Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

ნარცისიზმი

ნარცისი ნაიადა ლირიოპესა და იმავე მდინარის ღმერთის, კეფისოსის შვილი იყო, სადაც
დევკალიონი და პირა განიბანნენ, სანამ წყალდიდოდბის შემდეგ ადამიანთა ახალ მოდგმას
შექმნიდნენ. ნარცისის დაბადებისას წინასწარმეტყველმა ტერესიამ იწინასწარმეტყველა, რომ
ის დიდხანს იცხოვრებდა იმ პირობით, თუ საკუთარ თავს არასოდეს შეიცნობდა. არავინ
იცოდა რას ნიშნავდა ეს წინასწარმეტყველება, სანამ სამწუხაროდ, ძალიან გვიან არ გაირკვა,
როდესაც ვაჟი ბიჭობისა და კაცობის ზღვარს მიუახლოვდა.
ნარცისი ყველა არსებულ ახალგაზრდა კაცზე მშვენიერი იყო და მიუხედავად იმისა, რომ
სხვებს უღვიძებდა სექსუალურ ლტოლვას, არავის პასუხობდა. ის განცალკევებულ
ცხობრებას არჩევდა და ადამიანების და ნინფების საზოგადოებაში ყოფნას ნადირობას
ამჯობინებდა. ერთხელ მას ნიმფა-ექო შეხვდა და ერთი ნახვით შეუყვარდა. ექო
დაწყევლილი იყო ისეთი წყევლით, რომ არაფერი ახლის თქმა არ შეეძლო და მხოლოდ იმის
ბოლო ნაწილს იმეორებდა, რასაც სხვა იტყოდა. ნიმფა ასე ღმერთების დედოფალმა ჰერამ
დაწყევლა, იმის გამო, რომ ჭორიკანა ექო ხშირად თავისი ლაპარაკით აცდენდა მას თავისი
ქმრის თვალთვალისგან, როდესაც ის სხვა ნიმფებთან ღალატობდა.
„შეგიძლია რამდენიც გინდა, ინდენი ილაპარაკო, მაგრამ ამის შემდეგ შენით ვერაფერს
იტყვი“. ექოს ძალიან უნდოდა ნარცისისთვის ეთქვა, როგორ ძლიერად უყვარდა, მაგრამ
სანამ ვინმე არ დაილაპარაკებდა, ჩუმად უნდა ყოფილიყო. თანაც ისთი რამ უნდა ეთქვათ,
რაც მის სურვილს გადმოსცემდა.
ნარცისმა გაიგონა შრიალი ბუჩქებში და დაიძახა: „ბუჩქებში არის ვინმე?“
ექომ უპასუხა: „არის ვინმე?“
ნატცისმა უპასუხა:“გამოდი და დამენახე.“
ექომ გაიმეორა: „დამენახე.“
შემდეგ ექო ბუჩქებიდან გამოვიდა, ნარცისს თამამად მიუახლოვდა და ხელები შემოხვია.
ნარცისი ისე დაიბნა, რომ თავიდან არც კი განძრეულა. მაგრამ მერე ნიმფას ხელი ჰკრა და
თქვა: „ხელები მომაშორე, მეზიზღები!მეტად არასოდეს, არასოდეს ასე არ შემეხო!“
ერთადერთი რისი თქმაც მოასწრო ექომ იყო: „ ასე არ შემეხო.“
ექო ნარცისის სიყვარულმა ჩამოახმო. ის აღარც ჭამდა, აღარც სვამდა, დანარჩენ ნიმფებსაც
აღარ ეკარებოდა და ბოლოს ისე დადნა, თითქმის აღარ ჩანდა, მისგან მხოლოდ ხმა დარჩა,
რომელიც სხვების ნათქვამის ბოლო ნაწილს იმეორებდა.
ნარცისისთვის სულ ერთი იყო, ექოს რაც ემართებოდა, ისე როგორც ასობით ადამიანს, ვისი
სიყვარულიც უარყო. ამან ნარცისის ერთ-ერთი თაყვანისმცემელი ისე გააბრაზე, რომ
ღმერთებს შეევედა, რომ პირქუშ ბიჭს ვინმე შეყვარებოდა და ისე ცუდად მოქცეოდნენ მას,
როგორც თვითონ ექცეოდა სხვებს.
ერთხელ ნარცისი ჩვეულისამებრ, სანადიროდ წავიდადა შუადღის ხვატში წყლის
დასალევად ტბასთან ჩაიმუხლა. ამ დროს მან წყალში საკუთარი ანარეკლი დაინახა და
მაშინვე შეუყვარდა. ის დარწმუნებული იყო, რომ წყალში არეკლილი ადამიანი ვიღაც სხვა
იყო, ვინც დასცინოდა და მის ყველა მოძრაობას იმეორებდა.
