Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 8

სასწავლო კურსის პროგრამა (სილაბუსი)

სასწავლო კურსის სახელწოდება

მწვანე კომპიუტინგი

Green Computing

სასწავლო კურსის კოდი: ICT10508G4-LB


აკადემიური უმაღლესი განათლების საფეხური
ბაკალავრიატი მაგისტრატურა დოქტორანტურა

სწავლების ენა

ქართული

ავტორი/ავტორები
გვარი, სახელი: ერისთავი დიმიტრი
სამუშაო ადგილი: სტუ, II კორპუსი, ქიმიური ტექნოლოგიისა და მეტალურგიის
ფაკულტეტი, გარემოს დაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის
დეპარტამენტი, თბილისი, მ. კოსტავას ქ. №69. ოთახი 702.
თანამდებობა: პროფესორი
ტელეფონი: შიდა 68 78; მობ. 599 11 56 70.
ელ–ფოსტა: d.eristavi@gtu.ge

გვარი, სახელი: სალთხუციშვილი მაია


სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მ.კოსტავას 77. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი.
VI კორპუსი. ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტი,
ეკონომიკური ინფორმატიკის დეპარტამენტი,
N320დ ოთახი
თანამდებობა: ასისტენტ-პროფესორი
ტელეფონი: 551 53 03 71
ელ–ფოსტა: m.saltkhucishvili@gtu.ge

სასწავლო კურსის მიზანი

-1- (სულ 8 გვ.)


სტუდენტს შეასწავლოს: თაამედროვე გარემოს მდგომარეობა და მასზე ადამიანის საქმიანობის
ზეგავლენა, ენერგეტიკული პრობლემები; მწვანე კომპიუტინგი და მისი არსი, წარმოქმნის
აუცილებლობა, მიზნები, როგორიც არის: საშიში მასალების გამოყენების შემცირება IT-პროდუქციაში,
IT-პროდუქციის სასიცოცხლო ციკლის გაზრდა, ენერგოგამოყენების ეფექტიანობის ამაღლება IT-
პროდუქციაში მთელი სასიცოცხლო ცილკის განმავლობაში, და ასევე ეკონომიური და ეკოლოგიური
თვალსაზრისით ეფექტიანი უტილიზაცია. ამასთან დაკავშირებით შეასწავლოს: გარემოს დაცვისა და
ეკოლოგიის ძირითადი ასპექტები, ბუნებრივი რესურსების როლი და რაციონალური გამოყენება,
გარემოს ობიექტების ხარისხზე მოქმედი ეკოლოგიური ფაქტორების ზეგავლენა, ბიოსფეროს
წონასწორობის დამრღვევი ფაქტორები, რადიაციული უსაფრთხოების ასპექტები, კლიმატის
ცვლილებები და გარემოს დაცვით მეთოდები, ეკოლოგიური მონიტორინგის ასპექტები, უნარჩენო
ტექნოლოგიის საკითხები. ამასან ერთად შეასწავლოს მწვანე კომპიუტინგის ძირითად
მიმართულებები, მათი რეალიზაცია და ტექნოლოგიები., მიდგომები და მეთოდები; მწვანე
კომპიუტინგის განვითარების ტენდენციები.

დაშვების წინაპირობები

შესავალი ინფორმატიკაში

სწავლის შედეგები
№ საგნის შესწავლის შედეგად მიღებული ცოდნა და შეძენილი უნარები
განმარტავს მწვანე კომპიუტინგს არსს; გარემოს ობიექტებზე მოქმედ ბუნებრივ და
1
ანთროპოგენულ ფაქტორებს.
ასახელებს მწვანე კომპიუტინგის ძირითად მიმართულებებს; ბიოსფეროს წონასწორობის
2
დამრღვევ ფაქტორებს
განსაზღვრავს იმ ძირითად მიდგომებს, რომლითაც მიიღწევა მწვანე კომპიუტინგის
ძირითადი შედეგები; რადიაციული უსაფრთხოების საკითხებს და უნარჩენო ტექნოლოგიის
3
მეთოდებს; ჰაერის დამაბინძურებელ ნივთიერებათა კონცენტრაციებს საველე
ხელსაწყოებით.
იყენებს მწვანე კომპიუტინგის მეთოდებს; ეკოლოგიური ლაბორატორიული ანალიზის
4
ინფორმაციის დამუშავების მეთოდებს;
აჩვენებს წყლის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების ცვლილებას, წყლის სიხისტის სახეებს,
სამრეწველო მჟავა ჩამდინარე წყლების გაწმენდას ნეიტრალიზაციის მეთოდით რეაგენტების
5
გამოყენებით, ნიადაგის მჟავიანობისა და ტუტიანობის გაზომვას გატიტვრის მეთოდით;
წყლის სისუფთავის ხარისხს;
ახორციელებს კომუნიკაცია კომპიუტინგის თანამედროვე მდგომარეობისა და სამომავლო
6 განვითარების შესახებ; გარემოს ობიექტების ეკოლოგიური მდგომარეობის შესახებ.
წარმატებულად წარმართავს თავის საქმიანობას

