Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 446

1

თომას მანი

ფელიქს კრულის

მთარგმნელი: დალი ფანჯიკიძე

2
„ყალთაბანდ ფელიქს კრულის აღსარება“ თავის შინაარსითა და ან-
ტურაჟით ავანტიურისტული რომანია. იგი 80 წელს მიღწეულმა თომას
მანმა სიკვდილამდე ერთი წლით ადრე გამოაქვეყნა, თუმცა მისი კონტუ-
რები ჯერ კიდევ 1909 წელს ჰქონდა მოხაზული. რომანის ახალგაზრდა,
მშვენიერი გმირი ენაწყლიანად გვიყვება თავის ფათერაკებითა და სასიყ-
ვარულო თავგადასავლებით აღსავსე ცხოვრების ამბავს. თამაშ-თამაშით
თხრობა, პიკანტური სცენები და მიმზიდველი სიუჟეტი თავიდანვე აღ-
ძრავს მკითხველის ინტერესს და ეს ინტერესი ბოლომდე არ ნელდება.
ზემოთ ჩამოთვლილი თვისებების გამო ეს წიგნი, თომას მანის სხვა
რომანებისაგან განსხვავებით, იოლი აღსაქმელია ნებისმიერი ასაკისა და
გემოვნების მკითხველისათვის.

3
პირველი წიგნი

პირველი თავი

აი, ვიღებ კალამს, რათა ვისარგებლო სრული მოცლილობითა


და განმარტოებით და ჩემი მკაფიო და მოხდენილი ხელწერით აღ-
სარება გავანდო ყოვლისამტან ქაღალდს. სხვათა შორის, საამისო
ჯანიც მომდევს და ღონეც, თუმცა დაღლილი ვარ და გვარიანად
დაღლილიც. (ამიტომ მხოლოდ მისხალ-მისხალ და სვენებ-სვენე-
ბით თუ წავიწევ წინ), ოღონდ ესაა, შევუდექი თუ არა საქმეს, გულში
მაშინვე გამკრა ეჭვმა, ვაითუ ჩემი სწავლა–განათლება ამ ინტელექ-
ტუალურ ჩანაფიქრს ვერ გასწვდეს-მეთქი· თუმცა რას ვამბობ, რაკი
ყველაფერი, რაც უნდა გაგანდოთ, ჩემი საკუთარი, უშუალო გამოც-
დილების, შეცდომებისა და ვნებათაღელვის ნაყოფია, ის ეჭვი დიდი-
დიდი ჩემთვის მომადლებულ ტაქტსა და თხრობის უნარზე გავ-
რცელდეს, ამ საქმეში კი, მე თუ მკითხავთ, სისტემატურ და დასრუ-
ლებულ სწავლა-განათლებაზე უფრო ბუნებრივი ნიჭი და ბავშვობა-
ში მიღებული კარგი აღზრდა გამომადგება. აი ეს უკანასკნელი კი
ნამდვილად არ დამკლებია, რადგან საკმაოდ უზნეო, მაგრამ მაინც
კულტურულ ბიურგერულ ოჯახში ვარ გაზრდილი; მე და ჩემს დას
ოლიმპიას თვეების მანძილზე გვწვრთნიდა ვინმე ვევეელი მამზე-
ლი, მერე კი დედაჩვენსა და მას შორის გაჩენილი ქალური ქიშპის
გამო (ქიშპის საგანი, სხვათა შორის, მამაჩემი გახლდათ) იგი იძუ-
ლებული გახდა პოზიციები დაეთმო და ბრძოლის ველი დაეტოვები-
ნა,ჩემი საყვარელი ნათლია შიმელპრისტერი, ვისთანაც გულითადი
ურთიერთობა მაკავშირებდა, ფრიად დაფასებული ხელოვანი
ბრძანდებოდა, მას ჩვენს პატარა ქალაქში ყველა „ბატონ პროფე-
სორს“ ეძახდა, თუმცა ეს მშვენიერი და სახარბიელო ტიტული მის-
თვის ოფიციალურად არავის მიუნიჭებია. დაბოლოს უნდა მოვიხსე-
ნიოთ მამაჩემი, რომელიც თავის სისქისა და სიმსუქნის მიუხედავ

4
ად, გრაციოზული კაცი იყო და მკაფიო მეტყველების დიდი დამფასე-
ბელიც გახლდათ.
მას ბებიისაგან ნამემკვიდრევი ფრანგული სისხლი უჩქეფდა
ძარღვებში, განსწავლის წლებიც საფრანგეთში ჰქონდა გატარებუ-
ლი და თავისივე სიტყვით, პარიზს საკუთარ ჯიბესავით იცნობდა. მა-
მაჩემს საუბარში ძალიან უყვარდა ისეთი გამოთქმების ჩართვა,
როგორიცაა „c’est èpatant” ან „parfaitement” ამ სიტყვებს ხომ
წმინდად წარმოთქვამდა, მოწონების გამომხატველ სხვა სიტ-
ყვებსაც ხშირად აფრანგულებდა და ლამის სიცოცხლის უკანასკნელ
დღემდე ქალების წყალობაც არ მოჰკლებია. აი, სულ ესაა, რაც
წინასწარ და გაკვრით გიამბეთ, თორემ რაც შეეხება დახვეწილი
მეტყველებისკენ ჩემს ბუნებრივ მიდრეკილებას, მას როგორც მთე-
ლი ჩემი თვალთმაქცური ცხოვრება ადასტურებს, ჩემთვის ოდით-
განვე სარგებლობა მოჰქონდა და მგონი, არც ამ წერილობითი გა-
მოსვლისას უნდა მიმტყუნოს· ისე, რომ იცოდეთ, გადაწყვეტილი
მაქვს ჩანაწერებში სრული გულწრფელობა გამოვიჩინო და არც
იმას შევუშინდე, ვინმემ პატივმოყვარეობა ან უტიფრობა არ მიკიჟი-
ნოს-მეთქი. აბა ისე რა ზნეობრივი ღირებულება ან აზრი ექნება აღ-
სარებას, თუკი მის შეთხზვაში სხვა რამ პრინციპი გაერია? გარდა
ჭეშმარიტების ერთგულებისა?
მე რაინისპირა კუთხის პირმშო ვარ, სწორედ იმ დალცვილი მხა-
რისა, სადაც ჰავაც რბილია და მკვეთრი აღმართ-დაღმართი არც
ნიადაგს ახასიათებს, დასახლებულია იგი პატარ-პატარა მხიარული
ქალაქებითა და დაბებით და დანამდვილებით შემიძლია გითხრათ,
რომ ჩემი მშობლიური კუთხე დედამიწის ზურგზე არსებულ უმშვე-
ნიერეს მხარეთა რიცხვში შედის. აქ, სუსხიანი ქარებისაგან რაინის-
პირა მთებით დაცულ შუადღის მზით ნაფერებ მხარეში ჰყვავიან ის
სახელგანთქმული სოფლები, რომელთა ხსენებაზეც ჩემისთანა ბე-
დოვლათს გული სიხარულით უნათდება ხოლმე. ესენია რაუენთა-
ლი, იოჰანისბერგი რიუდესჰაიმი და აქვეა ის პატივსაცემი პატარა
ქალაქიც, სადაც გერმანიის იმპერიის ძლევამოსილად დაარსები-
დან რამდენიმე წლის შემდეგ მე ვიხილე დღის სინათლე.

5
ქალაქი მდებარეობს მაინცის მახლობლად, ოღნავ მარცხნივ იმ
ადგილიდან, სადაც რაინი მუხლს იკეთებს, განთქმულია თავისი
შუშხუნა ღვინოებით, წარმოადგენს მთავარ ნავსაყუდელს მდინარე-
ზე აღმა-დაღმა მოცურავე გემებისათვის და ითვლის ოთხი ათასამ-
დე მცხოვრებს. ერთი სიტყვით, მხიარული მაინცი ხომ სულ ახლოს
იყო ჩემი ქალაქიდან, მაგრამ ასევე ახლოს იყო ტაუნუსის მთის კუ-
რორტები ვისბადენი, ჰომბურგი, ლანგენშვალბახი და შლანგენბა-
დი და სხვაგან თუ არა, შლანგენბადში მაინც ხომ ვიწროლიანდაგია-
ნი რკინიგზით ნახევარ საათში შეგეძლო ჩასვლა. რომ იცოდეთ, რა
ხშირად ვმოგზაურობდით ოთხივ კუთხით წელიწადის თბილ თვეებ-
ში ჩემი მშობლები, ჩემი და ოლიმპია და მე, ვმოგზაურობდით გე-
მით, ეტლითა თუ მატარებლით და ყოველი კუთხისკენ გვიზიდავდა
მათი სილამაზე და ღირსშესანიშნაობანი ბუნებისა თუ კაცის ხელით
შექმნილი. ახლაც თვალწინ მიდგას, როგორ იჯდა ჩვენთან ერთად
რომელიმე მედუქნის ეზოში, ხალვათ საზაფხულო კოსტუმში გამოწ-
ყობილი მამაჩემი, იჯდა მაგიდიდან ოდნავ მოშორებით, რადგან უფ-
რო ახლოს მიწევას მუცელი არ ანებებდა, გემოს ატანდა კიბორჩხა-
ლებისაგან მომზადებულ კერძს და ზედ ოქროსფერ ყურძნის წვენს
მადიანად აყოლებდა. ჩემი ნათლია შიმელპრისტერიც ხშირად თან
გვახლდა, იგი თავის მრგვალშუშებიანი სათვალიდან ხალხსა და გა-
რემოს გულმოდგინედ აკვირდებოდა და დიდსა და მცირეს თავის
არტისტულ სულში სამუდამოდ იბეჭდავდა.
ჩემი საბრალო მამა მეპატრონე გახლდათ ენგელბერტ კრულის
სახელით ცნობილი ფირმისა, რომელიც შუშხუნა ღვინოს – „ლორე-
ლაი ექსტრა კიუვეს“ ამზადებდა. ფირმის მარნები რაინის ქვემო
წელზე, ნავმისაბმელის შორიახლო იყო ჩარიგებული, ბავშვობაში
ხშირად მიხეტიალია მათ გრილ თაღებქვეშ, მივაბიჯებდი მაღალ
სტელაჟებს შუა დატანებულ მოკირწყლულ ბილიკებზე და ჩაფიქრებ
ული შევყურებდი ბოთლების ლაშქარს, ნახევრად მიწოლილნი
ერთმანეთზე რომ იყვნენ დახვავებულნი. აი, წევხართ ასე, ვფიქ-
რობდი გულში (ოღონდ ცხადია, მაშინ ჩემს ნაფიქრალს სიტყვით
ასე ზუსტად ვერ გამოვხატავდი), აი, წევხართ მიწისქვეშეთის ბინდ-

6
ბუნდში და თქვენს წიაღში ნელ-ნელა იწმინდება და ღვინდება ფიც-
ხი, ოქროსფერი მაჭარი, დაღვინებული,მერე ზოგს გულს რომ აუჩ-
ქროლებს და ზოგს თვალებს აუთამაშებს! თქვენ ჯერ შიშვლები
ხართ და შეუხედავნი, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მდიდრულად
მორთულ-მოკაზმულნი ამობრძანდებით მზისგულზე, რათა დღესას-
წაულზე, ქორწილებში, განცალკევებულ კაბინეტებში თუ სხვაგან
ჭერში ტკაცატკუცით აისროლოთ საცობები და ადამიანები შეაზარ-
ხოშოთ, აამჩატოთ და გაახალისოთ. დაახლოებით ასე ამბობდა მა-
შინ ის ბიჭი და სიმართლეს, სხვა თუ არაფერი, ის მაინც შეეფერებო-
და, რომ ფირმა „ენგელბერტ კრული“ უზარმაზარ მნიშვნელობას
ანიჭებდა თავისი ბოთლების გარეგნულ იერს, ანუ იმ საბოლოო გა-
ფორმებას, რასაც სპეციალისტები ვარცხნილობას უწოდებენ. ჯერ
ერთი, დაწნეხილი კორპი ვერცხლის მავთულითა და მოოქროვილი
ძაფით მაგრდებოდა ბოთლის ყელში, ხოლო საცობს ზემოდან ხას-
ხასა წითელი ლაქიც ესვა და ზედ კიდევ, ბულებისა და ძველი სი-
გელ-გუჯრების მსგავსად, ყელში დატანებულ მოოქროვილ ზო-
ნარზე მრგვალი ბეჭედი ჰქონდა დაკიდებული. ბოთლის ყელი
გულმოდგინედ იყო შემოსილი ბრჭყვიალა ფოლგით, ხოლო
მუცელზე ნათლია შიმელპრისტერის მიერ მისთვის საგანგებოდ
შექმნილი ოქროსვარაყიანი ეტიკეტი ეკრა. ეტიკეტზე უამრავი გერ-
ბისა და ვარსკვლავის, მამაჩემის მონოგრამისა და ოქროს ასოებით
ამოტვიფრული სახელის „ლოველაი ექსტრა კიუვეს“ გარდა, მხო-
ლოდ სამაჯურებითა და ძეწკვებით ტანშემოსილი, კლდის ქიმზე შე-
მომჯდარი შიშველი ქალიც ეხატა, ქალს ფეხი ფეხზე გადაედო, აწე-
ულ ხელში ოქროს სა-ვარცხელი ეჭირა და დალალებს ივარცხნიდა.
ისე, სიმართლე თუ გნებავთ, ღვინის ხარისხი ამ თვალისმომჭრელ
გაფორმებას, მგონი, მთლად სუსტად არ შეესაბამებოდა.
‒ კრულ, – უთქვამს ერთხელ ჩემს ნათლიას მამაჩემისათვის, ‒
პირადად თქვენზე ცუდი არაფერი მეთქმის, მაგრამ თქვენი შამპანუ-
რი პოლიციამ რომ აკრძალოს,ის დროა, ერთი კვირის წინ სულმა
წამძლია, ნახევარი ბოთლი დავლიე და ჩემი ორგანიზმი იმ ძალა-
დობისაგან დღემდე გონს ვერ მოსულა. ერთი მითხარით, რა ჯანდა-

7
ბას ურევთ იმ მთხლეში? ნავთს უმატებთ თუ რახით აზავებთ? რასაც
უნდა ურევდეთ, სულერთია, ფაქტია, რომ საწამლავს ამზადებთ და
ერთხელაც იქნება, კანონს ვერ გადაურჩებით!
ამ სიტყვებზე ჩემს საბრალო მამას დაურცხვენია, რადგან ბუნე-
ბით ბუნჩულა კაცი იყო და მწარე საყვედურებს განიცდიდა ხოლმე.
– თქვენთვის ადვილია ჩემი დაცინვა, შიმელპრისტერ – უთქვამს
მამაჩემს და, ჩვეულებისამებრ, თითები მუცელზე ნაზად აუთამაშე-
ბია, ‒ ჩვენებურ ღვინოს მაინც ალმაცერად უყურებს ყველა და მეც,
მეტი რა გზა მაქვს, იაფი პროდუქცია უნდა გამოვუშვა, ერთი სიტ-
ყვით, საზოგადოებას ზუსტად იმას ვაწოდებ, რასაც ჩემგან მო-
ელიან. ესეც არ იყოს, კონკურენცია ისე მავიწროებს, რომ საცაა სუ-
ლი ამომხდება.
აი, როგორ ყოფილა ეს ამბავი.
ჩვენი ვილა იმ ბატონკაცური, კოხტა სახლების ტიპისა იყო, ფერ-
დობებზე რომ შეყუჟულან და რაინის პეიზაჟს თვალისთვის საამურს
ხდიან. ფერდობზე გაშენებული, მდინარემდე ჩასული ბაღი უხვად
გვქონდა შემკული ქაშანურის ქონდრისკაცებით, სოკოებითა და
ცხოველებს წამსგავსებული ნაირგვარი ფიგურებით; ერთგან, სა-
განგებოდ გაკეთებულ კვარცხლბეკზე, ლაპლაპა მინის სფერო ეს-
ვენა, რომელიც სახის ანარეკლს სასაცილოდ ამახინჯებდა, აქვე იყო
ეოლოსის ქნარი, მღგიმეები და შადრევანი, რომელიც ჰაერში ლა-
მაზად სტყორცნიდა წყლის სვეტებს, ხოლო აუზში ვერცხლისფერი
თევზები დაცურავდნენ, სახლის მორთულობაზეც თუ ვიტყვით ორი-
ოდ სიტყვას, სახლი შიგნითაც მამაჩემის გემოვნებით იყო მოხდენი-
ლად და მხიარულად მორთული. მყუდრო ერკერები თითქოს ჩამო-
საჯდომად გეპატიჟებოდნენ, ხოლო ერთ მათგანში ნამდვილი ჯარაც
კი იდგა. უამრავი წვრილმანი: სირჩები, ნიჟარები, გალაქული ზარ-
დახშები და საყნოსი ფლაკონები მწკრივად ელაგა ეტაჟერებსა და
პლუშგადაკრულ პაწია სადგამებზე; დივნებსა და შეზლონგებზე აბ-
რეშუმისპირიანი თუ ფერად-ფერადი ნაქარგით დამშვენებული ბუმ-
ბულის ბალიშები იყო მიმობნეული, რადგან მამაჩემს რბილად კო-
ტრიალი უყვარდა; ჩვენი ფანჯრების ლავგარდანები ალებარდებს

8
ჰგავდა, ხოლო კარის სიოში ლერწმისა და ჭრელაჭრულა მძივების
მსუბუქი ფარდები ეკიდა, ასეთი ფარდები ვითომ მჭიდრო კედელს
ჰქმნიან, მაგრამ მათ შორის თუ ხელმოუკიდებლად გაივლი, ისინიც
შარიშურით ან მსუბუქი ტკაცანით იხსნებიან და მერე უხმაუროდვე
იკრავენ პირს. შემოსასვლელში ერთი პატარა, გონებამახვილური
მოწყობილობა გვეყენა, კარი დაჭირხნილი ჰაერის მეშვეობით ნელ-
ნელა იკეტებოდა და ამასობაში ის მექანიზმი საამო წკარუნით უკ-
რავდა დასაწყისს სიმღერისას ‒ „გიხაროდენ სიცოცხლე“.

9
მეორე თავი

აი, ასეთი გახლდათ ის სახლი, სადაც ვარდობისთვის ერთ


თბილ, წვიმიან დღეს – სხვათა შორის, ის დღე კვირა ყოფილა – დავ-
ბადებულვარ მე და ამ წუთიდან გპირდებით, რომ მოვლენებს წინ
აღარ გავუსწრებ და დროის მდინარებას ზუსტად გავყვები. ჩემი და-
ბადების პროცესი, თუკი სწორად ვარ ინფორმირებული, თურმე მე-
ტისმეტად ნელა მიმდინარეობდა, მაშინდელი ჩვენი შინაური ექი-
მის, დოქტორ მეკუმის ჩარევაც დაგვჭირვებია და სახელდობრ იმი-
ტომ, რომ მე ‒ თუკი იმ შორეულ, უცხო არსებას „მე“ შეიძლება "და-
ვარქვა –დუნედ და გულგრილად მოვქცეულვარ, დედაჩემისთვის
ტანჯვა-წვალება სულაც არ შემიმსუბუქებია და ერთი ბეწო მონდო-
მება არ გამომიმჟღავნებია იმ სამყაროში მოსავლენად, რომელიც
შემდგომ ასე მგზნებარედ უნდა მყვარებოდა. მიუხედავად ზემოთ-
ქმულისა, ჯანსაღი, ღონიერი ბავშვი ვყოფილვარ და კარგი ძიძის
მკერდზე თურმე სანაქებოდაც ვიზრდებოდი, მაგრამ რაც უფრო ხში-
რად ვუფიქრდები ჩემი დაბადებისას გამოვლენილ სიზანტესა და
სიჯიუტეს, ასე აშკარად რომ ვამბობდი უარს დედის საშოს სიბნელე
დღის სინათლეზე გამეცვალა, მით უფრო მტკიცედ ვუკავშირებ ამ
ამბავს იმ განსაკ·უთრებულ უნარსა და მიდრეკილებას ძილისადმი,
დაბადებითვე რომ დამყოლია. მეუბნებოდნენ, ძალიან წქნარი
ბავშვი იყავიო, არც მჩხავანა ვყოფილვარ და არც მოუსვენარი, პი-
რიქით, ჩემი გადიების გასახარად ან მართლა მეძინა, ან ვთვლემდი
ხოლმე. მართალია, შემდგომ სულ ხალხში ვტრიალებდი, ადამიანე-
ბისაკენ მიმიწევდა გული, მათ შორის ნაირ-ნაირი გვარითა და სახე-
ლით გავრეულვარ და თავი არ დამიზოგავს, რომ როგორმე მათი
გული მომენადირებინა, მაგრამ დაღამება და ძილი მაინც ყველა-
ფერს მერჩივნა, დაღლილიც რომ არ ვყოფილიყავი, მაინც ადვი-
ლად და სიამოვნებით მეკიდებოდა ძილი, ღრმად ვიძირებოდი უსიზ-
მრო ბურანში, გამოვიღვიძებდი ხანგრძლივი, ათი, თორმეტი, თოთ-
ხმეტსაათიანი ძილის შემდეგ და ისე ცოცხლად და ბედნიერად
ვგრძნობდი თავს, რომ დღისით მოპოვებული ვერავითარი წარმატ-

10
ება და სიამოვნება ასეთ ბედნიერებას ნამდვილად ვერ მომანიჭებ-
და. იქნებ ვინმემ შეუსაბამობაც კი დაინახოს ძილისადმი ჩემს ასეთ
უჩვეულო ლტოლვასა და სიცოცხლისა და სიყვარულის დაუოკებელ
ჟინს შორის, მაგრამ ამაზე ლაპარაკს მერეც მოვასწრებთ, თუმცა
რატომ, ბარემ აქვე მოგახსენებთ, რომ ამ საკითხზე მეც ბევრჯერ მი-
ფიქრია და იმ დასკვნამდე მივსულვარ, რომ აქ წინააღმდეგობასთან
კი არა, უფრო ფარულ ურთიერთკავშირსა და თანხვდომასთან
გვქონდა საქმე, აი, თუნდაც ახლა, ჯერ მხოლოღ ორმოცი წლის
კაცს, უკვე დაბერებულსა და დაღლილს, ადამიანებისაკენ გული
რომ აღარ მიმიწევს და ჩემთვის განმარტოებით მირჩევნია ცხოვრე-
ბა, ძილის უნარიც დამიძაბუნდა, სწორედ ახლა გადავეჩვიე ძილს,
ძილი ხანმოკლე, ზერელე და მფრთხალი გამიხდა, მაშინ როცა ერთ
დროს, ციხეში, სადაც საამისო დროც უხვად მქონდა მონიჭებული,
გაცილებით უკეთ მეძინა ხოლმე, ვიდრე მერე პალას-ჰოტელის ფა-
ფუკ ქვეშაგებში მწოლარეს, მაგრამ აი, ისევ წინ მისწრებს ენა!
ჩემიანებისაგან ხშირად მსმენია, ბედნიერ ვარსკვლავზე ხარ და-
ბადებულიო, და თუმცა ცრუმორწმუნეობის ატმოსფეროში არ გავ-
ზრდილვარ, ამ ფაქტს, ჩემს სახელს ფელიქსს (რომელიც ნათლიის
საპატივცემულოდ დამარქვეს), ჩემს მოხდენილობასა და სანდო-
მიანობას ყოველთვის იდუმალ მნიშვნელობას ვანიჭებდი ხოლმე,
დიახ, იღბლიანობის რწმენა და იმის შეგრძნება, რომ ზეცის რჩეული
ვიყავი, გულში ყოველთვის მიღვიოდა და ეს რწმენა, თუ გნებავთ,
არც არასდროს გამმტყუნებია. ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი
დამახასიათებელი ნიშანი იქნებ ისიცაა, რაც კი ცხოვრებაში ტანჯვა-
ვაება შემხვედრია, გულთან ახლოს რომ არ მიმიტანია, ყოველგვა-
რი სიავე უცხოდ მომჩვენებია, განგებისაგან მოვლენილად არ ჩა-
მითვლია და სიავეშიც ყოველთვის მზის სხივივით გამოსჭვიოდა ჩე-
მი ჭეშმარიტი და საგანგებო დანიშნულება, ‒ ამ წიაღსვლის შემდეგ
განვაგრძობ თხრობას და ფართო შტრიხებით მოვხაზავ ჩემი ახალ-
გაზრდული ცხოვრების სურათს.
ბავშვობაში დიდი ფანტაზიორი ვყოფილვარ და ჩემი ახირებითა
და ოინბაზობით შინაურებს თურმე ხშირად ვაძლევდი მხიარულების

11
საბაბს. კარგად მახსოვს, თუმცა ამ ამბავს ხშირად მიყვებოდნენ და
შეიძლება ამიტომ მგონია, მახსოვს-მეთქი, სულ პაწაწინა ბავშვი იმ-
პერატორობას რომ ვიჩემებდი და ჩემსაზე საათობით ჯიუტად ვიდე-
ქი ხოლმე. ჩავჯდებოდი მსუბუქ საბავშვო ეტლში, ჩვენი მოახლე ბა-
ღის ბილიკებზე ან ვრცელ ჰოლში დამატარებდა, მე ქვედა ტუჩს რაც
შემეძლო ჩამოვუშვებდი, ამ დროს ზეღდა ტუჩი უსაშველოდ წამი-
გრძელდებოდა, თვალებს ნელ-ნელა ვახამხამებდი და თვალები
მარტო ძალდატანებისაგან კი არა, გულის აჩუყებისაგან მიწით-
ლდებოდა და ცრემლებით მევსებოდა ხოლმე. ჩემივე გამოგონილი
ხანდაზმულობითა და დიდებულებით გაბღენძილი ვიჯექი ეტლში,
ჩემი გადია კი იძულებული იყო გამვლელ-გამომვლელისათვის საქ-
მის ვითარება მოეხსენებინა,რათა ჩემი ახირების უგულებელყო-
ფით გული არ მტკენოდა, იმპერატორს ვასეირნებო, გაიძახოდა იგი,
ვითომ სამხედრო სალმის ნიშნად გაშლილ ხელს საფეთქელთან
არასწორად იდებდა და მეც პასუხად ყველასაგან რევერანსებს ვიმ-
სახურებდი. ნათლია შიმელპრისტერს ხუმრობა არ ეზარებოდა,
ასეთ ვითარებაში რომ გადამეყრებოდა, თვითონაც ამყვებოდა და
ჩემს ფანტაზიას ზურგს ასე უმაგრებდა, შეხეთ, მობრძანდება ჩვენი
გმირი
მოხუციო, შესძახებდა იგი და თავს მდაბლად დამიხრიდა. მერე
გვერდზე მიდგებოდა, ვითომ ხალხს განასახიერებდა, „ვივატო“, გა-
იძახოდა, ქუდს, ხელჯოხს, სათვალესაც კი ჰაერში ისროდა და სიცი-
ლისაგან იფხრიწებოდა, როცა ხედავდა, ძალით გაწელილ და დაგ-
რძელებულ ზედატუჩზე აღელვებისგან როგორ ჩამომდიოდა ცრემ -
ლები.
ამგვარი თამაშით, კარგა მოზრდილი ბიჭი რომ ვიყავი, მერეც
ვერთობოდი, ანუ იმ ასაკშიც ვირთობდი თავს, როცა უფროსების
მხარდაჭერის იმედი, წესით, აღარ უნდა მქონოდა. ამ მხარდაჭერის
დაკარგვას, მართალი გითხრათ, არც შევუწუხებივარ, პირიქით, მი-
ხაროდა კიდეც, ფანტაზიორობას სხვების დაუხმარებლად, ჩემი
საკუთარი ძალებით რომ ვახერხებდი, გავიღვიძებდი, მაგალითად,
დილით და გადავწყვეტდი, იმ დღეს თვრამეტი წლის პრინცი, სახელ-

12
ად კარლეა ვყოფილიყავი და ამ ოცნებას იმ დღეს კი არა, რამდენიმე
დღე არ ვეშვებოდი. ამგვარ გარდასახვას სხვასთან შედარებით ის
ფასდაუდებელი უპირატესობა ჰქონდა, რომ აუცილებელი არ იყო,
თვით ამ აუტანელი გაკვეთილების გულისთვისაც კი თუნდაც ერთი
წუთით გამეწყვიტა თამაში. მთელი დღე გულმოწყალე დიდებულე-
ბით გარემოსილი დავბრძანდებოდი და ჩემთვისვე გამოგონილ გუ-
ვერნიორსა ან ადიუტანტთან მხიარული საუბარი მქონდა გაჩაღებუ-
ლი. ჰოდა, განა ვინმეს შეუძლია აღწეროს, რა სიამაყესა და ბედნიე-
რებას მანიჭებდა მისი უბრწყინვალესობით განატიფებული, იდუ-
მალებით მოსილი არსებობა? ო, რა დიდებული რამაა ფანტაზიის
უნარი და რა სიტკბოების მონიჭება შეუძლია ადამიანისათვის! რა
უტვინოები, რა ნაზარალევი მეჩვენებოდნენ ჩემი თანაქალაქელი
ბიჭები, ვისაც ამ მადლისა ნამდვილად არა ეცხოთ რა და აქედან გა-
მომდინარე, ვერც იმ იდუმალ სიხარულს ეზიარებოდნენ, მე რომ გა-
უჭირვებლად, ყოველგვარი გარეგნული სამზადისის გარეშე, მხო-
ლოდ ჩემი ნება-სურვილის წყალობით ვეწაფებოდი! თუმცა ეს კია,
იმ უბრალო, ხეშეშთმიან, წითელხელება ყმაწვილებს პრინცობანას
თამაში რომც მოენდომებინათ, სასაცილონი და უბადრუკნი გა-
მოჩნდებოდნენ. მე კი, მამაკაცებში იშვიათად რომ შეხვდებით, ის-
ეთი ნაზი, აბრეშუმივით რბილი ქერა თმა მქონდა, ეს თმა და
მოლურჯო-მონაცისფრო თვალები ჩემს მოოქროსფრო, მუქ კანთან
თვალწარმტაც კონტრასტს ჰქმნიდნენ, ამიტომაც ბევრი ვერც არ-
ჩევდა, შავგვრემანი ვიყავი თუ ქერა და ხან ასე მთვლიდნენ და ხან
ისე, ხელებს პატარაობიდანვე ვუვლიდი, არცთუ თხელი, მაგრამ
კოხტად მოყვანილი ხელები არასოდეს მიოფლიანდებოდა, პირი-
ქით, ყოველთვის ზომიერად თბილი და მშრალი მქონდა, ფრჩხილე-
ბიც გემოვნებით დაქნილი და საამო შესახედი; რაც შეეხება ხმას,
იგი, სანამ შემეცვლებოდა, მანამდეც ამოდ ესალბუნებოდა ყურს და
მეც, მარტოდ დარჩენილი, ჩემს უჩინარ გუვერნიორთან ჟესტ-მიმი-
კით უხვად შეზავებულ, ჩემსავე გამოგონილ, ფაქტიურად უაზრო
ენაზე ხალისიანად ვყბედობდი და საკუთარ ხმას სიამოვნებით ვუს-
მენდი ხოლმე. ამგვარი პიროვნული ღირსებები იშვიათად თუ აიწო-

13
ნება, ისინი მხოლოდ თავისი შთამბეჭდაობით შეიძლება შეფასდეს
და ამიტომ გამორჩეული ნიჭით დაჯილდოებული კაცისთვისაც კი
ძნელია სიტყვით მათი გამოხატვა. ასე იყო თუ ისე, ჩემთვის საიდუმ-
ლო არ გახლდათ ის ამბავი, რომ მე უფრო კეთილშობილი მასალი-
საგან ვიყავი შექმნილი, ანუ, როგორც იტყვიან, უფრო ძვირფასი ჯი-
შის ხისაგან ვიყავი გამოთლილი, ვიდრე ჩემი თანატოლები და ამას
რომ ვამბობ, სულაც არ მეშინია, თავის ქება არავინ დამწამოს-მეთ-
ქი. დიახ, ჩემთვის სულერთია, მავანი და მავანი ასეთ ბრალდებას
წამოაყენებს თუ არა, რადგან ან რეგვენი უნდა ვიყო, ან ფარისევე-
ლი, თავი რიგით ადამიანად რომ გავასაღო, დიახ, ჭეშმარიტებას
ნამდვილად ვერ ვუღალატებ და ვიმეორებ, უძვირფასესი ჯიშის ხი-
საგან ვარ გამოთლილი-მეთქი.
რაკი მარტოობაში ვიზრდებოდი (ჩემი და ოლიმპია ჩემზე რამ-
დენიმე წლით უფროსი იყო), მიდრეკილებას ვიჩენდი უცნაური და
ტვინის საჭყლეტი საქმიანობისაკენ და საამისო ორ მაგალითს აქვე
მოგიყვანთ კიდეც. ჯერ ერთი, შემიპყრო ახირებულმა სურვილმა
საკუთარ თავზე გამომეცადა და შემესწავლა ადამიანის ნებისყოფა,
ეს იდუმალი და ხშირად ლამის ზებუნებრივი ეფექტის გამომწვევი
ძალა. ცნობილია, რომ ჩვენი თვალის გუგების გაფართოება-შევიწ-
როება სინათლის სიძლიერეზეა დამოკიდებული და მეც ავიკვიატე,
თვალის კუნთების ეს უნებური მოქმედება ჩემი ნებისთვის დამე-
მორჩილებინა. დავდგებოღი სარკის წინ, ვცდილობდი გამომეთიშა
ყველა გარეშე ფიქრი, მთელ შინაგან ძალებს თავს ვუყრიდი და ჩემი
თვალის გუგებისაკენ წარვმართავდი, რათა ჩემი ნება-სურვილის
მიხედვით ისინი ხან შემევიწროებინა და ხან გამეფართოებინა, და
მერწმუნეთ, გულმოდგინე წვრთნა მართლაც წარმატებით დაგვირ-
გვინდა. თავიდან შინაგანი დაძაბულობისაგან ოფლს მასხამდა და
ფერი მიმდიოდა, ხოლო გუგები, გაფართოება-შევიწროების ნაც-
ვლად, უსაშველოდ მიცახცახებდა, მაგრამ მერე და მერე ისინი მარ-
თლაც ემორჩილებოდნენ ჩემს ნებას ‒ ხან პაწაწკინტელა წერტი-
ლივით დავიწროვდებოდნენ, ხან უზარმაზარ, შავად მოლაპლაპე
წრეებად გადაიქცეოდნენ, და აი, მაშინ წარმატებისაგან მოგვრილი

14
კმაყოფილება ლამის შიშს უტოლდებოდა და ადამიანის ბუნების სა-
იდუმლოებასთან შეხება ძრწოლას მგვრიდა ხოლმე.
მეორე საფიქრალი, იმ ხანებში ჩემს ჭკუა-გონებას რომ დაეპატ-
რონა და დღესაც რომ არ დაუკარგავს თავისი აზრი და მომხიბვლე-
ლობა, ასეთი გახლდათ: რა უფრო სასურველია, გარესამყარო დი-
დი მეჩვენებოდეს თუ პატარა-მეთქი, ვეკითხებოდი ჩემს თავს და ამ
შეკითხვაში, ახლავე მოგახსენებთ, რასაც ვგულისხმობდი. დიდი პი-
როვნებების, მხედართმთავრების, სახელმწიფო მოღვაწეების, დამ-
პყრობლებისა და საერთოდ, ყოველი ჯურის მბრძანებლის, ანუ
სხვისი დამჯაბნელისა და დამმონებლის ბუნება, ეტყობა, ისეა მოწ-
ყობილი, რომ მათ გარესამყარო ჭადრაკის დაფასავით პატარა ეჩ-
ვენებათ, თორემ საამისო დაუნდობლობა და გულქვაობა როგორ
ეყოფოდათ, თავიანთი გრანდიოზული გეგმების შესაბამისად თავ-
ხედურად და წარბშეუხრელად განეგოთ ცალკეული ადამიანების
ბედი თუ უბედობა. მეორე მხრივ, ისიც ადვილი შესაძლებელია,
ასეთ უსულგულო ადამიანს ცხოვრებაში ხელი მოეცაროს, რადგან
ის, ვინც ხალხსა და ქვეყანას არაფრად ან თითქმის არაფრად აგ-
დებს და ადრიდანვე იმსჭვალება მათი უბადრუკობის შეგნებით, თვ-
ითონვეა გულგრილობისა და სიძაბუნის მორევში ჩასაძირად გან-
წირული, იგი ადამიანის სულზე ყოველგვარ ზემოქმედებას სრულ
უმოქმედობას ამ ჯობინებს, აღარაფერს ვამბობ იმაზე, რომ ასეთი
ადამიანი თავისივე უსულგულობის წყალობით მოკლებულია თანა-
გრძნობისა და გარჯის უნარს, იგი ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეურაც-
ხყოფს მოაზროვნე სამყაროს და შემთხვევითი წარმატებისაკენ მი-
მავალ გზასაც თავის საკუთარი ხელით იჭრის, ამიტომაც დავუსვი
ჩემს თავს კითხვა, იქნებ უფრო ჭკვიანური გამოდგეს, გარე სამყა-
როსა და ადამიანში რაღაც დიადი, ამაღლებული და მნიშვნელოვა-
ნი დაინახო, რისთვისაც ეღირება ძალისა და შრომის დახარჯვა, რაც
თუნდაც მცირეოდენ პატივისცემასა და აღიარებას მოგვიტანს-მეთ-
ქი, მაგრამ მაშინვე ვიფიქრე, რომ აქაც წავაწყდებოდი დაბრკოლე-
ბას: მოვლენების ასე განდიდებამ და მათ წინაშე ქედის მოხრამ შე-
იძლება საკუთარ თავზე შეგიქმნას ნაკლები წარმოდგენა და სი-

15
მორცხვის გრძნობა გაგიღვივოს. ჰოდა, მაშინ, მოწიწებისგან გამო-
თაყვანებულ ყმაწვილს გარესამყარო ღიმილით აგივლის გვერდს
და უფრო ვაჟკაცურ მიჯნურთა საძებნელად გაემართება. თუმცა მე-
ორეს მხრივ, ასეთი ნდობითა და რიდით გამსჭვალული დამოკიდე-
ბულება სამყაროსადმი სარგებლობის მომტანიცაა. ის, ვინც სერიო-
ზულად ეკიდება ყველასა და ყველაფერს, ნივთი იქნება ეს თუ ადა-
მიანი, მათ გულს ხომ მოინადირებს და მოინადირებს, მაგრამ ამის
წყალობით წინაც წაიწევს, მისი სიტყვაც და საქმეც აღივსება სერი-
ოზულობით, გზნებითა და პასუხისმგებლობის გრძნობით, ეს ყოვე-
ლივე კი თავაზიანი და ანგარიშგასაწევი კაცის სახელს დაუმკვიდ-
რებს და უფრო დიდი წარმატებებისა და გავლენიანობისაკენ გაუკა-
ფავს გზას. აი, ასე ვბჭობდი და ვწონიდი ორი სხვადასხვა გზის ნაკ-
ლსა და ღირსებას, მაგრამ, ჩემი ბუნებიდან გამომდინარე, ძალაუ-
ნებურად მაინც მეორე გზას ვებღაუჭებოდი, რაკი წუთისოფელი მა-
ინც დიადი და უსაშველოდ მიმზიდველი მეჩვენებოდა, მას შეეძლო
ტკბილზე უტკბესი ნეტარება ერგუნებინა ჩემთვის და უეჭველად
ღირდა იმად, რომ მისთვის ჩემი ძალ-ღონე და ჟინი არ დამეშურე-
ბინა.

16
მესამე თავი

ასეთ მეოცნებეობასა და ჭვრეტით ექსპერიმენტებს არ შეიძლე-


ბოდა შინაგანად არ გამოვეცალკევებინე ჩემი თანატოლებისა და
თანაკლასელებისაგან, რომლებიც უფრო ტრადიციული ცხოვრე-
ბით ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს კიდევ არაფერი, როგორც მალე შე-
ვიტყვე, ამ ყმაწვილებს, მეღვინეებისა და მოხელეების შვილებს,
მშობლები აფრთხილებდნენ, ჩემგან შორს დაეჭირათ თავი, დიახ,
ერთმა, შინ რომ მოვიპატიჟე, პირში მომახალა, შენთან ამხანაგობა
აკრძალული მაქვს, შენს სახლში ფეხს ვერ შემოვდგამ, რადგან წე-
სიერი ოჯახი არა გაქვთო. ამ სიტყვებმა ისე მატკინა გული, რომ ჩემ-
თვის ნამღვილად უინტერესო ბიჭთან მეგობრობა ლამის სანატრე-
ლად გადამექცა, ოღონდ ვერც იმას ვიტყვი, ჩვენს ოჯახზე ქალაქში
გავრცელებული ჭორი მთლად უსაფუძვლო გახლდათ-მეთქი.
ჯერ კიდევ დასაწყისში გაკვრით გიამბეთ. ჩვენს ოჯახში ვევეელ-
მა მამზელმა განხეთქილება შემოიტანა-მეთქი. ჩემი საბრალო მამა
იმ· გოგოს მართლა ემიჯნურებოდა და ეტყობა, საწადელს მიაღწია
კიდეც, რაკი ცოლ-ქმარს მის გამო უსიამოვნება შეექმნა. საქმე ამით
არ დამთავრებულა, მამაჩემმა, როგორც სხვა დროსაც იცოდა ხოლ-
მე, გულის გადასაყოლებლად მაინცს მიაშურა, რათა იქ კარგა ხანს
მარტოხელა კაცის ცხოვრებით ეცხოვრა. სიმართლე თუ გნებავთ,
დედაჩემს, რომელიც ერთი შეუხედავი ქალი გახლდათ და არც ჭკუა-
გონებით ბრწყინავდა, არავითარი უფლება არ ჰქონდა ჩემს საბრა-
ლო მამას ასე სასტიკად მოქცეოდა. ის და ჩემი და ოლიმპიაც (ერთი
სქელი და ავხორცი ქალი, რომელიც შემდგომ არცთუ წარუმატებ-
ლად გამოდიოდა ოპერის სცენაზე) მამაჩემს ადამიანური სისუსტეე-
ბის გამომჟღავნებაში სულაც არ ჩამორჩებოდნენ. მამაჩემის ფუქსა-
ვატობას რაღაც ხიბლი მაინც ახლდა, მათ ტლანქ ბიწიერებას კი
მომხიბვლელობის ნატამალს ვერ უპოვიდით. დედა-შვილს ერთმა-
ნეთთან იშვიათი სიახლოვე ჰქონდა. მახსოვს, ერთხელ შევესწარი,
უფროსი თავის თეძოებს სანტიმეტრით რომ იზომავდა და უმცროს-

17
ისას ატოლებდა და ამან კარგა ხნით საფიქრალი გამიჩინა.
მეორეჯერ, როცა ასეთ რამეებზე უკვე ბუნდოვანი წარმოდგენა
მქონდა, მაგრამ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, მათთვის რა სახელი დამერ-
ქმია, მალული მოწამე გავხდი, ორივენი ჩვენს სახლში იმ დროს მო-
მუშავე მღებავის შეგირდს, თეთრხალათიან შავთვალა ყმაწვილს
როგორ ელაციცებოდნენ. ჯერ იყო და ახალგაზრდა კაცს ზეთის
მწვანე საღებავით ულვაში მიახატეს, მერე კი ისე გააშმაგეს, რომ
ულვაშიც არ მოუწმენდია, ქალებს გამოენთო და მთელ ბაღში სდია,
სანამ აწივლებულები ბეღელში არ შეიკეტნენ.
რაკი ჩემს მშობლებს ერთმანეთის გვერდით უსაშველო მოწყე-
ნილობა ჰკლავდათ, მაინციდან და ვისბადენიდან ძალიან ხშირად
ჩამოგვდიოდნენ სტუმრები, და აი მაშინ ჩვენს სახლში დიდი ფუფუ-
ნება და მხიარულება ისადგურებდა. იკრიბებოდა ჭრელი საზოგა-
დოება, ჩამოდიოდნენ ახალგაზრდა ფაბრიკანტები, ორივე სქესის
მსახიობები, მათ შორის ერთი არმიის ლეიტენანტიც ერია, რომე-
ლიც ისე დაგვიახლოვდა, რომ მერე ჩემს დას ხელიც კი სთხოვა, აქ-
ვე იყო ვინმე ებრაელი ბანკირი თავის მეუღლითურთ, რომელსაც
ტანზე ასკდებოდა მძივებით მოოჭვილი კაბა, ჩამოდიოდა შუბლზე
კულულებჩამოყრილი, ხავერდის ჟილეტში გამოწყობილი ჟურ-
ნალისტი, მას ყოველ ჩამოსვლაზე ახალ-ახალი ცხოვრების თანამ-
გზავრი ჩამოჰყავდა, და ასე და ამრიგად, ვინ იცის, ჩვენს სტუმრებში
ვინ აღარ ერია. სტუმრები მეტწილად შვიდ საათზე, სადილად ჩამო-
დიოდნენ და იყო მერე მთელი ღამე გაუთავებელი მხიარულება, პი-
ანინოზე დაკვრა, ცეკვა-თამაში, სიცილ-ხარხარი და წივილ-კივი-
ლი, დროსტარებისა და სიამოვნების ტალღა განსაკუთრებით ყვე-
ლიერისა და რთველის დღეებში იზრდებოდა, მაშინ მამაჩემი ბაღში
საკუთარი ხელით აჩაღებდა დიდებულ ფოიერვერკს, რაშიც, სხვა-
თა შორის დიდად დახელოვნებული გახლდათ; ამ დროს ქაშა-
ნაურის ქონდრისკაცები მაგიური მუქით იმოსებოდნენ, სახეზე
აფარებული ახირებული ნიღბები კი საზოგადოებას კიდევ უფრო მე-
ტი თავაშვებულობის საბაბს აძლევდა. იმ ხანებში მე ქალაქის რე-
ალურ გიძნაზიაში ვსწავლობდი და როცა დილის შვიდ საათზე, ან

18
რვის ნახევარზე, ახლადპირდაბანილი სასადილო ოთახში სასაუზმ-
·მოდ შევდიოდი, ეს საზოგადოება ისევ იქ მხვდებოდა: ისხდნენ
მოშვებულნი, მოჭმუჭვნილები. დღის შუქს თვალს ვერ უსწორებ-
დნენ სვამდნენ ყავასა და ნაირ-ნაირ ლიქიორს, ჟივილ-ხივილით მე-
გებებოდნენ და გვერდით მისვამდნენ ხოლმე.
მე პატარაობიდანვე მეძლეოდა უფლება, ოლიმპიას თანასწო-
რად სუფრაზეც ვმჯდარიყავი და ნასადილევს გამართულ გართობა-
შიც მიმეღო მონაწილეობა, ჩვენს სახლში ყოველდღე ისედაც დიდე-
ბული სუფრა იშლებოდა და მამაჩემი სადილზე სოდიან წყალში გა-
ზავებულ შამპანურს სვამდა, მაგრამ საგანგებო დღეებში ხომ სუფ-
რაზე მაინც იშვიათი, ნაირ-ნაირი კერძები შემოდიოდა რომელთაც
ჩვენი მზარეული ქალის დახმარებით დიდებულად ამზადებდა ვის-
ბადელი შეფ-მზარეული, შიგადაშიგ კი გასაგრილებლად და მადის
გასახალისებლად ნაყინი და რაიმე პიკანტური კერძი შემოჰ-
ქონდათ. უხვად იღვრებოდა „ლორელაი ექსტრა კიუვე“, მაგრამ
ასევე უხვად ისმებოდა კარგი ღვინოებიც, როგორიცაა, მა-
გალითად, „ბერნკასტლერ დოქტორი“, რომლის არომატი მე განსა-
კუთრებით მომწონდა. მერე და მერე, ცხოვრებაში სხვა ბევრი ჩინე-
ბული მარკის ღვინო მიგემია და საგანგებოდ ნასწავლი დაუდევარი
ჟესტით შემიკვეთია კიდეც „გრან ვენ შატო მარგოსა“ თუ ,გრან კრიუ
შატო მუტონ როტშილდის“ რამდენიმე ელეგანტური ყლუპი.
რა სიამოვნებით ვიგონებ მამაჩემს, მის სახეს, მის თეთრ, წვეტი-
ან წვერს, ახლაც თვალწინ. მიდგას, როგორ იჯდა სუფრის თავში და
თეთრი ატლასის ჟილეტში გამოკრულ მუცელს მაგიდას როგორ აბ-
ჯენდა, ხმა არ ერჩოდა და ხშირად დარცხვენილი, თავდახრილი იჯ-
და, მაგრამ ნეტარება აპრიალებულ, აწითლებულ სახეზე ეხატებო-
და, – „C’est ca, epàtant, parfaitement”, ‒ გაიძახოდა წამდაუწუმ,
ხან ჭიქას დასწვდებოდა, ხან ხელსახოცს თუ დანა-ჩანგალს და ნუ-
ნებაბზეკილ ხელის თითებს მოხდენილად ხმარობდა, ამ დროს დე-
დაჩემი და ჩემი უტვინო და კეკლუცობას უნდებოდნენ და პირზე
მარაოაფარებულნი ხანგამოშვებით უახლოეს თანამესუფრეს ეხით-
ხითებოდნენ ხოლმე.

19
ნასადილევს, როცა გაზის ჭაღებს ნისლივით შემოეხვეოდა სიგა-
რების კვამლი, იწყებოდა ცეკვა და ფანტის თამაში, კარგად რომ შე-
ღამდებოდა, დასაძინებლად მგზავნიდნენ, მაგრამ მუსიკა და ღრი-
ანცელი ძილს მაინც არ მანებებდა და მეც მეტწილად ვდგებოდი, წი-
თელ შალის პლედს კოხტად მოვიგდებდი მხრებზე და ქალების გუ-
ლის გასახარად კვლავ საზოგადოებას ვუერთდებოდი. სუფრაზე,
დილის ყავის შემოტანამდე, გამაგრილებელი კერძების, კრუშონის,
ლიმონათის, ქაშაყიანი სალათებისა და ნაირ-ნაირი ღვინის ჟელეე-
ბის მთელი რიგი ჩაივლიდა. ჩვენმა სტუმრებმა ცეკვა ხომ თავაწყვე-
ტილი იცოდნენ და ფანტის თამაშიც კოცნის ან ვინმესთან გახახუნე-
ბის საბაბად სჭირდებოდათ. ღრმად გულამოჭრილ კაბებში გამოწ-
ყობილი ქალები სკამის საზურგეს ისე მიესვენებოდნენ, რომ ძუძუ-
მკერდი გამოსჩენოდათ და მამაკაცების ყურადღება დაემსახურები-
ნათ, ხოლო მთელი ამ ამბის კულმინაცია ხშირად ის იყო, ვინმე რომ
წაიცელქებდა, გაზს უეცრად გამოთიშავდა და მაშინვე ენით აუწერე-
ლი ზედახორა გაიმართებოდა ხოლმე.
აი ამ მხიარული დროსტარების ბრალი იყო, ჩვენს ოჯახს ქალაქ-
ში ალმაცერად რომ უყურებდნენ და, როგორც ჩემს ყურს მოსწვდა,
ძირითადად მაინც საქმის ფინანსური მხარე ჰქონდათ მხედველობა-
ში, ჭორაობდნენ (და სხვათა შორის არცთუ უსაფუძვლოდ), რომ
ჩემს საბრალო მამას საქმეები ძალიან ცუდად მიუდიოდა და ეს
ძვირფასი სადილები და ფოიერვერკები მალე მშრალზე დასვამდა
კიდეც... ხალხის უნდობლობა ადრევე იგრძნო ჩემმა მგრძნობიარე
გულმა, ამას, ზემოთ რომ გიამბეთ, ის ახირებებიც დაემატა და ყვე-
ლაფერმა ამან განაპირობა ჩემი მარტოსულობა, რამაც თავის
მხრივ ბევრი სადარდებელი გამიჩინა. იქნებ ამიტომაც მომანიჭა კი-
დევ უფრო დიდი ბედნიერება ერთმა ამბავმა, რომელსაც ახლა დი-
დი სიამოვნებით მოგიყვებით.
რვა წლის ვიყავი, როცა ერთ ზაფხულს, ჩემიანებთან ერთად
რამდენიმე კვირა ჩვენს მახლობლად, სახელგანთქმულ ლანგენ-
შვალბახში გავატარე. მამაჩემი იქ ტალახის აბაზანებით ნეკრესის
ქარს მკურნალობდა, დედაჩემი და ჩემი და კი ბულვარზე მოსეირნე

20
ხალხს უშველებელი შლაპებით აწონებდნენ თავს და საჭორაო მას-
ლას აძლევდნენ. ის საზოგადოება აქ და სხვაგანაც გარს რომ გვეხ-
ვია, დიდი ღირსებებით ვერ დაიტრაბახებდა. იქაურები, ჩვეულები-
სამებრ, ახლოს არ გვიკარებდნენ, მაღალი წრის უცნობი პირები არ
გვკადრულობდნენ, სალამს არ იმეტებდნენ და საერთოდ, როგორც
მათი წრის ხალხს სჩვევია, მასისაგან შორს ეჭირათ თავი, ხოლო
ვინც ჩვენთან ნაცნობობას აბამდა, იმათ დახვეწილ ადამიანებს ვერ
დაარქმევდით. მიუხედავად ამისა, ლანგენშვალბახში თავს კარგად
ვგრძნობდი, რადგან კურორტებზე ყოფნა მიყვარდა და მერეც არა-
ერთხელ მიქცევია ასეთი ადგილები ჩემი მოღვაწეობის ასპარეზად.
სიწყნარე, უზრუნველად აწყობილ–დალაგებული ცხოვრება, სპორ-
ტულ მოედნებსა და პარკებში არისტოკრატი, ნასათუთევი ხალხის
ყურება ისედაც ყოველთვის მსიამოვნებდა, ყველაზე მიმზიდველი
კი ჩემთვის ის კონცერტები იყო, დახელოვნებული ორკესტრი კუ-
რორტის საზოგადოებისთვის ყოველდღე რომ მართავდა ხოლმე.
მუსიკა ჩემზე აღმაფრთოვანებელ ზემოქმედებას ახდენს, მართა-
ლია, არასოდეს მიცდია დაკვრა მესწავლა, მაგრამ ეს საოცნებო ხე-
ლოვნება ყოველთვის ფანატიკურად მიყვარდა და სულ პატარა ვი-
ყავი, იმ კოპწია პავილიონს რომ ვერ ვცილდებოდი, სადაც მოხდე-
ნილ უნიფორმაში გამოწყობილი ორკესტრის წევრები ბოშასავით
შავგვრემანი, ჩია კაპელმაისტერის ხელმძღვანელობით პოპურებსა
და საოპერო პიესებს უკრავდნენ. საათობით ვიჯექი ხელოვნების ამ
ნატიფი ტაძრის კიბეზე, თავის წესსა და რიგზე გაწყობილი წარმტაცი
ხმებით გულგათანგული და თან გაფაციცებული ვადევნებდი
თვალს, სხვადასხვა ინსტრუმენტზე დაკვრაში გაწაფული მუსიკოსე-
ბი ხელს როგორ ამოძრავებდნენ. ყველაზე უფრო მაინც ვიოლინოს
დაკვრა მომწონდა და შინ, სასტუმროში, თავსაც ვიმხიარულებდი
და ჩემიანებსაც ვამხიარულებდი, როცა ხელში ორ ჯოხს, ერთს
გრძელსა და მეორეს მოკლეს, დავიჭერდი და პირველ ვიოლინოს
ზედმიწევნით ერთგულად ვბაძავდი. გულში ჩამწვდომი ბგერის გა-
მოსაცემად მარცხენა ხელის მსუბუქი მოძრაობა, ინსტრუმენტის
გრიფზე ზევით-ქვევით თითების ნაზი სრიალი, ვირტუოზული პასაჟ-

21
ებისა და კადენციების შესრულებისას თითების სწრაფი რბოლა, ხე-
მის გასმისას სახსარში მარჯვენა ხელის გრაციოზულად და მოქნი-
ლად მოხრა, ვიოლინოზე ადვილად გამომდიოდა, რომ სხვებისაგან
თუ არა, მამაჩემისგან მაინც ხომ მხიარულ ტაშისცემას ვიმსახურებ-
დი, ჰოდა, ერთხელ მამამ, აბაზანების კეთილისმყოფელი ზემოქმე-
დებით გუნებაზე რომ ბრძანდებოდა, ის გრძელთმიანი ლამის უენო,
პატარა კაპელმაისტერი გვერდზე გაიხმო და ერთი კომედიის მოწ-
ყობაზე მოელაპარაკა. ჩალის ფასად მიშოვეს პატარა ვიოლინო და
ხემი. გულმოდგინედ გაუპოხეს ვაზელინით. სხვა დროს ჩემს გარეგ-
ნობაზე დიდად არავინ ზრუნავდა, ახლა კი ბაზარში მიყიდეს მშვე-
ნიერი მეზღვაურული კოსტიუმი, გაწყობილი ფოჩებითა და ოქროს
ღილებით, მისი შესაფერი აბრეშუმის წინდები და ლაპლაპა ლაქის
ფეხსაცმელები და აი, ერთ მშვენიერ კვირადღეს, საღამო ხანს, რო-
ცა მთელი კურორტი სასეირნოდაა გამოფენილი, ვდგავარ ასე მორ-
თულ-მოკაზმული რამპასთან ჩია კაპელმაისტერის გვერდით და
ორკესტრთან ერთად უნგრული საცეკვაო პიესის დაკვრაში ვმონა-
წილეობ. ესე იგი, ჩემი ვიოლინოთი და ვაზელინით გაპოხილი ხე-
მით იმასვე ვაკეთებ, რასაც შინ ჩემი ჯოხებით ვაკეთებდი.
უნდა მოგახსენოთ, რომ სრული წარმატება მოვიპოვე.
საზოგადოება, არისტოკრატიულიც და მდაბიოც, პავილიონს ყო-
ველი მხრიდან მოაწყდა და მის წინ შეგუბდა. მათ წინაშე ვუნდერ-
კინდი იდგა. ჩემი თავდავიწყება, მონდომებისგან ფერმიხდილი სა-
ხე, ცალ თვალზე ჩამოშლილი კულულები, ჩემი ბავშვური ხელები,
მაჯებზე კოხტად რომ შემოსალტოდა მხრებთან გაფუყული და ქვე-
მოთკენ მოვიწროებული სახელოები, ერთი სიტყვით, მთელი ჩემი
გულისამაჩუყებელი და გასაოცარი ფიგურა აღტაცებით ავსებდა მა-
ყურებელთა გულებს. როცა პიესის დასასრულს ყველა სიმზე ერ-
თბაშად, ღონივრად ჩამოვუსვი ხემი, იქაურობა მქუხარე ოვაციამ და
ბრავოს ძახილმა გააყრუა. ხელში ამიტაცეს და ისე ჩამომსვეს მიწა-
ზე. ჩია კაპელმაისტერმა კი ამასობაში საგულდაგულოდ გადამალა
ჩემი ვიოლინო და ხემი. მე კი, ვეღარ ავუდივარ ხოტბა-დიდებას,
მოსაფერებელი სახელებისა და საალერსო სიტყვების ნიაღვარს.

22
არისტოკრატი ქალბატონები და ბატონები გარს მეხვევიან,
თმაზე ხელს მისვამენ, ლოყაზე ხელს მითათუნებენ, ხელებზე მეფე-
რებიან, ეშმაკის ფეხსა და პატარა ანგელოზს მეძახიან. ერთი მოხუ-
ცი რუსი ქალბატონი, ყურებზე მსხვილი კავები რომ დაუგრაგნია და
თავიდან ფეხებამდე იისფერი აბრეშუმით შემოსილა, ბეჭდებით და-
ხუნძლულ ხელებს თავზე მკიდებს და დანამულ შუბლზე მკოცნის,
შემდეგ ყელიდან ფაციფუცით იხსნის ლირის ფორმის, ბრილიანტე-
ბით მოოჭვილ დიდ, ელვარე გულსაბნევს, ფრანგულად რაღაცას გა-
უთავებლად მელაპარაკება და ლირას ხალათზე მაბნევს, ამასობაში
ჩემიანებიც შემოგვიერთდნენ. მამაჩემი საზოგადოებას წარუდგა და
მოუბოდიშა, ჩემმა ვაჟიშვილმა კარგად თუ ვერ დაუკრა, ეს მისი ასა-
კის ბრალიაო. წამიყვანეს საშაქარლამოში. სამ მაგიდასთან რიგ-
რიგობით გამიმასპინძლდნენ შოკოლადითა და კრემიანი ნამ-
ცხვრებით. არისტოკრატი, ლამაზი, მდიდარი ბავშვები, პატარა გრა-
ფები ზიბენკლინგენები, სწორედ ისინი, არაერთხელ ნაღვლიანად
რომ გამიყოლებია მათთვის თვალი და თვითონ მხოლოდ ცივი მზე-
რა შემოუგებებიათ, ახლა თავაზიანად მთხოვდნენ კროკეტის ერთი
პარტია გვეთამაშა, და მეც, სანამ ჩვენი მშობლები ყავას ერთად მი-
ირთმევდნენ, ბრილიანტის გულსაბნევით მკერდდამშვენებული, ამ
მიპატიჟებით სახეალეწილი და გაბრუებული, ბავშვებს კროკეტის
სათამაშოდ გავყევი. ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უმშვენიე-
რესი, ან იქნებ ყველაზე მშვენიერი დღეც. ბევრმა გაგვაგონა, კარგი
იქნება, კონცერტს თუ გაიმეორებთო, კურორტის დირექციამაც კი
მიმართა თხოვნით მამაჩემს, მაგრამ მამამ განუცხადა, მხოლოდ
ერთხელ და ისიც გამონაკლისის სახით დავრთე ჩემს შვილს ნება,
თორემ ხელმეორედ გამოსვლა, სხვა თუ არაფერი, მის საზოგადო-
ებრივ მდგომარეობას არ შეეფერებაო. ესეც არ იყოს, ლანგენ-
შვალბახში ჩვენი ყოფნის ვადაც იწურებაო...

23
მეოთხე თავი

ახლა ორიოდ სიტყვას ჩემს ნათლია შიმელპრისტერზე. მოგახსე-


ნებთ, რომელიც სხვათა შორის, სულაც არ გახლდათ უბრალო კაცი.
გარეგნობის აღწერით თუ დავიწყებთ, ეს იყო ტანდაბალი, ჩასკვნი-
ლი მამაკაცი, ნაადრევად გაჭაღარავებული, შეთხელებული თმა
ცალ ყურთან ჰქონდა გადაყოფილი და მერე თითქმის მთლიანად
ცალ მხარეს, მთელ თავზე გადავარცხვილი. მის სუფთად გაპარსულ
სახეს დამახასიათებელ შტრიხებს მატებდა მოკაუჭებული ცხვირი,
მაგრად მოკუმული ტუჩები და ცელულოიდის ჩარჩოიან სათვალეში
ჩასმული უზარმაზარი, მრგვალ-მრგვალი შუშები, მაგრამ ეს სახე
კიდევ ერთი რამით იყო ღირსშესანიშნავი: უწარბო, მოშიშვლებუ-
ლი შუბლი სხვა თვისებებთან ერთად, მის მახვილგონიერებასა და
ენამწარობას ამხელდა, ამის მაგალითად კი თუნდაც საკუთარი გვა-
რის ახირებული, ჰიპოქონდრიკული ახსნა-განმარტება იკმარებდა.
‒ ბუნება მხოლოდ ლპობა და დაობებაა, მე მის მწყემსად ვარ გა-
ჩენილი და ჩემი გვარი შიმელპრისტერიც აქედან მოდის, ოღონდ
ფელიქსი რატომღა მქვია, ეს მხოლოდ უფალმა უწყის‒ ამბობდა
იგი.
ჩემი ნათლია კიოლნელი იყო, იქ, როგორც კარნავალების ჩინე-
ბული გამრიგე, მდიდარ ოჯახებში ტრიალებდა და გავლენაც ჰქონ-
და მოპოვებული, მაგრამ სხვადასხვა გარემოებებისა თუ უსიამოვ-
ნებების გამო, რაც ბოლომდე გაურკვეველი დარჩა, კიოლნში აღარ
დაედგომებოდა და იძულებული გახდა ჩვენს პატარა ქალაქში გად-
მოსახლებულიყო.
აქ კი, ჩემს დაბადებამდე დიდი ხნით ადრე, ჩემიანებს დამეგობ-
რებოდა. იმ დროიდან მოყოლებული, უიმისოდ ჩვენს სახლში ლხი-
ნი არ გაიმართებოდა და ჩვენი სტუმრებიც დიდ პატივს სცემდნენ.
ქალები წიოდნენ და სახეზე ხელებს იფარებდნენ, როცა ტუჩებმო-
კუმული შიმელპრისტერი, თითქოს რაიმე ნივთს სინჯავსო, თავისი

24
ბუს სათვალით მათ ყურადღებით და თან გულგრილად აკვირდებო-
და.
‒ ოჰ, ეს მხატვარის როგორ გვიყურებს! ‒ გაჰკიოდნენ ქალები,
– ისე გამსჭვალავად გვიყურებს, თითქოს ჩვენს გულში იხედებაო.
შეგვიწყალეთ, პროფესორო, და აგვაშორეთ თქვენი თვალები!
ხომ ასე აფასებდა ყველა, მაგრამ თვითონ საკუთარ ხელობას
დიდად არაფრად აგდებდა და ხშირად ხელოვანის ბუნებაზე საეჭვო
მოსაზრებებსაც გამოთქვამდა ხოლმე, მაგალითად, ასეთს:
‒ ფიდიასი, ზოგჯერ ფაიდიასსაც რომ უწოდებენ, ერთი საშუალო
ნიჭის კაცი იყო, ამას თუნდაც ის ფაქტი მოწმობს, რომ ქურდობის-
თვის დაიჭირეს და ათენის ციხეში ჩასვეს; ბრალად ედებოდა იმ ოქ-
როსი და სპილოს ძვლის მოპარვა, რომელიც ათენას ქანდაკების-
თვის ჰქონდა მიცემული. პერიკლემ, მისმა გზის გამკვალავმა, გა-
აპარა ციხიდან (რითაც, სხვათა შორის, დაამტკიცა, რომ არა მარტო
ხელოვნებაში ერკვეოდა მშვენივრად, არამედ ხელოვანის ბუნება-
საც კარგად იცნობდა, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანი გახლავთ),
და აი ჩვენი ფიდიასი თუ ფაიდიასი ოლიმპიაში გაიქცა და აქ ამჯე-
რად ოქროსა და სპილოს ძვლისაგან ზევსის ქანდაკების გამოძერ-
წვა დაავალეს. მან კი რა ქნა? ისევ იქურდა და ოლიმპიის ციხეში აღ-
მოხდა კიდეც სული. საოცარი ნაზავია, ხომ? მაგრამ რას იზამ, ასე-
თია ადამიანის ბუნება. რიგით ადამიანებს ტალანტი კი უნდათ, რო-
მელიც, სხვათა შორის, ჯერ თვითონაა დიდი უცნაურობა, მაგრამ ტა-
ლანტის თანამდევი უცნაურობების არათუ გაგება, გაგონებაც კი
არავის სურს.
აი, ასე ამბობდა ჩემი ნათლია. მეც სიტყვა-სიტყვით გადმოგეცით
მისი ნათქვამი, რადგან თვითონაც ერთსა და იმავეს ზუსტად ერ-
თნაირად მიმეორებდა.
როგორც მოგახსენეთ, ჩვენ ყველას სულით და გულით გვიყვარ-
და ერთმანეთი, მაგრამ ისიც უნდა ვთქვა, რომ ნათლიას მე მაინც
გამორჩეული ვყავდი და წამოვიზარდე თუ არა, ხშირად მიყენებდა
თავის სურათების მოდელად, მე კი მოდელად ჯდომა კიდევ უფრო
იმიტომ მიხაროდა, რომ თავისი მდიდარი კოლექციიდან სულ ნაირ-

25
ნაირ კოსტიუმებსა და ტანსაცმელს მირჩევდა და მაცმევდა ხოლმე.
სახელოსნო, რომელიც მეძველმანის დარაბებიან ფარდულს უფრო
ჰგავდა, ზედ რაინის პირას, განმარტოებით მდგარ ერთ პატარა, ნა-
ქირავებ სახლში ჰქონდა გამართული, იქვე ცხოვრობდა კიდეც თა-
ვის მნე ქალთან ერთად და მეც, როგორც თვითონ უყვარდა თქმა,
საათობით „ვეჯექი“ გამოჩორკნილ ფიცარნაგზე, სანამ თვითონ ტი-
ლოზე ფუნჯს უსვამდა, ან საღებავს ქმნიდა. ერთი სიტყვით, შემოქმ-
ედებაში იყო ჩაფლული. ისიც უნდა მოვიხსენიო, რომ ბევრჯერ შიშ-
ველიც დავდგომივარ მოდელად. მაგალითად, ბერძნულ მითოლო-
გიურ სიუჟეტზე დიდი ტილოს შექმნისას, რომელსაც ერთი მაინცე-
ლი ღვინის ვაჭრის სასადილო დარბაზი უნდა დაემშვენებინა. ასეთ
დროს ჩემი მხატვრისგან მრავალი ქება მრგებია წილად, რადგან
მართლა ღმერთივით ვიყავი ჩამოსხმული, გამხდარსა და ტანა-
შოლტილს ხელ-ფეხი ღონიერი მქონდა, კანი – ოქროსფერი, ხოლო
პროპორციების ეტალონის მიხედვით, ხომ ნაკლს ვერ მიპოვიდით.
ის სეანსები განსაკუთრებით ტკბილად მაგონდება, მაგრამ კიდევ
უფრო საამური მაინც ის დღეები იყო, როცა მორთვა-მოკაზმვა ჩემი
ნათლიის სახელოსნოს გარეთ მიწევდა ხოლმე. ძალიან ხშირად,
როცა ვახშმობას ჩვენთან დააპირებდა, წინასწარ აგზავნიდა ნაირ-
ნაირი ტანსაცმლით, პარიკებითა და იარაღით დატენილ დიდრონ
ფუთებს, რათა ნავახშმევს ტყუილუბრალოდ, თვალის სასეიროდ
სხვადასხვანაირად გამოვწყობილიყავი და მასაც, რომელ კოსტი-
უმშიც ყველაზე უფრო მოვეწონებოდი, მუყაოზე სახელდახელოდ
ისე დავეხატე. რაც გინდა, ჩააცვიო, იტყოდა გახარებული და ამით
იმის თქმა სურდა, რომ ყველაფერი მიხდებოდა და ნებისმიერი ტან-
საცმელი ჩემს ტანზე შეკერილივით მადგა. მართლაც, ვინც არ უნდა
განმესახიერებინა – რომაელი ფლეიტისტი მოკლე ტანისამოსითა
და შავ ხუჭუჭა თმაზე დადგმული ვარდების გვირგვინით, ინგლი-
სელი არისტოკრატი ბიჭუნა ატლასის ვიწრო ჯუბით, მაქმანიანი სა-
ყელოთი და ფრთებიანი ქუდით; ესპანელი ტორეადორი თავის მო-
ოჭვილი ბოლეროთი და ფართოფარფლებიანი ფეტრის შლაპით;
გაპუდრული პარიკების ეპოქის ყმაწვილი აბატი არახჩინით, ბრიჟ-

26
ით, მოსასხამითა და ბალთიანი ფეხსაცმლით; თეთრმუნდირიანი
ავსტრიელი თავის დაშნითა და წელზე შემორტყმული შარფით თუ
გერმანელი მთიული, პაჭიჭებით, ლურსმნით დაჭედილი წაღებითა
და არჩვის ბეწვით გაწყობილი მწვანე ქუდით; ერთი სიტყვით, რაც
უნდა ჩამეცვა, იტყოდით, და სხვათა შორის, სარკეც მიდასტურებდა,
ეს ბიჭი სწორედ ამ კოსტიუმისათვისაა დაბადებულიო; საყოველ-
თაო, ერთსულოვანი აზრით, მე უბადლო ასლი გახლდით იმ ჯურის
ადამიანისა, ვისაც იმ წუთში განვასახიერებდი; დიახ, ჩემი ნათლია
ამტკიცებდა, რომ კოსტიუმისა და პარიკის დახმარებით ჩემი სახე
არა მარტო ამა თუ იმ ფენის ან დედამიწის რომელიმე კუთხის თავი-
სებურებებს გამოხატავდა, არამედ მთელ ეპოქას განასახიერებდა,
ყოველ ეპოქას კი, როგორც თვითონ გვასწავლიდა, თავისი შვილე-
ბი რაღაც საერთო ფიზიონომიური ნიშატით ჰყავდა აღბეჭდილი. ერ-
თი სიტყვით, თუ ჩვენს მეგობარს დავუჯერებდით, მე, შუასაუკუნეე-
ბის ფლორენციელ ფრანგად გადაცმულიც და პომპეზური, კულუ-
ლებიანი პარიკით თავშემკულიც, რითაც მომდევნო საუკუნეებმა
დააჯილდოვა არისტოკრატიული სამყარო, ზუსტად მათი თანამედ-
როვე სურათიდან გადმოსულს ვგავდი. ო, რა დიდებული იყო ის წუ-
თები! მაგრამ ჩათავდებოდა თუ არა ის ხანმოკლე ჟამი მე ისევ ჩემი
გაცვეთილი, უბადრუკი სანიადაგო ტანსაცმლით შევიმოსებოდი,
გულზე მძიმე სევდა და ნაღველი შემომაწვებოდა, მეუფლებოდა
უსასრულო ენით აუწერელი მოწყენილობა და ამის გამო საღამოს
დარჩენილ საათებს ყურებჩამოყრილი, უხალისოდ და ხმისამოუ-
ღებლივ ვატარებდი.
აი, ჯერჯერობით, ეს მინდოდა შიმელპრისტერზე მეთქვა, თორემ
შემდგომ, ჩემი მომქანცველი გზის დასასრულს, ეს დიდებული კაცი
მტკიცედ ჩაერია ჩემს ცხოვრებაში და მხსნელად მომევლინა კიდეც

27
მეხუთე თავი

ჩემი სიყმაწვილის შთაბეჭდილებებს თვალს გადავავლებ თუ


არა, ის დღე მაგონდება, ჩემიანებმა პირველად რომ წამიყვანეს ვის-
ბადენის თეატრში. აქვე დავძენ რომ ახალგაზრდობის მოგონებებს
მკაცრი თანმიმდევრობით არ მივყვები, ჩემს ცხოვრებას მთლიანო-
ბაში ვხედავ და რაც მომეგუნებება, ჯერ იმას გიყვებით. ნათლია ში-
მელპრისტერს ბერძნული ღმერთის მოდელად რომ ვედექი, მაშინ
თექვსმეტ- ჩვიდმეტი წლის, ესე იგი, კარგად მოწიფული ბიჭი ვიყავი,
თუმცა სკოლაში ჩემს თანატოლებს ჩამოვრჩებოდი, თეატრში ჩემი
პირველი წასვლა კი იმ წლებს კარგად უსწრებდა წინ. ის იყო თოთ-
ხმეტის შევსრულდი, ანუ სიყმაწვილის ასაკში შევდგი თუ არა ფეხი,
ისე მოვმწიფდი (ჩემს მომწიფებაზე მალე გვექნება კიდევ ლაპარა-
კი), რომ შთაბეჭდილებების ცოცხლად აღსაქმელად ლამის ზედმე-
ტად –მომწიფებულიც კი გახლდით. და მართლაც იმ საღამოს ნანა-
ხი ღრმად ჩამებეჭდა გულში და ჩემს ისედაც უსასრულო საფიქ-
რალს კიდევ ერთი საზრდო გაუჩინა.
თეატრში შესვლამდე ვენურ კაფეში ვისხედით და ტკბილ პუნშს
მივირთმევდით, მამაჩემი ჩალის ღეროთი აბსენტს წრუპავდა და ჯერ
მარტო ეს კმაროდა, რომ უჩვეულო მღელვარებას შევეპყარი, მაგ-
რამ ვის შეუძლია აღწეროს ის ციებ-ცხელება, მთელ ჩემს არსებას
რომ დაეუფლა, როცა დროშკამ სანუკვარ მიზანთან მიგვიყვანა და
თეატრის გაჩირაღდნებული დარბაზი შემოგვეგება! დავინახე ქა-
ლები, ლოჟებში რომ ისხდნენ და მკერდთან მარაოს იფრიალებ-
ღნენ, მამაკაცები, მათ თავზე რომ ადგნენ და ესაუბრებოდნენ; აზუ-
ზუნებული პარტერი, სადაც ჩვენც უნდა დავმსხდარიყავით; თმისა
და კაბების სურნელი, გაზის სუნს რომ ერთვოდა; აუწყობელი ინ-
სტრუმენტების არეულ-დარეული ხმები; მდიდრულად მოხატული
ჭერი და ფარდა, ტანშიშველი გენიებითა და ვარდისფერი რაკურსე-
ბის მთელი კასკადებით შემკული...

28
ო, რა მშვენივრად იყო ეს ყველაფერი გათვლილი, რომ ნორჩ
სულში ჩაეხედა და ჭკუა-გონება უჩვეულო შთაბეჭდილებებისათვის
შეემზადებინა! მაღალჭერიან, მდიდრულად მორთულ ჭაღებიან
დარბაზში ხალხის ასეთი თავშეყრა მანამდე მხოლოდ ეკლესიაში
თუ მენახა და თეატრი თავის დიდებულად დაყოფილი დარბაზით,
მის ამაღლებულ და განათებულ ნაწილში ბედის რჩეულნი, ფერად-
ფერად ტანსაცმელში გამოწყობილნი და მუსიკის ჰანგებით გარემო-
სილნი, წინასწარ შემუშავებული გეგმის მიხედვით რომ მიმოდიოდ-
ნენ და ცეკვავდნენ, საუბრობდნენ, მღეროდნენ და მოქმედებდნენ,
მართლა სიამის ტაძრად მეჩვენებოდა, იქ ზეშთაგონებას მოწყურე-
ბული ადამიანები ჩრდილში ისხდნენ სინათლისა და სრულყოფი-
ლების პირისპირ და გულში ნაფერებ იდეალებს პირდაღებულნი
შესცქეროდნენ.
სცენაზე უბრალო, ანუ, როგორც იტყვიან, მსუბუქი ჟანრის სპექ-
ტაკლი – ოპერეტა თამაშდებოდა, მისი სახელი, სამწუხაროდ, აღარ
მახსოვს. მოქმედება ვითარდებოდა პარიზში (და ამან დიდად გაახა-
ლისა საბრალო მამაჩემი), მთავარი მოქმედი პირი უსაქმური იყო
თუ რომელიღაც საელჩოში ატაშედ მსახურობდა, ეს კარგად არ ვი-
ცი, მაგრამ მომხიბლავი ახალგაზრდა და მუსუსი კი იყო, და ამ
როლს თეატრის ვარსკვლავი, ხალხის საყვარელი მომღერალი მი-
ულერ-როზე ასრულებდა. ეს სახელი და გვარი მანამდე მამაჩემის-
გან მქონდა გაგონილი, მამას თავი მოჰქონდა მისი ნაცნობობით და
მომღერლის სახე მეც ალბათ სამუდამოდ ჩამრჩება გულში, ჩემი არ
იყოს, ახლა ისიც მოხუცი და დაუძლურებული იქნება, მაგრამ მაშინ
კი ძალა შესწევდა, მსმენელები და მათ შორის თქვენი მონა-მორ-
ჩილიც, აღეფრთოვანებინა და დაებრმავებინა და რა გასაკვირია,
იმდღევანდელი შთაბეჭდილება ჩემს ცხოვრებაში მიღებულ უძლიე-
რეს შთაბეჭდილებათა რიცხვს განეკუთვნებოდეს. მე ვთქვი, ძალა
შესწევდა, დავებრმავებინეთ-მეთქი და ქვემოთ აგიხსნით, ამ სიტ-
ყვებში რასაც ვგულისხმობ. ჯერ კი შევეცდები მეხსიერებაში ცოც-
ხლად აღვიდგინო მიულერ-როზეს სცენიური სახე.
პირველ გამოსვლაზე იგი თავიდან ფეხებამდე შავებში ჩაცმული

29
მოგვევლინა, მაგრამ მაინც რაღაცნაირი მედიდური ბრწყინვალება
ახლდა თან. პიესის მიხედვით ჩვენი გმირი რომელიღაც წვეულები-
დან შეზარხოშებული ბრუნდებოდა და ეს სცენა შელამაზებულად,
კეთილშობილი ფორმით, ნიჭიერად წარმოგვიდგინა. ტანთ ეცვა ატ-
ლასით გაწყობილი, პელერინიანი შავი პალტო, ფრაკის შარვალი
და ლაქის ფეხსაცმელი, ეკეთა ლაქისავე თეთრი ხელთათმანი და
სამხედრო პირთა იმდროინდელ მოდაზე დავარცხნილ, მთელ სიგ-
რძეზე გადაყოფილ აპრიალებულ თმაზე ცილინდრი ეხურა – ყვე-
ლაფერი მშვენიერი და ახალთახალი, ცხოვრებაში თხუთმეტი წუთი-
თაც რომ ვერ გაგიძლებს ასე ხელუხლებელივით, ლამის არაამქვეყ-
ნიური. ეს განსაკუთრებით ცილინდრზე ითქმოდა, ცილინდრთა შო-
რის ეს მართლაც საოცნებო, სანიმუშო ქმნილება, მიულერ-როზეს
ოდნავ გვერდზე რომ ჰქონდა მოგდებული. ცილინდრს ზედ მტვრის
ნასახი არ აჩნდა, დაბალხაოიანი, იდეალურად მოლივლივე, დახა-
ტულს უფრო ჰგავდა, ვიდრე ნამდვილს და ამ უმაღლესი ქმნილების
სახეს, რომელიც თავის მხრივ უნაზესი ცვილისგან გამოძერწილი
გეგონებოდათ, ასე ამიტომაც უხდებოდა. მიულერ-როზეს მკრთალ
ვარდისფერ სახეს ნუშისებრი, შავად მოხატული თვალები, მოკლე,
სწორი ცხვირი და მკაფიოდ მოხაზული მარჯნისფერი ტუჩები უმშვე-
ნებდა, ოდნავ აბზეკილ ზედა ტუჩს კი სიმეტრიულად გასდევდა თით-
ქოს კალმით მოხატული ულვაში. მან ცოტა ხანს გრაციოზულად
იბარბაცა, ცხოვრებაში, ცხადია, ასე მოხდენილად ვერ ივლიდა ვერ-
ცერთი მთვრალი, ცილინდრი და ჯოხი ლაქიას გადასცა, პალტო მო-
იშორა და ფრაკისამარა მოგვევლინა, ფრაკის ქვეშ კი წვრილ-წვრი-
ლი ნაკეცებით დამშვენებულ პერანგზე თვალისმომჭრელად უციმ-
ციმებდა ბრილიანტის ღილები. მიულერ-როზემ ვერცხლისებური
წკრიალა ხმით ერთხანს ილაპარაკა და იცინა, მერე ხელთათმანე-
ბიც წაიძრო და დავინახეთ, რომ თითებზეც ბრილიანტები ეკეთა, ხე-
ლის ზურგი ცარცივით თეთრი ჰქონდა, ხელისგულები კი, სახესავით
ვარდისფრად უღვიოდა. იგი ჯერ რამპის ბოლოში გაჩერდა და ერთი
სიმღერის პირველი კუპლეტი ჩაარაკრაკა, სადაც ატაშეობასა და
ქალების დევნაში გატარებული უდარდელი და მხიარული წლები

30
იყო აღწერილი, მერე ხელები ლაღად გაშალა და თითების ტკაცუ-
ნით, ცეკვა-ცეკვით გავიდა რამპის მეორე ბოლოში, იქ მეორე კუპლ-
ეტი იმღერა და განზე გადგა, რათა მაყურებელს ტაშით გამოეხმო,
მესამე კუპლეტი მხოლოდ ამის შემდეგ, სუფლიორის ნიჟარის წინ
მდგარმა შეასრულა და მყისვე, ლაღად და მომხიბლავად ჩაება მოვ-
ლენათა მსვლელობაში. პიესის მიხედვით იგი ძალიან მდიდარი კა-
ცი იყო და ეს გარემოება მის გმირს მომაჯადოებელ ფონს უქმნიდა.
მერე და მერე ნაირ-ნაირ ტანსაცმელში ვხედავდით: წითელი სარ-
ტყლით დამშვენებულ, თოვლივით ქათქათა სპორტულ კოსტიუმში,
თუ მხატვრის ფანტაზიით შექმნილ მდიდრულ უნიფორმაში და
თქვენ წარმოიდგინეთ, საჩოთირო და თან გულიანად სახარხარო
სცენებში ცისფერი აბრეშუმის კალსონებშიც კი ვხედავდით
გაბედულ, უმამაცეს, ხიფათით აღსავსე სიტუაციებში: ჰერცოგის მე-
უღლის ფერხთა ქვეშ მწოლიარეს, შამპანურით დამშვენებულ სუფ-
რაზე ორ გადაპრანჭულ კახპასთან ერთად, პისტოლეტით ხელში,
ვინმე უტვინო მეტოქესთან დუელში გასასვლელად გამზადებულს,
და ამ ელეგანტურ ხიფათთაგან ვერც ერთი ვერას აკლებდა მის მოხ-
დენილობას, შარვლის ერთ ნაკეცს ვერ მოუშლიდა, ტანსაცმელს
სხივს ვერ ჩაუქრობდა, ვარდისფერ, სახეს უსიამოდ ვერ აუღაჟღა-
ჟებდა, თან შებორკილი და თან ფრთაშესხმული პარტიტურითა და
თეატრალური პირობითობით, ამ ჩარჩოების ფარგლებშიც ახერ-
ხებდა სილაღე, სითამამე და სიმსუბუქე შეენარჩუნებინა და მის მომ-
ხიბლავ მიხრა-მოხრას ამიტომაც არ ეტყობოდა ყოველდღიური
უღიმღამობის ნიშანწყალი. მთელ სხეულში, თავიდან მოყოლებუ-
ლი ვიდრე თითის ფრჩხილებამდე, ისეთი ჯადო ჰქონდა ჩაბუდებუ-
ლი, რომ მის გამოსახატავად ერთადერთი განუსაზღვრელი სახელი
–„ტალანტი“ გაგვაჩნია და ეს ტალანტი თვითონაც ისეთსავე სი-
ამოვნებას ჰგვრიდა, როგორც ყოველ ჩვენგანს. მე, მაგალითად,
უდიდეს სიამოვნებას მანიჭებდა იმის ყურება, თუ როგორ შემოავ-
ლებდა ხელს თავისი ხელჯოხის ვერცხლის კაუჭს, ან ორივე ხელს
შარვლის ჯიბეებში როგორ ჩაისრიალებდა, მის ყოველ მოძრაობა-
ში, სავარძლიდან წამოდგომა იქნებოდა ეს, თავის დაკვრა თუ სცენ-

31
აზე გავლა-გამოვლა, ისეთი თავმომწონეობა იგრძნობოდა, რომ
გული ხალისით აგევსებოდა.
დიახ, სწორედ ასე იყო: მიულერ-როზე ირგვლივ სიცოცხლის ხა-
ლისს აფრქვევდა – სხვა სიტყვებით შეუძლებელია გამოხატო შუ-
რის, ნატვრის, იმედისა და ტრფობის წყურვილის ის ტკბილ-მწარე
გრძნობა, სულში მშვენიერების, ბედნიერებისა და სრულყოფილე-
ბის ცქერა რომ აღგიგზნებდა.
პარტერის მაყურებელი, ჩვენ რომ გვერტყა გარს, ბიურგერებისა
და მათი ცოლებისაგან, კომივოიაჟერების, ერთწლიან სამსახურში
ჩამდგარი ახალგაზრდებისა და გოგონებისაგან შედგებოდა და რაც
უნდა აღფრთოვანებული ვყოფილიყავი მე თვითონ, საიმისო სიფ-
ხიზლე და ცნობისმოყვარეობა მაინც მყოფნიდა, ირგვლივ მიმომე-
ხედა, მაყურებელთა სახეებს დავკვირვებოდი და საკუთარი შთაბეჭ-
დილებების დახმარებით შემემოწმებინა, ჩვენ თვალწინ გათამაშე-
ბული სცენები ჩემი სიამოვნების თანამოზიარეებზე რა ზემოქმედე-
ბას ახდენდა. სახეზე ყველას ბრიყვული და ნეტარი გამომეტყველე-
ბა ეფინა, თავდავიწყებისაგან გამოთაყვანებულებს ბაგეზე ერთნაი-
რი ღიმილი დასთამაშებდათ და თუკი გოგონების ღიმილში მეტი
სიტკბოება და თრთოლვა ერია, ხოლო ქალების ღიმილი უფრო მიბ-
ნედილ და დუნე თავდავიწყებას ამხელდა, სამაგიეროდ, მამაკაცე-
ბის ღიმილი გულაჩუყებულ და მოწიწებაშერეულ კეთილმოსურნეო-
ბაზე მეტყველებდა. ასე მდაბიო მამები შეჰყურებენ ხოლმე თავიანთ
ბრწყინვალე, ცხოვრების კიბეზე მათზე მაღლა ასულ ვაჟიშვილებს
და მათ არსებაში საკუთარი ახალგაზრდობის ახდენილ ოცნებებსა
და იმედებს ჭვრეტენ. რაც შეეხება კომივოიაჟერებსა და ერთწლი-
ანებს, მათ ზეაპყრობილ სახეებზე ყველაფერი ფართოდ დაღებული
დარჩენოდათ ‒ თვალებიც, ცხვირის ნესტოებიც და პირიც. ისინი
იღიმებოდნენ და ვინ იცის, ფიქრობდნენ, აბა ერთი ჩვენ ვიდგეთ იქ,
მაღლა, კალსონების ამარა, იმასაც ვნახავდით, რა დღეში ჩავცვივ-
დებოდითო. ნახეთ, ნახეთ, თუნდაც იმ ორ გადაპრანჭულ კახპას რა
თამამად და თანასწორივით ექცევაო! მიულერ-როზე სცენიდან თუ
გასული იყო, ყველა ისე მხრებჩამოყრილი იჯდა, თითქოს ძალ-ღო-

32
ნე გამოაცალესო. როცა იგი მაღალ ნოტას გააგრძელებდა, ხელს
ასწევდა და სცენის სიღრმიდან რამპისკენ ძლევამოსილი მარშით
დაიძრებოდა, მაყურებელს გული მკერდში აღარ ეტეოდა, მაყურე-
ბელი ბორგავდა და ქალების ატლასის ლიფებს ფხრიწინ-ფხრიწინი
გაუდიოდა. დიახ, ჩრდილში მოქცეული ხალხის მასა იმ ფარვანების
უზარმაზარ გუნდს ჰგავდა, აგიზგიზებულ ცეცხლში უსიტყვოდ,
ბრმად და თავდავიწყებით რომ ვარდებიან ხოლმე.
მამაჩემი მეფურად ილხენდა – ფრანგული ჩვეულებისამებრ,
დარბაზში ქუდითა და ხელჯოხით იყო შემოსული. ქუდი მაშინვე და-
იხურა, როგორც კი დაეშვა ფარდა, ხოლო ჯოხი იატაკს გამეტებით
დასცხო და მქუხარე ოვაციას თავისი ხმა ასე შეუერთა. „C’ est
èpatant !!“ იმეორებდა წამდაუწუმ მიკნავებული ხმით, წარმოდგენა
დამთავრდა, ყველა გარეთ გამოიკრიფა და ჩვენც ფოიეში ზეაწეულ
გუნებაზე დამდგარი, გაბრუებული კომივოიაჟერების წრეში მოვექე-
ცით. მათ ზედ ეტყობოდათ, საღამოს გმირს რომ ჰბაძავდნენ: სხვა-
ნაირად დადიოდნენ და ლაპარაკობდნენ, ხელჯოხებიც სხვანაირად
ეკავათ და თავიანთ წითელ ხელებსაც სხვა თვალით დაჰყურებდნენ.
მამამ მაშინ მითხრა:
– წამო ერთი, ხელი ჩამოვართვათ: ღმერთო ჩემო, კარგი ნაცნო-
ბები მაინც არ ვიყოთ მე და მიულერი! ჩემი დანახვა უეჭველად გა-
უხარდება.
მამამ მანდილოსნებს უბრძანა, ფოიეში დაგვლოდებოდნენ და
ჩვენ ორნი მიულერ-როზეს სანახავად გავემართეთ.
გავიარეთ ზედ სცენასთან მიდგმული დირექტორის, უკვე ჩაბნე-
ლებული ლოჟა და იქიდან ვიწრო რკინის კარით კულისებში გავე-
დით. ნახევრად ჩაბნელებულ სცენაზე აჩრდილებივით დაფუსფუ-
სებდნენ სცენის მუშები. ერთ წითელლივრეიან, ტანმორჩილ ქალს,
რომელიც სპექტაკლში ლიფტიორ ბიჭუნას თამაშობდა და ახლა რა-
ღაცაზე ჩაფიქრებული კედელს მიყრდნობოდა, ჩემმა საბრალო მა-
მამ ხუმრობით სხეულის ყველაზე ხვავიან ნაწილზე უჩქმიტა და მიუ-
ლერ-როზეს საგრიმიოროს გზა ჰკითხა. ქალმა უჟმურად გვიპასუხა
და ჩვენც თეთრად შეფეთქილ, ჩახუთულ ტალანში გავედით, სადაც

33
ღია ლამპიონებში გაზი პარპალებდა, ტალანში ჩარიგებული მრავა-
ლი კარიდან გინება, სიცილ-ხარხარი და ლაპარაკი გამოდიოდა,
მამაჩემი სიცოცხლის ამგვარ გამოვლინებებზე ცერით მანიშნებდა
და თან მხიარულად იღიმებოდა. კარგა ხანს ვიარეთ და ტალანის
ბოლოს, ვიწრო კედელში დატანებულ კარს მივადექით. მამამ კარზე
დააკაკუნა და ყური თავის მოკაკულ თითს მიადო. ოთახიდან უხეშად
გამოგვეხმაურნენ, ვინ ოხერი ხარ, თუ ვინ ჯანდაბააო, ახლა კარგად
აღარ მახსოვს. შეიძლება შემოვიდეთო, ჰკითხა მამამ და შემოს-
ვლის მაგიერ ისეთი რამ შესთავაზეს, იმის გამეორებას ამ ფურ-
ცლებს ნამდვილად ვერ ვაკადრებ. მამამ წყნარად და დარცხვენით
ჩაიღიმა და გამოეპასუხა:
‒ მიულერ, ეს მე ვარ, კრული, ენგელბერტ კრული. იმედია, ნებას
დამრთავთ, გეახლოთ და ხელი ჩამოგართვათ!
ამ სიტყვებზე ოთახიდან სიცილით გამოგვეხმაურნენ:
‒ ახ, ეს შენა ხარ, ბებერო ცუღლუტო, შენა! მოდი, მოდი, გამი-
ხარდება შენი დანახვა! იმედია, ჩემი სიშიშვლე არ დაგაფრთხობთ,
– დასძინა მიულერ-როზემ მერე, როცა კარის ზღურბლზე ვიდექით.
ოთახში შევედით და ყმაწვილის თვალწინ დაუვიწყარი ამაზრზე-
ნი სურათი გადაიშალა:
ბინძურ მაგიდასთან დამტვერილი, გათხუპნული სარკის წინ იჯ-
და მიულერ-როზე და ტანზე ნაცრისფერი კალსონის მეტი არა ეცვა
რა. ვიღაც ხელებდაკაპიწებული კაცი ოფლში გაღვრილ ზურგს პირ-
სახოცით უზელდა, თვითონ კი ლაპლაპა მალამოთი გათხუპნილ სა-
ხესა და კისერს ფერადი ცხიმისაგან გახეშეშებული დიდი ნაჭრით
იწმენდდა. სახის ერთ ნახევარზე ჯერ კიდევ ესვა იმ ვარდისფერი
გრიმის ფენა, რის წყალობითაც სულ ცოტა ხნის წინ სახე ცვილისგან
იდეალურად გამოძერწილს მიუგავდა, ახლა კი ეს მოწითალო-მოყ-
ვითალო ნახევარი მეორე, ხაჭოსფრად გადატეტკილ, გრიმმოცი-
ლებულ ნახევართან შედარებით სასაცილოდ გამოიყურებოდა. ატა-
შეს როლისთვის განკუთვნილი, მშვენიერი, მოწაბლისფრო, შუაზე
გაყოფილი პარიკიც მოეხსნა და დავინახე, რომ თვითონ წითური
თმა ჰქონოდა, ცალ თვალზე შავი საღებავი ჯერ კიდევ არ მოეშორ-

34
ებინა, წამწამებზეც ბრჭყვიალა, შავი მტვერი ეყარა. მეორე ‒ მოშიშ-
ვლებული, წმენდისაგან ჩაწითლებული წყლისფერი თვალი კი სტუ-
მრებს თავხედურად შემოგვყურებდა. ამას კიდევ რა უშავდა, მკერ-
დი, ბეჭები, ზურგი და მკლავები დამუწუკებული რომ არ ჰქონოდა.
ტანზე ისეთი საშინელი მუწუკები ეყარა, წითლად შემორკალული,
ჩირქისთავებიანი და ზოგან სისხლმდინარიც, რომ მათ გახსენებაზე
დღესაც ტანში მაჟრიალებს ხოლმე. ჩემი დაკვირვებით, ზიზღის უნა-
რი იმას უფრო მეტი გააჩნია, ვისაც უფრო გაცხოველებული აქვს
გრძნობები, სხვაგვარად რომ გთქვათ, ეს უნარი მით უფრო გვიძლი-
ერდება, რაც უფრო გულმხურვალედ ვართ გარესამყაროსა და მის
გამოვლინებებზე მიჯაჭვულნი. გულცივი და უსიყვარულო კაცი ისე
ვერასოდეს შეძრწუნდება ზიზღისაგან, როგორც მე მაშინ შევძრწუნ-
დი. ყველა ამ სიკეთესთან ერთად, რკინის ღუმლით უსაშველოდ გა-
ხურებულ ოთახში მძიმე ჰაერი იდგა – ოფლის სუნითა და მაგიდაზე
მიმობნეული ათასნაირი თასების, ტიგელებისა და ფერად–ფერა-
დიღეროების ანაორთქლით შეზავებული ატმოსფერო, რასაც, თავი-
დან მეგონა, ერთ წუთზე მეტს ვერ გავუძლებდი.
მიუხედავად ამისა, ოთახში კარგა ხანს დავრჩი და, სიმართლე
გითხრათ, მიულერ-როზეს გარდერობში გატარებულ წუთებზე, რაც
გიამბეთ, იმაზე მეტი არც არაფერი მაქვს მოსაყოლი. სხვათა შორის,
თეატრში პირველი წასვლის ასე დაწვრილებით აღწერა საკუთარი
თავისთვის იქნებ მესაყვედურებინა კიდეც, ეს მოგონებები მკითხვე-
ლისთვის კი არა, უფრო ჩემს გასართობად რომ არ დამჭირვებოდა.
საინტერესო თხრობასა და პროპორციებზე ფიქრით სულაც არ ვიწუ-
ხებ თავს, ასეთები იმ ავტორებისთვის გადამილოცავს ფანტაზიით
რომ წერენ და გამოგონილი ამბებით ლამაზ და კარგად დაწყობილ
ნაწარმოებებს ქმნიან. მე მხოლოდ და მხოლოდ ჩემი საკუთარი უჩ-
ვეულო ცხოვრების ამბავს გიყვებით და ამ მასალას, როგორც მომე-
გუნებება, ისე მოვექცევი. იმ ცხოვრებისეულ გაკვეთილებსა და შეხ-
ვედრებზე, რომელთაც განსაკუთრებით ვუმადლი, რომ ჭკუა მას-
წავლეს და საკუთარ თავსა და წუთისოფელზე ამიხილეს თვალი,
ფრო დიდხანს შევჩერდები და ყოველ, წვრილმანს წვრილი ყალმით

35
დაგიხატავთ კიდეც, სამაგიეროდ, სხვა ნაკლებ სანუკვარ ამბებს
მხოლოდ გაკვრით თუ შევეხები.
მიულერ-როზემ და მამაჩემმა იმ დღეს რა ილაპარაკეს,ჩემს მეხ-
სიერებას თითქმის არ შემორჩენია ალბათ იმიტომ, რომ ვერ მოვი-
ცალე მათთვის მიმეგდო ყური, უფრო კი იმიტომ, რომ გრძნობა უფ-
რო ძლიერ შთაბეჭდილებას ტოვებს ჩვენს სულში, ვიდრე სიტყვა.
მხოლოდ ის მაგონდება, რომ მომღერალი, მაყურებელთა მქუხარე
ოვაციების შემხედვარე, თითქოს დარწმუნებული უნდა ყოფილიყო
თავის გამარჯვებაში, ის კი წამდაუწუმ გვეკითხებოდა, ჩემი თამაში
მართლა ძალიან მოგეწონათ, თუ არა უშავდა რაო, და მართალი
გითხრათ, კარგად მესმოდა მისი! დამამახსოვრდა კიდევ რამდენი-
მე ვულგარული გამოთქმა, მიულერ-როზემ მამაჩემის რომელიღაც
გახუმრების პასუხაღ საუბარში რომ ჩაურია:
–აბა, აბა, ნუ მიჰქარავთ! ‒ უთხრა მამაჩემს ერთხელ და იქვე მი-
აყოლა, – თათი გემრიელი ლუკმისკენ გაგირბით, არა?
მაგრამ ამას და მის მსგავს გამოთქმებს, როგორც ვთქვი, ცალი
ყურით ვუსმენდი, აღელვებული უფრო იმაზე ვფიქრობდი, გულში
აღძრული გრძნობები როგორმე ბოლომდე გამეაზრებინა.
მაშ, ეს გათხუპნილი, ჭირიანი ინდივიდუუმი ყოფილა ის გულ-
თამპყრობელი, ერთი წუთის წინ უსახური ბრბო აღტაცებით რომ
შესციცინებდა-მეთქი, დაახლოებით ასე ვფიქრობდი მაშინ. დიახ, ეს
ამაზრზენი მატლი ყოფილა ჭეშმარიტი სახე იმ ნეტარი ფარვანისა,
სულ ცოტა ხნის წინ ათასი მოტყუებული თვალი სილამაზეზე, უდარ-
დელობასა და სრულყოფილებაზე თავისი იდუმალი ოცნების განსა-
ხიერებად რომ მიიჩნევდა! განა ისიც, იმ საზიზღარი ხოჭოების ჯიშის
არაა, დაღამებისთანავე ზღაპრული შუქით ნათება რომ ძალუძთ?
უფროსებს, ცხოვრებაში გამოცდილ ხალხს რაღა დაემართა, თავს
ნებით, უფრო მეტიც სიხარულით რომ ისულელებენ, ნუთუ არ იციან,
მოტყუებულნი რომ რჩებიან? იქნებ ერთმანეთთან უსიტყვოდ არიან
შეთანხმებულნი და მოტყუებას მოტყუებად არ თვლიან? ეს უკანას-
კნელი აზრი ჭკუასთან უფრო ახლოა. აბა ერთი კარგად დავფიქ-
რდეთ: როდის გვევლინება ციცინათელა თავისი ნამდვილი სახით ‒

36
როცა პოეტური ნაპერწკლის მსგავსად დაფარფატებს ზაფხულის
ღამეში, თუ როცა ეს უმდაბლესი, უშნო არსება ჩვენს ხელისგულზე
იგრიხება? ერიდე ასეთი საკითხის გადაჭრას! გიჯობს ის სურათი
დაიყენო თვალწინ, ერთი წუთის წინ რომ უყურებდი, ქინქლისა და
ფარვანების ის უზარმაზარი გუნდი უსიტყვოდ და გაშმაგებით რო-
გორ ვარდებოდა ცეცხლში! ო, რა ერთსულოვანია თავის მოტყუების
სურვილი! ეტყობა, აქ მბრძანებლობს ადამიანის ბუნებაში თვით
ღმერთისგან ჩანერგილი საყოველთაო მოთხოვნილება და სწო-
რედ ამ მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლადაა გაჩენილი მი-
ულერ-როზეს ნიჭი და უნარი. ეჭვი არაა, აქ მოქმედებს სიცოცხლის
მამოძრავებელი მექანიზმი, რომლის მსახურადაც ეს კაცია დაქირა-
ვებული. განა მას აღტაცება არ ეკუთვნის, რაც დღეს შეძლო და ალ-
ბათ სხვა დროსაც მრავალჯერ შეძლებია! დათრგუნე შენი ზიზღი და
მთელი არსებით შეიგრძენი, რომ ამ კაცმა იცოდა თავის მუწუკებია-
ნი ტანის ამბავი, მუწუკები აწუხებდა და თავს მაინც ძალას ატანდა
ბრბოს წინაშე,‒ თავმომწონედ ევლო და ყველა აღეფრთოვანებინა.
მართალია, შუქი და გრიმი, მუსიკა და მანძილი ჰყავდა შემწედ, მაგ-
რამ ხომ აიძულა ბრბო მის სახეში თავის იდეალი დაენახა, ხომ შეძ-
ლო მისთვის უსასრულო ბედნიერება და სიხარული მიენიჭებინა!
უფრო ღრმად ჩაიხედე გულში! ჩაეკითხე საკუთარ თავს, რა ძა-
ლა ამოძრავებდა ამ უხამს მასხარას, გარდასახვის ხელოვნება რომ
შეესწავლა! საკუთარ თავს ჰკითხე, საიდან მოდის სხვისთვის სი-
ამოვნების მინიჭების ეს იდუმალი, ჯადოსნური ნიჭი, ერთი წუთის
წინ მის სხეულს რომ დაუფლებოდა და თითის წვერებამდე მსჭვა-
ლავდა! ამის პასუხი თუ გინდა, საკმარისია გაიხსენო (რადგან ისე-
დაც ყველაფერი მშვენივრად მოგეხსენება), სახელს რომ ვერ დაარ-
ქმევ, სიტყვით მის სიტკბოებას რომ ვერ გამოხატავ, ისეთია ის ძა-
ლა, ციცინათელას ნათებას რომ ასწავლის. ერთი დააკვირდი,
როგორ ვერ ძღება ეს კაცი იმის მოსმენით, რომ იგი მოგეწო-
ნათ,მართლა ძალიან რომ მოგეწონათ! დიახ, მას მხოლოდ იმ
საცოდავი ბრბოს სიყვარულმა და ერთგულებამ შეაძლებინა თავის
ხელობაში ასე გაწაფულიყო; ჰოდა, თუკი იგი ბრბოს სიცოცხლის ხა-

37
ლისით ასაჩუქრებს, ისინი კი სამაგიეროდ ოვაციებს უძღვნიან, განა
ეს ურთიერთგაბედნიერება არ არის, განა ეს მათი სურვილების ქო-
რწილს, მათ შეუღლებას არ ნიშნავს?

38
მეექვსე თავი

ზემოთ მოყვანილი სტრიქონები ზოგად შტრიხებში გვიხატავს


ჩემს აღგზნებულ, გაფაციცებულ ფიქრთა მდინარებას, მიულერ-რო-
ზეს გარდერობში ყოფნისას ჩემს ჭკუა-გონებას რომ დაეუფლა და
მერეც, მომდევნო დღეებში, უფრო სწორად, კვირების მანძილზე
ხშირ-ხშირად რომ მიბრუნდებოდა, ჟინს მიღვიძებდა და ოცნებებში
მხვევდა. ამ შინაგანი კვლევა-ძიების ნაყოფი გახლდათ ის
დრტვინვა, მონატრება, იმედი, თრობა და სიხარული, რაც მთელ
ჩემს არსებას ისე ძლიერად იპყრობდა, რომ დღესაც, ჩემი ვე-
ებერთელა დაღლილობის მიუხედავად, მისი ერთი გახსენებაც კი
აღმანთებს და გულისცემას მიხშირებს. მაშინ ეს გრძნობა ისეთი
ძლიერი. იყო, რომ ზოგჯერ მეშინოდა, გული საგულედან არ ამომ-
ვარდნოდა, იგი ისედაც ავად მხდიდა, მეც არცთუ იშვიათად ამ ამ-
ბავს საბაბად ვიყენებდი და სკოლას ვაცდენდი ხოლმე.
ზედმეტად მიმაჩნია დაგისაბუთოთ, რატომ მატულობდა ჩემი სი-
ძულვილი ზემოხსენებული საძაგელი დაწესებულებისადმი. მე, სა-
ერთოდ, ვცოცხლობ მხოლოდ ერთი პირობით – უნდა მქონდეს აზ-
როვნებისა და ფანტაზიის თავისუფლება –ამიტომ ვიგონებ ციხეში
გატარებულ ხანგრძლივ წლებს უფრო ნაკლები სიძულვილით, ვიდ-
რე მონობისა და შიშის იმ ხუნდებს, რითაც ყმაწვილის მგრძნობია-
რე სულს ბოჭავდა ქვევით, ქალაქში, ერთ თეთრად შეფეთქილ, ყუ-
თისებურ შენობაში გამეფებული ვითომ ღირსეული წესრიგი და
დისციპლინა. ჰოდა, თუ ჩემს მარტოსულობასაც მივიღებთ მხედვე-
ლობაში, რომლის გამომწვევ მიზეზებზეც წინა გვერდებზე გესაუბრ-
ეთ, მაშინ აღარ გაგიკვირდებათ,– ნაადრევად რატომ დავიწყე ფიქ-
რი, სასკოლო სამსახურისგან უქმეებისა და კვირის გარდა როგორ-
მე სხვა დღეებშიც დამეძვრინა თავი.
ამ საქმეში ჩინებული სამსახური გამიწია იმან, კარგა ხანს თა-
მაშ-თამაშით მამაჩემის ხელწერის გადმოღებაში რომ ვვარჯიშობ-
დი. საერთოდ, მამა ყოველთვის ბუნებრივი და უახლოესი ნიმუშია
ჩამოყალიბების ასაკში მყოფი, მოზრდილების სამყაროსაკენ

39
თვალმიპყრობილი ყმაწვილისათვის. მოზარდს ზურგს უმაგრებს
მშობელთან იდუმალებით აღსავსე. სულიერი ნათესაობა და ფიზი-
კური მსგავსება და ეამაყება გადაიღოს მისი საქციელი და მიხრა-
მოხრა, რაც საკუთარი უმწეობის ფონზე აღტაცების ღირსად მიაჩ-
ნია, უფრო ზუსტად, ეს აღტაცებაა სწორედ ის ძალა, რასაც ნახევრად
გაუცნობიერებლად მივყავართ ყოველივე იმის შეთვისებისა და გა-
დაღებისაკენ, რაც ჩვენში მემკვიდრეობით წინასწარვეა ჩადებული.
როდესმე მამაჩემივით სწრაფად და საქმიანად შემძლებოდა ფურ-
ცელზე ფოლადის, კალმის ტარება, ამაზე ჯერ კიდევ მაშინ ვოცნე-
ბობდი, როცა დახაზულ გრიფელის დაფაზე გაჭირვებით გამომყავ-
და აცაბაცა ასოები, მას მერეც რამდენი ფურცელი გადამიჭრელებია
იმის ცდაში, როგორმე მამაჩემივით მოხდენილად დამეჭირა ხელში
კალამი და ჩემი ნაწერი მამაჩემის ხელწერისათვის მიმემსგავსები-
ნა. კაცმა რომ თქვას, ეს არც ისე ძნელი საქმე იყო, რადგან ჩემს საბ-
რალო მამას ბავშვური ხელი ჰქონდა, სწორი და არა გაკრული,
ოღონდ ასოები თუ მთლად პაწაწკინტელა გამოჰყავდა, სამაგიე-
როდ, შემაერთებელ ხაზებს გრძელ-გრძელს უკეთებდა და ამის წყა-
ლობით ასოებს ისე აცილებდა ერთმანეთს, რომ მსგავსი სხვაგან
არაფერი მინახავს. ერთი სიტყვით, უცნაურად წერდა მაგრამ მის მა-
ნერას სწრაფად და ზედმიწევნით ზუსტად დავეუფლე. რაც შეეხება
ხელმოწერას „ე. კრული“, იგი პირიქით, ტექსტის გოთურად
წაწვეტებული ასოებისგან განსხვავებით ლათინურს უფრო ჰგავდა
მაგრამ სამაგიეროდ ისეთი ხვეულების ღრუბელი ერტყა გარს, რომ
ერთი შეხედვით ძნელი მისაბაძი ჩანდა. სინამდვილეში ჩანაფიქრი
მარტივი აღმოჩნდა და მეც ლამის სრულყოფილად სწორედ ხელმო-
წერა გამომდიოდა ხოლმე. ე-ს ქვედა ნახევარი მოხდენილად იყო
გამოზნექილი და მის გახსნილ წიაღში ფაქიზად თავსდებოდა გვა-
რის პირველი ხმოვანი, ზემოდან, უ–ს კაუჭთან სათავეს იღებდა,
ყველა ასოს გარედან ეხვეოდა და ერთვოდა მეორე ხვეული, ე-ს ორ-
ჯერ ჰკვეთდა, შემამკობელი წერტილები ემატებოდა, ბოლოს და ბო-
ლოს „სანის“ ფორმას იღებდა და ძირს ჩამოდიოდა. მთლიანობაში
ფიგურას უფრო მაღალი ეთქმოდა, ვიდრე განიერი, ბაროკოს სტი-

40
ლის ბავშვური გამონაგონი გახლდათ და სწორედ ამიტომ ისე იო-
ლი მისაბაძიც, რომ ჩემს ნახელავს თვით მისი შემქმნელიც კი თავის
საკუთარ ხელწერად აღიარებდა. ჰოდა, იმაზე სანუკვარი აზრი რაღა
უნდა ყოფილიყო, რომ ეს ხერხი, რომელსაც თავიდან გასართობად
დავეუფლე, ჩემი სულიერი თავისუფლების სამსახურში ჩამეყენები-
ნა?
„ჩემი ვაჟიშვილი, ფელიქსი, – ვწერდი მე, ‒ ამა თვის 7 რიცხვში საშინელი
მუცლის გვრემის გამო, იძულებული გახდა მეცადინეობა გაეცდინა, რასაც
გულისტკივილით ვადასტურებ. ე .კრული". სხვა დროს სხვანაირად
ვწერდი: „ღრძილების ჩირქოვანი ანთებისა და ნაღრძობი მარჯვენა მკლა-
ვის მიზეზით, ფელიქსი 10–დან 14-ის ჩათვლით, სახლიდან ვერ გამოდიო-
და და, ჩვენდა სამწუხაროდ, იძულებული გახდა, უარი ეთქვა სასწავლე-
ბელში მოსვლაზე. უღრმესი პატივისცემით ე. კრული".
ამას თუკი ვახერხებდი, ხელს რაღა შემიშლიდა სკოლის საათებ-
ში ერთი-ორი დღე ქალაქგარეთ ხეტიალში გამეტარებინა, ან მწვა-
ნე მდელოზე, მოჩურჩულე ფოთლების ჩრდილში წამოწოლილი
ახალგაზრდული გულით ნაკარნახევ, ახირებულ ფიქრებს მივცემო-
დი, ან რაინის ფერდობზე, ნეტარხსენებული ეპისკოპოსის ციხე-
დარბაზის თვალწარმტაც ნანგრევებში რამდენიმე საათი ოცნებაში
გამეყვანა, ხოლო სუსხიან ზამთარში ნათლია შიმელპრისტერის სა-
ხელოსნოსთვის შემეფარებინა თავი, რომელიც, მართალია, ჩემი
საქციელისთვის მთათხავდა, მაგრამ ხმაზე ეტყობოდა, საამისო მი-
ზეზებს მაინც პატივისცემით რომ ეკიდებოდა.
არცთუ იშვიათად, სკოლის დღეებში თავს თუ მოვიავადმყოფებ-
დი, სახლში ვრჩებოდი, ლოგინიდან არ ვდგებოდი, და, როგორც
მოგახსენეთ, მიმაჩნდა, რომ მქონდა კიდეც საამისო შინაგანი უფლ-
ება, ჩემი თეორიის მიხედვით, ყოველი სიცრუე, თუ მასში მაღალი
რანგის სიმართლის ნატამალი არ ურევია და მხოლოდ მტკნარი,
ტლანქი, არასრულყოფილი ტყუილია და მეტი არაფერი, შეუძლია
განჭვრიტოს ნებისმიერმა კაცმა. წარმატების იმედი და ადამიანებს
შორის გასავალი მხოლოდ იმ ტყუილს თუ ექნება,, ამ სახელს
სულაც რომ არ იმსახურებს, ასეთი ტყუილი ჭეშმარიტების წიაღში

41
ჯერ კიდევ ფეხმოუკიდებელ სიმართლეს უფრო ჰგავს და აუცილებ-
ლად უნდა აღიჭურვოს ისეთი მატერიალური ნიშან-თვისებებით,
რომ ქვეყანამ აღიაროს და პატივი სცეს.
მე, ჯანსაღი ყმაწვილი, რომელსაც, იოლად გადატანილ საყმაწ-
ვილო სნეულებებს თუ არ ჩავთვლით, სერიოზულად არასოდეს არა
მტკივებია რა, უხეშ თვალთმაქცობას როდი მივმართავდი, როცა
ერთ მშვენიერ დღეს გადავწყვეტდი, ის ღამე, მე რომ შიშსა და უსია-
მოვნებას მიქადდა, პაციენტის როლში გამეტარებინა. ანდა რატომ
უნდა დამეტანებინა თავისთვის ძალა, როცა ერთი ხერხი ვიცოდი,
რითაც ჩემი სულიერი დამმონებლები ყოველთვის შემეძლო გან-
მეიარაღებინა? დიას, ზემოთ აღწერილმა, ლამის ტკივილამდე მი-
სულმა ბოღმამ და დაძაბულობამ, ახირებულ ფიქრთა მდინარების
წყალობით მაშინ ჩემს არსებას რომ ეუფლებოდა, უსიამო, ყოველ-
დღიური ბეგარის მიმართ გაჩენილ ზიზღთან ერთად წარმოშვა ვი-
თარება, რომელმაც ჩემს ოინბაზობას სოლიდური დამაჯერებლობა
შეჰმატა და ისეთი ხერხები შემათვისებინა, რომ ექიმებისა და შინაუ-
რების გულში სიბრალულსა და შეშფოთებას ვიწვევდი.
თავის მოავადმყოფების სცენას პირდაპირ მაყურებელთა წინაშე
როდი ვმართავდი; როცა დილით საკმაო დროს გავიყვანდი და უკვე
აუცილებლობად გადაიქცეოდა ჩემი გადაწყვეტილება, იმ დღეს ჩე-
მი თავის ბატონ-პატრონი ვყოფილიყავი და თავისუფლებას ვზიარე-
ბოდი, ჯერ ჩემთვის წავივარჯიშებდი... ამ ფიქრსა და ოცნებაში ად-
გომის დრო უკვე ჩავლილი იყო, სასადილო ოთახში ცივდებოდა მო-
ახლის ხელით ჩემთვის მომზადებული საუზმე, ქალაქის გონე-
ბაჩლუნგი ახალგაზრდობა უკვე სკოლისკენ მიაბოტებდა, ერთი
სიტყვით, ყოველდღიური ცხოვრება თავის გზით მიდიოდა, მე კი გა-
დაწყვეტილი მქონდა მის დესპოტურ რეჟიმს მარტოდმარტო, საკუ-
თარი თავის იმედით გამოვკლებოდი. ჩემივე სიმამაცით გულაჩ-
ქროლებულსა და გაბრუებულს გულ-მუცელი მეკუმშებოდა. ერთ
ასეთ მშვენიერ დღეს უეცრად შევნიშნე, რომ ხელის ფრჩხილები
გამლურჯებოდა, ალბათ იმ დილით ციოდა და იმიტომ. საკმარისი
იყო ორიოდე წუთით საბანი გადამეხადა და ცივ ოთახში ასე ვწოლ-

42
ილიყავი, ან ცოტა ხანს მევლო და ოდნავ დავღლილიყავი, რომ სი-
ცივეს ავეტანე და კბილი კბილზე მეცემინებინა. რასაც აქ გიყვებით,
ეს საერთოდ მახასიათებს, თავიდანვე ბუნებით სათუთი და ხელშე-
საწყობი ვიყავი, ყველაფერი, რაც მერე ჩემს დაუდეგარ ცხოვრებაში
ჩამიდენია, თვითგვემის ფასად მიჯდებოდა და საცა სამართალია,
ჩემი ჯაფა მაღალი რანგის ზნეობრივ გმირობად უნდა ჩამეთვალოს.
ასეთი თვისებები რომ არ მქონოდა, არც მაშინ და არტ შემდგომ ძა-
ლა არ მეყოფოდა, სხეულისა და გონების განგებ დაღლის ფასად
ავადმყოფის სახე მიმეღო და თუკი დამჭირდებოდა, გარშემო მყოფ-
ნი ლმობიერებისა და ადამიანურობის გამოჩენის გუნებაზე დამეყე-
ნებინა. ისე, სიმართლე თუ გნებავთ, ტლანქი ადამიანი თავს ნამ-
დვილად ვერ მოიავადმყოფებს. ჩემი ძველი გამონათქვამი რომ მო-
ვიშველიოთ, ის, ვინც ძვირფასი ჯიშის ხისგანაა გამოთლილი,
ყოველთვის შეძლებს, ავადაც რომ არ იყოს, ტანჯვა-ვაებასთან მა-
ინც ხელჩაკიდებულმა იაროს და მისი ნიშან-თვისებების გამოვლე-
ნა თავის შინაგან მზერას დაუმორჩილოს. მე, მაგალითად, ასე ვიქ-
ცეოდი. თვალებს ჯერ დავხუჭავდი, მერე კი ისე ფართოდ გავახელ-
დი, რომ ჩემს მზერაში კითხვა და ჩივილი ერთად ჩაბუდებულიყო.
უსარკოდაც მშვენივრად ვიცოდი, ნამძინარევს თმა გაწეწილი მექ-
ნებოდა, თმა შუბლზე მართლაც გრძელ ხვეულებად მეყარა და სა-
ხეზე დაძაბულობისა და მღელვარებისგან ფერი აღარ მედო. სახე
თან ჩათეთქვილიც რომ გამომჩენოდა, ჩემს გამოგონილ ერთ ნა-
ცად ხერხს მივმართავდი, ‒ ლოყებს შიგნიდან შეუმჩნევლად
კბილებშუა მოვიქცევდი, ამის წყალობით ლოყები ჩამიცვივდებო-
და, ხოლო ნიკაპი ჩამომიგრძელდებოდა და ერთ ღამეში ჩამომდნა-
რი სახეც მზად იყო. ცხვირის ნესტოების თრთოლა და თვალის უპეე-
ბის ხშირი, ლამის მტკივნეული დაჭიმვაც თავის საქმეს აკეთებდა. იმ
დღეს ფრჩხილებჩალურჯებული ხელები გულზე დავიკრიფე, პირსა-
ბანი თასი იქვე, სკამზე დავიდგი, ხანგამოშვებით კბილს კბილზე ვა-
ცემინებდი და ასე ველოდი იმ წამს, როცა ვინმე მომიკითხავდა. ეს
წამი გვიან დგებოდა, რადგან ჩემს მშობლებს დილის ძილი უყვარ-
დათ და სანამ შეამჩნევდნენ, რომ სახლიდან ფეხი არ გამიდგამს,

43
სკოლაში ორი ან სამი გაკვეთილი უკვე ჩავლილი იყო ხოლმე. იმ
დღეს მოგვიანებით კიბეზე დედაჩემი ამოვიდა, ჩემს ოთახში შემოი-
ხედა და მკითხა, ავად ხომ არა ხარო. მე თვალები გავახილე და ისე
უცნაურად შევხედე, ვითომ ძლივს ვცნობდი, ან ვითომ ვერ ვერ-
კვეოდი, ირგვლივ რა ხდებოდა, მერე, როგორც იქნა, ვუპასუხე, ჰო,
მგონი, ავად უნდა ვიყო-მეთქი. მაინც რა გჭირსო, შემეკითხა იგი.
თავი.. სახსრები მტეხს... არ ვიცი, ასე რატომ მცივა- მეთქი, ‒გამო-
ვეხმაურე მიკნავებული ხმით, თან ტუჩებს ძლივს ვამოძრავებდი და
საწოლში მოუსვენრად ვტრიალებდი. დედაჩემს სიბრალული მო-
ერია. არა მგონია, ჩემს სატკივარს სერიოზულად შეეშფოთებინოს,
მაგრამ რაკი მის გონებას, საერთოდ, გრძნობა ჯაბნიდა, გულმა ვერ
გაუძლო, თამაშში ამყვა და თითქოს თეატრში ვყოფილიყავით, შე-
ეცადა ჩემთვის პარტნიორობა გაეწია.
– საბრალო ბავშვი! ‒ მეუბნებოდა იგი, საჩვენებელ თითს ლო-
ყაზე იდებდა და შეწუხებული თავს აქეთ-იქით იქნევდა. – ჭამაც არ
შეგიძლია?
მე ნიკაპი მკერდზე დავიბჯინე და ზიზღით ვთქვი უარი, ჩემმა რვა-
ლისებურმა თანმიმდევრულმა საქციელმა დედა გამოაფხიზლა, ამ-
ჯერად მართლა შეშფოთდა და, ასე ვთქვათ, ვეღარ გაბედა ჩვენი ერ-
თობლივი ილუზიით დამტკბარიყო. ადამიანს სასმელ–საჭმელზე
ასე მტკიცედ უარის თქმა თუ შეეძლო, ამის წარმოდგენა მის გონებ-
რივ შესაძლებლობებს აღემატებოდა. იგი ისევ დამაკვირდა გამომ-
ცდელი თვალით, მართლა ცუდად ხომ არ არისო, და მეც, ყოყმანი
შევატყვე თუ არა, მაშინვე ჩემს ყველაზე ძნელ და ყველაზე შთამბეჭ-
დავ ილეთს მივმართე, რათა მისთვის გადაწყვეტილების მიღება გა-
მეიოლებინა. უეცრად ლოგინში წამოვჯექი, ათრთოლებული ხელე-
ბით პირსაბანი თასი ახლოს მოვიჩოჩე და ზედ გადავემხე. მერე მთე-
ლი ტანით ისე საშინლად ვიგრიხებოდი და ვტოკავდი, რომ ადამი-
ანს ქვის გული უნდა ჰქონოდა, ასეთი ტანჯვა-ვაების ცქერისათვის
გაეძლო.
‒ აღარაფერი აღარ შემრჩა, ‒ ვგმინავდი შიგადაშიგ, ტანჯვის-
გან დამანჭულ სახეს თასს რომ მოვაცილებდი, – ღამე ყველაფერი

44
ამოვანთხიე.
ამის შემდეგ გადავწყვიტე ჩემი მთავარი და ხანგრძლივი ილეთი
გამომეყენებინა და ისეთი საშინელი კრუნჩხვები დავიმართე, გეგო-
ნებოდათ, სულს ვეღარ ამოითქვამსო. დედას ჩემი თავი ეჭირა და
შეშინებული და მავედრებელი ხმით ჩემს სახელს გაიძახოდა, რომ
გრძნობაზე მოვეყვანე.
‒ახლავე დიუზინგთან გავგზავნი ვინმეს!– წამოიძახა მერე საბო-
ლოოდ რეტდასხმულმა, როცა კრუნჩხვამ გამიარა, და ოთახიდან
გავარდა. მე კი გასავათებული, მაგრამ ენით აუწერელი სიხარული-
თა და კმაყოფილებით აღსავსე, ბალიშზე მივესვენე.
რა ხშირად დამიხატია ოცნებაში ეს სცენა, რა ხშირად მივარჯიშ-
ია გულში, სანამ მხნეობას მოვიკრებდი და ამ სცენას სხვების თვალ-
წინ, სინამდვილეში წარმოვადგენდი! არ ვიცი, გამიგებთ თუ არა,
მაგრამ ბედნიერებისგან გაბრუებულს თავი სიზმარში მეგონა, როცა
იგი პრაქტიკულად პირველად წარმოვადგინე და სრული წარმატე-
ბაც მხვდა წილად. ეს ყველას როდი შეუძლია. ბევრს იქნებ უოცნე-
ბია კიდეც ამაზე, მაგრამ ვერ კი შეუსრულებია ალბათ იმის შიშით,
მართლა არაფერი დამემართოსო. ისე, თუ გულწასული ძირს და-
ეცემი, ცხვირიდან სისხლი წაგსკდება და კრუნჩხვა მოგივლის, გა-
რესამყაროს სისასტიკე და გულგრილობა მაშინვე ყურადღებად,
შეშფოთებად და დაგვიანებულ სინანულად გადაიქცევა! მაგრამ ვაი
რომ სხეული ჯიუტია და ბრიყვულად გამძლე, იგი მაშინაც არ იდრი-
კება, როცა სულს უკვე დიდი ხანია თანაგრძნობა და სათუთი მოვლა
სწყურია, იგი არ ავლენს ისეთ საგანგაშო, ხელშესახებ სიმპტომებს,
რომ გარეშე თვალს წარმოადგენინოს, ერთ მშვენიერ დღეს შეიძ-
ლება მეც ჩავვარდე ასეთ დღეშიო, ან გარესამყაროს შიშის მომგვრ-
ელი ხმით შემოუძახოს და სინდისი გაუღვიძოს, და აი, მე გამოვიწ-
ვიე ეს სიმპათიები და ისეთი შთაბეჭდილება მოვახდინე, რომ ამაზე
მეტს ისინი მაშინაც ვერ შეძლებდნენ, ჩემს დაუხმარებლად რომ გა-
მოვლენილიყვნენ· მე ბუნებას შევეშველე, ოცნება სინამდვილედ
ვაქციე და მხოლოდ იმ ადამიანს ძალუძს გაიგოს ის საოცარი და
სიზმარეული კმაყოფილება, მე რომ ჩემმა შემოქმედებამ განმაცდე-

45
ვინა, ვისაც თვითონაც შესწევს ძალა არაფრისაგან მხოლოდ შინა-
განი ცოდნისა და საგნებზე დაკვირვების წყალობით, ერთი სიტყვით,
ფანტაზიითა და საკუთარი პიროვნების მამაცური გარჯით დამაჯერე-
ბელი, შთამბეჭდავი სინამდვილე შექმნას.
ერთი საათის მერე მოვიდა ჩვენი ქალაქის სანიტარული მრჩევე-
ლი დიუზინგი. იგი ჩვენი შინაური ექიმი გახდა მოხუცი მეკუმის გარ-
დაცვალების შემდეგ, იმ ექიმისა, ჩემს დაბადებას რომ შეაშველა ხე-
ლი. დოქტორი დიუზინგი ერთი აწოწილი, მხრებში უშნოდ მოხრილი
კაცი იყო, ვირის ბალნისფერი, ჭაღარა თმა მუდამ ყალყზე ედგა,
ჩვეულებად ჰქონდა თავისი გრძელი ცხვირი წამდაუწუმ ცერსა და
საჩვენებელ თითებს შუა მოექცია და დიდრონი, ძვალმსხვილი ხე-
ლებიც ასევე მალ-მალე ეფშვნიტა. ეს კაცი შეიძლებოდა ჩემთვის
სახიფათო გამომდგარიყო, ოღონდ არა მედიცინაში თავისი გან-
სწავლულობის გამო, პირიქით, ამ საქმეში, ჩემი აზრით, გვარიანად
მოიკოჭლებდა (სხვათა შორის, უფრო ადვილი მოსატყუებელი სწო-
რედ კარგი ექიმია, ვინც მეცნიერებას სერიოზულად, სწავლულის
შესაფერი თავდადებით, სულითა და გულით ემსახურება), იგი შეიძ-
ლებოდა სახიფათო გამომდგარიყო თავის ტლანქი, პრაქტიკული
ჭკუისა და მიხვედრილობის გამო, რაც ასე ახასიათებს ბევრ მისნა-
ირ ქედწახრილ ადამიანს და რასაც მთელი მისი გერგილიანობა ემ-
ყარება. ესკულაპეს ამ რეგვენმა და პატივმოყვარე მოწაფემ სანიტა-
რული მრჩევლის ტიტული ნაცნობობით, ღვინის ფირმებთან ურთი-
ერთობითა და პროტექციით ჩაიგდო ხელში. გარდა ამისა, ვისბადე-
ნშიც ხშირად დაიარებოდა, ადგილობრივ ხელისუფალთ თავს აწო-
ნებდა და ამ გზითაც მიიწევდა წინ. საკუთარი თვალით მინახავს, თა-
ვის მოსაცდელ ოთახში წესსა და რიგს რომ არ იცავდა, დაუფარავა
აძლევდა უპირატესობას შეძლებულ ცნობილ ხალხს, მათზე ადრე
მოსულ უბრალო მომსვლელთ კი ალოდინებდა. ისიც მინახავს, რა
გადაჭარბებული ზრუნვითა და მონდომებით დასტრიალებდა თავს
წარჩინებულ და გავლენიან პაციენტებს, ხოლო ღარიბებსა და პატა-
რა ხალხს უხეშად და ეჭვით ექცეოდა და ყოველ ღონეს ხმარობდა,
მათი სატკივარი უსაფუძვლოდ გამოეცხადებინა. ჩემი ღრმა რწმენ-

46
ით, იგი არავითარ ცრუმოწმეობას, არავითარ სიმდაბლესა და თაღ-
ლითობას არ ითაკილებდა, თუკი ეცოდინებოდა, რომ ამით ზემ-
დგომთა გულს მოიგებდა, ან თავს ადგილობრივ ხელისუფალთა
ერთგულ თანამდგომად გაასაღებდა. ასეთი საქციელი სავსებით შე-
ესაბამებოდა იმ მდაბალ პრაქტიკულ ჭკუას, რითაც ეს უნიჭო კაცი
ცხოვრებაში წინ წაწევას იმედოვნებდა. რაკი ჩემი საბრალო მამა,
როგორც მრეწველი და გადასახადით დაბეგრილი კაცი, თავის ორ-
ჭოფული მდგომარეობის მიუხედავად. მაინც ქალაქის წარჩინებულ-
თა წრეს ეკუთვნოდა, თან სანიტარული მრჩეველი ჩვენი შინაური
ექიმიც ბრძანდებოდა და ჩვენს ოჯახზე ასე თუ ისე დამოკიდებული
გახლდათ, ან სულაც იმიტომ, რომ კორუფციის ხელსაყრელ შემ-
თხვევას ხელიდან არ გაუშვებდა, ეს საცოდავი თავს მართლა ვალ-
დებულად თვლიდა, ჩემთან აუცილებლად პირი შეეკრა და მხარში
ამომდგომოდა.
ჩემს საწოლს მოუახლოვდებოდა თუ არა, იგი ექიმის შესაფერი,
მამაშვილური სიტყვებით მომმართავდა, ეს რა მოგსვლია, ან ეს რა
ამბებიაო, მერე საწოლთან ჩამოჯდებოდა, ზერელედ გამსინჯავდა,
კითხვებს დამისვამდა და მერე ყოველთვის, ვიმეორებ, ყოველთვის
დგებოდა წამი, როცა თავისი დუმილით, ღიმილით, თვალის ჩაკ-
ვრით საპასუხო გულახდილობისაკენ მომიწოდებდა, უნდოდა გა-
მოვტყდომოდი, რასაც თვითონ „სკოლის ავადმყოფობას“ ეძახდა,
ის რომ მჭირდა. მაგრამ მე არასოდეს იოტისოდენაც არ ამიბია მის-
თვის მხარი, ოღონდ სიფრთხილე როდი მაჩერებდა (ბოლოს და ბო-
ლოს, მისი ნდობა ალბათ შეიძლებოდა), სიფრთხილეზე უფრო სი-
ამაყე და ზიზღი მაკავებდა. რაც უფრო გულმოდგინედ ცდილობდა
იგი შეთქმულებაში ჩავეთრიე, ჩემს თვალებში მით უფრო მეტი ნაღ-
ველი და უმწეობა ისადგურებდა, ლოყები კიდევ უფრო მიცვივდებო-
და, ტუჩები მიდუნდებოდა. ხშირ-ხშირად ვსუნთქავდი, სულს ძლივს
ვითქვამდი და ყოველ წუთს მზად ვიყავი, თუკი საჭირო გახდებოდა,
პირღებინების შეტევა მის წინაშეც გამეთამაშებინა. ერთი სიტყვით,
ისე მტკიცედ ვიდექი ჩემსაზე, რომ ექიმი ბოლოს და ბოლოს იძულე-
ბული ხდებოდა თავი დამარცხებულად ეცნო, ბედს შერიგებოდა,

47
თავისი ცხოვრებისეული გამოცდილება გვერდზე გადაედო და საქ-
მეს მეცნიერულად მოჰკიდებოდა.
აი, ეს კი დიდ გასაჭირს უქადდა, ჯერ ერთი, თავის უმეცრების გა-
მო და მეორეც იმიტომ, რომ ჩემი შეთავაზებული ავადმყოფობის
სურათი მეტისმეტად ზოგადი და გაურკვეველი გახლდათ. იმ დღე-
საც ბევრი მისმინა და მიკაკუნა, ხახაში სუფრის კოვზის ტარიც ჩამი-
ყო, თერმომეტრითაც მომქანცა და ბოლოს, ავად თუ კარგად, თავი-
სი აზრის გამოთქმა ინება.
– მიგრენი აწუხებს, ‒ განაცხადა მან, ‒ საშიში არაფერია. ჩვენს
ახალგაზრდა მეგობარს მიგრენისკენ მიდრეკილება აქვს, ეს ჩვენ-
თვის ცნობილია, სამწუხაროდ, ამჯერად კუჭიც ჩათრეულია. გირ-
ჩევთ მშვიდად იყოლიოთ, მნახველებს მოარიდეთ, ცოტა ილაპარა-
კოს, ოთახს თუ ჩამოაბნელებთ, კარგი იქნება. გარდა ამისა მოუხ-
დება ლიმონმჟავა კოფეინი. წამალს გამოგიწერთ...
თუ იმ ხანებში ქალაქში გრიპის თითო-ოროლა შემთხვევა მაინც
იყო აღრიცხული, მაშინ იტყოდა:
‒ გრიპია, ძვირფასო ფრაუ კრულ, გრიპია და თან გასტრიტით
გამწვავებული. დიახ, ჩვენს მეგობარსაც დამართნია! სასუნთქი გზე-
ბის ანთება, მართალია, ჯერჯერობით უმნიშვნელოა, მაგრამ მაინც
გვაქვს. ახველებთ, არა, ძვირფასო მეგობარო? ტემპერატურაც მო-
მატებულია და გამორიცხული არაა, დღის განმავლობაში კიდევ აუ-
წიოს. პულსიც აჩქარებულია და არითმიული.
მერე ეს უფანტაზიო კაცი ტკბილ-მწარე შემაგრებულ ღვინოს გა-
მომიწერდა, რომელიც აფთიაქში იყიდებოღა, მეც ღვინოს სიამოვ-
ნებით ვეწაფებოდი და გადატანილი ბრძოლის შემდეგ თბილ, სასია-
მოვნო ბურანში ვეხვეოდი ხოლმე.
ცხადია, ექიმის პროფესია სხვა პროფესიებისაგან არაფრით გან-
სხვავდება, სხვებისა არ იყოს, მის წარმომადგენელთა უმრავლესო-
ბასაც თავი ცარიელი აქვს, ექიმები მზად არიან დაინახონ ის, რაც არ
არის და უარჰყონ ის, რაც ხელისგულზე უდევთ. ამიტომ ნებისმიერ
მოყვარულ, არაპროფესიონალ მცოდნეს წვრილ-წვრილი საიდუმ-
ლოებებისა მეტი გაეგება და იოლად შეუძლია ექიმის გაცურება, სა-

48
სუნთქი გზების კატარი, მან რომ მომაწერა, მე პირადად სულაც არ
მქონია გათვალისწინებული და არც ჩემს სპექტაკლში მიმინიშნე-
ბია, მაგრამ რაკი სანიტარული მრჩეველი ერთხელ ვაიძულე უარი
ეთქვა თავის ორდინარულ ვარაუდზე, ეს ყმაწვილი „სკოლის ავად-
მყოფობით“ იქნება ავადო, მერე უკეთესი რაღა უნდა მოეფიქრებინა
‒მაინცდამაინც გრიპი უნდა მქონოდა და ეს დიაგნოზი რომ გაემარ-
თლებინა, ხველებასაც მაბრალებდა და იმასაც ირწმუნებოდა,
გლანდები აქვს შეშუპებულიო, რაც სინამდვილეს ასევე ნაკლებად
შეეფერებოდა. რაც შეეხება ტემპერატურის აწევას, აი აქ კი მართა-
ლი ბრძანდებოდა, თუმცა ეს ფაქტიც ამხელდა, რომ კლინიკურ სუ-
რათთან ტემპერატურის შესაბამისობის საკითხშიც მოწაფური რწმე-
ნით ხელმძღვანელობდა, მედიცინას უნდა სიცხე მაინცდამაინც
ავადმყოფობის გამომწვევი მიკრობებით სისხლის მოწამვლის შე-
დეგი იყოს, თითქოს შეუძლებელია არსებობდეს სხვა რამ მიზეზი
ფიზიკურის გარდა. ნამდვილად სასაცილოა! მკითხველი ალბათ
დარწმუნდებოდა და მეც პატიოსან სიტყვას ვიძლევი, იმ მომენტში,
როცა სანიტარული მრჩეველი დიუზინგი მსინჯავდა, ავად, ამ სიტ-
ყვის უხეში გაგებით, მართლა არ ვყოფილვარ. ეს იყო მხოლოდ იმ
წამით აღძრული მღელვარება, ავანტიურისტული ნებისყოფის ძა-
ლით თავსმოხვეული ტანჯვა, სიმთვრალის მსგავსი მდგომარეობა,
ავადმყოფის როლში ღრმას შესვლით გამოწვეული, და მთელი ჩემი
ბუნებრივი ნიჭისა და უნარის ამოძრავება მჭირდებოდა, რათა ყოვე-
ლი წამი ოსტატური გამომსვლოდა და სასაცილო არ გამოვჩენილი-
ყავი; საჭირო იყო ერთგვარი აღმაფრენა, დაძაბულობითა და გან-
მუხტვით თანაბრად შეზავებული, რათა რაღაც არანამდვილი ჩემ-
თვისაც და სხვებისთვისაც სინამდვილედ მექცია. და აი, ყველაფერ-
მა, ამან ისეთი აღმავლობა და აღმაფრენა გამოიწვია ჩემს არსება-
ში, ისე აამოქმედა ჩემი ორგანიზმი, რომ სანიტარულ მრჩეველს
თერმომეტრიდან მართლა შეეძლო ამოეკითხა ჩემი ავადმყოფობის
დამადასტურებელი ნიშნები. პულსის აჩქარებაც, სულ უბრალოდ,
იმავე მიზეზებით აიხსნებოდა, ხოლო როცა სანიტარული მრჩევლის
თავი ჩემს მკერდზე განისვენებდა და მისი ვირის ბალნისფერი,

49
მშრალი თმის ცხოველურ სუნს ვიყნოსავდი, დიდი ჯაფა აღარ მჭირ-
დებოდა ამ უეცარი, ცოცხალი შეგრძნების წყალობით გულისცემა
ხან შემენელებინა და ხან ამეჩქარებინა. და ბოლოს, ჩემს კუჭს რაც
შეეხება, დოქტორ დიუზინგს რა დიაგნოზიც არ უნდა დაესვა, იტყო-
და, კუჭი ჩათრეულიაო და მეც უნდა მოგახსენოთ, რომ ეს ორგანო
ოდითგანვე ნაზი და მიზეზიანი მქონდა, მცირედი მღელვარებაც კი
მის პულსაციასა და ფართხალს იწვევდა და საგანგებო ცხოვრებისე-
ულ სიტუაციებში სხვები თუ გულისცემას ახსენებენ, მე მმართებდა
კუჭისცემა მეთქვა. სანიტარული მრჩეველი ამ ფენომენს ამჩნევდა
და გაოცებას ვეღარ მალავდა.
მერე გამომიწერდა თავის მომჟავო აბებს, ან თავის ტკბილ-მწა-
რე მომაღონიერებელ ღვინოს და ერთხანს ჩემს საწოლთან დედა-
ჩემს ეჭორავებოდა, მე კი მოდუნებულ ბაგეს ვითომ სულის მოსათ-
ქმელად ვაღებდი და ჩამქრალი, გატანჯული თვალებით ჭერში ვიყუ-
რებოდი. ზოგჯერ მამაჩემიც შემოგვიერთდებოდა, დარცხვენილი
გამომეტყველებით დამცქეროდა, თან თვალს მარიდებდა და შემ-
თხვევით სარგებლობდა, რომ სანიტარულ მრჩეველთან თავის პა-
დაგრაზე ელაპარაკა. მარტო დარჩენილი მთელ დღეს, ზოგჯერ იმის
მომდევნო რამდენიმე დღესაც გარესამყაროსა და ჩემს მომავალ
ცხოვრებაზე ოცნებაში ვატარებდი, ვტკბებოდი სიმშვიდითა და თა-
ვისუფლებით, მწირი კერძებით ვიკვებებოდი და მაინც ყველაფერი
გემრიელი მეჩვენებოდა. თუკი სუპ-პიურე და ორცხობილა ახალ-
გაზრდულ მადას არ დამიცხრობდა, ლოგინიდან ფრთხილად წამოვ-
დგებოდი, ჩემი პატარა სეკრეტერის ხუფს უხმაუროდ ავწევდი და
შოკოლადს გეახლებოდით, რომელიც თითქმის ყოველთვის გამო-
ულევლად მქონდა.

50
მეშვიდე თავი

საიდან მქონდა შოკოლადი? იგი საოცარი გზით, ლამის ფანტას-


ტიკურად ჩამივარდა ხელში, ქვევით, ქალაქში, სახელდობრ, შედა-
რებით ხალხმრავალი სავაჭრო ქუჩის კუთხეში ერთი კოხტა და მიმ-
ზიდველი დელიკატესის მაღაზია იყო, თუ არ ვცდები, ვისბადენის
რომელიღაც ფირმის ფილიალი, და მაღალი წრის მუშტრებს ემსა-
ხურებოდა. სკოლაში მიმავალს ამ მადის აღმძვრელ ადგილას ყო-
ველდღე მიხდებოდა გავლა და ბევრჯერ შევსულვარ კიდეც შიგნით
თეთრი ხურდა ფულით ხელში, რათა ჩემი შეძლების შესაბამისად,
რაიმე იაფფასიანი ტკბილეული ხილის ან ძირტკბილას კარამელი
მეყიდა. ერთ დღეს მაღაზია ცარიელი დამიხვდა, არც მყიდველი ჩან-
და და არც მომსახურე პერსონალიდან იყო ვინმე. შემოსასვლელ
კარზე დაკიდულმა ზარმა უფრო სწორად, ზანზალაკმა, რომელსაც
კარის ყოველ გაღება-დახურვაზე ლითონის შტანგის კბილანა წა-
მოედებოდა და არხევდა, გაიჟღარუნა, მაგრამ ნაოჭასხმული მწვანე
ფარდებით შემოსილ მინის კარს იქით მდებარე ოთახში მისი ხმა
არავის გაუგონია, თუ იქ იმ წუთში არც არავინ იყო, არ ვიცი, მოხდა
კი ისე, რომ მაღაზიაში მარტო აღმოვჩნდი. ირგვლივ გამეფებული
უკაცრიელობისა და სიჩუმისაგან შემცბარი, თვალებს ვაცეცებდი.
სხვა დროს არასოდეს მომცემია შემთხვევა ამ სანეტარო სამყო-
ფელს ასე თავისუფლად და შეუბორკავად დავკვირვებოდი. მაღაზი-
ას ვიწრო უფრო ეთქმოდა, ვიდრე ხალვათი, მაგრამ სამაგიეროდ,
ჭერი ჰქონდა მაღალი და ჭერამდე სასუსნავით იყო გამოჭედილი.
ლორი და ძეხვეული, ეს უკანასკნელი ყველა ფერისა და ზომისა,
თეთრი, ქარვისფერი, წითელი და შავი, ზოგი ბირთვივით მრგვალი
და გატიკნილი, ზოგი გრძელი, კვანძებიანი, ზოგი თოკივით დაწნუ-
ლი, ერთმანეთზე მჭიდროდ აცმული ეკიდა თაღქვეშ და იქაურობას
აბნელებდა. თუნუქის ქილები და კონსერვები, კაკაო და ჩაი, კონფი-
ტიურით, თაფლითა და მურაბით სავსე ჭრელ-ჭრელი მინის ქილები,
ლიქიორისა და პუნშის ესენციის ტანწერწეტა, თუ მუცელგაბერილი
ბოთლები იატაკიდან ჭერამდე ავსებდნენ კედელში ჩაშენებულ თა-

51
როებს. დახლის ვიტრინებში გამოდგმულ თეფშებზე და თასებში
თავს იწონებდა შებოლილი თევზეული – სკუმბრია, ვირთევზა, სა-
ლამურა და გველთევზა. იქვე იდგა იტალიური სალათით სავსე
ლანგრები, მის გვერდით კი ყინულის ზოდზე გაწოლილ ასთაკვას
გაეფარჩხა თავისი ჭანგები; თავღია კოლოფებში ერთმანეთზე
მჭიდროდ მიწყობილი ცხიმიანი შპროტი ოქროსფრად ბზინავდა,
ხოლო იშვიათი ხილი, ხენდრო და ყურძნის მტევნები, აღთქმულ
ქვეყანას რომ მოგაგონებდათ, სარდინის ქილების, ხიზილალითა
და ბატის გულ-ღვიძლის პაშტეტით სავსე მადის აღმძვრელი ტიგე-
ლების პატარ-პატარა მთებს ენაცვლებოდა. მაღლა შემოდგმული
ხონჩებიდან ჯიშიან შინაურ ფრინველებს გადმოეგდოთ გაპუტული
კისრები. ცოტა მოშორებით, ზედა თაროზე, დასაჭრელი ხორცეული
ელაგა, რაზეც მიგვითითებდა იქვე დაწყობილი გრძელი, ვიწრო, გა-
ქონილი დანები. ეს იყო როსტბიფი, ლორი, ენა, შებოლილი ორაგუ-
ლი და ბატის მკერდი, დიდრონი შუშის ხუფები გადამხობოდა ნაირ-
ნაირ ყველს: აგურისფერს, რძისფერს, მარმარილოსავით დაძარ-
ღვულსა და სხვებს, ვერცხლის ქაღალდის გარსიდან მადისაღ-
მძვრელ ოქროსფერ ნაკადად რომ გადმოღვენთილიყვნენ. ზვინე-
ბად ეწყო ოქრომხალა, სატაცურის მწვანე კონები, ტრიუფელი, მათ
შორის სტანიოლში გახვეული, გულ-ღვიძლის პატარ-პატარა ძვირ-
ფასი ძეხვები, იქვე მაგიდებზე კი საუკეთესო ხარისხის ბისკვიტით
სავსე თავღია თუნუქის ყუთები იდგა, ერთმანეთზე ჯვარედინად
ელაგა ყავისფრად მბზინავი თაფლისკვერები, მათ გვერდით წამო-
მართულიყო სადესერტო კამფეტებითა და ცუკატით სავსე ურნი-
სებური მინის თასები.
მოჯადოებულივით ვიდექი და ათრთოლებული მკერდით ვისუნ-
თქავდი იქაურ სასიამოვნო ატმოსფეროს, რომელშიც ერთმანეთს
ერწყმოდა შოკოლადისა და შებოლილი ხორცის სურნელი და ტრი-
უფელების გემრიელი, ოდნავ ობიანი ანაორთქლი. გონებაში ამო-
მიტივტივდა ზღაპრის სურათები, რძისა და თაფლის მდინარეები,
საგანძურით სავსე მიწისქვეშეთი, იღბლიანები რომ შეაღწევდნენ
და ჯიბეებსა და წაღებს პატიოსანი თვლებით უშიშრად იტენიდნენ.

