ზურა რატიანი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 18

ზურაბ რატიანი_აფხაზეთის ტოპონიმიკის შესახებ

აფხაზეთის ტერიტორიაზე და არა ოდენ აფხაზეთის, არამედ ამჟამად


რუსეთის ფედერაციაში შემავალ ტერიტორიაზე არსებული ტოპონიმების
ეტიმოლოგია ზურაბ რატიანს აქვს გაანალიზებული თავის ნაშრომში_„წყაროთა
ღაღადი ანუ პირიქითა საქართველო“. მის მიერ გამოკვლეული მასალის მიხედვით
ქართველთა, კერძოდ სვან-მეგრელთა, საცხოვრებელი არეალი გაცილებით შორს
კავკასიის მთების იქითაც, მდინარე ყუბანის მარცხენა სანაპირო ზოლის არეში
ვრცელდებოდა.

ავტორი თავდაპირველად განმარტავს ტერმინს „პირიქითა“ _ ცნობილია, რომ


პირიქითა ხევსურეთი კავკასიონის მთავარ, ანუ წყალგამყოფ ქედს გადაღმა მდებარე
ხევსურეთის ნაწილს ჰქვია, რომელიც არდოტის, შატილისა და არხოტის
ხეობებისაგან შედგება. ასევე ცნობილია, რომ ძველი წანარეთი, ანუ აწინდელი ხევი,
ძირითადად, თერგის, თრუსოსა და სნოს წყლის ხეობებს მოიცავს და ასევე
ვავკასიონის მთავარ ქედს გადაღმა მდებარეობს. იგივე ითქმის თუშეთზეც, მის
ნაწილსაც მთავარი ქედის ჩრდილოეთის ფერდობები უჭირავს. „ამდენად, პირიქითა
საქართველო ნიშნავს კავკასიონის მთავარ ქედს გადაღმა მდებარე საქართველოს,
ანუ ქვეყნის იმ ნაწილს, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში მდებარეობს“. [რატიანი,
გვ. 2]

ავტორი ლეოინტი მროველის მიხედვით იწყებს ქართველთა ტომების


განსახლების ისტორიას _ "პირველად ვახსენოთ ესე, რამეთუ სომეხთა და
ქართველთა, რანთა და მოვაკნელთა, ჰერთა და ლეკთა, მეგრელთა და კავკასიანთა –
ამათ თვისთა ერთი იყო მამა, სახელით თარგამოს. ესე თარგამოს იყო ძე თარშისი,
ძისწული იაფეთისი, ძისა ნოესი". [ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრება“]

ჩამოთვლის რა თარგამოსის ვაჟიშვილთა ქვეყნებს და მათ საზღვრებს, ლეონტი


ეგროსის შესახებ წერს. "ხოლო ეგროსს მისცა ქვეყანა ზღვის ყურისა და უჩინა
საზღვარი: აღმოსავლით მთა მცირე, რომელსა აწ ჰქვიან ლიხი, დასავლით ზღუა,
ჩრდილოთ მდინარე მცირისა ხაზარეთისა, სადა წარსწუთების წუერი კავკასისა,
ხოლო ამან ეგროს აღაშენა ქალაქი და უწოდა სახელი თვისი ეგრისი. აწ მას ადგილსა
ჰქვიან ბედია,“ [ლეონტი მროველი „ქართლის ცხოვრება“] (რომელიც ქვეყნის
შუაგულში იყო). ეს მდინარე გახლავთ ყუბანი. „მდინარე ყუბანს ორი შესართავი
ჰქონდა. იგი ერთდროულად შავსა და აზოვის ზღვებს ერთვოდა. კავკასიონის წვერი,
ე. ი. ქედის დასაწყისი, მდინარე ყუბანის სწორედ შავი ზღვის შესართავს
"წარსწვთებოდა" – უახლოვდებოდა და არა მის აზოვის ზღვის შესართავს. ეგრისის
დასავლეთი საზღვარი კი შავი ზღვა იყო“. [რატიანი, გვ. 6] ასე რომ ლეონტი
მროველმა ზედმიწევნით ზუსტად განსაზღვრა საქართველოს ჩრდილო-დასავლეთი
საზღვარი.

ე. ი. პირიქითა საქართველოს ჩრდილოეთი საზღვარი მდინარე ყუბანზე


ლეონტის შემთხვევით არ მიუთითებია. მთელი ჩრდილოეთი კავკასია და მის
ჩრდილოეთით მდებარე ტრამალები თარგამოსიან ძმათა – ეგროსის, ლეკანის და
კავკასის პირველსაცხოვრისი იყო (ლეონტი მროველის თანახმად.)

XVI საუკუნის ძვირფას ძეგლში, „ბიჭვინთის იადგარში“ ნათქვამია, რომ


ბიჭვინთის კათალიკოსის სამწყსო მდებარეობს „ლიხსა და კაფას შუა და რუსეთის
საზღუარსა და ჭანეთს შუა“ [ზ. რატიანი, გვ. 8]. აქ აღნიშნულია საკათალიკოსოს
ოთხივე მხარის საზღვარი. აღმოსავლეთით ლიხის ქედი, სამხრეთით ჭანეთი,
ჩრდილოეთით – რუსეთი, ხოლო დასავლეთის ნაცვლად, ე. ი. შავი ზღვის მაგივრად
მითითებულია ჩრდილო-დასავლეთი საზღვარი – კაფა.

ამგვარად, ლეონტი მროველის ცნობები დადასტურდა XVI საუკუნის კიდევ


ერთი სარწმუნო ქართული წყაროთი. განხილული ქართული წყაროებიდან ირკვევა,
რომ როგორც ოსები, ასევე ყარაჩაელ-ბალყარელები და ჩერქეზული მოდგმის
ხალხები ე. ი. _ადიღე-ყაბარდო-აბაზა-აფსუები_ ლეონტი მროველის თანახმად,
რასაც ემოწმება XVI ს. წყაროც – „ბიჭვინთის იადგარი“, საკუთრივ ჩრდილოეთ
კავკასიისა და არც მის ჩრდილოეთით მდებარე ტრამალების მკვიდრი მოსახლეობა
უძველეს დროში არ ყოფილა. ეს ხალხები მხოლოდ მომთაბარეობდნენ ვოლგა-
დონის შუამდინარეთში, რაც ლეონტიმ კარგად იცის.

„ადიღეურ ტოპონიმიასა და ზეპირსიტყვიერებაში დაცულია სრულიად


უნიკალური მასალა საქართველოს ისტორიისა და ადიღე-საქართველოს
ურთიერთობის ისტორიის შესახებ, რაც ადიღეურსა და ქართულ ისტორიოგრაფიაში
დღემდე თითქმის სრულიად გამოუყენებელია. ადიღეური ტოპონიმიური მასალის
საკმაოდ ვრცელი და, შეიძლება ითქვას, სრულყოფილი კრებულია „ადიღეური
ტოპონიმიკური ლექსიკონი“, რომლის ავტორია კასიმ მერეტუკოვი. ეს ლექსიკონი
1990 წელს გამოქვეყნდა მოსკოვში“. [რატიანი, გვ. 9-12]

აღნიშნული ლექსიკონის თანახმად ქ. სოჭის ჩრდილო დასავლეთით, ოციოდე


კილომეტრის დაშორებით მდინარე შახეს აუზში არის ქედი, რომელსაც ადიღეურად
ჰქვია სონჩთხ. ადიღეურად სონე არის სვანი, სონჩთხ ქედი, ნიშნავს სვანების ქედს,
ასე განმარტავს ამ ტოპონიმს ლექსიკონის ავტორი.

