ ადგილს ან თქვენს ეროვნებას. ფოტოები. თქვენი საათების აღრიცხვის სია
მოსავლის აღების დროს დამსაქმებლები ხშირად ხელმოწერით დაადასტურებინეთ ზედამხედველს.
მიუთითებენ რამდენი კილო ხილი და ბოსტნეული უნდა თუ ეს არ გამოვა, სთხოვეთ კოლეგას ხელმოწერით
აიღოს მომუშავემ და რამდენ ევროს მიიღებს ის ამაში. დაადასტუროს თქვენი ინფორმაცია.
ცალობაზე და შესრულებული სამუშაოს რაოდენობაზე
დამოკიდებული ასეთი ანაზღაურებები დასაშვებია.
მიუხედავად ამისა, დამსაქმებელმა არ შეიძლება შესრულებული სამუშაოს რაოდენობაზე
გადაგიხადოთ საათში იმაზე ნაკლები, ვიდრე ამჟამად დამოკიდებული ანაზღაურებისას: ჩაწერეთ
მოქმედი მინიმალური ხელფასია საათში. ჩაბარებული ყუთები ან რაოდენობა და ასევე ჩაინიშნეთ
თუ თქვენ საათში იმდენ ყუთ მოსავალს აიღებთ, რამდენი საათი დაგჭირდათ მათ ასაგროვებლად.
რომ 9,82 €-ზე მეტს გამოიმუშავებთ, დამსაქმებელს მხოლოდ თქვენი სამუშაო დროების ზუსტად ჩაწერით
შესაბამისად მეტის გადახდა მოუწევს თქვენთვის. შეგიძლიათ შეამოწმოთ სწორია თუ არა მიღებული
მაგალითი 1: თუ თქვენ 8 საათს მუშაობთ, სულ მცირე ხელფასი. შემდეგ გვერდზე შეგიძლიათ იხილოთ იმის
(8 საათი x 9,82 €) 78,56 € უნდა მიიღოთ ბრუტო. ეს მაგალითი, თუ როგორ ჩაწეროთ ნამუშევარი დრო.

10 11
როდის უნდა მოხდეს თქვენთვის
07.05.2022

06.05.2022

03.05.2022

02.05.2022

01.05.2022

Arbeitnehmer/in Arbeitgeber
ARBEITSZEITKALENDER
[tt.mm.jjjj]

Name, Vorname
ხელფასის გადახდა?

Datum
ეს წერია თქვენს შრომით ხელშეკრულებაში. თუ თქვენ

Kalender
Dienstag
Samstag

Sonntag
Montag

[Name]
Freitag
ხელშეკრულება არ მიგიღიათ, მოითხოვეთ ის! კანონი

Tag
ითვალისწინებს, რომ ხელფასის გადახდა უნდა მოხდეს

Firma XYZ
ყველაზე გვიან სამუშაოს შესრულების შემდგომი თვის

[XX:XX]
Beginn
9:45

8:45

9:30

9:00
ბოლოს. ეს ნიშნავს, რომ აპრილის ხელფასი უნდა
მიიღოთ ყველაზე გვიან 31. მაისს.

[XX:XX]
14:55

14:55

15:50

16:00

Ende
გადახდასთან ერთად დამსაქმებელი ვალდებულია
მოგცეთ სახელფასო ფურცელი, თუ ხელფასი არ

Pausen
[XX:XX]
01:30

00:30

00:40

00:30

Monat Jahr
შეცვლილა წინა თვესთან შედარებით.

Mai
[XX:XX]
Dauer
04:40

05:40

05:40

06:30

სახელფასო ფურცელი უნდა შეიცავდეს სულ მცირე

2022
შემდეგ ინფორმაციას:
▪ ნამუშევარი საათების რაოდენობა
Bezahlte Std.
Feiertag/

Sonstige
[Urlaub/
Feiertag

Krank]

▪ ყოველთვიური ბრუტო (მთლიანი) ხელფასის


ოდენობა
▪ სახელფასო გადასახადების და სოციალური
Arbeitsort
Anschrift

დაზღვევის გამოქვითვების ოდენობა


und

▪ სხვა გამოქვითვები (მაგ. საცხოვრებელისა და


კვებისთვის, წინასწარი საავანსო გადახდები)
Fenster reinigen
12:00 - 14:00

10:00 - 12:00

▪ გადასახდელი თანხა (გამოქვითვების შემდეგ


von XX:XX
bis XX:XX

Tätigkeit
Art der
Putzen

დარჩენილი წმინდა ხელფასი)

