Download as rtf, pdf, or txt
Download as rtf, pdf, or txt
You are on page 1of 3

ხელოვნება

კომპლექსური დავალება

წარმოგიდგენთ ჩემს მიერ შერჩეულ ნამუშევრებს რომლებსაც


ერთმანეთს შევადარებ;

მატისმა დახატა ლიდია დელექტორსკაიას ეს პორტრეტი äახალგაზრდა ქალის ლურჯი


ბლუზაში“ რვა წლის შემდეგ. ჩვენ აღარ ვხედავთ ახალგაზრდობისა და სინაზის
მომხიბვლელ ხიბლს. აქ მკაცრი ხაზი, რომელიც სახეს ყვითელ და ლურჯ სიბრტყეებად
ყოფს, გამოსახულებას რაღაც იდუმალ და გარდაუვალს ხდის. სახის ნათელი მზიანი მხარე
და მისი იდუმალი ლურჯი ალტერ-ეგო სინათლესა და ჩრდილს ჰგავს, მარადიული
კონტრასტები, რომლებიც დევს ადამიანის სულში.კომბინირებული ეს ორი ფერი წარმოშობს
მდიდრული თმის მწვანეს, რომელიც ქმნის საოცარ გვირგვინს ქალის თავზე.ფერთა
კონტრასტებისა და ორნამენტული ექსპრესიულობის გამოყენებით მხატვარი მატყუარა
სიმარტივით გადმოსცემს ამ მოდელის უჩვეულო ბუნებას, რომელმაც ასე მოხიბლა იგი
სიცოცხლის ბოლო წლების განმავლობაში.ნახატი შესრულებულია ფოვისტურ სტილში.
ნახატი იმდენად მრავალპლანიანია, რომ მისთვის პრიმიტიულის წოდება ალბათ
მოსარიდებელია. პირველ რიგში საინტერესოა ფონი, რომელიც, როგორც
აღმოჩნდა სივრცეც არის და სიბრტყეც. თანაც ასეთი შავი ყველა სხვა შემთხვევაში
დამაბნეველი იქნებოდა, თუმცა აქ ფერი არ არის ჩაკეტილი საზღვრის
აღმნიშვნელი, მასში თავისუფლად შეიძლება შესვლა, მიუხედავად იმისა რომ
მასთან ერთად კიდევ ერთი მასიური ფერი დევს წითლის სახით. ყველა სხვა
შემთხვევაში ალბათ წითელი შავის ჩამკეტი უნდა ყოფილიყო, ან ის ვერ
შეინარჩუნებდა წონასწორობას შავზე, მაგრამ ფიროსმანთან შავი სივრცეცაა და
წითელი კი გამჭვირვალე, ამიტომ აქ ყველაფერი დასაშვებია. შავს კიდევ ერთი
დატვირთვაც აქვს, ის არის ღამე, რითაც სურათი კიდევ უფრო მეტ მისტიურობას
იძენს ვიდრე წარმოგვიდგენია, თანაც მაშინ როცა ეს უბრალო მეთევზის სცენაა
თევზით ხელში, თანაც ეს თევზი ჯერ კიდევ ცოცხალია, ამ ეფექტს მისი სისველე
ქმნის. მეტ სიცივეს კი შავი წყალი, თეთრი ნაწიბურებით, ცალკე შავი წყალი ალბათ
მრავლის მთქმელი არ გამოვიდოდა, ყოველშემთხვევაში იმდენად ცივი არ
იქნებოდა რომ შეეჟრჟოლებინე. ფიროსმანმა კი ეს ყველაფერი გააცოცხლა, ის
ნახატზე, მხოლოდ მხატვრული ხერხებით, დაგეგმილად კი არ ქმნის ეფექტს
(როგორც ვიცით ფიროსმანმა სულაც არ იცოდა ეს მხატვრული ხერხები), არამედ
მხატვრული აღქმითა და გრძნობით გადმოაქვს სიცოცხლე ტილოზე, ამის შემდეგ
კი ყველაფერი ნათელია. მინიმალური მონასმით აღწევს სასურველ შედეგს,
ფიროსმანს არ სჭირდება არაფერი რთული, სიმარტივე იმდენად ჰარმონიული და
მრავლისმთქმელია მისთვის, რომ თავს კომფორტულად გრძნობს.კიდევ ერთი
საინტერესო ფაქტორი მეთევზის დგომა და მისი გამოსახვის ფრესკისეული
სტილია, ფიროსმანს მეტი ეფექტისთვის არც შარავანდედი დავიწყებია და კარგი
ყვითელი ფერიც შემოიტანა ნახატში. მეთევზის დგომის მანერა და ყვითელი ქუდი-
შარავანდედი წმინდანის ასოციაციას იწვევს, თუმცა ფრესკისეული გაშეშებული
პოზა აქ არ გვხვდება, ეს არის დინამიური ფიგურა, ამ პლასტიურობის ეფექტს კი
პერანგის დრაპირება, წითელი ფერის ტონალური ცვლილებები ქმნის.
ნაშრომში ხაზგასმით წარმოაჩინე:

1.ნაშრომის შესასრულებლად ავარჩიე Microsoft Word რადგან აქ მუშაობა ჩემთვის


ყველაზე კომფორტულია ამასთნ ერთად, ვფიქრობ ეს დავალება არ საჭიროებდა Microsoft
PowerPoint-ში მუშაობას.

2.დავალებაზე მუშაობის პროცესი წარიმართა მარტივად.

3.მუშაობის პროცესში არანაირ დაბრკოლებას არ წავწყდომივარ.

4.ჩემს შესრულებულ ნახატში გამოყენებულია ასიმეტრია.

You might also like