52
დიახ, ეს ან ზღაპარი იყო, ან სიზმარი! ვხედავდი, როგორ ბათილდე-
ბოდა აქ ყოველდღიურობის დამთრგუნველი კანონები და წესები,
რა მსუბუქად და ტკბილად გამქრალიყო ყოველგვარი დაბრკოლება
და პირობითობა, ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჩვენს ნდომასა და წა-
დილს რომ ეღობება წინ. ისე უეცრად და ძლიერად შემიპყრო სიხა-
რულმა, დედამიწის ამ დახუნძლულ კუნჭულში მარტოდმარტო რომ
აღმოვჩნდი, რომ მთელ ტანში თრთოლამ და ჟრუანტელმა დამი-
არა. თავს ძალა დავატანე, რომ ამდენი სიახლისა და საკუთარი თა-
ვისუფლების შემყურეს, სიხარულის ყიჟინა არ ამეტეხა. გამარჯობა-
მეთქი, შევესიტყვე სიცარიელეს და ახლაც ყურებში მიდგას, სიჩუმე-
ში როგორ ჩაიკარგა ჩემი მოგუდული და არაბუნებრივად მშვიდი
ხმა. არავინ გამომხმაურებია. და იმავე წუთში, ამ სიტყვის პირდაპი-
რი გაგებით, პირი წყლით გამევსო. სწრაფად, უხმაუროდ მივიჭერი
ტკბილეულით დაზურგულ ერთ-ერთ მაგიდასთან, შოკოლადით სავ-
სე ბროლის თასში ხელი კარგად ამოვურიე და მთელი მუჭა პალტოს
ჯიბეში ჩავიცალე, კარს ვეცი, იქვე ჩავუხვიე და ერთ წამში უკვე სხვა
ქუჩაზე მივაბიჯებდი.
უეჭველად მეტყვიან, რაც აქ გვიამბე, ჩვეულებრივი ქურდობააო.
ამის გაგონებაზე ენა ჩამივარდება და უკან დავიხევ; ვისაც აკმაყო-
ფილებს ეს სიტყვა, ძალიანაც რომ მინდოდეს, მის წარმოთქმას ხომ
ვერ დავუშლი, მაგრამ ერთია სიტყვა – ხელწამოსაკრავი, გაცვეთი-
ლი, ცხოვრებას დაცილებული – და სულ სხვაა ცოცხალი, უშუალო,
მარად ახალგაზრდა, მარად სიახლით, განუმეორებლობითა და
შეუდარებლობით. მბრწყინავი საქმე, მხოლოდ ჩვეულება და სიზან-
ტე გვაიძულებს ეს ორი რამ გავაიგივეოთ, რადგან სიტყვა, როგორც
კი საქმის დახასიათებას განიზრახავს, იმ ბუზის საკლავს ემსგავსე-
ბა, ვერასოდეს რომ ვერ ხვდება მიზანში. ესეც არ იყოს, საქმეზე რო-
ცა ვლაპარაკობთ, მთავარი არც „რა“ არის და არც „როგორ“ (თუმ-
ცა ეს „უკანასკნელი მაინც უფრო მნიშვნელოვანია), მთავარია მხო-
ლოდ ერთი რამ – „ვინ“, თუ ოდესმე რაიმე ჩამიდენია, ის, უპირვე-
ლეს ყოვლისა, ჩ ემ ი ნამოქმედარი ყოფილა და არა მავანისა და მა-
ვანისა, მერე რა, რომ ამის გამო ბევრიც მომხვედრია, სახელდობრ,

53
ბიურგერული მართლმსაჯულებისგანაც, რადგან ჩემს ნამოქმედარ-
საც იმავე სახელს არქმევდნენ, რითაც ათეულ ათასობით სხვა მის-
თანა საქციელი მოუნათლავთ, სამაგიეროდ მე არასოდეს შემრყე-
ვია იმის იდუმალი შეგრძნება, რომ უზენაესის ნებიერი ვიყავი, თან
გამორჩეული სისხლისა და ხორცისგან ნაშენი და ამიტომ ამგვარ
არაბუნებრივ გათანაბრებას შინაგანად ყოველთვის ვეურჩებოდი
ხოლმე, ჩემი მომავალი მკითხველი ალბათ მაპატიებს წმინდა ჭვრე-
ტით სფეროში ამ გადახვევას, ჭვრეტა, მგონი, სულ არ შემეფერება,
რადგან საამისოდ მცირე განათლება მაქვს მიღებული და ჩემი საქ-
მიანობის გამოც ფიქრსა და განსჯას არ ვარ ჩვეული. მიუხედავად
ამისა თავს მოვალედ ვთვლი, შეძლებისდაგვარად შევაჩვიო მკითხ-
ველი ჩემი ცხოვრების თავისებურებებს და თუ ეს არ გამომივა,
დროზე მაინც შევაჩერო, რომ ტყუილუბრალოდ არ ფურცლოს ამ
წიგნის გვერდები.
სახლში დავბრუნდი თუ არა, პალტოც არ გამიხდია, ისე მივაშუ-
რე ჩემს ოთახს, რომ მაგიდაზე გამეშალა და დამეთვალიერებინა
ჩემი ნადავლი. ლამის არ მჯეროდა, რომ შინ ყველაფერი მომყვებო-
და. განა სიზმარში არ ჩაგვვარდნია ხელში სანუკვარი ნივთები, გა-
მოგვღვიძებია და ცარიელი გვქონია ხელები. მხოლოდ მას შეუძ-
ლია ოდნავ მაინც გაიზიაროს ჩემი გულმხურვალე სიხარული, ვისაც
უნარი შესწევს წარმოიდგინოს, რა მოხდება, მშვენიერ სიზმარში
მოძღვნილი ძვირფასი საჩუქრები, თითქოს სიზმარს დარჩენიაო,
დილით მართლა რომ დახვდეს საბანზე მიმობნეული. კამფეტები უძ-
ვირფასესი აღმოჩნდა, ფერად-ფერად სტანიოლში გახვეული, ტკბი-
ლი ლიქიორით და სურნელოვანი კრემით ამოვსებული; მაგრამ მე
მათ სურნელებას არ გავუბრიყვებივარ, მე უფრო ის მასხამდა
ფრთებს, ეს ყველაფერი ახდენილ სიზმარს რომ ჰგავდა, და ეს სიხა-
რული ისე ღრმად მატანდა სულსა და გულში, რომ თუ შემთხვევა მო-
მეცემოდა, მისი განმეორებისაგან თავს ნამდვილად ვერ შევიკავებ-
დი. ვისაც როგორ ნებავს, ისე განსაჯოს ჩემი საქციელი, მე პირადად
ამაზე ფიქრით არც შემიწუხებია თავი. მთავარი ის იყო, რომ დელი-
კატესის მაღაზიაში სასადილო შესვენებისას ზოგჯერ კაციშვილი არ

54
ჭაჭანებდა, ცხადია, ხშირად და სისტემატურად არა, მაგრამ ხანდა-
ხან გამოერეოდა ასეთი წუთები და მეც, ზურგზე ჩანთამოკიდებული,
მაღაზიის მინის კარს რომ ჩავუვლიდი, ამ მომენტს კარგად ვიჭერ-
დი. შევიდოდი, ვახერხებდი, ისე ფრთხილად გამეღო და მიმეხურა
კარი, რომ ზარს ხმა არ გამოეცა, ესე იგი, კბილანა უხმაუროდ წა-
მოსდებოდა და არც შეერხია ზარი, ყოველი შემთხვევისათვის სა-
ლამს ვიტყოდი და რაც მინდოდა, იმას სწრაფად ავიღებდი, არა, უნა-
მუსოდ ბევრი არასოდეს ამიღია, ტკბილეულს ზომიერად ვარჩევდი
‒ ვთქვათ, ერთ მუჭა კამფეტს, ერთ თაფლის კვერს, ერთ ფილა შო-
კოლადს, მეტს არა, ოღონდ ესაა, გაუსინჯავი არაფერი დამიტოვე-
ბია. მერე და მერე, დიაპაზონი შეუდარებლად რომ გავიფართოვე
და ცხოვრების სიტკბოებით სავსე თასში ხელს ასევე თავისუფლად
და ნებიერად ვაფათურებდი, ასე მეგონა, კვლავ ის ძველი, სახელ-
დაურქმეველი გრძნობა მეუფლება-მეთქი, თავისებური აზროვნები-
სა და საკუთარ სულში ჩაღრმავების წყალობით ოდითგანვე რომ ვი-
ყავი ნაზიარები.

55
მერვე თავი

ჩემო უცნობო მკითხველო! ცოტა ხნის წინ გვერდზე გადავდე


სულსწრაფი კალამი და აზრებს თავი მოვუყარე, სანამ იმ სფეროში
შევაბიჯებდი, რომელსაც ჩემს აღსარებაში აქამდეც სხვადასხვანაი-
რად შევხებივარ, მაგრამ ამჯერად, კეთილსინდისიერება მაიძუ-
ლებს მასზე ცოტა მეტხანს შევჩერდე. წინასწარ გაფრთხილებთ, ის,
ვინც ჩემგან ლაზღანდარობასა და უხამს ოხუნჯობას მოელის, იმედ-
გაცრუებული დარჩება. პირიქით, ჩემი ჩანაწერების მომდევნო
გვერდებზე მინდა ეჭვმიუტანელი გულახდილობა სათუთად შევუხა-
მო იმ ზომიერებასა და სიდარბაისლეს, მორალი და წესიერება რომ
გვკარნახობს, არც არასოდეს მესმოდა, რა სიამოვნება შეიძლება,
მოგანიჭოს უწმაწურმა ხუმრობამ. ყოველთვის საშინლად მეჯავრე-
ბოდა ბილწსიტყვაობა, რადგან იგი ფუქსავატობის ნიშანია და მის
გასამართლებლად ვერავითარი ვნებათაღელვა ვერ გამოგვადგე-
ბა. ადამიანი რომ ოხუნჯობს და ბილწსიტყვაობს, ისეთი შთაბეჭდი-
ლება გექმნება, თითქოს ამქვეყნად ყველაზე მარტივ, ყველაზე სასა-
ცილო რამეზე იყოს ლაპარაკი, მაშინ როცა პირიქითაა საქმე, ასეთ
რამეებზე უტიფარი ლაზღანდარობა იმას ნიშნავს, ბუნების ეს უმნი-
შვნელოვანესი საიდუმლო ბრბოს მიუგდო სახორხოცოდ. კმარა,
ისევ ჩემს აღსარებას დავუბრუნდეთ!
უპირველეს ყოვლისა, უნდა მოგახსენოთ, რომ ასეთმა რამეებმა
ნაადრევად დაიპყრო ჩემი გრძნობა-გონება, ნაადრევად გახდა ჩემი
ოცნებისა და ბავშვური გართობის საგანი და ჩემს სიყმაწვილეში
მნიშვნელოვანი როლიც შეასრულა: სახელდობრ, მანამდე დიდი
ხნით ადრე, სანამ ასეთ რამეებს თავის სახელს დავარქმევდი და
ყველაფერი მხოლოდ ზოგადად და ბუნდოვნად მქონდა წარმოდგე-
ნილი, რაღაც–რაღაცეების წარმოსახვის ცხოველი ნიჭი და მისგან
მოგვრილი სიამოვნება კარგახანს მხოლოდ ჩემი პირადი, სხვის-
თვის გაუგებარი თავისებურება მეგონა და ვამჯობინებდი, ამ უცნა-
ურობებზე საერთოდ არ ამომეღო ხმა. რაკი საიმისო სიტყვა არ გა-
მაჩნდა, ჩემს შეგრძნებებსა და აღმაფრენას მე თვითონ გამოვუნახე

56
სახელები–„საუკეთესო რამ“, ან „დიდი სიხარული“ და ორივეს სა-
ნუკვარ საიდუმლოსავით გულში სათუთად ვინახავდი. ჰოდა, სწო-
რედ ამ იჭვნეული გულჩახვეულობის, ჩემი მარტოსულობისა და კი-
დევ ერთი მომენტის წყალობით, რასაც მერე მივუბრუნდები, დიდ-
ხანს შევინარჩუნე სულიერი უბიწოება, რაც ჩემს გაცხოველებულ
გრძნობა-გონებას არასგზით არ შეესაბამებოდა – რაც თავი მახ-
სოვს, იმას, რასაც „დიდ სიხარულს“ ვეძახდი, ჩემს სულიერ ცხოვრე-
ბაში ყოველთვის გაბატონებული ადგილი ეკავა, უფრო მეტიც, მისი
ზემოქმედება, ეტყობა, ჩემი მეხსიერების მიღმაც კი დაწყებულა. სი-
მართლე თუ გნებავთ, ჩვილი ბავშვები მხოლოდ თავიანთი უმეცრე-
ბის გამო არიან უბიწოები, თორემ რომ გვგონია, ჭეშმარიტად უმან-
კოები და ანგელოზებივით უცოდველნი არიანო, ეს ნამდვილად
გულჩვილი ცრურწმენაა და ფხიზელი თვალით დაკვირვებას ვერ უძ-
ლებს ხოლმე. მე, ყოველ შემთხვევაში, ერთი სარწმუნო წყაროდან
ვიცი (რასაც ახლავე გიამბობთ), თურმე სულ ჩვილი ვყოფილვარ,
როცა ძიძის მკერდს მიხუტებულს ჩემი არაორაზროვანი გრძნობები
მრავალჯერ გამომიმჟღავნებია და მეც, ჩემი მგზნებარე ბუნების შემ-
ხედვარეს, ეჭვიც არ მეპარება ამ გადმოცემის ჭეშმარიტებაში,
სიყვარულის ჟინი მართლა ყოველთვის საოცრად დიდი მქონდა
და დღესაც რომ ვუფიქრდები, მგონია, ჩვეულებრივ ფარგლებს დი-
დად აჭარბებდა-მეთქი. ამ ვარაუდის საბაბი ადრე მომეცა, ხოლო
ვარაუდი რომ რწმენად ქცეულიყო, ამაში ერთი პიროვნება დამეხ-
მარა, სწორედ ის, ვინც მიამბო, ძიძის მკერდზე როგორ ვცელქობდი
და მეც ჩემს სიყმაწვილეში იმ პიროვნებასთან დიდხანს საიღუმლო
კავშირი მქონდა გაბმული. ეს იყო ჩვენი მოსამსახურე გოგო, სახე-
ლად ჟენოვიევა. რომელიც ჩვენს სახლში სულ ნორჩი მოსულიყო,
ხოლო მე რომ თექვსმეტისა გავხდი, იმ დროისათვის ოცდაათს იქ-
ნებოდა მიტანებული. თვითონ ფელდფებელის ქალიშვილი, კარგა
ხანია ფრანკფურტ-ნიდერლანშტაინის გზაზე მდებარე ერთი პატარა
სადგურის უფროსის საცოლედ ითვლებოდა და მართალია, ჩვენს
სახლში ყოველნაირ ჭუჭყიან სამუშაოს ასრულებდა, მაგრამ დახვე-
წილობა არ აკლდა და გარეგნობითა და მანერებით რაღაც საშუალ-

57
ოს ჰგავდა მოახლესა და პირისფარეშს შორის. იმ დროს აუცილებე-
ლი მზითევი ჯერ კიდევ არ ჰქონდა თავმოყრილი, ამიტომ ქორწი-
ნებამდე, ვინ იცის, რამდენი წყალი ჩაივლიდა და ეს მაღალი, ტან-
სავსე, მწვანეთვალება, მოხდენილი, თვალჟუჟუნა ქერა ქალი ამ
უსასრულო ვადის გასვლამდე ალბათ ხშირად იქნებოდა მოწყენი-
ლი და აღრენილი. მიუხედავად ამისა, საუკეთესო წლები კენტად გა-
ატარა და მერეც ახლოს არ გაუკარებია დაბალი წრიდან გამოსული
თაყვანისმცემლები: ჯარისკაცები, მუშები და ხელოსნები, რომლებ-
საც თვალი ეჭირათ სიმწიფეში შესულ ამ ახალგაზრდა ქალზე; თავი
მათგან შორს იმიტომ ეჭირა, რომ თვითონ დაბალი წრის ქალად არ
მიაჩნდა თავი და მდაბიო ხალხის მეტყველებაც ეჯავრებოდა და სუ-
ნიც. სულ სხვა იყო სახლის პატრონის ვაჟი, იგი, რაც წამოიზარდა და
დამშვენდა, ალბათ ქალურ ჟინსაც უღვიძებდა, მაგრამ მისი დაოკე-
ბა, ჯერ ერთი, თავის სამსახურებრივ მოვალეობად მიაჩნდა და მე-
ორეც, მასთან ურთიერთობა მაღალ საზოგადოებაში გარევასაც
ნიშნავდა. აი, ჩემი სურვილი რატომ არ წასწყდომია სერიოზულ
წინააღმდეგობას.
სულაც არ ვაპირებ დაწვრილებით გიამბოთ ეს ეპიზოდი, იგი იმ-
დენად ჩვეულებრივია, რომ განათლებული მკითხველის ყურადღე-
ბას ვერ მიიპყრობს. მოკლედ, ერთ საღამოს, როცა ჩემმა ნათლია
შიმელპრისტერმა ჩვენსას ივახშმა და მერე, ჩვეულებისამებრ, ნა-
ირ-ნაირი სამოსელი მაცვლევინა, ბნელ ტალანში, არცთუ ჟენოვიე-
ვას მონდომების გარეშე, შედგა შეხვედრა, რომელმაც ნაბიჯ-ნაბიჯ
ოთახში გადაინაცვლა და იქ ორმხრივი გამარჯვებით დაგვირგვინ-
და კიდეც. მაგონდება, რომ იმ საღამოს, როცა, ვინ მოთვლის, მე-
რამდენეჯერ ”მოვიხდინე" ყოველნაირი კოსტიუმი, ჩვეულებრივზე
უფრო ძლიერად შემიპყრო უგუნებობამ, უსასრულო ნაღველმა,
გულგატეხილობამ და მოწყენილობამ, რაც მასკარადის დამთავრე-
ბის შემდეგ სხვა დროსაც მემართებოდა ხოლმე. მეზიზღებოდა ჩემი
სანიადაგო ტანსაცმელი, რომელიც იმ ნაირფერადი სამოსელით
კოპწიაობის შემდეგ უნდა ჩამეცვა, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ
ტანზე არ შემომეხია საძულველი ტანსაცმელი, ოღონდ ამჯერად მა-

58
რტო იმიტომ არა, რომ აფორიაქებულს ძილში მეპოვა ნუგეში და
თავშესაფარი. იმ საღამოს ჭეშმარიტი თავშესაფარი მხოლოდ ჟე-
ნოვიევას მკლავებში მეგულებოდა, ხოლო სათქმელს ბოლომდე თუ
ვიტყვი, ასე მეგონა, მასთან შერწყმა ერთგვარი გაგრძელება და მე-
რე დასასრული იქნებოდა იმდღევანდელი ფერადოვანი თვალის სე-
ირისა, უფრო მეტიც, ნათლია შიმელპრისტერის სამასკარადო გარ-
დერობში ნავარდის საბოლოო მიზანი ამჯერად მხოლოდ ეს უნდა
ყოფილიყო! მასკარადი მასკარადად, მაგრამ იმ გამთანგველ, მარ-
თლაც არნახულ ნეტარებას მაინც ვერანაირი სიტყვებით ვერ აღ-
ვწერ, რაც მე ჟენოვიევას ფუმფულა, თეთრ მკერდზე იმ ღამეს განვი-
ცადე. ნეტარებისგან ხმამაღლა ვყვიროდი და ასე მეგონა ზეცაში ავ-
დიოდი. ოღონდ ჩემი ვნება არასოდეს ანგარებიანი არ ყოფილა, ჩე-
მი ბუნების კაცს ვნება მით უფრო მიღვივდებოდა, რაც უფრო მეტ აღ-
ფრთოვანებას გამოხატავდა ჩემთან სიახლოვის წუთებში ჟენოვი-
ევა. აქ, ცხადია, ვერავითარი შედარება ვერ გამოგვადგება, მაგრამ
ერთი რამ მაინც მინდა ვთქვა: იქნებ ვერც დავასაბუთო და ვერც ზუს-
ტად აღვწერო იმ ხანებში შეძენილი და აქამდე ურყევად გამოყოლი-
ლი რწმენა, რომ მე ყოველთვის სხვაზე უფრო მძაფრი და ძლიერი
მქონდა სიყვარულით ტკბობის უნარი. ოღონდ უსამართლობა იქნე-
ბა, ვინმემ დაასკვნას, თითქოს ამ თანდაყოლილი უნარის გადამკი-
დე ავხორცი და ქალების მადევარი გავხდებოდი. ეს თუნდაც ერთ
უბრალო მიზეზის გამო არასოდეს დამემართებოდა ‒ ჩემი მძიმე და
ხიფათიანი ცხოვრება იმოდენა სულიერ ძალებს მოითხოვდა ჩემ-
გან, დაუზოგავად თუ დავიხარჯებოდი, ცხოვრებას როგორღა გა-
ვუმკლავდებოდი. დავკვირვებივარ, არიან ადამიანები, ვისთვისაც
ის ამბავი წვრილმანია, ასეთები ზერელედ მოითავებენ თავისას, და
ვითომც არაფერი მომხდარიყოს, საქმეებზე ისე გაეშურებიან, მე კი
საამისოდ უზარმაზარ მსხვერპლს ვიღებდი და ისე ვიცლებოდი და
ვიფიტებოდი, რომ იმ წუთში უბრალო ცხოვრებისეული წვრილმანე-
ბის მოსაგვარებლადაც აღარ შემწევდა ძალა. განა არა, ხშირად
ამიწყვეტია, რადგან ხორციელ ცდუნებას ვერც მე ვუძლებდი და გა-
რესამყაროც მუდამ ხელგაშლილი მეგებებოდა, მაგრამ საბოლოო

59
ჯამში მაინც ვაჟკაცური და სერიოზული კაცი მეთქმოდა და მომქან-
ცველი მრუშობის შემდეგ გული კვლავ მკაცრი და დაძაბული ცხოვ-
რებისკენ მიმიწევდა ხოლმე. მართლაც, განა ის ცხოველური აქტი
იმ უტლანქესი ტკბობის ერთ-ერთი სახეობა არ არის, ოდესღაც გუ-
ლუბრყვილო ბიჭი „დიდ სიხარულს“ რომ ვეძახდი? იგი მეტისმეტად
კარგად გვიკლავს წყურვილს, მაგრამ სამაგიეროდ სასიცოცხლო
ნერვსაც გვაცლის, და მისი გადამკიდე გარესამყაროს მიჯნურებად
აღარ ვვარგივართ, იგი ჯერ თვითონ ჰკარგავს თავის ხიბლსა და ჯა-
დოს და მერე ჩვენც გვიკარგავს მიმზიდველობას, რადგან სიყვარუ-
ლის ღირსი მხოლოდ სიყვარულს დახარბებული კაცი შეიძლება
იყოს და არა მაძღარი და გულმოყირჭებული. მე, ჩემი მხრივ, ვნების
დამცხრობი მრავალი, უფრო ნატიფი, უფრო საამური, უფრო აღმაფ-
რთოვანებელი საშუალება ვიცი, ვიდრე ის ტლანქი აქტია, რომელიც
ბოლოს და ბოლოს მხოლოდ შეზღუდულად და მოჩვენებითად თუ
აკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნილებებს და მე თუ მკითხავთ, იმ ადა-
მიანს ბევრი არაფერი გაეგება ბედნიერებისა, ვისი გულისთქმა მა-
ინცდამაინც იმ ერთადერთი მიზნისკენაა მიმართული. ჩემი გულის-
თქმა მუდამ დიადის, მთლიანისა და ვრცელისაკენ მიისწრაფოდა და
სხვა რომ ძებნასაც არ დაუწყებდა, იქ იცხრობდა ნატიფ, პიკანტურ
წადილს, ჩემი გულისთქმაც არც არასდროს ყოფილა სპეციალიზე-
ბული, ანუ ერთი რომელიმე მიზნისკენ მიმართული და სწორედ ეს
არის ერთი იმ მიზეზთაგანი, რომ ჩემი მგზნებარე ბუნების მიუხედა-
ვად, ასე დიდხანს ვიყავი უმეცარი და უბიწო, უფრო მეტიც, მთელი
ჩემი სიცოცხლის მანძილზე ბავშვი და მეოცნებე დავრჩი,

60
მეცხრე თავი

ამით ვანებებ თავს იმ მატერიას, რომლის განსჯა-განხილვისას,


მე მგონი, კეთილზნეობის კანონები არ დამირღვევია, გრძელ-გრძე-
ლი ნაბიჯებით მივიჩქარი წინ და ვუახლოვდები ჩემი ცხოვრების
გზასაყარს, სადაც ტრაგიკულად დასრულდა მშობლიურ სახლში გა-
ტარებული ხანა, მანამდე კი მეორე ნასაუს № 88 ფეხოსანი პოლკის
სეკონდე-ლეიტენანტთან ჩემი დის ნიშნობის ამბავს მოგითხრობთ,
რომელიც, მართალია, დიდი ზარზეიმით ჩავატარეთ, მაგრამ არა-
ვითარი სერიოზული და პრაქტიკული შედეგი მას არ მოჰყოლია ‒
სხვადასხვა გარემოებათა გამო, ნიშნობა გაუქმდა და საპატარ-
ძლომ ჩვენი ოჯახის გაპარტახების შემდეგ ოპერეტის სცენაზე შედგა
ფეხი. მისი საქმრო იუბელი, ერთი ავადმყოფური, ცხოვრებაში გა-
მოუცდელი ყმაწვილი კაცი, ჩვენი წვეულებების მუდმივი სტუმარი
გახლდათ. ცეკვებითა და ფანტის თამაშით, „ბერნკასტლერ დოქტო-
რითა“ და ჩვენი ქალბატონებისგან საგანგებოდ გამომზეურებული
მშვენიერი ხედებით აღგზნებული ყმაწვილი კაცი ოლიმპიას სიყვა-
რულით აღენთო, გულსუსტი მამაკაცებისთვის დამახასიათებელი
ჟინი გაეღვიძა ოლიმპიას დაუფლებისა, თან ახალგაზრდული გუ-
ლუბრყვილობის გამო ჩვენი კეთილდღეობაც გადაჭარბებით შეაფა-
სა და ერთ საღამოს მუხლმოყრილმა, სულწასულობისაგან ლამის
ატირებულმა სთხოვა ოლიმპიას ხელი. დღემდე მიკვირს, ოლიმპი-
ამ, ოდნავადაც რომ არ იზიარებდა მის გრძნობებს, შუბლის ძარღვი
როგორ გაიწყვიტა და მიიღო ეს გიჟური წინადადება, მან ხომ დე-
დასგან ჩემზე გაცილებით უკეთ იცოდა, რა უკუღმართად მიდიოდა
ჩვენი ოჯახის საქმეები. მაგრამ, ეტყობა, იფიქრა, იქნებ დროზე შე-
ვაფარო თუნდაც ასეთ მყიფე ჭერს თავიო. ან იქნებ ვინმემ ჩააგონა,
ორფერმუნდირიან კაცთან მისი ნიშნობა საბოლოოდ თუ არა, დრო-
ებით მაინც შეეშველებოდა ჩვენს ოჯახს. ასე იყო თუ ისე, ჩემმა საბ-
რალო მამამ, თანხმობის მისაღებად რომ მიმართეს, მართალია,
ცოტა კი დაირცხვინა, მაგრამ უარი მაინც არ უთქვამს, მერე, ცხადია,
ახალი ამბავი შეკრებილ სტუმრებს აუწყეს, მათაც ყიჟინით გამოხა-

61
ტეს თავიანთი აღტაცება და, მათივე სიტყვებით რომ ვთქვათ, ახალი
ამბავი „ლორელაი ექსტრა კიუვეთი“ უხვად „დაასველეს“ კიდეც. იმ
დღიდან ლეიტენანტი იუბელი ლამის ყოველდღე ჩამოდიოდა მაინ-
ციდან და თავის ავადმყოფური ჟინის საგანთან სიახლოვით ჯან-
მრთელობას ინადგურებდა. შემთხვევით იმ ოთახში თუ შევიდოდი,
სადაც დანიშნულები ცოტა ხნით მარტონი რჩებოდნენ, ლეიტენანტი
გასავათებული მხვდებოდა, სახეზე მკვდრის ფერი ედო და ბოლოს
საქმე უკუღმა რომ შეტრიალდა, მისთვის ნამდვილად დიდი ბედნიე-
რება უნდა ყოფილიყო.
ისევ საკუთარ თავზე თუ ვილაპარაკებ, იმ დღეებში ჩემი ფიქრები
ძირითადად გვარის გამოცვლას უტრიალებდა, რაც ჩემი დისთვის
ქორწინებას უნდა მოეტანა და კარგად მახსოვს, ამის გამო მის მი-
მართ ლამის უკეთურ შურს ვგრძნობდი. ის, ვინც ამდენხანს ოლიმ-
პია კრულად იწოდებოდა, მომავალში ოლიმპია იუბელად დაიწერე-
ბოდა და ეს ფაქტი ჩემთვის სიახლისა და ცვლილების ხიბლით იყო
გარემოსილი. არადა, რა მომქანცველი და მოსაწყენია წერილებსა
და საბუთებს მთელი სიცოცხლე ერთსადაიმავე გვარს აწერდე! სხვა
რომ არაფერი, ზიზღისა და მოყირჭებისაგან ხელი გიდუნდება! რა
მადლია, რა მღელვარება, რა გაცოცხლებაა, ახალი სახელით რომ
წარუდგები ვინმეს, ან ახალი სახელით რომ მოგმართავენ! ცხოვრე-
ბის შუაგულში ერთხელ მაინც.რომ მოგეცემა გვარის გამოცვლის
შესაძლებლობა, ეს მამაკაცებთან შედარებით მდედრობითი სქესის
დიდ უპირატესობად მიმაჩნდა, მამაკაცებს ხომ წესითა და კანონით
ლამის აღკვეთილი გვაქვს ეს სიამოვნება. რაც შემეხება მე, ვინც სა-
იმისოდ არ ვიყავი გაჩენილი, რომ დიდი უმრავლესობის მსგავსად
ბურჟუუაზიული წესწყობილების მფარველობის ქვეშ დუნე და უხი-
ფათო ცხოვრებით მეცხოვრა, მერე და მერე ხშირად გამომიჩენია
გამომგონებლური ნიჭი და იმ აკრძალვისთვის გადამიბიჯებია, რო-
მელიც ან ჩემს უშიშროებას ემუქრებოდა, ან საარსებო მოთხოვნი-
ლებების დაკმაყოფილებაში მიშლიდა ხელს, და ახლავე შემიძლია
მიგითითოთ ჩემი ჩანაწერების ის თავისებური სინატიფით მოსილი
ადგილი, სადაც გაცვეთილი და ოფლით გაჟღენთილი ტანისამოსივ-

62
ით პირველად ჩამოვიცილე ჩემი ნამდვილი სახელი და გვარი და
ლამის კანონიერად მივინიჭე ახალი სახელი, რომელიც, სხვათა შო-
რის, ლეიტენანტ იუბელის სახელსა და გვარს ელეგანტურობითა და
კეთილხმოვანებით დიდად აღემატებოდა.
ჩემი დის ნიშნობის მერე მოვლენები სწრაფად განვითარდა, ხა-
ტოვნაღ თუ ვიტყვით, უბედურებამ არ დაახანა და თავის მსახვრალი
ხელით კარზე მიგვიკაკუნა. გესლიანი ჭორები, ქალაქში ჩემი საბრა-
ლო მამის ეკონომიკურ მდგომარეობაზე რომ გავრცელდა, ჩემდამი
უნდობლობა და გულცივობა, ავბედითი წინასწარმეტყველება, რომ-
ლის მიზეზად ჩვენი ოჯახის ხელგაშლილ ცხოვრებას ასახელებ-
დნენ, ერთი სიტყვით, ყველაფერი იმ ავყიების ბოროტი გულების
გასახარად უსასტიკესად დადასტურდა, გამართლდა და აღსრულ-
და. აღმოჩნდა, რომ მუშტარი სულ უფრო ნაკლებად ეტანებოდა
ჩვენს შუშხუნა ღვინოებს, ვერც შემდგომმა გაიაფებამ (რაც, ცხადია,
ღვინის ხარისხს ვერ გააუმჯობესებდა), ვერც მაცდუნებელმა რეკ-
ლამამ, რომელიც ჩემმა ნათლია შიმელპრისტერმა ჯანსაღი აზრით
საწინააღმდეგოდ, მხოლოდ ფირმის საამებლად დაამზადა, ჩვენი
საქონლისკენ ვერ შემოაბრუნა მომლხენი საზოგადოება, შეკვეთე-
ბი ბოლოს ნულზე დავიდა და ერთ მშვენიერ დღეს, გაზაფხულზე, მე
რომ თვრამეტის შევსრულდი, საბრალო მამაჩემი საბოლოოდ
დაიქცა და გაუბედურდა.
იმ ნორჩ ასაკში ხომ საქმეებისა სულ არაფერი გამეგებოდა, მაგ-
რამ არც მერე, ჩემს ფანტაზიორობასა და თვითაღზრდაზე აგებულ
ცხოვრებაში მომცემია მერკანტილური ცოდნის შეძენის შესაძლებ-
ლობა, ამიტომ კალამს აღარ მოვსინჯავ ჩემთვის უცნობ საგანზე და
ლორელაის შუშხუნა ღვინის ქარხნის გაკოტრებაზე პროფესიული
სჯა-ბაასით არც მკითხველს დავქანცავ, მაგრამ იმ გულითად სიბრა-
ლულზე კი მინდა ვთქვა ორიოდ სიტყვა, რასაც იმ თვეებში ჩემი საბ-
რალო მამის მიმართ განვიცდიდი. იგი თანდათან მიეცა უსიტყვო
სევდას, ეს კი იმაში გამოიხატებოდა, რომ მიიყუჟებოდა სადმე, სკამ-
ზე, სახლის კუთხეში, თავს გვერდზე გადაიგდებდა, მარჯვენა ხელის
ნუნებაბზეკილ თითებს მუცელზე ნაზად იცაცუნებდა და თვალებს სა-

63
მაოდ სწრაფად და თან განუწყვეტლივ ახამხამებდა. იმ ხანებში მა-
ინცში სიარულს მოუხშირა; ეს იყო ნაღვლიანი მოგზაურობები, ალ-
ბათ საიმისოდ გამიზნული, ეგებ საიდანმე ნაღდი ფული ვიშოვო ან
ახალ დამხმარე წყაროს მივაგნოო, მაგრამ შინ მთლად ხელმოთა-
ვებული ბრუნდებოდა და ბატისტის ცხვირსახოცით ხშირ-ხშირად
იწმენდდა შუბლსა და თვალებს. მხოლოდ საღამოობით თუ დაუბ-
რუნდებოდა ძველი ნირი, როცა ჩვენს ვილაში ძველებურად საქეი-
ფოდ თავშეყრილ სტუმრებს სუფრის თავში დაუჯდებოდა, ყელზე
ხელსახოცს შემოისკვნიდა და ხელში ღვინის ჭიქას დაიჭერდა,
ოღონდ ერთ ასეთ საღამოს მაინც გაიმართა ენამწარე, გამოსაფხიზ-
ლებელი შეხლა-შემოხლა საბრალო მამაჩემსა და ერთ ებრაელ
ბანკირს შორის, რომელსაც მხარს უმშვენებდა ძვირფასეულობით
დახუნძლული მეუღლე. როგორც მაშინ მითხრეს, ეს იყო ერთი იმ
გულქვა ავაზაკთაგანი, გაჭირვებაში ჩავარდნილ თავქარიან საქ-
მოსნებს თავიანთ ბადეში რომ აბამდნენ. ამის შემდეგ მალე დადგა
ის სერიოზული, ავბედითი, მაგრამ ჩემთვის მაინც ღირსშესანიშნავი
და გამომაცოცხლებელი დღე, როცა ფირმის საამქროები და კანტო-
რები დაიხურა და მზერაგაყინული, ბაგემოკუმული ბატონები უძ-
რავ-მოძრავ ქონებაზე ყადაღის დასადებად ჩვენს ვილაში მობრძან-
დნენ. გამორჩეული სიტყვებითა და იმ გულუბრყვილო, ჩახუჭუჭებუ-
ლი ხელმოწერით, მე რომ ასე ოსტატურად ვბაძავდი, ჩემმა საბრა-
ლო მამამ სასამართლოს წინაშე დაადასტურა თავისი გადახდაუუ-
ნარობა და იმ წუთიდანვე საზეიმოდ დაიწყო საქმის საკონკურსო
წარმოება.
იმ დღეს მთელ ქალაქს პირზე ეკერა ჩვენი შერცხვენის ამბავი,
ამიტომ სკოლაში, ანუ რეალურ სასწავლებელში, არ წავსულვარ და
ბარემ აქვე ჩავურთავ, რომ სკოლის დამთავრება აღარც მეწერა:
ჯერ ერთი, იმიტომ, რომ არასოდეს, იოტისოდენადაც არ ვცდილვარ
ამ სასწავლებლისთვის დამახასიათებელი დესპოტური გონებაჩ-
ლუნგობის მიმართ ჩემი ზიზღი დამეფარა და მეორეც, ჩემი ოჯახის
გარშემო ატეხილმა მითქმა-მოთქმამ, მერე კი მისმა გაპარტახებამ
პედაგოგები ჩემ წინააღმდეგ აამხედრა და გული ჩემდამი სიძულვი-

64
ილითა და უპატივცემლობით აღუვსო. მამაჩემის გაკოტრების შემ-
დეგ კლასიდან კლასში გადასაყვანი მოწმობა იმ აღდგომასაც არ
მომცეს და არჩევანის წინაშეც დამაყენეს, ან კიდევ დიდხანს ამეტა-
ნა ჩემი ასაკისთვის უკვე შეუფერებელი მონური ყოფა, ან სკოლა მი-
მეტოვებინა და ამგვარად, ხელი ამეღო მისი დამთავრების წყალო-
ბით მონიჭებულ საზოგადოებრივ პრივილეგიებზე და მეც გულდა-
არხეინებულმა, რომ ჩემი პიროვნული თვისებები მრავალგზის ამი-
ნაზღაურებდნენ იმ მცირე პრივილეგიების დანაკლისს, ეს უკანას-
კნელი ვარჩიე.
ჩვენი ოჯახი საბოლოოდ განადგურდა. თურმე საბრალო მამაჩე-
მიც მხოლოდ იმიტომ აჭიანურებდა ამ დღის დადგომას და თან
ღრმად იხლართებოდა მევახშეების ბადეში, რომ კარგად იცოდა,
კონკურსი ხელს საბოლოოდ მოუთავებდა და მათხოვრად აქცევდა.
მართლაც, მთელი ჩვენი ქონება საჯარო ვაჭრობით გაიყიდა: გაიყი-
და ღვინის მარაგიც (ნეტავ ვინ გაიმეტა ფული ისეთი სახელგატეხი-
ლი სუბსტანციის შესაძენად, როგორიც ჩვენი შუშხუნა ღვინო იყო!)
და უძრავი ქონებაც. ესე იგი, სარდაფები და ჩვენი ვილა, რომელთა
საგირავნო ვალი მათი ღირებულების ორ მესამედს დიდად აღემა-
ტებოდა, ხოლო გადაუხდელი პროცენტები წლების მანძილზე
გროვდებოდა და გროვდებოდა. გაიყიდა ჩვენი ბაღის ქაშანურის
ქონდრისკაცები და სოკოები, ცხოველები, მინის სფერო და ეოლო-
სის ქნარიც იმავე სევდიან გზას გაუდგნენ; სახლის მოწყობილობაც
განიძარცვა ყოველგვარი საამური ზედმეტობისაგან: საჯარო ვაჭ-
რობით გაიყიდა ჯარა, ბუმბულის ბალიშები, პრიალა ზარდახშები
და სასუნებელი ფლაკონები, არც ფანჯრის ალებარდები და ფერად-
ფერადი ბამბუკის ფარდები დაინდეს და თუკი სადარბაზო კარის პა-
ტარა მექანიზმი გადაურჩა ამ ძარცვა-გლეჯას და კვლავ ნაზი წკრი-
ალით გამოსცემდა დასაწყისს სიმღერისას ,გიხაროდენ სიცოც-
ხლე“, მხოლოდ იმიტომ, რომ მისთვის სასამართლოს აღმასრუ-
ლებლებს ყურადღება არ მიუქცევიათ.
ისე ჩემი საბრალო მამა სულაც არ ახდენდა წელში გატეხილი კა-
ცის შთაბეჭდილებას. პირიქით, სახეზე ლამის კმაყოფილება ეხატე-

65
ბოდა, თავის აწეწილ-დაწეწილი საქმეები, თვითონ თავსა და ბო-
ლოს რომ ვეღარ უგებდა, ახლა საიმედო ხელში რომ ეგულებოდა.
თანაც იმ ბანკის მმართველობამ, ვისაც წილად ხვდა ჩვენი უძრავი
ქონება, მოწყალება მოიღო და ნება დაგვრთო ერთხანს ჩვენსავე ვი-
ლაში, ანუ შიშველ კედლებშუა გვეცხოვრა და მამაჩემს ამგვარად
თავზე ჭერი მაინც ჰქონოდა. მამას, ბუნებით მიმნდობსა და გულკე-
თილს, გარშემო მყოფთა სასტიკი პედანტობისა მაინც არ სჯეროდა,
ვერ წარმოედგინა, ასე თუ გაიმეტებდნენ, საბოლოოდ თუ მოიკვეთ-
დნენ და საიმისო გულუბრყვილობა ეყო, შამპანური ღვინოების ად-
გილობრივ სააქციო საზოგადოებაში მისულიყო და შეეთავაზებინა,
დირექტორად დამნიშნეთო. გამქირდავი უარით რომ გამოისტუმ-
რეს, კიდევ რამდენჯერმე სცადა ფეხზე დადგომა, რასაც ალბათ მა-
შინვე თავის წვეულებებსა და ფოიერვერკებს მოაყოლებღა, მაგრამ
ყველაფერმა რომ ამაოდ ჩაუარა, მაშინ კი მოტყდა და მოეშვა; რაკი
იმასაც ფიქრობდა, რომ ჩვენც გზაზე გვეღობებოდა და უიმისოდ უფ-
რო ადვილად გავიკვალავდით გზას, გადაწყვიტა სიცოცხლე მოეს-
წრაფებინა.
საჯარო ვაჭრობის შემდეგ ხუთი თვე გავიდა და დადგა შემოდ-
გომა. მე აღდგომის შემდეგ სკოლაში აღარ მივლია. წინ არავითარი
გარკვეული პერსპექტივა არ მიჩანდა და ჯერჯერობით თავისუფალი
გარდამავალი პერიოდით ვტკბებოდი. ჩვენ ‒ დედაჩემი: ოლიმპია
და მე უაღრესად მწირი სადილის მოლოდინში სასადილო ოთახში
ვისხედით – ჩვენს სახლში ეს ერთადერთი ოთახიღა იყო რიგიანად
მოწყობილი და ოჯახის უფროსს ველოდებოდით, მაგრამ როცა სუ-
პიც მივირთვით და საბრალო მამაჩემი მაინც არ გამოჩნდა, კაბი-
ნეტში მისი საყვარელი ქალიშვილი გავაგზავნეთ, რომ მამასთვის
სადილად მოეხმო. სამი წუთიც არ იქნებოდა გასული, რომ მისი
გაბმული კივილი შემოგვესმა, კივილთან ერთად გავიგონეთ, თავ-
გზააბნეული როგორ არბოდა და ჩამორბოდა კიბეზე. ძარღვებში
სისხლი გამეყინა და ყველაზე უარესის მოლოდინში მამის ოთახში
შევვარდი. გულმოღეღილი მამა იატაკზე იწვა, ცალი ხელი ამობურ-
თულ ღიპზე ესვენა, მის გვერდით კი ეგდო პრიალა სახიფათო საგა-

66
ნი, რომლითაც საბრალო მამაჩემს თავისი სათუთი გული განეგმი-
რა. ჩვენმა მოახლემ ჟენოვიევამ და მე იგი დივანზე დავასვენეთ. სა-
ნამ მოახლე ექიმს მოიყვანდა, სანამ ჩემი და ოლიმპია კვლავ წი-
ვილ-კივილით დარბოდა სახლში, ხოლო დედაჩემს სასადილოდან
გამოსვლა ვერ გაებედა, მე თვალებზე ავიფარე ხელი და ჩემი მშობ-
ლის სიცივეშეპარულ ნეშტთან ცრემლის ნიაღვრით მოვიხადე მამა-
შვილური ვალი.

67
მეორე წიგნი

პირველი თავი

კარგა ხანს განისვენებდნენ ეს ქაღალდები ცხრაკლიტულში. წე-


ლიწადზე მეტი ისე გავიდა, არც წერის სურვილი გამჩენია და ეჭვიც
მღრღნიდა, ღირს თუ არა ჩემი საქმიანობა იმად, ფურცელი ფურ-
ცელზე ერთგულად ვაწყო და ჩემი აღსარება განვაგრძო-მეთქი. წინა
გვერდებზე, მართალია, მრავალჯერ აღგითქვით, ამ მემუარებს უმ-
თავრესად და უპირველეს ყოვლისა, თავშესაქცევად და დროის მო-
საკლავად ვწერ-მეთქი, მაგრამ ამჯერად მინდა სიმართლეს პატივი
მივაგო და გულწრფელად გამოგიტყდეთ, რომ წერისას მალულად,
ცალი თვალი მაინც მკითხველისკენ მეჭირა და მისი თანადგომისა
და წახალისების იმედი რომ არ მქონოდა, ალბათ თავს ვერ გავიმ-
ხნევებდი, მუშაობას გულს ვერ დავუდებდი და ჩემს ნაშრომს ამ წერ-
ტილამდეც ვერ მივიყვანდი. თან ერთი კითხვაც არ მაძლევდა მოს-
ვენებას, ნამდვილი, ჩემი ცხოვრებიდან მოკრძალებით ამოკრეფი-
ლი ინტიმური ფაქტები მწერლების გამონაგონს თუ გაეჯიბრება-
მეთქი. სახელდობრ, მოიგებდა თუ არა იგი ხელოვნების ამდაგვარ
უხეშ ქმნილებათაგან თავმობეზრებული და გრძნობებმოჩლუნ-
გებული მკითხველის გულს? საკუთარ თავს ვეუბნებოდი, უფალმა
უწყის, რა გრძნობის ამშლელ და ამაღელვებელ ამბებს არ მოელის
კაცი ისეთი თხზულებისაგან, სათაურის მიხედვით ლამის კრიმინა-
ლური რომანი თუ დეტექტივი რომ გეგონება-მეთქი, მართალია, ჩე-
მი ცხოვრება ზოგჯერ საოცარი და დაუჯერებელი ჩანდა, მაგრამ
ეფექტები და ამაღელვებელი ხლართები სულ არ ახასიათებდა! ამის
გახსენებაზე ისე ვდრკებოდი, ლამის ყველაფერზე ამეღო ხელი.
დღეს როგორღაც კვლავ თვალში მომხვდა წინამდებარე ჩანაწე-
რები. ჩემი ბავშვობისა და ყრმობის ქრონიკის გადაკითხვაზე გული
საკმაოდ ამიჩუყდა, მისით გამოცოცხლებული კვლავ მოგონებებს

68
გავყევი და, როცა ჩემი მოღვაწეობის ზოგიერთი მნიშვნელოვანი
მომენტი დღევანდელ დღესავით კვლავ ცოცხლად წარმომიდგა
თვალწინ, სხვა აღარაფერი დამრჩენოდა – უნდა მეფიქრა, რომ
ისეთ ეპიზოდებს, თვით ჩემზე რომ ახდენდნენ ცხოველმყოფელ ზე-
მოქმედებას, მკითხველი საზოგადოების გართობაც არ უნდა გას-
ჭირვებოდათ.
გავიხსენოთ თუნდაც ერთი ეპიზოდი ჩემი ცხოვრებიდან, როცა
იმპერიის ერთ-ერთ სახელგანთქმულ სატახტო ქალაქში ბელგიელი
არისტოკრატის გვარით წარჩინებულ საზოგადოებაში ვერიე, პო-
ლიციის შეფიც, ერთი საოცრად ჰუმანუ-რი და გულთამხილავი კა-
ციც იქ ბრძანდებოდა, მე კი ყალთაბანდობასა და სისხლის სამარ-
თლის საკითხებზე ვსაუბრობდი და თან თავს ყავითა და სიგარით
ვიქცევდი; ან მარტო ჩემი პირველი დაპატიმრების შავბნელი დღის
გახსენება რად ღირდა! ჩემთან სამძებრო პოლიციის მოხელეები
რომ შემოიჭრნენ, მათ შორის ერთი ახალბედა ერია, იგი ისე აა-
ღელვა მომენტის სიდიადემ, ისე გააოგნა ჩემი საძინებელი ოთახის
დიდებულებამ, რომ ღია კარზე დააკაკუნა, ფეხები დაიწმინდა და
წყნარად მომმართა, ჩემი სითამამე მომიტევეთო, რის გამოც თავის
გაბერილი უფროსისაგან მრისხანე მზერა დაიმსახურა. ასე რომ, სა-
ამურ იმედს ვერ ჩავიკლავ და ვფიქრობ, ჩემი გულახდილი ნაამბო-
ბი, თუნდაც რომანისტების გამოგონილ სიუჟეტებს ჩამოუვარდებო-
დეს, თუნდაც მდაბალ ცნობისმოყვარეობას მათსავით უხეშად ვერ
აღძრავდეს და ვერ აკმაყოფილებდეს, თავის ნატიფი შთამბეჭდაო-
ბითა და კეთილშობილური გულახდილობით მაინც ერთი რანგით
მაღლა იდგება მათზე. ამგვარად, ხელახლა აღვენთე წერის ხალი-
სით, რათა ეს მემორანდუმი გამეგრძელებინა და დამესრულებინა;
ამასთან ვაპირებ რაც შეიძლება მეტად ვიზრუნო სტილის სიწმინდე-
სა და გამომსახველი ხერხების სინატიფეზე, რათა ჩემი შემოქმედე-
ბა თამამად წარსდგეს წარჩინებული ოჯახების წინაშე და თავი არ
შეირცხვინოს.

69
მეორე თავი

თხრობის ძაფი სადაც გამიწყდა, ზუსტად იმ წერტილიდან განვაგ-


რძობ, სახელდობრ, იქიდან, სადაც გარესამყაროს გულქვაობის
წყალობით ჩიხში მიმწყვდეულმა მამაჩემმა საკუთარი სიცოცხლე
ხელჰყო. მისი რელიგიური წესით დაკრძალვა გაძნელდა, რადგან
ეკლესია ასეთ დროს, ჩვეულებრივ, რიდეს იფარებს ხოლმე, თუმცა
ისიც უნდა ითქვას, რომ თვითმკვლელობას კანონიკური შეხედულე-
ბებით შეუზღუდავი, თავისუფალი მორალიც ჰკიცხავს. სიმართლე
თუ გნებავთ, სწორედ სიცოცხლე არ მიეკუთვნება ისეთ უზენაეს სი-
კეთეთა რიცხვს, სიტკბოების გამო რომ ვერ შეველიოთ და მაგრად
ჩავებღაუჭოთ. პირიქით, იგი უნდა შევაფასოთ, როგორც ჩვენთვის
მონიჭებული, მე თუ მკითხავთ, ლამის ჩვენივე ნებით ნაკისრი მძიმე
და სასტიკი ტვირთი და ჩვენი ვალია, მას ბოლომდე გავუმკლავდეთ
და ვუერთგულოთ. მისგან ნაადრევად გაქცევა ჭეშმარიტად უზნეო
საქციელია, მაგრამ ამ საგანგებო შემთხვევაში განაჩენის გამოტა-
ნას გავურბივარ და მხოლოდ თანაგრძნობით ვიმსჭვალები. ჩვენ-
თვის, ჭირისუფალთათვის, ძნელი ასატანი იყო განსვენებული წესის
აუგებლად ჩაგვეშვა სამარეში: დედაჩემსა და ჩემს დას ხალხის რი-
დი და საკუთარი პირმოთნეობა ამოძრავებდა (ორივენი, მოგეხსე-
ნებათ, თავგამოდებული კათოლიკეები გახლდნენ), მე კი იმიტომ
მიჭირდა, რომ დაბადებითვე ტრადიციების მომხრე ვიყავი და პროგ-
რესის მოტანილ წესსა და რიგს ნამემკვიდრევი ჩვეულებები მერჩია.
ბოლოს, რაკი ქალებს მხნეობა არ ეყოთ, მე ვიკისრე, ქალაქის
მღვდელმთავარი, სასულიერო მრჩეველი შატო დაკრძალვის ცერე-
მონიალის ჩატარებაზე დამეყოლიებინა.
ამ სიცოცხლით სავსე, მგრძნობიარე სასულიერო პირთან, რო-
მელიც დიდი ხანი არ იყო, რაც ჩვენთან მსახურობდა იმ დროს მი-
ვედი, როცა მეორე საუზმეს მიირთმევდა. სუფრაზე მწვანილიანი ომ-
ლეტი და ერთი ბოთლი შუაღვინო ედგა. პასტორმა კარგად მიმიღო.
სხვაგვარად არც მოველოდი – სასულიერო მრჩეველი შატო ელე-
განტური კაცი გახლდათ, ღირსეული წარმომადგენელი თავის ეკლ-

70
ესიისა და მის კეთილშობილებასა და ბრწყინვალებას დამაჯერებ-
ლად განასახიერებდა, მართალია, ტანდაბალი იყო და კარგად ჩა-
სუქებულიც, მაგრამ შნო და ლაზათი არ აკლდა, სიარულში თეძოებს
მკვირცხლად და მიმზიდველად მიარხევდა და მანერებიც სასიამოვ-
ნო ჰქონდა. იგი გაწაფულად, ლამის სანიმუშოდ მეტყველებდა, აბ-
რეშუმნარევი შავი მაუდისგან შეკერილი ანაფორიდან კი მუდამ შა-
ვი აბრაშუმის წინდები და ლაქის ფეხსაცმელები მოუჩანდა. მასონე-
ბი და ანტიპაპისტები ირწმუნებოდნენ, აბრეშუმის წინდები იმიტომ
აცვია, რომ ფეხები უოფლიანდება და უყარსო, მაგრამ მე პირადად
ეს დღესაც ბოროტი მონაჭორი მგონია. თუმცა პირადად ჯერ არ მიც-
ნობდა, მაგრამ თავისი თეთრი და მსუქანი ხელით სუფრასთან მიმი-
პატიჟა, საუზმითაც გამიმასპინძლდა და ისე თავაზიანად მომისმინა,
თითქოს დაეჯერებინოს ჩემი ტყუილი. ჩემი ნაამბობით, ვითომ საბ-
რალო მამაჩემი დიდი ხნის უხმარი რევოლვერის გაწმენდას აპი-
რებდა და, საუბედუროდ, უცაბედად გავარდნილმა ტყვიამ განუგმი-
რა გული.
ერთი სიტყვით, თავი ისე მომაჩვენა, ვითომ ყველაფერი დაიჯე-
რა, სინამდვილეში კი პოლიტიკური მოსაზრებით უფრო მოიტყუა
თავი (ისეთი დრო იდგა, ეკლესია მოხარულიც უნდა ყოფილიყო, მი-
სი წყალობის მიღებას თუნდაც ტყუილის ფასად თუ შეეცდებოდა
ვინმე), პასტორს არც ნუგეშის სიტყვები დაუშურებია და საეკლესიო
წესით პანაშვიდის გადახდასა და დაკრძალვის ცერემონიალსაც
შემპირდა, ეს უკანასკნელი ხარჯები კი დიდსულოვნად იკისრა ჩემმა
ნათლია შიმელპრისტერმა. მისმა უმაღლესობამ რამდენიმე შტრიხი
ჩაინიშნა განსვენებულის ცხოვრებისა, რაც მე ერთდროულად ღირ-
სებითა და სიხარულით აღსავსედ წარმოვუსახე, და ბოლოს რამდე-
ნიმე კითხვა ჩემი ცხოვრებისეული გარემოებების და პერსპექტივე-
ბის გარშემოც დამისვა, რაზეც ზოგადი და მიკიბულ-მოკიბული პა-
სუხი გავეცი.
‒ შვილო ჩემო, თქვენ, გეტყობათ, აქამდე ცოტა ლმობიერად
ეკიდებოდით საკუთარ თავს, ‒ დაახლოებით ასე მითხრა მან, – მაგ-
რამ ჯერ ყველაფერი არ დაგიკარგავთ, რამეთუ თქვენი პიროვნება

71
კეთილ შთაბეჭდილებას ტოვებს, განსაკუთრებით კი სასიამოვნო
ხმა მინდა შეგიქოთ. გამიკვირდებოდა ფორტუნა რომ არ გწყალობ-
დეთ ქუდბედნიერთა და ღვთის რჩეულთა ამოცნობა ერთი შეხედ-
ვით შემიძლია, ადამიანს ბედი შუბლზე აწერია, რაც განდობილთა-
თვის ამოუკითხავი არ რჩება ხოლმე.
ასე გამომისტუმრა პასტორმა და ამ ჭკვიანი კაცის სიტყვებით გა-
ხარებულმა შინაურებს მივაშურე, რათა ჩუმი მისიის ბედნიერი შე-
დეგი მომეხსენებინა. სამწუხაროდ, ეკლესიის თანადგომის მიუხე-
დავად, დაკრძალვის ცერემონიალი არც ისეთი საზეიმო გამოვიდა,
როგორიც გვინდოდა, რადგან ხალხი მოვიდა ცოტა. ჩვენი პატარა
ქალაქისაგან, ეს ბოლოს და ბოლოს არც იყო გასაკვირი მაგრამ ის
მეგობრები სადღა იყვნენ, იმ ბედნიერ დღეებში ჩემი საბრალო მა-
მის ფოიერვერკებს რომ ესწრებოდნენ და მისი „ბერნკასტლერ
დოქტორით“ ქეიფობდნენ? მათ ჩვენგან შორს ეჭირათ თავი, ოღო-
ნდ მაინცდამაინც უმადურობის გამო არა, უბრალოდ, ეს ის ხალხი
იყო, მარადიულობისკენ თვალმისაპყრობი, სერიოზული მოვლენე-
ბის შეგრძნების უნარი რომ არ გააჩნდათ და მწუხარებას, გუნება არ
წაგვიხდესო, თავს ამიტომაც არიდებდნენ, რაც, ცხადია, მათ დაბალ
სულიერ წყობაზე მიუთითებდა. დაკრძალვაზე მხოლოდ მაინცის
მეორე ნასაუს პოლკის ლეიტენანტი იუბელი მოვიდა, მართალია,
სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწყობილი, მაგრამ მას უნდა ვუმად-
ლოდეთ, რომ ჩემი ნათლია შიმელპრისტერი და მე გათხრილი სა-
მარისკენ კუბოს მარტონი აღარ მივაცილებდით. სულიერი მამის წი-
ნასწარმეტყველება მას შემდეგ ყურებში მედგა, რადგან იგი არა
მარტო სავსებით ეთანხმებოდა ჩემს საკუთარ წინათგრძნობებსა და
იმედებს, არამედ იმ ალაგიდანაც მომდინარეობდა რომელსაც ასე-
თი იდუმალი საკითხების გადაწყვეტაში ჩემს გულში საგანგებო,
საკანონმდებლო უფლებებს ვანიჭებდი, საამისო მიზეზების ახსნა
უბრალო ადამიანს გაუჭირდება, მაგრამ ამ მიზეზების მიახლოებით
მინიშნება, მგონი, მართლა შემეძლო, ჯერ ერთი, კათოლიკური ეკ-
ლესიისგან დაკანონებულ ერთ-ერთ საპატიო საფეხურზე დგომა
ადამიანების გარჩევის გაცილებით უფრო ფაქიზ უნარს აყალიბებს,

72
ვიდრე ეს ბიურგერულ დონეზე ცხოვრების პირობებშია შესაძლებე-
ლი. ჰოდა, რაკი ეს დღესავით ნათელი აზრი უკვე მოგახსენეთ, ერთი
ნაბიჯითაც წავიწევ წინ და შევეცდები ჩემი მსჯელობა ბოლომდე
ლოგიკურად წარვმართო. აქ საქმე ეხება გრძნობას და, აქედან გა-
მომდინარე, ლაპარაკია გრძნობადობის ერთ-ერთ შემადგენელ ნა-
წილზე. ღმერთის თაყვანისცემის კათოლიკურ წესს, მიილტვის რა
ზეგრძნობადს აზიაროს ადამიანი, ამ გზაზე უპირატესად გრძნობა-
დობისვე იმედი აქვს და მასზე ახდენს კიდეც ზემოქმედებას, იგი ზეგ-
რძნობადობისკენ ყოველგვარი საშუალებით უკაფავს გზას ადამი-
ანს და ღვთის საიდუმლოებებში ჩაღრმავება მასავით არც ერთ სხვა
წესს არ შეუძლია. განა ყური, მიჩვეული ამაღლებულ მუსიკას, იმ
ჰარმონიებს, ზეციური გუნდების წინათგრძნობის საუწყებლად რომ
არიან შექმნილნი, იმდენად არ იქნებოდა გაფაქიზებული, რომ ეგ-
რძნო ადამიანის ხმის ჟღერაში ჩამალული შინაგანი კეთილშობი-
ლება? განა თვალი გაწაფული იმ ღვთისმოსაურ ბრწყინვალებასა,
ფერებსა და ფორმებში, ზეციური პლანეტების დიდებულებას რომ
განასახიერებენ, განა ეს თვალი ვერ განჭვრეტდა ბუნებისგან მო-
მადლებულ იდუმალ მშვენიერებას? განა ყნოსვის ორგანო, საკურ-
თხევლის ანაორთქლით ნასათუთევი და საკმევლის სუნით ზეშთა-
გონებული, წინასწარ რომ შეიგრძნობს ხოლმე წმინდანის ნელსურ-
ნელებას, ვერ იგრძნობდა არამატერიალურ, მაგრამ მაინც ხორცი-
ელ ანაორთქლს ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული კაცისას? განა
მას, ვინც ხელდასხმულია განაგოს ამ ეკლესიის უზენაესი საიდუმ-
ლო, შეიცნოს სისხლისა და ხორცის მისტერია, არ ძალუძს თავისი
უფრო მაღალი მგრძნობელობის წყალობით ერთმანეთისგან გაარ-
ჩიოს მაღალი და მდაბალი ადამიანური სუბსტანცია?
თავს ვინუგეშებ, რომ ამ გამორჩეული სიტყვებით რაც შეიძლე-
ბოდა სრულყოფილად გამოვხატე ჩემი სათქმელი. სხვათა შორის,
ზემოთქმულ წინასწარმეტყველებას იმაზე მეტი არაფერი უცნობებია
ჩემთვის, რაც საკუთარი შეგრძნებებითა და საკუთარი თავის თვა-
ლიერებით ზედმიწევნით არ ყოფილიყო დადასტურებული, მიუხე-
დავად ამისა, ბევრჯერ დავცემულვარ სულით, რადგან ჩემი სხეული,

73
ოდესღაც ხელოვანის ხელით ტილოზე ზღაპრული მშვენებით გადა-
ტანილი, უგვანო, გაცვეთილ ტანსაცმელში იმალებოდა, ხოლო ჩემი
მდგომარეობა ქალაქში ზიზღს, ან იქნებ ეჭვსაც იმსახურებდა. სა-
ხელგატეხილი ოჯახის ნაშიერი, გაკოტრებული კაცის, თვითმკვლე-
ლის შვილი, სკოლიდან გამოსული მოწაფე, ყოველგვარ სახარბიე-
ლო პერსპექტივას მოკლებული ადამიანი ჩემი თანამოქალაქეების
მოღუშულ, დამამცირებელ მზერას ვიმსახურებდი. მართალია, ეს
მზერა ჩემს თვალში ყოველგვარ მომხიბლაობას მოკლებულ, ფუყე
ადამიანებს ეკუთვნოდათ, მაგრამ ჩემი ბუნების კაცს მაინც გულში
ლახვრად მესობოდა და რაკი იძულებული ვიყავი ჯერ კიდევ ჩემს ქა-
ლაქში მეცხოვრა, ქუჩაში გამოსვლას ყოველნაირად ვერიდებოდი.
იმ ხანებში კიდევ უფრო გამიძლიერდა განდეგილობისა და უკარებ-
ლობისაკენ ჩემი თანდაყოლილი მიდრეკილება, რომელიც, სხვათა
შორის, მშვენივრად ეთვისებოდა ჩემს დაუოკებელ სწრაფვას,
ცხოვრების შუაგულში მეტრიალა და ადამიანებს დავახლოვებოდი.
თანაც იმ მზერაში–და არა მარტო ქალაქის მოსახლეობის ქალთა
ნაწილში – ხომ იყო რაღაც, უნებურ თანაგრძნობად რომ შეიძლე-
ბოდა მიგეღო, ხოლო უფრო ხელსაყრელ ვითარებაში გულში მშვე-
ნიერი იმედებიც ჩაგსახოდა. დღეს, როცა სახე ჩამომიხმა და სხე-
ულის ნაკვთებსაც სიბერის ნიშნები დაეტყო, გულგრილად შემიძ-
ლია განვაცხადო, რომ ცხრამეტი წლის ასაკში მთლიანად გამარ-
თლდა, ის, რასაც ჩემი სიყმაწვილე გვპირდებოდა და საკუთარი შე-
ხედულებითაც მშვენიერ ჭაბუკად გავიფურჩქნე. ჩემი ქერა თმისა და
ბრინჯაოსფერი კანის, მოციმციმე ლურჯი თვალების, ბაგეზე გამო-
ხატული მოკრძალებული ღიმილის, ჩემი ხმის ფარული ხიბლისა და
მარცხნივ გადაყოფილი, შუბლზე კოხტად გადავარცხნილი აბრეშუ-
მივით მბზინავი თმის პატრონი, წესით, ჩემი უბირი თანამოქალაქეე-
ბის თვალშიც ისეთივე მიმზიდველი ·უნდა გამოვჩენილიყავი, რო-
გორც მერე მრავალი კუთხის მცხოვრებთ მოვჩვენებივარ, მაგრამ
მათ ჩემი საეჭვო მდგომარეობით შეცბუნებული გონება უბინდავდა
მზერას, ჩემს ტანს, რომელიც ჯერ კიდევ ჩემი ხელოვანი ნათლიის
თვალს აკმაყოფილებდა, ბრგე არ ეთქმოდა, მაგრამ ყველა ნაკვთი

74
და, კუნთი ისე თანაბრად და ზომიერად მქონდა განვითარებული,
როგორც სპორტისა და ღონე-მოქნილობის განმავითარებელი თა-
მაშების მოყვარულთ აქვთ ხოლმე, თუმცა ჩემი მეოცნებე ბუნების
გადამკიდეს ფიზკულტურა არასოდეს მყვარებია და სხეულის ჩამო-
ყალიბებისათვის არასოდეს თითიც კი არ გამინძრევია. ბოლოს
ისიც უნდა აღვნიშნო, რომ ისეთი ნაზი და მგრძნობიარე კანი მქონ-
და, ·უკიდურესი გაჭირვების დროსაც იძულებული ვიყავი რბილი და
ძვირფასი საპონი მეყიდა, რადგან უხარისხო და იაფფასიანი. საპო-
ნი სულ ცოტა ხანში კანიდან სისხლს მადენდა ხოლმე.
ბუნებრივი ნიჭი და თანდაყოლილი უპირატესობანი მათ მატარე-
ბელ ადამიანს, ჩვეულებრივ, თავის ჩამომავლობისადმი მოწიწებით
აღსავსე, ცხოველ ინტერესს უღვიძებს და ადრე მეც ხშირად ჩავ-
ჯდომივარ ჩემი წინაპრების სურათებს, ფოტოებსა თუ დაგეროტი-
პებს, მედალიონებსა თუ სილუეტებს, რათა როგორც გამწვდებოდა,
ჩემი კვლევა–ძიებისათვის ისე გამომეყენებინა, მათ ფიზიონომიებ-
ში ვეძებდი ჩემი პიროვნების მოსამზადებელ ეტაპებსა და მინიშნე-
ბებს და ვცდილობდი დამედგინა, მათ შორის ყველაზე მეტად ვისი
მადლიერი უნდა ვყოფილიყავი.
ვაგლახ, რომ ნადავლი მწირი გამოდგა. მართალია, მამის ნათე-
სავებისა და წინაპრების ნაკვთებსა და იერში ზოგი რამ მოვიძიე, სა-
დაც ბუნების ამდაგვარი ცდისა და ვარჯიშის ამოცნობა შეიძლებოდა
(აკი მოგახსენეთ, საბრალო მამაჩემი ტანსავსეობის მიუხედავად,
გრაციასთან მწყრალად არ ყოფილა-მეთქი, მაგრამ საბოლოო ჯამ-
ში მაინც დავასკვენი, რომ ჩემს ჩამომავლობას ბევრს ვერაფერს და-
ვუმადლიდი; ვივარაუდებდი, რომ ჩემი ჯიშის ისტორიის რომელი-
ღაც გაურკვეველ ეტაპზე საიდუმლოებით მოცული შემთხვევითობა
იყო გამორეული, და ჩემს ბუნებრივ წინაპართა შორის ვინმე და თუ-
კი არც რაინდი და დიდებული ერია, მაშინ ჩემი უპირატესობის წარ-
მომავლობა მხოლოდ საკუთარ არსებაში უნდა მეძებნა. მაინც რა-
ტომ მოახდინა სასულიერო მრჩევლის შატოს სიტყვებმა ჩემზე ასე-
თი დიდი ზემოქმედება? ეს მიზეზები დღესაც ისევე გაურკვეველია
ჩემთვის, როგორც იმ დღეს და იქვე იყო. მან შემაქო, მერედა, რის-

75
თვის? ჩემი სასიამოვნო ხმისთვის. მაგრამ ეს ხომ ისეთივე თვისება
თუ ნიჭია, კაცს თავის დამსახურებად რომ ვერ ჩაუთვლი და იგი ისე-
ვე ნაკლებადაა საქებარი, როგორც არ შეიძლება საგინებელი იყოს
ჩიყვიანობა და კოჭლობა. ქებას თუ ძაგებას ხომ ჩვენი ბიურგერული
საზოგადოების თვალში მხოლოდ ზნეობრივი მონაცემები იმსახუ-
რებს და არა ბუნებრივი თვისებები; ამ უკანასკნელთა ქება მათ უსა-
მართლობად და უგუნურებად მოეჩვენებოდათ. ქალაქის მღვდელ-
მთავარი შატო ხსენებულ საკითხზე სხვა აზრისა რომ ბრძანდებოდა,
ეს სიახლედ და სითამამედ მეჩვენა, ეს იყო შეგნებული და ჯიუტი და-
მოუკიდებლობის გამოვლენა, რომელშიც რაღაც წარმართული უბ-
რალოებაც ერია და მე პირადად საამური ფიქრები აღმიძრა. განა
ძნელი არ არის ბუნებრივ და ზნეობრივ უპირატესობებს შორის
მტკიცე ზღვარი გაავლო-მეთქი, ვეკითხებოდი ჩემს თავს. ყველა ამ
ბიძების, დეიდებისა და ბებია-ბაბუების პორტრეტებმა ხომ შემაგნე-
ბინეს ბუნებრივი მემკვიდრეობის გზით რა მცირე უპირატესობანი
მრგებია. ვითომ ამ უპირატესობების ჩამოყალიბებაში შინაგანად მე
თვითონ არ მიმიძღოდა არავითარი წვლილი? განა ჩემი უტყუარი
ალღო უფრო არ მარწმუნებს, რომ ყველა ის უპირატესობა მნიშვნე-
ლოვანწილად ჩემი საკუთარი შემოქმედებაა და სულ ადვილად შე-
იძლებოდა ხმა ამაზრზენი, თვალი უაზრო, ფეხები მოღრეცილი გა-
მომყოლოდა, სული რომ მქონოდა უილაჯო და მოდუნებული?
ვისაც ეს წუთისოფელი უყვარს, იგი თავსაც მის საამებელს ქმნის.
თუკი ბუნებრივი მონაცემები ზნეობრიობის გამოვლენაა, მაშინ ვიდ-
რე მგონია, იმაზე ნაკლები უსამართლობა და ახირება ყოფილა ის,
სასულიერო პირს ჩემი ხმისთვის ქება რომ არ დაუშურებია.

76
მესამე თავი

რამდენიმე დღე გავიდა მას შემდეგ, რაც მამაჩემის ნეშტი მიწას


მივაბარეთ და ოჯახის წევრებმა ნათლია შიმელპრისტერთან ერ-
თად თათბირზე თუ საოჯახო საბჭოზე მოვიყარეთ თავი და ზემოხსე-
ნებულმა მეგობარმა შეკრების ადგილად ჩვენი ვილა აირჩია. იმ
დღეს უკვე ოფიციალურად გამოგვიცხადეს, რომ საახალწლოდ
კარ-მიდამო უნდა დაგვეცალა და ამიტომ აუცილებელი გახდა ჩვენს
შემდგომ სამყოფელზე გვემსჯელა და სერიოზული გადაწყვეტილე-
ბანი გამოგვეტანა.
სიტყვები არ მყოფნის, ღირსეულად შევაქო ჩემი ნათლიის რჩევა
და თანადგომა და გამოვხატო ჩემი მადლიერება, აღვწერო, რა გეგ-
მები და მითითებანი ჰქონდა ამ არაჩვეულებრივ ადამიანს თითოე-
ული ჩვენთაგანისათვის მომზადებული, რომლებიც შემდგომ, სა-
ხელდობრ, ჩემს მიმართ, ბედნიერი და პერსპექტიული გამოდგა·
ჩვენი ყოფილი სალონი, ოდესღაც მშვენიერი რბილი ავეჯით გაწყო-
ბილი, მრავალჯერ აღვსილი საზეიმო ოხშივარითა და მხიარულე-
ბით, ახლა კი მოშიშვლებული, გაძარცული და თითქმის უავეჯოდ
დარჩენილი, გახლდათ ამ თავშეყრის სევდიანი ადგილი. ჩვენ ერთ
კუთხეში ვისხედით სასადილო ოთახიდან გამოტანილ კაკლის ხის
კარკასიან ბამბუკის სკამებზე, იმ გარნიტურიდან შემორჩენილი
მწვანე მაგიდის გარშემო, რომელიც ოთხი თუ ხუთი, ერთმანეთზე
მისადგმელი პატარ-პატარა მსუბუქი სასაუზმე მაგიდისგან შედგე-
ბოდა·
‒ კრულ! ‒წამოიწყო ჩემმა ნათლიამ (შინაურულად იგი ზოგჯერ
დედაჩემსაც მარტო გვარით მიმართავდა ხოლმე). – კრულ! ‒თქვა
მან, დედაჩემისკენ თავისი მოკაუჭებული ცხვირი მიაბრუნა და უწა-
რბწამწამო, ცელულოიდის მრგვალჩარჩოიანი სათვალით უცნაუ-
რად შემორკალული, გამსჭვალავი თვალები მიაპყრო, – აი თავი ჩა-
გიქინდრავთ, მოშვებულხართ და სულ ტყუილუბრალოდ კი. ცხოვ-
რების მრავალფეროვანი და ხალისიანი შესაძლებლობანი სწორედ
იმ გამანადგურებელი კატასტროფის მიღმა იწყება, გონებამახვილ-

77
ურად სამოქალაქო სიკვდილს რომ ეძახიან, ხოლო ყველაზე საიმე-
დო ცხოვრებისეული სიტუაცია ის არის, უარესის წარმოდგენა რომ
აღარ შეიძლება ხოლმე. მერწმუნეთ, ძვირფასო მეგობარო, იმ ადა-
მიანს, ვისაც თუ მატერიალური არა, მორალური გაჭირვება მაინც
გამოუცდია! სხვათა შორის, თქვენ უკიდურეს გაჭირვებაში არ ჩა-
ვარდნილხართ და ხელ-ფეხს სწორედ ეს გიბორკავთ. გამხნევდით,
ჩემო კარგო! ფხა გამოიჩინეთ! აქ საბოლოოდ მოგეცარათ ხელი?
მერე რა, ქვეყანა დიდია. კომერციულ ბანკში თქვენი მცირე ანგარი-
ში ჯერ არ გამოლეულა. მაგ თქვენი დარჩენილი ფულით, მე თუ
მკითხავთ, რომელიმე დიდ ქალაქში გირჩევნიათ წახვიდეთ, ვისბა-
დენში, მაინცში, კიოლნში, თუნდაც ბერლინში. თქვენ სამზარეულო-
ში ჭიპი გაქვთ მოჭრილი, მაპატიეთ ეს უხერხული გამოთქმა! პურის
ნარჩენებისგან მშვენიერი პუდინგის გაკეთება იცით და გუშინწინ-
დელი ხორცისგან მომჟავო ფარშის მომზადებაც შეგიძლიათ. გარ-
და ამისა, სახლში ხალხის მისვლა-მოსვლას, მათ გამასპინძლებასა
და გართობასაც მიჩვეული ხართ.
ერთი სიტყვით, დაიქირავებთ რამდენიმე ოთახს, გამოაქვეყ-
ნებთ განცხადებას, რომ მზად ხართ ხელმისაწვდომ ფასებში ასადი-
ლოთ მდგმურები თუ სასტუმროების ბინადარნი და იცხოვრებთ ძვე-
ლებურად, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამიერიდან გამასპინ-
ძლებისათვის საფასურს გადაგიხდიან და თქვენც მოგებული დარ-
ჩებით. თქვენი მომთმენი ხასიათი, კარგი გუნებაგანწყობა იქნება
იმის საწინდარი, რომ თქვენს მუშტრებს კარგი განწყობილება, ხა-
ლისი და მყუდროება შეუქმნათ და მართალი გითხრათ, გამიკვირ-
დება, თქვენი დაწესებულება რომ არ გაიფურჩქნოს და ნელ-ნელა
არ გაფართოვდეს.
აქ ჩემი ნათლია შეჩერდა, რათა ჩვენთვის აღტაცებისა და მად-
ლობის გამოთქმის საშუალება მოეცა, რასაც ბოლოს მისი ადრესა-
ტიც შემოუერთდა...
–რაც შეეხება ლიმპჰენს, ‒განაგრძო მან, (ასე ეძახდა მოფერე-
ბით ჩემს დას), ‒ თითქოს ყველაზე სწორი ჩანს, იგი დედას მიეხმა-
როს და მის სტუმრებს ყოფა გაულამაზოს, და ეჭვიც არ მეპარება,

78
იგი ჩინებული და ენერგიული filia hospi ‒talis1 გამოდგებოდა. ეს
შანსი, ცხადია, არსად გაექცევა, მაგრამ ჯერ მისTვის უფრო კარგი
რამ მაქვს მოფიქრებული.
თქვენი კეთილდღეობის ჟამს იგი სიმღერაშია ნავარჯიშევი. ეს
ბევრს არაფერს ნიშნავს, რადგან ხმა სუსტი აქვს, მაგრამ სამაგიე-
როდ, მის ხმას სინაზე და სიტკბო არ აკლია, თან თვალშისაცემი გა-
რეგნობის პატრონია და ეს გააღრმავებს შთაბეჭდილებას. კიოლნში
ერთი ძველი მეგობარი მყავს – სალი მერშაუმი ‒ მისი საქმიანობის
მთავარი სფერო თეატრის აგენტურაა. მას არ გაუჭირდება ოლიმპი-
ას მოწყობა დასაწყისისთვის თუნდაც მეორეხარისხოვანი ოპერე-
ტის დასში ან რომელიმე კაპელაში, მე კი, ჩემი მხრივ, პირველი
გარდერობის გასაწყობად ოლიმპიას ჩემს კოლექციას მოვახმარ.
კარიერის დასაწყისი პირქუში იქნება და ძნელიც, ალბათ ცხოვრე-
ბასთან ჭიდილიც მოუწევს, მაგრამ თუ სიმტკიცეს გამოიჩენს (რაც,
სხვათა შორის, ტალანტზე მნიშვნელოვანია) და თავის ნიჭსა და უნა-
რს მოიხმარს, ნიჭი და უნარი კი მრავალმხრივი აქვს, მაშინ გზას
სწრაფად გაიკაფავს და ალბათ მაღალ მწვერვალებსაც დაეუფლება.
მე, ჩემი მხრივ, ცხადია, მხოლოდ გეზს გაძლევთ და შესაძლებ-
ლობებს გიხატავთ, სხვა დანარჩენი თქვენი საქმეა,– დასძინა მან
ბოლოს.
სიხარულისგან აწივლებული ჩემი და თავის მრჩეველს ყელზე
შემოესკვნა და უკანასკნელი სიტყვების გაგონებაზე თავი მის მკერ-
დში ჩამალა.
– ახლა კი, ‒ წამოიწყო ჩემმა ნათლიამ და აშკარად შეეტყო, რომ
ეს მომდევნო პუნქტი ყველაზე ახლოს მიჰქონდა გულთან, ‒ ახლა
კი, მესამე და უკანასკნელ, ჩვენი კოსტუმთმცვეთელის საქმეზე გა-
დავალ. (მკითხველი მიხვდება, რა ქარაგმას შეიცავდა ეს სახელი).
– მის მომავალზე ბევრი ვიფიქრე და მრავლად წამოჭრილი სიძნე-
ლეების მიუხედავად, ვგონებ, დროებით მაინც ვიპოვე გამოსავალი.
ამის თაობაზე საზღვარგარეთთან, კერძოდ, პარიზთან მომიხდა მი-

1
ახალგაზრდა დიასახლისი (ლათ)

79
მოწერის გაბმა და ახლავე მოგახსენებთ, რის გამოც. ჩემი აზრით,
ჯერ საჭიროა მას ცხოვრებაში გაეხსნას გზა, რაც ამა ქვეყნის ხელი-
სუფალთა გაუგებრობის წყალობით მისთვის დახშული ჰგონიათ.
საკმარისია ეს გზა გავუხსნათ, რომ დინება გაიტაცებს და, ჩემი ღრმა
რწმენით, მშვენიერ ნაპირამდეც მიიყვანს. ამჯერად კი მისთვის ყვე-
ლაზე ხელსაყრელი პერსპექტივაა სადმე დიდ სასტუმროში თუნდაც
კელნერად მოწყობა იქ, რომ არაფერი ვთქვათ პირდაპირ გზაზე
(რომელსაც იგი ასევე შეუძლია მიიყვანოს მაღალ საზოგადოებრივ
მდგომარეობამდე), არსებობს მარჯვნივ თუ მარცხნივ მიმავალი,
ათასგვარი მიხვეულ-მოხვეული გზა და შემოსავლელი ბილიკი,
ბედნიერ ვარსკვლავზე დაბადებული ბევრი ყმაწვილისთვის სალაშ-
ქრო გზის ავლით სიკეთე რომ მოუტანია, მიმოწერა რომ ვახსენე,
„სენტ ჯემს ენდ ალბანის“ სასტუმროს დირექტორი მყავდა მხედვე-
ლობაში. ეს სასტუმრო პარიზში გახლავთ, სენტ-ონორეს ქუჩაზე,
ვანდომის მოედნის ახლოს (ესე იგი, ცენტრში, იმ ადგილს ჩემს გეგ-
მაზეც გიჩვენებთ) ისააკ შტიურცლი ჩემი პარიზული დროიდან შე-
მორჩენილი ახლო მეგობარია მას ფელიქსის აღზრდა და თვისებე-
ბი, რაც შეიძლებოდა, კარგად დავუხატე და ისიც აღვუთქვი, დახვე-
წილობასა და სიმარჯვეშიც არ გიმტყუნებს-მეთქი. ფელიქსმა ცოტა
ფრანგული და ინგლისური იცის და მალე შეძლებისდაგვარად კი-
დევ გაიწაფება, ასეა თუ ისე, შტიურცლი ჩემი ხათრით თანახმაა გა-
მოსაცდელი ვადით, ჯერჯერობით, ცხადია, უხელფასოდ, მიიღოს
ფელიქსი. ბინა კვება უფასო ექნება, ლივრეის შეძენაშიც, რომელიც
უეჭველად ძალიან დაშვენდება, შეღავათს მისცემენ. მოკლედ, ესაა
გზა, სარბიელი და ხელშემწყობი პირობები. მისი ნიჭის გასაფურ-
ჩქნად და მე იმედი მაქვს, რომ ჩვენი კოსტუმთმცვეთელი „სენტ ჯემს
ენდ ალბანის“ წარჩინებულ სტუმრებს აამებს და ასიამოვნებს.
ადვილი მისახვედრია, რომ ამ დიდებულ კაცს ქალებზე ნაკლებ
მადლიერი არც მე დავრჩებოდი. სიხარულისგან სიცილი ამიტყდა
და ყელზე აღტაცებით შემოვეხვიე. ისეთი გრძნობა დამეუფლა,
თითქოს უკვე გამქრალიყო ჩემი სამშობლო ქალაქის საძულველი
მარწუხები, ჩემ წინაშე უკვე გადაშლილიყო ფართო ასპარეზი და ის

80
ქალაქი, რომლის მარტო გახსენებაზეც კი საბრალო მამაჩემი მთე-
ლი სიცოცხლის მანძილზე ნეტარებისაგან დნებოდა ხოლმე, მთელი
თავისი დიდებულებით გადაიშალა ჩემს შინაგან თვალთა წინაშე.
ოღონდ საქმე არც ისე მარტივად გახლდათ, როგორც გვეგონა, პი-
რიქით, სადარდებელი, ანუ როგორც ხალხში იტყვიან, სახიმანო,
ბევრი გვქონდა: მე აქედან ფეხს ვერ გადავდგამდი, სანამ ჩემი სამ-
ხედრო ვალდებულების საკითხი არ მოგვარდებოდა; სანამ ჩემს სა-
ბუთებში არ გაჩნდებოდა სათანადო დადებითი ცნობა, მანამ სახელ-
მწიფო საზღვარი გადაულახავ ზღუდედ იქნებოდა ჩემს წინ აღმარ-
თული, ხოლო საქმეს კიდევ ის მირთულებდა, განათლებული კლა-
სის პრივილეგიები რომ არ გამაჩნდა და თუ სამხედრო სამსახურის-
თვის ვარგისად მიცნობდნენ, პირდაპირ ყაზარმაში, რეკრუტად მიკ-
რავდნენ თავს. ამ გარემოებაზე ფიქრს აქამდე ქარაფშუტულად ვი-
ცილებდი ხოლმე თავიდან, ახლა კი, იმედებით აღსავსე საზეიმო წუ-
თებში, ჯარზე ფიქრი უეცრად მძიმე ლოდივით დამაწვა გულზე. რო-
გორც იყო, გამოვთქვი ჩემი წუხილი და აღმოჩნდა, რომ არც დედას,
არც დას და არც შიმელპრისტერს ეს გარემოება სათვალავში არ
ჰქონიათ ჩაგდებული: დედას და დას ქალური უმეცრების გამო, ჩემს
ნათლიას კი, როგორც ხელოვანს შეეფერებოდა, სახელმწიფოებ-
რივ სამსახურებრივი საქმეებისთვის არც არასდროს მიუქცევია ჯე-
როვანი ყურადღება. ამ შემთხვევაში მან აღიარა კიდეც თავისი უმ-
წეობა, სამხედრო ექიმებთან არავითარი ურთიერთობა არა მაქვსო,
ნაღვლიანად განაცხადა მან, აქედან გამომდინარე, არც ის ვიცი,
მათზე ზეგავლენა ვისი მეშვეობით უნდა მოვახდინო, ამიტომ იქნებ
შენ თვითონ შეეცადო და ამ მარყუჟიდან თავი შენით გამოიხსნაო.
ასე და ამგვარად, ამ სადავიდარაბო საქმეში საკუთარი თავის
იმედად დავრჩი და მკითხველი ნახავს, გასაჭირს როგორ გავუმ-
კლავდი, ჯერჯერობით კი ჩემი ახალგაზრდული დაუდეგარი სული
აყრაზე ფიქრმა, საცხოვრებელი ადგილის მოახლოებულმა გამოც-
ვლამ და მასთან დაკავშირებულმა სამზადისმა ააფორიაქა და დაიპ-
ყრო; რაკი დედაჩემი საახალწლოდვე ფიქრობდა პანსიონის გახ-
სნას და კლიენტების შეძენას, ჩვენ შობამდე უნდა გადავსახლებულ-

81
იყავით. საცხოვრებლად მაინის ფრანკფურტი ავირჩიეთ, რადგან
ასეთ დიდ ქალაქში უფრო გაგვიღიმებდა ბედი, უფრო მრავალფე-
როვანი საშუალება გვეძლეოდა ცხოვრებისა.
რა იოლად, რა მოულოდნელად, აგდებულად და გულგრილად
ტოვებს გასაქანს მოწყურებული ახალგაზრდა თავის პატარა სამ-
შობლოს და ისე შეაქცევს ზურგს მის კოშკებსა და ვენახებშეფენილ
ბორცვებს, რომ უკან ერთხელაც აღარ მოუხედავს! და მაინც, რაც არ
უნდა იოლად შეელიოს მშობლიურ სანახებს და დროთა განმავლო-
ბაში რა ღრმადაც არ უნდა მიივიწყოს ისინი, მათი სასაცილომდე
ნაცნობი ხატება მაინც სამუდამოდ რჩება მისი ცნობიერების სიღ-
რმეში და მრავალი წლის შემდეგ შორეული წარსულიდან ხელახლა
გასაოცრად ამოტივტივდება ხოლმე: მაშინ რაც უღირსი და უგვანო
იყო, ისიც კი პატივსაცემი ხდება, იქ, სხვაგან, ადამიანს საკუთარი
საქციელის, ღვაწლის, წარმატებების განსჯისას ზემოხსენებულ პა-
ტარა სამყაროსკენ უჭირავს თვალი, ცხოვრებაში მომხდარი ყოვე-
ლი გარდატეხისას, ყოველი წინსვლისას გულში ერთი კითხვა
უტრიალებს, ნეტავ ჩემი მშობლიური კუთხე რას იტყვის, ან რას იტ-
ყოდა, როგორ შეაფასებდა ჩემს ღვაწლსო და ეს განსაკუთრებით მა-
შინ ხდება, როცა სამშობლო ყმაწვილკაცს თავის დროზე ვერ გაუ-
გებს და გულცივად, უსამართლოდ მოეპყრობა. თავის მხრივ ყმაწ-
ვილი კაციც, სანამ მშობლიურ კუთხეზე იყო დამოკიდებული, მას
ქედს არ უხრიდა და ეურჩებოდა, ხოლო როცა სამშობლომ თავი-
სუფლად გაუშვა და ალბათ დიდი ხანია მიივიწყა კიდეც მისი არსე-
ბობა, ეს უკანასკნელი მშობლიურ კუთხეს საკუთარი ნებით ანიჭებს
გადამწყვეტ ხმას და თავის ცხოვრებაზე მსჯავრის გამოტანის უფლე-
ბასაც აძლევს. დიახ, ერთ მშვენიერ დღეს, ფათერაკებით აღსავსე,
მრავალფეროვანი წლების ჩავლის მერე, ადამიანს გული მიუწევს
თავის საწყისი წერტილისაკენ, იგი არ ეურჩება ცდუნებას, სულერ-
თია, ეს ცდუნება შეცნობილი დარჩება თუ შეუცნობელი, ოღონდ კი
ეჩვენოს იმ ვიწრო სამყაროს, თუნდაც გულში შიშნარევ დაცინვას
დაატარებდეს, მთავარია, გააოცოს იგი შეძენილი უცხო იერითა და
გარეგნული ბრწყინვალებით.

82
და აი, პირადად ჩემი საქმე როგორღა წარიმართა ამ მხრივ, ამას
თავის დროზე მოგიყვებით.
პ. პ. შტიურცლის პარიზში თავაზიანი წერილი მივწერე, რომ უახ-
ლოეს ხანში არ უნდა ჰქონოდა ჩემი ხილვის იმედი, სანამ არ გავარ-
კვევდი, სამხედრო სამსახურისთვის ვარგისად მცნობდნენ თუ არა,
მანამდე საზღვარს ვერ გადავლახავდი, წერილის ბოლოს კი ალალ-
ბედზე დავსძინე, მრავლად მაქვს ისეთი მიზეზი, ჩემს მომავალ პრო-
ფესიას რომ არას ავნებენ, მაგრამ სამაგიეროდ სამხედრო სამ-
სახურის საქმეს ჩემდა სასიკეთოდ გადაწყვეტენ-მეთქი· ამასობაში
ჩვენი ქონების ნაშთები სწრაფად გადაიქცა ბაგაჟად და ბარგად, და,
სხვათა შორის, იმ ბარგში ჩემი ნათლიის გამოსათხოვარი საჩუქა-
რიც ერია, ‒გულისპირგახამებული ექვსი საუცხოო პერანგი, რო-
მელთაც ჩემთვის პარიზში კეთილი სამსახური უნდა გაეწიათ. და აი,
ზამთრის ერთ მოღრუბლულ დღეს, დაძრული მატარებლის ფანჯრი-
დან გადმოხრილები, ხელს ვუქნევთ ჩვენს მეგობარს და ვხედავთ,
ნისლში როგორ უჩინარდება აფრიალებული წითელი ცხვირსახო-
ცი. მას შემდეგ ეს დიდებული ადამიანი მხოლოდ ერთხელ ვნახე.

83
მეოთხე თავი

მხოლოდ გაკვრით შევეხები ფრანკფურტში ჩასვლის პირველ,


აფორიაქებულ დღეებს, რადგან სულაც არ მსიამოვნებს იმ ბეჩავი
როლის გახსენება, ამ მდიდარ და დიდებულ სავაჭრო ქალაქში რომ
გვერგო წილად და არც ის მინდა, ჩვენი იმჟამინდელი ყოფის აღწე-
რით მკითხველსაც გავუფუჭო გუნება. ბევრს არაფერს ვიტყვი აგ-
რეთვე იმ ბინძურ თავშესაფარზე თუ ღამის სათევზე, რომელსაც სას-
ტუმროს სახელი კი დაეჩემებინა, მაგრამ ამ სახელს არაფრით იმსა-
ხურებდა, და სადაც მე და დედაჩემმა (ჩემი და ოლიმპია ვისბადენის
სადგურში ჩამოგვცილდა, რათა იქიდან კიოლნში ჩასულიყო და
აგენტ მერშაუმთან ეცადა თავის ბედი) მომჭირნეობის მისნით მრა-
ვალი ღამე გავათიეთ, მე პირადად დივანზე მეძინა რომელშიც მკბე-
ნარები და ბაღლინჯოები ფუთფუთებდნენ. აღარც ამ დიდ და გულ-
ცივ, სიღარიბისადმი მტრულად განწყობილ ქალაქში ჩვენს ქან-
ცგამცლელ წანწალზე ვიტყვი რამეს. ჩვენთვის ხელმისაწვდომ ბი-
ნას რომ დავეძებდით, სანამ ერთ მივარდნილ კვარტალში თავისუ-
ფალი ბინა არ ვიპოვეთ, დედაჩემის გეგმებს დასაწყისისთვის ასე თუ
ისე რომ შეეფერებოდა. ბინა ოთხი პატარა ოთახისა და კიდევ უფრო
პატარა სამზარეულოსგან შედგებოდა, მდებარეობდა საზიზღარ
ეზოში გამავალი ფლიგელის მიწისპირა სართულზე და მის ფანჯრე-
ბამდე მზის სხივები სრულიად ვერ აღწევდა, მაგრამ რაკი თვეში
მხოლოდ ორმოცი მარკა ღირდა, ხოლო ჩვენ ჩვენის მხრივ სულაც
არ შეგვშვენოდა მიზეზიანი ხალხის როლის თამაში, ის ბინა იმწამ-
სვე დავიქირავეთ და იმ დღესვე გადავედით კიდეც.
სიახლე ახალგაზრდისთვის ყოველთვის შეიცავს მომხიბლა-
ობას და მართალია, ჩვენ ჩახჩახა ვილასთან ამ ბეჩავი სადგომის შე-
დარებაც კი არ შეიძლებოდა, ჩემზე ასეთმა უჩვეულო გარემომ მა-
ინც ისე იმოქმედა, რომ ლამის თავშეუკავებელმა სიხარულმა და
აღფრთოვანებამ შემიპყრო. ენერგიულად და ხალისით ვეხმარებო-
დი დედას სასწრაფო საქმეების მოგვარებაში, ავეჯს ვალაგებდი,
თეფშებსა და ფინჯნებს ბურბუშელიდან ვიღებდი, თაროებსა და კა-

84
რადებს სამზარეულოს ჭურჭლით ვამკობდი და მოთმინებით ვევაჭ-
რებოდი სახლის პატრონს, ამ გულისამრევად ჩასუქებულ კაცს, იქ-
ნებ როგორმე აუცილებელ წვრილმან რემონტზე დამეყოლიებინა,
ეს გაბერილი კი მაინც ჯიუტად მეწინააღმდეგებოდა და ბოლოს დე-
დაჩემი იძულებული გახდა საკუთარი ჯიბიდან გაეღო თანხა, რათა
ამ სხვის ბინას უბადრუკი იერი აღარ ჰქონოდა, დედას გუნება წაუხ-
და, რადგან დასახლება საკმაოდ ძვირი დაგვიჯდა და პანსიონის
მუშტრები თუ დროზე არ მოგვეშველებოდნენ, ჯერ კიდევ წამოუწ-
ყებელ საქმეს უკვე გაკოტრება ემუქრებოდა.
პირველსავე საღამოს, როცა სამზარეულოში ზეზეულად ვვახ-
შმობდით თოხლოდ ჩახლილი ერბოკვერცხით, გადავწყვიტეთ
ჩვენი სასტუმროსთეის კეთილი და სასიამოვნო ხანის
მოსაგონებლად „ლო რელაის პანსიონი“ გვეწოდებინა. ეს ამბავი
ღია ბარათით მაშინვე ვაცნობეთ ჩემს ნათლია შიმელპრისტერს,
ხოლო მეორე დღეს ჩვენი მოკრძალებული და თან მიმზიდველი გან-
ცხადებით ხელში მივაშურე ფრანკფურტის ყველაზე პოპულარული
გაზეთის რედაქციას, იმ იმედით, რომ მსხვილი შრიფტით დაბეჭდი-
ლი ეს პოეტური სახელი საზოგადოებას იოლად დაამახსოვრდებო-
და. აი, ფირნიშის დამზადება კი, გამვლელ-გამომვლელთა ყუ-
რადღების მისაქცევად სახლის ფასადზე რომ გვინდოდა მივვეკრა,
გვეძვირა და ამის გამო რამდენიმე დღე ყურებჩამოყრილნი ვისხე-
დით. ჰოდა, ამის შემდეგ ვის შეუძლია აღწეროს ჩვენი აღფრთოვა-
ნება, როცა მეექვსე თუ მეშვიდე დღეს ჩვენი მშობლიური ქალაქი-
დან უცნაური ფორმის ამანათი მივიღეთ, ამანათის გამომგზავნი
ნათლია შიმელპრისტერი გამოდგა, ხოლო პაკეტში ოთხ ადგილას
გახვრეტილი თუნუქის ოთხკუთხა ფირნიში· იდო; ზედ ჩვენი ღვინის
ბოთლის ეტიკეტიდან მისივე ხელით გადმოღებული, მხოლოდ სამ-
კაულით ტანშემოსილი იგივე ფიგურა ეხატა, მის ქვეშ კი მოჩანდა
ოქროს ფხვნილით შეზავებული ზეთის საღებავით გამოყვანილი
წარწერა – „ლორელაის პანსიონი“. ფირნიში ქუჩაში გამავალი სახ-
ლის ფასადზე ისე მივამაგრეთ, რომ კლდის ფერია თავის ბეჭდებით
დახუნძლული ხელით ეზოს შესასვლელისა და მის სიღრმეში მოთ-

85
ავსებული სამყოფელისაკენ მიუთითებდა და ისედაც მშვენიერ შთა-
ბეჭდილებას ახდენდა.
და აი, მუშტარიც მალე გამოგვიჩნდა: პირველი შემოგვეკედლა
ახალგაზრდა ტექნიკოსი თუ ინჟინერ-მექანიკოსი, დინჯი, სიტყვა-
ძუნწი, ლამის პირქუში, ცხოვრებაზე აშკარად გაგულისებული კაცი,
რომელიც, სხვათა შორის, ფულს წესიერად იხდიდა და საერთოდაც
ზომიერ და წესიერ ცხოვრებას ეწეოდა; მისი მოსვლიდან რვა დღე-
საც არ გაევლო, რომ ერთბაშად, ოღონდ ამჯერად თეატრალური
სამყაროდან კიდევ ორი სული შემღგვემატა. ერთი ‒ თავის სახმო
მონაცემების მთლიანად დაკარგვის გამო უმუშევრად დარჩენილი
კომიკური ბანი, მსხვილი, შესახედავად სასაცილო, მაგრამ საკუთა-
რი უბედურებისაგან გაავებული კაცი, გულმოდგინე ვარჯიშით ამა-
ოდ ცდილობდა სახმო სიმები გაემაგრებინა, ვარჯიშის გამგონეს კი
ეგონებოდა, ვიღაც კასრში გამოუმწყვდევიათ, იხრჩობა და შველას
ითხოვსო, – და მისი მდედრობითი სქესის დანამატი, წითურთმიანი
ქორისტი ქალი, რომელსაც ჭუჭყიანი შლაფროკი ეცვა და ვარდის-
ფრად შეღებილი გრძელი ფრჩხილები ჰქონდა. ამ შესაბრალისად
გაძვალტყავებულ არსებას ფილტვები არ უნდა ჰქონოდა მთლად სა-
ღი, მაგრამ საცოდავს მომღერალი რაიმე დანაშაულის გამო, თუ
მხოლოდ იმიტომ, რომ ჯავრი ვინმეზე ამოეყარა, თავის აჭიმებით
მაინც გამეტებით ურტყამდა, ქალს კი არც თვითონ უტყდებოდა თა-
ვის მეგობარზე გული და ეჭვი არც მის გრძნობებში ეპარებოდა.
ამგვარად, ზემოხსენებულ წყვილს ეჭირა ერთი ოთახი, მექანი-
კოსს კი მეორე; მესამე ოთახი სასადილოდ ითვლებოდა, სადაც ყვე-
ლანი ერთად გეახლებოდით მცირედი სანოვაგით მარჯვედ მომზა-
დებულ სადილს, მე კი, რადგან დედასთან ერთ ოთახში ძილი მე-
უხერხულებოდა, ღამღამობით სამზარეულოში, მერხზე ვიშლიდი
ლოგინს და პირს ონკანზე ვიბანდი, თუმცა გუნებაში ვფიქრობდი,
ასეთი მდგომარეობა დიდხანს ვერ გასტანს და ჩემი ცხოვრება ადრე
თუ გვიან ოდნავ მაინც შეიცვლება-მეთქი.
ლორელაის პანსიონი ნელ-ნელა იფურჩქნებოდა, მდგმურები,
როგორც მოგახსენეთ, უკვე გვავიწროებდნენ და დედაჩემიც სამა-

86
რთლიანად ფიქრობდა, საქმე გაეფართოვებინა და მოსამსახურე
აეყვანა. ამგვარად, ცხოვრება კალაპოტში დგებოდა, დედას ჩემი
მიხმარებაც ისე აღარ სჭირდებოდა და სანამ პარიზს მივაშურებდი,
ან წელზე არმიულ ორფერ სარტყელს შემოვირტყამდი, მე თვითონ
ვიყავი საკუთარი თავის ბატონ-პატრონი, წინ კვლავ ხანგრძლივი
ლოდინისა და უსაქმობის ხანა მედო, რაც ჩემისთანა გამორჩეული
ყმაწვილის უშფოთველი ზრდისათვის ასე სასურველი და აუცილე-
ბელი გახლდათ. ისე, რომ იცოდეთ, განათლება ბრიყვული ბეგარის
მოხდითა და ტანჯვა-წვალებით როდი მოიპოვება, იგი, თუ გნებავთ,
თავისუფლებისა და უსაქმოდ ყიალის წყალობაა; განათლებას ვერ
მოიპოვებ, მას მხოლოდ ჰაერთან ერთად თუ ჩაისუნთქავ; ჩვენი ში-
ნაგანი, ფარული ხელსაწყოები თავისას აკეთებენ, ხოლო გრძნობა-
გონების იდუმალი გარჯა მშვენივრად ეთვისება მთელი დღის მოჩ-
ვენებით მცონარობასა და უსაქმურობას, გრძნობა-გონება საათო-
ბით იწოვს ყოველგვარ სიკეთეს და თავისუფლად შეიძლება ითქვას,
რომ ბედის რჩეულს ის სიკეთენი ძილში ევლინება. ადამიანი მარ-
თლა მოქნილი მასალისგან უნდა იყოს ნაგები, რომ განათლებული
გახდეს. რაც დაბადებით, არ დაგყოლია, იმას ვერ შეითვისებ, და
რაც შენთვის უცხოა, ის არც მოგწყურდება. ვინც უხეირო ხისგანაა
გამოთლილი, ის განათლებას ვერ მიიღებს; ვისაც კი განათლება
მოუპოვებია, ის არც არასდროს ყოფილა ტლანქი და გაურანდავი·
აი, აქაც ჭირს პირად დამსახურებასა და, ხელსაყრელ პირობებს
რომ ეძახიან, იმას შორის სწორი და ზუსტი გამყოფი ხაზის გავლება;
მე პირადად, თუკი კეთილმოსურნე ბედმა დიდ ქალაქში მართლა
შესაფერ მომენტში გადმომისროლა და დროც თავსაყარად მომა-
მადლა, სამაგიეროდ სრულიად მომისპო ის გზები და საშუალებები,
სულის დამატკბობელი აღმზრდელობითი დაწესებულებების კარს
რომ გამიხსნიდა, მე წილად მხვდა მხოლოდ იმით დავკმაყოფილე-
ბულიყავი, რომ სიამითა და სიტკბოებით დახუნძლული ბაღის დიდე-
ბულ მესერზე მხოლოდ გარედან მიმეჭყლიტა სახე.
იმ დროს თავს მეტისმეტად ვინებივრებდი ძილით, მეძინა მეტ-
წილად სადილობამდე, ხშირად უფრო გვიანობამდეც, ისე რომ, მე-

87
რე სამზარეულოში, გაცხელებულ, ან სულაც ცივ ნარჩენებს
გეახლებოდით, დავაყოლებდი ერთ ღერ სიგარეტს, რომელსაც ჩვე-
ნი მექანიკოსი საჩუქრად მაძლევდა. (რადგან იცოდა, ამ სასუსნავზე
სული რომ მიმდიოდა და საკუთარი სახსრებით სამყოფს ვერ ვიყიდ-
დი) და ლორელაის პანსიონიდან ნაშუადღევს, ასე ოთხ, ხუთ საათზე
გა-მოვდიოდი, ანუ მაშინ, როცა წარჩინებული საზოგადოების
ცხოვრება თავის მწვერვალს აღწევდა, მდიდარი ქალბატონები თა-
ვიანთი ეკიპაჟებით ან სტუმრად მიბრძანდებოდნენ, ან საყიდლებზე
გამოეფინებოდნენ, კაფეები ხალხით ივსებოდა და მაღაზიების დი-
დებულ ვიტრინებში ერთმანეთის მიყოლებით ინთებოდა სინათლე-
ები, ერთი სიტყვით, ქუჩაში მეც მაშინ გამოვდიოდი და ქალაქის ცენ-
ტრისკენ მივხეტიალებდი, სახელგანთქმული ფრანკფურტის
ხალხით სავსე ქუჩებში თვალს წყალს ვალევინებდი, გრძნობა-გო-
ნებას საზრდოს ვაწვდიდი და ამ მოგზაურობიდან დედისეულ კერას
ხშირად მხოლოდ გარიჟრაჟზე, მაგრამ მაინც დიდად მოგებული
ვუბრუნდებოდი.
ახლა კი წარმოიდგინეთ ერთი უბრალოდ ჩაცმული ყმაწვილი,
მარტოდმარტო, უმეგობროდ და უთვისტომოდ რომ დაეხეტება უც-
ხო, ჭრელ ხალხში! ფული არა აქვს, რომ მართლა დაეწაფოს ცივი-
ლიზაციის სიამეთ, მათ მხოლოდ ბოძებზე გაკრულ აფიშებში ხე-
დავს, ისე გამომწვევად ხოტბაშესხმულთ, რომ მათ დანახვაზე რეგ-
ვენსაც კი გაეღვიძება სურვილი და ცნობისმოყვრეობა (თორემ თვი-
თონ ხომ ისედაც ზედმიწევნით მგრძნობიარეა), და აი, ასეთი კაცი
იძულებულია მხოლოდ აფიშების კითხვით და ამქვეყნიურ სიამეთა
დადასტურებით დაკმაყოფილდეს. უყურებს სანახაობრივ დაწესებუ-
ლებათა საზეიმოდ გაღებულ კარებს და უფლება კი არა აქვს მათკენ
მიმავალ ნაკადს შეუერთდეს; თვალმოჭრილი დგას ჩახჩახა სინათ-
ლეში, საკონცერტო დარბაზებიდან, ეროვნული თეატრებიდან ტრო-
ტუარს რომ ეფინება, მათ შესასვლელში ზღაპრული გოლიათივით
აღმართულა ზანგი კარისკაცი, ხელში სამკუთხა ქუდი და კვერთხი
უჭირავს, ჩახჩახა შუქში ფერი დაჰკარგვია მის სახესაც და მეწამული
ფერის ტანსაცმელსაც, იგი კბილებს აელვარებს და დამტვრეული

88
გერმანულით ეპატიჟება გამვლელ-გამომვლელს, მას კი არ შეუძლ-
ია მისი მიპატიჟება მიიღოს. სამაგიეროდ, გრძნობები გამძაფრებუ-
ლი აქვს, ხოლო გონება გაფაციცებული; იგი იმზირება, იგი ტკბება,
იგი აღიქვამს; ხოლო თუკი პატარა, მთვლემარე ქალაქის პირმშოს
თავიდან აკრთობს, აყრუებს, ლამის აშინებს კიდეც ხმაურისა და ნა-
ირ-ნაირი სახეების შემოტევა, სამაგიეროდ დედის მუცლიდან დაჰ-
ყოლია საიმისო იუმორის გრძნობა და სულიერი სიმტკიცე, რომ ამ
ორომტრიალს ნელ-ნელა შინაგანად გაუშინაურდეს და იგი თავის
განათლებისა და ცოდნის წყურვილის სამსახურში ჩააყენოს.
მაინც რა მშვენიერი გამოგონებაა ვიტრინები, მაღაზიები, ბაზრე-
ბი, სალონები, სავაჭროები და ფუფუნების გამოსაფენი სხვა ადგი-
ლები! ისინი თავიანთ საუნჯეს ძუნწად როდი ჩქმალავენ, პირიქით,
ხელგაშლილად და მდიდრულად, ნაირ-ნაირი სახით ფენენ, დიდე-
ბულ მინებს უკან აწყობენ და ბრწყინვალებით გარემოსილს გვთა-
ვაზობენ! ზამთარში უკვე ნაშუადღევს დღესავით გაჩახჩახებულია
ხოლმე ეს გამოფენები; გაზის წვრილ-წვრილი ნათურები, ვიტრინის
ქვედა ძგიდეზე ჩარიგებულნი, შუშების შეჭირხვლასაც უშლიან
ხელს. ჰოდა, მეც იქ ვიდექი ხოლმე, სიცივისაგან მხოლოდ ყელზე
შემოხვეული შალის შარფი მიფარავდა (რადგან მამაჩემის ნაქონი
პალტო უმნიშვნელო საფასურად დროებით ლომბარდში გვქონდა
დაგირავებული) და თვალებით ვნთქავდი ამ დოვლათს, ამ ძვირფა-
სეულობასა და განძეულობას, არად ვაგდებდი სიცივესა და სინეს-
ტეს, ძვალ-რბილში რომ მატანდა.
ავეჯის მაღაზიების ვიტრინებში მთელი გარნიტურები იყო გა-
მოდგმული: მკაცრი კომფორტით მოწყობილი კაბინეტები და საძი-
ნებელი ოთახები, ინტიმური ჩვეულებების ყოველ ნიუანსს რომ ამ-
ხელდნენ, მიმზიდველი მცირე სასადილო ოთახები, სადაც სუფრა-
გადაფარებული, ყვავილებით დამშვენებული, მოხერხებული სა-
ვარძლებით გარშემორტყმული მაგიდა იდგა და ზედ ციმციმი გაჰ-
ქონდა ვერცხლეულს, ძვირფას ფაიფურსა და სიფრიფანა ჭიქებს;
მკაცრად, გემოვნებით მოწყობილი დიდკაცური სალონები, კანდე-
ლაბრებით, ბუხრებითა და გობელენგადაკრული სავარძლებით და-

89
მშვენებული; თვალი ვერ მიძღებოდა ძვირფასი ავეჯის ყურებით,
კოხტად მოყვანილი ფეხებით მოხდენილად რომ იდგა სპარსულ ხა-
ლიჩაზე და მის ფეხქვეშ ხალიჩის ნაზი ფერები ღვიოდა. იქით თვალს
მტაცებდა თერძების ატელიეებისა და მოდური ტანსაცმლის მაღა-
ზიების ვიტრინები, აქ ვხედავდი მდიდრებისა და დიდკაცების გარ-
დერობს ‒ ხავერდის დილის ხალათებიდან, ან ატლასის დალიანდა-
გებული საშინაო ქურთუკით დაწყებული და საღამოს მკაცრი ფრა-
კით დამთავრებული, უკანასკნელ მოდაზე აჭრილი, ალებასტრივით
ქათქათა საყელოთი დაწყებული და ნაზი გამაშებითა და ლაპლაპა
ლაქის ფეხსაცმელებით დამთავრებული, წვრილზოლიანი თუ წინწ-
კლებიანი მანჟეტებიანი პერანგით დაწყებული და ძვირფასი ქურ-
ქით დამთავრებული; ჩემს თვალწინ გადაშლილიყო მათი ხელბარ-
გი, ეს ფუფუნების საწყაულები, რბილი ხბოს ტყავისაგან ან ნიანგის
ძვირფასი ტყავისაგან დამზადებულნი, ერთი შეხედვით ნაკუწებისა-
გან შეკოწიწებულს რომ ჰგავდნენ და მეც შევისწავლე ისინი, მდიდ-
რული და გამორჩეული ცხოვრების ეს აუცილებელი თანამგზავრე-
ბი:ფლაკონები, ჯაგრისები, ნესესერები, დანა-ჩანგლის ფუტლია-
რები და პრიალა ნიკელის დასაკეცი სპირტნათურები; ფანტასტიური
ჟილეტები, დიდებული ჰალსტუხები, სიბარიტული საცვლები, ტარ-
სიკონის ქოშები, ატლასის სარჩულიანი შლაპები; მათ შორის მაც-
დუნებელ მწკრივებად ეწყო ნატის ხელთათმანები და აბრეშუმის
წინდები და მეც, ყმაწვილკაცს, უკანასკნელ, კოხტად ამოზნექილ
ღილამდე შემეძლო მეხსიერებაში ღრმად ჩამებეჭდა ელეგანტური
ბატონის აღჭურვილობის ყოველი წვრილმანი. საკმარისი იყო
ფრთხილად და მარჯვედ ამევლო გვერდი ეკიპაჟებისა და წკარუნით
მომავალი ტრამვაისათვის, რომ ქუჩის მეორე მხარეს გადავსული–
ყავი და მხატვრულ ნაკეთობათა ვიტრინას მივდგომოდი. იქ სილა-
მაზის ინდუსტრიის ნაწარმს ვხედავდი, უფრო დახვეწილი და განათ-
ლებული თვალის დამატკბობელს, ასეთი გახლდათ გამოჩენილ ოს-
ტატთა სურათები, ნაირ-ნაირ ცხოველთა ფიგურები, კოხტად ჩამოქ-
ნილი კერამიკა, ბრინჯაოს პატარ-პატარა ქანდაკებები. ო, რა სი-
ამოვნებით მივეფერებოდი მათ აწვართულ, ნატიფ სხეულებს!

90
ის ბრწყინვალება რაღა იყო, ორიოდე ნაბიჯის იქით, გაოცებისგან
ადგილს რომ მიგაჯაჭვავდა? ეს გახლდათ დიდი იუველირისა და ოქ-
რომჭედლის გამოფენა და გათოშილი ბიჭის ჟინს ზღაპრული ქვეყ-
ნის მთელ ამ საგანძურს ერთი მყიფე შუშის კედელი აშორებდა. ასე
არსად შერწყმია ცოდნის წყურვილს ჩემი თვალისმომჭრელი აღტა-
ცება. მარგალიტის ფარღულები, მქრქალად მოციმციმე, ერთმანეთ-
ზე მიწყობილი ქვეშ გაფენილ მაქმანზე, ერთს შუაში ალუბლის ოდე-
ნა მარცვალი ესვა, მარცვლები ორთავ მხარეს პატარავდებოდა,
ბრილიანტის საკინძით თავდებოდა და მთელი ქონების ფასი ედო;
ბრილიანტის სამკაული, ხავერდზე დასვენებული, ცისარტყელას
ფერებად მკაცრად რომ ლივლივებდა და ღირსი იყო დედოფლების
ყელი, მკერდი და თავი დაემშვენებინა; ოქროს პრიალა სათუთუნეე-
ბი და ბუნიკები, მინის თაროზე მაცდუნებლად დალაგებულნი; და
მათ შორის დაუდევრად მიმობნეული გათლილი პატიოსანი თვლე-
ბი, დიდებულ ფერებად რომ ციმციმებდნენ: სისხლივით წითელი
ლალი, ზურმუხტი, ბალახისფერი და შუშასავით გამჭვირვალე; ასე-
ვე გამჭვირვალე ლურჯი საფირონი, ვარსკვლავისებურ შუქს რომ
გამოსცემდა; ამეთვისტო, რომელზეც ამბობენ, მისი ნატიფი იისფე-
რი ორგანული მინარევების წყალობააო; სადაფისფერი ოპალი, სა-
იდანაც მიუდგები, იმისდა მიხედვით რომ იცვლის ფერს; რამდენიმე
ცალი ტოპაზი და სხვა უამრავი ძვირფასი ქვა, ყველა ჯურისა და ყვე-
ლა ფერისა; მათ ცქერაში მხოლოდ გრძნობას როდი ვიამებდი, მე
მათ ვსწავლობდი, ღრმად ვუკვირდებოდი, აქა-იქ დადებული ფასის
ამოკითხვას ვცდილობდი, ერთმანეთს ვუდარებდი ქვებს, თვალით
ვწონიდი, აქ პირველად გავაცნობიერე ჩემი სიყვარული პატიოსანი
თვლებისადმი, ამ ·უბრალო მასალისაგან შექმნილი კრისტალები-
სადმი, რომლებიც მხოლოდ ბუნების ჭირვეულობის წყალობით
შერწყმულიყვნენ ძვირფას შენაერთებად, და სწორედ მაშინ ჩავუყა-
რე საძირკველი ჩემს შემდგომ უზადო განსწავლულობას ამ ჯადოს-
ნურ სფეროში.ღირს კი გავაგრძელო სიტყვა ყვავილების მაღაზიებ-
ზე, კარის გაღებისთანავე სამოთხის ნელთბილ, ნოტიო სურნელე-
ბას რომ აფრქვევდნენ, ხოლო მათ ფანჯრებში ატლასის დიდრონი

91
ბაფთებით შემკული აყვავებული კალათები მოჩანდა, აი, ისეთი, ყუ-
რადღების ნიშნად მანდილოსნებს რომ უგზავნიან ხოლმე? ვილაპა-
რაკო თუნდაც საკანცელარიო ნივთების მაღაზიებზე, რომელთა
ვიტრინებში გამოფენილი საქონელი მასწავლიდა, რომელი ქა-
ღალდი უნდა აერჩია წარჩინებულ კაცს თავის კორესპონდენციების
დასაწერად და ზედ თავისი ინიციალები, გვირგვინი და გერბი რო-
გორ უნდა დაესვა? ან პარფიუმერებისა და პარიკმახერების ვიტრი-
ნებზე, სადაც თლილ ფლაკონებში ჩასხმული ნაირ-ნაირი ფრანგუ-
ლი სუნამოები და ესენციები ელაგა, ხოლო ხავერდგადაკრულ ფუტ-
ლიარებში ფრჩხილების მოსავლელი და სახის მასაჟის გასაკეთებე-
ლი იარაღი ეწყო?
ჭვრეტის ნიჭი (მე იგი მომადლებული მქონდა და იმ დროს ის იყო
ჩემი ავლადიდება) უეჭველად აღმზრდელობითი ბუნებისაა. თუნდაც
იმიტომ, რომ მისი ყურადღების საგანს მიმზიდველ-განმანათლებე-
ლი, ნივთიერი გამოფენები შეადგენენ, მაგრამ რამდენად უფრო
ძლიერად აღვივებს გრძნობას სხვაგვარი ჭვრეტა, ადამიანის თვა-
ლებით შეჭმა, რის საშუალებასაც უხვად გაძლევს თავის მდიდრულ
კვარტალებში დიდი ქალაქი, მე კი იქ არხეინად მიმოვდიოდი, და
წარმოიდგინეთ, უსულო საგნებთან შედარებით ვინმე სულიერი რა
განსხვავებულად დაიპყრობდა გრძნობა გამახვილებული ყმაწვი-
ლის თვალსა და ყურადღებას!
ო, მშვენიერი სამყაროს სურათებო! თქვენ არასოდეს გრგებიათ
ჩემს თვალზე უფრო მგრძნობიარე თვალი! უფალმა უწყის, სევდის
აღმძვრელ სურათთაგან მაინცდამაინც იმ ერთმა რატომ ამაღელვა,
ის ერთი სურათი რად ჩამრჩა ასე გულში, მიუხედავად თავისი უმ-
ნიშვნელობისა, ლამის არარაობისა, დღესაც კი აღტაცებით რომ
მავსებს და მახარებს. ცდუნებას ვერ ვუძლებ, რომ იგი არ დაგიხა-
ტოთ, თუმცა მშვენივრად ვიცი, რომ მთხრობელმა ‒ მე კი ამ ფურ-
ცლებზე მის როლში გამოვდივარ – მკითხველს ისეთი ეპიზოდებით
არ უნდა მოაბეზროს თავი, რომელთაგან, უხეშად რომ ვთქვათ,
„არაფერი გამოდნება“, რადგან ისინი, იმ მთავარს, რასაც მოქმე-
დების განვითარებას ვეძახით, ვერაფრით ეხმარებიან.

92
თუმცა იქნებ შენი ცხოვრების აღწერისას უფრო მეტი უფლება
გეძლევა ხელოვნების კანონების ნაცვლად საკუთარი გულის კარ-
ნახს მისდიო?
ერთხელ კიდევ ვიმეორებ, ეს სურათი მხოლოდ მომხიბლავი
გახლდათ და მეტი არაფერი. მოქმედება ჩემს თავზემოთ ხდებოდა,
დიდი სასტუმროს ბელეტაჟის აივანზე. ნაშუადღევს აივანზე გამოვი-
და – დიახ, ბოდიშს გიხდით, მაგრამ მართლა ასეთ უბრალო ამბავს
გიყვებით – ორი ახალგაზრდა სულიერი, ჩემსავით ახალგაზრდები,
ისინი ისე ჰგავდნენ ერთმანეთს, რომ ნამდვილად და-ძმანი იყვნენ,
იქნებ ტყუპებიც კი. პატარა ბატონი და პატარა ქალბატონი ერთმა-
ნეთის მიყოლებით გამოვიდნენ ზამთრის სუსხიან დღეს აივანზე.
აცელქებულებს არც თავზე ეხურათ რამე და არც პალტოები ეცვათ.
შესახედავად ოკეანის გაღმელებს ჰგავდნენ, ასეთი შავთმიანები ან
ესპანურ-პორტუგალიური ჯიშის სამხრეთამერიკელები იქნებიან, ან
არგენტინელები, ან ბრაზილიელები, ანდა იქნებ სულაც ებრაელები
არიან-მეთქი, გულში ვბჭობდი მე, ოღონდ ამ უკანასკნელი ვარაუ-
დის გამო ბიურგერულ გრძნობებს სულაც არ მინდოდა ავყოლოდი
და ჩემი აღტაცება არც შენელებულა – ებრაელთა ტომის ფუფუნება-
ში გაზრდილი ბავშვები ძალიანაც მიმზიდველნი გამოდიან ხოლმე.
ორივენი ლამაზები იყვნენ ‒ ძნელი სათქმელია, რომელი რომელს
სჯობდა, ერთი კია, რომ ბიჭი გოგონას სილამაზით არ ჩამოუვარ-
დებოდა. ორივეს საგარეო ტანსაცმელი ეცვა, ბიჭს მარგალიტის სა-
კინძეები ეკეთა, გოგონას გრუზა შავ თმაში ბრილიანტებით მოოჭ-
ვილი ჯიღა ედგა, ხოლო მკერდზე ბრილიანტისავე გულსაბნევი და-
ემაგრებინა. იქ, სადაც პირისფერი ხავერდის საპრინცესო კაბას ისე-
თივე ფერის გამჭვირვალე გიპიური ჰქონდა ჩადგმული. კაბას გიპი-
ურისავე სახელოები ამშვენებდა.
როგორ მაკანკალებდა, მათ ტანსაცმელს არაფერი მოსვლოდა,
რადგან დავინახე, რამდენიმე ფანტელი როგორ დააფრინდათ შავ
ხუჭუჭა თმაზე და ზედ შერჩათ. ბოლოს და ბოლოს, და-ძმის ეს ბავ-
შვური თამაში ორ წუთზე მეტხანს არ გაგრძელებულა, პირმომღი-
მარნი მოაჯირს გადმოეკიდნენ, ერთმანეთს დაანახეს ქუჩაში რა

93
ხდებოდა, შემდეგ ვითომ სიცივისაგან შეაკანკალათ, ტანისამოსზე
შერჩენილი თითო–ოროლა ფანტელი ჩამოიბერტყეს და ოთახში
შეცვივდნენ, სადაც იმწამსვე აინთო სინათლე. ისინი აღარ ჩანდნენ,
თვალს მიეფარა წამიერი ზეაღმტაცი ფანტასმაგორია, გაჰქრა, განუ-
მეორებლად და სამარადისოდ. მე კი კვლავ დიდხანს ვიდექი ფან-
ჯრის ბოძს აკრული,მათი აივნისკენ ვიყურებოდი, ვცდილობდი ფიქ-
რით მათ ყოფაში შევჭრილიყავი და არა მარტო იმ ღამით, კიდევ
მრავალ მომდევნო ღამეს, ხეტიალითა და ჭვრეტით დაღლილ-და-
ქანცული სამზარეულოში ჩემს მერხზე რომ მივეგდებოდი, ძილში
ისინი მესიზმრებოდნენ.
სიყვარულის სიზმრები, აღტაცების, ერთმანეთთან შერწყმის
სიზმრები, სხვაგვარად მათ გერ მოვიხსენიებ, თუმცა ისინი ერთ ფი-
გურას კი არა, ორმაგ არსებას დასტრიალებდა თავს, ერთი წამით
თვალმოკრულ და-ძმას, სხვადასხვა სქესის არსებებს, ჩემი და საპი-
რისპირო სქესის, ანუ მშვენიერი სქესისას. ოღონდ მშვენიერება აქ
ორმაგობაში, ორთა საამურ სწორფერობაში იმალებოდა და სულაც
არა ვარ დარწმუნებული, რომ აივანზე მხოლოდ ყმაწვილის გამოჩე-
ნა, თუნდაც თავის მარგალიტის საკინძეთი, ოდნავ მაინც თუ აღმან-
თებდა და ასევე საფუძვლიანი ეჭვი მიჩნდება, მხოლოდ გოგონას
დანახვა, მისი ძმის გარეშე, შეძლებდა თუ არა ჩემი გული და გონება
ასეთ ტკბილ ზმანებაში გაეხვია. სიყვარულის სიზმრები, სიზმრები,
რომლებიც მიყვარდა, ასე ვთქვათ, მათი პირველყოფილი განუ-
ყოფლობისა და ბუნდოვანების გამო, რადგან ისინი ორაზროვანნი,
ან იქნებ სულაც სრულმნიშვნელოვანნი იყვნენ და ყოველივეს, გა-
მაოგნებლად ადამიანურს, ორივე სქესით გამოხატულს აერთიანებ-
დნენ.
ეჰეი, მეოცნებევ და ბუზიყლაპიავ! მესმის მკითხველის შეძახი-
ლი. შენი ფათერაკები სადღაა? იქნებ ფიქრობ მთელი წიგნის მან-
ძილზე შეგვიყოლიო ასეთი მგრძნობიარე მიეთ-მოეთით, ანუ შენი
ბიწიერი მოთენთილობისაგან აღძრული ეგრეთ წოდებული განცდე-
ბით? მაშ, სანამ პოლიციელმა არ გიფრინა, ცხვირ-პირი გქონდა
მიჭყლეტილი დიდრონ შუშებზე, კრემისფერ ფარდებს შუა დარჩენი-

94
ლი ჭუჭრუტანიდან ძვირფას რესტორნებში იჭყიტებოდი, ან სამზა-
რეულოს გისოსებიანი ფანჯრიდან გადმოფრქვეული სურნელებით
გაბრუებული იდექი და შესცქეროდი, ფრანკფურტის რჩეულ საზო-
გადოებას როგორ მოხდენილად ემსახურებოდნენ კელნერები, რო-
ცა ისინი ვახშამს მიირთმევდნენ პატარა მაგიდებთან, რომლებზეც
თალფაქიანი სანთლები და იშვიათი ყვავილებით სავსე ბროლის
ლარნაკები იდგა? დიახ, ასე ვიქცეოდი და მართალი გითხრათ, გა-
ოგნებული ვარ, რა ზუსტად გამოუცნია მკითხველს, როგორ ვტკბე-
ბოდი ლამაზი ცხოვრებისთვის მოპარული თვალის სეირით, ისე
ზუსტად გამოუცნია, თითქოს თვითონ მდგარიყო ზემოხსენებულ შუ-
შებზე ცხვირმიჭყლეტილი. რაც შეეხება ჩემს „მოთენთილობას“, იგი
სულ მალე მიხვდება, რა მცდარია ეს შეხედულება და, როგორც ჯენ-
ტლმენს შეეფერება, ბოდიშის მოხდით თავის სიტყვებს უკანვე წაი-
ღებს. აქვე მოგახსენებთ, რომ მხოლოდ უქმ ჭვრეტას როდი ვუნდე-
ბოდი, მე ვეძებდი და ვპოულობდი კიდეც შეხების წერტილებს იმ
სამყაროსთან, რომლისკენაც მთელი არსებით მივისწრაფოდი, სა-
ხელდობრ, სპექტაკლის დამთავრებისას თეატრის წინ ვტრიალებდი
და, როგორც მარჯვე და თავაზიან ყმაწვილს შეეფერებოდა, წარჩი-
ნებულ საზოგადოებას, მშვენიერი ხელოვნებით აღგზნებული, გაც-
ხარებულ საუბარში გართული რომ მოედინებოდა თეატრის შენო-
ბიდან, დროშკის დაჭერაში ვეხმარებოდი, ან თავიანთივე ეკიპაჟებს
ვაგებებდი, ზოგჯერ ეკიპაჟს ლამის ბორბლებქვეშ შევვარდნილვარ,
რომ იგი თეატრის ჩარდახს შეფარებული მუშტრის წინ შემეჩერები-
ნა, ან ქუჩას კარგა მანძილზე ავყოლივარ, რომ ეტლი დამეჭირა.
ეტლს დავიჭერდი, მეეტლეს კოფოზე შემოვუჯდებოდი, ლაქიასავით
სწრაფად ჩამოვხტებოდი, კარს გავაღებდი და მომლოდინეთ თავს
ისე თავაზიანად დავუკრავდი, რომ საგონებელში ვაგდებდი. ლან-
დოებისა და კარეტების ადგილზე მისაყვანად მათ ბედნიერ მფლო-
ბელს სახელსა და გვარს პირფერულად ვეკითხებოდი, ხოლო მერე
ერთი სიამოვნება იყო ამ სახელებს მათ ტიტულებთან ერთად წკრი-
ალა ხმით რომ ვიძახდი: საიდუმლო მრჩეველი შტრაიზანდი! გენე-
რალური კონსული აკერბლიმი! პოლკოვნიკი ფონ შტრალენჰაიმი

95
ან ადელებსენი! და მათ ეკიპაჟს ასე ვუხმობდი, ზოგიერთი სახელი
და გვარი ისე ძნელი გამოსათქმელი გახლდათ, რომ მათი პატრო-
ნები გვარის დასახელებაზე ყოყმანობდნენ, ვაითუ ვერ დაიმახსოვ-
როს და ვერ გაიმეოროსო. მაგალითად, ერთ ღირსეულ წყვილს,
რომელთაც გასათხოვარი ქალიშვილიც ახლდა, ასეთი გვარი ჰქონ-
და: კრეკი დე მონტ-ან-ფლორ. რომ იცოდეთ, რა ნასიამოვნები დამ-
რჩნენ სამივენი, თავიანთი გვარი ბოლოს და ბოლოს რომ გამანდეს
და მეც კორექტულად და ელეგანტურად, მამლის ყივილივით მივაწ-
ვდინე საკმაოდ შორს გაჩერებულ მათ შინაურ მეეტლეს ეს კრაჭუნა
და ნარნარი ბგერებისაგან შემდგარი, ნაზალურ და ყვავილოვან პო-
ეზიაში გარდამავალი კომპოზიცია (მოგეხსენებათ, „ფლორ“ ფრან-
გულად ყვავილს ნიშნავს), მანაც არ დაახანა და სულ მალე მოაყენა
კარს თავისი ძველმოდური, მაგრამ კარგად გარეცხილი კარეტა,
რომელშიც ნაპატივები ზერდაგები ჰყავდა შებმული.
ორიოდე მონეტა, არცთუ იშვიათად ვერცხლისა, ჩამიცურდებო-
და ხოლმე ხელში ასეთი სამსახურისთვის, მაგრამ ჩემს გულს უფრო
სათუთი და იმედისმომცემი გასამრჯელო ეფონებოდა: წარჩინებუ-
ლი სამყაროს მხრიდან შეცბუნებისა და ყურადღების უცაბედი გა-
მოვლინება, აღტაცებანარევი, შემფასებელი მზერა, მოულოდნე-
ლობითა და ცნობისმოყვარეობით აღსავსე ღიმილი; ხედავთ, რა
რუდუნებით ჩამიბეჭდავს გულში ეს უსიტყვო წარმატებები, რომ
დღესაც კი შემიძლია გავიხსენო ყველა თუ არა, მათგან შედარებით
მნიშვნელოვანი მაინც.
ღრმად თუ ჩავუკვირდებით, საოცარი ამბის მოწმენი გავხდებით.
საოცარია ადამიანის თვალი, ეს ყოველგვარი ორგანული შენაერ-
თის გვირგვინი, როცა იგი შეჩერდება, რათა თავისი სველი ელვა-
რება მთლიანად სხვა რომელიმე თავისნაირი არსებისაკენ მიმარ-
თოს; ეს ძვირფასი ლაბა, რომელიც, ყველა სხვა წარმონაქმნის
მსგავსად, ჩვეულებრივი მატერიისაგან შედგება და პატიოსანი
თვლებისა არ იყოს, ათვალსაჩინოებს, რომ მთავარია არა მასალა,
არამედ მისი გონებამახვილური და ბედნიერი შენაერთი; ეს ჩვენი
თვალის ფოსოში ჩალექილი ლორწო საიმისოდაა განწირული, ოდ-

96
ესმე უსულო სხეულის სახით სამარეში ჩავიდეს და კვლავ თხიერ ტა-
ლახს შეუერთდეს, მაგრამ სანამ მასში სიცოცხლის ნაპერწკალი
ღვივის, უცხოობის ყოველ უფსკრულზე, რაც კი ადამიანებს შორის
შეიძლება არსებობდეს, ესოდენ მშვენიერი ეთეროვანი ხიდის გადე-
ბა ძალუძს!
სათუთ და ნარნარ საგნებზე ასევე სათუთად და ნარნარადგვმარ-
თებს საუბარი, და ამგვარად, დამატებითი დაკვირვებანიც ფრთხი-
ლად უნდა მოვიშველიოთ. მხოლოდ ადამიანური ურთიერთობის
ორივე პოლუსზე, იქ, სადაც არ არსებობს, ან აღარ არსებობს სიტ-
ყვები, ურთიერთმზერაში და ერთმანეთის მკლავებში შეიძლება
ბედნიერება ჰპოვო, რადგან მხოლოდ იქ არსებობს უსათუობა, თა-
ვისუფლება, იდუმალება და სრული მოურიდებლობა. ყველაფერი
ის, რაც ამ კავშირისა და ურთიერთობის მიღმა ძევს, დუნეა და დუ-
ბელა, იგი ფორმალობით და ბიურგერული შეთანხმებებითაა გან-
საზღვრული, განპირობებული და შეზღუდული. იქ მეფობს სიტყვა,
ეს უნიათო და ცივი წარმონაქმნი, მოზომილი, მოთოკილი ზნეობის
ეს პირველი პირმშო; იგი ისე უცხოა ბუნების ცეცხლოვანი და მუნჯი
სფეროსათვის, რომ შეიძლება ითქვას, თავისთავად აღებული ყო-
ველი სიტყვა თავიდანვე ცარიელი ფრაზაა და მეტი არაფერი. ამას
ვამბობ მე, ვინც ჩემი ცხოვრების აღწერას შევჭიდებივარ და თავსაც
არ ვიზოგავ, იგი ბელეტრისტული თვალსაზრისით რაც შეიძლება
უკეთესი გამომივიდეს. და მაინც, ჩემი სტიქია არ არის ამბის სიტ-
ყვიერი გადმოცემა; ჩემი ჭეშმარიტი ინტერესი მას არ დასტრიალე-
ბს, იგი უფრო ადამიანური ურთიერთობების უკიდურესი, უსიტყვო
სფეროებისკენაა მიმართული. უპირველეს ყოვლისა კი იმათკენ, სა-
დაც უცხოობა და ბიურგერული გათიშულობა კიდევ ერთ პირველ-
ყოფილ მდგომარეობას ინარჩუნებს და მისი წყალობით ადამიანთა
მზერა ერთმანეთს უპასუხისმგებლოდ ერწყმის საოცნებო ბიწიერე-
ბაში. მეორე რიგში კი მათკენ, სადაც შესაძლო სიახლოვე, ერთარ-
სებად ქცევა და შერწყმა იმ უსიტყვო, პირველყოფილ მდგომარეო-
ბას ყველაზე უფრო სრულყოფილად ააღორძინებს.