თუ დამსაქმებელთან შეთანხმებული ხართ, რომ


Bestätigung
Handy-Nr.]
Adresse,

Zeugen-
[Name,

მთლიანი ხელფასი მხოლოდ სეზონური სამუშაოს


ბოლოს გადმოგეცემათ, მაშინ აუცილებლად უნდა

12 13
მოითხოვოთ ყოველკვირეული შუალედური ანგარიშები მუშაობთ გერმანიაში მაქსიმუმ 70 დღით ან 3 თვით
WhatsApp-ის ან შეტყობინებების გაგზავნის სხვა კალენდარული წლის განმავლობაში და არ მუშაობთ
სერვისების მეშვეობით და ზუსტად ჩაიწეროთ თქვენი პროფესიონალურად მოსავლის აღების დამხმარედ,
სამუშაო საათები. შეგიძლიათ დასაქმდეთ სოციალური დაზღვევის
გარეშე. დასაქმების ამ ფორმას მოკლევადიანი
თუ ფულს წინასწარ მიიღებთ, გამოართვით ქვითარი დასაქმება ეწოდება. ამ შემთხვევაში, თქვენ და
ზუსტი თანხის მითითებით (სიტყვიერად დაწერილი). თქვენმა დამსაქმებელმა არ უნდა გადაიხადოთ
არასოდეს მოაწეროთ ხელი ცარიელ ბლანკებს, სოციალური უზრუნველყოფის შენატანები გერმანიაში.
ქვითრებს ან ფურცლებს! ამგვარად თქვენ არ იძენთ პენსიის უფლებას და ასევე
ავტომატურად არ მიიღებთ ჯანმრთელობის დაზღვევას.

სად ხართ სოციალურად დაზღვეული? სანამ მუშაობას დაიწყებთ, თქვენი დამსაქმებელი


შეამოწმებს, უნდა იყოთ თუ არა სოციალურად
გერმანიაში არის სოციალური დაზღვევის სისტემა. დაზღვეული. ამისთვის თქვენ მიიღებთ კითხვარს
პრინციპში, თქვენ გერმანიაში დასაქმებული ხართ თქვენი მშობლიური ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოში
სავალდებულო სოციალური დაზღვევით. ეს მიზნად ან გერმანიის დასაქმების ფედერალურ სააგენტოში
ისახავს თანამშრომლების დაცვას ავადმყოფობისა (კითხვარი სეზონური მუშაკების დაზღვევის
და ასაკობრივი შედეგებისგან. საპენსიო დაზღვევის, ვალდებულების / დაზღვევისგან გათავისუფლების
უმუშევრობის და ჯანმრთელობის დაზღვევისთვის დასადგენად).
გადასახდელი შენატანების ნახევარს იხდის საწარმო,
ხოლო ნახევარს თქვენ, როგორც დასაქმებული* და სამუშაო შეიძლება ჩაითვალოს
თანხა ჩამოიჭრება პირდაპირ ხელფასიდან. ეს ნიშნავს, „არაპროფესიონალურად“, თუ თქვენ:
რომ თქვენი ბრუტო ხელფასის დაახლოებით 20 ▪ დიასახლისი ქალი ან მამაკაცი ბრძანდებით,
პროცენტი გამოიქვითება სოციალური უზრუნველყოფის წარადგენთ ქორწინების მოწმობის ასლს და მაგ.
შენატანებისთვის. მეუღლის შემოსავლის დამადასტურებელ საბუთს.
▪ ხართ პენსიონერი და წარადგენთ საპენსიო ცნობას.
მოქმედებს გამონაკლისი კანონით დადგენილი ▪ ხართ სტუდენტი და წარადგენთ სასწავლებელში
სავალდებულო სოციალური დაზღვევიდან: თუ თქვენ ჩარიცხვის ცნობას.

14 15
▪ ხართ სკოლის მოსწავლე და წარადგენთ სკოლის დაზღვევა. თუ დამსაქმებელს სურს თქვენი ხელფასიდან
მოწმობას. გამოქვითოს ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯები,
▪ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ, გაქვთ სამსახური მაშინ ეს ცალკე უნდა იყოს ნაჩვენები! აიღეთ ცნობა
და ხართ ანაზღაურებად შვებულებაში ან თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევის შესახებ, რომელიც
ანაზღაურებთ ზეგანაკვეთურ საათებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ ავადმყოფობის შემთხვევაში
▪ ხართ თვითდასაქმებული. თუმცა, თვითდასაქმება ექიმთან ვიზიტის დროს.
არ შეიძლება იყოს სოფლის მეურნეობაში ან
მებაღეობაში. თუ ავად გახდებით, დაუყოვნებლივ აცნობეთ თქვენს
დამსაქმებელს და მიმართეთ ექიმს. ექიმი გაგსინჯავთ და
თუ არ შეგიძლიათ მუშაობა, მოგცემთ შრომისუუნარობის
როგორი ჯანმრთელობის დაზღვევა ცნობას („შვებულება ავადმყოფობის გამო“). თქვენ უნდა
გაქვთ და რას აკეთებთ იმ წარუდგინოთ ეს ცნობა თქვენს დამსაქმებელს.
შემთხვევაში, თუ ავად ხართ?
მუშაობთ ერთსა და იმავე საწარმოში 4 კვირაზე მეტი
დარწმუნდით, რომ გაქვთ გერმანიაში მოქმედი ხნის განმავლობაში? თუ ექიმი მოგცემთ ავადმყოფობის
ჯანმრთელობის დაზღვევა. თუ თქვენ დასაქმებული შვებულებას, მაშინ თქვენი დამსაქმებელი გააგრძელებს
ხართ სავალდებულო სოციალური დაზღვევით, თქვენ თქვენთვის ხელფასის გადახდას ავადმყოფობის
ავტომატურად გაქვთ გერმანიაში ჯანმრთელობის პერიოდში, მაქსიმუმ ექვსი კვირის განმავლობაში. თუ
თქვენ გაქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა გერმანიაში,
შესაძლოა შემდგომშიც გქონდეთ ავადმყოფობის გამო
ყურადღება: თუ თქვენ მოკლევადიანი გაცდენილი დღეების ანაზღაურების მიღების უფლება.
დასაქმებით მუშაობთ თქვენ ავტომატურად არ ამასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის
გექნებათ ჯანმრთელობის დაზღვევა. თუ თქვენ მიღება შეგიძლიათ ჩვენს საკონსულტაციო ცენტრებში.
გერმანიაში არ გაქვთ სათანადო მოცულობის თუ თქვენ გაქვთ ჯანმრთელობის დაზღვევა თქვენი
ჯანმრთელობის დაზღვევა, მაშინ თქვენმა წარმოშობის ქვეყანაში, შესაძლოა მაინც თავად
დამსაქმებელმა უნდა გააფორმოს თქვენთვის მოგიწიოთ მკურნალობის საფასურის გადახდა
კერძო ჯანმრთელობის დაზღვევა. გერმანიაში. ამ შემთხვევაში აუცილებლად მოითხოვეთ
ზუსტი თანხის ქვითარი. უკან დაბრუნების შემდეგ