ქ. ტუაფსეს მახლობლად არის ქედი, რომელსაც ადიღეურად ჰქვია


გუჯეურიუ. იმის მახლობლად, სადაც ქედ გუჯეურიუს ასახელებს, ავტორი
აღნიშნავს ტოპონიმს რომელსაც ადიღეურად ჰქვია: შოიყუაშე შხომ ჩიატლ, რაც,
ქართულად ასე ითარგმნება: „წაბლის ტევრი, რომელიც მდინარე შოიყვას ზემო
წელზეა“. [რატიანი, გვ. 12] ავტორის განმარტებით გამოდის, რომ ეს წაბლის
ტევრი სწორედ იმ ქედზეა, რომელსაც გუჯეურიუ ჰქვია. გვიჯ გვიჯრა სვანურად
არის წაბლი და, ალბათ, არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ გუჯეურიუ, ანუ უფრო
სწორად, გვიჯეური არის სვანური სახელწოდება, რაც წაბლიანს ნიშნავს, ამ
შემთხვევაში ცხადია, ქედი იქნება.

„კოცეხურ“ ქედი ქალაქ გელენჯიკის მიდამოებში. ტოპონიმის მნიშვნელობა


უცნობია“ [რატიანი, გვ. 13] ადიღეური ენისათვის ეს უცნობი ტოპონიმი, ასევე
სვანური წარმოშობის გახლავთ. სვანურად კაცხ აღნიშნავს თხემს, მწვერვალს, მთის
წვერს. ამიტომ, რადგან ჩვენი წყარო ადასტურებს, რომ კოცეხურ არის ქედი,
ცხადია, სიტყვა-სიტყვით ქართულად ეს იქნება მწვერვალიანი ქედი, რაც სვანური
კოცეხურ-კაცხურის შესატყვისია (როგორც ვიცით ჭიათურის რაიონში არის სოფელი
კაცხი თავისი ცნობილი კაცხის სვეტით).

გელენჯიკის უეჭველი განმარტება მეგრული ენით შეიძლება. გალენ არის


გარე, ხოლო ჯიხა – ციხე და ამდენად გელენჯიკ-გალენჯიხა ქართულად გარე
ციხეა. (სამეგრელოში კი ფაქტია, რომ გვაქვს წალენჯიხა)
ქ. ანაპას ჩრდილო-დასავლეთით არის ორი დასახლება ვერხნეე ჯემეტე და
ნიჟნეე ჯემეტე. პირველი სულ სამიოდე, ხოლო მეორე შვიდიოდე კილომეტრითაა
დაშორებული ქ. ანაპას. ლექსიკონში წერია: ,,ჯემეტე – დაბა ანაპას რაიონში.
სახელწოდება სინქრონულ ანალიზს არ ემორჩილება“ [რატიანი, გვ. 15]. ორ
ქართველურ ენაზე – მეგრულად და სვანურად ჯიმ მარილს ნიშნავს. ჯემეტე –
ჯიმითი ქართულად იქნება მარილეთი. რატომ მაინც და მაინც მარილეთი? საქმე ის
არის, რომ ნიჟნეე ჯემეტე ანუ ქვემო მარილეთი მდებარეობს სწორედ მლაშე,
გნებავთ, მარილიანი ტბის, უფრო ზუსტად, ლიმანის ნაპირას და, ეტყობა, ამ
დასახლების უძველესი მკვიდრნი მარილს მოიპოვებდნენ ამ ადგილებში. ამრიგად,
ადიღეურმა ენამ შემოგვინახა საკუთრივ ადიღეური ტოპონიმები, რომლებიც
ქართული შინაარსის მატარებელნი არიან. ასეთებია სონჩთხ-სვანების ქედი და სონჩ-
სვანების. იმავე ენამ შემოგვინახა ქართული, ე.ი. საკუთრივ სვანური და მეგრული
ტოპონიმები. ასეთებია „გუჯეური, კაცხური, გალენჯიხა, ჯიმითი. ყველა ამ
ტოპონიმით, დასტურდება ქართული, საკუთრივ სვანური და მეგრული
მოსახლეობის მკვიდრობა, ადიღეურ მოსახლეობაზე უწინარეს, კავკასიის შავი
ზღვის მთელს სანაპიროზე, დაწყებული ქ. სოჭის შემოგარენით, ვიდრე ქ. ანაპას
დასავლეთით მდებარე ლომანებამდე“. [რატიანი. გვ. 13)

ავტორს ძირშივე მცდარად მიაჩნია იმის მტკიცება, თითქოს სოჭის


სახელწოდება ერთ-ერთი ჯიქური ტომის „შაჩას“ სახელიდან წარმოდგება. დიახ,
როცა ამ ადგილებში ადიღეური მოდგმა მოვიდა, აქ უკვე იყო ძირძველი ქართული
მოსახლეობა, ცხადია, თავისი ქართული, ანუ სვანურ-მეგრული ტოპონიმ-ორონიმ-
ჰიდრონიმებით.

„ჩანს ადიღეელებმა მდინარესაც და მის შესართავში მდებარე დასახლებასაც თავიდან


სვანებისა უწოდეს, რაც, როგორც ზემოთ დავრწმუნდით, მათ ენაზე ასე გამოითქმის
– სონჩ. შემდგომში უცხო ენის, (ალბათ თურქულის, რუსულის) გავლენით უნდა
მიგვეღო ფორმა–სოჩი. ისტორიული თვალსაზრისით ამგვარი რამ არა მარტო
დასაშვები, არამედ სავსებით მისაღებია, ხოლო სოჩის ქართულ სოჭთან ან უბიხურ
ან უჯიქურ შაჩასთან დაკავშირება სრულიად უსაფუძვლოა“. [რატიანი, გვ. 14]
ანაპა-ანაპე თავდაპირველად გამოითქმოდა სანაპა-სანაპე, რაც ადიღეურად
სვანების მხარეს აღნიშნავდა. სწორედ იმ ადგილს უწოდეს ადიღეელებმა ანაპა-
სვანების მხარე, რადგან მათთვის სვანების მხარე, ქვეყანა, მდინარე ყუბანის გაღმა,
(ე. ი. ჩვენთვის გამოღმა) იყო და სწორედ აქედან იწყებოდა შავი ზღვის სანაპირო.

მწვერვალ ოშტენის დასავლეთი ფერდობებიდან სათავეს იღებს მდინარე


ქურჯიფს, რომლის შესახებ მითითებულ წყაროში წერია: „ქურჯიფს – მდინარე
ბელაიას მარცხენა შენაკადი, ერთვის მას მაიკოპის ახლოს“. ქურჯიფსის
ეტიმოლოგიას ბევრი უკავშირებს „ქურჯ“ – ქართველს, აქედან „ქართველის
წყალი“. არსებობს ვარიანტი ფორმით ქურჯიჟ „დიდი ქართველი“ [რატიანი, გვ.
17].

