გაკვეთილი N5

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 15

მიკროკონტროლერი არის ელექტრული მოწყობილობა, რომელსაც შეუძლია გამოთვლების

შესრულება, ინფორმაციის შენახვა-გაცემა, დამუშავება და სხვადასხვა მოწყობილობების


მართვა, მაგალითად, ძრავების, ნათურების და ა.შ. ერთი შეხედვით მიკროკონტროლერი გავს
პატარა კომპიუტერს, როგორც ჩვენ პერსონალურ კომპიუტერებს, ასევე მიკროკონტოლერს
აქვს პროცესორი, მეხსიერბის ბარათები (RAM, ROM), მასთან დასაკავშირებელი პორტები,
თუმცა განსხვავება ისაა, რომ მიკროკონტროლერის შემთხვევაში ეს ყველაფერი
მოთავსებულია ერთ ჩიპში და არის საკმაოდ მცირე ზომის.

თქვენ ასევე შეიძლება გსმენიათ ტერმინი მიკროპროცესორი. მიკროპროცესორი და


მიკროკონტროლერი ვიზუალურად ძალიან გვანან ერთმანეთს და ერთი შეხედვით შეიძლება
ვერც კი გავარჩიოთ, თუმცა საკმაოდ განსხვავებული მოწყობილობები არიან.

მიკროპროცესორის მთავარი ფუნქცია არის შეასრულოს მათემატიკური გამოთვლები, მას


თავისთავად არ გააჩნია მეხსიერბა და არც სხვა მოწყობილობები რაც მიკროკონტროლერს
აქვს შიგნით ჩაშენებული. მიკროპროცესორს სჭირდება დედაპლატა, რომ მან შეძლოს
ფუნქციონირება და გახდეს კომპიუტერის ტვინი, მიკროკონტროლერს კი არაფერი სჭირდება
დამატებით, როგორც კი მივაწვდით კვებას მას შეუძლია დაიწყოს დავალების შესრულება.
მიკროკონტროლერს კომპიუტერისგან განსხვავებით საკმაოდ მცირე მეხსიერება აქვს და
შედარებით სუსტი პროცესორი, არ შეუძლია ბევრი და დიდი გამოთვლების შესრულება,
თუმცა ავტომატიზაციისთვის მისი შესაძლებლობები სრულიად საკმარისია. მაცივარი,
სარეცხი მანქანა, მობილური, ტელევიზორი, მიკროტალღური ღუმელი, ჭკვიანი სახლი,
დრონი, რობოტი მტვერსასრუტი, ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია იმის თუ სადაც
გამოიყენება მიკროკონტროლერები.

მიკროკონტროლერი არის პროგრამირებადი მოწყობილობა, ანუ ჩვენ ვქმნით პროგრამას


(ვწერთ კოდს) რომელიც არის კონტროლერისათვის ინსტრუქცია. მაგალითად,
მიკროტალღური ღუმელის შემთხვევაში ჩვენ დავწერდით შემდეგ ინსტრუციას: როდესაც
ღუმელის კარი გაიღება აანთე ნათურა, შემდგომ შევიყვანდით კლავიატურიდან გარკვეულ
დროს და მიკროკონტროლერი მაგ დორის განმავლობაში უბრძანებდა ღუმელს, რომ ჩართოს
მიკროტალღების გამომსხივებელი, რათა გააცხელოს საჭმელი და ასევე ატრიალოს თეფში
რომელზეც საჭმელი დევს. დროის ამოწურვის შემდგომ კი ღუმელი უნდა გამოირთოს და
უნდა გავიგოთ ხმოვანი სიგნალი. ასეთ ინსტრუქციას ეწოდება ალგორითმი. ალგორითმი
არის დავალების შესრულების ნაბიჯ-ნაბიჯ მიმდევრობა. როგორ გავაგებინოთ ეს ყველაფერი
მიკროკონტროლერს? იმის შემდგომ რაც ჩვენ ალგორითმს დავწერთ პროგრამის სახით, ანუ
ჩვენთვის გასაგებ ენაზე, უნდა მივაწოდოთ მიკროკონტროლერს, აქ კი შემოდის ისეთი
მოწყობილობა როგორიცაა პროგრამატორი. ესეიგი, პროგრამატორი არის მოწყობილობა,
რომელიც გვაძლევს საქშუალებას ჩვენს მიწერ დაწერილი კოდი ჩავტვირთოთ
მიკროკონტროლერში. არსებობს სხვადასხვა სახის მიკროკონტროლერები და აგრეთვე
პროგრამატორები. სხვადასხვა კომპანიები დანიშნულების და სიძლიერეის მიხედვით
უშვებენ სხვადასხვა კონტროლერებს და პროგრამატორებს.
დეველოპმენტ დაფა(development board) არის
სპეციალურად შემუშავებული პლატა რათა
გაგვიმარტივდეს მიკროკონტროლერთან
მუშაობა. ამ დაფაზე განთავსებულია როგორც
მიკროკოტროლერი, ასევე პროგრამატორი და
ცალკე გამოყვანილია შეტანა/გამოტანის
პორტები. ჩვენ არ გვჭიდება დამატებითი
ხელსაწყოების ყიდვა რათა დავაპროგრამოთ და
ვკვებოთ მიკროკონტროლერი. დეველოპმენტ
დაფებიც არსებობს ბევრნაირი. მათ შორის ყველაზე გამოსარჩევი არის კომპანია Arduino-ს
მიერ შემუშავებული დაფები. არდუინომ,
არამხოლოდ დეველოპმენტ დაფების
ნაირსახეობები შექმნა, არამედ თავისი
პროგრამირების ენაც და პროგრამული
უზრუნველყოფა, რამაც საგრძნობლად
გაამარტივა მიკროკონტროლერებთან მუშაობა.
ადრე თუ მხოლოდ ელექტრულ ინჟინრებს
შეეძლოთ მიკროკონტროლერის დაპროგრამება,
ამ მიმართულებით უმაღლესი განათლების
მიღების შემდგომ, ახლა არდუინოს
გამოყენებით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მცირედი ელექტროინიკისა და პროგრამირების
ცოდნით საკმაოდ სერიოზული პროეტების შექმნა.