16 17
წარუდგინეთ ეს ქვითარი თქვენს ჯანმრთელობის შესვენებები არ არის სამუშაო დროის ნაწილი.
დაზღვევის კომპანიას, რათა აგინაზღაურდეთ ხარჯები. თუ თქვენ მუშაობთ 6-დან 9 საათამდე, თქვენ გეკუთვნით
30 წუთიანი შესვენება, რომლის გამოყენების უფლება
გაქვთ არაუგვიანეს 6 საათის შემდეგ. თუ თქვენ მუშაობთ
მითითება: თქვენ გაქვთ უფლება თავად 9 საათზე მეტ ხანს, თქვენ გაქვთ 45 წუთიანი შესვენების
აირჩიოთ თქვენთვის ექიმი. იქ წარადგინეთ უფლება. შესვენების დრო არ არის სამუშაო დროის
თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევის ბარათი ნაწილი და არ იქნება ანაზღაურებული. თუმცა, დრო,
ან მოწმობა ჯანმრთელობის დაზღვევის რომელიც დაგჭირდებათ ერთმანეთის მიყოლებით
შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ექიმს მდებარე ორ ლოკაციაზე (მინდვრებზე) მისასვლელად,
შეუძლია გადაგახდევინოთ მკურნალობის ითვლება სამუშაო დროდ და უნდა ანაზღაურდეს.
ხარჯები. აუცილებელი მკურნალობის
საჭიროების შემთხვევაში არ შეიძლება რომ
უარით გაგისტუმრონ. ფეხის მოტეხილობის, რამდენ ხანს და რა რაოდენობით
დაზიანებული კბილის, ვირუსული ინფექციის გაქვთ უფლება იმუშაოთ სეზონურ
და მსგავსი გადაუდებელი შემთხვევებისას, მუშაკად?
ან ქრონიკული დაავადებების მუდმივი
მეთვალყურეობის დროს, როგორიცაა დიაბეტი, საშუალო სამუშაო დრო გერმანიაში ჩვეულებრივ არის
თქვენ ყოველთვის გაქვთ უფლება ისარგებლოთ 8 საათი დღეში და დასაშვებია დროებით 10 საათამდე -
სამედიცინო მკურნალობით. ზოგიერთ შემთხვევებში 12 საათამდე- გახანგრძლივდეს.
ორ სამუშაო ცვლას შორის ჩვეულებრივ საჭიროა 11
საათიანი დასვენების დრო. თქვენს სამუშაო დროსთან
და ხელფასთან დაკავშირებით მოქმედებს პირველ
რა ითვლება სამუშაო დროდ სოფლის რიგში ის პირობები, რაც შეთანხმებულია თქვენს
მეურნეობაში? შრომით ხელშეკრულებაში. გარდა ამისა, თქვენ გაქვთ
მინიმუმ 30 საათიანი რეგულარული ყოველკვირეული
სამუშაო დრო ათვლას იწყებს, როდესაც თქვენ დგახართ სამუშაო დროის უფლება. ეს წერია კანონში. თქვენს
მინდორში, ფერმაში ან საწარმოს სხვა ადგილას და დამსაქმებელს არ აქვს უფლება რეგულარულად
იწყებთ მუშაობას. გამუშაოთ კვირაში 30 საათზე ნაკლები.