სწავლის შედეგების მიღწევის (სწავლება-სწავლის) მეთოდები

ლექცია სემინარი (ჯგუფში მუშაობა) პრაქტიკული ლაბორატორიული


პრაქტიკა საკურსო სამუშაო/პროექტი კონსულტაცია დამოუკიდებელი მუშაობა

სწავლება-სწავლის მეთოდების შესაბამისი აქტივობები:


1. დისკუსია/დებატები,
2. დემონსტრირება,
3. ვერბალური ანუ ზეპირსიტყვიერი,
4. წერითი მუშაობის,

კრედიტების რაოდენობა: 5

-2- (სულ 8 გვ.)


საათების განაწილება სტუდენტის დატვირთვის შესაბამისად (სთ.)
ლექცია: 15
სემინარი (ჯგუფში მუშაობა): -
პრაქტიკული: -
ლაბორატორიული: 30
საკურსო სამუშაო/პროექტი: -
პრაქტიკა: -
შუასემესტრული /დასკვნითი გამოცდა 1/1
დამოუკიდებელი მუშაობა: 78

ლექცია
№ თემების დასახელება და შინაარსი
გარემოს დაცვის მეცნიერული საფუძველი ადამიანისა და გარემოს ურთიერთკავშირი და
ურთიერთგავლენა საზოგადოების განვითარების სხვადასხვა ეტაპზე. სიტემის „ადამიანი–
წარმოება–გარემო“ კავშირის შესწავლა. ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება საზოგადოების
1
ეკოლოგიური განათლების გზით.
მწვანე ტექნოლოგიები - ენერგოდამზოგი ტექნოლოგიებსი შემუშავების აუცილებლობა
მწვანე კომპიუტინგი - მისი არსი, წარმოქმნის აუცილებლობა და მიზნები.
ეკოლოგიის მეცნიერული საფუძვლები. ფაქტორიალური, პოპულაციური ეკოლოგია და
ბიოგეოცენოლოგია, ბიოსფერო და ეკოსისტემები. ეკოლოგიური ფაქტორები. ბიოსფეროში
ნივთიერებათა წრებრუნვები და მათი რღვევის ანთროპოგენული ფაქტორები და შედეგები.
2
ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენება. მათი კლასიფიკაცია წარმოშობის,
აუცილებლობისა და გამოლევადობის მიხედვით. აღუდგენადი რესურსების არსებობის
გახანგრძლივების გზები. ენერგიის არატრადიციული განახლებადი წყაროები.
ატმოსფეროს – უმნიშვნელოვანესი რესურსის როლი ადამიანისათვის. ატმოსფეროს
შრეობრივი დაყოფა. შრეების ძირითადი მახასიათებლები. ატმოსფეროს მაკროკომპონენტები
და მათი ცვლილების ტენდენცია. ოზონის როლი, ბუნებრივი და ანთროპოგენული
წარმოქმნის წყაროები.
3
ატმოსფეროს დაბინძურების წყაროები. მრეწველობის სხვადასხვა დარგის საწარმოები და
ტრანსპორტი როგორც ატმოსფეროს ძირითადი დამაბინძურებლები. სამრეწველო
აეროზოლების შედგენილობა ცალკეული დარგების მიხედვით და მათი გავლენა გარემოს
ობიექტებზე და ადამიანზე.
ატმოსფეროს დამაბინძურებელი ნივთიერებების კლასიფიკაცია. მათი ფიზიკო–ქიმიური
4 მახასიათებლები. ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი სამრეწველო აეროზოლების
მავნე ნივთიერებებისაგან გაწმენდისა და გაუვნებელყოფის მეთოდები და აპარატები.
ჰიდროსფერო–უმნიშვნელოვანესი რესურსი. მისი ფიზიკო–ქიმიური მახასიათებ-ლები.
ჰიდროსფეროს კლასიფიკაცია. ზღვებისა და ოკეანეების, მყინვარების, ატმოსფერული ტენის
5
როლი ბუნებაში. მტკნარი წყლის გამოყენების ფორმები – წყლითსარგებლობა და
წყალმოხმარება.
ჩამდინარე წყლის ცნება, კლასიფიკაცია მისი დამაბინძურებელი წყაროების, შემადგენელი
ნივთიერებების კონცენტრაციისა და მათი დისპერსიულობის მიხედვით. მრეწველობის
ცალკეულ დარგების ჩამდინარე წყლების შედგენილობა და მისი გავლენა გარემოზე და
6 ადამიანზე.
ჩამდინარე წყლის შემადგენელი დამაბინძურებელი ნივთიერებათა ფიზიკო-ქიმიური
თვისებების მიხედვით მათი გაუვნებელყოფის მეთოდების შერჩევა. გაწმენდის მექანიკური,
ფიზიკო – ქიმიური, ქიმიური და ბიოლოგიური მეთოდები და აპარატურა.
7 ნიადაგი. მისი როლი. ნიადაგის დაბინძურების სახეები. ნიადაგის დეგრადაციის გამომწვევი