ბატონი ზურაბ რატიანი იგონებს, რომ მაიკოპიში ყოფნის დროს იქაურ


მეცნიერებს შეხვედრია და კითხვაზე „რატომ ეძახით ამას ქურჯიფს – ქართველების
მდინარესო, მათ სრულიად სერიოზულად გვიპასუხეს, იმიტომ რომ
საქართველოდან მოედინებაო“. ამრიგად, ადიღეელთა მეხსიერებას დღესაც
შემორჩენილი აქვს, რომ კავკასიის მთები და შავი ზღვის სანაპირო ისტორიული
საქართველოა, მაგრამ იგივე ადიღეური ტოპონიმები კიდევ უფრო მნიშვნელოვან
ცნობებს გვაწვდიან. ასე, ქ. კრასნოდარის მახლობლად, შეიძლება ითქვას, მის გარე
უბანში, არის ადგილი, რომელსაც ადიღეელები უწოდებენ ქურჯნიბ და ქურჯჩეი. ამ
შემთხვევაში ჩვენი ლექსიკონი ყოველგვარი დაეჭვების გარეშე, დაბეჯითებით
განმარტავს: „ქურჯნიბ – ,,ქართველის მას მეორე სახელწოდებაც აქვს ქურჯჩე
–,,ქართველის ველი“ [რატიანი, გვ. 18]

მდინარე ლაბას ქვემო წელზე არის ადგილი, რომელსაც ადიღეელები ეძახიან


სონეიმეზ, რომელსაც ლექსიკონის ავტორი ასე განმარტავს: „სონეიმეზ“ –
ბუჩქნარია ულულაპის ჩრდილო-აღმოსავლეთ გარეუბანში, „სვანების ტყე“.

მდინარე ლაბას სახელწოდების შესახებ მერეტუკოვი ამბობს: ლაბა – მდ.


ყუბანის ყველაზე დიდი შენაკადის, ჰიდრონიმის, ეტიმოლოგიის საკითხი სადაოდ
რჩება. მდინარე ლაბას ერთ-ერთი შენაკადი სათავეს იღებს მთიდან ლოუბა
(აბაზური სიტყვაა), ხოლო სვანურ ენაში სიტყვა „ლაბნა“ აღნიშნავს „წყაროს“.
მდინარე დიდი ლაბას ზემო დინება, ზედა ბაქურჯინოვოს არსებობა, რომელმაც,
მართალია, რუსიფიცირებული ბოლოსართით მოაღწია ჩვენამდე, მაგრამ თვით
ფუძე „ქურჯ“ – ადიღეურ-ჩერქეზულად – ქართველი – აშკარად სახეზეა, ამბობს
ავტორი.

,,მერეთენე კუშხახუ – ასე ჰქვია საძოვრების ერთ ნაწილს ლაგონაკის


ზეგანზე. „მერეთინების (იმერლების) საძოვარი“

ამრიგად მერეთინ ყოფილა იმერელი, ხოლო მერეთუყვა ნიშნავს


იმერლიშვილს და როგორც ზემოთ ვნახეთ, ადიღეში ყოფილა მდინარე, სოფელი,
ოთხი დოლმენი მერეთუყვა-იმერლიშვილების. საიდან სადაო? უნებურად
გაგიკვირდება, აქ იმერლებს რა უნდაო?! სვანი, მეგრელი, აფხაზი (და არა აფსუა!),
კიდევ ჰო, მაგრამ იმერელი? ერთი შეხედვით, მართლაც უცნაურია, მაგრამ
აკადემიკოს სიმონ ჯანაშიას შრომების IV ტომში, რომელიც მთლიანად ადიღესა და
ჩრდილოეთ კავკასიის სხვა ქვეყნებში მისი ექსპედიციის დღიურს წარმოადგენს,
დადასტურებულია, რომ ადიღეელები იმერელში ქართველს გულისხმობენ და არა
საკუთრივ იმერეთის კუთხის ქართველს – იმერელს ს. ჯანაშიას აქვს ასეთი
ჩანაწერი: „ქართველი – უფრო: მერეთინ, კიდევ: გრუზინ“ [რატიანი, გვ. 23-24].
ჩანს, რომ მერეთინ უფრო ძველია და უფრო გავრცელებული, მაგრამ მას უკვე
ენაცვლება გრუზინ, რაც, ცხადია, ადიღეში რუსების დამკვიდრების შედეგია.
„ასეთი ბოლოსართიანი სიტყვები, სატომო, გვარის, კაცის, გეოგრაფიულ
სახელებში ადიღეურ-აბაზურ ენებში დამოწმებული აქვს ს. ჯანაშიას: „საძინ,
ტაულინ, აფსინ, ჭიგვინ, ჰაქვრინ, ფშიღავინ, მედინ, ცვაფსინ“ [რატიანი, გვ. 24]

ასე რომ ადიღეურ-აბაზურ ენებში ტერმინი მერეთინ ქართველის მნიშვნელობით,


უთუოდ იმერეთის სამეფოს უკავშირდება.

„ადიღეური ტოპონიმიკური ლექსიკონი“ სამ ტოპონიმს იმოწმებს ჯვარის


მნიშვნელობით: ჯორე ჩიგ, ჯორე კოთხირ, ჯორე ყოპს, ამასთან, სქოლიოში
განმარტავს: „ჯორე – ჯვარი ნასესხებია ქართული ენიდან“ [რატიანი, გვ. 39].
ამათგან პირველის შესახებ ავტორი წერს: „ჯორე ჩიგ „ჯვარი": ასე ეძახდნენ დიდი
მუხის ხეს, მდ. ტუს ზემო წელზე. ხის ძირას დგამდნენ ხის ჯვარს და მის წინ
ლოცულობდნენ“ „ჯორე ყოფს“. ჯორე – „ჯვარი“, “ყო“ – ხეობა, ველი. „ფსი“ –
მდინარე. მდინარის ჯვრის – „ჯვრიანი ხეობა“ – მდ. აგუის მარჯვენა შენაკადი.
სათავეს შეეტხის ქედიდან იღებს. აულ აგუის ხანდაზმულები ჰყვებიან, რომ
მდინარის ხეობაში ბევრი წმინდა ხე ხარობდა. ყოველი მუხის ძირას იდგა ხის
ჯვარი, რომლის წინაშეც ლოცულობდნენ.

