თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში

გრიგოლ ორბელიანი , მეცხრამეტ ე საუკუნის ქართული რომანტ იზ მის თვალსაჩინო


წარმომადგენელია. Მის პოეზიაში ჭარბობს სამშობლოს უსაზღვრო
სიყვარული,წუთსოფლის წარმალობის განცდა,წარსულით უკმაყოფილება და პესიმიზმი

ლექსში “თამარ მეფის სახე ბეთანიის ეკლესიაში” გრიგოლ ორბელიანი,ისევე როგორც


ყველა რომატიკოსი პოეტი, ქადაგებს პატრიოტიზმს,წარსულის პატივისცემას, ისტორიული
პირების თაყვანსიცემას და სამშობლოს აწმყოთი უკმაყოფილებას.

ცრემლ-მორეული,”გულშემოსვრილი”, დამცირებული,მოკრძალებული,”უსასოდ ქმნილი ”


ლირიკული გმირი ბეთანიის ტაძარში ეთაყვანება თამარის სახეს და ავედრებს თავის
სამშობლოს. Იგი მეფე თამარს მიაწერს სიწმინდეს, სახიერებასა და მშვენიერებას . “შენს
წმინდა სახეს.შვენებით სავსეს, სახიერებით განსხივებულსა, ვუმზერ
კრძალვით,თაყვანცემითა”. იგი თამარის დროის საქართველოს უწოდებს ყვავილოვან
წალკოტს, რომელიც მეფის დროს იყო გაბრწყინებული,გაძლიერებული. Იგი
აიდეალებს წარსულს და არ მოსოწონს თვისი თანამედოვე ეპოქა . Მას არ სურს
გამოფხიზ ლება რათ არ დაინახოს ერის სულიერი დაცემა . “არ
გამოვფხიზ ლდე ,რომ აღარ ვჰგრძნობდე ჩემი სამშობლოს სულით დაცემას !” იგი
უკმაყოფილოა,რომ თამარის დროინდელი ყვავილოვანი წალკოტი შავ დროთა ძალით
გაუფერულებულა და შესთხოვს მას ,რომ გადმოხედოს საქართველოს და ჯ ვარით
აკურთხოს იგი. მისი სურვილია ივერია ისევ აღდგეს და სხვა ერებს შორის ღირსეული
ადგილი დაიკავოს თავისი მაღალი ზნეობით, სარწმუნოებითა და ენით გალიერებული ,
“სწავლისა შუქით განათებული”, სამშობლო მიწის სიყვარულით აღსავსე,გაბრწყინებული
და გაძლიერებული. იგი ქადაგებს ქართველი ერის გამოფხიზლებას და მოუწოდებს
სამშობლოს უკეთესი მომავლისათვის ბრძოლისაკენ.

პოეტი გულდაწყვეტილი აღნიშნავს,რომ თამარი თავის მოწყალე თვლას არ ავლებს


საქართველოს და “გულშემოსვრილ” ლირიკულ გმირს ვერ სცნობს.

ოეტ ი მოთქვამს ცხოვრების წარმავლობაზ ე ,მას გული სტ კივა რადგან ეჭვი შეაქვს
საქართველოს თავისუფლების აღდგენაში. მას მიაჩნია,რომ რაც დაეცა შესაძლოა ვეღარ
აღდგეს ახალი მშვენიერებით და სამშობლოს დიდება უმწეო მსხვერპლივით წარიტაცოს
შავმა ყორანმა. იგი წარმავალ ცხოვრებას ცრუს და დაუნდობეს უწოდებს რომელმაც
საქართველოს დიდებას და ძლიერებას ფერი უცვალა “ჰე, ცრუ სოფელო, დაუნდობელო,
შენში კეთილი სად არს ფერ-უცვლელ?”

ლექსის დასასრულს პოეტი აღნიშნავს, რომ მიყრუებული,მიუვალი და დარღვეული ტაძრის


ფრესკა რომელზეც ქართველთა სათაყვანებელი მეფის სახეა გამოხატული, ერს აძლევს
მხნეობას და მომავლის რწმენას.

მაშასადამე, გრიგოლ ორბელიანი განადიდებს სამშობლოს წარსულს და იმედგაცრუებულია


აწმყოთი, რომელიც ქართველებმა უნდა გამოსწორონ თვიანთი ძლიერი რწმენით,
ზნეკეთლობით, ენისა და სამშობლო მიწის სიყვარულით, განათლებითა და სულიერი
ძლიერებით ამის ძალას მათ ბეთანიის ეკლესიაში გამოსახული სახიერებით განსხივებული
თამარის სახე აძლევთ.

You might also like