-3- (სულ 8 გვ.)


და ხელშემწყობი ფაქტორები. წყლისმიერი, ქარისმიერი და ტექნიკური ეროზია. ნიადაგების
აღდგენის სახეები, რეკულტივაცია – სამთო - გეოლოგიური და ბიოლოგიური.
კლიმატი და ამინდი, მათი განმასხვავებელი ნიშნები. ამინდი, როგორც ცხოვრების ყველა
სფეროს განმგებელი – სოფლის მეურნეობა, ენერგეტიკა, ტრანსპორტი, კომუნალური
მეურნეობა, ტურიზმი – ყველა ამ სფეროს რეაგირება ამინდზე და კლიმატურ ცვლილებაზე.
უნარჩენო და მცირენარჩენიანი ტექნოლოგიების საფუძვლები. მრეწველობის სხვადასხვა
8 დარგის საწარმოთა და საყოფაცხოვრებო-სამეურნეო ნარჩენების კლასიფიკაცია. ნარჩენების
კომპლექსური გადამუშავებისა და გამოყენების ეკოლოგიური და ეკონომიკური საკითხები.
რადიაციული დაბინძურება. რადიაციული გამოსხივების ძირითადი სახეები და მათი
წარმოქმნის ბუნებრივი და ანთროპოგენული წყაროები. ნორმირება რადიაციული
უსაფრთხოების სფეროში.
9 ფლორა და ფაუნა როგორც მნიშვნელოვანი ბუნებრივი რესურსი. მათი როლი ენერგიისა და
ნივთიერებათა გლობალურ წრებრუნვაში. მათი გამოყენების შესაძლებლობა ბუნებრივ
გარემოში არსებულ დაავადებათა და მავნებელთა წინააღმდეგ. საქართველოს წითელი წიგნის
განხილვა.
ეკოლოგიური მონიტორინგის ცნება. ეკოლოგიური მონიტორინგის სისტემის
10 ფუნქციონირების ძირითადი პრინციპები. ეკოლოგიური მონიტორინგის კლასიფიკაცია.
დამაბინძურებელი წყაროების მონიტორინგი, ინპაქტური და ფონური მონიტორინგი.
მწვანე გამოთვლების ტექნოლოგიები აპარატრული უზრუნველყოფისათვის
11 აპარატურული უზრუნველყოფის ენერგოეფექტურობის უზრუნველყოფა
ძირითადი მეთოდები
მწვანე პროგრამული უზრუნველყოფა
მწვანე კომპიტინგის მეთოდები პროგრამული უზრუნვეკყოფისათვის
12 ინფორმაციული სისტემები - და მწვანე კომპიუტინგი
ძირიტადი მეთოდები მწვანე ინფორმაციული სისტემებისათვის
ალგორითმების ეფექტიანობა
მწვანე კომპიუტინგის ეფექტიანი ქსელური ტექნოლოგიები
13 სპეციალური ქსელური მოწყობილობები
ქსელური სტანდარტები
ეფექტიანი კვების წყაროები
14 კვების წყაროების ძირითადი პრობლემები
კვების წყაროების ეფექტიანობის ამაღლების მიდეგომები
ვირტუალური გამოთვლების ტექნოლოგიები
ვირტუაური გამოთვლების არსი
ვირტუალური გამოთვლების ეფექტიანობის მიღწევა
15
მწვანე კომპიუტინგის მომავალი
მწვანე კომპიუტინგის განვითარების ტენდენციები
ტენდენციების მიმართულებები