18 19
რა არის ზეგანაკვეთური საათები და ხელშეკრულების ძირითადი პირობები გერმანიაში
უნდა ანაზღაურდეს თუ არა? მუშაობის დაწყებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა.
თუმცა, სანამ გერმანიაში ჩახვალთ, სთხოვეთ თქვენს
დამსაქმებელს შეუძლია შეუკვეთოს ზეგანაკვეთური დამსაქმებელს წერილობითი შრომითი ხელშეკრულება.
საათები, თუ ეს პირდაპირ არის შეთანხმებული მხოლოდ ამ გზით მიიღებთ წინასწარ სავალდებულო
შრომითი ხელშეკრულებით. თუმცა, ამ შემთხვევაში ინფორმაციას პირობების შესახებ, რომლითაც თქვენ
მოქმედებს წესი, რომ ძირითადად სამუშაო დრო არ იმუშავებთ გერმანიაში.
უნდა აღემატებოდეს დღეში 10 საათს.
ზეგანაკვეთური სამუშაო საათები ჩვეულებრივ თქვენი დამსაქმებელი არ არის ვალდებული
უნდა ანაზღაურდეს. დასვენების დღეებით მათი შეადგინოს ხელშეკრულება თქვენს ენაზე. თუ შრომითი
კომპენსირება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, ხელშეკრულება დაწერილია თქვენთვის უცხო ენაზე,
თუ ეს შეთანხმებულია შრომით ხელშეკრულებაში. წინასწარ გადაათარგმნინეთ იგი. ხელი არ მოაწეროთ
არაფერს, რაც არ გესმით. აუცილებლად მოითხოვეთ
ხელშეკრულების ხელმოწერილი ასლი და კარგად
როგორი შრომითი ხელშეკრულება შეინახეთ იგი.
გაქვთ?
კანონის მიხედვით შრომით ხელშეკრულებაში
თქვენი დამსაქმებელი არ არის ვალდებული მოცემული უნდა იყოს:
მოგაწოდოთ წერილობითი შრომითი ხელშეკრულება ▪ თქვენი და თქვენი დამსაქმებლის სახელი და
თქვენს მიერ სამშობლოს დატოვების წინ. შრომითი მისამართი
ხელშეკრულება ასევე გაფორმებულად ითვლება, თუ ▪ შრომითი ურთიერთობის დასაწყისი და
თქვენ დამსაქმებელთან ზეპირსიტყვიერად ან ელ- მოსალოდნელი ხანგრძლივობა
ფოსტით სამუშაო საათების რაოდენობა (მინიმუმ 30 ▪ სამუშაო ადგილი
საათი კვირაში) და ხელფასი (მინიმუმ გერმანიაში ▪ სამუშაოს აღწერა
კანონით დადგენილი მინიმალური ხელფასის ოდენობა ▪ ხელფასის ოდენობა ასევე შესაძლო დანამატები და
- 2022 წლის 1 ივლისიდან 10,45€-მდე ბრეუტო საათში, მათი გადახდის დრო
2022 წლის 1 ოქტომბრიდან 12.00€-მდე ბრუტო საათში. ▪ შეთანხმებული სამუშაო დრო
თუმცა დამსაქმებელმა წერილობით უნდა გადმოქცეთ ▪ შვებულების ხანგრძლივობა

20 21
▪ სამსახურიდან გათავისუფლების ვადები თქვენ წერილობითი ფორმით უნდა გათავისუფლდეთ
▪ მითითება მოქმედ კოლექტიურ ხელშეკრულებებზე სამსახურიდან და გაითვალისწინოთ თქვენს შრომით
ხელშეკრულებაში მითითებული გაფრთხილების
თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ შრომითი ხელშეკრულების ვადები. თუ შრომითი ურთიერთობის დროს
ნიმუშის კარგი მაგალითები თქვენს ენაზე ვებ- წარმოიქმნება პრობლემები და თქვენ შეგექმნებათ
გვერდზე: https://www.arbeitsagentur.de/en/en/ შთაბეჭდილება, რომ დამსაქმებელი არ იცავს
download-center#1478937607510 შეთანხმებულ პირობებს, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ
ცენტრალურ საერთაშორისო განთავსების ოფისს (ZAV)
ელ.ფოსტით და იჩივლოთ სამუშაო პირობებსა და/ან
რა შეგიძლიათ გააკეთოთ, თუ არ თქვენს დამსაქმებელზე: ელ.ფოსტის მისამართი არის:
ეთანხმებით საწარმოში სამუშაო zav.saison@arbeitsagentur.de (პროექტის საშუამავლო
პირობებს? გუნდი სეზონური სამუშაოს მუშაკებისთვის ZAV-ში).

ფერმაში არსებული პირობები არ შეესაბამება თქვენს ZAV არის გერმანიის დასაქმების ადმინისტრირების
შრომით ხელშეკრულებაში მოცემულ შეთანხმებებს თუ ინსტიტუცია (დასაქმების ფედერალური სააგენტო)
თქვენ არ ეთანხმებით სამუშაო პირობებს? განიხილეთ და პასუხისმგებელია უცხოეთიდან სპეციალური
ეს თქვენს დამსაქმებელთან. თქვენ ასევე შეგიძლიათ პროფესიული ჯგუფების შუამავლობით დასაქმებაზე.
ნებისმიერ დროს სამსახურიდან გათავისუფლება. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ZAV
დამსაქმებელს მოსთხოვს სამუშაო პირობების
გამოსწორებას. თუ არაფერი შეიცვლება,შეგიძლიათ
ყურადღება: იმის გამო, რომ თქვენი ZAV-ის დახმარებით სხვა დამსაქმებლის მოძებნა
ყოფნა ქვეყანაში დაკავშირებულია თქვენს („გადასაქმება“) და დროის დარჩენილი პერიოდი
დასაქმებასთან, სამსახურიდან გათავისუფლებამ შეიძლება სხვა საწარმოში იმუშაოთ.
შეიძლება გავლენა იქონიოს თქვენს ყოფნაზე sთქვენ ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ
გერმანიაში. თუ თქვენ გაქვთ პრობლემები თქვენს საკონსულტაციო ცენტრს, რომელიც დაგეხმარებათ
დამსაქმებელთან ან სამსახურთან დაკავშირებით ამ პროცესში. ამ ბროშურის დასაწყისში და ბოლოში
დაუკავშირდით საკონსულტაციო ცენტრს. შეგიძლიათ იპოვნოთ საკონსულტაციო ცენტრების
საკონტაქტო ინფორმაცია.