ნარცისმა ხელი გაიშვირა, რომ წყალში თავის საყვარელ ბიჭს შეხებოდა. საპასუხოდ ბიჭმაც
მისკენ გამოიშვირა ხელი, მაგრამ ნარცისი თბილი ხელების ნაცვლას წყალს შეეხო. შემდეგ
მან ბიჭის კოცნა სცადა და მიუხედავდ იმისა, რომ მისი სახე ნარცისთან სულ ახლოს იყო,
ტუჩებით ისევ წყალს შეეხო. ნარცისს აღარც ჭამა უნდოდა და აღარც სმა. იგი სულ ტბასთნ
იჯდა. მან იცოდა, რომ საკუთარი ანარეკლი შეუყვარდა, მაგრამ გულს ვერაფერს ვერ
უხერხებდა. უნდოდა საკუთარ თავს გამოყოფოდა და თავი ისე ჰყვარებოდა როგორც სურდა.
ნარცისი ჩამოხმა, როგორც ექო, სიკვდილის პირას მივიდა. ექო ტბასთან დაბრუნდა და
უკანასკნელად უსმენდა თავისი საყვარელი ნარცისის ხმას. „ რა უბედური ვარ“- ამბობდა
ყმაწვილი. „რა უბედური ვარ იმეორებდა ექო. „ ჩემს ცხოვრებას აზრი არა აქვს“ ამბობდა
ნარცისი. „ ჩემს ცხოპვრებას აზრი არა აქვს“ იმეორებდა ექო. ნარცისს უკვე ლაპარაკი აღარ
შეეძლო და მოკვდა. ნიმფებმა მისი სხეული დაიტირეს. დასაკრძალი რიტუალისთვის
მოამზადეს, მაგრამ როცა ყველაფერი მზად იყო სხეული გაქრა. ის ღია თეთრ-ყვითელ
ყვავილად იქცა, რომელსაც საყვირის ფორმის ფურცლები ჰქონდა და ადრე გაზაფხულზე
ჰყვაოდა. ასე გაჩნდა პირველი ნარცისი.

ნარცისიზმი-ეს ტერმინი გამოიყენება იმ მდგომარეობის აღსაწერად, რომელშიც ადამიანი


თავის სხეულს ექცევა ისე, როგორც მოექცეოდა სექსუალურ ობიექტს: ეფერება, ეალერსება
საკუთარ სხეულს იქამდე, სადამდეც არ მიიღებს სრულ სექსუალურ სიამოვნებას. ეს ტერმინი
პირველად გამოიყენა ნესკემ ერთ-ერთი დაავადების აღწერის დროს. (1899). ნარცისიზმის ეს
ფორმა თავისთავად წარმოადგენს მანკიერებას, რომელიც მთლიანად მოიცავს ამ პიროვნების
დამახინჯებულ სექსუალური ცხოვრებას.
ფსიქოანალიტიკურმა დაკვირვებებმა მიგვიყავანა იქამდე, რომ ნარცისული ხასიათი
ვლინდება ადამიანებშიც, რომლებიც სხვა ტიპის დაავადებით არიან ავად. მაგალითად
ჰომოსექსუალები. ამგვარად ლიბიდო, რომელსაც ჩვენ ნარცისიზმს ვეძახით გვხვდება
ნევროზებშიც, მაგრამ აქ იგი არ ჩაითვლება, როგორც მანკიერება, არამედ იგი წარმოადგენს
ეგოიზმის ლიბიდურ დამატებას თვითგადარჩენისთვის, რომელიც ყველა ცოცხალი
ორგანიზმისთვის არის დამახასიათებელი.
თუ ჩვენ გავყვებით ლიბიდოს თეორიას, მაშინ აღმოჩნდება, რომ ადამიანები, რომლებიც
ავად არაიან პარაფრენნით, ახასიათებთ ორი მთავარი სიმპტომი: განდიდების მანია და
ინტერესის დაკატგვა გარე სამყაროს მიმართ. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ისტერიების ან
ნევროზების დროსაც ხდება გარე რეალობის მიმართ ინტერესის დაკარგვა. ანალიზმა
გვიჩვენა, რომ ასეთი შემთხვევების დროს არ ხდება სრული გაწყვეტა გარე რეალობასთან,
არამედ მათ კიდევ აქვთ შენარჩუნებული ეროტიული ინტერესი ობიექტის მიმართ,
უბრალოდ ეს ინტერესი ვლინდება მათ ფანტაზიებში. ანუ რეალური ობიექტები
ჩანაცვლებულია ფანტაზირებული ობიექტებით. მეორეს მხრივ ეს ადამიანები არაფერს
აკეთებენ რეალურ ცხოვრებაში საკუთარი ინტერესების მიღწევისთვის, იმისთვის რომ
რელურად დაეუფლონ ობიექტს. ამ მდგომარეობას იუნგმა ინტროვერსია უწოდა.
აქ ისმის კითხვა: რა ბედი ეწევა ლიბიდოს, რომელიც ჩამოშორდება ობიექტს?
ერთ-ერთი მისი გამოვლიბენის გზა ეს არის თვითგანდიდების მანია.( შიზოფრენია)
ლობიდო,რომელიც მოწყდება გარე რეალობას, მიემართება საკუთრი მე-კენ. ამგვარად
იქმნება მდგომარეობა, რომელსაც ნარცისიზმს ვუწოდებთ.