ლაბორატორიული
№ თემების დასახელება და შინაარსი
შესავალი - წყლის, ჰაერის, ნიადაგის ხარისხის საერთაშორისო სტანდარტიზაცია. მათი
1 ხარისხის ნორმირება და ემისიები დაბინძურების წყაროებიდან, საქართველოში მოქმედი
ნორმატივები. სასმელ-სამეურნეო, სათევზე-სამეურნეო წყალსაცავების ჰიგიენური ნორმატივები.
წყლის ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების ცვლილების გამომწვევი ანთროპოგენური ფაქტორები;
2 ბუნებრივი წყლების ორგანოლეპტიკური მაჩვენებლების – ფერის, გემოს, სუნის, სიმღვრივისა და
გამჭვირვალობის განსაზღვრა. მათი შეფასება დამაბინძურებელი ნივთიერებების მიხედვით.
3 ბუნებრივ და ჩამდინარე წყალში pH - ის ცვლილების გამომწვევი ანთროპოგენული

-4- (სულ 8 გვ.)


ფაქტორები, წყლის არის განსაზღვრა, ზედაპირულ და ჩამდინარე წყლებსი pH–ის განსაზღვრა
უნივერსალური ინდიკატორული ქაღალდისა და პოტენციომეტრის საშუალებით.
წყლის სიხისტის სახეები. ბუნებრივი წყლების კლასიფიკაცია სიხისტის მიხედვით. წყლის
4 სიხისტის მაჩვენებლის განსაზღვრა ზედაპირულ წყლებში მოცულობითი ანალიზით.
კალციუმის განსაზღვრა სასმელ წყალში კომპლექსონომეტრიული მეთოდით.
წყალსატევების დაბინძურების წყაროები და გამაჭუჭყიანებელი ნივთიერებების სახეები. ბუნებრივი და
ჩამდინარე წყლის დაბინძურების ხარისხის განსაზღვრა ძლიერი დამჟანგველის – კალიუმის
5
პერმანგანატის გამოყენებით, პერმანგანატული ინდექსის განსაზღვრა, მის მიხედვით ჟანგბადის
რაოდენობის დადგენა.
ბუნებრივ და ზედაპირულ წყლებში ქლორიდების ანთროპოგენული წყაროები. ქლორიდების
6 ზღვრულად დასაშვები კონცენტრაციები ქლორიდ-იონების განსაზღვრა სასმელ წყალში
არგენტომეტრული მეთოდით (ინდიკატორად კალიუმის ქრომატის გამოყენებით).
ბუნებრივ და ზედაპირულ წყლებში ამონიუმის იონების ანთროპოგენული წყაროები
(ამონიუმის იონი როგორც სასმელი წყლის ინდიკატორი). ამონიუმის იონების განსაზღვრა
7
მდინარისა და სასმელ წყალში ნესლერის რეაქტივის გამოყენებით, ფოტოკოლორიმეტრიული
მეთოდით.
ბუნებრივ და ჩამდინარე წყლებში სულფიდ-იონების ანთროპოგენული წყაროები, მათი
8 არსებობის ფორმები და ამ ტიპის დაბინძურების განსაზღვრა თვისობრივი ანალიზით.
სულფიდ-იონების ზღრულად დასაშვები კონცენტრაცია.
ნიტრიტების ანთროპოგენული წყაროები ბუნებრივ და ჩამდინარე წყლებში. მათი
განსაზღვრა ზედაპირულ და ჩამდინარე წყლებში ფოტოკოლორიმეტრული მეთოდით,
9
გრისის რეაქტივის გამოყენებით. ნიტრიტების და ნიტრატების ზღვრული დასაშვები
კონცენტრაციები.
წყალსატევებში ჟანგბადის ბუნებრივი მოხვედრის წყაროები და მისი შემცირების
ანთროპოგენული პროცესები. წყალსატევების ხარისხის კონტროლი, წყალში გახსნილი
10
ჟანგბადის განსაზღვრა ვინკლერის მეთოდით. ჟანგბადის კონცენტრაციის დადგენა და
შესწავლა სეზონური ცვლილებების მიხედვით.
სამრეწველო მჟავა ჩამდინარე წყლების გაწმენდა ნეიტრალიზაციის მეთოდით რეაგენტების
11 გამოყენებით მძიმე ლითონებით (სპილენძი, ნიკელი) დაბინძურებული ჩამდინარე წყლის
გაწმენდა სორბციული მეთოდით წყალბად-იონებით მოდიფიცირებულ კათიონიტზე.
ატმოსფერულ ჰაერში ამიაკის და ნავთობური ნახშირწყალბადების ანთროპოგენული
წყაროები; ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელ ნივთიერებათა – ამიაკის, ნავთობური
12
ნახშირწყალბადების განსაზღვრა აირანალიზატორული მეთოდით ინდიკატორების
გამოყენებით.
ნიადაგის სინჯის აღება: ადამიანთა მასობრივი დასვენების ადგილებიდან და
13 აგრეთვე ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალების მიმდებარე სკვერებიდან, მისი
საანალიზოდ მომზადება, ნიადაგის წყლით გამონაწურის მომზადება და pH-ის განსაზღვრა.
ნიადაგის მჟავიანობისა და ტუტიანობის გამომწვევი ფატორები, მასობრივი დასვენების
ადგილებიდან და აგრეთვე ძირითადი სატრანსპორტო მაგისტრალების მიმდებარე
14
სკვერებიდან, ნიადაგის გამონაწურში მჟავიანობისა და ტუტიანობის განსაზღვრა გატიტვრის
მეთოდით.
ანალიზის შედეგების განხილვა და გაფორმება. ძირითადი საკალიბრო მრუდების აგება. მის
მიხედვით წყალსაცავების დამაგინძურებელი და ჩამდინარე წყლის შემადგენელი
15
კომპონენტების განსაზღვრა. მიღებული ნივთიერებათა კონცენტრაციების მიხედვით
დაბინძურების ხარისხის დადგენა.
სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა

შეფასება ხდება 100 ქულიანი სკალით.


დადებითი შეფასებებია:

-5- (სულ 8 გვ.)


 (A) - ფრიადი - შეფასების 91-100 ქულა;
 (B) - ძალიან კარგი - შეფასების 81-90 ქულა;
 (C) - კარგი - შეფასების 71-80 ქულა;
 (D) - დამაკმაყოფილებელი - შეფასების 61-70 ქულა;
 (E) - საკმარისი - შეფასების 51-60 ქულა.
უარყოფითი შეფასებებია:
 (FX) - ვერ ჩააბარა - შეფასების 41-50 ქულა, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტს ჩასაბარებლად მეტი
მუშაობა სჭირდება და ეძლევა დამოუკიდებელი მუშაობით დამატებით გამოცდაზე ერთხელ
გასვლის უფლება;
 (F) - ჩაიჭრა - შეფასების 40 ქულა და ნაკლები, რაც ნიშნავს, რომ სტუდენტის მიერ
ჩატარებული სამუშაო არ არის საკმარისი და მას საგანი ახლიდან აქვს შესასწავლი.

შეფასების ფორმები, მეთოდები და კრიტერიუმები:

შეფასების ფორმები შეფასების მეთოდები და კრიტერიუმები


მიმდინარე აქტივობა  მიმდინარე აქტივობის შეფასება ხდება ორი კომპონენტის
კომბინირებით:
 ლაბორატორიული მეცადინეობის შეფასებით -მაქსიმალური
15 ქულა; .
 სალექციო მეცადინეობაზე აქტივობით - მაქსიმალური 15
ქულა.
მინიმალური ჯამური დადებითი შეფასება - 15 ქულა.
სემესტრის ბოლოს, სესიების დაწყებამდე სტუდენტმა
დოკუმენტური მასალა (ლაბორატორიული მეცადინეობის
რვეული) უნდა ჩააბაროს სასწავლო კურსის წამყვან
პროფესორს, რაც წარმოადგენს დასკვნით გამოცდაზე
გასვლის ერთ-ერთ წინაპირობას.
ლაბორატორიულ მეცადინეობაზე აქტივობის შეფასების
კომპონენტში ქულების მინიჭება ხდება საშინაო დავალებით
- ლაბორატორიული ანგარიშის წარდგენის საფუძველზე,
ერთი საკითხით. დავალება გულისხმობს ლაბორატორიული
სამუშაოს (ექსპერიმენტის) შესრულებას, ანგარიშს,
გაფორმებას და მის წარდგენას.
ის ფასდება მაქსიმუმ ერთი ქულით თითოეული
ლაბორატორიული სამუშაოს შესრულებისათვის შემდეგი
კრიტერიუმებით:
1. 1 ქულა - ლაბორატორიული დავალება სრულად არის
შესრულებული. საკითხი ზუსტად და ამომწურავად არის
გადმოცემული. სტუდენტი ზედმიწევნით კარგად ფლობს
გავლილ მასალას, ღრმად და საფუძვლიანად აქვს
ათვისებული ძირითადი და დამატებითი ლიტერატურა.
2. 0,5 ქულა - დავალება არასრულად არის შესრულებული.
სტუდენტი ფლობს პროგრამით გათვალისწინებულ მასალას,
მაგრამ აღინიშნება ნაკლოვანებები.