97
მეხუთე თავი

განვაგრძობ თხრობას, მაგრამ მკითხველს სახეზე ვამჩნევ წუ-


ხილს, საჩოთირო საკითხებზე ამდენ მიეთ-მოეთში, თავისივე ქა-
რაფშუტობით სამხედრო ვალდებულების საქმე არ მიავიწყდესო,
ამიტომ ვეშურები დაგარწმუნოთ, რომ ჩემი გასაჭირი არათუ არ
დამვიწყებია, არამედ განუწყვეტლივ და არც თუ გულისწუხილის გა-
რეშე ვფიქრობდი ამ ფატალურ საკითხზე და იგი მხედველობის არი-
დან არასოდეს გამიშვია. ცხადია, იმ ზომით, როგორც გულში შემო-
ვიხსნიდი ამ საძულველ მარყუჟს, ჩემი გულისწუხილი ხალისიან გუ-
ლის ფანცქალში გადაიზრდებოდა, რასაც მაშინ ვგრძნობთ ხოლმე,
როცა დავაპირებთ ჩვენი ნიჭი და უნარი რომელიმე დიდ, უფრო
სწორად, უზარმაზარ ამოცანას მივაზომოთ, და... არა, ახლა კი ლა-
გამი უნდა ამოვდო კალამს და ცდუნებასაც გავუძლო, რომ ყვე-
ლაფერი წინასწარ არ გიამბოთ. რაკი თანდათან კიდევ უფრო გან-
მიმტკიცდა განზრახვა, ეს მცირე თხზულება, თუკი საერთოდ გავედი
ბოლოში, ოდესმე გამომცემლობას გადავცე და გამოვაქვეყნო, მა-
შინ არ მეპატიება, იმ მთავარ წესებსა და მაქსიმებს არ დავემორჩი-
ლო, ცნობისმოყვარეობისა და დაძაბულობის გაღვიძების მიზნით
შემოქმედნი რომ იყენებენ ხოლმე, უხეშ შეცდომად ჩამეთვლება,
სულსწრაფობას თუ ავყევი, ყველაზე საინტერესო ამბები თუ წინას-
წარ წამოვროშე და ნაადრევად გავხარჯე ტყვია-წამალი.
მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ საქმეს გამოწვლილვით, ლამის მეც-
ნიერულად მივუდექი და თავსაც ჩავაგონე, მოსალოდნელი სიძნე-
ლეები არ დამეკნინებინა. ალალბედზე სერიოზული საქმის დაწყება
არასოდეს მჩვეოდა, პირიქით, უფრო იმას ვცდილობდი, ბრბოს
თვალში დაუჯერებელი გაბედულება ცივ განსჯასა და ფაქიზ წინდა-
ხედულობასთან შემეთავსებინა, რათა ბოლოს მარცხი, სირცხვილი
და დაცინვა არ მეწვნია და ეს მეთოდი ყოველთვის მიმართლებდა
ხოლმე. ამჯერადაც ის არ ვიკმარე, რომ საფუძვლიანად შევისწავლე
სამედიცინო შემოწმების პროცესი, ხერხები და მოთხოვნები ( ამ სა-

98
ქმეში ნაწილობრივ ჩვენს მდგმურთან, სამხედრო სამსახურგამოვ-
ლილ მექანიკოსთან საუბარში გავთვითცნობიერდი, დანარჩენი კი
მრავალტომიანი პოპულარული ცნობარის მეშვეობით შევითვისე,
რომელიც თავის განათლებით უკმაყოფილო მექანიკოსს ოთახში
ელაგა), ჩემი გეგმა ზოგად შტრიხებში მოვხაზე თუ არა, კარეტების
მიგებებაში ნაშოვნი თანხიდან მარკა-ნახევარი გადავანარჩუნე, ერ-
თი წიგნის მაღაზიის ვიტრინაში გამოფენილი სამედიცინო თხზულე-
ბა შევიძინე და სარგებლობის გამოტანის მიზნით ბეჯითად ჩავუჯექი.
ისევე როგორც გემს სჭირდება ქვიშის ბალასტი, ასევე აუცილე-
ბელია ტალანტისათვის ცოდნა, მაგრამ ერთი პირობით: ნამდვი-
ლად მხოლოდ იმ ცოდნას ვითვისებთ, ანუ მხოლოდ ისეთი ცოდნის
შეთვისების უფლება გვაქვს, რაც განსაცდელში ჩავარდნილ ტა-
ლანტს სჭირდება, მაშინ იგი დამშეულივით დააცხრება ხოლმე ცოდ-
ნის წყაროს, რათა ორივე ფეხით მტკიცედ დადგეს დედამიწაზე და
სოლიდური არსებობა გაინაღდოს. რაც შეეხება ზემოხსენებული
ბროშურის მასალას, იგი უდიდესი ხალისით შთანვთქე, მერე ჩვენს
სამზარეულოში, სარკის წინ ანთებულ სანთელთან განვმარტოვდი
და მოპოვებული ცოდნა ისეთ პრაქტიკულ სავარჯიშოებად ვაქციე,
შორიდან მაყურებელს გიჟი ვეგონებოდი, თორემ მე კი ვიცოდი, მა-
თი მეშვეობით მკაფიოდ გამოკვეთილი, ჭკვიანური მიზნები რომ უნ-
და განმეხორციელებინა. მორჩა, მეტს აღარაფერს ვიტყვი! ჩემი
მკითხველი კი ამ წუთიერ დანაკლისს მალე აინაზღაურებს·
იანვრის მიწურულშივე, მოქმედი წესდების თანახმად, სამხედ-
რო დაწესებულებას საკუთარი ხელით დაწერილი განცხადება გა-
ვუგზავნე, განცხადებას დავურთე დაბადების მოწმობა, რომელიც
სრულ წესრიგში გახლდათ, და პოლიციის უბანში აღებული დახა-
სიათება, რომლის თავშეკავებული, უარყოფითი ფორმით გადმოცე-
მული შინაარსი (ანუ ის, რომ ჩემს შესახებ მათთვის ცუდი არაფერი
იყო ცნობილი) ბავშვივით მაგულისებდა და მანერვიულებდა. და აი
მარტში, როცა გაზაფხულმა ჩიტების ჭიკჭიკითა და საამო ნიავით
თავაზიანად გვამცნო თავისი მობრძანება, უწყება მივიღე, რის თა-
ნახმადაც ჩემი პერსონით გასაწვევ პუნქტში პირველ შემოწმებაზე

99
უნდა წარვმდგარიყავი და მეც მეოთხე კლასის ვაგონით ვისბადე-
ნისკენ საკმაოდ გუნებამოშხამული გავემგზავრე; მშვენივრად ვი-
ცოდი, ჩემი ბედი დღეს რომ არ გადაწყდებოდა, თითქმის ყველას უწ-
ევდა კიდევ ერთი ინსტანციის, ანუ ეგრეთწოდებული უმაღლესი კო-
მისიის გავლა, რომელსაც საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა წვევამ-
დელთა ვარგისიანობის საკითხი. მოლოდინი გამიმართლდა. შე-
მოწმება ხანმოკლე, ზერელე და უმნიშვნელო გამოდგა.
და იმ დღის მოგონებანი მალე გამიფერმკრთალდა. მხოლოდ ის
მახსოვს, რომ სიგრძე–სიგანე გამიზომეს, ფილტვებს მოუსმინეს,
რაღაც-რაღაცეები გამომკითხეს, მაგრამ დასკვნაში არაფერი ჩა-
უწერიათ. ჯერჯერობით გამომიშვეს და მეც, გრძელ თოკზე გამობმუ-
ლივით თავისუფალმა, სამკურნალო წყლებით მდიდარი კურორტის
დიდებული პარკები მოვიარე, თვალს წყალი დავალევინე, ვისია-
მოვნე კურჰაუსის კოლონადებში ჩარიგებული მდიდარი მაღაზიების
თვალიერებით და იმავ დღეს შინ, ჩემს ფრანკფურტში დავბრუნდი.
მაგრამ გაიარა კიდევ ორმა თვემ (მაისის ნახევარი უკვე ჩავლი-
ლი იყო და ჩვენს მხარეში ნაადრევი ზაფხულის სიცხეები დაიჭირა)
და მიიწურა ჩემი ვადა, ის გრძელი თოკი, მე რომ ხატოვნად მოვიხ-
სენიე, უკვე გადახვეული იყო. სხვა გზა აღარ მქონდა, კომისიის წი-
ნაშე უნდა წარვმდგარიყავი, და აი, კვლავ გულაჩქროლებული ვიჯე-
ქი ვიწრო სკამზე, ათასი ჯურის მდაბიო ხალხთან ერთად ვისბადენის
მატარებლის მეოთხე კლასის კუპეში და ორთქლის ფრთებს მინდო-
ბილი ჩემი ბედ-იღბლის გადასაწყვეტად მივეშურებოდი. სულისშემ-
ხუთველ სიცხეში ჩემს თანამგზავრებს ეყვინთებოდათ, მე კი თავს
მოდუნების უფლებას არ ვაძლევდი; ფხიზელი და შემართული ვიჯე-
ქი სკამზე, ჩემდაუნებურად ვცდილობდი საზურგეს არ მივყრდნობო-
დი და ის ვითარება წარმომედგინა, სადაც თავის გადარჩენა უნდა
მეცადა, თუმცა გამოცდილებით ვიცოდი, რომ ყველაფერი სულ
სხვანაირად წარიმართებოდა და არა ისე, როგორც წინასწარ წარ-
მოვიდგენდი. თუკი ჩემს განცხადებაში სიხარულს შიში ენაცვლებო-
და, იმიტომ არა, თითქოს სერიოზულად მაფიქრებდა ამ საქმის და-
სასრული. საბოლოოდ და მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, უკიდუ-

100
რეს ნაბიჯსაც არ მოვრიდებოდი, დიახ, თუ საჭირო გახდებოდა,
მთელ ფიზიკურ და სულიერ ძალებს მოვიკრებდი (უამისოდ, ჩემი აზ-
რით, საერთოდ არ ღირს ნებისმიერი გამორჩეული საქმის წამოწყე-
ბა) და ერთი წამითაც არ მეპარებოდა ეჭვი, რომ წარმატებასაც მი-
ვაღწევდი. მხოლოდ ერთი რამ მაშინებდა: კარგად არ ვიცოდი, რა
ძალა უნდა დამეხარჯა, მღელვარებისა და მგზნებარების რამოდენა
მსხვერპლი უნდა გამეღო ჩემი მიზნის მისაღწევად. ეს გახლდათ ერ-
თგვარი სინაზის გამომჟღავნება საკუთარი თავის მიმართ, რაც
ოდითგანვე მჩვეოდა და ეს სინაზე, ასევე თანდაყოლილ ვაჟკაცურ
თვისებებს რომ არ გაეწონასწორებინა, სულ ადვილად შეიძლებო-
და, სისუსტედ და სილაჩრედ გარდაქმნილიყო.
ახლაც თვალწინ მიდგას ის დაბალჭერიანი, დირეებიანი უზარ-
მაზარი დარბაზი, საითაც სალდათურად, უხეშად მიმითითეს, და მო-
რიდებულად რომ შევაბიჯე. იქაურობა ახალგაზრდებით გაჭედილი
დამიხვდა. იმ უსიხარულო დარბაზს ქალაქის განაპირას მდებარე,
დანგრევის პირას მისული, გაპარტახებული ყაზარმის პირველი
სართული ეჭირა და მისი ოთხივე უფარდო ფანჯარა ყოველნაირი
ხარახურით, თუნუქის კოლოფებით, ნაგვითა და ნარჩენებით სავსე
თიხნარ მინდორში იცქირებოდა. იქ, უბრალო სამზარეულო მაგი-
დას უჯდა ულვაშა უნტერ-ოფიცერი თუ ფელდფებელი, წინ საქაღალ-
დეები და საწერი მოწყობილობა ედგა და სათითაოდ იძახებდა
იმათ, ვინც თავის ბუნებრივი სახის მისაღებად ცალფა კარით პატა-
რა ოთახში უნდა შესულიყო. ამ გამოცალკევებული სათავსოდან
დიდ ოთახში გავდიოდით, სადღაც თვით შესამოწმებელი არენა
გველოდებოდა. სამხედრო რწმუნებულის უხეში მანერები ჩვენს
დასაფრთხობად იყო გათვალისწინებული. იგი ხშირ–ხშირად პი-
რუტყვულად ამთქნარებდა, იზმორებოდა, ან იმათ მეცნიერულ ხა-
რისხს ამასხარავებდა, ვისაც შემოწმებაზე გასასვლელად იძახებდა
ხოლმე. ·
‒ ფილოსოფიის დოქტორი! ‒იძახდა ის და გესლიანად იცინო-
და, თითქოს უნდოდა ეთქვა, გვაცალე, მალე გამოგიბერტყავთ თა-
ვიდან შენს ფილოსოფიასო. მე კი ეს ყველაფერი გულში მხვდებოდა

101
და შიშსა და ზიზღს აღმიძრავდა.
წვევამდელთა შემოწმება სრული სვლით მიდიოდა, მაგრამ წინ
მაინც ნელა მიიწევდა და რაკი ანბანურ რიგს იცავდნენ, ვისი გვარიც
ანბანის ბოლო ასოთი იწყებოდა, თავიდანვე ხანგრძლივი ლოდი-
ნისთვის იყვნენ განწირულნი. დარბაზში, სადაც სულ სხვადასხვა
ფენის ყმაწვილებს მოეყარათ თავი, მძიმე სიჩუმე სუფევდა. აქ და-
ინახავდით ბეჩავ, რეგვენ გლეხებსა და ქალაქის პროლეტარიატის
შარიან წარმომადგენლებს; ვითომ კულტურულ ვაჭრის შეგირდებს
და ხელოსანთა უბრალო შვილებს; ერთი მსახიობთა წრის წარმო-
მადგენელიც გვერია, რომელიც თავის სიმსუქნითა და მუქი პირის-
კანით მალულ ღიმილს გვგვრიდა. აქვე იყვნენ გაურკვეველი პრო-
ფესიის, თვალებამოღამებული ყმაწვილები, უსაყელონი, ფეხზე
გაცვეთილი ლაქის წაღები რომ ეცვათ; ახლად გიმნაზია დამთავრე-
ბული, დედიკოს შვილები და წამახულწვერიანი, ფერმკრთალი,
სწავლულისათვის დამახასიათებელი სუსტი აღნაგობის, მათთვის
შეუფერებელი სიტუაციით გაღიზიანებული უკვე ხანგადასული მამა-
კაცები დარბაზში დააბიჯებდნენ. სამი თუ ოთხი წვევამდელი, რო-
მელთა გამოძახების რიგი ეს–ესაა უნდა დამდგარიყო, პერანგის
ამარანი და ფეხშიშველნი, უკვე კართან იდგნენ, ტანისამოსი
მკლავზე ჰქონდათ გადაკიდებული, ხოლო ფეხსაცმელი და ქუდი
ხელში ეჭირათ. ერთნი დარბაზის კედლებზე გაყოლებულ ვიწრო
მერხებზე ისხდნენ, ზოგი ფანჯრის რაფაზე ნახევრად ჩამომჯდარი-
ყო, ერთმანეთთან ნაცნობობა გაებათ და თავიანთ ჯანმრთელობასა
და მოსალოდნელ მსჯავრზე საუბრობდნენ. ხანგამოშვებით, ოღო-
ნდ, არავინ იცოდა, რა გზებით და რა არხებით, სხდომათა დარბაზი-
დან ხმები გამოდიოდა, ვარგისად ცნობილთა რიცხვი უკვე ძალიან
დიდია და შეუმოწმებელთა შანსი იზრდებაო, მაგრამ ამ ცნობის შემ-
მოწმებელი არავინ იყო, ხუმრობა, უწმაწური დაცინვა უკვე გამოძა-
ხებულთა მისამართით, რომლებიც თითქმის შიშველნი იდგნენ და-
ნარჩენების თვალწინ, ბრბოში აქა-იქ გაისმოდა და სულ უფრო და
უფრო ხმამაღალ სიცილს იწვევდა, სანამ მაგიდასთან დაბრძანებუ-
ლი ფორმიანი კაცი არ დაიღრიალებდა და კვლავ სიჩუმეს არ დაამ-

102
არებდა.მე პირადად, ჩემი ჩვეულებისამებრ, განმარტოებით ვიდე-
ქი, უსაქმო ლაყბობასა და უხეშ ლაზღანდარობაში არ ვებმებოდი და
სიტყვას ცივად ვუგდებდი ბანზე, თუ ვინმე გამომელაპარაკებოდა.
ვიდექი ღია ფანჯარასთან·(რადგან დარბაზში აუტანელი სუნი იდგა),
ხან უდაბურ მიდამოს გავყურებდი, ხან დარბაზში თავშეყრილ ჭრელ
ხალხს და დრო ასე გამყავდა. სიამოვნებით შევიჭვრეტდი მეზობელ
ოთახში, სადაც განმსჯელი კომისია იჯდა, რომ ერთხელ მაინც მო-
მეკრა თვალი შტაბის ექიმისათვის, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო და
მეც თავს ჩავაგონებდი, მის პიროვნებას არავითარი მნიშვნელობა
არა აქვს და ჩემი ბედი მის ხელთ კი არა, მხოლოდ და მხოლოდ ჩემს
ხელშია-მეთქი. მოწყენილობისაგან ირგვლივ ყველას გული ჰქონ-
და შეღონებული, მე კი სულ არ მომწყენია, რადგან ჯერ ერთი, ბუ-
ნებით მომთმენი ვიყავი, უსაქმოდ დიდხანს შემეძლო გაძლება, მიყ-
ვარდა თავისუფალი დრო, რომელიც გამომათაყვანებელ საქმი-
ანობას არ გაჰყავს, არ ნთქავს და არ აფრთხობს; გარდა ამისა, სუ-
ლაც არ მეჩქარებოდა იმ გაბედულ და მძიმე ამოცანასთან შეჭიდე-
ბა, მე რომ მელოდა, პირიქით, კიდეც მიხაროდა, რომ ხანგრძლივი
თავისუფალი დრო ძალების მოკრების, შერჩევისა და მომზადების
საშუალებას მაძლევდა·.
შუადღემ მოაწია, როცა ჩემს ყურს კ–ზე დაწყებული გვარები
მოსწვდა, მაგრამ თითქოს ბედი მელაციცებაო, დღეს ასეთი მეტის-
მეტად ბევრი აღმოჩნდა. არ იქნა და აღარ ჩამოთავდა ეს კამახერე-
ბი, კელერმანები და კილიანები, კნოლები და კროლები, ასე რომ,
როცა ბოლოს და ბოლოს ჩემი გვარი გამოაცხადეს, სავალდებულო
სამზადისს საკმაოდ ნერვებაშლილი და დაქანცული შევუდექი. ისე
კი, უნდა მოგახსენოთ, რომ გაჯავრებამ არამცთუ ავნო ჩემს გან-
ზრახვას, არამედ კიდევ უფრო განამტკიცა იგი.
სადღეისოდ ერთ-ერთი იმ გახამებულ პერანგთაგანი ჩავიცვი,
ჩემმა ნათლიამ ცხოვრებაში გასასვლელად რომ მისახსოვრა და
თვალისჩინივით ვუფრთხილდებოდი, მაგრამ წინასწარ გვიფიქრე,
აქ ძვირფასი პერანგი კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს-მეთქი და აი,
ახლა ვიდექი კაბინეტის შესასვლელთან, უჯრედებიან, გაცვეთილ

103
ჩითის პერანგებში გამოწყობილ ორ ყმაწვილს შორის და თავს თა-
მამად ვგრძნობდი. თუ არ ვცდები, დარბაზში ჩემი მისამართით დამ-
ცინავი სიტყვა არავის დასცდენია, თვით მაგიდასთან მჯდომმა სერ-
ჟანტმაც კი პატივისცემით შემომხედა, საერთოდ, ხელქვეითობას
მიჩვეულ ადამიანებს არასოდეს ღალატობთ მათთვის მიუწვდომე-
ლი სინატიფისა და მოხდენილობის დაფასების უნარი. ისიც კარგად
შევამჩნიე, რომ იგი თავის სიაში გულდასმით იცქირებოდა და იქ ჩა-
წერილ მონაცემებს ჩემს გარეგნობას უდარებდა; ამ საქმეში ისე გა-
ერთო, რომ საჭირო მომენტში ჩემი გვარის ხელახლა დაძახება და-
ავიწყდა, მე თვითონ ჩავეკითხე, ჩემი შესვლის ჯერი ხომ არ დამდგა-
რა··მეთქი და მაშინვე დამიდასტურა, შედიო, ფეხშიშველამ
ზღურბლს გადავაბიჯე, ტანსაცმელი ჩემი წინამორბედის ნივთების
გვერდით მერხზე დავაწყე, ფეხსაცმელები მერხის ქვეშ შევალაგე,
გახამებული პერანგიც გავიხადე, სათუთად დავკეცე და ჩემს გარდე-
რობს მივუმატე. შემდეგ ყურთასმენად ქცეული დაველოდე მომდევ-
ნო განკარგულებებს.
დაძაბულობისგან ტანში მამტვრევდა, გული უწესრიგოდ მიცემ-
და და ასე მეგონა, სახე სისხლისგან დაწრეტილი მაქვს-მეთქი. მაგ-
რამ ამავე დროს გულში ისეთი სიხარულის გრძნობა შემეპარა, რომ
მის ასაწერად სიტყვები არ მყოფნის. დიდი ხნის მერე, სადღაც, ეპიგ-
რაფის, თუ რაღაც ნაწყვეტის სახით, ციხეში წიგნის კითხვისას თუ გა-
ზეთის ფურცვლაში, მოკლედ, ერთხელ სადღაც შემხვდა მოსაზრება
თუ სენტენცია, თითქოს ბუნებისგან მონიჭებული მდგომარეობა, ანუ
სიშიშვლე, ადამიანებს ათანაბრებს და შიშველ სულიერთა შორის
აღარ იგრძნობოდეს არავითარი იერარქია და უთანასწორობა. ეს
დებულება, რომელმაც მყისვე ჩემი გულისწყრომა გამოიწვია, პლე-
ბოსს იქნებ ძალიანაც მოეწონოს და ესიამოვნოს, მაგრამ სინამდვი-
ლეში ამაში სიმართლის ნატამალი არ ურევია, მის გასაბათილებ-
ლად სწორედ ის შეიძლება ითქვას, რომ ნამდვილი და ჭეშმარიტი
იერარქია სწორედ პირველყოფილ მდგომარეობაში წარმოიშვა და
სიშიშვლე მხოლოდ იმდენად შეიძლება იყოს სამართლიანი, რამ-
დენადაც იგი ადამიანთა მოდგმის ბუნებრივ, უსამართლო დაყოფა-

104
ში კეთილშობილთა მხარეს იჭერს. ამას ადრევე მივხვდი, სახელ-
დობრ, მაშინ, როცა ჩემმა ნათლია შიმელპრისტერმა ჯიშიანობის
ნიმუშად ტილოზე გრძნეული ხელით გამოსახა ჩემი სხეული, ან
თუნდაც მაშინ, როცა ადამიანი თავის ყველა პირობითობას იხსნის
და თავის პირვანდელი სახით გვევლინება, მაგალითად, საერთო
აბანოში. ასე რომ, იმ წუთში სიხარულმა და სიამაყემ შემიპყრო,
რომ მაღალი კოლეგიის წინაშე შეცდომაში შემყვანი მათხოვრული
ტანსაცმლით კი არა, ხალასი სახით წარვდგებოდი.
მოსაცდელი ვიწრო, ღია მხრიდან სხდომათა დარბაზს ებჯინებო-
და, მართალია, მისი ფანერის კედელი შესამოწმებელი არენის და-
ნახვას მიშლიდა, მაგრამ სიტყვა-სიტყვით შემეძლო მომესმინა, რაც
იქ ხდებოდა. მესმოდა განკარგულებები, შტაბის ექიმი რეკრუტებს
რომ აძლევდა, აქეთ–იქით ეტრიალათ და კომისიას ყოველი მხრი-
დან დანახვებოდნენ, მესმოდა ექიმის მოკლე შეკითხვები და ერთ-
ერთი წვევამდელის პასუხი, მისი უნიათო ბუტბუტი ფილტვების ან-
თებაზე, რაც მის საკმაოდ გამჭვირვალე ჩანაფიქრს ამხელდა და მი-
ზანს კი ვერ აღწევდა, რადგან საპასუხოდ გაისმა მოჭრით ნათქვამი,
ვარგისი ბრძანდებითო. ვერდიქტი ახლა სხვა ხმამ გაიმეორა, ამას
მოჰყვა სხვა განკარგულებანი, მერე გავიგონე ბრძანება, თავისუფა-
ლი ხართო, მომესმა ფეხების ტყაპატყუპი და სულ მალე სამსა-
ხურისთვის ვარგისად ცნობილი წვევამდელი ჩემს გვერდით აღ–
მოჩნდა: ამ მხრებჩამოყრილ ყმაწვილს ტანზე ხორცი არ ესხა, ყელ-
ზე ჩამუქებული რკალი მოუჩანდა, მკლავებზე ყვითელი ლაქები ემ-
ჩნეოდა და დაკორძილი მუხლები და დიდრონი, წითელი ტერფები
ჰქონდა. ამ სივიწროვეში ძლივს ავერიდე, რომ არ მივკარებოდი და
რაკი იმავე წუთს დუდღუნა და თან მკვახე ხმამ ჩემი გვარი დაასახე-
ლა, ასისტენტმა ოფიცერმაც შემოჰყო თავი და ხელიც დამიქნია, ფა-
ნერის კედლებიანი მოსაცდელიდან გამოვედი, ხელმარცხნივ შევ-
ტრიალდი და ვითომ უპრეტენზიო, მაგრამ მაინც ღირსეული ნაბიჯე-
ბით იქითკენ გავემართე, სადაც ექიმი და კომისია მელოდებოდნენ.
ასეთ წუთებში ადამიანი ბრმაა და მეც მხოლოდ ბუნდოვნად ჩამ-
რჩა აღელვებულ და თან დანისლულ გონებაში ჩემს თვალწინ გადა-

105
შლილი სცენა; ხელმარჯვნივ მოგრძო მაგიდა ირიბად ჭრიდა ოთა-
ხის კუთხეს, მაგიდას ბევრნი უსხდნენ – ზოგი წინგადახრილი, ზოგი
საზურგეს მიყრდნობილი იჯდა, ზოგს სამხედრო ფორმა ეცვა, ზოგს
სამოქალაქო ტანსაცმელი. მაგიდის მარცხენა მხარეს წელში გა-
მართული იდგა ექიმი და მის სახესაც ბუნდოვნად ვხედავდი, მით
უმეტეს, რომ იგი ფანჯრისკენ ზურგშექცეული იდგა, მე კი, შინაგა-
ნად განადგურებული, ჩემკენ მოპყრობილი ამდენი თვალის წინაშე
შიშველი, პატივაყრილი რომ ვიდექი, სიზმარში მეგონა თავი და ისე-
თი გრძნობა დამეუფლა, თითქოს ყველასგან და ყველაფრისგან
განცალკევებული, ამაღლებული, უსახელო, უასაკო, თავისუფალი,
წმინდა ვიყავი, ცარიელ ოთახში დავფარფატებდი და ის შეგრძნება
უსიამოვნოდ კი არა, მეხსიერებაში ძალიან ტკბილად მაქვს ჩარჩე-
ნილი. მერე რა, რომ ვთრთოდი, პულსი ძლიერად და უწესრიგოდ
მიცემდა, სამაგიეროდ, სულიერად, თუ ფხიზლად არა, სავსებით
მშვიდად მაინც ვიყავი და რასაც მას შემდეგ ვამბობდი ან ვაკეთებ-
დი, თითქოს უჩემოდ, ჩემდა გასაოცრად, თავისთავად და ბუნებრი-
ვად ხდებოდა: როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე ხანგრძლივი
ვარჯიშისა და მყოფადში კეთილსინდისიერი ჩაღრმავების შედეგად,
საჭირო მომენტში რაღაც მთვარეულისებურ-შუალედური წარმოიქ-
მნება ქცევასა და მოვლენას, მოქმედებასა და ტანჯვას შორის, რაც
თითქმის აღარ მოითხოვს ჩვენს ყურადღებას, სახელდობრ, სულ
უფრო და უფრო ნაკლებად მოითხოვს, ვინაიდან სინამდვილე მეტ-
წილად გაცილებით მცირე მოთხოვნებს გვიყენებს, ვიდრე ჩვენ მო-
ველით, ამიტომ იმ ადამიანს ვემსგავსებით, კბილებამდე შეიარაღე-
ბული რომ მიდის ომში, გამარჯვების მოსაპოვებლად კი ერთადერ-
თი იარაღი სჭირდება. ვისაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედი აქვს,
ის ყველაზე დიდი სიძნელისათვის ემზადება, რათა იოლი დაბრკო-
ლება კიდევ უფრო თავისუფლად გადალახოს და უხარია, როცა გა-
მარჯვების მოსაპოვებლად მხოლოდ ყველაზე სათუთი და უხმაურო
ხერხების გამოყენება დასჭირდება, რადგან უხეში და მყვირალა
ხერხები თვითონაც ეჯავრება და მათ მხოლოდ უკიდურესი გაჭირვე-
ბისას თუ მიმართავს.

106
– ეს ერთწლიანი გახლავთ, – მაშინვე მომესმა კომისიის რომე-
ლიღაც წევრის დაბალი და კეთილმოსურნე ხმა და მაშინვე უსიამოდ
მომხვდა ყურში სხვა, დუდღუნა და თან მკვახე ხმით ნათქვამი შეს-
წორება, ესეც ჩვეულებრივი რეკრუტიაო.
‒ ახლოს მოიწით! ‒ მითხრა შტაბის ექიმმა. მას კიკინა, საკმაოდ
სუსტი ხმა ჰქონდა. მე მაშინვე დავემორჩილე, სულ ახლოს დავუდე-
ქი და ოდნავ სულელური, მაგრამ არცთუ უსიამოვნო ხმით მტკიცედ
მივუგე, სამსახურისთვის სავსებით ვარგისი გახლავართ-მეთქი.
– ეგ თქვენი განსასჯელი არ გახლავთ! ‒ ნაწყენი ხმით მიპასუხა
ექიმმა, კისერი წაიწვდინა და სწრაფად გადააქნია თავი.
– გვიპასუხეთ, რასაც გეკითხებიან და საკუთარი შენიშვნებისგან
თავი შეიკავეთ! ‒ დასძინა მან.
– მესმის ბატონო მთავარო ექიმო, – წყნარად ვუპასუხე მე, თუმ-
ცა მშვენივრად ვიცოდი, რომ იგი მხოლოდ შტაბის უფროსი ექიმი
იყო, და თან შემკრთალი მზერა შევაგებე. ამჯერად უფრო კარგად
შევძელი მისი შეთვალიერება. გამხდარ ტანზე სამხედრო ფორმა
მოჩაჩულად ადგა. სახელოები ლამის იდაყვებამდე გადაეკეცა, მაგ-
რამ მაინც ისე გრძელი ჰქონდა, რომ ხელის თითებიღა მოუჩანდა.
ვიწრო და მეჩხერი წვერი, ისეთივე მუქი, მაგრამ გაურკვეველი ფე-
რისა ჰქონდა, როგორც ყალყზე დამდგარი თმა, წვერი სახეს უგრძე-
ლებდა, მაგრამ დაბჩენილი პირი, ჩაცვენილი ლოყები და ჩამოვარ-
დნილი ქვედა ყბა ამ შთაბეჭდილებას კიდევ უფრო აძლიერებდა. ჩა-
წითლებულ თვალებზე ვერცხლის ჩარჩოიანი პენსნე ეკეთა, მაგრამ
პენსნეს შუშა ცალ უპეში ისე ჰქონდა ჩაჭედილი, რომ ჩარჩო სულ
აღარ მოუჩანდა, მეორე შუშა კი თვალისგან მოშორებით, ჰაერში
ეკიდა.
ასეთი იყო შესახედავად ჩემი პარტნიორი, იგი ჩემს ნათქვამზე
გაიკრიჭა და თან ალმაცერად გახედა მაგიდასთან მსხდომ კომისი-
ას.
–ასწიეთ მკლავები! დაგვისახელეთ თქვენი სამოქალაქო საქ-
მიანობა! – მიბრძანა მან და მაშინვე თერძივით მომადო მკერდსა და
ზურგზე თეთრ ციფრებიანი, მწვანე სანტიმეტრი.

107
– ვაპირებ გავიკეთო სასტუმროს მოსამსახურის კარიერა.
– სასტუმროს მოსამსახურის კარიერა? მაშ, აპირებთ, არა? მაინც
როდის?
– მე და ჩემიანებმა მოვილაპარაკეთ, რომ ამ საქმიანობას
შევუდგები სამხედრო სამსახურის მოხდის შემდეგ.
– ჰმ, თქვენიანებზე მე არაფერი მიკითხავს. მაინც ვინ არიან
თქვენიანები?
‒ პროფესორი შიმელპრისტერი, ჩემი ნათლია, და დედაჩემი,
შამპანური ღვინოების ფაბრიკანტის ქვრივი·
‒ გასაგებია, გასაგებია, შამპანური ღვინოების ფაბრიკანტის
ქვრივი. ამჟამად რას აკეთებთ? ნერვიული ხართ? რატომ გიტოკავთ
მხარი?
მართლაც, რაც აქ ვიდექი, ნახევრად გაუცნობიერებლად და ასე
ვთქვათ, ექსპრომტად, დავიწყე არცთუ დაჟინებით, მაგრამ ხშირ-
ხშირად მხრის შეტოკება, რატომღაც ვიფიქრე, რომ ეს რაიმეში გა-
მომადგებოდა. კითხვაზე შეფიქრიანებულმა ვუპასუხე.
– არა, ნერვიული ხომ არა ვარ-მეთქი, ეს კითხვა არასოდეს დამ-
ბადებია.
‒ მაშინ გააჩერეთ მხარი!
‒ დიახ, ბატონო მთავარო ექიმო, ‒ დარცხვენით მივუგე და იმ-
წამსვე ისევ შევატოკე მხარი, მაგრამ თითქოს აღარც შეუმჩნევია.
– მე მთავარი ექიმი არა ვარ, – მკვახედ დამიკიკინა მან და წინ
წაწვდილი თავი ისე მაგრად გადაიქნია, რომ პენსნე კინაღამ ჩამოუ-
ვარდა. პენსნეს მარჯვენა ხელის ხუთივე თითი მიაშველა და გაის-
წორა, მაგრამ მარცხის მთავარი მიზეზისთვის ყურადღება არ მიუქ-
ცევია და თავი ისევ წინწამოწვდილი დარჩა.
‒ გთხოვთ მაპატიოთ, – წყნარა·დ და დარცხვენით ვუთხარი მე.
‒ მიპასუხეთ შეკითხვებზე.
უმწეოდ, დაბნეულივით მიმოვიხედე ირგვლივ და მავედრებელი
თვალები კომისიის წევრებს სათითაოდ მივაპყარი, რომელთა პო-
ზაშიც თითქოს ერთგვარი თანაგრძნობა და ინტერესი ამოვიკითხე.
ბოლოს უსიტყვოდ ამოვიოხრე.

108
‒ მე თქვენს დღევანდელ საქმიანობაზე გკითხეთ·
– დედას ვეხმარები მაინის ფრანკფურტში მოზრდილი პანსი-
ონის თუ სასტუმროს შენახვაში, – შეკავებული სიხარულით მაშინვე
ვუპასუხე მე.
– ყოჩაღ, ყოჩაღ, – ირონიულად მომიგო მან.
‒ აბა ჩაახველეთ! – მიბრძანა მაშინვე, რადგან ამასობაში შავი
ტეტოსკოპი დამადო და უკვე წაკუზული უსმენდა ჩემს გულისცემას.
მე ხშირ-ხშირად, ძალით უნდა მეხველებინა, სანამ ექიმი თავის
ხელსაწყოს ჩემს სხეულზე დაატარებდა. შემდეგ სასმენ მილს პატა-
რა ჩაქუჩი შეანაცვლა, რომელიც იქვე პატარა მაგიდიდან აიღო და
კაკუნზე გადავიდა.
– მძიმე ავადმყოფობა ხომ არაფერი გადაგიტანიათ? – კაკუნსა
და კაკუნს შორის მკითხა მან.
მე ვუპასუხე:
– არა, ბატონო სამხედრო ექიმო! მძიმე არაფერი! რამდენადაც
ვიცი, სავსებით ჯანმრთელი გახლავართ, თუ ჩემი ჯანმრთელობის
უმნიშვნელო რყევას არ მივიღებთ მხედველობაში, ჯარის ყოველ-
გვარ სახეობაში გამოვდგები.
‒ გაჩუმდით! – მითხრა მან, მოსმენა უცებ შეწყვიტა და წაკუზულ-
მა მრისხანედ ამომხედა ქვემოდან. – თქვენი ვარგისიანობის დად-
გენა მე მომანდეთ და ზედმეტს ნუ ლაპარაკობთ, განუწყვეტლივ
ზედმეტს ლაპარაკობთ! – გაიმეორა მან, გასინჯვა დაასრულა, წელ-
ში გაიმართა და ცოტა უკან დაიხია,
– ენას რომ ვერ იკავებთ, ეს უკვე დიდი ხანია შეგამჩნიეთ. რა
გჭირთ? რომელ სკოლებში სწავლობდით?
‒ რეალური სასწავლებლის ექვსი კლასი მაქვს გავლილი, – მი-
ვუგე წყნარად, ვითომ შეწუხებულმა, რომ შევაცბუნე და შევაწუხე.
– რატომ შვიდივე არა?
მე თავი ჩავკიდე და ქვემოდან ისე ამოვხედე, რომ ეს მზერა უფ-
რო მეტყველი უნდა ყოფილიყო და მსმენელს შიგ გულში უნდა მოხ-
ვედროდა. „რატომ მაიძულებ ვილაპარაკო? ნუთუ ვერ ხედავ, არ
გესმის და ვერ გრძნობ, რომ მე სათუთი და სხვანაირი ბიჭი ვარ, და

109
ჩემი თავაზიანი საქციელით ღრმა ჭრილობებს ვმალავ, ჩემთვის მუ-
ხანათ ცხოვრებას რომ მოუყენებია? განა მგრძნობიარე კაცი გეთ-
ქმის, რომ მაიძულებ, ამდენი პატივსაცემი ადამიანის წინაშე ჩემი
შერცხვენა გავამხილო?“ ამას ამბობდა ჩემი მზერა; და დამიჯერე,
ჩემო განმსჯელო მკითხველო, სულაც არ ვცრუობდი, თუმცა იმ წუთ-
ში ჩემი ტანჯული მზერა წინასწარ გათვლილი და გამიზნული მქონ-
და, ტყუილი და პირფერობა მაშინ შეგეტყობა, როცა ყალბი
შეგრძნების გამოხატვას შეეცდები, როცა ტყუილში სიმართლის ნა-
ტამალი არ ურევია და ჭეშმარიტი ცოდნა არ უდგას უკან, მაშინ მას
უეჭველად მოჰყვება სავალალო შედეგი და მანჭიაობასა და უნიჭო
თამაშს დაემსგავსება. მაშ, რატომ არ უნდა გვქონდეს უფლება, სა-
ჭიროების დროს გონივრულად გამოვიყენოთ ჩვენი ძვირად შეძენი-
ლი გამოცდილება? სწრაფად, სევდიანად და საყვედურით გამოხატა
ჩემმა მზერამ ცხოვრების სისასტიკესთან და უსამართლობასთან
წილნაყარობა. შემდეგ ღრმად, ამოვიოხრე.
– გვიპასუხეთ! - მითხრა უფროსმა ექიმმა შედარებით რბილად.
შინაგანი ჭიდილი დავძლიე და ყოყმანით ვუპასუხე:
‒ ჩამოვრჩი და სკოლის კურსის დამთავრება ვეღარ შევძელი,
ავადმყოფობის გამო ხშირად მიწევდა ლოგინში წოლა და გაკვეთი-
ლების გაცდენა. თან ჩემს პატივცემულ მასწავლებლებს ჩემი უყუ-
რადღებობა და სიზარმაცე სულ სასაყვედუროდ ჰქონდათ, რაც კი-
დევ უფრო მთრგუნავდა და მაბეჩავებდა, მით უმეტეს, რომ ბრალი
არაფერში მიმიძღოდა და სწავლას აგდებულად არ ვეკიდებოდი,
მაგრამ ძალიან ხშირად გამომრჩებოდა ხოლმე რამე, ან არ მესმო-
და, ან ვერ აღვიქვამდი, კლასში რა მასალას გვიხსნიდნენ, რა საში-
ნაო დავალებებს გვაძლევდნენ, მერე მოცემულ დავალებას არ ვას-
რულებდი, არ ვიცოდი, თუ რაიმე გვქონდა მოცემული და არა იმი-
ტომ, რომ გარეშე და უწესო ფიქრებში ვყოფილიყავი გართული,
არა, უბრალოდ, იმ წუთებში თითქოს კლასში არც ვიყავი, როცა და-
ვალებებს გვაძლევდნენ, ეს მასწავლებლების გულისწყრომას იწ-
ვევდა და ისინიც მკაცრ ზომებს მიმართავდნენ, მაგრამ ჩემი დიდი...
აქ სიტყვები შემომაკლდა, დავიბენი, გავჩუმდი და მხრების უცნაურ

110
ტოკვას მოვუმატე.
– სდექ! ‒ მითხრა ექიმმა, – ყურთასმენა ხომ არ გაკლიათ? აბა
ცოტა იქით დადექით! გაიმეორეთ, რასაც გეტყვით! ‒ მიბრძანა მან
და მკაფიოდ, ოღონდ ჩურჩულით მოჰყვა თვლას, თან პირს სასაცი-
ლოდ მანჭავდა და წვერიც სასაცილოდ უთამაშებდა. ცხრამეტი, ოც-
დაშვიდი, ზუსტად, აუღელვებლად და დაუხანებლად ვიმეორებდი
მეც მის კვალდაკვალ, რადგან ყველა გრძნობა და მათ შორის სმენა,
საშუალო კი არა, ზედმიწევნით მახვილი და ფაქიზი მქონდა და სუ-
ლაც არ მიფიქრია, ეს დამემალა. მესმოდა და ვიმეორებდი სამნიშნა
რიცხვებს, რომლებსაც ექიმი ამჯერად ძლივს გასაგონად წარმოთ-
ქვამდა ეტყობა, ჩემმა უნარმა ისე დაატყვევა, რომ ცდა კიდევ უფრო
გააფართოვა. მე ოთახის შორეულ კუთხეში გამგზავნა რომ ექვსი-
შვიდი მეტრის მანძილიდან ტუჩების ოდნავი შერხევით უკვე ოთ-
ხნიშნა რიცხვები ეკარნახა და პირმოკუმული კომისიის წევრებს
თვალს უქნევდა, რამდენჯერაც მე ნახევრად ინტუიციით, ლამის მო-
კუმული ტუჩებით ნათქვამ რიცხვს სწორად გავიმეორებდი.
‒ კარგი, – თქვა ბოლოს მოჩვენებითი გულგრილობით ექიმმა ‒
სმენა კარგი გაქვთ ისევ აქეთ მობრძანდით და ერთი კარგად აგვი-
წერეთ, რაში გამოიხატებოდა თქვენი შეუძლოდ ყოფნა, სკოლას ასე
ხშირად რომ აცდენდით.
ხალისით დავემორჩილე და ახლოს მივედი.
– ჩვენი შინაური ექიმი, – მოვუგე მე, – სანიტარული მრჩეველი
დიუზინგი ჩემს ავადმყოფობას მიგრენს ეძახდა.
– მაშ, თქვენ შინაური ექიმი გყავდათ, სანიტარული მრჩეველი
იყოო, თქვით არა? და იგი, მიგრენი გჭირთო გეუბნებოდათ. მაინც
როგორ გეწყებოდათ ეს თქვენი მიგრენი? აგვიწერეთ შეტევის სურა-
თი! თავის ტკივილით გეწყებოდათ?
– თავის ტკივილით! – მივუგე ვითომ გაოცებულმა და პატივის-
ცემით შევაჩერდი. – თავიც მტკიოდა და ყურებიც მიბჟუოდა, მთავა-
რი კი ის იყო, რომ ნაღველი და შიში ამიტანდა, მთელი სხეულით
მოვეშვებოდი და მერე ისეთი კრუნჩხვა და ღებინება ამიტყდებოდა,
რომ ლოგინზე ვეღარ ვმაგრდებოდი...

111
– კრუნჩხვა და ღებინება ერთად? – მკითხა მან. ‒ სხვა კრუნჩხვე-
ბი არა?
– არა, სხვა ნამდვილად არა, – ბეჯითად განვუცხადე მე.
– ყურებიც ხომ გიბჟუოდათ?
– დიახ, ყურები ხშირად მიბჟუოდა.
– როდის გეწყებოდათ ხოლმე შეტევა? რაიმე მღელვარება უძ-
ღოდა წინ? განსაკუთრებული მიზეზი იყო, თუ...
– თუ არ ვცდები, -- ყოყმანით წამოვიწყე მე და თან ფრთხილად
მიმოვიხედე, ‒ ზოჯერ შეტევა სკოლაში სწავლის პერიოდში, სწო-
რედ მაშინ მეწყებოდა ხოლმე, როცა კლასში უსიამოვნება შემემ-
თხვეოდა, მაგალითად, ისეთი უსიამოვნება, მე რომ გიამბეთ...
– აი, ზოგი რამ რომ არ გესმოდათ, თითქოს იქ არც ყოფილიყა-
ვით, არა?
– დიახ, ბატონო მთავარო ექიმო.
– ჰმ, – თქვა მან, – ერთი დაფიქრდით და გულახდილად გვითხა-
რით, ხომ არ შეგიმჩნევიათ რაიმე ნიშანი, რომელიც სისტემატურად
უძღოდა წინ და გაუწყებდათ იმ შეტევის დაწყებას, როცა ვეღარ
გრძნობდით, სად იმყოფებოდით. ნუ გეშინიათ! დასძლიეთ სავსე-
ბით გასაგები რიდი და თავისუფლად გვიამბეთ, რაიმე ამდაგვარი
თუ შეგიმჩნევიათ!
ექიმს შევხედე, შემდეგ კარგა ხანს თვალებში ვუყურებდი და თან
მძიმედ, ნელ-ნელა და ასე ვთქვათ, მწარედ ჩაფიქრებული ვუქნევდი
თავს.
– დიახ, ხშირად უცნაურად მიგრძნია თავი, მიგრძნია და სამწუ-
ხაროდ, ახლაც ასევე ვარ, – ვთქვი ბოლოს წყნარად და ფიქრიანად.
– ზოგჯერ მგონია, თითქოს უეცრად ღუმელს ან ცეცხლს მივუახ-
ლოვდი-მეთქი, ჯერ გამიხურდება ფეხები, მერე სიმხურვალე ზემოთ
ამოდის და თან ქავილი და ფხანა ამიტყდება, ეს ყველაფერი საოც-
რად მიკვირს, მით უმეტეს, რომ ამავე დროს თვალიც მიჭრელდება,
ის ფერად-ფერადი წრეები ლამის ლამაზია, მაგრამ მაინც მაშინებს
ხოლმე; თუ ნებას დამრთავთ, ისევ ფხანა-ქავილი ვახსენო, ამ დროს
ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ტანზე ჭიანჭველები დაცოცავენო.

112
‒ ჰმ, და ამის შემდეგ იყო, ზოგი რამ რომ აღარ გესმოდათ, არა?
– დიახ, დიახ, ბატონო ლაზარეთის უფროსო! ჩემი თავისა მე
თვითონ არაფერი მესმის, ზოგჯერ სახლშიც ჩავვარდნილვარ უხერ-
ხულ დღეში, მაგალითად, სადილობისას უნებლიეთ კოვზი გამვარ-
დნია ხელიდან და სუფრა სუპით დამისვრია, დედა მერე გამჯავრე-
ბია, ამოდენა კაცი ჩვენი სტუმრების თანდასწრებით – ისინი კი მეტ-
წილად მსახიობები და სწავლულები არიან - ასე მოუხეშავად რატომ
მოიქეციო.
‒ მაშ, კოვზი გივარდებათ ხელიდან! და ამას მხოლოდ ცოტა ხნის
მერე ამჩნევთ! ერთი მითხარით, თქვენი შინაური ექიმისათვის, იმ
სანიტარული მრჩევლისა თუ რა ტიტულსაც ატარებს, არასოდეს გი-
ამბიათ ამ პატარა უწესივრობების ამბავი?
ამ კითხვაზე წყნარად და დაღვრემილი სახით ვუპასუხე, არა–
მეთქი.
– მერე და რატომ? – ჩამაცივდა იგი.
‒ იმიტომ რომ მრცხვენოდა, ‒ ბორძიკით ვუპასუხე მე‒ ჩემი გა-
საჭირი არავისთვის გამიმხელია, რადგან მეგონა, ეს ამბავი საიდუმ-
ლოდ უნდა შემენახა. თან იმედი მქონდა, დროთა განმავლობაში გა-
მივლის-მეთქი, არასოდეს არ მიფიქრია, ვინმეს ისე მივნდობოდი,
რომ გამემხილა, თავს ხშირად უცნაურად რომ ვგრძნობ ხოლმე.
‒ ჰმ, – თქვა მან და მეჩხერ წვერში დამცინავად აიბზუა ტუჩი. ‒
ალბათ ფიქრობდით, მაინც მიგრენად ჩამითვლიან, რაც არ უნდა
ვთქვაო, თქვენ, მგონი, თქვით, რომ მამათქვენი არყის მხდელი იყო,
არა? – დასძინა მან.
‒ დიახ, ·უფრო სწორად, რაინზე შუშხუნა ღვინოების ფაბრიკა
ჰქონდა – თავაზიანად მივუგე ექიმს, თან დავუდასტურე და თან შე-
ვუსწორე ნაქვამი.
– სწორია, შუშხუნა ღვინოების ფაბრიკა! ესე იგი, მამათქვენი
ღვინის მცოდნე იქნებოდა, არა?
– დიახ, ბატონო შტაბის ექიმო! ‒ მხიარულად დავუდასტურე მე
და კომისიის წევრებსაც გამოცოცხლება დაეტყოთ, – დიახ, კარგი
მცოდნე იყო.

113
– მაშ არც უჟმური კაცი იქნებოდა, გადაკვრაც ეყვარებოდა, რო-
გორც იტყვიან და მოქეიფეც იქნებოდა, არა?
– მამაჩემი, ჩემი ღრმა რწმენით, სიცოცხლით სავსე კაცი იყო, –
ქარაგმულად და, ცოტა არ იყოს, ნაკლები რიხით მივუგე მე.
– გასაგებია, გასაგებია, რით გარდაიცვალა?
გავჩუმდი, ერთი შევხედე და ისევ ჩავღუნე თავი, მერე კი ხმაშეც-
ვლილმა ვუპასუხე:
– ბატონ ექიმს ვთხოვ, ამ კითხვაზე პასუხი არ გამაცემინოს...
– ჩვენთან დასამალი არაფერი გაქვთ! – მკაცრად დამიკიკინა
მან. – იმას გეკითხებით, რაც საჭიროა, თქვენს მონაცემებს მნიშვნე-
ლობა აქვს, თქვენივე ინტერესებისათვის გაფრთხილებთ, არ დაგ-
ვიმალოთ მამათქვენის გარდაცვალების ნამდვილი მიზეზი.
– იგი საეკლესიო წესით მივაბარეთ მიწას, ‒ ვთქვი და მღელვა-
რებისაგან გული ისე შემეკუმშა, რომ უთავბოლოდ განვაგრძე, –
შემიძლია საბუთები და ცნობა წარმოგიდგინოთ, რომ ნამდვილად
საეკლესიო წესით დავკრძალეთ, ისიც შემიძლია დაგისაბუთოთ,
რომ კუბოს რამდენიმე ოფიცერი და პროფესორი შიმელპრისტერი
მიაცილებდა, თვით სასულიერო მრჩეველმა შატომ აღნიშნა თავის
სამგლოვიარო სიტყვაში, ‒ ცხარედ განვაგრძე მე, – რომ რევოლ-
ვერი უცაბედად გავარდა, როცა მამაჩემმა გასაწმენდად აიღო ხელ-
ში, მას ხელი აუკანკალდა, რადგან იმ ხანებში დიდი უბედურება
გვეწვია და ანერვიულებული იყო, დიახ, ასე მოხდა ეს ამბავი... ‒
უბედურება გვეწვია-მეთქი, ვთქვი და აღელვებულმა ზედ კიდევ მა-
ღალფარდოვანი და ხატოვანი გამოთქმა დავურთე, უბედურებამ
თავის მსახვრალი ხელით მოგვიკაკუნა კარზე-მეთქი და თვალსაჩი-
ნოების მიზნით ჰაერში მოკაკული თითით დავაკაკუნე, ‒ მამაჩემი
ბოროტი ადამიანების ბადეში გაიხლართა, იმ სისხლისმსმელებმა
ყელი გამოსჭრეს, ყველაფერი გაგვიყიდეს და გაგვაჩანაგეს... მი-
ნის... ქნარი, – უაზროდ ვბურტყუნებდი და ვიგრძენი, რომ ფერი წა-
მივიდა, რადგან მთავარი ავანტიურისტული ჩანაფიქრი ახლა უნდა
განმეხორციელებინა, ‒ ეოლოს... ჯა...‒ამოვთქვი და იმავე წუთში
აი, რა დამემართა: სახე მომეგრიხა, მაგრამ ეს სიტყვა არაფერს გვე-

114
უბნება.სახე სხვანაირად, ისე საშინლად მომეგრიხა, რომ არავითარ
ადამიანურ ტკივილს, მხოლოდ ეშმაკის ხელსა და ძალას თუ შეეძ-
ლო ადამიანის ასე დამახინჯება. სახის ნაკვთები, ამ სიტყვის სრული
მნიშვნელობით, ოთხივ კუთხით, ზევით და ქვევით, მარჯვნივ და
მარცხნივ გაიწელა და იმწამსვე ისევ შეიჭმუხნა და შეიკუმშა; საზიზ-
ღარმა, ცალფა გაკრეჭამ ჯერ მარცხენა ლოყა ჩახია და მერე მარ-
ჯვენა, იმავე მხარეს თვალი საზარლად ჩაიჭუტა, მეორე თვალი კი
ისე უსაშველოდ გაფართოვდა, რომ მართლა შემეშინდა, ფოსოდან
არ ამომივარდეს-მეთქი და ნამდვილად შეიძლებოდა ასეც მომხდა-
რიყო, ნამდვილად შეიძლებოდა! თუნდაც ამომვარდნოდა, იმ წუთ-
ში მის სალოლიავოდ არ მეცალა. თუკი ამ არაბუნებრივ მიმიკას
მაყურებელში შეეძლო ის უკიდურესი გაოგნება გამოეწვია, რასაც
შეძრწუნებას უწოდებენ, ეს ჯერ მხოლოდ შესავალი და დასაწყისი
იყო მანჭვა-გრეხის იმ ჭეშმარიტად ჯადოქრული თამაშისა, გრიმასე-
ბის იმ ჭიდილისა, რომელიც მომდევნო წამებში ჩემს ახალ-
გაზრდულ სახეზე გათამაშდა, ჩემი ნაკვთების ფერიცვალება სათი-
თაოდ რომ განვიხილოთ, დაწვრილებით რომ აღვწეროთ, რა საზა-
რელ ფორმას იღებდა ჩემი პირი, ცხვირი, წარბები და ლოყები, ერ-
თი სიტყვით, სახის ყოველი ნაკვთი, თან ისე, რომ არცერთი მახინჯი
ფორმა არ მეორდებოდა, ამას დიდი დრო დასჭირდებოდა. მხო-
ლოდ ერთს ვიტყვი, რომ ის სულიერი პროცესები, რომლებიც ოდ-
ნავ მაინც მიუდგებოდა ამ ფიზიონომიურ ფენომენს, ასეთი გიჟური
მხიარულების, უკიდურესი გაოცების, ავხორცობის, არაადამიანური
თვითგვემის გამოვლინებასა და კბილების გაშმაგებულ კრაჭუნს,
არასგზით არ შეიძლებოდა ამქვეყნიური ყოფილიყო, ისინი მხო-
ლოდ ინფერნალური სამყაროს კუთვნილი შეიძლებოდა ყოფილიყ-
ვნენ, სადაც ჩვენი მიწიერი ვნებანი უზარმაზარ მასშტაბებს იძენენ
და საზარელი ფორმით ისხამენ ხორცს. იქნებ ეს აფექტები, სახეზე
რომ გვეხატება, ჩვენდა გაუცნობიერებლად მართლა ჩვენსავე სულ-
ში იბადება? ამ დროს არც ჩემი სხეული დარჩენილა უძრავად, თუმ-
ცა ადგილიდან ფეხი არ მომიცვლია. თავი კისერზე ისე ბრუნავდა,
ხანდახან კეფა წინ მომექცეოდა, თითქოს ჩემს სხეულში ჩასახლებ-

115
ული რაღაც ძალა კისრის მოტეხას მიპირებსო. მხრები და მკვლავე-
ბი თითქოს სახსრებიდან ამომვარდნოდეს, თეძოები მეგრიხებოდა,
მუხლები ერთმანეთში მეხლართებოდა, მუცელი ჩამივარდა, ხოლო
ნეკნები, გეგონებოდათ, კანს საცაა გამოარღვევენო; ფეხის თითები
დამეკრუნჩხა, თითზე სახსარი აღარ შერჩა, რომ ფანტასტიკური
ბრჭყალებით არ მომგრეხოდა და აი, ასეთ ჯოჯოხეთურ წამებაში
დავყავი წუთის ორი მესამედი მაინც.
ამ უსაშველოდ გაჭინაურებული დროის განმავლობაში უგონოდ
ვიყავი, ყოველ შემთხვევაში ის მაინც აღარ მახსოვს, ჩემს ირგვლივ
რა ხდებოდა. უხეში შეძახილები თითქოს შორიდან სწვდებოდა
ჩემს ყურს, მაგრამ ძალა არ მყოფნიდა რაიმე შემესმინა. გონს მხო-
ლოდ სკამზე მოვედი, რომელიც შტაბის უფროს ექიმს შემოეშველე-
ბინა და კინაღამ სასულეში გადამცდა დიდი ხნის ნადგომი თბილი
წყალი, ეს ფორმიანი სწავლული პირში დიდი მონდომებით რომ
მასხამდა. კომისიის რამდენიმე წევრი ფეხზე წამომხტარიყო, მწვანე
მაუდ გადაფარებულ მაგიდას დაჰყრდნობოდნენ და შეჭმუხნილი
სახეებზე აღშფოთება და ზიზღი ეხატებოდათ. დანარჩენები თავიანთ
შეცბუნებას უფრო რბილად გამოხატავდნენ. შევხედე, ერთს ყურებ-
ზე ორივე ხელი როგორ მიეჭირებინა და თითქოს ჩემგან გადასდე-
ბიაო, სახე მასაც დამანჭული ჰქონდა; მეორეს მარჯვენა ხელის ორი
თითი ტუჩებზე მიედო და თვალებს სწრაფ-სწრაფად ახამხამებდა.
ჩემს ამბავს თუ იკითხავთ, ნორმალური იერი ისე სწრაფად არ დამ-
ბრუნებია, მაგრამ შეშინებულმა ირგვლივ მაინც მიმოვიხედე და შე-
ვეცადე არცთუ სასიამოვნო სცენა მალე დამესრულებინა, სკამიდან
წამოვდექი და ექიმის გვერდით სმენაზე დავდექი, რაც ჩემს სულიერ
მდგომარეობასს ალბათ ყველაზე ნაკლებად შეესაბამებოდა.
შტაბის ექიმმა უკან დაიხია, მაგრამ წყლით სავსე ჭიქა ჯერ კიდევ
ხელში ეჭირა.
– გონს მოხვედით? – მკითხა მან და ხმაში გაგულისებასთან ერ-
თად თანაგრძნობაც გამოერია...
‒ არის ბატონო სამხედრო ექიმო, ‒ მხედრულ კილოზე მივუგე
მე.

116
– გახსოვთ, ცოტა ხნის წინ რაც მოგივიდათ?
– უმორჩილესად გთხოვთ მაპატიოთ, ერთი წუთით ყურადღება
გამეფანტა.
– სიმართლე თუ გნებავთ, თქვენ არც თავიდან გემჩნეოდათ დი-
დი ყურადღება, ‒ მშრალად მითხრა შტაბის უფროსმა ექიმმა. – აქ
თავიდანვე აღელვებული მოხვედით? კომისიის დასკვნას განსაკუთ-
რებული მღელვარებით ხომ არ ელოდებოდით?
– დიახ, – მივუგე მე, – უნდა გამოგიტყდეთ, ძალიან დამწყდებო-
და გული, უარი რომ გეთქვათ, არ ვიცი, დედას როგორ შევხედავდი
თვალებში. მის სახლში მრავალ ოფიცერს გაუვლია და არმიელთა
მიმართ განსაკუთრებით თბილი გრძნობები ამოძრავებს. ამიტომაც
გულით უნდა, სამხედრო სამსახურში გამიწვიონ და იმედი აქვს, რომ
ეს არა მარტო ჩემს განათლებას, არამედ ჩემს შერყეულ ჯანმრთე-
ლობასაც წაადგება.
ექიმს, ეტყობა, ჩემი სიტყვებისთვის არავითარი ყურადღება არ
მიუქცევია და არც პასუხის ღირსად ჩაუთვლია.
‒ უვარგისად იქნას ცნობილი, ‒ თქვა მან და წყლიანი ჭიქა იმ
ტაბლაზე დადგა, სადაც მისი ხელსაწყოები: სანტიმეტრი, სტეტოს-
კოპი და ჩაქუჩი ელაგა: – ყაზარმა სამკურნალო დაწესებულება რო-
დია, – ზურგსუკან მესროლა მან და კომისიის წევრებს მიუბრუნდა.
– სამხედრო ვალდებულს, – განუცხადა მათ თავის კიკინა ხმით,
– ემართება ეპილეპტოიდური შეტევები, ეგრეთწოდებული ექვივა-
ლენტები, რაც სრულიად საკმარისია, რომ გამოირიცხოს მისი ვარ-
გისიანობა. ჩემი გამოკვლევის შედეგად ვასკვნი, რომ ეს არის სმის
მოყვარული მამის მემკვიდრეობის შედეგი, რომელმაც გაკოტრების
შემდეგ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პაციენტის საკ-
მაოდ უმწეო აღწერის მიხედვით, უეჭველია ეგრეთწოდებული აურის
მოვლენების არსებობა. ამას მოჰყვებოდა უგუნებობის შეგრძნებე-
ბი, რომელიც, როგორც მოისმინეთ, ზოგჯერ ლოგინად აგდებდა პა-
ციენტს, ხოლო ჩემს ბატონ კოლეგას (ამის თქმაზე თხელ ტუჩებზე
კვლავ მქისე დაცინვა გამოეხატა) მიგრენი ეგონა, მეცნიერული
ენით კი მას შეტევის შემდგომი დეპრესიული მდგომარეობა ეწოდე-

117
ბა. ამ ავადმყოფობისათვის განსაკუთრებითდამახასიათებელია პა-
ციენტისგან მისი გამოვლინების დაფარვა; გულღია ხასიათის მი-
უხედავად, როგორც მოვისმინეთ, იგი საიდუმლოდ ინახავდა თავის
მდგომარეობას, აღსანიშნავია, რომ ეპილეფსიით დაავადებული
მრავალი ადამიანის შეგნებაში დღემდე ცოცხლობს ძველთაგან შე-
მორჩენილი მისწრაფება მისტიკურ-რელიგიური ახსნა მოუძებნონ
ამ ავადმყოფობას. ჩვენთან წვევამდელი აღგზნებული და დაძაბული
გამოცხადდა. თავიდანვე დამაფიქრა მისმა ეგზალტირებულმა მეტ-
ყველებამ. მის ნერვიულ კონსტიტუციაზე მეტყველებდა აგრეთვე
უაღრესად არათანაბარი, თუმცა ორგანულად უზადო გულის მუშაო-
ბა და მხრის ტოკვა, რაც ეტყობა, უნებლიე გახლავთ. განსაკუთრე-
ბით საინტერესო სიმპტომად მიმაჩნია უაღრესად მახვილი სმენა,
რაც პაციენტმა შემდგომი დაკვირვებისას გამოამჟღავნა. არ გამოვ-
რიცხავ, სმენის არანორმალურ სიმახვილეს კავშირი ჰქონდეს იმ
საკმაოდ მძიმე შეტევასთან, რისი მოწმენიც ჩვენ გავხდით, შეტევა
კი ალბათ რამდენიმე საათის მანძილზე მზადდებოდა და მას ჩემმა
უსიამოვნო შეკითხვებმაც შეუწყო ხელი. მე თქვენ გირჩევთ, ‒ დაას-
რულა რა თავისი ნათელი და მეცნიერული გამოსვლა, ქედ-
მაღლურად, დაღლილი სახით გადმომხედა მან, –მე თქვენ გირჩევთ
კარგ ექიმს მიმართოთ, სამხედრო სამსახურისთვის კი უვარგისად
ხართ ცნობილი.
– დიახ, უვარგისად, ‒ გაიმეორა ჩემთვის უკვე ნაცნობმა დუდღუ-
ნა ხმამ.
გუნებაწამხდარი ვიდექი და ადგილიდან არ ვიძროდი.
– სამხედრო სამსახურიდან თავისუფალი ბრძანდებით, შეგიძ-
ლიათ წახვიდეთ, – გაისმა არცთუ თანაგრძნობითა და კეთილმო-
სურნეობით გამსჭვალული ის ბოხი ხმა, რომლის პატრონმაც თავი-
სი ფაქიზი ალღოს წყალობით ერთწლიანად ჩამთვალა.
ამ სიტყვების გაგონებაზე თითის წვერებზე ავიწიე, წარბები ვედ-
რების ნიშნად შევყარე და წარმოვთქვი:
– იქნებ ერთხელ კიდევ გვეცადა? იქნებ სალდათურ ცხოვრებას
გაეკაჟებინა ჩემი ჯანმრთელობა?

118
კომისიის რამდენიმე წევრს მხრები აუთახთახდა სიცილისაგან,
შტაბის უფროსი ექიმი კი უდრეკი და შეუვალი დარჩა...
‒ გიმეორებთ, ‒უხეშად მომიგდო მან, – ყაზარმა სამკურნალო
დაწესებულება არ გახლავთ. მიბრძანდით! ‒ დასძინა ბოლოს კიკი-
ნით.
– მიბრძანდით! -– გაიმეორა დუდღუნა ხმამაც და სხვა სახელი
და გვარი გამოიძახა. თუ არ ვცდები, ჩემს შემდეგ ვინმე ლატე გა-
მოიძახეს, რადგან უკვე „ლასის“ ჯერი დადგა და წინა პლანზე ერთი
ვიღაც მკერდ ბანჯგვლიანი მაწანწალა გამოვიდა. მე კომისიას თავი
დავუკარი, გასახდელში გავედი და სანამ ჩავიცვამდი, თავზე თანა-
შემწე უნტერ-ოფიცერი მადგა.
გახარებული ვიყავი, მაგრამ თავი სერიოზულად მეჭირა, თან
ძალ-ღონეც გამოცლილი მქონდა ადამიანურ შესაძლებლობებზე
აღმატებული გარჯისა და ტანჯვისაგან, შტაბის უფროსი ექიმის სიტ-
ყვებზეც ვფიქრობდი, ჩემთვის მოწერილ იმ საიდუმლოებით აღსავ-
სე სნეულებაზე თურმე წინათ რა შეხედულებები არსებულა, ამიტომ
თითქმის ყურს არ ვუგდებდი ამ თმაგაპოხილი და ულვაშდაკვარკნი-
ლი უნტერ-ოფიცრის გულკეთილ ლაყბობას და მისი უბრალო სიტყ
ვები გვიან გამახსენდა.
‒ მენანებით, ‒ მიყურებდა და მეუბნებოდა იგი, ‒ მენანებით,
კრულ, კრული ხართ, თუ რა გვარიცა ხართ! ნაღდი ბიჭი ხართ,
თქვენ სამხედრო სამსახურში დაწინაურდებოდით. კაცს მაშინვე ეტ-
ყობა, მისგან რაც გამოვა, მენანებით. ერთი შეხედვით შემიძლია
გითხრათ, რომ თქვენგან ჩინებული ჯარისკაცი დადგებოდა. ვინ
იცის, უარით რომ არ გამოესტუმრებინეთ, იქნებ ფელდფებელიც
გამხდარიყავით!
როგორც მოგახსენეთ, ეს გულკეთილი სიტყვები მხოლოდ მერე
მოსწვდა ჩემს ცნობიერებას და როცა სწრაფად მსრბოლავი ბორ-
ბლები უკვე შინისაკენ მიმაქროლებდნენ, ჩემთვის ვფიქრობდი,
მგონი, იმ კაცმა სიმართლე მითხრა-მეთქი; დიახ, რომ წარმოვიდ-
გინე, რა ჩინებულად, ბუნებრივად და მოხდენილად დამადგებოდა
ტანზე მუნდირი, რა სასიამოვნო შესახედავი ვიქნებოდი მთელი იმ

119
დროის მანძილზე, სანამ მუნდირი მეცმებოდა, ლამის სინანულმა
შემიპყრო, ყოფიერების ასეთ მოხდენილ ფორმასთან, ანუ იმ სამყა-
როსთან მისასვლელი გზები საკუთარი ხელით რომ დავიხშე, სადაც
ბუნებისგან დაწესებული რანგების ფაქიზად გარჩევა არავის შეეშ-
ლებოდა.
უფრო დადინჯებული განსჯის შემდეგ კი იმ დასკვნამდე მივედი,
რომ ზემოხსენებულ სამყაროში შესვლა ჩემის მხრივ მაინც უხეში
შეცდომა და წინდაუხედაობა იქნებოდა. მე ხომ მარსის ნიშნით არ
ვყოფილვარ დაბადებული, ყოველ შემთხვევაში იმ აზრით მაინც
არა, რასაც, ჩვეულებრივ, ამ სიტყვაში გულისხმობენ ხოლმე. მერე
რა, რომ ჩემს ახირებულ ცხოვრებას უპირატესად საბრძოლო სიმ-
კაცრე, თავდაჭერა და მუდმივი საფრთხე ახასიათებდა, მათი წინარე
და ძირითადი პირობა უპირველეს ყოვლისა, მაინც თავისუფლება
იყო, უხეშ, პრაქტიკულ სინამდვილესთან ერთად ჭაპანში ვერას-
გზით რომ ვერ შეებმებოდა, და თუმცა მერე ჯარისკაცურადაც მიც-
ხოვრია, მაინც სისულელე და გაუგებრობა იქნებოდა მეფიქრა, ბა-
რემ ჯარისკაცი ვყოფილიყავი-მეთქი. დიახ, თუკი საერთოთ შე-
იძლება გონებით შეაფასო და განსაჯო ისეთი უზენაესი სულიერი
მონაპოვარი, რასაც თავისუფლება ჰქვია, მაშინ შეიძლება ასე ით-
ქვას: იცხოვრე ჯარისკაცურად, ოღონდ ჯარისკაცი ნუ გერქმევა, ესე.
იგი, იცხოვრე ამ სიტყვის ხატოვანი და არა პირდაპირი გაგებით, თა-
ნაც გახსოვდეს, თავისუფლება სწორედ ისაა, მოიპოვო ასეთი მიმ-
სგავსებული ცხოვრების უფლება.

120
მეექვსე თავი

ამრიგად, მოვიპოვე, ჩემი აზრით, დავითის გამარჯვების ტოლ-


ფასი გამარჯვება და რაკი პარიზულ ჰოტელში ჩემი სამსახურის დრო
ჯერ კიდევ არ დამდგარიყო, კვლავ ფრანკფურტის ქუჩებს მივაშურე,
დავუბრუნდი რამდენიმე შტრიხით ზემოთ უკვე აღწერილ ყოფას, ესე
იგი, ცხოვრების ორომტრიალშიც კი ჩავები, მაგრამ მაინც განცდე-
ბით აღსავე, განმარტოებულ ცხოვრებას ვეწეოდი. დიდი ქალაქის
ცხოვრების კარუსელზე ლაღად მოქანავეს შემეძლო არა ერთი და
ორი შემთხვევა ხელიდან არ გამეშვა და ათასი ჯურის ხალხს დავმე-
გობრებოდი, მით უმეტეს, რომ ისინი უცხო თვალს შეიძლებოდა ჩე-
მი მონათესავე ან ჩემნაირი ჰგონებოდა, მაგრამ მათკენ ისე ნაკლე-
ბაღ მიმიწევდა გული, რომ ვინმესთან დაახლოებას ან სულ გავურ-
ბოდი, ან იმას მაინც ვცდილობდი, უბრალო ნაცნობობა. სიახლო-
ვედ არ გადამქცეოდა. შინაგანი ხმა ადრინდანვე მკარნახობდა, ვინ-
მესთან დაახლოება, დამეგობრება და თბილი ურთიერთობის გაბმა
ჩემი საქმე რომ არ იყო, მე მარტოდმარტო, უკანმოუხედავად უნდა
მევლო ჩემთვის განკუთვნილ გზაზე და მხოლოდ საკუთარი თავის
იმედი უნდა მქონოდა; დიახ, ჩემს აზრს უფრო ზუსტად თუ გამოვხა-
ტავ, მეჩვენებოდა, ვინმეს რომ გავშინაურებოდი, თანამეინახეებ-
თან ძმობაზე დამედო თავი, ან, როგორც ჩემი საბრალო მამა იტყო-
და, ვინმესთან Frère-et-cochon2 გამეჩაღებინა, ·უეჭველად მოვეშ-
ვებოდი, მოვიღვენთებოდი და ჩემი ბუნების რომელიმე საიდუმლოს
გავცემდი, ასე ვთქვათ, ძარღვებში სისხლს გავიწყალებდი, ძალასა
და ენერგიას სავალალოდ დავიძაბუნებდი და დავიქვეითებდი.
ამიტომაც, როცა ზოგჯერ პატარ-პატარა ღამის რესტორნებში გა-
წებილ მარმარილოს მაგიდას ვუჯექი, ცნობისმოყვარეთაგან წამოწ-
ყებულ დაახლოებისა და ატორღიალების ცდებს თავაზიანად ვიგე-
რიებდი, რადგან თავაზიანობა ჩემს გემოვნებასა და ხასიათს უხეშო-

2
ძმაბიჭობა (ფრანგ)

121
ბაზე უფრო შეეფერებოდა. სხვათა შორის, თავაზიანობა გაცილებით
უფრო მტკიცე ზღუდეს აღმართავს ადამიანებს შორის, ვიდრე უხე-
შობა, უხეშობა სხვასთან თავის გაყადრებას ნიშნავს, ხოლო თავა-
ზიანობა ის ძალაა, დისტანციის შექმნა რომ ძალუძს. ამგვარად, თა-
ვაზიანობა იყო ის მაშველი ძალაც, რომელსაც მყისვე მოვუხმობდი,
ჩემს ახალგაზრდობას დახარბებული რომელიმე მამაკაცი,
გრძნობათა სამყაროს მრავალფეროვნებაში ჩახედული მკითხველი
რომ არ იუცხოვებს, ისეთ საჩოთირო წინადადებას მეტნაკლებად
შენიღბულად და დიპლომატიურად რომ შემომთავაზებდა. წესით, ეს
მართლა არავის უნდა გაუკვირდეს, რადგან ბუნებისგან მიმზიდვე-
ლი პირისახითა და საერთო მომგებიანი გარეგნობით ვიყავი და-
ჯილდოებული, რასაც ვერც ღარიბული ჩაცმულობა, ვერც ყელზე შე-
მოხვეული შარფი, ვერც დაკემსილი ტანსაცმელი და გაცვეთილი
ფეხსაცმელი ვერ ფარავდა. ზემოხსენებულ ბედის მაძიებლებს,
რომლებიც, ცხადია, მაღალ ფენებს ეკუთვნოდნენ, ეს ჩემი უბადრუ-
კი გარსი, პირიქით, კიდევ უფრო უღვივებდა სურვილს და სითამამე-
საც მატებდა, მაგრამ ელეგანტურ ქალთა სამყაროს კი აფრთხობდა
და განმარიდებდა, თუმცა ვერ ვიტყვი, ჩემს ბუნებრივად გამორჩე-
ულ პერსონას სავსებით მოჰკლებოდეს მათი უნებური ინტერესის
გამომხატველი სიგნალები, რაც არაერთხელ შემიმჩნევია და დამი-
ჭერია ხოლმე. რამდენჯერ დამინახავს, ძვირფასი ნელსაცხებლით
ნასათუთევ ფერმკრთალ სახეზე აღბეჭდილი მედიდური ღიმილი
ჩემს დანახვაზე როგორ შეცვლილა შეცბუნებული, ლამის ტანჯული
ღიმილით. ფარჩის მანტოში გამოწყობილო ძვირფასო ასულო, შავი
თვალები გიფართოვდებოდა იმ წუთებში, ლამის შიში ისადგურებდა
შენს თვალებში და ისინი ისე ხვრეტდნენ ჩემს ძონძებს, რომ შიშველ
ტანზე მათ დაჟინებულ ფათურს ვგრძნობდი, ისინი კითხვაჩამდგარი
მზერით კვლავ და კვლავ უბრუნდებოდნენ ჩემს გარსს, შენი მზერა
ჩემსას ხვდებოდა, შენ ღრმად ისრუტავდი ჩემს მზერას და ამ დროს,
თითქოს სასმისს დაეწაფეო, პატარა თავს უკან გადაიგდებდი, შენი
ტკბილი, ცნობისწადილით აღსავსე, მღელვარე, დაჟინებული მზერა
ჩემს მზერაში იძირებოდა, ოღონდ მერე, ცხადია, უეჭველად გმართ-

122
ებდა „გულგრილად“ შეგექცია ჩემთვის ზურგი, შენს ბორბლებზე
შემდგარ ბუდეში შესულიყავი და მაშინ, როცა სანახევროდ უკვე აბ-
რეშუმის ჭერქვეშ დაიბუდებდი და შენი მსახური მამაშვილური ღი-
მილით ხელში ფულს ჩამიდებდა, ოქროქარგული ქსოვილით შემო-
სილი შენი მომხიბლავი არსება გასხივოსნებული ოპერის სადარბა-
ზო შესასვლელის დიდრონი ნათურების შუქით, თითქოს აყოვნებდა
და ახანგრძლივებდა კარეტის კარის ვიწრო ჩარჩოში შემალვას.
არა, ფარული შეხვედრები, რომელთაგან ერთს მაინც მღელვა-
რებით ვიგონებ ხოლმე, სულაც არ მაკლდა, მაგრამ, საერთოდ, ოქ-
როქსოვილ მოსასხამებში გამოწყობილ ქალებს არაფერი ესაქმე-
ბოდათ ისეთებთან, მე რომ მაშინ ვიყავი, ქალები თუნდაც ჩემი სიყ-
მაწვილის გამო აიჩეჩავდნენ მხრებს, თორემ მათხოვარივით ჩამო-
ძონძილ არსებას, მოკლებულს ყოველივე იმას, რაც მამაკაცს კა-
ვალრად აქცევს, მათ თვალში ხომ ჩალის ფასი ჰქონდა და ასეთი კა-
ცი მათ ყურადღების არეალში ვერასგზით ვერ მოექცეოდა. ქალი
მხოლოდ „ღირსეულ მამაკაცს“ ამჩნევს. მე კი ასეთი არ ვიყავი. სულ
სხვა საქმეა გზაგამრუდებული მამაკაცები, ეს მეოცნებენი ქალს არ
დაეძებენ, მაგრამ არც მამაკაცებისკენ მიუწევთ გული, ისინი ეძებენ
საშუალოს მათ შორის, რაღაც საოცრებას და სწორედ ეს საოცრება
ვიყავი მათთვის მე, ამიტომაც მჭირდებოდა ასე უხვად მომაგერიე-
ბელი თავაზიანობა, რათა ამგვარი აბეზარი აღტაცება დამეყუჩები-
ნა, თუმცა მათი მავედრებელი უნუგეშობის შემყურე ზოგჯერ იძულე-
ბული ვხდებოდი მათ მიმართ გულისხმიერება და სილბო გამომეჩი-
ნა.
ვერ გავკადნიერდები და მორალის პოზიციიდან ვერ გავკიცხავ
იმ მოთხოვნილებას, რომელიც, თუნდაც პირადად ჩემთვის, სულაც
არ იყო გაუგებარი, პირიქით, მეც იმ ლათინებივით ვიტყოდი, არა-
ფერი ადამიანური ჩემთვის უცხო არ არის-მეთქი, ხოლო სიყვარუ-
ლის სფეროში პირადად ჩემი აღზრდის ნათელსაყოფად ერთ ამბავს
მოგიყვებით.
ადამიანური ყოფის ნაირსახეობებს შორის, რაც კი ქალაქს ჩემ-
თვის შემოუთავაზებია, ცხოვრებისეულ გამოცდილებად დაწაფებუ-

123
ლი ყმაწვილის ყურადღება აუცილებლად უნდა მიეპყრო ერთ გან-
საკუთრებულ კასტას, რომლის მხოლოდ არსებობაც კი საკმაოზე
მეტ საზრდოს აძლევს ბურუუაზიული სამყაროს ფანტაზიას. ეს გახ-
ლდათ ქალაქის მდედრობითი სქესის ბინადართა ის სპეციფიკური
ნაწილი, რომელსაც, ჩვეულებრივ, მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს ან
ღამის პეპლებს უწოდებენ. ზოგჯერ უბრალოდ, კახპებად იხსენი-
ებენ, უფრო მაღალფარდოვნად კი ვენერას მსახურთ, ნიმფებსა და
ფრინებს ეძახიან. ისინი ან საროსკიპოებში ცხოვრობენ, ან ღამღა-
მობით ქუჩის განსაზღვრულ მონაკვეთებზე დაეხეტებიან და ვნება-
აშლილ, ოღონდ ჯიბესქელ მამაკაცთა სამყაროს, ხელისუფალთა
ნებართვით თუ წაყრუებით, თავიანთ სამსახურს სთავაზობენ. ყო-
ველთვის მეჩვენებოდა, რომ თუ ამ მოვლენას წესისამებრ შევხე-
დავდით, სახელდობრ, ციცნხალი და არა ჩვეულების გავლენით და-
მორცხვებული მზერით, მაშინ მივხვდებოდით, რომ თურმე იგი ფე-
რადოვანი, მჩქეფარე გადმონაშთის სახით უფრო ჩახჩახა ეპოქები-
დან შემოჭრილა ჩვენს ზნეკეთილ საუკუნეში და ამიტომაც ჩემზე ყო-
ველთვის გამომაცოცხლებელ, მარტო თავისი არსებობითაც კი გა-
მაბედნიერებელ ზეგავლენას ახდენდა იმ საგანგებო სახლების კა-
რი სიღატაკის გამო ჩემთვის დახშული გახლდათ, მაგრამ ქუჩებსა
და ღამის პატარ-პატარა რესტორნებში თავისუფლად შემეძლო ამ
მიმზიდველ არსებებს დავკვირვებოდი და სხვათა შორის, ინტერესი
ცალმხრივი როდი იყო – თუკი საერთოდ ვინმეს გავუნებივრებივარ
საამური ყურადღებით, ეს ქუჩაში მონავარდე ღამის პეპლებზე ით-
ქმოდა და დიდხანს არ გაუვლია, ჩემი უკარება ხასიათის მიუხედა-
ვად, რამდენიმე მათგანს რომ დავუახლოვდი.
ხალხში მკვდრის ფრინველებს ან ლეშიჭამიებსაც ეძახიან ტყის
ტანმორჩილი ჯიშის ბუსა და ჭოტს, რომლებიც ღამღამობით ვითომ
სასიკვდილოდ განწირული ადამიანის სახლის ფანჯრებს ეხლებიან,
შეშინებულ სულებს დასძახიან, ჩვენთან წამოდიო, და გარეთ იხმო-
ბენ. განა საოცარი არ არის, რომ ჩვენი უზნეო დობილებიც ამავე
ფორმულას იყენებენ, როცა ფარნებქვეშ დაძრწიან და მამაკაცებს
თავხედურად და საიდუმლოდ მრუშობისკენ უხმობენ?

124
მათგან ზოგიერთები სულთნის ცოლებივით ფაშფაშები არიან,
შავი ატლასის კაბა ტანზე ასკდებათ და პუდრით შეთეთრებული მსუ-
ქანი სახეები შავ ფონზე აჩრდილებისას მიუგავთ, სხვები ავადმყო-
ფურად გამხდრები არიან, მაგრამ ყველანი ისე ითხიპნებიან, რომ
ქუჩის ღამის სინათლეზე სახე მკაფიოდ გამოუჩნდეთ, ერთს, მაგა-
ლითად, ცარცივით თეთრ სახეზე ჟოლოსფერი ტუჩები უღვივის, მე-
ორეს ცხიმიანი ნელსაცხებლისგან ვარდისფრად ულაპლაპებს
ლოყები. წარბები წვრილი, მკაფიო რკალივით გამოუხაზავთ, თვა-
ლის კილოები შავი საღებავით დაუგრძელებიათ, უპეებიც ამოუშა-
ვებიათ, ხოლო ჩაწვეთებული რაღაც სითხის წყალობით არაბუნებ-
რივად უელავთ თვალები. ყურის ბიბილოებზე ყალბი ბრილიანტები
უბრწყინავთ, თავზე ფრთებით გაწყობილი დიდრონი შლაპები ჩამო-
უმხიათ, ხელში კი ყველას ხელჩანთა, რედიკიული ან პომპადურად
წოდებული ქისა უჭირავს, სადაც ტუალეტის საგნები, პუდრი, პომა-
და და კონტრაცეპტივები უწყვიათ. ასე დაეხეტებიან ისინი ტროტუ-
არზე, ჩაგივლიან და მკლავს მკლავზე გაგიხახუნებენ; მათ თვალებ-
ში ფარნების შუქი ირეკლება, კუთხეში მიყუჟულებს თვალი შენკენ
უჭირავთ, ტუჩები ვნებიან, უხამს ღიმილს მოუღრიცავს, ყურში სწრა-
ფად და ქურდულად წაგჩურჩულებენ მკვდრის ფრინველის მოძა-
ხილს და თავის გადაქნევით ისე გიხმობენ შორს, საიდუმლო მხა-
რისკენ, თითქოს იმ გულად მამაკაცს, ვინც მათ ხელის დაქნევასა და
ძახილს გაჰყვება, იქ, სადღაც, უზარმაზარი, ჯერ არ განცდილი,
უსაზღვრო სიამე ელოდეს.
რა ხშირად მომცემია შესაძლებლობა, ამ პატარა, მალულ სცე-
ნას შორიდან დავკვირვებოდი, ისიც დამინახავს, კარგად ჩაცმული
ბატონები ზოგჯერ ნაბიჯსაც რომ არ შეანელებდნენ, მაგრამ ზოგჯერ
რომელიმეს გაუჩერდებოდნენ და ვაჭრობას გააჩაღებდნენ, მერე
თუ მორიგდებოდნენ, თავიანთ უზნეო წინამძღოლთან ერთად იქაუ-
რობას სწრაფი ნაბიჯით გაეცლებოდნენ· ის არსებანი მე გამორჩე-
ნის მიზნით არ მომიახლოვდებოდნენ, რადგან ხვდებოდნენ, ასე ღა-
რიბულად ჩაცმული ყმაწვილი ხელსაყრელ მუშტრად რომ ვერ გა-
მოვადგებოდი, სამაგიეროდ ხშირად გავუხარებივარ მათ პირად,

125
პროფესიული მიზნის გარეშე გამოვლენილ ყურადღებას და სიკე-
თეს. რაკი მე თვითონ ჩემი ეკონომიკური უძლურების გამო მათთან
მიახლოებას ვერ გავბედავდი, არცთუ იშვიათად თვითონ ისინი
გვაკვირდებოდნენ ცნობისმოყვარე და კეთილმოსურნე თვალით და
გულითადად გამომელაპარაკებოდნენ, ამხანაგურად მეკითხებოდ-
ნენ, ვინ ვიყავი და რა საქმიანობას ვეწეოდი (რაზეც ბეჯითად ვპასუ-
ხობდი, ფრანკფურტში დროის გასატარებლად ვარ ჩამოსული-მეთ-
ქი), შემდეგ ხანმოკლე საუბარში, რომელიც ჩემსა და ამ სახეგათ-
ხიპნილ არსებებს შორის სადარბაზოებსა და ალაყაფებში იმართე-
ბოდა, ჩემ მიმართ სიმპათიებს სხვადასხვაგვარდ, მაგრამ ყველანი
უხეშ, მდაბიურ დიალექტებზე გამოხატავდნენ. ბარემ აქვე ვიტყვი,
რომ ასეთი არსებანი საერთოდ არ უნდა იღებდნენ ხმას, ისინი, რო-
ცა უსიტყვოდ გიღიმიან, გიცქერიან და ხელს გიქნევენ, მაშინ უფრო
მიმზიდველნი ჩანან, მაგრამ როგორც კი პირს გააღებენ, მათი საქმე
წასულია – მაშინვე გვაფხიზლებენ და თავიანთ შარავანდს კარგა-
ვენ, საერთოდ, სიტყვა იდუმალების მტერია და უხამსობის სასტიკი
მამხილებელიც.
ისე, სიმართლე თუ გნებავთ, მათთან ჩემს მეგობრულ ურთიერ-
თობას მაინც ახლდა საფრთხით შეზავებული ხიბლი და სახელ-
დობრ, აი, როგორი: ვინც ადამიანურ ვნებას პროფესიულად ემსახუ-
რება და თავს ამით ინახავს, თვითონ ვერავითარ შემთხვევაში ვერ
იქნება ამ თანდაყოლილ, ადამიანურ სისუსტეზე ამაღლებული; იგი
მთელი არსებით ვერ შესძლებდა ვნების სამსახურს, მის აღძვრასა
და დაკმაყოფილებას, ღრმად ვერ ჩასწვდებოდა მის თავისებურე-
ბებს, თვით მასში რომ არ იყოს იგი მძლავრად ჩაბუდებული, უფრო
მეტიც, თვითონ იგი თუ არ იქნებოდა ვნებათაღელვის ჭეშმარიტი
პირმშო. ამიტომაა, რომ ასეთ გოგოებს იმ უამრავი საყვარლის გარ-
და, ვისაც ისინი თავის ხელობის გამო ემსახურებიან, მეტწილად კი-
დევ ჰყავთ გულისწორი, ანუ საშინაო საყვარელი, ეს უკანასკნელი
იმავე დაბალი ფენის წარმომადგენელია და იგიც ისევე გეგმაზომიე-
რად აგებს თავის ცხოვრებას ამ გოგოების ოცნებებზე, როგორც ისი-
ნი აგებენ სხვა დანარჩენების ხარჯზე თავიანთ ბედნიერებას. ამასთ-

126
ან, ეს ხალხი, მეტწილად მოურიდებელნი, ძალადობის მოყვარული
სუბიექტები არიან, ისინი თავიანთ რჩეულთ სამსახურის გარეშე
ალერსით აჯილდოებენ, მაგრამ თან მათ სამსახურს მეთვალყურეო-
ბენ და წარმართავენ, ხოლო რაკი ერთგვარ რაინდულ მფარველო-
ბასაც უწევენ; მათი სრული ბატონ-პატრონნი ხდებიან, ნაშოვარი
ფულის მეტ ნაწილს ართმევენ და თუ გამომუშავებული თანხა ეცო-
ტავათ, იმ საწყლებს სასტიკად ეპყრობიან, რასაც ეს უკანასკნელნი
უსიტყვოდ, ლამის სიამოვნებით იტანენ. ხელისუფალნი მათი ხე-
ლობის ხალხს მტრულად ეკიდებიან და გამუდმებით სდევნიან.
აი, ღამის პეპლებთან არშიყობა რატომ მაგდებდა ორმაგ
საფრთხეში: ჯერ ერთი, ზნეობის დამცველ პოლიციას შეიძლებოდა
მეც ერთ-ერთი მფარველთაგანი ვგონებოდი და ჩემთვის პასუხი მო-
ეთხოვა. მეორეს მხრივ კი იმ ტირანებს შეეძლოთ ჩემზე ეეჭვიანათ
და მათი დანა მომხვედროდა, რომელსაც, სხვათა შორის, ძალიან
მარჯვედ ატრიალებდნენ. ასე რომ, ორივე მხარეს სიფრთხილე
გვმართებდა და როცა არა ერთი და ორი დობილი აშკარად მაგ-
რძნობინებდა, იქნებ ერთხელ მაინც დამასვენო ჩემი უსიხარულო
საქმიანობისგანო, ის ორმაგი საფრთხე მანამდე მაკავებდა, სანამ
არ დავრწმუნდებოდი, რომ ერთ-ერთი მათგანი მაინც მქონდა თავი-
დან აცილებული.
ჰოდა, ერთხელ, როცა განსაკუთრებული ხალისითა და გულ-
მოდგინებით ვეცნობოდი ქალაქურ ცხოვრებას, თავზე დამაღამდა,
ხეტიალისგან ქანცგაწყვეტილი, მაგრამ ნასიამოვნები ერთ საშუა-
ლო რანგის ყავახანში დავჯექი და წინ ერთი ჭიქა პუნში დავიდგი. ქუ-
ჩებში გაავებული ქარი უბერავდა, და თოვლჭყაპიც გადაღებას არ
აპირებდა. აქედან ჩემი სახლი საკმაოდ შორს იყო და ამიტომ წას-
ვლას არ ვჩქარობდი; მაგრამ აღარც ჩემი დროებითი თავშესაფარი
გამოიყურებოდა სტუმართმოყვრულად: ნაწილი სკამებისა უკვე მა-
გიდებზე აეკოკოლავებინათ და დამლაგებელი ქალები ჭუჭყიან
იატაკზე სველ ჩვარს დაატარებდნენ. დაღლილი მომსახურე პერსო-
ნალი ზეზეურად თვლემდა და მე თუ მაინც ვუჯექი მაგიდას, მხოლოდ
იმიტომ, რომ დღეს ჩვეულებრივზე უფრო მიჭირდა გარე სამყაროს

127
– ხედებს შევლეოდი და ღრმა ძილისთვის მიმეცა თავი.
დარბაზი თითქმის ცარიელი იყო. ერთ-ერთ კედელთან, მაგიდა-
ზე დამხობილს ეძინა კაცს, ლოყა ტყავის ქისაზე ედო და გარეგნო-
ბით საქონლის ვაჭარს ჰგავდა. მის პირდაპირ ორი სათვალიანი მო-
ხუცი, რომლებსაც ეტყობა ძილი არ ეკიდებოდათ, ხმის ამოუღებ-
ლივ თამაშობდა დომინოს. ჩემ შორიახლოს კი, ორი მაგიდის იქით,
მარტოდმარტო იჯდა ერთი ქალიშვილი და წინ ერთი ჭიქა მწვანე
ლიქიორი ედგა. ადვილად გამოიცნობდით, რომ ისიც იმ კასტას
ეკუთვნოდა. თუმცა აქამდე ერთხელაც არ შემხვედროდა, და ამი-
ტომ ორივენი ინტერესით ვუჭვრეტდით ერთმანეთს.
იგი შესახედავად საოცრად ჰგავდა უცხოელს, ქარაშოტისაგან
გვერდზე მოქცეული წითელი შალის ქუდიდან საკმაოდ მოკლედ
შეკრეჭილი შავი თმა ჩამოშლოდა, სწორი თმის ჭავლი ლოყებს სა-
ნახევროდ უფარავდა, ხოლო ლოყები მაღალი ყვრიმალების წყა-
ლობით ოდნავ ჩაცვენილი მოუჩანდა პაჭუა ცხვირი და წითლად შე-
ღებილი ფართო ტუჩ-პირი ჰქონღა, კილოებაზიდული ირიბად გაჭ-
რილი ისედაც თავისებური სხვებისგან განსხვავებული გაურკვევე-
ლი ფერის თვალებით უჩინოდ და უაზროდ იყურებოდა. ტანზე წი-
თელ ქუდთან შეუხამებელი, იადონისფერი, ყვითელი ჟაკეტი ეცვა,
ჟაკეტის ქვეშ კი სუსტად განვითარებული, მაგრამ მაინც მოქნილი
ზედატანი ილანდებოდა. ისიც კარგად შევამჩნიე, რომ კვიცივით მა-
ღალ ფეხებზე იდგა, ასეთი აღნაგობა კი ჩემს გემოვნებას აკმაყოფი-
ლებდა. მწვანე ლიქიორი ტუჩებთან რომ მიიტანა, ხელებზე შევავ-
ლე თვალი და დავინახე, რომ თითები ბოლოში უფართოვდებოდა
და წვეროები ოდნავ მაღლა ჰქონდა აზნექილი, მისი ხელი რატომ-
ღაც ცხელი მეჩვენა. იქნებ იმიტომ, რომ ხელის ზურგზე მკაფიოდ აჩ-
ნდა ამობურცული ძარღვები. უცნობი ქალიშვილი დროდადრო ქვე-
და ტუჩს ჯერ წინ წამოსწევდა, მერე კი ღრმად შესწევდა და ზედა
ტუჩს ულამუნებდა ხოლმე.
მოკლედ, ერთმანეთს რამდენჯერმე შევავლეთ თვალი, თუმცა
დაბეჯითებით ვერასოდეს იტყოდით, მისი ირიბად გაჭრილი, მოციმ-
ციმე თვალები საით იმზირებოდნენ. ბოლოს, მას შემდეგ, რაც კარგა

128
ხანს ვზვერეთ ერთმანეთი, არცთუ ყმაწვილური შეჩქვიფების გარე-
შე შევამჩნიე, რომ მან ნიშანი მომცა, სწორედ ის მალული, მრუშო-
ბისკენ გაურკვეველი მიმართულებით მომწოდებელი ნიშანი, მისი
გილდია ზედ მკვდრის ფრინველის მოსახმობ ძახილს რომ ურთა-
ვდა, მე პანტომიმური ხერხებით გავესაუბრე და ჯიბე ამოვიბრუნე;
მან თავის დაქნევით გამაგებინა, შენი სიღატაკის ნუ გედარდებაო,
ის ნიშანი გამიმეორა, მერე მწვანე ლიქიორის საფასური მარმარი-
ლოს მაგიდაზე დადო, ფეხზე წამოდგა და კარისკენ მოქნილი ნაბი-
ჯებით გაემართა.
მე დაუყოვნებლივ გავყევი. ტროტუარი ჭუჭყიან თოვლს აეტალა-
ხებინა, წვიმა ალმაცერად ურტყამდა და წვიმაში შერეული დიდრო-
ნი გადღაბნილი ფანტელები მხრებზე, სახესა და მკლავებზე ყველას
რბილი, სველი ცხოველივით ეფინებოდა. ამიტომ ძალიან მესია-
მოვნა, როცა უცხო პატარძალმა ჩამოვლილ დროშკას დაუქნია ხე-
ლი. მეეტლეს დაბალი ხმით ჩემთვის უცნობი ქუჩა დაუსახელა, ეკი-
პაჟში შეხტა, მეც უკან მივყევი და მის გვერდით, გაქექილ რბილ მერ-
ხზე დავეშვი.
როცა ღამის ეკიპაჟი კვლავ ჯაყჯაყით გაუდგა გზას, მხოლოდ მა-
შინ დაიწყო ჩვენი საუბარი, რომლის გადმოცემასაც აქ მოვერიდე-
ბი, რადგან საიმისო შეგნება კი მყოფნის, რომ ვაღიარო – მისი წრე-
გადასული თავისუფლება აუცილებლად შემიბორკავს მკითხველ-
თან თუნდაც გაშინაურებულ კალამს, ჩვენს საუბარს არც შესავალი
გააჩნდა და არც თავაზიანი ცერემონიულობა, მას თავიდან ბოლომ-
დე გასდევდა ისეთი მოურიდებელი, შეუბორკავი და შეუზღუდავი
უპასუხისმგებლობა, რაც მხოლოდ სიზმარში თუ გვეპატიება, სადაც
ჩვენს „მეს“ ნამდვილი ცხოვრებისგან დაშორებულ აჩრდილებთან,
ჩვენსავე წიაღში ნაშობ წარმონაქმნებთან უხდება ურთიერთობა,
ასეთი ურთიერთობა კი სიფხიზლეში ვერ დამყარდება, რადგან სიფ-
ხიზლეში სხვადასხვა სისხლი და ხორცი მართლა ცალ-ცალკე, ერ-
თმანეთის პირისპირ დგას. აქ კი ჩვენი სისხლი და ხორცი არ განი-
ყოფოდა. სიამოვნებით ვაღიარებ, რომ სულის სიღრმეში მომწონდა
კიდეც ასეთი უცნაური, დამათრობელი ურთიერთობა. ჩვენ მარტო-

129
ნი არ ვყოფილვართ, მაგრამ ორად ყოფნასაც ბევრი გვიკლდა. ხომ
საკმარისია, ორი ადამიანი შეიყაროს, რომ მაშინვე შეიქმნეს საზო-
გადოებაში მიღებული, შებორკილი სიტუაცია, აქ კი მსგავსი არაფე-
რი შექმნილა. ჩემმა თანამგზავრმა ფეხი ისე გადამადო ფეხზე, თით-
ქოს თვითონ მჯდარიყო ფეხი ფეხზე გადადებული. ყოველი სიტყვა,
ყოველი საქციელი მის საოცარ თავაშვებულობას, სითამამესა და
აღვირახსნილობას მოწმობდა, ასეთი რამ მხოლოდ საკუთარ თავ-
თან მარტო დარჩენილი კაცის ფიქრებში თუა შესაძლებელი, და მეც
ხალისით, ძალდაუტანებლად ვუბამდი მხარს.
მოკლედ, არ დაგვიფარავს, ერთი ნახვით რომ მოგვეწონა ერ-
თმანეთი, გამოვიკვლიეთ, განვიხილეთ, დავანაწევრეთ ეს მოწონე-
ბა და აღთქმაც დავდეთ, ჩვენი გრძნობისთვის მოგვევლო, გაგვეღ-
ვივებინა და ორივესთვის სასარგებლო გაგვეხადა. თავის მხრივ
ჩემმა თანამგზავრმა საქებარი სიტყვებით შემამკო, რამაც ჩემს
მშობლიურ ქალაქში იმ ბრძენი სასულიერო პირისგან მოსმენილი
ხოტბა-დიდება გამახსენა. ოღონდ ქალის ხოტბა ერთსა და იმავე
დროს უფრო ზოგადი იყო და უფრო კატეგორიულიც. მისი მტკიცე-
ბით, თურმე გამოცდილი თვალი პირველი შეხედვისთანავე მიხვდე-
ბოდა სიყვარულის სამსახურისთვის რომ ვიყავი შექმნილი და ყვე-
ლასაგან გამორჩეული და შემეძლო ჩემი საკუთარი თავისა და გარე
სამყაროსთვისაც ბევრი სიხარული და სიამე გამემზადებინა, თუკი
ამ ფაქიზ ხელობას გავყვებოდი და მთელ სიცოცხლეს მთლიანად
მასზე დავაფუძნებდი. თვითონ კი შეგირდად აყვანას და საფუძვლი-
ან წვრთნას მპირდებოდა, რადგან თურმე აშკარად ჩანდა, ჩემს ნიჭ-
სა და უნარს გამოცდილი ხელით წარმართვა რომ სჭირდებოდა...
მისი ნალაპარაკევიდან ეს აზრი გამოვიტანე. ოღონდ მიახლოებით,
რადგან თავის უცხო გარეგნობის შესაბამისად იგი დამტვრეულ და
შეცდომებით სავსე გერმანულს ლაპარაკობდა, უფრო სწორად,
გერმანული საერთოდ არ იცოდა, ამიტომ სიტყვებსა და გამოთქმებ-
ში ხშირად სრულიად საწინააღმდეგო აზრს დებდა და უაზრობამდეც
მიდიოდა, რაც ჩვენს ერთად ყოფნას კიდევ უფრო მეტ სიზმარეულ
ელფერს ანიჭებდა, კონკრეტულად და თან ხაზგასმით უნდა აღინიშ-

130
ნოს, რომ მის საქციელში იოტისოდენი ქარაფშუტული მხიარულება
არ ერია; პირიქით, ყოველგვარ პირობებში ‒ ხოლო ეს პირობები
ზოგჯერ უცნაურად ყალიბდებოდა – იგი მკაცრ, თითქმის პირქუშ სე-
რიოზულობას ინარჩუნებდა იმ წუთებშიც და მერეც, მთელი ჩვენი
ურთიერთობის მანძილზე,
ბოლოს, დიდი ხნის ჯაყჯაყის შემდეგ დროშკა, როგორც იქნა, გა-
ჩერდა, ჩვენ გადმოვედით და ჩემმა მეგობარმა მეეტლეს დანახარჯი
გაუსტუმრა. მერე ცივ, ჭვარტლის სუნით აყროლებულ ჩაბნელებულ
კიბეს ავყევით და ჩემმა წინამძღოლმა იქვე, კიბის თავში მდებარე
ოთახის კარი გამიღო. უეცრად ზედმეტად გამთბარ ოთახში ამოვყა-
ვი თავი, გავარვარებული რკინის ღუმლის სუნი ნელსაცხებლის მსუ-
ყე და ყვავილოვან სურნელს ერთვოდა, ხოლო მუქი წითელი აბაჟუ-
რით შებურვილი ჭაღი იქაურობას დაბინდულ შუქს ჰფენდა. ოთახ-
ში მისი პატრონის შესაფერი ფუფუნება შემომეგება, პლუშგადაკ-
რულ პატარა მაგიდებზე ჩამორიგებულ ფერად-ფერად ლარნაკებში
ხმელი თაიგულები ეწყო, რომლებიც პალმის რტოებით, ქაღალდის
ყვავილებითა და ფარშევანგის ფრთებით იყო შედგენილი; ირ-
გვლივ ფუმფულა ბეწვეული მიმოეფინათ; ლამის მთელი ოთახი ეჭი-
რა. ჩარდახიან საწოლს, რომელსაც ოქროს ყაითანშემოვლებული
წითელი ფარდები ამშვენებდა, გარდა ამისა ოთახში სარკეების სი-
უხვე გაგაოცებდათ, მით უმეტეს, რომ ზოგიერთი მათგანი ისეთ ად-
გილზე ეკიდა, სადაც, ჩვეულებრივ, სარკეს ძებნას არც დაუწყებდა
კაცი: სარკე ეკიდა საწოლის ჩარდახზეც და მის გვერდით, კედელ-
ზეც. რაკი ჩვენ ერთმანეთის ბოლომდე გაცნობის სურვილი გვწვავ-
და, იმწამსვე საქმეს შევუდექით და მასთან დილამდე დავრჩი.
როზა – ასე ერქვა ჩემს პარტნიორს ‒ უნგრეთში იყო დაბადებუ-
ლი, მაგრამ მისი წარმოშობა გაურკვეველი გახლდათ, დედა მოხე-
ტიალე ცირკის მსახიობი ყოფილა და ერთი ნომერი ჰქონია თურმე‒
ქაღალდგადაკრულ რგოლში ხტებოდა, ხოლო მამის ვინაობა ბნე-
ლით იყო მოცული. როზას ადრე აღმოსჩენია უსაზღვრო სიამოვნე-
ბისაკენ ძლიერი ლტოლვა და ჯერ კიდევ სულ ნორჩს, არცთუ საკუ-
თარი სურვილის გარეშე, ბუდაპეშტის საროსკიპოში ამოუყვია თავი,

131
იქ მრავალი წელი გაუტარებია და ხსენებული დაწესებულების მთა-
ვარ მიმზიდველ ობიექტად ყოფილა აღიარებული, მაგრამ ერთ ვე-
ნელ ვაჭარს, რომელსაც უიმისოდ სიცოცხლე ვერ წარმოედგინა,
დიდი ხრიკებითა და, თქვენ წარმოიდგინეთ, გოგონებით ვაჭრობის
წინააღმდეგ მებრძოლი კავშირის დახმარებით, საპყრობილედან
გამოუხსნია და სახლში დაუსვამს. უკვე ხანდაზმული და აპოპლექ-
სიისაკენ მიდრეკილი კაცი თავდაუზოგავად მისცემია ნეტარებას და
ერთ მშვენიერ დღეს როზას მკლავებში განუტევებია სული, ასე მო-
უპოვებია როზას თავისუფლება. მას შემდეგ ქალაქიდან ქალაქში
გადადიოდა და თავის ხელობით ირჩენდა თავს. ფრანკფურტში კი
ამ ცოტა ხნის წინ დაფუძნებულა. აქ მხოლოდ სახეირო ურთიერთო-
ბებს ვერ დასჯერებია და ერთი კაცი გაუჩენია, ხელობით ყასაბი, მაგ-
რამ ბუნებისგან დიდი ცხოველუნარიანობითა და უკეთური მამაკა-
ცური ძალით დაჯილდოებულ ყასაბს ხელობად სუტენერობა, მოძა-
ლადეობა და ყოველნაირი თაღლითობა უქცევია, როზას მბრძანე-
ბელი გამხდარა და მისი სარფიანი საქმიანობა შემოსავლის ძირი-
თად წყაროდ გაუხდია. ცოტა ხნის წინ იგი რაღაც სისხლიანი საქმის
გამო ციხეში ჩაუსვამთ და როზა ბედის ანაბარა დარჩენილა. როზა,
თავის მხრივ, თურმე სულაც არ აპირებდა პირად ბედნიერებაზე ხე-
ლი აეღო, ჩემთვის ამიტომაც დაუდგამს თვალი და წყნარი, ჯერ კი-
დევ გამოუცდელი ყმაწვილი თავის გულისსწორად ავურჩევივარ.
ეს მცირე ისტორია მან შესვენების წუთებში მიამბო დამეც საკუ-
თარი ცხოვრების ისტორია ასევე მოკლედ და შეკუმშულად ვუამბე.
საერთოდ, სიტყვა და ლაპარაკი მაშინაც და მერეც ძუნწად ახლდა
ხოლმე ჩვენს ურთიერთობას. სიტყვიერი ურთიერთობა საქმიანი
მითითებებითა და შეთანხმებებით და მოკლე, აღმაგზნებელი შეძა-
ხილებით, ანუ როზას სიყმაწვილის დროინდელი ლექსიკით იზღუ-
დებოდა, რომელიც ცირკის მანეჟის გამომსახველ საშუალებათა
სფეროს განეკუთვნება. მეტყველების ნაკადი უფრო უხვად თუ წარ-
მოგვდინდებოდა, ეს ორმხრივი ხოტბა-დიდება გახლდათ, რადგან
ის, რაც ერთმანეთს პირველივე გამოცდაზე დავუმტკიცეთ, მერე და
მერე კიდევ უფრო დიდი წარმატებით დასტურდებოდა და ჩემი ოსტ-

132
ტატი თავის მხრივ მრავალგზის, უკითხავად მარწმუნებდა, შენი სი-
ყოჩაღე და სიყვარულის ნიჭი ჩემს ყველაზე მშვენიერ და თამამ მო-
ლოდინსაც კი აჭარბებსო.
აი აქ კი, დარბაისელო მკითხველო, კვლავ იმდაგვარ დღეში ჩავ-
ვარდი, ამ წიგნის ფურცლებზე ცხოვრებით ტკბობაში ჩემი ნაადრე-
ვი, ბედნიერი გამოცდილების ამბავს რომ მოგითხრობდით და თან
გაფრთხილებდით,· ყოველ საქციელს თავის სახელს ნუ დავ-
არქმევთ და ცალკეულ ცოცხალ ფაქტსაც უხამსი სიტყეით ხელაღე-
ბით ნუ მოვნათლავთ-მეთქი. მაგალითად, მე თუ აგიწერთ, რომ მრა-
ვალი თვე, ფრანკფურტიდან წასვლამდე როზასთან სიახლოვეში გა-
ვატარე, ხშირად ვიყავით ერთად, მიყურებია, თავისი ირიბად გაჭ-
რილი, მოციმციმე თვალებითა და ქვედა ტუჩის მაცდური თამაშით
ქუჩაში როგორ იჭერდა მუშტარს, ზოგჯერ მის ოთახშიც დავმალულ-
ვარ, სანამ იგი ფასიან კლიენტს გაისტუმრებდა (სხვათა შორის, ამ
დროს არასოდეს მოუცია ჩემთვის ეჭვიანობის საბაბი), და არც ის მი-
თაკილია, რომ მისი ნაშოვარი ფულით ზომიერად მესარგებლა-
მეთქი, ყოველივე ამის გამგონეს შეიძლება გულმა ვერ გაუძლოს,
ჩემი მაშინდელი ყოფა უზნეობად მონათლოს და დაუფიქრებლად
მიმაკუთვნოს იმ საეჭვო კუროების კატეგორიას, ზემოთ რომ აგიწე-
რეთ. სხვათა შორის, ვინც ფიქრობს, რომ ერთნაირი საქციელი ადა-
მიანებს ერთმანეთთან ათანაბრებს, დაე მან იხელმძღვანელოს ასე-
თი მარტივი მეთოდითა და მოსაზრებებით, მე პირადად კი ერთ ხალ-
ხურ სიბრძნეს ვენდობი: როცა ორი ადამიანი ერთნაირად იქცევა, ეს
სულაც არ არის ერთი და იგივე; მეტსაც გეტყვით, იმასაც ვფიქრობ,
რომ ისეთი იარლიყის მიწებება, როგორიცაა, მაგალითად „ლოთი“,
„ყომარბაზი“ ან თუნდაც „მრუში“, არცთუ ვერ ახასიათებს და ბო-
ლომდე ვერ ამოწურავს ამა თუ იმ კონკრეტულ ცოცხალ შემთხვე-
ვას, არამედ მეტწილად მას სერიოზულად ვერც კი განმარტავს
ხოლმე, ასეთი გახლავთ ჩემი შეხედულება და დაე, სხვამ როგორც
უნდა ისე განსაჯოს, ოღონდ ნურავის დაავიწყდება, რომ აღსარებას
ჩემი ნებით ვწერ და რაც არ მინდოდა, ის შემეძლო საგულდაგუ-
ლოდ დამეფარა.

133
ეს ინტერმედია, მართალია, კარგი ტონის ფარგლებში, მაგრამ
ასე დაწვრილებით მაინც იმიტომ გაიმბეთ, რომ, მე მგონია, მას გა-
დამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ჩემი აღზრდა-განათლებისათვის.
არა იმ აზრით, თითქოს მას განსაკუთრებით გაეფართოებინოს ჩემი
თვალსაწიერი, ან ჩემი ბიურგერული ზნე-ჩვეულებანი დაეხვეწოს
და გაეფაქიზებინოს, არა, საამისოდ აღმოსავლეთის ეს ველური ყვა-
ვილი არამც და არამც არ გამოდგებოდა, და მაინც სიტყვა „დახვეწა“
აქ არცთუ უადგილო ჩანს, მით უმეტეს, რომ უკეთესი ვერც მიპოვია,
თორემ მას ვამჯობინებდი. ჩვენი ლექსიკური ფონდი სხვას არც არა-
ფერს გვთავაზობს იმ სარგებლის აღსანიშნავად, რაც ჩემმა შინაგან-
მა სამყარომ შეიძინა ამ მკაცრ საყვარელთან და დამრიგებელთან
ურთიერთობისაგან, რომლის მოთხოვნები უაღრესად სერიოზულ
მეტოქეობას უწევდა ჩემს ნიჭსა და უნარს.
ოღონდ აქ უფრო სიყვარულის მეშვეობით დახვეწა იგულისხმება
და არა სიყვარულში დახვეწა. ამაზე აქცენტის დასმა ძნელი გასაგე-
ბი არ უნდა იყოს, რადგან იგი მიუთითებს როგორც მათ შორის არ-
სებულ განსხვავებაზე, ასევე მიზნისა და საშუალების შერწყმაზეც,
სადაც ერთს უფრო ვიწრო და სპეციფიკური, ხოლო მეორეს უფრო
განმაზოგადებელი მნიშვნელობა ენიჭება. წინამდებარე ფურცლებ-
ზე სადღაც აღვნიშნე, ცხოვრება ყოველთვის ისეთ საგანგებო მოთ-
ხოვნებს უყენებდა ჩემს სულიერ ძალებს, რომ თავს ნებას ვერ მივ-
ცემდი ნერვების დამასუსტებელ ვნებათაღელვას ავყოლოდი-მეთ-
ქი, მაგრამ იმ ნახევარი წლის განმავლობაში, რომელიც აღბეჭდი-
ლი იყო ნაკლებად წესიერი, მაგრამ მამაცი როზას სახელით, მე
სწორედ იმას ჩავდიოდი, რასაც ის სალანძღავი სიტყვა – „ნერვების
დასუსტება“ ერქვა, თუმცა ამ სანიტარული ლექსიკონიდან ამოღე-
ბული სიტყვის ხმარება ამდაგვარ იშვიათ შემთხვევებში ნამდვილად
საეჭვო მეჩვენება. მე თუ მკითხავთ, სწორედ ნერვების დამასუსტე-
ბელი გარემოება გვიფორიაქებს ნერვებს და გარკვეული წა-
ნამძღვრების არსებობისას ძალას გვანიჭებს საქვეყნოდ გამოვეფი-
ნოთ და საყოველთაო აღტაცების საგანი გავხდეთ, რაც, სხვათა შო-
რის, სულაც არ გახლავთ ნერვებდაწყნარებული კაცის საქმე.

134
მე პირადად თავი მომწონს, ახალი ცნება „ნერვების აფორიაქე-
ბა“, რომ გამოვიგონე, ამით ექსპრომტად ვამდიდრებ ლექსიკურ
ფონდს, რათა ჩემი გამოგონილი ცნება ზნეობის თვალსაზრისით
ყბადაღებულ გამონათქვამს – ,„ნერვების დასუსტებას“ მეცნიერუ-
ლად დაუპირისპირდეს. ისე კი, ჩემი ცხოვრებისეული სისტემის სა-
ფუძვლებიდან გამომდინარე, კარგად ვიცი, ცხოვრების ცალკეულ
მონაკვეთს ისე ნატიფად და ელეგანტურად ნამდვილად ვერ გავივ-
ლიდი, მანამდე როზას უხამსი სიყვარულის სკოლა რომ არ გამევ-
ლო.

135
მეშვიდე თავი

მიქელ მთავარანგელოზის დღის მოახლოებასთან ერთად შე-


მოდგომამ ქუჩებში ჩარიგებულ ხეებს ფოთლები შემოაძარცვა და
დადგა ის წამიც, როცა ნათლია შიმელპრისტერის საერთაშორისო
ნაცნობობის წყალობით ჩემთვის გამზადებულ სამუშაოს უნდა შევ-
დგომოდი. ამგვარად, ერთ ხალისიან დილას სიყვარულით დავემ-
შვიდობე დედას, რომლის პანსიონი უკვე იმდენად ჰყვაოდა, რომ
მოახლის აყვანა შევძელით, და აი სწრაფად მსრბოლავი ბორბლები
ყმაწვილ კაცსა და მის მცირე, ერთ პატარა ჩემოდანში ჩასატევ ავ-
ლადიდებას ახალი მიზნისაკენ, არც მეტი და არც ნაკლები – საფ-
რანგეთის დედაქალაქისაკენ მიგვაქროლებდა.
მიიჩქაროდნენ, მირახრახებდნენ, სვლას უნელებდნენ მესამე
კლასის ვაგონის ბორბლები, სადაც ერთმანეთში გამავალ კუპეებში
ყვითლად შეღებილ ხის სკამებზე მთელი დღის განმავლობაში თა-
ვის ჩვეულ ცხოვრებას ეწეოდა სულის შემაღონებლად უღიმღამო
უამრავი მგზავრი – ხვრინავდნენ, იცოხნებოდნენ, ლაყბობდნენ და
კარტს თამაშობდნენ. გულს მხოლოდ ორიდან ოთხ წლამდე ასაკის
ბავშვები თუ ეკარებოდნენ, თუმცა ისინი დროგამოშვებით ღნაოდ-
ნენ და ღრიალებდნენ კიდეც.
დედაჩემის გამოტანებულ ქაღალდის პარკში სხვა სასუსნავს შო-
რის, იაფფასიანი რბილი კამფეტებიც მეწყო და ბავშვებს იმით ვუ-
მასპინძლდებოდი; საერთოდ, თუკი რამე გამაჩნდა, ყოველთვის
უშურველად ვუნაწილებდი ხოლმე სხვებს და მერეც, ჩემს ხელში
რაც მდიდართა ქონება გადმოსულა, სხვისთვის არც ის დამნანებია.
პატარები წამდაუწუმ ბაჯბაჯით მაკითხავდნენ, გაწებილ პაწია ხე-
ლებს მიფათურებდნენ, რაღაცას მეტიტინებოდნენ და, მათდა გასა-
ხარად, მეც მათებურად ტიტინით ვპასუხობდი. ბავშვებს რომ ვარ-
თობდი, უფროსები კეთილი თვალით მიმზერდნენ, თუმცა მათგან
შორს მეჭირა თავი და ბავშვებსაც მათი გულის მოსაგებად როდი
მივფერებივარ. დღის მატარებლით მგზავრობამ ერთხელ კიდევ და-
მარწმუნა, რაც უფრო ფაქიზი გრძნობა-გონებითაა ადამიანი დაჯი-

136
ლდოებული, მით უფრო იოლად შეიგრძნობს სხვების მომხიბლაო-
ბას და მით უფრო უწამლავს გუნებას ნაყარნუყარა ადამიანების ყუ-
რება. მშვენივრად ვიცი, რომ ამ ხალხის ბრალი არაა მათი უგვანო-
ბა, ისიც ვიცი, მათაც აქვთ თავიანთი პატარა სიხარული და მძიმე სა-
წუხარი, მოკლედ, ისინიც ცოცხალი ადამიანივით ცხოვრობენ -- უყ-
ვართ, იტანჯებიან და ცხოვრების ჭაპანს ეწევიან, ზნეობის პოზიციი-
დან თუ მივუდგებით, ყოველი მათგანი ღირსია თანაგრძნობისა,
მაგრამ სილამაზის ისეთი ხარბი და გასათუთებული შეგრძნება, რო-
გორიც ბუნებისგან მე მქონდა მომადლებული, მაიძულებდა მათ-
თვის ზიზღით ამერიდებინა თვალი. ამდაგვარ ხალხზე, სანამ ნორ-
ჩები არიან, მანამდე თუ მიგივა გული, აი, ისე, როგორც მე ვუმას-
პინძლდებოდი მათ ბავშვებს, ტიტინში ვბაძავდი, ამით გულიანად
ვაცინებდი და გულღიობის ხარკს ასე ვიხდიდი.
სხვათა შორის, აქვე მინდა ჩავურთო და მკითხველიც დავამშვი-
დო, რომ იმ დღეს უკანასკნელად ვიმგზავრე მესამე კლასის ვაგო-
ნით, როგორც იმ ბედკრულთა თანასწორმა. რომელიღაც უცნობი,
მაგრამ შეუცდომელი კანონებით ამოქმედდა ის ძალა, რასაც ბედს
ეძახიან, სინამდვილეში კი ჩვენ თვითონა ვართ და სულ მოკლე ხან-
ში გამოიძებნა გზები და ხერხები, რომ მსგავსი რამ აღარასოდეს
განმეორებულიყო.
იმ დღეს ბილეთი, ცხადია, სრულ წესრიგში მქონდა, ოღონდ რა-
ღაც უჩვეულოდ ვტკბებოდი იმის შეგრძნებით, ბილეთი რომ უზა-
დოდ მქონდა მოწესრიგებული, აქედან გამომდინარე, მეც უზადოდ
ვიყავი მოწესრიგებული და უხეშ შინელებში გამოწყობილმა, ენერ-
გიულმა კონდუქტორებმა დღის განმავლობაში ჩემს ხით შემოჭე-
დილ კუნჭულში რამდენჯერაც მომაკითხეს, ბილეთი გამისინჯეს და
თავიანთი ჭანგით გამიხვრიტეს, იმდენჯერვე უსიტყვოდ გამოხატუ-
ლი ოფიციალური კმაყოფილებით დამიბრუნეს იგი. დიახ,
უსიტყვოდ და უმეტყველოდ, ანუ ლამის უსიცოცხლო აფექტაციამდე
მისული გულგრილობით დამიბრუნეს ბილეთი, რამაც ერთხელ კი-
დევ დამაფიქრა ერთ საყოველთოდ გავრცელებულ გარემოებაზე:
რატომ ეუფლება ადამიანს, განსაკუთრებით კი სახელმწიფო მოხე-

137
ლეს, ისეთი გაუცხოების გრძნობა, რომ ჰგონია, თავის თანამოძმის
მიმართ იოტისოდენა ცნობისმოყვარეობაც კი არ უნდა გამოიჩინოს.
ეს მუყაითი კაცი, ჩემს კანონიერ ბილეთს რომ ხვრეტდა, ამით ირ-
ჩენდა თავს, მას სადღაც თავისი ოჯახი ელოდა, თითზე ნიშნობის ბე-
ჭედი ეკეთა და ალბათ ცოლიც ეყოლებოდა და შვილიც, მე კი თავი
ისე უნდა დამეჭირა, თითქოს სულ არ მაინტერესებდა მისი ასავალ-
დასავალი და ამიტომ ყოველი ჩემი შეკითხვა, რაც გაამხელდა,
რომ მხოლოდ და მხოლოდ ოფიციალურ მარიონეტად არ ვთვლი-
დი, უაღრესად უხერხული გამოჩნდებოდა. ანდა პირიქით, მეც ხომ
მქონდა ჩემებური ცხოვრებისეული ჭირ-ვარამი, რაზეც შეიძლებო-
და იგი თავის თავს ჩაჰკითხოდა, ან ჩემთვის ეკითხა რამე, მაგრამ ან
არ ჰქონდა ამის უფლება, ან ასეთი გაშინაურება საკუთარი ღირსე-
ბის შელახვად მიაჩნდა. ბილეთი წესრიგში მქონდა თუ არა ‒ აი
ამით ამოიწურებოდა ყველაფერი, რაც მას ჩემი პიროვნებისაგან,
ანუ მგზავრ-მარიონეტისგან აინტერესებდა, ხოლო რა მელოდა მას
შემდეგ, რაც ჩემს ბილეთს ვადა გაუვიდოდა და ჩამომართმევდნენ,
ეს მისი უსულო მზერის მიღმა რჩებოდა.
რაღაც საოცარი არაბუნებრიობისა და, თუ გნებავთ, ხე-
ლოვნურობის დაღი აზის ასეთ საქციელს, თუმცა ისიც უნდა ვაღი-
აროთ, რომ ამ წესისგან გადახვევაც შორს წაგვიყვანდა, მით უმე-
ტეს, რომ წესის მსუბუქი დარღვევაც კი მეტწილად უხერხულობას იწ-
ვევს. მართლაც, საღამოხანს, ერთმა მოხელემ, რომელსაც სარ-
ტყელზე ფარანი ეკიდა, ეტყობა, ჩემი სიყმაწვილის გამო, შედარე-
ბით ხანგრძლივად შეაჩერა ჩემზე მზერა და ბილეთი ღიმილით და-
მიბრუნა.
– პარიზში მიდიხართ? ‒ მკითხა მან, თუმცა ჩემი მოგზაურობის
მიზანი ნათელი და აშკარა ჩანდა.
‒ დიახ, ბატონო ინსპექტორო, ‒ მივუგე მე და თავი გულთბილად
დავუქნიე. – ჩემი გზა იქით მიემართება.
– იქ რა გესაქმებათ? ‒ ჩემეძია იგი.
– როგორ გითხრათ, რეკომენდაციები მიმაქვს თან, რომ იქ ერთ
სასტუმროში ვიმუშავო, – ვუპასუხე მე.

138
– დახე, დახე! – მომიწონა მან, – ღმერთმა ხელი მოგიმართოს!
‒ თქვენც, თქვენც, ბატონო უფროსო კონტროლიორო, – მივაგე-
ბე მე და დავსძინე: – მომიკითხეთ· თქვენი ცოლ–შვილი!
– გმადლობთ, გმადლობთ, დიახ, დიახ! – უხერხულად გაიცინა
მან, ორიოდე სიტყვა უცნაურად წაიბუტბუტა და სასწრაფოდ გამ-
შორდა, მაგრამ რაღაცას წამოედო და წაიბორძიკა, თუმცა იატაკზე
არაფერი ყოფილა ამობურცული; აი, ადამიანურობის გამოჩენამ ამ
პატიოსან კაცს როგორ დააკარგვინა წონასწორობა.
სასაზღვრო სადგურზეც, სადაც საბაჟო კონტროლის გასავლე-
ლად მატარებლიდან ყველანი ჩამოვედით, მხიარულად და ლაღად
ვგრძნობდი თავს და ჩემს რიგს გულდამშვიდებული ველოდი, რად-
გან ჩემს პატარა ჩემოდანში არაფერი მქონია ისეთი, რაც მებაჟეე-
ბის თვალისგან უნდა დამემალა, არც ხანგრძლივ ლოდინს გაუფუ-
ჭებია ჩემთვის გუნება (თავისთავად გასაგებია, რომ მოხელეები
წარჩინებულ მგზავრებს უპირატესობას ანიჭებდნენ და მდაბალთ
ალოდინებდნენ, სამაგიეროდ, ამ უკანასკნელთა ავლადიდებას მე-
რე მით უფრო გალმოდგინედ ქექავდნენ და აქიაქებდნენ). მე იმ კაც-
საც წინასწარ მომზადებული ფრაზებით დავუწყე ლაპარაკი, ვის წი-
ნაშეც ჩემი ავლადიდება უნდა გამომეფინა, ისიც თავიდან ყოველ
პერანგს და წინდას ბერტყავდა, იქნებ რაიმე აკრძალული გადმო-
ვარდესო, მაგრამ მისი გული მალე მოვინადირე და ყველაფერი
აღარ ამოუფრიალებია, კერძოდ, ფრანგები სიყვარულითა და პატი-
ვისცემით ეკიდებიან მეტყველებას და ფრიად სამართლიანადაც!
სწორედ მეტყველება განასხვავებს ადამიანს პირუტყვისაგან! აქე-
დან გამომდინარე, უეჭველად გონივრულია ერთი მოსაზრებაც:
ადამიანი მით უფრო შორს დგას პირუტყვისაგან, რაც უფრო უკეთ
მეტყველებს იგი და თანაც მეტყველებს არა სხვა რომელიმე ენაზე,
არამედ ფრანგულად, ვინაიდან, ფრანგი ერის აზრით, ადამიანის სა-
ლაპარაკო ენა ფრანგული გახლავთ. ჩემი წარმოდგენით, ზუსტად
ასევე ფიქრობდა ლაღი ძველი ბერძენი ხალხი – ადამიანს აზრის გა-
მოთქმა მხოლოდ ჩვენს ენაზე შეუძლია, ყველა სხვა ენა ბარბარო-
სული ყაყანი და ყიყინია და სხვა არაფერიო. დანარჩენმა მსოფლი-

139
ომაც, ძალაუნებურად, მეტნაკლებად, მაგრამ მაინც გაიზიარა ეს ახ-
რი და ბერძნული ენა ისევე აღიარა ყველაზე დახვეწილ ენად, რო-
გორც დღეს ჩვენ ფრანგულს ვაღიარებთ.
– Bonsoir, monsieur,le commissaire – მივესალმე მებაჟეს და სიტყვა
„commisasiare”- ს მესამე მარცვალი თავისებური ყრუ წამღერებით
გავაგრზელე. ‒Je suis tout à fait à votre disposition avec tout ce que je
possède.Voyez en moi un jeune homme trèns honnète, profondèment
dèvouè à la toi et qui n’a absolyment rien à dèclarer.Je voys assure que vous
n’avez jamals examinè une pièce de bagage plus innocente 3
– Tiens! ‒ თქვა მან და უფრო კარგად დამაკვირდა – Vous
semblez ètre un drÔle le petit bonhomme. Mais vousparlez asser bien. Etes-
vous Fransaiş.4
‒Qui et non,‒ მივუგე მე. –A peu moitiè‒à demi, vous savez. En tout
cas, moi, je suis un admirateur passionè de la France et un adversaire
irrèconciliable de l’ annexion de l’ Alsace-Lorraine5
ამ სიტყვებზე მას, შეიძლება ითქვას, სახეზე ერთდროულად აღე-
ბეჭდა სიმკაცრე და თანაგრძნობა·
– Monsieur, – საზეიმოდ წარმოთქვა მან, – je ne vous gè plus lo-
ngtemps. Fermez votre malle et continuez votre voyage a làcapitale du
monde avec lesbons voeux d’un patriote francais.6
სანამ ურიცხვ მადლობას მოვახსენებდი და თან ჩემს რამდენიმე
ხელ თეთრეულს მოვბოჭავდი, მან ჯერ კიდევ თავახდილ საკვოიაჟ-
ზე უკვე მოასწრო ცარცით თავისი ნიშნის დასმა. ამ ფაციფუცში ჩემ-

3 საღამო მშვიდობისა, ბატონო კომისარო. მე და ჩემი ავლადიდება თქვენს


განკარგულებაში ვართ. თქვენს წინაშე დგას უპატიოსნესი ახალგაზრდა, კანონის
უდიდესი პატივისმცემელი, თქვენგან არაფერი არ დამიფარავს, გარწმუნებთ, რომ თქვენ
არასოდეს გაგისინჯავთ ამაზე უცოდველი ბარგი (ფრ)
4 ოჰო, კარგი ჭინკა ჩანხართ, მაგრამ კარგად კი ლაპარაკობთ. ფრანგი ხართ?
5 ჰოც და არაც, თითქმის. ასე ვთქვათ, სანახევროდ. ყოველ შემთხვევაში საფრანგეთის

მგზნებარე თაყვანისმცემელი გახლავართ და ვერ ვურიგდები საფრანგეთისგან ელზას-


ლოთარინგიის ჩამოცილებას (ფრანგ)
6 მუსიე, აღარ დაგაბრკოლებთ, შეგიძლიათ დაკეტოთ ჩემოდანი და განაგრძოთ გზა

მსოფლიოს დედაქალაქისაკენ. თქვენ დაგემგზავრებათ ფრანგი პატრიოტის კეთილი


სურვილები (ფრანგ)

140
მა საკვოიაჟმა უნებურად დაკარგა სამართლიანად ხოტბაშესხმული
უბიწოება და შიგ, მანამდე რომ არ დებულა, ერთი ისეთი ზედმეტი
წვრილმანი ნივთი მოხვდა. ზედ ჩემ გვერდით, თუნუქგადაკრულ კა-
რადასა და ბარგის ამოსალაგებელ დახლზე, რომლის მეორე მხა-
რეს საბაჟოს მოხელეები იდგნენ, წავის ქურქში გამოწყობილი, ყან-
ჩის ფრთებიანი, ზარისებური ხავერდის ქუდით თავშემკული ერთი
შუახნის ქალბატონი იდგა და მისი ბარგის შემმოწმებელ მოხელეს-
თან საკმაოდ ცხარე დისპუტი ჰქონდა გაჩაღებული, რადგან ეს უკა-
ნასკნელი აშკარად განსხვავებული აზრის ბრძანდებოდა ქალბატო-
ნის ქონების ერთ-ერთ ნაწილზე, ანუ რაღაც მაქმანებზე, რომელიც
იმ წუთში ხელში ეჭირა. დახლზე დახვავებული მშვენიერი ბარგი-
დან, საიდანაც მოხელეს სადავო მაქმანები ამოეღო, ბევრი რამ ჩემი
ნივთების ახლოს იდო, ზედ ჩემს ნივთებთან კი კუბივით დაკუთხუ-
ლი, პატარა ტარსიკონის ყუთი მოხვდა, იგი ძალიან წააგავდა ძვირ-
ფასეულობის ზარდახშას და სწორედ იმ წუთში, როცა ჩემმა ძმო-
ბილმა საბაჟოს ნიშანი მარგუნა, ის ყუთი უეცრად ჩემს საკვოიაჟში
ჩასრიალდა. ეს უფრო შემთხვევა იყო, ვიდრე ავი განზრახვა,
თითქოს უცაბედად წამცდენოდეს ხელი, სასხვათაშორისოდ,
მარდად და ხალისიანად, ჩემი საქციელი, ასე ვთქვათ, ბუნებრივად
მოჰყვა იმას, ჩემმა ენამჭევრობამ ქვეყნის ავტორიტეტულ პირთან
რომ დამაძმობილა და კარგ გუნებაზე დამაყენა. მართლაც დარჩე-
ნილ გზაზე თითქმის აღარც გამხსენებია ჩემი უცაბედი ნადავლი
მხოლოდ ერთხელ გამიელვა გონებაში კითხვამ, იმ ქალბატონმა
ბარგის ჩალაგებისას ის ყუთი თუ მოისაკლისა-მეთქი. აბა იმ წუთში
არ ვიცოდი, ამას სულ მალე ზუსტად რომ შევიტყობდი
აი, ბოლოს და ბოლოს ჩემმა მატარებელმაც სვლა შეანელა და
შეჩერებებიანად თორმეტი საათის მგზავრობის შემდეგ, ჩრდილოე-
თის სადგურში შევედით. სანამ მებარგულები ენაწყლიანად ემსახუ-
რებოდნენ ბარგით დახუნძლულ შეძლებულ მგზავრებს რომელთა
ნაწილს დამხვედრი მეგობრები და ახლობლები ეხვეოდნენ და
ჰკოცნიდნენ სანამ კონდუქტორები გარჯას არ თაკილობდნენ და მე-
ბარგულებს კარ-ფანჯრიდან ხელჩანთებს და პორტპლედებს აწვდი-

141
დნენ, მესამე კლასის თანამგზავრების ბრბოში გარეული ღარიბი ჭა-
ბუკი წყნარად ჩამოვიდა ვაგონიდან, მას თავისი ჩემოდანი თვი-
თონვე ეჭირა, მისთვის არც არავის მიუქცევია ყურადღება და ასე
მარტოდმარტო გამოვიდა აყაყანებული, საკმაოდ ულაზათო ვაგ-
ზლის შენობიდან გარეთ. ცრიდა და ატალახებულ ქუჩაზე ჩემოდნით
ხელში მომავალს რომ მხედავდნენ, მეეტლეებიდან ხან ერთი და-
მიქნევდა მათრახს და ხან მეორე და მომაძახებდა, mon petit, mon -
vieux 7მოდი წაგიყვანოთო, მაგრამ მგზავრობის საფასური აბა რით
უნდა გადამეხადა? ფული თითქმის სულ არ მქონდა, იქნებ იმ ყუთს
კი შეეძლო გამოეკეთებინა ჩემი ფინანსური მდგომარეობა, მაგრამ
მის შიგთავსს ასე, შუა ქუჩაში ხომ ვერ მოვიხმარდი. ესეც არ იყოს,
არ შემშვენოდა, ჩემს სამუშაო ადგილამდე ფიაკრით მივბრძა-
ნებულიყავი. განხრახული მქონდა სასტუმრომდე, რომელიც ალ-
ბათ საკმაოდ შორს იყო აქედან, ფეხით მიმეღწია, გამვლელებს
დროდადრო თავაზიანად ვეკითხებოდი, ვანდომის მოედანთან რო-
მელი გზით უნდა მივიდე-მეთქი (გარკვეული მოსაზრებით არც სას-
ტუმროს ვახსენებდი და არც სენტ-ონორეს ქუჩას), მაგრამ ისინი
მეტწილად ნაბიჯსაც არ ანელებდნენ და ჩემს კითხვას ყურსაც არ
ათხოვებდნენ ხოლმე. მიუხედავად ამისა, მათხოვარს არაფერი მი-
გავდა, რადგან ჩემმა კარგმა დედიკომ რამდენიმე ტალერი გაიმეტა
და ასე თუ ისე გამომაწყო სამოგზაუროდ. ფეხსაცმელს ლანჩა ახა-
ლი გამოცვლილი ჰქონდა და შეკეთებულიც იყო, ტანთ მეცვა გულ-
ჯიბეებიანი თბილი ქურთუკი, თავზე მშვენიერი სპორტული ქუდიც
მეხურა, საიდანაც მომხიბლავად მომიჩანდა ქერა კულულები, მაგ-
რამ ჩემისთანა ღლაპს, რომელიც მებარგულს არ გარჯის, თავის
ბარგი-ბარხანას ქუჩნაში თვითონ დაათრევს და ფიაკრის დაქირავე-
ბის თავი არა აქვს, ჩვენი ცივილიზაციის პირმშონი შეხედვისა და
ხმის გაცემის ღირსად არ თვლიან. უფრო სწორად, რაღაც შიმი აჩე-
რებთ და მასთან უბრალო ურთიერთობასაც კი გაურბიან; მას ხომ
ერთი საშიში და საეჭვო თვისება აქვს. სახელდობრ, სიღარიბე, რაც

7
ჩემო პატარა, ჩემო ძვირფასო (ფრანგ)

142
კიდევ უარეს ეჭვებს ბადებს და საზოგადოებასაც ამიტომ ჰგონია,
გარემოებათა ასეთი ხელმოცარული პროდუქტის დანახვაზე თვალი
უნდა დაიბრმავოს. სიღარიბე სამარცხვინო არ არისო, ნათქვამია,
მაგრამ ეს მხოლოდ ითქმის ასე, თორემ შეძლებულთ სიღარიბეს-
თან შეხვედრა აკრთობთ, ლამის მანკიერებად და სასაყვედუროდ
მიაჩნიათ, საერთო ჯამში ზიზღს ჰგვრით და მასთან ურთიერთობას
გაურბიან, რაიმე უსიამოვნებას არ გადავეყაროთო.
ადამიანების ამგვარი დამოკიდებულება სიღარიბესთან ხშირად
მტკივნეულად განმიცდია და ამას აქაც ვერ ავცდი. ბოლოს, რო-
გორც იქნა, ერთი დედილო გავაჩერე, რომელიც არ ვიცი, რატომ
მოაგორებდა რაღაც ჭურჭლით სავსე ძველ საბავშვო ეტლს; ეს იყო
ერთადერთი ადამიანი, ვინც არათუ მასწავლა გზა, არამედ ის ადგი-
ლიც ამიწერა, სადაც ომნიბუსის ხაზი გადიოდა და იმ ცნობილ მო-
ედნამდე მიმიყვანდა. ის რამდენიმე სუ, რაც ეს ტრანსპორტი დამიჯ-
დებოდა, კი მეშოვებოდა და ამიტომ გამიხარდა ამ ცნობის მოპოვე-
ბა. გზის სწავლებისას, რაც უფრო დიდხანს მიყურებდა ალერსიანი
ღიმილით სახეში ის კეთილი დედაბერი, მით უფრო ფართოდ ეღე-
ბოდა უკბილო პირი, ბოლოს კი თავისი ხეშეში ხელი ლოყაზე მო-
მითათუნა და მითხრა:
– Dieu vous bènisse, mon enfant8 – და უნდა გითხრათ, ამ ალერსმა
უფრო დიდი ბედნიერება მომანიჭა, ვიდრე შემდგომ ბევრ უფრო ლა-
მაზ ხელს მოუნიჭებია.
ჩამოსულ კაცზე, ვინც ხსენებული სადგურიდან გაუყვება ტრო-
ტუარებს, პარიზი სულაც არ ახდენს აღმაფრთოვანებელ შთაბეჭდი-
ლებას, მაგრამ ფუფუნება და დიდებულება მართლაც მატულობს,
რაც უფრო უახლოვდები ქალაქის გულში მოქცეულ გრანდიოზულ
მოედნებს, და აი, ვიჯექი ომნიბუსში დასაკუთრებულ ვიწრო სკამზე,
ჩემი საკვოიაჟი მუხლებზე მედო და თუ შემკრთალი არა, რადგან
ვცდილობდი კრთომა ვაჟკაცურად დამეძლია, განცვიფრებითა და
ნეტარებაშერეული მოწიწებით მაინც შევცქეროდი აბდღვრიალებ-

8
გფარავდეს უფალი, ჩემო შვილიკო

143
ულ ავენიუებსა და მოედნებს, ეკიპაჟების რიარიას, ხალხით გაჭე-
დილ ქუჩებს, გაჩახჩახებულ, ათასგვარი საქონლით სავსე მაღაზი-
ებს, სტუმართმოყვარე კაფე-რესტორნებს, თეატრების თვალისმომ-
ჭრელ, კაშკაშა ნათურებით გაჩირაღდნებულ ფასადებს, ხოლო კონ-
დუქტორი იმ ადგილებს ასახელებდა, ჩემი საბრალო მამის ბაგეთა-
გან ნაზად წარმოთქმული რომ გამეგონა: Place de la Bource, Rue du
Quatre Semtembre, Bboulevard des Capucines, Place de l’ opera9 და სხვა.
გნიასს გაზეთის გამყიდველთა ყივილი კვეთდა და ეს ხმაური ყუ-
რებს გიყრუებდა, ხოლო თვალისმომჭრელი შუქი გონებას გიბინ-
დავდა. კაფეების წინ ჩარდახქვეშ, პატარა მაგიდებთან ქუდითა და
პალტოთი იჯდა ხალხი, ხელჯოხები მუხლებშუა მოექციათ და თით-
ქოს პარტერში ფასიან ადგილებზე მსხდარიყვნენ, ისე ათვალიერებ-
დნენ მათ წინ ჩავლილ ტრანსპორტსა თუ გამვლელ-გამომვლელს.
მათ ფეხებშუა კი შავ-შავი ფიგურები დაძვრებოდნენ და სიგარის
ნამწვავებს კრეფდნენ. ეს ამბავი მაგიდასთან მსხდომთ სულაც არ
აწუხებდათ და მათ ირგვლივ გამალებულ ცოცვა-ფორთხვას აინუნ-
შიაც არ აგდებდნენ. ეტყობა, ნამწვავებზე ნადირობასაც იმ ცივილი-
ზაციის ბუნებრივ და ნებადართულ მოვლენად თვლიდნენ, რომლის
ხალისიან ფუსფუსსაც თავიანთი საფარიდან სიამოვნებით ადევნებ-
დნენ თვალყურს.
ოპერის მოედანს ვანდომის მოედანთან მედიდური მშვიდობის
ქუჩა აკავშირებს და ომნიბუსიდან სწორედ აქ, ძლევამოსილი იმპე-
რატორის ქანდაკებით დაგვირგვინებულ სვეტთან ჩამოვედი, რათა
აქედან ფეხით განმეგრძო გზა და მომეძებნა სენტ-ონორეს ქუჩა,
რომელიც, ყოველ განათლებულ ადამიანს მოეხსენება, რივოილის
ქუჩას პარალელურად გასდევს. ქუჩას იოლად მივაგენი და შორი-
დანვე საკმაოდ მკაფიოდ გავარჩიე სასტუმროს სახელიც ‒ მაღალ-
მაღალი, მანათობელი ასოებით გამოყვანილი წარწერა:
SAIN JAMES AN ALBANY10

9
ბირჟის მოედანი, 4 სექტემბრის ქუჩა, კაპუცინების ბულვარი, ოპერის მოედანი
10
სენტ ჯეიმს ენდ ალბანი (ინგ)

144
სასტუმროსთან მისულს ჩვეულებრივი სურათი დამხვდა – წამ-
სვლელებს აცილებდნენ და ჩამოსულთ ეგებებოდნენ. ჩემოდნებით
დატვირთულ დაქირავებულ ეკიპაჟებთან წასასვლელად გამზადე-
ბული ბატონები იდგნენ და იმათ ასაჩუქრებდნენ, ვისაც მათგან გა-
სამრჯელო ერგებოდა, სხვა ლაქიები კი ამ დროს ახალჩამოსულთა
ბარგს შიგნით ეზიდებოდნენ. მე პირადად, ჩემი ნებით ვიწვევ მკით-
ხველის ღიმილს, რაკი მინდა გამოგიტყდეთ, როგორ მიკვირდა იმა-
თი გამბედაობა, ამ მედიდურ და ძვირადღირებულ სასტუმროში თა-
მამად რომ შედიოდნენ. განა უფლება და მოვალეობა არ უნდა
შერწყმულიყო და ჩემთვისაც არ უნდა შთაებერა გამბედაობა? განა
მეც აქ არ ვიყავი გამწესებული და დაბანაკებული და განა ჩემი ნათ-
ლია შიმელპრისტერი ამ დაწესებულების ბატონ-პატრონს შენობით
არ ელაპარაკებოდა? მიუხედავად ამისა, თავმდაბლობის გრძნობამ
მიკარნახა იმ ორი მბრუნავი შუშის კარის მაგიერ, რომლითაც სტუმ-
რები სარგებლობდნენ, გვერდითა ღია შესასვლელი გამომეყენები-
ნა, საიდანაც მებარგულები შედიოდნენ. არ ვიცი, მათ ვინ ვეგონე.
ეს კია, აქედან შესვლა არ გეკუთვნითო, ამ მიზეზით უკან გამომაბ-
რუნეს, მეც მეტი აღარაფერი დამრჩენოდა, ჩემი საკვოიაჟით სას-
ტუმროში ერთ-ერთი დიდებული კარით უნდა შევსულიყავი, ჩემდა
სამარცხვინოდ, კარი წესიერად ვერ შემოვატრიალე და წითელ-
ქურთუკიანი პატარა კარისკაცის მოშველიება დამჭირდა.
– Dieu vous bènisse, mon enfant ‒ ჩემდა უნებურად,იმ კეთილი დე-
დაბრის სიტყვებით დავლოცე იგი და მასაც იმ ბავშვებივით გულია-
ნი სიცილი წასკდა, მატარებელში რომ ვეთამაშებოდი.
შესვლისთანავე პორფირის სვეტებითა და ანტრესოლის სიმაღ-
ლეზე შემოვლებული გალერეით შემკულ დიდებულ დარბაზში აღ-
მოვჩნდი, იქ უამრავი ხალხი მიდი-მოდიოდა, ხოლო სამგზავროდ
გამოწყობილი ადამიანები, მათ შორის ქალბატონებიც, სვეტებთან
მიდგმულ ღრმა სავარძლებში ისხდნენ და კალთაში აცახცახებული
ფინიები ესვათ. ერთმა ლივრეიანმა ყმაწვილმა მეტისმეტი გულ-
მოდგინება გამოიჩინა და ლამის ხელიდან გამომგლიჯა საკვოიაჟი,
მაგრამ მე არ დავანებე, იოლად გამოვიცანი, რომელი იყო კონსი-

145
ერჟის ადგილსამყოფელი და გეზი მარჯვნივ ავიღე, სადაც ერთი
მიბნედილი, ცივად მზირალი, მოსირმულ ფრაკში გამოწყობილი,
ალბათ მაღალ გასამრჯელოს ნაჩვევი კაცი მის მაგიდასთან თავმოყ-
რილ საზოგადოებას სამ თუ ოთხ ენაზე აძლევდა ინფორმაციას და
შიგადაშიგ ჰოტელის ბინადართ თავაზიანი ღიმილით მათი ოთახე-
ბის გასაღებს აწვდიდა. კარგა ხანს მომიწია რიგში დგომამ, სანამ
დროს ვიხელთებდი და შევეკითხებოდი, ხომ არ იცით, გენერალური
დირექტორი ბატონი შტიურცლი სასტუმროში თუ ბრძანდება და სად
შეიძლება ვეახლო-მეთქი.
‒ თქვენ მუსიო შტიურცლის გნებავთ ელაპარაკოთ? ‒ შეურაც-
ხმყოფელი გაოცებით მკითხა მან. – კი მაგრამ, ვინ ბრძანდებით?
– ამ დაწესებულების ახალი მოსამსახურე, – ვუპასუხე მე, – პი-
რადად გენერალურ დირექტორთან ვარ საუკეთესო რეკომენდაცი-
ით გამოგზავნილი.
‒ Etinnant 11 ‒ მომიგო ამ მედიდურმა კაცმა და გულსაკლავი და-
ცინვით დასძინა: – ეჭვიც არ მეპარება, მუსიო შტიურცლი დიდი ხა-
ნია მოუთმენლად ელოდება თქვენს ვიზიტს. თუ არ შეწუხდებით,
რამდენიმე ნაბიჯი გაიარეთ და მიმღებ ბიუროში მიბრძანდით.
‒ ათას მადლობას მოგახსენებთ, monsieur le conciegre12 – მივუგე.
მე. – გისურვებთ მომავალშიც ყოველი მხრიდან მდიდრულ გასამ-
რჯელოს ედინოს თქვენკენ, რათა მალე შეგძლებოდეთ სამსახური-
დან წასვლა და მშვიდად ცხოვრება.
– იდიოტი! – გავიგონე, როგორ მომაძახა მან, მაგრამ არც მწყე-
ნია და არც გული მომსვლია. ჩემი ხელბარგით მიმღები ბიუროსკენ
გავემართე და ისიც მართლა კონსიერჟის ადგილსამყოფლიდან ორ
ნაბიჯზე, ჰოლის იმავე მხარეს აღმოჩნდა. ბიუროს კიდევ უფრო მეტი
ხალხი ესია. უამრავი მგზავრი მიმართავდა მკაცრ სმოკინგებში გა-
მოწყობილ ორ მამაკაცს, კითხულობდნენ თავიანთი შეკვეთის ამ-
ბავს, იღებდნენ მათთვის განკუთვნილი ოთახების ნომრებს და ანკ-

11
საოცარია (ფრანგ)
12
ბატონო კონსიერჟო (ფრანგ)

146
ეტებს ავსებდნენ. მაგიდასთან მისვლა დიდი მოთმინების ფასად და-
მიჯდა; ბოლოს, როგორც იქნა, ერთ-ერთი ბატონის წინაშე აღმოვ-
ჩნდი. ეს იყო ჯერ კიდევ ახალგაზრდა, ულვაშაპრეხილი, პენსნეიანი
კაცი, რომელსაც ჰაერზე იშვიათად ყოფნის გამო სახეზე მკვდრის-
ფერი ედო.
– თქვენ ოთახი გნებავთ? – მკითხა მან, რადგან მის შეკითხვას
მოკრძალებით დაველოდე.
– არა, რას ბრძანებთ, ბატონო დირექტორო, – ღიმილით მივუგე
მე. – მეც აქ ვმუშაობ, თუკი უფლება მაქვს, უკვე ასე ვთქვა. ჩემი გვა-
რია კრული, სახელი ‒ ფელიქსი. გამოვცხადდი ბატონ შტიურცლისა
და მის მეგობარს, ჩემს ნათლია პროფესორ შიმელპრისტერს შო-
რის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე. ასე რომ...
‒ იქით მიბრძანდით! – მიბრძანა მან და ჩუმად და მოუთმენლად.
‒ არა, მანდ არა! კიდევ უფრო შორს დადექით! ‒ დასძინა მან, უფე-
რულ სახეზე მსუბუქმა სიწითლემ გადაჰკრა და ისე აფორიაქებულმა
მიმოიხედა ირგვლივ, თითქოს საზოგადოებაში ახალი მოსამსახუ-
რის ასე, ფორმის გარეშე, ჩვეულებრივი ადამიანური სახით გამოჩე-
ნა მისთვის დიდად სამარცხვინო ყოფილიყო. და მართლა, მის მაგი-
დასთან მდგარმა რამდენიმე კაცმა ცნობისმოყვარე მზერა მომაპ-
ყრო. ზოგმა ფორმულარის შევსებასაც კი დაანება თავი და მე შე-
მომხედა.
– Certainement, monsieur le directeur13 ‒ ვუპასუხე ყრუ ხმით და მათ
უკან გადავინაცვლე, ვინც ჩემ შემდეგ იყო მოსული. ასეთები ბევრიც
აღარ იყვნენ, რამდენიმე წუთში ცხადია, დროებით, მიმღები განყო-
ფილება სულ დაცარიელდა.
– თქვენ რაღა გნებავთ? – გადმომძახა პირყვითელა ბატონმა,
რადგან მისგან შორს ვიდექი.
– მე, l’emloyè - volontaire14 ფელიქს კრული გახლავართ – ვუპა-
სუხე მე. ოღონდ ადგილიდან არ დავძრულვარ. მინდოდა, თვითონ

13
ახლავე, ბატონო დირექტორო (ფრანგ)
14
ახალი მოსამსახურე (ფრანგ)

147
მივეხმე.
– მობრძანდით მერე ახლოს! – ნერვიულად მითხრა მან. ‒ იქნებ
გგონიათ, მეხალისება ამ სიშორიდან ყვირილით გელაპარაკოთ?
– მე თქვენი ბრძანებისამებრ დავდექი აქ, ბატონო დირექტორო,
‒ მივუგკ მე და მივუახლოვდი, ახლა კი თქვენს ახალ განკარგულე-
ბას ველოდებოდი.
– ჩემი მითითება უაღრესად საჭირო იყო, – მომახალა მან, – აქ
რა გინდათ? რამ გაფიქრებინათ ჰოლში ჩვეულებრივი სტუმარივით
შემოსულიყავით და, ვითომც აქ არაფერიაო, ჩვენს კლიენტურაში
გარეულიყავით?
‒ ათასგზის ბოდიშს გიხდით, – თავი მოვისაწყლე მე, – ბოდიშს
გიხდით ამ შეცდომის გამო. სადარბაზო შემოსასვლელის, მბრუნა-
ვი კარისა და ამ ჰოლის გარდა სხვა გზა არ ვიცოდი, მაგრამ გარწმუ-
ნებთ, რა საშინელი, ბნელი, საიდუმლო და დახლართული გზაც არ
უნდა ყოფილიყო, სულერთია, თქვენამდე უნდა მოვსულიყავი.
– ეს კიდევ რა ლაპარაკია! -- შემომწყრა იგი და მკვდრისფერ
ღაწვებზე ისევ ნაზმა ფერმა გადაჰკრა. მომეწონა, ასე ადვილად რომ
წითლდებოდა. – მე მგონი, – დასძინა მან, ‒ თქვენ ან სულელი
ხართ, ან ინტელიგენტობა გაკლიათ.
– იმედი მაქვს. ჩემს უფროსებს მალე დავუმტკიცო, რომ ჩემი ინ-
ტელიგენტობა დაწესებულ ფარგლებში თავსდება, – მიგუგე მე.
– ძალიან მეეჭვება, რომ მოგეცეთ ამის შესაძლებლობა, ამ წუთ-
ში არა მგონია თავისუფალი ადგილი გვქონდეს·
– თავს უფლებას მივცემ მაინც მოგახსენოთ, რომ ჩემს თაობაზე
არსებობს მტკიცე შეთანხმება ბატონ გენერალურ დირექტორსა და
მის სიყრმის მეგობარს შორის და ეს უკანასკნელი ჩემი ნათლია გახ-
ლავთ. მე განგებ არ ვიკითხე ბატონი შტიურცლი, რადგან მშვენივრ-
დ ვიცი, რომ ჩემი ნახვის სურვილით არ კვდება, თავს არც ილუზიე-
ბით ვიტყუებ, ბატონ შტიურცლის ადრე თუ გვიან ვიხილავ-მეთქი.
ამას არცა აქვს არსებითი მნიშვნელობა. მთელი ჩემი აზრი და გონე-
ბა უფრო იქითკენ იყო მიმართული, რომ თქვენთან გამოვცხადებუ-
ლიყავი და მხოლოდ თქვენგან მიმეღო მითითება, სად და როგორ,

148
რა სახის სამსახური შემეძლო გამეწია ამ დაწესებულებისათვის.
– Mon Dieu, mon Dieu 15 – გავიგონე, როგორ წაიჩურჩულა მან,
მაგრამ განჯინის ერთ-ერთი თაროდან მაინც გადმოიღო უზარმაზა-
რი დავთარი, მარჯვენა ხელის შუათითი და არათითი ენით დაისვე-
ლა და უჟმურად დაიწყო ფურცვლა. მერე ერთ გვერდზე შეჩერდა და
მითხრა:
– ასეა თუ ისე, ახლავე აქედან მოუსვით და იმ ადგილს მიაშუ-
რეთ, რომელიც უფრო შეგეფერებათ! თქვენი მიღება გათვალისწი-
ნებულია, მართალი ყოფილხართ...
‒ მთავარი პუნქტი სწორედ ეგ არის, – შევნიშნე მე.
– Mais oui ,mais oui 16 ბობ, – მიუბრუნდა იგი ერთ-ერთ შიკრიკთა-
განს, რომლებიც განკარგულების მოლოდინში მუხლებზე ხელდაკ-
რეფილნი ბიუროს კუთხეში ისხდნენ მერხზე, – აჩვენეთ ამას მეოთ-
ხე ნომერი დორტუარი ზემო სართულზე! ახვალთ საბარგო ლიფ-
ტით! ხვალ დილაადრიან მოგაწვდენთ ხმას. – ეს სიტყვები მე მომიგ-
დო და დასძინა: ‒ გასწით!
მე ჭორფლიანი ბიჭი გამიძღვა, რომელიც აშკარად ინგლისელი
იყო.
– იქნებ ცოტა ხნით ჩემოდანი გამოგერთმიათ, –ვუთხარი იმ ბიჭს
გზაში. – მერწმუნეთ, მისი თრევით ორივე ხელი დაბუჟებული მაქვს.
– მერე რას მომცემთ? – მკითხა მან გაპრანჭული ფრანგულით.
– სულს აქეთ არაფერი მაბადია.
‒ მაშინ მუქთად წამოგიღებთ. ისე, მეოთხე ნომერ დორტუარში
გამწესება ნუ გიხარიათ! საშინელი რამაა. აქ ყველანი ძალიან ცუდ
პირობებში ვცხოვრობთ. კვებაც ცუდია და ჯამაგირიც· მაგრამ გა-
ფიცვაზე ფიქრიც კი ზედმეტია. ძალიან ბევრს უნდა ჩვენს ადგილზე
მოხვედრა, უნდა აიღო და ექსპლუატატორებით გამოტენილი ეს ყუ-
თი ფერფლად აქციო. ისე რომ, იცოდეთ, მე ანარქისტი ვარ, Voilà ce
que je suis!17

15
ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო (ფრანგ)
16
ჰო, ჰო, ასეა (ფრანგ)
17
აი, ვინ ვარ (ფრანგ)

149
ძალიან საყვარელი, ბავშვური ყმაწვილი იყო. ჩვენ ერთად ავე-
დით საბარგო ლიფტით მეექვსე სართულზე. უფრო სწორად, მან-
სარდზე, იქ მან ჩემოდანი დამიბრუნა, ძუნწად განათებულ, უფიან-
დაზო ტალანში ერთ კარზე მიმითითა და Bonne chance18 მისურვა.
კარზე მიმაგრებულმა აბრამ მიმახვედრა, სადაც ვიყავი, სიფ-
რთხილისათვის მაინც დავაკაკუნე, მაგრამ არავინ გამომხმაურე-
ბია. თუმცა ათს უკვე გადაცილებული იყო, საწოლ ოთახში ბნელო-
და და არც არავინ ჩანდა. ჭერზე დაკიდული შიშველი ელექტრონა-
თურა რომ ავანთე, ოთახის დანახვაზე გული მომეწურა. რვა საწოლ-
ზე რუხი ბაიკის საბნები ეფარა და აშკარად დიდი ხნის გაურეცხავი
ბალიშები ეწყო, კედლებთან მიწყობილი ორ-ორი საწოლი ერთმა-
ნეთზე იდგა. მათ შორის, ზემო საწოლის სიმაღლემდე, ღია განჯინე-
ბი დაეტანებინათ და თაროებზე აქაურ ღამის მთეველთა ჩემოდნები
ელაგა. ოთახის ერთადერთი ფანჯარა, ეტყობა, საჰაერო შასტაში
გადიოდა, თაროებს გარდა აქ სხვა ავეჯი არაფერი ჩანდა, თუმცა მე-
ტი ადგილიც აღარ იყო, რადგან ოთახის სიგანე სიგრძეს საკმაოდ
ჩამოუვარდებოდა და შუაში მხოლოდ პატარა გასასვლელიღა რჩე-
ბოდა. ღამით, ალბათ აქაური ბინადარნი ტანსაცმელს თავიანთი სა-
წოლის ფერხთით ან განჯინაში შედგმულ ჩემოდნებზე თუ ილაგებ-
დნენ.
ვაი, შენ ჩემო თავო, გავიფიქრე მე, ამდენი მაინც არ გეწვალა ყა-
ზარმიდან თავის დასახსნელად, ამ ოთახზე უფრო სპარტანული ატ-
მოსფერო ხომ იქაც არ დაგხვდებოდა. პირიქით, იქნებ იქ უფრო
რბილადაც კი მოგპყრობოდნენ. ისე, ია-ვარდით მოფენილ სარეცე-
ლზე წოლას დიდი ხნის გადაჩვეული ვიყავი, ანუ რაც ჩემი მხიარუ-
ლი კერა გაცამტვერდა, მას შემდეგ ნებიერად არ მიძინია, მაგრამ
ისიც ვიცოდი, რომ ა დამიანი და გარემო ცოტა ხანში ასატან აკორ-
დად ერწყმის ერთმანეთს, დიახ, რაც არ უნდა მკაცრი იყოს ცხოვრე-
ბის პირობები, იქნებ ყოველთვის არა, მაგრამ შედარებით სვებედ-
ნიერი ადამიანების ხელში ისინი ერთგვარ მოქნილობასაც კი იძენ-

18
წარმატება (ფრანგ)

150
ენ და ეს მარტო მიჩვევის ბრალი როდია. ერთი და იგივე პირობები
ყველასათვის ერთი არაა, მე თუ მკითხავთ, საერთო პირობები პი-
როვნული თვისებების წყალობით მოდიფიცირდება ხოლმე.
მიუტევეთ ეს გადახვევა მსოფლგაგებისათვის თავდადებულ
ტვინს, რომელიც ცხოვრებაზე დაკვირვებისას საზიზღარ და უხეშ
მხარეებზე უფრო მის სათუთ და სასიამოვნო მხარეებს აკვირდება.
ერთ-ერთი თარო ცარიელი იყო და აქედან დავასკვენი, რომ რვა სა-
წოლიდან ერთი ვაკანტური უნდა ყოფილიყო, ოღონდ არ ვიცოდი,
რომელი იყო ის ერთი და ამან ძალიან შემაწუხა, რადგან მგზავრო-
ბისგან მოქანცული ახალგაზრდა სხეული ძილს მთხოვდა, მე კი მე-
ტი არაფერი დამრჩენოდა ‒ ჩემი თანამობინადრეებისთვის უნდა
დამეცადა. ერთხანს მიმდებარე პირსაბანი ოთახით გავერთე, სა-
ითაც ღიად დარჩენილი გვერდითა კარი გადიოდა. იქ ხუთი
უსაზიზღრესი პირსაბანი მაგიდა იდგა, ყოველი მათგანის წინ ლინო-
ლეუმის საფენი ეგო, იქვე იდგა თასები და ხელადები. მათ გვერდით
ვედროებიც მიეწყოთ, ხოლო კედელზე მიჭედებულ ხარიხაზე პირსა-
ხოცები ეკიდა. სარკე ვერსად მოვლანდე. სამაგიეროდ, კარსა და
კედლებზე, ისევე როგორც საძინებელ ოთახში, სადაც კი ადგილი
იშოვებოდა, ჟურნალებიდან ამოჭრილი ლამაზ-ლამაზი ქალების
სურათები ჭიკარტებით მიემაგრებინათ. არცთუ გულდამშვიდებული
შემოვბრუნდი საძინებელ ოთახში, ის.იყო, დროის მოსაკლავად გა-
დავწყვიტე საკვოიაჟიდან წინასწარ ღამის პერანგი მაინც ამომეღო,
რომ უეცრად ხელში ის ტარსიკონის ზარდახშა მომხვდა, ბარგის გა-
სინჯვისას ასე ნარნარად რომ ჩასრიალდა ჩემს საკვოიაჟში და მისი
ხელახლა ხილვით გახარებული მაშინვე გასასინჯად ვეცი.
მთელი ამ ხნის მანძილზე სულის იდუმალ სფეროებში არ მასვე-
ნებდა ცნობისმოყვარეობა და ღამის პერანგის ამოღება მხოლოდ
ზარდახშაში ჩახედვის საბაბი იყო თუ არა, ამაზე არც მინდა ვილაპა-
რაკო. ერთ-ერთ ქვედა საწოლზე ჩამოვჯექი, კოლოფი მუხლებზე
დავიდე და საქმეს იმის იმედით შევუდექი, რომ ხელს არავინ შემიშ-
ლიდა. კოლოფს მსუბუქი საკეტი ჰქონდა, მაგრამ ისიც ღია იყო,
მხოლოდ პატარა კაუჭით დაეკეტათ. ვერ ვიტყვი, ზღაპრული განძი

151
მეპოვოს, მაგრამ რაც შიგ იყო, მშვენიერი აღმოჩნდა, ზოგი ნივთი
ვი მართლაც აღტაცებას იწვეგდა. იქვე, სახურავქვეშ ჩადგმულ ფირ-
ფიტაზე, რომელიც ხავერდგამოკრულ კოლოფს ორ სართულად
ყოფდა, ზემოდანვე იდო ნაჭედ ბუდეში ჩასმული დიდრონი ოქროს-
ფერი ტოპაზების რამდენიმე აცმა, რომლის მსგავსი არც ერთ ვიტ-
რინაში არ მენახა, ვიტრინაში ასეთი ყელსაბამი მართლა ძნელად
თუ მოხვდებოდა, რადგან ზედვე ეტყობოდა, დღევანდელი ნამუშე-
ვარი რომ არ იყო და ვინ იცის, რომელ ისტორიულ ეპოქას ეკუთვნო-
და. დაბეჯითებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო ფუფუნების განსა-
ხიერება და თაფლივით ოქროსფრად მოკამკამე ამ გამჭვირვალე
ქვებმა ისე გულწრფელად აღმაფრთოვანა, რომ თვალი დიდხანს
ვერ მოვწყვიტე და ლამის ზანტად ამოვიღე ზედა ფირფიტა, რომ ქვე-
და განყოფილება დამეთვალიერებინა. ეს ნაწილი ზედაზე ღრმა იყო
და შიგ ჩაწყობილი ნივთები ისე ვერ ავსებდა, როგორც ზედა ამოევ-
სო ტოპაზის სამკაულს. მიუხედავად ამისა, იქიდანაც თვალწარმ-
ტაცმა ნივთებმა შემომცინეს და ყოველი მათგანი ზედმიწევნით ზუს-
ტად, სათითაოდ ჩამრჩა მეხსიერებაში. ქვემოთ ციმციმა გორგალი-
ვით იდო პლატინის ბუდეში ჩასმული წვრილ-წვრილი ბრილიანტე-
ბის გრძელი ძეწკვი. აქ იყო კიდევ ძალიან ლამაზი, ვერცხლით ინ-
კრუსტირებული კუს ბაკნის სავარცხელი, მოოჭვილი უამრავი, თუმ-
ცა წვრილი ბრილიანტით; ოქროს გულის ქინძისთავი, პლატინის შე-
საკრავიანი ორი ოქროს ღერო, შემკული ათი ბრილიანტის ბაღჩაში
ჩასმულ მუხუდოს მარცვლისოდენა საფირონით; უნატიფესი, ყურ-
ძნით სავსე პაწია კალათის ფორმის მქრქალი ოქროს გულსაბნევი,
ბოლოში რკალივით მოვიწროებული, პლატინისავე მსხვილი სამა-
ჯური, ზამბარიანი შესაკრავით, რომელსაც ფასს მატებდა საუცხოო
თეთრი მარგალიტი a jour19 შემორკალული ბრილიანტებით; სამი
თუ ოთხი ზედმიწევნით კოხტა ბეჭედი, იმათგან ერთ-ერთს ნაცრის-
ფერი მარგალიტი ესვა ორ დიდ და ორ მომცრო ბრილიანტთან ერ-
თად, მეორეს კი ასევე ბრილიანტებით მოკაზმული მუქი, სამკუთხა

19
აჟურულად (ფრანგ)

152
ლალის თვალი ამშვენებდა.
მშვენიერ ნივთებს თითო-თითოდ ვიღებდი ხელში, შიშველი
ელექტრონათურის უბადრუკ შუქზე ამომქონდა და მათ კეთილშო-
ბილურ ციმციმს შევხაროდი, მაგრამ ვის შეუძლია აღწეროს ჩემი
შეკრთომა, როცა ამ გართობაში ჩაფლულმა უეცრად თავს ზემოთ
ხმა გავიგონე, რომელმაც მშრალად წარმოთქვა:
– მართლაც მშვენიერი ნივთები გქონია.
როცა გგონია, მარტოდმარტო ვარ და არავინ მითვალთვალებ-
სო, და უეცრად აღმოჩნდება, რომ თურმე ასე არ ყოფილა, ამ დროს
ყოველთვის გიჩნდება სირცხვილის გრძნობა, ამ შემთხვევაში კი
უსიამოვნო შეგრძნებას სხვა ვითარებაც მიმძაფრებდა. მართალია,
მსუბუქი შეკრთომა ვერ დავფარე, მაგრამ მერე სავსებით მოვთოკე
თავი, შეუშფოთებლად და დინჯად დავხურე ყუთი, ასევე არხეინად
ჩავდე ჩემოდანში და მხოლოდ ამის შემდეგ წამოვდექი ფეხზე, მერე
ოდნავ უკან დავიხიე, რომ ზევით ამეხედა, საიდანაც ის ხმა გავიგო-
ნე, მართლაც იმ საწოლის თავზე, სადაც მე ვიჯექი, ვიღაც იწვა. იგი
იდაყვს დაჰყრდნობოდა და ზემოდან გადმომცქეროდა. ეტყობა,
ოთახი ზერელედ მომითვალიერებია, რაკი უფრო ადრე ვერ შე-
ვამჩნიე იქ ადამიანის ყოფნა. მას ალბათ საბანი თუ ჰქონდა თავზე
წაფარებული. ეს იყო ახალგაზრდა კაცი, რომელსაც ნამდვილად არ
აწყენდა პირის გაპარსვა. ისედაც ბაკენბარდებმოშვებულ სახეზე
უსიამოდ ჩანდა წვერგადავლილი ნიკაპი და ლოყები. თვალების
ჭრილი სლავური ჰქონდა, სახე სიცხისგან წამოჭარხლებოდა და
თუმცა ვხედავდი, რომ ავად იყო, წყენისა და დაბნეულობისაგან რო-
ყიო კითხვა წამომცდა, მანდ რას აკეთებთ-მეთქი.
– მე? ‒ კითხვა შემომიბრუნა მან. –წესით მე უნდა გეკითხებოდე,
მანდ რა საინტერესო საქმით ხარ გართული-მეთქი.
‒ თუ შეიძლება, შენობით ნუ მელაპარაკებით, – მივუგე გაღიზია-
ნებულმა. ‒ თუ არ ვცდები, ჩვენ არც ნათესავები ვართ და არც ახ-
ლობლები !
მან გაიცინა და არცთუ უსამართლოდ მიპასუხა:
– მე მგონი, რაც ხელში დაგინახე, ის კმარა ჩვენ შორის ახლო-

153
ბლობის დასამყარებლად. ეგენი, არა მგონია, დედიკოს გამოეტანე-
ბინოს შენთვის. აბა ერთი ხელები მაჩვენე, რამსიგრძე თითები
გაქვს, ან რამდენზე შეგიძლია თითების დაგრძელება?!
– ნეტავ რას მიედ-მოედებით! – შევძახე მე. – მხოლოდ იმიტომ
უნდა ჩაგაბაროთ ანგარიში, თქვენი არსებობა რომ არ შემამჩნევი-
ნეთ და მოურიდებლად მითვალთვალებდით? ეს ძალიან ცუდი ტო-
ნია...
– ახლა ენას მართლა კი ნუ წაიგრძელებ, – მომიჭრა მან,‒ მაგ
მანჭვა-გრეხასაც მოეშვი, არც ჩვენ ვართ წყალწაღებულები. სიმარ-
თლე თუ გნებავს, აქამდე მეძინა. ვწევარ აქ მეორე დღეა ინფლუენ-
ციანი კაცი, საზიზღარი თავის ტკივილები მტანჯავს, მეღვიძება და
ჩემს თავს ჯერ ხმისამოუღებლად ვეკითხები, ეს მშვენიერი ბიჭუნა
რითი თამაშობს-მეთქი. ისე, მართლა ლამაზი ხარ, კაცს რომ შეშურ-
დება, ისეთი. შენი სიფათი მომცა, მე ვიცი, რასაც ვიზამდი.
‒ ჩემი სიფათი იმის საბაბად არ გამოგადგებათ, გაუთავებლად
შენობით მელაპარაკოთ. ეგ თუ არ მოიშალეთ, სიტყვას ვეღარ გა-
იგონებთ ჩემგან.
– ღმერთო ჩემო, რაღა მეშველება, ბატონო პრინცო, იქნებ
„თქვენო უმაღლესობავ“-მეთქი, გითხრათ? თან, როგორც ვხვდები,
კოლეგებიც ვყოფილვართ. შენ ახალი ხარ, არა!
– დიახ, დირექციამ აქეთ გამომგზავნა, თავისუფალი საწოლის
ასარჩევად, – ვუპასუხე მე, – ხვალ ამ სასტუმროში მუშაობას შევუდ-
გები.
– რა სამსახური მოგცეს?
– ეგ ჯერ არ გადაწყვეტილა.
‒ საკვირველია. მე სამზარეულოში ვმუშაობ, უფრო სწორად, ბუ-
ფეტში, ცივი საუზმეულის განყოფილებაში· შენ რომ ზიხარ, ეგ საწო-
ლი დაკავებულია. აი აქ, ზემოთ, შენგან მეორე საწოლია თავისუფა-
ლი. საიდან ხარ?
– ამ საღამოს ჩამოვედი ფრანკფურტიდან.
– მე კი ხორვატი ვარ, – გერმანულად მითხრა მან. ‒ აგრამიდან,
იქაც მიმუშავია რესტორნის სამზარეულოში, აი, სამი წელია კი პა-

154
რიზში ვარ. პარიზს კარგად იცნობ?
–კარგად რას ჰქვია?
‒ მშვენივრად ხვდები, რასაც ვგულისხმობ. მე გეუბნები, თუ იცი,
ეგ შენი რაღაც-რაღაცები ხელსაყრელ ფასში სად უნდა გაასაღო-
მეთქი.
‒ ადგილი მოინახება.
– თავისით არ მოინახება. თანაც ასეთი განძის დიდხანს თრევა
დიდი უჭკუობაა. საიმედო მისამართი რომ მოგცე, ნახევარ წილში
გამიყვან?
‒ ნახევარი წილი კარგად მოგიფიქრებიათ! მხოლოდ მისამარ-
თში, ნურას უკაცრავად! !
– დიახ, ისეთ მისამართში, შენნაირ ძუძუმწოვარას როგორც პუ-
რი არსობისა, ისე რომ ჭირდება. ჯობია დაფიქრდე. იცი, რას გეტყვი,
ის ბრილიანტებიანი ძეწკვი...
აქ სიტყვა გაგვაწყვეტინეს. კარი გაიღო და ოთახში რამდენიმე
ახალგაზრდა შემოვიდა, რომელთაც დასვენების საათი დასდგომო-
დათ: ესენი იყვნენ ლიფტიორი, რომელსა წითელკანტებიანი ნაც-
რისფერი ლივრეა ეცვა, ორი შიკრიკი, რომლებიც დახურულ კამზო-
ლებში იყვნენ გამოწყობილნი, მკერდზე ორი წყება ოქროსფერი ღი-
ლები ეკეთათ და შარვლებზეც ოქროსავე ლამპასები დაუყვებო-
დათ, და ერთი ბრგე ჭაბუკი, რომელსაც ლურჯზოლებიანი პიჯაკი ეც-
ვა და წინსაფარი მკლავზე ჰქონდა გადაკიდებული. ეს უკანასკნელი
სამზარეულოს მდაბალი პერსონალი‒ ჭურჭლის მრეცხავი, ან რა-
ღაც ამის მსგავსი უნდა ყოფილიყო. დიდხანს არ გაუვლია, რომ მათ
მოჰყვა კიდევ ერთი ხელზე მოსამსახურე ბიჭი და ერთი ყმაწვილი,
რომელსაც შავ შარვალსა და თეთრ ხალათზე ეტყობოდა, ოფიციან-
ტის შეგირდი თუ თანაშემწე უნდა ყოფილიყო. ბიჭებიდან ზოგი
ფრანგულად იკურთხებოდა და merde-ს იძახდა. მათ შორის, ვინც
გერმანელი ერია, წყეულიმც იყოსო, ან ეშმაკსაც წაუღია ყველაფე-
რიო, ასე იგინებოდა ალბათ დასრულებული სამუშაო დღის მისა-
მართით, მერე მწოლიარეს შესძახეს, ალო, სტანკო, ისევ ცუდად ხა-
რო, რასაც ხმამაღალი მთქნარება მოაყოლეს და ყველანი მაშინვე

155
გახდას შეუდგნენ. ჩემთვის დიდად არავის შეუწუხებია თავი, მხო-
ლოდ ერთი შემეხუმრა, თითქოს აქამდე სულ ჩემს მოლოდინში ყო-
ფილიყვნენ.
– An, te voilà. Comme nous ètions impatients que la boutique
deviendrait complête20
ერთმა დამიდასტურა, სტანკოს ნაჩვენები ზედა საწოლი მარ-
თლა თავისუფალიაო. მეც ზემოთ ავედი, ჩემოდანი ჩემს თაროზე
მოვათავსე, უკვე საწოლზე ჩამომჯდარმა ტანთ გავიხადე და თავი ბა-
ლიშზე დავდე თუ არა, ახალგაზრდული ტკბილი, ღრმა ძილით დამე-
ძინა.