ყველა ეს ჯვართან დაკავშირებული ტოპონიმი მდებარეობს ქ. ტუაპსეს


მიდამოებში. დამოწმებული მასალიდან ჩანს, რომ დოლმენები ადიღეელთათვის
უცხო კულტურის ძეგლებია. მათ არ იციან დოლმენების დანიშნულება და რომ
დოლმენები საფლავებია, ამას ადიღეელები სხვისგან – უცხოელებისაგან
გებულობენ. ეს გარემოება კი იმის უტყუარი დასტურია, რომ ადიღეელები
პირიქითა საქართველოში მას შემდეგ დასახლდნენ, როცა იქ უკვე არსებობდა
დოლმენების კულტურა, ანუ დოლმენები ადიღეელებს იქ დახვდათ, მათ
მოსვლამდე იქაური მკვიდრი, მათთვის უცხო ხალხის აშენებული. და აი ამ უცხო
ხალხს, დოლმენების კულტურის შემქმნელს, „ადიღეელები სპი-ისპს უწოდებენ,
თვით დოლმენებს – სპიუნ-ისპუნს, რაც ცეროდენების სახლს, ე. ი. საცხოვრებელ
სახლს (და არა საფლავს.) ნიშნავს. რატომ უნდა ეწოდებინათ ადიღეელებს
ქონდრისკაცები იმ უზარმაზარი სამარხების პატრონებისათვის? ცხადია,
უმეცრებით. დოლმენები იმდენად უცხო, უჩვეულო აღმოჩნდა მათთვის, რომ ისიც
კი ვერ გაიგეს, რა დანიშნულებისა იყო ისინი. ეს კი მხოლოდ ამ შემთხვევაში
შეიძლებოდა მომხდარიყო: 1) თუ დოლმენები სხვისი და არა ადიღეელების
აშენებული იქნებოდა; 2) თუ ადიღეელები მაშინ გაეცნობოდნენ დოლმენებს, როცა
მისი ამშენებელი ხალხი ან გადაშენებული, ე. ი. დოლმენების გავრცელბის
არეალიდან აყრილი იყო, ან იქვე ცხოვრობდა, მაგრამ დოლმენებს უკვე აღარ
იყენებდა საფლავებად. თუ ადიღეელები იმდენად დაბალი კულტურის იქნებოდნენ,
რომ შენობა-ნაგებობაზე არავითარი წარმოდგნა არ ექნებოდათ.

დოლმენების შემქმნელი ხალხი სპი-ისპი ადიღეელთათვის წარმოუდგენელ


საოცრებებს ფლობდა და ამიტომ ადიღეველებმა ისინი ჯადოქრებად მონათლეს,
მაგრამ ქონდრისკაც ჯადოქრებად, რითაც თავისი ველური შიში დაიცხრეს სპი-
ისპთა მიმართ და ფსიქოლოგიურად თავისი ძლევამოსილება ირწმუნეს. მაგრამ
დოლმენების შემოქმედი ხალხის ქონდრისკაცებად მონათვლას მხოლოდ მაშინ
შეძლებდნენ ადიღეელები, როცა დარწმუნდებოდნენ მათ რიცხობრივ სიმცირეში და
არა არარსებულ ფიზიკურ კნინობაში.

სპერი საქართველოს სამხრეთ-დასავლეთის ისტორიული მხარის


სახელწოდებას ავტორი ლოგიკურად უკავშირებს შავი ზღვის ძველ სახელწოდებას
„არ არის გამორიცხული, რომ ადიღეელთა წინაპრებისათვის ცნობილი იყო შავი
ზღვის ძველი სახელწოდება – სპერის ზღვა და მათი სპი-ისპიც ამას
უკავშირდებოდეს“.

ერთადერთი მიწა-წყალი, სადაც შეიძლებოდა ოსური, ჩერქეზული, ანუ ადიღეურ-


აბაზა-აფსუური და თურქული, ან ყარაჩაი-ბალყარული ეპოსები ჩასახულიყო,
აშკარად ვოლგა-დონის შუა ტრამალებია და, ამდენად, ნართების ეპოსის შემქმნელი
ხალხის პირველსაცხოვრისი, მართალია არა მkვიდრი სამშობლოს, არამედ
სამომთაბარეო მიწა-წყლის სახით ყოველ შემთხვევაში, ამ ეპოსის ჩასახვისას,
სწორედ ჩრდილოეთ კავკასიის ჩრდილოეთით მდებარე ვოლგა-დონის ტრამალებია.
ეს ტერიტორია კი უხსოვარი დროიდან იყო ის დერეფანი, რომლითაც აზიელი
ველურები ევროპისაკენ მიისწრაფვოდნენ. სკვითები, სარმატები, ჰუნები, ხაზარები,
პაჭანიკები, ყივჩაღები, ალანები და კიდევ ბევრი სხვადასხვა ჯურის ველური
მომთაბარეობდა ვოლგა-დონის ტრამალებზე ათასეული წლების განმავლობაში.
ახლა შეუძლებელია იმის დადგენა, თუ რომელი მათგანის წიაღში იშვა ნართების
ეპოსი, მაგრამ იმის თქმა კი დაბეჯითებით შეიძლება, რომ ყველა ის ხალხი,
რომელიც ნართების ეპოსის შემქმნელად ითვლება, სათავეს ვოლგა-დონის ველებზე
მომთაბარე ველურებიდან იღებს. ამათგან ოსები უშუალოდ ალან-სარმატ-სკვითთა
შთამომავლებად არიან მიჩნეული, ძირითადად ენობრივი კუთვნილების გამო.

მაგრამ ხალხის ენა ყოველთვის არ არის მათი რასობრივი კუთვნილების


განმსაზღვრელი. ამის მაგალითები ისტორიამ ბევრი იცის და საკმაოა უზბეკების,
ყაზახებისა და ყირგიზების დასახელება, რომლებიც ენით თურქულენოვანნი არიან,
რასობრივად კი მონღოლოიდები. ასე რომ ჩერქეზთა, ადიღე-აბაზა-აფსუათა
იბერიულ-კავკასიურ ენათა ოჯახის კუთვნილება, როგორც დღეს მიიჩნევენ, სულაც
არ ნიშნავს მათი ამავე ოჯახის რასობრივ კუთვნილებას, ანდა ყარაჩაი-ბალყარელთა
თურქულენოვანება ჯერ ვიდევ არ ნიშნავს მათი თურქული მოდგმის კუთვნილებას.

ნართების ეპოსი ირანული ან თურქული მოდგმის ხალხების შემოქმედებაა,


ნართების ავტორ ხალხთაგან კავკასიაში პირველები ოსები დამკვიდრდნენ ა. წ.
პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში, მაგრამ ჩრდილოეთ კავკასიის მიმდგომ
ტრამალებზე მათი უმრავლესობა მონღოლებმა გაჟლიტეს XIII-XV საუკუნეებში და
მხოლოდ ვავკასიონის ქედის ჩრდილოეთ ხეობებსა და იმავე ქედის სამხრეთით –
საქართველოს შემოხიზნული ოსების ნაშთი გადაურჩა გადაშენებას.

ოსების შემდგომ ჩრდილოეთ ვავკასიის მთებს იჭერენ ყარაჩაი-ბალყარელები.

როდის დაუჭერიათ ჩერქეზებს პირიქითა საქართველო? ამის გასარკვევად


ვნახოთ რას წერს ჯიქების, ანუ იგივე ჩერქეზ-ადიღეელების შესახებ ლეონტი
მროველის შემდეგ, „ქართლის ცხოვრების“ მეორე ავტორი ჯუანშერი: „ვახტანგ
გორგასალი განვიდეს პაჭანიკეთს, რამეთუ მაშინ მუნ იყო პაჭანიკეთი მოსაზღვრედ
ოსეთისა, მდინარესა ოსეთისასა წიაღ, და ჯიქეთი მუნვე იყო“ [რატიანი, გვ. 51].

