Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 10

დასკვნების მართებულობის შემოწმება ჭეშმარიტების ხეების მეთოდით

ჭეშმარიტების ცხრილების გამოყენებით შეგვიძლია ერთმნიშვნელოვნად გავცეთ


პასუხი შეკითხვებს:
(ა) წინადადებათა ლოგიკის ნებისმიერი სწორად აგებული ფორმულა არის თუ არა
შესრულებადი, ან ზოგადმართებული (ანუ ტავტოლოგია, ლოგუკიური
ჭეშმარიტება), ან წინააღმდეგობრივი (კონტრადიქცია, ლოგიკურად მცადრი
წინადადება), ან შემთხვევითი.
(ბ) გამომდინარეობს თუ არა წინადადებათა ლოგიკის ნებისმიერი მოცემული
სწორად აგებული ფორმულების ჯგუფიდან ესა თუ ის მოცემული სწორად
აგებული ფორმულა.
(გ) არის თუ არა წინადადებათა ლოგიკის ნებისმიერი მოცემული სწორად აგებული
ფორმულების ჯგუფი თავსებადი ჭეშმარიტები მიმართ ან თავსებადი მცადრობის
მიმართ.
მაგრამ ცხრილების მეთოდი ძალიან არაეკონომიურია, თუ შესამოწმებელი
ფორმულები მრავალ სხვადასხვა ატომურ წინადადებას შეიცვს: 4 ატომური
წინადადებისთვის გვჭირდება 16-სტრიქონიანი ცხრილი, 5-ისთვის - 32-სტრიქონიანი.
ატომურ წინადადებებს შორის ჭეშმარიტების მნიშვნელობათა შესაძლო განაწილებების
(ცხრილის თითოეული სტრიქონი ერთ ასეთ განაწილებას ასახავს) რაოდენობა იზრდება
ექსპონენციურად: n ცალი წინადადებისთვის გვაქვს 2n ცალი შესაძლო განაწილება, ანუ
გვჭირდება 2n სტრიქონიანი ცხრილი. მათი გამოყენება კი ძალიან ბევრ დროს მოითხოვს.
თუმცა, არსებობს უკეთესი ხერხიც, რომლის გამოყენებაც სჯობს შემთხვევებისთვის,
სადაც ბევრი ატომური წინადადება გვაქვს. ეს არის ე. წ. ჭეშმარიტების ხეების მეთოდი,
რომლის არსიც არის კონტრმაგალითის პირდაპირ მოძებნის ცდა (ნაცვლად იმისა, რომ
შევამოწმოთ ატომური წინადადებების ჭეშმარიტების მნიშვნელობათა ყველა შესაძლო
განაწილება და დავრწმუნდეთ, რომ არც ერთი არ გვაძლევს კონტრმაგალითს - რასაც
ცხრილების გამოყენების დროს ვაკეთებთ). ჭეშმარიტების ხეების მეთოდის არსი ზოგადად
ასე შეიძლება შევაჯამოთ:
თუ ცხრილების მეთოდში ვიწყებთ ატომური წინადადებების ჭეშმარიტების
მნიშვნელობებით და თანდათან „გამოვთვლით“ უფრო რთული, მათგან შედგენილი
წინადადებების ჭეშმარიტების მნიშვნელობებს, ჭეშმარიტების ხეების მეთოდში ვიწყებთ
მთლიანი რთული წინადადებების ჩვენთვის საინტერესო ჭეშმარიტების
მნიშვნელობებით და თანდათან „გამოვთვლით“ მათი კომპონენტებისა, და, საბოლოო
ჯამში, ატომური წინადადებების შესაბამის ჭეშმარიტების მნიშვნელობებს.
1. მართებულობის შემოწმება კონტრმაგალითის მოძებნით
გაიხსენეთ, რომ დასკვნების მართებულობის (გამომდინარეობის მიმართების)
შესამოწმებლად ჩვენ ვამოწმებთ, ხომ არ არსებობს ატომური წინადადებებისთვის
ჭეშმარიტების მნიშვნელობათა ისეთი შესაძლო განაწილება, რომელშიც ყველა
წანამძღვარი ჭეშმარიტია, ხოლო დანასკვი მცდარი - ასეთი განაწილება იქნებოდა
დასკვნის კონტრმაგალითი და მისი მოძებნით ვაჩვენებდით დასკვნის არამართებულობას
(ცხრილების მეთოდი ემყარება სწორედ იმის ჩვენებას, რომ ასეთი განაწილება არ
არსებობს). იგივე უფრო იოლად ასე შეიძლება გავაკეთოთ:
ვთქვათ, გვინდა შევამოწმოთ შემდეგი დასკვნის მართებულობა:
p ⊃ (q ∨ r)
s ⊃ ¬r
-------------
(p ∧ s) ⊃ q
ამისათვის ამოვწეროთ წანამძღვრები და დანასკვი ერთ სტრიქონში და წინ
დავუწეროთ მათში შემავალი ყველა ატომური წინადადება, როგორც ეს ქვემოთ არის
მოცემული:
p q r s p ⊃ (q ∨ r) s ⊃ ¬r (p ∧ s) ⊃ q