20
ჰო, შენც აქ ყოფილხარ? ერთი სული გვქონდა, აქ სრული ნაკრები
შემდგარიყო (ფრანგ)

156
მერვე თავი

რამდენიმე მაღვიძარამ თითქმის ერთდროულად დაიჟღრიალ-


დაიზრიალა. დილის ექვსი საათი იყო და ჯერ კიდევ ბნელოდა. ამი-
ტომ, ვინც პირველები გამოძვრნენ საწოლებიდან, იმათ ისევ აან-
თეს ჭერზე დაკიდული ელექტრონათურა. განგაშის ხმაზე მხოლოდ
სტანკო არ შერხეულა, მე კი, ძილისგან გამოცოცხლებულსა და გა-
ხალისებულს, გუნებას ვერ წამიხდენდა საწოლების შუა ვიწრო გა-
სასვლელში თმააბურძგნული ბიჭების უსიამოვნო ჯგლეთა, რომელ-
თაგან ზოგი ამთქნარებდა, ზოგი იზმორებოდა, ხოლო ზოგი ღამის
პერანგს იხდიდა, ხუთ პირსაბანთან მათ შეხლა-შემოხლასაც (ხუთ
პირსაბანზე შვიდი დასაბანი ყმაწვილი მოდიოდა) ვერ ჩავაკვლევი-
ნებდი ხალისს. გუნებას არც ის მიფუჭებდა, წყალი რომ შემოაკლდე-
ბოდათ, შიშველ-ტიტველნი ტალანში სათითაოდ რომ გამორბოდ-
ნენ ონკანიდან წყლის ჩამოსასხმელად. მერე, როცა მეც სხვებივით
გავისაპნე და წყალშიც მათსავით ვიტყაპუნე, მთლად გაწუწული
პირსახოცი მერგო, რითაც შეუძლებელი იყო გამშრალება, მაგრამ
სამაგიეროდ ლიფტიორმა და ოფიციანტის შეგირდმა ნება დამრთეს
სპირტქურაზე გამთბარი გასაპარსი წყლით მეც მესარგებლა და სა-
ნამ გაწაფული ხელით სამართებელს ლოყებზე, ბაგესა და ნიკაპზე
დავატარებდი, შემეძლო სარკის ნატეხშიც ჩამეხედა, რომელიც ფან-
ჯრის სახელურზე ჰქონდათ დამაგრებული.
– Hè beautè21 ‒ მითხრა სტანკომ, როცა უკვე თმაგადაყოფილი და
პირგაპარსული, საწოლ ოთახში შევბრუნდი, რათა სხვებივით ტანთ
ჩამეცვა და ლოგინი მიმელაგებინა. – ჰანსი ხარ, ფრიცი, თუ რაც
გქვია.
– თუ ნებას მომცემთ, ფელიქსი მქვია. ‒ მივუგე მე.
– ესეც კარგია, ფელიქს, იქნებ მოიღოთ მოწყალება, და რომ
ისაუზმებთ, ერთი ფინჯანი Cafè au lait22 ამომიტანოთ? თორემ სანამ

21
ეი, ლამაზო ბიჭო (ფრანგ)
22
რძიანი ყავა (ფრანგ)

157
სადილობა მოაწევდეს და სუპ-პიურე მერგებოდეს, მანამდე ვერაფ-
ერს მივიღებ.
– სიამოვნებით, ‒ მივუგე მე, – არ დაგზარდებით. ჯერ ერთ ფინ-
ჯან ყავას მოგიტანთ და მერეც მალე მოგაკითხავთ და დაგხედავთ.
ეს ორი მიზეზის გამო ვუთხარი: ჯერ ერთი, ჩემს ჩემოდანს კლიტე
კი ჰქონდა, მაგრამ მე არ მქონდა გასაღები და სტანკოს არ ვენდო-
ბოდი, მეორეც, მინდოდა გუშინდელი საუბარი როგორმე გამეგრძე-
ლებინა. სტანკო უფრო სარფიან პირობებზე დამეყოლიებინა და გა-
მომერთმია ის მისამართი, თვითონ, რომ შემომთავაზა·
მოსამსახურეთათვის განკუთვნილი ვრცელი სასადილო ოთახი
დერეფნის ბოლოში იყო მოთავსებული. იქ თბილოდა და ყავის სა-
სიამოვნო სურნელი ტრიალებდა, მებუფეტე და მისი ცოლი, სქელი,
დედასავით ალერსიანი ქალი, ყავას ორი პრიალა სადუღარიდან
ფინჯნებში ასხამდნენ. ფინჯნებში შაქარი უკვე იდო, ქალი რძეს ამა-
ტებდა და ყველას თითო ფუნთუშას აძლევდა. სასადილოში სასტუმ-
როს მოსამსახურეები – სხვადასხვა დორტუარის ნაირ-ნაირი ბინა-
დარნი ირეოდნენ. მათ შორის ოქროსღილებიან ლურჯ ფრაკებში
გამოწყობილი ოფიციანტებიც ერივნენ. უმეტესობა ზეზეულად ჭამ-
და და სვამდა, თუმცა დარბაზში რამდენიმე პატარა მაგიდა კი იდგა.
მე, დაპირებისამებრ, მებუფეტე დედილოს „pour le pauvre malade
de numèro quatre23 ერთი ფინჯანი ყავა ვთხოვე და მანაც ისეთივე ღი-
მილით, როგორითაც თითქმის ყველა შემხვედრი მაჯილდოებდა,
მომაწოდა ფინჯანი.
– Pas encore èquipe24 ‒ მკითხა მან და მეც მოკლედ მოვუყევი ჩემი
ამბავი. შემდეგ სტანკოს ყავა მივურბენინე და გავუმეორე, მალე
ისევ მოგაკითხავ-მეთქი. მან სარკასტული სიცილი დამადევნა, რად-
გან თავგამოდების ორივე მიზეზს მშვენივრად მიმიხვდა.
სასადილოში შევბრუნდი და ამჯერად საკუთარ თავს მივხედე –
შეგხვრიპე ჩემი Cafè au lait და ძალიანაც მეამა, რადგან დიდი ხანი

23
მეოთხე ნომერში მწოლი საბრალო ავადმყოფისათვის (ფრანგ)
24
ფორმა ჯერ არ მიგიღიათ?

158
იყო პირში თბილი არაფერი ჩამსვლოდა, და ფუნთუშაც მივატანე.
ოთახი თანდათან დაცარიელდა, რადგან ამასობაში შვიდი საათიც
შესრულდა. ახლა შემეძლო ერთ-ერთ მუშამბაგადაფარებულ მაგი-
დასთან მოვკალათებულიყავი, სადაც ერთ ხანში შესულ, ფრაკიან
ოფიციანტს დრო ეშოვა, სიგარეტის კოლოფი ამოეღო და ერთის-
თვის მოეკიდებინა კიდეც. საკმარისი იყო მისთვის ღიმილით შემე-
ხედა და თვალი ჩამეკრა, რომ ერთი სიგარეტი ჩემთვისაც მოეწოდე-
ბინა.
უფრო მეტიც: ხანმოკლე საუბარში რომ გავანდე, ჩემი ბედი ჯერ
კიდევ გაურკვეველია-მეთქი, ნახევრად სავსე კოლოფი საჩუქრად
დამიტოვა და ისე წავიდა.
შავი, სურნელოვანი წეკო ნასაუზმევს ძალიან მესიამოვნა, მაგ-
რამ აქ დაყოვნების უფლება არ მქონდა, ისევ ჩემს პაციენტთან უნდა
გავქცეულიყავი. იგი ვითომ გაგულისებული დამიხვდა.
‒ ისევ მოხვედი? – შემომიღრინა მან. – რას გადამეკიდე? ნეტავ
რაში მჭირდები? თავი და ყელი მტკივა და ლაპარაკი სულ არ მეხა-
ლისება.
‒ მაშ უკეთ არა ხართ? – კითხვა შევუბრუნე მე. – ძალიან მწყინს.
ის იყო, უნდა მეკითხა, ნუთუ არ მოგამჯობინათ ყავამ, მე რომ დი-
დი სიამოვნებით მოგართვით-მეთქი.
– კარგად ვიცი, ყავა რატომაც მომართვი, მაგრამ შენ ტუტუცურ
საქმეებში მაინც ვერ გავერევი. შენისთანა ბრიყვისგან კარგს რას
უნდა მოელოდე.
‒ საქმეზე ლაპარაკი თქვენ თვითონ დამიწყეთ, – მივუგე მე, –
ჩემდა თავად კი ვერ გამიგია, საქმეების გარეშეც რატომ არ უნდა
შეგიმსუბუქოთ მარტოობა. ჩემთვის ჯერ არავინ მოიცლის და ამი-
ტომ იმაზე მეტი დრო მაქვს, ვიდრე საჭიროა, ჩათვალეთ, რომ თქვე-
ნი შემწეობით ამ დროის ნაწილს სიამოვნებით დავხარჯავდი!
მე მის ქვეშ მოთავსებულ საწოლზე ჩამოვჯექი, მაგრამ ეს ადგი-
ლი ხელს ნაკლებად მაძლეგდა, რადგან აქედან ჩემს თანამოსაუბ-
რეს ვერ ვხედავდი. ასე რა ლაპარაკი გამოგვივა-მეთქი, ვიფიქრე,
ძალაუნებურად ავდექი და ისევ წინ ავესვეტე. მან მითხრა:

159
– ეს უკვე წინ გადადგმული ნაბიჯია, რაკი აღიარებ, შენ რომ
გჭირდები, თორემ მე ნამდვილად არაფერში მჭირდები.
– თუ სწორად გაგიგეთ, ნამდვილად იმ წინადადებას გულის-
ხმობთ, გუშინ რომ შემომთავაზეთ, დღეს თავაზიანად იმეორებთ
იგივეს და ამით იმასაც ამხელთ, რაღაც ინტერესი თქვენც რომ გა-
მოძრავებთ.
‒ ძალიან მცირე. აი შენ კი, ტაკიმასხმარავ, შენს ხარახურას მხო-
ლოდ გაანიავებ და ხახამშრალი დამრჩები, არა, მაინც როგორ ჩა-
გივარდა ეგ ყველაფერი ხელში?
– სრულიად შემთხვევით, მართლაც ბედნიერი წუთის წყალო-
ბით.
‒ ხდება ხოლმე. ვინ იცის, იქნებ ბედნიერ ვარსკვლავზეც ხარ და-
ბადებული, რაღაც იმდაგვარი სახეზე კი გაწერია და რა ვიცი, ერთი
მიჩვენე შენი ნაყარნუყარი. იქნებ მიახლოებით მაინც შეგიფასო.
ნამდვილად გამიხარდა, რომ მოვალბე, მაგრამ მაინც ვუთხარი:
– არ მინდა, რა, სტანკო! ვინმე რომ შემოვიდეს, შეიძლება უსია-
მოვნებას გადავეყარო.
– კაცმა რომ თქვას, არცაა საჭირო, – მომიგო მან, – გუშინ საკ-
მაოდ კარგად დავათვალიერე ყველაფერი. ისე, ტოპაზებზე დიდ
ილუზიებს ნუ შეიქმნი, იგი...
რა მართალი ვიყავი, ხელის შემშლელების გამოჩენაზე რომ ვი-
ფიქრე. საიდანღაც მართლა გამოჩნდა დამლაგებელი ქალი, თან
ვედრო, ტილო და ცოცხი შემოიტანა და დასაბან ოთახში დაყენებუ-
ლი წუმპეების მომშრალებასა და ოთახის მილაგებას შეუდგა. სანამ
დამლაგებელი იქ იყო, მე ქვედა საწოლზე ვიჯექი და არცერთს ხმა
არ ამოგვიღია. როცა იგი თავის ხის ქოშების კაკუნით გაგვშორდა,
ხმა მხოლოდ მაშინ ამოვიღე და სტანკოს ვკითხე, რა გინდოდათ
გეთქვათ-მეთქი.
– მე რა უნდა მეთქვა? – ისევ მოიკატუნა მან თავი. – შენ კი გინდა
რაღაც გაიგონო ჩემგან, მაგრამ მე არაფერი მაქვს სათქმელი. დი-
დი-დიდი გირჩიო, ტოპაზის ყელსაბამზე დიდ ილუზიებს ნუ ააგებ-
მეთქი, აი იმაზე, გუშინ რომ ზედ დაჰფოფინებდი. ასეთი ნადავლი ძვ-

160
ირი მაშინ ღირს, ფალიცესთან ან ტიფანისთან რომ იყიდება, თორემ
ისე ჩალის ფასი აქვს.
– ჩალის ფასს რას ეძახით?
– ორას-სამასს ფრანკს.
‒ მაგასაც არა უშავს.
‒ შე ყეყეჩო. შენა, ყველაფერზე არა უშავსო, რომ დაგიჩემებია!
მეც ეგ მადარდებს. ერთი ნეტავ წამოყოლა შემეძლოს, ან სულაც
მაგ საქმეზე მარტო მე მომაკიდებინა ხელი!·
‒ არა, სტანკო, თქვენ როგორ შეგაწუხებთ! თქვენ სიცხე გაქვთ
და ლოგინში უნდა იწვეთ.
– კარგი, ასე იყოს, ოღონდ სავარცხელსა და გულსაბნევს, სი-
მართლე გითხრა, თავადური მამულის საფასურს ვერც მე გავაგდე-
ბინებდი. მართალია, საფირონი უზის თვლად, მაგრამ ბევრი, არც იმ
გულის ქინძისთავისგან გამოდნება. ყველაფერს ისევ ძეწკვი სჯო-
ბია, აი, ის კი კარგი რამ არის და სულ ცოტა, ათი ათასი ფრანკი მა-
ინც ეღირება. გასაღებით, ბეჭდებიც კარგად გასაღდება, ყოველ შემ-
თხვევაში, ის ერთი ლალისთვლიანი და მეორეც, რუხი მარგალიტი
რომ უზის. მოკლედ, სახელდახელო ანგარიშით ყველაფერი ერთად
თვრამეტი ათასი ფრანკი მაინც ეღირება.
‒ დაახლოებით მეც ასე ვიანგარიშე.
– ერთი ამას დამიხედეთ! ამ საქმისა ვითომ გაგება რამე?
– რატომაც არა, ფრანკფურტში ძალიან მიყვარდა ოქროულო-
ბის ვიტრინების თვალიერება,მაგრამ თქვენ ალბათ ის არ გინ-
დოდათ გეთქვათ, იმ თვრამეტი ათასს სრულად მოგცემენო, არა?
‒ არა, საყვარელო, ეგ არც მიფიქრია, მაგრამ თუ თავის დაცვა
ცოტათი მაინც შეგიძლია და წამდაუწუმ „არა უშავს„ არა უშავსო“,
არ იძახებ, მაშინ მაგის ნახევარს მაინც მოიგდებ ხელში.
– ესე იგი, ცხრა ათას ფრანკს არა?
‒ ათი ათასსაც, ერთი სიტყვით, იმდენს, რაც მარტო ის ერთი
ბრილიანტებიანი ძეწკვი ღირს. თუ ვაჟკაცი ხარ, ამაზე ნაკლებად
არც უნდა დაუთმო.
‒ მაინც რას მირჩევთ, ვის უნდა მივმართო?

161
‒ ერიჰაა! ახლა ჩემმა ლამაზმა ბიჭუნამ საჩუქარიც მომინდომა.
ამ ბრიყვს ·უნდა მუქთად მივართვა ჩემი ცოდნა და გამოცდილება.
– ვინ თქვა, მუქთადო, სტანკო. ყოველ წუთს მზად ვარ ჩემი პა-
ტივისცემა დაგიდასტუროთ, ოღონდ აქამდეც ასე ვფიქრობდი და ახ-
ლაც იმ აზრისა ვარ, თქვენ რომ გუშინ ნახევარ წილში გასვლა ახსე-
ნეთ, ცოტა მეტისმეტია-მეთქი.
‒ მეტისმეტი? ნახევარ წილში გასვლა ამ საქმეში დედამიწის
ზურგზე ყველაზე სამართლიანი გაყოფაა, წიგნთა წიგნში რომ წე-
რია, სუსტად ისეთი. შენ ხომ არ გავიწყდება, უჩემოდ მშრალზე
ამოგდებულ თევზს ჰგავხარ და თუ მოვინდომე, დირექციასთანაც
შემიძლია დაგაბეზღო.
‒ გრცხვენოდეთ, სტანკო! ამის არამცთუ ჩადენა, თქმაც კი სირ-
ცხვილია, თუმცა მე ხომ ვიცი, ეგ არც თქვენ გაგივლიათ გულში;
ოღონდ ახლა ნურც იმას მაფიქრებინებთ, ვერაფერს რომ ვერ გა-
მორჩებით, ისეთ საქმეს რამდენიმე ათასი ფრანკი არ გერჩივნოთ.
‒ იქნებ მართლა ბედავ რამდენიმე ათას ფრანკს დამაჯერო?
– დიახ, ასე გამოდის, თუ ლოიალობას გამოვიჩენ და მესამედს
გარგუნებთ იმ ათი ათასი ფრანკიდან, თქვენი აზრით ამ ნივთებში
რომ უნდა ამოვიგო. თქვენ ახლა, წესით, უნდა შემაქოთ, თავის დაც-
ვა ცოტათი მაინც შეგძლებია-თქო, და ისიც დამიჯეროთ, სისხლის-
მსმელი წურბელაც რომ შემხვდეს, არ დავეჩაგვრინები.
– აქეთ მოიწი! – გადმომძახა მან და, როცა ახლოს მივედი, ჩუ-
მად მაგრამ გარკვევით მითხრა: –Quatre-vingt –douze.Rue de
l’Echelle au Ciul25
– Quatre-vind-douze, Rue de ...
‒ Echelle au Ciul. ხომ არ დაყრუვდი?
– რა უცნაური სახელწოდებაა! ·
‒ ასეული წლის მანძილზე ასე თუ ჰქვია? ჯობია ეს მშვენიერი სა-
ხელი დალოცვად მიიღო! ესაა ერთი პატარა კოპწია ქუჩა, ოღონდ
ცოტა შორსაა, სადღაც მონმარტრის სასაფლაოს უკან უნდა იყოს.

25
ნომერი ოთხმოცდაცამეტი, ზეციური კიბის ქუჩა (ფრანგ)

162
ყველაფერს სჯობია, საკრე-კიორს აღმა აუყვე. ის ადვილი მისაგ-
ნებია, იქიდან ჟარდინის ქუჩით ეკლესიასა და სასაფლაოს შორის
გახვალ და დამრემონის ქუჩას ნეის ბულვარის მიმართულებით და-
ადგები. სანამ დამრემონი შამპიონს გადაჭრიდეს, ხელმარცხნივ
ერთი პატარა შესახვევი შეგხვდება, ესაა Vierges prudentes , ანუ კე-
თილგონიერ ქალწულთა ქუჩა და აი მისი განშტოებაა შენი Echelle
წესით, გზა არუნდა აგებნეს.
– იმ კაცს რა ჰქვია?
– მაგას რა მნიშვნელობა აქვს. თავის თავს მესაათეს ეძახის და
ზოგჯერ მართლაც ასეა. აბა გასწი და ცხვარივით ნუ მოიქცევი! მისა-
მართი მხოლოდ იმიტომ მოგეცი, რომ თავიდან მოგიშორო და მო-
ვისვენო. ჩემს გასამრჯელოს რაც შეეხება, გახსოვდეს, ყოველ წუთს
რომ შემიძლია დაგასმინო. ‒ დასძინა მან და ზურგი შემომაქცია.
– თქვენგან დიდად დავალებული ვარ, სტანკო, ‒ ვუთხარი მე, –
და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, საიმისო საბაბს არ მოგცემთ,
დირექციასთან დამასმინოთ.
ამ სიტყვებით გავშორდი სტანკოს, გულში რამდენჯერმე გავი-
მეორე მისამართი და უკვე დაცარიელებულ სასადილოში შევბრუნ-
დი, რადგან სხვაგან არსად მეგულებოდა თავშესაფარი. უნდა მეცა-
და, სანამ ქვევით ვინმეს გავახსენდებოდი, კარგი ორი საათი ისე ვი-
ჯექი ერთ-ერთ მუშამბაგადაფარებულ მაგიდასთან, რომ ოდნავი
მოუთმენელობა არ გამომიმჟღავნებია. სიგარეტს ვეწეოდი და ჩემს
ფიქრებს მივყვებოდი. სასადილოს საათი ორს უჩვენებდა, როცა დე-
რეფანში მკვახე ხმით წარმოთქმული ჩემი სახელი და გვარი გავი-
გონე. კართან მისულიც არ ვიყავი, რომ შიკრიკმა თვითონ შემოაღო
კარი და დაიძახა:
‒ L’employè Felix Kroull,26 ბატონ გენერალურ დირექტორთან!
– ეს მე ვარ, ძვირფასო მეგობარო, ოღონდ წამიყვანეთ და რეს-
პუბლიკის პრეზიდენტიც რომ მიხმობდეს, მზად ვარ წარვუდგე.
‒ მით უკეთესი, ძვირფასო მეგობარო, – საკმაოდ თავხედურად

26
მსახური ფელიქს კრული (ფრანგ)

163
შემომიბრუნა ჩემი თავაზიანი მიმართვა მან და ამათვალ-ჩამათვა-
ლიერა, ‒ გამომყევით, რაკი ასე გნებავთ.
ერთი სართულით დაბლა ჩავედით და მვოთხე სართულზე, სა-
დაც დერეფნები ჩვენსაზე გაცილებით განიერი იყო და იატაკზეც წი-
თელი ფიანდაზი ეფინა, ჩემმა წინამძღოლმა გამოიძახა დერეფანში
დატანებული ერთ-ერთი სამგზავრო ლიფტი. ცოტა ხანს ლოდინი
მოგვიხდა.
– როგორ მოხდა, რომ მარტორქას პირადად სურს შენი ნახვა?
– თქვენ ალბათ ბატონ შტიურცლის გულისხმობთ, არა? როგორ
გითხრათ, ნაცნობობა.. პირადი ურთიერთობა... – დაუდვვრად მი-
ვუგე მე. – მარტორქას რატომ ეძახით?
– C’est son sobriquet27 უკაცრავად კი ვარ, მაგრამ ეგ სახელი მე არ
შემირქმევია.
– საბოდიშო არაფერია. მადლობელი მე ვარ, ინფორმაცია რომ
მომაწოდეთ, – მივუგე მე.
კოხტად მოპირკეთებული ლიფტი ელექტრონით იყო გაჩირაღ-
დნებული და შიგ წითელხავერდგადაკრული მერხიც იდგა. ჩასარ-
თავ ბერკეტს წითელლამპასებიან ქვიშისფერ ლივრეაში გამოწყო-
ბილი ყმაწვილი მართავდა. მან ჯერ მეტისმეტად მაღლა გააჩერა
ლიფტი, მერე კი ისე დაბლა, რომ გვარიანი სიმაღლიდან მოგვიხდა
იატაკზე ამობიჯება.
– Tu n’apprendras jamais,Eustache– უთხრა ჩემმა წინამძღოლმა
ლიფტი ორს, – à manier cette gondole28
– Pour toi je m’èchaufterai29 ‒ მიახალა მან.
მისი უხეშობა არ მომეწონა, ვერ მოვითმინე და შევნიშნე:
– სუსტები ერთმანეთს ასეთი სიძულვილით თუ მოეკიდნენ, ძლი-
ერთა თვალში პოზიციებს ნამდვილად ვერ განიმტკიცებენ.

27
ეს მისი მეტსახელი(ფრანგ)
28
ეი, შენ, ესტაშ, მაგ გონდოლის მართვას, ეტყობა, ვერასოდეს ვერ ისწავლი
29
არა, სწორედ შენთვის მოვიკლავ თავს (ფრანგ)

164
‒ Tiens, ‒ თქვა იმან, ვისაც ჩემი საყვედური ეკუთვნოდა, – Un
philosophe!30
ამასობაში ქვევით ჩავედით კიდეც. ლიფტიდან ჰოლის განაპირა
კუთხეში გამოვედით. გეზი რეგისტრატურისკენ. ავიღეთ, მაგრამ მას
გვერდი ავუქციეთ, გზა განვაგრძეთ და მაშინ შევამჩნიე, ჩემმა წი-
ნამძღოლმა გვერდიდან ინტერესით რომ შემომხედა. სიმართლე
გითხრათ, ყოველთვის მსიამოვნებდა ადამიანებზე ჩემს გარეგნო-
ბასთან ერთად ჭკუა-გონებითაც რომ ვახდენდი შთაბეჭდილებას.
გენერალური დირექტორის კაბინეტი რეგისტრატურის უკან, ტა-
ლანში იყო მოთავსებული, მისი მოპირდაპირე ორი კარი კი, რო-
გორც შევამჩნიე, საბილიარდოსა და სამკითხველო დარბაზისაკენ
გადიოდა. ჩემმა წინამძღოლმა ფრთხილად დააკაკუნა, ოთახიდან
ხრუტუნისმაგვარი ხმის გაგონებაზე კა რი შეაღო, ქუდი თეძოზე მი-
იბჯინა, სალმის ნიშნად წელში მოიხარა და ოთახში შემიშვა.
ბატონი შტიურცლი საოცრად მსუქანი კაცი აღმოჩნდა, მის ფუმ-
ფულა ღაბაბზე თითქოს მოხერხებული ადგილი ვერ ეპოვნა წვეტიან
ჭაღარა წვერს და სასაცილოდ აპრეხილიყო.
ბატონი შტიურცლი საწერ მაგიდასთან იჯდა, რაღაც ქაღალდებს
ფურცლავდა და კარგა ხანს ჩემთვის ყურადღება არ მოუქცევია. მი-
სი შემხედვარე მშვენივრად მივხვდი, პერსონალს ის დასაცინი სახე-
ლი რატომაც შეერქმია: ზურგი უსაშველოდ ჰქონდა ამობურცული,
ხოლო ქონით გასკდომამდე დატენილი ქედის ფონზე კარგად წამო-
წეულ ცხვირზე მართლაც რქასავის აჯდა მეჭეჭი, რაც მეტსახელს კი-
დევ უფრო სრულყოფილად ამართლებდა. უკვე გადათვალიერე-
ბულ ქაღალდებს იგი სიგრძე-სიგანის მიხედვით დასტებად აწყობ-
და. ხელები მთელ იმ მასასთან შედარებით საოცრად პატარა და ნა-
ზი ჰქონდა. ოღონდ ამ მასას უმწეობისა არაფერი ეტყობოდა, პირი-
ქით, როგორც ეს ხშირად ახასიათებთ ტანსრულ ადამიანებს, სუ-
ლაც არ აკლდა ელეგანტური მიხრა-მოხრა.
‒ მაშ ეს თქვენა ხართ ის ყმაწვილი კაცი, – მომმართა მან შვეიცა-

30
გამოვიდა ესეც ფილოსოფოსი (ფრანგ)

165
რიული აქცენტით შეფერილი გერმანულით, ისე რომ ქაღალდების
დაწყობა არ შეუწყვეტია, ‒ ჩემი მეგობარი რომ უწევს რეკომენდა-
ციას, თუ არ ვცდები, კრული უნდა იყოთ გვარად,c’est ca31 და სურ-
ვილი გაქვთ ჩვენთან იმუშაოთ, არა?
– დიახ, მართალი ბრძანდებით, ბატონო გენერალურო დირექ-
ტორო, ‒ მივუგე მე და, მართალია, მოკრძალებით, მაგრამ მაინც
კარგად მივუახლოვდი. ამ დროს, კიდევ ერთხელ და ალბათ არც
უკანასკნელად, შემთხვევა მომეცა ერთ უცნაურ ფენომენს დავ-
კვირვებოდი: ბატონმა შტიურცლიმ შემომხედა თუ არა, სახე ზიზღით
დაემანჭა და მშვენივრად მივუხვდი, ეს ზიზღნარევი გამომეტყველე-
ბა მხოლოდ და მხოლოდ ჩემი მაშინდელი ყმაწვილური სილამაზით
რომ იყო გამოწვეული. ჩვეულებრივ, იმ მამაკაცებს, რომელთაც
მხოლოდ ქალებისკენ მიუწევთ გული, ‒ ხოლო ბატონი შტიურცლის
ფხიანი წვერისა და მისი გალანტური ტანსრულობის შემხედვარეს
ამაში ოდნავადაც არ შეგეპარებოდათ ეჭვი, – გრძნობის აღმძვრე-
ლი საგანი საკუთარ სქესში განსხეულებული რომ მოევლინებათ,
ბუნებრივი ინსტინქტები როგორღაც ებორკებათ ხოლმე. ეს კი იმის
ბრალია, რომ არც ისე იოლია გრძნობადის ზოგად და კონკრეტულ
გამოვლენათა შორის მტკიცე მიჯნის გავლება, ადამიანის სულიერი
წყობა ამ დროს ენერგიულად ეწინააღმდეგება მისი რომელიმე კონ-
კრეტული გამოვლენით აღძრულ გრძნობებსა და მასთან დაკავში-
რებულ ასოციაციებს და ზიზღის გრიმასის რეფლექსებიც აქედან
მოდის, ოღონდ აქ, ბუნებრივია, მხოლოდ ზედაპირულ რეფლექსებს
ვგულისხმობთ, რადგან ზემოთ დასახელებული მიჯნის აღრევას
ადამიანი უფრო საკუთარ თავს თუ დააბრალებს, ვიდრე იმას, ვინც
მისდა უნებურად მოჰგვარა ეს გრძნობა და, აქედან გამომდინარე,
თავის უსიამო შეცბუნებას ამ უკანასკნელს არ აზღვევინებს. ბატონ
შტიურცლის ეს არც ჩაუდენია, მით უმეტეს, რომ მისი რეფლექსების
დანახვაზე მე სერიოზული, ლამის მკაცრი სახე მივიღე და მოწიწე-
ბით დავხარე თვალები. სამაგიეროდ მან გულითადობა გამოიჩინა

31
ასეა, ხომ? (ფრანგ)

166
და მკითხა: – რასა იქმს ჩემი ძველი მეგობარი, თქვენი ბიძა ში-
მელპრისტერი?
– მომიტევეთ, ბატონო გენერალურო დირექტორო, – მივუგე მე,
– მაგრამ იგი ბიძა კი არა, ნათლია გახლავთ ჩემი, რაც მოგეხსენე-
ბათ, უფრო მეტს ნიშნავს. მოკითხვისთვის მადლობელი ვარ, რამ-
დენადაც ვიცი, ჩემი ნათლია კარგადაა, მთელ რაინის მხარეში და
მის საზღვრებს გადაღმაც, როგორც ხელოვანს, დიდი აღიარება
აქვს მოხვეჭილი.
– დიდი უცნაური კაცია, დიდი, – თქვა მან. – მაშ აფასებენ, არა?
eh bien, მით უკეთესი. ნამდვილად ახირებული კაცია, ვერაფერს იტ-
ყვი, მაშინ მართლა ახლო მეგობრები ვიყავით.
‒ ლაპარაკი ზედმეტია, ‒ განვაგრძე მე, – რა მადლობელი ვარ
პროფესორ შიმელპრისტერისა, თქვენთან რომ შემაწია კეთილი
სიტყვა.
‒ დიახ, დიახ. რაო, პროფესორიც გახდა? საიდან? Mais passons32
დახმარება მთხოვა და ხომ ვერ გავაწბილებდი, ბოლოს და ბოლოს,
აქ მართლა კარგი დრო გვაქვს ნატარები. მაგრამ იმასაც გეტყვით,
ჩემო კარგო, რომ თქვენი საქმე არც ისე იოლი მოსაგვარებელია.
რა მოგიხერხოთ? თქვენ სასტუმროში მუშაობის გამოცდილება არ
გექნებათ და ეს საქმე, ალბათ არც არასდროს შეგისწავლიათ.
– ტრაბახში ნუ ჩამომართმევთ, და მჯერა, რომ ჩემი ბუნებრივი
მონაცემები გაუწაფაობას საკვირველი სისწრაფით ამინაზღაურე-
ბენ.
– დიახ, დიახ, როგორ არა, – გამომაჯავრა მან, – თქვენი ბუნებ-
რივი მონაცემები უფრო ლამაზ ქალებთან თუ გამოგადგებათ.
უკანასკნელი ფრაზა, ჩემი აზრით, სამი მიზეზით ითქვა: ჯერ ერ-
თი, ფრანგებს – და ბატონი შტიურცლი უკვე დიდი ხანია ფრანგი იყო
– საერთოდ უყვართ გამოთქმა „ლამაზი ქალი“ და თავისი და სხვე-
ბის გულის გასახარად ხშირად იმეორებენ ხოლმე „Une jolie femme“
‒ ამ სიტყვებს მათ ქვეყანაში გასავალი აქვს და მისი წარმომთქმე-

32
თუმცა რა მნიშვნელობა აქვს (ფრანგ)

167
ლიც დარწმუნებულია, ირგვლივ ყველა ხალისიანად და სიმპათიით
გამომეხმაურებაო. ეს დაახლოებით იგივეა, მიუნჰენში რომ ლუდი
ახსენო. იქ საკმარისია ეს სიტყვა წარმოთქვა, რომ საყოველთაო
აღფრთოვანება გამოიწვიო. ერთი სიტყვით, ეს გახლდათ პირველი
მიზეზი. მეორეც, თუ უფრო ღრმად ჩავეძიებოდით, შტიურცლიმ „ლა-
მაზი ქალები“ და ჩემი სავარაუდო მონაცემები რომ ახსენა, ამით მო-
ინდომა შებორკილობა დაეძლია, მე ჩამომხსნოდა, ჩემი თავი, ასე
ვთქვათ, ქალებისთვის გადაელოცა. ამას მშვენივრად მივუხვდი. მე-
სამე ‒ და უნდა ითქვას, რომ ეს უკანასკნელი ზემოხსენებულ მის-
წრაფებას ეწინააღმდეგობოდა ‒ მაინც უნდოდა გავეღიმებინე და
ინსტინქტების შებორკილობის შეგრძნება ხელახლა განეცადა. დაბ-
ნეულობის ბრალი თუ იყო, რომ იგი მაინც აქეთკენ მიილტვოდა, ძა-
ლიან გამიჭირდა, მაგრამ სხვა გზა არ მქონდა, მისთვის ღიმილი უნ-
და მებოძებინა. მეც გავუღიმე და ღიმილს ეს სიტყვებიც დავატანე:
– სხვაზე რომ არაფერი ვთქვათ, თქვენ ამ სფეროშიც ვერ გაგი-
ტოლდებით, ბატონო გენერალურო დირექტორო.
როგორ დამენანა ამაოდ დახარჯული თავაზიანობა, მას ერთი
სიტყვაც არ გაუგონია, მხოლოდ ჩემი ღიმილი დაინახა და სახე
კვლავ უკმაყოფილო გრიმასმა დაუმანჭა. მასაც ეს უნდოდა, მეც მე-
ტი რაღა დამრჩენოდა, უწინდებურად მკაცრად და თავაზიანად დავ-
ხარე თვალები და ბატონ შტიურცლის საკუთარი სისუსტე ჩემთვის
არც ამჯერად უზღვევინებია.
– ეს ყველაფერი კარგი, ყმაწვილო, – მითხრა მან, – მაგრამ სა-
კითხავია, რაიმე ცოდნა და მომზადება თუ გაგაჩნიათ. პარიზში ასე
ზვავივით რომ დაგვეცით თავს, ფრანგული მაინც თუ იცით?
აი, ამ შეკითხვამ კი ჩემს წისქვილზე მიუშვა წყალი. გული სი-
ხარულით ამითრთოლდა, რადგან საუბარი ჩემს სასარგებლოდ
შეტრიალდა. აქ უადგილო არ იქნება მოვიხსენიო, რომ მქონდა
მსოფლიოს ნებისმიერი ხალხის ენის შესწავლის ზებუნებრივი, ლა-
მის იდუმალებით მოსილი ნიჭი. ბუნებით ისედაც უნივერსალურო-
ბისაკენ მიდრეკილს, გულში მსოფლიოს ყველა კუთხის თვისებები
მიღვიოდა და ამიტომ სულაც არ მჭირდებოდა უცხო ენის შესწავლა,

168
საკმარისი იყო ორიოდე ფრაზა მომწვდენოდა ყურს, უფრო სწო-
რად, სულ ცოტა დრო მყოფნიდა, რომ შემექმნა რომელიმე ენის
ცოდნის შთაბეჭდილება, თან ისე ზედმიწევნით ზუსტად ვბაძავდი ნე-
ბისმიერ ნაციონალურ ენობრივ მანერას, რომ ეს ყველაფერი ლა-
მის კომედიანტობას უტოლდებოდა. თავისუფალ მეტყველებასთან
შერწყმული გამოჯავრების ელფერი, კიდევ უფრო მეტ დამაჯერებ-
ლობას რომ მატებდა ჩემს ცოდნას, თორემ მის სარწმუნოობას არა-
ფერს აკლებდა, შედეგი გახლდათ უცხო სულით ბედნიერების მომ-
ნიჭებელი, ლამის ექსტაზური აღვსებისა, ოღონდ არ ვიცი, ექსტაზში
მე თვითონ ვვარდებოდი, თუ იგი თვითონ მიპყრობდა, მთავარია,
რომ ტრანსში გადავარდნილს პაროდირების ჟინი კიდევ უფრო მიმ-
ძაფრდებოდა და მხოლოდ უფალმა უწყის, ჩემკენ თავისით როგორ
მოფრინავდნენ სიტყვები.
რაც შეეხება ფრანგულს, ამ ენის ცოდნაში მისტიკის ხელი ნაკ-
ლებად ერია.
– Ah, voyons, monsieur le directeur general, ‒დიდი გზნებით და
აღფრთოვანებით ავილესე ენა ‒Vous medemandez sèrieusement si je
parle frainçis? Mille fois pardon, mais cela m’amuse! De fait, c’est plus ou
moins ma langue maternelte, ‒ ou plutôt paternelle, parce que mon pauvre
père‒qu’il repose en paixi! ‒nourrissait dans son tendre coeur un amour
presque passionè pour Paris et profitait de toute occasion pour s’arr èter
dans cette ville magnifique dont les recoins des plusintimes lui ètaient
familiers. Je vous assure: il connaissait des ruelles aussi perdues comme,
disons la Rue l’ Echelle au Ciel, bref, il se sentait chez soi, à Paris comme nulle
part au monde. La consèquence? Voila la consèuence.ma prope èducation
fut de honne part française, et l’ idêe de la conversation fransaise. Causer
c’êtait pour moi causer en français et la langue française‒ah, monsiur rette,
langue de l’êlegance, de la civilisation de l’esptil ellest la langue de la
conversation, la conversation ellememe. Pondam loute mon enfance
heureuse j’ai causê avec une charmarte demoiselle de Vevey-Vevey en
Saisse‒ qui prenail soin du peti gars de bonne famile,et c’est elle qui m’a

169
enseigne, des ders français, vers exqris, queje me repete des que j’en ai le
temps et qui litteralement fondent sur
ma langue.
Hirondelles de ma patrie
Demes anours ne me parlez vous pas?33

– კმარა! ‒ შემაწყვეტინა მან ჩანჩქერივით გადმოღვრილი ენის


ტარტალი. – პოეზიას შეეშვით! პოეზიას ვერ ვიტან, ლექსების გაგო-
ნებაზე გულ-მუცელი მიტრიალებს. ჩვენ აქ Five o’cloc 34-ზე ხანდახან
გამოგვყავს ფრანგი პოეტები, ვისაც ტანთ ჩასაცმელი გააჩნია რამე,
და ლექსებს ვაკითხებთ. ქალებს სიამოვნებთ მათი მოსმენა. მე კი ამ
დროს რაც შეიძლება, მოშორებით ვჯდები და ცივი ოფლი მასხამს,.
–Je suis dèsolè, monsieur le directeur gènèral.Je sois violemm
-ent tente de maudire la poèsic.35
– კარგი, კარგი, du you speak English?36
ვლაპარაკობდი თუ არა ინგლისურად. არა. ინგლისური არ ვიც

33ო, ბატონო გენერალო, ნუთუ სერიოზულად მეკითხებით? ვლაპარაკობ თუ არა


ფრანგულად?ათასგზის გთხოვთ მომიტევოთ, მაგრამ სიცილს ვერ ვიკავებ, ეს ხომ
თითქმის მშობლიური ენაა ჩემი ‒ დედაენა. უფრო სწორად, მამაჩემის ენა, რადგან
საბრალო მამაჩემი, ღმერთმა აცხონოს იგი, თავისი სათუთი გულით საოცარ სიყვარულს,
შეიძლება ითქვას, ვნებას დაატარებდა პარიზის მიმართ და შემთხვევას არ უშვებდა
ხელიდან, რომ დიდხანს ეცხოვრა ამ საოცარ ქალაქში, სადაც ყველა ჩასახვევს იცნობდა,
მერწმუნეთ ისეთი მიყრუებული ქუჩებიც კი იცოდა, როგორიც მაგალითად ზეციური
კიბის ქუჩაა და მართლა მხოლოდ პარიზში გრძნობდა შინ თავს. აქედან რა უნდა
დავასკვნათ? ის, რომ მე ძირითადად ფრანგულად ვარ აღზრდილი, მეტყველებად
მხოლოდ ფრანგულ მეტყველებას აღვითქვამდი, საუბარი მხოლოდ ფრანგულად
წარმომედგინა. ო, მუსიე, ეს ენა ხომ თვით ელეგანტურობაა, თვით ცივილიზაციაა,
გონებამახვილობაა, აი, ესაა ჭეშმარიტი სასაუბრო ენა, რას ბრძანებთ! ეს ენა
სასაუბროდაა შექმნილი...მთელი ჩემი ბედნიერი ბავშვობის მანძილზე ფრანგულად
ვეტიტინებოდი შვეიცარიის ვევედან ჩამოსულ მომხიბლავ მადმუაზელს, რომელიც
ჩემს მანერებსა და სათანადო აღზრდაზე ზრუნავდა. ეს მან მასწავლა ერთი ფრანგული
ლექსი, მშვენიერი ლექსი, რომელსაც ხშირად ვიმეორებ ხოლმე და სწორად მან
ჩამოაყალიბა ჩემი მეტყველება: ჩემი სამშობლოს მერცხლებო,
ნუთუ არ მომიყვებით ჩემი სიყვარულის ამბავს? (ფრანგ)
34
ჩაის საათზე (ფრანგ)
35
ეს რა დამემართა, ბატონო გენერალო დირექტორო, ეშმაკსაც წაუღია მთელი
პოეზია (ფრანგ)
36
ინგლისურად თუ ლაპარაკობთ? (ინგლ)

170
ოდი, მაგრამ სამი წუთით კი შემეძლო თავის მოჩვენება. სამ წუთზე
გამწვდებოდა ის მარაგი, რაც სადღაც-სადღაც, ლანგენშვალბახსა
თუ ფრანკფურტში, ჩემს გაფაციცებულ სმენამდე ნიავს მოეტანა, ანუ
რა ნამცეცებიც ამომიკრეფია მისი სიტყვიერი ფონდიდან. ახლა საქ-
მე ის იყო, არაფრიდან, ამ არარსებული მასალიდან ერთი წამით
თვალის მომჭრელი რამ შემეკოწიწებინა. ამიტომ ღმეჭითა და
წლაწვით კი არ დამიწყია ლაპარაკი, როგორც უმეცართ წარმოუდ-
გენიათ ინგლისური მეტყველება, არამედ სისინა ბგერებს მხოლოდ
ტუჩის წვერებით წარმოვთქვამდი და ცხვირი მედიდურად მქონდა
აპრეხილი
– I certainly do, sir,of course,sir,quite naturally i do. Why shouldn’l? I
love to, sir. It’s a very nice and comfortable language, very much so indeeed,
sir very. I my opinion, English is the language of the future, sir.I’ll bet jou what
you like, sir.That in fifty years from now it will be at teast the second
language of every human bieng.37
– მაგ ცხვირს რას ატრიალებთ? ეგ სულ ზედმეტია და, სხვათა შო-
რის, არც ეგ თქვენი ლათაიებია საჭირო. მე მხოლოდ ის გკითხეთ,
ინგლისური თუ იცით-მეთქი.Parla italiano? 38
მე იმწამსვე იტალიელად ვიქეცი და დახვეწილი სისინის ნაც-
ვლად ცეცხლოვანი ტემპერამენტით აღვივსე... ჩემს არსებაში ამო-
ხეთქა ყველაფერმა, თუკი რამ იტალიური გამეგონა ჩემი ნათლია
შიმელპრისტერის პირიდან, რომელიც ამ მზიურ ქვეყანაში ხშირად
და ხანგრძლივად ჩერდებოდა ხოლმე, ჯერ მომუჭული ხელი სახეს-
თან მიმოვიტარე, მერე კი ხუთივე თითი გავშალე, დავატრიალე და
ავმღერდი:
‒My Signore, che cosa domanda? son veramente innamorato di questa
bellissima lingua, la più bella del mondo.Ho bisogno soltanto d’aprire la mia

37
დიახ, სერ, ცხადია, ვლაპარაკობ,რატომაც არ უნდა ვილაპარაკო? მე ძალიან
მიყვარს ეს ენა. განა მართლა მშვენიერი არ არის? ჩემი აზრით, ინგლისური
მომავლის ენაა. მზად ვარ, სანაძლეოს ჩამოვიე, რომ 50 წლის შემდეგ ყოველი
ადამიანი თავისი მშობლიური ენის გარდა, ინგლისურად ილაპარაკებს( ინგლ)
38
იტალიურად თუ ლაპარაკობთ? (იტალ?

171
bocca e involontariamente, diventa il fonte di tutta l’armonia di quest
idioma celeste.Si, caro Signore, per me non c’è dubbio she gli andeli nel
cieclo partano italiano.I improssibile d’imaginare che queste beate creature
si servano v’una lingua, meno musicale...39
– სდექ! ‒ მიბრძანა მან. ‒ თქვენ ისევ პოეზიაში გადაიჭერით,
ხომ გითხარით, პოეზიის გაგონებაზე გული მიღონდება-მეთქი. ნუ-
თუ ამას ვერ მოიშლით? სასტუმროს მოსამსახურეს ეგ სტილი არ შე-
ეფერება. ისე წარმოთქმა ცუდი არა გაქვთ და, როგორც ვხედავ, ენე-
ბიც ასე თუ ისე იცით. ამდენს ნამდვილად არ მოველოღი, ერთი სიტ-
ყვით, გამოგცდით, კნოლ...
– კრული, ბატონო გენერალურო დირექტორო.
–Ne me corrigez pas40 ჩემთვის სულ ერთია, თუ გინდათ, სულაც
კნალი იყავით. თქვენი სახელი?
– ფელიქსი, ბატონო გენერალურო დირექტორო.
– არც ეგ მომწონს, ფელიქსი ‒ ფელიქსი... მეტისმეტად გამორ-
ჩეული და პრეტენზიულიa. ამიერიდან არმანი გერქმევათ.
‒ ძალიან მიხარია სახელის გამოცვლა, ბატონო გენერალურო
დირექტორო.
‒ გიხარიათ, თუ არ გიხარიათ, სულ ერთია. არმანი ერქვა ლიფ-
ტიორს, რომელიც ამ საღამოს შემთხვევით ტოვებს სამსახურს.
ხვალ დილიდან შეგიძლიათ მის მაგიერ იმუშაოთ. ვნახოთ, როგორ
გასწევთ ლიფტიორობას.
‒გავბედავ და გპირდებით, ბატონო გენერალურო დირექტორო,
რომ თავს არ შევირცხვენ და უფრო უკეთაც ვიმუშავებ, ვიდრე ესტა-
ში მუშაობს...
– ესტაშმა რა დააშავა?

39 აბა რა, სენიორ! მე შეყვარებული ვარ ამ მშვენიერ ენაზე, მსოფლიოს ულამაზეს ენაზე.
საკმარისია გავაღო პირი და ჩემდა უნებურად იგი ზეციური ბგერების წყაროდ
იქცევა.დიახ, ძვირფასო სენიორ, ეჭვი არ მეპარება, რომ ანგელოზები ცაში იტალიურად
ლაპარაკობენ, წარმოუდგენელია, ეს ღვთიური არსებანი ამაზე ნაკლებ მუსიკალურ ენაზე
მეტყველებდნენ (იტალ)
40 ნუ მისწორებთ (ფრანგ)

172
– იგი ხან ზევით აყენებს ლიფტს და ხან ქვევით, ამიტომ ხან აბი-
ჯება გიწევს და ხან ჩაბიჯება.
თუმცა ამას მაშინ აკეთებს, როცა თავისნაირებს ემსახურება, ბა-
ტონებთან, როგორც შევატყვე, უფრო მარჯვედ იქცევა, სამსახურებ-
რივი მოვალეობის ასეთ არათანაბარ შესრულებას მე პირადად ვერ
შევუქებდი.
– ქება რა შუაშია! თქვენ რა, სოციალისტი ხართ?
– რას ბრძანებთ, ბატონო გენერალურო დირექტორო, ეს საზო-
გადოება როგორიცაა, მე ზუსტად ისეთი მომწონს და სურვილით
ვიწვი, როგორმე მისი გული მოვიგო. მე მხოლოდ ისა ვთქვი, თუ
კაცმა შენი საქმე იცი, ყოველთვის კარგად უწდა აკეთო, თუნდაც ძა-
ლიან არ გსიამოვნებდეს ამის გაკეთება-მეთქი.
– ისე, მაინც იცოდეთ, რომ სოციალისტები ჩვენს დაწესებულე-
ბაში არ გვჭირდება.
– Ca va, sans dire, monsieur le...41
‒ აბა წადით, კნულ! საწყობი სარდაფშია, იქ.ლივრეა მოირგეთ!
ლივრეას ჩვენ ვიძლევით. ფეხსაცმელს კი არა, და უნდა გითხრათ,
რომ თქვენი...
– ეს დროებითი ამბავია, ბატონო გენერალურო დირექტორო.
ხვალამდე ყველაფერი სრულ წესრიგში იქნება. მე კარგად მესმის,
რას მავალდებულებს ეს დაწესებულება და გარწმუნებთ, რომ ჩემს
ჩაცმულობას წუნს ვერ დასდებთ. თუ ნებას მომცემთ, მოგახსენებთ,
რომ ძალიან მიხარია ლივრეაში გამოწყობა. ნათლია შიმელპრის-
ტერს უყვარდა ნაირ–ნაირ კოსტუმებში ჩემი გამოწყობა და ყოველ-
თვის მაქებდა, როგორ ვიხდენდი ხოლმე ყოველგვარ კოსტუმს,
თუმცა თანდაყოლილი თვისებები რა საქებია, აი, ლიფტიორის ტან-
საცმელი კი ჯერ ნამდვილად არ მომიზომებია.
‒ცუდი არ იქნება, იმ ტანსაცმელში ლამაზ ქალებს თუ მოეწონე-
ბით, ‒ მითხრა მან, – Adèiu42 დღეს აღარ გვჭირდებით, ნაშუადღევს

41
რა თქმა უნდა, მუსიე (ფრანგ)
42
ნახვამდის (ფრანგ)

173
შეგიძლიათ პარიზში გაიარ-გამოიაროთ, ხვალ კი დილიდანვე ეს-
ტაშთან ან სხვა ლიფტიორთან ერთად რამდენჯერმე ადი-ჩამოდით
ლიფტით და გაეცანით მექანიზმს, მექანიზმი მარტივია და მისი ათ-
ვისება არ გაგიჭირდებათ.
‒ თვალისჩინივით გავუფრთხილდები, ‒ მივუგე მე. ვერ მოვის-
ვენებ, სანამ ლიფტის უსაფეხუროდ მოყენებას არ ვისწავლი. Du
reste, monsieur le directeur gènèral,- დავძინე მე და თვალები ამიწყლი-
ანდა, ‒les paroles me manquent pour exprimer...43
– C’est bien, c’est bien, აღარ მცალია,–მითხრა მან და ზურგი შე-
მომაქცია, ოღონდ მანამდე სახე კვლავ იმ ზიზღნარევმა გრიმასმა
დაუმანჭა. მე ეს არ მწყენია, კისრისტეხით დავეშვი კიბეზე – მე ხომ
დილითვე უნდა მომესწრო მესაათესთან მისვლა – და სარდაფს მი-
ვაშურე, გაუჭირვებლად მივაგენი იმ კარს, რომელზეც „საწყობი“
ეწერა და დავაკაკუნე. ოთახში იჯდა ერთი ჩია, სათვალიანი მოხუცი
და გაზეთს კითხულობდა, ხარიხებზე კი იმდენი ნაირფერადი ფორ-
მის ტანსაცმელი ეკიდა, ის ოთახი მეძველმანის დუქანს თუ თეატრის
გარდერობს უფრო ჰგავდა. ჩემი სურვილი ჩია მოხუცს მოვახსენე და
საქმე თვალის დახამხამებაში მოვაგვარე.
–Et, comme ça ‒ მითხრა მოხუცმა, – tu voudrais t’ appreter, mon
petit, pour promener les jolies femmes en haut et en bas?44
არა, ამ ერის საშველი არ იქნება. მოხუცს თვალი ჩავუკარი და
დავუდასტურე, ეს ჩემი სურვილიცაა და მოვალეობაც-მეთქი. მან
ერთი შემავლო თვალი, საკიდიდან ქვიშისფერი წითლით გაწყობი-
ლი ლივრეა, ანუ პიჯაკი და შარვალი ჩამოხსნა და უბრალოდ
მკლავზე გადამკიდა.
– ხომ არ ჯობდა მომეზომებინა? – ვკითხე მე.
‒ არაა საჭირო რასაც გაძლევ, მოგერგება Dans cet emballage la
marchandise attirera l’attention des jolies femmes45

43 ვბედავ, მოგახსენოთ, ბატონო, რომ სიტყვები არ მყოფნის...(ფრანგ)


44 შენ, ჩემო პატარავ, გინდა ზევით-ქვევით სულ ლამაზ-ლამაზი ქალები
ატარო?(ფრანგ)
45 ასე შეფუთული საქონელი ლამაზი ქალების ყურადღებას მიიპყრობს(ფრანგ)

174
ამ დაჩაჩანაკებულ მოხუცს, წესით სხვა საფიქრალი უნდა ჰქო-
ნოდა, მაგრამ, ეტყობა, მექანიკურად ისროდა სიტყვებს, ამიტომაც
მეც ასევე მექანიკურად ჩავუკარი ისევ თვალი,
46
გამომშვიდობებისას „mon oncle“ ვუწოდე და შევფიცე, ჩემს კარიე-
რას მხოლოდ და მხოლოდ თქვენ დაგიმადლით-მეთქი.
იმ ლიფტით, რომელიც სარდაფამდე ჩამოდიოდა, მეექვსე სარ-
თულზე ავედი. ძალიან მეჩქარებოდა, გულში მაინც მიტრიალებდა
შიში, სტანკო ჩემს არყოფნაში ჩემოდანს არ მიჰპარვოდა. გზაში გა-
ისმოდა ზარის წკარუნი და ვჩერდებოდით.
ბატონებს ლიფტი სჭირდებოდათ და მეც მათ შემოსვლაზე მორი-
დებით კედელს ვეკვროდი ხოლმე. ჯერ ერთი ქალბატონი შემოვიდა,
რომელსაც მესამე სართულზე სურდა ასვლა, მეორე სართულზე ინ-
გლისურად მოლაპარაკე წყვილი შემოგვემატა ‒ მათ მეოთხე სარ-
თულზე მოითხოვეს აყვანა. მარტო შემოსულმა ქალბატონმა, სწო-
რედ იმან, ვინც პირველი დაგვემგზავრა, ყურადღება ამიფორიაქა.
და სიტყვა „ამიფორიაქა“ აქ ზედგამოჭრილი გახლავთ, რადგან მას
გულაძგერებული ვაკვირდებოდი და ჩემს გულისძგერას არც სიტ-
კბოება აკლდა.
დღეს, მართალია, იმ ქალბატონს ყანჩის ფრთებით შემკული ზა-
რისებური ქუდი აღარ ეხურა, სულ სხვა, ფართოფარფლებიანი, ატ-
ლასით გაწყობილი ნაკეთობა უმშვენებდა თავს, ზემოდან ეფინა
თეთრი, ნიკაპქვეშ შეკრული, პალტოზე გრძლად ჩამოშვებული
პირბადე და პალტოც სულ სხვანაირი ეცვა, – გუშინდელზე მსუბუქი,
უფრო ღია ფერისა, გაწყობილი დიდრონი, ყაითანშემოვლებული
ღილებით, მაგრამ იოტისოდენა ეჭვიც არ შემპარვია, რომ ჩემ წინ
საბაჟო შემოწმებისას დამეზობლებული ქალბატონი იდგა და, რაც
მთავარია, მასთან იმ ზარდახშით ვიყავი გადანასკვული. იგი, უპირ-
ველეს ყოვლისა, იმით ვიცანი, რომ თვალებს აჭყეტდა, მართალია,
მაშინ მებაჟეს ეკამათებოდა, მაგრამ დავასკვენი, რომ თვალების
ჭყეტვა ჩვეულებად ჰქონდა, რადგან ახლაც, ყოველგვარი საბაბის

46
ბიძაჩემო

175
გარეშე, წამდაუწუმ აჭყეტდა თვალებს. საერთოდ, მის არცთუ ულა-
მაზო სახის ნაკვთებს ნერვიული მანჭვისაკენ ეტყობოდა მიდრეკი-
ლება. სხვა ამ ორმოც წელს მიტანებული შავგვრემანი ქალისათვის
არაფერი შემიმჩნევია ისეთი, რაც მის მიმართ გაჩენილ ნაზ გრძნო-
ბებს შემილახავდა. ზედა ტუჩზე ამოსული მუქი ღინღლი საკმაოდ
შვენოდა, ხოლო თვალები ზუსტად ისეთი მოოქროსფრო წაბლის-
ფერი ჰქონდა, მე რომ მომწონდა. ოღონდ ის თვალები წამდაუწუმ
რომ არ დაეჭყიტა, ნამდვილად აჯობებდა, ჩემდათავად ისეთი შეგ-
რძნება დამეუფლა, შევძლებდი ტკბილი სიტყვით მომეშლევინებინა
მისთვის ეს აბეზარი ჩვეულება.
მაშ, ჩვენ ერთდროულად ჩამოვმხტარვართ ამ სასტუმროში, თუ
ჩემზე საერთოდ ითქმოდა ეს სიტყვა, და სულ უბრალო შემთხვევას
შეუშლია ხელი, რომ ერთად არ წარვსდექით იმ რეგისტრატორის
წინაშე, ასე იოლად რომ წითლდებოდა, ლიფტის სივიწროვეში მისი
სიახლოვე უცნაურაღ მირევდა ჭკუა-გონებას. განა ამაღელვებელი
არ იყო, წარმოდგენაც რომ არ ჰქონდა ჩემზე, არასოდეს არ ვენახე,
ახლაც არ შეუმჩნევია ჩემი არსებობა, მაგრამ ჩემს უსახო ხატებას
იმ წუთიდან გონებაში მაინც დაატარებდა, გუშინ საღამოს თუ ამ დი-
ლით ჩემოდანს რომ ამოალაგებდა და ზარდახშის გაუჩინარებას
შენიშნავდა?
რა გაკვირვებულიც არ უნდა დარჩეს ჩემი ბედით შეწუხებული
მკითხველი, ამ დასკვნას მტრულ განზრახვას ვერაფრით ვერ ვუთავ-
სებღი. მართალია, გონებაში წამით კი გამიელვა, რომ ჩემს გახსე-
ნებაზე თავისუფლად შეიძლებოდა რაღაც-რაღაცები გამოეძიებინა,
სათანადო ნაბიჯიც გადაედგა და, ვინ იცის, ახლა იქნებ სწორედ იქი-
დან ბრუნდება, სადაც ეს ნაბიჯი გადაიდგა-მეთქი, მაგრამ ეს ფიქრი
სერიოზულ ვარაუდად არ გადაქცეულა და იოტისოდენაც არ შეუბ-
ღალავს იმ სიტუაციის მომხიბლაობა, მაძიებელს თავისი ძიების
საგანი ასე ახლოს რომ ედგა და თვითონ ვერაფერს ხვდებოდა.
როგორ ვნანობდი – და ვნანობდი ორივეს მაგივრად ‒ ეს სიახ-
ლოვე ასე ხანმოკლე რომ გამოდგა და მხოლოდ მესამე სართულამ-
დე გაგრძელდა!

176
იგი, ვის ფიქრებშიც მე ვიყავი ჩაბუდებული, ლიფტიდან გავიდა
და წითურთმიან ლიფტიორს უთხრა:
– Merci, Armand!47
ეს საოცარი საქციელი მის გულღიობას მოწმობდა – სულ ცოტა
ხნის ჩამოსული იყო და ამ ბიჭის სახელი კი იცოდა. თუმცა, ვინ იცის,
იქნებ ისე ხშირად ჩამოდიოდა „სენტ ჯემს ენდ ალბანიში“, რომ
ლიფტიორს დიდი ხანია იცნობდა, გარდა ამისა, იმანაც გამაოცა,
ლიფტით სწორედ არმანი რომ დაგვატარებდა. ერთი სიტყვით,
ლიფტში მათთან ერთად ყოფნა ფრიად ნაყოფიერი გამოდგა ჩემ-
თვის.
–ვინ არის ეს ქალბატონი? – ვკითხე წითურთმიანს ზურგს უკნი-
დან, როცა კვლავ დავიძარით.
იმ ხეპრემ პასუხი არ გამცა, მიუხედავად ამისა, მეხუთე სართულ-
ზე ლიფტიდან რომ გამოვედი, კითხვა გავუმეორე:
‒ თქვენ ის არმანი სომ არა ხართ, ამ საღამოს რომ ანებებს თავს
მუშაობას?
– ეგ შენი ჭკუის საკითხავი არაა, – უხეშად მომახალა მან.
‒ იქნებ არის ჩემი საკითხავი, – მივუგე მე, –– სწორედ რომ ჩემი
საკითხავია, რადგან დღეიდან მე ვარ არმანი, თქვენს ადგილზე მე
ვიწყებ მუშაობას, თქვენი მემკვიდრე გახლავართ, ოღონდ არ ვაპი-
რებ ვინმეს თვალში თქვენისთანა გაუთლელი გამოვჩნდე.
‒imbècile 48 – მომიგდო მან და ზედ ცხვირწინ მომიკეტა ლიფტის
კარი.
სტანკოს ეძინა, როცა ზემოთ №4 დორტუარში შევედი. მაშინვე
განჯინას ვეცი, ჩემოდანი გამოვიღე, პირსაბან ოთახში გავაქანე და
ზარდახშა ამოვაძვრინე.
მადლობა ღმერთს, ჩვენს პატიოსან სტანკოს მისთვის ხელი არ
ეხლო. გავიხადე პიჯაკი და ჟილეტი, თვალწარმტაცი ტოპაზის ყელ-
საბამი ყელზე გავიკეთე და ცოტა გამიჭირდა, მაგრამ კეფაზე მაინც

47
მადლობა, არმან
48
ყეყეჩო( ფრანგ)

177
შევიკარი ზამბარიანი საკეტი. ზედ ისევ ტანსაცმელი გადავიცვი, ხო-
ლო სხვა წვრილ-წვრილი ნივთები, რომლებიც დიდ ადგილს არ და-
იჭერდნენ, მათ შორის ბრილიანტებიანი ძეწკვიც, მარცხნივ და მარ-
ჯვნივ, ჯიბეში ჩავიტენე. ამას რომ მოვრჩი, ჩემოდანი ისეგ თავის ად-
გილზე დავდე, ჩემი ლივრეა კარებთან, კარადაში შევკიდე, ქურთუ-
კი ჩავიცვი, ქუდი დავიხურე, ხუთი სართული ფეხით ჩავირბინე (ალ-
ბათ იმიტომ, რომ არმანთან ერთად ლიფტით ჩასვლა აღარ მინდო-
და) და ზეციური კიბის საძებნელად გავემართე.
ჯიბეები ძვირფასეულობით მქონდა გამოტენილი, მაგრამ რამ-
დენიმე სუ რა არის, ისიც კი არ გამაჩნდა, რომ ომნიბუსის ბილეთი
მეყიღა. და გზას ფეხით დავადექი· გზა ძნელი გამოდგა, რადგან იმ
ქუჩას კითხვა-კითხვით თუ მივაგნებდი და სისწრაფესაც მალე მოვუ-
კელი. აღმართიანი ქუჩებით სიარულმა ისე დამიმძიმა ფეხები, მონ-
მარტრის სასაფლაომდე მისვლას ორმოცდახუთი წუთი მოვანდომე
და კაცმა რომ თქვას, მისაგნები თურმე ეს სასაფლაო მქონია, თო-
რემ მერე სტანკოს მითითებები ისე ზუსტი აღმოჩნდა, რომ სულ მა-
ლე ვიპოვე დამრემონის ქუჩაც და „კეთილგონიერ ქალწულთა“ შე-
სახვევიც. რამდენიმე ნაბიჯიც გავიარე და მივედი კიდეც.
პარიზისნაირი გიგანტური ქალაქი უამრავი უბნისა და კვარტლი-
საგან შედგება რომელთაგან მხოლოდ სულ მცირე ნაწილმა თუ შე-
იძლება შეგიქმნათ თავიანთი ქალაქის სიდიადის შეგრძნება. დიდე-
ბული ფასადების მიღმა, მსოფლიო დედაქალაქს უცხო თვალის-
თვის რომ გამოუფენია, წვრილბურჟუაზიულ-პატრიარქალური სამ-
ყარო იმალება და კარჩაკეტილ თვითკმაყოფილ ცხოვრებას ეწევა.
„ზეციური კიბის“ ქუჩის მცხოვრებთა შორის ბევრი იქნებოდა ისეთი,
ოპერის ავენიუს ციალსა და იტალიური ბულვარის მსოფლიო
ორომტრიალს წლების მანძილზე რომ ვერ იხილავდა. ერთი სიტ-
ყვით, იდილიურ პროვინციაში მოვხვდი: მოკირწყლულ ვიწრო ქუჩა-
ში ბავშვები თამაშობდნენ, მყუდრო ტროტუარებზე უბრალო
საცხოვრებელი სახლები ჩამწკრივებულიყო, რომელთა პირველი
სართულები აქა-იქ დუქანს, საბაყლოს, საყასბოს თუ საფუნთუშეს ან
მეუნაგირის სახელოსნოს ეჭირა და საკმაოდ უხვი საქონლით იწონ-

178
ებდა თავს. მესაათეც სადღაც აქვე უნდა ყოფილიყო. მართლაც სულ
მალე ვიპოვე №92. ,„პიერ ჟან-პიერ ჰორლოგერი“ – ეწერა ვიტრი-
ნის მხარეს დატანებულ კარზე, ვიტრინაში კი ნაირ-ნაირი ქრონო-
მეტრები, მამაკაცის და ქალის ჯიბის საათები, თუნუქის მაღვიძარები
და იაფფასიანი, ქანქარიანი საათები ელაგა.
სახელურს დავაწექი, კარის გაღებაზე ზედ დაკიდული ზარი,
ამოძრავდა და მის ჟრიალში მაღაზიაში შევედი. მაღაზიის პატრონს
ცალ თვალში ხისჩარჩოიანი ლუპა ჩაედგა და ვიტრინისებურ დახლს
გადაღმა იჯდა, ვიტრინის შუშებში კი ისევ საათები და ძეწკვები იყო
გამოფენილი. იგი ერთი ჯიბის საათის მექანიზმს უჭირკიტებდა რო-
მელსაც ალბათ მისი პატრონი უჩიოდა. მაღაზიას ავსებდა ჩამომ-
წკრივებული დასადგამი საათების ტიკტიკი.
‒ გამარჯობა, ოსტატო, ‒ ვთქვი მე, – მე მინდა შევიძინო ჯიბის
საათი თავის კოხტა ძეწკვითურთ.
– მაგ სურვილის შესრულებას წინ ვერავინ აღუდგება, ჩემო პა-
ტარავ, – მომიგო მან და თვალიდან ლინზა ამოიღო. – ალბათ ოქ-
როსი არ გენდომებათ.
– აუცილებელი არაა, – ვუთხარი: მე, – ბრჭყვიალ-კრიალს დიდ
მნიშვნელობას არ ვანიჭებ. ჩემთვის მთავარია მექანიზმის ხარისხი
და სიზუსტე.
– ჯანსაღი პრინციპები გქონიათ. მაშ ვერცხლისა, არა?– მკითხა
მან, ვიტრინის შიდა შუშა გამოსწია, რამდენიმე საათი გამოიღო და
დახლზე დამიწყო.
მესაათე ჩია, ხმელი მოხუცი იყო, მოყვითალო, აბურძგნილი ჭა-
ღარა თმა ჰქონდა და ზედ თვალებქვეშ ეწყებოდა ბაკენბარდები.
ასეთ ბაკენბარდებს, სადაც მომრგვალებულ ფორმას უნდა იღებ-
დნენ, სწორედ იქა აქვთ ხოლმე ბოლოები უნიათოდ ჩამოყრილი და
ჩამოძენძილი. დიახ, სამწუხაროდ, არცთუ იშვიათია ასეთი უღიმღა-
მო და უსიამო სახეები.
ხელში ის საათი ავიღე, რომელიც თვითონ შემირჩია, და ფასი ვი-
კითხე. ოცდახუთი ფრანკი ღირდა.

179
– ოსტატო, სხვათა შორის, უნდა გითხრათ, რომ ამ საათში, რო-
მელიც ძალიან მომწონს, არ ვაპირებ ნაღდი ფული გადაგიხადოთ,
მინდა ვაჭრობის უფრო ძველი ფორმით, ანუ გაცვლის წესით მოვრ-
იგდეთ. აი ნახეთ ეს ბეჭედი! – ვუთხარი მე და რუხი მარგალიტის-
თვლიანი ბეჭედი ამოვიღე, რომელიც საგანგებოდ ქურთუკის შიგ-
ნით ჩაკერებ·ულ ჯიბეში მქონდა გადანახული. – მე მინდოდა ეს
მშვენიერი ნივთი თქვენთვის მომეყიდა და თქვენგან მიმეღო გან-
სხვავება მის ღირებულებასა და საათის ფასს შორის, სხვაგვარად
რომ ვთქვათ, მინდოდა საათის ღირებულება ბეჭედში მიღებული
თანხით გადამეხადა, ანუ თუ არ შეწუხდებით, საათის ფასი, რომელ-
ზეც თანახმა ვარ, ვთქვათ, იმ ორი ათასი ფრანკიდან გამოგექვი-
თათ, რომელსაც ეჭვგარეშეა ბეჭედში შემომთავაზებდით. რა აზრის
ბრძანდებით ამ პატარა გარიგებაზე?
მესაათემ თვალები მოწკურა, ხარბად შეათვალიერა ბეჭედი,
ასევე ხარბად, შემომხედა სახეში და თან უსწორმასწორო ლოყები
აუცახცახდა.
‒ ვინა ხართ და საიდან გაქვთ ეს ბეჭედი? ‒ მკითხა მან ყრუ ხმით
‒ თქვენ მე ვინ გგონივართ, ასეთ გარიგებას რომ მთავაზობთ? ახ-
ლავე მიბრძანდით პატიოსანი კაცის ადგილ-სამყოფელიდან.
მე ნაღვლიანად ჩავკიდე თავი და ცოტა ხნის დუმილის შემდეგ
გულთბილად ვუთხარი:
– ოსტატო ჟან-პიერ, თქვენ სცდებით. თქვენ უნდობლობამ შეგა-
ცდინათ, კი ვიფიქრე, რომ არ მენდობოდით, მაგრამ იმედი მქონდა,
ადამიანის ცნობა არ გაგიჭირდებოდათ. აბა, შემომხედეთ, განა სა-
შიშ კაცს ვგავარ? თქვენი პირველი შეფასების გამო არ გკიცხავთ,
გასაგებია, რაც ჩემზე იფიქრეთ, მაგრამ მეორე შეფასებაც თუ პირვე
ლზე უკეთესი არ გამოდგა, მაშინ ძალიან დამწყდება გული.
იგი ხან დახრიდა თავს და ბეჭედს დახედავდა, ხან ასწევდა და სა-
ხეზე მაკვირდებოდა.
– ჩემი ფირმა ვინ მოგასწავლათ? ‒ მკითხა მან.
‒ ჩემმა კოლეგამ და თანამობინადრემ, – მივუგე მე ის ამჟამად
შეუძლოდაა. თუ გნებავთ, თქვენგან გამოჯანმრთელების სურვილე-

180
ბს გადავცემ. მას სტანკო ჰქვია.
ის ჯერ კიდევ ყოყმანობდა, ლოყები ისევ უცახცახებდა და ზე-
ვით–ქვევით კვლაგ ეჭვით იყურებოდა, მაგრამ მშვენივრად ვხედავ-
დი, რომ შიშს ბეჭდის ხელში ჩაგდების, წყურვილმა გადასძლია.
თვალი კარისკენ გააპარა, ბეჭედი გამომართვა, დახლის იქით თა-
ვის ადგილს დაუბრუნდა და შესასწავლ ობიექტს საათის ლუპით და-
უწყო სინჯვა.
– ნაკლი აქვს, ‒ თქვა მან მარგალიტზე.
– ამას კი არ მოველოდი, ‒ მივუგე მე.
‒ მჯერა. ამ ზადის შემჩნევა მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია.
– ასეთი ფარული ნაკლი შეფასებისას ალბათ მხედველობაში
არც მიიღება, ბრილიანტებზე რაღას იტყვით?
– ნაგავია, ნამსხვრევებია, ეს ვარდულები, ჩამონატეხები... დე-
კორაციაა და მეტი არაფერი. ასი ფრანკი, – დასძინა მან და ბეჭედი
დახლზე დააგდო, უფრო სწორად, მომიგდო.
‒ ალბათ ყური მატყუებს!
– თუ ეგრე გგონიათ, ჩემო ბიჭუნა, აიღეთ ეგ თქვენი ნაქურდალი
და აქედან მოუსვით.
– მაშინ საათი ვეღარ მიყიდია და ეგაა.
‒Ie m’en fiche, -- მითხრა მან, – adieu49
– მისმინეთ, ოსტატო, – ხელახლა წამოვიწყე მე,; – დიდ პატივს
გცემთ, მაგრამ მაინც უნდა შემოგბედოთ მორიდებული საყვედური,
რომ საქმეებს ნამდვილად უხერხემლოდ უძღვებით. ზედმეტი ხელ-
მოჭერილობის გამო აფერხებთ მოლაპარაკებას, რომელიცა შეიძ-
ლება ითქვას, არც დაწყებულა, თქვენ მხედველობიდან უშვებთ ერთ
ვარაუდს: მართალია, ეს ბეჭედი თავისთავად ძვირფასი რამ
არის,მაგრამ იქნებ მეასედიც არ იყოს იმისი, რაც მე შემიძლია შე-
მოგთავაზოთ? ეს ვარაუდი კი არა, ფაქტია და აჯობებდა ჩემთან, ამ
ფაქტის გათვალისწინების საფუძველზე გაგეგრძელებინათ ურთი-
ერთობა.

49
ჩემი დარდიც ეგ იყოს, ნახვამდის

181
ამ სიტყვების გაგონებაზე მესაათეს თვალები გაუფართოვ და და
ლოყები კიდევ უფრო ძლიერად აუცახცახდა. ისევ კარისკენ გაიხე-
და, თავი დამიქნია და კბილებში გამოცრა:
‒ აქეთ შემოდი!
ბეჭედს ხელი დაავლო, დახლის უკან შემიშვა და ჩახუთულ უფან-
ჯრო ოთახში გამავალი კარი შეაღო. იქ შუა ოთახში მაგიდა იდგა,
მაგიდას პლიუშის სუფრა ეფარა, ხოლო ზემოდან კიდევ ყაისნაღით
ნაქსოვი სუფრა ჰქონდა გადაფარებული. მოხუცმა აანთო მაგიდის
თავზე დაკიდული გაზის ლამპა და დღესავით გააჩახჩახა ოთახი. იქ
კიდევ სეიფი თუ ცეცხლგამძლე კარადა და პაწია საწერი მაგიდა იდ-
გა, ერთი სიტყვით, ეს იყო რაღაც საშუალო წვრილბურჟუაზიულ სას-
ტუმრო ოთახსა და სამუშაო კაბინეტს შორის.
– აბა, რა გაქვს, მიჩვენე! – მითხრა მესაათემ.
– ჯერ ნება მომეცით, ცოტა შევმსუბუქდე, – შევაგებე მე და ქურ-
თუკი გავიხადე, – ასე ჯობია. – დავსძინე და თითო–თითოდ ამოვა-
ლაგე ჯიბეებიდან კუს ბაკნის სავარცხელი, საფირონისთვლიანი გუ-
ლის ქინძისთავი, კალათის ფორმის გულსაბნევი, თეთრი მარგალი-
ტისთვლიანი სამაჯური, ლალისთვლიანი ბეჭედი და შთაბეჭდილე-
ბის დამაგვირგვინებელი ბრილიანტებიანი ძეწკვი. ყველაფერი
ცალ-ცალკე დავაწყვე ნაქსოვ სუფრაზე. ბოლოს ბოდიშის მოხდით
ჟილეტი გავიხადე, ყელიდან ტოპაზის ყელსაბამი მოვიხსენი და ამ
ნობათს ისიც მივუმატე·
‒ ამაზე რას მეტყვით? ‒ დარბაისლურად, ამაყად ვიკითხე მე.
ვხედავდი, ძლივს რომ დაფარა თვალებში გაჩენილი ცეცხლი და
ძლივს შეიკავა ტუჩების წკლაპუნი, მაგრამ ისეთი სახე მიიღო, ვი-
თომ კიდევ უფრო მეტს მოველოდიო, და ბოლოს ცივად იკითხა:
‒ სულ ესაა?
– სულ ესააო? ‒ გავიმეორე მე, – ოსტატო, თავს ისე ნუ მომაჩვე-
ნებთ, თითქოს სულ ცოტა ხნის წინ კიდევ შემოეთავაზებინოთ
თქვენთვის ასეთი კოლექცია.
‒ თქვენ კი ერთი სული გაქვთ, როდის მოიცილებთ თავიდან
თქვენს კოლექციას, არა?

182
‒ ჩემს სულწასულობას ნუ გააზვიადებთ, ‒ მივუგე მე ‒რომ
მკითხოთ, გონივრულ ფასად თუ შეელევიო, მაგას კი დაგიდასტუ-
რებდით.
– ყოჩაღ, ‒ მომიწონა . მან. – გონიერება მართლა არ გაკლია,
ჩემო ბიჭუნავ.
ამ სიტყვებზე გამოსწია მაგიდის ირგვლივ შემოწყობილი სავარ-
ძლებიდან ერთ-ერთი და ნივთებს ჩაუჯდა. მეც დაუპატიჟებლად ავი-
ღე სკამი, ფეხი ფეხზე გადავიდე და მივაჩერდი. კარგად ვხედავდი,
როგორ უცახცახებდა ხელები, ერთიმეორის მიყოლებით რომ იღებ-
და ნივთებს ხელ·ში, სინჯავდა და მერე უფრო აგდებდა, ვიდრე დებ-
და მაგიდაზე. ალბათ სიხარბისაგან ავარდნილი ცახცახის გაბათი-
ლება თუ უნდოდა, დროდადრო მხრებს რომ იჩეჩავდა. მხრები ზე-
დიზედ ორჯერ აიჩეჩა, როცა ბრილიანტებიანი ძეწკვი ჩამოიკიდა
ხელზე, ქვებს სული შეუბერა და თითებშუა ისე გაატარა, მით უფრო
აბსურდულად გაისმა მისი სიტყვები, როცა ბოლოს ყველაფერს
ხელი შემოატარა და თქვა:
– ხუთასი ფრანკი.
‒ რაში, თუ ნებას მომცემთ, გკითხოთ?
‒ ყველაფერში ერთად.
‒ თქვენ ალბათ ხუმრობთ.
– ჩემო ბიჭუნი, ჩვენ არც ერთს არ გვეხუმრება, გინდა შენი ნა-
დავლი ხუთას ფრანკად მომცე? ჰო თუ არა?
– არა, – ვთქვი მე და ფეხზე წამოვდექი, -- ფიქრადაც არ გავივ-
ლებ. ახლა კი, თქვენის ნებართვით, ჩემს სამახსოვროებს ავიღებ,
რაკი ვხედავ, რა უსინდისოდ მიპირებენ მოტყუებას.
– სინდისზე ლაპარკობ, არა? – დამცინა მან, – ეგ სიტყვა გშვე-
ნის. შენი ასაკისთვის სიმტკიცეც სანაქებო გაქვს. აჰა, სიმტკიცის
ჯილდოსაც გიმატებ და ექვსასს გეუბნები.
– ეგ ნაბიჯიც ღიმილის მომგვრელია. მე, ბატონო ჩემო, ჩემს
ასაკთან შედარებით უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურები,მაგრ-
ამ, ნურას უკაცრავად, ბავშვივით ვერ მომექცევით. კარგად ვიცი ამ
ნივთების ნამდვილი ფასი, არც ისე გულუბრყვილო ვარ, რომ მეგო-

183
ნოს, ამ ფასს ამოვიგებ-მეთქი, მაგრამ ისეთ ფასს ვერ დავთანხმდე-
ბი, ყოველგვარ მორალურ საზღვრებს რომ სცილდება. ბოლოს და
ბოლოს ისიც კარგად ვიცი, რომ ამ საქმეშიც არსებობს კონკურენ-
ცია და როგორმე მყიდველსაც ვიშოვი.
– სხვა ტალანტთან ერთად ენაც გიჭრის, მაგრამ ერთ რამეს კი
ვერ მიმხვდარხარ: შენ რა კონკურენციითაც მემუქრები, ის კონკუ-
რენცია ორგანიზებული რომ შეიძლება იყოს და საერთო პრინცი-
პებზეც დაფუძნებული.
–საკითხი მარტივი გადასაწყვეტია, ოსტატო ჟან-პიერ ‒ ჩემს
ნივთებს თქვენ იყიდით, თუ სხვას უნდა მივყიდო?
– ყიდვას ვაპირებ, ოღონდ როგორც წინასწარ შევთანხმდით,
გონივრულ ფასად.
– ჰოდა, ეგ რამდენია?
‒ შვიდასი ფრანკი. ესაა ჩემი საბოლოო სიტყვა.
უსიტყვოდ დავიწყე სამკაულების ჯიბეში ჩალაგება, პირველ
რიგში კი ბრილიანტებიან ძეწკვს მოვკიდე ხელი. ლოჟებაცახცახე-
ბული შემომყურებდა.
– სულელო, – მითხრა მან, – შენი ბედნიერების ფასი არ იცი. და-
ფიქრდი მაინც, რამოდენა ფულია შვიდასი ან რვაასი ფრანკი, ჯერ
ჩემთვის, ვინც უნდა გავიღო ეს თანხა და მერე შენთვის, ამ თანხას
ჯიბეში რომ ჩაიდებ! რას არ იყიდი, ვთქვათ, რვაას ორმოცდაათ
ფრანკად – ლამაზ ქალებს, ტანსაცმელს, თეატრის ბილეთებს, კარგ
სადილებს შენ კი ამის მაგივრად აპირებ იდიოტივით კიდევ დიდხანს
ათრიო ჯიბით ეგ ნივთები. დარწმუნებული კი ხარ, რომ გარეთ პო-
ლიცია არ გელოდება? ჩემს რისკს აღარაფრად აგდებ?
– კარგი ერთი, – ყოველი შემთხვევისათვის შევეკამათე მე, – ამ
ნივთებზე გაზეთში წაიკითხე რამე თუ რა?
‒ ჯერ არაფერი.
– ხომ ხედავთ? საქმე თვრამეტი ათასი ფრანკის რეალურ ღირე-
ბულებას ეხება, თქვენი რისკი კი წმინდა თეორიულია. მიუხედავად
ამისა, მე მაინც გავითვალისწინებ ამ რისკს, რადგან ამჟამად გა-
ჭირვებას განვიცდი. მომეცით ღირებულების ნახევარი, ცხრა ათასი

184
ფრანკი და ბარიბარს ვიქნებით.
მან სიცილი დამაყარა და დიდი ვერაფერი სასიამოვნო იყო მისი
კბილებდაცვეთილი პირის დანახვა. სიცილში რამდენჯერმე ამოთქ-
ვა დასახელებული ციფრი, ბოლოს კი სერიოზულად მითხრა:
– ჭკუაზე შეშლილხარ.
– თქვენს ნათქვამს ვღებულობ, როგორც პირველ შემოთავაზე-
ბულ ფასს იმის შემდეგ, რაც მანამდე თქვით. ოღონდ მაგ ფასის გა-
დახედვაც მოგიწევთ.
– ყური დამიგდე, ბიჭუნი, ეს საქმე შენისთანა ღლაპისთვის ალ-
ბათ პირველია, ხომ?
– თუნდაც ასე იყოს, მერე რა? – მივუგე მე. – პატივი ეცით ამო-
მავალი ტალანტის პირველ ნაბიჯს! ხელს კი ნუ ჰკრავთ თქვენი უგუ-
ნური წუწურაქობით, არამედ ხელგაშლილობით ეცადეთ, თქვენსავე
სასიკეთოდ, ხელიდან არ გაუშვათ იგი, ვინ მოთვლის, კიდევ რამ-
დენ მოგებას ნახავთ მისი წყალობით, თქვენ კი აიძულებთ სხვა შემ-
სყიდველს მიმართოს, ვისაც თქვენზე მეტად ეცოდინება იმედის
მომცემი ახალგაზრდობის ყადრი!
გაშტერებული შემომყურებდა, აშკარად ჩანდა, როგორ სწონიდა
ჩემს ლამაზ-ლამაზ სიტყვებს თავის მოჭმუჭვნილ გულში, როცა
თვალმოუშორებლივ მიცქეროდა ტუჩებში. მისი ყოყმანი უმალვე
გამოვიყენე და დავსძინე:
‒ რა აზრი აქვს, ოსტატო ჟან-პიერ, ბითუმად ვაჭრობას, კოლექ-
ცია ჯერ სათითაოდ შევაფასოთ და ჯამი მერე ვიანგარიშოთ. ამისათ-
ვის დროს ნუ დავიშურებთ.
– თანახმა ვარ, – მითხრა მან. – ვიანგარიშოთ.
აი, აქ მომივიდა უხეში შეცდომა. ცხადია, ბითუმად რომ მოვრი-
გებულიყავით, ცხრა ათას ფრანკს მაინც ვერ გავაგდებინებდი, მაგ-
რამ ყოველი ნივთის ფასზე სათითაოდ ბრძოლა და ვაჭრობა, რაც
მერე დავიწყეთ, როცა მაგიდას ვუსხედით და მესაათე თავის საზიზ-
ღარ შეფასებებს ბლოკნოტში იწერდა, იმით დასრულდა, რომ საცო-
დავად ჩამოვქვეითდი. ვაჭრობა დიდხანს გაგრძელდა, ორმოცდა-
ხუთი წუთი თუ უფრო მეტიც, შიგადაშიგ გაისმოდა ზარის ჟღრიალი,

185
ჟან-პიერი მაღაზიაში გადიოდა, მე კი ჩურჩულით მიბრძანებდა
ხოლმე, შენი სუნთქვა არ გავიგონოო.
იგი მალ-მალე ბრუნდებოდა უკან და ბაზრობა გრძელდეოდა.
ბრილიანტებიანი ძეწკვის ფასი ორი ათასამდე ავიყვანე და, თუ ამას
გამარჯვება ეთქმოდა, ეს იყო ჩემი ერთადერთი გამარჯვება. ამაოდ
მომყავდა მოწმედ ზეცა ტოპაზის ყელსაბამის მშვენიერების დასამ-
ტკიცებლად, საფირონის სახოტბოდ, გულისქინძისთავს რომ ამკობ-
და. ამაოდ ვაქებდი სამაჯურში ჩასმულ თეთრ მარგალიტს, ამაოდ
განვადიდებდი ლალსა და რუხ მარგალიტს, ყველა ბეჭედი ერთად
ათას ხუთასად შეფასდა. სხვა დანარჩენში, ძეწკვის გამოკლებით,
დიდი ბრძოლით გამოვძალე ზოგში ორმოცდაათი, ზოგში კი არა
უმეტეს სამასი ფრანკისა. ჯამმა ოთხი ათას ოთხას ორმოცდაათი
ფრანკი შეადგინა და ეს გაიძვერა კიდევ ვითომ შეძრწუნებული გაი-
ძახოდა, მე და მთელი ჩემი საგვარეულო ვღატაკდებითო. ბოლოს
იმდენად აიღო ნამუსზე ხელი, რომ გამომიცხადა, თუ ასეა, შენ რომ
ყიდულობ, იმ ვერცხლის საათს, ოცდახუთად კი არა, ორმოცდაათზე
ნაკლებ ვეღარ მოგცემო, ესე იგი, საათში იმდენს მთხოვდა, რამდენ-
საც ოქროს თვალწარმტაც გულსაბნევში მაძლევდა. მაშინ ხელზე
ოთხი ათას ოთხასიღა მრჩებოდა. მერე სტანკოს რაღა ვუყო-მეთქი,
გავიფიქრე მე. ჩემი ამონაგები მძიმედ იბეგრებოდა, მაგრამ სხვა რა
გზა მქონდა.Entendu 50 უნდა განმეცხადებინა.
ჟან-პიერმა გააღო რკინის ტრეზორი, ჯერ ნივთები შეაწყო, რომ-
ლებსაც გულდაწყვეტილი, თვალებით გამოვეთხოვე. და მერე მაგი-
დაზე დამიწყო. ოთხი ათასფრანკიანი და ოთხი ასიანი.
მე თავი გავაქნიე.
– იქნებ უფრო წვრილი ფული მოგეცათ, ‒ ვუთხარი და ათასია-
ნები მივუწიე. მან მიპასუხა:
– ყოჩაღ! მე მხოლოდ ტაქტის გრძნობა შეგიმოწმე. როგორც
ვხედავ, საყიდლებზე რომ მიდგება საქმე, არავისთვის თვალის და-
ყენებას არ დააპირებ. აი, ეს მომწონს, საერთოდ მომწონხართ, –

50
თანხმობა(ფრანგ)

186
განაგრძო მან, სანამ ათასიანს ას-ასიანებად დამიხურდავებდა და
რამდენიმე ოქროსა და ვერცხლის მონეტასაც გამოურევდა, – შენი
ნდობა მართლა რომ არ გამჩენოდა, არც ამისთანა სახიფათო და
თან გამაღატაკებელ გარიგებაზე დაგთანხმდებოდი ხომ ხედავ, შენ-
თან კავშირის გაწყვეტას არ ვაპირებ, ადვილი შესაძლებელია სულ
ადვილი შესაძლებელია, შენგან კაცი დადგეს. გარეგნობაში რაღაც
გაქვს მზიური. ჰო მართლა, რა გქვია?
– არმანი.
– აბა, არმან, შენ იცი, კიდევ თუ მოხვალ, ამით დაამტკიცებ შენს
მადლიერებას. აჰა, შენი საათი. ამ ძეწკვს ზედ საჩუქრად დაგისარ-
თებ. – (ძეწკვი არც არაფერი ღირდა). – ნახვამდის, ჩემო პატარავ!
შემოიარე! მართალი გითხრათ, ამ ვაჭრობა-ვაჭრობაში ცოტა შე-
მიყვარდი კიდეც.
– თუ ასეა, გრძნობების დაფარვა მშვენივრად გცოდნიათ.
‒ პირიქით, სულ არ მეხერხება, არა.
ასე ხუმრობა-ხუმრობაში დავშორდით ერთმანეთს მერე ოსმანის
ბულვარამდე ომნიბუსით მივედი და ერთ–ერთ ჩასახვევში ფეხსაც-
მლის მაღაზიას მივაგენი, ვიყიდე ერთი წყვილი მოხდენილი და თან
დარბაისლური, ფეხზე კოხტად მომდგარი წაღები და აღარც გამიხ-
დია, იქვე განვაცხადე, ჩემი ძველი ფეხსაცმელების დანახვაც აღარ
მინდა-მეთქი, მერე უნივერმაღ „პრინტემპსში“ კარგა ხანს ვიხეტია-
ლე და წვრილმანი,მაგრამ აუცილებელი ნივთები შევიძინე: სამი თუ
ოთხი საყელო, ჰალსტუხი, ერთი აბრეშუმის პერანგი, ქუდის მაგიერ
რბილი შლაპაც ვიყიდე და ძველი ქუდი ქურთუკის შიდა ჯიბეში ჩავი-
ტენე, ვიყიდე ქოლგაც, რომელსაც ბუდეში თუ ჩადებდი, ხელჯოხად
გამოგადგებოდა და ამ ქოლგის სწორედ ეს მომეწონა, ამათ დავამა-
ტე კიდევ ნატის ხელთათმანები და ხვლიკის ტყავის საფულე. ამის
შემდეგ მზა ტანსაცმლის განყოფილებაში გავედი, სადაც პირდაპირ
საკიდიდან ჩამოვხსენი მსუბუქი, თბილი, ნაცრისფერი შალის ქსოვ-
ილისაგან შეკერილი მშვენიერი სტუდენტური კოსტიუმი, კოსტიუმი
ტანზე კარგად მომერგო და მოსახსნელ საყელოსა და თეთრკოპლე-
ბიან ლურჯ ჰალსტუხთან ერთად სახეზეც ძალიან მომიხდა. აღარც

187
ის კოსტიუმი გამიხდია, გამყიდველს ვთხოვე, რითაც აქ შემოვედი,
ის გარსი შინ გამომიგზავნეთ-მეთქი, და სახუმაროდ ასე თი მისა-
მართი დავუტოვე: „პიერ ჟან-პიერი , ზეციური კიბის ქუჩა, 92“,
ასე გაკოხტავებული და გალაღებული გამოვედი უნივერმაღი-
დან, მკვლავზე კაუჭით მეკიდა ჩემი ქოლგა, ხოლო ხელთათმანე-
ბით შემოსილ თითებში პაწია ხის სახელურით მეჭირა ჩემი ნავაჭრი
‒ წითელი ზონრით შეკრული თეთრი პაკეტი,
მოვდიოდი ასე გალაღებული, ვფიქრობდი იმ ქალზე, გონებაში
ჩემს უსახო ხატებას რომ დაატარებდა და კითხვა-კითხვით დამეძებ-
და, და ასე მეგონა, ჩემი ხატება მისი კითხვებისა და მისივე ღირსი
ახლა უფრო იყო, ვიდრე აქამდე. ცხადია, ჩემთან ერთად თვითონაც
გაიხარებდა, საკუთარ პერსონას ჩვენი ურთიერთობისათვის უფრო
შესაფერი გარეგნული ფორმა რომ მივეცი. ამასობაში მოსაღამოვ-
და და შიმშილი ვიგრძენი. ერთ-ერთ ტრაქტირში, ვერ ვიტყვი, სანა-
დიმო-მეთქი, მაგრამ ყუათიანი სადილი კი შევუკვეთე: თევზის სუპი,
ერთი კარგი ბიფშტექსი თავის გარნირითურთ, ყველი და ზედ ორი
კათხა ლუდიც დავაყოლე. კარგად დანაყრებულმა გადავწყვიტე იმ
ცხოვრებისთვისაც გამესინჯა გემო, გუშინ სხვები რომ ტკბებოდნენ
და მე კი შორიდან შურით შევცქეროდი: სახელდობრ, დავმჯდარიყა-
ვი იტალიური ბულვარის რომელიმე კაფეს წინ და ქუჩის ორომ-
ტრიალის ცქერით შემექცია თავი, ასეც მოვიქეცი, ცხელი მაყლის
ახლოს ერთ პატარა მაგიდას მივუჯექი. ვაბოლებდი, ლიქიორს
ვწრუპავდი, ხან ჩემ წინაშე ხმაურით მსრბოლავ ნაირფერ ცხოვრე-
ბას ვუცქეროდი, ხან კი ჩემს ახალთახალ, კოპწია ფეხსაცმელს დავ-
ხედავდი ‒ ფეხი ფეხზე მქონდა გადადებული და ცალ ფეხსაცმელს
ჰაერში ვაქანავებდი. ისე გამიტკბა იქ ყოფნა, რომ კარგი ერთი სა-
ათი ვიჯექი და ალბათ კიდევ უფრო დიდხანს ვიჯდებოდი, თანდათან
ჩემი მაგიდის ქვეშ და მის ირგვლივ ნამწვის შეგროვებაში დახე-
ლოვნებული მხოხავები რომ არ მომრავლებულიყვნენ.
ჩემდა ჭირად, ერთ ჩამოძონძილ მოხუცსა და ასევე გაყვლეფილ
ბიჭს, რომლებმაც ჩემი სიგარეტის ნამწვები აკრიფეს, მალულად
ფული ვაჩუქე, ერთს ერთი ფრანკი, მეორეს კი ათი სუ, მაგრამ მათ

188
ისე გულმხურვალედ გამოხატეს სიხარული, რომ მათნაირთა მთე-
ლი ბრბო მომაწყდა, ერთი კაცი ყველა გაჭირვებულს ხელს რას გა-
ვუმართავდი და მეც თავს გაქცევით ვუშველე, მაგრამ უნდა გამოგი-
ტყდეთ, რომ გაჭირვებულთა ასეთ წვრილმან ·დახმარებაზე ჯერ კი-
დევ გუშინ საღამოს ვფიქრობდი და ნაწილობრივ ამის ბრალიც იყო,
დროის გასატარებლად ასეთი ადგილი რომ ავირჩიე.
სხვათა შორის, სანამ იქ ვიჯექი და მერე, სხვაგან რომ ვაყოლებ-
დი გულს, თავიდან არ მცილდებოდა ფინანსური ხასიათის ფიქრე-
ბი·· რა მექნა, როგორ გამესტუმრებინა სტანკო. მის გამო მძიმე არ-
ჩე·ვანის წინაშე ვიდექი. ან უნდა გამოვტყდომოდი, რომ უგერგი-
ლოდ, ბავშვურად მოვიქეცი, მის ნაანგარიშევ თანხამდე ბევრი და-
მაკლდა და ამ სამარცხვინო მარცხის მასშტაბით გადამეხადა მის-
თვის ათას ხუთასი ფრანკი, ან საკუთარი ღირსების დასაცავად და
მისი ჯიბის სასარგებლოდ მომეტყუებინა და მეთქვა, თითქოს ჩვენს
ნავარაუდევ თანხას მივახლოებოდე, ოღონდ მაშინ მისთვის ორჯერ
მეტი უნდა ჩამეთვალა, მე კი იმ მშვენიერი ნივთებიდან იმდენი
დამრჩებოდა, რაც იმ უტიფარ ფასზე ბევრად მეტიც აღარ იქნებო-
და,ოსტატმა ჟან-პიერმა თავიდან რომ შემო·მთავაზა. რა მექნა, რა
გზას დავდგომოდი? თავს კი ვიმტვრევდი, მაგრამ გული უკვე მით-
ქვამდა, რომ ჩემი სიამაყე თუ პატივმოყვარეობა გაიმარჯვებდა და
სიხარბეს უეჭველად დაჯაბნიდა.
ამასობაში ყავის დალევის დრომაც მოაწია, ყავაც მივირთვი და
შემდეგ იაფფასიანი ბილეთით ერთი გასაოცარი პანორამა ვნახე:
უზარმაზარი, მომრგვალებული ლანდშაფტის ფონზე მოჩანდა ალ-
მოდებული სოფლები და აუსტერლიცთან რუსების, ავსტრიელებისა
და ფრანგების ჯარების შეტაკების სცენა. ყველაფერი ისე ჩინებუ-
ლად იყო გაკეთებული, რომ ძლივს გაარჩევდით, სად თავდებოდა
ნახატი და სად იწყებოდა ნატურალური ხერხებით შექმნილი წინა
პლანი, სადაც იარაღი და საველე ჩანთები მიმოებნიათ, ხოლო აქა-
იქ მეომართა გვამებზე მიმსგავსებული ტიკინებიც დაეყარათ. ერთ
ბორცვზე შტაბის წევრებით გარშემორტყმული იმპერატორი ნაპო-
ლეონი იდგა და ჭოგრიტით სტრატეგიულ ვითარებას აკირდებოდა.

189
ამ სურათის ხილვით აღფრთოვანებულმა პანოპტიკუმსაც მივაშუ-
რე, სადაც ყოველ ფეხის ნაბიჯზე ათასი ჯურის მონარქების, დიდი
კონტრაბანდისტების, სახელგანთქმულ ხელოვანთა და ცოლების
მკვლელების გამოსახულებებთან შეხვედრით გამოწვეული შიშნა-
რევი სიხარული მელოდა, – გეგონებოდათ, ეს ესაა, ან ერთი გამო-
მელაპარაკება შენობით ან მეორეო, აბატ ლისტს გრძელი თეთრი
თმა უკან გადაეყარა, სახეზე, ნამდვილისგან რომ ვერ გამოარჩევ-
დით, ისეთი მეჭეჭი მოუჩანდა, მისჯდომოდა როიალს, ფეხი პედალ-
ზე დაედო, თვალები ცისკენ აღეპყრო და სანთლის ხელებით კლა-
ვიშებს ეხებოდა, მის ახლოს გენერალი ბაზენი იდგა, მას სასხლე-
ტისთვის არ გამოუკრავს ხელი, თორემ საფეთქელზე რევოლვერ-
მიბჯენილი მისი ფიგურა ნამდვილისგან არაფრით განირჩეოდა.
ეს შთაბეჭდილებები ამაფორიაქებელი გამოდგა ჩემი ახალგაზ-
რდული გრძნობა-გონებისათვის, მაგრამ ლისტითა და ლესეპსით
დაღლის მიუხედავად, აღქმის უნარი არ ამომწურვია, დადგა საღამო
და წინ კიდევ ახალი შთაბეჭდილებები მელოდა. გუშინდელივით აფ-
რქვევდნენ სხივებს ფერად-ფერადი შუქრეკლამები, ხან ქრებოდ-
ნენ, ხან ისევ ინთებოდნენ და პარიზიც ნელ-ნელა გაჩირაღდნდა. მე
ცოტა ხანს კიდევ ვიხეტიალე და მერე საათ-ნახევარი ვარიეტეში გა-
ვატარე, სადაც ზღვის ლომები ცხვირზე ანთებულ ნავთის ლამპებს
იჩერებდენ, მიმოსი ვიღაცის ოქროს საათს როდინში ნაყავდა, მერე
კი პარტერის უკანა რიგში რომელიმე უდანაშაულო მაყურებელს
შარვლის უკანა ჯიბეში უყოფდა ხელს და იქიდან მთელი საათი
ამოჰქონდა. შავხელთათმანებიან, სახეგადატეტკილ მომღერალ
ქალს პირიდან სამარის ხმა ამოსდიოდა და დარბაზში პირქუშ, უწმა-
წურ სიტყვებს აფრქვევდა, მერე კი ერთმა მამაკაცმა მუცლით მეზ-
ღაპრეობაში დიდი ოსტატობა გვიჩვენა. ამ დიდებული პროგრამის
დასრულებას ვეღარ დაველოდე, თუ სადმე შოკოლადის დალევაც
მინდოდა, უნდა მეჩქარა, თორემ შინ მისვლაც დამიგვიანდებოდა
და საწოლი ოთახი ხალხით დამხვდებოდა სავსე.
ოპერის ავენიუსა და პირამიდების ქუჩის გავლით ჩემს მშობლი-
ურ სენტ-ონორეს ქუჩაზე მივბრუნდი და სასტუმროს მივუახლოვდი

190
თუ არა, ხელთათმანები წავიძრე, შემეშინდა, აშკარად გაუმჯობე-
სებული ჩაცმულობის ფონზე ხელთათმანებს ჩემს გარეგნობაში გა-
მომწვევი ნიუანსი არ შეეტანა.
მეხუთე სართულამდე მგზავრებით გამოტენილი ლიფტით ისე
ავედი, ჩემთვის ყურადღება არავის მოუქცევია, მაგრამ სტანკოს კი
თვალები გაუფართოვდა, როცა ერთი სართული ფეხით ავიარე,
ოთახში შევედი და მანაც ნათურის შუქზე ამათ-ვალ-ჩამათვალი-
ერა.
– Non d’un chien! 51‒ თქვა მან. – ერთი შეხედეთ, როგორ გამოპ-
რანჭულა! გეტყობა, კარგად გაგიჩარხავს საქმე.
‒ ჰო, რა,-– მივუგე მე. ქურთუკი გავიხადე და საწოლთან. მივე-
დი. – საკმაოდ კარგად, სტანკო, მართალია, იმედები სრულად არ
აგვხდენია, მაგრამ ის კაცი თავის გილდიაში ყველაზე უსინდისო მა-
ინც არ ყოფილა. დამყოლი ხასიათისაა, თუ, რასაკვირველია, ალღო
აუღე და მაგრადაც დაუდექი, ცხრა ათასამდე ავქაჩე. ახლა კი ნება
მიბოძეთ, ჩემი მოვალეობა შევასრულო!
ამ სიტყვებზე ჩემი ახალი წაღებით ქვედა საწოლის კიდეზე დავ-
დექი, ხვლიკის ტყავის დატენილი საფულედან ფული ამოვიღე და
სტანკოს ბაიკის საბანზე სამი ათასი ფრანკი დავუთვალე.
– ოხ, შე თაღლითო, შენა! – მითხრა მან, ‒ ნაღდად თორმეტი
ათასი გექნება აღებული.
– გეფიცები, სტანკო...
სტანკოს სიცილი წასკდა.
– საყვარელო, ნუ გაცხარდები! – მითხრა მან – თორმეტს კი არა,
ვერც იმას დაგიჯერებ, რომ ცხრა ათასს დასტყუებდი. დიდი-დიდი
ხუთი ათასი მიგეღო. ლოგინში წოლამ მიშველა, სიცხემ დამიკლო,
ნასიცხარი ადამიანი მოდუნებულია და გული ადვილად უჩვილდება,
მხოლოდ ამიტომ გამოგიტყდები და გეტყვი, რომ ოთხი ათასს და ხუ-
თი ათასს შუა ამაზე მეტს ვერც მე გავაგდებინებდი. აჰა, შენს ათას
ფრანკს გიბრუნებ. ორივენი კარგი ბიჭები ვართ, განა არა? ჩვენი ბი-

51
ეშმაკმა დალახვროს !(ფრანგ)

191
ჭობით აღტაცებული ვარ. Embrassons-nous!Et bonne nuit52

52
გადავკოცნოთ ერთმანეთი, ღამე მშვიდობისა

192
მეცხრე თავი

ლიფტის მომსახურებაზე იოლი ამქვეყნად მართლაც არაფერია


და მეც მის მართვას თითქმის მაშინვე დავეუფლე. ჩემს კოხტა ლივ-
რეაში ხომ თავი მომწონდა, სხვათა შორის, მზერაზე ვატყობდი,
მშვენიერთა სამყაროსაც არანაკლებ მოვდიოდი თვალში, თან ახა-
ლი სახელის გამო შინაგან განახლებასაც ვგრძნობდი და ამიტომ
თავიდან ჩემი სამსახური ნამდვილად მანიჭებდა სიხარულს, ოღო-
ნდ ისიც უნდა ითქვას, თუნდაც ბავშვური თამაშივით იოლი იყოს
სამსახური, როცა იგი პატარ-პატარა შესვენებებით დილის შვიდი
საათიდან შუაღამემდე გრძელდება, მეტისმეტად დამქანცველია და
სამუშაო დღის დასრულების შემდეგ ადამიანი, სულიერად და ფიზი-
კურად დაძაბუნებული, ძლივს აფოფხდები შენ ზედა საწოლზე. სამუ-
შაო დღე თექვსმეტი საათი გრძელდებოდა. იმ ხანმოკლე დროის გა-
მოკლებით, როცა მომსახურე პერსონალს სასადილო დარბაზსა და
სამზარეულოს შუა მოთავსებულ ოთახში საკვებს აძლევდნენ, და
სხვათა შორის, ძალიან მდარე საკვებს. თურმე რა მართალი ყოფი-
ლა პატარა ბობი, საჭმელი ბუზღუნის გუნებაზე როგორ არ დაგაყე-
ნებდა, როცა ყოველნაირი ნარჩენებისაგან გულისამრევად იყო მო-
თითხნილი. მე ეს საეჭვო რაგუები, დაკეპილი ხორცი, ფრიკასეები,
ზედ ძუნწად რომ გაყოლებინებდნენ მჟავე petit vin du pays 53 მარ-
თლა მაწყინრად მიმაჩნდა. ჩემს ცხოვრებაში ამაზე უფრო უგემურად
მხოლოდ ციხის საჭმელი თუ მიჭამია. ერთი სიტყვით, ამდენი საათის
მანძილზე ლიფტში გამოკეტილი, სასტუმროს ბინადართა სუნამოს
სუნით დამძიმებულ ჰაერში ფეხზე ჩამომწყდარი, აწვები ბერკეტს,
შეჰყურებ ზარის ტაბლოს, ასვლა-ჩამოსვლაში რამდენჯერ გიხდება
შეჩერება, ზოგს გასვლა უნდა, ზოგს ‒ შემოსვლა და ასეთ ჯაფაში
ჩაბმულს როგორ არ უნდა გამკვირვებოდა იმ ბატონების უგუნური
მოუთმენლობა, ქვედა ვესტიბიულში ზარს განუწყვეტლივ რომ აჟღ-

53
ადგილობრივი ღვინო (ფრანგ)

193
რიალებდნენ, მეხუთე სართულიდან მათი გულისთვის პირდაპირ
ხომ არ ჩამოვვარდებოდი, ბოლო და მომდევნო სართულებზეც გა-
რეთ უნდა გამოვსულივყავი და ძირს ჩამსვლელები ლიფტში ზრდი-
ლობიანი თავის დაკვრითა და თავაზიანი ღიმილით შემეპატიჟები-
ნა·
პირზე მუდამ ღიმილი მეფინა, წამდაუწუმ გავიძახოდი: „M’ Sieur
et dame” და „watch your step “?54 რაც სრულიად ზედმეტი გახლდათ,
რადგან მხოლოდ პირველ დღეს თუ მოვაყენე ერთი-ორჯერ უხეი-
როდ ლიფტი, თორემ მას მერე ლიფტსა და იატაკს შორის საფეხურს
აღარ ვაჩენდი და ამგვარად გასაფრთხილებელიც აღარავინ მყავ-
და. ხნიერ მანდილოსნებს ლიფტიდან გამოსვლისას ისე მზრუნვე-
ლად ვაშველებდი ხელს, თითქოს წინ დიდი დაბრკოლება ჰქონო-
დეთ გადასალახი, და პასუხად ხან შეცბუნებულ ღიმილს, ხან კი ისე-
თი მელანქოლიითა და სიკეკლუცით აღბეჭდილ მადლიერ მზერას
ვიმკიდი, როგორითაც ხანდაზმულობა აჯილდოებს ხოლმე ახალ-
გაზრდულ გალანტურობას. ზოგიერთები აღტაცების გამოხატვისგან
თავს იკავებენ, თუმცა, ვინ იცის, იქნებ არც იკავებენ თავს, რადგან
გული გაყინული აქვთ და შიგ მხოლოდ კლასობრივი ქედმაღლობა
უღვივით, ხელს, სხვათა შორის, ახალგაზრდებსაც ვაშველებდი,
მათ ლოყები ეფაკლებოდათ და ყურადღებისთვის ბუტბუტით მეუბ-
ნებოდნენ მადლობას, ასეთი ეპიზოდები მიხალისებდა მონოტონურ
შრომას, რადგან გულის სიღრმეში სულ ერთ ქალზე ვფიქრობდი და
თავაზიანობაში მისთვის ვიწაფებოდი, ველოდი იმას, ვის სახესაც
გულში ცოცხლად დავატარებდი და ვინც თავის მხრივ ჩემს უსახო
ხატებას დაატარებდა, ველოდი ზარდახშის პატრონს, ჩემი წაღების,
ჩემი ქოლგისა და საგარეო კოსტიუმის მბოძებელს, მას, ვისთანაც
სათუთი საიდუმლო მაკავშირებდა და თუკი იგი უკვე წასული არ
იყო, ლოდინი ალბათ დიდხანს არ გამიგრძელდებოდა.
და აი, მეორე დღესვე, ნაშუადღევის ხუთ საათზე – ამ დროს ეს-
ტაშიც ქვევით იყო თავის ლიფტიანად – იგი ჰოლში გამოჩნდა, შლა-

54
მუსიე, მადამ, ფრთხილად

194
პაზე პირბადე ეკეთა, ზუსტად ისე, როგორც უკვე ნანახი მყავდა.
ჩემი გონჯი კოლეგა და მე ჩვენ-ჩვენი ლიფტის გამოღებულ კარ-
თან ვიდექით. იგი ჩვენკენ გამოემართა, მე რომ შემომხედა, თვალე-
ბი დაჭყიტა, გაიღიმა და თითქოს წაიფორხილა კიდეც, ვერ გადაეწ-
ყვიტა, რომელ ლიფტში შესულიყო? ეჭვიც არ მეპარებოდა, რომ გუ-
ლი ჩემი ლიფტისკენ მოუწევდა, მაგრამ ესტაშმა მომასწრო განზე
გადგომა და ხელით თავის ლიფტში შეიპატიჟა, ალბათ ქალმაც
იფიქრა, მისირიგი თუაო, ერთი კი გადმომხედა, ერთხელ კიდევ
დაჭყიტა თვალები, ესტაშის ლიფტში შევიდა და ლიფტიც დაიძრა.
სულ ეს იყო, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ ესტაშთან ქვევით ხელ-
მეორედ შეხვედრისას მისი ვინაობა შევიტყვე ‒სტრასბურგელი ყო-
ფილა, მადამ ჰუპფლე.
–Impudemment riche,tu sais55 ‒ დასძინა ესტაშმა, რაზეც მე ცივად
მივუგე, – Tant mieuxpour elle56
მეორე დღეს, იმავე დროს, როცა ორი ლიფტი გზაში იყო და მე
ჩემი ლიფტის წინ ვიდექი, იგი ისევ გამოჩნდა, ეცვა ძალიან ლამაზი,
წაულას გრძელკალთებიანი მოკლე ქურქი, იმავე ბეწვის ბერეტი და
ეტყობოდა, მაღაზიიდან მოდიოდა, რადგან რამდენიმე არცთუ მოზ-
რდილი, ელეგანტურად შეკრული პაკეტიდან. ზოგი მკლაგზე ეკიდა,
ზოგი კი ხელში ეჭირა. ჩემს დანახვაზე სახე გაებადრა, ღიმილით და-
მიკრა თავი, როცა მე მოწიწებით მივმართე და თან თავი დავუკარი,
რაც საცეკვაოდ გასაწვევ ჟესტს უფრო ჰგავდა, ვიდრე ლიფტში შეპა-
ტიჟებას, და მასთან ერთად განათებულ მოძრავ ბუდეში შევიკეტე.
ამ დროს მეხუთე სართულიდან ზარის ხმა მოისმა.
– Deuxième n’est-ce pas, Madame?57– ვკითხე მე, რადგან ლიფტში
ისე შემოვიდა, არავითარი მითითება არ მოუცია.
იგი ლიფტის სიღრმეში არ შესულა და ამიტომ ჩემს ზურგს უკან
არ დამდგარა. იქვე ჩემს გვერდით იდგა კართან და ხან ბერკეტზე
ჩამოდებულ ხელზე დამყურებდა და ხან სახეში მიცქერდა.

55
უღვთოდ მდიდარია(ფრანგ)
56
მით უკეთესი მისთვის (ფრანგ)
57
მეორეზე, არა, მადამ?

195
– Mais oul, deuxième, -Comment savez-vous?58
– Je le sais, tout simplement.59
– თქვენ ახალი არმანი ხართ, არა?
‒ დიახ, მზად ვარ გემსახუროთ, მადამ.
– შეიძლება ეს ცვლილება პერსონალის შერჩევაში წინ გადად-
გმულ ნაბიჯად ჩაითვალოს.
– Trop aimable, Madame60
მას რბილი, ნერვიულად მთრთოლვარე ალტი ჰქონდა, მაგრამ
ეს გავიფიქრე თუ არა, მან აქეთ მითხრა:
‒ მინდა სასიამოვნო ხმა შეგიქოთ არმან.
აი, ერთხელ კიდევ სად გავიგონე სასულიერო მრჩევლის შატოს
სიტყვები.
– Je serais infiniment content, Madame, – მივუგე მე, – Si ma voix
n’offensait pas votre oreille!61
ზევიდან ისევ მოისმა ზარის ხმა. ჩვენ უკვე მეორე სართულზე ვი-
ყავით. მან დასძინა:
– C’est en effet uneoreille musicale et sensible. du reste, L’ouie n’ est pas
le seul de mes sens qui est susceptible62
საოცარი ქალი იყო! მე გასვლისას ნაზად შევაშველე ხელი, თით-
ქოს ხელის შე შველება აუცილებელი ყოფილიყო, და ვუთხარი:
‒ მადამ, ნება მომეცით, ბოლოს და ბოლოს გაგანთავისუფლოთ
თქვენი ტვირთისგან და ოთახამდე მიგატანინოთ.
ამ სიტყვებით თითო–თითოდ გამოვართვი და ხელში მოვიგრო-
ვე მისი პაკეტები, ლიფტი უპატრონოდ მივატოვე და ქალბატონი თა-
ვის ოთახამდე მივაცილე. სულ ოციოდე ნაბიჯი თუ გვექნებოდა გავ-
ლილი, რომ მან ხელმარცხნივ, №23 ოთახი გააღო, მე გამისწრო და
საძინებელში შევიდა. იქიდან სალონში გამომავალი კარი ღია იყო.

58
დიახ, მეორეზე. თქვენ საიდან იცით?
59
ვიცი და მორჩა
60
ძალიან თავაზიანი ბრძანდებით, მადამ
61
ძალიან მიხარია, მადამ, თუ ჩემი ხმა ყურს არ გჭრით
62
დიახ. თან ეს ყური მუსიკალური და მგრძნობიარეა, თუმცა ერთადერთი
როდია, განსაკუთრებული აღქმის უნარით რომ გამოირჩევა( ფრანგ)

196
საძინებელი ოთახი მდიდრულად მორთული აღმოჩნდა, პარკეტზე
დიდი სპარსული ხალიჩა ეფინა, იდგა ალუბლის ხის ავეჯი, ტუალეტ-
ზე პრიალა ნივთები ეწყო.
სპილენძის განიერ საწოლს ატლასის დალიანდაგებული გადა-
საფარებელი ეფარა. იქვე·იდგა რუხხავერდგადაკრული შეზლონგი,
პაკეტები შეზლონგსა და შუშისზედაპირიან მაგიდაზე დავაწყე, ქალ-
ბატონმა კი ამასობაში ბერეტი მოიხადა და ქურქი შეიხსნა.
– მოახლე აქ არა მყავს, ‒ მითხრა მან, – მისი ოთახი ზემო სარ-
თულზეა, იქნებ ბოლომდე გამოგეჩინათ თავაზიანობა და ქურქის
გახდაშიც მომშველებოდით.
– უდიდესი სიამოვნებით, ‒ მივუგე, მე და საქმეს შევუდექი. სა-
ნამ აბრეშუმის სარჩულიან, მისი სხეულით გამთბარ ბეწვს მხრებზე
ჩამოვუცურებდი, მან თავი ჩემკენ მოაბრუნა და დავინახე, რომ ხშირ
წაბლისფერ თმაში, შუბლის ზემოთ, ერთი თეთრი კულული ერია და
ეს კულული მუქი თმის ფონზე კიდევ უფრო თვალში საცემად გამო-
ირჩეოდა. მან ჯერ ჩვეულებისამებრ დაჭყიტა თვალები, მერე ქუთუ-
თოები მოხუჭა, თვალები მიბნიდა და მითხრა:
– მაშ ტანთ მხდი, არა, გულადო მონავ?
რა საოცარი, რა ენაწყლიანი იყო ეს ქალი! შევცბი, მაგრამ თავს
მოვერიე და ასე ვუპასუხე:
– ღმერთს რომ ჩემთვის დრო მოეცა, მადამ, მაგ სიტყვებში ნაგუ-
ლისხმევ მომხიბლავ საქმიანობას დიდი სიამოვნებით გავაგრძე-
ლებდი.
‒ მაშ ჩემთვის დრო არა გაქვს, ხომ?
– საუბედუროდ, ამ წუთში არა, მადამ, ლიფტი მელოდება, ღია
მივატოვე, ზევიდან და ქვევიდან ზარს რეკავენ და ალბათ ამ
სართულზეც უკვე შეგროვილი იქნება ხალხი, ადგილს დავკარგავ,
დიდხანს თუ დავბრკოლდი...
– უდროობა რომ არ გაბრკოლებდეს, მაშინ ხომ გექნებო·და
ჩემთვის დრო?
‒ უსასრულოდ ბევრი, მადამ!
– ჩემთვის მაინც როდის მოიცლი? – მკითხა მან, ჯერ ისევ დაჭყი-

197
ტა თვალები, მერე ისევ მიბნედილი მზერა მომაპყრო და თითქმის
მომეკრა მოცისფრო-ნაცრისფერ, წელში გამოყვანილ ინგლისურ
კოსტიუმში გამოკვართული ტანით.
‒ სამსახური თერთმეტ საათზე მითავდება, – ჩუმად მივგუგე მე.
– დაგელოდები, – იმავე ტონით მითხრა მან და დასძინა ‒ მანამ-
დე კი აი ეს საწინდარი მიიღე!
სანამ გონს მოვიდოდი, ჩემი თავი ხელებში მოიმწყვდია და ჩემს
ბაგეზე ისეთი ხანგრძლივი კოცნა აღბეჭდა, რომ ჩვენს შემაკავშირე-
ბელ საწინდრად ნამდვილად გამოდგებოდა.
ბუნებრივია, სახეზე ფერი აღარ მედო, როცა მისი ქურქი, რომე-
ლიც აქამდე ხელში მეჭირა, შეზლონგზე დავდე და ოთახიდან გამო-
ვედი. ღია ლიფტის წინ მართლა შეგროვილიყო სამი კაცი, სახეებზე
გაოცება ეტყობოდათ, მე სასწრაფოდ მოვუხადე ბოდიში, აქამდე
რომ ვალოდინე და თავაზიანად ვთხოვე, ჯერ მეოთხე სართულზე ავ-
სულიყავით, მაგრამ იქ აღარავინ დამხვედრია. ლიფტის დაბრკო-
ლებისთვის ძირს კარგად გამომლანძღეს და თავი იმით ვიმართლე,
ერთ ქალბატონს გული შეუღონდა და ოთახამდე მივაცილე-მეთქი.
სად მადამ ჰუპფლე და სად გულის შეღონება! ასეთ ყაჩაღანას
გულს რა შეუღონებდა! თუმცა ყაჩაღანობას ჩვენ შორის არსებული
საკმაოდ დიდი ასაკობრივი სხვაობა და ჩემი სოციალური მდგომა-
რეობაც უადვილებდა, რაც უცნაურად და მაღალფარდოვნად გამო-
ხატა კიდეც: „გულადო მონაო“, ასე მომმართა ამ პოეტურმა ქალმა!
„მაშ, ტანთ მხდი არა, გულადო მონავ?“ ეს მაცდური სიტყვები მთე-
ლი დღე, ანუ მანამდე დარჩენილი ექვსი საათის მანძილზე, სანამ
„მისთვის მოვიცლიდი“, სულ თავში მიტრიალებდა, ის სიტყვა ცოტა
კი მწყინდა, მაგრამ მაინც მეამაყებოდა, მეამაყებოდა ჩემი გაბედუ-
ლება, რომელიც, სიმართლე თუ გნებავთ, სულაც არ მქონია, თვი-
თონ მომახვია თავს და თვითონვე მიკარნახა. ასე იყო თუ ისე, გა-
ბედულება იმ წუთში ჭარბად მქონდა. მან შთამინერგა იგი განსა-
კუთრებით კი, იმ შემაკავშირებელი საწინდრის წყალობით.
შვიდ საათზე იგი საღილზე ჩავიყვანე: ლიფტში ზედა სართულებ-
იდან წამოყვანილი ხალხიც მყავდა და ყველანი საღამოს ტუალეტე-

198
ბში გამოწყობილნი, სადილად მიეშურებოდნენ. იგი მეორე სარ-
თულზე შემოვიდა, ეცვა საუცხოო თეთრი აბრეშუმის მოკლეშლე-
იფიანი კაბა, მაქმანებით გაწყობილი, მოქარგულტუნიკიანი, წელზე
შავი ხავერდის ქამარი ერტყა, ყელზე კი რძისფრად მოციმციმე, უზა-
დოდ მოყვანილი მარგალიტების ფარღულა ეკეთა, რომელიც, მის-
და საბედნიეროდ და ოსტატ ჟან-პიერის საუბედუროდ, იმ ზარდახშა-
ში არ ყოფილა. არ შეიძლებოდა არ მოვხიბლულიყვავი მისი საქ-
ციელით, იმ დიდმნიშვნელოვანი კოცნის შემდეგ ასე ოსტატურად
რომ ამარიდა თვალი, მაგრამ სამაგიერო მაინც გადავუხადე და
ლიფტიდან გასვლისას მას კი არა, ერთ მოჩვენებასავით მორთულ-
მოკაზმულ დედაბერს შევაშველე ხელი. მომეჩვენა, რომ ღიმილი
მოჰგვარა ჩემმა გულმოწყალე გალანტურობამ.
თავის ოთახში რომელ საათზე დაბრუნდა, არ შემიმჩნევია, მაგ-
რამ ოდესმე ხომ უნდა შესრულებულიყო თერთმეტი საათი, ჩვენი
სამსახური ამ დრომდე გრძელდებოდა, ოღონდ ბოლო წუთებში
მხოლოდ ერთი ლიფტი მუშაობდა, დანარჩენები კი ვთავისუფლდე-
ბოდით. დღეს ერთ-ერთი იმათგანი მე ვიყავი, მთელი დღის ნაშრომ-
ნაჯაფი პაემანთაგან უნაზესი პაემანისთვის ცოტა რომ მოვცოცხლე-
ბულივავი, ჯერ ჩვენს პირსაბანს მივაშურე და შემდეგ ფეხით ჩავედი
მეორე სართულზე, იქ დაგებული წითელი ფიანდაზი ისედაც ახშობ-
და ფეხის ხმას და ამ დროს მთელ დერეფანშიც სამარისებური სიჩუ-
მე იყო გამე-ფებული. ჩემი ჭკუით ვამჯობინე ჯერ მადამ ჰუპფლეს სა-
ლონის კარზე, №25-ზე მიმეკაკუნებინა, მაგრამ პასუხი არ მიმიღია.
მაშინ №23-ის, მისი საძინებლის გარეთა კარი შევაღე, შიგნითა
კარს ყური მივადე და ფრთხილად დავაკაკუნე.
პასუხად ოდნავ გაოცებული, კითხვითი ინტონაციით შეზავე-
ბული ხმა გავიგონე:
– შემოდით.
გაოცების ინტონაციას წავუყრუე და ოთახში შევედი. ოთახს მხო-
ლოდ აბრეშუმის აბაჟურიანი საღამური ლამპა ანათებდა და იქაუ-
რობა მოწითალო ბინდში იყო ჩაფლული. ოთახის გულადი ბინადა-
რი – სიამოვნებით და თან სამართლიანად გადამაქვს მასზე ჩემთ-

199
ვის მონიჭებული ეპითეტი – სიტუაციის ამოსაცნობად დაგეშილმა
ჩემმა თვალმა საწოლში, მეწამული, დალიანდაგებული საბნის ქვეშ
აღმოაჩინა, სპილენძის დიდებულ, განიერ საწოლში, რომელიც თა-
ვით კედელზე იყო მიდგმული, ხოლო მის ფერხთით, ფარდებჩამო-
ფარებულ ფანჯარასთან, გაშლილი იდგა შეზლონგი. ჩემი მოგზაური
ქალბატონი იწვა, ხელები თავქვეშ ამოედო, ტანზე მოკლესახელო-
ებიანი ბატისტის საღამური პერანგი ეცვა, რომელსაც ღრმა დეკოლ-
ტეზე მაქმანები ჰქონდა შემოვლებული. დაწოლის წინ ვარცხნილი
მოეშალა, თმა დაეწნა და გვირგვინივით, მოხდენილად, მიმზიდვე-
ლად შემოესალტა თავზე. თეთრი კულული უკვე ნაოჭებშეპარულ
შუბლზე გადაევარცხნა. კარი მივხურე თუ არა, ზურგს უკან რაზის
ჩხაკუნი გავიგონე, რომელიც საწოლიდან ზონრით იღებოდა და იკე-
ტებოდა.
მან, ჩვეულებისამებრ, ერთი წამით დაჭყიტა ოქროსფერი თვა-
ლები და ისე მომმართა, ნერვიული და ყალბი გამომეტყველება არ
შეუცვლია:
‒ რაო? ეს რა ამბავია? სასტუმროს მოსამსახურე, დღიური მუშა
მდაბიო ყმაწვილი შემოდის ჩემთან ასე გვიან, როცა ჩემი ძილის
დროა?
– ასეთი იყო თქვენი სურვილი, მადამ, ‒მივუგე მე და სარეცელს
მივუახლოვდი
– სურვილი? მართლა ასე იყო? შენ ვითომ „სურვილს“ ეძახი იმ
ბრძანებას ქალბატონმა პატარა მსახურს, ლიფტიორს რომ დაუტო-
ვა, მაგრამ მე ხომ ვიცი, შენი თავხედობისა და უტიფრობის წყალო-
ბით სურვილში „გულისთქმას“, მხურვალე, დაუოკებელ ჟინს“ რომ
გულისხმობ, დიახ, უბრალოდ, უყოყმანოდ არქმევ ამ სახელს, იმი-
ტომ, რომ ახალგაზრდა ხარ და ლამაზი, თან რა ახალგაზრდა, რა
ლამაზი, რა ლირფი და მოურიდებელი... „სურვილიო“! ის მაინც
მითხარი, ჩემო ხორცშესხმულო სურვილო, ჩემო ოცნებავ, ლივრე-
ით მოვლენილო მინიონო, ტკბილო მონავ, შენი თავხედობა თუ გა-
გაბედინებს, ეგ სურვილი ოდნავ მაინც გაიზიარო!
ამ სიტყვებზე მან ხელი ხელში ჩამჭიდა და საწოლის დამრეც კი-

200
დეზე ჩამომსვა, წონასწორობის შესანარჩუნებლად იძულებული
გავხდი ცალი ხელი საწოლის თავზე დამებჯინა, ასე რომ, წელში წახ-
რილი, პირდაპირ დავცქეროდი სიფრიფანა ქსოვილითა და მაქმა-
ნებით ოდნავ შებურვილ სიშიშვლეს და მისგან მონაბერი თბილი
სურნელი სახეზე მელამუნებოდა, გამოგიტყდებით, ცოტა კი მწყინ-
და, წამდაუწუმ რომ მახსენებდა ჩემს დაბალ ჩამომავლობას, ოღო-
ნდ ვერ ვხვდებოდი, ამით ან რა უნდოდა ეთქვა, ან რას გამოელო-
და·? პასუხის ნაცვლად მისკენ კიდევ უფრო დავიხარე და ტუჩებზე
დავეკონე. ის არაფერი, რომ უფრო ხანგრძლივი კოცნით მიპასუხა,
ვიდრე ის პირველი კოცნა იყო, და მეც, ცხადია, ვალში არ დავრჩე-
ნილვარ, საწოლის თავიდან ხელიც ჩამომაღებინა, ჩემი ხელი
დეკოლტეში, ძუძუებქვეშ ჩაიცურა, ძუძუები ადვილად მომყვა ხელ-
ში, მან კი მაჯაში მომკიდა ხელი და ჩემს ხელს თავის მკერდზე ისე
დაატარებდა, რომ მთელი ძალით აღსღგა ჩემი მამაკაცური საწყისი,
რაც მას არ გამოპარვია და გულაჩუყებულმა, თანაგრძნობითა და
სიხარულით შეზავებული ხმით ნაზად ჩაიღუღუნა:
– ო, მშვენიერო სიყმაწვილევ, რამდენად ლამაზი ხარ იმ სხეულ-
თან შედარებით, რომელსაც წილად ხვდა შენი აღგზნება! ამ სიტ-
ყვებთან ერთად მან ორივე ხელით, გასაოცარი სისწრაფით შემიხ-
სნა ქურთუკის საყელო, დუგმები და ღილები.
– მოიშორე, მოიშორე ყველაფერი, ესეც, ესეც, – სხაპასუხით ის-
როდა სიტყვებს. – ყველაფერი გაიხადე და მოისროლე, რომ დაგი-
ნახო, მინდა ღმერთი დავინახო! მომეშველე, სწრაფად! Comment, à
ce propos, quand l’heure nous appelle, n’ètec‒vous pas encore prèt pour la
chapelle? dèshabillez-vous vite! Je compte les instants! La parure dè noce!63
ასე ვეძახი შენს ღვთიურ ნაკვთებს, რომელთა დანახვა მას შემდეგ
მწყურია, რაც პირველად გნახე. ჰო, ასე, ასე! ეს ღვთაებრივი მკერ-
დი, მხრები, ტკბილი მკლავები! ახლა ესეც მოიშორე, ო, ლა, ლა, აი,
მესმის ასეთი გალანტურობა! მოდი, მოდი ჩემთან ან, bien-aime!!64

63
როგორ? ამ წუთებში, როცა დრო-ჟამი უკვე ეკლესიაში გვიხმობს, თქვენ მზად
არა ხართ? ჩქარა გაიხადეთ საქორწინო სამოსი. მე წუთებს ვითვლი
64
საყვარელო (ფრანგ)

201
ჩემთან მოდი, ჩემთან...
ამაზე ენაწყლიანი ქალი ამქვეყნად არ დადიოდა! რაც მისგან
მესმოდა, ეს იყო ნამდვილი გალობა, სხვა სახელს ვერ დაარქმევდი.
ლაპარაკი არც მერე შეუწყვეტია, როცა უკვე მასთან ვიყავი. ეტყობა,
ასე სჩვეოდა, ყველაფერი უეჭველად სიტყვით უნდა გამოეხატა. იგი
ახლა გულში იკრავდა სასტიკი როზას გამოზრდილ და მისგანვე
ხელდასხმულ ყმაწვილს. იგი მას ბედნიერებას ანიჭებდა და უფლება
ჰქონდა ამის დასტურიც მოესმინა.
–ო, სიტკბოებავ! ო, სიყვარულის ანგელოზო, ვნების პირმშოვ!
ოჰ, შე ეშმაკის ფეხო, კარგო ბიჭუნავ, ეს რა შეგძლებია! ჩემს ქმარს
არაფერი შეუძლია, სულ არაფერი, რომ იცოდე, სულ არაფერი. რა
ნეტარება, ხარ, ბოლო მომიღე და ეგაა! ნეტარებისგან სუნთქვა მეკ-
ვრის, გული მისკდება, შენი სიყვარულით ვკვდები! ‒ მან ტუჩებზე და
ყელზე მიკბინა. – მითხარი, შენ-თქო! ‒ ამოიკვნესა უეცრად, ნეტა-
რების მწვერვალთან მიახლოებისას. ‒ შენობით მელაპარაკე, უხე-
შად მომექეცი, დამამცირე! J’adore d’èetre humilièe! J’ladore! oh, Je
t’adore, petit esclave stupide qui me dèshonore...65
იგი მიილუშა. ორივენი მივილუშეთ. მე თავი არ დამიზოგავს, მეც
გიგემე სიტკბოება, მაგრამ მასაც პატიოსნად მივუზღე სამაგიერო.
ოღონდ, გული როგორ არ უნდა მომსვლოდა, როცა მწვერვალზე
ყოფნისას, დამამცირეო, მებუტბუტებოდა და პატარა, სულელ მონას
მეძახდა? ჩვენ ჯერ კიდევ მჭიდროდ ჩახვეულები ვიწექით, მაგრამ ამ
qui me dèshonore-თი განაწყენებ·ულს მის სამადლობელ კოცნაზე
კოცნითვე არ მიპასუხნია. მას ტუჩები ისევ ჩემს სხეულზე ჰქონდა
მოკრული და ისევ მეჩურჩულებოდა:
– შენობით დამელაპარაკე. ჩქარა! შენი პირიდან ეგ მომართვა
ჯერ არ მომისმენია. აი ლოგინში ვუწევარ, მართალია, ღვთაებრივ,
მაგრამ მაინც მდაბიო მსახურს და სიტკბოებას მანიჭებს ასეთი პატი-
ვის ახდა. მე დიანა მქვია. შენ კი კახპა დამიძახე. შენ ჩემო ტკბილო

65
ვგიჟდები, რომ მამცირებენ! შენზეც ვგიჟდები,ჩემო პატარა, სულელო მონავ,
ჩემო გამაუპატიურებელო (ფრანგ)

202
კახპა-თქო, გარკვევით მითხარი!
‒ ტკბილო დიანა!
– არა, კახპა-თქო, მითხარი! ჩემი დამცირება სიტყვითაც მინდა
ვიგემო...
მისგან თავი გავინთავისუფლე. გვერი–გვერდ ვიწექით და ჩვენს
გულებს ჯერ კიდევ ბაგაბუგი გაჰქონდა. მე ვუთხარი:
– არა, დიანა, ჩემგან მაგ სიტყვებს ვერ გაიგონებ. მაგას ვერ ვი-
ზამ. იმასაც გეტყვი, რომ ძალიან მტკივა გული, ჩემი სიყვარული და-
მამცირებელი რომ გეჩვენა...
‒ შენი კი არა, ჩემი სიყვარულია დამამცირებელი,‒ მითხრა მან
და მიმიზიდა. – შენისთანა ბიჭებისადმი ჩემი სიყვარულია დამამცი-
რებელი! ოხ, ჩემო მშვენიერო ტუტრუცანავ, შენ ამას ვერ მიხვდები!
‒ ამ სიტყვებზე თავზე ხელები მომაvლო და ნაზი სასოწარკვეთილე-
ბის ნიშნად რამდენჯერმე საკუთარ თავზე მიიხალა. – რომ იცოდე,
მე მწერალი ვარ, დიახ, ინტელექტუალური ქალი გახლავართ, დი-
ანა ფილიბერი. ჰუპფლე ქმრის გვარია, C’est du dernier ridicule66 ჩემი
ქალიშვილობის გვარით ვწერ, დიანა ფილიბერი sous ce nom de
pume67 ეს სახელი და გვარი, ცხადია, არ გაგიგონია, ან საიდან უნდა
გსმენოდა? მაგრამ ბევრ წიგნს კი აწერია ჩემი გვარი, ესაა რომანე-
ბი, ფსიქოლოგიური ხასიათისა, გესმის, plains d’ esprit, et des volumes
de vers passionès ...68 დიახ, ჩემო საბრალო მიჯნურო, შენი დიანა
d’une intelligence extreme69 ოღონდ ინტელექტი... ეხ!.. ‒ ამოიხვნეშა
მან და უფრო მაგრად, ვიდრე პირველად, კვლავ თავზე მომიჯახუნა
თავი. –
შენ ამას რას გაიგებ! ინტელექტი უინტელექტო, ცხოველმყოფელ
სილამაზესაა დახარბებული dans sa stupiaditè,70 შეყვარებულია, სი-
გიჟემდე, თვითგანდგურებამდე, თვითუარყოფამდე უყვარს სილამ-

66
ძალიან სასაცილოა
67
ჩემი ფსევდონიმია
68
გონებამახვილობით აღსავსე რომანები და ვნებიანი ლექსების ტომები
69
არაჩვეულებრივი ინტელექტის მქონეა
70
თავის სისულელითურთ (ფრანგ)

203
აზე და ღვთაებრივი სისულელე, მუხლებზე ეცემა მის წინაშე, მასზე
ლოცულობს თავდავიწყების, თვითდამცირების ვნებათაღელვაში
ჩაძირული და მისგან დამცირებულს სასიამოვნო სიმთვრალე ერე-
ვა...
– აბა, აბა, ჩემო გოგონი, – მაინც გავბედე და შევაწყვეტინე მე ‒
ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ბუნებას ეგრე როდი დავუჩაგრივარ,
რომ მთლად შტერი გამომიყვანო, რაკი შენი რომანები და ლექსე-
ბი...
მან სიტყვა აღარ დამაბოლოვებინა. ჩემმა ნათქვამმა, სულ რომ
არ მინდოდა, ისეთი აღტაცება მოჰგვარა.
– შენ „გოგონი“ დამიძახე? – წამოიძახა მან, გულში მხურვალედ
ჩამიკრა და ტუჩებით ყელზე დამეკონა. ‒ ო, რა კარგია! ეს „ტკბილ
კახპას“ ბევრად სიობია! ამაზე დიდი ნეტარება შენი სიყვარულის ხე-
ლოვნებითაც კი არ მოგინიჭებია! პატარა, შიშველი ლიფტიორი
გვერდით მიწევს და „გოგონოიო“, მეძახის, მე, დიანა ფილიბერს,
„გოგონის“ მეძახის! C’est uxquis...ça me transporte! Armand chèri71 შენი
წყენინება არც მიფიქრია. იმის თქმა როდი მინდოდა, შენა ხარ
განსაკუთრებით უჭკუო-მეთქი. სილამაზეს საერთოდ არ გააჩნია
ჭკუა, რადგან იგი მხოლოდ ყოფიერებაა. ის საგანია, რომელიც ინ-
ტელექტმა, გონმა უნდა განადიდოს. დამენახვე, თავიდან ფეხებამ-
დე დამენახვე, ღმერთო, შენ მიშველე, რა ლამაზი ხარ! მკერდი – ასე
ტკბილი თავისი ზომიერი სილბოთი და მკაცრი მშვენიერებით,
შხვართი მკლავები, კოხტა ნეკნები, ჩავარდნილი თეძოები, ო, რა
ფეხები გაქვს, ჰერმესის ფეხები...
– კარგი რა, დიანა, გეყოფა, ეს მე ვარ შენი სილამაზით...
– სისულელეა! ეგ თქვენი მოგონილია. ჩვენ, ქალები უნდა ვი-
ყოთ ბედნიერები, მამაკაცებს ასე რომ მოგწონთ ჩვენი მრგვალი
ფორმები. სინამდვილეში თქვენა ხართ ღვთაებრივნი, შემოქმედის
ნაოსტატარი, სილამაზის ეტალონები, ახალგაზრდა, სულ ახალგაზ-
რდა, ჰერმესის ფეხებიანი მამაკაცები. იცი, ვინ არის ჰერმესი?