ლიბიდოს განვითარების შემდეგი თეორია დაკავშირებულია პრიმიტიული ხალხის სულიერ
ცხოვრებასთან. მათთვის დამახასიათებელია მათი სურვილების ყოვლისშემძლეობა და
სულიერი მდგომარეობები: აზრის ყოველისშემძლეობა, სიტყვის ზებუნებრიობა, გარე
სამყაროზე ზემოქმედება: მაგია. ასეთი მსგავსი დამოკიდებულებები შესაძლებელია
გავინახოთ თანამედროვე ბავშვში.
აქედან გამომდინერე იქმნება შთაბეჭდილება, რომ პირველადი ლიბიდო კონცენტრირდება
საკუთარ მე-ზე. ხოლო შემდეგ მისი რაღაც ნაწილი გადადის ობიექტზე. ეს პროცესი უცბად
არ მთავრდება, არამედ აგრძელებს არსებობას. თუ უფრო ღრმად ჩავწვდებით ამ პროცესს,
აღმოჩნდება, რომ აქ ჩვენ გვაქვს ორი ლობიდო: მე- ლიბიდო და ობიექტი- ლიბიდო. რაც
უფრო იზრდება ერთი, იმდენად ხდება მეორის გაღარიბება. განვითარების ყველაზე მაღალი
საფეხურია მაშინ, როდესაც ობიექტი- ლიბიდო აღწევს თავის მიზანს და ხდება მე-ლობიდოს
უარყოფა სხვა ობიექტთან მიჯაჭულობის გამო. მისი საწინააღმდეგო კი არის პარანოიკის
ფანტაზია ან შინაგანი აღქმა, რომელიც სამყაროს დაღუპვას უკავშირდება.
ამგვარად ნარცისიზმის საწყის სტადიაზე ორივე ენერგია ( მე-ლიბიდო და ობიექტი-
ლიბიდო) ერთმანეთშია შერწყმულია. შენდეგ სტადიაზე კი როდესაც ხდება ობიექტთან
მიჯაჭულობა მოხდება სექსუალური ენერგიის- ლობიდოს სახით გამოცალკადვდება მე-ს
სწრაფებისგან.
აქ ისმის კითხვა: 1. როგორ კავშირშია ნარცისიზმი აუტოეროტიულ პროცესებთან, რომელიც
ჩვენ უკვე აღვწერეთ, როგორც ლიბიდოს განვითარების ადრეული სტადია?
2. როგორ ხდება სექსუალური სწრაფვების გამოყოფა არასექსუალური სწრაფვებისგან თუ
ვთქვით, რომ ლიბიდო საწყის ეტაბზე კონცენტრირებულია მე-ზე?
პირველ კითხვაზე პასუხის გასაცემად, ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ განვითარების
საწყისს ეტაპზე ადამიანს არ გააჩნია საკუთარი მე. ამისთვსი საჭიროება მოითხოვს, რომ
მოხდეს მე -ს განვითარება. რადგანაც აუროეროტიზმი არის განვითარების პირველი სტადია,
ამიტომ უნდა მიხდეს კიდევ დამატებით რაღაც პროცესები, რაღაც ახალი განცდები,
ნარცისიზმის მისაღწევად.
მე- ლიბოდოს და ობიექტ- ლიბიდოს მნიშვნელობის გასაგებად, საჭიროა ვიცოდეთ რომ მათ
წარმოშობა მოხდა იმ ფსიქიკური პროცესების ხარჯზე, რომელიც ჩვენს ორგანიზმში
მიმდინარეობს. ლიბიდოს გამოყოფა მე-სგან და მისი დაგაადგილება ობიექტისკენ
უკავშირდება სექსუალური ლტოლვების გამოყოფას მე-ს ლტოლვებისგან.
ნარცისიზმის შესწავლას თან ახლასვს განსაკუთრებული წინააღმდეგობები. ფერენცი
ამბობდა, რომ ორგანული დაავადებების შესწავლის დროს ადამიანი მტანჯველი ტკივილისა
და არასასიამოვნი განცდების გამო კარგავს გარე სამყაროს ინტერესს. გარდა მაგისა ამ
პერიოდში ხდება ლიბიდური ინტერესების გაქრობას, იგი წყვეტს სიყვარულს სანამ
იტანჯება. აქ შეიძლება ითქვას, რომ ადამიანი საკუთარ ლიბიდოს მიმართავს თავის თავზე,
მას აღარ აინტერესებს ობიექტი. ამას აკეთებს იმიტომ, რომ გამოჯანმრთელების მერე
ლიბიდო დაუბრუნოს ისევ ობიექტს.
როგორც ნებისმიერი დაავადება ასე ძილის პროცესი დაკავშირებულია ნარცისულ
მდგომარეობასთან, სადაც ორივე შემთხვევაში ლიბიდო უკავშირდება საკუთარ მე-ს. ამაში
მდგომარეობს სიზმარის ეგოისტური ხასიათი.