როგორც მაღლა ვახსენეთ არსებობს არდუინოს დეველოპმენტ დაფების ულევი ვერსიები,


ისინი განსხვავდებიან როგორც მეხსიერების სიდიდისა და პროცესორის სიმძლავრით,
აგრეთვე დანიშნულების მიხედვით.

ყველაზე გავრცელებული და გათვლილი


დამწყებებზე არის Arduino Uno R3. ეს არის
დეველოპმენტ დაფა რომელიც
დაფუძნებულია Atmel კომპანიის
მიკროკონტროლერზე Atmega328.

1. დავიწყოთ Arduino Uno-ს განხილვა USB


პორტიდან (1). USB პორტს ვიყენებთ როგორც კვებას, ჩვენ შეგვიძლია ვკვებოთ დაფა
კომპიუტერიდან 5 ვოლტით, აგრეთვე პორტი გამოიყენება ინფორმაციის მისაღებად
კომპიუტერიდან და გასაცემადაც. დაფისთვის კვების მიწოდების შემდეგ უნდა
აინთოს ნათურა (13), რომელიც აღნიშნავს, რომ დაფა იკვებება.
2. Barrel Jack (2) არის კონექტორი რომლის საშუალებითაც შეგვიძლია დაფას კვება
მივაწოდოთ პირდაპირ ცვლადი დენის წყაროდან.
3. ძაბვის რეგულატორი (3) არის საჭირო კვების წყაროდან მიღებული მუდმივი ძაბვის
სტაბილიზაციისთვის.
4. კრისტალური ოსცილატორი (4) არის ელექტრული კომპონენტი რომელიც ეხმარება
მიკროკონტოლერს დროის ზუსტ აღქმაში, ჩვენ შემთხვევაში დაფაზე გვაქვს 16
მეგაჰერცის სიხშირის ოსცილატორი, ანუ წამში 16 000 000 დათვლა შეგვიძლია.
5. Reset ღილაკი (17) არის გადატვირთვის ღილაკი, მასზე დაჭერის შემდეგ არდუინო
კოდის შესრულებას იწყებს თავიდან. ჩვენ შეგვიძლია გადავტვირთოთ კონტროლერი
Reset პინის საშუალებითაც (5), თუ მივაწვდით მას 5 ვოლტს.
6. დაფაზე გვაქვს 3.3 ვოლტის პინი (6), რომელიც მუდმივად გვაძლევს 3.3 ვოლტს, მას
შემდეგ, რაც დაფას მივაწვდით კვებას. აგრეთვე 5 ვოლტის პინი (7) და ორი GND ანუ
ground პინები (8).
7. როგორც უკვე ვახსენეთ Barrel Jack-ის საშუალებით შეგვიძლია მივაწოდოთ დაფას
5 ვოლტზე მეტი ძაბვა (6 დან 15 ვოლტამდე), თუ მიკროკონტროლერის გამოყენებისას
გვჭიდება კვების წყარო რომელიც 5 ვოლტზე მეტია, მაგალითად, ძრავების
ასამუშავებლად, ვიყენებთ Vin პინს (9). ამ პინის საშუალებით მივიღებთ Barrel
Jack-ში შემავალი ძაბვის ტოლ კვების წყაროს.
8. დეველოპმენტ დაფაზე ასევე გვაქვს გამოყვანილი კონტროლერის სხვა პინებიც
დავიწყოთ ჯერ 0 და 1 პინით რომელბიც არიან Tx და Rx, პინის გამოიყენება
ინფორმაციის გადასაცემად და მისაღებად, ზუსტად ისევე როგორც USB პორტი, მაგრამ
თუ USB პორტით ვუკავშირდებით კომპიუტერს, Tx და Rx პინებით ვუკავშირდებით
სხვა მიკროკონტროლერს ან რაიმე სხვა მოწყობილობას. Tx ნიშნავს transmit ანუ
ინფომაციის გაცემა და ამ დროს ციმციმებს Tx ნათურა (14), Rx ნიშნავს receive ანუ
ინფორმაციის მიღება და ამ დროს ციმციმებს Rx ნათურა (14).
9. 2-13 ჩათვლით გვაქვს ციფრული პინები (Digital I/O), ამ პინების საშუალებით
შეგვიძლია მივიღოთ სიგნალი, ლოგიკური დონეები, 0 ან 1 და აგრეთვე გავცეთ
ციფრული სიგნალი.
10. დაფის მეორე მხარეს გვაქვს ანალოგური პინები A0 – A5, თუ ციფრული პინები
გვაძლევენ ლოგიკურ დონეებს, ანალოგური პინების საშუალებით შეგვიძლია ძაბვის
ბევრი მნიშვნელობების წაკითხვა, 0 დან 5 ვოლტამდე ყველა მნიშვნელობის.