22 23
შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ხელმოწერილი წერილი უნდა გადასცეთ დამსაქმებელს.
დამსაქმებელი?
სამსახურიდან გათავისუფლების წერილში უნდა
დამსაქმებლის შეცვლა შესაძლებელია, თუ ამისათვის დაიცვათ წინასწარი შეტყობინების გარკვეული ვადები.
მნიშვნელოვანი მიზეზები არსებობს. ასეთი თუ სამუშაო ურთიერთობის ხანგრძლივობა არის
მიზეზებია, როდესაც თქვენი დამქირავებელი არ იცავს 3 თვეზე ნაკლები, წინასწარი შეტყობინების ვადა
საკანონმდებლო ნორმებს ან არ ასრულებს იმ პირობებს, შეიძლება იყოს ძალიან ხანმოკლე. მნიშვნელოვანი
რაც თქვენ წინასწარ შეათანხმეთ; მაგალითად, თუ ის არ მიზეზის გამო დამსაქმებელს ასევე შეუძლია
გიხდით კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ხელფასს. წინასწარი შეტყობინების გარეშე ანუ დაუყოვნებლივ
ასეთ შემთხვევაში ZAV მოსთხოვს დამსაქმებელს გაგათავისუფლოთ სამსახურიდან.
სამუშაო პირობების გამოსწორებას. თუ ეს არ მოხდება,
თქვენ შეგიძლიათ ZAV-ის დახმარებით შეცვალოთ თუ მიიღებთ შეტყობინებას გათავისუფლების შესახებ,
დამსაქმებელი. თუ თქვენ შეგექმნებათ პრობლემები და აუცილებლად დაუკავშირდით საკონსულტაციო ცენტრს.
მოისურვებთ შეცვალოთ საწარმო, მიმართეთ ZAV-ს. ჩვენ სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება იყოს
დაგეხმარებით ამაში, როგორც საკონსულტაციო ცენტრი. ბათილი, რადგან დამსაქმებელმა დაუშვა შეცდომები.
სიტყვიერი გათავისუფლება, SMS-ის, WhatsApp-ის,
ZAV-ის საკონტაქტო ინფორმაცია – გუნდი სეზონი: Viber-ის ან ელ-ფოსტის საშუალებით გათავისუფლება
ელფოსტა: zav.saison@arbeitsagentur.de ან სკანირებული ხელმოწერებით ან ქსეროასლებით
გათავისუფლება ბათილია.

რა უნდა გააკეთოთ, თუ სამსახურიდან სიტყვიერი გათავისუფლება ყოველთვის ბათილია!


გათავისუფლდებით? თუმცა, იმისათვის, რომ შეინარჩუნოთ ხელფასის
მიღების უფლება, თქვენ უნდა უთხრათ დამსაქმებელს,
სამსახურიდან გათავისუფლება ყოველთვის უნდა რომ გსურთ და შეგიძლიათ მუშაობის გაგრძელება.
მოხდეს წერილობითი ფორმით, რაც ნიშნავს, ამ საუბრისას თქვენ მოწმის სახით თან უნდა
რომ ეს უნდა იყოს ფურცელზე და ხელმოწერილი გყავდეთ კოლეგა ან მობილური ტელეფონის
პირადად დამსაქმებლის მიერ. თუ თქვენ თავად მეშვეობით წერილობით უნდა აცნობოთ ამის შესახებ
გსურთ სამსახურიდან გათავისუფლება, თქვენც ასევე დამსაქმებელს.

24 25
შესაძლებელია თუ არა კონკრეტულ
ყურადღება: ზეპირსიტყვიერი გათავისუფლება დამსაქმებელთან მუშაობა?
ან გათავისუფლების შეტყობინება, რომელიც
მიიღეთ SMS-ით, WhatsApp-ით, Viber-ით ან თუ თქვენ უკვე მუშაობდით გერმანიაში სასოფლო-
ელ-ფოსტით, იქნება კანონიერი ძალის მქონე, სამეურნეო საწარმოში და გსურთ შემდეგ სეზონზე ისევ
თუ თქვენ მას არ გაასაჩივრებთ. ამიტომ: თუ იქ მუშაობა, თქვენს დამსაქმებელს შეუძლია სახელით
თქვენ წერილობით ან ზეპირსიტყვიერად მოითხოვოს პირადად თქვენი თავი, როგორც სეზონური
გაგათავისუფლებენ და თქვენ გენდომებათ მუშაკი.
მუშაობის გაგრძელება, დაუყოვნებლივ
დაუკავშირდით საკონსულტაციო ცენტრს! მაშინაც კი, თუ თქვენ თქვენს სამშობლოში უკვე გაქვთ
კონტაქტი დამსაქმებელთან გერმანიაში, დამსაქმებელს
შეუძლია სახელით მოითხოვოს პირადად თქვენი თავი,
როგორც სეზონური მუშაკი. ეს ასევე შესაძლებელია იმ
რა გავლენას მოახდენს შემთხვევაშიც, თუ თქვენ აქამდე იქ არ გიმუშავიათ. მაშინ
სამსახურიდან გათავისუფლება შრომითი ურთიერთობა დამყარდება პირდაპირ თქვენსა
ქვეყანაში თქვენს ყოფნაზე? და დამსაქმებელს შორის, დასაქმების პროცესში ZAV-ის
/ დასაქმების ფედერალური სააგენტოს ჩართვის გარეშე.
სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში ასეთ შემთხვევებში დასაქმების ფედერალური სააგენტო
აუცილებლად დაუკავშირდით საკონსულტაციო მხოლოდ მუშაობის ნებართვას გასცემს.
ცენტრს, რათა გაეცნოთ თქვენს უფლებებს
სამსახურიდან გათავისუფლების შემდეგ.
დასაქმების შუამავლობის და
თქვენი ყოფნა ქვეყანაში დაკავშირებულია მგზავრობის ხარჯები
კონკრეტულ საწარმოში მუშაობასთან. თუ თქვენ
მიიღებთ შეტყობინებას გათავისუფლების შესახებ თქვენთვის, როგორც დასაქმებულისთვის, არ
ან თავად გათავისუფლდებით სამსახურიდან, შეიძლება წარმოიშვას არანაირი ხარჯი სამუშაოზე
გერმანიაში ყოფნის ანუ ბინადრობის ნებართვა დასაქმებასთან დაკავშირებით შუამავლობის
ამოიწურება ბოლო სამუშაო დღეს. შეთანხმების ფარგლებში. ეს აკრძალულია. თავი