გავიხსენოთ, რომ ვეძებთ კონტრმაგალითს, ანუ შემთხვევას, როცა წანამძღვრები


ჭეშმარიტია, ხოლო დანასკვი - მცდარი. ამისათვის ყველა წანამძღვარს ქვეშ მივუწეროთ
ჭ, ხოლო დანასკვს - მ და უკუსვლით (რთულიდან უფორ მარტივისკენ) ვეძებოთ
შესაბამისი ჭეშმარიტების მნიშვნელობები ატომური წინადადებებისთვის:

p q r s p ⊃ (q ∨ r) s ⊃ ¬r (p ∧ s) ⊃ q
ჭ ჭ მ
მ ჭ მ რადგან (p ∧ s) ⊃ q მცდარია, (p ∧ s)
ჭეშმარიტი უნდა იყოს, ხოლო q -
მცდარი

ჭ ჭ ჭ ჭ თუ (p ∧ s) ჭეშმარიტია, p-ც და s-იც


ჭეშმარიტი უნდა იყოს.

ჭ ჭ ჭ რადგან s ⊃ ¬r ჭეშმარიტია და s
ჭეშმარიტია, ჭეშმარიტია ¬r

ჭ მ მ ჭ ანუ მცდარი იქნება r.

მ მ მ რადგან q და r მცდარია, (q ∨ r)-იც


მცდარი უნდა იყოს

ჭ X მ მაგრამ მაშინ p ⊃ (q ∨ r) ჭეშმარიტი


ვერ იქნება, რადგან p ჭეშმარიტია,
ხოლო (q ∨ r) - მცდარი

2
ანუ, დავრწმუნდით, რომ ჭეშმარიტების ცხრილში არ იარსებებს სტრიქონი,
რომელშიც წანამძღვრები ჭეშმარიტი იქნება, ხოლო დანასკვი - მცდარი.
ეს არის ჭეშმარიტების ხეების საფუძვლადმდებარე იდეა, მაგრამ ასე
წარმოდგენილი, ის ნაკლებად ჰგავს დასაბუთებას - ცხრილში, რომელიც მივიღეთ, არ
ჩანს, რომელი ნაბიჯი რის საფუძველზე და რა თანმიმდევრობით გავაკეთეთ.
ჭეშმარიტების ხეებში ეს ინფორმაცია უფრო აშკარადაა წარმოდგენილი.

2. მართებულობის შემოწმება ჭეშმარიტების ხეებით


იმავე დასკვნისთვის ჭეშმარიტების ხე ასე აიგება: ერთმანეთის ქვეშ ჩამოვწერთ
წანამძღვრებს და დანასკვის უარყოფას. თითოეულ სტრიქონს ვნომრავთ და მარჯვნივ
მივუწერთ, რის საფუძველზე დავწერეთ ის:

p ⊃ (q ∨ r)
s ⊃ ¬r
-------------
(p ∧ s) ⊃ q

1. p ⊃ (q ∨ r) წანამძღვარი
2. s ⊃ ¬r წანამძღვარი
3. ¬ ((p ∧ s) ⊃ q) დანასკვის უარყოფა

(1) და (2) წანამძღვრებია, ხოლო (3) - დანასკვის უარყოფა.