შუქდიოდები ძალიან გავრცელებული და სასარგებლო კომპონენტებია, რომლებიც


ელექტრულ დენს სინათლედ გარდაქმნიs მათ სხვადასხვა ფორმა, ზომა და ფერი აქვთ.

შუქდიოდი მუშაობისთვის დიდ დენის ძალას არ მოითხოვს, საკმარისია მისი


მნიშვნელობა დაახლოებით 10 მილიამპერამდე იყოს. დიდი დენის შემთხვევაში,
შუქდიოდი შეიძლება გადაიწვას. დენის სიდიდის შესამცირებლად, დენის წყაროსა და
შუქდიოდს შორის რეზისტორს რთავენ. რეზისტორის მოთავსების შემდეგ მთლიანი
წრედის წინაღობა ზირდება, რადგან რეზისტორი ირთვება შუქდიოდთან მიმდევრობით,
ანუ წრედის სრული წინაღოვა გაიზრდება და კვების წყაროს იგივე ძაბვაზე დენი წრედში
შემცირდება. ელექტროენერგიის ნაწილი გარდაიქმნება სითბურ ენერგიად და გაიფანტება
რეზისტორის მიერ. შუქდიოდების უმეტესობის ჩართვისთვის საჭიროა სულ მცირე 1,5V
ძაბვა (დამოკიდებულია შუქდიოდის ტიპზე), ამ დროს ის იწყებს დენის გატარებას და
ნათებას.

შუქდიოდის სქემაში ჩართვა გარკვეულ ყურადღებას მოითხოვს, რადგანაც ამ დროს


აუცილებელია პოლარობის დაცვა. შუქდიოდი დენს მხოლოდ განსაზღვრული
მიმართულებით ატარებს. დენი შედის ანოდიდან (პლუსი) და გადის კათოდის (მინუსი)
გავლით.

შუქდიოდის კონსტრუქცია საშუალებას იძლევა


განისაზღვროს, რომელი კონტაქტია ანოდი და
რომელი - კათოდი. ანოდთან დაკავშირებული
საკონტაქტო გამომყვანი უფრო გრძელია, ვიდრე
კათოდთან დაკავშირებული.