26 27
შეიკავეთ სხვა საშუამავლო შეთავაზებებისგან, თქვენმა დამსაქმებელმა უნდა გაითვალისწინოს
რომლებზეც შეიძლება ხარჯების გაწევა მოგიწიოთ. ხარჯების გამოქვითვის დადგენილი მაქსიმალური
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ქვეყნის ლიმიტები. ხარჯები მითითებული უნდა იყოს
პასუხისმგებელი ორგანოს ოფიციალური საშუამავლო სახელფასო ფურცელში და იყოს თქვენთვის გასაგები.
შეთავაზებები. ისინი უფასოა.
კვებისთვის დამსაქმებელს შეუძლია 2022 წელს თვეში
სანამ სამუშაო შეთავაზებას დათანხმდებით, მაქსიმუმ 270 € გამოქვითოს თქვენი ხელფასიდან.
დააზუსტეთ, ვინ გადაიხდის მგზავრობის ხარჯებს
და რამდენად მაღალი იქნება ისინი თქვენთვის. ეს მთლიანი ხარჯები დღეში: 9 €
მითითებული უნდა იყოს სამუშაო შეთავაზებაში ან ▪ საუზმე: 1,87 €
ხელშეკრულებაში. ▪ სადილი: 3,57 €
▪ ვახშამი: 3,57 €

რა თანხა შეიძლება რომ საცხოვრებლისთვის 2022 წელს დასაშვებია მაქსიმუმ


გადაგახდევინონ საცხოვრებლისა და შემდეგი ოდენობის თანხების გამოქვითვა თვეში:
კვებისთვის? ▪ ერთსაწოლიანი ოთახი: 241 €
▪ ერთ ოთახში ორი ადამიანის შემთხვევაში 144,60 €
სანამ სამუშაო შეთავაზებას დათანხმდებით, ერთ ადამიანზე
დააზუსტეთ, ვინ გადაიხდის საცხოვრებლის ხარჯებს. ▪ სამი ადამიანის შემთხვევაში 120,50 € ერთ ადამიანზე
▪ სამზე მეტი ადამიანის შემთხვევაში 96,40 € ერთ
თქვენმა დამსაქმებელმა უნდა შემოგთავაზოთ ადამიანზე
საცხოვრებელი: ის ან თავად შემოგთავაზებთ
საცხოვრებელს ან მესამე მხარის მეშვეობით. ამისათვის
უნდა არსებობდეს ხელშეკრულება, რომელშიც
მითითებული იქნება ხარჯები. ხარჯები შეიძლება
გამოიქვითოს ხელფასიდან, მაგრამ მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ თქვენ ამაზე დათანხმდით თქვენს
შრომით ან ქირავნობის ხელშეკრულებაში.