განვიხილოთ მოკლეთ იპოხონდრიის შემთხვევა. ადამიანი განიცდის ფიზიკურ მტანჯველ
ტკივილს. იგი კარგავს ინტერესს გარე სამყაროს მიმართ და შესაბამისად ობიექტის
მიმართაც. ლიბოდო კონცენტრირდება მის რომელიმე ორგანოზე. განსხვავება მდგომარეობს
იმაში, რომ ორგანული დაავადების დროს ადგილი აქვს ამ ორგამოს ანატომიურ დაზიანებას,
ხოლო იპოხონდრიის შემთხვევაში კი ეს ორგანო აბსოლურურად ჯანმრთელია. რას
უკავშირდება ასეთი გამოვლინება? ჩვენ თუ დავაკვირდებით ნევროზის სხვა სახეებს,
აღმოჩნდება, რომ ფიზიკური ტკივის შეგრძნება ვლინდება ამ შემთხვევებშიც, ისე, როგორც
იპოხობდრიის დროს. მაგ: შიშის ნევროზების ან ისტერიების დროს. ჩვენ თუ აქედან
გამოვალთ, მაშინ გვექნება შთაბეჭდილება, რომ დაავადების სიმძიმე დამოკიდებული მე-
ლიბიდოსა და ობიექტ-ლიბიდოს ხარისხზე. ანუ რა ხარისხით ხდება მე-ლიბიდის
კონცენტრაცია. იპოხონდრიების დროს მე- ლიბიდო თავს იყრის რომელიმე ორგამოზე,
რომელიც აქტუალურია ამ ადამიანისთვის, და რომელიც თავისთავად წარმოადგენს ობიექტ-
ლიბიდოს სრულ გაღარიბებას, ხოლო უფრო მსუბუქი დაავადებეის ნევროზების დროს
ობიექტ-ლიბიდო შენარჩუნებულია და გარე რეალობასთან მას გააჩნია ნაწილობრივი
კავშირი.
ჩვენ შეიძლება გაგვიჩნდეს აზრი, რომ რა საჭიროება იქმნება იმისთვის, რომ მოხდეს
ნარცისული ზღვარის გადაბიჯება და ჩვენი ლიბიდოს კონცენტრირება ობიექტზე.? ეს
საჭიროება განპირებულია იმით, რომ თავი დავიცვათ ნებისმიერი ფსიქიკური თუ
ფსიქოლოგიური დაავდებისგან. ძლიერი ეგოიზმის გამოხატულება წარმოადგენს
ავადმყოფობისგან დაცვას. ეგოიტი ადამიანი ბოლოსდაბოლოს მიდის იქამდე, რომ ვინმე
შეუყარდეს, იმისთვის რომ არ გახდეს ავად. და თუ იგი დაავადდება, ეს იმას ნიშნავს, რომ არ
აქვს სიყვარული უნარი.
ნარცისიზმის შესწავლა საშუალება გვაძლევს შევისწავლოთ ადამიანის სასიყვარულო
ცხოვრება და განსხვავებები ქალსა და მამკაცს შორის. ჩვენ ვიცით, რომ ბავშვი სექსუალური
ობიექტის არჩევის დროს გამოდის საკუთარი განცდებისგან, რომელიც ემსახურება მე-ს
ლტოლვების დაკმაყოფილებას. პირველი ავტოეროტიული სიამოვნებები განიცდება
სიცოცხლის შენარჩუნებისა და თვითგადარჩენისათვის. სექსუალური სწრაფვები თავიდან
უკავშირდება მე-ს სწრაფვებს და პირი, რომელიც მას უვლის და ზრუნავს ხდება მისთვის
პირველი სასიყვარულო ობიექტი.
ამ მოსაზრებიდან თუ გამოვალთ, ობიექტის არჩევა მოხდა იმ განცდისგან, რომელშიც ვიღაც
გიდგას მხარში და მხარდამჭერ ფუნქციას ასრულებს.
ანალიტიკურნა გამოკვლევებმა გვიჩვენეს, რომ იმ ადამიანებში სადაც არ მოხდა ლიბიდოს
სწორი მიმართულებით განვითარება, განიცადეს მარცხი. მაგ: ჰომოსექსუალებში და
პერვერსიებში. ასეთ შემთხვევებში ობიექტის არჩევა ხდება არა დედის მსგავსი ობიექტის
არჩევით არამედ თავისივე მსგავსი ობიექტის არჩევით. ნათელია, რომ ისინი ამ ობიექტში
ეძებენ საკუთარ თავს, რომელსაც ჰქვია ობიექტის არჩევა ნარცისული გზით. აქედან
გამომდინა ჩვენ შეგვიძლია გამოვიტანოთ აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ ნარცისიზმი
არის ადამიანის ფსიქოლოგიური განვითარების ეტაპი.
ამგვარად ადამიანებს აქვთ სექსულური ობიექტის არჩევის ორი გზა: მხარგამჭერი ტიპის ან
ნარცისული ტიპის არჩევის საშუალება. ყველა ადამიანს აქვს ორივე გზა ობიექტის
ასარჩევად რომელს მიენიჭება უპირატესობა მათზეა დამოკიდებული. ჩვენ თქვით რომ
ადამიანს გააჩვნია საწყის ეტაპზე ორი სექსუალური ობიექტი : საკუთარი თავი და
აღმზრდელი (დედა ან მისი ჩამნაცვლებელი). ამგვარად პირველადი ნარცისიზმი
დომინირებს ობიექტის არჩევის შემთხვევაში.