როგორ გამოვთვალოთ შემზღუდავი


რეზისტორის წინაღობა შუქდიოდისთვის? ჩვენ
უკვე ვისწავლეთ ომის კანონი. სურათზე
ნაჩვენებია წრედი, რომელშიც გვაქვს 5 ვოლტი
კვების წყარო, შუქდიოდი და უნდა
ვიანგარიშოთ რეზისტორის წინაღობა თუ
ვიცით, რომ შუქდიოდზე ძაბვის ვარდნა არის 2 ვოლტი და გამავალი დენი 20
მილიამპერი. უპირველეს ყოვლისა ვხედავთ, რომ შუქდიოდი და რესიტორი
მიმდევრობით არიან შეერთებული წრედში, სრული ძაბვა U = 5ვ, ძაბვა შუქდიოდზე U1 =
2ვ, ვიცით, რომ სრული ძაბვა მიმდევრობითი შეერთების დროს ტოლია ცალკეულ
კომპონენტებზე ძაბვების ჯამის, ანუ U = U1 + U2. რეზისტორზე ძაბვა არის U2 = U – U1 = 5 – 2
= 3ვ. რადგან მიმდევრობითი შეერთებისას წრედის ყველა კომპონენტში ერთი სიდიდის
დენი გაედინება, და ვიცით, რომ შუქდიოდში გამავალი დენი უნდა იყოს 20 მილიამპერი,
ვიგებთ რომ რეზისტორში გამავალი დენიც 20 მილიამპერის ტოლი უნდა იყოს I1 = 20მა.
ომის კანონის მიხედვით წინაღობა ტოლია კომპონენტზე ძაბვა შეფარდებული მასში
გამავალ დენთან, რეზისტორის წინაღობა იქნება R1 = U1/I1 = 3ვ/20მა, მილიამპერი
გადავიყვანოთ ამპერებში R1 = 3000ვ/20ა = 150 ომი.
იმისათვის, რომ არდუინოს შევასრულებინოთ რაიმე დავალება, საჭიროა დავწეროთ კოდი
არდუინოსთვის გასაგებ ენაზე. ზოგადად არსებობს უამრავი პროგრამირების ენა: Java, Python,
Matlab, C/C++ და ა.შ. უმეტესობა პროგრამირების ენებისა ერთმანეთს გავს და ერთი ენის
შესწავლის შემდგომ მეორე ენაზე გადასვლა არ წარმოადგეს დიდ სირთულეს, მთავარია
კარგად შევისწავლოთ პროგრასმირების საფუძვლები რომელიმე ერთ ენაზე.
მიკროკონტროლერების დასაპროგრამებლად გამოიყენება C/C++ ნები. არდუინოს
შემთხვევაში გვაქვს არდუინოს ენა, რომელიც არის ცოტა მოდიფიცირებული C++,
მორგებული არდუინოს დასაპროგრამებლად.

იმის შემდეგ რაც თინქერკადში გავხსნით კოდის დასაწერ არეს და ავირჩევთ ტექსტს
დავინახავთ შემდეგ სურათს.

პირველი ორი სტრიქონი რასაც


ხედავთ სურათზე
წარმოადგენენ კომენტარებს.
კომენტარი იწერება ორი
დახრილი ხაზის შემდგომ //,
არდუინო კომენტარს არ
კითხულობს და უბრალოდ
ახტება კოდის ამ ნაწილს.
კომენტარი არის შექმნილი
ჩვენთვის და ნებისმიერი სხვა ადამიანისთვის რომელიც წაიკითხავს ჩვენს კოდს, ეს არის
საჭირო ჩანაწერების გასაკეთებლად, რათა დიდი დროის მერეც სწორად მიხვდეთ თუ რა
ხდება ჩვენს მირ დაწერილ პროგრამაში, ან სხვა ადამიანმა გაიგოს თუ რა და რატომ
დავწერეთ.
კიდევ კოდში ვხედავთ ორ დამოუკიდებელ ნაწილს void setup(){} და void loop(){}, ამ ორი
ბრძანების გარეშე არდუინოს პროგრამა ვერ იმუშავებს. ჩვენ შეიძლება არ ვიყენებდეთ
რომელიმე მათგანს, მაგრამ
კოდში მაიც უნდა გვეწეროს,
ასევე არ შეიძლება ორი ან მეტი
void setup()-ის და void loop()-ის
ქონა ერთ კოდში.

void setup() არის კოდის ის


ნაწილი რომელიც სრულდება
მხოლოდ ერთხელ. თუ გვსურს
რაიმე ბრძანების დაწერა
რომელიც უნდა შესრულდეს
მარტო ერთხელ, მაშინ უნდა ჩავწეროთ void setup()-სი ბრჭალებში:

რაც შეეხება void loop() ეს არის კოდი ის ნაწილი რომელიც მეორდება მუდმივად,
მეორენაირად მას ციკლს უწოდებენ. void loop()-ის ფიგურულ ფრჩხილებში უნდა ჩავწეროთ
ისეთი ბრძანებები რომლებიც უნდა განმეორდნენ.