აფხაზეთი ჯუანშერისთვის, ისევე როგორც ლეონტი მროველისათვის, რომ


იგივე ეგრისია, ეს ცნობილია, მაგრამ რას ნიშნავს ჯუანშერის ფრაზა: „ჯიქნი
დაემკვიდრეს ბოლოსა აფხაზეთისასა?“ დამკვიდრება მომთაბარეობიდან ერთ
ადგილზე დაფუძნებას ნიშნავს. მაგ. ლეონტი: „უმკვიდრო იყო ქვეყანა იგი,“ (ე. ი.
იმ ქვეყანაში მკვიდრი, მიწაზე დაფუძნებული მოსახლეობა არ არსებობდა) და
ამიტომ ჯუანშერის თანახმად, გამოდის, რომ ჯიქები XI ს. შუა წლებიდან
მომთაბარეობიდან მკვიდრ ცხოვრებაზე გადასულან.

ადიღეური ნართების ეპოსისა და ჯუანშერის ცნობებით დადასტურდა


ადიღეელთა – ჯიქთა, ე. ი. საერთოდ ჩერქეზთა მომთაბარეობა ვოლგა-დონის
შუამდინარეთში, საიდანაც, ჯუანშერის თანახმად, ისინი მდინარე ყუბანის ქვემო
წელზე, აზოვის ზღვისპირა დაბლობზე დამკვიდრებულან XI ს. შუა ხანებში.
ჯუანშერის დამოწმებული ცნობა ასე გრძელდება: „და მოტყუენა ვახტანგ
პაჭანიკეთი და ჯიქეთი და შეიქცა, და მოადგა ოსეთსავე“ [რატიანი, გვ. 54]
როდის გადმოლახეს მდინარე ყუბანი ადიღეელებმა, როგორ მოხდა ეს და როდის
დამკვიდრდნენ ისინი ყუბანის მარცხენა ნაპირებზე და შავი ზღვის სანაპიროზე, ე.
ი. პირიქითა საქართველოში.

ამ საკითხის გასარკვევად ზურაბ რატიანი სოციალურ ტერმინებს ათაუად და უორკს


განიხილავს. ეს სოციალური ტერმინები ადიღეურსა და მის მოძმე ენებში არის
დადასტურებული, რაც იმის უტყუარი ნიშანია, რომ მაშინაც კი, როცა ისტორიულ
ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში ადიღეური მოსახლეობა დამკვიდრდა, ეს
მოსახლეობა ქართული პოლიტივური და სოციალური გავლენის ქვეშ მოექცა, და
ცხადია, ასევე ქართული კულტურული და ნაწილობრივ მაინც ეკონომიკური
გავლენის ქვეშ იმყოფებოდა.

სამწუხაროდ, ამგვარი პროცესის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს ამჟამად


ისტორიული ეგრისის შუაგულში ე. წ. აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში.
გავიმარჯვებთ ამ კუთხის ძირძველი პატრონები – ქართველები, ეს მხარე
გადარჩება, თუ ვერ გავიმარჯვეთ, მასაც უცხოელი დაეპატრონება „უფროსი ძმის“
ლოცვა-კურთხევით, სხვათა შორის, იმ „უფროსმა ძმამ“, „ჩაგრულთა მფარველმა“
რუსმა ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში ძალიან კარგად იცოდა, რას წარმოადგენდა
აფხაზეთი. აი რას წერდა ერთი უპირველესი რუსი ისტორიკოსი, ვასილ ტატიშჩევი:
”Паче же мною, часть Мингрелии Северная, которую турки и кабардинцы имянуют
Авхазос, наши древние именовали обезы... Ныне оной большую часть кубанцы
наполняют." [რატიანი, გვ. 55].

ე. ი. ჩრდილოეთ სამეგრელოს თურქები და ყაბარდოელები ავხაზოსს უწოდებდნენ,


ჩვენი წინაპრები კი, ობეზებს ეძახდნენო და ახლა მის მეტ ნაწილს ყუბანელები
იჭერენო.

აფხაზეთი რომ საქართველოს ისეთივე ორგანული ნაწილია, როგორც


ქართლ-კახეთი, მესხეთი და ნებისმიერი ქართული მხარე, ეს დიდი ხანია გაარკვიეს
ივანე ჯავახიშვილმა, სიმონ ჯანაშიამ, ნიკო ბერძენიშვილმა და პავლე ინგოროყვამ,
ისევე როგორც ის, რომ ძველი, ნამდვილი აფხაზები ქართველები იყვნენ, ხოლო
აფსუები გადამთიელები არიან, „აფხაზეთი ისეთივე საქართველო იყო და აფხაზი
ისეთივე ქართველი იყო, როგორც ეგრისი და მეგრელი, როგორც ჰერეთი და ჰერი,
როგორც ქართლი და ქართლელი“ [რატიანი, გვ. 56] დასავლეთ საქართველოს
ქართული სახელმწიფო შექმნილია ქართველი ტომების მიერ და ერთ-ერთი ამ
ტომთა შორის არის ქართველი ტომი აფხაზები.

ზურაბ რატიანის აზრით, „ვარგი და ბევრი სხვაც ქართულიდან არის შესული


ადიღეურში“. ვარგი თამარის ეპოქაში აღნიშნავდა ღირსეულ ყმა-ვასალს,
(გაგვახსენდება ალბათ შოთას „ვინცა ისმენს კაცი ვარგი“) მოლაშქრეს, რომელიც
სოციალურად აზნაურიც შეიძლებოდა ყოფილიყო, აზნაურად მსახურიც და
მსახურად მსახურიც. უფრო ადრე კი, ბაგრატ III-ს სამართლის თანახმად, რომელიც
ძირითადად X-XI საუკუნეების ვითარებას ასახავს, ვარგის შესატყვისი იყო ცალკე
სოციალური კატეგორია – ყმა, ანუ ყმა-ვასალი, მოლაშქრე, აზნაურზე დაბლა
მდგომი ფეოდალური იერარქიის კიბეზე, მაგრამ არა მიწისმოქმედი და თვითონ
ყმა-გლეხთა პატრონი. ასეთი ვარგი ფეოდალური საქართველოს მთიან მხარეებში,
კერძოდ, სვანეთში, ფართოდ იყო გავრცელებული, სადაც აზნაურის მნიშვნვლობით
იხმარებოდა. ამის მიზეზი ის გახლდათ, რომ მთა მიწის რესურსებით
შეზღუდულია და იქ არ იყო იმის საშუალება, რომ ბარის საქართველოს მსგავსად,
ვრცელი სააზნაურო ერთეულები გავრცელებულიყო თავისი საკმაოდ დიდი
მამულებით, ყმა-გლეხთა სიმრავლითა და საკუთარი მონასტრებით. მთიელი ვარგი
სოციალურად ზოგადად ბარელი აზნაურის შესაბამისი იყო, თუმცა ეკონომიკურად
მას ვერ გაუტოლდებოდა. ასე იყო მთიან საქართველოში, მაგრამ ამ ახალი მასალის
თანახმად სვანები ხომ პირიქითა ანუ ბარის საქართველოში – ყუბანის ველებზეც
ცხოვრობდნენ, რომლის ტერიტორია აწინდელი სვანეთისას რამდენჯერმე, ათჯერ
და მეტადაც აღემატება. ამიტომ ბუნებრივია, ყუბანის აუზში – პირიქითა
საქართველოში მოსახლე სვანებში ისევე გავრცელებული იყო სოციალური
კატეგორია აზნაური, როგორც პირაქეთა საქართველოში. უთუოდ ამის გამოძახილი
უნდა იყოს „ადიღეურ ტოპონიმიკურ ლექსიკონში”დადასტურებული ტერმინი:
ანძაური.