თუ ხეში რომელიმე ფორმულას ვწერთ, ვუშვებთ, ამით რომ ის ჭეშმარიტია. ანუ


წანამძღვრებისა და დანასკვის უარყოფის დაშვება ნიშნავს დასკვნის კონტრმაგალითის
დაშვებას.
დანასკვი პირობითი წინადადებაა, ანუ მისი უარყოფა თუ ჭეშმარიტია, ჭეშმარიტია
მისი ანტეცედენტი და მცდარია მის კონსეკვენტი, ანუ ჭეშმარიტია კონსეკვენტის უარყოფა.
ანუ, ანტეცედენტი და კონსეკვენტის უარყოფა გამომდინარეობს იქიდან, რაც უკვე
გვეწერა. მათაც ჩავწერთ ახალი სტრიქონების სახით:
1. p ⊃ (q ∨ r) წ.
2. s ⊃ ¬r წ.
3. √ ¬ ((p ∧ s) ⊃ q) დ.უ.

3
4. p∧s 3, ი.უ.
5. ¬q 3, ი.უ.

3-ს - ¬ ((p ∧ s) ⊃ q) - მოვნიშნავთ √ სიმბოლოთი, რითაც აღვნიშნავთ, რომ ის უკვე


გავაანალიზეთ - ანუ მისგან უკვე ამოვიღეთ ჩვენთვის საჭირო ინფორმაცია, დავშალეთ
ის უფრო ელემენტარულ ნაწილებად, რომლებიც მისგან გამომიდნარეობს. ახლა გვაქვს
p ∧ s კონიუნქცია და თუ ის ჭეშმარიტია, ჭეშმარტია მისი კონიუნქტებიც. ესენიც ამოვწეროთ,
ხოლო კონუნქცია მოვნიშნოთ, როგორც გაანალიზებული.

1. p ⊃ (q ∨ r) წ.
2. s ⊃ ¬r წ.
3. √ ¬ ((p ∧ s) ⊃ q) დ.უ.

4. √ p∧s 3, ი.უ.
5. ¬q 3, ი.უ.

6. p 4, კ.
7. s 4, კ.
ამ ეტაპზე ჯერ კიდევ გაუანალიზებელია ფორმულები: p ⊃ (q ∨ r), s ⊃ ¬r. ბოლო სამი
- ¬q, p და s - ინერტულია - მათგან მეტ ინფორმაციას ვერ ამოვიღებთ; უბრალოდ ვიცით,
რომ ჩვენი დაშვებით p და s ჭეშმარიტია, ხოლო q - მცდარი. ზოგადად, ხეებში ატომური
ფორმულები და მათი უარყოფები აღარ ექვემდებარება გაანალიზებას; ხოლო ყველა
სხვა ფორმულა შეიძლება გავაანალიზოთ.
ვნახოთ s ⊃ ¬r - ის გვეუბნება, რომ მცდარია s (ანუ ჭეშმარიტია მისი უარყოფა), ან
ჭეშმარიტია ¬r. რადგან გვაქვს ერთზე მეტი შესაძლებლობა, კომპონენტები ხის
სხვადასხვა ტოტებში უნდა დავწეროთ, ანუ ჩვენი ხე გაიტოტება:
1. p ⊃ (q ∨ r) წ.
2. √ s ⊃ ¬r წ.
3. √ ¬ ((p ∧ s) ⊃ q) დ.უ.

4. √ p∧s 3, ი.უ.
5. ¬q 3, ი.უ.

6. p 4, კ.

4
7. s 4, კ.

8. და 9. 8. ¬s 9.¬r 2, ი.
ახლა ჩვენს ხეს ორი ტოტი აქვს - თითოეული, აღებული ხის დასაწყისიდან ტოტის
ბოლომდე, წარმოადგენს ერთ შესაძლებლობას (იგულისხმება, რომ ხის ტანი - ანუ ის,
რაც განტოტვამდე გვიწერია - ორივე ტოტს მიეკუთვნება). მაგრამ მარცხენა ტოტი
რეალურად არ არის შესაძლებელი, რადგან მასში წერია s-იც და მისი უარყოფაც, ანუ მის
მიხედვით ორივე ჭეშმარიტია, რაც შეუძლებელია. მაშასადამე, ეს ტოტი ჩაიკეტა. მას
მოვნიშავთ X-ით იმის აღსანიშნავად, რომ ის ჩიხია.
1. p ⊃ (q ∨ r) წ.
2. √ s ⊃ ¬r წ.
3. √ ¬ ((p ∧ s) ⊃ q) დ.უ.