ჩვენ თუ ერთმანეთს შევადარებთ კაცისა და ქალის არჩევით ობიექტებს, აქ წავაწყდებით
განსხვავებებს. თუმცა ეს განსხვავებები არ შეიძლება იყოს მკვეთრად გამოხატული.
ღრმა სიყვარული მახარდამჭერი ობიექტის მიმართ და მერე მისი როლი სექსუალური
არჩევის პროცესში დომინირენს მამაკაცების შემთხვევაში. აქ ვლინდება მკვეთრი
სექსუალური ობიექტის გადაფასება, რაც უდავოდ დაკავშირებულია პირველად
ნარცისიზმთან. ამ პირველადი ნარცისიზმის გადატანა ხდება სექსუალურ ობიექტზე. ასეთი
სექსუალური გადაფასება გავლენას ახდენს სიყვარულის თავისებურ გამოვლინებაზე,
რომელიც თავისი ბუნებით აკვიატებულ ნევროზს წააგავს, სადავ ხდენა ლიბიდოს სრული
მოშორება მე-სგან ობიექტის სასარგებლოდ.
სხვანაირად ხდება ქალების შემთხვევაში. სექსუალური მომწიფების მომენტამდე,
ლატენტურ პერიოდში ხდება პირველადი ნარცისიზმის გაძლიერაბა. , რომელის
არასასურველად მოქმედებს სექსუალური ობიეტის არჩევასა და მის გადაფასების პროცესზე.
განსაკუთრებით მაშინ, როცა ხდება სილამაზის წინ წამოწევა, ვლინდება
თვითკმაყოფილების განცდა, რადგანაც თითქოსდა სოციალურმა გარემომ ჩამოართავა მას
ობიექტის თავისუფლად არჩევის საშუალება.
მკაცრად რომ ვთქვათ, ასეთ ქალებს ძალიან უყვართ საკუთრი თავი იმ ინტენსივობით, რა
ინტენსივობითაც მამაკაცს შეიძლება იგი უყვარდეს. მათ არა აქვთ იმის მოთხონვა რომ ვინმე
შეუყვარდეთ, მათთვის მთავარია იგი უყვარდეთ. ისინი მზად არიან დატკბნენ მამაკაცით,
რომელიც მათ მოთხოვნას ღიად პასუხობს. ესეთი ქალები წარმოადგენენ მამაკაცებისთვის
სექსუალურად მომხიბლავ ობიექტებს არა მარტო ესთეტიკური თვალსაზრისაით არამედ
ისინი ნამდვილად არიან მშვენიერნი. კონკრეტულად კი ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ
იმ ადამიანებში, რომლებმაც თავის დროზე უარი თქვეს თავიანთ პირველად ნარცისიზმზე
და მიილტვიან ობიექტისკენ , მათზე ასეთი ტიპის ქალები თავიანთი ნარცისილი ბუნებით
დიდი გავლენას ახდენენ.
პატარა ბავშვის მომხიბვლელობა გარკვეულ წილად დაკავშირებულია ამ ბავშის ნარცისულ
ხასიათსა და თვითკმაყოფილებაზე. ასევე მომხიბვლელები არის ცხოველებიც,
რომელთათვისაც თითქოსდა სამყარომ დაკარგა მნიშვნელობა და მათ არაფერი არ
ანაღვლებთ. მაგ: კატები და მტაცებლელბი. ჩვენზე ასევე გავლენას ახდენენ ცნობილი
დამნაშავეები და იუმორისტები, რომლებიც იპყრობენ ჩვენს ინტერეს ნარცისული ხასიათის
გამო. ჩვენში იწვევენ შურსაც, რადგანაც მათ შეძლეს საკუთარი ლიბიდოს დაცვა, რაზედაც
ჩვენ დიდი ხნის წინ ვთქვით უარი.
არსებობენ ქალები, რომლებსაც შეუძლიათ სიყვარული მამაკაცის მსგავსად, სადაც ხდება
სექსუალური ობიექტის გადაფასება. ქალები, რომლებიც თავისი ბუნებით ნარცისები არიან,
არ ნიშნავს იმას, რომ მათ არ აქვთ სიყვერული უნარი. ბავშბს, რომელსაც მომავალში აჩენენ,
მათში ხედავენ საკუთარ თავს, საკუთარ სხეულს და რომელსაც ჩუქნიან სიყვარულს მთელი
სიცოცხლის განმავლობაში, რაც მათი ნარცისული ხასიათიდან მოდის.
სხვა ტიპის ქალები არ ელოდებიან შვილის გაჩენას, ისინი უფრო ადრე დგავენ ნაბიჯს
ნარცისიზმიდან ობიექტის არჩევისკენ. სექსუალური მომწიფების პერიოდის დადგომამდე
თავს გრძნობენ ბიჭად და მათი განვითარების პერიოდში მეტი მამაკაცური ხასიათი
ვლინდება, ხოლო როცა დგება ქალური მომწიფების პერიოდი ეს მამაკაცური თვისებები
ქრება. მათ აქვთ უნარი განიცადონ სწრაფვა გარკვეული ტიპის მამაკეცებთან, აიდეალებენ მას
და სინამდვილეში წარმოადგეგნენ იმ „ბიჭის“ გაგრძერლებას, რომელიც ერთდროს თვითონ
იყვნენ.