ახლა მოდით ავანთოთ ნათურა კოდის საშუალებით.

რა არის საჭირო იმისათვის რომ ნათურა აინთოს? ეს არის კვების წყარო. გაკვეთილზე
ვნახეთ, რომ არდუინო შეგვიძლია გამოვიყენოთ, როგორც მუდმივი 5 ვოლტის კვების წყარო,
ნათურას ანოდს ვაერთებდით 5 ვოლტის პინზე, ხოლო კათოდს შემზღუდავი რეზისტორიოს
გავლით GND პინზე (რეზისტორი შეგვიძლია დავაყენბოთ როგროც 5 ვოლტის ასევე GND
მხარეს, ამით წრედი არ შეიცვლება,
მთავარია შუქდიოდს მიმდევრობით
ჰქონდეს შემზღუდავი რეზისტორი). რა
ხდება იმ შემთხვევაში, თუ გვინდა, რომ
არდუინო არა უბრალოდ 5 ვოლტიან
კვების წყაროდ ვიხამროთ, არამედ
როგორც მიკროკონტროლერი და კოდის
საშუალებით ავანთოთ ნათურა. პირველ
რიგში დაგვჭირდება, რომ ნათურას
ანოდი მივუერთოთ ციფრული
პინებიდან რომელიმეს, მოდით ეს იყოს
მე-12 პინი.

პირველი რაც უნდა გავაკეთოთ, ეს არის არდუინოს პინის მდგომარეობის განსაზღვრა.


როგორც ვიცით ციფრულ პინს შეუძლია მოგცეს 0 ან 5 ვოლტი და ასევე შეუძლია აღიქვას 0 ან
5 ვოლტი.
თუ გვაქვს რაიმე სენსორი და გვინდა სენსორიდან მივიღოთ სიგნალი, მაშინ მოგვიწევს პინის
განმარტვა როგორც შესასვლელი, ხოლო თუ გვინდა ნათურის ანთება პინი უნდა იყოს
გამოსასვლელი, ამას აკეთებს ბრძანება pinMode().

pinMode() ბრძანება განმარტავს პინის მდგომარეობას (შესასვლელი ან გამოსასვლელი).


ფრჩხილებში ჯერ იწერება პინის ნომერი შემდეგ მდგომარეობა, ეს ორი კი განცალკევებულია
მძიმით. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ ნებისმიერი ბრძანება მთავრდება
წერტილმძიმით ; და არდუინოს ენაზე დიდი მნიშვნელობა აქვს ბრძანებას დიდი ასოებით
დავწერთ თუ პატარა ასეოებით. მაგალითისთვის, თუ ჩვენ დავწერთ pinmode ან PINmode
ვნახავთ რომ კოდი არ იმუშავებს, ეს შეცდომაა, რადგან არდუინო სხვადასხვანაირად
აღიქვამს დიდ და პატარა ასოებს.

იმის შემდეგ რაც განვმარტეთ პინის მდგომარეობა და ნათურის ასანთებად დავაყენეთ


გამოსასვლელზე, ახლა უნდა ავანთოთ შუქდიოდი. ამისთვის დაგვჭირდება ახალი ბრძანება
digitalWrite().
პირდაპირი თარგმანით ეს ბრძანება ნიშნავს ციფრულ ჩაწერას, ანუ ციფრულ პინზე ვწერთ
გვექნება თუ არა ძაბვა. როგორც ვიცით ციფრულ სამყაროში გვხვდება ორი მდგომარეობა,
მაღალი და დაბალი ძაბვა, ან 5 ვოლტი ან 0 ვოლტი. 5 ვოლტს ეძახიან მაღალ დონეს, ან
მეორენაირად ლოგიკურ 1, ხოლო 0 ვოლტს დაბალ დონეს ანუ ლოგიკურ 0.

სურათზე ნაჩვენებია ლოგიკური დონეები. შუა საზღვრებს არდუინო ვერ აღიქვამს სწორად,
შეიძლება აღიქვას 1 ან 0, ყოველ ჯერზე სხვადასხვაგვარად.