ბარბაროსის ქართული შესატყვისი ასევე ყოფილა ჩერქეზი-ქაშქი, ქაშაგი, ანუ


ადიღეთა ზოგადი სახელწოდება.
კ. მერეტუკოვის განმარტებით: აულ კოშეჰაბლის შესახებ: „ქოჩშ-ქოშჩინ ,,ერთი
ადგილიდან მეორეზე გადასვლა“ („მომთაბარეობა“). ჰაბლ „აული“, „უბანი“ –
„მოხეტიალე, მომთაბარე აული“.

ავტორის აზრით, „ამ მრავალი კოშეჰაბლის არსებობა ადასტურებს ადიღეთა


ძირძველ ქართულ მიწაზე ფეხის მოკიდების პირველ ეტაპს, როცა ეს კოშჩ-ქაშქ-
ადიღეელები, ანუ მომთაბარე ველურები თანდათან მოხეტიალედან მიწაზე მკვიდრ
ცხოვრებას იწყებდნენ. ასეთ დროს, ცხადია, მათ ბევრი მდინარის ადიდებაც,
მეწყერიც, ზვავიც და ათასი სხვა სტიქიაც შეუშლიდა ხელს, რადგან ველურები
იყვნენ და არ იცოდნენ, რომელი ადგილი შეერჩიათ სამოსახლოდ. არანაკლები
წინააღმდეგობა შეხვდებოდათ მათ ძირძველი ქართული მოსახლეობისაგან და,
ვფიქრობ, ზემოთ დამოწმებული ანძაურის აული სწორედ ამის დასტურია. ანძაური
აშკარად არის ქართული აზნაურის დამახინჯებული ანუ გაადიღეებული ფორმა.“
[რატიანი, გვ. 62].

მნიშვნელოვან ცნობებს გვაწვდიან ტოპონიმები, რომლებიც ყორღანებს


უკავშირდებიან. განსაკუთრებით საყურადდებოა ოშხე ტიგერ. ოშხე ყორღანს
ნიშნავს (ოშხე, სოფელია ზემო რაჭაში და ამ სოფლის მიხედვით არსებობს გვარი
ოშხერელი.) ტიგერ გათხრილს. ეს გათხილი ყორღანი მდებარეობს აულ
ადამიისთან, იქ, სადაც იმეზ-სვანების ტყეა, მდინარე ლაბას ნაპირას. საქმე ის არის,
ამ ყორღანს მეორენაირად „გომილეშხა ანზაურა ყურღან“ ჰქვია, რაც ქართულად
აზნაურ გომილეანთ ყორღანს ნიშნავს. „გომილ აშკარად ფუძეა აზნაურის გვარისა
და ამდენად შესაძლოა მისი გვარი გომილიანი იყო. არსებობს სვანურში მამაკაცის
სახელი გუმელი. ხომ არ არის გომილ ამ გუმელის ადიღეური ფორმა? მაშინ სვანი
აზნაურის გვარი გუმელიანი იქნებოდა. მაგრამ მთავარი აქ ის არის, რომ ზემოთ
განხილული კოშეჰაბლის ძველი პატრონის – ქართველი აზნაურის მსგავსად, აქაც
ეს აზნაური უთუოდ ქართველი იყო, რადგან, ეს სოციალური ტერმინი ქართულია
და ჩერქეზულ-ადიღეურ ენაში როგორც სოციალური ტერმინი, იგი არ
იხმარებოდა.“ [რატიანი, გვ. 62].

გურჟ უახშ ანუ კრამიტის ყორღანი, როგორც მას განმარტავს ლექსიკონის


ავტორი. ადიღეურად ქართველი არის ქურჯ, ხოლო ადიღეური ენის ბჟედუხურ
დიალექტზე გურჟ ნიშნავს კრამიტს. გინდაც ასე იყოს, აქედანაც კარგად ჩანს, რომ
ქურჯ და გურჟ არსებითად ერთი და იგივე სიტყვაა, ანუ გურჟ დიალექტური
ვარიანტია ქურჯისა. ასე რომ ეს კრამიტის ყორღანი იგივე ქართველის ყორღანია.

აულ ადამიისთან არის რატუ იუაშხ. ლექსიკოგრაფი განმარტავს: ”რატიუ –


საკუთარი სახელია”. რატიუას ყორღანი. „რატი ძირძველი ქართული სახელია
მამაკაცისა, რომელიც დღესაც გავრცელებულია საქართველოში და მისგან გარდა
რატიანისა, კიდევ რამდენიმე გვარია ნაწარმოები. რატიშვილი, რატია, რატიანიძე,
რატიაშვილი“. [რატიანი, გვ. 64].

მარშანჰაბლი ნიშნავს მარშანის უბანს, ხოლო მარშანი, იგივე მარშანიაა. ს.


ჯანაშიას სხვა ჩანაწერით ირკვევა შემდეგი: „ათაუად გაგიგონია-მეთქი, მიპასუხა:
ფში-ზე დაბალია და ვარხზე (ე. ი. ვარგზე) მაღალია. თავადები არიან მარშანიები
(მარშან). განა ისინი ფში არ არიან-მეთქი? წინათ იყვნენ, მერმე კი არაო” [რატიანი,
გვ. 66]. გვარი მარშანი ს. ჯანაშიას ყაბარდოშიც აქვს დადასტურებული ფორმით
მარშანხა და იქაც თავადად იხსენიება.

„მარშანი ისევე სვანური გვარია, როგორც დადვანი, ფილფანი, ჩართოლანი


და ბევრი სხვა. რა თქმა უნდა, შესაძლოა, ამ აულის სხვა უბნების სახელწოდებაში
გაადიღეებული ქართული გვარებიც იმალებოდეს, მაგრამ ამის დადგენა ახლა
ძალიან სათუოა. აქედან ირკვევა, რომ გვარი მარშანი პირიქითა საქართველოს,
საკუთრივ ყუბანისპირა ქართველობიდან, კერძოდ, სვანებიდან მოდის.“ [რატიანი,
გვ. 67].