აქედან გამომდინარე გვაქვს ობიექტის არჩევის სქემა:

ნარცისული არჩევსი ობიექტი:


1. როგორც წარმოგიდგენია საკუთარი თავი;
2.ისეთი, როგორც ადრე იყავი;
3.პიროვნება, რომელიც შენს ნაწილს წარმოადგენს.
მხარდამჭერი ობიექტის არჩევა:
1.ქალი, რომელიც გკვებავს;
2. მამაკაცის დამცველი.
ჰომოსექსუალებში ნარცისული ტიპი არჩევა უნდა განვიხილოთ სხვა საკითხებთან
განხილვის დროს.
ჩვენს განცდებში ობიექტის არჩევის დროს ხდება ამ ობიექტის გადაფასება, რომელის
საფუძველშიც ნარცისული ნიშანი დევს. მაგ: არსებობს აკვიატებული მოთხოვნილება
მივაწეროთ ბავშს ყველანაირი სრულფასოვნება, დავივიწყოთ მისი უარყოფითი თვისებები.
ამ ყველაფერში კი დევს ბავშვის სექსუალურობის უარყოფა. ასევე აქ ჩანს ჩვენი სწრაფვა რათა
აღმოფხვრად ყველა ის მოთხოვნები, რომელიც კულტურიდან მოდის, რომელიშიც ჩანს
ჩვენი მშობლების ნარცისული ბუნება და აღვადგინოთ ბავშვთან მიმართებაში ყველა ის
უპირატესობები, რომელზედაც მშობლებმა ერთ დროს უარი თქვეს. აქედან ბავშვის ცხოვრება
გაცილებით უკეთესი იქნება მომავალში, ვიდრე ჩვენი იყო. ისინი თავისუფლები უნდა
იყვნენ იმ მოთხოვნილებებისგან, რომლებსაც ემორჩილებოდნენ მშობლები. ბავშს არ უნდა
შეეხოს რაიმე დაავადება, სიკვდილი, სიამოვნებაზე უარის თქმა, და არც საკუთარი
სურვილების შეზღუდვა. მასზე გავლენას არ უნდა ახდენდედ ბუნების კანონები და
საზოგადოება თავისი მოთხოვნებით. იგი რეალურად უნდა გახდეს სამყაროს ცენტრი. ეს
არის ის მდგომარეობა, რომელშიც მშობლები ერთ დროს იყვნენ. ბავშმა უნდა აასრულოს
მშობლის აუსრულებელი სურვილები, უნდა გახდეს გამოჩენილი ადამიანი, გმირი და
მომავალში ჰყავდეს პრინცი დედის დაფასებისთვის.
ასეთი დამოკიდებულელბები მშობლებსა და შვილს შორის ემსახურება ნარცისიზმის
აღორძინებას, რომლის გარდაქმნაც სიყვარულში ობიექტის არჩევის დროს ნათლად ხსნის
მის საწყისს ბუნებას.
ჩვენ უკვე ვიცით, რომ ლიბიდური სწრაფვები ზიანდება პატოლოგიურო განდევნის დროს,
როცა ისინი შედიან ინდივიდის მიერ კულტურალურ და ესთეტიკურ წარმოდგენებთან
კონფლიქტში. ეს განდევა ხდება მე-ს წყალობით, უფრო ზუსტად რომ ვთქვათ მე-
თვითპატივისცემის გამო. განცდები, შთაბეჭდილებები, იმპულსები, სურვილები- ერთი
ადამიანი ამ ყველაფერს განიცდის და უშვებს, ყოველშემთხვევაში აცმობიერებს, ხოლო
მეორე ადამიანი კი ამას ახშობს, თავიდან იშორებს, მაშინაც კი, როცა ისინი უნდა
გაცნობიერდეს. აქედან პირველს შესაძლებელია ჰქონდეს თავის წარმოსახვაში შექმნილი
იდეალი, რომელსაც თავის თავს ადარებს, ხოლო მეორე ადამიანს კი ასეთი იდეალის
წარმოსახვა არ შეუძლია. აქედან იდეალის წარმოქმნა წარმოადგენს განდევნის პირობას მე-ს
მხრიდან.
ამ იდეალში მე-მ შეძლო საკუთარი თავის შეყვარება, რომელიც ბავშვობაში ნამდვილად
არსებობდა. ნარცისიზმი წარმოადგენს გადატანას ამ იდეალურ მე-ზე, რომელსაც
სრულყოფილი ფასეულობები გააჩნია, მაგრამ თავისი ბუნებით არის იდეალური. ამგვარად
ადამიანი აღმოჩნდება ლიბიდოს გარემოცვაში, და ამით მიღებულ სიამოვნებაზე უარის
თქმისთვის არ არის მზად. მას არ უნდა რომ დაუბრუნდეს თავის ბავშვულ ნარცისულ
სრულყოფილებას, და ამიტომ გაზრდასთან დაკავშირებით იგი ქმნის თავის წარმოსახვაში ამ
იდეალს. ეს კი თავისთავად წარმოადგენს ბავშური დაკარგული ნარცისიზმის ჩანაცვლებას,
როცა იგი იყო თავისთავად იდეალი.