28 29
დარწმუნდით, რომ ზემოთ ჩამოთვლილისთვის თქვენ
მნიშვნელოვანია! თუ თქვენი დამსაქმებელი არაფერი გამოგექვითათ ხელფასიდან.
გამოქვითავს თქვენი ხელფასიდან კვებისა
და საცხოვრებლის ხარჯებს, მან უნდა
გაითვალისწინოს, რომ თქვენ საკმარისი ფული როგორ დაიცვათ თავი დავის
დაგრჩეთ საცხოვრებლად. ამ მინიმალურ არსებობის შემთხვევაში?
თანხას ეწოდება კომფისკაციისგან თავისუფალი
ლიმიტი და არ შეიძლება დამსაქმებლის მიერ Чიმისთვის, რომ კარგად იყოთ მომზადებული შრომითი
იქნას შემცირებული. თქვენ უნდა დაგრჩეთ დავის შემთხვევაში, გადაიღეთ კომპანიის სახელი,
კომფისკაციისგან თავისუფალი თანხა მინიმუმ კომპანიის შენობები, კომპანიის ადგილსამყოფელი და
1259,99 € /თვეში 2022 წელს. თუ საკვები და ასევე საცხოვრებლის ფოტოები. თუ შესაძლებელია,
საცხოვრებელი არ შეესაბამება შეთანხმებულ გადაუღეთ ფოტო ყველა დოკუმენტს, რომელსაც ხელს
პირობებს, გადაუღეთ ფოტოები! დავის აწერთ.
შემთხვევაში შეგიძლიათ გამოიყენოთ ისინი
მტკიცებულებად. ჩაწერეთ ყოველდღიურად თქვენი სამუშაო დროები და
სთხოვეთ კოლეგებს ამის დადასტურება ხელმოწერით.
თუ მაგალითად ზეგანაკვეთური საათებისთვის არ
გიხდიან, თქვენ უნდა დაამტკიცოთ, რომ ნამდვილად
დამცავი აღჭურვილობა, სამუშაო იმუშავეთ ზეგანაკვეთური საათები.
ხელსაწყოები და წყალი
თუ თქვენ გაქვთ დავა დამსაქმებელთან, შეგიძლიათ
ყველა სამუშაო ხელსაწყო და პირადი დამცავი მიიღოთ მხარდაჭერა საკონსულტაციო ცენტრებში.
აღჭურვილობა უფასოდ უნდა გადმოგცეთ თქვენმა როგორც პროფკავშირი IG BAU-ს წევრისთვის თქვენთვის
დამსაქმებელმა. ამაში შედის სამუშაო ხელთათმანები, ხელმისაწვდომია ასევე პროფკავშირის სამართლებრივი
ასევე მზისა და წვიმისგან დამცავი საშუალებები. ცხელ დაცვა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ ასევე დაგეხმარებიან
ამინდში მუშაობისას თქვენ ასევე უზრუნველყოფილი სასამართლოში სამართლებრივი დავისას.
უნდა იყოთ საკმარისი წყლით. როდესაც მიიღებთ
პირველ ყოველთვიურ სახელფასო ფურცელს,

30 31
როგორ გახდებით პროფკავშირის შეიძლება თუ არა გაიკეთოთ Covid-19-
წევრი? ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია?
სეზონურ მუშაკებს გერმანიაში შეუძლიათ გახდნენ როგორც სეზონურ მუშაკს გერმანიაში თქვენ შეგიძლიათ
შესაბამისი პროფკავშირის IG Bauen-Agrar-Umwelt უფასოდ ჩაიტაროთ ვაქცინაცია. დამსაქმებელმა უნდა
(IG BAU) წევრები. დავის შემთხვევაში პროფკავშირი გაცნობოთ ვაქცინაციის შეთავაზებების შესახებ.
დაგეხმარებათ ხელფასის მოთხოვნაში ან სამსახურიდან ვაქცინაციისთვის თან იქონიეთ ხელმოწერილი
უსამართლოდ გათავისუფლების წინააღმდეგ ზომების შრომითი ხელშეკრულება ან დამსაქმებლის ცნობა და
მიღებაში. სეზონური მუშაკებისთვის პროფკავშირის მოქმედი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
წევრობა ერთ წლამდე ვადით არის შეზღუდული. თუ დამსაქმებელი შემოგთავაზებთ ვაქცინაციას სამუშაო
ის იწყება პირველი შენატანის გადახდით და დროის განმავლობაში ან მხოლოდ ერთ ვაქცინაციის
მთავრდება 12 თვის შემდეგ გაფრთხილების გარეშე, ვიზიტს დაგინიშნავენ სამუშაო დროის განმავლობაში,
თუ ის არ განახლდება. წლიური საწევრო გადასახადი თქვენ გააგრძელებთ ხელფასის მიღებას.
მთლიანობაში შეადგენს 150,60 €.

წევრობის შესახებ მეტი ინფორმაცია შეგიძლიათ თუ თქვენ დაინფიცირდით კორონა


მიიღოთ აქ: ვირუსით
▪ რუმინული: +49 391 4085-107
https://igbau.de/RUM.html თუ თქვენ დაინფიცირდით კორონა ვირუსით, გაქვთ
▪ რუსული: +49 391 4085-921 ძლიერი სიმპტომები და არ შეგიძლიათ მუშაობა, აიღეთ
https://igbau.de/RUS.html ავადმყოფობის შვებულება. დაუყონებლივ შეატყობინეთ
▪ უკრაინული: + 49 391 4085-922 დამსაქმებელს თქვენი შრომისუუნარობის შესახებ.
https://igbau.de/UKR.html ავადმყოფობის სავარაუდო ხანგრძლივობა შეგიძლიათ
▪ ინგლისური: +49 391 4085-105 დაადასტუროთ შრომისუუნარობის ცნობით, რომელსაც
https://igbau.de/EN.html მიიღებთ ექიმისგან.