იმისთვის, რომ ნათურა აინთოს მოდით digitalWrite() ბრძანებაში ჩავწეროთ პინის ნომერი და
ლოგიკური მაღალი დონე.
მოდით ახლა ჩავაქროთ ნათურა, ამისათვის digitalWrite() ბრძანებაში მაღალი დონე
შევცვალოთ დაბლით (ან ლოგიკური 1 შევცვალოთ 0-ით).

კოდის მიხედვით ნათურა ჯერ უნდა ინთებოდეს და შემდგომ ქრებოდეს, მაგრამ რატომღაც
ნათურა მუდამ ჩამქრალია, ეს იმის ბრალია, რომ არდუინო ერთი ბრძანებიდან მეორე
ბრძანების შესრულებაზე გადადის ძალიან სწრაფად და ადამიანის თვალი ვერ ახერხებს
ცვლილების დანახვას. იმისათვის, რომ დავინახოთ ცვლილება გვჭირდება რაღაც დროით
დავაყოვნოთ არდუინო. გამოვიყენოთ დაყოვნების ბრძანება delay(), მოცემული ბრძანება
გააჩერებს არდუინოს გარკვეული დროით. delay() ბრძანების ფრჩხილებში ვუთითებთ
მილიწამებს, ანუ თუ გვინდა 1 წამიანი დაყოვნება ჩავწერთ 1000: delay(1000);
როგორც ვხედავთ ნათურა ინთება და 1 წამის შემდეგ ქრება, დაყოვნებას ვწერთ იმ ორ
ბრძანებას შორის სადაც გინდა, რომ მიკროკონტროლერი გაჩერდეს.

ახლა გვინდა, რომ ნათურამ დაიწყოს ციმციმი. ამისათვის მოდით გამოვიყენოთ void loop(),
როგორც ვიცით აქ იწერება კოდის ის ნაწილი რომელიც მუდმივად უნდა განმეორდეს. ჩვენ
შემთხვევაში void loop()-ის ფიგურულ ბრჭალებს შორის დაიწერება ნათურას ანთება,
დაყოვნება და ჩაქრობა, pinMode() ბრძანება დარჩება void setup()-ში, რადგან პინის
მდგომარეობის განმარტვა მხოლოდ ერთხელ გვჭირდება.

როგორც ვხედვათ ამ კოდში ჩვენ დავამატეთ კიდევ ერთი დაყოვნება. ვინაიდან void loop() ში
მოთავსებული კოდი მუდმივად სრულება, არდუინო ჯერ შეასრულებს მე-12 ხაზზე კოდს,
შემდგომ 13, 14 და იმ შემთხვევაში თუ მე-15 ხაზზე არ გვეწერება დაყოვნება მე-14 დან
პირდაპირ გადავა მე-12 ხაზზე და ისევ არდუინოს სწრაფი გადასვლის გამო ჩვენი თვალი ვერ
დაინახავს განსხვავებას. მეორე დაყოვნება ჩვენ ასევე შეგვეძლო დაგვეწერა digitalWrite(12,
HIGH); ბრძანებამდე, ამით კოდის შესრულება არ შეიცვლება.
რეალური პროექტების ასაწყობად მოხერხებულია სამაკეტო დაფის გამოყენება, მისი
აგებულება გვაძლევს საშუალებას, მარტივად, დარჩილვის გარეშე შევქმნათ სხვადასხვა
პროექტები, მასზე მარტივად შეიძლება ელექტრონული კომპონენტების გადაადგილება,
მონტაჟი და პროექტის დემონტაჟი.
სამაკეტე დაფაზე დატანილია პატარა ხვრელები, როგორც ვერტიკალურად ასევე
ჰორიზონტალურად, ისინი სურათის მიხედვით დაკავშირებულნი არისნ ერთმანეთთან
შემდეგნაირად
როგორც პლიუსით „+“ ასევე მინუს „-“ ნიშნით აღნიშნული ნახვრეტები მთელ სიგრძეზე
გაერთიანებულია საერთო სადენებით. ამ ხაზებს ვიყენებთ კვების მისაწოდებლად, თუ +
ერთ ხვრელში მაინც მივაწოდეთ კვების წყაროს დადებით პოტენციალს სადენით, მთელ
ხაზზე მიწოდებული გვექნება პლუსი და ანალოგიურად, მინუსზეც იგივე შეიძლება ვთქვათ.
რაც შეეხება დანარჩენ ხაზებს, მათი 5 ხვრელი გაერთიანებულია საერთო სადენით .

სამაკეტო დაფა გაყოფილია ჰორიზონტალურად შუაზე და არ არის დაკავშირებული


ერთმანეთთან.

You might also like