აქ თავისთავად ჩნდება კითხვა თუ რა კავშირია იდეალის წარმოქმნასა და სუბლიმაციას
შორის? სუბლიმაზია ეს არის პროცესი, რომელიც მოქმედება ობიექტ- ლიბიდოს
მიმართულებით, და რომ სწრაფვა მიემართება სხვა მიზნისკენ, რომელიც საკმაოდ
დაშორებულია სექსუალურო სიამოვნებისგან.
იდეალიზაცია კი არის პროცესი, რომელიც უკავშირდება ობიექტს, და ამ ობიექტის
წყალობით, რომელიც არ იცვლის თავის პირვანდელ სახეს, ხდება ძალიან მნიშვნელოვანი
ობიექტი და იღებს მაღალ შეფასებას. იდეალიზაცია შესაძლებელია როგორც მე -ლიბიდოს
ასევე ობიექტს-ლიბიდოს შემთხვევაში. მაგ: სექსუალური ობიექტის გადაფასება
წარმოადგენს მის იდეალიზაციას. ამგვარად სუბლიმაცია ხდება სწრაფვებთან მიმართებაში,
ხოლო იდეალიზაცია ობიექტთან მიმართებაში. ამდენად ისინი განსხვავდებიან
ერთმანეთისგან.
ხშიორად ერმანეთში ურევენ მე- იდეალისა და სუბლიმირებულ სწრაფვებს. ის ვინც
ჩამოშორდა საკუთარ ნარცისულ ბუნებას მაღალი მე- იდეალის წყალობით, არ ნიშნავს ეს
იმას, რომ იგი წარმატებით შეძლებს საკუთარი სწრაფვების სუბლიმაციას. მართალია მე-
იდეალი ითხოვს ასეთი ტიპის სუბლიმაციას, მაგრამ იგი ვერ აიძულებს ადამიანს ამის
განხორციელებას. ამდენად სუბლიმაცია რჩება განსაკუთრებულ პროცესად, რომლის
განვითარებაც არ არის დამოკიდებული თუ რით არის გამოწვეული ეს პროცესი.
იდელის შექმნა აძლიერებს მე-ს მოთხოვნებს და წარმოადგენს ყველაზე სასურველ გზას
განდევნისთვის. სუბლიმაცია კი ეს არის გამოსავალი, რომლის წყალობითაც ხდება ამ
მოთხოვნების განხორციელება ყოველგვარი განდევნის გარეშე.
არ იქნება გასაკვირი თუ ჩვენ მოვძებნიდით იმ ფსიქიკურ ინსტანციას, რომელიც
უზრუნველყოფდა ნარცისული სიამოვნების მიღებას და რომელიც მე- იდეალის მოთხოვნებს
შეაფასებდა.. ამ მიზნით კი მუდმივად დააკვირდებოდა მე-ს ქმედებებს მე-იდეალის
მოთხოვნებთან შესაბამისად. თუ კი არსებობს ასეთი ინსტანცია, მაშინ ჩვენთვის ნათელია,
რომ მისი აღმოჩენა არ არის ძნელი, იგი არის რაღაც ისეთი, რომელსაც ჩვენ სინდისს ვეძახით.
ეს სინდისი კი ამ ინსტანციის ყველა ნიშანს შეიცავს.
ამ ინსტანციის აღიარება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიგით ბოდვის შინაარსი
პანაროიკებში, რომელიც ასე ნათლად ვლინდება მათ სიმპტომატიკაში.
მაგრამ გვხვდება ისეთი დაავადებებიც, რომელიც ახლოს არის თავისი ბუნებით
ნევროზებთან. ასეთ შემთხვევებში ადამიანი ჩივის იმას, რომ ყველა მისი აზრი სხვებისთვის
ცნობილია, ყველა მის მოქმედებას აკვირდებიან და იკვლევენ. მსგავსი ძალა, რომელიც
თვალყურს ადავნებს ყველა ჩვენს განზრახვას, ქმედებას, აკრიტიკებს მას და აკვირდება
გვხვდება ნორმალურ ადამიანებშიც.
რა იგულისხმევა სინდისის ქვეშ: პირველი ეს არის მშობლებიდან წამოსული კრიტიკა,
რომელსაც უერთდება აღმზრდელის, მასწავლებლის, სხვა ადამიანების და საზოგადოების
შეხედულებები.

განვიხილოთ რა არის ადამიანის თვითშეგრძნება და რითი არის იგი განპირობებული.


თვითშეგრძნებას განსაზღვრავს მე-ს მოცულობა, არა აქვს მნიშვნელობა თუ რისგან შედგება
იგი. ყველაფერი ის , რაც გაგაჩნია და რასაც მიაღწიე, ასევე პრიმიტიული გამოცდილებისგან
წამოსული ყოვლისშემძლეობა- ეს ყველაფერი განსაზღვრავს ადამიანის თვითშეგრძნების
ამაღლებას.