4. √ p∧s 3, ი.უ.
5. ¬q 3, ი.უ.

6. p 4, კ.
7. s 4, კ.

8. და 9. 8. ¬s 9. ¬r 2, ი.
X
დაგვრჩა ერთი ტოტი და ერთი გაუანალიზებელი ფორმულა - პირველი
წანამძღვარი: p ⊃ (q ∨ r). ეს პირობითი წინადადებაა და გვეუბნება, რომ მცდარია p ან
ჭეშმარიტია q ∨ r. ამრიგად, ხე ისევ განიტოტება - ერთ ტოტში ჩავწეროთ ¬p, მეორე
ტოტში - q ∨ r. ხოლო წანამძღვარი მოვნიშნოთ, როგორც გაანალიზებული:
1. √ p ⊃ (q ∨ r) წ.
2. √ s ⊃ ¬r წ.
3. √ ¬ ((p ∧ s) ⊃ q) დ.უ.

4. √ p∧s 3, ი.უ.
5. ¬q 3, ი.უ.

6. p 4, კ.
7. s 4, კ.

5
8., 9 8. ¬s 9. ¬r 2, ი.
X
10. და 11 10. ¬p 11. q ∨ r 1, ი.
მარცხენა ტოტში წერია p და ¬p, რაც წინააღმდეგობას გვაძლევს. ამრიგად, ეს ტოტი
ჩაიკეტა. მარჯვენა ტოტში გასაანალიზებელია q ∨ r, რომელიც ისევ განტოტვას იწვევს:
1. √ p ⊃ (q ∨ r) წ.
2. √ s ⊃ ¬r წ.
3. √ ¬ ((p ∧ s) ⊃ q) დ.უ.

4. √ p∧s 3, ი.უ.
5. ¬q 3, ი.უ.

6. p 4, კ.
7. s 4, კ.

8. ¬s 9. ¬r 2, ი.
X
10., 11. √ 10. ¬p 11. q ∨ r 1, ი.
X
12., 13. 12. q 13. r 11. დ

ვხედავთ, რომ ორივე ტოტი შეიცავს წინააღმდეგობას: მარცხენაში არის q და ¬q,


ხოლო მარჯვენაში - r და ¬r. ამრიგად, ორივე ტოტი ჩაიკეტა. მივიღეთ ხე, რომელშიც
ყველა ტოტი ჩაკეტილია:
1. √ p ⊃ (q ∨ r) წ.
2. √ s ⊃ ¬r წ.
3. √ ¬ ((p ∧ s) ⊃ q) დ.უ.

4. √ p∧s 3, ი.უ.
5. ¬q 3, ი.უ.

6. p 4, კ.

6
7. s 4, კ.

8. 9. 8. ¬s 9. ¬r 2, ი.
X
10., 11. √ 10. ¬p 11. q ∨ r 1, ი.
X
12. 13. q r 9. დ
X X
ამრიგად, დასკვნის მართებულობის შესამოწმებლად ჩვენ ვცადეთ, მოგვეძებნა
შემთხვევა, რომელშიც წანამძღვრები იქნებოდა ჭეშმარიტი და დანასკვი - მცდარი, მაგრამ
ყველა ასეთმა ცდამ წინააღმდეგობამდე მიგვიყვანა. ეს აჩვენებს, რომ არ არსებობს
კონტრმაგალითი, ანუ დასკვნა მართებულია.
ეს არის ჭეშმარიტების ხის მაგალითი, რომლითაც ვადგენთ, არის თუ არა დასკვნის
ფორმა მართებული ან ფორმულა - ტავტოლოგიური. ჭეშმარიტების ხის სახით
მკაფიოდაა წარმოდგენილი ბჭობის მსვლელობა, რომელშიც თითოეული ფორმულა
დავშალეთ შემადგენელ ნაწილებად, სისტემურად ვაკონტროლებდით თითოეულ
შესაძლებლობას და ზოგიერთი მათგანი ჩავკეტეთ, როცა წინააღმდეგობა წარმოიშვა.