71
ეს არაჩვეულებრივი რამაა, ამან ძალიან ამაღელვა...არმან, ძვირფასო(ფრანგ)

204
‒უნდა გამოგიტყდე, რომ ამ წუთში.
– Cèleste!72 დიანა ფილებერი წევს კაცთან, თავის დღეში ჰერმესის
სახელი რომ არ გაუგონია! რა საამურია ინტელექტის ასეთი დამცი-
რება! მე გეტყვი, ჩემო ტუტრუცანავ, ვინაა ჰერმესი. ჰერმესი ქურდე-
ბის მარიფათიანი ღმერთია.
შევკრთი და გავწითლდი. სახეზე დავაკვირდი, გულში რაღაც ეჭ-
ვმა გამკრა, მაგრამ იმწამსვე გამიქარდა. თავში ერთი აზრიც დამე-
ბადა, მაგრამ მყისვე უკუვაგდე და, სხვათა შორის, ის აზრიც მისმა
სიტყვებმა გადამაფიქრებინა, იგი მკლავზე ტუჩებით მეხუტებოდა და
ხან ჩურჩულით, ხან კი თბილი, სიმღერასავით მოალერსე ხმით აღ-
სარებას მეუბნებოღა·
– იცი თუ არა, საყვარელო, რაც შეგრძნების უნარი გამაჩნია,
მხოლოდ შენ რომ მიყვარდი? არა, პირადად შენ კი არა, მიყვარდა
შენგან ნასაზრდოები იდეა, ის მშვენიერი წამი, შენში რომაა გან-
სხეულებული. თუ გინდა, ამას გაუკუღმართვბა დაუძახე, მაგრამ მე-
ზიზღება ხნიერი კაცი, წვერმოშვებული, მკერდბანჯგვლიანი, ზრდა-
დასრულებული, თუნდაც სხვებისგან გამორჩეული იყოს, მაინც
affreux73 ამაზრზენია! გამორჩეული მე თვითონა ვარ, გაუკუღმარ-
თებად სწორედ ის მიმაჩნია, de me coucher avec un homme penseur74 მე
ოდითგანვე თქვენ მიყვარდით, ბიჭები, ცამეტი წლის გოგოს გაგიჟე-
ბით შემყვარებია თოთხმეტი, თხუთმეტი წლის ბიჭები. ჩემი ტრფო-
ბის საგანი ერთხანს ჩემს ზრდასთან ერთად იზრდებოდა, მაგრამ
თვრამეტ წელს იქით ჩემს გემოვნებას, ჩემს ლტოლვას აღარ გადაუ-
ბიჯებია... შენ რამდენი წლისა ხარ?
– ოცის, – მივუგე მე.
– ნაკლებისას ჰგავხარ. ჩემთვის ლამის უკვე ბებერი ყოფილსარ.
– მე ვარ შენთვის ბებერი?
‒ კარგი, კარგი! როგორიცა ხარ, ზედგამოჭრილი ხარ ჩემთვის
და ბედნიერებას მანიჭებ. იცი, რა მინდა გითხრა.,.. იქნებ ჩემი ვნებ-

72
ო, ზეცავ
73
საშინელებაა
74
მოაზროვნე კაცთან დაწვე (ფრანგ)

205
ების მიზეზი ისიცაა, რომ დედობა არ გამომიცდია, ვაჟიშვილი არ
მყოლია. ჩემს ვაჟიშვილს ალბათ გავაღმერთებდი, თუ ცოტა ლამაზი
მაინც იქნებოდა, მაგრამ საიდან გამოვიდოდა ლამაზი, იგი ხომ ჰუპ-
ფლესგან მეყოლებოდა. იქნებ ეს სიყვარული იმ დედობრივი
გრძნობის მაგიერია, ვაჟიშვილის ნატვრაა. ეს გაუკუღმართებააო,
იტყვი შენ. თქვენ? თქვენ რაღა გესაქმებათ ჩვენს ძუძუებთან, რო-
მელთაც გამოგზარდეს. ჩვენს საშოსთან, თქვენ რომ გშვეს? მათკენ
რომ მოისწრაფით, განა თქვენ არ გამოძრავებთ სურვილი კვლავ
ძუძუმწოვარა ბავშვებად იქცეთ? განა, თქვენც დედა არ გიყვართ
ქალში? ესეც ხომ გაუკუღმართებაა? სიყვარული თავიდან ბოლომ-
დე უკუღმართი გრძნობაა, მას არც შეუძლია სხვანაირი იყოს. სადაც
გინდა, ზონდით შეამოწმე, ყველგან. გაუკუღმართებას წააწყდები...
მაგრამ საცოდაობაა, ქალისთვის მართლა მტკივნეულია, მამაკაცი
მხოლოდ სულ ნორჩი, მხოლოდ ბიჭი გიყვარდეს. C’est ue amur
tragique irraisonnable,75 მიუღებელი, არაპრაქტიკული, ცხოვრების-
თვის, ქორწინებისთვის გამოუსადეგარი. სილამაზეს ცოლად ვერ
გაჰყვები. მე, მაგალითად, ჰუპფლეს გავყევი, მდიდარ მრეწველს,
რათა მისი სიმდიდრის ჩრდილში შეფარებულს ჩემი წიგნები მეწერა,
qui sont ènormèment76 ჩემს ქმარს, როგორც გითხარი, არაფერი არ
შეუძლია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთან არაფერი გამოსდის.il me
troumpe77 როგორც ამ დროს იტყვიან ხოლმე, მსახიობი ქალი ჰყავს
ერთი. იქნებ იმასთან გამოსდის კიდეც რამე, თუმცა ძალიან კი მეეჭ-
ვება. ისე, ჩემთვის სულერთია, ქალი და მამაკაცი, ქორწინება და
ღალატი, ასეთი ამბები არაფრად არ მიმაჩნია. მე ჩემი გაუკუღმარ-
თებული ცხოვრებით ვცხოვრობ, სიყვარული მაცოცხლებს, რაცა
ვარ, ყველაფერს იგი უდევს საფუძვლად, ვცოცხლობ ამ ენთუზიაზ-
მის ბედსა და უბედობაში და შემიძლია დავიფიცო, რომ ამქვეყნად
ვერაფერი ვერ შეედრება ახალგაზრდა, ჯერ კიდევ ნორჩი მამრის

75
ეს სიყვარული ტრაგიკულია და უგუნური
76
უაღრესად ინტელექტუალური წიგნები
77
იგი მღალატობს

206
მომხიბლაობას. მე თქვენი სიყვარულით ვსულდგმულობ, შენით
ვსულდგმულობ, ჩემო ხორცშესხმულო სურვილო, შენს სილამაზეს
ვკოცნი და ჩემი სული ქედს იხრის შენ წინაშე. ვკოც ნი შენს კადნიერ
ტუჩებს. მის ქვეშ შენი თეთრი კბილები მეგულება, ღიმილისას რომ
აჩენ, გიკოცნი მკერდის ნატიფ ვარსკვლავებს, იღლიაში, მუქ კანზე
ამოსულ ოქროს ბუსუსებს, ეს რაღაა? საიდან გაქვს ცისფერთვალა,
ქერათმიან ჭაბუკს ასეთი კანი, ღია ბრინჯაოსფერი კანი? შენ მე ჭკუ-
იდან შემშლი, უეჭველად ჭკუიდან შემშლი! La fleur de ta jeunesse
remplit mon coeur àge d’une èternelle ivresse 78 თრობას არ უჩანს და-
სასრული, არ უჩანს ბოლო, მთვრალი მოვკვდები, მაგრამ სული, ეს
ჩემი სული, ლერწივით თქვენკენ მოილტვის მხოლოდ. შენც მოხუც-
დები bien-aimè მალე და სამარისკენ დაექანები, ოღონდ სალბუნად
და ნუგეშად დარჩება ჩემს გულს: წარუვალია, თუნდაც ხანმოკლე,
მშვენიერების ბედნიერება, წარუვალია მერყეობა კდემამოსილი და
წამი იგი მარადიულიც წარუვალია.
‒ რანაირად ლაპარაკობ?
– როგორ? შენ გიკვირს, ადამიანი ლექსად რომ განადიდებს
იმას, რითაც სულით და გულით აღტაცებულია? Tu ne connais pas done
le ders alexandrin-ni dieuvoleur,toimème si divan?79
მე პატარა ბიჭივით დავიმორცხვე და უარის ნიშნად თავი გავაქ-
ნიე, დიანა სულ დადნა და მეც უნდა გამოვტყდე, რომ ამდენმა ხოტ-
ბა-დიდებამ, თან ლექსად გარდასახულმა, ხელახლა აღმაგზნო.
მართალია, ჩვენი პირველი ხვევნა-ალერსისთვის, როგორც მჩვე-
ოდა, ისე დაუზოგადავ გაგიღე ხარკი, მაგრამ დიანა დარწმუნდა,
რომ სიყვარულისთვის კვლავ მზად ვიყავი, და თავისი აზრი ჩემთვის
უკვე ნაცნობი ხერხით – სიბრალულითა და აღტაცებით შეზავებული
სიტყვებით გამოხატა. ჩვენ კვლავ ერთ არსებად ვიქეცით, მაგრამ,
როგორ გგონიათ, მოეშვა იგი დამცირებაზე უგუნურ ლაქლაქს, ანუ

78
შენი სიყმაწვილის ყვავილობამ სამუდამოდ დაათრო ჩემი ხნიერი გული
79
შენ ხომ არასოდეს მოგისმენია ალექსანდრიული ლექსი და არც ქურდების
ღმერთი გაგიგონია, თუმცა შენ თვითონ ღვთაებრივი ხარ (ფრანგ)

207
იმას, რასაც სულის თვითუარყოფას ეძახდა? ნურას უკაცრავად, სუ-
ლაც არა!
– არმან, ‒ ზედ ჩემს ყურთან ჩურჩულებდა იგი, – გევედრები სა-
სტიკად მომექეცი! სულით ხორცამდე შენი ვარ, შენი მონა ვარ! უკა-
ნასკნელ კახპასავით მომექეცი! მე მეტის ღირსი არცა ვარ და ჩემ-
თვის ეს ნეტარება იქნება!
მე ყურს ვუგდებდი. ჩვენ ისევ მივსავათდით, მაგრამ იგი მისავა-
თებულიც არ იშლიდა თავისას. მერე უცებ მითხრა:
– ყური მიგდე! არმან!
– დიახ?
– რა იქნება, რომ გამლახო? აი, მაგრად რომ გამლახო? მე, დი-
ანა ფილიბერი? ეგრეც მომიხდება, მადლობასაც გეტყვი. აი, შენი
აჭიმები იქ აწყვია, აიღე, საყვარელო, გადამაბრუნე და დასისხლია-
ნებამდე მირტყი.
– მეტი საქმე არა მაქვს, დიანა, შენ მე ვინ გგონივარ? მე მაგ ტი-
პის საყვარლებს არ ვეკუთვნი.
– ძალიანაც ცუდი! გეტყობა, ქალბატონების დიდი რიდი გქონია.
თავში კვლავ იმ ფიქრმა გამიელვა, ცოტა ხნის წინ რომ მოვიცი-
ლე, და ვუთხარი:
– ყური მიგდე, დიანა! ერთი აღსარება უნდა გაგანდო და იმედი
მაქვს, ის აგინაზღაურებს იმ დანაკლისს, რაზეც ჩემი ხასიათის გამო
უარს გეუბნები. მითხარი, აქ რომ ჩამოხვედი და შენი ჩემოდანი, შე-
ნი დიდი ჩემოდანი გახსენი თუ გაახსნევინე, არაფერი დაგკლებია? .
– დამკლებია? არა. თუმცა კი! შენ საიდან იცი?
– ზარდახშა, ხომ?
– ზარდახშა, დიახ! სამკაულებიანი ზარდახშა. შენ საიდან იცი-
მეთქი?
– ის მე წავიღე.
– შენ წაიღე? კი მაგრამ, როდის?
– საბაჟო შემოწმებისას. მე და შენ გვერდი-გვერდ ვიდექით. შენ
საქმით იყავი გართული და მაშინ აგაცალე.

208
– ამაცალე? მაშ, ქურდი ხარ? Mais ça c’est siprè80 მე ქურდთან ვწე-
ვარ! C’est une humiliation merveilleuse,toit à fait exciltante,un rè d’
humiliation?81 მაშ შენ მხოლოდ მდაბიო კი არა, ჩვეულებრივი ქურ-
დიც ყოფილხარ!
‒ ვიცოდი, რომ გაგიხარდებოდა, მაგრამ მაშინ ხომ ვერ ვიფიქ-
რებდი, გაუხარდება-მეთქი და ამიტომ გთხოვ, მაპატიო, აბა რას
წარმოვიდგენდი, რომ ერთმანეთი შეგვიყვარდებოდა, თორემ იმ
გულისტკენასა და შიშს როგორ განგაცდევინებდი, რაც ალბათ შენი
საუცხოო ტოპაზის ყელსაბამის, ბრილიანტებისა და სხვა რამეების
დანაკლისით განიცადე.
– გულისტკენაო? შიში? დანაკლისიო? რას ამბობ, საყვარელო,
ჯულიეტამ, ჩემმა მოახლემ, ერთხანს კი ეძება ის ნივთები, მაგრამ მე
წუთითაც არ მიდარდია. რა ფასი აქვს ჩემთვის იმ სამკაულებს? რაკი
მოიპარე, ჩემო სიტკბოებავ, ყველაფერი შენია. გქონდეს! მაგრამ
როგორ უნდა მოიხმარო? თუმცა სულერთი არაა? ჩემი ქმარი ხვალ
ჩამოვა, იცი, რა მდიდარი კაცია! უნიტაზების მწარმოებელია, უნიტა-
ზები კი, მოგეხსენება, ყველას სჭირდება. ჰუპფლეს ფირმის შტრას-
ბურგული უნიტაზები დიდ გასავალშია, მსოფლიოს ყოველ კუთხეში
იყიდება. ჩემი ქმარი სამკაულებით მავსებს, სინდისი სუფთა რომ
არა აქვს, თუნდაც იმიტომ, რაც შენ მომპარე, იმაზე სამჯერ უფრო
ლამაზ სამკაულებს ჩამომკიდებს.. ო, რომ იცოდე, ჩემთვის ქურდი
რამდენჯერ უფრო ძვირფასია, ვიდრე ნაქურდალი! ჰერმეს! მან არ
იცის, ჰერმესი ვინ არის, არადა, თვითონაა ჰერმესი! ჰერმეს, ჰერ-
მეს, ჰერმეს! არმან?
– რა გინდა მითხრა?
‒ თავში საუცხოო იდეა მომივიდა·
– მაინც რა?
– არმან, შენ უნდა გამქურდო. აქვე, ჩემს თვალწინ. უფრო სწო-
რად, მე თვალებს დავხუჭავ და თავს მოვიმძინარებ, ოღონდ ქურდუ-

80
ეს ხომ შესანიშნავია! (ფრანგ)
81
საოცარი დამცირებაა, ასეთი აღმგზნებელი, ეს ოცნებაა, დამცირება კი არა
(ფრანგ)

209
ლად უნდა გიყურო, როგორ გამქურდავ. ადექი, ასევე, როგორც
ხარ, ქურდების მეფევ, და იქურდე! შენ იმის ნახევარიც არ მოგიპა-
რავს, რასაც თან დავატარებ და ამ რამდენიმე დღისთვის, სანამ ჩემი
ქმარი ჩამომაკითხავდეს, ბიუროში შესანახადაც არაფერი მიმიბა-
რებია. აი იმ კუთხის კარადაში, ზედა თაროზე, ხელმარჯვნივ დევს
ჩემი კომოდის გასაღები. იქ, თეთრეულის ქვეშ ნაირ-ნაირ ნივთებს
ნახავ. ფულიც იქვე დევს. კატასავით უჩუმრად გაიარ-გამოიარე და
ინადირე! მითხარი, ამ სიამოვნებას შენს დიანას ხომ მიანიჭებ?
– კი მაგრამ, ჩემო გოგონი, ‒ ვიცი, რომ გსიამოვნებს და გოგო-
ნის იმიტომ გეძასი, ‒ჩემო გოგონი, ეგ როგორ შეიძლება, განა ჯენ-
ტლმენური საქციელი იქნება მას შემდეგ, რაც ასე დავახლოვდით...
‒ სულელო! სწორედ ეს იქნება ჩვენი სიყვარულის დღესასწა-
ული.
– ხვალ მუსიო ჰუპფლე რომ ჩამოვა, რას იტყვის...
– ჩემი ქმარი? რა უნდა თქვას? მე, სხვათა შორის, გულგრილად
მოვუყვები, გზაში გამქურდეს-მეთქი. ასეთები ხომ ხდება, მდიდარი
ქალი შეიძლება ცოტა უგულისყურო იყოს. დაკარგულს აღარაფერი
ეშველება და ყაჩაღსაც ამასობაში ცხრა მთა ექნება გადავლილი,
კარგი ერთი, ჩემს ქმართან მორიგება მე მომანდე.
– კი მაგრამ, ჩემო ტკბილო დიანა, შენს თვალწინ...
– ოჰ, როგორ ვერ აფასებ ჩემი ჩანაფიქრის სილამაზეს; კარგი,
არ შემოგხედავ. შუქს ჩავაქრობ. – მითხრა მან, მართლა გამოთიშა
საღამურ მაგიდაზე დადგმული, წითელაბაჟურიანი ლამპა და ოთახ-
ში სიბნელე ჩამოწვა. ‒ არ მინდა, გიყურო. მინდა მხოლოდ გავიგო-
ნო, როგორ გაიჭრაჭუნებს პარკეტი შენი ქურდული ნაბიჯების ქვეშ,
მინდა გავიგონო, ქურდობის მომენტში შენი სუნთქვა და შენს ხე-
ლებში ნაქურდალის წკრიალი. წადი, ჩუმად დამიძვერი მკლავები-
დან, ფეხაკრეფით იარე, მიაგენი და აიღე, რასაც მიაგნებ! ეს იქნება
ჩემი ნეტარება...
მის ნებას დავმორჩილდი, ფრთხილად წამოვდექი და რაც ხელში
მომხვდა ყველაფერი მოვკრიფე, დიდი გაჭირვება არ დამდგომია,
რადგან იქვე, საღამურ მაგიდაზე, თასში ბეჭდები ეყარა, ხოლო სავ-

210
არძელთან, შუშის ზედაპირიან მაგიდაზე უფუტლიაროდ იდო ის
მარგალიტის მძივი, სადილად მიმავალს რომ ეკეთა. სიბნელის მი-
უხედავად, კუთხის კარადაში მაშინვე მივაგენი კომოდის გასაღებს,
თითქმის უხმაუროდ გავაღე კომოდის ზედა უჯრა, მუჭით რამდენიმე
ხელი თეთრეული ამოვრიე და ხელში ოქროული: საყურეები, სამა-
ჯურები, საკინძეები და რამდენიმე მსხვილი კუპიურიც მომყვა. ვი-
თომ მისთვის შემეგროვებინოს, ყველაფერს თავი მოვუყარე და
ზრდილობიანად ლოგინზე დავუწყე, მაგრამ მან წაიჩურჩულა.
– სულელო, აქ რა გინდა? ეგ ხომ შენი სიყვარულითა და ქურდო-
ბით მოპოვებული ნადავლია. ყველაფერი ჯიბეებში ჩაიტენე, ჩაიცვი
და ისე გაიპარე აქედან, როგორც წესი და რიგია! აბა სწრაფად გა-
ისარჯე და გაიქეცი! მე ყველაფერი მესმოდა, მესმოდა შენი სუნთქვა,
როცა ქურდობდი, ახლა კი ისღა დამრჩენია, პოლიციას გამოვუძა-
ხო. თუ ჯობია არ გამოვუძახო? შენ როგორ ფიქრობ? ჰო, რა ქენი?
მალე მორჩები? უკვე ჩაიცვი ლივრეა? ყველაფერი ჩაიწყვე, რაც სიყ-
ვარულითა და ქურდობით გაქვს მოპოვებული? იმედია,·ჩემი
ღილსაკრავიც არ მიგიყოლებია, ჰო, არა, აქაა... ნახვამდის, არმან!
დიდხანს იცოცხლე, კარგად იყავი, ჩემო ღვთაებავ! არ დაივიწყო შე-
ნი დიანა, გახსოვდეს, რომ შენ მასში ცოცხლობ. წლები წავლენ და
წამოვლენ და როცა le temps t’a dètruit, ce coeur te gardera dans ton
moment bènit 82 დიახ, როცა სამარე დაგვფარავს მეც და შენც, არმან,
tu vivras dams mes vers et dans mes beaux romans83 რომლებიც, ქვე-
ყან·ას ნუ მოჰფენ და, შენი ტუჩებითაა დაკოცნილი! Adiue, adiue,
chèr...84

82
დრო მტვრად გაქცევს. ეს გული შეინახავს შენს ხატებას ყველაზე კურთხეულ
წამს (ფრანგ)
83
შენ ჩემს ლექსებში, ჩემს რომანებში იცოცხლებ
84
მშვიდობით, საყვარელო

211
მესამე წიგნი

პირველი თავი

ალბათ გამიგებთ და იქნებ მომიწონოთ კიდეც, წინამავალ უჩ-


ვეულო ეპიზოდს მთელი თავი რომ არ ვაკმარე და ამ ეპიზოდით ლა-
მის საზეიმოდ დავასრულე ჩემი აღსარების მეორე ნაწილი. თამამად
შემიძლია გითხრათ, რომ ასეთი რამ ადამიანს მთელი სიცოცხლის
მანძილზე მიჰყვება და ჩემი გმირის გულმხურვალე ვედრება, არ და-
მივიწყოო, სრულიად ზედმეტი გახლდათ. დიანა ჰუპლესებური, მარ-
თლაც რომ კურიოზული ქალი, და მასთან ის საოცარი შეხვედრა
იმის ღირსი არაა, ოდესმე დავიწყებას მიეცეს. ცხადია, ეს არ ნიშ-
ნავს, თითქოს. ის სიტუაცია, სადაცმკითხველს წილად ხვდა ორივეს-
თვის კარგად მიეგდო ყური, ჩემს ცხოვრებაში ჩვეულებრივი სახით
არ განმეორებულიყოს. ცალფად მოგზაური ქალბატონები და თანაც
ასაკოვანნი, ყოველთვის აღშფოთებას როდი სჯერდებიან, როცა ღა-
მით მათ საწოლ ოთახში შემოპარულ ახალგაზრდა კაცს შეამჩნევენ
ხოლმე, ასეთ გაუთვალისწინებელ შემთხვეგაში განგაშის ატეხვა
სულაც არ გახლავთ მათი ერთადერთი იმპულსი, მაგრამ თუკი ასე-
თი რამ გადამხდენია (და მართლა გადამხდენია), ის შეხვედრები
თავის მნიშვნელობითა და ხასიათით იმ ღამის შთაბეჭდილებებს
დიდად ჩამორჩებოღნენ. ამიტომ არაფრად ვაგდებ საფრთხეს, ჩემი
შემდგომი აღსარებისადმი მკითხველს ინტერესი არ გაუნელდეს-
მეთქი, და ვიტყვი: მერე და მერე საზოგადოებაში რა სიმაღლისთვის
აღარ მიმიღწევია, მაგრამ აღარასოდეს მღირსებია, ჩემთვის ეგ-
რეთწოდებული ალექსანდრიული ლექსით მოემართა ვინმეს.
იმ სასიყვარულო-ქურდულ ნადავლში, პოეტესას უცნაური ახირე-
ბის წყალობით რომ მოვიპოვე, ოსტატ პიერ ჟან-პიერისგან მოწონე-
ბის ნიშნად მხარზე ხელის ტყაპუნი და ექვსი ათასი ფრანკი მერგო.

212
მაგრამ რაკი დიანას კომოდის უჯრაში მოფათურე ქურდ ღმერთს
თეთრეულის ქვეშ ამოდებული ოთხი ათასფრანკიანიც ჩამივარდა
ხელში, მანამდე ამოგებული თანხის ჩათვლით თორმეტი ათას სა-
მას ორმოცდაათი ფრანკის პატრონი გავხდი. ამოდენა კაპიტალს,
ცხადია, ჯიბეში დიდხანს არ გავიჩერებდი, დრო ვიხელთე თუ არა,
ლიონის საკრედიტო ბანკს მივაშურე და არმან კრულის სახელზე ან-
გარიში გავხსენი. ჯიბის ფულად კი თავისუფალი საღამოებისათვის .
მხოლოდ რამდენიმე ასეული ფრანკი დავიტოვე.
მკითხველი ალბათ მომიწონებს ამ საქციელს და გულიც და-
უმშვიდდება. აბა, იმაზე ადვილი წარმოსაღგენი რაღა უნდა იყოს,
რომ ქარაფშუტა ბიჭმა, აქაოდა, ფორტუნის მაცდური სიკეთის წყა-
ლობით ამდენი ფული ვიშოვეო, მაშინვე მიატოვოს თავისი უხელ-
ფასო სამსახური, იქირაოს მარტოხელა კაცის შესაფერი კოხტა ბინა
და ამქვეყნიური სიამით გალიცლიცებულ პარიზში მანამ ატაროს
დრო, სანამ თავიდანვე ზღვარდადებულ ვადაში თავის მცირე საგან-
ძური ხელში არ შემოელევა. მე ეგ არც მიფიქრია, უფრო სწორად,
იქნებ მიფიქრია კიდეც, მაგრამ გონიერების კარნახით იმწამსვე
უკუმიგდია ეს აზრი, ან კი სადამდე მიმიყვანდა ამ აზრის განხორცი-
ელება? მერე რაღა მეშველებოდა, როცა ადრე თუ გვიან (გააჩნია,
როგორ მადას გამოვიჩენღი) ეგრეთწოდებული წარმავალი სიკეთე
გამომელეოდა? კიდევ კარგი, რომ არ მავიწყდებოდა ნათლია ში-
მელპრისტერის სიტყვები (რომელსაც სხვათა შორის, დროდადრო
მოკლე-მოკლე ღია ბარათებით ვეხმიანებოდი), არ მავიწყდებოდა
მისი სიტყვები დიდ სასტუმროში გადაშლილ ასპარეზსა და მშვენი-
ერ მიზნებზე, რომელთა მიღწევა ამ ასპარეზის დახმარებით, რო-
გორც პირდაპირი, ასევე მიხვეულ-მოხვეული გზებით შემეძლო. ჰო-
და, თუნდაც ამიტომ მმართებდა დამეძლია ცდუნება, უმადურობა არ
გამომეჩინა და ჩემი ნათლიის საერთაშორისო ნაცნობობის წყალო-
ბით მიღებული შანსი ხელიდან არ გამეშვა. ოღონდ ერთიც უნდა
ვთქვა: ვითომ ასე მტკიცედ ვებღაუჭებოდი ჩემს პირვანდელ პოსტს,
მაგრამ სულაც არ მიფიქრია „სწორ გზას“ ამ მიმართულებით დავ-
დგომოდი და ჩემი თავი ობერკელნერის, კონსიერჟის ან თუნდაც მე-

213
ტრდოტელის როლში მეხილა.
თავში უფრო იღბლიან „მიხვეულ-მოხვეულ გზებზე“ ფიქრი მიტ-
რიალებდა, ოღონდ სიფრთხილე მმართებდა, პირველივე ჩიხი, რო-
მელიც კი ჩემს გზაზე შემომხვდებოდა, ბედნიერებისაკენ მიმავალ
სანდო ბილიკად არ მომჩვენებოდა.
ამგვარად, ჩეკის წიგნაკის პატრონი კვლავ სასტუმრო „სენტ ჯემს
ენდ ალბანის“ ლიფტიორად ვმსახურობღი და საიდუმლო კეთილ-
დღეობის ფონზე ამ როლის თამაში საკმაოდ მომხიბვლელიც მეჩვე-
ნებოდა, მშვენიერი ფონის წყალობით ჩემი მოხდენილი ლივრეა
მართლაც ერთ-ერთ იმ კოსტიუმად იქცეოდა, ოდესღაც ჩემი ნათ-
ლია რომ მაზომებდა ხოლმე. ჩემი იდუმალი სიმდიდრე – განა ასე
არ უნდა ჩამეთვალა ლამის სიზმარში მოვლენილი ქონება – ამ ტან-
საცმელს, თავის სამსახურითურთ, მიმიკრიად აქცევდა და იმ როლ-
საც ამართლებდა, ჩემი ნათლია ნაირ-ნაირი კოსტიუმების მოზომე-
ბით რომ მაკისრებდა. დიახ, თუკი მერე და მერე თვალისმომჭრელი
წარმატებით თავი იმაზე აღმატებულად გამისაღებია, ვიდრე ვიყავი,
ამჯერად პირიქით, თავს ვიკნინებდი, ოღონდ საკითხავია, რომელი
სიცრუე უფრო მანიჭებდა ჯადოსნურ- ზღაპრულ საწყისთან თანაზია-
რობის ხალისსა და სიხარულს.
რაც მართალია, მართალია, ცუდად მაჭმევდნენ და ცუდადაც მი-
ნახავდნენ ამ მდიდრულ, ფულიანი ხალხის სანებივროდ მოწყობილ
სასტუმროში, მაგრამ კვებაც და ჭერიც უფასო მქონდა და თუმცა
ხელფასს ჯერ კიდევ არ ვიღებდი, ჩემს ქონებას არამცთუ ვზოგავდი,
ცოტ-ცოტას ვუმატებდი კიდეც,85
იქნებოდა ეს Pourboires თუ Douceuurs , როგორც მე მირჩევნია
ეს გასამრჯელო მოვიხსენიო. მოკლედ, ცოტაოდენი ფულით მე და
ჩემს კოლეგებს ზოგჯერ გვასაჩუქრებდნენ წამსვლელ-მომსვლელ-
ნი, უფრო სწორად, მე ოდნავ უკეთ და ოდნავ უფრო თავაზიანად მა-
საჩუქრებდნენ, ვიდრე სხვებს, ერთგვარ უპირატესობას მანიჭებ-
დნენ და ამით ძვირფასი მასალის ამოცნობის ადამიანურ ნიჭს ამხე-

85
ფეხის ქირა თუ სასუსნავი (ფრანგ)

214
ლდნენ. სხვათა შორის, ამ გარემოებას არასოდეს გამოუწვევია ჩემი
უფრო ტლანქი ამხანაგების შური და გულისწყრომა. მაძლევდნენ
ერთ, ორ ან სამ ფრანკს, ხოგჯერ ხუთსაც, ცუდად შენიღბული
მფლანგველობის წყალობით, ათ ფრანკსაც წამსვლელნი, ან დიდი
ხნით ჩამოსულნი, რვა-ათ დღეში ერთხელ მადლიერების გამოჩე-
ნას რომ მოინდომებდნენ. საერთოდ, ფულს ყველას დასანახად რო-
დი მაძლევდნენ, ხელს ძირს დაუშვებდნენ, და ისე მაჩრიდნენ, პირ-
საც მიიბრუნებდნენ, ოღონდ თვალებში ღიმილი ედგათ. ფულს
უფრო ქალები იმეტებდნენ, ზოგჯერ მამაკაცებიც, და ისიც მაშინ, თა-
ვიანთი მეუღლეები თუ წააქეზებდნენ. მაგონდება ერთი პატარა
ცოლ-ქმური სცენა, მე რომ არ უნდა შემემჩნია და არც შევიმჩნიე,
მაგრამ კარგად დავინახე, როგორ წაჰკრა ქალბატონმა თა ვის კავა-
ლერს მუჯლუგუნი და თან წასჩურჩულა: Mais donnez donc quuelque
chose à ce garçon, give him çomething, he is nice86 ამ სიტყვებზე კაცმა რა-
ღაც წაიბუზღუნა, საფულე ამოიღო და მაშინვე ისევ გავიგონე ქალის
სიტყვები:Non, c’est ridicule that’s not enough, don’t be so szingy87
ერთი სიტყვით, ამ გზით კვირაში თორმეტ-თხუთმეტი ფრანკი შე-
მომდიოდა და მშვენიერი დანამატი გახლდათ იმ დღიურ თანხაზე,
თოთხმეტ დღეში ერთხელ კუთვნილ დასვენების დღეს ადმინისტრა-
ცია საკმაოდ ძუნწად, მაგრამ მაინც რომ იძლეოდა.
ზოგჯერ თავისუფალ საღამოებს სტანკოსთან ერთად ვატარებდი,
იგი კარგა ხანია გამომჯობინდა და დაუბრუნდა თავის სამსახურს ‒
დიდი ბუფეტისთვის ნაირ-ნაირი ცივი საუზმეულის დამამზადებელ
საამქროს. იგი კარგად მექცეოდა, არც მე მეჯავრებოდა და მასთან
ერთად სიამოვნებით დავდიოდი კაფეებსა და სხვა გასართობ ადგი-
ლებში, თუმცა ვერ ვიტყვი, სტანკო გვერდს მიმშვენებდა-მეთქი. მი-
სი სამოქალაქო ჩაცმულობა ქარაფშუტულ და ორაზროვან შთაბეჭ-
დილბას ახდენდა, მეტისმეტად უყვარდა ფართოუჯრედებიანი და
ჭრელაჭრულა ტანსაცმელი, მე თუ მკითხავთ, სტანკო თეთრ ხალა-

86
მიეცით რამე ამ ბიჭუნას (ფრანგ) მიეცით რამე, ნახეთ, რა ლამაზია(ინგლ)
87
რა სასაცილოა(ფრანგ), ეგ ცოტაა, ნუ ძუნწობ (ინგლ)

215
ათსა და მაღალ გახამებულ ჩაჩში‒ ნამდვილად გაცილე-ბით სიმპა-
ტიური ჩანდა. რას იზამ: მუშაკაცს არ უხდება ქალაქურ-ბურჟუაზიუ-
ლი „კოპწიაობა“. ჩვეულებრივ, მუშაკაცი ამას ვერც ახერხებს და
თავის გარეგნობას კარგს ვერაფერს მატებს ხოლმე. ხსენებულ სა-
კითხზე ბევრჯერ მომისმენია ნათლია შიმელპრისტერის აზრი და
სტანკოს შემხედვარეს სულ მისი სიტყვები მახსენდებოდა: ჩვენდა
სავალალოდ, ხალხი ისე დაკნინდა, რომ მთელ ქვეყანაზე ბურჟუ-
აზიისგან დამკვიდრებული ნორმებით ცდილობს უფრო დახვეწილი
გამოჩნდესო, ამბობდა იგი. გლეხის სადღესასწაულო ტანსაცმელი,
ან ხელოსნის გილდიის მიმანიშნებელი სამოსი უფრო ახარებდა
თვალს, ვიდრე იმ გაუთლელი მოახლის ფრთებიანი შლაპა და შლე-
იფიანი კაბა, კვირადღეს ქალბატონობის თამაშს რომ ცდილობს, და
მე თუ მკითხავ, ასეთივე უბადრუკია ფაბრიკის მუშის ვითომ დახვე-
წილი საზეიმო კოსტიუმიცო. მაგრამ რაკი ის დრო წავიდა, როცა
სხვადასხვა ფენის წარმომადგენელნი თავიანთი ფერადოვანი ტან-
საცმლით იწონებდნენ თავს, მაშინ იმ საზოგადოებაში, სადაც სინამ-
დვილეში, აღარ არსებობს ფენები, მოახლესა და ქალბატონს, დიდ-
კაცსა დამდაბიოს ერთმანეთისგან რომ ვეღარ გამოარჩევ, ისევ ჯო-
ბია, ყველა ერთნაირად იცვამდესო, ნამდვილად ოქროს სიტყვე-
ბია, თითქოს ჩემს გულში მჯდარიყოს ჩემი ნათლია შიმელპრისტე-
რი. მართლაცდა, ან მე რა მექნებოდა ქამარშემოჭერილი შარვალ-
ხალათის საწინააღმდეგო? ძალიანაც მომიხდებოდა და სტანკოსაც
ის უფრო დაშვენდებოდა, ვიდრე ეს უაზრო დახვეწილობა. ერთი
სიტქყვით, ადამიანს ყველაფერი უხდება, უკუღმართის, სულელუ-
რისა და ნახევრადშესაფერის გარდა.
ეს ისე, გაკვრით და ვთქვი. ამგვარად, ერთხანს ვიარე სტანკოს-
თან ერთად კაბარეებსა და ღია კაფეებში, რამდენჯერმე კაფე „მად-
რიდშიც“ ვიყავით, სადაც სპექტაკლების დამთავრების შემდეგ მრა-
ვალფეროვანი და ჭკუის სასწავლებელი სანახაობა იმართებოდა
ხოლმე, ხოლო ერთხელ ცირკ „სტუდებეკერის“ საზეიმო წარმოდგე-
ნასაც კი დავესწარით. ეს ცირკი რამდენიმე კვირით გასტროლებზე
იმყოფებოდა პარიზში და მის წარმოდგენაზე ორიოდე სიტყვა ან იქ-

216
ნებ მეტიც მინდა მოგახსენოთ. ჩემს კალამს ვერ ვაპატიებდი, ასეთი
მოვლენა მხოლოდ გაკვრით რომ აღენიშნა და მონათხრობში ის ფე-
რადოვნება არ შეეტანა, რითაც პირთამდე იყო სავსე ის წარმოდგე-
ნა.
მსოფლიოში სახელგანთქმულ ცირკს სარა ბერნარის თეატრის
მახლობლად, სენის ნაპირას, სენ-ჟაკის სკვერში გაეშალა თავისი
უზარმაზარი კარავი. იმ დღეს სკვერს აუარებელი მაყურებელი მო-
აწყდა. ეტყობა, საუკეთესო, ან იმაზე ბევრად აღმატებული რამ უნდა
ეჩვენებინათ, რასაც კი მაყურებელს აქამდე სთავაზობდნენ გაბედუ-
ლი და უაღრესად დისციპლინირებული Haut-goùt88 სახით. მაინც რა
იყო ეს შეტევა გრძნობებსა, ნერვებსა და ვნებათაღელვაზე, პროგ-
რამაში ერთმანეთს განუწყვეტლივ ენაცვლებოდა ფანტასტიკური,
ადამიანის შესაძლებლობათა ზღვარამდე მისული ნომრები და ამ
ნომრებს არტისტები ღიმილითა და ჰაეროვანი კოცნით ასრულებ-
დნენ. თითქმის ყველა საცირკო ნომერი სალტო- მორტალეზეა აგე-
ბული და ამიტომ ყველანი სიკვდილს ეთამაშებიან, ყოველ წუთს
დგანან კისრის მოტეხის საფრთხის წინაშე, მათი სრულყოფილი
გრაცია უკიდურეს გაბედულებას ერწყმის, ისინი სიკვდილს ეთამა-
შებიან მუსიკის გრიალში, რომლის ორდინარული ხმიანობა, მარ-
თალია, კარგად ეხამება ამ წარმოდგენის წმინდა ფიზიკურ ხასიათს,
მაგრამ სრულიადაც არ შეესაბამება მის აღმაფრენას, თუმცა სუნ-
თქვას კი გვიკრავს, როცა განუხორციელებლის მოახლოებას გვამ-
ცნობს და ის განუხორციელებელი მაინც ხორციელდება.
მსუბუქი თავის დაკვრით პასუხობს არტისტი მაყურებლის მქუხა-
რე ტაშს (ცირკში წელში მოხრით მადლობის გადახდა არაა მიღებუ-
ლი), მაყურებელი კი აქ თავისებურია –კარავს პირთამდე ავსებს
ერთად შეყრილი სანახაობას დახარბებული პლებოსი და ცხენოს-
ნობის მოტრფიალე უხეში ელეგანტურობით აღბეჭდილი საზოგა-
დოება, რომელიც კიდეც გთრგუნავს და კიდეც გაღიზიანებს ლოჟებ-
ში კავალერიის ოფიცრობა ჩარიგებულა, მათ ქუდი გვერდზე აქვთ

88
მაღალი გემოვნების ნაწარმოები (ფრანგ)

217
მოგდებული. ახალგაზრდა უსაქმურებს, პირგაპარსულთ, მონო-
კლიანებს, სრული ყვითელი პალტოების ღილკილოში მიხაკები და
ქრიზანთემები გაურჭვიათ; კოკოტები დედაქალაქის ახლომახლო
მამულებიდან ჩამოსული ცნობისმოყვარე მანდილოსნების წრეში
გარეულან, ხოლო მანდილოსნებს ნაცრისფერფრაკიანი, ნაცრის-
ფერცილინდრიანი, ცირკის მცოდნე კავალრები ახლავთ, რომლებ-
საც მკერდზე ისე სპორტულ ყაიდაზე ჩამოუკიდნიათ ბინოკლები,
თითქოს ლონგშანის დოღზე იყვნენ მოსულნი. ამას დაუმატეთ გამო-
მათაყვანებელი, ბრბოს აღმგზნები ხორციელება მანეჟისა, მდიდ-
რული, ფერადოვანი კოსტიუმები, ბრჭყვიალა ზიზილ-პიპილები,
თავლის სუნი, თავის სიმძაფრით რომ გაუჟღენთია მთელი ატმოს-
ფერო, და ქალებისა და მამაკაცების გაშიშვლებული სხეულები.
დაკმაყოფილებულია ყოველნაირი გემოვნება, აღტყინებულია
ყოველი ვნება – მკერდებითა და ზურგებით, ადვილად აღსაქმელი
სილამაზით, მჩქეფარე ადამიანური მშვენიერებითა და ამასთანავე
ცირკი ბრბოს ხარბი სისასტიკის დასაპურებლად არ იშურებს თავ-
განწირვის მაგალითებს. ტანდაძაგრული მხედარი ქალები ხრინწია-
ნი შეძახილებით ახტებიან არენაზე მოჯირითე, დაფეთებულ, უბელო
ცხენებს და თავიანთი გაწვრთნილობით მაყურებელს შიშის ზარს
ჰგვრიან. ქალები ხაზგასმული გულგრილობით შესცქერიან გიმნას-
ტებს, რომლებიც ჩამოსხმული ტანის უკეთ წარმოსაჩენად ვარდის-
ფერ ტრიკოებში გამოკვართულან, თვალს არ აცილებენ მათ ათლე-
ტურ, კუნთებდაბერილ, უბალნო მკლავებსა და სანდომიან ბიჭუ-
ნებს... მე განსაკუთრებით მომივიდა თვალში მხტუნავებისა და ეკვი-
ლიბრისტების ჯგუფი, მომეწონა მათი იშვიათი, ფანტასტიკის
ზღვარს გადასული სპორტული კოსტიუმებიც და ისიც, რომელიმე
შიშისმომგვრელი ნომრის შესრულების წინ თითქოს ერთმანეთს
რომ ეთათბირებოდნენ; მათ შორის საუკეთესო და, ეტყობა, ყველა-
სათვის საყვარელი არტისტი თხუთმეტი წლისა თუ იქნებოდა. იგი
ჯერ ტრამპლინიდან ავარდებოდა მაღლა და მერე ტანის შეურხევ-
ლად თავის უკან მდგომს, ეტყობა, უფროს ძმას, დაახტებოდა მხრებ-
ზე,უფრო სწორად, ეს ილეთი მხოლოდ მესამე ცდაზე გამოუვიდა.

218
ორჯერ გაუცუდდა ნახტომი, მხრებს აცდა და ძირს ჩამოვარდა, მარ-
ცხის გამო ღიმილითა და თავის დაკვრით მოგვიბოდიშა, უფროსმა
ძმამ კი ირონიულ-გალანტური ჟესტით კვლავ მიიწვია ტრამპლინზე
და ორივე ეს ჟესტი მთელ დარბაზს ერთნაირად მომხიბლავი ეჩვენა.
იქნება ეს ყველაფერი განგებაც ხდებოდა, რადგან მაყურებელმა კი-
დევ უფრო მქუ ხარე და ბრავოს ძახილით შეზავებული ტაში დასცხო,
როცა მან მესამეჯერ ისკუპა, ჰაერში ორმაგი სალტო გააკეთა, წაუ-
ფორხილებლად დაახტა ძმას მხრებზე, ხელებიც გაშალა და დაიძა-
ხა: „me voila“.89 ამ შეძახილზე კიდევ უფრო მძლავრად იქუხა ტაშმა·
გასაკვირი არც იყო ‒ხერხემალი გათვლილი თუ ნახევრად სასურ-
ველი მარცხისას უფრო შეიძლებოდა გადატყდომოდა, ვიდრე გა-
მარჯვებით დაგვირგვინებული ნახტომის შესრულებისას.
მაინც რა ხალხია ეს არტისტები! ან ადამიანები არიან კი? თუნ-
დაც ჯამბაზები ავიღოთ, ეს უცნაური ტაკიმასხარები, თავიანთი პატა-
რა წითელი ხელებით, უძიროებწამოცმული პატარა ფეხებით, კეგ-
ლივით მრგვალი თექის ქუდიდან წითელი ქოჩორი რომ მოუჩანთ,
ჩიქორთულად მოუბარნი, თავდაყირა მოსიარულენი, ყველაფერს
რომ ეჯახებიან და ეცემიან, უაზროდ დაჰქრიან აქეთ-იქით და ვითომ
ყველას ეხმარებიან. ხალხის ხარხარი და ყიჟინა აყრუებს იქაურო-
ბას, როცა ისინი თავიანთ სერიოზულ კოლეგებს ბაძავენ, ვთქვათ,
ცდილობენ გაჭიმულ მავთულზე გაიარონ და ლამის კისერს იტეხენ;
ნუთუ უგუნურების ეს უასაკო, დაგვალული პორმშოები, რომელთა
ოინებზე მე და სტანკო გულიანად ვხარხარებდით (თუმცა ჩემს აღ-
ფრთოვანებაში სევდაც ერია), ნუთუ ესენი, თავიანთი, ცარცივით
თეთრი, უაზროდ შეთითხნილი სახეებით, სამკუთხედი წარბებით,ჩა-
წითლებულ თვალებს ქვეშ ჩამოსმული ვერტიკალური ხაზებით, ამ-
ქვეყნად არარსებული ცხვირებით, ბრიყვული ღიმილის გამოსახა-
ტავად აწეული ტუჩის კუთხეებით, ერთი სიტყვით, ეს ნიღბები, გასა-
ოცრად რომ ეწინააღმდეგებიან თავიანთ კოსტიუმებს ‒ ბავშვის ოც-
ნების მსგავს, ვერცხლის პეპლებამოქარგულ, შავი ატლასის კოსტ-

89
აი, მეც აქა ვარო (ფრანგ)

219
იუმებს – მე თქვენ გეკითხებით, ნუთუ ესენი ადამიანები, მამაკაცები
არიან, ნუთუ შეიძლება ისინი რამენაირად ბიურგერულ და ბუნებ-
რივ ურთიერთობებში მონაწილე პიროვნებებად ჩაითვალონ? ჩემი
აზრით, წმინდა წყლის სენტიმენტალობაა ვიძახოთ, ისინი ადამიანე-
ბი არიანო, მათაც გააჩნიათ გრძნობები და ცოლ-შვილიც კი ჰყავ-
თო. ჩემი მხრივ, მე მათ პატივს ვცემ, ჰუმანური უხამსობისაგან ვი-
ფარავ, როცა ვამბობ: არა, ისინი ადამიანებად ვერ ჩაითვლებიან,
ისინი ამოვარდნილი არიან ადამიანთა მოდგმიდან, ამ მაიმახების
ოინბაზობაზე მუცელზე კანი გვასკდება სიცილისგან, მაგრამ ისინი
ცხოვრებას ჩამოშორებული ბრჭყვიალა განდეგილნი, უაზრობას-
თან წილნაყარნი, ადამიანისა და სულელური ხელოვნების მანჭია
უმცარნი არიან.
ჩვეულებრივი ადამიანის თვალში ყველაფერი „ადამიანური
ჩანს, უფრო მეტიც, ზოგს ისიც სჯერა, ჩვენი საოცარი გულთბილო-
ბის წყალობით შეგვიძლია იმ მოჩვენებით საფარს მიღმაც ადამიანი
დავინახოთო. განა ანდრომაქე, „La fille de l’air“,90 როგორც მას
ვრცელ პროგრამაში იხსენიებდნენ, შეიძლებოდა ადამიანი ყოფი-
ლიყო? აქამდე გამომყვა მასზე ფიქრი და ოცნება, და თუმცა მის პი-
როვნებასა და საქმეს უაზრობისა არაფერი ეცხო, მე მაინც ის მყავდა
მხედველობაში, როცა ჯამბაზებზე ვწერდი. იგი ცირკის ვარსკვლავი
გახლდათ, წარმოდგენის სული და გული, შეუდარებლად ვარჯიშობ-
და ტრაპეციაზე, ცირკის ისტორიაში ეს იყო პირველი შემთხვევა,
სენსაციური სიახლე, როცა აკრობატი დამცავი ბადის გარეშე გამო-
დიოდა. პარტნიორი წარმოსადეგი ჰყავდა, მაგრამ ოსტატობით მას
ახლოსაც ვერ მიუდგებოდა, მართალია, თავი მასაც ღირსეულად
ეჭირა, მაგრამ სინამდვილეში მხოლოდ ხელს თუ მიაგებებდა ან-
დრომაქეს, როცა იგი ჰაერში მოქანავე ორ ტრაპეციას შორის ვარ-
ჯიშს განსაცვიფრებელი სრულყოფილებით შეასრულებდა.რამდენი
წლისა იქნებოდა ანდრომაქე, ოცის, ნაკლების, თუ მეტისა? ვინ
იცის.სახის ნაკვთები მკაცრი და კეთილშობილური ჰქონდა და ჩემ-

90
ჰაერის ასული

220
და გასაოცრად, სულაც არ აუშნოებდა ის ქუდი, თავზე რომ ჩამოიფ-
ხატავდა ხოლმე და თავის ხშირ წაბლისფერ თმას აიკრეფდა, ფრე-
ნაში სახეზე არ ჩამომეშალოსო. პირიქით, ქუდში კიდევ უფრო სახე-
ნათელი და მიმზიდველი ჩანდა. საშუალოზე ოდნავ მაღალი ტანისა
იყო, ეცვა ტანზე შემოტმასნილი, ბუმბულით გაწყობილი, ვერცხლის
მოკლე ბექთარი, რომელსაც მისი ტიტულის – „ჰაერის ასულის“ –
დასამტკიცებლად მხრებზე თეთრი ბუმბულის პაწია ფრთები ჰქონდა
დატანებული· ვითომ ისინი შეეშველებოდნენ ფრენაში! მკერდი პა-
ტარა ჰქონდა, თეძოები ვიწრო, მკლავების მუსკულატურა, გასაგები
მიზეზების გამო, ქალის პირობაზე მძლავრად განვითარებული, ხე-
ლები მართალია, მამაკაცისოდენა არ უჩანდა, მაგრამ არცთუ პატა-
რა ეთქმოდა, რათა, ღმერთო ნუ მიწყენ და, მთლიანად გამოერიცხა
ეჭვი, გადაცმული ბიჭი ხომ არ არის-მეთქი. არა, მკერდის ქალურო-
ბა ეჭვს არ იწვევდა და სიგამხდრის მიუხედავად, არც თეძო მიუგავ-
და ბიჭისას. იგი თითქმის არ იღიმებოდა. მშვენიერი ტუჩები ოდნავ
გაეღო, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ბერძნული ტიპის, ოდნავ ჩამოშ-
ვებული ცხვირის ნესტოები ჰქონდა დაძაბული. იგი მაყურებელს
სულ არ ელაციცებოდა. მხოლოდ მაშინ თუ ასწევდა სალმის ნიშნად
ცალ ხელს, და ისიც ძლივს შესამჩნევად, როცა მორიგი ილეთის
შემდეგ ერთ-ერთი ტრაპეციის ხის ბაქანზე დასასვენებლად დადგე-
ბოდა და მეორე ხელი ბაგირზე ედო ხოლმე, მაგრამ შეუჭმუხნავი,
ისედაც სწორი და უძრავი წარბების ქვემოდან სერიოზულად და
პირდაპირ მომზირალი თვალები ამ სალამში მაინც არ მონა-
წილეობდნენ.
მე მას ვაღმერთებდი, აი, იგი ტრაპეციაზე შედგა, ღონივრად გა-
აქან-გამოაქანა, ტრაპეციას მოსწყდა, თავის პარტნიორს გვერდით
ჩაუქროლა და მისკენ გამოგზავნილი მეორე ტრაპეციის მრგვალ
ხარიხას თავის არც მამაკაცური, მაგრამ არც ქალური ხელებით და-
ეკიდა, დაჭიმული ტანით მის ირგვლივ მკვდარი მარყუჟი, თუ ეგ-
რეთწოდებული დიდი ქანი გააკეთა, რაც ძალიან ცოტა ტანმოვარჯი-
შეს თუ ძალუძს და ამ ილეთით მიღებული საშინელი ძალის ინერცია
უკანვე გასაფრენად გამოიყენა, კვლავ ჩაუქროლა თავის თანამგზა-

221
ვრს, კვლავ მისკენ გამოქანებული ტრაპეციისკენ აიღო გეზი, შუა
გზაში კიდევ ერთ სალტო-მორტალე გააკეთა, მერე ტრაპეციაზე და-
ეკიდა, დაკუნთული მკლავები ოდნავ დაძაბა, ტანი მაღლა აიტანა,
ტრაპეციაზე ჩამოჯდა, დარბაზს კვლავ უჩინო თვალებით გადმოხე-
და და ოდნავ ასწია ხელი.
ეს ამბავი დაუჯერებელი იყო, განუხორციელებელი და მაინც გან-
ხორციელებული. ამის დამნახავს აღტაცებისგან გააჟრიალებღა და
გულამდე ჩაატანდა სიცივე. ბრბო მის მიმართ უფრო პატივისცემას
გამოხატავდა, ვიდრე ბობოქარ აღტაცებას; ისიც ჩემსავით
ლოცულობდა მისთვის სამარისებურ სიჩუმეში, რადგან ამ თავზეხე-
ლაღებული ფრენისას მუსიკა ჩუმდებოდა ხოლმე. ცხადია, მის ყვე-
ლა მოქმედებაში უკიდურეს სიზუსტეს სასიცოცხლო მნიშვნელობა
ჰქონდა. ზუსტად საჭირო წამს, წამის მეასედებში გათვლილ დროს
უნდა წამოსულიყო მისკენ პარტნიორისგან განთავისუფლებული
ტრაპეცია და ოდნავადაც არ უნდა გარყეულიყო, როცა იგი თავის
დიდი ქანის მერე, შუა გზაზე კიდევ ერთ სალტოს გააკეთებდა და ზედ
დაეკიდებოდა. თუ ტრაპეცია თავის ადგილზე არ აღმოჩნდებოდა,
მაშინ მისი მშვენიერი ხელები ჰაერს წაეპოტინებოდა და იგი თავის
ხელოვნების სტიქიიდან, ჰაერიდან ძირს გადმოეშვებოდა, ალბათ
თავუკუღმა გადმოეშვებოდა და ამ ცოდვილ მიწაზე დაენარცხებო-
და, რაც მის სიკვდილს ნიშნავდა. აი, გარემოებათა ეს წვრილად
გათვლილი სიზუსტე იყო, თმას ყალყზე რომ გიყენებდა.
მაგრამ მე ერთხელ კიდევ ვსვამ კითხვას: ეთქმოდა კი ანდრომა-
ქეს ადამიანი? იყო კი იგი ადამიანი მანეჟს გარეთ,თავის პროფესი-
ის, არაბუნებრიობის ზღვრამდე მისული, ქალისთვის მართლაც
არაბუნებრივი საქმიანობის მიღმა? მისი წარმოდგენა ცოლისა და
დედის როლში მართლაც უგუნურებას უდრიდა; ცოლი და დედა,ან
ან ვინც გინდა სხვა, ტრაპეციაზე თავდაყირა არ ეკიდება, ანდრომა-
ქე კი ზედ ისე ქანაობს,ლამის თავუკუღმა გადავარდეს, მერე ტრაპე-
ციას სწყდება, თავის პარტნიორისკენ მიფრინავს, იგი ხელებით
იჭერს, ღონივრად გააქან-გამოაქანებს, რომ სხეულმა ინერცია შე-
იძინოს, ჰაერში ისევ თავისი··ცნობილი სალტო გააკეთოს და კვლავ

222
მეორე ტრაპეციას დაუბრუნდეს. ასეთი გახლდათ მამაკაცთან მისი
ურთიერთობა; სხვა რამ მისგან წარმოუდგენელი ჩანდა, რადგან მა-
შინვე შეატყობდით, რომ ეს მკაცრი სხეული იმ ძალას, სხვები რომ
სიყვარულში ხარჯავენ, მთლიანად თავის ფათერაკიან ხელოვნებას
სწირავდა. იგი ქალი არ იყო, მაგრამ არც კაცი იყო და ამგვარაღ,
არც ადამიანი შეიძლებოდა რქმეოდა. ეს იყო სიმამაცის მკაცრი ან-
გელოზი, ბაგე ოდნავ ღია ჰქონდა, ნესტოები – დაბერილი, კარვის
ჭერქვეშ ჰაერში გაბატონებული ამორძალი, ამაღლებულიყო ბრბო-
ზე, რომელიც მის მიმართ მხოლოდ უსიტყვო მოწიწებას გრძნობდა,
ჟინი კი სრულიად გაჰქრობოდა.
ანდრომაქე! გონებიდან დიდხანს ვერ ვიცილებდი მტკივნეული
და თან ამაღლებული გრძნობით შემოსილ ხატებას, თუმცა მისი გა-
მოსვლა უკვე დიდი ხნის ჩათავებული იყო და არენაზე ახლა სხვები
გამოდიოდნენ. აი, არენაზე მეჯინიბეები და თავლის მუშები ჩამ-
წკრივდნენ და მაყურებლის წინაშე თავისი თორმეტი ბედაური-
თურთ ცირკის დირექტორი სტუდებეკერი გამობრძანდა, სპორტუ-
ლი აღნაგობის, წარმოსადეგი, ჭაღარაულვაშიანი, შუახნის კაცი, გა-
მოწყობილი სამეჯლი სო ტანსაცმელში, ღილკილოში გაჩრილი სა-
პატიო ლეგიონის ბაფთით. ცალ ხელში მათრახთან ერთად ძვირფა-
სი ნახელოვნები შოლტი ეჭირა, როგორც ამბობდნენ, სპარსეთის
შაჰის ნასახსოვრები, და მას მედიდურად ატყლაშუნებდა. სარკესა-
ვით ლაპლაპა ლაქის ფეხსაცმელები მანეჟის ქვიშაში ეფლობოდა,
როცა თავის გამოზრდილ, თეთრი აღვირით დამშვენებულ რომე-
ლიმე ბედაურს მიუახლოვდებოდა და ყურში რაღაცას ჩასჩურჩუ-
ლებდა, ისინიც მის ირგვლივ ტრიალებდნენ და მუსიკის ხმაზე სხვა-
დასხვა ილეთს აკეთებდნენ ‒ ხან ჩაიჩოქებდნენ, ხან ბზრიალებ-
დნენ, ხოლო მათრახის აწევაზე ყალყზე დგებოდნენ და წრიულად
ეწყობოდნენ ხოლმე. საუცხოო სანახაობა იყო, მაგრამ მე კვლავ ან-
დრომაქეზე ვფიქრობდი. დიდებული პირუტყვია ცხენი, ხოლო ადა-
მიანი ცხოველსა და ანგელოზს შორის დგას, და ისიც უნდა ვაღი-
აროთ, რომ იგი ცხოველთან უფრო ახლოა, ვიდრე ანგელოზთან-
მეთქი.ვფიქრობდი მე, ის კი, ჩემი გაღმერთებული ქალი, თუმცა ხო-

223
რცი იყო ხორცთაგანი, მაგრამ ადამიანურობისგან დაცლილ უბიწო
სხეულსღა წარმოადგენდა და სულ იქით იდგა, სადღაც შორს, ანგე-
ლოზებთან მიასლოებული.
შემდეგ მანეჟს გისოსები შემოავლეს, შიგ ლომების გალია შე-
აგორეს და ლაჩრული უსაფრთხოების შეგრძნებამ ბრბოს უჩვეული
სანახაობის მოახლოება ამცნო. მომთვინიერებელს, მუსიო მუსტა-
ფას, ყურებში ოქროს საყურეები ჰქონდა გარჭობილი, წელზევით
შიშველს წითელი განიერი შარვალი ეცვა თავზეც წითელი ქუდი
ეხურა. მას სწრაფად გაუღეს და სწრაფადვე მიუკეტეს პატარა კარი
და იგი ხუთ მხეცთან გალიაში მარტო დარჩა. მტაცებელი მხეცების
სუნს ცხენების თავლის სიმყრალე შეერია და ირგვლივ მძაფრი სუნი
დატრიალღა. ლომებმა უკან დაიხიეს, მომთვინიერებლის დაძახი-
ლებზე ვითომ ერთი კი გაჯიუტდნენ, მაგრამ მაინც აბობღდნენ გა-
ლიის ირგვლივ შემოწყობილ ტაბურეტებზე, ცხვირები ამაზრზენად
შეიჭმუხნეს, დაიფრუტუნეს და ვითომ ალერსიანად მოუქნიეს პატ-
რონს თათები, მაგრამ მათ მოძრაობაში ბრაზიც უხვად ერია, რად-
გან კარგად იცოდნენ, რომ სულ მალე დაიმორჩილებდნენ, თავიან-
თი ბუნებისა და ნების საწინააღმდეგოდ ჯერ უბრალო, მერე კი ცეც-
ხლმოდებულ რგოლში გახტომას შესთავაზებდნენ. ორმა მათგანმა
დაიბრდღვინა და ჰაერი შეაზანზარა. ამ ხმაზე უღრანი ტყის უფრო
ნაზი ბინადარნი შიშისგან ცახცახებენ და გარბიან ხოლმე, მომთვი-
ნიერებელმა კი მათ ბრდღვინვას ჰაერში რევოლვერის გასროლით
უპასუხა, მათაც წაიფრუტუნეს და დაწყნარდნენ, მიხვდნენ, რომ მა-
თი ბუნებრივი ბრდღვინვა აშკარად დაჯაბნა რევოლვერის ყრუ ტკა-
ცანმა. მუსტაფამ ჯერ მედიდური პოზის მისაღებად სიგარეტს მოუკი-
და, ლომებს არც ეს ეჭაშნიკათ, მაგრამ მუსტაფამ მაშინ ერთ-ერთი
სახელი– აქილევსი, თუ ნერონი ‒ დაიძახა და წყნარად, მაგრამ
მტკიცედ მოუწოდა, პირველს დაეწყო წარმოდგენა. ერთი მეორეზე
მიყოლებით, უხალისოდ ჩამოდიოდნენ მეფე კატები თავიანთი ტა-
ბურეტიდან და მაღლა აწეულ რგოლში წინ და უკან ხტებოდნენ, ბო-
ლოს,როგორც მოგახსენეთ, აალებული გუდრონის რგოლი შეაგებ-
ეს, ავად თუ კარგად გახტნენ ლომები ცეცხლის ალში. განა გაუძნე-

224
ლდათ ცეცხლში გახტომა, არა, თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს.
ღრინვით უბრუნდებოდნენ თავიანთ ბურეტებს, რაც არანაკლებ და-
მამცირებელი იყო მათთვის,
მერე კი მონუსხულებივით შეჰყურებდნენ წითელშარვლიან
კაცს, რომელიც თავს აქეთ-იქით ატრიალებდა და თავისი შავი თვა-
ლებით ხან ერთ ლომს მიაჩერდებოდა შიშითა და მორჩილი სიძულ-
ვილით მოწკურულ მწვანე თვალებში და ხან მეორეს. მუსტაფა სწრა-
ფად შემოტრიალდებოღა ხოლმე, როცა ზურგსუკან სახიფათო ფა-
ჩუნი შემოესმებოდა, ერთს გაოცებული შეხედავდა, მეორის სახელს
წყნარად, მაგრამ მტკიცედ დაიძახებდა და მყისვე აშოშმინებდა ხუ-
თივეს.
ყოველი ჩვენგანი გრძნობდა, რა ვერაგულ და მუხანათურ საზო-
გადოებაში უხდებოდა ყოფნა მუსტაფას, მაგრამ სწორედ ამ ნერვე-
ბის ღიტინში იხდიდა სამშვიდობოს მჯდარი მდაბიო მაყურებელი
ფულს. ყველამ მშვენივრად იცოდა, მუსტაფას რევოლვერი ვერა-
ფერს უშველიდა, ის ხუთი ღონიერი მხეცი ერთბაშად რომ გამოფ-
ხიზლებულიყო, მისი მორჩილებისთვის თავი დაეღწია და ნაკუწ-ნა-
კუწ დაეგლიჯა იგი. მე პირადად ვფიქრობდი, საკმარისია ერთი კანი
გაიკაწროს, მხეცებმა მისი სისხლი დაინახონ, რომ ხიფათს ვეღარ-
სად წაუვა-მეთქი. ისიც კარგად მესმოდა, რომ ნახევრად შიშველიც
იგი პლებოსის ხათრით გამოდიოდა: ხორცის დანახვაზე უფრო
მძაფრდებოდა მაყურებლის ლაჩრული წადილი, ვინ იცის, იქნებ
იმედიც გამართლებოდათ და მხეცებს იმ ხორცში ჩაესოთ თავიანთი
ბრჭყალები. მე კი ისევ ანდრომაქეზე ვფიქრობდი, ცდუნებას თავს
ვერ ვაღწევდი და ლამის მჯეროდა, იგი მუსტაფას საყვარელი იქნე-
ბა-მეთქი: ამის გაფიქრებაზეც კი ეჭვიანობის გრძნობამ დანასავით
გამიარა გულში, სუნთქვა შემეკრა და სასწრაფოდ მოვგუდე ჩემივე
გამონაგონი სიკვდილის სიახლოვით შეამხანაგებულნი – აი რა შე-
იძლებოდა ისინი ყოფილიყვგნენ ერთმანეთისთვის და არა შეყვა-
რებული წყვილი, არა, სიყვარული ორივეს ძვირად დაუჯდებოდა!
ლომები იმწამსვე იკრავდნენ სიყვარულის სუნს და თავიანთ პა-
ტრონს აღარ დაემორჩილებოდნენ. ჩემი ღრმა რწმენით, თუ ანდრო-

225
მაქე, ეს სიმამაცის ანგელოზი, დედაკაცობამდე დამდაბლდებოდა,
ტრაპეციაზე ხელს ვეღარ მოიმაგრებდა, მიწაზე დაენარცხებოდა და
სამარცხვინო სიკვდილით მოკვდებოდა.
მანამდე, ან მას მერე რაღა წარმოადგინეს სტუდებეკერის ცირ-
კში? მრავალფეროვანი, უმრავი სატანვარჯიშო საოცრება, ოღონდ
მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანდა, მხოლოდ ის ვიცი, რომ დრო-
დადრო გვერდიდან ჩემს ამხანაგს, სტანკოს ვაკვირდებოდი, იგი,
ჩვენს ირგვლივ მყოფთა მსგავსად, მომადუნებელ, გამომათაყვანე-
ბელ ტკბობას მისცემოდა, თვალისმომჭრელი ოსტატობის მოზღვა-
ვების, გასაგიჟებელი, გამაბრუებელი ილეთებისა და სახეების ამ
ფერადოვანი კასკადის შემყურე. სანახაობის ამდაგვარი აღქმა ჩემი
საქმე არ იყო, მე ასე არასოდეს არ ვთაყვანდებოღი. ჩემს თვალს არ-
ფერი გამოეპარებოდა, ყოველ წვრილმანს გაფაციცებული ვაკვირ-
დებოდი, ყველაფერი მიტაცებდა, მაგრამ ჩემს გატაცებას – როგორ
გამოვთქვა, არ ვიცი – რაღაცნაირი გაკერპებაც ახლდა. წელგა-
მართული ვიჯექი, ჩემი სული უძალიანდებოდა გამაოგნებელ შთა-
ბეჭდილებებს და იცით, რა მემართებოდა – ჩემს შეგრძნებას
მთლად სწორად თუ არა, მიახლოებით მაინც დავახასიათებ – ამ
მრავალფეროვან ტრიუკებს; ილეთებს, გამბედაობის გამოვლენას
დაჟინებით ვაკვირდებოდი და ჩემს აღტაცებაში ცოტაოდენი ბორო-
ტებაც იჭრებოდა. ირგვლივ შეყრილი ბრბო დუღდა აღტყინებისა და
ვნებათაღელვისაგან, მე კი მათ დუღილსა და დგანდგარში არ ვერე-
ოდი, ისე გულგრილად ვიდექი განზე, ვითომ ამ „საქმესა“ და ხელო-
ბაში მეც მრეოდეს ხელი. ცხადია, აქ საცირკო ხელობის, სალტო-
მორტალეს ხელობის ფლობას როდი ვგულისხმობ. მე ხელი მერია
ამ ხელობის განზოგადებულ არსში, იმაში, რასაც ადამიანზე ზემოქ-
მედების, ადამიანის გაბედნიერებისა და მოჯადოების ხელობა
ჰქვია. ამიტომაც განვუდექი შინაგანად მრავალთ და მრავალთ,
რომლებიც მხოლოდ თავდავიწყებული მსხვერპლნი იყვნენ მოჯა-
დოებისა და აზრადაც არ მოსდიოდათ მასთან მეტოქეობა. ისინი
მხოლოდ ტკბებოდნენ სანახაობით, ტკბობა თავის მხრივ უმოქმედო
ბას უდრის, უმოქმედობას კი ვერ შეეგუება ის, ვინც მოქმედებისთვ-

226
ის, თვითგამოვლენისთვისაა დაბადებული.
ამდაგვარი გრძნობებისა ჩემს მეზობელ ყოჩაღ სტანკოს არაფე-
რი ეცხო, აქედან გამომდინარე, ჩვენ ერთმანეთის ტოლი და სწორი
ვერ ვიქნებოდით და ჩვენი ამხანაგობაც, ცხადია, დიდხანს ვერ გაგ-
რძელდებოდა. ქუჩაში ხეტიალისას მე მასზე უფრო თვალებგაფარ-
თოებული ვაკვირდებოდი პარიზის უბნების საოცარ დიდებულებას,
აღტაცებული გავყურებდი მის თვალწარმტაც სივრცეებს, წარმოუდ-
გენლად დახვეწილი და მდიდრული ელფერი რომ ედოთ და სულ მა-
მაჩემი მაგონდებოდა, მათ ხსენებაზე აღტაცებისაგან მიკნავებული
ხმით რომ დასძენდა „Magnifique! magnifique91“! რაკი აღტაცებას ხმა-
მაღლა არ გამოვთქვამდი, ჩემი ამხანაგი ვერც ამჩნევდა, ჩვენი სუ-
ლები მგრძნობიარობის მხრივ ერთმანეთისგან როგორ განსხვავ-
დებოდნენ, იგი ნელ-ნელა მხოლოდ იმას ხვდებოდა, რომ მისდა გა-
საოცრად, ჩვენი მეგობრობა არ გაღვივებულა და ჩვენ შორის ჭეშ-
მარიტი ნდობა არ დამყარებულა, მაგრამ ეს გარემოება ადვილად
აიხსნებოდა ჩემი გულჩახვეულობითა და კარჩაკეტილობით, ჩემი
შინაგანი სწრაფვით მარტოობისა, განცალკევებისა და თავშეკავე-
ბულობისაკენ, რაც უკვე დიდი ხანია მოგახსენეთ და ამ ცხოვრები-
სეულ პრინციპს, რომც მომენდომებინა, ვერ გადავუხვევდი.
სხვაგვარად არ იქნება: ბედს მინდობილი კაცის უფრო გაუბედა-
ვი, ვიდრე გოროზი გრძნობა, აქაოდა, გამორჩეული პიროვნება ვა-
რო, მის ირგვლივ სიცარიელესა და სიცივეს ბადებს, და ამ ატმოს-
ფეროში, ლამის შენსავე გულდასაწყვეტად, როგორღაც ცამტვერდ-
ება და სამარდება შენთან მეგობრობისა და ამხანაგობის გულ-
წრფელი სურვილები. ასე დაემართა სტანკოსაც. თვითონ გულის კა-
რი გამიღო, მე კი მის გულღიობას გულღიობითვე არ ვპასუხობდი
და მის მეგობრობას მხოლოდ ვითმენდი. მაგალითად, ერთ საღა
მოს, როცა სადღაც ბისტროში ღვინოს ვუსხედით, სტანკომ მიამბო,
პარიზში ჩამოსვლამდე, ბინის გატეხაზე თუ რაღაც ამდაგვარზე, ერ-

91
მიმზიდველი (ფრანგ)

227
თი წელი ციხეში ვიჯექიო, ოღონდ ჩემი უხეირობის გამო კი არა, ჩემი
თანამზრახველის სიბრიყვის მიზეზით ჩავვარდიო. ეს ამბავი
გაუოცებლად, დიდი ხალისითა და ინტერესით მოვისმინე და იმ ერთ
ეპიზოდს ჩვენს ურთიერთობაზე სულაც არ უმოქმედია, მაგრამ მე-
ორედ მან უფრო ღრმად შესტოპა და მიმახვედრა, რომ თურმე გული
უმიზნოდ არ გადაუშლია და ეს კი აღარ დამიჯდა ჭკუაში. მას ლამის
დაბადებიდან გამოქექილ, იღბლიან პარტნიორად მივაჩნდი და
ფიქრობდა, ერთად მუშაობა კარგად გამოგვივაო. ოღონდ თავისი
სიტლანქის გამო იმას კი ვეღარ მიხვდა, მე რომ მისნაირების ძმაბი-
ჭად არ ვიყავი დაბადებული და შემომთავაზა, ნეიში ერთი ვილა
მაქვს შეგულებურლი, სადაც სულ იოლად, თითქმის ურისკოდ შეგ-
ვიძლია სარფიანი საქმე დავატრიალოთო. გულგრილად ვუთხარი
უარი, ძალიან გამინაწყენდა და მომახალა, თავი უცოდველი კრავი-
ვით რომ მოგაქვს, არ ვიცოდე მაინც, რაცა ხარო. ვინაიდან ყოველ-
თვის მეჯავრებოდა ისეთი ხალხი, ვისაც ეგონა, რომ კარგად იცოდა,
რაც ვიყავი და ვინც ვიყავი, მხოლოდ მხრები ავიჩეჩე და ვუთხარი,
იქნებ ასეც იყოს, მაგრამ არავითარი სურვილი არა მაქვს, ამ საქმე-
ში გავერიო-მეთქი. პასუხად მან ფრანგულ-გერმანულად სულ შტე-
რი და ბრიყვი მიძახა.
მართალია, სტანკო გავაწბილე, მაგრამ ჩვენს შორის მაშინვე არ
ჩამოვარდნილა განხეთქილება; მხოლოდ ეს იყო, რომ ნელ-ნელა
ერთმანეთზე გული გაგვიცივდა, ჩვენს მეგობრობას ბზარი გაუჩნდა
და ბოლოს დასრულდა კიდეც, ერთმანეთს მტრებად არც მერე მოვ-
კიდებივართ, მაგრამ ქალაქში ერთად აღარ გამოვდიოდით.

228
მეორე თავი

ლიფტიორად მთელ ზამთარს ვიმუშავე და მიუხედავად იმისა,


რომ სასტუმროში წამსვლელ-მომსვლელი თავის სიმპატიით მანე-
ბივრებდა, ჩემი საქმე მალე მომბეზრდა. მობეზრებას რომ თავი და-
ვანებოთ, შიშის საბაბიც საკმაოდ მქონდა – სულ ადვილად შეიძლე-
ბოდა ჩემი ცხოვრება ასე გაგრძებულიყო, ანუ, ყველასგან მივიწყე-
ბული, ლიფტიორობაში გავჭაღარავებულიყავი. ამ სადარდებელს
სტანკოს ნათქვამიც მიძლიერებდა. თავის მხრივ იგი წელებზე ფეხს
იდგამდა, ოღონდ კი დიდ სამზარეულოში გაემწესებინათ, სადაც
ორი დიდი ქურა და ოთხი ღუმელი იდგა, იქ, ადრე თუ გვიან, თუ
შეფმზარეული არა, იქნებ ვიცე-შეფმზარეული მაინც გამხდარიყო,
ვინც ოფიციანტებისგან შეკვეთებს ღებულობს და მზარეულებს საქ-
მეს უნაწილებს ხოლმე, მაგრამ ასეთ დაწინაურებას სტანკო თვი-
თონვე ნაკლებად მოელოდა. მისთვის რომ გეკითხათ, აქ წესად
აქვთ, კაცს სადაც პირველად მიიღებენ, სიქა იქ გააცალონო. ამგვა-
რად, სტანკომ მეც გადამიწურა იმედი, უხელფასოდ არ გამყოფებენ,
მაგრამ სამუდამოდ ლიფტზე დარჩები მიჯაჭვული და იძულებული
იქნები ამ საერთაშორისო სასტუმროს ცხოვრებას მთელი შენი სი-
ცოცხლე მხოლოდ ამ კონკრეტული და შეზღუდული კუთხით უცქი-
როო.
მეც სწორედ ეგ მაშინებდა. გამომწყდეულივით ვიყავი ერთ კუნ-
ჭულსა და შახტაში, ჩემს მანქანას აღმა-დაღმა დავატარებდი, და
მხოლოდ შემთხვევით, ცალი თვალით თუ შევიჭვრეტდი იმ დარბაზ-
ში, სადაც ხუთ საათზე ჩაის დასალევად შედიოდა დიდებული საზო-
გადოება, იღვრებოდა ხმადაბალი მუსიკა, დეკლამატორები და ბერ-
ძნულ სამოსში გამოწყობილი მოცეკვავენი წარჩინებულ საზოგა-
დოებას ართობდნენ, ისინი კი ნებიერად მისვენებულიყვნენ მოწ-
ნულ სავარძლებში, წინ კოპწია მაგიდები ედგათ, ოქროსფერ სას-
მელს შაქარლამასა და პატარ-პატარა, ნაირ-ნაირ სენდვიჩებს ატან-
დნენ, მერე ნამცეცების ჩამოსაბერტყად თითებს ერთმანეთზე მსუ-
ბუქად გაუტკაცუნებდნენ და ფიანდაზმოგებული მეფური კიბით ქო-

229
თნის ყვავილებით უხვად შემკული ტერასისკენ მიემართებოდნენ,
მიმოდიოდნენ მოჩუქურთმებულ დიდრონ ლარნაკებში ჩარგულ
პალმებს შორის. ესალმებოდნენ ნაცნობებს, უცნობებს ეცნობოდ-
ნენ, მათ მედიდურ გამოხედვასა და თავის ქნევაში ჭკუა გამოსჭვი-
ოდა, ერთმანეთს ეხუმრებოდნენ და უდარდელად იცინოდნენ. რა
კარგი იქნებოდა მანდილოსანთა ბრიჯის სათამაშო ოთახსა თუ სა-
სადილო დარბაზში ტრიალი, სადაც ჩამყავდა ხოლმე ფრაკიანი ბა-
ტონები და სამკაულებით აციმციმებული ქალბატონები. მოკლედ,
მოუსვენრობამ შემიპყრო, გული ჩემი არეალის გაფართოებისაკენ,
რჩეულ საზოგადოებასთან უფრო მრავალმხრივი კონტაქტებისკენ
მიიწევდა, და აი, ერთ მშვენიურ დღეს ბედმა კეთილი თვალით
გადმომხედა. აღსრულდა ჩემი ნატვრა, ლიფტის აღმა-დაღმა ტარე-
ბისგან თავი დამეხსნა და ახალ სამოსელში. ასევე ახალი უფრო
პერსპექტიული საქმიანობას შევდგომოდი: სააღღგომოდ ოფიციან-
ტად გადამიყვანეს და ეს ამბავი, როგორც ქვემოთ წაიკითხავთ, ზუს-
ტად ისე მოხდა:
ჩვენი მეტრდოტელი, ვინმე მუსიო მასაჩეკი, დიდი კაცი ბრძან-
დებოდა, მედიდურად დაატარებდა მუდამ გაქათქათებულ და გახა-
მებულ პერანგში გამოკვართულ ბურთივით მრგვალ მუცელს და
მთვარესავით გაბადრული, სუფთად გაპარსული, ქონიანი სახე მუ-
დამ უპრიალებდა, იგი მშვენივრად ფლობდა ახლად შემოსული
სტუმრის მიპატიჟების ხელოვნებას – ხელს მოხდენილად ასწევდა
მაღლა და თან სტუმარს მაგიდისკენ მიუთითებდა და თქვენ წარმო-
იდგინეთ, ასევე მშვენივრად შეეძლო მომსახურე პერსონალის და-
ტუქსვაც მარცხისა ან მოუხეშაობის გამო. საყვედურს გვერდით ჩაგ-
ლისას ტუჩის კუთხიდან გამოსცრიდა და ეს საყვედური ერთდროუ-
ლად კორექტულიც იქნებოდა და მწარეც. ჰოდა, აი, ერთ დღეს, ალ-
ბათ დირექციის ბრძანებით, სწორედ მან გამომიძახა Salle à
manger92ის მომიჯნავე პატარა კაბინეტში·
– თქვენა ხართ კრული? – მკითხა მან. – არმანი გქვიათ,არა?

92
სასადილო დარბაზი (ფრანგ)

230
Voyons voyons. Eh bien93 თქვენზე არცთუ ურიგო და, ერთი შეხედვით,
არცთუ ყალბი ინფორმაცია მაქვს მიღებული, თუმცა ერთი შეხედ-
ვით შეიძლება შეცდე კიდეც კაცი, pourtant94 თქვენც კარგად გესმით,
სასტუმროში აქამდე რა სამსახურსაც ეწეოდით, ის ბავშვური თამაში
იყო და თქვენს ნიჭსა და უნარს, თუ რა თქმა უნდა, გაგაჩნდათ ან ერ-
თი ან მეორე, იოტისოდენადაც ვერ გამოამჟღავნებდით, Vous
consentz95 ჩვენ ახლა ვაპირებთ რესტორანში· გაგიჩინოთ ნამდვილი
საქმე, თუ გამოგვივიდა. აბა მითხარით: გეხერხებათ თუ არა,
ვთქვათ, სუფრის გაშლა, უფრო სწორად, გრძნობთ თუ არა საამისო
ნიჭს და არა რაღაც არაჩვეულებრივ და ბრწყინვალე ტალანტს, რო-
გორც თქვენ ამბობთ საკუთარ თავზე, რაც თავის ქებას უფრო ჰგავს,
თუმცა იმასაც გეტყვით, რომ სიმამაცე საქმეს არაფერს ვნებს. ერთი
სიტყვით, გაქვთ თუ არა სუფრის ელეგანტურად გაწყობის ნიჭი და
მასთან დაკავშირებული სხვა ნიუანსებისათვის საჭირო გულისყუ-
რი? შესძლებთ თუ არა შნოიანად მოემსახუროთ ისეთ საზოგადო-
ებას, როგორიც ჩვენია? რაო, თანდაყოლილი ნიჭი მაქვსო, ბრძა-
ნებთ? ცხადია, ასეთი ნიჭი თანდაყოლილია, მაგრამ თქვენ ასეთივე
თანდაყოლილი იმდენი ნიჭი და უნარი გამოგივიდათ, რომ პირდა-
პირ გამაოგნეთ კაცი. ისე კი გაგიმეორებთ, რომ ჯანსაღი თვითრწმე-
ნა კაცს ნაკლად არ ჩაეთვალება. ენებშიც ცოტას ერკვევით, არა?
ისევ თქვენსას გაიძახით, მე სრულყოფილი ცოდნა არ მიკითხავს, მე
გკითხეთ აუცილებელი რამ თუ იცით-მეთქი. კარგი. თუმცა, ეგ ყვე-
ლაფერი მეორე რიგის კითხვებია. იმედია, მოვლენათა მსვლელო-
ბა სწორად წარმოგიდგენიათ, ალბათ გეცოდინებათ, რომ ქვემოდ-
ან დაწყება მოგიწევთ. თქვენი მოვალეობა, ჯერჯერობით, ის იქნება,
რომ დარბაზიდან შემოტანილი თეფშებიდან, სანამ ისინი ჭურჭლის
სამრეცხაოში წავიდოდეს, საჭმლის ნარჩენებს გადაწმენდავთ. ამ
საქმიანობისათვის თვიური ჯამაგირი დაგენიშნებათ ორმოცი ფრან-
კი, სახეზე გატყობთ, ხელფასი ფრიად მაღალი გეჩვენათ. ისე კი, უნ-

93
ვნახოთ, ვნახოთ, ძალიან კარგი (ფრანგ)
94
ცხადია (ფრანგ)
95
მეთანხმებით, არა? (ფრანგ)

231
და გითხრათ, რომ ჩემთან საუბარში, წესით და რიგით, არ გმარ-
თებთ დამასწროთ გაღიმება. გაღიმების ნიშანი მე უნდა მოგცეთ. სა-
მუშაო თეთრ ქურთუკს მოგცემენ. ერთი ეს მითხარით, შეგიძლიათ
ოფიციანტის ფრაკის წინასწარ შეძენა, ვთქვათ, ერთ მშვენიერ დღეს
რომ მოვინდომოთ და დარბაზში სუფრის გასაწყობად შეგიშვათ?
ალბათ, გეცოდინებათ ფრაკი თქვენი ხარჯით რომ უნდა შეიძინოთ.
მაშ, სულ არ გაგიჭირდებათ, ხომ? ჩინებულია. ვატყობ, თქვენთვის
არავითარი გასაჭირი არ არსებობს. მაშ, აუცილებელი საცვლებიც
და ფრაკის ქვეშ ჩასაცმელი ნორმალური პერანგებიც მოგეძებნე-
ბათ? ერთი მითხარით, შეძლებული ოჯახის შვილი ხომ არა ხართ?
ჰა და ჰა, არა? A là bonne heur96 კრულ, მე ვფიქრობ, ხელფასი მოკლე
ხანში ორმოცდაათ-სამოც ფრანკამდე გაგიზარდოთ, ჩვენი თერძის
მისამართს აქვე, ბიუროში გაიგებთ. ჩვენთან, როცა გინდათ, მაშინ
შეგიძლიათ გადმოხვიდეთ. მუშახელი ჩვენ გვაკლია, თორემ ლიფ-
ტიორი თუნდაც ასი გამოჩნდება. A bientô mon gàrçon97 ახლა თით-
ქმის თვის შუა რიცხვებია, ესე იგი, ამ თვეში ოცდახუთ ფრანკს მიი-
ღებთ, რადგან ჩემი ვარაუდით, დასაწყისისთვის წელიწადში ექვსა-
სი ფრანკი გენიშნებათ. ამჯერად თქვენი ღიმილი მისაღებია, რად-
გან მე დაგასწარით გაღიმება. სულ ეს იყო, რაც უნდა მეთქვა. შეგიძ-
ლიათ წახვიდეთ.
ასე მესაუბრა მახაჩეკი. ამ დიდმნიშვნელოვან საუბარს პირველ
ხანებში ჩემი ცხოვრების დონის დაქვეითება მოჰყვა, რასაც მოვე-
ლოდი და არც მკითხველს დავუმალაგ. ლიფტიორის ლივრეა საწ-
ყობს ჩავაბარე, სამაგიეროდ მხოლოდ თეთრი ქურთუკი მიბოძეს და
იძულებული გავხდი საყოველდღეოდ სახმარი შარვალი მეყიდა,
რადგან ჩემი საგარეო კოსტიუმის შარვალს სამუშაოზე გასაცვეთად
ნამდვილად ვერ გავიმეტებდი. ახალი სამუშაო ‒ ნახმარი ჭურჭლის
წმენდა და ნასუფრალის ჩაყრა ნარჩენების კასრში – ცოტა დამამცი-
რებელიც კი იყო ჩემს წინანდელ, ასე თუ ისე უფრო კეთილშობილ-

96
ღმერთმა ხელი მოგიმართოთ
97
მალე შეხვედრამდე, ჩემო ბიჭიკო (ფრანგ)

232
ურ საქმიანობასთან შედარებით და თავიდან მეზიზღებოდა კიდეც.
ჩემი უფლება-მოვალეობანი ჭურჭლის სამრეცხაოზეც ვრცელდებო-
და, იქ სერვიზი ხელიდან ხელში გადადიოდა, გაივლიდა რეცხვის
რამდენიმე სტადიას და გამშრალების ჯერი რომ დადგებოდა, ზოგ-
ჯერ მეც მიწევდა ხოლმე თეთრი წინსაფრის აფარება და გამშრალე-
ბაზე ხელის წაშველება. აი, ასე ვედექი თავსა და ბოლოში ეგრეთ-
წოდებულ აღდგენით პროცედურას.
შენთვის შეუფერებელი სამუშაოს ვითომდა კმაყოფილი სახით
კეთება და იმ ამხანაგებთან თავის გაყადრება,რომელთაც სწორედ
რომ შეეფერებათ ხსენებული სამუშაო, ძნელი არაა, როცა გულში
იმედი გიღვივის, ეს ყველაფერი „დროებითიაო“. საერთოდ კი, უნდა
მოგახსენოთ, რომ თანასწორობაზე ყოველგვარი ქადაგების მიუხე-
დავად ისე მტკიცედ მჯეროდა, რომ ადამიანს სისხლსა და ხორცში
აქვს გამჯდარი უთანასწორობისა და ბუნებრივი უპირატესობის
გრძნობა და ისე მწამდა ამ გრძნობის მამოძრავებელი ძალისა, ისე
მტკიცედ ვიყავი დარწმუნებული, ამ საფეხურზე დიდხანს არ მამყო-
ფებენ, აქ მხოლოდ ეტიკეტის დაცვის გამო გამამწესეს-მეთ-ქი, რომ
აღარ დამიხანებია, მუსიო მახაჩეკთან იმ საუბრის შემდეგ, როგორც
კი ვიხელთე დრო, მაშინვე შევუკვეთე ოფიციანტის ფრაკიანი კოს-
ტიუმი სენტ ჯემს ენდ ალბანის სტილზე‒ ფორმის ტანსაცმლისა და
ლივრეის მკერავს, რომლის ატელიე იქვე, სასტუმროს მახლობ-
ლად, ინოკენტის ქუჩაზე მდებარეობდა. მთელი აღჭურვილობა სა-
მოცდათხუთმეტი ფრანკი დამიჯდა – ეს გახლდათ ფირმასთან შე-
თანხმებით დადებული ფასი, რომელსაც უქონელნი თავიანთი ხელ-
ფასიდან ნაწილ-ნაწილ ფარავდნენ, მე კი, ცხადია,ანგარიში ნაღდი
ფულით გავასწორე. თუ მოიხდენდი, ტანსაცმელი საოცრად ლამაზი
იყო: შავ შარვალზე მუქი ლურჯი ფრაკი, გაწყობილი ხავერდშემო-
ყოლებული საყელოთი და ოქროსფერი ღილებით, და გულამოჭრი-
ლი ჟილეტი, რომელსაც ისეთივე, ოღონდ მომცრო ღილები ეკერა.
მთელი გულით შევხაროდი ჩემს შენაძენს, ფრაკი საწოლი ოთახის
კარწინ დადგმულ კარადაში ჩემი სამოქალაქო კოსტიუმის გვერდ-

233
ით დავკიდე და არც მისი შესაფერი თეთრი ბაფთა და პერანგის მო-
მინანქრებული საკინძეები დამვიწყნია. ასე და ამგვარად, როცა
ჭურჭლის სამრეცხაოში ხუთი კვირის მუშაობის შემდეგ ობერკელ-
ნერის ერთ-ერთმა თანაშემწემ, რომელთაც შავი ბაფთით დამშვენე-
ბული შავი ფრაკები ეცვათ და მუდამ გვერდით ედგნენ ხოლმე ბა-
ტონ მახაჩეკს, მაუწყა, დარბაზში გვჭირდებიო და თან დასძინა,
კარგი იქნება, დროზე თუ აღიჭურვებიო, მე მყისვე ვუპასუხე, სავსე-
ბით მზად გახლავართ დარბაზში სამუშაოდ და პირველი საჭიროე-
ბისთანავე თქვენს სამსახურში მიგულეთ-მეთქი.
ამგვარად, სასადილო დარბაზში მეორე დღესვე სრული საპარა-
დო ფორმით შედგა ჩემი დებიუტი, დიახ, იმ დიდებულ, ეკლესიასა-
ვით დიდ და მაღალჭერიან, ბამბუკით მოპირკეთებული სვეტებით
დამშვენებულ დარბაზში, სადაც ჭერის ფილები სვეტების თეთრ, მო-
ოქროვილ თავებს ეყრდნობოდა, კედლებზე წითელაბაჟურიანი
ბრები იყო ჩამორიგებული, ფანჯრებზე წითელი ფარდები ეკიდა, იდ-
გა უამრავი თეთრსუფრაგადაფარებული მრგვალი მაგიდა და სა-
სერვისე ტაბლა, მაგიდებს ამკობდნენ ორქიდეები, მაგიდის ირ-
გვლივ შემოეწყოთ თეთრად გალაქული ხის, წითელხავერდგადაკ-
რული სავარძლები, სუფრაზე მარაოსავით ან პირამიდასავით დაკე-
ცილი ხელსახოცები და პრიალა დანა-ჩანგალი ელაგა, მოელვარე
ჩასაციებელ გოვზებსა თუ მსუბუქ კალათებში მიწოლილ ღვინის
ბოთლებთან სიფრიფანა, ფეხიანი ჭიქები ჩამწკრივებულიყვნენ,
ღვინის მიწოდება კი საგანგებოდ გაწვრთნილ მერიქიფეთა საქმე
გახლდათ, რომელთაც ყელზე ჩამოკიდებული ძეწკვითა და მოკლე
წინსაფრებით გამოარჩევდით. მე დიდი ხნით ადრე, სანამ საუზმეზე
პირველი სტუმრები გამოჩნდებოდნენ, დარბაზში ვიყავი და ვის თა-
ნაშემწედაც ვითვლებოდი, იმ ოფიციანტს მასზე გაპიროვნებული მა-
გიდების გაწყობაში ვეხმარებოდი, ვაწყობდი დანა-ჩანგალს და ყო-
ველ მაგიდაზე ვდებდი მენიუს. თუკი შემთხვევა მომეცემოდა და ჩე-
მი უფროსი რომელიმე მაგიდისგან შორს აღმოჩნდებოდა, მოსაუზ-
მეებს გულითადად ვეგებებოდი, მანდილოსნებს სკამს გამოვუწევ-
დი, მენიუს მივაწვდიდი, წყალს დავუსხამდი, მოკლედ, ყოველნაირ-

234
დ ვცდილობდი, კლიენტი პირადად რომც არც მომწონებოდა, ჩემი
იქ ყოფნა მისთვის მაინც თავაზიანად მეგრძნობინებინა.
თავიდან საკმარისი არც უფლება მქონდა და არც შესაძლებლო-
ბა. შეკვეთებს მე არ ვღებულობდი და სუფრაზე კერძებიც მე არ მიმ-
ქონდა; ჩემი მოვალეობა მხოლოდ ის გახლდათ, რომ ყოველი კერ-
ძის შემდეგ სუფრა მომეწესრიგებინა, ნახმარი თეფშები და დანა-
ჩანგალი წამეღო და მსუბუქი კერძის შემდეგ, სანამ დესერტი შემო-
ვიდოდა, სუფრიდან ჯაგრისისა და ბრტყელი ნიჩბის დახმარებით
ნამცეცები გადმომებერტყა. სხვა უფრო მნიშვნელოვანი მოვალეო-
ბანი ჩემს უფროსს,, ჰექტორს ეკისრებოდა, უკვე ხანდაზმულ,
მთვლემარესახიან კაცს, რომელიც მაშინვე ვიცანი –ეს ის კაცი იყო,
ყოველ დღეს სასადილოში ჩემს მაგიდასთან რომ იჯდა და სიგარე-
ტებით დამასაჩუქრა, იმანაც მიცნო Mais oui, c’est toi98‒ მითხრა და
უნდილად ამიქნია ხელი. აღსანიშნავია, რომ ეს ჟესტი ზუსტად გამო-
ხატავდა ჩემდამი მის დამოკიდებულებას, იგი თავიდანვე ასე მეპ-
ყრობოდა, არც მბრძანებლობდა და არც მითითებებს მაძლევდა,
უფრო იმას ცდილობდა, როგორმე თავიდან მოვეშორებინე. მშვე-
ნივრად ხედავდა, რომ კლიენტებს, განსაკუთრებით ქალებს, მოხუ-
ცებსაც და ახალგაზრდებსაც, ჩემსკენ ეჭირათ თვალი, მე მიხმობ-
დნენ და არა მას, როცა რომელიმე საგანგებო სანელებელი მოუნ-
დებოდათ, ინგლისური მდოგვი იქნებოდა ეს, უორჩესტერული საწე-
ბელა, კეტჩუპი თუ სხვა რამ, ზოგჯერ ეს სურვილი მხოლო საბაბი
იყო, სუფრასთან მივსულიყავი, სიამოვნებით მოესმინათ ჩემგან:
„Parfaitement,madame“, “Tout de Soute, madame”99როცა სასურველ
სანელებელს მივართმევღი, თვითონ კი მეუბნებოდნენ: „Merci
Armand”, ერთს ამათვალიერებდნენ და გაბრწყინებული მზერით მი-
მაცილებდნენ, რაც, სხვათა შორის, საქმისთვის ს·ულაც არ გახ-
ლდათ აუცილებელი. ორიოდე დღის შემდეგ, როცა სასერვისე მაგი-
დასთან ვიდექი და ფხებისგან კამბალის ფილეს გამორჩევაში ვეხმა

98
ო, ეს შენა ხარო
99
კარგი, მადამ, ახლავე

235
რებოდი, ჰექტორმა მითხრა:
‒ მათ ალბათ უფრო გაეხარდებათ, ეს კერძი შენ რომ მიართვა,
au lieu de moi100 შენზე ხომ ჭკუას კარგავენ toute la canaille friander101”
ვიცი, მალე კედელზე მიმაჭყლეტ და ამ მაგიდებს დაისაკუთრებ. შენ
ატრაქციონივითა ხარ, et tu n’as pas l’air de l’ ignoter." 102ეს ჩვენს ბონ-
ზებსაც კარგად მოეხსენებათ და ამიტომაც გაწინაურებენ. ხომ გა-
იგონე, არა და, ვიცი, ნამდვილად გაიგონე, მუსიო კორდონიემ (ეს
ის ობერკელნერის თანაშემწე გახლდათ, მე რომ მომაკითხა), ამას
წინ შვედ ცოლ-ქმარს რომ უთხრა, აი იმათ, ვისაც შენ ასე მოხდე-
ნილად ესაუბრებოდი: Joli petit charmeur, n’est-ce pas? Tu iras loin, mon
cher,‒mes meileurs voeux ,ma bènedic tion103
‒ აზვიადებ, ებ, ჰექტორ, – მიგუგე მე.“– ეგ ზრახვები კიდეც რომ
მქონდეს, ჯერ კიდევ ბევრი რამ უნდა ვისწავლო შენგან, სანამ შენს
გაძევევებას ვიფიქრებდე.
ცხადია? რასაც ვფიქრობდი; იმაზე მეტი ვუთხარი და აი, რატომ:
ერთ-ორ დღეში სადილობისას; როცა თვით მუსიო მასაჩეკმა მუცე-
ლი გვერდიდან ისე მომაბჯინა, რომ ორივე სხვადასხვა მხარეს
ვიყურებოდით და ტუჩის კუთხიდან წამჩურჩულა, ცუდს ვერაფერს
ვიტყვი, არმან, თქვენ არცთუ ურიგოდ მუშაობთ და გირჩევთ, ჰექ-
ტორს კარგად დააკვირდეთ, როგორ აწყობს სუფრას, თუკი, რა თქმა
უნდა, რამედ გიღირთ ამ დარგში მუშაობაო, მეც ასევე ხმადაბლა
გუპასუხე:
– დიდი მადლობა, Maitre104, მაგრამ მე უკვე მასზე უკეთ შემიძ-
ლია სუფრის გაწყობა. მაპატიეთ და, საამისო ნიჭი და უნარი ბუნე-
ბით მაქვს მომადლებული. ვერ დაგაძალებთ, გამოცდა მომიწყვეთ-
მეთქი, მაგრამ როცა კი მოისურვებთ, შეგიძლიათ ჩემს ნათქვამში

100
ჩემს მაგიერ
101
ეს წუწკი გამბითები
102
და სახეზე გეტყობა, ეს რომ იცი
103
ლამაზი ბიჭია, ეს ჯადოქარიო, არა? შენ დიდი მომავალი გაქვს, საყვარელო,
ჩემი მხრიდან, სიკეთეს გისურვებ, დამილოცნიხარ( ფრანგ)
104
ოსტატო

236
დარწმუნდეთ·
– Blagueur105 - მითხრა მან და მუცელი სიცილმა შეუტოკა, მერე,
სანამ თავის მოკლე-მოკლე, ხაზგასმულად ელასტიური ნაბიჯებით
გამეცლებოდა, ვიღაც კოხტად თმადავარცხნილ, მწვანეკაბიან ქერა
ქალს, რომელიც ამ ხანმოკლე საუბარს შეესწრო, თვალი ჩაუკრა,
თავით ჩემსკენ ანიშნა და სიარულში ერთხელ კიდევ მხიარულად
შეათამაშა მუცელი·
მალე, ჩემს რამდენიმე კოლეგასთან ერთად, დღეში ორჯერ, ქვე-
და დარბაზშიც მომანდეს ყავაზე შემოსული სტუმრების მომსახურე-
ბა. ხოლო სულ მალე კიდევ ·უფრო გაფართოვდა ჩემი მოვალეობე-
ბის წრე და ჩაის სუფრას ნაშუდღევსაც უკვე მე მაშლევინებდნენ.
ამასობაში ჰექტორს სასადილო დარბაზში სხვა მაგიდები მიუჩინეს
და მე მართლაც ის მაგიდები მერგო, სადაც აქამდე თანაშემწედ
ვმსახურობდი. ამგვარად, ზედმეტადაც კი დავიტვირთე და საღამო-
ობით, დღის განმავლობაში მრავალფეროვანი მუშაობის შემდეგ,
დიდ დარბაზში ყავისა და ლიქიორების, სოდიანი ვისკისა და ცაც-
ხვის ყვავილის ნაყენის მირთმევის დრო რომ დადგებოდა, მეტწი-
ლად ისე ვიყავი დაღლილი, რომ ჩემსა და საზოგადოებას შორის
სიმპატიების გაცვლა-გამოცვლას მგზნებარება აკლდებოდა, ჩემს
თავმომწონე მიხრა-მოხრას ლამის ძალა და მოქნილობა ეკარგებო-
და და ღიმილი ოდნავ მტკივნეულ გრიმასაღ მაქვავდებოდა ბაგეზე.
დილით ჩემი მოქნილი ბუნების წყალობით დაქანცულობის კვა-
ლიც აღარ მეტყობოდა, კვლავ მხნედ და ხალისიანად დავქროდი სა-
საუზმე ოთახებსა, ბუფეტსა და სამზარეულოს შორის და მათთვის,
ვისაც ნომერში მომსახურება არ უყვარდა და საუზმეს საწოლში არ
მიირთმევდა, მომქონდა ჩაი, შვრიის ფაფა, ტოსტი, მურაბა, შემწვა-
რი თევზი და ვაჟინში ჩაწყობილი ბლინები. ნასაუზმევს უკვე დარ-
ბაზში მიხილავდით, სადაც ერთი ოქლაქი თანაშემწის დახმარებით
ჩემს ექვს მაგიდას მეორე საუზმისთვის ვამზადებდი, რბილი მაუდის
ქვესაგებზე დამასტის სუფრას ვაფენდი, დანა–ჩანგალს და თეფშებს

105
მასხარავ (ფრანგ)

237
ვაწყობდი, თორმეტი საათიდან კი წიგნაკი მეჭირა ხელში და სასა-
დილოდ მობრძანებული სტუმრებისგან შეკვეთებს ვიღებდი. რომ
იცოდეთ, რა კარგად ვერკვეოდი სიტუაციებში, კლიენტს ყოყმანს
შევატყობდი თუ არა, რბილი, მოზომილი ხმით, რაც ასე შეშვენის
ოფიციანტს, რჩევას ვაძლევდი, ყოველ შეთავაზებულ კერძს თავის
წილ სიყვარულს ვატანდი და საერთოდ ისე ვიქცეოდი, თითქოს ჩემს
სიყვარელ პიროვნებას ვემსახურებოდი, წელში მოხრილს, ცალი
ხელი, კარგ სკოლაგამოვლილ ოფიციანტს რომ შეეფერება, ზურ-
გსუკან ისე მეჭირა, ლანგრებსა და თასებს სუფრაზე ცალი ხელით
ვდგამდი, შიგადაშიგ კოვზებსა და ჩანგლებს მსოლოდ მარჯვენა ხე-
ლით მოხდენილად გუწყობდი იმათ, ვისაც ასეთი მომსახურეობა სი-
ამოვნებდა, ამ დროს კლიენტი მამაკაცი თუ ქალი, განსაკუთრებით
კი ქალი, სიამოვნებითა და გაოცებით აკვირდებოდა ჩემს ხელს,
მდაბიო კაცის ხელს ვერასგზით რომ ვერ უწოდებდი.
ამის შემდეგ ვიღას უნდა გაჰკვირვებოდა, ჰექტორის თქმისა არ
იყოს, დირექციას დავეწინაურებინე, ისინი სრულად იყენებდნენ იმ
სიმპატიებს, რითაც გულმოყირჭებული მაღალი საზოგადოება მასა-
ჩუქრებდა. დირექციამ ჩემს ირგვლივ აჩუხჩუსებულ სიმპატიებს გა-
დაულოცა ჩემი თავი და მთლიანად ჩემს შნოსა და უნარს მიანდო
ხან მაამებლური საქციელით აღმეგზნო სტუმრების სიმპატიები, ხან
კი მოკრძალებული სიდინჯით მომეთოკა და დამეშოშმინებინა.
რომ არ შევამღვრიო ის სურათი, რასაც ეს მოგონებანი ჩემი ხა-
სიათის თაობაზე უქმნიან მკითხველს, ჩემდა სასახელოდ ერთი რამ
უნდა აღვნიშნო: იმ ადამიანების ტანჯვას, ვისაც ნდომას აღვუძრავ-
დი, ხოლო მე თვითონ მათ აყოლას ჩემი ცხოვრებისეული სიბრძნე
მიკრძალავდა, არასოდეს მოუნიჭებია ჩემთვის პატივმოყვარული
და სასტიკი კმაყოფილება. როცა სხვა გეტრფის და შენ არ იზიარებ
მის ვნებებს, ჩემგან განსხვავებული ბუნების ადამიანებს თავის თაყ-
ვანისმცემლის მიმართ უგვანო სიცივით გარემოსილი უპირატესო-
ბის გრძნობა და დამამცირებელი ზიზღი უჩნდებათ ხოლმე, რამაც
შეიძლება შეუბრალებლად გაგათელინოს სხვისი გრძნობები.
როგორ განვსხვავდებოდი მე მათგან! სხვის გრძნობებს ყოველ-

238
თვის პატივს ვცემდი, თავს უდანაშაულო დამნაშავედ ვგრძნობდი,
მაგრამ ადამიანებს სათუთად ვეკიდებოდი და ჩემი კეთილი მოპ-
ყრობით ვცდილობდი ამ გრძნობებზე შეგნებულად მეთქმევინებინა
უარი: საამისო ორ მაგალითს მოგიყვანთ სასტუმროში გატარებული
ხანიდან: ესენი გახლდნენ ბირმინგამელი პატარა ელინორ ტვენტი-
მენი და შოტლანდიური უმაღლესი არისტოკრატიის წარმომაღგენე-
ლი ლორდი კილმარნოკი. ამ ორ შემთხვევას იმიტომ ვაწყვილებ,
რომ ორივე ერთდროულად გათამაშდა და ორივე სხვადასხვანაი-
რად მიპირებდა შეცდენას, დიდი იყო ცდუნება, ნაადრევად გადამეხ-
ვია არჩეული გზიდან და ერთ-ერთ იმ მრუდე ბილიკთაგანს გავყო-
ლოდი·, ჩემი ნათლია რომ მიხასიათებდა ხოლმე, ამ ბილიკებს კი
ზუსტად ვერასოდეს გაუგებ, ან საით მიემართებიან, ან რამსიშო-
რეზე შეიძლება გაგიტყუონ.
ტვენტიმენები: მამა, დედა, ქალიშვილი და მათი მოახლე კვი-
რეების მანძილზე ცხოვრობდნენ „სენტ ჯემს ენდ ალბანის“ ერთ-
ერთ ლუქსში და მარტო ეს კმაროდა დაგესკვნა, რა შეძლებულებიც
ბრძანდებოდნენ. ეს აზრი ხაზგასმულად დასტურდებოდა უძვირფა-
სესი სამკაულებით, მისის ტვენტიმენი სადილზე რომ გამოფენდა
ხოლმე, თუმცა უნდა ითქვას, მისთვის ნამდვილად დაგენანებოდა ის
სამკაულები – მისის ტვენტიმენი ერთი უჟმური ქალი იყო, უჟმური
ჩანდა სხვის თვალშიც და საკუთარ უჟმურობას თვითონვე გრძნობ-
და, რადგან აშკარად ეტყობოდა თავის მეუღლის ბირმინგამული
წარმატებული საქმიანობის წყალობით წვრილბურჟ·აზიული გარე-
მოდან თვალშეუდგამ ცხოვრებისეულ სიმაღლეზე ასულიყო და ამ
ცხოვრებისგან გაშეშებულ-გაქვავებულიყო კიდეც. მისტერ ტვენტი-
მენს პორტვეინის სმისგან აღაჟღაჟებულ სახეზე გაცილებით მეტი
გულკეთილობა ეხატებოდა, მაგრამ მის სილაღეს შესამჩნევად
თრგუნავდა დაქვეითებული სმენა, რასაც მის წყლისფერ თვალებში
ჩაბუდებული სმენაგამახვილებული კაცის გამოხედვა ამხელდა. იგი
შავ სასმენ მილს იდებდა ყურთან, როცა ცოლს, მართალია, იშვი-
ათად, მაგრამ მაინც დასჭირდებოდა მისთვის რაიმე ეთქვა იგი მეც
სასმენ მილს მიმარჯვებდა როცა შეკვეთის მიღებისას რჩევას ვაძლ-

239
ევდი ხოლმე. მისი პატარა ასული, ჩვიდმეტ-–თვრამეტი წლის ელი-
ნორი, ჩემს № 18 მაგიდაზთან, მის პირდაპირ იჯდა, როცა მამა მო-
უხმობდა ფეხზე დგებოდა, მივიდოდა და სასმენი მილის დახმარე-
ბით ერთ-ორ სიტყვას ეტყოდა ხოლმე.
მამას აშკარად ემჩნეოდა, რა ნაზად უყვარდა შვილი და ამით
ჩემს გულს ინადირებდა. რაც შეეხება მისის ტვენტიმენს, არც მის დე-
დაშვილურ გრძნობებში მეპარებოდა ეჭვი, მაგრამ მისი დედობრივი
სიყვარული სიყვარულიან მზერასა და სიტყვებზე უფრო ელინორის
საქციელისა და მოქმედების კრიტიკულ მეთვალყურეობაში მჟღავ-
ნდებოდა, მას ხშირად მიჰქონდა თვალთან კუს ბაკნის ჩარჩოიანი
ლორნეტი და ქალიშვილს ხან თმის ვარცხნილობას უწუნებდა, ხან
საქციელს, ვთქვათ, პურის გულს რატომ აგუნდავებდა, ქათმის ბარ-
კალს ხელით რატომ ჭამდა, ან ცნობისმოყვარედ რატომ აცეცებდა
თვალებს და ასე შემდეგ. ასეთი კონტროლი ქალიშვილის აღზრდა-
ზე დარდსა და ზრუნვას მოწმობდა, ეს კი, ეტყობა, საკმაოდ მძიმე
ტვირთად აწვა ნორჩ მის ტვენტიმენს, მაგრამ მასთან ურთიერთობა
მეც რომ მძიმე ტვირთად დამაწვა, აი, მაშინ კი გამართლებულად მი-
ვიჩნიე დედის დარდი და მოუსვენრობა.
მის ტვენტიმენი ქერა გოგონა იყო, ციკანივით კოხტა და ლამაზი,
ამქვეყნად ალბათ მის ლავიწებზე უფრო გულისამაჩვილებელი არა-
ფერი მოიძებნებოდა, როცა საღამოობით ოდნავ გულამოჭრილ აბ-
რუშუმის კაბას ჩაიცვამდა და ლავიწები გამოუჩნდებოდა. მე თავი-
დანვე საოცრად მომწონდა ანგლოსაქსსური ტიპის ქალები და რაკი
იგი მკაფიოდ გამოკვეთილი ანგლოსაქსური ტიპი იყო, სიამოვნე-
ბით ვუცქერდი ხოლმე; ვუცქერდი განუწყვეტლივ, სადილ-ვახშამზე,
თუ ნავახშმევს, ფაიფ–ო–კლოკზეც, როცა ტვენტიმენები, თავიდან
მაინც, სულ იმ მაგიდასთან სხდებოდნენ, მე რომ ვემსახურებოდი.
ჩემს ციკანს ყოველთვის გულთბილად ვექცეოდი, ერთგულ ძმა-
სავით დავტრიალებდი თავს, ხორცს გადმოვუღებდი, მეორეჯერ
მომქონდა დესერტი, არ ვაკლებდი გრენადინს, რომელსაც იგი დი-
დი სიამოვნებით ეწაფებოდა, მოქარგულ შალში სათუ–თად ვუფუთ-
ნიდი თოვლივით ქათქათა, სიფრიფანა ბეჭებს, როცა სადილს მორ-

240
ჩებოდა და ეტყობა, გადავაჭარბე,ჩემდაუნებურად შევცოდე ამ
მგრძნობიარე არსების წინაშე, ნაკლებად გავუწიე ანგარიში იმ გან-
საკუთრებულ მაგნეტიზმს, რომელსაც ყველას მისამართით ნებით
თუ უნებლიედ ვასხივებდი, ვინც კი მთლად უგრძნობელი და ბლაგ-
ვი არ იყო; გავკადნიერდები და ბარემ აქვე ვიტყვი, რომ ეს გამოსხი-
ვება არც მაშინ განელებულა, როცა ჩემი ეგრეთწოდებული
,,მოკვდავი გარსი“, ანუ ჩემი გარეგნული ნიღაბი, ძველებურ სანდო-
მიანობას ვეღარ დაიჩემებდა; ეს კი იმით აიხსნება, რომ ზემოხსენე-
ბული თავისება უფრო ღრმა ძალების გამოვლინებაა, სულ სხვა
წარმონაქმნია, ერთი სიტყვით, იგი სიმპატიურობის გამოვლენა გახ-
ლავთ.
მოკლედ, დიდი ხანი აღარ დასჭირვებია იმის მიხვედრას, რომ
პატარა გოგოს სიგიჟემდე შევუყვარდი და ამ აღმოჩენას მარტო მე
ვერ დავიჩემებდი ‒ არც მისის ტვენტიმენის ფრიად შეშფოთებულ
კუს ბაკნის ლორნეტს გამოჰპარვია სინამდვილე, რაშიც მშვენივ-
რად დავრწმუნდი, როცა ერთხელ, ლანჩის დროს, ზურგსუკან სისინ-
ნარევი ჩურჩულით ნათქვამი გავიგონე:
–Eleanor, if joi don’t stop staring at that boy.I’ll send jou up to your
room and you’il have to eat alone till we leave!106
დიახ, სამწუხაროდ, ციკანი თავს ვერ ერეოდა და სხვათა შორის,
არც ცდილობდა დაემალა, მის თავს რა ამბავიც იყო. თავის ლურჯ
თვალებს, აღტაცებულ, მიბნედილ თვალებს არ მაცილებდა, ხოლო
როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს შეხვდებოდნენ, სახეზე ალმური
აუვიდოდა და თეფშს დააჩერდებოდა, მაგრამ ისევ სწრაფად ამომ-
ხედავდა, თავს ძალას ატანდა, ავარვარებულ სახეს კვლავ ჩემსკენ
მოატრიალებდა და ისე შემომციცინებდ·ა, თითქოს სხვაგვარად
მოქცევა არც შეუძლიაო. დედამისის სიფხიზლე სულაც არ იყო გა-
საკიცხი, ეტყობა, სხვა დროსაც შეუმჩნევია საიმისო ნიშნები, რომ
ბირმინგემული კეთილზნეობის ეს პირმშო აღვირახსნილობისკენ ავ

106
ელინორ, თუ ამ ბიჭის ყურებას არ მოესვები, შენს ოთახში გაგიშვებ და იქ
მარტოდმარტო ისადილებ ხოლმე, გამგზავრებამდე (ინგლ)

241
ლენდა მიდრეკილებას ველურ-გულუბრყვილო რწმენისა სჯეროდა.
თითქოს უფლება ჰქონდა, უფრო მეტიც, ვალდებულიც კი იყო ვნება-
თადელვას დაუფარავად მისცემოდა. მე, ცხადია, აღარაფრით წამი-
ქეზებია მისი გრძნობები, პირიქით, რაც შემეძლო, ვუფრთხილდე-
ბოდი, ჩემი თავშეკავებით ლამის გონიერებისკენ მოვუხმობდი, ყუ-
რადღებასა და თავაზიანობას მის მიმართ მხოლოდ მოვალეობის
ფარგლებში ვიჩენდი და მართალია, ელინორისთვის სასტიკ სას-
ჯელს უდრიდა ჩემგან მოცილება, მაგრამ მომეწონა დედამისის გა-
დაწყვეტილება, მეორე კვირის დასაწყისში ჩემი მაგიდა რომ მიატო-
ვეს და დარბაზის შორეულ კუთხეში გადაინაცვლეს, სადაც მაგიდებს
ჰექტორი ემსახურებოდა.
მაგრამ ჩემმა ველურმა ციკანმა სწრაფად იპოვა გამოსავალი.
უეცრად, დილის რვა საათზე გამომეცხადა –Petit dèjeuner107 მაშინ
როცა აქამდე მშობლების მსგავსად, თავის ოთახში საუზმობდა
ხოლმე. შემოსვლისთანავე გადაჰკრა სახეზე ფერმა, ჩაწითლებუ-
ლი თვალებით მომძებნა და ჩემს ერთ–ერთ მაგიდასთან სულ იო-
ლად იპოვა ადგილი, რადგან ამ დროს სასაუზმე ოთახში ხალვათო-
ბა იყო.
–Good morning, miss Twentymen, did you ha ve a good rest?108
– Very litle rest, Armand, very litle 109‒ წაიტიტინა მან.
ამის გაგონებაზე სახე მომეღრუბლა.
– თუ ასეა, – ვუთხარი მე, – უფრო ჭკვიანური ხომ არ იქნებოდა,
ცოტახანს კიდევ წოლილიყავით და იქვე მიგერთმიათ ჩაი და შვრი-
ის ფაფა. არა მე, ცხადია, ახლავე მოგართმევთ საუზმეს, მაგრამ მა-
ინც მგონია, რომ ზევით უფრო მშვიდად შეგეძლოთ გესაუზმათ. აბა
წარმოდგინეთ, რა მშვიდად და ნებიერად ისაუზმებდით ოთახში,
თქვენს საწოლში...
თუ იცით, რა მიპასუხა ამ ბავშვმა?

107
პირველი საუზმე
108
დილა მშვიდობისა, მის ტვენტიმენ, კარგად გეძინათ? (ინგლ)
109
ძალიან ცოტა მეძინა, არმან, ძალიან ცოტა (ინგლ)

242
–No, i prefer to suffer, too110
– But you are making me suffer, too111 – მივუგე მე წყნარად და თან
მენიუში იმ კონფიტიურზე მივუთითე, რომელიც ჯობდა შეეკვეთა.
‒ O, Armand, then we suffier together112 ‒ მითხრა მან და ცრემ-
ლით სავსე უძილარი თვალები მომაპყრო.
რა მოჰყვებოდა ამ ამბავს? სულით და გულით ვნატრობდი ელი-
ნორის წასვლას, მაგრამ ისინი გამგზავრებას არ ჩქარობდნენ, ანდა
რა გასაკვირი იყო, მისტერ ტვენტიმენს თავის ქალიშვილის სასიყ-
ვარულო ხუშტურის გამო, რაც ალბათ სასმენი მილის წყალობით
გაგონილი ექნებოდა, თავის პარიზული არდადეგები არ შეემოკლე-
ბინა. ამასობაში კი, სანამ მის მშობლებს ეძინათ, მის ტვენტიმენი
ყოველ დილით ჩამოდიოდა ძირს, მათ კი ათ საათამდე ეძინათ
ხოლმე? ასე რომ, ელინორს თავისუფლად შეეძლო, დედა ოთახში
თუ შემოაკითხავდა, ეთქვა, ჩემი ჭურჭელი ოფიციანტმა უკვე აალა-
გაო; მე კი აქ ჭირის ოფლი მასკდებოდა იმის შიშით, გოგონას სახე-
ლი არ გასტეხოდა და ვცდილობდი მისი თამამი საქციელი ‒ ხან ხე-
ლის ჩამორთმევას რომ დამიპირებდა და სხვა მისთანა ქარაფშუ-
ტობა, როგორმე გარშემომყოფთა თვალთაგან დამეფარა. ჩემს
გაფრთხილებას, ერთ მშვენიერ დღეს მშობლები მიგიხვდებიან ეშ-
მაკობას და შენს საიდუმლოს ფარდა აეხდება-მეთქი, იგი აინუნშიაც
არ აგდებდა, არა, თურმე მისის ტვენტიმენს დილით ღრმა ძილით
ეძინა და რამდენად უფრო საყვარელი იყო იგი მძინარე, ვიდრე ფხი-
ზელი, როცა მას მეთვალყურეობდა! დედას არ ვუყვარვარ, მხო-
ლოდ ლორნეტით მიყურებს და არ მაცილებს თვალსო. მამას ვუყ-
ვარვარ, მაგრამ ჩემს გრძნობებს სერიოზულად არ ეკიდება, დედა
კი,პირიქით, მართალია, მიჯავრდება, მაგრამ მაინცვ მომწონს, ჩემს
გულისნადებს რომ ხვდებაო, For i love you113.

110
არა, ნებივრობას მირჩევნია, ვიტანჯო
111
თქვენ ამით მეც მაყენებთ ტანჯვას
112
ო, არმან, მაშინ, ერთად ვიტანჯოთ
113
იმიტომ, რომ შენ მიყვარხარ (ინგლ)

243
იმ წუთში მის ნათქვამს ყური ავარიდე, მაგრამ მის მაგიდასთან
ხელმეორედ რომ მივბრუნდი, თან სუფრას ვუწყობდი და თან ჩუმად
ჭკუას ვარიგებდი:
– მის ელინორ, რაც თქვენ ბოლოს მითხარით, ნამდვილად გეჩ-
ვენებათ, ეს არის წმინდა უაზრობა. მამათქვენი მართალია, სავსე-
ბით მართალია, ამ ამბავს არაფრად რომ არ აგდებს; მაგრამ არც
თქვენს დედას გაემტყუნება, ამ ნონსენსს დიდ მნიშვნელობას რომ
ანიჭებს და გიკრძალავთ. თქვენც ასე სერიოზულად ნუ ეკიდებით ამ
ამბავს, თქვენდა და ჩვენდა სავალალოდ, ჯობია ამ Love-ს ცოტა იუ-
მორით მოეკიდოთ, მე ასევე გერ მოვიქცევი, ცხადია, არა ამას რო-
გორ გავბედავ, მაგრამ თქვენ კი გმართებთ ასე მოიქცეთ! აბა რა გა-
მოვა აქედან? ეს love ხომ არაბუნებრივია· თქვენ ისეთი მდიდარი
კაცის ასული ბრძანდებით, როგორც მისტერ ტვენტიმენია, თქვენ
მამათქვენი რამდენიმე კვირაა „სენტ ჯემს ალბანიში“ გაცხოვრებთ,
მე კი აქ კელნერად ვმუშაობ. მე მხოლოდ კელნერი ვარ, მის ელი-
ნორ, ჩვენი საზოგადოებრივი წყობილების მდაბალი წევრი, მე ამ
საზოგადოებას დიდ პატივს ვცემ, თქვენ კი მის წინააღმდეგ ამხედ-
რებულხართ, ეს ხომ არანორმალურია, წესით, თქვენ არც უნდა მამ-
ჩნევდეთ, აი, ეს იქნებოდა ბუნებრივი და თქვენი დედაც ამას მოით-
ხოვს თქვენგან. სქვენ კი, რას სჩადით: თქვენს მშობლებს ტკბილად
რომ სძინავთ და ამიტომ ვერ დგანან საზოგადოებრივი წეს-წყობი-
ლეგის სადარაჯოზე, ჩუმად მოიპარებით სასაუზმოდ და „სიყვა-
რულზე“ მესაუბრებით ეს აკრძალული love არის, მე მას. ხელს ვერ
შევაგებებ მე გულში უნდა ჩავიკლა სიხარული, თქვენ რომ ჩემი ცქე-
რა გიხარიათ, ცხადია, მეც მაქვს უფლება თქვენი ყურება მიხარო-
დეს, მაგრამ იმ პირობით, რომ ამას ვერავინ შემამჩნევს, მაგრამ
თქვენ, მისტერ და მისის ტვენტიმენების ასულს, ჩემი ყურება გიხა-
როდეთ, ეს არ შეიძლება, ეს ბუნების საწინააღმდეგო რამ არის.
თქვენ, უბრალოდ, თვალები დაგბრმავებიათ, ამას ალბათ ჩემს ხა-
ვერდით გაწყობილ, ოქროსღილებიან ფრაკს უნდა ვუმადლოდე,
ოღონდ ეს ფრაკი სწორედ ჩემი მდაბალი მდგომარეობის მაჩვენე-
ბელია, ეს ფრაკი მამშვენებს, თორემ უამისოდ, გარწმუნებთ, არაფ-

244
რად ვივარგებდი! ისეთი გრძნობა, როგორიცაა თქვენი „love“ ადვი-
ლად ჩნდება მოგზაურობისას ასეთი ფრაკების დანახვაზე, წახვალთ
თუ არა აქედან, და ალბათ მალე წახვალთ, თქვენი „love“ შემდეგ გა-
ჩერებამდე დაგავიწყდებათ ნება მომეცით, მე მახსოვდეს ჩვენი
აქაური შეხვედრა, ასე იგი სადმე მაინც დარჩება მეხსიერებაში და
თქვენც აღარ დაგამძიმებთ
ამაზე მეტი რაღა მექნა, განა შეიძლებოდა ამაზე მეტი ზრუნვა და
სიყვარული გამომეჩინა? ის კი ატირდა და ჩემი ბედი, რომ მახლო-
ბელი მაგიდები ცარიელი იყო. ქვითინით მსაყვედურობდა გულქვა-
ობას, ბუნებრივ საზოგადოებრივ წეს–წყობილებასა და თავის არა-
ბუნებრივ გაგიჟებაზე სიტყვის გაგონებაც არ უნდოდა, ყოველ დი-
ლით ჯიუტად მარწმუნებდა, ჩვენ რომ მარტონი დავრჩეთ, ხელს
არავინ გვიშლიდეს და სიტყვით და საქმით თავისუფალნი ვიყოთ,
მაშინ ყველაფერი მოგვარდებოდა და ბედნიერები ვიქნებოდით,
თუ, რათქმა უნდა, ცოტათი მაინც გიყვარვარო. მე სიყვარულზე
უარს არ ვეუბნებოდი, სხვა თუ არაფერი, მადლიერებით მაინც ვპა-
სუხობდი, ოღონდ Rendez-vous114 როგორღა უნდა შემდგარიყო, რა-
თა მარტონი დავრჩენილიყავით და სიტყვისა და საქმის თავისუფ-
ლება მოგვცემოდა, ეგ კი აღარ ვიცოდი. ეს არც მან იცოდა, მაგრამ
ამის გამო თავისი წადილი არ დაუთმია და მავალდებულებდა მისი
წადილის აღსრულების გზა მომენახა.
მოკლედ, ელინორმა ბევრი დავიდარაბა შემახვედრა და ნეტავ
იმ ხანებში მაინც აღარ გათამაშებულიყო და თანაც არცთუ იოლად,
ლორდ კილმარნოკთან დაკავშირებული დრამა! ეს გამოცდა პირ-
ველზე იოლი ნუ გეგონებათ, პირიქით, აქ პატარა ახტაჯანა გოგონას
გრძნობებზე კი არა, სერიოზულ პიროვნებაზე იყო ლაპარაკი, რომ-
ლის გრძნობებს კაცობრიობის გრძნობათა სასწორზე რაღაც წონა
გააჩნდა. ასე რომ, მას ვერც იმას ვურჩევდი, თავის გულისნადებს
იუმორით მოჰკიდებოდა და ვერც შენ გაბედავდი მისთვის დაგეცინა.
ყოველ შემთხვევაში მე საამისო ძალა არ გამაჩნდა.

114
პაემანი (ფრანგ)

245
ლორდი თოთხმეტი დღე იქნებოდა ჩვენს სასტუმროში ცხოვ-
რობდა და ერთადგილიან მაგიდასთან სადილობდა ხოლმე. ეს იყო
ზედმიწევნით არისტოკრატიული გარეგნობის, დაახლოებით ორ-
მოცდაათი წლის, ზომიერად ტანმაღალი, თხელი, უაღრესად აკურა-
ტულად ჩაცმული კაცი, ჯერ კიდევ ხშირი, ფოლადისფრად გაჭაღა-
რავებული თმა შუაზე ჰქონდა გაყოფილი, აპრეხილ ულვაშშიც ასევე
გარეოდა ჭაღარა, ხოლო ულვაშიდან საოცრად ფაქიზად მოყვანი-
ლი ტუჩ-პირი მოუჩანდა. სამაგიეროდ, ცხვირი არ ჰქონდა ფაქიზად
მოყვანილი და არისტოკრატი·ული, ზედმეტად მსხვილი, ლამის მო-
რგვივით ცხვირი საკმაოღ ღრმა ღრმულს ჰქმნიდა ოდნავ ირიბად
გაწოლილ წარბებსა და მომწვანო-მონაცრისფრო თვალებს მშო-
რის და სახიდანაც მეტისმეტად იყო გამოჩრილი. ცხვირი თუ სინანუ-
ლის გრძნობას აღძრავდა, სამაგიეროდ, კვლავ ახარებდა თვალს
უაღრესად ს·უფთად გაპარსული, კრემით აპრიალებული ლოყები
და ნიკაპი. კრემს, ეტყობა, პირის დაბანის შემდეგ ისვამდა. ცხვირ-
სახოცს იის წყალს აპკურებდა და ეს სურნელი ჩემთვის მანამდე უც-
ნობი საოცარი ბუნებრიობითა და გაზაფხულის სინედლით სუნთქავ-
და.
სასადილო დარბაზში ლორდი დარცხვენილივით შემოდიოდა
და ასეთი არისტოკრატიული გარეგნობის კაცისგან იქნებ ეს ვინმეს
ეხამუშებოდა კიდეც, მაგრამ ჩემს თვალში მას არაფერი აკლდებო-
და. მას სხვა იმდენი ღირსება გააჩნდა, რომ ეს მანერა ძალაუნებუ-
რად დაგაეჭვებდათ, რაღაც უჩვეულო უნდა სჭირდეს და იმას თუ გა-
ნიცდის, ჩემს ნაკლს სხვებიც მამჩნევენ და მაკვირდებიანო. ხმა ნაზი
ჰქონდა, ამიტომ მე კიდევ უფრო ნაზად ვპასუხობდი და გვიან მივ-
ხვდი, რომ ამას მისთვის სიკეთე არ მოუტანია. მთელ მის არსებას
მრავალტანჯული კაცის მელანქოლიური თავაზიანობა მოსავდა და
განა შეიძლებოღა გულკეთილი კაცი ისევე არ მოქცეოდა, რა სათუ-
თად და მზრუნველადაც მე ვექცეოდი? მაგრამ როგორც ვთქვი, ასეთ
მოპყრობას მისთვის სიკეთე არ მოუტანია. მერე რა, რომ იგი მხო-
ლოდ თვალს თუ შემავლებდა, როცა ამინდზე ან მენიუზე ერთ-ორ
სიტყვას ვიტყოდით და სუფრის გაწყობისას ჩვენი საუბარი თავიდან

246
ამით ამოიწურებოდა. ამ დროს იგი მეტწილად თვალს მარიდებდა,
თავის მზერას ისე მალავდა და ზოგავდა, თითქოს ეშინოდა, ·უფრო
ხანგრძლივ ცქერას უხერხულ მდგომარეობაში არ ჩაეყენებინა. და
ასე გრძელდებოდა ერთ კვირას, სანამ ჩვენი ურთიერთობა მერყე-
ობიდან და წმინდა ფორმალური საუბრის ჩარჩოებიდან არ გამოვი-
დოდა, ანუ, სანამ მის სახეზე შიშნარევი სიამოვნებით არ შევამჩნიე
ჩემი პიროვნების მიმართ ინტერესის გამოჩენა.
ერთი კვირა რა ბედენაა ‒ ეს ხომ უმცირესი დროა სიამისოდ,
რომ უცხო კაცს, რომელთანაც ყოველდღე მხოლოდ ერთფეროვანი
ურთიერთობა გიხდება, რაღაც ცვლილებები შეამჩნიო, მით უმეტეს,
ეს კაცი თუ საგანგებოდ გარიდებს მზერას.
მან ნელ-ნელა გამომკითხა, რამდენი ხანია აქ მუშაობ, საიდან
ხარ, რამდენი წლისა ხარო და ამ უკანასკნელ კითხვაზე პასუხად
ასეთი ნორჩი ციფრი რიმ გაიგონა, გულის აჩუყების ნიშნად მხრები
შეარხია და წამოიძახა: ღმერთო ჩემო. უნდა მოგახსენოთ, რომ იგი
ხან ინგლისურად და ხან ფრანგულად ლაპარაკობდა. თუ წარმოშო-
ბით გერმანელი ხარ, ფრანგული სახელი ‒ „არმან“ რატომღა გქვი–
აო, დაინტერესდა იგი. ეს სახელი მე არ დამირქმევია, ადმინისტრა-
ციამ დამარქვა, სინამდვილეში ფელიქსი მქვია მეთქი, ვუპასუხე.
‒ ო, რა ლამაზი სახელია, – თქვა მან. ‒ უფლება რომ მქონდეს,
თქვენს ნამდვილ სახელს დაგიბრუნებდით.
რაც მერე დასძინა, მის აღმატებულებას იმდენად არ შეეფერე-
ბოდა, რომ ჩემზე, ცოტა არ იყოს, გაუწონასწორებელი კაცის შთა-
ბეჭდილება მოახდინა. მან მითხრა, ჩემი ნათლობის სახელი ნექტა-
ნი გახლავთ, ეს პიქტების ტომის, შოტლანდიის უძველეს მკვიდრთა
მეფის სახელიაო. მე მოწიწებით სავსე ინტერესი გამომეხატა სახე-
ზე, მაგრამ იმწამსვე ერთი კითხვაც შემომიჩნდა, ნეტავ რაში მჭირ-
დება მისი სახელი, მე ხომ მაინც „მილორდ“ უნდა დავუძახო და არა
ნექტანი-მეთქი.
თანდათან ისიც შევიტყვე, რომ ქალაქ აბერდინის მახლობლად
ციხე-დარბაზი ჰქონია. იქ მარტო ვცხოვრობ ჩემს ხანდაზმულ, სნე-
ულ დასთან ერთად, გარდა ამისა მთებში, ერთი ტბის ნაპირას სააგ-

247
არაკო სახლიც მაქვს, სადაც ხალხი ჯერ კიდევ გალურად ლაპარა-
კობსო. ცოტა გალური თვითონაც სცოდნია. ჩემი სააგარაკო ადგი-
ლი თვალწარმტაცია და რომანტიული, იქ ციცაბო ფერდობებს უფ-
სკრულები სერავს, ხოლო ჰაერი მანანის ნელსურნელებითაა შეზა-
ვებულიო.
აბერდინის შემოგარენიც ძალიან ლამაზი ყოფილა, ქალაქში ყო-
ველი ჯურის გასართობი მოიძებნება, ჰაერი კი წმინდაა და ზღვიდან
მუდამ ჯანსაღი ქარი ქრისო. მერე ისიც შევიტყვე, რომ მუსიკა ჰყვა-
რებია და ორღანზე დაკვრაც სცოდნია. მთის ტბის პირას გაშენებულ
სახლში კი, ცხადია, მხოლოდ ფისჰარმონია ჰქონია.
ეს ცნობები ერთი რომელიმე ხანგრძლივი საუბრიდან არ დამ-
გროვებია, ისინი, ფრაგმენტული, გაბნეული, მოკლე-მოკლე საუბ-
რებიდან ამოვკრიფე და „ნექტანის“ გამოკლებით მათში არაფერი
ყოფილა ისეთი საჩოთირო ან თვალში საცემი, რაც მარტოხელა
მოგზაურს არ შეეფერებოდა ეთქვა, როცა კელნერის მეტი მოსაუბ-
რე არავინ ეყოლებოდა. სასაუბროდ კი ყველაზე ხელსაყრელი მო-
მენტი მეორე საუზმეზე თუ გამოუჩნდებოდა, რადგან ლორდი ყავის
დასალევად კაფეში არ ჩადიოდა და ერჩივნა ლამის ცარიელ დარ-
ბაზში კვლავ თავის მაგიდასთან მჯდარიყო. აბოლებდა ეგვიპტურ
სიგარეტებს და ფინჯანს ფინჯანზე სცლიდა. ყავის გარდა იგი არც
არაფერს სვამდა და საჭმელსაც ძალიან მცირეს მიირთმვდა. შეიძ-
ლება ითქვას, არც არაფერს ჭამდა და საოცარია,სული რითიღა ედ-
გა. ერთადერთი, რასაც მადიანად შეექცეოდა, სუპი გახლდათ: კონ-
სომეს, ხბოს თავის ბულიონს, ან ხარის კუდის სუპს სწრაფად შეხ-
ვრეპდა, სამაგიეროდ, რასაც მერე მივართმევდი, მხოლოდ წაციც-
ქნიდა, იმწამსვე სიგარეტს მოუკიდებდა და კერძს თითქმის ხელუხ-
ლებლად უკანვე მატანდა ხოლმე. ერთხელ თავი ვეღარ შევიკავე და
შეწუხებულმა შევნიშნე:
–Mais vous ne mangez rien, Mylord, le chef se formalisera, si vous
dèdaignez tous ses plats115

115 არაფერს მიირთმევთ, მილორდ, შეფი განაწყენდება, კერძებს რომ გვიწუნებთ

248
– რა ვქნა, თუკი მადა არა მაქვს, – მიპასუხა მან. ‒ უმადობა ყო-
ველთვის მჭირდა. საჭმელზე გული არ მიმდის, ვინ იცის, იქნებ ეს
ერთგვარი თვითუარყოფის ნიშანიცაა.
ეს სიტყვა მანამდე არსად გამეგონა, შევშინდი და ჩემდაუნებუ-
რად გამოვიჩინე თავაზიანობა:
– თვითუარყოფა? ‒ წამოვიყვირე წყნარად. – ამას არავინ მო-
გიწონებთ და მხარშიც არავინ ამოგიდგებათ. ყველგან ცხოველ წი-
ნააღმდეგობას წააწყდებით!
‒ მართლა? ‒ იკითხა მან, მაგიდას მზერა მოაცილა, ნელ=ნელა
ამომხედა და ჩემს სახეზე შეაჩერა თვალი. მის მზერაში ყოველთვის
თითქოს ტანჯვა და ძალდატანება გამოსჭვიოდა, ამჯერად კი შეეტ-
ყო, რომ ძალების დაძაბვა სიამოვნებდა. ტუჩებზე ოდნავ ნაღვლი-
ანი, ფაქიზი ღიმილი გამოესახა და კიდევ უფრო წინ წამოეწია ისე-
დაც უზარმაზარი ცხვირი.
ნუთუ შეიძლება ასეთი ფაქიზი ტუჩ-პირის პატრონს ამოდენა,
მორგვივით ცხვირი ჰქონდეს-მეთქი, ჩემდაუნებურად გავიფიქრე
მე.
– დიახ, მართლა! – დავუდასტურე, ცოტა არ იყოს შეცბუნებულ-
მა.
‒ ვინ იცის, იქნებ თვითუარყოფა სწორედ სხვის თვითდამკვიდ-
რებას უწყობდეს ხელს mon enfant116 ‒ მითხრა მან.
ამ სიტყვებზე იგი წამოდგა და დარბაზიდან გავიდა. მისი სიტყვე-
ბით შეფიქრიანებული სუფრის ალაგებასა და ხელახლა გაწყობას
შევუდექი.
ეტყობა, ჩემთან ყოველდღიური, მრავალჯერადი შეხვედრა
ლორდისთვის არ იყო სასიკეთო, მაგრამ მე არც ამ შეხვედრების
შეწყვეტას მკითხავდა ვინმე და არც მათი უვნებელყოფა შემეძლო,
თუმცა ჩემი მხრივ მაინც აღვკვეთე ყოველგვარი გულთბილობა,
ლორდს პირგამეხებული ვემსახურებოდი და ჩემგანვე ნასაზრდოებ
გრძნობებს მევე ვუკოდავდი. ელინორის გრძნობებს ვერ დავცინე,

116
ჩემო ბავშვო (ფრანგ)

249
ლორდის გრძნობებს ხომ მით უმეტეს დაცინვით ვერ მოვეკიდებო-
დი, მაგრამ ვგრძნობდი, რომ ლორდისგან კიდევ უფრო შორს უნდა
დამეჭირა თავი. გრძნობათა ჭიდილმა მძიმე სულიერი კონფლიქტი
შემიქმნა, რომელიც შეიძლებოდა ცდუნებად გარდაქმნილიყო და
ლორდის მოულოდნელი წინადადებისთვის ჯეროვანი წინააღმდე–
გობა ვეღარ გამეწია, თუმცა ეს წინადადება მხოლოდ მისი კონკრე-
ტული შინაარსით იყო ჩემთვის მოულოდნელი.
ეს მოხდა მეორე კვირის ბოლოს, ნასადილევს ყავის მირთმევი-
სას, სასადილო დარბაზში. დარბაზის შესასვლელში, მცენარეების
თეჯირს მიღმა, მცირე ორკესტრი უკრავდა. ლორდს მისგან მოშო-
რებით, დარბაზის მეორე ბოლოში შეერჩია განცალკევებული მაგი-
და, სადაც მანამდეც ხშირად მჯდარა და ყავა ახლაც იქ მივართვი.
მის მაგიდას ხელახლა რომ ჩავუარე, სიგარა მომთხოვა. მე ორი იმ-
პორტული კოლოფი მივუტანე, რგოლიანი და ურგოლო სიგარებით
სავსე. იგი კოლოფებს დააცქერდა და მკითხა:
‒ რომელი ავიღო?
– ფირმა ამას გვირჩევს, ‒ მივუგე მე და რგოლიან სიგარებზე მი-
ვუთითე, – მე კი, თუ ნებას მომცემთ გირჩიოთ, მეორეს ვამჯობინებ-
დი.
ენამ წამისწრო და ჩემი წინდაუხედაობით კურტუაზიის საბაბი მი-
ვეცი.
‒ მაშინ თქვენს რჩევას გავიზიარებ, ‒ თქვა მან, მაგრამ ხელი
არცერთისთვის არ უხლია, თუმცა მე ორივე კოლოფს ვუწვდიდი და
მათ დავყურებდი.
– არმან? – წყნარად მომმართა მან მუსიკის ხმაურში.
‒ მილორდ?
ახლა სხვაგვარად მომმართა:
– ფელიქს?
‒ რას მიბრძანებთ, მილორდ? ‒ ღიმილით ვკითხე მე.
– ხომ არ ისურვებდით, ‒ დაიწყო მან, ისე რომ სიგარებისთვის
თვალი არ მოუცილებია, – სასტუმროში სამსახური კამერდინერის
სამსახურზე გაგეცვალათ?