მე-ს სექსუალური სწრაფვებისგან გამომდინარე თვითშეგრძნება დამოკიდებულია
ნარცისულ ლიბიდოსთან. მაგ: შიზოფრენიებში თვითშეგრძნება ამაღლებულია, ხოლო
ნევროზებში კი პირიქით-დაწეული. სასიყვარულო ისტორიებში შეყვარებულის
თვითშეგრძნება ამაღლებულია, ხოლო ის ვინც უყვართ კი პირიქით შემცირებული.
ლიბიდო, რომელიც ობიექტზეა მიჯაჭული, არ ამაღლებს თვითშეგრძნებას: ვინც
შეყვარებულია იგი მოწყენილია. შეყვარებული ადამიანი კარგავს საკუთარ ნარცისულ
ნაწილს და მისი დაბრუნება შეუძლია მხოლოდ მას შემდეგ როცა იგი შეუყვარდებათ.
აქედან გამომდინარე თვითშეგრძნება დამოკიდებულია იმაზე თუ რა ადგილს იკავებს
ნარცისიზმი სასიყვარულო ისტორიებში.
იმპოტენციებისა და სიყვარულის უუნარობის შემთხვევაში, რომელიც შეიძლება იყოს
გამოწვეული როგორც ფიზიკური დაავადებებისა და ასევე ფსიქოლოგიური
პრობლემებისგან, ამცირებს თვითშეგრძნებას. ამ დროს ადამიანის თვითშეფასება ძალიან
დაბალია. ასეთ შემთხვევებში მთავარი მიზეზი დაკავშირებულია მე-ს გაღარიბებასთნ.
რომელიც აიხსნება იმით, რომ ლიბიდოს დიდი ნაწილის მიჯაჭულობა ხდება ობიექტზე მე-ს
ხარჯზე ანუ მე-ს გაღარიბება მოხდა სექსუალური სწრაფვების ფონზე, რომელიც მე-ს
კონტროლს არ ექვემდებარება.
თვითშეგრძნების დამოკიდებულება ლიბიდურ მიჯაჭულობასთან და ობიექტთან
ფორმირდება შემდეგინაირად: უნდა განვასხვავოთ ორი შემთხვევა პირველი- ამართლებს
თუ არა ამ მიჯაჭულობას მე და მეორე -მოხდა თუ არა მათი განდევნა. პირველ შემთხვევაში
სიყვარულის შეფასება ხდება მე-ს ყოველგვარი აქტიური ქმედებით.
ლიბიდოს განდევნის შემთხვევაში კი შეიგრძნობა მე-ს ქალური დამცირება: სიყვარულით
მიღებული სიამოვნება შეუძლებელი ხდება. მე-ს გამდიდრება იმ შემთხვევაში არის
შესაძლებელი, როცა ლიბიდო მოშორდება ობიექტს და დაუბრუნდება მე-ს. ასეთი
დაბრუნება ნარცისიზმში შესაძლებელია გახდეს ახალი სიყვარილის დასაწყისის
დაფუძველი. მეორე მხრივ კი რეალური ბედნიერი სიყვარული შეესაბამება იმ
მდგომარეობას, სადაც ობიექტი და ლიბიდო განუყოფელია.
მე-ს განვითარება დაკავშირებულია პირველადი ნარცისიზმიდან გასვლასთან, რაც იწვევს
ინტენსიურ სწრაფვას ისევ დაბრუნდეს მას. ასეთი გასვლა ხდება ლიბიდოს გადაადგილების
საფუძველზე იდეალი-მესგან. მარდა მაგისა მე მთლიანად ობიექტს უთმობს ლიბიდოს.
ასეთი მიჯაჭულობის გამო მე თვოთონ ხდება გაღარიბებული ლიბიდოსთან მიმართებაში და
მისი მეორედ გამდიდრება ხდება ობიექტებისგან წამოსული სიამოვნებების მიღებით
იდეალის განსახიერების ხარჯზე.
ამგვარად თვითშეგრძნებას განაპირობებს: ბავშობის ნარცისიზმი, ყოვლისშემძლეობის
განცდა და ასევე ობიექტ-ლიბიდოს დაკმაყოფილება.
მე -იდეალმა მკაცრი პირობები წაუყენა ლიბიდოს ობიექტთან მიმართებაში. მე-იდეალის
ცენზურის გამო იგი იძულებულია უარი თქვას გარკვეულ სიამოვნებებზე, მიუწვდენელ
სურვილებზე. სადაც ესეთი მე-იდეალი არ არის განვითარებული, სექსუალურ
დამახინჯებებს აქვს ადგილი და შედის პერვერსიების რიცხვში. იყო საკუთარი თავის
იდეალი როგორც ჩვეულებრივ ცხოვრებაში ისე სექსუალურ მისწრაფებეში( როგორც ეს იყო
ბავშვობაში)-ეს არის ადამინების სწრაფვა სრული ბედნიერებისაკენ.

You might also like