32 33
როდის მიიღებთ ხელფასს კარანტინის
პერიოდში? ყურადღება: გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ
კორონას რეგულაციები შეიძლება შეიცვალოს
თუ თქვენ ხართ ავადმყოფობის შვებულებაში (მოწმობა მოკლე დროში. შეკითხვების ან პრობლემების
შრომისუუნარობის შესახებ), თქვენ გააგრძელებთ არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდით
ხელფასის მიღებას ავადმყოფობის გამო. ჩვენს უფასო საკონსულტაციო სამსახურს და
აუცილებლად თავადაც მოიძიეთ ინფორმაცია!
თუ თქვენ დაინფიცირდით კორონა ვირუსით ან
გიწევთ კარანტინში ყოფნა ინფიცირებულ ადამიანთან
კონტაქტის გამო, მაგრამ არ ხართ შრომისუუნაროდ
ავად, მოქმედებს შემდეგი წესი: მაშინ შეიძლება მნიშვნელოვანი ტელეფონის ნომრები
გქონდეთ კომპენსაციის მიღების უფლება თქვენი და მისამართები გერმანიაში
ხელფასის ოდენობით ინფექციებისგან დაცვის შესახებ
კანონის თანახმად. ამ ანაზღაურებას მიიღებთ თქვენი გადაუდებელი დახმარების ტელეფონის ნომრები
დამსაქმებლისგან ხელფასის ნაცვლად. თქვენს პოლიცია: 110 | სამაშველო სამსახური: 112
დამსაქმებელს ფულს აუნაზღაურებს ჯანდაცვის სახანძრო: 112
დეპარტამენტი.
ცენტრალურ საერთაშორისო განთავსების ოფისი
თუ თქვენ მოგიწევთ კარანტინში ყოფნა და გაქვთ (ZAV): თუ თქვენ გაქვთ პრობლემები დასაქმებასთან
ამის შესახებ შეკითხვები, დაუკავშირდით ჩვენს დაკავშირებით ან გაქვთ პრეტენზიები, შეგიძლიათ
საკონსულტაციო ცენტრებს. ელ.წერილით მიმართოთ სეზონური მუშაკების
განთავსების გუნდს ცენტრალურ საერთაშორისო
თუ თქვენს სამუშაო ადგილზე სამუშაო დროს დაწესდება განთავსების ოფისში: zav.saison@arbeitsagentur.de
კარანტინი (ე.წ. სამუშაო კარანტინი) და თქვენ გაქვთ
შეკითხვები ამის შესახებ, დაუკავშირდით ჩვენს სამართლიანი ინტეგრაცია: სამართლიანი ინტეგრაცია
საკონსულტაციო სამსახურს. კონსულტაციას უწევს ევროკავშირის არაწევრ
მოქალაქეებს შრომის სამართლებრივ საკითხებში. აქ
შეგიძლიათ იპოვნოთ საკონსულტაციო ცენტრი თქვენს

34 35
მახლობლად: www.faire-integration.de ინფორმაცია სოფლის მეურნეობაში მუშაობისას
ჯანმრთელობის დაცვის შესახებ:
სამართლიანი მობილობა: სამართლიანი მობილობა www.agriwork-germany.de
კონსულტაციას უწევს ევროკავშირის წევრ მოქალაქეებს
შრომის სამართლებრივ საკითხებში. აქ შეგიძლიათ
იპოვნოთ საკონსულტაციო ცენტრი თქვენს მნიშვნელოვანი ტელეფონის ნომრები
მახლობლად: www.faire-mobilitaet.de/beratungsstellen და მისამართები საქართველოში /
მოლდოვას რესპუბლიკაში
Arbeit und Leben-ის საკონსულტაციო ქსელი Gute Arbeit
კონსულტაციას უწევს ევროკავშირის წევრ და არაწევრ საქართველოს პროფკავშირების ფედერაცია:
მოქალაქეებს შრომის სამართლებრივ საკითხებში. www.http://gtuc.ge/
აქ შეგიძლიათ იპოვნოთ საკონსულტაციო ცენტრი ტელეფონი: (+99532) 2 39 03 55
თქვენს მახლობლად: https://www.arbeitundleben.de/ ელ.ფოსტა: info@gtuc.ge
arbeitsfelder/beratungsnetzwerk Facebook: https://www.facebook.com/gtuc.ge/

საქართველოს საელჩო: რაუხშტრასე 11, მოლდოვას რესპუბლიკის დასაქმების სააგენტო


10787 ბერლინი – თიერგართენი; ტელეფონი:
ტელ.: +49 (30) 484907 0 08000 1000 (მოლდოვას რესპუბლიკიდან ზარებისთვის)
ელ.ფოსტა: berlin.emb@mfa.gov.ge
ვებ: www.botschaftgeorgien.de
+373 22 838 414 (უცხოეთიდან ზარებისთვის)
მოლდოვას რესპუბლიკის საელჩო: გოთლანდშტრ. 16, ელ.ფოსტა: centrulapel@anofm.md
10439 ბერლინი
ტელ.: +49 (30) 446 52 970
ელ.ფოსტა: office@botschaft-moldau.de
ვებ: https://germania.mfa.gov.md/de

36
Arbeitnehmerfreizügigkeit
sozial, gerecht und aktiv

თქვენს სამუშაოსთან ან
დამსაქმებელთან დაკავშირებული
შეკითხვების ან პრობლემების
არსებობის შემთხვევაში, გთხოვთ,
მიმართოთ ჩვენს საკონსულტაციო
ცენტრებს.
ჩვენ გაგიწევთ კონსულტაციას უფასოდ, ანონიმურად და
თქვენს ენაზე.

ჩვენ დაგეხმარებით პრობლემების შემთხვევაში და


მოგაწოდებთ ინფორმაციას თქვენი უფლებების შესახებ
გერმანიაში მუშაობისას.

მოგვწერეთ ელ.წერილი მისამართზე:


sfi@dgb-bildungswerk.de
ჩვენ დაგიკავშირდებით!

You might also like