250
სათქმელი მაინც ითქვა.
‒ მაინც როგორ, მილორდ? – ვითომ ვერ გავიგე მისი ნათქვამი.
მას ერჩია გაეგონა, ვისთანო, და უხერხულად აიჩეჩა მხრები:
– ჩემთან. ეგ იოლი საქმეა. თქვენ ჯერ აბერდინში წამომყვებით
და იქიდან ნექტანის ციხე-დარბაზში წავალთ. მაგ ლივრეას გაიხ-
დით და მის მაგიერ მოხდენილ სამოქალაქო ტანსაცმელს ჩაიც-
ვამთ, სამოქალაქო ტანსაცმელი თქვენს თანამდებობას შენიღბავს
და სხვა მსახურთაგან გამოგარჩევთ· იქ ყოველნაირი მსახური
მყავს, თქვენ მხოლოდ ჩემი მომსახურება დაგევალებათ. ყოველ-
თვის ჩემს გვერდით იქნებით, ციხე–დარბაზშიც და აგარაკზეც, მთა-
შიც და ბარშიც. სელფასი იმაზე ორჯერ, სამჯერ მეტი გექნებათ, ვიდ-
რე აქ გაქვთ.
მე ხმას არ ვიღებდი, და არც მას უცდია თუნდაც შემოხედვით და-
ეჩქარებინა პასუხი. პირიქით, ერთ-ერთი კოლოფიც კი გამომართვა
და ერთი ხარისხის სიგარა მეორეს შეადარა კიდეც.
– ამ საქმეს კარგი დაფიქრება სჭირდება, მილორდ,‒როგორც
იქნა ვთქვი ბოლოს. – ცხადია, თქვენი წინადადება დიდ პატივს
მდებს, მაგრამ იგი ისე მოულოდნელია, რომ... გთხოვთ, მოსაფიქ-
რებელი დრო მომცეთ.
‒ მოსაფიქრებლად ცოტა დრო დარჩა, – მომიგო მან. – დღეს პა-
რასკევია, მე კი ორშაბათს მივემგზავრები. წამომყევით! ძალიან
მინდა წამომყვეთ.
მან ჩემი შექებული სიგარებიდან ერთი სიგარა ამოიღო, კარგად
დაათვალიერა და ცხვირთან მიიტანა. ვერავინ გამოიცნობდა, ამ
დროს რა შეიძლებოდა ეთქვა. მან წყნარად თქვა:
– ეს არის ერთი საბრალო, ობოლი გულის სურვილი, მხოლოდ
არაკაცს თუ შეუძლია ცუდად ჩამომართვას ჩემი შეშფოთება, მით
უმეტეს, რომ წინასწარ ვიცოდი, ამ მრუდე ბილიკს არასგზით არ და-
ვადგებოდი.
– თქვენო უმაღლესობავ, – წავიბუტბუტე მე, ‒ გპირდებით, რომ
მოსაფიქრებლად მოცემულ ვადას ნაყოფიერად გამოვიყენებ...
ამ სიტყვებით გავეცალე და გულში ბჭობას შეგუდექი: ყავაზე დას-

251
აყოლებლად კარგი სიგარა აქვს, ეს შენაერთი სასიამოვნო სიმყუდ-
როვის საწინდარია, სიმყუდროვე თავის მხრივ ბედნიერების მცირე
სახეობაა და სხვა გზა როცა არ არის, მაშინ ამ მცირედით უნდა დაკ-
მაყოფილდეს-მეთქი.
ამ სუსტი გაბრძოლებით ვითომ საკუთარ თავსაც ვშველოდი და
მასაც ვეხმარებოდი. მაგრამ მას შემდეგ. მძიმე დღეები დამიდგა,
ყოველ იჯრაზე, ჩაის შემდეგაც, ლორდი ამომხედავდა და მეკითხე-
ბოდა, რას მეტყვიო. მე ხან უსიტყვოდ ვხრიდი თვალებს და მხრებში
ისე ავიწურებოდი, თითქოს ბეჭებზე მძიმე·ტვირთი მდებოდეს, ხან
კი შეწუხებული ხმით ვეუბნებოდი, რომ ჯერ კიდევ ვერ გადამეწყვი-
ტა, რა გზას დავდგომოდი.
ფაქიზად მოყვანილ ტუჩ-პირზე ლორდს სულ უფრო და უფრო
მკაფიოდ ეხატებოდა გამწარება, მაგრამ მას მხოლოდ საკუთარი
დარდი აწუხებდა. ვთქვათ, ლორდის სნეულ დას სხვა აღარაფერი
დარჩენოდა მის ბედნიერებაზე ზრუნვის გარდა, მაგრამ ნუთუ თვი-
თონ სულ არ აფიქრებდა ის როლი, მის მრავალრიცხოვან მოსამსა-
ხურეთა და თუნდაც იმ კუთხის, გალური მოსახლეობის თვალში მე
რომ უნდა მეთამაშა? მათი დაცინვის საგანი დიდი ბატონის ჟინი კი
არა, მისი ჟინის დამაკმაყოფილებელი სათამაშო გახდებოდა. მარ-
თალია, ლორდი მეცოდებოდა, მაგრამ გულში ეგოიზმს ვსაყვედუ-
რობდი. ეს კიდევ არაფერი, ნეტავ იმავე დროს ელინორ ტვენტიმე-
ნის შემოტევები მაინც აღარ მქონოდა მოსაგერიებელი, რომე-
ლიცსიტყვისა და საქმისათვის ჩემთან განმარტოებას მოითხოვდა!
კვირაობით, სადილხე, დარბაზში უხვად ისმებოდა შამპანური.
ლორდი შამპანურს არ ეკარებოდა, მაგრამ, სამაგიეროდ, იქით,
ტვენტიმენების სუფრაზე საცობებს წამდაუწუმ გაჰქონდა ტკაცანი. მე
ჩემთვის გფიქრობდი, ეს ელინორს სიკეთეს არ მოუტანს–მეთქი და
შიში კიდეც გამიმართლდა.
ნასადილევს, ჩვეულებისამებრ, კაფეში ყავის დასალევად შემო-
სულთ ვემსახურებოდი. კაფედან მწვანე აბრეშუმის ფარდით შემო-
სილი მინის კარი სამკითხველოში გადიოდა, იქ ტყავის სავარძლები
და ჟურნალ-გაზეთების გრძელი მაგიდა იდგა. იმ ოთახში იშვიათად

252
თუ შევიდოდა ვინმე, მხოლოდ დილაობით იჯდა იქ ერთი-ორი კაცი
და ახალ გაზეთებს ათვლიერებდა. სამკითხველოდან გაზეთების გა-
მოტანა იკრძალებოდა, მაგრამ ვიღაცას ერთი ჟურნალი დარბაზში
მაინც შემოეტანა და სკამზე მიეტოვებინა. ბუნებით წესრიგის მოყვა-
რული ვიყავი და ამიტომ მოვკიდე ჟურნალს ხელი, თავისსავე ჯოხზე
დავახვიე და ცარიელ სამკითხველოში გავიტანე. ის იყო გრძელ მა-
გიდაზე ჟურნალს თავისი ადგილი მივუჩინე, რომ ელინორი გამო-
მეცხადა, რომელსაც აშკარად ეტყობოდა რამდენიმე ჭიქა მოე-შან-
დონის კვალი. იგი ჩემსკენ გამოემართა, აკანკალებულ-აცახცახე-
ბულმა შიშველი მკლავები ყელზე შემომაჭდო და ატიტინდა:
–Armand, i loveyou so desperately and helplessly, i don’t know what to
do. I am so deeply, so utterly in love with you that i am lost..lost lost...Say,tell
me, do you love me little bit, too?117
‒For heawen’s sake, Miss Eleanor, be careful, somebody might come in...
for instance,your mother. How on earth did you manage to escape her? Of
course,i love you, sweet litttle Eleanor! You have such moving
collarbones,you arcsuch a lovely child in every way...But now get jour arms
off my neck and watch out...This is extremy dangerous118
‒ What do l care about danger! I love you, i love you, Armand let’s flee
together, let’s dite together, but first of all kiss me...Your lips,your lips, l am
parched with thirst for your lips...119
– არა, dear Eleanor ‒ ვუთხარ მე და შევეცადე ფრთხილად ჩამო-
მეშორებინა მისი მკლავები, – ეგ არ ივარგებს. თქვენ ისედაც შამ-

117
არმან, ისე გაგიჟებით მიყვარხართ, ისე ვნებიანად, ისე გაღმერთებთ,აღარ-
აფერი მეშველება, აღარაფერი...აღარაფერი.. მითხარით, ნუ დამიმალავთ,
ცოტათი მაინც გიყვარრვართ თუ არა?
118
ღვთის გულისათვის, მის ელინორ, ფრთხილად, არავინ
შემოვიდეს...მაგალითად დედათქვენი. ერთი მითხარით, როგორ გამოეპარეთ,
მიყვარხართ, აბა რა, პატარა საყვარელო ელინორ, თქვენ ისეთი გულის
ამაჩუყებელი ლავიწები გაქვთ და საერთოდაც, მომხიბლავი გოგონა ხართ.
ახლა კი ჩამოიღეთ ხელები და გაიქეცით, აქ ყოფნა სახიფათოა...
119
ხიფათის არ მეშინია! მე თქვენ მიყვარხართ, მიყვარხართ, არმან, მოდი ,
გავიქცეთ, მაგრამ მანამდე მაკოცეთ...თქვენი ტუჩები, ო, როგორ მწყურია
თქვენი ტუჩები (ინგლ)

253
პანიური გაქვთ დალეული და, როგორც გატყობთ, არა ერთი და ორი
ჭიქა, ახლა მე კიდევ რომ გაკოცოთ, სულ მოგითავდებათ ხელი და
გონს ვეღარც მოგიყვანთ. მე ხომ გულწრფელად გაგაფრთხილეთ,
სიმდიდრით ისე აღზევებული მშობელის ასულს, როგორიც მისტერ
და მისის ტვენტიმენები ბრძანდებიან, პირველ შემხვედრ კელნერზე
გაგიჟება არ შეშვენის-მეთქი. ეს ნამდვილი სიგიჟეა, მაგრამ მარ-
თლა რომც გიყვარდეთ, საზოგადოების ბუნებრივი კანონებისა და
კეთილზნეობის ხათრით მაინც უნდა მოთოკოთ თქვენი გრძნობები.
ასეა ხომ? აი, თქვენ უკვე კარგი, დამჯერე გოგონა გახდით, მე ჩამო-
მეხსნებით და დედიკოსთან გაიქცევით.
‒ ო, არმან, რა გულცივი და გულქვა ხართ, თქვენ ხომ მითხა-
რით, ცოტათი მიყვარხარო? დედასთანო, მეუბნებით, დედა მეჯავ-
რება და იმასაც ვეჯავრები, აი, მამიკოს კი ვუყვარვარ და ვიცი, ყვე-
ლაფერს გვაპატიებს, ფაქტის წინაშე რომ დავაყენებთ. ჩვენ მხო-
ლოდ გავიქცეთ, გავიქცეთ ამაღამვე, ექსპრესით, თუგინდ ესპანეთ-
ში, თუ გინდ მაროკოში, მე ამის სათქმელად დაგეძებდით. ჩვენ და-
ვიმალებით, მე ბავშვს გაგიჩენთ, ეს იქნება ნამდვილი ფაქტი, მამა
შეგვირიგდება, როცა ბავშვიანად ფეხქვეშ ჩავუვარდებით. ფულს
მოგვცემსდა მდიდრები და ბედნიერები ვიქნებით...თქვენი ტუჩები ‒
შესძახა ამ ახტაჯანამ და ისე შემომეჭდო, თითქოს აქვე, ადგილზევე
აპირებდა ჩემგან ბავშვის გაჩენას.
– ახლა კი კმარა, ნამდვილად კმარა, ჩემო ძვირფასო პატარა
ელინორ, ‒ვუთხარი მე და, როგორც იქნა, ფრთხილად, მაგრაძმ
მტკიცედ ჩამოვაღებინე ხელები. – რასაც თქვენ ამბობთ, ისეთი აუხ-
დენელი ოცნებაა, რომ მისი გულისთვის ჩემს გზას ვერ მივატოვებ
და მრუდე ბილიკს ვერ დავადგები. ასეთი საქციელი არ გეკად-
რვბათ, თან სიყვარულს მეფიცვბით, თან კი თქვენს სურვილებს მახ-
ვევთ თავზე და გზიდან გადაცდენას მიპირებთ, მე უთქვენოდაც ბევ-
რი გასაჭირი მადგას და ჩემი დარდებიც მეყოფა. სიმართლე თუ გინ-
დათ, დიდი ეგოისტი ბრძანდებით, მაგრამ თქვენ ყველანი ასეთები
ხართ და ამისთვის არ გკიცხავთ, პირიქით, მადლობელი ვარ და პა-
ტარა ელინორს არ დავივიწყებ. ახლა გამიშვით, რომ ჩემს საქმეს

254
ვხედო.
– უჰუჰუ ‒აღრიალდა იგი. ‒No kiss! No child Pour, unhappy me! Pour
little Eleanor, somiserable and disdained120
ელინორმა სახეზე ხელები აიფარა, ტყავის სავარძელში ჩაემხო
და გ ულისმომკვლელად აქვითინდა. დავაპირე, სანამ წავიდოდი,
მივსულიყავი და ნუგეშის ნიშნად თავზე გადამესვა ხელი, მაგრამ მი-
სი ნუგეშისცემა სხვას ხვდა წილად. სწორედ იმ წუთში ვიღაც შემო-
ვიდა და ეს ვიღაც ნექტანის ციხე-დარბაზის პატრონი, ლორდი კილ-
მარნოკი გახლდათ. უზადო საღამოს კოსტიუშში გამოწყობილს
დღეს ფეხზე ლაქის ფეხსაცმლის ნაცვლად რბილი ნატის ფეხსაცმე-
ლი ეცვა, სუფთად გაპარსული სახე კრემისგან უბზინავდა და მსხვი-
ლი ცხვირი მორგვივით ჰქონდა გამოჩრილი. მან თავი ოდნავ გადა-
ხარა, ალმაცერად მოხაზულ წარბებს ქვემოდან ფიქრიანად დახედა
სახეზე ხელაფარებულ, აქვითინებულ გოგონას, სავარძელთან მი-
ვიდა და თითის ზურგი ლოყაზე ალერსიანად მოუთათუნა. ელინორ-
მა უცნობს გაოცებით მიანათა ნამტირალევი თვალები, სავარძლი-
დან წამოხტა და თრითინასავით გასხლტა მინის კარის მოპირდაპი-
რე კარში.
ლორდმა ჩაფიქრებული მზერა დაადევნა გაქცეულს. შემდეგ
დინჯად და თავდაჭერილად მომმართა:
– ფელიქს, – მითხრა მან, – გადაწყვეტილების მიღების ჟამმა
დაჰკრა. მე ხვალ დილაადრიან მივემგზავრები. თუ შოტლანდიაში
მომყვებით, ბარგი ამაღამვე უნდა ჩაალაგოთ.. რა გადაწყვიტეთ?
‒ მილორდ, – მივუგე მე, – გულითად მადლობას მოგახსენებთ
და გთხოვთ, არ მიწყინოთ. ვგრძნობ, რომ თქვენგან შემოთავაზე-
ბულ მოვალეობას თავს ვერ გავართმევ, ამიტომ უმჯობესია ახლავე
ვთქვა უარი და ჩემი გზიდან არ გადავუხვიო.
– დასახელებულ მიზეზს სერიოზულად ვერ მოვეკიდები,‒მით-
ხრა მან, რაც შეეხება დანარჩენს, –დასძინა მერე და თვალით კარზე

120
არც კოცნა! არც ბავშვი! ვაი, მე საბრალოს, უბედურს! საწყალი, პატარა
ელინორი , დაწუნებული, მიტოვებული (ინგლ)

255
მიმანიშნა, – ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ სხვა საქმეები
მოსტუმრებული გაქვთ.
უკანასკნელი ძალები მოვიკრიბე და ვუპასუხე:
– აქ კიდევ ერთი საქმე მაქვს მოსაგვარებელი და მხოლოდ ის
შემიძლია, თქვენს უმაღლესობას გზა დავულოცო.
მან თავი ჩაჰკიდა, მერე ოდნავ წამოსწია და მისებურად, თითქოს
თავს ძალას ატანსო, ისე შემხედა თვალებში.
– ფელიქს! – მითხრა მან, – ნუთუ არ გეშინიათ, რომ თქვენს
ცხოვრებაში უდიდეს შეცდომას სჩადიხართ?
– სწორედ მაგის მეშინია, მილორდ, და ამიტომაც ვამბობ უარს.
‒ იმიტომ, რომ გგონიათ თავს ვერ გაართმევთ თქვენს მოვალე-
ობას? თქვენი უარი მაშინ იქნებოდა გამართლებული, მე რომ
თქვენს გულისთქმას ვერ ვხვდებოდე. მეც ვიცი, თქვენ რომ კიდევ
უფრო დიდი ბედნიერებისთვის ხართ დაბადებული. ჩემი ინტერესი
თქვენს მიმართ ისეთ პერსპექტივებს მოიცავს, ვერც წარმოგიდგე-
ნიათ, უარს რაზე მეუბნებით. მე შვილი არა მყავს და მე თვითონ ვარ
ჩემი ქონების ბატონ-პატრონი. ხომ არის შვილად აყვანის შემთხვე-
ვები... თქვენ შეგიძლიათ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძოთ და
ლორდ კილმარნოკად და მთელი ჩემი ქონების მემკვიდრედ იხი-
ლოთ საკუთარი თავი.
ეს იყო ძლიერი დარტვმა. ლორდმა მართლაც ერთბაშად აა-
ფეთქა ყველა ნაღმი. თავში ათასი ფიქრი ამიფუთფუთდა, მაგრამ
ისინი ჩემი უარის უკან წასაღებად არ დალაგებულან. რასაც იგი თა-
ვის. ინტერესის საფასურად მპირდებოდა, ეს იქნებოდა უბადრუკი
ლორდობა, უბადრუკი ხალხის თვალში და მოკლებული ჭეშმარიტ
ღირსებას. მაგრამ ეს კიდევ არაფერი. მთავარი ის იყო, რომ ჩემს
არსებაში ჩაბუდებული ინსტინქტი, აქამდე ასე თავდაჯერებული ინ-
სტინქტი, წინ აღუდგა ამ ბოძებულ და თან შებღალულ სინამდვილეს
და თავისუფალ ოცნებასა და თამაშს, საკუთარი ხელით შექმნილსა
და ნაწყალობევს, ანუ ფანტაზიის ნაწყალობევს დაუჭირა მხარი. რო-
ცა ბიჭობაში დილით გავიღვიძებდი, თავს თვრამეტი წლის პრინცად
წარმოვიდგენდი და ამ წმინდა და მომხიბლავი გამონაგონით რა-

256
მდენ ხანსაც მინდოდა, იმდენხანს თავისუფლად ვფანტაზიორობდი,
სწორედ ის იყო ჭეშმარიტი და არა ის, რასაც ეს დიდცხვირა კაცი თა-
ვის სიყვარულის წილ მთავაზობდა.
ელვის სისწრაფით, მოკლედ შევაჯამე ჩემს თავში მორიალე აზ-
რები და მტკიცედ მოვახსენე:
‒ მომიტევეთ, მილორდ, მაგრამ იგივე უნდა გიპასუხოთ: გზა და-
მილოცნია.
იგი გაფითრდა და უცებ დავინახე, რ,ოგორ აუცახცახდა ნიკაპი.
არაკაცი იყოს ის, ვინც გამკიცხოს, რომ მის შემხედვარეს თვა-
ლები წამომიწითლდა და მგონი, ამიწყლიანდა კიდეც. არა, არ ამ-
წყლიანებია, მხოლოდ წამომიწითლდა. თანაგრძნობა იქით იყოს,
მაგრამ არამზადაა ის, ვინც სხვის გრძნობებს მადლიერებით მაინც
არ უპასუხებს.
‒ გულთან ახლოს ნუ მიიტანთ ამ ამბავს, მილორდ, – ვუთხარი
მე. – თქვენ მე შემხვდით, ყოველდღე მხედავდით და ჩემი სიყმაწვი-
ლის მიმართ გრძნობა გაგეღვიძათ, ამისთვის მადლობას მოგახსე-
ნებთ, მაგრამ ეს ხომ შემთხვევის ამბავია, შეიძლებოდა სულ სხვას
გადაჰყროდით. არა, სულაც არ მინდა გული გატკინოთ და ის პატივი
დავაკნინო, რაც მე მარგუნეთ, მაგრამ რა ვქნა, თუკი მე ასეთად გა-
მაჩინა ღმერთმა, როგორიცა ვარ, კაცი ერთხელ ჩნდება ამ ქვეყანა-
ზე, ჩემი ხნის ბიჭები მილიონობითაა ირგვლივ და მცირე განსხვავე-
ბის მიუხედავად, ყველანი ერთნაირები ვართ. მე ვიცნობ ერთ ქალს,
ჩემნაირის მიმართ ჰქონდა გულთბილი გრძნობები მე მგონი, ასე
ხართ. ჩემნაირები ყოველთვის და ყველგან შეგვხვდებათ. აი,
დაბრუნდებით შოტლანდიაში, განა იქ ნაკლებად მომხიბლავნი
არიან ჩემი თანატოლები, განა მართლა მხოლოდ ჩემკენ მოგიწევთ
გული? იქ კაცები ქვედაკაბებით დადიანო, გამიგონია, თურმე შიშვე-
ლი ფეხები მოუჩანთ, მათ ყურებას რა ჯობია! იქ ჩემი თანატოლები-
დან ბრწყინვალე კამერდინერის შერჩევა შეგიძლიათ, გალურად
დაელაპარაკებით, ბოლოს იშვილებთ კიდეც. თავიდან იქნებ ვერც
შეიშნოს ლორდობა, მაგრამ მერე შეეჩვევა და სხვა თუ არაფერი, ის
კაცი იქაური მაინც იქნება. ისეთი კარგი და მშვენიერი წარმომიდგ-

257
ენია იგი, დარწმუნებული ვარ, საბოლოოდ დაგავიწყებთ ჩვენს შეხ-
ვედრას. ხსოვნის შენახვა მე მომანდეთ, იგი დავიწყებას არ მიეცემა.
გპირდებით, მუდამ მოწიწებით და თბილად გავიხსენო ის დღეები,
თქვენ რომ გემსახურებოდით, სიგარებს რომ გირჩევდით და ცხა-
დია, თქვენს წამიერ გულთბილობასაც არ დავივიწყებ. ოღონდ, თუ
ნებას დამრთავთ, გირჩევთ, ჭამას მოუმატოთ, მილორდ! თორემ
თვითუარყოფას რაც შეეხება, ამაში სულითა და გულით მხარს ვე-
რავინ აგიბამთ.
ასე ვილაპარაკე და მგონი, ცოტა გამოვუკეთე გული, თუმცა ქვე-
დაკაბიანი ბიჭების ხსენებაზე უარის ნიშნად მტკიცედ გააქნია თაგი.
ბოლოს ისე მოხდენილად და ნადვლიანად გამიღიმა, როგორც მა-
შინ, როცა თვითუარყოფა პირველად დავუწუნე. მერე თითიდან წა-
იძრო მშვენიერი ზურმუხტისთვლიანი ბეჭედი, რომელსაც მის ხელ-
ზე სშირად აღტაცებით დავკვირვებივარ და როცა ამ სტრიქონებს
ვწერ, იგი ახლაც თითზე მიკეთია. არა, ბეჭედი ჩემთვის თითზე არ
წამოუცვამს, ეს არ ·უქნია, მხოლოდ ხელში მომცა და აკანკალე-
ბული ხმით წყნარად მითხრა:
‒ აიღეთ ეს ბეჭედი. მინდა თქვენ გქონდეთ. გმადლობთ. კარგად
იყავით!
მიბრუნდა და წავიდა. მე მგონი, მკითხველს მაინც კარგად ვერ
ავუწერე ამ კაცის ღირსება და დიდსულოვნება.
ასე დამთავრდა ელინორ ტვენტიმენისა და ლორდ ნექტან კილ-
მარნოკის ამბავი.

258
მესამე თავი

ჩემს შინაგან დამოკიდებულებას გარე სამყაროსა, ანუ საზოგა-


დოებისადმი, მხოლოდ წინააღმდეგობრივს თუ ვუწოდებდი. ორ-
მხრივი სიყვარულის მოთხოვნილებასთან ერთად არცთუ იშვიათად
მეუფლებოდა გულცივი განსჯა, სურვილი მივლიდა შემფასებლის
თვალით მეცქირა საზოგადოებისთვის და გუნების ამგვარი ცვალე-
ბადობა თვითონვე მიკვირდა. საამისო მაგალითად ერთი აზრი გა-
მოდგება, ზოგჯერ რომ შემომიჩნდებოდა, როცა სასადილო დარბაზ-
ში ან კაფეში ერთ-ორ წუთს უსაქმოდ ვიდექი, ხელსახოციანი ხელი
ზურგსუკან მეჭირა და სასტუმროს ნებიერ საზოგადოებას გავცქე-
როდი,რომელსაც კუდის ქიცინით დასტრიალებდა თავს ლურჯფრა-
კიანთა გუნდი. ეს იყო ფიქრი ურთიერთშენაცვლებაზე. კოსტიუმი და
მოკაზმულობა რომ შეგეცვალათ, მომსახურეთაგან ბევრი ბატონად
გამოდგებოდა, ხოლო ბევრ იმათგანს, ვინც ტუჩის კუთხეში სიგარა-
გაჩრილი, ღრმა, მოწნულ სავარძელში მიწოლილიყო ნებიერად,
კელნერობა დამშვენდებოდა.
წმინდა შემთხვევითობას მიეწერებოდა როლების ასე შებრუნე-
ბული განაწილება, ეს იყო სიმდიდრით შექმნილი შემთხვევითობა,
რადგან ფულის არისტოკრატია შენაცვლებადი, შემთხვევითი არის-
ტოკრატიაა.
ასეთი აზრობრივი ექსპერიმენტები მეტწილად კარგად გამომდი-
ოდა, მაგრამ ყოველთვის არა, ჯერ ერთი იმიტომ, რომ სიმდიდრეზე
მიჩვევა, სხვა თუ არაფერი, ზედაპირულ დახვეწილობას მაინც ბა-
დებს და ეს თამაშს მირთულებდა, მეორეც, სასტუმროს ბინადარ
პრიალა ზედაპირგადაკრულ მდაბიოთა შორის აქა-იქ არა ფულით
შექმნილი, მაგრამ მაინც ფულიანი, ნამდვილი არისტოკრატიაც
ერია. ზოგჯერ, კელნერების ჯგუფში შესაფერს ვერავის რომ ვერ ვი-
პოვიდი, ჩემს ფანტაზიაში როლების გაცვლის თამაშში საკუთარ
თავს ვრთავდი ხოლმე: ასე მოხდა, მაგალითად, ერთხელ, როცა
ერთ მართლაც სასიამოვნო გარეგნობის ახალგაზრდა კაცს მივატო-
ლე თავი. მას საქციელიც სასიამოვნო და ძალდაუტანებელი ჰქონ-

259
და, ჩვენს სასტუმროში არ ცხოვრობდა, მაგრამ არცთუ იშვიათად,
სახელდობრ, კვირაში ერთი-ორჯერ სადილა შემოივლიდა და ყო-
ველთვის ჩემს რეგიონში ჯდებოდა. მახაჩეკის გული, ეტყობა, ისე
მოენადირებინა, რომ ერთადგილიან მაგიდას ტელეფონით უკვე-
თავდა, ისიც წინასწარ თვალით მიმანიშნებდა იმ სუფრაზე და მეტ-
ყოდა:
– Le Marquis de Venosta. Attention121
ვენოსტა დაახლოებით ჩემი ხნისა იქნებოდა და გულთბილად და
ძალდაუტანებლად, ლამის მეგობრულად მექცეოდა. მისი შემოს-
ვლა მიხაროდა, შემოდიოდა ყოველთვის ლაღად, უდარდელად,
მეც სკამს მივუმარჯვებდი, თუკი, ცხადია maitre მახაჩეკი სკამს თვი-
თონვე არ გამოუწევდა, და მოკითხვაზე პატივისცემით მეფერილი
კილოთი ვპასუხობდი.
– Et vais monsieur le Marquis?122
‒Comme ci ‒comme ça123‒ როგორაა საქმე, თქვენთან ამ საღამოს
შეიძლება გვარიანად სადილობა?
– comme ci, ‒ comme ça – ესე იგი, მშვენივრად შეიძლება, ისევე
როგორც თქვენ ბრძანდებით მშვენივრად,monsieur le Marquis.
– Farceur ‒124 გაეცინა მას. ‒ თქვენ რა იცით, როგორ ვბრძანდები!
მარკიზს ლამაზი არ ეთქმოდა, თუმცა მის გარეგნობას ელეგან-
ტურობას სძენდა ზედმიწევნით ნატიფი ხელები და კოხტად დახვეუ-
ლი წაბლისფერი თმა, სამაგიეროდ ბავშვი ვით ფუნჩულა, წითელი
ლოყები და ციმციმა წვრილ-წვრილი თვალები ჰქონდა და ეს თვა-
ლები ისე უცინოდა, ხანდახან თავს რომ მოიდარდიანებდა, მის
თვალთმაქცობას მოცინარი თვალები ამხელდა. – თქვენ გითომ
ბევრი იცით, როგორც ვბრძანდები, mon cher Armand ეგრე ადვილია
ლაპარაკი. გეტყობათ, თქვენს საქმეში ნიჭი არ გაკლიათ და ბედნი-

121
მარკიზი დე ვენოსტა. ყურადღება.
122
თქვენ როგორ ბრძანდებით, მუსიე მარკიზო?
123
ისე რა.
124
ოხუნჯი (ფრანგ)

260
ერი ხართ, მე კი მეეჭვება, ჩემი საქმისთვის ნიჭი და უნარი მეყოფა
თუ არა.
იგი მხატვარი იყო, სწავლობდა ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში
და თავის პროფესორის სახელოსნოში იმჟამად შიშველ ნატურას ხა-
ტავდა. ეს და სხვა რამ იმ ნაწყვეტ-ნაწყვეტ საუბარში გამანდო, ჩვენ
შორის სადილობისას რომ იმართებოდა. კერძის მირთმევისას ან
თეფშის გამოცვლისას თავის ამბებსაც მიყვებოდა და ჩემს სა-
დაურობასა და საქმეებზეც მეკითხებოდა ხოლმე. ეს შეკითხვები
იმას მოწმობდა, რომ ვიგინდარად არ მთვლიდა, ამიტომ მეც შიგა-
დაშიგ ზოგიერთ წვრილმანს გვერდს ვუვლიდი, რათა ჩემხე შეხედუ-
ლება არ წახდენოდა. იგი ხან გერმანულად მელაპარაკებოდა და
ხან ფრანგულად გერმანული კარგად იცოდა, რადგან დედამისი,
„ჩემი საბრალო დედა“, გერმანელ არისტოკრატთა ჩამომავალი
იყო. თვითონ ლუქსემბურგელი გახლდათ, სადაც მისი მშობლები,
„ჩემი საბრალო მშობლები“ დედაქალაქის მახლობლად, პარკში
ჩაფლულ, მეჩვიდმეტე საუკუნის საგვარეულო ციხე-დარბაზში
ცხოვრობდნენ, ის ციხე-დარბაზი თურმე ზუსტად იმ თეფშებზე გამო-
სახულ ინგლისურ ციხე-დარბაზს ჰგავდა, იმ წუთში ზედ ორ ნაჭერ
შემწვარ ხორცსა და თავის ულუფა ნაყინის გუნდას რომ ვუდებდი.
მამამისი დიდი ჰერცოგის კამერჰერი „და სხვა ამდაგვარი“ ყო-
ფილა, მაგრამ ამასთან ერთად, უფრო სწორად, ამას გარდა ფოლა-
დის მრეწველი და აქედან გამომდინარე, „გვარიანი მდიდარიც“, ამ
სიტყვებს ლუიმ, მისმა ვაჟიშვილმა, გულუბრყვილოდ ისეთი მეტყვე-
ლი ჟესტიც დაატანა, აბა, სხვანაირად როგორ შეიძლება, რა თქმა
უნდა, გვარიანი მდიდარიაო, თითქმის ამას არ ადასტურებდა მისი
ცხოვრების წესი, მსხვილი ოქროს სამაჯური, მარგალიტის ღილები
და მარგალიტისავე საკინძეები!
„ჩემი საბრალო მშობლები“ - ასე იხსენიებდა იგი თავის მშობ-
ლებს და არა მხოლოდ ჩვეულების გამო, ამ სიტყვებში ნამდვილ თა-
ნაგრძნობას აქსოვდა, რადგან თვითონვე აღიარებდა, მის მშობ-
ლებს რა უვარგისი შვილი ჰყავდათ. თურმე სორბონაში იურისპრუ-
დენცია უნდა ესწავლა, მაგრამ იქ სწავლა მალე მობეზრებია და ლუ-

261
ქსემბურგის დამწუხრებულ ბინადართა ცალყბა თანხმობით ნატიფ
ხელოვნებათა შესწავლა მოუნდომებია, თუმცა თვითონაც არ სჯე-
როდა საამისო ნიჭი გააჩნდა თუ არა. მისი სიტყვებიდან გამომდინა-
რე, საკუთარ თავს არცთუ სევდიანი თავმომწონეობის გარეშე, გა-
თამამებულ, მარცხიან ბავშვად თვლიდა. მშვენივრად იცოდა,მშობ-
ლებს გულს რომ უკლავდა, მაგრამ არც შეეძლო და არც ინდომებდა
თავის ცხოვრება სხვაგვარად წარემართა, მხოლოდ აღიარებდა, ჩე-
მი მშობლები მართალნი არიან, რომ წუხან, დროსტარების მეტი
არაფერი ვიცი და ასეთი ბოჰემური ცხოვრებით გადაგვარების გზაზე
ვდგავარო. ამ უკანასკნელ პუნქტს რაც შეეხება, როგორც მალე გა-
ირკვა, გადაგვარებას მხოლოდ ის როდი უქადდა, ხელოვნებაში გა-
უბედავად და დუნედ რომ იწაფებოდა, ამ საქმეში ერთ საეჭვო სასიყ-
ვარულო თავგადასავალსაც ერია ხელი.
დროდადრო მარკიზი სადილად მარტო მოსვლას წყვილად მოს-
ვლას ამჯობინებდა. მაშინ მახაჩეკს მოხზრდილ მაგიდას შეუკვეთავ-
და, ყვავილებით საგანგებოდ მოართვევინებდა და შვიდ საათზე
ერთ ქალბატონთან ერთად მობრძანდებოდა.
ქალბატონო მართლა ძალიან ლამაზი იყო, მარკიზს გემოვნებას
ვერ დავუწუნებდი, თუმცა ეს beiutè de dilable125 -ს სილამაზე სწრა-
ფად წარმავალი გახლდათ. მაშინ კი, თავის ყვავილობის ხანაში, ზა-
ზა ‒ასე ეძახდა მარკიზი ქალს ამქვეყნად ულამაზესი არსება გახ-
ლდათ – სისხლით და ხორცით პარიზელი, გრიზეტის ტიპის ქალი,
მაგრამ გაკეთილშობილებული ძვირფას ატელიეებში შეკერილი
თეთრი ან ფერად-ფერადი საღამოს კაბებით, – რომელთაც, ცხა-
დია, მარკიზი უკერავდა, – და დამშვენებული მისივე ნაჩუქარი იშ-
ვიათი ძველებური სამკაულით. ტანსავსე, მაგრამ კოხტა შავგრემან
ქალს ყოველთვის უსახელო კაბები ეცვა და თვალცარმტაცი შიშვე-
ლი მკლავები მოუჩანდა, ფანტასტიკურად აფუმფულებული თმა კე-
ფას უფარავდა, ზოგჯერ თავზე ჩალმისებურ, ვერცხლის ფოჩებიან,
მოხდენილ თავსაფარს იკრავდა, ფოჩები აქეთ–იქით ეკიდა, ხოლო

125
სინორჩისა და ახალგაზრდობის (ფრანგ)

262
შუბლთან ფრთები ჰქონდა ბუჩქად დატანებული, ზაზას ასევე ამშვე-
ნებდა აპრეხილი ცხვირი, ტიტინა, საამური ტუჩ-პირი და გიჟმაჟი
თვალები.
ამ წყვილის მომსახურებას არაფერი სჯობდა, მშვენივრად ულ-
ხენდნენ თავის შამპანურს, რომელიც ენაცვლებოდა ნახევარ
ბოთლ ბორდოს, ვენოსტა მარტო რომ სვამდა. ეჭვი არ იყო, და არც
არაფერი გახლდათ გასაკვირი, რომ მარკიზს თავდავიწყებამდე უყ-
ვარდა ზაზა და სხვას არაფერს დაეძებდა, აგიჟებდა მისი ვნების აღ-
მძვრელი დეკოლტე, მისი ტიტინი, მისი შავი თვალების გიზგიზი.
ისიც, რა თქმა უნდა, მის სიყვარულს თავს არ არიდებდა და თვითო-
ნაც სიამოვნებით პასუხობდა, ყოველ ღონეს ხმარობდა მისი
გრძნობების აღსაგზნებად, რითაც ასეთ ბედს სწეოდა და ბრწყინვა-
ლე მომავალზე ოცნებებს უქმნიდა ნიადაგს. მე, ჩვეულებრივ, ,„მა-
დამს“ ვუწოდებდი, მაგრამ მეოთხედ თუ მეხუთედ „ქალბატონო
მარკიზა“-მეთქი შივმართე, და ამით დიდ ეფექტსაც მივაღწიე, ზაზა
სიხარულნარევი შიშისგან აილეწა და მიჯნურს კითხვით მიაპყრო
სიყვარულით აღსავსე მზერა, ამ უკანასკნელმაც სიყვარულითვე შე-
აგება თავისი მხიარული თვალები, მაგრამ როგორღაც მაინც დაირ-
ცხვინა და თავის თეფშს დაასო მზერა.
სხვათა შორის, ზაზა არც ჩემთან კეკლუცობას იშლიდა და მარ-
კიზიც ეჭვიან კაცს თამაშობდა, თუმცა მის ერთგულებაში, საცა სა-
მართალია, ეჭვი არ უნდა შეჰპარვოდა.
– ზაზა, შენ მე გამაგიჟებ, tu me feras voir rouge 126თუ არმანს
თვალს არ მოაცილებ. ალბათ სულ არ გენაღვლება, ორმაგ
მკვლელბაში რომ იქნები დამნაშავე და ზედ კიდევ თვითმკვლელო-
ბაც რომ დაემატება... გამოტყდი, ხომ გირჩევნია ის შენს გვერდით
იჯდეს სუფრასთან, სმოკინგში გამოჭიმული, მე კი ლურჯ ფრაკში გა-
მოწყობილი ორივეს გემსახურებოდეთ.
განა საოცარი არ არის, ჩემი მოცლილობის დროს ნაექსპერიმ-

126
სიგიჟემდე მიმიყვან (ფრანგ)

263
ენტალი ფიქრები მან სიტყვიერად რომ გაიმეორა და როლების შეც-
ვლა მასაც აზრად რომ მოუვიდა? როცა ორთავეს დესერტის ამო-
სარჩევად სათითაოდ მივართვი მენიუ, მეყო სითამამე და მარკიზს
ზაზას ნაცვლად ვუპასუხე:
– მაშინ თქვენ უფრო მძიმე ტვირთი მოგიწევდათ, ბატონო მარ-
კიზო, რადგან კელნერობა ხელობაა, ხოლო მარკიზობა მარტივი და
ადვილი საქმე გახლავთ.
– Mais il est incomparable127 ‒ სიცილით წამოიძახა ზაზამ. მისი
ჯიშის ხალხს საერთოდ სიამოვნებს მოსწრქბული სიტყვის გაგონე-
ბა.
– თქვენ კი დარწმუნებული ხართ, რომ იმ მარტივ მარკიზობას
უფრო კარგად გაუძღვებით, ვიდრე მე თქვენს ხელობას გავუძღვე-
ბოდი?
– მე მგონი, არც თავაზიანი საქციელი იქნება და არც სწორი, –
მივუგე მე, – თქვენ ვინმეს მომსახურების უნარი და სურვილი მოგა-
წეროთ, ბატონო მარკიზო.
ზაზა ამ ფრაზამაც გაამხიარულა.
– Mais il est incomparable ce gillard128 შენი აღტაცება ბოლოს მომი-
ღებს, ‒ თეატრალური, სასოწარკვეთილი ჟესტით წარმოთქვა მარ-
კიზმა. ‒ მით უმეტეს, რომ მან პირდაპირ პასუხს თავი აარიდა.
სიტყვა აღარ შემიბრუნებია, მათ ისე მოვცილდი, მაგრამ რომ
იცოდეთ, ის საგარეო კოსტიუმი, რაშიც მარკიზმა თავის ადგილზე
წარმომიდგინა, სულ ცოტა ხნის წინ უკვე შეძენილი მქონდა და სხვა
ტანსაცმელთან ერთად დაბინავებულიც ერთ პატარა ოთახში, სას-
ტუმროს შორიახლოს, ქალაქის ცენტრის ერთ მყუდრო უბანში რომ
დავიქირავე. ოთახი ღამის გასათევად არ დამიქირავებია, რადგან
ასეთი შესაძლებლობა იშვიათად გამომიჩნდებოდა, იგი ჩემი პირა-
დი გარდერობის შესანახად მჭირდებოდა, რათა სხვისი თვალისგან
მოფარებით ტანსაცმლის გამოცვლა შემძლებოდა, როცა თავისუფ-

127
ჩინებულია
128
შეუდარებელი ვინმეა ეს თავხედი ბიჭი

264
ლ საღამოს ოდნავ უფრო დახვწილად ცხოვრებას მოვინდომებდი,
ვიდრე სტანკოსთან ერთად მიწევდა ხოლმე.
სახლი ერთ პატარა Citè-ში, ანუ რკინის ჭიშკრით გამოცალკევე-
ბულ ეზოში იდგა და შიგ ერთი ასეთივე წყნარი ქუჩიდან შეიძლებო-
და შესვლა. იმ ქუჩაზე არც მაღაზიები იყო და არც რესტორნები; იდ-
გა მხოლოდ რამდენიმე პაწია სასტუმრო და იმ ტიპის კერძო სახლე-
ბი, სადაც კონსიერჟის ჯიხურის ღია კარიდან მუდამ მოფუსფუსე,
სქელ კონსიერჟსა და მის ქმარს დაინახავდით, ქმარს, ჩვეულებრივ,
წინ ერთი ბოთლი ღვინო ედგა და გვერდით კატა ჰყავდა მიყუჟული.
დიახ, ცოტა ხნის წინ, ერთ ასეთ სახლში, ალერსიან, ჩემს მიმართ
კითილად განწყობილ ხანდაზმულ ქვრივთან დავიქირავე ოთახი.
მის ოთხოთახიან ბინას მესამე სართულის ნახევარი ეჭირა და აი, ამ
ბინაში, ზომიერ ფასად დამითმო მან საძინებელი სალონის მსგავსი
ოთახი, სადაც იყო გასაშლელი საწოლი და მარმარილოს ბუხარი,
ბუხარზე შემოდგმული სარკის გარდა ოთახის მორთულობას შეად-
გენდა დასადგმელი ქანქარიანი საათი და დანჯღრეული რბილი ავე-
ჯი, იატაკამდე დასულ ფანჯარაზე გამოხუნებული ხავერდის ფარდე-
ბი ეკიდა, ხოლო ფანჯრიდან მოჩანდა ვიწრო შიდა ეზო და სამზადი
სახლების მინის სახურავები. მოშორებით სენტ-ონორეს უბნის
მდიდრული სახლების უკანა კედლებს დაინახავდით, იქ, საღა-
მოობით, მსახურთა საძილე ოთახებისა და სამზარეულოების განა-
თებულ ფანჯრებში მოფუსფუსე მსახურები, მოახლეები და მზარეუ-
ლები მოჩანდნენ ხოლმე. ალბათ სადღაც იქვე იქ ნებოდა მონაკოს
მთავრის რეზიდენცია, მთელი ეს მყუდრო, პატარა Citè-ს მას ეკუთ-
ვნოდა და რა წუთშიც მოისურვებდა, შეეძლო მთელ ამ კვარტალში
ორმოცდახუთი მილიონი აეღო.
მაშინ ამ უბანს, ალბათ, დაანგრევდნენ, მაგრამ, ეტყობა,
მთავარს ფული არ სჭირდებოდა, ამგვარად, ერთხანს ამ მონარქისა
და დიდი კრუპიეს სტუმარი გახლდით, და გამოგიტყდებით, ამაზე
ფიქრი ძალიანაც მხიბლავდა.
„პრინტემპში“ ნაყიდი ჩემი მოხდენილი საგარეო კოსტიუმი
კვლავ თავის ადგილზე ეკიდა მეოთხე დორტუარის დერეფანში მო-

265
თავსებულ კარადაში. მაგრამ ახლად შეძენილ ტანსაცმელს: სმო-
კინგსა და აბრეშუმის სარჩულიანი პელერინით გაწყობლ პალტოს,
მის შესაფერ მქრქალ ცილინდრსა და ლაქის ფეხსაცმელს, რომლის
არჩევანი, ჩემდაუნებურად, სიყმაწყილის ერთმა მკაფიოდ შენახუ-
ლმა შთაბეჭდილებამ, კერძოდ, ატაშესა და მუსუსის როლში მი-
ულერ-როზეს ნახვამ განაპირობა, – სასტუმროში, სხვისი თვალის
დასანახად, ნამდვილად ვერ შევინახავდი; ისინი ჩემი ნაქირავები
ოთახის მომიჯნავე „cabinet de toilette”-ში,129 შპალერგამოკრულ პა-
წია ოთახში მქონდა ჩასაცმელად გამზადებული და მტვრისაგან
კრეტონის ფარდა იფარავდა. ხოლო გახამებული თეთრი პერანგე-
ბი, შავი აბრეშუმის წინდები და ბაფთები ოთახში, ლუი მეთექვსმე-
ტეს სტილის კომოდში მეწყო. ატლასის ყოშებიანი საგარეო კოსტიუ-
მი ჩემს ტანზე არ იყო შეკერილი, იგი მაღაზიაში ვიყიდე და იქვე მო-
მარგეს, მაგრამ ისე უზადოდ მადგა ტანზე, რომ ჩაცმა-დახურვაში
გაცნობიერებული ნებისმიერი კაცი ნაძლევს ჩამოვიდოდა, მეძვირე
თერძთან ექნება შეკერილიო. როგორ გგონიათ, მაინც რისთვის
მქონდა გადამალული ჩემს ოთახში ის კოსტიუმი, ან სხვა ლამაზი
ნივთები?
ერთხელ ხომ მოგახსენეთ: დროდადრო მინდოდა, საცდელად
და სავარჯიშოდ, უფრო დახვეწილ ცხოვრებას ვზიარებოდი, ელე-
განტურ რესტორანში მესადილა, რივოლის ქუჩაზე, შანზელიზეზე,
თუ ჩვენი სასტუმროს რანგის რომელიმე სასტუმროში, თუნდაც
ჩვენსაზე უფრო მდიდრულშიც, რიცში, ბრისტოლში, ან მერისში, ხო-
ლო შემდეგ კარგ თეატრში, დრამის თეატრი იქნებოდა ეს, კომიკუ-
რი ოპერა, თუ სულაც გრანდ-ოპერა, ლოჟაში დავბრძანებულიყავი.
ეს, როგორც ხედავთ, უკვე ორმაგ ცხოვრებას ნიშნავდა, ხოლო მთე-
ლი მისი მომხიბლაობა ის გახლდათ, რომ მე თვითონ არ ვიცოდი,
რომელი იყო ჩემი ნამდვილი სახე და რომელი გადაცმული. იქნებ
ის როცა კელნერის ლივრეა მეცვა და „სენტ ჯემს ენდ ალბანის“
სტუმრებს მლიქვნელურად ვემსახურებოდი თუ ის წარმოსადეგი

129
საგარდერობე ოთახი

266
ცნობი, ვისაც ზედ ეტყობა, საჯირითო ცხენი რომ ეყოლება, ხოლო
ნასადილევს ნაირ-ნაირ მდიდრულ სალონებში რომ დაიარება
ხოლმე მაშინ მე თვითონ მემსახურებოდნენ კელნერები, რომელ-
თაგან სხვათა შორის ჩემს საქმეში ვერც ერთი ვერ გამიტოლდებო-
და. მე ორივე შემთხვევაში გადაცმული მეთქმოდა, რადგან ამ ორ
გამოვლენილ ფორმას შორის არსებული შეუნიღბავი სინამდვილე,
ანუ ჩემი ნამდვილი მე, გაურკვეველი იყო, რადგან იგი სინამდვილე-
ში არ არსებობდა. ვერც იმას გეტყვით, ამ ორთაგან ერთ-ერთი რო-
ლი, ვთქვათ, იმ წარმოსადეგი უცნობისა, მეორეს ნამდვილად მერ-
ჩია თუ არა? სხვისი მომსახურება ისე ლამაზად და ჩინებულად გა-
მომდიოდა, რომ სულაც არ იყო სავალდებულო, მაინცდამაინც მა-
შინ მეგრძნო უფრო ბედნიერად თავი, როცა აქეთ მემსახურებოდნენ
– მოგეხსენებათ, ერთსაც ისეთივე ბუნებრიგი და უტყუარი ნიჭი და
უნარი სჭირდება, რამდენიც მეორეს. და აი, შორს აღარ იყო ის სა-
ღამოც, გარდასახვის იმ მეორე ნიჭსა და უნარს, ანუ ბატონკაცობის
შეშნობას მტკიცედ რომ მომთხოვდა, მართლა უზენაეს ბედნი-
ერებას მომანიჭებდა და ნეტარების ბურანში გამხვევდა.

267
მეოთხე თავი

ეს ამბავი მოხდა ივლისის ერთ საღამოს, ჯერ კიდევ ეროვნულ


დღესასწაულამდე, როცა იხურება ხოლმე თეატრის სეზონი. იმ დღეს
მიწევდა ჩემი უქმე დღე. ადმინისტრაციისგან ორ კვირაში ერთხელ
რომ მერგებოდა, და როგორც სხვა დროსაც მიქნია, გადავწყვიტე
სენ ჟერმენის ბულვარზე, გრანდ ოტელ დეზ ამბასადერში მესადი-
ლა. მისი ბანიდან, მოაჯირზე ჩამწკრივებულ ყუთებში გაშენებულ
ყვავილნარს მიღმა, თვალს ქალაქის ფართო ხედი ახალისებდა, სე-
ნის გამოღმა–თანხმობის მოედანი და წმ. მადლენის ტაძარი, გაღმა
კი 1889 წლის მსოფლიო გამოფენის საოცრება ‒ ეიფელის კოშკი
მოჩანდა. ბანზე ხუთი თუ ექვსი სართულის სიმაღლეზე ლიფტით უნ-
და ასულიყავი, იქ გრილოდა, ისმოდა კულტურული საზოგადოების
წყნარი საუბარი, თვალებს ცნობისმოყვარედ არავინ აცეცებდა და
მათ შორის მეც ლაღად და თავისუფლად გავერიე პატარ-პატარა
აბაჟურიანი ლამპებით განათებულ მაგიდებთან, მოწნულ სავარ-
ძლებში ისხდნენ ქალები, რომელთაც ღია ფერის კაბები ეცვათ და
იმდროინდელი მოდის მიხედვით, თამამად აპრეხილი, უზარმაზარი
შლაპები ეხურათ, და ჩემნაირ მკაცრ საგარეო კოსტიუმებში გამოწ-
ყობილი, ულვაშიანი მამაკაცები. მამაკაცთაგან ზოგს ფრაკიც კი ეც-
ვა. მართალია, მე ფრაკი არ მქონდა, მაგრამ იმდენად ელეგანტუ-
რად კი მეცვა, რომ არხეინად შემძლებოდა ობერკელნერისგან მი-
თითებულ თავისუფალ მაგიდას მივჯდომოდი, საიდანაც მან მაშინ-
ვე აალაგებინა მეორე წყება ჭერჭელი და დანა-ჩანგალი. მშვენიერი
სადილის შემდეგ საამური საღამო მელოდა, რადგან ჯიბეში კომიკუ-
რი ოპერის ბილეთი მედო, სადაც იმ დღეს ჩემი საყვარელი ოპერა
„ფაუსტი , ნეტარხსენებული გუნოს ეს მელოდიური ქმნილება გადი-
ოდა, „ფაუსტი“ ერთხელ უკვე მოსმენილი მქონდა და წინასწარ მი-
ხაროდა, მაშინდელ სასიამოვნო შთაბეჭდილებას რომ განვიახლე-
ბდი. ოღონდ ხსენებულ განზარახვას ახდენა არ ეწერა. თურმე იმ
საღამოს ბედი სულ სხვა რამეს, ჩემი ცხოვრებისათვის მნიშვნელო-
ვან შეხვედრას მიმზადებდა.

268
ის იყო ჩემს მაგიდასთან დახრილ კელნერს შემოთავაზებული
მენიუდან არჩეული კერძები მივუთითე, ღვინოების ნუსხა მოვთხო-
ვე და თან დაუდევარი, ვითომ დაღლილი მზერა რესტორნის საზო-
გადოებას მოვავლე, რომ ჩემი თვალები სხვა წყვილ თვალს შეეჩეხა
და ეს გახლდათ ახალგაზხრდა მარკიზ დე ვენოსტას მხიარულად
მოციმციმე თვალები – ზუსტად ჩემნაირად ჩაცმული მარკიზი ოდნავ
მოშორებით, ერთადგილიან მაგიდასთან მარტო იჯდა და სადილს
მიირთმევდა.
ცხადია, მე იგი პირველმა ვიცანი, ჩემთვის გაცილებით ადვილი
იყო საკუთარი თვალისთვის დამეჯერებინა, ვიდრე მასშეეძლო
ეფიქრა, თვალი ხომ არ მატყუებსო. მან მხოლოდ ერთი წამით შეიჭ-
მუხნა შუბლი და მერე სახეზე სიხარულნარევი გაოცება გამოეხატა;
თუმცა მე სალამი დავაყოვნე (მტკიცედ არ ვიყავი დარწმუნებული,
ტაქტი ამის უფლებას მაძლევდა თუ არა), მაგრამ უნებურად გავუღი-
მე და ამით დავუდასტურე, ის კელნერი და ეს ვაჟბატონი ერთი და
იგივე პიროვნებაა-მეთქი. მან თავისი გაოცება და სიხარული იმით
გამოხატა, რომ თავი ოდნავ გაღაიქნია და ხელები გაშალა, ხელ-
სხოცი სუფრაზე დადო და მაგიდებს შორის ჩემკენ გამოიკვლია გზა.
– ჩემო მეგობარო არმან, ეს თქვენა ხართ? მაპატიეთ ჩემი წა-
მიერი დაეჭვება! და ისიც მაპატიეთ, ჩვეულების გამო სახელით რომ
მოგმართავთ, საუბედუროდ, თქვენი გვარი ან არ ვიცი, ან დამვიწყე-
ბია. ჩვენთვის ხომ თქვენ უბრალოდ არმანი იყავით.
მე ფეხზე წამოვდექი და ხელი ჩამოვართვი – ცხადია, მას დღემ-
დე ჩემთვის ხელი არასოდეს გამოუწვდია.
–სიმართლე თუ გნებავთ, თქვენ ჯერ სახელითაც არ მოგიმ-
ართავთ ჩემთვის, მარკიზო. არმანი არის მხოლოდ ფსევდონიმი,
სინამდვილეში კი ფელიქსი მქვია, ფელიქს კრული. მიხარია, რომ
გხედავთ.
– Mon cher, Kroull,130 , გვიცოდი და არ უნდა დამვიწყებოდა და მეც
მიხარია მერწმუნეთ! გარეგნულად გეტყობათ, რო, კარგად უნდა იყ-

130
ძვირფასო კრულ! (ფრანგ)

269
ოთ, თუმცა შესახედაობა... Comment allez-vous131 შესახედავად მეც
არა მიშავს, მაგრამ,ნამდვილად ცუდად ვარ. არა, არა, მართლა ცუ-
დად ვარ, მაგრამ ამას მოვეშვათ, თქვენ რასა იქმთ, ნუთუ მიატოვეთ
„სენტ ჯემს ენდ ალბანი“, სადაც თქვენი სამსახურით დიდ სიამოვნე-
ბას გვანიჭებდით?
– არა, რას ბრძანებთ. იგი ამასთან ერთად გრძელდება, თუ პი-
რიქით, ეს ყოფა გრძელდება იმასთან ერთად. აქაც ვარ და იქაც.
–Trè amusant132 ნამდვილი ჯადოქარი ხართ, მაგრამ მგონი,
მყუდროება დაგირღვიეთ. ახლავე მოგშორდებით...თუმცა არა,
დავსხდეთ ერთად. ჩემთან ვერ მიგიპატიჟებთ, ჩემი მაგიდა პატა-
რაა, მაგრამ თქვენ, ვხედავ, ადგილი გაქვთ. მართალია, დესერტს
უკვე გეახელით, მაგრამ თუ საწინააღმდეგო არაფერი გექნებათ, ყა-
ვას თქვენთან ერთად დავლევ, მააგრამ იქნებ მარტო ყოფნა გირ-
ჩევნიათ?
‒ როგორ გეკადრებათ, მარკიზო, თქვენთან ჯდომა სასიამოვ-
ნოა, – დანჯად ვუპასუხე მე და კელნერს გავძახე: ‒ ბატონს ერთი
სკამი მოართვით!
თავი განგებ ისე მეჭირა, არც არაფრით გამიმჟღავნებია და არც
სიტყვით გამომიხატავს, ჩემთვის თქვენთან ჯდომა დიდი პატივია-
მეთქი, მხოლოდ ის ვიკმარე, რომ განზრახვა მოვუწონე. იგი პირდა-
პირ დამიჯდა და სანამ მე სადილს ველოდებოდი, ხოლო მას უკვე ყა-
ვას და კონიაკს მიუმარჯვებდნენ, მარკიზს ჩემთვის თვალი არ მო-
უცილებია – მაგიდაზე ოდნავ გადმოხრილი მაკვირდებოდა. ეტყო-
ბა, ჩემი ორად გაყოფილი არსებობა აინტერესებდა და ცდილობდა
უფრო ღრმად ჩასწვდომოდა მის არსს.
– მე მგონი, ჩემი აქ ყოფნა ჭამაში ხელს არ გიშლით, არა? გული
დამწყდება, თუ გაწუხებთ. ყველაზე უფრო იმის მეშინია, თავი არ მო-
გაბეზროთ, აბეზარობა ყოველთვის ცუდი აღზრდის ნიშანია. ზრდი-
ლობიანი კაცი, რაც არ უნდა ეუცხოვოს, ისე ჩაივლის , არაფერს

131
როგორ ბრძანდებით?
132
ერთობ საინტერესოა (ფრანგ)

270
იკითხავს. ეს გახლავთ საზოგადოებაში გამოსული ადამიანის და-
მახასიათებელი ნიშანი და მეც ამ კატეგორიას ვეკუთვნი. დიახ, ამ
კატეგორიას კი ვეკუთვნი, მაგრამ დღევანდელის მსგავს სიტუაცია-
ში რომ ჩავვარდები, მაშინ ვხვდები, როგორ მაკლია ცხოვრებისეუ-
ლი ცოდნა და გამოცდილება, სიმართლე თუ გნებავთ, მხოლოდ
ცხოვრების ცოდნა გვანიჭებს იმის უფლებას, სულ სხვადასხვანაირ
მოვლენებს ღირსეულად ავუაროთ გვერდი. ვერაფერი სასიამოვ-
ნოა საზოგადოებაში გამოსული, მაგრამ მოსულელო კაცის როლის
თამაში... მე მგონი, გამიგებთ, რომ ჩვენი შეხვედრა თან მიხარია და
თან ცნობისმოყვარეობა მკლავს. დამეთანხმებით, რომ თქვენი გა-
მოთქმა, „ის საქმიანობაც ამასთან ერთად გრძელდებაო“ და „აქაც
ვარ და იქაცო“, გამოუცდელ კაცს საგონებელში აგდებს. არა, არა,
თუ ღმერთი გწამთ, ჭამა განაგრძეთ და სიტყვას ნუ დასძრავთ! მე და-
მაცადეთ ლაპარაკი და ჩემი თანატოლის ცხოვრების წესის კვლე-
ვაც, რაკი ვგრძნობ, რომ ის ჩემზე უფრო გამოსული კაცი ყოფილა.
Voyons133 მაშასადამე, თქვენ კარგი ოჯახიშვილი ყოფილხართ და
ეს მხოლოდ დღეს არ გამჟღავნებულა, ამას ყოველთვის ვგრძნობ-
დით, მაპატიეთ მკვახე გამოთქმა და, ჩვენს წრეში უბრალოდ ოჯა-
ხიშვილი ამბობენ, კარგი ოჯახიშვილი მხოლოდ ბურჟუებზე ითქმის.
უცნაურია ეს ქვეყანა! მაშ კარგი ოჯახიშვილი ხართ და ის ასპარეზი
აირჩიეთ, რომელიც თქვენი წარმომავლობის შესაფერ დონემდე მი-
გიყვანთ, მაგრამ იძულებული კი ხართ საწყისი წერტილიდან დაიწ-
ყოთ და ჯერჯერობით ისეთ თანამდებობაზე იმსახუროთ, ნაკლებ
გამჭრიახ მზერას შეცდომაში რომ შეიყვანს და აფიქრებინებს, ქვე-
და ფენის წარმომადგენელთან მაქვს საქმე და არა შენიღბულ ჯენ-
ტლმენთანო. მართალი ვარ? A propos134 რა კარგები არიან ინგლი-
სელები; სიტყვა ”ჯენტლმენი“ მთელ მსოფლიოში რომ გაავრცე–
ლეს. ახლა გვაქვს სიტყვა იმათ მოსახსენიებლად, ვინც, მართალია,
არისტოკრატი არ არის, მაგრამ არისტოკრატის სახელს კი იმსახუ-

133
მაშ, ასე!
134
ჰო, მართლა(ფრანგ)

271
რებს, იმსახურებს უფრო მეტად, ვიდრე ზოგიერთი არისტოკრატი,
წერილზე წარწერილ მისამართში „,მისი აღმატებულებით“ რომ მი-
მართავენ, მაშინ როცა ჯენტლმენს მხოლოდ „თქვენო მაღალკე-
თილშობილებაო“, ეუბნებიან, დიახ, მხოლოდ ასე, მაგრამ ამ მიმარ-
თვაში სიტყვა „კეთილი“ მაინც გამორჩეულად ფიგურირებს. მაშ,
თქვენი კეთილდღეობისა იყოს! ახლავე მოვატანინებ სასმელს, ესე
იგი, თქვენ რომ თქვენს ნახევარ ბოთლს დაცლით, ჩვენ მერე მთელ
ბოთლს ერთად გამოვცლით. ისე, „აღმატებულება“ და „მაღალკე-
თილშობილება“ „ოჯახიშვილობისა“ და „კარგი ოჯახიშვილობის“
ზუსტი ანალოგი კი არის... მგონი, ენად გავიკრიფე, მაგრამ მხო-
ლოდ იმიტომ, რომ თქვენ მშვიდად ისადილოთ და ჩემთვის არ
შეწუხდეთ. იხვს ნუ აიღებთ, ცუდი შემწვარია, უმჯობესია ცხვრის კან-
ჭი მიირთვათ. მეტრდოტელი მართალი გამოდგა, რომ მარწმუნებ-
და, საკმაო ხანს ლბებოდა რძეშიო... Enfin135 ჰო, რას ვამბობდი
თქვენზე?
თქვენი სამსახურის გამო იძულებული ხართ დაბალი ფენის წარ-
მომადგენლად გვეჩვენოთ და ეს, მგონი, სიამოვნებასაც განიჭებთ–
მაგრამ შინაგანად, ბუნბრივია, როგორც ჯენტლმენი, თქვენს კლასს
არ ღალატობთ და დროდადრო, დღევანდელისა არ იყოს, გარეგნუ-
ლი სახითაც უბრუნდებით. კარგია, ძალიან კარგი, მაგრამ ჩემთვის
სავსებით უცხოა და გამაოგნებელი, აი, აქაც ჩანს, ადამიანს, თუნ-
დაც საზოგადოებაში გამოსულს, სხვა ადამიანთა ცხოვრებისა ბევ-
რი რომ არა გაეგება რა, მომიტევეთ და, „აქაც და იქაც“ ყოფნა ტექ-
ნიკურად არც ისე ადვილი უნდა იყოს, ვთქვათ, თქვენი ოჯახისაგან
უზრუნველყოფილი ბრძანდებით, ყურადღება მიაქციეთ, მე არა-
ფერს გეკითხებით, მხოლოდ ვარაუდს გამოვთქვამ იმაზე; რასაც აშ-
კარად ვხედავ. მაშასადამე, თქვენ შეგიძლიათ სამსახურებრივი
ფორმის გარდა ჯენტლმენური გარდერობიც იქონიოთ, მაგრამ
თქვენ რომ ერთსაც იშნობთ და მეორესაც, აი, ეს არის საინტერესო.
– ტანსაცმელი ქმნის ადამიანს, მარკიზო, ანდა პირიქით, ადამი-

135
როგორც იქნა( ფრანგ)

272
ანი ქმნის ტანსაცმელს.
– მაშ თქვენი ცხოვრების წესი დაახლოებით მაინც სწორად გა-
მომიცნია, არა?
ძალიან სწორად-მეთქი, დავუდასტურე და ვუამბე, რომ რაღაც
სახსარი გამაჩნია, ო, არა, საკმაოდ მოკრძალებული, მაგრამ მაინც,
ქალაქში პატარა კერძო ბინა მაქვს დაქირავებული, იქ ხდება ჩემი
გარეგნული გარდასახვა და იმის წყალობაა, ახლა თქვენთან ჯდო-
მის სიამოვნება რომ მომენიჭა-მეთქი.
მშვენივრად ვხედავდი, როგორ აკვირდებოდა ჩემს ჭამის მანე-
რას და მეც, ყოველგვარი აფექტაციის გარეშე, მანერებს მეტი კულ-
ტურა და სიმკაცრე შევმატე ‒ დანა-ჩანგალი ისე დავიჭირე, რომ
იდაყვები ფერდებზე მქონდა მიბჯენილი. მან, თავის მხრივ, თავი
იმით გასცა, რომ უცხო ჭამის წესებზე მოჰყვა ლაპარაკს. გამიგონია,
ამერიკაში ევროპელს იმით ცნობენ, ჩანგალი პირთან მარცხენა ხე-
ლით რომ მიაქვსო. ამერიკელი კი თურმე ყვ·ელაფერს ჯერ დაჭრის,
მერე დანას გადადებს და მარჯვენა ხელით ჭამს. რაღაც ბავშვური
მანერაა,არაო? თუმცა, ეს მხოლოდ გადმოცემით სცოდნია. ოკეანეს
გაღმა ნამყოფი არც ყოფილა და არც სურვილი ჰქონია იქით გამ-
გზავრებისა, არავითარი, იოტისოდენა სურვილიც არა მაქვსო.
თქვენ თუ ყოფილხართ სადმეო? ‒ მკითხა მე.
‒ ღმერთო ჩემო, არსად, მარკიზო, თუმცა არა, რაღაც კი მინა-
ხავს, რამდენიმე ლამაზი საკურორტო ქალაქის გარდა, მაინის
ფრანკფურტში ვარ ნამყოფი. მერე პირდაპირ პარიზში მოვხვდი, პა-
რიზი კი ნამდვილად ბევრს ნიშნავს.
‒ პარიზი ბევრი კი არა, ყველაფერია! ‒ პათეტიკურად განაცხა-
და მან.‒ ჩემთვის იგი ყველაფერია. ჩემი ნება რომ იყოს, მთელ სი-
ცოცხლეს აქ გავატარებდი, მაგრამ, ვაგლახ, რომ იძულებული ვარ
წავიდე. მოგეხსენებათ, ძვირფასო კრულ, ოჯახის ძე ვარ, თქვენ კი-
დევ რა გიშავთ, მხოლოდ კარგი ოჯახიშვილი ხართ, მე კი, ჩემდა სა-
ვალალოდ, ოჯახიშვილი ვბრძანდები...
მე ჯერ ჩემი ღვინოში ჩაჭრილი ატამი არ მომემთავრებინა, რომ
მან ჩვენთვის შეგულებული ერთი ბოთლი ლაფიტე შეუკვეთა.

273
‒ მე სმას შევუდგები, ‒მითხრა მან,–თქვენ კი ყავას რომ მორჩე-
ბით, ჭიქას მომიჭახუნებთ, და თუ ღრმად შევტოპეთ, კიდევ ერთ
ბოთლს დავიმატებთ.
– ძალიან კი გაუტიეთ, მარკიზო. ჩემი ზედამხედველობის ქვეშ
„სენტ ჯემს ენდ ალბანიში“ უფრო ზომიერებას იცავდით.
– დარდი, ვარამი, გულისტკივილი, ძვირფასო კრულ! მეტი რაღა
დამრჩენია, ჭიქაში უნდა ჩავიკლა დარდები, ახლა გავიგე ბახუსის
ფასი. ასე ჰქვია, არა? „ბაკხუსი“ და არა „ბახუსი“, როგორც გაიოლე-
ბულად ამბობენ ხოლმე. გაიოლებას ვამბობ, უფრო მაგარი სიტყვა
რომ არ მინდა ვიხმარო. მითოლოგიაში ძლიერი ხართ?
– არც ისე, მარკიზო, ვიცი, მაგალითად, რომ არსებობს ღმერთი
ჰერმესი, მაგრამ იმის იქით თითქმის აღარაფერი გამეგება.
‒ ან კი რაში გჭირდებათ! განსწავლულობა, ზოგჯერ იძულები-
თიც რომაა, ჯენტლმენის საქმე არ არის და იგი ამითაც ჰგავს არის-
ტოკრატს. რა მშვენიერი იყო ის უძველესი ტრადიცია, კარგ გვარიშ-
ვილს სხვა რომ არაფერი ევალებოდა, ცხენზე ჯდომის გარდა და
სხვას არც არაფერს სწავლობდა, წერა-კითხვაც კი არ იცოდა, წიგ-
ნები მღვდლებისთვის ჰქონდა გადალოცილი. ამ ტრადიციებიდან
ჩემი წრის ხალხს ბევრი რამ შემორჩა. მათ შორის ბევრი ელეგანტუ-
რი ცუღლუტი ურევია, მაგრამ მომხიბლავ ადამიანს ნაკლებად შეხ-
ვდებით. ცხენზე ჯდომა იცით? ნება მომეცით ახლა თქვენც დაგისხათ
ეს დარდის გამქარვებელი სითხე! ერთხელ კიდევ თქვენი კეთილ-
დღეობისა იყოს! ო, არა, ჩემი რა მოსატანია, თუ გნებავთ, დალიეთ
და სიკეთე მისურვეთ, მაგრამ ასე იოლად ჩემს ჭირ-ვარამს არ ეშვე-
ლება. მაშ, ცხენზე ჯდომა არ იცით? დარწმუნებული ვარ, საამისო ნი-
ჭი უხვად გექნებათ მომადლებული, უფრო მეტიც, თქვენ პირდაპირ
მხედრად ხართ დაბადებული და ბულონის ტყეში ცხენით რომ გაგა-
ტარათ, ყველა კავალერს დაჯაბნიდით.
‒ გამოგიტყდებით, მარკიზო, რომ მეც თითქმის ასე მწამს და მჯე-
რა.
– ეს ჯანსაღი თვითრწმენაა და მეტი არაფერი, ძვირფასო კრულ.
ჯანსაღს იმიტომ ვუწოდებ, რომ ამ რწმენას მეც ვიზიარებ, თქვენი ნა-

274
ნამდვილად მჯერა და არა მარტო ამ საკითხში... ნება მიბოძეთ სრუ-
ლი გულახდილობა გამოვიჩინო, არა მგონია, თქვენ თვითონ მიმ-
ნდობი კაცი იყოთ და ვინმეს გული გადაუშალოთ, ბოლომდე
გულახდილობას მაინც გაურბიხართ, რაღაცნაირი იდუმალება გახ-
ლავთ თან ბოდიში, ასეთ მოურიდებლობას რომ ვიჩენ, ასე რომ გე-
ლაპარაკებით, ამით ჩემს საკუთარ სიმჩატესა და ენამოუკავებლო-
ბას ვამხელ, მაგრამ თქვენს მიმართ ნდობასაც გამოვხატავ...
‒ ამისათვის დიდად მადლიერი ვარ თქვენი, ძვირფასო მარკი-
ზო. ნება მომეცით გკითხოთ, მადმუაზელ ზაზა როგორ ბრძანდება?
გამიკვირდა კიდეც, აქ უიმისოდ რომ გნახეთ.
– როგორ გამახარეთ, ზაზა რომ მოიკითხეთ! თქვენც მოგწონთ,
არა? განა შეიძლება არ მოგწონდეთ? მე ნებას გაძლევთ, მთელ ქვე-
ყანას ვაძლევ ნებას, მოსწონდეს იგი, მაგრამ ისიც მინდა, მთელ ქვე-
ყანას გავარიდო და მხოლოდ მე მეკუთვნოდეს. ჩემს ცუგრუმელას
ამ საღამოს სპექტაკლი აქვს თავის პატარა თეატრში, „ფოლი მიუზი-
კალში“· იქ სუბრეტის როლს თამაშობს, არ იცოდით? ამჯერად გამო-
დის სპექტაკლში „Le don de la fèe”136მაგრამ ეს დადგმა იმდენჯერ
მაქვს ნანახი, რომ ყოველთვის იქ ვერ ვიჯდები. თან ისიც მანერვი-
ულებს,თავის კუპლეტების წარმოდგენისას ტანზე ცოტა რომ აც-
ვია,მართალია, ის „ცოტა“ გემოვნებითაა შერჩეული, მაგრამ ცოტა
მაინც ცოტაა და ახლა ამას ძალიან განვიცდი, თუმცა თავიდან ასე
გაგიჟებით სწორედ ამან შემაყვარა ეს ქალი. თქვენ თუ გყვარები-
ათ·ასე ვინმე?
– მე თითქმის მზად ვარ, მხარი აგიბათ, მარკიზო.
– თქვენ რომ სიყვარულში გამობრძმედილი იქნებით, ეგ უთქმე-
ლადაც მჯერა, მაგრამ მაინც ისეთი ტიპი მგონიხართ, ვინც თვითონ
უფრო უყვართ, ვიდრე მას უყვარს სხვა. ხომ მართალი ვარ? კარგი,
დარჩეს ეს საკითხი გაურკვეველი. ზაზა მესამე ატქშიც მღერის, მერე
მივაკითხავ და ჩაის დავლევთ იმ პატარა ბინაში, მე რომ მოვუწყვე.
– გისურვებთ კარგად გეტარებინოთ დრო! ეტყობა, ჩვენი ლაფი-

136
ფერიის ნობათი

275
ტეს გამოცლა უნდა დავაჩქაროთ და დავასრულოთ ეს ლამაზი შეხ-
ვედრა. მე პირადად კომიკური ოპერის ბილეთი მიდევს ჯიბეში.
– მართლა? მე კი აჩქარება არ მიყვარს. ჩემს ცუგრუმელას შე-
მიძლია დავურეკო და ვუთხრა, შინ დამელოდოს, თქვენ ძალიან
ხომ არ დაგწყდებათ გული, მეორე აქტზე რომ მიხვიდეთ?
– არც ისე. „ფაუსტი“ მშვენიერი ოპერაა, მაგრამ განა შეიძლება
მე იმაზე უფრო მეტად მიმიწევდეს მისკენ გული, ვიდრე თქვენ ზაზას-
კენ მიგიწევთ?
– მე, მაგალითად, ძალიან მინდა წვრილად გესაუბროთ და დარ-
დი გაგიზიაროთ. მე რომ გაჭირვება მადგას, მძიმე, გულისმომკვლე-
ლი გაჭირვება, ამას ალბათ იმ სიტყვებზეც შემატყობდით, დღეს რომ
წამომცდა.
‒ დიახ, შეგატყვეთ, ძვირფასო მარკიზო, და მხოლოდ ნიშანს ვე-
ლოდი, რომ თქვენი საწუხარი თანაგრძნობით გამომეკითხა. თქვე-
ნი დარდის მიზეზი მაღმუაზელ ზაზაა, არა?
– აბა სხვა რა უნდა იყოს! იცით, რომ სამოგზაუროდ მიშვებენ?
ერთი წელიწადი მოგზაურობაში რომ უნდა გავატარო?
– მთელი წელი? მერედა რისთვის?
‒ ეხ, ძვირფასო მეგობარო, გეტყვით, გეტყვით. ჩემმა საბრალო
მშობლებმა იციან ‒ გახსოვთ, ერთხელ გელაპარაკეთ მათზე‒ზა-
ზასთან უკვე ერთი წელია რომ ვმეგობრობ, და, თქვენ წარმოიდგი-
ნეთ, ეს არც ჭორაობის ბრალია და არც ანონიმური წერილებისა, მე
თვითონ აღმოვჩნდი ისე გულუბრყვილო და ალალი, რომ ჩემს ყო-
ველ წერილში ჟონავდა ხოლმე ჩემი ბედნიერების ამბავი და სამო-
მავლო სურვილები. მერწმუნეთ, გულში რაც მიდევს, ენაზეც ის მა-
კერია და ენიდან კალმამდე მხოლოდ ერთი მოკლე ნაბიჯიღა რჩება
გადასადგმელი. ჩემი საყვარელი მოხუცი ბატონები სამართლიანად
ფიქრობენ, ამ ამბავს სერიოზულად რომ ვეკიდები და ვაპირებ ეს
გოგონა ანუ, როგორც ისინი ეძახიან, „ის ქალბატონი“ ცოლად შე-
ვირთო, ამის გამო ჭკუაზე აღარ არიან, და, მართალი გითხრათ, სხვა
რეაქციას არც მოველოდი. ჩემი მშობლები ჯერ კიდევ გუშინწინ აქ
იყვნენ, მძიმე დღეები გადავიტანე, მთელი კვირა გაუთავებელ კამა-

276
თსა და ჩიჩინში გავატარე. მამაჩემი ბოხი ხმით მელაპარაკებოდა,
დედა, კი ცრემლებისგან აკანკალებული, მაღალი ხმით. ერთი
ფრანგულად და მეორე გერმანულად მიტევდა. არა, არც ერთი
მკვახე სიტყვა არ უკადრებიათ, მხოლოდ დაუსრულებლად გაის-
მოდა სიტყვა ,„ის ქალბატონი“ და ეს უფრო მიკლავდა გულს, ამას
მერჩია ჩემთვის გიჟი და უმსგავსი, ოჯახის ღირსების შეურაცხმყო-
ფელი ეძახებინათ. არა, ეს არ უქნიათ; მხოლოდ იმას ჩამჩიჩინებ-
დნენ, მათთვის და საზოგადოებისთვის საამისო საბაბი არ მიმეცა და
მეც ისეთივე ბოხი და აკანკალებული ხმით დავუფიცე, ძალიან გან-
ვიცდი, გულს რომ გტკენთ-მეთქი. ორივეს ხომ ძალიან ვუყვარვარ
და ჩემთვის ვითომ სიკეთე უნდათ, ის კი არ ესმით, ჩემთვის სასიკე-
თო რა იქნება, იმდენად არ ესმით, რომ მემკვიდრეობის უფლების
წართმევაზეც კი გადამიკრეს სიტყვა, თუ შენს სკანდალურ განზრახ-
ვას შეისრულებ და ურჩობას არ მოიშლიო. მართალია, არც ფრანგუ
ლად და არც გერმანულად აშკარად არ დამმუქრებიან, ხომ გითხა-
რით, მკვახე სიტყვებს ერიდებოდნენ-მეთქი, მაგრამ საქმე ისე დამი-
ხატეს, რომ მუქარა აშკარად იგრძნობოდა.
მართალია, მამაჩემს ლუქსემბურგის ფოლადის ინდუსტრიიდან
იმოდენა შემოსავალი აქვს, რომ მე სავალდებულო წილითაც საკმა-
ოდ შეძლებულად ვიცხოვრებდი, მაგრამ მემკვიდრეობის წართმევა
არც მე გამომადგება და არც ზაზას. თქვენც კარგად გესმით, მემ-
კვიდრეობაწართმეულ კაცზე გათხოვება მისთვისაც რაღა სასიხა-
რულო იქნება.
‒ დაახლოებით მესმის. ყოველ შემთხვევაში, მადმუაზელ ზაზას
გულში კარგად შემიძლია ჩავიხედო, მოგზაურობა რა შუაშია?
‒ ამ დაწყევლილი მოგზაურობის მიზანი ასეთია: მშობლებს ჩემი
გამოხსნა უნდათ. შენ ყინულის ბორკილებში ჩაჭედილი გემივით გა-
მოხსნა გჭირდებაო. ფრანგულ საუბარში ჩამიგერმანულა მამამ. მე
თუ მკითხავთ, არც ყინული და არც რკინა აქ არაფერ შუაშია და არც
მე ვარ პოლარული მოგზაურივით ჩაჭედილი ყინულისა და რკინის
ბორკილებში – სასაცილოა ზაზას ლოგინის სითბოსა და ტკბილი სხ-
ეულის მათთან შედარება მე თუ რამე მიჭერს, ეს უნაზესი ვარდების

277
ჯაჭვია, თუმცა ამ ჯაჭვის სიმტკიცეს არ უარვყოფ. ჰოდა, მათი აზ-
რით, თურმე ეს ბორკილები უნდა გავწყვიტო, ანუ შევეცადო მაინც
მათ გაწყვეტას, აი ასეთი იდეა დაებადათ ჩემს მშობლებს, ამას ემსა-
ხურება ჩემი მოგზაურობა, რომელსაც ხელგაშლილად დამიფინან-
სებენ რაკი ჰგონიათ, რომ იგი სასიკეთოდ წამადგება. ერთი სიტ-
ყვით, აქედან უნდა წავიდე, თანაც დიდი ხნით, მივატოვო პარიზი
Thèâtre des Folies musicales, ზაზა, გავიცნო უცხო ხალხი და უცხო
ქვეყნები და სხვა ჭკუაზე დავდგე, „თავიდან ოფოფები გამოვიბერ-
ტყო“, დიახ, ისინი ამას „ოფოფებს“ ეძახიან, და შინ სხვა კაცი დავ-
ბრუნდე, დიახ, სხვა კაცი! იქნებ თქვენ გინდოდეთ სხვა კაცად ქცევა,
ისურვოთ გახდეთ სხვა და არა ის, ვინცა ხართ? აი, თქვენ თვალებში
ყოყმანი დაგეტყოთ, მე კი სულაც არ მინდა სხვად ვიქცე. მე მინდა ის
ვიყო, ვინცა ვარ, სულაც არ მინდა საგანგებოდ დანიშნული სამოგ-
ზაურო მკურნალობით ვინმეს გული და ტვინი გადმოვატრიალები-
ნო, ჩემსავე თავს გავუუცხოვდე და ზაზა დავივიწყო, ეს, ბუნებრივია,
შესაძლებელია. დიდი ხნით წასვლა, ჰავის ძირფესვიანად შეცვლა
და ათასი ახალი შთაბეჭდილება ამას შეძლებს, მაგრამ თეორიუ-
ლად რომ შესაძლებელად მიმაჩნია ზაზას დავიწყება, ეს ექსპერი-
მენტიც სულით და გულით სწორედ ამიტომ მეზიზღება.
– ისიც ხომ უნდა იფიქროთ, – ვუთხარი მე? – თუკი სხვად იქცე-
ვით, მაშინ თქვენს წინანდელ, ანუ ახლანდელ „მეს“ აღარც მოისაკ-
ლისებთ და აღარც მოინატრებთ, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ
დღეს რაც ხართ, ის აღარ იქნებით.
– განა ეს ჩემს ახლანდელ ყოფას ნუგეშად წაადგება? განა ვინ-
მეს ენდომება დაივიწყოს თავისი სიყვარული? დავიწყებაზე უბად-
რუკი და საზიზღარი ამქვეყნად არაფერი მეგულება.
– კარგი, ეგრე იყოს, მაგრამ გულის სიღრმეში ხომ ფიქრობთ,
რომ თქვენი ზიზღი ამ ექსპერიმენტის მარცხის საწინდრად ვერ ჩა-
ითვლება.
– თეორიულად კი, მაგრამ პრაქტიკულად ამ ექსპერიმენტს ახ-
დენა არ უწერია. ჩემს მშობლებს სიყვარულითა და ჩემზე ზრუნვით
უნდათ გულში ჩამიკლან გრძნობა, მაგრამ არაფერი გამოუვათ. მე

278
ისევე მჯერა, როგორც საკუთარ თავში არ მეპარება ეჭვი.
–ეს უკვე რაღაცას ნიშნავს. ნება მომეცით გკითხოთ, ფიქრობენ
თუ არა თქვენი მშობლები, ჩვენ ჩვენსას ვეცდებით, მაგრამ თუ არა-
ფერი გამოგვივიდა და ვერ გავტეხეთ, მაშინ სურვილი შევუსრულო-
თო?
– ესეც ვკითხე, მაგრამ აშკარა თანხმობას ვერ ვეღირსე. მათ ახ-
ლა მხოლოდ ის უტრიალებთ თავში, როგორმე დამიხსნან „ყინუ-
ლის ტყვეობიდან“, ამის იქით ვერაფერს ფიქრობენ. ჩემი უბედურე-
ბაც ეგ არის, რომ იძულებული გავხდი პირობა მიმეცა, სამაგიერო
კი არაფერი მიმიღია.
– მაშ მოგზაურობაზე დათანხმებიხართ და ეგაა.
‒ სხვა რა გზა მქონდა? ზაზას მემკვიდრეობაჩამორთმეული კა-
ცის ცოლობისათვის ხომ ვერ გავწირავდი. ასეც ვუთხარი, ჩემს
მშობლებს სამოგზაუროდ წასვლას დავპირდი-მეთქი, ზაზამ ბევრი
იტირა, ჯერ ხანგრძლივი განშორების გამო და მერე იმის შიშით, ვა-
ითუ მშობლებისგან დანიშნულმა მკურნალობამ გასჭრას და გუნება
შეგიცვალოსო. ო, ძვირფასო მეგობარო, რა დილემაა! უნდა გავემ-
გზავრო და გამგზავრება კი არ მინდა. მშობლებს აღვუთქვი, გავემ-
გზავრები-მეთქი, და ძალა არ მყოფნის, დანაპირები შევასრულო.
რა მეშველება? ამ გაჭირვებიდან ვინ დამიხსნის?
‒ მართლა შესაცოდი ბრძანდებით, ძვირფასო მარკიზო, – ვუთ-
ხარი მე. – სულით და გულით გითანაგრძნობთ, მაგრამ რაც თქვენ
გაკისრიათ, იმ ვალდებულებას ვერავინ ჩამოგხსნით.
– ვერა, ვერავინ.
‒ ჰო, ვერავინ.
საუბარი ცოტა ხნით დაიწრიტა. იგი თავის ჭიქას ატრიალებდა
ხელში, მერე უეცრად წამოდგა და მითხრა:
‒ კინაღამ დამავიწყდა... ზაზასთვის უნდა დამერეკა. ერთ წუთს
ხომ დამიცდით...
იგი გავიდა. ამასობაში ბანი თითქმის დაცარიელდა. კიდევ ორ
სხვა მაგიდასღა უსხდნენ მოსადილენი. კელნერების უმრავლესობა
უსაქმოდ იდგა. მე დრო სიგარეტის წევაში გამყავდა. ვენოსტა დაბ-

279
რუნდა თუ არა, კიდევ ერთი ბოთლი Château Lafitte შეუკვეთა და ხე-
ლახლა წამოიწყო:
‒ ძვირფასო კრულ, მე თქვენ გიამბეთ ჩემს მშობლებთან გაჩენი-
ლი კონფლიქტის ამბავი და მერწმუნეთ, ეს კონფლიქტი ორივე მხა-
რისთვის ძალიან მტკივნეულია. იმედი მაქვს, ჩემს მონათხრობში
სავალდებულო მოწიწებისა და პატივისცემის ნორმები არ დამირ-
ღვევია, არც მადლიერების გამოხატვა დამვიწყებია, რასაც ყველაფ-
რის მიუხედავად მიღვივებს ჩემდამი მათი სიყვარული, იმ გულუხ-
ვობასაც ვუმადლი, რითაც სიყვარულსა და ჩემზე ზრუნვას მიმტკი-
ცებენ, თუმცა მათ წინადადებას უფრო ვალდებულებისა და იძულე-
ბის სუნი კი ასდის, ისიც ვიცი, ეს მე მეჩვენება ასეთი კომფორტული
მოგზაურობა აუტანელი და ამ დღეში მყოფს ჩემი თავისა მიკვირს,
ბოლოს მაინც როგორ დავთანხმდი-მეთქი, თორემ ნებისმიერი
ახალგაზრდა ოჯახიშვილი თუ კარგი ოჯახიშვილი ამგვარ წინადა-
დებას სიახლისა და თავგადასავლის ნაირ-ნაირი ფერებით გაცის-
კროვნებულ ზეციურ საჩუქრად მიიღებდა. მეტსაც გეტყვით. მე თვი-
თონ, ჩემს დღეში მყოფი კაცი, ზოგჯერ ვგრძნობ, რომ ზაზასა და ჩვე-
ნი სიყვარულის ღალატს ბევრი აღარაფერი მიკლია, მოგზაურობაში
გატარებულ წელიწადს რომ წარმოვიდგენ და ფანტაზიაში ჩემდაუ-
ნებურად ფერად-ფერადი სურათების, სხვადასხვა სახეების, შეხ-
ვედრების, გამოცდილებისა და ტკბობის წუთების ხატვას მოვყვები,
რასაც უეჭველად მომიტანდა იგი, მათ შესაგრძნობად მე თვითონ
თუ ვიქნებოდი განწყობილი. აბა წარმოიდგინეთ, რა მელის: შო-
რეული მხარეები, აღმოსავლეთი, ჩრდილო და სამხრეთ ამერიკა,
აზია. ჩინეთში თავს უამრავი მოსამსახურე დაგეხვევაო, ამბობენ,
ევროპელ უცოლშვილო კაცს იქ თურმე მთელი ათეული ემსახურება
ერთს მხოლოდ მისი სადარბაზო ბარათის ტარება ევალება, სადარ-
ბაზო ბარათით წინ მიუძღვება თავის ბატონს. გამიგონია, ერთი
ტროპიკელი სულთანი ცხენიდან გადმოვარდნილა და წინა კბილები
ჩამტვრევია, პარიზშივე შეუკვეთია ოქროს კბილები და ყოველ მათ-
განში თითო ბრილიანტი ჩაუსმევინებია. მისი სატრფო თურმე ერო-
ვნული ტანსაცმლით დაიარება, ესე იგი, ტანზე მოქნილ თეძოებს

280
ქვემოთ გამოსკვნილი, ძვირფასი ქსოვილი ახვევია. ზღაპრული სი-
ლამაზის ქალს თურმე ყელზე ოთხმაგი მარგალიტის მძივი ჰკიდია
და მის ქვეშ ამდენიმე აცმა ზღაპრული სიდიდის ·ბრილიანტები.
– ეგ ყველაფერი თქვენმა პატივიცემულმა მშობლებმა გიამბეს?
–არა,ისინი ხომ ტროპიკებში არ ყოფილან, მაგრამ განა რაც გი-
ამბეთ, სიმართლეს არა ჰგავს? ხომ შეიძლება ყველაფერი მართლა
ისე იყოს, როგორც წარმოგვიდგენია, თუნდაც თეძოების ამბავი ავი-
ღოთ? მეტსაც გეტყვით: საპატიო სტუმრებს, ანუ ყველაზე წარჩინე-
ბულთ მათ შორის, სულთანი თავის სატრფოს უთმობსო. ცხადია, ჩე-
მი მშობლებისგან არც ეს გამიგონია, მათ ისიც არ იციან, ამ მოგზაუ-
რობით რას აღარ მიმზადებენ, ჰოდა მე, ჩემი მხრივ, მართალია,
არაფერზე გული არ მიმდის, მაგრამ თეორიულად მაინც ხომ უნდა
დავაფასო მათი გულუხვობა.
– უეჭველად, მარკიზო. მაგრამ ამჯერად თქვენ ჩემი როლი იტ-
ვირთეთ, ასე ვთქვათ, ჩემი სათქმელი თქვით. ეს მე უნდა ვცდილობ-
დე შეძლებისდაგვარად შეგაგუოთ თქვენთვის საძულველ მოგზაუ-
რობას, მე უნდა გიქებდეთ ყველაფერს, რაც კი კარგი მოგელით. და
უნდა გითხრათ, სანამ თქვენ ტელეფონზე ლაპარაკობდით, სწორედ
ამ გეგმებს ვაწყობდი.
– თქვენ სმენადახშულ კაცს უქადაგებდით და ალბათ ბარე ასჯერ
გამიმეორებდით, როგორ გშურთ ჩემი, მეტყოდით, მარტო ის თე-
ძოები რად ღირსო.
‒ მშურსო? არა, მარკიზო, ეგ მთლად სწორი არ არის. შური ვერ
მიბიძგებდა, თქვენთვის სასიკეთო რამ შემეგონებინა, მე მოგ-
ზა·ურობის დიდი მოყვარული არ გახლავართ, რაში სჭირდება პა-
რიზელს დედამიწის ყველა კუთხის ნახვა? განა ყველა კუთხე მისკენ
არ მიილტვის? მთელი ქვეყნიერება ჩვენს სასტუმროში მოდის, ხო-
ლო თუ თეატრის დაკეტვის წინ კაფე „მადრიდის“ ტერასაზე დავჯდე-
ბი, მაშინ ხომ ხელისგულზე მეყოლება მთელი ქვეყნიერება. ეგ
თქვენ უჩემოდაც კარგად მოგეხსენებათ·
– მართალია, მაგრამ თქვენ თუ მოგზაურობას არაფრად აგდებთ,
მაშინ აღარ უნდა გეფიქრათ, რომ იმასვე მე მომაწონებდით.

281
‒ ძვირფასო მარკიზო, მე მაინც შევეცდები, მოგაწონოთ, აბა ისე
როგორღა შევძლებ დავაფასო თქვენი ნდობა? მე ისიც ვიფიქრე,
თქვენთვის მერჩია, თან წაგეყვანათ მადმუაზელ ზაზა.
– შეუძლებელია, კრულ, ეგ რამ გაფიქრებინათ? ვიცი, მაგას კე-
თილი გულით მეუბნებით, მაგრამ მაინც რამ გაფიქრებინათ? „ფო-
ლი მიუზიკალთან“ ზაზას კონტრაქტს როგორმე მოევლება, კონ-
ტრაქტს გაწყვეტ ბოლოს და ბოლოს, მაგრამ როგორ შეიძლება ზაზა
თან წავიყვანო და ვმალო? ისედაც ძნელია მოგზაურობაში თან ატა-
რო ქალი, ვისზეც დაქორწინებული არა ხარ. თანაც მე მეთვალყუ-
რეობა არ მომაკლდება, ჩემს მშობლებს, თუნდაც. ოფიციალურად,
ბევრგან მიუწვდებათ ხელი, უეჭველად გაიგებენ, მე რომ ზაზასთან
ერთად ვიმოგზაურო და ამით მთელი ამ მოგზაურობის მიზეზი და მი-
ზანი გავაცამტვერო. ჩემი მშობლები ნამდვილად გაგიჟდებიან! მა-
შინვე შემიწყვეტენ კრედიტს. გარდა ამისა, ერთი ხანგრძლივი ვიზი-
ტი მიწევს, მაგალითად, არგინტინელი მესაქონლეების ოჯახში,
რომლებიც ჩემმა მშობლებმა საფრანგეთის ერთ-ერთ კურორტზე
გაიცნეს. მაშინ რა ვქნა, ზაზა კვირეების მანძილზე ბუენოს აირესში
უპატრონოდ მივატოვო, სადაც ათასგვარი საფრთხეა მოსალოდნე-
ლი? თქვენს წინადადებაზე კამათიც არა ღირს.
– ეგ მეც ვიფიქრე, სანამ ამ წინადადებას შემოგთავაზებდით.
უკანვე მიმაქვს ჩემი სიტყვები.
‒ ჰოდა, ამით გამწირეთ კიდეც. თქვენ ჩემს მაგიერ გადაწყვი-
ტეთ, რომ მარტო უნდა გავემგზავრო. თქვენ რა გიჭირთ! აი, მე კი
არ შემიძლია. იძულებული ვარ გავემგზავრო, დარჩენა კი მინდა. ეს
ნიშნავს, ორ შეუთავსებელ გარემოებაზე ვიფიქრო, თან ვიმოგზაუ-
რო და თან აქ ვიყო. სხვაგვარად რომ ვთქვა: მე გაორება, ორად გა-
ყოფა მჭირდება: ლუი ვენოსტას ერთმა ნაწილმა იმოგზაუროს, მე-
ორე ნაწილმა კი პარიზში, თავის ზაზასთან დარჩენა შეძლოს, ოღო-
ნდ, მთავარი ისაა, ეს უკანასკნელი მე ვიყო. მოკლედ, მოგზაურობა
თავისთვის უნდა მიმდინარეობდეს, ლუი ვენოსტა აქაც უნდა იყოს
და იქაც. თქვენ თუ ადევნებთ თვალს ჩემს აზრთა ჭიდილს?
‒ ვცდილობ, მარკიზო. ერთი სიტყვით, უნდა შეიქმნას სურათი,

282
თითქოს თქვენ მოგზაურობთ, სინამდვილეში კი პარიზში დარჩეთ.
– ვაი რომ, ასეა!
– უბედურება ისაა, თქვენ რომ გგავდეთ, ისეთი არავინა გყავთ.
– არგენტინაში სახით არავინ მიცნობს და სულ არ მენაღვლება,
იქ რა სახით ჩავალ. პირიქით, იმას რა სჯობია, იქ თუ უკეთესი გა-
მოვჩნდები.
– ესე იგი, უნდა იმოგზაუროს თქვენმა სახელმა, შეერთებულმა
პიროვნებასთან, რომელიც თქვენ არ იქნებით.
‒ არც ის მინდა, ვინმე პირველი შემხვედრი იყოს ჩემი ორეული.
‒ მეც ეგრე ვფიქრობ· ფრთხილი არჩევანი გმართებთ.
მან ჭიქა გაივსო. თითქმის სულმოუთქმელად გამოცალა და მა-
გიდაზე ხაზგასმულად მტკიცედ დადგა.
‒ კრულ, ‒ მითხრა მან, – ჩემი მხრივ მე უკვე მოვახდინე არჩე-
ვანი.
‒ ასე სწრაფად? ასე სახელდახელოდ?
– ჩვენ ხომ მთელი საუკუნეა ერთმანეთის პირისპირ ვზივართ.
– ეგ რა მოსატანია?
– კრულ, ‒ გამიმეორა მან, – მე გვარით მოგმართავთ, თქვენ
კარგი გვარიშვილი ხართ და სულაც არ გამიკვირდება, კაცს გა-
უჭირდეს თავის გვარზე ხელის აღება, თუნდაც ამის სამაგიეროდ უფ-
რო წარჩინებული გვარი შესთავაზონ. ერთი სიტყვით, შეგიძლიათ
მეგობრის საშველად ეს მსხვერპლი გაიღოთ? თქვენ მითხარით,
მოგზაურობის დიდი მოყვარული არა ვარო, მაგრამ მცირე სურვი-
ლი მაინც ხომ გაგაჩნიათ და ნუთუ იგი ვერ გადასწონის იმ ძრწო-
ლას, ჩემში პარიზიდან წასვლაზე ფიქრი რომ ბადებს? თქვენ ისიც
მითხარით, უფრო სწორად, ორივემ ვთქვით, მშობლებისთვის მი-
ცემული პირობისგან ვერავინ რომ ვერ დამიხსნის. იქნებ თქვენ გე-
კისრათ ჩემი დახსნა?
‒ მე მგონი, თქვენ ფანტაზიის სფეროში იჭრებით.
‒ რატომ? ან თქვენ ისე რატომ·ლაპარაკობთ ფანტასტიკაზე,
თითქოს თქვენთვის სავსებით უცხო იყოს ეს სფერო? თქვენ ხომ
ჩვეულებრივი ადამიანი. არა სართ, კრულ! თქვენი უცნაურობა კაცს

283
საგონებელში აგდებს, თუ გახსოვთ, მე მას იდუმალიც კი ვუწოდე,
„ფანტასტიკური“ რომ მეთქვა, ვითომ გამინაწყენდებოდით?
– არა, რას ბრძანებთ, თქვენ ხომ ცუდს არაფერს იგულისხმებ-
დით.
– მაგას როგორ გაკადრებდით! ამიტომაც არ უნდა გამინაწყენ-
დეთ, თუკი თქვენმა პიროვნებამ მიმიყვანა ამ აზრამდე, თუკი ჩვენი
შეხვედრისას მოვახდინე არჩევანი, ხედმიწევნით აწონილ-დაწონი-
ლი არჩევანი! და ის არჩევანი პირადად თქვენზე შევაჩერე!
– ჩემზე შეაჩერეთ, ვინც უცხო ქვეყანაში თქვენი სახელი უნდა
ატაროს, თქვენ წარმოგადგინოთ, ვინც ხალხის თვალში თქვენ იქ-
ნებით, თქვენი მშობლების ძე, არა მარტო თქვენი ოჯახის წევრი,
არამედ თქვენ თვითონ? როგორც ამ საქმეს ერგებოდა, ისე კარგად
კი იფიქრეთ ამაზე?
– სადაც მართლა ვიქნები, იქ ხომ ის დავრჩები, ვინცა ვარ.
– კეთილი და პატიოსანი, მაგრამ უცხო ქვეყანაში ხომ სხვა იქნე-
ბით, მე ვიქნები თქვენი ნაცვალი. თქვენი სახე ჩემში უნდა დაინა-
ხონ. ყველას თვალში მე უნდა ვიყო თქვენი მაგიერი. სადაც მართლა
ვიქნებიო, მეუბნებით თქვენ. მაგრამ მართლა სადღა იქნებით? განა
თქვენთვისაც და ჩემთვისაც ცოტა ბუნდოვანი არ არის ასეთი არსე-
ბობა? ვთქვათ, ჩემთვის ეს გაურკვევლობა კარგიც გამოდგეს,
თქვენთვის როგორიღა აღმოჩნდება? ნუთუ არ გეუხერხულებათ
თქვენი პიროვნება მხოლოდ ლოკალურად მჟღავნდებოდეს; სხვა-
გან კი, უფრო ფართო მასშტაბით, ჩემი სახით, ჩემი მეშვეობით, ჩემ-
ში არსებობდეთ?
– არა, კრულ, – გულთბილად მითხრა მან და მაგიდის ზემოდან
გამომიწოდა ხელი. – თქვენი სახით არსებობა სულაც არ მეუხერხუ-
ლება. ლუი ვენოსტა არც მაშინ იზარალებდა დიდად, თქვენ რომ და-
გეთმოთ მისთვის თქვენი პიროვნება და მას თქვენი სახით ევლო
ქვეყანაზე, ანუ მისი სახელი თქვენს სხეულთან ყოფილიყო შეერთე-
ბული, როგორც, სხვათა შორის, ახლაც იქნება, თუ თქვენ არაფერი
გაქვთ საწინააღმღეგო. მე ბუნდოვანი ეჭვიც გამიჩნდა, არც სხვები
დარჩებოდნენ გულნაკლულნი, ეს ერთობა ბუნებრივად რომ არსე-

284
ბულიყო. ახლა კი იძულებულნი არიან შეეგუონ სინამდვილეს, რომ-
ლის მიმოქცევანი მე პირადად სულაც არ მენაღვლება. მე სინამ-
დვილეში იქ ვარსებობ, სადაც გვერდით ზაზა მეყოლება. თქვენ კი
ლუი ვენოსტას როლში მართლა ძალიან მომწონხართ. ·უდიდესი
სიამოვნებით წარვსდგებოდი ხალხის წინაშე თქვენი სახით. თქვენ
აქაც და იქაც ყოჩაღი ბიჭი ხართ, ‒ ჯენტლმენობასაც იშნოებთ და
კელნერობასაც. თქვენ რომ მანერები გაქვთ, ისეთს ზოგიერთ ჩემი
წრის წარმომადგენელსაც ვუსურვებდი. უცხო ენებიც იცით და თუ
სიტყვა მითოლოგიაზე ჩამოვარდა, ჰერმესითაც იოლად გახვალთ.
ამაზე მეტს არისტოკრატს არც არავინ მოსთხოვს, აი, ბურჟუას კი შე-
იძლება მეტიც მოეთხოვებოდეს, ჰოდა, გადაწყვეტილების მიღები-
სას იქნებ ეს შეღავათიც გაგეთვალისწინებინათ. მაშ, თანახმა
ხართ? ამ დიდ მეგობრულ სამსახურს გამიწევთ თუ არა?
– თქვენ თუ დააკვირდით, ძვირფასო მარკიზო, რომ აქამდე ჩვენ
მხოლოდ ჰაერში დავფარფატებდით და კონკრეტულ საგნებზე, ანუ
ასი ანგარიშგასაწევი სიძნელიდან ჯერ არც ერთზე არ გვისაუბრია,
– ვუთხარი მე.
– თქვენ მართალი ხართ, – მომიგო მან, უპირველეს ყოვლისა,
სწორად იქცევით, რომ მომაგონეთ, კიდევ ერთხელ რომ მჭირდება
ერთგან დარეკვა. ზაზას უნდა ავუხსნა, მალე რომ ვერ მივაკითხავ,
ისეთ მოლაპარაკებაში ვარ ჩაბმული, სადაც ჩვენი ბედნიერების სა-
კითხი წყდება. გთხოვთ, მაპატიოთ!
იგი ისევ გავიდა და წინანდელზე უფრო დიდხანს დაყოვნდა. პა-
რიზში ბინდი ჩამოწვა და ბანი უკვე კარგა ხანია დღის სინათლით
იყო განათებული, ასე გვიანამდე აქ არავინ რჩებოდა, მხოლოდ თე-
ატრების დაკეტვის მერე დაიწყებოდა ხელახალი გამოცოცხლება.
ვგრძნობდი, ჯიბეში როგორ მიცვდებოდა ოპერის ბილეთი, მაგრამ
ამ უხმო პროცესს, სხვა დროს რომ გულს მატკენდა, ამჯერად დიდ
ყურადღებას აღარ ვაქცევდი. თავში ათასი ფიქრი მიტრიალებდა,
მათ, შეიძლება ითქვას, გონება დარაჯობდა, ·რომელიც ფიქრებს,
მართალია, გაჭირვებით, მაგრამ მაინც მიფხიზლებდა და ნებას არ
აძლევდა თრობა მორეოდათ. მიხაროდა, ცოტა ხანს მარტო რომ

285
დავრჩი, ახლა შემეძლო ვითარება ხელის შეუშლელად ამეწონ-და-
მეწონა და ჩემთვის წინასწარ მომეფიქრებინა,საუბრის გაგრძელე-
ბისას რა საკითხები უნდა განგვეხილა. ჩემი ნათლიისგან მოხაზულ
გზაზე გაჩენილი გადასახვევი, რომლის შესაძლებლობა, სხვათა
შორის, მანვე მიწინასწარმეტყველა, უეცრად გადამეშალა წინ და
თან ისეთი მაცდუნებელი ფორმით, რომ გუღნებას მართლა გაუჭირ-
და განესაჯა, ეს მაცდუნებელი გზა ჩიხად ხომ არ გადამექცეოდა. გო-
ნიერება მკარნახობდა, ის გზა, რომელსაც უნდა შეუდგე, ხიფათი-
ანიაო,და მაფრთხილებდა, რომ ამ გზაზე მტკიცე ნაბიჯით სიარული
დამჭირდებოდა. გონიერება ჯიუტად ჩამძახოდა, მაგრამ მხოლოდ
იმას მიაღწია, რომ კიდევ უფრო მეტი მომხიბლაობა შესძინა მოსა-
ლოდნელ ფათერაკებს და ყველა ჩემს ნიჭსა და უნარს სიმამაცის გა-
მოჩენისკენ მოუხმო. ამაო გარჯაა მამაც ადამიანს საქმით აშინებდე
და თან ეუბნებოდე, საამისოდ სიმამაცეა საჭიროო. არ დავფარავ,
რომ ამ ავანტიურაზე წასვლა დიდი ხნით ადრე მქონდა გადაწყვეტი-
ლი, იმაზე ადრე, სანამ ჩემი პარტნიორი მიმატოვებდა და უკანვე
მორუნდებოდა, დიახ, ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ მაშინ მივიღე,
როცა ვუთხარი, მშობლებისთვის მიცემული პირობისგან ვერავინ
დაგიხსნით-მეთქი. იმ წუთში ნაკლებად მადარდებდა პრაქტიკული
სიძნელეები, ამ გეგმის განხორციელებისას რომ შეიძლებოდა წინ
გადაგვღობოდა, უფრო ის მაშინებდა, ეს სიძნელეები რომ გამეუფა-
სურებინა, მარკიზს ჩემ მიმართ ეჭვები არ გასჩენოდა.
სხვათა შორის, იგი უამისოდაც ეჭვის თვალით მიცქეროდა. ამას
მოწმობდა ის სიტყვები, რითაც ჩემი პიროვნება დაახასიათა “ცნო-
ბისმოყვარეობის აღმძვრელი“, „იდუმალი“, „ფანტასტიკური“. მე სუ-
ლაც არ ვიქმნიდი ილუზიებს, რაკი ეს წინადადება მე შემომთავაზა,
სხვას არაფრით არ შესთავაზებდა-მეთქი, მართალია, პატივი მე მო-
მანიჭა, მაგრამ ამ პატივისცემას ოდნავ საეჭვო ელფერი დაჰკრავ-
და. მიუხედავად ამისა, ვერ ვივიწყებდი, რა თბილად ჩამომართვა
ხელი და ამით დამარწმუნა, ჩემთვის „უხერხული“ სულაც არ იქნება,
უცხოეთში შენი სახით თუ ვივლით; თავს ისიც ვუთხარი, თუ აქ ოინი
თამაშდება, ის უფრო დამნაშავე გამოდის, რაკი მშობლების მოტყუ-

286
ება განუზრახავს, თუმცა მეტი აქტიურობა მე მეკისრება-მეთქი. რო-
ცა იგი ტელეფონით საუბარს მორჩა და უკან მობრუნდა, აშკარად
შევატყვე, რომ შედეგზე უფრო თვით ეს მზაკვრული იდეა ახალისებ-
და და აღაფრთოვანებდა. ბავშვური ლოყები წამოწითლებოდა – და
ეს მხოლოდ ღვინის ბრალი არ იყო – თვალები კი ეშმაკურად უციმ-
ციმებდა. ალბათ ჯერ კიდევ ყურებში ედგა ზაზას ვერცხლისებური
სიცილი, რითაც ის მის ნართაულებს შეხვდებოდა.
– ჩემო ძვირფასო კრულ, – მითხრა მან და ისევ მაგიდას მოუჯდა,
ჩვენ ერთმანეთისადმი ყოველთვის მეგობრულად ვიყავით განწყო-
ბილნი, მაგრამ სულ ცოტა ხნის წინ ვერავინ იფიქრებდა, ისე თუ და-
ვახლოვდებოდით, რომ ერთმანეთს შევენაცვლებოდით! ჩვენ ისე-
თი გასართობი მოვიფიქრეთ, ყოველ შემთხვევაში, მოვხაზეთ მა-
ინც, რომ გულში უკვე სიცილით ვკვდები. თქვენ რაღა გემართებათ?
ასე სერიოზულად ნუ იყურებით! სადაა თქვენი იუმორის გრძნობა,
ნუთუ არ იცით კარგი ხუმრობის ფასი, ასეთი კარგი ხუმრობისთვის
ღირს გავიჭირვოთ და ყველა ხერხი გამოვიყენოთ, მით უმეტეს, რომ
ეს შეყვარებულ წყვილს წაადგება. მე მგონი, იმის მტკიცებას არ
მოვყვებით, მე, მესამე პირს რა ხეირი მერგებაო. ხეირს თქვენც ნა-
ხავთ და ამ ხუმრობა-ხუმრობაში კარგადაც გაერთობით, იქნებ მით-
ხრათ, არაო, ჰა?
– ჩემთვის ცხოვრება არასოდეს ყოფილა ხუმრობა, ძვირფასო
მარკიზო, იოლად ცხოვრებას ნაჩვევი არა ვარ და იოლად სწორედ
ხუმრობას ვერ მოვეკიდები. ცხოვრებაში არსებობს ისეთი ხუმრობა,
რომელსაც ზედმიწევნით სერიოზულად უნდა მოეკიდო, თორემ
ხელში არაფერი შეგრჩება. კარგი ხუმრობა მაშინ გამოგივა, თუ შიგ
მთელ შენს სერიოზულობას ჩააქსოვ.
– ძალიან კარგი. ჩვენც ასე მოვიქცეთ. თქვენ რაღაც პრობლემე-
ბი და სიძნელეები ახსენეთ პირველ რიგში რას გულისხმობთ?
– უმჯობესია ჯერ მომცეთ რამდენიმე კითხვის დასმის უფლება,
მარკიზო. საით გიპირებენ გაგზავნას?
– ო, ჩემმა საყვარელმა მამიკომ დიდი მზრუნველობით შეარჩია
მშვენიერი ჩემ გარდა ყველას რომ მოხიბლავს ისეთი მარშრუტი:

287
ორივე ამერიკა, სამხრეთი ზღვის კუნძულები და იაპონია, რასაც
მოჰყვება საინტერესო მოგზაურობა გემით ეგვიპტეში, კონსტანტი-
ნეპოლსა, საბერძნეთსა, იტალიაში და სხვაგან. ეს გახლავთ ეგრეთ
წოდებული საგანმანათლებლო მოგზაურობა და, მე რომ ზაზა არ
მყავდეს, ამაზე უკეთესს ვერაფერს ვინატრებდი. ახლა კი თქვენ უნ-
და მოგილოცოთ ეს ბედნიერება.
– ხარჯებს ბატონი მამათქვენი გაიღებს?
– რა თქმა უნდა. საამისოდ ოცი ათასამდე ფრანკი აქვს გამოყო-
ფილი, რათა ჩემი გვარიშვილობის შესაფერისად ვიმოგზაურო. მა-
ტარებლით ლისაბონში წასასვლელი ბილეთი და გემის ბილეთი არ-
გენტინისაკენ, ესე იგი, საიდანაც უნდა დავიწყო მოგზაურობა, ამ
თანხაში არ შედის. მამამ თვითონ ამიღო „კაპ არკონაზე“ კაიუტა.
ოცი ათასი საფრანგეთის ბანკში შეიტანა. ეგრეთ წოდებული ცირკუ-
ლარულ-საკრედიტო ბარათების სახით, რომელთაც მოგზაურობის
მთავარი პუნქტების მისამართი აწერია. ისინი უკვე ხელთა მაქვს
ხმის ამოღება არ მიჩქარია.
– საკრედიტო ბარათს, ცხადია, თქვენ გადმოგცემთ, – დასძინა
მან.
მე ისევ ვდუმდი მან დაამატა:
– შეძენილ ბილეთებსაც, ცხადია.
– მერე თქვენ რითღა გინდათ იარსებოთ, მთელ თქვენს ფულს მე
რომ მახარჯინებთ? – ვკითხე მე.
– მე? ჰოო! თქვენ საგონებელში მაგდებთ. საერთოდ ისე იცით
კითხვის დასმა, თითქოს წინასწარ ცდილობდეთ განმაიარაღოთ.
ჰო, მართლა, ძვირფასო კრულ, რას ვაპირებთ? მართალი გით-
ხრათ, იმაზე ფიქრს მიჩვეული არა ვარ, მთელი წელი თავი როგორ
უნდა გავიტანო.
– მე კი მხოლოდ ის მინდოდა შემეხსენებინა, არც ისე იოლია სა-
კუთარი პიროვნების განათხოვრება-მეთქი. კარგი, ამ კითხვას მო-
ვეშვათ! სულაც არ მინდა პასუხი გამოგძალოთ, ანუ გაქნილი კაცის
როლი ვითამაშო.
– სადაც გაქნილობაზხე მიდგება საქმე, მე ვერ გამოვდგები. ჯენ-

288
ტლმენს ეგ არ შეეფერება.
– მე მხოლოდ ის ვიფიქრე, ძვირფასო მეგობარო, იმ თქვენი მე-
ორე ყოფიდან ცოტა გაქნილობა ჯენტლმენურ ყოფაშიც გადმოგეტა-
ნათ და გამოგეყენებინათ-მეთქი.
– სხვათა შორის, ჩემს ორივე ყოფას გაცილებით უფრო მტკიცე
საფუძველი აქვს. ეს ცოტაოდენი ბურჟუაზიული დანაზოგი, ანუ მცი-
რე საბანკო ანგარიში გახლავთ...
– რაზეც მე ხელის მომკიდებელი არა ვარ!
– ჩვენ ალბათ მაინც მოგვიწევს ანგარიშებში მისი ჩართვა. შემ-
თხვევით საწერ-კალამი ხომ არა გაქვთ თან?
მან ჯიბეები მოისინჯა.
‒ დიახ, ავტოკალამი მაქვს, მაგრამ ქაღალდი არა.
– მე მაქვს რაღაც, – ვთქვი მე და უბის წიგნაკიდან ერთი ფურცე-
ლი ამოვხიე. ‒ თქვენი ხელმოწერა მაინტერესებს.
‒ რისთვის? თუმცა, როგორც გნებავთ. – მომიგო მან, ხელი და
კალამი მარცხნივ მეტისმეტად გადახარა, თავის ხელმოწერა გამო-
იყვანა და ფურცელი ჩემკენ მოაჩოჩა. ჯერ კიდევ უკუღმიდან მეჩვენა
ეს ხელმოწერა სასაცილო – მას კუდი ბოლოში კი არ უკეთდებოდა,
პირიქით, თავიდანვე კუდით იწყებოდა, ჩახუჭუჭებულ „ლ“-ს ფეხი
მარჯვნივ ჰქონდა წაგრძელებული, იგი მორკალული ბრუნდებოდა
უკან და ინიციალს ზემოდან უსვამდა ხაზს, შემდეგ თავისსავე შექ-
მნილ ოვალში მოქცეული წვრილი და მარცხნივ დაქანებული ასოე-
ბით გამოსახავდა დანარჩენს – ლუი მარკიზ დე ვენოსტა.
ღიმილი ძლივს შევიკავე, მაგრამ მოწონების ნიშნად თავი მაინც
დავუქნიე.
– ეს ხელმოწერა ნამემკვიდრევია თუ თქვენ თვითონ გამოიგო-
ნეთ? – ვკითხე და ავტოკალამი გამოვართვი.
– ნამემკვიდრევია, – მითხრა მან, – მამა, ზუსტად ასე აწერს
ხელს, მაგრამ ჩემსავით კოხტად ვერა, – დასძინა მერე.
– გამოდის, რომ თქვენ გიჯობნიათ, – მექანიკურად ვუთხარი მე,
რადგან უკვე ხელმოწერის გადმოღებას ვცდილობდი და კარგადაც
გამომდიოდა. ‒ მადლობა ღმერთს, მე არ მჭირდება თქვენი ჯობნა,

289
პირიქით, ეს შეცდომაც კი იქნებოდა.
ამასობაში მეორე ასლიც გავაკეთე, ეს უკანასკნელი ნაკლებად
მომეწონა, მაგრამ სამაგიეროდ მესამე უნაკლოდ გამომივიდა. ორი
ზედა ასლი გადავშალე და ფურცელი მარკიზს მოვაწოდე. იგი გაოგ-
ნდა.
– დაუჯერებელია! ‒ წამოიძახა მან, – ჩემი ხელმოწერა პირდა-
პირ გადახატულს ჰგავს! და თქვენ ამბობთ, გაქნილობაზე სიტყვის
გაგონებაც არ მინდაო! ისე, არც მე ვარ ისეთი გამოუქნელი, რო-
გორც თქვენ გგონიათ, და მშვერივრად ვხვდები, რატომაც ვარჯი-
შობთ. ჩემი ხელმოწერა საკრედიტო ბარათების გასაფორმებლად
გჭირდებათ.
‒ როცა მშობლებს სწერთ, მაშინ როგორ აწერთ ხოლმე ხელს?
იგი შეცბა და მერე წამოიძახა
‒ ჰო, მართლა, მე ჩემს მოხუცებს რამდენიმე ქალაქიდან წერი-
ლი თუ არა, ღია ბარათები მაინც ხომ უნდა გამოვუგზავნო. ღმერ-
თმანი, საოცარია, ყველაფერზე რომ ფიქრობთ! სახლში ლულუს მე-
ძახიან, რადგან ბავშვობაში მე თვითონ ასე ვეძახდი სთკუთარ თავს.
აი, ასე ვაწერ ხოლმე.‒ მან ისევე დაწერა თავისი შინაურული სახე-
ლი, როგორც მთელ გვარსა და სახელს წერდა: მოხაზა ჩახუჭუჭებუ-
ლი „ლ“, ოვალში ჩასვა, პირველი არაბესკა იმ ოვალით გადახაზა
და შიგ მარცხნივ გაქცეული ასოებით ჩაწერა „ლულუ“.
– კარგი, – ვუთხარი მე, – ამას შევძლებთ. ერთი ფურცელი მაინც
ხომ არა გაქვთ თქვენი ხელით ნაწერი?
სამწუხაროდ, არაო, მომიგო მან.
‒ მაშინ დამიწერეთ. ‒ ვუთხარი მე და სუფთა ფურცელი მივაწო-
დე –დაწერეთ „საყვარელო მამა, საყვარელო დედა, ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი პუნქტიდან, ულამაზესი ქალაქიდან გიგზავნით ჩემს
მადლობით აღსავსე სალამს, ახალ-ახალი შთაბეჭდილებებით გაბ-
რუებულს ისეთი რამეები მავიწყდება, რაც აქამდე დაუვიწყრად მი-
მაჩნდა. თქვენი ლულუ“..
აი, დაახლოებით ასე.
– არა, დაახლოებით კი არა, ზუსტად ასე დავწერ ამაზე უკეთესი

290
რაღა იქნება კრულ, Vous ètes admirable137 ეს რა კარგად მოიფიქ-
რეთ! – წამოიძახა მან და დაწერა ჩემი ნაკარნახევი, მარცხნივ გა-
დახრილი ხელით ისე გამოჰყავდა სწორი ასოები და ასოებს ისე მე-
ტისმეტად მჭიდროდ აწყობდა ერთმანეთზე, როგორც მეტისმეტად
ფართო-ფართოდ წერდა ხოლმე მამაჩემი, მაგრამ მე არც ამ ხელწე-
რის გადმოღება გამიჭირდებოდა. ნიმუში ჯიბეში ჩავიდე. მერე მარ-
კიზს გამოვკითხე ციხე-დარბაზის მომსახურე პერსონალის სახელე-
ბი, მზარეულის, მისი თანაშემწეების, მეეტლის სახელი, რომელსაც
კლოსმანი რქმეოდა, მარკიზის კამერდინერი, უკვე სამოც წელს გა-
დაცილებული მოხუცი გვარად რადიკული ყოფილა, ხოლო მარკი-
ზის მეუღლის მოახლეს თურმე ადელაიდე რქმევია სახელად... არც
შინაური ცხოველები გამომრჩენია, წვრილად გამოვიკითხე ბედაუ-
რების, ლევრეტ ფრიპონის, მარკიზის მალტური ფინიის ‒ მინიმეს
ამბები, ისიც შევიტყვე, ამ უკანასკნელს კუჭ-ნაწლავის საქმე რომ
ვერ ჰქონია კარგად და სხვა. სუფრას დიდხანს შემოვრჩით და რაც
დრო გადიოდა, მით უფრო მატულობდა ჩვენი მხიარულება, თუმცა
ლულუს სულ უფრო და უფრო ებინდებოდა გონება და საღად ვეღარ
აზროვნებდა. მე გავიკვირვე, მის სამოგზაურო გეგმაში ინგლისი,
ლონდონი რატომ არ ერია. თურმე ინგლისი კარგად სცნობია, ლონ-
დონში ორი წელი უსწავლია კერძო პანსიონატში.
‒ მიუხედავად ამისა, კარგი იქნებოდა, პროგრამაში ლონდონიც
ჩაესვათ, ‒ მითხრა მან, ‒ მაშინ ჩემს მოხუცებს სულ იოლად ვუზამ-
დი ოინს და შუაგულ მოგზაურობაში იქიდან პარიზში, ზაზასთან მო-
ვადენდი ხოლმე ტყაპანს.
– კი მაგრამ, თქვენ ხომ ისედაც სულ ზაზასთან იქნებით!
– მართალია! – წამოიძახა მან. ‒ ნამდვილი ოინი ეგ არის. მე კი
რაღაც ყალბ ოინებს ვიგონებ, ამ ნამდვილთან ახლოსაც რომ ვერ
მოვა. დიდ ბოდიშს გიხდით. ოინი ის არის, ვითომ ახალ-ახალი შთა-
ბეჭდილებებით რომ ვარ გაბრუებული და ამ დროს ზაზასთან კი ვრ-
ჩები, იცით, მეც ხომ დიდი სიფრთხილე მმართებს, აქედანაც არ მო-

137
გადასარევი კაცი ხართ (ფრანგ)

291
ვიკითხო რადიკული, ფრიპონი და მინიმე, როცა მათ ამბავს ალბათ
ზანზიბარიდან ვიკითხავ? ამ ორ რამეს, ცხადია, ვერ გააერთიანებ,
თუმცა ორი პიროვნების გაერთიანება, თანაც ასე შორ მანძილზე,
უკვე განხორციელებული იქნება... ყური მიგდეთ, კრულ, ეს სიტუ-
აცია თვითონვე გვიბიძგებს ერთმანეთს შენობით მივმართოთ!
თქვენ ხომ არაფერი გექნებათ საწინააღმღეგო? საკუთარ თავს
თქვენობით ხომ ვერ დაველაპარაკები. შევთანხმდით? მაშინ დავ-
ლიოთ ამის სადღეგრძელო! შენ გაგიმარჯოს, არმან, არმანს გეუბ-
ნები და ფელიქსსა და ლულუს კი ვგულისხმობ. დაიმახსოვრე, შენ
პარიზიდან არა გაქვს უფლება მოიკითხო კლოსმანი და ადელაიდე,
მხოლოდ ზანზიბარიდან იკითხავ მათ ამბავს. ისე, როგორც ვიცი,
ხანზიბარში არც მე მივდივარ და ამგვარად, არც შენ წახვალ, მაგ-
რამ სულერთია, სადაც არ უნდა ვიყო, პარიზიდან გაქრობა მაინც
მომიწევს. ხომ ხედავ, რა კარგად მიჭრის ჭკუა. ზაზა და მე, ხულიგ-
ნური გამოთქმა რომ ვიხმარო, აქედან უნდა ავითესოთ. ხულიგნე-
ბი განა „ათესვას“ არ ამბობენ? თუმცა შენისთანა ჯენტლმენსა და
ოჯახიშვილს ასეთი სიტყვები საიდან ეცოდინება! ჩემი ბინაც უნღა
დავცალო და ზაზასიც. ჩვენ გარეუბანში გადავსახლდებით, სადმე
კოხტა გარეუბანში, ბულონში ან სევრში, და რაც ჩემგან დარჩება და
საკმარიც დარჩება, ის ზაზასთან იქნება, ჰოდა, ალბათ ჯობია იმ და-
ნარჩენმა სხვა სახელი დაირქვას, მე მგონი, ლოგიკა მოითხოვს,
კრული დავირქვა, ამისთვის შენი ხელმოწერის სწავლა მომიწევს და
საამისოდ იქნებ მეყოს კიდეც ჩემი გაქნილობა. იქ, ვერსალში იქნე-
ბა თუ უფრო შორს. მე და ზაზა სასიყვარულო ბუდეს მოვიწყობთ,
ბედნიერსა და ონავრულს. ოღონდ, არმან, უფრო სწორად: cher
Louis,138 – მითხრა მან და თავისი პატარა თვალები, რაც შეეძლო,
დააჭყიტა, – ერთ კითხვაზე მიპასუხოთ კითხვაზე თუ შეგიძლია: რი-
თი უნდა ვიცხოვროთ?
მე ვუპასუხე, ჩვენ ეს საკითხი ხომ მაშინვე გადავჭერით, როგ-
ორც კი ვთქვი, მე ბანკში თორმეტი ათასი ფრანკი მიდევს და იმას

138
ძვირფასო ლუი (ფრანგ)

292
შენს საკრედიტო ბარათში გიცვლი-მეთქი.
მარკიზს გული აუჩუყდა და თვალზე ცრემლი მოადგა.
‒ აი, მესმის ჯენტლმენი! ‒ წამოიძახა მან. ‒ თავიდან ფეხებამდე
კეთილშობილი კაცი! შენ თუ არა გაქვს მინიმესა და რადიკულის მო-
კითხვის უფლება, აბა ვისღა ჰქონია? ჩემი მშობლები მათი სახელით
საპასუხო მოკითხვას შემოგითვლიან. მაშ ერთი ჭიქით კიდევ დავ-
ლიოთ იმ ჯენტლმენის სადღეგრძელო, ჩვენ ორივე რომ ვართ!
თეატრებში სპექტაკლების დამთავრებამდე დარჩენილი წყნარი
საათები ერთად გავატარეთ. მხოლოდ მაშინ წამოვდექით, როცა
სასტუმროს ბანი ამ თბილ ღამეს ნელ-ნელა ხელახლა ივსებოდა. ჩე-
მი პროტესტის მიუხედავად ორივე სადილისა და ოთხი ბოთლი ლა-
ფიტეს ფასი თვითონ გადაიხადა. სიხარულისა და ღვინისაგან აღ-
გზნებული იყო.
‒ ერთად, ყველაფერი ერთად გვიანგარიშეთ! ‒ უთხრა მან და-
ნახარჯის გასასწორებლად მოსულ ობერკელნერს. – ჩვენ ერთი და
იგივე პიროვნება ვართ. ჩვენი სახელი და გვარია არმან დე კრუ-
ლოსტა.
– ძალიან სასიამოვნოა, – მიუგო კელნერმა ყოვლისმომთმენი
ღიმილით, იგი, ბუნებრივია, მით უფრო იოლად იღიმებოდა, რაც უფ-
რო მეტი იყო მისი პირადი გასამრჯელო.
ვენოსტამ ფიაკრით მიმიყვანა ჩემს უბნამდე და იქ გადმომსვა.
გზაში დავთქვით შემდეგი შეხვედრა, როცა მე ჩემს ნაღდ ფულს გა-
დავცემდი ის კი თავის საკრედიტო ბარათსა და უკვე შეძენილ ბილე-
თებს მომცემდა ‒Bonne nuit, à tantôt, monsieur le Marquis139 ‒ მითხრა
მან სიმთვრალისგან აღგზნებული ხმით და გამომშვიდობების ნიშ-
ნად ხელი ჩამომართვა. ეს მიმართვა იმ დღეს პირველად გავიგონე
და სინამდვილისა და მოჩვენებითობის გათანაბრებამ, რასაც ცხოვ-
რება მიქადდა, იმ მოჩვენებითობაზე ფიქრმა, სინამდვილეს მთლი-
ანად რომ უნდა შერწყმოდა, სიხარულის ჟრჟოლა მომგვარა.

139
ღამე მშვიდობისა, ძვირფასო მარკიზო (ფრანგ)

293
მეხუთე თავი

ო, როგორ იცის ამ გონიერმა და გამჭრიახმა წუთისოფელმა ბავ-


შვობის ოცნებების აღსრულება, ანუ ბუნდოვანი კონტურებიდან მა-
თი ჩამოქნა-ჩამოყალიბება! ერთხანს კვლავ ჩემს ხელობას მივ-
სდევდი და გუნებაში ვფიქრობდი, განა ინკოგნიტოდ ყოფნის ხიბლი
და სიტკბოება ჩემს ბიჭობაში არ მიგემია, როცა ყველასგან დაფარუ-
ლად თავს პრინცად წარმოვიდგენდი-მეთქი? ის მხიარული და ტკბი-
ლი ბავშვური თამაში დღეს სინამდვილედ მექცა, იმ ზომამდე, რომ
გარკვეული ვადით იმას იქით არც მინდოდა გადამეხედა, სახელ-
დობრ, ერთი წლით, რომ იტყვიან, ჯიბეში მედო მარკგრაფობის და-
მადასტურებელი მოწმობა. ეს იგივე ნეტარება იყო, ოდესღაც გაღვი-
ძებისთანვე რომ მეუფლებოდა, ამ ნეტარებას ახლაც მთელი დღე
გულით დავატარებდი და მაშინდელივით ჩემ ირგვლივ მყოფნი, ანუ
მთელი სასტუმრო, სადაც მე ლურჯფრაკიან მსახურს გთამაშობდი,
ვერაფერს ხვდებოდა.
ჩემო გულშემატკივარო მკითხველო, მე ბედნიერი ვიყავი, საკუ-
თარ თვალში ავმაღლდი, თავი შემიყვარდა იმ ღირსების ამაღლე-
ბის გამო, რომელიც საკუთარ თავსაც გაყვარებს და სხვების სიყვა-
რულითაც გმსჭვალავს. ვინმე ბრიყვს ჩემნაირი თვითშეგნება ალ-
ბათ გონებას დაუბნელებდა, უფროსობისადმი უპატივცემულობისა
და კადნიერების გრძნობას გაუღვიძებდა, ხოლო მასზე დაბლა
მდგომთა მიმართ ქედმაღლობასა და უკადრისობას გამოაჩენინებ-
და, მე კი სასადილო დარბაზის სტუმრებთან კიდევ უფრო გულის-
მომგებ თავაზიანობას ვიჩენდი, მათთან დალაპარაკებისას უწინ
არასოდეს მქონია ასეთი ხავერდოვანი ხმა, ხოლო იმათ, ვისაც თა-
ვის ტოლად და სწორად მივაჩნდი, ანუ ჩემს კოლეგებსა და ზედა
სართულის საწოლი ოთახის ბინადართ, ისე ხალისიანად და გულ-
თბილად არასდროს მოვქცევივარ, როგორც იმ დღეებში ვექცეოდი,
ხოლო ის დღეები შესაძლოა შეფერადებულიც კი იყო ჩემი საიდუმ-
ლოებით და შებურვილიც იმ ღიმილით, რომელიც ამ საიდუმლოს
უფრო იცავდა, ვიდრე ამხელდა: საიდუმლოს ვუფრთხილდებოდი,

294
თუნდაც წმინდა კეთილგონიერების გამო, რადგან დასაწყისში მაი-
ნც სავსებით გულდაჯერებული ვერ ვიქნებოდი, რომ ამჟამად ჩემი
სახელის მატარებელი კაცი ჩვენი თათბირის მეორე დღესვე, ფხიზ-
ელ ჭკუა-გონებაზე მყოფი თავის საქციელს არ ინანებდა და პირობას
უკან არ წაიღებდა. მე საიმისო წინდახედულება მყოფნიდა, დღეს და
ხვალ ჩემს მარჩენელთათვის სამსახურზე უარი არ მეთქვა. ისე კი,
შემეძლო, არხეინად ვყოფილიყავი, ჯერ ერთი, ვენოსტა უზომოდ ბე-
დნიერი იყო, რომ ხსნის გზას, მართალია ჩემი წყალობით, მაგრამ
მაინცთვითონ რომ მიაგნო და მეორეც, ერთგულების საწინდრად,
ზაზას მაგნეტიზმიც გამომადგებოდა.
არც შევმცდარვარ. ჩვენი დიდი თათბირი 10 ივლისის საღამოს
შედგა, ხოლო შემდეგი, გადამწყვეტი შეხვედრა, წესით, ოცდაოთხა-
მდე აღარ უნდა შემდგარიყო, მაგრამ ჩვიდმეტში თუ თვრამეტში ის-
ევ შევხვდი ვენოსტას, როცა ერთ საღამოს თავის სატრფოსთან ერ-
თად ჩემს რესტორანში ისადილა. მკითხა, შენს სიტყვაზე მტკიცედ
დგახარ თუ არაო და ამით თავისი მზადყოფნაც დაადასტურა.
‒Nous persistons, n’est ce pas140‒წამჩურჩულა, როცა სუფრას
ვუწყობდი და მეც ასევე მტკიცედ და ჩუმად ვუპასუხე: ‒ C’est entendu141
სუფრას მოწიწებით ვემსახურებოდი, რაც უპირველეს ყოვლისა,
საკუთარი პატივისცემას უდრიდა და ზაზას, რომელიც თვალების ეშ-
მაკურ თამაშს არ იშლიდა, რამდენჯერმე “madame la Marquise” ვუ-
წოდე
ამის შემდეგ თავქარიანობად აღარ ჩამეთვლებოდა, მუსიე მახა-
ჩეკისათვის გამემხილა, რომ ოჯახური მდგომარეობა მაიძულებდა,
1 აგვისტოს „სენტ ჯეიმს ალბანიში“ სამსახური შემეწყვიტა. მახაჩეკ-
მა ქვა ააგდო და თავი შეუშვირა, რა აღარ მოიგონა, გასაფრთხილე-
ბელი ვადა გასულია, ისედაც ვერ შეგელევითო, ასე თუ გაიქეცი, სა-
მსახურში არავინ აგიყვანს, ამ თვის ხელფასს დაგიკავებო და ასე შე-
მდეგ, მაგრამ მხოლოდ იმას მიაღწია, რომ მე ვითომ უკან დავიხიე,

140
ჩვენი შეთანხმება ძალაში რჩება არა?
141
ეს საქმე გადაწყვეტილია (ფრანგ)

295
სინამდვილეში კი გადავწყვიტე, რომ სამსახური პირველ აგვისტომ-
დე, ანუ დაუყონებლივ მიმეტოვებინა. ეს მე მეჩვენებოდა, რომ ჩემი
ახალი და უფრო წარჩინებული ცხოვრების დაწყებამდე დრო საშინ-
ლად მიიზლაზნებოდა, თორემ სინამდვილეში სამოგზაურო სამზად-
ისისათვის, ანუ ჩემი წოდების შესაფერი აღჭურვილობის შესაძენად
ძალიან ცოტა დრო მქონდა დარჩენილი. ვიცოდი, რომ 15 აგვისტოს
ლისაბონიდან გადიოდა ჩემი გემი „კაპ არკონა“. წესით, იქ რვა დღ-
ით ადრე მაინც უნდა ჩავსულიყავი და აქედან შეგიძლიათ დაასკვნ-
ათ, დარჩენილი ვადა საჭირო სამზადისისა და საყიდლებისატვის
როგორ გამწვდებოდა.
შინ დამრჩენ მოგზაურს ამაზე ველაპარაკე, რუა დე პწი შანის ქუ-
ჩაზე, თავის კოხტა, სამოთახიან ბინაში მოვინახულე. იმ დროისათვ-
ის ანგარიში გაუქმებული მქონდა, ანუ ჩემი სახელით უკვე მას შეეძ-
ლო ესარგებლა და მეც კერძო ბინაში ვცხოვრობდი. სასტუმროდან
დილაადრიან, ჩუმად გამოვიპარე, თან პატივისცემის ნიშნად
დავტოვე ჩემი ლივრეა და გულდამშვიდებით ვთქვი უარი ერთი თვ-
ის ხელფასზე. თავს თითქმის ძალა დავატანე, როცა ვენოსტას ლაქ-
იამ კარი გამიღო და მე ჩემი გაცვეთილი, დიდი ხნის მობესრებული
სახელი და გვარი დავუსახელე. მხოლოდ იმის გაფიქრებამ მიშვე-
ლა, რომ ამ გვარ-სახელს უკანასკნელად წარმოვთქვამდი. ლუი ზა-
რზეიმით შემეგება და დაუხანებლად გადმომცა დიდმნიშვნელოვანი
საკრედიტო ბარათი. ეს იყო ორად გადაკეცილი ქაღალდი, ერთი ნა-
წილი საკრედიტო საბუთს წარმოადგენდა, ანუ ბანკის დასტურს იმა-
ზე, რომ მოგზაურს უფლება ეძლეოდა აქ აღნიშნული თანხის ფარგ-
ლებში ნებისმიერი თანხა გაეტანა, მეორე ნაწილში კი იმ ქალაქებ-
ის ბანკების ნუსხა იყო მოცემული, რომელთა მონახულებაც თანხის
მფლობელს ჰქონდა განზრახული. წიგნაკში, შიდა მხარეს, თანხაზე
უფლების მქონე პირის ხელმოწერის ნიმუში უნდა ყოფილიყო მოთა-
სებული, სადაც ლულუს უკვე დაესვა ჩემთვის უკვე ცნობილი ხელ-
მოწერა. პორტუგალიის დედაქალაქში გასამგზავრებელ ბილეთთ-
ან ერთად ამ კეთილ ბიჭს ჩემთვის სასიამოვნო გამოსათხოვარი სა-

296
ჩუქრებიც მოემზადებინა: ოქროს ბრტყელი, მონოგრამიანი, რემონ-
ტუარიანი საათი, თავის ნატიფი პლატინის ძეწკვითურთ და საღამოს
გამოსასვლელი შავი აბრეშუმის, ასევე ოქროს მონოგრამაამო-
ქარგული შატელაინი, მისახსოვრა ერთიც ისეთი ოქროს ძეწკვი, იმ
დროს სიამოვნებით რომ ატარებდნენ ‒ ჟილეტის ქვეშ დამაგრებუ-
ლი ძეწკვი შარვლის უკანა ჯიბემდე მიდიოდა და ზედ კვესი, ჯაყვა,
ფანქარი და ოქროსივე პაწია პორტსიგარი ეკიდა. ეს ყველაფერი
ხომ სასიხარულო იყო, მაგრამ გამომშვიდობების წამმა მართლაც
საზეიმო ელფერი შეიძინა, როცა მან თითზე თავისი საბეჭდავი გამი-
კეთა, რომლის ასლიც წინდახედულად შეეკვეთა. ეს იყო მალაქიტზე
ამოტვიფრული საგვარეულო გერბით დამშვენებული მსხვილი ოქ-
როს ბეჭედი. გერბზე გამოსახულ კარიბჭეს კი ორთავ მხარეს კოშ-
კები ამშვენებდა და დარაჯად გრიფები ეყენა. ამ საქციელით მან პან-
ტომიმურად გამიმეორა, „იყავ ჩემნაირიო“, და ამით მრავალი
მოგონება გამიღვიძა. ჩემი ბავშვური ფანტაზიისთვის ხომ უცხო არ
ყოფილა ტანსაცმლის გადაცმით მონიჭებული წოდებრივი ამაღლე-
ბანი, და ამის გახსენებაზე მღელვარება დამეუფლა. ლულუს კი ამ
დროს პატარ-პატარა თვალები ჩვეულებრივზე უფრო ეშმაკურად
უცინოდა და აშკარად ამხელდა, რომ მისთვის მთავარი იყო, არ გა-
მორჩენოდა ამ ოინის არც ერთი წვრილმანი და ეს, მთავარი მიზნის-
გან დამოუკიდებლად, უდიდეს სიამოვნებას ჰგვრიდა.
ჩვენ კიდევ ბევრ ასეთ წვრილმანზე ვიმსჯელეთ, სანამ ბენედიქ-
ტინის ლიქიორით სავსე სირჩებს ზედიზედ ვცლიდით და თან ჩინე-
ბულ ეგვიპტურ სიგარეტებს ვაბოლებდით. თავისი ხელწერის ამბავი
სულ აღარ ენაღვლებოდა, მაგრამ ჩემი წინადადება კი ძალიან მო-
ეწონა, მისი მშობლებისგან რამდენ წერილსაც მივიღებდი, მის მი-
სამართზე გადმომეგზავნა, რათა მისგან, თუნდაც დაგვიანებით მი-
მეღო ჩემგან ძნელად გასათვალისწინებელი ოჯახური და საზოგად-
ოებრივი ცხოვრების ამსახველი წვრილმანები და ჩემს პასუხებში
მისი განმარტებანი გამომეყენებინა. ვენოსტას ისიც მოაგონდა, რა-
კი მე ხატვას ვსწავლობ; შენც იშვიათად, მაგრამ მაინც მოგიწევს ამ

297
საქმეში ნიჭის გამოჩენაო, და ამას, mon d’un 142როგორღა მოახერხე-
ბო. შაგისთანების დარდი ნუ გექნება-მეთქი, ვუთხარი და სახატავი
ალბომი მოვატანინე. ალბომის სქელ ფურცლებზე რბილი ფანქრი-
თა და ცარცით ნახატი პეიზაჟები და ქალის უამრავი პორტრეტი აღ-
მოჩნდა, ქალის ფიგურებიდან ზოგი ნახევრად შიშველი იყო, ზოგი
მთლიანად შიშველი და აშკარად ჩანდა, მხატვარს მოდელად ზაზა
რომ ედგა თუ ეწვა ხოლმე. პორტრეტები, ჩემი აზრით,მეტისმეტად
თამამი მონახაზებით იყო შესრულებული და ორიგინალთან დიდი
თუ –არა ცოტა მსგავსება მაინც შეიმჩნეოდა. აი, პეიზაჟების ესკიზე-
ბი კი ისე გაედღაბნა, რომ ზედ ვერაფერს გაარჩევდით. ხაზები ჯერ
ისედაც მქრქალად გაევლო, მერე საშლელით ისე გაედღაბნა და ერ-
თმანეთში ისე გაურკვევლად აერ-დაერია, მართალი გითხრათ, ვერ
მივხვდი, ეს მხატვრული მეთოდი იყო თუ შარლატანური. სამაგიე-
როდ მტკიცედ ვირწმუნე: ამ ნადღაბნს ცრუ ერქვა თუ არა, სულერ-
თია, ასეთების ხატვა მეც არ გამიჭირდებოდა. იმწამსვე გამოვართვი
რბილი ფანქარი და ხშირი ხმარებისგან გაშავებული ქეჩის ქუდიანი
ღერო, რითაც იგი თავის ნახელავს ბუნდოვანების ხიბლს ანიჭებდა,
ცოტა ხანს სივრცეს გავუშტერე თვალი და საკმაოდ მოუხეშავად
დავხატე სოფლის ეკლესია, მის ირგვლივ ქარიშხლისაგან გაზნექი-
ლი ხეებიც და საშლელის დახმარებით ჩემი ბავშვური ნაჯღაბნი ხატ-
ვის პროცესშივე გენიალობის საბურველში გავახვიე. ლუი ჯერ თით-
ქოს შეცბა, ფურცელი რომ ვაჩვენე, მაგრამ თან გაუხარდა და გან-
მიცხადა, ეს სურათი დაუფიქრებლად შეიძლება გამოვფინოო.
მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ გულწრფელად შეწუხდა,
მე რომ დრო აღარ მრჩებოდა, ლონდონში ჩავსულიყავი და სახელ-
განთქმულ თერძთან, პოლთან, ვისთანაც თვითონ ხშირად იკერავ-
და ხოლმე ტანსაცმელს, შემეკერა კოსტიუმები, ფრაკი, სერთუკი
თავის წვრილზოლიანი შარვლითურთ, ღია და მუქი ლურჯი, გან-
სხვავებული ფერის შარვალ-პიჯაკები. ვენოსტას კიდევ უფრო აუჩ-

142
ეშმაკმა დალახვროს(ფრანგ)

298
უყდა გული, როცა შემატყო, რა კარგად ვიცოდი, ჩემი წოდების შე-
საფერი აღჭურვილობისათვის ტილოსი თუ აბრეშუმის რა პერანგე-
ბი, ნაირნაირი ფეხსაცმელი, რა შლაპები და ხელთათმანები მჭირ-
დებოდა. აქედან ბევრი რამ მოცლილობის ჟამს პარიზშივე მქონდა
შეძენილი, კოსტიუმების შეკვეთასაც მშვენივრად მოვასწრებდი,
მაგრამ თავი აღარ შევიწუხე იმ მშვენიერი მიზეზის გამო, რომ კარ-
გად შეკერილი მზა ტანსაცმელი ყველაზე მეძვირე თერძის შეკერი-
ლივით მადგა ხოლმე ტანზე.
ზოგი საჭირო ნივთის შეძენა, სახელდობრ, ტროპიკებში ჩასაც-
მელი ტანისამოსისა, ლისაბონისთვის გადავდე. ვენოსტამ საყიდ-
ლებისთვის კიდევ რამდენიმე ასეული ფრანკი დამიმატა იმ თანხი-
დან, რაც მისთვის სამოგზაურო აღჭურვილობის შესაძენად მშობ-
ლებს დაეტოვებინათ და ზედ ჩემი მიცემული კაპიტალიდან კიდევ
რამდენიმე ასეული ფრანკი დამისართა. მე პატიოსნად აღვუთქვი,
ეს ფული მოგზაურობაში დაგროვილი დანაზოგიდან დამებრუნები-
ნა. მომცა სახატავი ალბომი, ფანქრები და საშლელი, ჩვენს სახელ-
ზე გაკეთებული ერთი შეკვრა სადარბაზო ბარათები და კიდევ რამ–
დენიმე ცალი ბარათი თავისი ახალი მისამართით. გადამეხვია,
გულიანი ხარხარით ზურგზე მომიტყაპუნა ხელი, ახალი შთაბეჭდი-
ლებებით გახარება მისურვა და ასე გამისტუმრა შორი ქვეყნებისა-
კენ.
გავიდა ორ კვირაზე ცოტა მეტი, ჩემო კეთილმოსურნე მკითხვე-
ლო, და აი, უკვე შორეული ქვეყნებისკენ მივემგზავრებოდი, ფეხი
ფეხზე გადადებული არხეინად ვიჯექი ფანჯარასთან სამხრეთ-ჩრდი-
ლოეთის ექსპრესის პირველი კლასის, სარკეებით მორთულ, ნაც-
რისფერპლუშგამოკრულ ერთადგილიან კუპეში, მკლავით რბილი
სავარძლის ასაკეც სახელურს ვეყრდნობოდი, თავი რბილ საზურგე-
ხე გადაკრულ, მაქმანიან შალითაზე მედო, მეცვა კარგად გაუთოე-
ბული, ინგლისური ფლანელის კოსტიუმი, ლაქის ფეხსაცმელზე მიხ-
დებოდა ღია ფერის გამაშები, მაგრად გატენილი დიდი ჩემოდანი
ჩავაბარე, ხელბარგი კი, ანუ ხბოსა და ნიანგის ტყავის ჩემოდნები,
დამშვენებული მარკიზ დე ვენოსტას მონოგრამითა და ცხრაქიმიანი

299
გვირგვინით, თავზემოთ, ბადეზე მედო.
გული არაგითარი საქმიანობისკენ არ მიმიწევდა, კითხვაც კი მე-
ზარებოდა. იმაზე მეტი გასართობი რაღა უნდა მომენდომებინა, სა-
დაც ვიჯექი და ვინც ვიყავი? ამის გაფიქრებაზე ნაზად და სასოებით
მითრთოდა გული, მაგრამ შემცდარია ის, ვინც დაიჯერებს, თითქოს
ჩემი სასოება მხოლოდ და მხოლოდ, ან თუნდაც უპირატესად, ამით
ყოფილიყოს ნასაზრდოები, ახლა რომ ასე დიდი კაცი ვიყავი. არა,
ჩემი გაცვეთილი ”მეს" შეცვლა და განახლება, ძველი გარსის მო-
ცილება და ახლით შემოსვა – აი, რა მავსებდა პირთამდე და რა
მაბედნიერებდა. ოღონდ იმან კი დამაფიქრა, რომ ყოფიერების შეც-
ვლას საამურ გამოცღილებასთან ერთად, ჩემი შინაგანი სამყაროს
გაფერმკრთალებაც მოჰყვა, იმდენად დიდი გაფერმკრთალება;
რომ ყველა მოგონება, რაც კი ჩემს მობეზრებულ ყოფას ეკუთვნო-
და, გულიდან გამიხდა გამოსაძევებელი. რაკი აქ ვიჯექი, მათზე აღა-
რც მქონდა არავითარი უფლება და ეს, ცხადია, დანაკლისად ვერ ჩა-
ითვლებოდა. ჩემი მოგონებანი! მათი დანაკლისი რა ბედენაა, მაგ-
რამ არც ის იყო იოლი, სხვა, ახლად შეძენილი მოგონებები მათ ად-
გილზე ზუსტად დამემკვიდრებინა. მეხსიერების შესუსტების უცნაუ-
რი შეგრძნება, უფრო სწორად, მეხსიერების დაცარიელების შეგ-
რძნება შემომეპარა ჩემს მდიდრულ სოროში და მივხვდი, რომ არა-
ფერი ვიცოდი საკუთარ თავზე, ვიცოდი მხოლოდ ის, რომ ბავშვობა
ლუქსემბურგის საგვარეულო ციხე-დარბაზში მქონდა გატარებული,
ხოლო ჩემს ახლ წარსულს სიზუსტეს ორად-ორი სახელი ‒რადი-
კული და მინიმე ანიჭებდა. დიახ, როგორც კი მოვინდომებდი წარ-
მომედგინა იმ ციხე-დარბაზის თუნდაც გარეგნული იერი, რომლის
კედლებშუაც მე გავიზარდე, ჩემდა უნებურად თვალწინ ინგლისურ
ფაიფურის თეფშებზე გამოსახული ციხე-დარბაზები დამიდგებოდა,
რომელთაც ოდესღაც, ჩემს მდაბალ ყოფაში, საჭმლის ნარჩენების-
გან ვწმენდდი, და კარგად ვგრძნობდი, რომ ასეთი მდარე მოგონებ-
ების ჩართვა ჩემს ახალ მოგონებათა სამყაროში ნამდვილად არ მე-
კადრებოდა.
აი, ასეთი აზრები თუ დაკვირვებანი უტრიალებდა თავში მატარე-

300
ბლის რიტმულ რბოლას აყოლილ მეოცნებეს და ვერ ვიტყვი, გული
დარდით ევსებოდა-მეთქი. პირიქით, მეჩვენებოდა, რომ ის შინაგა-
ნი სიცარიელე, ჩემი ბუნდოვანი, სინამდვილესთან მიახლოებული
მოგონებანი, თავისი მელანქოლიური არსით მშვენივრად ეხამებო-
და ჩემს კეთილშობილ წარმომავლობას და მეც სიამოვნებით ვანე-
ბებდი მათ ჩემი მზერისთვის მეოცნებე, ოდნავ ნაღვლიანი, კეთილ-
შობილური დაბნეულობის გამომხატველი ელფერი მოენიჭებინათ.
მატარებელი ექვს საათზე გამოვიდა პარიზიდან. ბინდი ჩამოწვა.
შუქი აინთო და ჩემი ბუდე კიდევ უფრო მოხდენილი მეჩვენა. კონ-
დუქტორმა, უკვე ხანდაზმულმა კაცმა, შემოსვლის ნებართვა მორი-
დებული კაკუნით ითხოვა, სალმის ნიშნად ხელი ქუდთან მიიტანა და
ასევე პატივისცემის გამომხატველი ჟესტით დამიბრუნა უკან ჩემი
ბილეთი. ამ ჭარმაგ კაცს სახეზე ეწერა ლოიალობა და მგზავრის და-
საცავად მზადყოფნა, მას ხომ მატარებლის ჩამოვლისას საზოგა-
დოების ყოველ ფენასთან უხდებოდა სამსახურებრივი ურთიერთო-
ბა, მათ შორის საეჭვო ელემენტებთანაც და ამ წუთში აშკარად ეტ-
ყობოდა კმაყოფილება, ჩემი სახით სულიერად განმწმენდ, აღ-
ზრდილობისა და არისტოკრატობის უმაღლეს გამოხატულებას რომ
ესალმებოდა. ამჯერად, მართლა შეეძლო გულდამშვიდებული ყო-
ფილიყო, რომ მისი მგზავრის მომავალი გზა მატარებლიდან ჩას-
ვლის შემდეგაც უხიფათოდ გაგრძელდებოდა. ჩემი მხრივ მეც აღარ
დამიწყია მისი ოჯახური ამბების გამოკითხვა, ზემოდან მხოლოდ კე-
თილმოსურნე ღიმილით გადმოვხედე და თავი მძიმედ დავუქნიე,
რამაც კიდევ უფრო განუმტკიცა ამ წესისა და რიგის ერთგულ კაცს
საბრძოლო მზადყოფნა.
კარზე იმ კაცმაც ფრთხილად მომიკაკუნა, ვაგონ-რესტორანის
ტალონებს რომ არიგებდა. მე ერთი ტალონი გამოვართვი და, რო-
ცა, ცოტა ხნის შემდეგ, გარეთ სადილის მაუწყებელი გონგი ხმა გაი-
სმა, გამოსაცოცხლებლად კოხტა ნესესერი გადმოვიღე, სარკის წი·ნ
ჰალსტუხი შევისწორე და ვაგონის გავლით ვაგონ-რესტორანს მივა-
შურე, რომლის კორექტულმა უფროსმა თავაზიანად მიმაცილა ჩემს
ადგილამდე და სკამი გამომიწია.