3. 0 ქულა – დავალების შესრულება შესაბამისი არ არის ან
საერთოდ არაა მოცემული.
სალექციო მეცადინეობაზე აქტივობის შეფასების
კომპონენტში ქულების მინიჭება ხდება საშინაო დავალების
შემოწმების სახით - შერჩეული თემის წარმოდგენით.
თითოეული სტუდენტი ვალდებულია სემესტრის
განმავლობაში მოამზადოს საკითხები 3 თემის ირგვლივ.
ვადები - პედაგოგთან შეთახმებით.

-6- (სულ 8 გვ.)


თითოეული საშინაო დავალება ფასდება 5 ქულით:
5 ქულა – საშინაო დავალება შესრულებულია მაღალ
დონეზე. მსჯელობა გამართული და დამაჯერებელია.
სამუშაოს თემის შესახებ ინფორმაცია გადმოცემუ-ლია
ამომწურავად, საკითხის საფუძვლიანად ცოდნის
დემონსტრირებით.
4 ქულა – საშინაო დავალების გაფორმების ხარისხი
დასახვეწია. მსჯელობა კარგ დონეზეა. გამოყენებულია
პროფესიული ტერმინოლოგია. სტუდენტი ფლობს თემის
შესახებ ინფორმაციას, მაგრამ მოკლებულია
დამაჯერებლობას.
3 ქულა – სამუშაო გაფორმებულია საშუალო დონეზე.
მსჯელობა არასრული და არადამაჯერებელია. ხშირად არ
არის გამოყენებული პროფესიული ტერმინოლოგია.
2 ქულა – საშინაო დავალების გაფორმების ხარისხი საკმაოდ
დაბალია; მსჯელობა ნაკლოვანია და ფრაგმენტული, ვერ
ასახავს თემის შინაარსს. არ არის გამოყენებული
პროფესიული ტერმინოლოგია.
1 ქულა – საშინაო დავალების გაფორმების ხარისხი ძალიან
დაბალია. სტუდენტმა ვერ შეძლო სამუშაოს დაცვა საერთო
0 ქულა – სტუდენტს სამუშაო არ შეუსრულებია.
შუასემესტრული ტესტირება დახურულ კითხვებიანი ტესტებით;
გამოცდა ქულათა მაქსიმალური რაოდენობა 30.
მინიმალური დადებითი შეფასება 7.5 ქულა.
ის მოიცავს 30 მაგალითს სწორად ამოხსნილი თითოეული
მათგანი ფასდება შესაბამისად 1 ქულით. არასწორი პა სუხის
შემთხვევაში შეფასება შეადგებს 0 ქულას, თითოეულ
მაგალითს აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან
მხოლოდ ერთია სწორი.
დასკვნითი/დამატებითი ტესტირება დახურულ კითხვებიანი ტესტებით;
გამოცდა ქულათა მაქსიმალური რაოდენობა - 40 ქულა.
მინიმალური დადებითი შეფასება 10 ქულა.
ის მოიცავს 40 მაგალითს სწორად ამოხსნილი თითოეული
მათგანი ფასდება შესაბამისად 1 ქულით. არასწორი პასუხის
შემთხვევაში შეფასება შეადგებს 0 ქულას, თითოეულ
მაგალითს აქვს ოთხი სავარაუდო პასუხი, რომელთაგან
მხოლოდ ერთია სწორი.