რადგან ადიღეურში ათაუად და არა ადიდებულ არის დადასტურებული, ეს


იმის ნიშანია, რომ XV საუკუნემდე, უფრო ზუსტად XV საუკუნის II ნახევრამდე
ყუბანისპირეთში, შავიზდვისპირეთზე რომ აღარა ვთქვათ რა, ადიღეელები ჯერ
კიდევ არ იყვნენ საბოლოოდ დამკვიდრებული. ისინი რომ XIII-XIV საუკუნეებში
შემოხიზნულიყვნენ ყუბანისპირეთში, უთუოდ დიდებული გავრცელდებოდა
ადიღეელებში და არა თავადი, მაგრამ XIV საუკუნეში, დაწყებული გიორგი
ბრწყინვალით და დამთავრებული მისი შვილიშვილით ბაგრატ V დიდით (თემურ-
ლენგის შემოსევებამდე), საქართველო იმდენად ძლიერი სახელმწიფო იყო, რომ მას
სავსებით სამართლიანად თამარის დროინდელს ადარებდნენ. ასეთ დროს
გამორიცხული იყო ქართულ მიწაზე უცხო ტომის დამკვიდრება. თუმცა ველურთა
პირველი ტალღა XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან შემოვიდოდა, მაგრამ, XIV
საუკუნეში იგი საქართველოში ვერ დამკვიდრდებოდა. XIV საუკუნის ბოლოდან კი,
როცა საქართველოში საშინელი სისხლის წვიმები დაიწყო მსოფლიო ისტორიაში
ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი დამპყრობლის თემურ-ლენგის შემოსევებით,
რომლის მრავალგზის ლაშქრობამ აყვავებული ქვეყანა მიწასთან გაასწორა და XV
საუკუნიდან ამას დაემატა სხვა აღმოსავლური ურდოების შემოსევები, ასეთ
გაჩანაგებულ ქვეყანაში კი უკვე ადვილი იყო ადიღეელების დიდი რაოდენობით
პირიქითა საქართველოში დამკვიდრება. მაგრამ ტერმინი ათაუადი ადასტურებს,
რომ ახალი მოსახლეობა ჯერ ისევ „ძველი, ე.ი. ქართული სახელმწიფოს
შემადგენლობაში რჩებოდა, ჩანს, ჯერ ერთიანი საქართველოს, შემდეგ იმერეთის
სამეფოს შემადგენლობაში. ამიტომ არის შემორჩენილი ადიღეელებში მერეთინ-
იმერელი ქართველის მნიშვნელობით, ხოლო ძველი სახელი ქურჯ მათ უფრო
თბილისის მიმართ შემორჩენიათ. სვანის, ადიღეურად სონეს სახელის ყველაზე
მეტად გავრცელება ადიღეს აწინდელ ტოპონიმიკაში კი უთუოდ იმის ნიშანია, რომ
ხიზნებად შემოხვეწილ ადიღეელებს იქ სვანები დახვედრიათ, ვისგანაც მათ
უსწავლიათ ხვნა-თესვა, ვაზის და ღვინის, გუთნის, თოხის, ბარის, ნიჩბის და ვინ
იცის, კიდევ რა კულტურისა და იარაღის სახელი. (ადიღეურსა და მის
დიალექტებში სანე ნიშნავს ვაზსა და ღვინოს, კუთან – გუთანს, სვანა – თოხს,
ლასვანა – ბარსა და ნიჩაბს, გურჟ – კრამიტს...). საერთოდ კი ტერმინების სონე –
სვანი, ქურჯ – უწინ ქართველი, მერე – თბილისი, მერეთინ – ქართველის
არსებობა ადიღეურ ენაში უდავოდ იმის მოწმობაა, რომ ადიღეელები ტალღებად და
არა ერთბაშად შემოსულან ამ ქართულ მხარეში. ადიღეელთა პირველ ტალღას
ქართველთა ნაკვალევისათვის ჯერ სონე-სვანთან დაკავშირებული სახელები უნდა
დაერქმია, მეორე ტალღას – ქურჯ ფუძის სახელები და ბოლო, მესამე ტალღას –
მერეთინ ძირის ტოპონიმები. ასე რომ ყოველ მომდევნო ტალღას წინარე ტალღის
მიერ დარქმეული ტოპონიმი უნდა დახვედროდა იქ.“ [რატიანი, გვ. 69].
აფსუა იგივე აბაზაა, ადიღეს ჯიშისაა, იგივე ჩერქეზ-ქაშაგია და ქართულ მიწებზე
ისევე ხიზნად არის შემოსული, და საქართველოს ბედუკუღმართობის გამო აქ
დამკვიდრებული, როგორც ყველა ეს ადიღე-ქაშაგ-ჩერქეზი.

აჭ-აზ ფუძის ტოპონიმები ადიღეურში მიღებულია ქართული სატომო სახელების


ჭანი და ზანი-საგან. იმ მხარეში მოსახლე ქართველები ლაზების სახელით რომ
იყვნენ ცნობილი, ეს ანტიკური წყაროებით დასტურდება, სადაც ლაზიკა და ძველი
ლაზიკა არის ნახსენები. თუ ქართული წყაროების ეგრისი ბერძნებისათვის ლაზიკა
იყო, ჩანს აგრეთვე ეგრი ადიღეელთათვის ჭანის და ზანის სახელით ყოფილა
ცნობილი. ერთ შემთხვევაში ზანის, მეორეში ჭანის მოხსენიებაზე ადიღეურ
ტოპონომიკაში.

ახლა ერთხელ კიდევ ვნახოთ აჭ-აზ ფუძის ზემოთ დამოწმებული


ტოპონიმები. თუ ამ დასკვნებს ვირწმუნებთ, გამოდის რომ აჭარე-ჭანების წყალია,
აჭიო – ჭანების (ასევე წყალი), აჭიაყვა - ჭანების ხეობა, აჭეკი – ჭანების წყალი,
აჭიჩ – ასევე ჭანების წყალი (მდინარე), აჭოყვამე იმეზ – ჭანიშვილების ტყე, აჭყუ –
ჭანების წყალი, აჭიფს -- ჭანების წყალი, აჭეყვულაჯ ანუ აწეპს – ჭანების წყალი..
აზგუჩ – ზანების რკინა, აზგუჩ გოგუ – ზანების რკინის გზა ანუ გზა, რომელზეც
ზანების რკინა გადაჰქონდათ, აზი(ფ) – ზანების მთა, აზიფეთხ – ზანების ქედი,
აზიფეთხიყვა ფსინე ჩიე – ზანების ქედის ძირში ცივი წყარო”.

ამრიგად, თუ მართლა აზ – აფხაზს აღნიშნავდა შაფსუღურად, მაშინ ეს აფხაზი


იყო ჭანი ანუ ზანი და არა აფსუა.

ყოველ შემთხვევაში, სრულიად გამორიცხულია, რომ აფხაზში აქ აფსუა


იგულისხმებოდეს და ყველა ზემორე ტოპონიმი მას უკავშირდებოდეს, რადგან
აფსუა და შაფსუღი, ისევე როგორც ყველა ადიღეური ტომი, მხოლოდ ქართველების
შემდეგ მოვიდნენ იმ მიწებზე და, ვითარცა ქაშაგ-ველურებს, მათ არავითარი
რკინის დამუშავება არ შეეძლოთ, პირიქით, რკინის საბადოებიც და ბევრი სხვა
სიკეთეც მათ ადგილზე, ქართველთა ნასახლარებზე დახვდათ.