ფორმულების რამე ჯგუფისთვის ჭეშმარიტების ხე იკეტება მაშინ და მხოლოდ


მაშინ, თუ მისი ყველა ტოტი შეიცავს წინააღმდეგობას. ასეთ შემთხვევაში შეუძლებელია
საწყისი ფორმულები ყველა ერთად იყოს ჭეშმარიტი, ანუ წინადადებები უთავსია
ჭეშმარიტების მიმართ.

ცალკეული წინადადებებისთვის, ჭეშმარიტების ხე იკეტება მაშინ და მხოლოდ მაშინ,


თუ ის წინააღმდეგობაა; ხოლო მისი უარყოფის ჭეშმარიტების ხე იკეტება მაშინ და
მხოლოდ მაშინ, თუ ის ტავტოლოგიაა.

მოცემული ფორმის დასკვნისათვის წანამძღვრებისა და დანასკვის უარყოფის


ჭეშმარიტების ხე იკეტება მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ ამ წანამძღვრებიდან ლოგიკურად
გამომდინარეობს ეს დანასკვი; ხოლო ასეთი ხე არ იკეტება მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ
დანასკვი ლოგიკურად არ გამომდინარეობს ამ წანამძღვრებიდან.

7
3. ჭეშმარიტების ხეების წესები წინადადებათა ლოგიკაში
გაანალიზების წესები:
კონიუნქცია დისიუნქცია იმპლიკაცია ეკვივალენცია
p ∧ q p ∨ q p ⊃ q p ≡ q

p p q ¬p q p ¬p
q q ¬q
კონიუნქციის დისიუნქციის იმპლიკაციის ეკვივალენციის
უარყოფა უარყოფა უარყოფა უარყოფა
¬ (p ∧ q) ¬ (p ∨ q) ¬ (p ⊃ q) ¬ (p ≡ q)

¬p p p ¬p
¬p ¬q ¬q ¬q ¬q q
ორმაგი ჩაკეტვა გამომრიცხავი
უარყოფა p დისიუნქცია
¬¬p ¬p p + q
X
p p q
¬q ¬p

ჭეშმარიტების ხეების აგებისას უდიდესი მნიშნელობა აქვს იმას, რომ ღია და


ჩაკეტილი ტოტები არ ავურიოთ ერთმანეთში:

ჩაკეტვა: ჭეშმარიტების ხის ტოტი იკეტება მაშინ და მხოლოდ მაშინ, თუ ის შეიცავს


ფორმულას და მის უარყოფას. სხვა შემთხვევაში ის ღიაა.

როდესაც რომელიმე წესის გამოყენებით ვაანალიზებთ რომელიმე α ფორმულას, ყველა


ახალი ფორმულა, რომელსაც მისგან მივიღებთ, უნდა ჩაიწეროს ჭეშმარიტების ხის
ყოველ ღია ტოტზე, რომელშიც α ოფრმულა შედის, α ფორმულის ქვემოთ.

8
ავაგოთ ჭეშმარიტების ხე შემდეგი ფორმულისათვის: ((p ∧ q) ⊃ r) ≡ (p ⊃ (q ⊃ r)).

1. ((p ∧ q) ⊃ r) ≡ (p ⊃ (q ⊃ r)) √

2. ((p ∧ q) ⊃ r) 4. ¬ ((p ∧ q) ⊃ r) √ 1, ეკვ.


3. (p ⊃ (q ⊃ r)) 5. ¬ (p ⊃ (q ⊃ r)) √ 1, ეკვ.

6. p ∧ q√ 4, იმპ.უ.
7. ¬r 4, იმპ.უ.

8. p 5, იმპ.უ.
9. ¬(q ⊃ r) √ 5, იმპ.უ.

10. q 9, იმპ.უ.
11. ¬r 9, იმპ.უ.