ძირითადი ლიტერატურა

1. რ. ალასანია, დ. ერისთავი, ლ. გვერდწითელი, ლ. ქაშაკაშვილი, ა. დანელია. მ. დემეტრაძე.


„გარემოს დაცვა და საინჟინრო ეკოლოგია“ სალექციო კურსი ,
2015 წ. 98 გვ. სტუ-ს ბიბლიოთეკის კოდი CD - 377 (ელექტრონული ვერსია);
2. შ. ანდღულაძე; ნ. ანდღულაძე; ლ. ანდღულაძე. „ეკოლოგია“. საგამომცემლო სახლი
„ტექნიკური უნივერსიტეტი“, დამხმარე სახელმძღვანელო. თბილისი 2016. 289 გვ.
სტუ-ს ბიბლიოთეკის კეტერი 502.7(02)/28
3. მ.თევდორაძე, ნ.ლოლაშვილი, ა.ბაჯიაშვილი, მ.სალთხუციშვილი, თ.რუხაძე, მ.დარჩიაშვილი.
ინფორმაციული ტექნოლოგიები და სისტემები. სახელმძღვანელო. 400 გვ. სტუ, 2019. CD-6155

-7- (სულ 8 გვ.)


დამხმარე ლიტერატურა

4. ბ. ბერიტაშვილი; ნ. კაპანაძე; დ. ერისთავი. „კლიმატის ცვლილება და გეოინჟინერია“.


საგამომცემლო სახლი „ტექნიკური უნივერსიტეტი“, დამხმარე სახელმძღვანელო. თბილისი
2016. 194 გვ. სტუ-ს ბიბლიოთეკის კეტერი 551.58(02)/3;
5. ბ. ბერიტაშვილი, დ. ერისთავი, მ. გუგეშიძე. „გარემოს მონიტორინგის საფუძვლები“,
სახელმძღვანელო, თბილისი, სტუ-ს გამომცემლობა „ტექნიკური უნივერსიტეტი“. 2013. 166 გვ.
სტუ-ს ბიბლიოთეკის კეტერი 502.3(02)/3;
6. გ. მჭედლიშვილი; ნ. ჩხუბიანიშვილი; შ. ანდღულაძე. „ბუნებათსარგებლობის ეკონომიკა და
პროგნოზირება“. სტუ-ს გამომცემლობა „ტექნიკური უნივერსიტეტი“ 2017. 90 გვ. სტუ-ს
ბიბლიოთეკის კეტერი 330.15(02)12;
7. ნ. მუმლაძე; მ. დემეტრაძე „ბუნებრივი რესურსები და ენერგეტიკის ეკოლოგიური ასპექტები“.
სტუ. თბილისი 2009 წ. 90 გვ. სტუ-ს ბიბლიოთეკის კეტერი 502(2)/13;
8. ნ. დოლიძე ”რადიაციული უსაფრთხოების ფიზიკური საფუძვლები”. სტუ. თბილისი
საგამომცემლო სახლი ”ტექნიკური უნივერსიტეტი” 2010. 126 გ.
სტუ-ს ბიბლიოთეკის კეტერი 621.039(2)/19
9. Стадницкий Г.В., Родионов А.И. ”Экология”. Москва, Высшая школа, 2008г. 268 стр.
სტუ-ს ბიბლიოთეკის კეტერი 502(02)/6.

სილაბუსის ავტორი/ავტორები დიმიტრი ერისთავი


მაია სალთხუციშვილი

იმს–ის ფაკულტეტის
ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელი ქეთევან კოტეტიშვილი

გარემოსდაცვითი ინჟინერიისა და ეკოლოგიის


დეპარტამენტის უფროსი დიმიტრი ერისთავი
ეკონომიკური ინფორმატიკის
დეპარტამენტის უფროსი ნოდარ ლომინაძე

დამტკიცებულია
ინფორმატიკისა და მართვის სისტემების
ფაკულტეტის საბჭოს სხდომაზე
24.02.2020 ოქმი N3
ფაკულტეტის საბჭოს თავმჯდომარე ზურაბ წვერაიძე

-8- (სულ 8 გვ.)

You might also like