ბატონი ზურაბ რატიანის ახალი თვალსაზრისის თანახმად, ანტიკურ წყაროთა ზოგი


აქამდე საეჭვო ცნობა უეჭველი ხდება. მაგალითად, როგორც თავად ამბობს:
„სტრაბონის ცნობა სვანების შესახებ, სადაც სვანები კავკასიის უძლიერეს და
დაწინაურებულ ტომად იხსენიება. სვანებსო, წერს სტრაბონი, ორასი ათასი
მხედრის გამოყვანა შეუძლიათო. აქამდე ეს ცნობა დიდ ეჭვს იწვევდა, მაგრამ
ამიერიდან არა მგონია, ვინმე დაეჭვდეს სტრაბონის ამ წყაროს სისწორეში, რადგან
არა მარტო კავკასიის მთებში, არამედ ყუბანის თვალუწვდენელ ველებზე მოსახლე
სვანებს, ცხადია, არ გაუჭირდებოდათ ორასი ათასი ჯარისკაცის შეკრება“. [რატიანი,
გვ. 90].

ასევე დასაზუსტებელია არიანესა და პტოლემაიოსის ცნობები ქალაქ ძველი


ლაზიკისა და ლაზიკის შესახებ. რომელიც როგორც მიიჩნევენ, ანონიმი ავტორის
ნახსენებ ნიკოფსიასთან მდებარეობდა უწინ.

არც ნიკოფსი და არც მის ადგილას მდებარე უწინდელი ლაზიკა, თუ ძველი


ლაზიკა, არ შეიძლებოდა იქ ყოფილიყო, სადაც ახლა ეგულებათ, ტუაპსეს
დასავლეთით. ეს ადვილად მტკიცდება ახალი – ადიღეური მასალისა და ძველის –
ქართულის_შეჯერებით. ლეონტის ცნობებით: „და ამასვე ადერკის მეფობასა შინა
მოვიდეს ათორმეტთა წმიდათა მოციქულთაგანი ანდრია და სვიმონ კანანელი
აფხაზეთს და ეგრისს. და მუნ აღესრულა წმიდა სვიმონ კანანელი, ქალაქსა
ნიკოფსისასა, საზღვარს ბერძენთასა“ [რატიანი, გვ. 92].

ამრიგად, ლეონტის ცნობით, ქალაქი ნიკოფსი მდებარეობს ბერძენთა საზღვართან.

შემდეგ ლეონტი (ჩანართი) წერს: „ხოლო სიმონ კანანელისა საფლავი არს ნიკოფს
ქალაქსა, შორის აფხაზეთსა და ჯიქეთს, რამეთუ აღესრულა წმიდა სვიმონ
კანანელი“.

ამჯერად იგივე ნიკოფსი აფხაზეთისა და ჯიქეთის საზღვარზეა.

და ბოლოს (ჩანართი): „ხოლო სიმონ კანანელი აღესრულა ქალაქსა ნიკოფსიისასა,


რომელი არს აფხაზეთსა და ჯიქეთს შუა, სამზღვარსა ბერძენთასა“.

აქ უკვე აფხაზეთი, ჯიქეთი და ბერძენთა საზღვარი ერთად იყრის თავს.

რომელია ლეონტისა და მისი ჩანართების ამ სამი ცნობიდან რეალობის ამსახველი?


სადავო აღარ არის, რომ არათუ სიმონ კანანელის დროს, არამედ მის შემდეგ კიდევ
რამდენიმე საუკუნის განმავლობაშიც ჯიქეთი, ანუ ადიღე არც აწინდელ ტუაპსემდე
(რომლის მახლობლად მიაჩნიათ ნიკოპსის ადგილმდებარეობა) და საერთოდ შავი
ზღვის სანაპირომდე არ აღწევდა, თვით ქ. ანაპას მიდამოებშიც კი. ასევე
გამორიცხულია ტერმინ აფხაზეთის რეალურად არსებობა ა. წ. II საუკუნეში,
ცნობილია, რომ სიმონ კანანელის გარდაცვალებიდან მხოლოდ რამდენიმე
საუკუნის შემდეგ ჩნდება ტერმინი „აფხაზეთი“.

ლეონტის „აფხაზეთი“ რომ კანანელის დროინდელ ეგრისს გულისხმობს, ეს


ცნობილია და რადგან უკვე ვიცით, რომ ეგრისის ჩრდილოეთი საზღვარი მდინარე
ყუბანზე გადიოდა, ამიტომ გასაგებია, რომ ლეონტის თანახმად ჯიქეთი, ანუ ადიღე
სწორედ ამ მდინარე ყუბანის გაღმა მხარეს ყოფილა, რის გამოც, ცხადია,
ესაზღვრებოდა ეგრისს, რაც ასევე დასტურდება ჯუანშერის ცნობითაც, რომელიც
ზემოთ განვიხილე. და ამ ორ ქვეყანას შორის იყო ერთი ადგილი, სადაც მესამე –
ბერძენთა საზღვარი გადიოდა. ეს გახლდათ ზემოთ ხსენებული მდინარე ყუბანის
ორი შესართავი – შავი და აზოვის ზღვის. იქ, სადაც ყუბანი ორად იყოფოდა და
მისი ერთი ტოტი შავს, ხოლო მეორე ტოტი აზოვის ზღვას ერთვოდა. აი იმ
ადგილას, სამხრეთ ადმოსავლეთით (შავი ზღვის შესართავიდან) იყო ეგრისის
საზღვარი, ჩრდილო-დასავლეთით (აზოვის ზღვის შესართავიდან) – ადიღეს
საზღვარი და მათ შორის მოქცეული ტამანის ნახევარკუნძული იყო ბერძენთა
მიწები, რომელიც ბოსფორის სამეფოში შედიოდა. აი, იქ უნდა არსებულიყო
ქალაქი, რომელსაც ლეონტი ნიკოფსის უწოდებს. ცნობილია, რომ იმ ადგილას შავი
ზღვა ხმელეთს უტევს იმდენად, რომ ორი ათასი წლის წინათ აქ არსებული ქალაქი
კოროკონდამა მთლიანად შთანთქა ზღვამ. ასევე დაემართა ძველი ფანაგორიის
ნაგებობებს, რომლებიც ახლა ზღვაში 3-4 მეტრის სიღრმეზეა ჩაძირული (95). ასე
რომ, გამორიცხული სულაც არ არის ნიკოფსიასაც იგივე ბედი სწეოდა, ან იქნებ
ნიკოფსი ძველად ფანაგორიის სახელით ცნობილი ქალაქია?

https://sites.google.com/site/tskharoebi/home/pavle-ingoroqva/giorgimerchule-tavimeotkhe
https://docs.google.com/viewer?
a=v&pid=sites&srcid=ZGVmYXVsdGRvbWFpbnx0c2toYXJvZWJpfGd4OjI3Y2NhODdhMGI
3ZTIzZWQ

You might also like