301
პატარა მაგიდასთან უკვე იჯდა და მიირთმევდა ერთი ხანდაზმუ-
ლი, კოხტა ტანის, ოდნავ ძველმოდურად ჩაცმული (თვალში მომ-
ხვდა მისი გახამებული, დამდგარი საყელო), ჭაღარაწვერიანი კაცი.
მე თავაზიანად მივესალმე და მან თავისი ვარსკლავთვალები შემო-
მანათა. ვერაფრით აგიხსნით, რა იყო მის თვალებში მაინცდამაინც
ვარსკლავისებური. იქნებ ის, რომ თვალის გუგები ზედმიწევნით ნა-
თელი, ალერსიანი და შუქიანი ჰქონდა? ცხადია, ასეც იყო, მაგრამ
განა მხოლოდ ამიტომ ეთქმოდა ვარსკვლავთვალება?
ვარსკლავივით მოციმციმე გუგები შეიძლება ბევრს ჰქონდეს და
ეს ლამის ფიზიკური ნიშანი იყოს თვალისა, მაგრამ სიტყვას „ვარ-
სკლავთვალება“ მაინც სხვა ნიუანსი გააჩნია, მას მაშინვე არ მოუცი-
ლებია ჩემთვის მზერა, მიყურა, როგორ ვჯდებოდი, თან ჩემთვის
თვალი თვალში ჰქონდა გაყრილი და თუკი თავიდან მზერაში მხო-
ლოდ ალერსიანი სერიოზულობა ეტყობოდა, სულ მალე მოწონების
თუ წათამამების მაუწყებელი ღიმილი გამოუკრთა, რაც მყისვე წვე-
რებში ჩამალულ ბაგეზეც გამოეხატა, და სალამზე მაშინ მიპასუხა,
როცა მე უკვე ვიჯექი და ხელში მენიუ მეჭირა. ისე გამოვიდა, თით-
ქოს მე დამვიწყნოდეს თავაზიანობის გამოჩენა და ვარსკვლავთვა-
ლებას ჭკუის სასწავლებელი მაგალითი მოეცეს ჩემთვის. უნებურად
კვლავ გავიმეორე „საღამო მშვიდობისა, ბატონო“-მეთქი, მაგრამ
მან სამაგიეროდ სხვა სიტყვები მომაგება:
‒ მადიანად მიირთვით, ბატონო ჩემო, – მითხრა მან და დასძინა:
თუმცა თქვენისთანა ახალგაზრდა კაცი მადას არც უნდა უჩიოდეს.
ჩემთვის გავიფიქრე, ეს ვარსკვლავთვალება კაცი თავის თავს
უცნაური სითამამის უფლებას აძლევს-მეთქი, მაგრამ მაინც ღიმი-
ლით დავუკარი თავი. თუმცა ამასობაში უკვე მომართვეს ზეთში ჩაწ-
ყობილი სარდინები ბოსტნეულის სალათითა და ნიახურითურთ და
ყურადღება იქით გადავიტანე.
მწყუროდა და ერთი ბოთლი ლუდიც შევუკვეთე. ჭაღარაწვერი-
ანს არ მორიდებია, იქნება არამკითხეობის გამო მისაყვედურონო,
და ეს განზრახვაც ენაწყლიანად მომიწონა.
– ჭკვიანურად იქცევით, – ჭკვიანურად იქცევით, ვახშამზე მაგარ

302
ლუდს რომ აყოლებთ. ლუდი აწყნარებს ადამიანს და ძილს ჰგვრის,
აი, ღვინო კი აღაგზნებს და ძილს უფრთხობს, ცხადია, თუ მაგრად არ
გამოთვერი.
– რასაც, სხვათა შორის, ვერ ვეგუები, – მივუგე მე.
– ასეც ვიფიქრე, თუმცა ხელს არაფერი გვიშლის, ღამის ძილი
ჩვენივე ნებით გავიხანგრძლივოთ. ლისაბონში დილამდე მაინც ვერ
ჩავალთ. თუ თქვენ უფრო ახლოს მიბრძანდებით?
– არა, ლისაბონში მივდივარ. წინ დიდი გზა მიდევს.
– ალბათ ყველაზე დიდი, რაც აქამდე გქონიათ, არა?
– ეს გზა არაფერია იმასთან, რაც წინ მიდევს, – მივუგე მე და
ამით პირდაპირ პასუხს თავი ავარიდე.
‒ რას ბრძანებთ! ‒ წამოიძახა მან, თავი ხუმრობით გადააქნია
და ასევე სუმრობით შეხარა წარბები. – თქვენ მიზნად დაგისახავთ
ჩვენი ვარსკვლავისა და მის ახლანდელ ბინადართა სერიოზული ინ-
სპექცია.
დედამიწა რომ „ვარსკვლავად“ მოიხსენია, ეს მისი თვალების
შემხედვარეს უცნაურად მენიშნა. ასევე აღმიძრა სიტყვა „ახლან-
დელმა“, მან რომ ბინადართა მიმართ იხმარა, დროისა და სივრცის
უკიდეგანობის შეგრძნება. ამასთან იგი ისეთი კილოთი და გრიმასე-
ბით მელაპარაკებოდა, როგორც უფროსები ელაპარაკებიან ბავშვს,
თუნდაც გონიერს, მაგრამ მაინც ბავშვს, ალერსიანად, მაგრამ გამა-
ღიზიანებელი ტონით. ვიცოდი, რომ ჩემს ასაკთან შედარებით კიდევ
უფრო ახალგაზრდულად გამოვიყურებოდი და წყენა არ შემიმჩნე-
ვია.
მან სუპზე უარი განაცხადა, ამიტომ ახლა უსაქმოდ იჯდა ჩემ წინ,
მხოლოდ ვიშის თუ დაისხამდა და იმასაც მეტისმეტად ფრთხილად,
რადგან ვაგონი ძალიან ირწეოდა. მე ერთი კი მოვწყვიტე საჭმელს
თვალი და ოდნავ გაოცებით ავხედე, მაგრამ, ეტყობა, საუბრის გაწყ-
ვეტა არ უნდოდა და ისევ წამოიწყო.
– მოკლედ, რა დიდი გზაც არ უნდა გედოთ წინ, მის დასაწყისს
იოლად მაინც ნუ მოეკიდებით, მხოლოდ იმიტომ, რომ ეს დასაწყი-
სია. თქვენ ძალიან საინტერესო ქვეყანაში ჩადიხართ, ისეთი დიდი

303
წარსულის მქონე ქვეყანაში, რომელსაც ყოველი მოგზაური უნდა
უმადლოდეს, ადრეულ საუკუნეებში ამდენი გზა პირველმა რომ გაკ-
ვალა. ლისაბონი, სადაც იმედია, მხოლოდ მიხედვ-მოხედვით არ
დაკმაყოფილდბით, ოდესღაც, ახალი ქვეყნების აღმომჩენი მოგზაუ-
რობების წყალობით, მსოფლიოს უმდიდრესი ქალაქი იყო. რა და-
სანანია, რომ ხუთი საუკუნით ადრე არ მოგიხდათ იქ ჩასვლა, მაშინ
შეისუნთქავდით ოკეანის გაღმიდან შემოტანილი სანელებლების
სურნელს და იმასაც იხილავდით, ოქროს როგორ ხვეტავდნენ პორ-
ტუგალიელები. ვაი რომ, ისტორიამ შეკვეცა მისი მშვენიერი სამ-
ფლობელოები, მაგრამ თქვენ ნახავთ, მაინც რა მომხიბლაობა შე-
მორჩა ქვეყანასაც და მის ხალხსაც.
ხალხს იმიტომ გიხსენებთ, რომ ყოველ მოგზაურობას თან ახ-
ლავს მანამდე უცნობი ადამიანური თვისებების შეცნობის ჟინი, ხო-
ლო ამ ჟინზე არანაკლებია ცნობისმოყვარეობა, უცხო თვალებში ჩა-
ხედვის, უცხო სახეების განჭვრეტის სურვილი, თვალს უხარია უცხო
აღნაგობისა და მიხრა-მოხრის ცქერა. თქვენ როგორღა ფიქრობთ,
განა ასე არ არის?
მე რა უნდა მეფიქრა? ნამდვილად მართალი ბრძანდებით, მოგ-
ზაურობის სურვილს ნაწილობრი ცნობისმოყვარეობასა და „ახლის
შეცნობის ჟინს“ რომ უტოლებთ-მეთქი, მივუგე მე.
– ამგვარად, – განაგრძო მან, ‒ იმ ქვეყანაში, საითაც თქვენ მი-
ემართებით, თავისი სიჭრელით ფრიად საინტერესო რასათა ნაზავს
შეხვდებით. ცხადია, გეცოდინებათ, რომ ჯერ კიდევ მისი უძველესი
მოსახლეობა, ანუ იბერები იყვნენ შერეული კელტებთან, მაგრამ
ორი ათასი წლის განმავლობაში ფინიკიელები, კართაგენელები,
რომაელები, ვანდალები, სვევები და ვესტგოთები, განსაკუთრებით
კი არაბები და მავრნი გაისარჯნენ იმ ტიპის შესაქმნელად, რომელ-
საც თქვენ-ნახავთ, ოღონდ ნურც ზანგების სისხლის მომხიბლავ ნაკ-
ადს დაივიწყებთ იმ შავკანიანი მონებისას, იმ დროს რომ შემოვიდა
ჩვენში, როცა პორტუგალიელები მთელი აფრიკული სანაპიროს ბა-
ტონ-პატრონნი გახლდნენ. ამიტომ ნუ გაგიკვირდებათ თავისებური
თმის, თავისებური ტუჩებისა და თავისებური, მელანქოლიური, ცხო-

304
ველური მზერის დანახვა. თუმცა იმაშიც დარწმუნდებით, მავრიტა-
ნულ-ბერბერული რასის ელემენტი მაინც რომ ჯაბნის სხვას და ეს
არაბთა ხანგრძლივი ბატონობის შედეგია. საბოლოოდ კი მივიღეთ
არცთუ ძალიან ღონიერი, მაგრამ ნამდვილად სიმპატიური ტიპი:
მუქთმიანი, ოდნავ პირყვითელი, საკმაოდ ნატიფი აღნაგობის, ჭკვი-
ანურთვალებიანი...
– გულწრფელად მიხარია, – ვუთხარი მე და დავსძინე: – ნება მი-
ბოძეთ გკითხოთ, ბატონო, თქვენ თვითონ პორტუგალიელი ბრძან-
ღებით? ·
‒ არა, ს·ულაც არა, ‒ მომიგო მან, ‒ მაგრამ დიდი ხანია იქ დავ-
მკვიდრდი. რამდენიმე დღით ვიყავი პარიზში, სამსახურებრივ საქ-
მეებზე. ჰო, რა მინდოდა მეთქვა: არაბულ-მავრიტანულ ელფერს ქა-
ლაქის არქიტექტურაშიც ბევრგან შეამჩნევთ. რაც შეეხება ლისა-
ბონს, წინასწარ უნდა შეგამზადოთ, რომ ისტორიული ნაგებობების
სიმცირემ არ შეგაცბუნოთ. ქალაქი მიწისძვრების ეპიცენტრში მდე-
ბარეობს და მარტო წინა საუკუნეში მომხდარმა დიდმა მიწისძვრამ
მისი ორი მესამედი აქცია ნაცარტუტად, თუმცა იგი კვლავ აღორძინ-
და და დღეს ისეთი კოხტა ქალაქია, რომ არც კი ვიცი, რომელ
ღირსშესანიშნაობაზე გაგამახვილებინოთ ყურადღება. ისე კი, პირ
ველად მაინც ჩვენს ბოტანიკურ ბაღს უნდა ეწვიოთ, დასავლეთის
ბორცვებზე რომაა გაშენებული. მას მთელ ევროპაში ბადალი არა
ჰყავს და ეს კლიმატის წყალობაა, იქ ერთნაირად კარგად ხარობს
ტროპიკული ფლორაც და შუა სარტყლის მცენარეებიც: ბაღი არაუ-
კარიებით, ბამბუკით, პაპირუსის ხეებით, იუკათი და ნაირ-ნაირი ჯი-
შის პალმებითაა გამოჭედილი, მაგრამ საკუთარი თვალით ისეთ
მცენარეებსაც იხილავთ, ჩვენი პლანეტის ახლანდელ ვეგეტაციას
რომ არ მიეკუთვნებიან, მაგალითად, ადრეული ხანის ხე-გვიმრას.
იცოდეთ, ჩასვლისთანავე წადით და იხილეთ განახშირების ხანის
ხე-გვიმრები! ეს უკვე ხანმოკლე კულტურის ისტორია აღარაა, ეს
დედამიწის ბებერი ისტორია გახლავთ.
მის სიტყვებზე ხელახლა დამეუფლა დროისა და სივრცის უკიდე-
განობის შეგრძნება.

305
‒ ამ შემთხვევას ნამდვილად არ გავუშვებ ხელიდან, – აღვუთქვი
მე.
‒ ოღონდ მაპატიეთ, ჩემი ლაპარაკით თითქოს დირექტივებს
რომ გაძლევთ და თქვენი ყოველი ნაბიჯის წარმართვას ვცდილობ·
‒ მობოდიშება სცადა მან. – იცით, რას მაგონებთ?
– ნუ გერიდებათ, მითხარით, – ღიმილით მივუგე მე.
‒ ზღვის შროშანს.
– ეგ ჩემთვის დიდი პატივია.
‒ ალბათ იმიტომ, რომ ზღვის შროშანი ყვავილის სახელი გგო-
ნიათ. სინამდვილეში ზღვის შროშანი ყვავილი არ არის, ესაა ზღვის
სიღრმეში უძრავად მცხოვრები ცხოველი, ეკუთვნის ზღარბისნაირ-
თა ოჯახს, ოღონდ მისი უძველესი ნაირსახეობის წარმომადგენე-
ლია. ბევრი ასეთი ნამარხი ცხოველი ვიცით. ერთ ადგილზე მიმაგ-
რებულ ცხოველებს, ჩვეულებრივ, ყვავილისებური მოყვანილობა
აქვთ, უფრო სწორად, მათ ვარსკვლავისებურად ან ყვავილისებუ-
რად მომრგვალებული, სიმეტრიული ფორმა აქვთ ხოლმე. დღევან-
დელი ზღვის ვარსკვლავა, უწინდელი ზღვის შროშანის შთამომავა-
ლი, ზღვის ფსკერზე ცხოვრობს და მხოლოდ ახალგაზრდობაშია თა-
ვის ყლორტზე მიმაგრებული. შემდეგ თავს აიშვებს, ემანსიპირდება
და ნაპირებთან თამამად დაცურავს ღა დაბობღავს. მომიტევეთ ეს
შედარება, მაგრამ თქვენც თანამედროვე ზღვის შროშანივით მოს-
წყვეტიხართ თქვენს ღეროს და საინსპექციო მოგზაურობა წამოგიწ-
ყიათ. ამ დროს კაცი თავს ვერ იკავებს და ახალბედა მოგზაურს ჭკუ-
ას არიგებს ხოლმე... კარგი, ამას მოვეშვათ, ჩემი გვარია კუკუკი.
ერთი წუთით ისიც ვიფიქრე, მთლად დალაგებული ვერ უნდა
იყოს-მეთქი, მაგრამ მივხვდი, ჩემზე უფროსი კაცი პირველი თვი-
თონ რომ გამეცნო და მეც დავეშურე, მისთვის თავი. წარმედგინა. ის
იყო, მარცხენა მხრიდან თევზი მომართვეს, ამიტომ თავი ოდნავ მა-
რცხნისკენ გვერდშექცეულმა დავუკარი და მოვახსენე:
– ვენოსტა.
– მარკიზი ვენოსტა? – ჩამეკითხა იგი და ოდნავ აზიდა წარბები.
‒ დიახ. – ვუპასუხე მე, მაგრამ ისე უგემურად, თითქოს ვეუბნებ-

306
ოდი, ამის გარკვევა თქვენთვის მომინდვია-მეთქი.
– თუ არ ვცდები, ლუქსემბურგულ შტოს უნდა ეკუთვნოდეთ.
მაქვს პატივი, თქვენს ერთ რომაელ დეიდას ვიცნობდე, კონტესა პა-
ოლინა ცენტურიონს, რომელიც ვენოსტას გვარისაა, ოღონდ იტა-
ლიური წარმოშობისა. მათი შტო ვენელ ჩეშენისებსა და გალანთა-
ელ ესტერჰაზებს ენათესავება: მოგეხსენებათ, ბიძაშვილები და გა-
რებიძაშვილები ყველგან გყავთ. ბატონო მარკიზო, საქმეში ასე
რომ ვარ ჩახედული, არ გაგიკვირდეთ. პალეონტოლოგია და გენეა-
ლოგია ჩემი საყვარელი საგნებია, უფრო სწორად, ეს ჩემი პროფე-
სია გახლავთ. მიცნობდეთ: პროფესორი კუკუკი, პალეონტოლოგი,
ლისაბონის ბუნების ისტორიის მუზეუმის დირექტორი. ეს მუზეუმი
ჩემი დაარსებულია და ჯერ კიდევ ფართოდ არ არის ცნობილი.
მან საფულედან თავისი სადარბაზო ბარათი ამოიღო და მომაწო-
და, მეც ასევე მოვიქეცი და ჩემი, ანუ ლულუს სადარბაზო ბარათი მი-
ვეცი. პროფესორის ბარათზე ამოვიკითხე სახელები: ანტონიო ხო-
ზე. წოდება და სამსახურისა და სახლის მისამართები. რაც შეეხება
პალეონტოლოგიას, მისმა ნაამბობმა ადრევე მიმანიშნა, ამ საგან-
თან დაახლოებული რომ ბრძანდებოდა.
ბარათების კითხვისას სახეზე ორივეს პატივისცემა და სიამოვნე-
ბა გვეხატებოდა. შემდეგ ბარათები ორივემ ჯიბეში ჩავიდეთ და ერ-
თმანეთს მადლობის ნიშნად თავი დავუკარით.
‒ უნდა მოგახსენოთ, ბატონო პროფესორო, რომ მაგიდის შერ-
ჩევაში ბედი მქონია, ‒ ზრდილობიანად დავძინე მე.
– ჩემი მხრივ მეც ასე ვფიქრობ, ‒ მომიგო მან.
აქამდე ფრანგულად ვსაუბრობდით, მერე კი მან მკითხა:
– მე ვფიქრობ, თქვენ გერმანულიც უნდა იცოდეთ, მარკიზო ვე-
ნოსტა? ქალბატონი დედათქვენი, რამდენადაც ვიცი, გოთადანაა.
სხვათა შორის, გოთა ჩემი სამშობლოა, მისი გვარი, თუ არ ვცდები,
ბარონესა პლეტენბერგია, არა? ხომ ხედავთ, თქვენს გენეალოგია-
ში რა კარგად ვერკვევი. მაშასადამე, ჩვენ შეგვიძლია...
იმის თქმა როგორ დაავიწყდა ლუის, დედამისი რომ პლეტენ-
ბერგი იყო! მე ეს სიახლე სწრაფად ავითვისე და სასწრაფოდ გამო-

307
ვიყენე ჩემი მეხსიერების გასამდიდრებლად.
– სიამოვნებით, ‒ მივუგე მე და მისი სურვილისამებრ გერმა-
ნულზე გადავედი. ‒ ღმერთო ჩემო, რაც მე ბავშვობაში მიტიტინია
გერმანულად და არა მარტო დედაჩემთან, არამედ ჩვენს მეეტლე
კლოსმანთანაც!
‒ მე კი, – შემაწყვეტინა კუკუკმა, – ჩემს მშობლიურ ენას გადა-
ვეჩვიე და შემთხვევას არ ვუშვებ ხელიდან, რომ კვლავ მის წიაღში
გადავეშვა ხოლმე. მე ახლა ორმოცდაჩვიდმეტი წლისა ვარ, ოცდა-
ხუთი წელია უკვე რაც პორტუგალიაში ჩამოვედი. ცოლად იქაური
ქალი შევირთე, გვარად და კრუცი.
რაკი გვარებზე და წარმომავლობაზე ჩამოვაგდეთ ლაპარაკი,
მოგახსენებთ, რომ იგი წმინდა სისხლის პორტუგალიელია, ხოლო
პორტუგალიელები, თუ მაინცდამაინც უცხო ენაზე უნდა ილაპარა-
კონ, გერმანულს ფრანგულს ამჯობინებენ. ჩვენს ქალიშვილს, მარ-
თალია, ნაზად ვუყვარვარ, მაგრამ იმდენი ხათრი ვერ გამიწია, რომ
ჩემი ენა შეეთვისებინა და ამიტომ პორტუგალიურთან ერთად ისიც
ფრანგულად ლაპარაკობს. მშვენიერი ქალიშვილი კი გვყავს. ზუზუს
ვეძახით.
‒ ზაზას არა?
– არა, ზუზუს. ეს სახელი სუზანადან მოდის. ზაზა საიდანღა მო-
დის?
– მართალი გითხრათ, ვერ გეტყვით, ამ სახელს შემთხვევით ხე-
ლოვანთა წრეში წავაწყდი.
– თქვენ ხელოვანთა წრეში ტრიალებთ?
– სხვა წრეებთან ერთად. ცხადია, მე თვითონ ხელოვანი მეთ-
ქმის. მხატვარი გახლავართ, გრაფიკოსი. ვსწავლობ პროფესორ ეს-
ტომპართან, არისტოდე ესტომპართან, ნატიფ ხელოვნებათა აკადე-
მიაში.
– ო, სხვა სიკეთესთან ერთად ხელოვანიც ყოფილხართ. ძალიან
სასიხარულოა.
– თქვენ, ბატონო პროფესორო? თქვენ პარიზში ალბათ მუზეუმის
საქმეებზე ბრძანდებოდით, არა?

308
– სწორად გამოიცანით. ჩემი მოგზაურობის მიზანი გახლდათ პა-
ლეოზოოლოგიურ ინსტიტუტში მეშოვა ჩვენთვის მნიშვნელოვანი
ფრაგმენტები დიდი ხნის გადაშენებ·ული ტაპირისებრთა ჩონჩხისა:
თავის ქალა, ნეკნები, და ბეჭის ძვალი. სხვათა შორის, ტაპირისგა-
ნაა წარმოშობილი, განვითარების მრავალი საფეხურის გავლით,
ჩვენი ცხენი.
– როგორ, ცხენი მართლა ტაპირისგანაა წარმოშობილი?
– დიახ, ტაპირისა და მარტორქისაგან. თქვენს ბედაურს, ბატონო
მარკიზო, ნაირ-ნაირი საფეხურები აქვს გავლილი. ერთ დროს, უკვე
ცხენის სახით, იგი ლილიპუტის ზომისა იყო. ო, ჩვენ ბევრი მეცნიე-
რული სახელი გვაქვს ცხენის განვითარების ადრეული და წინარე
საფეხურების აღსანიშნავად, რომლებიც სიტყვა „hippos“ – ცხენიდან
მომდინარეობენ, დაწყებული ,,eohippos“-ით, რადგან მამამთავარი
ტაპირი სწორედ ეოცენის ეპოქაში ცხოვრობდა.
– ეოცენში. სიტყვას გაძლევთ, პროფესორო კუკუკ, რომ ამ სიტ-
ყვას დავიმახსოვრებ. როდიდან დაიწყო ეოცენი?
– ახლახან. ეოცენი დედამიწის ახალი ერაა, ასე, ასი ათასი წლი-
სა, ეს ის ეპოქაა, როცა პირველად გამოჩნდნენ ჩლიქოსნები. სხვა-
თა შორის, ხელოვანი კაცისთვის ინტერესმოკლებული არ იქნება,
რომ ჩვენ გვყავს სპეციალისტები, თავისი საქმის ოსტატები, რომ-
ლებსაც შეუძლიათ ჩონჩხის ნაწილებიდან ზედმიწევნით ზუსტად
აღადგინონ ნებისმიერი გადაშენებული ცხოველი. ასევე შეუძლიათ
აღადგინონ უძველესი ადამიანიც!
‒ ადამიანიც!
– დიახ, ადამიანიც.
– ეოცენის ეპოქის ადამიანის აღდგენაც შეუძლიათ?
– არა, ეგ ცოტა სამძიმო საქმეა. ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ადა-
მიანის გაჩენის საკითხი წყვდიაღშია დანთქმული. მისი ჩამოყალი-
ბება რომ გვიანდელი ამბავია და ეს პროცესი მხოლოდ ძუძუმწო-
ვართა განვითარების ჩარჩოში უნდა მოქცეულიყო, მეცნიერულად
დღესავით ნათელია, რა სახითაც ჩვენ ადამიანს ვიცნობთ, ის გაცი-
ლებით გვიანდელი მოვლენაა და ბიბლიური გენეზისი მართალია,

309
მას რომ შესაქმეს მწვერვალად მოიხსენიებს. ოღონდ ბიბლია ამ
პროცესს ერთობ მოურიდებლად ამოკლებს. ორგანული სიცოცხლე
დედამიწაზე დაახლოებით ხუთასორმოცდაათი მილიონი წლისაა,
მაგრამ ადამიანის გაჩენამდე მაინც კარგა ხანი უნდა გასულიყო.
– ხომ ხედავთ, როგორ გამაოგნა თქვენმა მონათხრობმა, ბატო-
ნო პროფესორო.
მართლაც ასე იყო, მისმა ლაპარაკმა თავიდანვე გამაოგნა და
გაოგნება უფრო და უფრო მატულობდა. ისე დაძაბული და გულან-
თებული ვუსმენდი, რომ ჭამა ლამის დამავიწყდა. რაღაც კერძებს
მთავაზობდნენ, მეც თეფშზე ვიღებდი, ლუკმასაც ვიდებდი პირში,
მაგრამ მერე ყბა მიჩერდებოდა, ყურთასმენად ქცეულს ხელში დანა-
ჩანგალი მიშეშდებოდა და პროფესორს სახეში, ანუ „ვარსკვლავ-
თვალებში“ შევჩერებოდი. არა, ყურადღება რა სახსენებელია იმას-
თან, რა ძალითაც ჩემი სული მის ნათქვამს ისრუტავდა, მაგრამ უა-
მისოდ, იმ დაძაბული ინტერესის გარეშე რომ მესმინა, განა შევ-
ძლებდი დღეს, ამდენი წლის შემდეგ, სუფრასთან მოსმენილი საუბ-
რის შინაარსი, ანუ მისი მთავარი პუნქტები მაინც, თითქმის სიტყვა-
სიტყვით, არა, თითქმის კი არა, მართლა სიტყვა- სიტყვით გადმომე-
ცა? მან რომ თქვა, ცნობისმოყვარეობა ახლის შეცნობის ჟინი მოგ-
ზაურობის სურვილის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილე-
ბიაო, მახსოვს, უკვე ამ ნათქვამში ერია რაღაც გამომწვევი, გულში
ჩამწვდომი ძალა. თხრობის პროცესში თანდათან ამიფორიაქდა
გრძნობები, მძლავრად შემერხა სულის იდუმალი სიმები და ეს შეგ-
რძნება სულ უფრო და უფრო მატულობდა, თუმცა თვითონ დინჯად,
ცივად, მოზომილად ლაპარაკობდა და ზოგჯერ ბაგეზე ღიმილიც კი
უკრთოდა ხოლმე...
– უძევს თუ არა მას, ანუ სიცოცხლეს, წინ ისეთივე გრძელი გზა,‒
განაგრძო მან – როგორიც უკან აქვს მოტოვებული, ამას ვერავინ
იტყვის თუმცა იგი არაჩვეულებრივად გამძლეა, განსაკუთრებით კი
მისი უმდაბლესი ფორმები. დაიჯერებთ, რომ ზოგიერთი ბაქტერიის
სპორები კოსმოსის არცთუ საამურ ტემპერატურას, კერძოდ, მინუს
ორას გრადუსს, მთელ ექვს თვეს უძლებენ და არ იღუპებიან?

310
– ეგ მართლა გასაოცარია!
– და მაინც სიცოცხლის წარმოშობა და არსებობა განსაზღვრულ,
ზედმიწევნით შეზღუდულ პირობებზეა დამოკიდებული. ხოლო ეს პი-
რობები მას ყოველთვის არც ეძლეოდა და არც მუდამ ექნება. ნების-
მიერ ვარსკვლავზე სიცოცხლის არსებობას განსაზღვრული აქვს ვა-
და. მასზე სიცოცხლე ყოველთვის არც არსებულა და არც მუდამ იარ-
სებებს. სიცოცხლე მხოლოდ ერთი ეპიზოდია და ეონების მასშტა-
ბით სხვათა შორის, ძალიან ხანმოკლეც.
‒ სწორედ ამითაა იგი სანუკვარი ჩემთვის, როგორც ასეთი, –
ვთქვი მე, „როგორც ასეთი“ მხოლოდ აღელვებისგან წამომცდა და
კიდევ იმიტომ, რომ ძალიან მოვინდომე ასეთ საგანზე ჩემი აზრი
ოფიციალურად და წიგნის ენით გამომეთქვა. ‒ არის ერთი ასეთი
სიმღერა, – დავსძინე მერე, – „გიხაროდენ სიცოცხლე, სანამ ანთია
მისი ლამპარი“. ეს სიმღერა ბავშვობაში მომისმენია და ყოველთვის
მსიამოვნებდა მისი მოსმენა, მაგრამ თქვენი სიტყვების მერე, სი-
ცოცხლე „ხანმოკლე ეპიზოდიაო“, ჩემს თვალში მან უდავოდ უფრო
ფართო მნიშვნელობა შეიძინა.
‒ ჰოდა, ხედავთ, როგორ იჩქარა ორგანულმა ბუნებამ თავისი
ჯიშებისა და სახეობების განვითარება, თითქოს იცოდა, ლამპარი
მარად არ ენთებოდა. ეს განსაკუთრებით ეხება მის ადრეულ ხანას.
კამბრიუმში – ასე ვუწოდებთ მეცნიერები დედამიწის ყველაზე ქვედა
შრეს, ანუ პალეოცეური პერიოდის უღრმეს ფორმაციას – მცენარე-
თა სამყარო ჯერ კიდევ მწირია: ზღვის მცენარეები, წყალმცენარე-
ები, აი ესაა სულ, ისე, სიცოცხლე რომ იცოდეთ, მლაშე წყლიდან,
პირვანდელი თბილი ზღვიდან მომდინარეობს, მაგრამ ცხოველთა
სამყარო იმთავითვე არა მარტო ერთუჯრედიანი პირველყოფილი
ცხოველებით, არამედ ღრუნაწლავიანებით, მატლებითა და კანეკ-
ლიანებითაა წარმოდგენილი, ესე იგი, ყოველგვარი სახეობით,ხე-
რხემლიანთა გარდა. როგორც ჩანს, ხუთასორმოცდაათი მილიონი
წლიდან ორმოცდაათსაც არ გაუვლია, რომ უკვე ხერხემლიანები
წყლიდან ხმელეთზე გამოვიდნენ, რომელიც ალაგ-ალაგ უკვე არსე-
ბობდა. მას შემდეგ ისეთი ტემპით წავიდა ევოლუცია, სახეობათა

311
დახლეჩა, რომ შემდგომ, სულ რაღაც ოცდახუთ მილიონ წელიწად-
ში, დედამიწაზე მთელი ნოეს კიდობანი არსებობდა თავის რეპტი-
ლიებითურთ, და მის გარეთ მხოლოდ ჩიტები და ძუძუმწოვარა ცხო-
ველები იყვნენ დარჩენილი. და ეს ყველაფერი ერთი იდეის წყალო-
ბით მოხდა, რომელიც ბუნებამ საწყის ეპოქაში დაისახა და ამ იდეით
იმუშავა ადამიანის წარმოშობამდე...
– ძალიან გთხოვთ დამისახელოთ იგი!
‒ ო, ესაა მხოლოდ უჯრედების თანაცხოვრების იდეა, უეცრად
ჩასახული აზრი, წინარე არსების, უმარტივესი ორგანიზმის ლორ-
წოვან-გამჭირვალე კოშტი მარტოდმარტო კი არ მიეტოვებინათ,
არამედ ჯერ მცირედიდან, ხოლო მერე მილიონებიდან წარმოექ-
მნათ ზეორგანიზებული სიცოცხლის ფორმები, მრავალუჯრედიანე-
ბი, დიდი ინდივიდები, რომელთაც უკვე სისხლიც ექნებოდათ და
ხორციც. რასაც ჩვენ „ხორცს“ ვუწოდებთ და რასაც რელიგია დამამ-
ცირებლად სუსტსა და ცოდვილს, ანუ „ცოდვის საჭურჭლეს“ ეძახის,
სხვა არაფერია, თუ არა ორგანულად სპეციალიზებული წვრილ-
წვრილი ინდივიდების კრებული, ანუ მრავალუჯრედიანი ქსოვილი.
ბუნებამ ჭეშმარიტი გულმოდგინებით განახორციელა ეს ერთადერ-
თი, მისთვის სანუკვარი ძირითადი იდეა, ზოგჯერ მეტისმეტიც კი მო-
უვიდა, ერთი-ორჯერ ხელიც წაუცდა და მერე სანანებლად გაუხდა
საკუთარი გულუხვობა. ძუძუმწოვარნი უკვე შექმნილი ჰყავდა, რო-
ცა სიცოცხლის კიდევ ერთი აფუება დაუშვა და ლურჯი ვეშაპი გააჩი-
ნა, ოცი სპილოსოდენა ურჩხული, დედამიწა რომ ვერ დაიტევდა და
ვერ გამოკვებავდა, ისეთი, და იგი ზღვაში გაუშვა, ახლა ეს უზარმა-
ზარი, თვალებმობლიტული მასა თავის განუვითარებელი უკანა ფე-
ხებითა და ფარფლებით აღმა-დაღმა დაცურავს, მისდა სავალა-
ლოდ, ცხიმის ინდუსტრიის საკბილოდ ქცეული, თავის შვილებს
უხერხულ პოზაში აწოვებს ძუძუს და კიბორჩხალებს ნთქავს, მაგრამ
დიდი ხნით ადრე, ჯერ კიდევ დედამიწის შუა საუკუნეების დასაწყის-
ში, ტრიას ფორმაციაში, ანუ დიდი ხნით ადრე, სანამ ჰაერში პირვე-
ლი ჩიტი აიჭრებოდა ან ფოთლოვანი ხე ამწვანდებოდა, გაჩნდნენ
ურჩხულები, ქვეწარმავლები, დინოზავრები და ეს ყმაწვილები იმო-

312
დენები იყვნენ, დედამიწის ზურგსაც ემძიმებოდა მათი ტარება. ერ-
თი ასეთი ინდივიდი მოზრდილი დარბაზის სიმაღლე გახლდათ, სიგ-
რძით მთელი მატარებლისოდენა იყო და ორმოცი ათას გირვანქას
იწონიდა. კისერი პალმას მიუგავდა, ხოლო თავი ტანთან შედარე-
ბით სასაცილოდ პატარა ჰქონდა. ეს უზარმაზარი ცხოველები ჩერ-
ჩეტები და ალბათ უწყინარნიც იქნებოდნენ, რაც ჩვეულებრივ, უმ-
წეობას ახლავს თან...
– მაშასადამე, ამდენი ხორცის მიუხედავად ისინი არც ძალიან
ცოდვილნი იქნებოდნენ.
– ოღონდ ისევ და ისევ თავის სისულელის მიზეზით. კიდევ რა
გითხრათ დინოზავრებზე? ალბათ ის, რომ ცდილობდნენ წელში გა-
მართულებს ევლოთ.
ამ სიტყვებზე კუკუკმა თავისი ვარსკვლავთვალები შემომანათა,
მე თვალი ვერ გავუსწორე და თითქოს დავირცხვინე კიდეც. ოღონდ
მერე ვითომ არხეინად ვუთხარი:
‒ გამოდის, რომ ის წელში გამართული ვაჟბატონები არ ჩამოჰ-
გავდნენ ჰერმესს.
‒ ჰერმესი რამ გაგახსენათ?
– მაპატიეთ, მაგრამ ჩვენს ციხე-დარბაზში რომ ვიზრდებოდი, ჩე-
მი შინაური მასწავლებელი დიდ ყურადღებას აქცევდა მითოლოგი-
ას. მითოლოგია მისი საყვარელი საგანი გახლდათ...
‒ ო, ჰერმესი, – მომიგო მან. – ჰერმესი ელეგანტური ღვთაებაა.
ყავას საერთოდ არა ვსვამ, ‒ უთხრა მან კელნერს. – მომიტანეთ კი-
დევ ერთი ბოთლი ვიში! ჰო, ჰერმესი ელეგანტური ღმერთია, – გა-
იმეორა მან. – ტანითაც ზომიერია, არც პატარაა და არც ძალიან დი-
დი, ადამიანის ხელაა. ერთი ხუროთმოძღვარი ამბობდა, ვისაც შე-
ნების სურვილი აქვს, იმან ჯერ ადამიანის სხეულის სრულყოფილე-
ბა უნდა შეისწავლოს, რადგან პროპორციების უდიდესი საიდუმლო-
ებანი მათშია ჩამალულიო. ფარდობითობის მისტიკურად გამააზ-
რებლები აღიარებენ, ადამიანი და, აქედან გამომდინარე, ადამია-
ნის სახით გამოძერწილი ღმერთი, თავისი სიმაღლით ზუსტი შუალე-
დია გოლიათებსა და ქონდრისკაცებს შორისო. ისინი ამბობენ, სამ-

313
სამყაროს უდიდესი მატერიალური სხეული – წითელი ვარსკვლავი-
გიგანტი იმდენჯერ დიდია ადამიანზე, რამდენადაც ატომის უმცირე-
სი ნაწილაკია მასზე პატარა, ხოლო ატომის ნაწილაკი ისეთი რამაა,
ას მილიონჯერ უნდა გაადიდო, ხილული რომ გახდეს.
– აი, ხომ ხედავთ, წელში გამართული სიარული არაფრის მაქნი-
სია, პროპორციები თუ ვერ დაიცავი.
– გადმოცემის თანახმად, დიდი გაიძვერა კი ჩანს ის თქვენი ბერ-
ძნულ-პროპორციებიანი ჰერმესი, – განაგრძო მან, – ტვინის უჯრე-
დოვანი ქსოვილი, თუკი ღმერთის უჯრედოვან ქსოვილზე საერთოდ
შეიძლება ლაპარაკი, დიდად უკუღმართი ფორმისა ექნებოდა, მაგ-
რამ თუკი მას მარმარილოს, თაბაშირის ან ამბროზიისგან გამოქან-
დაკებულს კი არ წარმოიდგენ, არამედ ადამიანისებურად ნაგებ
ცოცხალ სხეულად, მაშინ მასში ბუნების მრავალი გადმონაშთის აღ-
მოჩენა შეიძლება. საოცარი კია, ტვინთან შედარებით რა უცვლელი
დარჩა ადამიანის ხელ-ფეხი. მათ ყველა ის ძვალი შეინარჩუნეს,
ხმელეთის ყველაზე პრიმიტიულ ცხოველებშიც რომ ვხვდებით.
– დიახ, გასაოცარია, ბატონო პროფესორო, თქვენ აქამდეც ბევ-
რი გასაოცარი ცნობა მომაწოდეთ, მაგრამ ეს ერთ-ერთი ყველაზე
გასაოცართაგანია. მაშ ადამიანის ხელ-ფეხის ძვლები და უძველეს
ცხოველთა ძვლები ერთნაირი ყოფილა! არა, ეს ფაქტი სულაც არ
მწყინს, მაგრამ დიდად კი მაოცებს. ჰერმესის სახელგანთქმულ ფე-
ხებზე არაფერს ვამბობ, მაგრამ თუნდაც ქალის კოხტად მოყვანილი
მკლავები აიღეთ, ჩვენდა საბედნიეროდ რომ შემოგვეჭდობა ხოლმე
და ამ დროს, ფუი ეშმაკს, უკაცრავად, უხეში სიტყვა წამომცდა, ამ
დროს ხომ შეიძლება იფიქრო, რომ...
– მე მეჩვენება, ძვირფასო მარკიზო, რომ თქვენ ცოტა გამძაფრე-
ბული გაქვთ გრძნობები. განვითარებული არსების ზიზღი უფეხო
მატლისნაირთა მიმართ გასაგებია, მაგრამ აი, ქალის კოხტად მოყ-
ვანილ მკლავზე თუ მიდგა საქმე, სხეულის ეს ნაწილი უფრო წინარე-
ისტორიული ფრინველის ბრჭყალებიან ფრთად ან თევზის ფარ-
ფლად უნდა მივიჩნიოთ.
– კარგი, კარგი, ამიერიდან ამას გავითვალისწინებ და გპირდე-

314
ბით, რომ ასეთ ამბებს ყოველგვარი ზიზღისა და სიძულვილის გარე-
შე, გულთბილადაც კი მოვეკიდები. მაგრამ ადამიანი მაიმუნისგან
წარმოიშვაო, რომ გვეუბნებიან?
– ძვირფასო მარკიზო, ჯობია, ასე ვთქვათ: იგი ბუნების პირმშოა
და ფესვები ბუნებაში აქვს გადგმული. მისი ანატომიის მსგავსებამ
მაღალგანვითარებულ მაიმუნებთან ალბათ ზედმეტად არ უნდა
დაგვიბნელოს თვალები, ამაზე ისედაც დიდი აურზაურია ატეხილი.
ღორის წამწამებიან ცისფერ თვალებსა და კანს უფრო მეტი საერთო
აქვს ადამიანთან, ვიდრე ნებისმიერ შიმპანზეს, ანდა ადამიანის შიშ-
ველი სხეული განა არ მოგვაგონებს ხოლმე ღორისას? ჩვენს ტვინს
კი,თავისი აგებულებით, ყველაზე მეტად ვირთხის ტვინი უახლოვდე-
ბა. ადამიანის მსგავსებას რომელიმე ცხოველთან ყოველ ფეხის ნა-
ბიჯზე შევხვდებით. ხან თევზს მიამსგავსებ ვინმეს, ხან მელას,
ძაღლს, სელაპს, მიმინოს თუ ცხვარს, მაგრამ მეორე მხრივ, გამ-
ჭრიახი თვალი ცხოველთა სახეშიც შეიცნობს რაღაც ადამიანურს,
თითქოს ჯადოქრობის წყალობით ცხოველის ნიღბით მოვლე-
ნილს... ო, ადამიანი და ცხოველი საკმაოდ ენათესავება ერთმა-
ნეთს! თუ საქმე წარმოშობაზე მიდგა, ადამიანიც ისევეა წარმოშობი-
ლი ცხოველისაგან, როგორც ორგანული ბუნებაა წარმოქმნილი
არაორგანულისგან. იოტისოდენა რაღაც წაემატებოდა და მორჩა.
– წაემატებოდა? მაინც რა წაემატებოდა, თუ ნებას მომცემთ,
გკითხოთ?
– დაახლოებით ის, რაც წაემატა მაშინ, როცა არარაისგან ყოფა
წარმოდგა. თუ გაგიგონიათ სიცოცხლის გაჩენის ამბავი?
– სწორედ ამის გაგონების სურვილი მკლავს.
მან სწრაფად მიმოიხედა და შემდეგ, ვითომ მხოლოდ მე, ანუ
მარკიზ დე ვენოსტას მენდო და დიდი საიდუმლო გამიმხილა:
‒ სიცოცხლის წარმოშობამ ერთი კი არა, სამი ფაზა გაიარა, ეს
ფაზებია: ყოფის წარმოშობა არარაისგან, სიცოცხლის გაღვიძება
ყოფაში და ადამიანის დაბადება.
კუკუკმა ამ სიტყვებს ერთი ყლუპი ვიში დააყოლა. ჭიქა ორივე ხე-
ლით ეჭირა, რადგან ამ დროს მატარებელმა მოუხვია და მაგრად

315
შეგვარყია. ვაგონ-რესტორანში ხალხი უკვე გამეჩხერდა. კელნერე-
ბი მეტწილად უსაქმოდ იდგნენ. მართალია, სადილი თითქმის ხე-
ლუხლებელი დამრჩა და ახლა ყავას ყავაზე ვაყოლებდი, მაგრამ
თანდათან მოძალებულ მღელვარებას მარტო ყავას ვერ დავაბრა-
ლებდი. წინგადახრილი ვიჯექი და ყურს ვუგდებდი ჩემს უცნაურ თა-
ნამგზავრს, ვინც ყოფაზე, სიცოცხლეზე, ადამიანებსა და არარაზე მე-
საუბრებოდა, მისგან წარმომდგარიყო ეს ყოველივე და კვლავ მას-
ში უკუიქცეოდა ერთი რამაა უეჭველიო, ამბობდა ის, მხოლოდ სი-
ცოცხლე როდია შედარებით სწრაფად წარმავალი ეპიზოდი, არამედ
თვით ყოფაა ასეთი ‒ იგი არარასა და არარას შორისაა მოქცე-
ულიო. ყოფა არც ყოველთვის არსებულა და არც მარად იარსებებს.
რაკი საწყისი გააჩნდა, დასასრულიც ექნება და მასთან ერთად
დასრულდება დრო და სივრცე, რადგან მათი ურთიერთკავშირი
მხოლოდ და მხოლოდ ყოფის არსებობით არის განპირობებულიო.
სივრცე სხვა არა არის რა, თუ არა მატერიალური საგნების ურთიერ-
თშორისი წესრიგი, ანუ ურთიერთმიმართება. იმ საგნების გარეშე,
რომლებსაც სივრცე უკავიათ, არც სივრცე იარსებებდა და არც
დრო, რადგან დრო მხოლოდ საგანთა არსებობით განპირობებული
მწკრივია მოვლენებისა, მიზეზ-შედეგის მოძრაობის პროდუქტი,
დროს მათი მონაცვლეობა ანიჭებს იმ მიმართულებას, ურომლისო-
დაც იგი ვერ იარსებებდა.
სამაგიეროდ, დროისა და სივრცის არსებობაა თავის მხრივ არა-
რაის განმსაზღვრელი. ეს უკანასკნელი ყოველგვარი აზრით მოკ-
ლებულია განფენილობას, ესაა შეჩერებული მარადისობა და მხო-
ლოდ მყისიერად თუ გაწყდება დრო – სივრცობრივი ყოფით. ეონე-
ბისთვის მას მეტი დრო ერგო, ვიდრე სიცოცხლეს, მაგრამ იგი რომ
ოდესმე უეჭველად დასრულდება, მით უფრო სარწმუნოა, რომ და-
სასრულს უეჭველად თავისი დასაწყისი უნდა შეესაბამებოდეს.
როდის მიეცა დასაბამი დროს, ანუ მოვლენათა რბოლას, რო-
დის შეტოკდა პირველად ყოფა არარაიდან ამოსახტომად, როდის
შთაბერეს საამისო ძალა სიტყვებმა „და იყავნ“, რომელთა წიაღში
თავიდან გარდუვალად ჩაბუდებულიყო სიტყვები:დაე წარვიდნენ.

316
ალბათ აღმოცენების აღმნიშვნელი თანმდევი ცნება „როდის“ არც
ისე დიდი ხნის წინაა დაბადებული და არც წარმავლობის აღმნიშ-
ვნელ იმავე ცნებას უწერია დიდი დღე ‒ აქეთ და იქით მხოლოდ მი-
ლიონი წელი თუ იქნება გასული და გასავლელი. ამ დროს კი ყოფა
ზარ-ზეიმით დათარეშობს თავისსავე ნახელავ უზარმაზარ სივრცე-
ებში და მათ შორის ყინულოვანი სიცარიელით შებოჭილ უზარმაზარ
მანძილებს ქმნისო, დასძინა მან და განაგრძო ლაპარაკი ამ ზეიმის
უშველებელ ასპარეზზე, კოსმოსზე, მარადიული არარაის ამ მოკ-
ვდავ პირმშოზე, ამოვსებული რომაა უამრავი მატერიალური სხე-
ულით, მეტეორებით, მთვარეებით, კომეტებით, ნისლეულებით, მი-
ლიარდობით ვარსკვლავით და ყველანი თავიანთი გრავიტაციული
ველის ზეგავლენით ერთმანეთთან არიან დაკავშირებულნი, ჯგუფ-
დებიან გროვებად, ღრუბლებად, ნისლეულებად, ნისლეულების გი-
განტურ სისტემად და ყოველი მათგანი თურმე უამრავი ანთებული
მზის, თავიანთი ღერძის ირგვლივ მბრუნავი პლანეტების, გაიშვია-
თებული გაზის მასების, რკინის, ქვისა და კოსმიური მტვრის ცივი
გროვებისაგან შედგება.
მღელვარებიდ ვუსმენდი პროფესორს, მშვენივრად მესმოდა,
ასეთი ინფორმაციის მოწოდებით რამოდენა პრივილეგიას მანიჭებ-
დნენ და, ამ პრივილეგიას ჩემს არისტოკრატიულ წარმომავლობას,
ანუ იმ ფაქტს ვუმადლოდი, მე რომ მარკიზ დე ვენოსტა ვბრძანდე-
ბოდი და რომში დეიდა მყავდა – კონტესა ცენტურიონე.
‒ ჩვენი ნისლეული – ერთ-ერთი ნისლეული მილიონობით მის
მსგავსთა შორის – ოცდაათი ათასი სინათლის წელიწადითაა დაშო-
რებული თავის ცენტრსო, ამბობდა კუკუკი, და თითქმის კიდეზე, სა-
ცეკვაოდ გაწვევის ამაო მოლოდინში კედელთან ატუზული გოგონა-
სავით ჰყავს ამოწებებული ჩვენი ლოკალური მზის სისტემა თავისი
უზარმაზარი, მაგრამ სხვებთან შედარებით მაინც უმნიშვნელო სიდ-
იდის გავარვარებული სფეროს – მზის ჩათვლით, რომელსაც ერთა-
დერთს ვუწოდებთ, მაშინ როცა ერთ-ერთს უნდა ვეძახდეთ. ამოწე-
ბებული ჰყავს მისი მიზიდულობის არეში მყოფი პლანეტებითურთ,
მათ რიცხვში შედის დედამიწაც და ამ უკანასკნელის ჭირი და ლხენა

317
ისაა, საათში ათასი მილის სიჩქარით იბრუნოს საკუთარი ღერძის
ირგვლივ და წამში ოცი მილის სიჩქარით შემოუაროს მზეს. ამ წესით
მიითვლის იგი თავის დღეებსა და წლებს, თავისას-მეთქი, კარგად
დაიმახსოვრეთ, რადგან სამყაროში სულ სხვა დღეები და წელიწა-
დებიც არსებობს. პლანეტა მერკური, მაგალითად, ყველაზე ახლოა
მზესთან და მის ირგვლივ შემოვლას ოთხმოცდარვა ჩვენებურ დღეს
ანდომებს, სამაგიეროდ ამ დროის განმავლობაში თავის ღერძის
ირგვლივ ერთხელ შემობრუნდება და ამიტომ მისთვის დღე და წე-
ლიწადი ერთია. აქედან ჩანს, დრო რასაც წარმოადგენს, წონისა არ
იყოს, არც მას გააჩნია არავითარი ზოგადი ღირებულება. სირიუსის
თეთრ თანამგზავრზე, მაგალითად, რომელიც სიდიდით მხოლოდ
სამჯერ აღემატება დედამიწას, მატერიას ისეთი მაღალი სიმკვრივე
გააჩნია, რომ მისი ერთი კუბიკური დიუმი ჩვენთან ერთ ტონას აიწო-
ნიდა, დედამიწის მატერია, ჩვენი კლდეები, ადამიანის სხეული მას-
თან შედარებით ფაფუკ, უმჩატეს ქაფად გამოჩნდებოდა.
დედამიწა თან თავისი მზის გარშემო ბრუნავს და ის და მისი
მთვარე თან ერთმანეთის გარშემო ბრუნავენო, ჩემს გასაგონად
გრძელდებოდა პრივილეგიური საუბარი, ხოლო ჩვენი ადგილობ-
რივი მზის სისტემა ცოტა უფრო ვრცელ, მაგრამ მაინც ადგილობრივ
თანავარსკვლავედში მოძრაობს არა წრიულად, არამედ ნისლეულ-
ში მიჰქრის უდიდესი სისწრაფითთავის მხრივ ისეთი წარმოუდგენე-
ლი სისწრაფით მიექანება, ისეთი სწრაფნი არიან ის უშორესი, მატე-
რიალური კომპლექსები, რომ მათ რბოლასთან შედარებით ყუმბა-
რის ნამსხვრევის ფრენა უძრაობად მოგეჩვენებათ, ისინი ყველა მი-
მართულებით განიზიდებიან ერთმანეთისგან, არარაისკენმიისწრა-
ფიან და დროსა და სივრცეს გრიგალისებურად მიერე·კებიან.
ეს ერთმანეთში და ერთმანეთის ირგვლივ ბრუნვა-ტრიალი, ნის-
ლის ერთ სხეულად შეკვრა, ეს წვა, აალება, გაცივება, სკდომა, გა-
ფანტვა, ვარდნა და ქროლა, წარმოშობილი არარაისგან და გამღვი-
ძებელი არარაისა, რაც იქნებ ჯობდა ძილიდან არც გამოფხიზლებუ-
ლიყო, რაკი ახლა კვლავ თავის ძილს ელოდება, ესაა ყოფა, სხვაგ-
ვარად ბუნებად წოდებული და იგი ერთია ყოველგან და ყოველში.

318
ეჭვი არ მეპარება, მთელი ყოფა, მთელი ბუნება ჩაკეტილ გრთობას
წარმოადგენს, დაწყებული უმარტივესი ცოცხალი მატერიიდან ყვე-
ლაზე ცოცხალი სიცოცხლით ‒ ქალის შხვართი მკლავითა და ჰერ-
მესის ფიგურით დამთავრებული. ადამიანის ტვინი, ჩვენი ტანი და
კიდურები იმავე ელემენტარული ნაწილაკების მოზაიკაა, რისგანაც
შედგება ვარსკვლავები, ვარსკვლავთა მტვერი და ვარსკვლავთშო-
რისი სივრცის ნისლეულთა მუქი ღრუბლები.
სიცოცხლეს, წარმოქმნილს ყოფისგან, ისევე როგორც ეს უკა-
ნასკნელი წარმოიშვა ოდესღაც არარისგან, სიცოცხლეს, ყოფის
ამყვავილობას, არაცოცხალ ბუნებასთან საერთო აქვს ყველა ძირი-
თადი ნივთიერება, ის ვერც ერთ ნივთიერებას ვერ გიჩვენებთ ისე-
თს, მხოლოდ მას რომ ეკუთვნოდეს. ვერც იმას იტყვი, იგი ერთმნიშ-
ვნელოვნად ემიჯნებოდეს ყოფას, არაცოცხალ ბუნებას. მათ შორის
საზღვრები მერყევია. მცენარის უჯრედები ამჟღავნებენ უნარს, მზის
სხივების შემწეობით გარდაქმნან მინერალების რიგის ნივთიერება-
ნი და თავის წიაღში სიცოცხლე შთაბერონ მათ. ქლოროფილის
ცხოველმყოფელი უნარი არაორგანულიდან ორგანულის წარმოქ-
მნის მაგალითად შეიძლება ჩაითვალოს. არც უკუმაგალითები გვაკ-
ლია. ამის დასტურად ცხოველური მჟავებისგან კენჭების წარმოშო-
ბაც კმარა. ხმელეთის მთები თავიდან ზღვაში, მის ყველაზე ღრმა
ადგილებში იზრდებოდნენ პაწაწინა ცოცხალი არსებების ჩონჩხის
ნაშთებისაგან. თხევადი კრისტალების მოჩვენებით ნახევარსიცოც-
ხლეში ბუნების ერთი სფერო თვალსაჩინოდ გადადის მეორეში. ყო-
ველთვის, როცა კი ბუნება ოინბაზობს და ცდილობს არაორგანული
ორგანულად შემოგვასაღოს, აი, თუნდაც მაშინ, მიწაზე ჭირხლის
ყვავილებს რომ ხატავს, ამით გვასწავლის, ჩემი არსით მე ერთი ვა-
რო. ორგანული ბუნება თვითონაც ვერ ავლებს მკვეთრ საზღვრებს
თავის სახეობებს შორის. ცხოველური არსი მცენარეულში გადადის
იქ, სადაც რომელიმე ცხოველი ყლორტზე ზის და მასთან შერწყმის
მიზნით ყვავილს ემსგავსება, მცენარეული კი ცხოველურში გადა-
დის იქ, სადაც იგი ცხოველს იჭერს და ნთქავს, იმის მაგიერ, რომ მი-
ნერალებით იკვებოს. ამბობენ, უშუალოდ ცხოველური საწყისისგან

319
წარმოიშვა ადამიანიო, სინამდვილეში კი აქაც დაემატა ის რაღაც,
რასაც სახელს ძნელად მოუძებნი, ისევე როგორც სიცოცხლე ინარ-
ჩუნებს არაორგანულის ნიშნებს, რადგან თავის უკიდურეს სტრუქ-
ტურაში, ატომში, იგი უკვე, ან ჯერ-კიდევ-არ გადადის ორგანულში.
მაგრამ გულისგულში, უხილავ ატომში, მატერია იმატერიალურში
შთაინთქმება, იგი სხეულებრივი აღარაა, რადგან რაც იქ მოძრაობს
და რის წყალობითაც ატომში ზედნაშენს წარმოადგენს, ის ლამის
ყოფამდეც არაა მისული, რადგან სივრცეში აღარც თავისი კუთვნი-
ლი ადგილი გააჩნია და აღარც მასთან შეხების ისეთი წერტილი,
როგორც ეს ნაღდ სხეულს შეეფერება. ამგვარად, თითქმის-უკვე-
ყოფიდან ყოფა ყალიბდება და თავის მხრივ თითქმის-არა-ყოფაში
ჩაედინება.
მთელი ბუნება, თავის უაღრესი, ლამის ჯერ კიდევ იმატერიალუ-
რი და უმარტივესი ფორმებიდან მოყოლებული, ყველაზე განვითა-
რებულ და უაღრესად ცოცხალ ფორმებამდე, ყოველთვის მიისწრა
ფოდა თავმოყრისა და ერთმანეთთან დაახლოებისაკენ, თანავარ-
სკვლავედები იქნებოდა ეს, ქვა, მატლი თუ ადამიანი, ის ფაქტი, რომ
ცხოველთა მრავალი სახეობა გადაშენდა, რომ აღარ არსებობენ
მფრინავი ხვლიკები, მამონტები, ეს ხელს სულაც არ უშლის ამა თუ
იმ ფორმით ჩამოყალიბებულ წინარეცხოველებს, ერთუჯრედიანე-
ბს, მწერებს, მიკრობებს, ერთი ხვრელი რომ საკვების შესაყვანად
აქვთ და მეორე გამოსაყვანად, ადამიანის გვერდით იარსებონ, მათ
მეტი არც სჭირღებათ, ამ ორი ხვრელითაც ცხოველებად იწოდებიან
და, სხვათა შორის, ადამიანად რომ იხსენიებოდეს, ამაზე მეტი ხში-
რად ადამიანსაც არ სჭირდება ხოლმე.
ეს გახლდათ კუკუკის ხუმრობა და თან საკმაოდ გესლიანიც. ეტ-
ყობა, ფიქრობდა, ჩემისთანა წარჩინებულ ახალგაზრდა კაცს ასეთი
გესლნარევი ხუმრობა არ აწყენდა, ჰოდა, მეც გავიცინე მის ხუმრო-
ბაზე, და მეექვსე, თუმცა რის მეექვსე, მერვე ფინჯანი დაშაქრული
შავი ყავა აცახცახებული ხელით პირთან მივიტანე. ადრეც ვთქვი და
ახლაც ვიმეორებ, რომ უჩვეულოდ ავღელდი, მთელი არსებით შე-
მიპყრო და გამასავათა იმ გრძნობამ, რასაც ჩემში თანამესუფრის

320
საუბარი ყოფასა, ცხოვრებასა და ადამიანზე აღძრავდა. იქნებ ვინ-
მეს უცნაურადაც მოეჩვენოს, მაგრამ ეს ყოვლისმომცველი ძლიერი
გრძნობა ერთ ჩემს ბავშვობის დროინდელ განცდას ენათესავებო-
და, უფრო სწორად, სავსებით ემთხვეოდა იმ განცდას, რასაც მე, ბავ-
შვმა თუ ნახევრადბავშვმა, საოცნებო სიტყვა „დიდი სიხარული” შე-
ვარქვი. ეს იყო ჩემი უბიწოების საიდუმლო ფორმულა. სხვაგვარად
მაშინ იმ სპეციფიკურ განცდას ვერც გამოვხატავდი, რომელმაც ჩემ-
თვის ადრიდანვე შეიძინა დამათრობელი, ყოვლისმომცველი მნიშ-
ვნელობა.
არა, პროგრესი როგორ არ არის, უეჭველად არისო, განავრცო
კუკუკმა თავისი ხუმრობა, pithecanthropus erectus- იდან ნიუტონამდე
და შექსპირამდე დიდი და ნამდვილად აღმა მიმავალი გზაა გავლი-
ლიო, მაგრამ ბუნებაში რაც ხდება, ზუსტად იგივე ხდება ადამიანთა
სამყაროშიც: აქაც ისევე იყრის თავს ყოველივე, კულტურისა და მო-
რალის ყოველგვარი გამოვლინება, ყველაფერი, უადრესიდან მო-
ყოლებული უგვიანესამდე, ყველაზე სულელურიდან ყველაზე ჭკვი-
ანურამდე; ყველაზე პირველყოფილიდან, უჩლუნგესიდან, უველუ-
რესიდან – უმაღლესამდე, ყველაზე დახვეწილამდე, ეს, ყოველივე
ყოველ ეპოქაში არსებობდა ერთმანეთის გვერდით, უფრო მეტიც,
ხშირად დახვეწილობა ისე მომქანცველი და მოსაბეზრებელი ხდე-
ბოდა, რომ თვითონვე მიელტვოდა პირველყოფილებას და სიმ-
თვრალით გონებადაბინდული ველურ ყოფას უბრუნდებოდა. კარ-
გი, ამას მოვეშვათო, თქვა კუკუკმა, მე მინდა ადამიანს თავისი მი-
ვუზღა და მარკიზ დე ვენოსტას არ დავუმალო, ჰომო საპიენსს, ბუნე-
ბის სხვა წარმონაქმნებისაგან, ორგანული და უბრალო ყოფისაგან
რა განასხვავებს, ან რა ამსგავსებს, რა „დაემატა“ ისეთი, რამაც იგი
ცხოველთა სამყაროდან გამოაცალკევაო. ეს იყო დასაწყისისა და
დასასრულის არსებობის შეცნობა, თურმე მე ყველაზე ადამიანური
აზრი წამომცდენია, როცა მითქვამს, სიცოცხლე იმით მიზიდავს,
მხოლოდ ერთი ეპიზოდი რომ არის-მეთქი, თურმე წარმავლობა სუ-
ლაც არ აუფასურებს სიცოცხლეს, პირიქით, სწორედ ის მატებს ყო-
ფიერებას ფასს, ღირსებასა და მომხიბლაობას. მხოლოდ ეპიზოდუ-

321
რი რამ, ის, რასაც გააჩნია თავი და ბოლო, მხოლოდ ის აღძრავს
ჩვენს ინტერესსა და სიმპატიებს, რადგან იგი წარმავლობითაა ზეშ-
თაგონებული. ყველაფერი ასეა – კოსმოსური ყოფაც ზეშთაგონებუ
ლია თავისი წარმავლობით, მარადიული, აქედან გამომდინარე, ზე-
შთაგონებას მოკლებული და უსიმპატიოა მხოლოდ არარა, საიდა-
ნაც კოსმოსური ყოფაა, თავის ჭირადაც და ლხინადაც, წარმოშობი-
ლი.
ყოფნა კარგად ყოფნას არ ნიშნავს, იგი ჭირიც არის და ლხენაც
და ყოველგვარი დრო-სივრცობრივი ყოფა, ყოველგვარი მატერია,
თუნდაც იგი ღრმა ბურანში იყოს ჩაფლული, მასთან ერთად ინაწი-
ლებს ამ ჭირსა და ლხენას, იმის შეგრძნებას, რაც ადამიანს, ამ შეგ-
რძნების ყველაზე ფაქიზ მატარებელს, ყოვლის სიმპატიით განაწ-
ყობს, დიახ, ყოვლის სიმპატიითო, გაიმეორა კუკუკმა, მაგიდას წა-
მოსადგომად ორივე ხელით დაეყრდნო, თავისი ვარსკვლავთვალე-
ბი შემომანათა და თავი დამიქნია.
‒ ღამე მშვიდობისა, მარკიზ დე ვენოსტა, – ვაგონ-რესტორანს,
როგორც ვხედავ, ჩვენ ორნიღა შემოვრჩით. ძილის დროა.იმედია,
ლისაბონში ისევ შევხვდებით ერთმანეთს. თუ ისურვებთ სიამოვნე-
ბით გაგიწევთ მეგზურობას ჩემს მუზეუმში ძილი ნებისა. ძილში ჩა-
იყოლეთ ფიქრი ყოფასა და სიცოცხლეზე! იოცნებეთ ნისლეულების
გროვაზე, რომლებიც რაკი არსებობენ ხალისით ეზიდებიან ყოფი-
ერების ჭაპანს! იოცნებეთ პირველყოფილი ძვლებით აგებულ
შხვართ მკლავებსა და მინდვრის ყვავილზე, რომელსაც ძალუძს
მზის ეთერში გახლიჩოს არაცოცხალი მატერია და თავის ცოცხალ
სხეულს მოახმაროს! არ დაგავიწყდეთ ქვა, ხავსიანი ქვა, არა ერთი
და ორი ათასი წლის მანძილზე რომ დევს მთის ნაკადულის ფსკერ-
ზე, ქაფსა და წყალში განბანილი, გაყინული და ნანანავები! სიმპატი-
ით მიაპყარით თვალი მის ყოფიერებას. ფხიზელი ყოფის თვალი მი-
აპყარით ღრმად ჩაძინებულს და მიესალმეთ მას შემქმნელის თვა-
ლით! იგი კარგად გრძნობს თავს, თუკი, საერთოდ, ყოფნა და კარ-
გად ყოფნა როგორმე უთავსდება ერთმანეთს. ღამე ნებისა

322
მეექვსე თავი

ალბათ დამიჯერებთ, რომ ძილისადმი ჩემი თანდაყოლილი სიყ-


ვარულისა და უნარის მიუხედავად, სულ იოლად რომ მივაშურებდი
ხოლმე უგრძნობლობის ტკბილ, ძალ-ღონის აღმადგენელ საუფ-
ლოს, იმის მიუხედავად, რომ პირველი კლასის ფუმფულა საწოლში
ვიწექი, იმ ღამეს ჩემს თვალს რული არ მიჰკარებია. მაინც რამ მა-
იძულა ამდენი ყავა დამელია სწორედ ძილის წინ, როცა პირველი
ღამე უნდა გამეთია მატარებელში, რომელიც მიჰქროდა, მიქანაობ-
და, მიირყეოდა, ხან გაჩერდებოდა, ხან კი ისევ დაიძრებოდა საპი-
რისპირო მიმართულებით? ამდენი ყავის დალევა იმას ნიშნავდა,
ჩემივე ნებით გამეტეხა ძილი, რადგან მარტო მატარებლის რყევა
ძილს ვერ გამიფრთხობდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ის ექვსი თუ რვა
ფინჯანი ყავაც ვერაფერს დამაკლებდა, პროფესორ კუკუკის მიმ-
ზიდველ, ამაფორიაქებელ სუფრულ საუბარზე ლამის იძულებით
რომ არ დამეყოლებინა, ეს მაშინაც ისევე კარგად მესმოდა, რო-
გორც დღეს მესმის, მაგრამ მხოლოდ იმიტომ არ ვიღებ ხმას,
მგრძნობიარე მკითხველი ისედაც მიმიხვდება-მეთქი, (და, სხვათა
შორის, ჩემს აღსარებას სწორედ ასეთი მკითხველისთვის ვწერ).
მოკლედ, მეცვა აბრეშუმის პიჟამა (პიჟამა პერანგზე უფრო იცავს
ადამიანს სახელდახელოდ გარეცხილ თეთრეულზე მიკარებისაგან)
და საწოლში ლამის დილამდე ოხვრა-ხვნეშით ვტრიალებდი, ისეთ
პოზას ვეძებდი, რომელიც მორფიუსის მკლავებში მომაქცევდა. ბო-
ლოს, როგორც იქნა, რული მომერია და მაშინვე ისეთი არეულ-და-
რეული რამ მესიზმრა, ზერელე და მშფოთვარე ძილმა რომ იცის
ხოლმე: ვითომ ტაპირის ჩონჩხზე ვიჯექი და ნისლეულში მივაჭენებ-
დი, ნისლეული იმით ვიცანი, რომ გზა ან სულ ნისლისა იყო, ან ნის-
ლი ჰქონდა ზემოდან გადაკრული და ჩემი ჩონჩხის ტაიჭი ამ ნისლში
ფლოქვებით მიტყაპუნებდა. მაგარ ქედზე უხერხულად ვიჯექი და ტა-
პირის ნეკნებს ვეჭიდებოდი, ტაპირი კი მაინც თავის ნებაზე მიგე-
ლავდა და უსაშველოდ მაჯანაღარებდა.

323
ალბათ ეს მატარებლის ჯაყჯაყის გამოძახილიც იყო, მაგრამ მე
ჩემს მოუხეშაობას იმას მივაწერდი, ჯირითი არასოდეს რომ არ მის-
წავლია და სიზმარშივე ვფიქრობდი, ეს ხარვეზი უნდა გამოვასწო-
რო, თუ მინდა ხალხს ნამდვილი ოჯახიშვილი ვეგონო-მეთქი. ჩემკენ
მოჰქროდნენ, ჩემს მხარდამხარ ნისლეულის ნისლში მოტყაპუნებ-
დნენ ჭრელტანსაცმლიანი პაწაწინა ადამიანები, კაცუნები და დედა-
კაცუნები, გრაციოზულნი, ყვითელკანიანები.
ისინი მხიარული, ყავისფერი თვალებით მიცქერდნენ და რომე-
ლიღაც გაუგებარ ენაზე, ალბათ პორტუგალიურად, რაღაცას მომძა-
ხოდნენ. მათ შორის ერთმა ფრანგულად მომაძახა:
–Voilâ, leVoyageur curieuz143 და ფრანგულით ვიცანი, რომ ეს
ზუზუ იყო, თუმცა მხრებამდე მოშიშვლებულმა შხვართმა მკლავებმა
მიკარნახა, რომ ეს უფრო, თუმცა უფრო რა მოსატანია, ნამდვილად
ზაზა უნდა ყოფილივო. მთელი ძალით მოვზიდე ტაპირის ნეკნები,
რათა ჩემი ტაიჭი გამეჩერებინა და ჩამოვქვეითებულიყავი ლი გულ-
მა ზუზუსა და ზაზასკენ გამიწია, მომინდა შევამხანაგებოდი და თავის
მშვენიერი მკლავის ძვლების უძველეს წარმოშობაზე გავსაუბრებო-
დი, მაგრამ ჩემმა ტაიჭმა უდიერი მოპყრობა იუკადრისა, ყალყზე
შედგა და რძესავით ნისლში გამადენინა ტყაპანი. ამის დანახვაზე
შავთმიანმა კაცუნებმა და ზუზუმ თუ ზაზამ სიცილი დამაყარეს და ამ
სიცილ-სიცილში დასრულდა კიდეც ჩემი სიზმარი, მაგრამ სამაგი-
ეროდ ჩემს მძინარე და არა დასვენებულ ტვინში სხვა ისეთივე უგუ-
ნურმა ხილვებმა დაისადგურეს. სიზმარში ზღვისპირა თიხნარ კბო-
დეზე ოთხით ვლამობდი აფორთხებას, უკან დამთრევდა გრძელი,
ლიანისებური ყლორტი და შიშით გულგახეთქილს ვერ გამერკვია,
ცხოველი ვიყავი თუ მცენარე, თან ეს ეჭვი თავმოყვარეობას ელამუ-
ნებოდა, რადგან „ზღვის შროშანობას“ ეხმიანებოდა და ასე გაგ-
რძელდა ლამის დაუსრულებლად.
ბოლოს, გამთენიისას, როგორც იქნა, წამიღო უსიზმრო ძილმა
და მხოლოდ შუადღისას, ზედ ლისაბონში ჩასვლის წინ გამეღვიძა,

143
აი, ისიც, ცნობისმოყვარე მოგზაური( ფრანგ)

324
საუზმეზე უკვე ფიქრიც აღარ შეიძლებოდა, ის კი არა, ხელ-პი-
რის და
ბანა და ჩემი ნიანგის ტყავის ნესესერის კოხტა ხელსაწყოებზე ხე-
ლის შევლება ძლივსღა მოვასწარი.
პროფესორი კუკუკი აღარც ბაქანის ალიაქოთში შემხვედრია და
არც მავრიტანული სტილის სადგურის შენობის წინა მოედანზე მო-
მიკრავს მისთვის თვალი, სადაც მებარგულთან ერთად ეტლში ჩა-
საჯდომად გამოვედი. ნათელი და მზიანი დარი იდგა და არც ძალიან
ცხელოდა. ახალგაზრდა მეეტლე, რომელმაც ჩემს მებარგულს სა-
ბარგო ვაგონიდან გამოტანილი ზანდუკი გამოართვა და კოფოზე
დააკრა, სულ თავისუფლად შეიძლებოდა იმ კაცუნების ჯიშისა ყო-
ფილიყო, ნისლეულის გზაზე სიცილს რომ მაყრიდნენ: ჩია ტანისა
იყო და ზუსტად ისეთივე პირყვითელა, როგორც კუკუკმა ამიწერა
მისი ტიპის ხალხი, ოდნავ აბზეკილ ტუჩებს შუა სიგარეტი გაერჭო,
ხოლო ბაგეს დაკვარკნილი ულვაში უმშვენებდა, მაუდის მრგვალი
ქუდი ოდნავ ალმაცერაღ ეხურა გაწეწილ, საფეთქლებზე ჩამოცვე-
ნილ მუქ თმაზე და თურმე მუქი თაფლისფერი თვალებით ტყუილად
როდი იყურებოდა ასე მკვირცხლად – სანამ სასტუმროს დავუსა-
ხელებდი, სადაც დეპეშით უკვე შეკვეთილი მქონდა ოთახი, მისმა
გამჭრიახმა გონებამ უკვე გამომიტანა მსჯავრი და დამასწრო სას-
ტუმროს სახელის თქმა, – „სავოი პალასში“ მიგიყვანოთ, არაო? მი-
სი აზრით, მე ის სასტუმრო შემეფერებოდა, ჩემი საკადრისი მხო-
ლოდ იგი შეიძლებოდა ყოფილიქო და მეც მეტირაღა დამრჩენოდა,
მოკლედ დავუდასტურე, სწორი ბრძანდებით-მეთქი, მან ენის ბორ-
ძიკით, სიცილით გაიმეორა ჩემი ნათქვამი, კოფოს მოახტა, აღვირი
მოქაჩა და ცხენს დაძვრა ანიშნა. C'est exast,144 რამდენჯერმე სი-
ამოვნებით წაიმღერა მან, სანამ სასტუმრომდე მისასვლელ მოკლე
გზას გავივლიდით. ვიწრო ქუჩა სულ მალე დასრულდა დაჩვენს
თვალწინ გადაიშალა ფართო და გრძელი ბულვარი, ავენიდა და
ლიბერდადე, ერთ-ერთი უბრწყინვალეს ქუჩათაგანი, რაც კი ოდეს-

144
სწორია (გრანგ)

325
მე მინახავს, სამმაგი ქუჩის შუაში ტრანსპორტისა და ცხენოსნები-
სათვის განკუთვნილი აჟრიამულებული, ელეგანტური გზასავალი
გადიოდა, ხოლო მას აქეთ-იქიდან ყვავილნარებით, ქანდაკებებითა
და შადრევნებით შემკული, ორი მშვენივრად მოკირწყლული ხეივა-
ნი მიუყვებოდა. ამ მდიდრულ კორსოზე მდებარეობდა ჩემი მარ-
თლაც სასახლის დარი სასტუმრო და ჩემი იქ მიბრძანებაც როგორ
არ ჰგავდა იმ უბადრუკ წუთებს, მაშინ, პარიზში, სენტ-ონორეს ქუჩა-
ზე მდებარე სასტუმროს რომ მივადექი!
სამი თუ ოთხი ლივრეიანი გრუმი და მწვანეწინსაფრიანი მსახუ-
რი იმწამსვე შემოეგება ჩემს ეტლს, ისე სწრაფად ჩამოიღეს ჩემი
ზანდუკი, ისე სწრაფად შეარბენინეს ვესტიბიულში ჩემი ხელბარგი,
პალტო და პორტპლედი, თითქოს წუთები მქონოდეს გამოთვლილი,
მეც მოსეირნესავით მსუბუქად მივყევი მათ, მკლავზე მხოლოდ ეს-
პანური ლერწმის ხელჯოხი მეკიდა თავის სპილოს ძვლის კაუჭითა
და ვერცხლის რგოლით და რეგისტრატურისაკენ დინჯად მივემარ-
თებოდი. რეგისტრატურაში არც არავინ გაწითლებულა ჩემს დანახ-
ვაზე და აღარც ვინმეს უკადრებია, უკან მიდექით, აი, იქ, სულ უკან
დადექითო, პირიქით, ჩემი სახელი და გვარი რომ დავუსახელე, პა-
სუხად მხოლოდ მოწიწებით აღსავსე გულითადი ღიმილი, ხალისია-
ნი თავის დაკვრა და მორიდებული თხოვნა მერგო: თუ არ შეწუხდე-
ბით, იქნებ მხოლოდ ყველაზე აუცილებელი მონაცემებით შეგვივ-
სოთ ანკეტაო... ერთმა სერთუკიანმა ბატონმა გულმხურვალე ინტე-
რესი გამოიჩინა, ხომ კარგად იმგზავრეთო, ლიფტით მეორე სარ-
თულზე ამაცილა და თვითონ შემიძღვა ჩემთვის გამზადებულ აპარ-
ტამენტში, სალონის, საძინებელი ოთახისა და მოკაფელებული სა-
აბაზანოსაგან რომ შედგებრდა. ამ ოთახების დანახვაზე, რომელთა
ფანჯრები ავენიდაზე გადიოდა, იმაზე მეტი აღტაცება დამეტყო, ვიდ-
რე შემეფერებოდა, მაგრამ ეს კმაყოფილება, უფრო სწორად, სიხა-
რული, რაც მათმა დიდკაცურმა მშვენიერებამ მომგვარა, სწრაფად
მოგთოკე, ჩემს მხლებელს მოწონების ნიშნად დინჯად დავუქნიე თა-
ვი და ასე გავისტუმრე.
მაგრამ მარტო დავრჩი თუ არა, სანამ ბარგს შემომიტანდნენ, ჩე-

326
მი ბინა ისეთი ბავშვური სიხარულით ატაცებულმა შემოვირბინე,
რომ სიხარულის ასეთი გამოხატვა ჩემს თავთან მარტო დარჩენილ
საც კი არ შემეფერებოდა. განსაკუთრებით მეამაყებოდა სალონის
კედლების მოხატულობა, მოოქროვილ სარტყელში მოქცეული ნა-
ძერწი სურათები, რომლებიც მე პირადად ყოველთვის მერჩია ბიურ-
გერულ შპალერებს, ხოლო ნიშებში დატანებული, ოქროს ორნამენ-
ტიანი მაღალი კარები ასევე სასახლისებურ, თავადურ იერს ანიჭებ-
დნენ ოთახებს. ერთი უზარმაზარი ოთახი ორად იყოფოდა, თაღებით
ძირითადი ნაწილიდან მომცრო ფართობს ანცალკევებდა, სადაც
სურვილისამებრ პატარა სუფრის გაშლა შეიძლებოდა. იქაც და სა-
ლონის ბევრად უფრო დიდ ნაწილშიც, მაღალი ჭერიდან საკმაოდ
დაბლა ეშვებოდა ციმციმა პრიზმებით შემკული, მშვენიერი ბრო-
ლის ჭაღი, ზუსტად ისეთი, როგორიც სხვაგან ყოველთვის სიხარუ-
ლით მითვალიერებია. იატაკზე ფუმფულა, ფართოარშიიანი, ჭრელი
ხალიჩები ეფინა, მათ შორის ერთი მაინც ისეთი უზარმაზარი იყო,
მხოლოდ კიდეებთან მოჩანდა კარგად გაპრიალებული პარკეტი.
პლაფონსა და კარებს შუა კედლებს საამური მხატვრობა ამშვენებ-
და, წვრილ ფეხებზე შემდგარ კოხტა კომოდზე ქანქარიანი საათი და
ჩინური ლარნაკები იდგა, მის თავზე გაეკრათ დიდებული გობელენი
რომელზეც ქალის მოტაცების ლეგენდა იყო გამოსახული. კოპწია
ფრანგული სავარძლები მოხდენილად შემოწყობოდნენ ოვალურ
პატარა მაგიდას, რომელსაც შუშის ქვეშ მაქმანის სუფრა ეფარა, ზედ
პირის გასასველებლად რჩეული ხილით სავსე პატარა კალათა, ხი-
ლის თეფში და დანა, ცალკე თეფშით კი ბისკვიტი ეწყო, ხოლო იქვე
ხელის ამოსაბანი გათლილი ბროლის თასიც იდგა. ეს ყველაფერი,
ეტყობა, სასტუმროს დირექტორის ყურადღების ნიშანი გახლდათ,
რასაც ორ ფორთოხალს შორის ჩადებული სავიზიტო ბარათიც მოწ-
მობდა. სალონში იდგა ვიტრინა და მის შუშებს მიღმა ათასნაირი ფა-
იფურის ფიგურა მოჩანდა: გალანტურად ტანშემართული კავალ–
რები და კრინოლინიანი ქალბატონები, რომელთაგან ერთს უკან კა-
ბა გახეოდა და ვნებისაღმძვრელად მოუჩანდა შიშველი მრგვალი
ნაკვთები, თვითონ კი, ვითომ დიდად გაოცებული, თავისსავე სიშიშ-

327
ვლეს ყელმოღერებული დასცქეროდა; რა აღარ იდგა სალონში: აბ-
რეშუმის აბაჟურიანი ტორშერები, წერწეტა კვარცხლბეკზე შემდგა-
რი, ბრინჯაოს ნაქანდაკარი კან დელაბრები, ბალიშებმიმობნეული,
ხავერდგადაფარებული ნატიფი ტახტი სრულყოფილ იერს ანიჭებდა
სალონის მოწყობილობას და ჩემს ხარბ მზერას ისეთივე სიამოვნე-
ბას ანიჭებდა, როგორც ცისფრად და ნაცრისფრად მოლივლივე,
მდიდრული საძინებელი ოთახი, სადაც ჩარდახიანი საწოლი იდგა.
მის გვერდით თითქოს წამოსასვენებლად გეპატიჟებოდა მკლავებ-
გადაშლილი რბილი, განიერი სავარძელი, აქ იატაკს მთლიანად ფა-
რავდა ფუმფულა ხალიჩა, კედლებზე ზოლიანი, ნერვების დამაწყნა-
რებელი, ღია ცისფერი შპალერი ეკრა, აქვე იდგა სარკე, ტუალეტი,
ეკიდა რძისფერი შუშის აბაჟური, ხოლო კარადების თეთრ, განიერ
კარებზე სპილენძის სახელურები ბრწყინავდა...
ამასობაში ბარგი მომართვეს. მაშინ ჯერ კიდევ არ მყავდა პირის-
ფარეში, მერე ხანგამოშვებით, მაგრამ ხშირად რომ მყოლია. ამი-
ტომ ინგლისურ უჯრებში მე თვითონ ჩავალაგე ზოგიერთი საჭირო
ნივთი, რამდენიმე კოსტიუმი საკიდებზე ჩამოვკიდე, აბაზანა მივიღე
და ტუალეტს, ჩვეულებისამებრ, საგანგებო გულმოდგინებით შევუ-
დექი. ჩემი სამზადისი მსახიობის მიერ ნიღბის მორგებას ჩამოჰგავ-
და, თუმცა ახალგაზრდული გარეგნობა ისე ხანგრძლივად შემომ-
რჩა, კოსმეტიკა მერეც არასდროს მომიშველიებია. ჩავიცვი სუფთა
საცვლები, ამინდის შესაფერისად გამოვეწყვე ღია ფერის თხელი
ფანელის ტანსაცმელში, სასადილო დარბაზში ჩავედი და ჩინებუ-
ლად მოვულხინე საუზმეულს, ნიჟარით მორთმეულ თევზის რაგუს,
მაყლის ლატანეიდაჩნეულ ბიფშტექსსა და მშვენიერ შოკოლადის
სუფლეს, მითუმეტეს,რომ კარგად მოშივებულიც გახლდით, რადგან
საინტერესო ამბების მოსმენით გაოგნებულმა, სადილი გამოვტოვე,
ხოლო საუზმე დილის ძილში გამომეპარა. ჭამაში გამოჩენილი მონ-
დომების მიუხედავად, ჩემი ფიქრები კვლავ გუშინდელ საუბარს
დასტრიალებდა, ისე ღრმად მქონდა გულში ჩარჩენილი მისი სამყა-
როსეული მომხიბლაობა. მის გახსენებაზე გულში უზარმაზარი სიხა-
რული მეღვრებოდა და ჩემი ახალი, ნატიფი არსებობით მოგვრილ

328
კმაყოფილებას ეჯაჭვებოდა, საუზმეზე უფრო ერთი კითხვა მიტრია-
ლებდა თავში: ხომ არ ჯობდა დღესვე დავკავშირებოდი კუკუკს, სუ-
ლაც შინ მომენახულებინა და არა მარტო იმ მიზნით, რომ მისი მუ-
ზეუმის დათვალიერებაზე შევთანხმდებოდი, უფრო იმიტომ, რომ ზუ-
ზუ გამეცნო.
მერე დავფიქრდი, ეს სულსწრაფობად, სახლში ძალით შეჭრად
არ ჩამთვლოდა, თავი შეგიკავე და მასთან დარეკვა მეორე დილის-
თვის გადავდე. ისედაც ცოტა ძილნაკლული გახლდით, ამიტომ გა-
დავწყვიტე, დღეს ქალაქში გავლა-გამოვლას დავჯერებოდი და ყავა
დავლიე თუ არა, ქუჩაში გამოვედი. იქვე, სასტუმროს წინ ვიქირავე
ეტლი და მეეტლეს პრასადო კომერჩოსკენ წასვლა ვუბრძანე, სადაც
ასევე ბანკო დო კომერჩოდ წოდებული ჩემი ბანკი მეგულებოდა;
მინდოდა ცირკულარული საკრედიტო ბარათის შემწეობით პირვე-
ლად შემევსო საფულე და ამ ფულით სასტუმროს ანგარიში და სხვა
წვრილმანი ხარჯები გამესტუმრებინა. პრასა დო კომერჩოს დიდე-
ბულ მოედანს უფრო წყნარი ეთქმოდა, ვიდრე ხმაურიანი, ღიად და-
ტოვებული ერთ-ერთი მხარედან ფართო ყურე და მდინარე ტაიოს
დელტა მოჩანდა, სამი მხრივ კი თაღებითა და კამარებიანი გასას-
ვლელებით იყო შემორკალული, ამ გასასვლელებით საბაჟოსთან,
მთავარ ფოსტასთან, სხვადასხვა სამინისტროებთან და იმ ბანკთან
გახვიდოდი, სადაც მე ვიყავი აკრედიტებული. იქ ერთ შავწვერა,
ნდობისაღმძვრელ, დახვეწილმანერებიან კაცთან მოვხვდი; მან
პატივისცემით გამომართვა პირადობის მოწმობა, ყურადღებით მო-
მისმინა, დავთარში გაწაფული ხელით გააკეთა სათანადო ჩანაწე-
რები და შემდეგ თავისივე კალამი თავაზიანად მომაწოდა ბლანკზე
ხელმოსაწერად. ჩემი მხრივ, ზუსტი ასლის გასაკეთებლად ნამდვი-
ლად არ დამჭირვებია ლულუს ხელმოწერილი დოკუმენტისაკენ
თვალის გაპარება, მარცხნივ გადახრილი ასოები ოვალურ რკალში
მოვაქციე და ფულის მიღების დამადასტურებელ ქვითარზე ასევე ხა-
ლისითა და სიყვარულით მოვაწერე ჩემი ლამაზი გვარი და სახელი.
‒ ორიგინალური ხელმოწერაა, ‒ ქათინაურისგან თავი ვერ შე-
იკავა მოხელემ.

329
– ტრადიცია გვაქვს ასეთი, – თითქმის მოვუბოდიშე მე, – ეს
ხელმოწერა ჩვენს ოჯახში თაობიდან თაობაში გადაეცემა.
მან გულითადად დამიკრა თავი და მილრაისებით გატენილი სა-
ფულით გამომისტუმრა ბანკიდან.
იქიდან უახლოეს ფოსტაში შევიარე და ციხე-დარბაზ მონრეფუჟ-
ში ასეთი შინაარსის დეპეშა ვაფრინე: „გიძღვნით ათასგზის სალამს
და გაუწყებთ სავოი პალასში მშვიდობიანად დაბინავებას. პირთამ-
დე სავსე ვარ შთაბეჭდილებებით და იმედი მაქვს მალე წერილით
გადმოგცეთ ისინი. თავს უკვე ვატყობ, როგორ შემეცვალა აზრები,
რომლებიც აქამდე ყოველთვის სწორი გზით არ წარიმართებოდა.
თქვენი მადლიერი შვილი ლულუ“. ამას რომ მოვრჩი, ტრიუმფალუ-
რი თაღით თუ მონუმენტური კარიბჭით სავაჭრო მოედანზე, ნავსად-
გურისკენ გამავალ მხარეს, ქალაქის ერთ-ერთ ყველაზე მორთულ-
მოკაზმულ ქუჩაზე, რუა აუგუსტაზე გავედი, სადაც ერთი არისტოკ-
რატიული ვალი მქონდა მოსახდელი. მე თვითონ მოვიფიქრე, ური-
გო არ იქნება და ჩემი მშობლების საზოგადოებრივ მდგომარეობა-
საც შეეფერება, ლუქსემბურგის საელჩოში ოფიციალურად თუ გა-
მოვცხაღდები-მეთქი და ავასრულე კიდეც ჩანაფიქრი ‒ ერთი დიდე-
ბული სახლის ბელეტაჟს მივადექი, სადაც საელჩო იყო მოთავსებუ-
ლი. ბევრი გამოკითხვით თავი არ შემიწუხებია, ჩემი სამშობლოს
დიპლომატიური წარმომადგენელი, ვინმე ბატონი ჰიუონი, ან მისი
მეუღლე შინ ბრძანდებოდნენ თუ არა, კარი ვინც გამიღო, იმ მსა-
ხურს ორი სადარბაზო ბარათი გადავეცი, ერთ-ერთზე ჩემი მისამარ-
თი მივაჩხაპნე და ვთხოვე, ბარათები თქვენს ბატონებს, მუსიო და
მადამ ჰიუონებს მიართვით-მეთქი. მსახური ხანდაზმული კაცი იყო,
ხუჭუჭა თმა უკგე გაჭაღარავებოდა, საყურეები ეკეთა, მოსქო ტუჩები
და რაღაცნაირი ნაღვლიანი, ცხოველისებური გამოხედვა მის შერე-
ულ სისხლზე მეტყველებდა და მის მიმართსიმპატიით განვეწყვე, გა-
დამეტებული თავაზიანობა კი გამომშვიდობებისას გამოვიჩინე, რაც
არ უნდა იყოს, იგი კოლონიების აყვავებისა ღა სანელებლებზე
მსოფლიო მონოპოლიის ეპოქის შვილი გახლდათ.
რუა აუგუსტაზე მივბრუნდი და ფეხით მოსიარულეებითა და ტრა-

330
ნსპორტით გადატვირთულ ქუჩას იმ მოედნამდე ავუყევი, სასტუმ-
როს კარისკაცმა ქალაქის უმნიშვნელოვანესი მოედანი რომ უწოდა.
მოედანს ერქვა პრასა და დონ პედრო კუარტო, ხალხი კი შინაურუ-
ლად „ო როჩოს“ ეძახდა, უფრო მეტი თვალსაჩინოებისათვის მო-
გახსენებთ, რომ ლისაბონი საკმაოდ მაღალი ბორცვებითაა გარშე-
მორტყმული და მათ კალთებზე, ახალი ქალაქის სწორი ქუჩებიდან
მარცხნივ და მარჯვნივ, მაღალი წრის საცხოვრებელი უბნებია შეფე-
ნილი. ვიცოდი, სადღაც იქვე უნდა ყოფილიყო პროფესორ კუკუკის
სახლი და ამიტომ დაჟინებით ვიყურებოდი ზევით, ერთ პოლიციელ-
საც კი ვკითხე (სხვათა შორის, პოლიციელებთან გამოლაპარაკება
ყოველთვის მიყვარდა), უფრო ჟესტებით, ვიდრე სიტყვით, რუა ჟუან
დე კასტილიუში სად იქნება-მეთქი. ასე ეწერა კუკუკის სადარბაზო
ბარათში. მან მართლაც ვილების უბნისკენ გაიშვირა ხელი და სიზ-
მარში მოსმენილივით გაუგებარ ენაზე ტრამვაი, საბაგირო გზა და
ჯორები ახსენა, რაც აშკარად იქ ასასვლელად უნდა დამჭირვებოდა.
ჩემი მხრივ მადლობა ფრანგულად გადავუხადე იმ წუთში ჩემთვის
არცთუ საშურო ინფორმაციისათვის, ხოლო მან იმ მოკლე, ჟესტე-
ბით მდიდარი, სახალისო საუბრის დამთავრებისა და გამომშვიდო-
ბების ნიშნად ხელი საზაფხულო მუზარადთან მიიტანა. მაინც რა
მშვენიერია საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის, სადა, მაგრამ
მოხდენილ ფორმის ტანსაცმელში გამოწყობილი გუშაგისგან ასეთი
პატივისცემის გამომჟღავნება! ოღონდ ნება მიბოძეთ ეს შეძახილი
განვაზოგადო და იმ ადამიანებს შევასხა ხოტბა, ვისაც გრძნეულმა
ფერიამ დაბადებიდანვე დაანათლა ჩვეულებრივზე აღმატებული ნი-
ჭი ‒ სულ უბრალო შემთხვევით გულისაჩუყების უნარი. მართალია,
ეს უნარი თავისთავად გაძლიერებულ მგრძნობიარობაზე მიუთი-
თებს, მაგრამ იგი მაინც სიბლაგვის საპირისპირო რამაა და მისი მა-
ტარებლისთვის ბევრი უსიამოვნებაც მოაქვს, მაშინ როცა სხვა თა-
ვის ნერვებს ზოგავს ხოლმე. მაგრამ მე მაინც მინდა მჯეროდეს, რომ
მისგან მონიჭებული სიხარულით მოტანილი მოგება იმ წაგებას ‒
თუკი ასეთი რამ საერთოდ არსებობს ‒ ნამდვილად გადასწონის.
ჰოდა, აი, სწორედ ყოველდღიური, თუნდაც სულ პატარა სიხარულ-

331
ის შეგრძნების უნარი მაიძულებდა ჩემი სახელი, რომელსაც ასე
ენამწარედ იხსენიებდა ხოლმე ნათლია შიმელპრისტერი ‒ ამ შემ-
თხვევაში ცხადია, ჩემს პირველ, ნამდვილ სახელს, ფელიქსს ვგუ-
ლისხმობ ‒ ჩემთვის ყველაზე ჭეშმარიტად და ზედგამოჭრილად მი-
მეჩნია. რა მართალი იყო კუკუკი, სრულიად უცნობი ადამიანები-
სადმი მთრთოლვარე ინტერესი რომ მიაჩნდა ყოველგვარი მოგ-
ზაურობის უმთავრეს ინგრედიენტად! მივდიოდი ხალხმრავალ,
ტრანსპორტით სავსე ქუჩაზე, ამ შავთმიან, მკვირცხლთვალება,სამ-
ხრეთულად, ხელების ქნევით მოლაპარაკე ადამიანებს შორის, ყვე-
ლას თვალებით ვეალერსებოდი და გული მათკენ მიმიწევდა. მშვე-
ნივრად ვიცოდი იმ მოედნის სახელი, საითკენაც მივემართებოდი,
მაგრამ დროდადრო ხან ერთ გამვლელს ვაჩერებდი ხან მეორეს,
ვეკითხებოდი მოედნის სახელს, ბავშვებს, ქალებს, მოქალაქეებსა
და მეზღვაურებს მხოლოდ იმიტომ ვუბამდი ლაპარაკს, სანამ თავა-
ზიანად და დაწვრილებით მიმასწავლიდნენ გზას, მათ სახეებს, მათ
მიმიკას რომ დავკვირვებოდი, მომესმინა მათი უცხო მეტყველება,
ეგზოტიკით შეფერილი, ოდნავ ხრინწიანი ხმა და მერე დიდად ნა-
სიამოვნები გავშორებოდი. ერთი ბრმაც გავიკითხე, რომელიც
ტროტუარზე იჯდა სახლის კედელს მიყრდნობილი და წინ გაჭირვე-
ბის დამადასტურებელი ხატოვანი წარწერით დამშვენებული მუყაოს
ნაჭერი ედო. რომ ენახა, ფიალაში რამოდენა თანხა ჩავუყარე, ალ-
ბათ გაოცდებოდა, კიდევ უფრო უხვად გავიკითხე ერთი ხანდაზმუ-
ლი კაცი, რომელმაც ჩურჩულით მთხოვა მოწყალება. მართალია,
იგი სერთუკში გამოწყობილიყო და მკერდს მედალიც უმშვენებდა,
მაგრამ დახეული ფეხსაცმელები ეცვა და საყელოც არ ეკეთა. ჩემმა
გულუხვობამ იგი ძალიან ააღელვა, წამოიტირა კიდეც და ისეთი სა-
ხით დამიკრა თავი, თითქოს მეუბნებოდა, ხომ ხედავ, ეს მაღალი
წრის კაცი ჩემმა უნებისყოფობამ რა გაჭირვებაში ჩამაგდო და რო-
გორ დამაქვეითაო.
შემდეგ, უკვე „როჩოს“ რომ მივაღწიე და მისი ცნობილი ძეგლე-
ბი: ბრინჯაოს ორი ჭა, ობელისკი და უცნაური, ტალღისებურად მო-
გებული მოზაიკა დავინახე, კიდევ უფრო მეტი საბაბი გამიჩნდა იქვე

332
მოყიალე, თუ ჭის კიდეზე მზეს მიფიცხებულ უსაქმურებს გამოვლა-
პარაკებოდი და იმ შენობების სახელი მეკითხა, მოედნის ირგვლივ
ჩამწკრივებული სახლების თავზე, ცის ლაჟვარდში ასე ლამაზად
რომ ატყორცნილიყვნენ, მეკითხა რომელიღაც გოთური ეკლესიის
ნანგრევებისა და შედარებით ახალი ნაგებობის სახელიც, და ეს უკა-
ნასკნელი, ბორცვზე გაწოლილი შენობა მუნიციპალიტეტი, ანუ რატ-
ჰაუსი აღმოჩნდა. ტრასას ქვემოთ ერთ მხარეს თეატრის ფასადი კე-
ტავდა, ორ დანარჩენ მხარეს კი მაღაზიები, კაფეები და რესტორნები
ჩამწკრივებულიყო.
რაკი ცოდნის წყურვილის საბაბით უკვე მოვიკალი ამ უცხო ქვეყ-
ნის შვილებთან ურთიერთობის ჟინი, სულის მოსათქმელად ერთ კა-
ფეში შევედი, მაგიდას მივუჯექი და ჩაი მოვითხოვე.
ჩემს მეზობლად ჩემსავით სამხარს მიირთმევდა სამი ადამიანი,
რომლებიც მაშინვე შეფარული ინტერესით შევათვალიერე. ესენი
იყვნენ: ორი ქალბატონი ‒ ერთი ხანშიშესული და ერთი ახალგაზ-
რდა – მათ ყველაფერზე ეტყობოდათ, დედა-შვილი რომ უნდა ყო-
ფილიყვნენ და ერთი შუახანს მიტანებული მამაკაცი. მამაკაცს არწი-
ვისებური ცხვირი ჰქონდა, ეკეთა სათვალე, პანამიდან ჩამოშლილი
გრძელი თმა ლამაზად ეფინა საყელოზე და იმდენისა არ ჩანდა, სე-
ნიორას მეუღლედ, ანუ გოგონას მამად მიგეღო. იგი ნაყინს მიირ-
თმევდა და მუხლებზე, ალბათ რაინდობის გამოჩენის მიზნით, პაკე-
ტებად კოხტად შეკრული ნავაჭრი ედო, ხოლო ისეთივე, ორი თუ სა-
მი პაკეტი მანდილოსნების წინაც იდო მაგიდაზე.
მე ვითომ ძალიან გამიტაცა ჩემს ახლოს მოჩუხჩუხე შადრევანზე
წყლის ჭავლის ცქერამ, ან ეკლესიის ნანგრევებმა, სინამდვილეში
კი ისეთი ინტერესი და თბილი გრძნობა აღმიძრა დედა-შვილის ყუ-
რებამ, დროდადრო თვალს მეზობელ მაგიდასთან მსხდომთაკენ ვა-
პარებდი. დიახ, ისინი დედა-შვილად მიმაჩნდა და სწორედ ამ ურთი-
ერთკავშირის წარმოდგენისას ერწყმოდა ჩემს სულში ერთმანეთს
მათი სხვადასხვანაირი მომხიბლაობისგან აღძრული აღტაცება.
ასეთი რამ ხომ დამახასიათებელი იყო ჩემს გრძნობათა სამყაროს-
თვის. აკი წინა გვერდებზე გიამბეთ, რა მღელვარებამ შემიპყრო ერ-

333
თხელ, ეული, ახალგაზრდა მაწანწალა, ჩემი საგუშაგოდან სასტუმ-
რო „ფრანკფურტული ეზოს“ აივანზე რამდენიმე წუთით მდიდა-
რი,ლამაზი და-ძმა რომ დავინახე. მაშინაც კარგად აგიხსენით ცალ-
ცალკე, არც ბიჭი და არც გოგონა, ჩემში ამ აღტაცებას არ გამოიწ-
ვევდა-მეთქი, მე მათმა ორსახოვნებამ, მათმა მწყაზარმა და-ძმობამ
ამაღელვა. ვინმე ადამიანის სულის მესაიდუმლეს ალბათ დააინტე-
რესებს ორი სხვადასხვა მშვენიერებით მოხიბვლისადმი ჩემი ეს
მიდრეკილება და-ძმიდან დედა-შვილის ურთიერთობაზე როგორღა
გადავიტანე· სხვისი არ ვიცი და, ეს თვითონაც ძალიან მაინტერე-
სებს, ოღონდ იმასაც დავსძენ, რომ ჩემი აღტყინება ლამის იმწამსვე
წამოტივტივებული ვარაუდითაც იყო ნასაზრდოები, შემთხვევა გა-
საოცარ ოინს ხომ არ მიწყობს-მეთქი.
სახელდობრ, მეზობლად მჯდომი ახალგაზრდა ქალი, ჩემი შეფა-
სებით, თვრამეტი წლისა, რომელსაც ეცვა სადა და სრული, ცისფერ-
ზოლიანი, იმავე ქსოვილის სარტყლით მოკრეფილი საზაფხულო კა-
ბა, ერთი შეხედვით საოცრად მაგონებდა ზაზას და აი აქ ჩემი კალა-
მი ვალდებულია გამოიყვანოს სიტყვა „ოღონდ“, დიახ, ეს იყო ნამ-
დვილი ზაზა, ოღონდ მისი სილამაზე, თუკი ეს სიტყვა კადნიერებად
არ ჩამეთვლება, მითუმეტეს, რომ იგი (ამასაც ახლავე აგიხსნით)
დედამისს უფრო შეეფერებოდა, ერთი სიტყვით, მისი სილამაზე, ასე
ვთქვათ, უფრო დამაჯერებელი, უფრო გულწრფელი, უფრო გულუბ-
რყვილო იყო, ვიდრე ლულუს მიჯნურისა. ზაზას სილამაზე როგორ-
ღაც ზერელე იყო, ანუ რაღაც ფოიერვერკის მსგავსი, და ჯობდა მხო-
ლოდ თვალი მოეჭრა და კარგად არ დაჰკვირვებოდი. აქ კი კეთილ-
საიმედოობა იგრძნობოდა, თუკი საერთოდ შეიძლება ზნეობის
სფეროდან ნასესხები სიტყვა სატრფიალო სფეროში გადავიტანოთ,
და ასევე შევამჩნიე რაღაცნაირი ბავშვური, პირდაპირი გამოხედვა,
რასაც შემდგომ არაერთხელ ჩავუგდივარ საგონებელში...
დიახ, ეს იყო სხვა ზაზა და თან მართლა ისეთი სხვანაირი, რომ
ჩემს თავს ახლაც ვეკითხები, ეს მსგავსება მართლა არსებობდა თუ
არა, თუნდაც ჩემს თვალებს ერწმუნათ იგი. თუმცა, ვინ იცის, იქნებ
თვალებს იმიტომ ვუჯერებდი, რომ მინდოდა მსგავსება დამენახა,

334
ან, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, თვალებს იმიტომაც ვუჯე-
რებდი, ყველგან ზაზას ორეულს რომ დავეძებდი? ვერაფერს გეტყვ-
ით, რადგან ამ პუნქტში ჩემს თავს მთლიანად ვერ ვენდობი. მართა-
ლია, პარიზში ჩემს კეთილ ლულუს არ შევცილებივარ, ზაზა არ შემ-
ყვარებია, რაც არ უნდა ეჟუჟუნებინა თვალები, არ ავყვებოდი, მაგ-
რამ, ეტყობა, მისი სიყვარული ჩემს ახალ ინდივიდუალობას გამოჰ-
ყვა თან, იგი მას შემდეგ შევიყვარე და ვნატრობდი, სხვა ზაზას უცხო
მხარეში გადავყროდი. ის რომ მომაგონდება, როგორ ვცქვიტე ყუ-
რები, პროფესორმა კუკუკმა პირველად რომ ახსენა თავის ქალიშ-
ვილის სახელი, მართალი გითხრათ, ეს თეორია ხელწამოსაკრავი
აღარც კი მეჩვენება.
მსგავსება რაღაა? ძალიან თუ მოინდომებ, თვრამეტი წელი და
შავი თვალები უკვე მსგავსებას ნიშნავს, თუნდაც აქ თვალებს არც
არავინ აკვესებდეს და არც აჟუჟუნებდეს, პირიქით, როცა ამ გოგო-
ნას მოსქო უპეებისგან ოდნავ შევიწროებულ თვალებში სიცილის
ნაპერწკალი არ ელავდა, მაშინ ისინი თითქოს გამომცდელად იმზი-
რებოდნენ, მათში რაღაცნაირი ბიჭური უკმეხობა გამოკრთოდა,
ისევე როგორც მის ხმაშიც, რომელიც რამდენჯერმე ჩამესმა და
წკრიალა ხმის ნაცვლად, ყურს სწორედ მისი უკმეხი, ოდნავ ტლანქი
ტემბრი მოხვდა,ამ ხმას გაპრანჭულობისა არაფერი ეცხო, მართლა
ბიჭურად, პატიოსნად და უშუალოდ ჟღერდა. ცხვირების მსგავსება
ხომ სახსენებლადაც არ ღირდა. ზაზას პაჭუა ცხვირის საპირის-
პიროდ ოდნავ კეხიან, ოღონდ არცთუ თხელნესტოებიან ცხვირს
ვხედავდი. კარგი, პირზე აღარაფერს ვამბობ, მათ მსგავსებას დღე-
საც ვაღიარებ: წითელი ტუჩები ერთსაც და მეორესაც (ოღონდ სი-
წითლე აქ ბუნებრივი წარმომავლობისა გახლდათ), აბზეკილი ზედა-
ტუჩის წყალობით ოდნავ ტია ჰქონდა და მათ შორის კბილები გამოკ-
რთოდა; ტუჩს ქვემოთ დაჭდეული ღრმულიც და მწყაზარი, სათუთი
ყელისკენ მიმავალი ნიკაპის ხაზიც ზაზას მაგონებდა. სხვა დანარჩე-
ნი სრულიად განსხვავებული ჰქონდათ, პარიზული იერი აქ იბერი-
ულ-ეგზოტიკურ იერში გადადიოდა და სახასიათო შტრიხს განსა-
კუთრებით კუს ბაკნის წოწოლა სავარცხლის წყალობით იძენდა,

335
რომელიც გოგონას კეფიდან მაღლა აკრეფილ მუქ თმაში ებნია.
შუბლზე გადაწეული, ორად გაყოფილი თმა ყურებთან კავებად ეშვე-
ბოდა, რაც ასევე სამხრეთულ, უცხო, სახელდობრ, ესპანურ ეფექტს
ქმნიდა. ყურებს სამკაული უმშვენებდა, ოღონდ არა ისეთი გიშრის
გრძელი, მოქანავე საყურეები, როგორიც დედამისს ეკეთა, არამედ
ისეთივე მოზრდილი, მაგრამ ყურის ბიბილოზე უფრო მჭიდროდ მიკ-
რული, მარგალიტის ბაღჩაში ჩასმული ოპალისა, რაც საერთო შთა-
ბეჭდილებას ასევე ეგზოტიკურ ელფერს სძენდა. სახის კანი ზუზუს –
ასე შევარქვი დანახვისთანავე – დედამისივით სამხრეთული ტიპის,
სპილოსძვლისფერი ჰქონდა, თუმცა დედა სულ სხვა ტიპისა და სტი-
ლის ქალი იყო, უფრო წარმოსადეგი, რომ არა ვთქვა, დიდებული-
მეთქი.
თავის ქალიშვილზე გაცილებით მაღალ მანდილოსანს ტანწერ-
წეტა აღარ ეთქმოდა, მაგრამ ვერც ჩასუქებულს ეტყოდით, ეცვა სა-
და, ელეგანტური, ყელთან და სახელოებზე მაქმანივით შეჭრილ-შე-
მოჭრილი, კრემისფერი ტილოს კაბა და ეკეთა შავი, გრძელი ხელ-
თათმანები. მატრონის ასაკს ჯერ კიდევ ბევრი უკლდა, მაგრამ მა-
შინდელ მოდაზე ყვავილებით შემკულ აპრეხილ ჩალის ქუდს ქვე-
მოთ სადად გადავარცხნილ შავ თმაში უკვე შერეოდა ჭაღარა. ყელ-
ზე შემოჭდობილი, ვერცხლით ნაქარგი ხავერდის ბაფთა და მოქანა-
ვე გიშრის საყურეები მეტისმეტად შვენოდა და კიდევ უფრო მეტ სი-
ამაყეს სძენდა ისედაც ამაყად მოღერებულ თავ-კისერს, დამატებით
შტრიხს მატებდა მის ხაზგასმულ, ლამის პირქუშობამდე, სისასტი-
კემდე მისულ მედიდურობას, რაც სხვათა შორის, მთელ მის გარეგ-
ნობას ეტყობოდა და ასევე კარგად ეხატებოდა საკმაოდ ფართო პი-
რისახეზეც ‒ ზვიადად მოკუმულ ტუჩებზე, დაჭიმულ ნესტოებსა და
წარბებს შუა დაჩნეულ ორ ღრმა ნაოჭზე· ეს გახლდათ სამხრეთული
სისასტიკე, რასაც ბევრი ვერ ამჩნევს, რადგან წინასწარ აქვთ აკვი-
ატებული, სამხრეთი პირმოთნეობის, ალერსიანობისა და სინაზის
განსახიერებაა, ხოლო სისასტიკე ჩრდილოეთშია საძიებელიო. უნ-
და მოგახსენოთ, რომ ეს სრულიად გაუკუღმართებული აზრი გახ-
ლავთ. ძველ-იბერიული სისხლი უჩქეფს ძარღვებში-მეთქი, ვფიქრ-

336
ობდი გულში, ესე იგი, კელტურიც ურევია-მეთქი ვინ იცის, კიდევ სა-
დაური აღარ – ფინიკიური, კართაგენული. რომაული ღა არაბულიც
შეიძლება ერიოს-მეთქი. გულში ისიც დავსძინე, რომ ასეთი დედის
ფრთებქვეშ შეფარებული ასული უფრო დაცული იქნებოდა საფ-
რთხისაგან, ვიდრე ნებისმიერი რაინდი მამაკაცი დაიფარავდა.
ამ ფიქრების მიუხედავად არანაკლებ მსიამოვნებდა, სახლის გა-
რეთ ორივე მანდილოსანს ერთ-ერთი ამ უკანასკნელთაგანი რომ
მფარველობდა. სათვალიანი, თმამოშვებული ბატონი ჩემთან ყვე-
ლაზე ახლოს იჯდა, ლამის მხრებით ვეხებოდით ერთმანეთს, რად-
ღგან მას სკამი მაგიდასთან ალმაცერად მიედგა და ჩემსკენ მოეშვი-
რა მკაცრად მოხაზული პროფილი. თვალში, ჩვეულებრივ, უსიამოდ
მხვდება საყელოზე დაფენილი თმა, რადგან არ შეიძლება დროთა
განმავლობაში მაინც არ გაუზინთლოს თავის პატრონს საყელო,
მაგრამ ამჯერად მაინც მოვთოკე ჩემი გულაზიზობა, ქალბატონებს
მობოდიშე მზერა შევავლე და მათ კავალერს ასე მივმართე:
– მიუტევეთ, ბატონო ჩემო, სითამამე ახლად ჩამოსულ უცხო-
ელს, ვინც სამწუხაროდ, ამ ქვეყნის ენა არ იცის და მხოლოდ მშობ-
ლიურ ენაზე მოლაპარაკე კელნერს თავის გულისნადებს ვერ აგები-
ნებს. ერთხელ კიდევ გთხოვთ პატიებას, – გავიმეორე მე და ვითომ
ძლივს გავბედე მანდილოსნებისკენ გამეხედა. – გთხოვთ მაპატი-
ოთ, საუბარში რომ ჩაგერიეთ, მაგრამ ძალიან მჭირდება ერთი
აქაურობასთან დაკავშირებული ცნობის მოპოვება. სურვილიც
მაქვს და ჩემს მოქალაქეობრივ მოვალეობადაც მიმაჩნია ქალაქის
ზემო უბანში ერთ ოჯახს ვეწვიო. ქუჩის სახელია რუა ჟუან დე კასტი-
ლიუში. ჩემი სიმართლის დასტურად მინდა მოგახსენოთ, რომ ვეძებ
სახლს, რომელიც ერთ დიდად პატივსაცემ ლისაბონელ მეცნიე
რს,როფესორ კუკუკს ეკუთვნის. იქნებ გამოიჩინოთ გულისხმიერე-
ბა და მოკლედ მიბრძანოთ, რა ტრანსპორტი დამჭირდება იქ მისას-
ვლელად?
ო,რა ღვთის წყალობაა დახვეწილი და თავაზიანი მეტყველების
უნარი, ნატიფი მჭევრმეტყველების ნიჭი, მე კეთილმა ფერიამ თავის
ნაზი ხელით აკვანშივე რომ დამანათლა და ასე ოსტატურად გადმო-

337
მაფრქვევინა გულისნადები! დიდად კმაყოფილი დავრჩი ჩემი მი-
მართვით, თუმცა უკანასკნელ სიტყვებზე ცოტა კი დამებორკა ენა:
სახელდობრ იმიტომ, რომ გოგონამ ქუჩის სახელისა და კუკუკის
გვარის გაგონებაზე ჩაიხითხითა, უფრო სწორად, ჩაიკისკისა. ამან,
უნდა გითხრათ, ცოტა შემაცბუნა, რადგან ეს ლაპარაკი სინამდვი-
ლეში ჩემი ეჭვების დასადასტურებლად წამოვიწყე. სენიორამ გამ-
ხიარულებულ შვილს გაფრთხილების ნიშნად მედიდურად დაუქნია
თავი, თუმცა თვითონაც ვერ შეიკავა თავი და შავი ბუსუსებით დამ-
შვენებულ ტუჩებზე მასაც გამოესახა ღიმილი. გრძელთმიანმა ბა-
ტონმა ჯერ შეკრთომა ვერ დამალა, რადგან მანდილოსნებისაგან
განსხვავებით, მას აქამდე არც შეუმჩნევია ჩემი იქ ყოფნა, და მერე
ზედმიწევნით თავაზიანად მიპასუხა.
– სიამოვნებით, ბატონო ჩემო. იქ მისასვლელად ბევრნაირი სა-
შუალება არსებობს, თუმცა ყველას ჩამოთვლა არა ღირს. შეგიძლი-
ათ თუნდაც ფიაკრი იქირაოთ, მაგრამ იქ ისეთი ციცაბო ქუჩებია,
რომ მგზავრი იძულებულია ჩამოხტეს და ზოგიერთი მონაკვეთი ფე-
ხით გაიაროს. ამას ჯობია, ჯორებშებმულ ეკიპაჟში ჩაბრძანდეთ,
რადგან ჯორები ყოველგვარ აღმართზე ადიან, ყველაზე უფრო მო-
ხერხებული კი საბაგირო გზაა, რომელიც აქვე, თქვენთვის ალბათ
უკვე ნაცნობ რუა აუგუსტაზე გამოდის და ზედ რუა ჟუან დე კასტილი-
უშთან სულ ახლოს, გაუჭირვებლად მიგიყვანთ.
‒ ჩინებულია, ‒მივუგე მე. – სულ ესაა, რაც მე მჭირდებოდა.
აღარ ვიცი, როგორ გადაგიხადოთ მადლობა. თქვენს რჩევას გამო-
ვიყენებ. უღრმეს მადლობას მოგახსენებთ.
ამ სიტყვების წარმოთქმისთანავე ისეთი სახით მივესვენე სკამ-
ზე, თითქოს ვამბობდი, თავს მეტს აღარ შეგაწყენთ-მეთქი, მაგრამ
ჩემგან უკვე ზუზუშერქმეულ გოგონას ეტყობა, სულაც არ ეშინოდა
დედის დამტუქსავი მზერისა და მხიარულების გამომხატველი ცმუტ-
ვა მანამ არ მოიშალა, სანამ სენიორა იძულებული არ გახდა ჩემ-
თვის თავისი ასულის მხიარულების მიზეზი განემარტა.
‒ აპატიეთ პატარა გოგონას ასეთი მხიარულება, ბატონო ჩემო,
‒უხეში აქცენტით, მაგრამ მჟღერი ალტით, ფრანგულად მომმართა

338
მან. ‒ მაგრამ საქმე ისაა, რომ მე მადამ კუკუკი გახლავართ, ეს კი
ჩემი ქალიშვილი სუზანაა, ხოლო ეს ჩემი მეუღლის მეცნიერ-თანამ-
შრომელი, ბატონი მიგუელ ჰურტადო გახლავთ. თქვენ კი, თუ არ
ვცდები, დონ ანტონიო ხოსეს თანამგზავრი მარკიზ დე ვენოსტა უნ-
და იყოთ: ჩემმა ქმარმა ჩამოსვლისთანავე გვიამბო თქვენთან შეხ-
ვედრის ამბავი...
‒ აღტაცებული. ვარ, მადამ! ‒ გულწრფელი სიხარულით შეგ-
ვძახე მე და მას, გოგონასა და ბატონ ჰურტადოს თავი დავუკარი. –
რა მშვენიერი დამთხვევაა! დიახ, ჩემი გვარია ვენოსტა, და პარიზი-
დან მომავალს მართლაც ბედმა მარგუნა, ცოტა ხანი თქვენს მეუღ-
ლესთან გამეტარებინა. უნდა მოგახსენოთ, რომ ასე ნაყოფიერად
ჩემს სიცოცხლეში არ მიმოგზაურია. პროფესორთან ხაუბარი მარ-
თლაც რომ შთამაგონებელია.
– ნუ გაგიკვირდებათ, ბატონო მარკიზო, თქვენმა კითხვებმა რომ
გამამხიარულა, – ლაპარაკში ჩაერია ახალგაზრდა სუზანა, – თქვენ
სულ კითხვა-კითხვაში ბრძანდებით, ჯერ კიდევ მოედანზე გაკვირ-
დებოდით, ყოველ მესამე გამვლელს რომ აჩერებდით და რაღაცას
ეკითხებოდით, ახლა კი აგერ დონ მიგუელს ჩვენი სახლის გზა ჰკით-
ხეთ...
– თამამად იქცევი, ზუზუ, – გააწყვეტინა დედამ სიტყვა და მე სა-
ოცრად გავიხარე, მისი საალერსო სახელი პირველად რომ გავიგო-
ნე, რომელიც გულში კარგახანია მისთვის შერქმეული მქონდა.
– მაპატიე, დედა, მაგრამ ახალგაზრდამ რაც არ უნდა თქვას, ყვე-
ლაფერი სითამამეში ეთვლება, – უპასუხა პატარამ, –აი, თუნდაც
მარკიზი ავიღოთ, ისიც ახალგაზრდაა, ჩემზე ცოტა უფროსი თუ იქ-
ნება და მანაც ხომ სითამამე გამოიჩინა, მაგიდიდან მაგიდაზე ლაპა-
რაკი რომ გააბა. სხვათა შორის, მისთვის სულაც არ მითქვამს ის,
რის თქმაც მინდოდა. უპირველეს ყოვლისა, მინდოდა მეთქვა, რომ
მამას ჩამოსვლისთანავე, ანუ ფეხის შემოდგმისთანავე სულაც არ
მოუყოლია მასთან შეხვედრის ამბავი, როგორც ეს შენი სიტყვები-
დან შეიძლება დაასკვნას კაცმა. მან სხვა უამრავი რამ გვიამბო, სა-
ნამ გაკვრით იტყოდა, ვინმე დე ვენოსტასთან ერთად ვივახშმეო.

339
‒ სხვათა შორის, სითამამე არც სიმართლეს შეშვენის,ჩემო გო-
გონავ,‒ კვლავ თავის ქნევით დატუქსა და კრუცის ასულმა თავისი
ქალიშვილი.
‒ ღმერთო ჩემო, მადმუაზელ, ‒ ვთქვი მე, – თქვენს სიმართლე-
ში ეჭვიც არ მეპარება და არც ვაპირებ გაყოყოჩებას...
‒ ძალიანაც კარგი, ძალიანაც კარგი, თუ არ აპირებთ!
დედა: ‒ ზუზუ!
გოგონა: ‒ ყმაწვილი კაცი, ასეთი გვარიშვილი და შემთხვევით
ასეთი კარგი შესახედავიც, ნამდვილად დგას გაყოყოჩების საფ-
რთხის წინაშე.
ამ სიტყვების შემდეგ გამხიარულების მეტი აღარაფერი
დაგვრჩენოდა და საერთო მხიარულებას ბატონი ჰურტადოც შემოუ-
ერთდა.
– მადმუაზელ სუზანა, ეტყობა, ვერ ხვდება, მისი სილამაზის პატ-
რონს გაყოყოჩების გაცილებით დიდი საფრთხე რომ ემუქრება. ამას
ემატება გაამაყების კიდევ ერთი ბუნებრივი ცდუნება, ასეთი დედ-მა-
მა რომ ჰყავს, – ვთქვი მე და ამ უკანასკნელ სიტყვებზე სენიორას
თავი დავუკარი.
ზუზუ გაწითლდა, და შესაძლოა, დედის მაგივრადაც, რადგან სე-
ნიორა გაწითლებას სულაც არ აპირებდა, ან იქნებ იეჭვიანა კიდეც
დედაზე, ვინ იცის. ასე იყო თუ ისე, პატარამ გაწითლებით მოგვრილ
უხერხულობას საოცრად მარჯვედ დააღწია თავი, თანამესუფრეებს
თავით ჩემზე ანიშნა და გულგრილად განაცხადა:
– ნახეთ, რა მშვენიერი კბილები აქვს.
ასეთ პირდაპირობას ჩემს სიცოცხლეში არ წავწყდომივარ. თან
მშვენივრად ახერხებდა შეერბილებინა თავისი უხეშობა,რადგან
დედის სიტყვებზე „Zouzou, vous ètes tout a’fait impossible”? 145 ასეთი
პასუხი გასცა:
‒ აბა ყოველ წუთს რატომ გვიჩვენებს კბილებს, ეტყობა, უნდა
ქების გაგონება და ჩვენც არ გვარგებს გაჩუმება. დუმილი მავნებე-

145
ზუზუ, თქვენი საქციელი აუტანელია (ფრანგ)

340
ლია. აი, რაიმეს დადასტურება კი არც მას ავნებს და არც სხვას.
უცნაური არსება იყო ეს ზუზუ, მაგრამ რა უცნაურიც იყო, როგორ
არ თავსდებოდა საყოველთაოდ მიღებული წესებისა და საერთოდ
მთელი მისი საზოგადოებრივი და ეროვნული გარემოს ჩარჩოებში,
ამას მხოლოდ გვიან მივხვდი. ასევე გვიან მივხვდი, ეს გოგონა ლა-
მის წარმოუდგენელი პირდაპირობით რომ ცდილობდა ემოქმედა,
„დუმილი მავნებელიაო“, ჩემთვის ამ უცნაური სენტენციის მიხედ-
ვით.
საუბარში ოდნავ უხერხული პაუზა გაჩნდა. მადამ კუკუკ და კრუ-
ცი თითებს მაგიდაზე მსუბუქად აკაკუნებდა, ხოლო ბატონი ჰურტა-
დო სათვალეს აწვალებდა უხერხულობიდან მე ვიპოვე გამოსავა-
ლი·
– ისღა დაგვრჩენია, მოვიწონოთ მადმუაზელ სუზანას პედაგო-
გიური ტალანტი. მანამდეც სწორად შენიშნა მან, მართლა სასაცი-
ლო იქნებოდა დაგვეჯერებინა, რომ მისი ბატონი მამა მოგზაურობის
შთაბეჭდილებების მოყოლას ჩემით დაიწყებდა. ნაძლევს ჩამოვალ,
იგი პირველ რიგში იმ მონაპოვარს მოგახარებდათ, რისთვისაც წა-
ვიდა პარიზში, გიამბობდათ, როგორ შეიძინა ფრიად მნიშვნელოვა-
ნი, ოღონდ, ჩვენდა სამწუხაროდ, დიდი ხნის გადაშენებული, ეოცე-
ნის ეპოქის ტაპირისებრთა ჩონჩხის ნაწილები...
– სავსებით მართალი ბრძანდებით, მარკიზო, – მითხრა სენი-
ორამ. -- დიახ, სწორედ ეგ გვიამბო მან უპირველეს ყოვლისა და
თურმე თქვენთვისაც მოუყოლია, აქ კი თქვენ ხედავთ პიროვნებას,
რომელსაც განსაკუთრებით ახარებს ის მონაპოვარი, რადგან მისი
წყალობით სამუშაო გამოუჩნდა. მუსიო ჰურტადო ჩემი ქმრის მეცნი-
ერთანამშრომლად რომ გაგაცანით, იმასაც ვგულისხმობდი, რომ
იგი ჩინებული მეფიტულე გახლავთ, იგი თანამედროვე ცხოველების
ზედმიწევნით ბუნებრივ ფიტულებსაც უმზადებს ჩვენს მუზეუმს, და
რაც მთავარია, გადაშენებული ცხოველების რეკონსტრუქციის ხე-
ლოვნებასაც ფლობს -- ნამარხი ძვლებით ნებისმიერი ცხოველის
აღდგენა შეუძლია.
აი, თურმე საიდან მოდის საყელოზე დაფენილი თმა, თუმცა თმის

341
მოშვება? მგონი აუცილებელი მაინც არ უნდა ყოფილიყო-მეთქი,
გავიფიქრე მე, ხმამაღლა კი ვთქვი:
– რას ბრძანებთ, მადამ, მუსიო ჰურტადო, ამაზე უკეთესს რას ვი-
ნატრებდი! აბა წარმოიდგინეთ, ბატონი პროფესორი გზაში თქვენს
გასაოცარ საქმიანობაზე მიყვებოდა და ბედმა ქალაქში გამოსვლის-
თანავე თქვენი გაცნობა მარგუნა...
ამაზე რაღა თქვა ფროილაინ ზუზუმ, პირი რომ მიებრუნებინა და
ვითომ არც კი გვისმენდა? აი, რა მოგვახალა მან:
– ო, რა სასიხარულოა! ბარემ ყელზე ჩამოეკიდეთ! ჩვენი გაცნო-
ბა რა მოსატანია იმასთან, რა აღტაცებასაც ახლა განიცდით, არა?
თან მეცნიერებაზე თავგადაკლულ კაცს სულაც არ ჰგავხართ, მარ-
კიზო, მეცნიერებაზე მეტად ალბათ ბალეტი და ცხენები გიტაცებთ.
მისი სიტყვები გულთან ახლოს არ უნდა მიმეტანა, მაგრამ მე მა-
ინც შევეკამათე:
‒ ცხენებიო? ჯერ ერთი, ფროილაინ, ცხენს ბევრი აქვს საერთო
ეოცენის ეპოქის ტაპირთან და მეორეც, ბალეტმაც შეიძლება მეც-
ნიერული განსჯის გუნებაზე დაგაყენოს, მაგალითად, მოგაგონოს,
რომ იმ მობზრიალე კოხტა ფეხების ძვლებიც უძველესი წარმოშო-
ბისაა. მაპატიეთ ეს სიტყვები, მაგრამ ბალეტი პირველად თქვენ ახ-
სენეთ. სხვა ყველაფერი თქვენი ნებაა, შეგიძლიათ ჩამთვალოთ
მდაბალზე მდაბალი ინტერესების მქონე ქარაფშუტად, ვისაც არა-
ფერი გაეგება მაღალი მატერიების, კოსმოსის, პირველქმნილობი-
სა და ყოვლისსიმპატიისა, როგორც იტყვიან, ძალა თქვენს ხელთაა,
ოღონდ იცოდეთ, სავსებით შესაძლებელია ცდებოდეთ და უსა-
მართლოდ მექცეოდეთ.
‒ ზუზუ, ახლა კი შენი ჯერია მარკიზს აუხსნა, თქვენი წყენინება
მიზნად არა მქონია-თქო, – უთხრა დედიკომ მაგრამ ზუზუ ტუჩებმო-
კუმული იჯდა.
აშკარად ნასიამოვნები ბატონი ჰურტადო კი შეეცადა წვრილად
ეპასუხა ჩემს აღფრთოვანებულ მისალმებაზე და თან გულისხმიერე-
ბაც გამოეჩინა.
‒ მადმუაზელს უყვარს ადამიანების გაბრაზება, ბატონო მარკი-

342
ზო, ‒ მომიბოდიშა მან, – ჩვენ, მამაკაცებს, მოთმინება გვმართებს,
ან კი რომელ ჩვენგანს დაეზარება მოთმინების გამომოჩენა? მეც ასე
მაბრაზებს ხოლმე და მეფიტულეს მეძახის, რადგან თავიდან მარ-
თლაც ეს იყო ჩემი ხელობა ვინმეს საყვარელი იადონი, თუთიყუში
ან კატა თუ მოუკვდებოდა, ფიტულს გავუკეთებდი, ლამაზ შუშის თვა-
ლებსაც ჩავუსვამდი და ასე ვშოულობდი ლუკმაპურს. მერე კი მარ-
თლა უკეთესი საქმე გავიჩინე, დერმოპლასტიკაზე, ანუ ხელოსნობი-
დან ხელოვნებაზე გადავედი და ახლა მკვდარი ცხოველების გარე-
შეც შემიძლია ‒ფიტული ცოცხალს დავამგვანო. ჩემს ხელობას მარ-
ჯვე ხელების გარდა ბუნებაზე დიდი დაკვირვება, მისი შესწავლა
სჭირდება, ამას, ცხადია, არ უარვყოფ. ამ საქმეში რა უნარიც გამაჩ-
ნია, წლების მანძილზე ჩვენს ბუნების ისტორიის მუზეუმს შევალიე:
არა, იქ მარტო როდი ვარ, ჩემს გარდა კიდევ ორი ასეთივე ტიპის
ხელოვანი მუშაობს და ყველანი ერთად ვასხამთ ხორცს კუკუკის ჩა-
ნაფიქრს. ისეთი ცხოველების გამოსახულების აღდგენას, სხვა, ანუ
არქაულ ეპოქას რომ ეკუთვნიან, ცხადია, ზუსტი ანატომიური მონა-
ცემები სჭირდება, საიდანაც ლოგიკურად აიგება საერთო გამოსახუ-
ლება, ამიტომაც მიხარია ასე ძალიან, ბატონმა პროფესორმა პა-
რიზმი ერთ-ერთი წინარე ჩლიქოსანის ჩონჩხის ყველაზე საჭირო ნა-
წილები რომ იშოვა, ახლა მისი წყალობით შემიძლია მთელი ჩონ-
ჩხის შევსება. ის ცხოველი ტანით მელიაზე დიდი არ იქნებოდა და,
რაც მთავარია, დანამდვილებით ვიცით, წინა ფეხებზე ოთხი, ხოლო
უკანაზე სამი კარგად განვითარებული თითი რომ ჰქონია.
ჰურტადო ისე მგზნებარედ ლაპარაკობდა, რომ სახე წამოუწით-
ლდა. მე გულითადად მივულოცე საინტერესო სამუშაოს მიღება და
ვუთხარი, გული მხოლოდ იმაზე მწყდება, რომ ჩემი გემი ბუენოს აი-
რესისაკენ ერთ კვირაში რომ გადის და თქვენს ნაშრომს რომ ვერ
ვიხილავ, სამაგიეროდ, რაც აქამდე შეგიქმნიათ, ის უეჭველად უნდა
ვნახო, პროფესორმა კუკუკმა გულითადობა გამოიჩინა, შემპირდა,
მუზეუმში მეგზურობას მე თვითონ გაგიწევთო, და მისი ნახვა·სწო-
რედ იმიტომ მინდა, მუზეუმში წასვლაზე რომ შევთანხმებულიყავით-
მეთქი·

343
შეთანხმება ახლავე შეიძლებაო, მომიგო მან, ხვალ დილით, თუ
არ შეწუხდებით და ასე, თერთმეტ საათზე, აქედან სულ ახლოს, რუა
რუა და პრატაზე, მუზეუმთან მობრძანდებით, ბატონი პროფესორიც
და თქვენი მონა-მორჩილიც იქ დაგხვდებით და დიდ პატივად ჩავ-
თვლი, ექსკურსიაზე მეც თუ მიახლებთო.
დიდი სიამოვნებით-მეთქი, მივუგე და თანხმობის ნიშნად ხელი
ჩამოვართვი. ჩვენი მოლაპარაკების გამო მანდილოსნებმაც მეტ-
ნაკლებად გამოხატეს კმაყოფილება – სენიორამ გულმოწყალე, ხო-
ლო ზუზუმ დამცინავი ღიმილით. სხვათა შორის, ამის შემდეგ ზუზუ
მაინც ჩაება ხანმოკლე საუბარში, თუმცა არც ენამწარობა მოუშლია.
საუბრიდან შევიტყვე; რომ დონ მიგუელი პროფესორს სადგურში
დახვედრია, სახლამდე მიუცილებია და მათთან უსადილია, შემდეგ
მანდილოსნებს გამოჰყოლია საყიდლებზე და ამ კაფეშიც შემოუყვა-
ნია, სადაც აქაური წეს-ჩვეულებების მიხედვით, მანდილოსნები
მარტონი ვერ შემოვიდოდნენ. სიტყვა ჩემს მოგზაურობაზეც ჩამო-
ვარდა, მსოფლიოს გარშემო ამ ერთწლიან მოგზაურობაზე, ჩემმა
მშობლებმა მე, თავიანთ ერთადერთ ვაჟიშვილს რომ მომიძღვნეს,
რა ქნან, ჩემდამი გადაჭარბებული სიყვარული მათი სისუსტის ნი-
შანია-მეთქი, დავსძინე.
‒C’est le mot146‒ ხელიდან არ გაუშვია ზუზუს ჩემი გაკენწვლის
შესაძლებლობა, ‒ ასეთ სიყვარულს დიახაც სისუსტე უნდა დაარქვა
კაცმა.
‒ ვხედავ, რა მოწადინებული ხართ, როგორმე გამიღვიძოთ თავ-
მდაბლობის გრძნობა.
– ეტყობა, ეგ ფუჭი გარჯაა, ‒ მომიგო მან. დედამ დამოძღვრა:
– ჩემო საყვარელო გოგონავ, ახალგაზრდა ქალს კი უნდა შეეძ-
ლოს თავდაჭერილობისა და ენამწარობის ერთმანეთისაგან გარჩე-
ვა.
მე კი, თუ გნებავთ, სწორედ ამ ენამწარობამ ჩამინერგა იმედი,
რომ ერთ მშვენიერ დღეს ‒ თუმცა რა ბევრი დღე მე მქონდა იქ გას-

146
ეგ სიტყვა ზედგამოჭრილია (ფრანგ)

344
ატარებელი ‒ იმ მიმზიდველად აბზეკილ ტუჩებზე კოცნას აღვბეჭ-
დავდი.
სხვათა შორის, ეს იმედი თვით მადამ კუკუკმა განმიმტკიცა, რო-
ცა თავაზიანობის ყველა წესის დაცვით სახვალიოდ სადილად მიმი-
პატიჟა. ამასობაში ჰურტადო იმის განსჯას მოჰყვა, ჩემი გამოზომი-
ლი დრო ქალაქისა და მისი შემოგარენის რა აუცილებელ ღირსშე-
სანიშნაობებზე უნდა დამეხარჯა. ბოლოს მირჩია პასეიუ და ესტრე-
ლად წოდებული პარკიდან ქალაქისა და მდინარის ხედი მეხილა და
ამ დიდებული სანახაობით დავმტკბარიყავი. უახლოეს ხანში დაგეგ-
მილი ხარების ბრძოლაც ახსენა, ხოტბა-დიდება შეასსა ცინტრას ცი-
სე-დარბაზებს და ბელემის მონასტერს, ხუროთმოძღვრების ამ მარ-
გალიტს. მე კი, ჩემი, მზრივ, გავუმხილე გულისნადები, რაც ამ ქა-
ლაქზე მსმენია, იმათში ყველაზე უფრო ბოტანიკური ბაღი მიზიდავს,
იქ თურშე ისეთი მცენარეები ხარობს, რომლებიც უფრო ქვანახში-
რის ეპოქას მიეკუთვნება, ვიდრე ჩვენი პლპანეტის ამჟამინდელ ვე-
გეტაციას, სახელდობრ ხე-გვიმრებს ვგულისხმობ, ამ ცნობამ ყვე-
ლაზე უფრო ამაღელვა და ბუნების ისტორიის მუზეუმის მერე პირვე-
ლი ის ბაღი უნდა მოვინახულო-მეთქი.
‒ ეგ ბოლოს და ბოლოს, ერთი კარგი გასეირნებაა და მეტი არა-
ფერი, – ბრძანა სენიორამ და დასძინა, თან სულ იოლად მოსაწყო-
ბიო. ყველაფერს სჯობია, მუზეუმის მონახულების შემდეგ რუპ ჟუან
დე კასტილიუშზე,ოჯახურ წრეში ჩვენთან ერთად ისადილოთ, ხო-
ლო ნაშუადღევს დონ ანტონიო ხოსე რომც არ წამოგვყვეს, ბოტანი-
კურ ბაღში მაინც გავისეირნებთო.
ამ წინადადებასაც და სადილად მიპატიჟებასაც დარბაისლობის
ბეჭედი ესვა და მგონი, იმის მტკიცება არ დამჭირდება, რა დახვეწი-
ლი ზრდილობითა და მადლიერებით მივიღე იგი.
არასოდეს ისეთი სიხარული და აღფრთოვანება არ განმიცდია
ხვალინდელი დღის მოლოდინში, რასაც ახლა განვიცდი-მეთქი,
განვაცხადე ძე და მალე ყველანი წამოვიშალეთ კიდეც. ბატონმა
ჰურტადომ კელნერს თავისი და მანდილოსნების დანახარჯი ერთად
გაუსტუმრა, ხოლო დამშვიდობებისას მასთან ერთად მადამ კუკუკმა

345
და ზუზუმაც ჩამომართვეს ხელი.
‒ხვალამდე, ‒გაისმა კვლავ
ხვალამდეო, ზუზუმაც მითხრა. მაგრამ ღამცინავად ესეც მო-
აყოლა:
– Gràce a’ l’hospitalite dè mère147
შემდეგ კი თვალები დახარა და მითხრა:
–მე სხვისი მითითებით არ მიყვარს ლაპარაკი. ამიტომ გავჯიუტ-
დი და არ გითხარით, რომ მართლა არ მინდოდა თქვენი წყენინება·
მისმა ასეთმა მოლბობამ ისე გამაოგნა, რომ ჩემდა უნებურად ზა-
ზა დავუძახე.
– Mais Masemoiselle Zaza ...
‒ ზაზა, არა? – სიცილით გამომაჯავრა მან და ზურგი შემომაქ-
ცია...
იძულებული გავხდი მიმეძახებინა: ·
– Zouzou! Zouzou! Excusez ma bevue, je vous en prie148
მერე სასტუმროსკენ გავემართე, ჩავუარე მავრიტანული სტილის
ვაგზალს, დავადექი რუა დო პრანსიპეს, რომელიც როჩოს ავენიდა
და ლიბერდადესთან აკავშირებდა და მთელი გზა საკუთარ თავს
ვკიცხავდი, ეს რა წამომცდა-მეთქი.
ზაზა! იგი ცალკე, თავისთავად არსებობდა, თავის საყვარელ
ლულუსთან და არა მედიდურ, წინარეიბერიულ დედიკოსთან დაწ-
ყვილებული და მოგეხსენებათ, ამ ორ ამბავს შორის რა უზარმაზარი
სხვაობა იყო.