12. p 6, კონ.
13. q 6, კონ.

როგორც ვხედავთ, ხის მარჯვენა ტოტი არ ჩაიკეტა - მასში ყველაფერი


გაანალიზებულია, მაგრამ წინააღმდეგობა არ შეგვხვდა. ანუ ხე ღიაა. ეს იმას ნიშნავს, რომ
ფორმულა შესრულებადია - ანუ არ არის წინააღმდეგობა. შეგვიძლია სხვა ტოტები აღარც
გავაგრძელოთ. ღია ტოტიდან ჩანს, რომ მთელი ფორმულა ჭეშმარიტია, სულ მცირე,
მაშინ, როდესაც p და q ჭეშმარიტია, ხოლო r მცდარია. ანუ, დასაწყისში მოცემულის მსგავს
ცხრილს ამ ხის საფუძველზე ასე ავაგებდით:

p q r ((p ∧ q) ⊃ r) ≡ (p ⊃ (q ⊃ r))
ჭ ჭ მ ჭ ჭ ჭ მ მ ჭ ჭ მ ჭ მ მ

9
ახლა ვნახოთ, ხომ არ არის ეს ფორმულა ტავტოლოგია. ამისათვის უნდა ავაგოთ
მისი უარყოფის ხე:
1. ¬(((p ∧ q) ⊃ r) ≡ (p ⊃ (q ⊃ r))) √

2. ((p ∧ q) ⊃ r) 4. ¬ ((p ∧ q) ⊃ r)
3. ¬(p ⊃ (q ⊃ r)) 5. (p ⊃ (q ⊃ r))

6. p 14. (p ∧ q)
7. ¬(q ⊃ r) 15. ¬r

8. q 16. p
9. ¬r 17. q

10. ¬ (p ∧ q) 11. r 18.¬p 19. q ⊃ r √


X X
12.¬p 13.¬q ¬q r
X X X X

(სავარჯიშოს სახით, თვითონ მიუწერეთ თითოეულ ფორმულას რომელი


ფორმულიდან და რომელი წესის მიხედვით მიიღება ის.)
როგორც ვხედავთ, ხის ყველა ტოტი ჩაიკეტა. ანუ ხე ჩაკეტილია. ეს იმას ნიშნავს,
რომ ეს ფორმულა წინააღმდეგობრივია, კონტრადიქციაა. ეს კი, თავის მხირვ, საწყისი
ფორმულის (რომლის უარყოფითაც ეს მივიღეთ) ტავტოლოგიურობის დასაბუთებაა.

5. ჭეშმარიტების ხეებისა და ჭეშმარიტების ცხრილების ურთიერთმიმართება


დასკვნების მართებულობისა და წინადადებების ტავტოლოგიურობის შემოწმების
ორი ხერხი - ჭეშმარიტების ცხრილებით და ჭეშმარიტების ხეებით - ყოველთვის ერთსა და
იმავე შედეგს გვაძლევს. ეს ვითარება შეადგენს შემდეგი თეორემის შინაარსს: თუ
არსებობს ატომური წინადადებებისთვის ჭეშმარიტების მნიშვნელობათა ისეთი
განაწილება, რომლისთვისაც მოცემული ფორმულა ჭეშმარიტია, მაშინ ამ ფორმულის
ჭეშმარიტების ხე არ იკეტება; და პირიქით, თუ მოცემული ფორმულის ხე არ იკეტება, მაშინ
არსებობს მასში შემავალ ატომურ წინადადებათათვის ჭეშმარიტების მნიშვნელობათა
ისეთი განაწილება, რომელშიც ფორმულა ჭეშმარიტია. ამის მორგება დასკვნების
მართებულობაზე იოლია, თუ გავიხსენებთ, რომ თუ დასკვნა მართებულია, მაშინ
კონიუნქციის ფორმის წინადადება, რომლის კონიუნქტებია წანამძღვრები და დანასკვის
უარყოფა, კონტრადიქციაა (ხოლო იმპლიკაციის ფორმის წინადადება, რომლის
ანტეცედენტია წანამძღვრების კონიუნქცია, ხოლო კონსეკვენტია დანასკვი,
ტავტოლოგიაა).

10

You might also like