Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ახალი კვლევის მიხედვით, მსოფლიო ყინულის საფარი იმაზე სწრაფად ქრება, ვიდრე

ოდესმე. 1994 წლიდან 2017 წლამდე დედამიწამ უკვე 28 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა
— ეს ექვივალენტურია დიდი 100 ტრილიონის სისქის ყინულის საფარისა, რომელიც მთელი
გაერთიანებული სამეფოს ფართობის ტერიტორიაზეა გადაჭიმული.

აღნიშნული მონაცემები გუშინ, ორშაბათს გამოაქვეყნა მკვლევართა გუნდმა. ისინი


პირველები არიან, რომლებიც გლობალური ყინულის კვლევისთვის სატელიტების
მონაცემებს იყენებენ.

ლიდსის უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა მკვლევართა გუნდმა


აღმოაჩინა, რომ ყინულის დნობის სიჩქარე დედამიწაზე მნიშვნელოვნად გაიზარდა
უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე — წელიწადში 0.8 ტრილიონიდან (1990 წელი)
წელიწადში 1.3 ტრილიონამდე (2017 წელი).

ყინულის დნობა პლანეტის მასშტაბით იწვევს ზღვის დონის ამაღლებას, ზრდის


სანაპიროების დატბორვის რისკს და საფრთხეს უქმნის ბუნებრივ ჰაბიტატებს, სადაც
ველური ბუნების წარმომადგენლები ბინადრობენ.

მკვლევართა გუნდი შედგება ლიდსის უნივერსიტეტის, ედინბურგის უნივერსიტეტისა და


UCL-ის (ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი) Earthwave-ის მონაცემთა მეცნიერების
სპეციალისტებისგან. მათ აღნიშნული ნაშრომი გამოაქვეყნეს ევროპული გეომეცნიერებათა
კავშირის ჟურნალში — The Cryosphere.

კვლევა, რომელიც გაერთიანებული სამეფოს ბუნებრივი გარემოს კვლევების საბჭომ


დააფინანსა, აჩვენებს, რომ 23 წლიანი გამოკვლევის ფარგლებში, ყინულის დნობა 65%-ით
გაიზარდა. ეს გამოწვეულია უმეტესად ანტარქტიდისა და არქტიკის ყინულის ფენების
კარგვის მკვეთრი ზრდით.

კვლევის მთავარი ავტორი, ლიდსის პოლარული დაკვირვებებისა და მოდელირების


ცენტრის მკვლევარი ტომას სლეიტერი ამბობს: "ყინულის კარგვა შეინიშნებოდა ჩვენ მიერ
შესწავლილ ყველა რეგიონში, თუმცა ეს პროცესი ყველაზე დიდი ინტენსივობით სწორედ
ანტარქტიდასა და გრენლანდიაში მიმდინარეობს".

"აღნიშნული პროცესი ვითარდება სამთავრობათაშორისო კომისიის მიერ კლიმატის


ცვლილების შესახებ შემუშავებული ყველაზე ცუდი სცენარის მიხედვით. ყინულის
ინტენსიური დნობა და ზღვის დონის მატება სერიოზულ საფრთხეს უქმნის სანაპიროებზე
დასახლებულ ადამიანებსა და ბუნებრივ ჰაბიტატებს".

სლეიტერის თქმით, ეს პირველი კვლევაა, რომელიც მსოფლიო ყინულებს სატელიტების


გამოყენებით შეისწავლის.

"უკანასკნელი სამი ათწლეულის მანძილზე მეცნიერები ცდილობდნენ იმის გარკვევას, თუ რა


ემართება ყინულს დედამიწაზე. ამ საქმეში სატელიტების გამოყენებამ ნამდვილი
რევოლუცია მოახდინა, რადგან ახლა დისტანციურად შეგვიძლია ყინულით დაფარული
ფართო და სიცოცხლისთვის არახელსაყრელი რეგიონების მონიტორინგი", — განმარტავს
იგი.

ყინულის კარგვას უმეტესად იწვევს ატმოსფეროსა და ოკეანეების დათბობა. 1980 წლის


შემდეგ, ატმოსფეროს ტემპერატურა ათწლეულში 0.26°C-ით იმატებს, ოკეანისა კი
ათწლეულში 0.12°C-ით. ცნობილია, მსოფლიო ყინულის დნობის 68% ატმოსფეროზე მოდის,
32% კი ოკეანეებზე.

აღნიშნული კვლევის პერიოდში ყველაზე დიდი რაოდენობით ყინული — 7.6 ტრილიონი


ტონა — არქტიკიდან გაუჩინარდა, ანტარქტიდის ყინულის საფარმა კი 6.5 ტრლიონი ტონა
ყინული დაკარგა.

You might also like