147
დედაჩემის სტუმართმოყვარეობის წყალობით
148
ზუზუ, მაპატიე ჩემი უნებლიე შეცდომა

346
მეშვიდე თავი

ლისაბონის ბუნების ისტორიის მუზეუმი რუა და პრატაზე მდება-


რეობდა და რუა აუგუსტადან იქამდე მართლა ორი ნაბიჯი იყო.
სახლს უღიმღამო ფასადი ჰქონდა, არც კიბეები ამშვენებდა და არც
სვეტებიანი პორტალი. შესვლისთანავე, ანუ ჯერ კიდევ ტურნიკეტში
გავლამდე, სადაც ფოტოებითა და ღია ბარათებით დახუნძლულ მა-
გიდასთან მოლარე იჯდა, ჯერ გაგაოგნებდათ ვესტიბიულის სიღრმე
და სიდიდე, ხოლო იქიდან სალამს გიძღვნიდათ ასევე სუნთქვისშემ-
კვრელი პანორამა.
დაახლოებით შუაგულში, სცენასავით შემაღლებული, ბალახით
დაფარული ნაგებობის უკანა პლანზე მუქად მოჩანდა ნაწილობრივ
დახატული, ნაწილობრივ კუნძებითა და ფოთლებით შექმნილი უღ-
რანი ტყე, მის წინ კი, თითქოს ეს-ესაა ტყიდან გამოსულაო, ბალახში
იდგა თითქმის შეტყუპებულ კოხტა ფეხებზე შემდგარი თეთრი ქორ-
ბუდა ირემი, თავზე ჯიღასავით ადგა ფართოდ განტოტვილი რქები
და ნაკრტენი, იდგა მედიდური და თან გაფაციცებული. რქებს ქვე-
მოთ დაცქვეტილი ყურების ნიჟარები წინისკენ მოექცია და მნახ-
ველს,პირდაპირ შეჰყურებდა შრიშორ განლაგუბული, კრიალა,
თითქოს მშვიდი, მაგრამ მაინც დადარაჯებული თვალებით. ვესტი-
ბიულის ჭერზე დატანებული სარკმლიდან ჩამომავალი სინათლე
პირდარაპირ ეცემოდა მდელოსა და ამ სულიერის მოლივლივე სხე-
ულს, ისე ამაყსა და წინდახედულს, მის შემხედვარეს ნაბიჯის გა-
დადგმისა შეგეშინდებოდა, ვაითუ მოსწყდეს ადგილს და ერთი ნახ-
ტომით ტყის დეკორაციაში გაუჩინარდესო. ჰოდა, მეც ასე შევკრთი
და გავქვავდი ადგილზე ამ დამფრთხალი მარტოსული ნადირის შემ-
ყურე და სენიორ ჰურტადო მაშინვე არ შემიმჩნევია ‒ თურმე იგი ფი-
ცარნაგთან მელოდებოდა, ზურგსუკან ხელბშემოწყობილი, სენიორ
ჰურტადო ჩემკენ გამოემართა, მოლარეს ანიშნა, უფასოდ გამოატა-

347
რეო, თავაზიანად მომიკითხა და ტურნიკეტი შემოატრიალა.
‒ ვხედავ, როგორ მოუჯადოებიხართ მუზეუმის მნახველთა შესაგ-
ებებლად შემართულ ჩვენს მეუფეს, ჩვენს თეთრ ფურირემს, – მით-
ხრა მან, ‒ არც მიკვირს, ისეთი მშვენიერი რამ არის. არა, მისი ფი-
ტული აქ მე არ დამიდგამს, იგი სხვისი ნახელავია, ინსტიტუტში ჩემს
მოსვლამდეა გაკეთებული. ბატონი პროფესორი გელოდებათ, ნება
მომეცით...
იგი იძულებული გახდა ღიმილით გაეწყვიტა სიტყვა, რადგან მე
ჯერ ამ დიდებულ ცხოველს მივაშურე, რომელსაც საბედნიეროდ,
მართლა არ შეეძლო გაქცევა, და ახლოდან დავუწყე თვალიერება.
– ეს ჩვეულებრივი ჯიშის ირემი როდია, – ამიხსნა ჰურტადომ,‒
ეს გახლავთ კეთილშობილი, წითური ირმის ჯიში, რომელთა შორის
ზოგჯერ თეთრიც გამოერევა ხოლმე. თუმცა რას გიხსნით, მე ხომ ნა-
დირის კარგ მცოდნეს ვესაუბრები. თქვენ მონადირე იქნებით, არა?
‒ მხოლოდ ხანდახან ვნადირობ, უფრო სწორად, მაშინ ვნადი-
რობ, როცა ჩემი საზოგადოებრივი მოვალეობა მაიძულებს ხოლმე.
აქ კი ნადირობა სულ არ მაგონდება და ასე მგონია, ასეთ ცხოველს
ვერც ვესროდი-მეთქი. მასში არის რაღაც ლეგენდარული და მცოხ-
ნელთა ჯგუფს კი მიეკუთვნება, არა, სეიორ ჰურტადო?
– დიახ, ბატონო მარკიზო. ისიც ისეთივე მცოხნელია, როგორც
მისი ბიძაშვილები, ჩრდილოეთის ირემი და ცხენირემი.
– და ისევე როგორც შინაური პირუტყვი, არა? იცით, ამას ხელად
შეატყობს კაცი. მართალია, აქვს რაღაც ლეგენდარული, მაგრამ
ამას მაინც შეატყობ. იგი თეთრია, გამონაკლისია თავის ჯიშში, ქორ-
ბუდა რქები ტყის მეფის იერს ანიჭებს, სირბილიც თვალწარმტაცი
იცის, მაგრამ სხეული ამხელს, მცოხნელთა ოჯახს რომ მიეკუთვნე-
ბა. თუმცა ამ ოჯახს. ვინ რას ერჩის. მის მკერდსა და უკანატანს კარ-
გად რომ დააკვირდე და ცხენს შეადარო – ცხენი უფრო შმაგი ცხო-
ველია. თუმცა იგი ტაპირის შთამომავალი გახლაგთ ‒ მაშინ ირემი
გვირგვინოსან ძროხად მოგეჩვენება.
– თქვენ კრიტიკული თვალი გქონიათ, ბატონო მარკიზო.
– კრიტიკული? არა, რას ბრძანებთ, მე მხოლოდ სიცოცხლის, ბუ-

348
ნების ფორმებისა და ხასიათების შეცნობის უნარი მაქვს და მეტი
არაფერი. ვგრძნობ ფორმას, მშვენიერი ფორმა აღფრთოვანებას
მგვრის. რამდენადაც მე ვიცი, მცოხნელებს უცნაური კუჭი აქვთ. მა-
თი კუჭი რამდენიმე პარკუჭისაგან შედგება და ერთ-ერთი მათგანი-
დან უკვე გადაყლაპული საკვები კვლავ პირში უბრუნდებათ ხოლმე.
შემდეგ წვანან, სიამოვნებით იცოხნებიან და ხელახლა, გულდაგულ
ღეჭავენ ერთხელ უკვე დაღეჭილ ლუკმებს. იქნებ მითხრათ, ასეთი
შინაურული ჩვეულების მქონე პირუტყვი როგორ შეიძლება ტყის
გვირგვინოსან მეფედ იწოდებოდესო, მაგრამ მე ბუნების ყოველ-
გვარ ჭირვეულობას პატივს ვცემ და, თქვენ წარმოიდგინეთ, არც ის
გამიჭირდება, საკუთარი თავი მცოხნელად წარმოვიდგინო! ბოლოს
და ბოლოს ხომ არსებობს ისეთი გრძნობა, რასაც ყოვლის სიმპატია
შეიძლება ვუწოდოთ.
– დიახ, დიახ, უდავოდ, – დამიდასტურა გაოგნებულმა ჰურტა-
დომ. იგი, ცოტა არ იყოს, შეაცბუნა ჩემმა მაღალფარდოვანმა მეტ-
ყველებამ, თითქოს ამაზე ნაკლებ მაღალფარდოვნად შეიძლებოდა
ადამიანს ისეთ საგანზე ელაპარაკა, რაც „ყოვლისსიმპატიაში“ იგუ-
ლისხმებოდა. მაგრამ რაკი შეცბუნებისგან თვალები გამოუშტერდა
და დაუნაღვლიანდა, სასწრაფოდ შევახსენე, მასპინძელი გველო-
დება-მეთქი.
‒ მართალი ბრძანდებით, მარკიზო, წესით აქ არ უნდა დამეყოვ-
ნებინეთ. გთხოვთ, მარცხნივ აიღოთ გეზი...
კუკუკის კაბინეტი ხელმარცხნივ, დერეფანში მდებარეობდა
ჩვენს შესვლაზე. პრთცესორი, ფეხზე წამოდგა. და ვარსკვლავთვა-
ლებიდან სამუშაო სათვალე მოიხსნა. ეს თვალები ისე შევიცანი,
თითქოს აქ შემოსვლამდე, წინაღამით სიზმარში მქონოდა ნანახი.
იგი გულთბილად მომესალმა. დიდად ნასიამოვნები ვართ, ჩემი
ქალბატონები შემთხვევით რომ გაგიცვნიათო და მომავალი შეხ-
ვედრაც დაგიგეგმავთო. რამდენიმე წუთით ვისხედით მის მაგიდას-
თან, მან გამომკითხა, როგორ მოეწყვეთ, ლისაბონზე რა შთაბეჭდი-
ლება შეგექმნათო და შემდეგ შემომთავაზა; შემოვლა ხომ არ დაგ-
ვეწყოო.

349
ასეც მოვიქეცით. ირმის წინ ახლა მთელი კლასი შეჯგუფებული-
ყო და ათი წლის ბავშვებს მასწავლებელი ამ ცხოველზე რაღაცას
უყვებოდა. ისინიც, თანაბარი პატივისცემით, ხან ირემს უყურებდნენ
და ხან თავიანთ მენტორს. მოწაფეები შემდეგ ხოჭოებისა და პეპლე-
ბის კოლექციებით სავსე ვიტრინებისკენ წაიყვანეს, რომლებიც ვეს-
ტიბიულის კედლებთან იყო ჩამწკრივებული· ჩვენ იქ აღარ შევჩერე-
ბულვართ. ხელმარჯვნივ, ერთმანეთში გამავალ დიდ-პატარა ოთა-
ხებისაკენ გავემართეთ, სადაც „სიცოცხლის ხასიათის შეცნობის
უნარს“, მე რომ დიდის ამბით ვიჩემებდი, კმაყოფილება, უფრო მე-
ტიც, ზეკმაყოფილება უნდა განეცადა, ოთახსა და დარბაზში, ყო-
ველ ფეხის ნაბიჯზე ისე მჭიდროდ და სიმპატიის აღმძვრელად ელაგა
უხსოვარ დროს ბუზების წიაღში ნაშობი ქმნილებები, ხოლო მათ შო-
რის ბუნების უღიმღამო ექსპერიმენტების გვერდით უაღრესად გან-
ვითარებულ, თავის ჯიშში სრულყოფილ ნიმუშებსაც წააწყდებო-
დით. შუშის ქვეშ ზღვის ფსკერის ერთი მონაკვეთი წარმოედგინათ
და ზედ ფუთფუთებდა უაღრესი ორგანული სიცოცხლე, მცენარეული
წარმონაქმნები რომელთაც ზოგჯერ უწმაწური ფორმაც კი მიეღოთ.
იქვე, მათ გვერდით, დედამიწის სიღრმისეული ფენებიდან ამოღებუ-
ლი ნიჟარების ჭრილები გამოეფინათ, შიგ ჩანდა მილიონობით
წლების წინ დაღუპული უთავო მოლუსკები, რომელთაც ეს ნიჟარები
ოდესღაც იფარავდნენ, ხოლო ნიჟარების კედლები ისე ფილიგრა-
ნულად იყო დამუშავებული, რომ გაოცება გიპყრობდა, იმ უძველეს
დროში რა სიმარჯვესა და სინატიფემდე მისულა ბუნება.
გზადაგზა გვხვდებოდნენ ცალკეული დამთვალიერებლები, ვი-
საც შემოსასვლელი ფული გადახდილი ექნებოდა, მაგრამ თავიან-
თი საზოგადოებრივი მდგომარეობით არ ეკუთვნოდათ მუზეუმის გი-
დის მომსახურება და ყოველ ექსპონატთან თავიანთ მშობლიურ
ენაზე შედგენილ განმარტებებს კითხულობდნენ. ისინი ჩვენს პატა-
რა ჯგუფს ცნობისმოყვარედ აყოლებდნენ თვალს და ალბათ ფიქ-
რობდნენ, ეს ალბათ ვინმე უცხოელი პრინცია, მუზეუმის დირექცია
ასეთ დიდ პატივს რომ სცემსო. უნდა გამოგიტყდეთ, ეს ყურადღება
მსიამოვნებდა, ამასთან რაღაცნაირი სათუთი გრძნობა მიჩნდებო-

350
და იმ კონტრასტის ყურებაზე, ჩემს ნატიფ, ელეგანტურ გარეგნობასა
და ბუნების ძველთუძველეს, მეტწილად საზარელ, გაქვავებულ
ექსპერიმენტებს შორის რომ ვამჩნევდი – ესენი იყვნენ ნამარხი კი-
ბორჩხალები თუ თავფეხიანები, მხარსახსრიანები თუ საშინლად
ძველი ღრუბლები და გამოშიგნული ზღვის ვარსკვლავები, რომელ-
თაც ზერელედ გადავავლე თვალი.
მათ შემხედვარეს ერთი ფიქრი მაფორიაქებდა, ყველა ეს პირ-
ველწარმონაქმნი, გამოვლენილი თუნდაც აბსურდული სახით, მა-
ინც რომ არ ჰკარგავდა თავისებურ ღირსებასა და მიზანსწრაფვას,
წარმოადგენდა ერთგვარ წინარე ცდას და გეზი ჩემსკენ, ანუ ადამია-
ნისკენ ჰქონდა აღებული, ამით თუ აიხსნებოდა ის თავაზიანი და
მოკრძალებული გამომეტყველება, რითაც მე შევყურებდი შიშველ-
კანიან, ვიწროდინგიან ზღვის კუს, რომლის ლამის ხუთმეტრიანი
მოდელი იქვე, შუშის აქვარიუმში დაცურავდა. ეს ჩვენი ძვირფასი
მეგობარი, რომელიც თურმე ამაზე ბევრად დიდიც შეიძლებოდა ყო-
ფილიყო, ქვეწარმავალთა ოჯახს ეკუთვნოდა, მაგრამ სხეული თევ-
ზისა ჰქონდა და ძალიან ჰგავდა დელფინს, თუმცა დელფინი ძუძუ-
მწოვარა გახლავთ. ასე, ორ სახეობას შორის ქანაობდა ეს ცხოველი
და გვერდიდან მომშტერებოდა, მე კი ცალი ყურით კუკუკს ვუსმენდი
და თვალი უკვე მომდევნო დარბაზებისკენ გამირბოდა ‒ იქ, სულ
ბოლო ოთახში მოჩანდა წითელი ხავერდის ბაგირებს შორის მოქ-
ცეული, მთელი ტანით აღმართული, ნატურალური ზომის დინოზავ-
რი. მუზეუმები და გამოფენები საერთოდ ასეა მოწყობილი: ისინი მე-
ტისმეტად ბევრს გთავაზობენ, სინამდვილეში კი გულსა და გონებას
უფრო მეტ საზრდოს აძლევს ამ უამრავი საგნიდან ერთზე ან რამდე-
ნიმეზე ყურადღების შეჩერება, თორემ რა გამოდის, მიხვალ რომე-
ლიმესთან და ამ დროს თვალი უკვე მეორისკენ გაგექცევა. ყურად-
ღება გეფანტება და ასე გადადიხარ ერთი ექსპონატიდან მეორეზე,
სხვათა შორის, ყველაფერი ზემოთ თქმული იმ ერთი დღის გამოც-
დილებას ეყრდნობა, თორემ მას შემდეგ, შეიძლება ითქვას, აღარც
მომინახულებია მსგავსი შემეცნებითი დაწესებულება.

351
რაც შეეხება ბუნებისგან ასე გულსატკენად უარყოფილ ამ ვე-
ებერთელა არსებას, რომელიც შემორჩენილი ნაშთების მიხედვით
აქ ასე გულმოდგინედ აღედგინათ და შეეკოწიწებინათ, მუზეუმს მისი
დასატევი დარბაზიც არ გააჩნდა – ეს ღმერთგამწყრალი თავიან-ფე-
ხებიანად ორმოცი მეტრი სიგრძისა იყო და ფართო თაღებით ერ-
თმანეთში გამავალ ორ ოთახში მხოლოდ იმიტომ ეტეოდა, რომ
ჭკვიანურად განელაგებინათ. ჩვენ ერთ ოთახში რკალისებურად
დასვენებულ უზარმაზარ კუდს, უბალნო უკანა ფეხებსა და მუცელგა-
მობერილი სხეულის უკანა ნაწილს შემოვუარეთ, იქით კი, ზედატანს
კუნძი თუ ქვის ბლაგვთავიანი სვეტი ჰქონდა შეყენებული, ამ სვეტზე
ნახევრად წამოწეულ, საზარლად, მაგრამ მაინც გრაციოზულად
ყელმოღერებულ საცოდავ ცხოველს ცალი ფეხი შემოედგა, უსაშვე-
ლოდ გრძელ კისერზე გამობმული პაწაწინა თავი თითქოს ნაღვლი-
ან ფიქრებს შეეპყრო – თუკი საერთოდ შეიძლება იაზროვნოს ბეღუ-
რის ტვინმა – და კისერი სვეტზე შემოდგმული ფეხისაკენ დაეხარა...
დინოზავრის დანახვამ ძალიან ამაღელვა და გულში ასე მივმარ-
თე: „ნუ დაღონდები! მართალია, თავის დროზე უსაშველო სიდიდის
გამო მოგიძულეს და ჩამოგწერეს, მაგრამ სამაგიეროდ, ხომ ხედავ,
ჩვენ ხელახლა შეგასხით ხორცი და შენზე ვფიქრობთ“. ამას ვამბობ-
დი, მაგრამ მთელი ჩემი ყურადღება მუზეუმის ამ საამაყო ექსპონატს
მაინც არ შთაუნთქავს და თვალი სხვა საინტერესო ექსპონატების-
კენ გამექცა: ჭერიდან ჩამოშვებულ თოკზე, მაგალითად, ეკიდა
მფრინავი ხვლიკი, გაეშალა თავისი უბუმბულო ფრთები და ჰაერში
ქანაობდა,
იქვე ეკიდა ქვეწარმავალთა ოჯახიდან ახლადგამოსული, კუდი-
ან-ბრჭყალებიანი რომელიღაც ნამარხი ფრინველი. ასევე სულ ახ-
ლოს დავინახე კვერცხისმდებელი, ჩანთიანი ძუძუმწოვარა ცხოვე-
ლები, ხოლო მოშორებით უტვინოსახიანი გოლიათი ჭიანჭველაჭა-
მიები, მართალია, ბუნებას ამ უკანასკნელზე წინასწარ ეზრუნა და
ზურგი და ფერდები ძვლის სქელი ჯავშნით დაეფარა, მაგრამ არც
მასზე ხარბად მონადირე ხმალკბილა ვეფხვებისთვის დაეკლო ხე-
ლი – მათთვის ისეთი ღონიერი ყბები და ღოჯები გამოეყოლებინა,

352
რომ ამ კბილებით ალბათ ხრამა-ხრუმით კვნეტდნენ ხოლმე ჭიან-
ჭველაჭამიების ძვლოვან ჯავშანს და ტანიდან უგემრიელეს ხორცს
მსხვილ–მსხვილ ლუკმებად აცლიდნენ. რაც უფრო იზრდებოდა და
ჯავშანსაც ისქელებდა უჟმური მასპინძელი, მით უფრო უღონიერდე-
ბოდა ყბები და კბილები მის სტუმარს და გემრიელი ლუკმის პირში
მოსაგდებად ზურგზე ცქვიტად ახტებოდა ხოლმე. მაგრამ ერთ მშვე-
ნიერ დღეს, მიყვებოდა კუკუკი, ჰავამ და მცენარეულმა საფარმა ოი-
ნი მოუწყვეს გოლიათ ჭიანჭველაჭამიას, მათ თავისი უწყინარი საკ-
ვები შემოაკლდათ და შიმშილისაგან ამოწყდნენ, ასევე დარჩა ხა-
ხამშრალი მასთან ამდენი ხნის შეჯიბრის შემდეგ ხმალკბილა ვეფ-
ხვიც, თავის მძლავრი ყბებითა და ჯავშანკვნეტელა კბილებით გამო-
ტენილი პირით. ისიც სულ მალე გასაცოდავდა და შეწყვიტა კიდეც
არსებობა. ჭიანჭველაჭამიას ზრდის მხარდამხარ არც ის იზოგავდა
თავს, არ ჩამოვრჩე, ჯავშნის საკვნეტად მუდამ მზად ვიყოო. თავის
მხრივ, ჭიანჭველაჭამიაც არ გაიზრდებოდა ამოდენა და არც ამოდე-
ნა ჯავშანს შემოიკრავდა, მისი ხორცის მოყვარულები რომ არ არ-
სებულიყვნენ.
ვთქვათ, ბუნებას მისი დაცვა უნდოდა და ამიტომ უსქელებდა და
უმაგრებდა ჯავშანს. მაშინ მის მტერს რაღას უღონიერებდა ყბებსა
და ხმალივით კბილებს? თითქოს ორივეს მფარველობდა, მაგრამ
სინამდვილეში არცერთი არ ედარდებოდა, ორივეს ამასხარავებდა
და როცა თავიანთი შესაძლებლობების მწვერვალზე აიყვანა, მაშინ
უმუხთლა და ბედის ანაბარად მიატოვა ორივე.
მაინც რას ფიქრობს ბუნება? არც არაფერს და, ეტყობა, არც ადა-
მიანმა უნდა აიტკივოს თავი მასზე ფიქრით, თუმცა გაკვირვებით კი
უნდა გაუკვირდეს მისი გულგრილობა და თვითონ მარჯვნივ და
მარცხნივ არიგოს გულის სითბო, როცა საპატიო სტუმრის სახით და-
აბიჯებს მშვენიერი მოდელებით სავსე მუზეუმში. ბუნების შექმნილ
მრავალფეროვან ფიგურებს შორის, რომელთაგან ზოგი სხვისი,
ზოგიც ბატონ ჰურტადოს ნახელავია.
მაჩვენეს კიდევ ეშვებიანი, ბანჯგვლიანი მამონტი, რომელიც
დიდი ხანია, აღარ არსებობს, და დანაოჭებულ სქელ ტყავში გახვეუ-

353
ლი მარტორქა, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს,მაგრამ არა მგონია.
ხეების ტოტებიდან ვეებერთელა თვალებით ჩამომცქეროდნენ მა-
იმუნის მსგავსი არსებანი. ტანწვრილ ღამურა მაიმუნს, რომელიც სა
მუდამოდ ჩამებეჭდა გულში, მშვენიერ თვალებს ვეღარ ვუქებ, პაწია
პაწია მკლავებზე ისეთი ნაზი და ნატიფი ხელები ჰქონდა გამობმუ-
ლი. ის მკლავები კი თავის მხრივ, უძველესი ხმელეთის ცხოველთა
ძვლებისგან იყო განვითარებული. მაჩვენეს ლემური, თვალები
ფიალებს მიუგავდა, წვრილ-წვრილი გრძელი თათები მკერდზე და-
ეკრიფა და სასაცილოდ გაეპარჭყა ფეხის თითები.
ბუნებას, ეტყობა, ეს პაწია სახეები ჩვენს გასაცინებლად შეექმნა.
მაგრამ მე მათ დანახვაზე პირზე ღიმილიც კი არ მომსვლია, რადგან
ყველა ამ სულიერს ეტყობოდა, საბოლოოდ გეზი ჩემსკენ რომ ჰქონ-
დათ აღებული, თუნდაც ეს მიზანი შენიღბულად და გულისშემძვრე-
ლად სახუმარო სახით გამოვლენილიყო.
განა შემიმლია ყველა ის ცხოველი დავასახელო და ვაქო, რაც კი
მუზეუმს ჰქონდა გამოფენილი, იქნებოდნენ ეს ფრინველები: ვითომ
ბუდის ქსოვაში გართული თეთრი ყანჩები, პირქუში ბუკიოტები,
წვრილფეხა ფლამინგოები, გრიფები და თუთიყუშები, თუ ნიანგები,
სელაპები, ამფიბიები, სალამანდრები და მეჭეჭიანი კუები, ერთი
სიტყვით, ყველაფერი, რაც კი ამქვეყნად დახოხავს და დაფრინავს!
არასოდეს დამავიწყდება ერთი მელაკუდას ეშმაკური სახე და საერ-
თოდ, ყველას – მელიას, ფოცხვერს, სამურავს, ხეზე ასულ იაგუარ-
საც კი, მწვანე და ცბიერი თვალების ალმაცერ გამოხედვასა და მსუ-
ნაგ ხახაზე რომ ეტყობოდა, ბუნებას მისთვის სისხლისმსმელისა და
ხორცის დამგლეჯის როლი დაეკისრებინა, იმასაც კი სიამოვნებით
მოვეფერებოდი და აქა-იქ ასეც ვიქცეოდი, თუმცა ექსპონატების ხე-
ლის ხლება აკრძალული იყო. მაგრამ მე ვინ რას დამიშლიდა? ჩემს
მხლებლებს პირიქით ესიამოვნათ, მე რომ ყალყზე შემდგარ დათვს
ხელი ჩამოვართვი და იქვე ჩაცუცქულ შიმპანზეს გამხნევების ნიშ-
ნად მხარზე ხელი მოვუთათ·უნე.
‒ ადამიანი სადღაა? ‒ ვიკითხე მე ‒ ბატონო პროფესორო,
თქვენ ადამიანის ჩვენებასაც შემპირდით. ადამიანი სადაა?

354
‒ სარდაფში, ‒ მომიგო კუკუკმა ‒ აქ თუ უკვე იჯერეთ გული, მა-
შინ ქვევით ჩავუყვეთ.
‒ თქვენ ალბათ გინდოდათ გეთქვათ, ზევით ავუყვეთო, – გავიხ-
უმრე მე
სარდაფი ხელოვნური შუქით ნათდებოდა. სადაც ჩვენ მივდი-
ოდით, იქ, მინებს უკან, კედლებში დაეტანებინათ პატარა თეატრი,
ანუ ნატურალური ზომის პლასტიკური სცენები ადამიანის ადრეული
ცხოვრებიდან, ჩვენც ყოველი მათგანის წინ ვჩერდებოდით და მუ-
ზეუმის პატრონის კომენტარებს ვისმენდით, ზოგჯერ კი ჩემი დაჟინე-
ბული თხოვნით უკვე ნანახ სცენას, თუნდაც მის წინ მანამდეც დიდ-
ხანს ვმდგარიყავით, ხელახლა ვუბრუნდებოდით. გულშემატკივარი
მკითხველი ალბათ გაიხსენებს, ბავშვობაში რა ცნობისმოყვარედ
დავეძებდი წინაპართა სურათებში ჩემი გამორჩეული აღნაგობის
საწყისებს, რა გულმოდგინედ ვცდილობდი მათმში აღმომეჩინა ჩე-
მი გარეგნობის ჩამომყალიბებელი პირველი მინიშნებები. ცხოვ-
რებაში დროდადრო ისევ გიბრუნდება ხოლმე ფესვმომაგრებული
პირველსაწყისი და ის იყო მეგონა, კვლავ იმ ძველ საქმიანობას და-
ვუბრუნდი-მეთქი, რომ ჩემმა ჩაძიებულმა თვალმა და აფართქალე-
ბულმა გულმა ერთდროულად იგრძნეს ცრიატი შორეთიდან ჩემზე
დამიზნებული თვალი. ღმერთო მაღალო, ეს რა პაწია ბანჯგვლიანი
არსებები მიჭუჭკულან კუთხეში და თითქოს თავიანთ წკლაპუნა და
ღუღუნა წინარეენაზე ბჭობენ, ჩვენზე უკეთ აღჭურვილი, ჩვენზე ღო-
ნივრად შეიარაღებული არსებებით დასახლებულ მიწაზე თავი რო-
გორ გავიტანოთო? თუმცა სავარაუდო კია მაშინ ჩემთვის უკვე
ცნობილი აბიოგენეზი, იყო კი გამოყოფილი ადამიანი ცხოველთა
სამყაროს? დიახ, დიახ-მეთქი, ვუპასუხებდი, მე თუ მკითხავდნენ.
სწორედ ამას ად·ასტურებდა მიუსაფარ სამყაროში მოხვედრილი იმ
ბანჯგვლიანი არსებების შიშნარევი სიუცხოვე და უმწეობა რომელ-
თაც გარესამყაროსგან თავდასაცავად არც რქები გამოჰყოლოდათ
და არც ეშვები, არც ღონიერი რკინის ნისკარტი. და მიუხედავად ამი-
სა, ჩემი ღრმა რწმენით, მათ იცოდნენ და ამაზე ბჭობდნენ კიდეც ჩა-
ცუცქულები, რომ ისინი უფრო კეთილშობილი ხისგან იყვნენ გამო-

355
თლილნი, ვიდრე სხვა დანარჩენები.
მერე თვალწინ გადაგვეშალა მოზრდილი გამოქვაბული, აქ უკვე
ნეანდერტალებს გაეჩაღებინათ ცეცხლი, გეთანხმებით, ესენი სქე-
ლკეფიანი, ჩასკვნილი ადამიანები იყვნენ, მაგრამ აბა ერთი მითხა-
რით რომელი მედიდური ტყის მეფე შეძლებდა და გამოქვაბულში
დასახლებულიყო და ცეცხლი გაეჩაღებინა? საამისოდ მარტო მეფუ-
რი მიხრა-მოხრა არ კმაროდა. აქ კიდევ რაღაცის მიმატება იყო სა-
ჭირო. განსაკუთრებით ტლანქი და მოკლეკეფიანი თავი ნეანდერ-
ტალების მეთაურს ჰქონდა. სახეგაბანჯგვლულ, კუზიანივით გვალ-
ზურგიან კაცს, რომელსაც მუხლი გადაეყვლიფა, მკლავები ტანთან
შედარებით ძალიან გრძელი ჰქონდა, მას ცალი ხელი თავის ნანა-
დირევი ირმისთვის რქებში ჩაევლო და გამოქვაბულში შემოთრევას
უპირებდა. ყველანი დაბალკისრიანები, გრძელმკლავებიანი და
ტანმორჩილნი იყვნენ: ცეცხლთან მიყუჟული კაცებიც, ბიჭუნაც, რო-
მელიც მარჩენალსა და ნანადირევის შემომტანს მოწიწებით შესცქე-
როდა, გამოქვაბულის სიღრმეში მიყუჟული დედაკაციც, ბავშვს რომ
ძუძუს აწოვებდა. ბავშვი კი, დახეთ, ზუსტად დღევანდელ ძუძუმწოვა-
რა ჩვილს არ ჰგავდა? იგი მოზრდილებზე გაცილებით თანამედრო-
ვე და მაღალგანვითარებული ჩანდა, მაგრამ ეტყობოდა, ზრდასთან
ერთად ისიც განიცდიდა უკუგანვითარებას და დანარჩენებს დაემ-
სგავსებოდა.
ნეანდერტალელებს ვერ იქნა და ვერ შეველიე, მაგრამ მერე ასე-
ვე გამიტაცა ერთი ახირებული კაცის ცქერამ, რომელიც მრავალი
ათასწლეულის წინ სალი კლდის გამოქვაბულში მარტოდმარტო და-
ყუდებულიყო და კედლებზე კამეჩების, ქურციკებისა და სხვა ნადი-
რის გვერდით მონადირეთა გამოსახულებებსაც დიდი გატაცებით
ხატავდა. მისი თანამოძმენი ამ დროს ალბათ მართლა ნადირობ-
დნენ, ის კი მათ ფერად-ფერადი წვენებით ხატავდა და მუშაობისას,
ეტყობა, პიტალო კლდეს ეყრდნობოდა, რადგან სურათებს შორის
ბეგრგან მოჩანდა მისი გათხუპნილი მარცხენა ხელის ანაბეჭდი.
დიდხანს ვუყურე მხატვარს, მაგრამ გავცდით თუ არა, გულმა ისევ ამ
მუყაითი, ახირებული კაცისკენ გამიწია.

356
– აქ ერთი კიდევ გვყავს, ის ქვაზე კვეთს ყველაფერს, რაც კი შე-
უძლია, – მითხრა კუკუკმა და იმ წელწახრილი ქვაზე ბეჯითად მკვე-
თელის შეხედვაზეც გული შემეკუმშა, მართლა მამაცი და შეუპოვა-
რი კი იმას ეთქმოდა, მომდევნო სცენაში რომ წარმოედგინათ. მას
ხელში შუბი ეჭირა, წინ ძაღლები გაეგდო და გამძვინვარებულ ტახზე
შეუპოვრად მიიწევდა. ტახიც მასავით შეუპოვარი ჩანდა. თითქოს
საბრძოლველადაც შემართულიყო, მაგრამ კამარაში მაინც მორჩი-
ლება ეტყობოდა.
ორი ძაღლი – უცნაური, პროფესორ კუკუკის სიტყვით, დღეს უკვე
გადაშენებული ჯიშის, ჭაობის შპიცები, რომლებიც ხიმინჯებიან საც-
ხოვრებელში მობინადრე ადამიანს მოშინაურებული ჰყავდა ‒ ტახს
თავისი ეშვებით უკვე გაეფატრა და ბალახზე მიმოეფანტა, მაგრამ
კიდევ ბევრი ჰყავდა მოსაგერიებელი, ძაღლების პატრონსაც, თავის
მხრივ, შუბი მოეღერებინა და რაკი ამ საქმის ბოლო არავითარ ეჭვს
აღარ იწვევდა, გზა განვაგრძეთ და განწირული ტახი ბედის ანაბარა
მივაგდეთ.
მერე გამოჩნდა მშვენიერი ზღვის პეიზაჟი, სადაც მეთევზეები თა-
ვიანთ უსისხლო, მაგრამ აზრიან ხელობას მისდევდნენ ‒ სელის ბა-
დეები თევზით ჰქონდათ სავსე. იქვე, თვალწინ, აქამდე ნანახისაგან
სრულიად განსხვავებული სურათი გადაიშალა. უფრო მნიშვნელო-
ვანი, ვიდრე ნეანდერტალელთა ტახზე მონადირის, ბადის მომკრე-
ფი მეთევზეების ან თუნდაც მუყაითი მუშაკებისა იყო: აქ ქვის სვეტე-
ბი აღემართათ, უამრავი, თავშიშველი ქვის სვეტი დარბაზის მსგავს
არეს ქმნიდა, დარბაზს სახურავის მაგივრობას ზეცა უწევდა, ხოლო
მის მიღმა გადაშლილი ველის კიდეზე მზე ამოდიოდა, დასალიერი-
დან მაღლა იწევდა წითელი, ცეცხლმოდებული მზე. უჭერო, სვეტე-
ბიან დარბაზში იდგა ბრგე მამაკაცი, ხელები ცისკენ აღეპყრო და
ამომავალ მზეს ყვავილების თაიგულს უწვდიდა! ვინმეს თუ უხილავს
ოდესმე მსგავსი რამ? მამაკაცს არც მოხუცი ეთქმოდა, არც ყრმა, გა-
ფურჩქვნის ხანა ედგა და მის საქციელს განსაკუთრებულ სისათუთე-
სა და სინაზეს სწორედ ეს ჯან-ღონე და მხნეობა ანიჭებდა. არც მას
და არც მის თანამოძმეთ, რაღაც პიროვნული ღირსებების გამო მოს-

357
თვის რომ მიენდოთ ეს სამსახური, შენებისა და სახურავის დადგმი-
სა არაფერი გაეგებოდათ, მათ მხოლოდ ის შეეძლოთ, ქვები დაეწ-
ყოთ ერთმანეთზე, ამგვარად აღმართული სვეტებით წრე შემოეფა-
რგლათ და ის მსახურება აღესრულებინათ, რასაც ის ბრგე მამაკაცი
ასრულებდა. ამ უხეში სვეტებით თავს ვერ მოიწონებდი, მელიისა და
მაჩვის სოროში, ან, კოხტად მოწნულ ჩიტის ბუდეში გაცილებით მე-
ტი გამჭრიახობა და ოსტატობა იყო ჩაქსოვილი, ოღონდ მათ ერთა-
დერთი და ისიც პრაქტიკული დანიშნულება გააჩნდათ – მხოლოდ
თავის შესაფარებლად და გასამრავლებლად იყვნენ გამიზნულნი.
აი, სვეტებიან არეს კი სულ სხვა დანიშნულება ჰქონდა თავშესა-
ფარსა და გამრავლებას მასთან არაფერი ესაქმებოდა, ისინი მასზე
დაბლა იდგნენ, იგი მოწყვეტილი იყო მახვილგონივრულ ყოფით
მოთხოვნილებებს, აღმაფრენა სწვეოდა და ამგვარად, ბუნებაში უკ-
ვე მართლა გაჩენილიყო ისეთი სულიერი, ვისაც აზრად მოსდიოდა
ამომავალი მზისთვის ყვავილების თაიგული მიეძღვნა!
თავი სიცხიანივით მიხურდა ამდენი ნანახ-განცდილისაგან, მით
უმეტეს, რომ ყოველი შთაბეჭდილებისათვის ფართოდ მქონდა გუ-
ლის კარი გაღებული. ამ დროს გავიგონე პროფესორის ნათქვამი,
რაც საჭირო იყო, ყველაფერი ვნახეთ, ახლა შეგვიძლია აღმართს
შევუდგეთ და რუა ჟუან დე კასტილიუშისკენ გავსწიოთ, სადაც ჩემი
ქალბატონები საუზმეზე გველოდებიანო.
საუზმე ლამის გადაგვავიწყდა ასეთი სანახაობის მხილველს-
მეთქი, მივუგე მე, თუმცა საუზმე ერთი წუთითაც არ დამვიწყებია, პი-
რიქით, მუზეუმის დათვალიერება ჩემთვის დედა-შვილთან ხელახ-
ლა შეხვედრის სამზადისს უდღრიდა, ზუსტად ისე, როგორც ვაგონ-
რესტორანში კუკუკთან საუბარი გახლდათ ამ დათვალიერების სამ-
ზადისი.
– ბატონო პროფესორო, – წამოვიწყე მე და შევეცადე მცირე დას-
კვნითი სიტქვა წარმომეთქვა. – მართალია ჩემს ცხოვრებაში ბევრი
მუზეუმი არ დამითვალიერებია, მაგრამ თქვენი მუზეუმი რომ ერთ-
ერთი ყველაზე აღმაფრთოვანებელია, ამას კითხვა აღარ უნდა,
თქვენმა ქვეყანამ და ქალაქმა მადლობა უნდა გითხრან, ეს მუზეუმი

358
რომ შექმენით, მე კი მადლობას მოგახსენებთ, რომ შეწუხდით და
მუზეუმი თქვენ თვითონ დამათვალიერებინეთ. თქვენც გულითად
მადლობას გწირავთ, ბატონო ჰურტადო, რა ზუსტად აღგიდგენიათ
ვეებერთელა საბრალო დინოზავრი და გემრიელი გიგანტური ჭიან-
ჭველაჭამია! ახლა კი, რაც არ უნდა მიჭირდეს აქაურობასთან გამო–
თხოვება, არავითარი უფლება არა გვაქვს სენიორა კუკუკი და მად-
მუაზელ ზუზუ ვალოდინოთ. მარტო დედა-შვილის ფენომენი კმარა
აღსაფრთოვანებლად. მართალია, და-ძმასთან შეხვედრაც ასევე
მომხიბვლელია, მაგრამ რა მგზნებარედაც არ უნდა ჟღერდეს ჩემი
სიტყვები, თამამად ვიტყვი, რომ დედა-შვილზე მომხიბლავი შეწყვი-
ლებული ხატება ამ პლანეტაზე არ არსებობს.

359
მერვე თავი

ერთი სიტყვით, ფეხი შევდგი· იმ კაცის სახლში, რომლის საუბარ-


მაც მატარებლით მგზავრობისას სული და გული ამიფორიაქა, აქამ-
დე იმ საცხოვრისის მთაგორიანი მიდამოსკენ ქვემოუბნიდან ბევ-
რჯერ ამიპარებია მაძიებელი მზერა, ხოლო მისი მდედრობითი სქე-
სის ბინადართა, ანუ დედა-შვილის უცაბედად გაცნობის წყალობით,
იგი ჩემთვის კიდევ უფრო მიმზიდველი გამხდარიყო. ბატონ ჰურტა-
დოს ნაქები საბაგირო გზით მართლაც სწრაფად და მარჯვედ ავე-
დით ზემოუბანში და ზედ რუა ჟუან დე კასტილიუშთან აღმოვჩნდით,
იქიდან ორ ნაბიჯზე იდგა კუკუკის ვილა, ისეთივე თეთრად შეფეთ-
ქილი, როგორც სხვა დანარჩენები. სახლს წინა მხარეს პატარა
კორდი ამკობდა, კორდს შუაში ყვავილების კვალი დაუყვებოდა.
სახლში მეცნიერის შესაფერი სისადავე დამიხვდა, რაც ზომითა და
მოწყობილობით ისეთ უზარმაზარ კონტრასტს ჰქმნიდა ჩემს საც-
ხოვრებელთან, რომ თავს ვერ მოვერიე და, ცოტა არ იყოს, გულ-
მოწყალედ შევაქე სახლიდან გადაშლილი ხედი და ოთახებში გამე-
ფებული სიმყუდროვე.
სხვათა შორის, ჩემი გულმოწყალება ძალიან მალე გამინელა და
ლამის მოკრძალებად მიქცია სხვა, კიდევ უფრო შთამბეჭდავმა კონ-
ტრასტმა: სახელდობრ, ოჯახის დიასახლისის, სენიორა პუკუკ და
კრუცის შემობრძანებამ, რომელიც ყველას, უფრო გამორჩევით კი
მე, ისე ღირსეულად და მედიდურად მოგვესალმა, თითქოს ამ პატა-
რა, ზედმიწევნით ბიურგერული სალონის ნაცვლად დიდკაცურ მისა-
ღებ დარბაზში ვმდგარიყავით. ამ ქალის ნახვით მიღებული გუშინ-
დელი შთაბეჭდილება დღეს კიდევ უფრო გამიმძაფრდა. იგი, ეტყო-
ბა, დღეს საგანგებოდ გვეჩვენა სხვანაირად ჩაცმული: ეცვა თხე–
ლი, თეთრი მუარის, წელში კოხტად გამოყვანილი, ქვემოთ გაგანიე-
რებული კაბა, ვიწრო, მაგრამ ნაკეცებიანი სახელოებითა და მკერ-
დქვეშ შემოჭდობილი შავი ხავერდის შარფით, სპილოსძვლისფერ
ყელზე მედალიონიანი, ოქროს ძველებური სამკაული ეკეთა და სამ-

360
კაულიც და მოქანავე საყურეების ჩარჩოში ჩასმული, ფართო, მკა-
ცრი სახის ფერიც ქათქათა თეთრი კაბის ფონზე ოდნავ მუქი მოუჩან-
და. გრუზა შავი თმის რამდენიმე კულული შუბლზე ეფინა და რაკი
დღეს ქუდი არ ეხურა, უფრო მკაფიოდ ემჩნეოდა შავ თმაში გარეუ-
ლი ვერცხლის ძაფები. სამაგიეროდ, აღნაგობა უზადოდ შეენარჩუ-
ნებინა, წელში გამართულს თავი მაღლა ეჭირა და მუდამ ზემოდან,
სიამაყისგან ლამის დაღლილი ქუთუთოებიდან დაგცქეროდა! არ
უარვყოფ: ეს ქალი რითაც მაკრთობდა, ზუსტად იმავე თვისებებით
მიზიდავდა, ოღონდ მისი ასეთი, თითქმის პირქუშობამდე მისული
მედიდურობა, თუნდაც გამოჩენილი მეცნიერის მეუღლეობით ვერ
აიხსნებოდა, დიახ, მის თავდაჭერაში ერია წმინდა სისხლისმიერი,
რასობრივი ქედმაღლობა, რომელსაც ჰქონდა რაღაც ანიმალური
და სწორედ ამით გაღელვებდა.
ისე, მე მაინც ზუზუს გამოჩენას ველოდებოდი, ცხადია, იგი ჩემს
ასაკსა და ინტერესებს სენიორა მარია პიაზე უფრო შეეფერებოდა.
დიასახლისის სახელი პროფესორისგან მაშინ გაგიგონე, როცა მან
ერთ-ერთ პლუშგადაფარებულ მაგიდასთან მიგვიწვია და ჭიქებშე-
მოჯარული გრაფინიდან პორტვაინი დაგვისხა. ლოდინი დიდხანს
არ დამჭირვებია. ის იყო აპერიტივი მოვსვით და ზუზუც შემოვიდა,
ჯერ დედას დაუკრა თავი, მერე ამხანაგურად მიესალმა ბატონ ჰურ-
ტადოს და სულ ბოლოს მე მაღირსა სალამი, ოღონდ, ეტყობა, ეს პე-
დაგოგიური მოსაზრებით გააკეთა, რომ ღმერთი არ გამწყრომოდა,
და არ გავყოყოჩებულიყავი. იგი ჩოგბურთის სათამაშოდ ყოფილი-
ყო ვიღაც ნაცნობ ყმაწვილებთან, თუ სწორად გავარჩიე, კუნასთან,
კოსტასა და ლოპესთან ერთად. ზუზუმ ერთს თამაში შეუქო, სხვებს
დაუწუნა, ოღონდ ეს ისეთი სახით თქვა, ეტყობოდა, თვითონ თავს
დაოსტატებულ მოთამაშედ თვლიდა. მე მხარსზემოთ გადმომხედა
და ისე მკითხა, თქვენ თუ თამაშობთო.
ოდესღაც ფრანკფურტში, მესრის გადაღმა მდგარს მიყურებია ‒
და სხვათა·შო·რის, დიდი გულისყურით, როგორ თამაშობდნენ ჩოგ-
ბურთს ელეგანტური ახალგაზრდები, ერთი-ორჯერ, ჯიბის ფულის
გასაკეთებლად მოედანზე ბურთის მიმწოდებლადაც დავმდგარვ-

361
ვარ. შორს გადავარდნილ ბურთს მოთამაშეს ვაწვდიდი ხოლმე,
ზოგჯერ პირდაპირ ჩოგანზე დამიდვია ბურთი, სულ ეს იყო ჩემი ჩოგ-
ბურთის თამაში, მაგრამ ზუზუს მაინც ვუთხარი, წინათ, სახლში, ცი-
ხე-დარბაზ მონრეფუჟის კორტზე ცუდ პარტნიორად არ ვითვლებო-
დი, ოღონდ მას შემდეგ აღარ მივარჯიშია-მეთქი.
მან მხრები აიჩეჩა. მე კი როგორ მიხაროდა, ისევ რომ ვუცქერო-
დი ყურებზე ჩამოვარცხნილ მის კულულებს, აბზეკილ ზედატუჩს,
კრიალა კბილებს, სათუთად მოხაზულ ნიკაპსა და ყელს, მის შავ
თვალებს, სწორ წარბებს ქვემოდან უკმეხად, გამომცდელად რომ
იმზირებოდნენ! ზუზუს ეცვა ტილოს სადა, თეთრი კაბა, წელზე ტყა-
ვის ქამარი შემოერტყა, ხოლო კაბის მოკლე სახელოებიდან თით-
ქმის მხრებამდე მოუჩანდა საყვარელი მკლავები, ის მკლავები კი-
დევ უფრო მეტ ჯადოს იძენდნენ, როცა მკლავებს მოხრიდა და თმაში
ჩაბნეულ ოქროს პატარა გველს ორივე ხელით გაისწორებდა. მარ-
თალია, სენიორა მარია პიას ჯიშიანი დიდებულება ჩემზე თავზარ-
დამცემ შთაბეჭდილებას ახდენდა, მაგრამ გულს მისი თვალწარმტა-
ცი შვილი მითრთოლებდა და ის აზრი, რომ ეს ზუზუ სამოგზაუროდ
წამოსული ლულუ ვენოსტას ზაზა იყო, თუ უნდა გამხდარიყო, სულ
უფრო და უფრრ ჯიუტად იპყრობდა ჩემს გრძნობა-გონებას, თუმცა
მშვენივრად მეხმოდა, ამ სურვილის აღსრულებას წინ რა უზარმაზა-
რი სიძნელეები ეღობებოდა. განა ჩემს გამგზავრებამდე დარჩენი-
ლი ექვსი, თუ შვიდი დღე მეყოფოდა გამელხო ყინული და პირველი
კოცნა აღმებეჭდა ამ ბაგეზე, ამ (წინარე ისტორიული ძვლებით აგე-
ბულ) უმშვენიერეს მკლავზე! აი, სწორედ მაშინ მომივიდა აზრად,
მოზომილი დრო გამეხანგრძლივებინა, მოგზაურობის გეგმა შემეც-
ვალა და პირგელივე გემს არ გავყოლოდი, მერე, ზუზუსთან ურთი-
ერთობისათვის მეტი დრო რომ მექნებოდა, იქნებ დავახლოებოდი
კიდეც.
რა გიჟურმა იდეებმა აღარ გამიელვა იმ წუთებში თავში! შინ
დარჩენილი ჩემი მეორე „მეს“ გულში ამოჭრილი ცოლის შერთვის
სურვილი თითქოს უჩუმრად შემომეპარა და ჩემს ტვინში დაიბუდა.
რა იქნება, ის ჩემი ლუქსემბურგელი მშობლები, ვინც ეს გულის გა-

362
დასაყოლებელი მოგზაურობა მომიწყო, მოვატყუო, პროფესორ კუ-
კუკის მომხიბლავი ქალიშვილი შევირთო და როგორც მისი მეუღ-
ლე, ლისაბონში დავრჩე-მეთქი. ვფიქრობდი უნებურად, მაგრამ თან
მშვენივრად ვიცოდი და გულსაც ის მიკოდავდა, რომ ჩემი ყოფნის
ეფემერულობა, ორეულის საჩოთირო როლი სინამდვილესთან თა-
მაშს სასტიკად მიკრძალავდა. ეს კი, როგორც ვთქვი, ტკივილს მა-
ყენებდა, მაგრამ მაინც რა ბედნიერი ვიყავი, რომ შემეძლო ახალ
მეგობრებს ჩემი ნატიფი სუბსტანციის შესატყვის საზოგადოებრივ
რანგში წარვსდგომოდი!
ამასობაში სასადილო ოთახში გავედით, რომელიც ლამის
მთლიანად ეკავა მისი ზომისათვის შეუფერებლად დიდსა და დიდე-
ბულ, თავიდან ბოლომდე მოჩუქურთმებულ კაკლის ხის ბუფეტს.
პროფესორი სუფრის თავში იჯდა, მე კი დიასახლისის გვერდით,
ზუზუსა და ბატონ ჰურტადოს პირისპირ მომიჩინეს ადგილი. მათი
გვერდიგვერდ ჯდომა და იმის შეგრძნება, მე თვითონ ზუზუს შერთვა-
ზე ოცნებაც რომ მეკრძალებოდა, მათ ურთიერთობაზე ათასგვარ
საფიქრალს მიჩენდა და ორივეს გაფაციცებით ვაკვირდებოდი. ის
აზრი, რომ შეიძლებოდა ეს გრძელთმიანი კაცი და მომხიბვლელი
გოგონა ერთმანეთისთვის ყოფილიყვნენ განკუთვნილი, მოსვენე-
ბას მიკარგავდა. მაგრამ მათი ურთიერთობა ისეთი თავისუფალი და
უშუალო ჩანდა, რომ ეჭვი მალე გამეფანტა და შვებით ამოვისუნთქე.
ხნიერმა, გრუზათმიანმა მოახლემ მშვენიერი სადილი მოგვარ-
თვა: მრავალფეროვანი საუზმეული, აქაური უგემრიელესი სარდი-
ნებითურთ, შემწვარი ცხვრის ხორცი, დესერტად ბეზე ათქვეფილი
ნაღებით და ბოლოს ხილი და ყველიანი ნამცხვარი. სადილს ვატან-
დით კარგად შემთბარ წითელ ღვინოს, ქალები ღვინოს წყლით აზა-
ვებდნენ, ხოლო პროფესორს წვეთი არ დაულევია. მან რატომღაც
საჭიროდ მიიჩნია აღენიშნა, რა თქმა უნდა, ჩვენი შინაურული სადი-
ლი „საგოი პალასის“ კერძებს ვერ გაეჯიბრებაო, მე კი ზუზუმ სიტყვა
პირზე შემატოვა და წამოიძახა, ჩვენმა სტუმარმა დღევანდელი სა-
დილი თავისი ნებით აირჩია და ცხადია, იმედი არ უნდა ჰქონოდა,
ჩემი გულისთვის საგანგებოდ გაირჯებიანო. სუფრას „გარჯა“ სწო-

363
რედაც რომ ეტყობოდა, მაგრამ ამ საკითხს გვერდი ავუარე და მხო-
ლოდ ისა ვთქვი, არავითარი საბაბი არა მაქვს, ჩემი სასტუმროს სამ-
ზარეულო ვინატრო, პირიქით, აღტაცებული ვარ, ასეთ წარჩინებულ
და ყოველმხრივ სასიამოვნო ოჯახურ წრეში რომ ვსადილობ და ჩე-
მი მეხსიერებიდან არასოდეს ამოიშლება, ამ სიკეთეს ვისაც უნდა
ვუმადლოდე-მეთქი. ამ სიტყვებზე, მართალია, სენიორას ვეამბორე
ხელზე, მაგრამ მზერა ზუზუსკენ მქონდა მიპყრობილი.
მან მწყრალად გამომხედა, წარბებშეჭმუხვნილს ტუჩები ოდნავ
გაეღო, ნესტოები კი დაებერა. მესიამოვნა, რომ იმ სიმშვიდეს, რაც
დონ მიგუელთან მის ურთიერთობაში შევამჩნიე, ჩემთან ვეღარ
ინარჩუნებდა. იგი თითქმის არ მაცილებდა თვალს, დაუფარავად
უთვალთვალებდა ყოველ ჩემს მოძრაობას, ყური ასევე აშკარად
ჩემსკენ ჰქონდა მოპყრობილი, ჩემს ყოველ სიტყვაზე წინასწარ ბრა-
ზობდა და ამას არც მალავდა. არც ერთხელ ხომ არ გაუღიმია და
დროდადრო კიდევ მოკლედ და აგდებულად ცხვირს აქსუტუნებდა.
ერთი სიტყვით, ჩემი იქ ყოფნა აშკარად აღიზიანებდა, ენამწარობის
სურვილს უღვიძებდა და საერთოდ, უცნაურად აღელვებდა და აფო-
რიაქებდა.
ჰოდა, ვინ შეიძლება გამკიცხოს, თუკი გულგრილობას თუნდაც
მტრული ინტერესი მერჩია და მეტ იმედსაც მინერგავდა?
ფრანგულად წარმართული საუბარი, რომელშიც აქა-იქ მე და
პროფესორი ერთმანეთს გერმანულად ვესიტყვებოდით, ჯერ კიდევ
მუზეუმსა და იქაურ, ყოვლისსიმპატიის აღმძვრელ შთაბეჭდილე-
ბებს უტრიალებდა. პროფესორს მოვახსენე, ამ შთაბეჭდილებებს
თქვენ უნდა გიმადლოდეთ-მეთქი. საუბარი მერე ბოტანიკურ ბაღში
მომავალ ექსკურსიას შეეხო და თანდათან იმ არქიტექტურულ ღირ-
სშესანიშნაობებზე გადაინაცვლა, მათი აზრით აუცილებლად რომ
უნდა მენახა. მე ვიფიცებოდი, ჯერ ერთი, ცნობისმოყვარეობა მე
თვითონ არ მასვენებს და მეორეც, ჩემი პატივცემული თანამგზავ-
რის რჩევასაც ვერ დავივიწყებ, ლისაბონს ზერელედ ნუ დაათვალი-
ერებ, მის შესწავლას საკმაო დრო უნდა მიუძღვნაო,· მაგრამ საქმე
ისაა, რომ სწორედ დრო მიჭირს, ლისაბონისთვის მოგზაურობის

364
გეგმაში ძალიან ცოტა დრო მაქვს გამოყოფილი და ახლა სერიოზუ-
ლად ვფიქრობ, აქ ყოფნა როგორ გავიხანგრძლივო-მეთქი.
ზუზუ, ჩვეულებისამებრ, ისე იქცეოდა, ვითომ ჩემს არსებობას
ვერც კი ამჩნევსო, და ჩემზე მესამე პირში ლაპარაკობდა, მან ახლაც
გესლიანად შენიშნა, რა წესია, მუსიო მარკიზს ლამის აქ დასახლება
მოსთხოვოო. მისი თქმით, ასეთი მოთხოვნა ჩემი ჩვეულებების უგ
ულებელყოფას ნიშნავდა, მე ხომ პეპელასავით ყვავილიდან ყვა-
ვილზე დავფრინავდი, რათა ყველგან ნაჩქარევად ცოტ-ცოტა სიტ-
კბოება შემესრუტა. მე ამ სიტყვებზე მისივე სტილით მივუგე, რა
მშვენიერია, მართალია, პატარ-პატარა ხარვეზებით, მაგრამ მად-
მუაზელი მაინც რომ ცდილობს ჩასწვდეს ჩემს ხასიათს და თან თავი-
სი აზრი პოეტური სახეებით გამოხატოს-მეთქი. ზუზუმ ამაზე კიდევ
უფრო მწარედ მიპასუხა, თქვენი პიროვნება იმოდენა ბრწყინვალე-
ბას აფრქვევს, ძნელია პოეტური მეტყველებისგან თავი შეიკავოო.
მის სიტყვებში სიბრაზესთან ერთად წინათ ნათქვამი აზრებიც გა-
მოსჭვიოდა, საგნებს თავისი სახელი უნდა უწოდო, ხოლო „დუმილი
მავნებელიაო“. მამაკაცებს გაეცინათ, დედამ კი თავის ცელქი გო-
გონა თვალით დატუქსა. მე პატივისცემისა და მოწონების ნიშნად ზუ-
ზუს ჭიქის აწევით მივესალმე, მანაც ის იყო თავის ჭიქას წამოავლო
ხელი, რომ უცებ წამოწითლდა, ხელი უკან წაიღო და უხერხულობის
გასაფანტად კვლავ მოკლედ და აგდებულად წაიქსუტუნა.
საუბარმა კვლავ ჩემს მოგზაურობაზე გადაინაცვლა, ასე ულმობ-
ლად რომ მიკვეცდა ლისაბონში გასატარებელ დღეებს, მე კი ჩემი
მხრივ, უფრო დაწვრილებით არგენტინელ მესაქონლეთა ოჯახზე ვი-
საუბრე, ჩემს მშობლებს ტრუვილში რომ გაეცნოთ და ახლა მე ამ
სტუმართმოყვარე მასპინძლებთან შეხვედრა მელოდა. ჩემს მასპინ-
ძლებზე, ცხადია, ის მოვყეგი, რაც სახლში დარჩენილი ჩემი ორეუ-
ლისაგან ვიცოდი. ისინი მაიერები ყოფილან, მაგრამ ნოვაროს
გვარსაც ატარებენ, რადგან ქალბატონ მაიერს შვილები ‒ ქალ-ვაჟი
პირველი ქმრისგან ჰყოლია. ვენესუელაში დაბადებული სულ ნორ-
ჩი გოგონა ცოლად წაჰყოლია ერთ არგენტინელ სახელმწიფო მო-
ხელეს,1890 წლის რევოლუციის დღეებში მისი ქმარი დაუხვრეტი-

365
ათ, წლისთავის გავლის შემდეგ ქვრივი მდიდარ კონსულ მაიერზე
გათხოვილა და შვილებითურთ ბუენოს აირესში, კონსულის ქალა-
ქურ სახლში გადასულა. იმ სახლის გარდა, კონსულს ქალაქიდან
კარგა მოშორებით, მთებში, რანჩო „ელ რეტირო“ ჰქონია და ოჯახი
თურმე თითქმის მთელი წელი იქ ცხოვრობს. ფრაუ მაიერის პენსია
გათხოვების შემდეგ მის შვილებზე გადასულა და ამგვარად, ახალ-
გაზრდებს მდიდარი მამინაცვლის მემკვიდრეობის გარდა, თავის სა-
კუთარი ქონებაც ჰქონიათ. ისინი, თუ არ ვცდები, თვრამეტი და
ჩვიდმეტი წლისანი უნდა იყვნენ-მეთქი, დავძინე ბოლოს.
‒ სენიორა მაიერი ალბათ ლამაზი ქალია, არა? ‒ მკითხა ზუზუმ.
‒ რა მოგახსენოთ, მადმუაზელ, მაგრამ რაკი მთხოვნელი ასე მა-
ლე გამოსჩენია, გონჯი არ უნდა იყოს.
‒ ეტყობა, მის შვილებზე, ან·უ ორივე ნოვაროზეც, იგივე შეიძ-
ლება ვიფიქროთ. თქვენ მათი სახელებიც გეცოდინებათ.
‒ რაღაც არ მაგონდება, ჩემს მშობლებს მათი სახელები ეხსენე-
ბინოთ.
– სამაგიეროდ მე დაგენიძლავებით, რომ ერთი სული გაქვთ, სა-
ნამ მათ სახელებს შეიტყობდეთ.
– ვითომ რატომ?
– რა ვიცი, ისეთი დაუფარავი ინტერესით ლაპარაკობდით ამ
წყვილზე, რომ...
‒ მართალი გითხრათ, ეგ სულ არ გამიცნობიერებია, ‒ მივუგე
შემცბარმა, რადგან მისი სიტყვები გულში მომხვდა. ნამდვილად
არავითარი წარმოდგენა არა მაქვს მათზე, მაგრამ გამოგიტყდებით,
ჩემზე ოდითგანვე მომაჯადოებელ შთაბეჭდილებას ახდენდა და-ძ-
მობის ფენომენი და მათი მიმზიდველი ხატება.
– ვწუხვარ, ასე ცალფად რომ წარმოგიდექით..
– ჯერ ერთი, – თავაზიანად დავუკარი თავი და ისე მივუგე მე, –
ცალფად წარმოდგენილ ადამიანსაც შეიძლება გააჩნდეს საკმაო
მომხიბვლელობა.
– და მეორე?
‒ მეორე? „ჯერ ერთი“-მეთქი, ნამდვილად დაუფიქრებლად წამ-

366
ომცდა. ამიტომ „მეორე“ საერთოდ არ მაქვს მოფიქრებული, მაგ-
რამ საქმე საქმეზე რომ მიდგეს, როგორმე შეიძლებოდა და-ძმობაზე
არანაკლებ მომხიბლავი კომბინაციების დასახელება.
– ტატატატატატა!
– როგორ იქცევი, ზუზუ, ‒ ლაპარაკში ჩაგვერია დედიკო, – რას
იფიქრებს მარკიზი, ეს რა აღზრდილი ყოფილაო.
მე სენიორა დავაწყნარე, მადმუაზელ ზუზუსადმი პატივისცემას.
ასე იოლად ვერაფერი შემირყევს-მეთქი. ამასობაში საუზმესაც მოვ-
რჩით და ყავის დასალევად ისევ სალონში გავედით. პროფესორმა
მოგვახსენა, ბოტანიკურ ბაღში ვეღარ გამოგყვებით, სამსახურში
უნდა მივბრუნდეო. მართლაც, იგი მხოლოდ ავენიდა და ლიბერდა-
დემდე ჩამოგვყვა და გულთბილად დამემშვიდობა. ამ გულთბილო-
ბაში, ცხადია, მადლობაც გამოსჭვიოდა, მისი მუზეუმის მიმართ ასე-
თი ინტერესი რომ გამოვიჩინე, პროფესორმა დასძინა, ჩემთვის და
ჩემიანებისთვის დიდად სასურველი და საპატივცემულო სტუმარი
ბრძანდებით და ყოველ წუთს მხად ვარ პატივისცემით მიგიღოთ, სა-
ნამ ლისაბონში იქნებითო. თუ ჩოგბურთის გახსენება მოგინდებათ
და დროც გამოგიჩნდებათ, ჩემი ქალიშვილი არ დაგზარდებათ და
თავის კლუბში წაგიყვანთო.
‒ დიდი სიამოვნებით, მე მზად გახლავართო,‒ არ დაახანა ზუ-
ზუმ.
პროფესორმა თავი გადააქნია, შემწყნარებლური ღიმილით თა-
ვის ქალიშვილზე მანიშნა, ჩემი არ იყოს, თქვენც შემწყნარებლობა
გმართებთო, და კიდევ ერთხელ ჩამომართვა ხელი.
სადაც ერთმანეთს დავცილდით, იქიდან მართლა სულ არ ჭირდა
იმ ბორცვებამდე მისვლა, სადაც ტბებისა და ტბორების ირგვლივ,
გორაკებზე, მღვიმეებსა თუ ფერდობებზე ის ჩვენთვის საინტერესო,
საყოველთაოდ ცნობილი მცენარეულობა იყო გაშენებული. ჩვენ
როგორც მოგვიხდებოდა, ისე დავდიოდით: ხან მე და დონ მიგუელი
მივყვებოდით სენიორას, ზუზუ კი წინ გარბოდა. ზოგჯერ მარტო მე
აღმოვჩნდებოდი მედიდური მანდილოსნის გვერდით და ვუყურებდი
ჩვენს წინ როგორ მიაბიჯებდნენ ზუზუ და ბატონი ჰურტადო.

367
ისიც ხდებოდა, მე და კუკუკების ასული სენიორასა და დერმოპ-
ლასტიკოსის წინ ან უკან წყვილად რომ მივდიოდით, მაგრამ ეს უკა-
ნასკნელი უფრო ხშირად მაინც მე მიამხანაგდებოდა, რათა ჩემთვის
იქაურ ლანდშაფტსა და მცენარეული სამყაროს საოცრებებზე ახსნა-
განმარტებანი შემოეშველებინა და მართალი გითხრათ, ეს ყველა-
ფერს მერჩივნა. ოღონდ „მეფიტულისა“ და მისი ახსნა-განმარტებე-
ბის ხათრით არა –იმ წუთებში ის, რაც „მეორე რიგში“ უნდა მეთქვა
და არ ვთქვი. თავის უფლებებს იძენდა და თვალწინ დედა-შვილის
მომხიბლავ კომბინაციას მიყენებდა.
აქ უადგილო არ იქნება ჩავურთო, რომ ბუნება, რაგინდ გამორ-
ჩეულიც, რაგინდ ღირსშესანიშნავიც არ უნდა იყოს იგი, ჩვენს ყუ-
რადღებას ვერ მიიზიდავს, თუ მთელი გრძნობა-გონება ადამიანის-
კენ გვექნება მიპყრობილი, ბუნება მაშინ, თავის პრეტენზიულობის
მიუხედავად, კულისების როლს თუ შეასრულებს, ჩვენი შეგრძნებე-
ბის ფონად, უბრალო დეკორაციად თუ გამოდგება. ოღონდ, რაც
მართალია, მართალია, ამ როლშიც იგი ქება-დიდებას იმსახურებ-
და. უზარმაზარი სამყეები, ალბათ, ორმოცდაათი მეტრი სიმაღლი-
სა, განცვიფრებდნენ თავიანთი სიდიდით. დედამიწის ყოველი კუთ-
ხიდან ჩამოტანილი მარაოსებრი და ფრთისებრ-ფოთლოვანი პალ-
მების ტევა არ იყო ამ საამურ ბაღნარში, ხოლო ამ მცენარეებს ზო-
გან ისე გაებარდნათ ტოტები, თავი უსიერ ტყეში გეგონებოდათ. ეგ-
ზოტიკური ლერწმის ჯიშები, ბამბუკი და პაპირუსი, შემოჯაროდნენ
დეკორატიულ ტბებს, ხოლო ტბაზე ჭრელ-ჭრელი იხვები დაცურავ-
დნენ, თვალს იტაცებდა იუკა თავის მუქმწვანე ყვავილსაფარით, სა-
იდანაც ბუჩქ-ბუჩქად ამოწვერილიყვნენ თეთრი, ზარისებური კოკ-
რები. აქვე ხარობდა დედამიწის უძველესი ბინადარი ხე-გვიმრა.
ისინი ბევრგან ახლო-ახლო ამოსულნი ერთმანეთში ისლართე-
ბოდნენ, პატარ-პატარა კორომებს ჰქმნიდნენ, ფესვები მიწაში
მძლავრად და ფართო, ვეებერთელა, მარაოსებრი ფოთლების გვი-
რგვინი ეხურათ, როგორც ჰურტადომ აგვიხსნა, იმ ფოთლებს სპო-
რების მტვრის შემცველი ბუტკოები ასხდა, ჰურტადომ ისიც გვით-
ხრა, ამ ნაკრძალის გარდა გვიმრის ხეები დედამიწაზე იშვიათადაა

368
შემორჩენილიო, გვიმრას, ამ ამ უყვავილო და, აქედან გამომდინა-
რე, უთესლო მცენარეს, უხსოვარ დროიდან პრიმიტიული ადამია-
ნები ათასგვარ იდუმალ ძალას მიაწერდნენ, განსაკუთრებით სწამ-
დათ მისი სიყვარულის ჯადოო.
– ფუჰ! – წამოიძახა ზუზუმ.
– ამით რა გნებავდათ გეთქვათ, მადმუაზელ? ‒ ვკითხე მე, განა
მოულოდნელი არაა ასეთი ემოციური რეაქცია მეცნიერული, საქ-
მიანი ტონით ნათქვამ სიტყვებზე, როცა მის მთქმელს თავისი სიტ-
ყვების დაზუსტება არც უფიქრია-მეთქი, გავიოცე მე და განგებ ჩავე-
კითხე: – მაინც რომელმა სიტყვამ გამოიწვია თქვენი აღშფოთება?
სიყვარულმა თუ ჯადომ?
მას პასუხი არ გაუცია. მხოლოდ წყრომით შემომხედა და თქვენ
წარმოიდგინეთ, ლამის მუქარით დამიქნია თავი.
მიუხედავად ამისა, ჩვენ ერთმანეთის გვერდით აღმოვჩნდით და
უკან მივყევით ცხოველთაღმდგენელსა და რასობრივი სიამაყით
აღსავსე დედიკოს.
სიყვარული თვითონაა ჯადო–მეთქი, ვთქვი მე. ჰოდა, რა გასაკ-
ვირია, უძველეს ადამიანებს, ასე ვთქვათ, გვიმრისებრებს, – უნდა
მოგახსენოთ, რომ ასეთები დღესაც შეგხვდებათ, ვინაიდან დედამი-
წაზე ერთდროულად და ერთმანეთის გვერდით შეიძლება ყველა-
ფერმა მოიყაროს თავი, – ჰო, რა გასაკვირია-მეთქი, რომ მათ ცდუ-
ნებისთვის ვერ გაეძლოთ და სიყვარულის ჯადოს კეთებისათვის მი-
ეყოთ ხელი?
‒ უხამს თემაზე ლაპარაკობთ, – დამტუქსა მან.
‒ განა სიყვარული უხამსი თემაა? ო, რა სასტიკი ხართ! ადამიანს
უყვარს სილამაზე. სილამაზისკენ ისე ილტვის ადამიანის გრძნობა-
გონება, როგორც კოკორი ელტვის მზეს. იქნებ გგონიათ სილამაზე
ეჭვქვეშ დააყენოთ მაგ ერთმარცვლიანი წამოძახილით?
– მე პირადად დიდი უხამსობა მგონია სილამაზეზე ჩამოაგდო
სიტყვა, როცა თვითონ ხარ ლამაზი.
ამ პირდაპირობას ასეთი პასუხი შევაგებე:
– მეტისმეტად გაგულისებულხართ, ფროილაინ. ნუთუ სასიამოვ-

369
ნო გარეგნობის გამო ვინმე იმსახურებს ასეთ სასჯელს,ანუ აღტაცე-
ბის უფლების წართმევას? განა სასჯელს სიმახინჯე უფრო არ იმსა-
ხურებს? მე, მაგალითად, სიმახინჯეს ყოველთვის დაუდევრობის გა-
მოვლენად ვთვლიდი. გარესამყარო სადმი თანდაყოლილი პატი-
ვისცემის გამო ჩემი ჩამოყალიბების პროცესში ვზრუნავდი არ გამე-
ნაწყენებინა მისი მზერა. ესაა და ეს. ჩემდათავად ამას თვითდისციპ-
ლინას ვუწოდებდი ისე კი, შუშის სახლში მჯდომი ქვების სროლას
უნდა ერიდოს, იცით, თქვენ თვითონ რა ლამაზი ხართ, ზუზუ, რა მო-
მაჯადოებლად გიფარავთ პაწაწინა ყურებს მშვენიერი კულულები.
მათთვის თვალი ვერ მომიწყვეტია და ამიტომაც დავხატე კიდეც ისი-
ნი.
სიმართლეს ვამბობდი, იმ დილით, ჩემი სალონის კოხტა სასაუზ-
მე ნიშაში ვისაუზმე თუ არა, სიგარეტის მოწევაში ლულუს ხელით
დახატულ შიშველ ზაზას საფეთქლებზე ზუზუს კავები მივახატე.
– რაო? თქვენ ჩემი დახატვა გაბედეთ? – კბილებში გამოსცრა
მან.
– დიახ, თქვენის ნებართვით, უფრო სწორად, უამისოდ, სილამა-
ზე დაუბეგრავი საკუთრებაა, იგი გულისთვის ხელმისაწვდომია.
გარდა ამისა, იგი ვერც მისგან აღძრულ გრძნობას ჩაახშობს და
გერც ვერავის უბრძანებს, ჩემს გამოსახვას ნუ შეეცდებიო.
‒ მე მინდა ის ნახატი ვნახო.
– არ ვიცი, ეგ მოხერხდება თუ არა, უფრო სწორად მინდოდა მეთ-
ქვა, არ ვიცი, ღირს თუ არა გიჩვენოთ-მეთქი.
‒ ჩემთვის სულერთია· მე მოვითხოვ გამომიგზავნოთ ის ფურცე-
ლი.
‒ ფურცელი ერთი და ორი არ არის. ბევრია. უნდა დავფიქრდე,
თუ საერთოდ გიჩვენეთ, სად და როდის განახოთ ისინი.
‒ „სად და როდის“ გამოინახება· ხოლო თუზე ლაპარაკიც კი
ზედმეტია. რაც ჩემს ზურგსუკან გაგიკეთებიათ, ის ჩემი საკუთრებაა,
ხოლო რაც თქვენ „დაუბეგრავ საკუთრებაზე“ ბრძა ნეთ, ნამდვილად
დიდი უტიფრობა გახლდათ..
– თქვენი წყენინება არც მიფიქრია, თავი მოსაკლავი მექნება,

370
თქვენ თუ ჩემს ზრდილობაში შეგეპარათ ეჭვი. მე ვთქვი, სილამაზე-
ზე გულს ხელი მიუწვდება-მეთქი და განა ასე არ არ ის? სილამაზე
უმწეოა ჩვენი გრძნობების წინაშე. შეიძლება იგი ხელშეუხებელი,
ხელუხლებელი დარჩეს, სავსებით შორს იდგეს სხვისი გრძნობები-
საგან, მაგრამ იგი მაინც უმწეოა ამ გრძნობების წინაშე.
– ნუთუ აღარ მორჩებით ამ თემაზე ლაპარაკს?
– ამ თემას მოვეშვა? სიამოვნებით! თუმცა იქნებ სიამოვნებით
ვერა, მაგრამ იოლად კი მოვეშვები. ვცადოთ მაგალითად, ასე. – შე-
დარებით ხმამაღლა და ხაზგასმულად სასაუბრო ტონით წამოვიწყე
მე. -- ნება მიბოძეთ გკითხოთ, იცნობთ თუ არა თქვენ, ანუ, იცნობენ
თუ არა თქვენი პატივცემული მშობლები ბატონ და ქალბატონ ფონ
ჰიუთნებს, ლუქსქმბურგის ელჩსა და მის მეუღლეს?
– არა, ლუქსემბურგთან ჩვენ არაფერი გვესაქმება.
‒ აქაც მართალი ბრძანდებით. მე კი მმართებდა მათი მონახუ-
ლება. ჩემი მშობლების ხათრით მოვიქეცი ასე. ახლა მათგან ალბათ
საუზმედ ან სადილად მიპატიჟებას უნდა ველოდე.
‒ კარგ დროსტარებას გისურვებთ!
– მე კიდევ რაღაც მაქვს ჩაფიქრებული. მინდა ბატონ ჰიუონის
მეშვეობით მის უდიდებულესობა მეფეს წარვუდგე.
– მართლა? მაშ თქვენ კარისკაციც ბრძანებულხართ.
– თქვენ თუ გნებავთ ასე მიწოდოთ, თქვენი ნებაა. მე კი დიდხანს
ვიცხოვრე ბურუუაზიულ რესპუბლიკაში და რა წამსაც დადგინდა,
რომ სამეფოში მომიწევდა გავლა, გულში საიდუმლო განზრახვა ჩა-
ვიდე – მონარქს ვხლებოდი. თქვენ ეს იქნებ ბავშვურ სურვილად ჩა-
მითვალოთ, მაგრ·ამ მეფის ნახვის სურვილი მოთხოვნილებად
მაქვს ქცეული. ნამდვილად დიდ სიხარულს მომანიჭებს ისე მოვიხა-
რო ქედი, როგორც მხოლოდ მეფის წინაშე შეიძლება ქედი მოიხა-
როს კაცმა და საუბარში წამდაუწუმ ვიხმარო მიმართვა: თქვენო
უდიდებულესობავ, მაგალითად, ასე: თქვენო უდიდებულესობავ,
·უმორჩილესად გთხოვთ მიიღოთ მადლობა იმ წყალობისთვის, რაც
თქვენმა უდიდებულესობამ... და ასე და ამგვარად. კიდევ უფრო
ძლიერად მწვავს პაპთან აუდიენციის სურვილი და ოდესმე ამასაც

371
ავისრულებ. იქ მუხლსაც იყრიან, რაც ჩემთვის უდიდესი ნეტარება
იქნებოდა, და Votre saintetè, თქვენო უწმინდესობავო,პაპს ასე მი-
მართავენ.
– მარკიზო, თქვენ, მგონი, აპირებთ რაც შეიძლება კარგადდა-
მარწმუნოთ, პირმოთნეობისკენ რომ გქონიათ მიდრეკილება.
– მე პირმოთნეობაზე კი არა; მშვენიერი ფორმის სიყვარულზე
გესაუბრებით.
– ტა-ტა-ტა-ტა-ტა-ტა! სინამდვილეში გინდათ ჩემზე შთაბეჭდი-
ლება მოახდინოთ თქვენი ნაცნობობით, საელჩოში თქვენი მიწვე-
ვით და საერთოდ იმით, აქაოდა, ყველგან მიმესვლება და სულ სა-
ზოგადოების მაღალ წრეებში მიწევს ტრიალიო.
– თქვენმა ქალბატონმა დედიკომ, თუ არ ვცდები, აგიკრძალათ
ჩემი გამოჯავრება და საერთოდაც...
– დედა!‒ ისე შესძახა მან, რომ სენიორა მარია პია მყისვე შე-
მობრუნდა. ‒ უნდა მოგახსენო, რომ ეს ესაა მარკიზს ისევ ვუთხარი
ტა-ტა-ტა-ტა-მეთქი.
– შენ თუ ჩვენს ახალგაზრდა სტუმარს ეჩხუბები, – თავის საამუ-
რი, ოდნავ ჩახრინწული ალტით მიმართა იბერიელმა ქალბატონმა
თავის ქალიშვილს, – მაშინ მასთან აღარ გაგატარებ. მოდი აქ დონ
მიგუელთან ერთად იარე, მე კი მარკიზს შევიყოლიებ.
‒ გარწმუნებთ, მადამ, – ვუთხარი სენიორას, როცა მეწყვილე შე-
ვიცვალე, ‒ ჩვენს შორის ჩხუბის მსგავსი არაფერი ყოფილა. განა
შეიძლება აღტაცება არ მოგგვაროს მადმუაზელ ზუზუს პირდაპირო-
ბამ?
– ჩვენ მეტისმეტად დიდხანს მიგატოვეთ ამ ბავშვის ამარა, ძვირ-
ფასო მარკიზო, – მიპასუხა მეფური იერით მოსილმა სამხრეთელმა
მანდილოსანმა და კვლავ შეარხია თავისი გიშრის საყურეები.‒
ახალგაზრდობასთან შეხებისას ახალგაზრდა კიდევ უფრო ახალგა-
ზრდა ჩანს. მოწიფულობასთან ურთიერთობა მისთვის თუ უფრო სა-
სურველი არა, უფრო შესაფერი მაინცაა.
‒ეს ურთიერთობა მისთვის ყოველთვის საპატიოა, ‒ მივუგე მე
და შევეცადე ამ ფორმალურ სიტყვებში ფრთხილად შემეპარებინა

372
სითბო.
– ჰოდა, ასე ერთად დავასრულებთ კიდეც გასეირნებას. საინტე-
რესო გამოდგა თქვენთვის ეს გასეირნება?
‒ უაღრესად საინტერქსო. მან ენით აუწერელი სიამოვნება მო-
მანიჭა და მტკიცედ დამარწმუნა: ასე ვერ ვისიამოვნებდი და ლისა-
ბონისგან მიღებული შთაბეჭდილებებიც ასე ვერ ამაღელვებდა,
ვერც ნივთები და ადამიანები, უფრო სწორად ადამიანები და ნივთე-
ბი ვერ მომხიბლავდნენ, საამისოდ შემზადებული რომ არ ვყოფი-
ლიყავი, ბედს თქვენს დიდად პატივსაცემ მეუღლესთან შეხვედრა
და მასთან საუბარი რომ არ ებოძებინა. სენიორა, თუკი შეიძლება
საუბარი ეწოდოს იმას, რომ მის ერთ-ერთ მონაწილეს მხოლოდ აღ-
ტაცებული მსმენელის როლი არგუნა ბედმა, ხოლო იმ საუბარმა, თუ
შეიძლება ასე ითქვას, პალეონტოლოგიური ხნული გაავლო ჩემს
სულში, ჩემს გრძნობა-გონებაში სათანადო ნიადაგი მოამზადა, რომ
ის შთაბეჭდილებანი, მეტადრე რასობრივი შთაბეჭდილებანი, ენთუ-
ზიაზმით მიმეღო, შემეძინა ცოდნა წინარერასაზე, რომელსაც სხვა-
დასხვა ეპოქებიდან უაღრესად საინტერესო შენაკადები ერთვოდა
და დღეს თვალსა და გულს სახილველად დიად, სისხლისმიერ ღირ-
სებას სთავაზობს...
მე სული მოვითქვი, ჩემმა თანამგზავრმა კი ხმამაღლა ჩაახვე-
ლა, თუმცა ამით დიდებული იერი არ შელახვია.
– რა ვქნა, _ განვაგრძე მე, – თუკი თავსართი „წინარე“, ანუ
primordial149 ყველა ჩემს ფიქრსა და სიტყვაში ქურდულად იპარება.
სწორედ ეს გახლავთ იმ პალეონტოლოგიური ხნულის შედეგი, რა-
ზეც მე ვილაპარაკე. აბა, უამისოდ რა ფასი ექნება ჩემთვის თუნდაც
ხე-გვიმრებს, თუნდაც მცოდნოდა, უძველესი წარმოდგენებით იგი
სიყვარულის ჯადოდ რომ ითვლება? მას შემდეგ ჩემთვის ყველა-
ფერმა მნიშვნელობა შეიძინა – ნივთებმა და ადამიანებმა, მე მინ-
დოდა მეთქვა, ადამიანებმა და ნივთებმა-მეთქი...
– ასეთი მგრძნობიარობის ჭეშმარიტი მიზეზი შეიძლება თქვენი

149
პირველყოფილი (ფრანგ)

373
ახალგაზრდობა იყოს, ძვირფასო მარკიზო
‒რასაამურად ისმის თქვენი პირიდან, სიტყვა ,„ახალგაზრდო-
ბა“, სენიორა! თქვენ მას სიმწიფისათვის დამახასიათებელი სიკე-
თით წარმოთქვამთ. მადმუაზელ ზუზუს, როგორც ჩანს, ჩემი ახალ-
გაზრდობა აღიზიანებს, ზუსტად ისე, როგორც თქვენ ბრძანებთ,
ახალგაზრდობასთან შეხებისას ახალგაზრდობა კიდევ უფრო ახალ-
გაზრდა ჩანსო. ასე თუ ისე, ეგ მეც მეხება. მხოლოდ ახალგაზრდობა
ვერ წარმოშობდა იმ აღტაცებას, რითაც ამ დღეებში ვსულდგმუ-
ლობ. მე ის მშველის, სილამაზის შეწყვილებულ ხატს რომ შემიძლია
ვუცქირო, გამოვლენილს კოკორივით ოდნავ გაშლილი ბავშვური
სილამაზისა და მეფური სიმწიფის სახით.
მოკლედ, საოცრად ლამაზად ვმეტყველებდი და, უნდა მოგახსე-
ნოთ, ჩემს მჭევრმეტყველებას წყრომა არ გამოუწვევია. პირიქით,
როცა საბაგირო გზის ქვედა სადგურთან, საიდანაც ჩემი თანმხლებ-
ნი კვლავ კუკუკის ვილაში უნდა ასულიყვნენ, ყველას დავემშვიდო-
ბე, სინიორამ ბრძანა, იმედი გვაქვს გამგზავრებამდე კიდევ გიხი-
ლავთო. დონ ანტონიომაც ხომ გითხრათ, თუ ისურვებთ, შეგიძლი-
ათ ზუზუს ამხანაგებთან გაიხსენოთ თქვენგან მივიწყებული
ჩოგბურთიო და სხვათა შორის, ამ აზრს არა უშავდა რა.
დახ, მართლაც არა უშავდა, მაგრამ ჩემი მხრივ თავხედური კი
გახლდათ! ზუზუს თვალებით დავეკითხე და რაკი მან გამომეტყვე-
ლებითა და მხრებით ნეიტრალიტეტი გამოგვიცხადა, ამ წინადადე-
ბაზე თანხმობის თქმა ჩემთვის შეუძლებელი აღარ იყო. ჩვენც სათა-
მაშოდ შეხვედრა ზეგ დილისთვის დავთქვით, მას შემდეგ კი, „გამო-
სამშვიდობებლად“, ოჯახი კვლავ სადილად მიწვევდა, მე ჯერ მარია
პიას, ხოლო შემდეგ ზუუზ·უს ხელზე საკოცნელად დავიხარე, მერე
დონ მიგუელს გულთბილად ჩამოვართვი ხელი და გზას გავუდექი.
მივდიოდი და თან უახლოესი მომავლის გეგმებს ვაწყობდი.

374
მეცხრე თავი

ლისაბონი, 25 აგვისტო, 1895 წელი


ძვირფასო მშობლებო! საყვარელო დედიკო! პატივცემულო და
ასევე საყვარელო მამა!
ეს წერილი კარგახნის მერე დავადევნე დეპეშას, რომლითაც აქ
ჩემი ჩამოსვლის ამბავს გატყობინებდით, და ვშიშობ, თქვენს გუ-
ლისწყრომას დავიმსახურებ. წყენა გაგიორმაგდებათ – და ეგ არც
გამიკვირდება – ამ წერილის გამოგზავნის თარიღს რომ დახედავთ.
იგი ხომ დიდად ეწინააღმდეგება თქვენს მოლოდინს, ჩვენს შეთან-
ხმებებსა და, თქვენ წარმოიდგინეთ, ჩემს საკუთარ გეგმებსაც. თქვ-
ენ ალბათ ათი დღეა, ღია ზღვაში გეგულებით, მე კი იმ ქალაქიდან
გწერთ წერილს, სადაც პირველად გავჩერდი, ანუ ჯერ კიდევ პორ-
ტუგალიის დედაქალაქში ვიმყოფები. ძვირფასო მშობლებო, ახლა-
ვე აგიხსნით გაუთვალისწინებელი დაყოვნებისა და ასევე ჩემი ხან-
გრძლივი დუმილის მიზეზს და ვიმედოვნებ ჩანასახშივე ჩავკლა
თქვენი უკმაყოფილება.
ყველაფერი იმით დაიწყო, რომ გზაში გავიცანი გამოჩენილი
მეცნიერი პროფესორი კუკუკი, ვისი საუბარიც, მჯერა, ისევე დაიპ-
ყრობდა და ააფორიაქებდა თქვენს გრძნობა-გონებას, როგორც ეს
თქვენს ძეს დაემართა.
იგი, როგორც გვარი გეუბნებათ, წარმოშობით გერმანელია, შენ-
სავით გოთადან არის, ძვირფასო დედა. დიდგვაროვანი არაა, მაგ-
რამ კარგი ოჯახიშვილია, პროფესიით პალეონტოლოგი, ცოლად
ჰყავს ძველი პორტუგალიური გვარის ასული და დიდი ხანია ლისა-
ბონში ცხოვრობს, დამაარსებელი და დირექტორი გახლავთ აქაური
საბუნებისმეტყველო მუზეუმისა, რომელიც მისი წინამძღოლობით
დავათვალიერე და მისმა პალეოზოოლოგიურმა და პალეოანთრო-
პოლოგიურმა სამეცნიერო ექსპონატებმა (ეს გამოთქმები, ალბათ,
გეცოდინებათ) ჩემზე გულში ჩამწვდომი შთაბეჭდილება მოახდინა.
სწორედ კუკუკმა მირჩია, როგორც კი გამოველაპარაკეთ ერთმან-

375
ეთს, იოლად არ მოვკიდებოდი მსოფლიოს გარშემო ჩემი მოგზაუ-
რობის დასაწყისს და ლისაბონისნაირ ქალაქში ზერელედ არ მიმო-
მეხედა. მანვე გამოთქვა სინანული, ასეთი წარსულის მქონე, მრა-
ვალფეროვანი თანამედროვე ღირსშესანიშნაობებით მდიდარი ქა
ლაქისთვის (აქ, სხვათა შორის, ბოტანიკურ ბაღში შემონახული,
ქვანახშირის ხანის ხე-გვიმრების ხსენებაც კმარა) ასე მცირე დრო
რომ გამოგვიყავითო.
ძვირფასო მშობლებო, როცა თქვენი სიკეთისა და სიბრძნის კარ-
ნახით ეს მოგზაურობა გამომიწერეთ, მხოლოდ იმ უგუნურ ჩანაფიქ-
რზე, დიახ, ვაღიარებ მის უგუნურებას, მხოლოდ ჩემი უმწიფარობის
მიზეზით აკვიატებულ იმ უგუნურ ჩანაფიქრზე ხელის აღებინება არ
გქონიათ ალბათ მიზნად, თქვენ იმაზეც ფიქრობდით, ეს მოგზაურო-
ბა ჩემს განათლებასაც ისეთ რაიმეს შემატებდა, ოჯახიშვილ ახალ-
გაზრდას თავის აღზრდის სრულყოფისათვის რომ ეკადრება. ჰოდა,
ამ მიზანს შესანიშნავად ემსახურება ჩემი დამეგობრება კუკუკის
ოჯახთან, რომლის სამი, უფრო სწორად, ოთხი წევრი (ასე თუ ისე, ამ
ოჯახს მიეკუთვნება პროფესორის ასისტენტი, ბატონი ჰურტადო,
დერმოპლასტიკის ოსტატი, თუკი, ცხადია, ეს სიტყვები რაიმეს გეუბ-
ნებათ) სხვადასხვა დოზით მონაწილეობს ჩემს გათვითცნობიერება-
ში. გამოგიტყდებით, რომ ამ ოჯახის მანდილოსნებს ბევრი ვერაფე-
რი გავუგე: ამ ორი კვირის მანძილზე მათთან გულთბილი ურთიერ-
თობა ვერ დავამყარე და, ეტყობა, დიდხანს ვერც დავამყარებ· სენი-
ორა, და კრუცის ასული, ძველი იბერების შთამომავალი, შეგაკ-
რთობს თავისი სიმკაცრით. დიახ, სიმკაცრითა და მედიდურობით,
რასაც მართალი გითხრათ, მე პირადად ახსნა ვერ მოვუძებნე. მათი
ასული ჩემზე ცოტათი ·უმცროსი იქნება, მისი სახელი ვერაფრით
ვერ დავიმახსოვრე, მაგრამ ის კი ვიცი, კანეკლიანთა ჯიშს რომ უნდა
მიაკუთვნო, ისე მწარედ იჩხვლიტება ხოლმე· ისე, თუკი ჩემი გამო-
უცდელი თვალი არ მატყუებს, ზემოხსენებული დონ მიგუელი (ჰურ-
ტადო) მისი მომავალი საქმრო და მეუღლე უნდა იყოს და მართალი
გითხრათ, მეეჭვება, ვინმეს თუ შეიძლება შეშურდეს მისი.
არა, მე ძირითადად ოჯახის უფროსთან, პროფესორ კ-სა და კიდ-

376
ევ ცხოველთა სამყაროს ფორმებში ღრმად ჩახედულ მის თანამშ-
რომელთან მაქვს ურთიერთობა, ვის რეკონსტრუქციულ ტალან-
ტსაც მუზეუმი ბევრს უნდა უმადლოდეს. და მაინც, ამ ორიდან, ცხა-
დია, უფრო კ.-სგან მომდინარეობს ჩემი განათლებისთვის ესოდენ
საჭირო აღმოჩენები და დარიგებანი, ისინი სცილდება ლისაბონისა
და მისი შემოგარენის არქიტექტურული მარგალიტების შესწავლის
სფეროს და ეხება მთელ ყოფიერებას, მისგან წარმომდგარი ორგა-
ნული სიცოცხლის ჩათვლით, ერთი სიტვით, მოიცავს სიცოცხლის
წარმოშობას, ქვიდან მოყოლებული, ადამიანამდე. აი, ამ დიდებუ-
ლი ადამიანების ხათრით შემოვრჩი აქ. სხვათა შორის, ისინი სამარ-
თლიანად მამსგავსებენ ყლორტს მოცილებულ შროშანს, ანუ ჩემში
ხედავენ რჩევა-დარიგებას დანატრებულ, სამოგზაუროდ ფე-
ხადგმულ ახალბედას. ერთი სიტყვით, ასე გამიგრძელდა პროგრა-
მით გათვალისწინებული ვადა და ბავშვივით გევედრებით, ძვირფა-
სო მშობლებო, მომიწონოთ ჩადენილი საქციელი, თუმცა აქვე მო-
გახსენებთ, რომ მაინც მეტისმეტი გამომივა, მთლიანად მათ მივაწე-
რო ჩემი აქ დაყოვნება.
სხვა გარეშე მიზეზი კი მაინც ეს იყო: ვიფიქრე, კორექტული, უფ-
რო მეტი, აუცილებელიცაა და თან ჩემს მშობლებსაც ესიამოვნებათ,
ლისაბონიდან წასვლამდე ჩვენს დიპლომატიურ წარმომადგენელს,
ბატონ ფონ ჰიუონს და მის მეუღლეს, ჩემს სადარბაზო ბარათებს თუ
ვაახლებ-მეთქი. ეს ფორმალური თავაზიანობა ჩამოსვლის დღესვე
გამოვიჩინე და წელიწადის ამ დროს ვერც ვიფიქრებდი ჩემს ვიზიტს
თუ შეიძლებოდა რაიმე შედეგი მოჰყოლოდა. მიუხედავად ამისა,
რამდენიმე დღეში სასტუმროში მომივიდა მოწვევა. ეტყობა, საელ-
ჩოს ჯერ კიდევ ჩემს ჩამოსვლამდე ჰქონდა დაგეგმილი მამაკაცთა
დარბაზობა და ის დღე მაინცდამაინც გემზე ჩემი ასვლის წინადღეს
დაემთხვა. ამგვარად, თითქოს აუცილებელი არც იყო გადამედო
გამგზავრება, ისეღდაც შემეძლო სურვილი შემესრულებინა და
დარბაზობაზე წავსულიყავი.
ასეც მოვიქეცი, ძვირფასო მშობლებო, ჩვენს საელჩოში,რუა აუ-
გუსტაზე, სასიამოვნო საღამო გავატარე და დიდი წარმატებაც მქო-

377
ნდა, გაგახარებთ და გეტყვით, რომ ამას მთლიანად თქვენგან მიღე-
ბულ აღზრდას უნდა ვუმადლოდე. დარბაზობა გაიმართა რუმინელი
პრინცის – იოან-ფერდინანდის საპატივცემულოდ. ასაკით ჩემზე
ცოტა უფროსი პრინცი ლისაბონში თავის სამხედრო გუვერნიორ-
თან, კაპიტან ცამფირესკუსთან ერთადაა ჩამოსული, ხოლო დარბა-
ზობა მხოლოდ მამაკაცებისთვის იმიტომ გაიმართა, რომ ქალბატო-
ნი ფონ ჰიუონი ამჟამად პორტუგალიის რივიერის ერთ–ერთ კუ-
რორტზე ბრძანდება, მისი მეუღლე კი საქმეების გამო იძულებული
გახდა, არდადეგები გაეწყვიტა და დედაქალაქში დაბრუნებულიყო.
მოწვეულთა რიცხვი მცირე იყო, ათ კაცს არ აღემატებოდა, მაგრამ
მსახურები საგანგებოდ მოკლე შარვლებსა და სირმებჩაყოლებულ
ფრაკებში იყვნენ გამოწყობილნი და ამრიგად, წვეულებას საზეიმო
ელფერი ედო. პრინცის საპატივცემულოდ სტუმრებსაც ფრაკები ეც-
ვათ და რეგალიებიც სრულიად ჰქონდათ წარმოჩენილი. მე სიამოვ-
ნებით ვუცქერდი ჩემზე ასაკით და დამსახურებით აღმატებული ადა-
მიანების ჯვრებსა და ვარსკვლავებს და გამოგიტყდებით, მათი კე-
თილშობილური ზიზილების შემხედვარეს გულში ცოტა შურიც მეპა-
რებოდა. მიუხედავად ამისა, ყოვულგვარი პირფერობისა და ტრაბა-
ხის გარეშე შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ უსამკაულო გამოსას-
ვლელ კოსტიუმში გამოწყობილმაც სალონში გამოჩენისთანავე
მასპინძლისა და მისი სტუმრების სიმპატია დავიმსახურე და არა
მარტო ჩემი გვარიშვილობით, არამედ ზრდილობითა და საზოგა-
დოებაში თავდაჭერის წყალობითაც.
ხით მოპირკეთებულ სასადილო ოთახში გაწყობილ ვახშამზე
სუფრას აქაურ და უცხოელ დიპლომატებთან ერთად სამხედრო პი-
რები და მსხვილი მეწარმეებიც უსხდნენ, მათ შორის თვალშისაცემი
ჩაცმულობით, ანუ ბეწვმოვლებული უნგრული ეროვნული სამოსით,
ყელიანი წაღებითა და მოღუნული ხმლით გამოირჩეოდა ავსტრო–
უნგრეთის მადრიდელი მრჩეველი. მე პირადად ერთ ულვაშიან
ბელგიელ კაპიტანსა და პორტუგალიელ ღვინის ექსპორტიორს შუა
მოვხვდი. ამ უკანასკნელს მიბნედილ სახესა და მედიდურ ქცევაზე
ეტყობოდა, დიდი სიმდიდრის პატრონი უნდა ყოფილიყო. მთელი ეს

378
თავყრილობა თავიდან მოსაწყენი მეჩვენა, რადგან საუბარი ჩემთვ-
ის უინტერესო პოლიტიკურ და ეკონომიკურ საკითხებს უტრიალებ-
და და საუბარში კარგახანს მხოლოდ ცხოველი ინტერესის გამომ-
ხატველი მიმიკით ვმონაწილეობდი. სამაგიეროდ, შემდეგ ჩემგან
ალმაცერად მჯდომმა პრინცმა, ამ სახეგამოციებულმა, ჩიფჩიფა და
ენაბრგვბლმა კაცმა, პარიზზე სასაუბროდ გამომიწვია და ერთბაშად
ყველამ ამ თემაზე გადმოინაცვლა (პარიზზე ლაპარაკი, აბა, ვის არ
ესიამოვნება!) და მეც, რაკი მისმა უმაღლესობამ გულმოწყალე ღი-
მილით, ჩიფჩიფითა და ენის ბორძიკით ამიბა მხარი, გული მომეცა
და თავს ნება მივეცი საუბარი ცოტახანს მე წარმემართა. ნავახშმევს
კი, როცა ყავისა და ლიქიორის დასალევად თამბაქოს მოსაწევ სა-
ლონში გადავინაცვლეთ და მყუდროდ მოვიკალათეთ, თითქოს სა-
განგებოდ, საპატიო სტუმრის გვერდით მოვხვდი, ხოლო მეორე მხა-
რეს მას მასპინძელი მიუჯდა. ბატონ ჰიუონის უზადო, მაგრამ უფერუ-
ლი გარეგნობა, მისი შუაში გაყოფილი მეჩხერი თმა, წყლისფერი
თვალები და წვრილი გადაპრეხილი ულვაში უეჭველად გეცოდინე-
ბათ. იოან ფერდინანდს მისკენ არც გაუხედავს, სულ მე მიგდებდა
ყურს და, სხვათა შორის; ეს ჩვენს მასპინძელსაც სიამოვნებდა ეტ-
ყობა, ჩემს მოულოდნელ მიპატიჟებას იმას უნდა ვუმადლოდე, რომ
მასპინძელმა მოინდომა ჰრინცისთვის მისი წრისა და ასაკის ღირ-
სეული პარტნიორი შეერჩია.
უნდა გითხრათ, პრინცი მართლა კარგად კი გავართე და თან უბ-
რალო ხერხებით, მაგრამ ის ხერხები მისთვის ზედგამოჭრილი აღ-
მოჩნდა. მოვუყევი ჩემი ბავშვობისა და ყრმობის ამბები, მოვიგონე
ჩვენს ციხე-დარბაზში გატარებული დღეები, ჩვენი კეთილი, ბებერი
რადიკულის სიძაბუნე, მის გამოჯავრებაზე ხომ პრინცი ბავშვივით
აჭყლოპინდა, რადგან ბებერი რადიკულის წარმოდგენამ საკუთარი
მამისგან ნამემკვიდრევი მოფამფალებული კამერდინერი გაახსენა;
პრინცმა სიამოვნებისაგან დიდხანს იხითხითა, ძვირფასო დედა, მე
რომ შენი ადელაიდეს საოცარი პრანჭვა-გრეხა წარმოვუდგინე და
დავსძინე, ოთახებში ვითომ ფერიასავით დაფარფატებს-მეთქი. მო-
ვუყევი ძაღლების ამბავი, ჩვენი ფრიპონი როგორ აკრაჭუნებს კბი-

379
ლებს, ერთი ციდა მინიმეს დროდადრო იმნაირი პერიოდები რომ
დაუდგება, თვითონ მინიმე ფინიებისთვის დამახასიათებელ, საჩო-
თირო, საშიშ მიდრეკილებას რომ ამჟღავნებს, რაც დედაჩემო, შენს
ქვედაკაბებს არაერთხელ უხერხულადაც დასტყობია. მამაკაცთა
წრეში, რასაკვირველია, ელეგანტური სიტყვებითა და გამოთქმე-
ბით შეიძლებოდა ასეთ რამეებზე ლაპარაკი და არც შევმცდარვარ,
რაკი მეფის შთამომავალმა იმდენი იცინა მინიმეს დელიკატური
მარცხის წარმოდგენაზე, რომ დროდადრო ცრემლებდადენილ ლო-
ყებს იმშრალებდა ხოლმე.
ისე, ცოტა გულისამაჩუყებელი კია ენაბრგვილობით შებოჭილი
ადამიანის წრეგადასული მხიარულების ყურება.
ძვირფასო დედა, იქნებ გეწყინოს კიდეც, ჩემი საყვარელი ფინიის
ავადმყოფურ სისუსტეზე: ხალხი რატომ ახარხარეო, მაგრამ რომ
გენახა, ამ ხუმრობით რა ეფექტი მოვახდინე, სითამამესა და უტაქ-
ტობას თვითონვე მაპატიებდი. ყველამ აიწყვიტა, პრინცი წელში ისე
მოიკეცა, რომ მუნდირის საყელოზე მიმაგრებული დიდი ჯვარი ჰა-
ერში დაეკიდა და აქეთ-იქით ეხლებოდა. მის დანახვაზე სხვებმაც
აიწყვიტეს და ძალაუნებურად აუბეს მხარი. ყველამ მოინდომა რა-
დიკულის, ადელაიდესა და მინიმეს ამბების მოსმენა და მეძახდნენ,
ყველაფერი თავიდან გაიმეორეო. ბეწვშემოვლებული უნგრელი
ბარძაყზე ხელს ისე გამეტებით ირტყამდა, შეუძლებელია არ სტკე-
ნოდა, ჩასუქებულ, თავის სიმდიდრის წყალობით ჩავარსკვლავე-
ბულ ღვინის დიდვაჭარს სიცილისგან მუცელი ისე უთახთახებდა,
რომ ჟილეტზე ღილი ასწყდა და სხვათა შორის, ჩვენს ელჩსაც არ და-
უფარავს თავისი კმაყოფილება.
ყველაფერს ამას შედეგად ის მოჰყვა, რომ ნავახშმევს ელჩმა
ყველას თანდასწრებით შემომთავაზა, გამგზავრებამდე მის უდიდე-
ბულესობა დონ კარლოს პირველთან მინდა წარგადგინოო.
მეც ვიცოდი, მეფე რომ დედაქალაქში ბრძანდებოდა, რადგან
ციხე-დარბაზის თავზე სამეფო დროშა ფრიალებდა. ბატონმა ფონ
ჰიუონმა განაცხადა, ასე თუ ისე, ჩემი მოვალეობაცაა, აქ გავლით
მყოფი, ლუქსემბურგის მაღალი წრის წარმომადგენელი მონარქს

380
წარვუდგინო, მით უმეტეს, როცა ეს „სასიამოვნო მონაცემებით“ და-
ჯილდოებული ყმაწვილი კაციაო. ელჩმა დასძინა, მეფე ბუნებით ხე-
ლოვანიცაა და მეცნიერიც. მისი უდიდებულესობა ზეთით ხატავს და
ამავე დროს ოკეანოგრაფიითაც ინტერესდება, ანუ სწავლობს
ზღვებსა და ზღვის ბინადართ, ოღონდ მის ბუნებას პოლიტიკაზე ფიქ-
რი და დარდი თრგუნავსო. ეს საზრუნავი ტახტზე ასვლისთანავე, ექ-
ვსი წლის წინ დასწოლია მხრებზე, ამის მიზეზი კი გამხდარა პორტუ-
გალიისა და ინგლისის ინტერესების გათიშვა ცენტრალურ აფრიკა-
ში სამფლობელოების განაწილების გამო. მაშინ მის დამთმობ
პოლიტიკას საზოგადოებრივი აზრი აუმხედრებია და ლამის
მადლობელი დარჩენილა, ინგლისს ულტიმატუმი რომ წამოუყე-
ნებია და მთავრობას, ფორმალური პროტესტის მიუხედავად, ბრი-
ტანეთის მოთხოვნებისთვის გაუწევია ანგარიში. ამას ქვეყნის მოზ-
რდილ ქალაქებში მაინც გამოუწვევია მღელვარება, ხოლო ლისა-
ბონში რესპუბლიკელთა აჯანყებაც ჩასახშობი გახდომია, აქ კიდევ
პორტუგალიის რკინიგზის ავბედით დეფიციტს წამოუყვია თავი, რო-
მელსაც სამი წლის უკან მძიმე ფინანსურ კრიზისამდე მიუყვანია ქვე-
ყანა. ეს ყოფილა სახელმწიფოებრივი გაკოტრების აქტი, სახელ-
დობრ, დეკრეტის ძალით ორი მესამედით შეკვეცა სახელმწიფო
ვალდებულებებისა! ამ მარცხს დიდად გაუზრდია რესპუბლიკელთა
პარტიის აქციები და რადიკალური ელემენტებისათვის გაუიოლებია
თავიანთი ძირგამომთხრელი საქმიანობა. მისი უდიდებულესობის
ყურს რამდენჯერმე ასეთი დამამწუხრებელი ცნობებიც კი მის-
წვდენია, პოლიციამ დროზე ამხილა თქვენზე თავდასხმის მიზნით
მოწყობილი შეთქმულებაო. ჰოდა, იქნებ ჩემს წარდგენას დაერღვია
ყოველდღიური აუდიენციების რუტინა, დიდი ბატონისთვის დარდი
გადაევიწყებინა და გული გაეხალისებინა. საუბარში, თუკი საშუა-
ლება მოგეცეთ, კარგი იქნება მინიმეს თემას თუ ჩართავთ, რაზეც
საბრალო პრინცმა იოან ფერდინანდმა ასე გულიანად იცინაო, მით-
ხრა ბოლოს ჩვენმა ელჩმა.
ალბათ გამიგებთ, ძვირფასო მშობლებო, ჩემი როიალისტური
მრწამსისა და ენთუზიაზმით აღსავსე მისწრაფების გადამკიდეს (რა-

381
ზეც თქვენ ალბათ ბევრი არა იცით რა) როგორ მიმიზიდავდა ელჩის
წინადადება, კანონიერი ხელმწიფის წინაშე წარვმდგარიყავი. მის
განზრახვას წინ მხოლოდ ის ეღობებოდა, რომ აუდიენციის გამოთ-
ხოვას ოთხი-ხუთი დღე მაინც დასჭირდებოდა და ამასობაში ჩემი გე-
მი „კაპ არკონა“ უკვე ზღვაში იქნებოდა გასული. რა უნდა მექნა? მე-
ფის წინაშე წარდგომის სურვილი შეერწყა ჩემი სწავლული მენტო-
რის –კუკუკის გაფრთხილებას, ლისაბონისნაირ ქალაქს ზერელედ
ნუ დაათვალიერებო, და უკანასკნელ წუთს შევიცვალე კიდეც გეგმა,
გადაგწყვიტე, ეს გემი გამეშვა და შემდეგით წავსულიყავი. მივედი
სამოგზაურო ბიუროში. იქ მომახსენეს, იმავე მიმართულებით შემ-
დეგი გემი, სახელად „ამფიტრიტე“, ლისაბონიდან თოთხმეტ დღეში
გადის, მაგრამ იქ ყველა ადგილი უკვე დაკავებულია, თანაც ის გემი
„კაპ არკონას“ ბევრად ჩამოუვარდება და თქვენს შესაფერ კომ-
ფორტს ვერ შემოგთავაზებთო.
ყველაფერს აჯობებს, „კაპ არკონას“ დაბრუნებას დაელოდოთ,
იგი ამ თვის თხუთმეტში რომ გავა, ექვს-შვიდ კვირაში მობრუნდება,
თქვენი ბილეთი შემდეგ რეისზე გადაიტანეთ და ამგვარად, სექტემ-
ბრის ბოლოს ან ოქტომბრის დასაწყისში მოგიწევთ გამგზავრებაო,
მირჩია სანაოსნოს კლერკმა.
ჩემი ამბავი ხომ იცით, ძვირფასო მშობლებო, რა მალე ვიცი
ხოლმე გაღაწყვეტილების მიღება, ჰოდა, კლერკის წინადადებას
დავთანხმდი. გავეცი შესაბამისი განკარგულება და მხოლოდ იმას
დავსძენ, რომ თქვენს მეგობრებს, მაიერ-ნოვაროებს, საბოდიშო
დეპეშა გავუგზავნე, ლისაბონში დავყოვნდი და ოქტომბერში მელო-
დეთ-მეთქი. ამგვარად, როგორც ხედავთ, ამ ქალაქში იმაზე ხან-
გრძლივად გამომივიდა შეჩერება, ვიდრე ვისურვებდი. რა გაეწყო-
ბა, იყოს, როგორც არის! გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ
სასტუმროს პირობები ასატანია და რაც მთავარია, გემზე ასვლამდე
ჭკუის საწვრთნელი გასართობი არ შემომაკლდება. მაშ ვიქონიო
თქვენი თანხმობის იმედი?
უამისოდ, ხომ გესმით, რომ ვერ მოვისვენებდი, მაგრამ მე მგო-
ნი, თანხმობის მოცემა უფრო გაგიადვილდებათ, როცა გიამბობთ,

382
რა მშვენივრად ჩაიარა მის უდიდებულესობასთან ჩემმა აუდიენცი-
ამ. ბატონმა ჰიუონმა წინასწარ მაცნობა მისი უდიდებულესობის
მოწყალე სურვილი და ნაშუადღევს, დანიშნულ დროზე ცოტა ხნით
ადრე თავისი კარეტით გამომიარა მეფის ციხე-დარბაზში წასაყვა-
ნად. სასახლის გარე და შიდა დაცვამ, ელჩის უფლებამოსილებისა
და სადღესასწაულო მუნდირის პატივისცემის ნიშნად, დაუბრკო-
ლებლად გაგვატარა და სათანადო პატივიც მოგვაგო. ზევით ავე-
დით სადარბაზო კიბით, რომელსაც ორი მშვენიერი, ტანდაძაგრუ-
ლი კარიატიდი შესდგომოდა, და ერთმანეთში გამავალი მისაღები
დარბაზებისკენ გავეშურეთ. ისინი წინ უძღვიან მეფის სააუდიენციო
დარბაზს, მორთულნი არიან ყოფილი მეფეების ბიუსტებით, ძვირ-
ფასი სურათებითა და ბროლის ჭაღებით, მორთულობაში ჭარ-
ბობსწითელი აბრეშუმი და ძველებური ავეჯი. დინჯად გავდივართ
ერთი დარბაზიდან მეორეში, მეორე დარბაზშივე გვეგებება ჰოფ-
მარშლის უწყების მორიგე მოხელე და გვთხოვს ჯერჯერობით დავ-
ბრძანდეთ და მოვიცადოთ. თუ მდიდრულ მორთულობას არ მივი-
ღებთ მხედველობაში, იქაურობა პაციენტ-მრავალი ექიმის მოსაც-
დელს ჰგავს, რომელიც გასინჯვას. იმაზე მეტხანს უნდება, ვიდრე
თავიდან ჰქონდა დაგეგმილი. მერე ყოველი ზედმეტი წუთი გროვ-
დება, პაციენტი დანიშნულ დროზე ვეღარ შედის ექიმთან და ლოდი-
ნი უხდება. დარბაზები აქაც სავსე იყო აქაური და უცხოელი დიდებუ-
ლებით. ისინი, მუნდირებსა და სამოქალაქო ტანსაცმელში გამოწ-
ყობილნი, ან ჯგუფ-ჯგუფად იდგნენ და წყნარად საუბრობდნენ, ან
დივნებზე მისვენებულნი მოწყენილი იყურებოდნენ. სადაც კი შევი-
დოდით, ელჩი დიპლომატებსა თუ ნაცნობებს პატივისცემით ესალ-
მებოდა, მერე წარმადგენდა, მე კი ყოველ ახალ გაცნობილ პირთან
საუბრისას ვრწმუნდებოდი, რომ თავის დაჭერა ღირსეულაღ შემ-
ძლებია, ეს მახარებდა და ამიტომ ლოდინში გატარებული ორმოცი
წუთი ისე გავიდა, არც გამიგია. ბოლოს, როგორც იქნა, მოგვაკითხა
მხარზე შარფგადაკიდებულმა ფლიუგელადიუტანტმა, სიაში ჩაიხე-
და და გვთხოვა მეფის კაბინეტში შესასვლელ კართან დავმდგარი-
ყავით. კარის აქეთ-იქით გაპუდრულპარიკიანი ორი ლაქია იდგა,

383
ხოლო კაბინეტიდან გამოვიდა გვარდიის გენერლის ფორმაში გა-
მოწყობილი მოხუცი, რომელიც მეფესთან რაიმე წყალობის გამო
მადლობის სათქმელად თუ იქნებოდა მოსული. ადიუტანტმა გაგვის-
წრო, რათა მეფისთვის ჩვენი ვინაობა მოეხსენებინა და ლაქიებმაც
ფართოდ გაგვიღეს ოქროსკანტებიანი ორფა კარი.
მეფე ოცდაათსაა გადაცილებული, მაგრამ თმა უკვე გამეჩხერე-
ბია და ტანზეც შესქელებულია. იმ დღეს ეცვა წითელყოშებიანი წენ-
გოსფერი მუნდირი და მკერდზე ერთადერთი ვარსკვლავი ეკეთა,
ვარსკვლავის გულში ამოტვიფრულ არწივს კლანჭებში სკიპტრა და
სფერო ეჭირა. მეფე თავის საწერ მაგიდასთან შემოგვეგება. სახე ამ-
დენ ხალხთან საუბრისგან წამოსწითლებოდა. მეფეს წარბები ნახში-
რივით შავი აქვს, ხოლო ბოლოებაკვარკნილ, ხშირ ულვაშში უკვე
შეჰპარვია ჭაღარა.
ჩვენს ქედმოდრეკილ სალამზე ათასგზის ნავარჯიშევი მოწყალე
ჟესტით გვიპასუხა, შემდეგ ბატონ ფონ ჰიუონს მილულული თვალე-
ბით მიესალმა და მზერაში ოსტატურად ჩააქსოვა პირმოთნეობით
შეზავებული ნდობა.
– ჩემო ძვირფასო Ambassadeur,150 ჩემთვის, როგორც ყოველ-
თვის, სასიამოვნოა... თქვენ ქალაქში ბრძანდებით?.. ვიცი, ვიცი...Ce
nouveau traite de commerce ...Mais ca s’arrangera sans aucune difficulte
grace a votre habifetè-bien connue...151 ძვირფასი მაdამ დე ჰიუონი რო-
გორღა ბრძანდება ? კარგად ხომ? როგორ მიხარია! მართლა ძალი-
ან მიხარია!.. კარგია, კარგი, ეს რა ადონისი მოგიყვანიათ დღეს ჩემ-
თან?
ეს შეკითხვა, ძვირფასო მშობლებო, წმინდა წყლის ხუმრობად,
უმაქნის კურტუაზულ გამონათქვამად ჩავუთგალე. არა, ფრაკი მარ-
თლა მოხდენილად მადგას ტანზე, ტანადობას კი სხვათა შორის, მა-
მაჩემს უნდა ვუმადლოდე, მაგრამ თქვენც კარგად მოგეხსენებათ,
სარკეში ჩემს ვაშლივით წითელ ლოყებს და ჭრუტა თვალებს გულ-

150
დესპანი (ფრანგ)
151
ეს ახალი სავაჭრო გარიგება...მაგრამ ამას ადვილად მოევლება თქვენი
საყოველთაოდ ცნობილი უნარის წყალობით (ფრანგ)

384
ისტკივილით რომ დავკვირვებივარ, ჩემს გარეგნობაში მითოლო-
გიური ვერაფერი მიპოვნია, ჰოდა, მეფურ დაცინვას მეც მორჩილე-
ბის გამომხატველი მხიარული ჟესტით ვუპასუხე და მისმა უდიდებუ-
ლესობამ, თითქოს ქათინაურის გაბათილება და მიფუჩეჩება ეჩქა-
რებაო, ჩემი ხელი ხელში გაიჩერა და სწრაფად განაგრძო:
– ძვირფასო მარკიზო, კეთილი იყოს თქვენი ფეხი ლისაბონში!
თქმა არ უნდა, თქვენს გვარს კარგად ვიცნობ და ძალიან მიხარია,
ქვეყნის უმაღლესი არისტოკრატიის ახალგაზრდა ნაშიერს ლისა-
ბონში რომ გხედავთ. მოგეხსენებათ, პორტუგალიას რა გულითადი
და მეგობრული ურთიერთობა აქვს თქვენს ქვეყანასთან და სხვათა
შორის, ამაში არცთუ მცირეა თქვენი მხლებლის წვლილი. ერთი
მითხარით, ‒ წამოიწყო მან და წუთით ჩაფიქრდა, რა უნდა ეთქვა, ‒
ჩვენს ქვეყანაში რამ ჩამოგიყვანათ?
ძვირფასო მშობლებო, თავის ქებაში ნუ ჩამომართმეგთ და, უნდა
გითხრათ, რომ მონარქს საინტერესო, მეფის კარის შესაფერი, თან
დარბაისლური და თან ძალდაუტანებელი საუბარი გავუბი. მე მხო-
ლოდ მინდა დაგამშვიდოთ და გასიამოვნოთ, რომ არც თავი შემი-
ბოჭია და არც მეტისმეტად წამიგრძელებია ენა. მის უდიდებულესო-
ბას მოვახსენე, რა დიდსულოვნაღ დამასაჩუქრეთ ერთწლიანი გან-
მანათლებლური მოგზაურობით, მოგზაურობას პარიზიდან შევუდე-
ქი და პირველმა გაჩერებამ ამ შეუდარებელ ქალაქში მომიწია -მეთ-
ქი.
– მაშ ლისაბონი მოგწონებიათ?
‒Sire,ènormement! Je suis à fait transporte par la beaute de
votre capitale qui est vraiment digne d’etre la residence d’un
grand Suuverain comme Votre Majestè152 თავიდან აქ მხოლოდ ორი
დღით მქონდა დარჩენა განზრახული, მაგრამ მივხვდი, რა სულე-
ლური იყო ეს ჩანაფიქრი და თავდაყირა დავაყენე ჩემი გეგმები,რა-

152
ძალიან მომწონს, ხელმწიფეო, აღფრთოვანებული ვარ თქვენი
დედაქალაქის სიტურფით. იგი მართლაც რომ ღირსია იყოს ასეთი დიდი
ხელმწიფის რეზიდენცია (ფრანგ)

385
რათა რამდენიმე კვირა მაინც გამეტარებინა იმ ქალაქში, საიდა-
ნაც ძალით თუ არ გაგაგდეს, ნებით არ უნდა წახვიდე... მაინც რა
ქალაქია, სირ! რა პროსპექტები, რა პარკები, რა ბულვარები და ხე-
დები აქვს! ჩემი პირადი ურთიერთობების წყალობით პირველად
პროფესორ კუკუკის ბუნების ისტორიის მუზეუმი დავათვალიერე,
დიდებული დაწესებულებაა, თქვენო უდიდებულესობავ, პირადად
ჩემთვის ეს მუზეუმი-უპირველეს ყოვლისა, ოკეანოგრაფიული ექ-
სპოზიციითაა საინტერესო, იქაური ექსპონატების ნახვისას
რწმუნდები, რომ სიცოცხლის ყოველი სახეობა ზღვის წყლისგანაა
წარმოშობილი. ან ბოტანიკური ბაღის საოცრებანი რად ღირს, სირ,
ავენიდას პარკი, კამპო გრანდე, პასეუ და ესტრელის პარკი, საიდა-
ნაც ქალაქისა და მდინარის საოცარი ხედი იშლება...
განა საოცარია, ამ ცით კურთხეული და ადამიანის ხელით სანი-
მუშოდ მოვლილი ბუნების იდეალურმა სურათებმა თვალები აგიწ-
ყლიანოს, მით უმეტეს, თუ ეს თვალი ოდნავ, ღმერთო ჩემო, სულ
ოდნავ, ხელოვანის თვალიცაა? გამოგიტყდებით, რომ მე, მართა-
ლია, თქვენს უდიდებულესობას ვერ შევედრები ‒ თქვენი ოსტატობა
ამ სფეროში საყოველთაოდ ცნობილია – მაგრამ პარიზში ცოტ-ცო-
ტას ვმეცადინეობ სახვით ხელოვნებაში, ფანქრით, ზეთით მიხატავს,
ნატიფ ხელოვნებათა აკადემიაში პროფესორ ესტომპარის ბეჯით,
თუმცა არცთუ წარჩინებულ მოწაფედ ვითვლები, მაგრამ ეს რა სახ-
სენებელია, მთავარია, ითქვას, რომ თქვენი უდიდებულესობის სა-
ხით დედამიწის ერთ-ერთი უმშვენიერესი, ან იქნებ ყველაზე მშვე-
ნიერი ქვეყნის მეუფეს ვხედავთ. აბა სად ნახავთ ამქვეყნად სხვა
ისეთ პანორამას, მეფის ციხე-დარბაზის, ცინტრას ბორცვიდან
თვალწინ რომ გადაგეშლება, განა რამე შეედრება პურის ყანებით,
ზვრებითა და სამხრეთული ხილის ბაღებით·სავსე ესტრემადურას?
თქვენ კი გაგიმხელთ, ძვირფასო მშობლებო, რომ ცინტრას ცი-
ხე·დარბაზებსა და ბელემის მონასტრის ნატიფ არქიტექტურაზე
ორიოდე, სიტყვა ისე ვთქვი, თორემ ისინი ჯერაც არ მომინახულე-
ბია. მათი მონახულება აქამდე იმიტომ ვერ შევძელი, რომ დიდძალ
დროს ვახმარ ჩოგბურთის თამაშს, ვთამაშობ უაღრესად კულტურ-

386
ულ ახალგაზრდებთან კლუბში, სადაც კუკუკების მეშვეობით მოვ-
ხვდი. ეს კიდევ არაფერი! ხელმწიფეს ჯერაც განუცდელ შთაბეჭდი-
ლებებზე ისე ხატოვნად ვესაუბრე, რომ მისმა უდიდებულესობამ
ფრიად მომიწონა მგრძნობიარე ბუნება და აღქმის უნარი.
ამან გამათამამა და თუკი რამ მჭერვმეტყველების ნიჭი გამაჩ-
ნდა, ანუ რაც ამ საგანგებო სიტუაციამ სტიმული მომცა, სრულად გა-
მოვიყენე და მონარქის წინაშე ვაქე და ვადიდე პორტუგალიის სა-
ხელმწიფო და ხალხი. სადმე მხოლოდ ქვეყნის სანახავად როდი ჩა-
დიხარ-მეთქი. – ვუთხარი მე. – ხალხიც გაინტერესებს. უფრო სწო-
რად, ხალხია მთავარი, ცნობისმოყვარეობა გკლავს, ჩასწვდე აქამ-
დე უცნობ ადამიანურ ხიბლს, სურვილი გიჩნდება ჩაიხედო უცნობ
თვალებში, უცხო სახეებს შეავლო თვალი... კარგად მესმის, უზა-
დოდ ვერ ვამბობ სათქმელს, მაგრამ მინდა გამიგოთ, სურვილით
ვიწვი, გავიხარო ჩემთვის უცხო სახეებისა და ზნე-ჩვეულებების ცქე-
რით, პორტუგალიას a la bonne heure153 მაგრამ მთელი ჩემი ყუ-
რადღება, უპირველეს ყოვლისა. პორტუგალიელებისაკენ, თქვენი
უდიდებულესობის ქვეშევრდომთაკენაა მიმართული. კელტურ-ძვე-
ლიბერიულ ჯიშს შემდგომ ათასგვარი სისხლი შეერია ფინიკიური,
კართაგენული, რომაული და არაბული მოდგმისა და ამ გზით შეიქ-
მნა თვალწარმტაცი, დამატყვევებელი ტიპი – ზოგჯერ ზვიადი
სანდომიანობით შემკული, ზოგჯერ კი გაკეთილშობილებული, მო-
წიწების მომგვრელი, ლამის შემაკრთობელი თავის რასობრივი სი-
ამაყით. ასეთი მომხიბლავი ხალხის მეუფეობა ნამდვილად მოსა-
ლოცია-მეთქი, დავასრულე მე.
‒ დიახ, დიახ, ძალიან კარგი, დიდად სასიამოვნოა, – მითხრა
დონ კარლოსმა, – მადლობას მოგახსენებთ, ძვირფასო მარკიზო,
ასეთი კეთილი თვალით რომ შეგიხედავთ პორტუგალიისა და მისი
ხალხისათვის.
მაშინ კი ვიფიქრე, ალბათ აუდიენციას ამით ამთავრებს-მეთქი
და, მართალი გითხრათ, სახტად დავრჩი, როცა დასძინა: იქნებ, და-

153
ღმერთმა ხელი მოუმართოს (ფრანგ)

387
ვმსხდარიყავით? ძვირფასო დესპანო, ცოტა ხნით დავსხდეთ!
ეჭვიც არ მეპარება. მას თავიდან განზრახული ჰქონდა, აუდიენ-
ცია ფეხზე ჩაეტარებინა და რადგან ამჯერად მხოლოდ ჩემი წარდგე-
ნა იყო გათვალისწინებული, რამდენიმე წუთში მოეთავებინა კიდეც,
მაგრამ რაკ·ი აუდიენცია გააგრძელა და მყუდროდ დაჯდომაც მო-
იწადინა, ამას ჩემს მჭევრმეტყველებას და მთელს ჩემს tennue-ს154
უნდა ვუმადლოდეთ. იმასაც გეტყვით, ამას უფრო საამებლად
გწერთ და არა იმიტომ, რომ თავი მოვიწონო.
მეფე, ელჩი და მე ცხაურით დაცული მარმარილოს ბუხრის წინ,
ტყავის სავარძლებში ჩავსხედით. ბუხარს ქანქარიანი საათი, კანდე-
ლაბრები და ზედა თაროზე შემოდგმული აღმოსავლური ლარნაკე-
ბი ამშვენებდა. სასიამოვნო იყო დიდ, მშვენივრად მორთულ კაბი-
ნეტში ჯდომა, რომელსაც არც შუშისკარიანი წიგნის კარადები აკ-
ლდა, ხოლო იატაკზე უზარმაზარი სპარსული ხალიჩა ეგო. ბუხრის
ორივე მხარეს მძიმე მოოქროვილ ჩარჩოებში ჩასმული სურათები
ეკიდა, ერთზე მთაგორიანი ლანდშაფტი, მეორეზე კი აყვავებული
ბარი ეხატა.
ბატონმა ფონ ჰიუონმა ჯერ სურათებზე მიმანიშნა და იმწამსვე მე-
ფისკენაც მიქნია თვალი. მეფე ამ დროს მოჩუქურთმებული პაწია მა-
გიდიდან სიგარეტების ვერცხლის ზარდახშას იღებდა, ელჩს უსიტ-
ყვოდ მივუხვდი, რაც სურდა.
‒ თქვენმა უდიდებულესობამ უნდა მომიტევოს, წამით ყურადღე-
ბა რომ მოგაკელით და მზერა ძალაუნებურად ამ დიდებულ ნამუშევ-
რებს მივაპყარი. ნებას მომცემთ უფრო ახლოს დავაკვირდე? აი,
მესმის, ესაა მხატვრობა! გენიალურია! ხელმოწერას ვერ ვარჩევ,
მაგრამ ერთიც და მეორეც უეჭველად თქვენი ქვეყნის უპირველესი
ხელოვანის ყალამს უნდა ეკუთვნოდეს.
– უპირველესის ყალამს? ‒ ღიმილით მკითხა ხელმწიფემ, – გა-
აჩნია, რას გულისხმობთ უპირველესში. სურათები ჩემი დახატუ-
ლია. მარცხნივ სერა და ესტრელადან გადაშლილი ის ხედია გამოს-

154
თავდაჭერა (ფრანგ)

388
ახული, სადაც სანადირო სახლი მაქვს. მარჯვნივ შევეცადეთ, როგ-
ორღაც გადმოგვეცა ჩვენი ჭაობიანი დაბლობების განწყობილება,
სადაც ტყის ქათამზე ვნადირობ ხოლმე. თქვენც ხედავთ, როგორ
ვცდილობ მშვენიერება არ დავუკარგო თიკნისყურას, რითაც მოფე-
ნილია ჩვენი მინდორ-ველი.
‒ თითქოს მათ სურნელებასაც კი გრძნობ, – ვთქვი მე. ‒ ღმერ-
თმანი, ასეთი ოსტატობის წინაშე დილეტანტიზმს გაწითლებაღა
დარჩენია.
– სწორედ მაგ სურათზე ამბობენ, დილეტანტურიაო, – მიპასუხა
დონ კარლოსმა და უკმაყოფილების ნიშნად მხრები აიჩეჩა. მე კი ვი-
თომ ძლივს მოვწყვიტე თვალი მის ნამუშევრებს და კვლავ ჩემს ად-
გილს დავუბრუნდი. ‒ ჰგონიათ, რაკი მეფის ნახატია, აუცილებლად
დილეტანტიზმი უნდა დასწამონ. რას იზამ, ასეთ დროს ყველას ნე-
რონი და მისი ფსევდოარტისტული ამბიციები აგონდება.
– როგორ მეცოდებიან ის ადამიანები, ამდაგვარი წინასწარ აკ-
ვიატებული რწმენისგან თავი რომ ვერ დაუღწევიათ! პირიქით უნდა
ახარებდეთ ისეთი ბედნიერი დამთხვევა, როცა უზენაესი უზენაეს-
თან, მაღალი ჩამომავლობის სიკეთე მუზების სიკეთესთანაა შერ-
წყმული.
მის უდიდებულესობას აშკარად ეამა ჩემი ნათქვამი. თვითონ იგი
თავისუფლად იჯდა სავარძელში, საზურგეს მიყრდნობილი, ხოლო
ელჩი და მე ჩვენ-ჩვენი სავარძლების დაქანებულ საზურგეებს არც
ვეხებოდით. მეფემ ბრძანა:
‒ როგორ მიხარია, ძვირფასო მარკიზო, როცა ვხედავ, რა
გრძნობით, რა უშუალოდ გამოხატავთ აღტაცებას ნივთების, გარე-
სამყაროს, ადამიანებისა და ხელოვნების ქმნილებათა მიმართ. რო-
გორ მშურს თქვენი სულიერი უბიწოება. ასეთი თვისებები მხოლოდ
იმ საზოგადოებრივ საფეხურზე მდგომ ადამიანს შეიძლება გააჩ-
ნდეს, თქვენ რომ დგახართ. ცხოვრების სისაძაგლესა და სიმწარეს
მხოლოდ საზოგადოების უმდაბლეს და უმაღლეს საფეხურზე
მდგომნი შეიგრძნობენ. ამ ამბებში გამობრძმედილნი მხოლოდ
მდაბიონი და სახელმწიფოს მესაჭენი არიან. ეს უკანასკნელნი ხომ

389
მთელი თავისი სიცოცხლე პოლიტიკური მიაზმებით სუნთქავენ.
– თქვენი უდიდებულესობის ნათქვამი უაღრესად გონებამახვი-
ლურია, მაგრამ უმორჩილესად გთხოვთ, ისე ნუ გამიგებთ, თითქოს
ჩემი ყურადღება ბრიყვული ნეტარებით დაფარფატებდეს საგანთა
ზედაპირზე და სულ არ ცდილობდეს ჩასწვდეს მის არცთუ სასიხარუ-
ლო სიღრმეებს. მე თქვენს უდიდებულესობას მივულოცე ჭეშმარი-
ტად შესაშური ბედი, პორტუგალიისნაირი დიდებამოსილი ქვეყნის
მმართველობა რომ გარგუნათ წილად, მაგრამ მე იმ ჩრდილებსაც
კარგად ვხედავ, ამ ბედნიერების დაბინდვა რომ სწადიათ და ნაღ-
ვლისა და აბზინდის სიმწარესაც კარგად ვიცნობ, თქვენი სიცოც-
ხლის ოქროს სასმელში ბოროტება წვეთ-წვეთად რომ ასხამს. მე
არც ის გამომრჩენია, რომ არც აქ, უფრო სწორად, აქაც კი, სწორედ
აქ არ გაკლიათ ისეთი ელემენტები, საკუთარ რადიკალებს რომ
ეძახიან, ისინი მინდვრის თაგვებივით უღრღნიან საზოგადოებას
ფესვებს და ამიტომ მე პირადად მათ საზიზღარ ელემენტებს ვუწო-
დებდი და ეს გამოთქმა კიდევ ზომიერია იმ გრძნობასთან შედარე-
ბით, რასაც იმათ მიმართ განვიცდი, ვისაც ხელს აძლევს სახელმწი-
ფოს ყოველი მარცხი, ყოველი პოლიტიკური თუ ფინანსური გასაჭი-
რი, რათა თავის ვერაგული მიზნებისათვის კაპიტალი დააგროვონ.
ისინი თავს ხალხის ქომაგებს ეძახიან, თუმცა მათი ურთიერთობა
ხალხთან იმით ამოიწურება, რომ გახრწნან ხალხის ჯანსაღი ინ-
სტინქტები და მათდა საზიანოდ წაართვან იმის რწმენა, რომ საფე-
ხურებად დაყოფილი საზოგადოებრივი წყობა ხალხისთვისვეა აუცი-
ლებელი. მაინც რითი ცდილობენ ამას? იმით, რომ ადამიანებს სავ-
სებით არაბუნებრივ და ამიტომაც ხალხისთვის უცხო თანასწორო-
ბის იდეას უნერგავენ, უხამსი ლაყბობით აცდუნებენ და თავს ატყუ-
ებინებენ, თითქოს აუცილებელი, ყოველ შემთხვევაში, აუცილებე-
ლი თუ არა, სასურველი მაინც იყოს. – სულერთია ეს შესაძლებე-
ლია თუ არა – მოისპოს ყოველგვარი განსხვავება ჩამომავლობას,
სისხლსა, ღარიბსა და მდიდარს შორის, გათანასწორდეს კეთილშო-
ბილი და მდაბიო, ესე იგი, მოისპოს ის განსხვავებანი, რომლის მა-
რად შენარჩუნებისათვის ბუნება სილამაზესთან ამყარებს კავშირს.

390
ძონძებში გამოხვეულ მათხოვარს თავისი არსებობით ისეთივე წვ-
ლილი შეაქვს სამყაროს ფერადოვან სურათში, როგორიც დიდკაცს
უძევს, მორჩილად გაწვდილ ხელში მას მოწყალებას რომ უდებს და
თან ზიზღით არიდებს ხელს, როგორმე არ მივეკაროო, და მათხო-
ვარმაც იცის ეს; მას გაცნობიერებული აქვს ის თავისებური ღირსე-
ბა, მისთვის რომ ურგუნებია წუთისოფლის გამრიგეს და გულის
სიღრმეში არც უნდა რაიმე შეიცვალოს. მხოლოდ ბოროტმა წაქეზე-
ბამ შეიძლება აურიოს მას ტვინი, გაუქარწყლოს საკუთარი როლის
სიმშვენიერის შეგრძნება და ტვინში ჩაუბეჭდოს აღმაშფოთებელი
მონაჩმახი, თითქოს ადამიანები თანასწორნი იყვნენ. ადამიანები
თანასწორი არ არიან და მათ დაბადებისთანავე იციან ეს. ადამიანს
დაბადებითვე დაჰყვება არისტოკრატიული სული. მე ჯერ სულ ახალ-
გაზრდა ვარ, მაგრამ ამ დასკვნამდე მე თვითონ მივედი. ვინც უნდა
იყოს ადამიანი, საეკლესიო იერარქიის წევრი თუ სხვა იერარქიისა,
ვთქვათ, იყოს თავდადებული უბრალო უნტეროფიცერი, მის თვალ-
სა და გონებას მაინც ექნება უტყუარი ალღო უხეში თუ ნატიფი
სუბსტანციის შეგრძნებისა, იმ ხისა, რომლისგანაც თვითონაა გა-
მოთლილი... ხალხის ქომაგები კი, დამიხედეთ, რა კარგები არიან,
ისინი მდაბალთ და მდაბიოთშობილთ უნარს ართმევენ შეჰხაროდ-
ნენ მათზე მაღლა მდგომ საზოგადოებას, ფუფუნებას, წარჩინებული
ფენის კეთილმობილურ ზნე–ჩვეულებებს და ამ სიხარულს შურად,
სიხარბედ და ურჩობად გარდაუქმნიან!
ის, ვინც მასას იმ რელიგიას ართმევს, მათ ღვთისმოშიშობისა და
ბედნიერების ჩარჩოებში რომ ამყოფებს, ვინც ხალხს თავგზას უბ-
ნევს, ყველაფერი წყობილების შეცვლით მოწესრიგდებაო, მონარ-
ქია უნდა დაეცეს, მერე რესპუბლიკის დაარსება კმარა, შეიცვალოს
ადამიანის ბუნება და ჯადოსნური კვერთხის აქნევით დამყარდეს
ბედნიერება და თანასწორობაო, ის...მაგრამ, ეტყობა, დროა თქვენს
უდიდებულესობას შეწყალება ვთხოვო, რომ გავკადნიერდი და გუ-
ლი გადაგიშალეთ.
მეფემ წარბები აზიდა და მოწონების ნიშნად ელჩს თავი დაუქნია,
რამაც ეს უკანასკნელი უზომოდ გაახარა.

391
‒ ძვირფასო მარკიზო, – მომმართა შემდეგ მისმა უდიდებულესო-
ბამ, ‒ თქვენი შეხედულება მხოლოდ ქებას იმსახურებს, იგი არა-
მარტო შეეფერება თქვენს ჩამომავლობას, არამედ ნება მიბოძეთ
ესეც დავსძინო, ზედმიწევნით ამშვენებს თქვენს პიროვნებასაც. დი-
ახ, დიახ, იმას ვამბობ, რასაც ვფიქრობ, სხვათა შორის, თქვენ დე-
მაგოგების წამქეზებლური რიტორიკა და მათი სახიფათო, გამომა-
თაყვანებელი მჭევრმეტყველების ნიჭი ახსენეთ. ჩვენდა სავალა-
ლოდ, სიტყვის ხელოვნებას მართლაც მხოლოდ ასეთი ხალხი: ვე-
ქილები, პატივმოყვარე პოლიტიკოსები, ლიბერალიზმის მოციქუ-
ლები და არსებული წესწყობილების მტრები ფლობენ. მათსავით
მგზნებარე ქომაგები ჩვენ ნაკლებად მოგვეძევება. იშვიათად თუ მო-
ისმენ თქვენნაირ კეთილისმყოფელ, დამაჯერებელ სიტყვებს, კე-
თილ საქმეს სასიკეთოდ რომ წაადგება.
– ვერც კი გამომითქვამს, რა პატივს მდებს და რამოდენა ბედ-
ნიერებას მანიჭებს თქვენი ბაგიდან მოსმენილი სიტყვა „კეთილის-
მყოფელი“, – მივუგე მე, – განა სასაცილო არ არის, უბრალო აზნა-
ურმა კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინოს მეფეზე, მაგრამ გა-
მოგიტყდებით, ჩემი მიზანიც სწორედ ეგ იყო, ჰოდა, რამ მაიძულა
ასე მოვქცეულიყავი? თანაგრძნობამ, თქვენო უდიდებულესობავ,
დიახ თანაგრძნობას უდევს წილი მოწიწებაში. გავკადნიერდები და
მოგახსენებთ, რომ ამქვეყნად გრძნობათა იმაზე უფრო შთაგონებუ-
ლი ნაზავი არ არსებობს, ვიდრე მოწიწებისა და თანაგრძნობის ნა-
ზავია. რაც ჩემი ახალგაზრდული ჭკუით თქვენს უდიდებულესობაზე
შევიტყვე, –თქვენი ჭირ-ვარამი, ის მტრობა, რაც არამარტო იმ
პრინციპებს უპირისპირდება, თქვენ რომ ანსახიერებთ, არამედ პი-
რადად თქვენს კეთილშობილ პიროვნებასაც ემუქრება, – ყველაფე-
რი მაღელვებს, და მინდა გისურვოთ, რაც შეიძლება ხშირად გაერ-
თოთ და გული გადააყოლოთ. ეტყობა, გულის გადასაყოლებელ სა-
შუალებას თქვენი უდიდებულესობა ფერწერაში დაეძებს და კიდეც
პოულობს. ისიც მახარებს, ნადირობა რომ გყვარებიათ...
– მართალი ბრძანდებით. ვაღიარებ, ყველაზე უკეთ მაშინ ვარ,
დედაქალაქსა და აქაურ პოლიტიკურ ინტრიგებს რომ გავერიდები.

392
მიყვარს ბუნების წიაღში, მთაში თუ ბარში, რამდენიმე ახლობელ და
სანდო კაცთან ერთად ნადირ-ფრინველზე სანადიროდ გასვლა.
თქვენც მონადირე ბრძანდებით, არა?
‒ მონადირე ვარ-მეთქი, ვერ ვიტყვი. ნადირობა ნამდვილად ყვე-
ლაზე რაინდულ გასართობად მიმაჩნია, მაგრამ თოფის მოყვარული
კაცი მაინც არა ვარ და მიპატიჟებაზე იშვიათად, უფრო შემთხვევით
თუ დავთანხმდები. ისე, ნადირობისას ყველაზე უფრო ძაღლების ყუ-
რება მიხარია. ერთ უღელში ჩაბმული აღგზნებული მეძებრები და
მწევრები თასმაზე რომ ვერ კავდებიან, ცხვირებით მიწას ჩუგნიან,
კუდებს აქიცინებენ და ყველა კუნთი უთრთით. ახლა ამაყად თავა-
ღერილ ძაღლს აღარ იკიხავთ, პირში ფრინველი, ან კურდღელი
რომ უჭირავს და მოარბენინებს? აი, ამის ყურება ნამდვილად მიყ-
ვარს. ერთი სიტყვით, ძაღლების დიდი მოყვარული გახლავართ.
ადამიანის ამ ძველ მეგობართან ურთიერთობას პატარაობიდანვე
მივეჩვიე. ძაღლი თვალს თვალში გაგიყრის, თუ გაეთამაშე, ხახა-
დაბჩენილი რომ გიცინის. იგი ხომ ერთადერთი ცხოველია,
რომელსაც სიცილი შეუძლია. მის მოუხეშავ ალერსზე, ჯიშიანი ძაღ-
ლის ელეგანტური მიხრა-მოხრისა და მოქნილი სიარულის დანახვა-
ზე გული მითბება ხოლმე. დღეს იმდენი ჯიშის ძაღლი არსებობს,
მგლისა ან ტურისგან მისი წარმომავლობის კვალი თითქმის
წაშლილია. უმეტეს შემთხვევაში მათთან მსგავსება ისევე ძნელი მე-
სამჩნევია, როგორც ცხენს ვეღარ ვამჩნევთ, ტაპირის ან მარტორ-
ქისგან რომაა წარმოშობილი. ხიმინჯებიანი საცხოვრისების ხანის
ჭაობის შპიციც კი ვეღარ მიგანიშნებს თავის წარმომავლობაზე და
სპანიელის, ტაქსის, პუდელის, ლამის მიწაზე გართხმული შოტლან-
დიური ტერიერის, ან სიკეთით აღსავსე სენბერნარის დანახვაზე ხომ
მგელი აღარავის გაახსენდება. მაინც რა საოცარი ვარიაციები მოგ-
ვცა ძაღლის ჯიშებმა! მსგავს მრავალფეროვნებას სხვაგან ვერსად
წააწყდებით. ღორი ღორია, საქონელი ‒ საქონელი, მაგრამ აბა ვინ
დაიჯერებს, რომ ხბოსოდენა დანიური დოგი და ერთი ციდა პინჩერი
ერთი და იგივე ცხოველია? –ენას აღარ ვაჩერებდი მე. ამასობაში
უფრო მარჯვედ დავჯექი სკამზე, თქვენ წარმოიდგინეთ, საზურგესაც

393
კი მივეყრდენი, რაც, სხვათა შორის, ელჩმა ჩემზე ადრე გააკეთა. –
თან კაცს ისეთი შთაბეჭდილება გრჩება, რომ ეს არსებანი თავიანთ
ზომას ვერ აცნობიერებენ, – განვაგრძე მე, – მათთვის სულერთია
უზარმაზარნი იქნებიან თუ პაწაწინები, ერთმანეთთან ურთიერთო-
ბაში ამას არავითარ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. სიყვარული – მა-
პატიოს თქვენმა უდიდებულესობამ ამ სფეროს რომ შევეხე – სიყვა-
რული ხომ მათ თვალში სავსებით აცამტვერებს შესაფერისის თუ შე-
უფერებლის ცნებას, შინ, ჩვენს ციხე-დარბაზში, ერთი რუსული ჯიშის
მწევარი გვყავს, სახელად ფრიპონი, დიდბატონივით ამრეზილი და
გოროზი, მთვლემარე ფიზიონომიის პატრონი, რაც სხვათა შორის,
მისი ერთი ბეწო ტვინით აიხსნება. იქვეა დედაჩემის ძაღლი მინიმე,
მალტური ჯიშის ფინია, ტანი თეთრი აბრეშუმის გორგალს რომ მიუ-
გავს და ჩემს მუშტზე ბევრად დიდი რომ არ იქნება. წესით, ფრიპონმა
გულშიც არ უნდა გაივლოს, ეს მუდამ მოცახცახე პაწია პრინცესა
პარტნიორად გამომადგებაო, მაგრამ როგორც კი მინიმეს ქალური
საწყისი გაუაქტიურდება, ფრიპონს ახლოსაც არ აკარებენ, მაგრამ
განუხორციელებელი სიყვარულისგან გამწარებული კბილებს ისე
აღრჭიალებს, რამდენიმე ოთახს იქით ისმის ხოლმე.
მეფე კბილების ღრჭიალის სსენებაზე უზომოდ გამხიარულდა.
დიახ, თქვენს უდიდებულესობას პაწია მინიმეზე ისიც უნდა ვუამ-
ბო, რომ მისი კონსტიტუცია ხშირად ხიფათის მომტანია, რაკი თავი-
სი ჯიშის წყალობით ხშირად კალთაში წოლა უწევს-მეთქი, აღარ და-
ვახანე მე და გაცილებით უკეთ, უფრო სასაცილო დეტალებით გავი-
მეორე, ძვირფასო დედა, ჩემი ამასწინანდელი შემოქმედება, აღვწე-
რე შენს კალთაში, საუბედუროდ, ხშირად განმეორებული ტრაგე-
დია. შეშინებული წამოძახილები, ზარების წკრიალი, ადელაიდეს
შემოფარფატება, უმაგალითო მანჭვა-გრეხას. მინიმეს მარცხის და-
ნახვაზე კიდევ უფრო რომ მოუმატებს ხოლმე, იგი შენს საყვარელ
გაუბედურებულ ფინიას გარეთ მიარბენინებს, ხოლო ხელებაკანკა-
ლებულ რადიკულს პატარა ნიჩაბი და ნაცრის ჩასაყრელი ვედრო
შემოაქვს და გაჭირვებიდან შენს დახსნას ლამობს. დიდი წარმატება
მოვიპოვე, მეფე სიცილისაგან ფერდებზე იჭერდა ხელს და მეც გულ-

394
ით გავიხარე, ეს გვირგვინოსანი, მეამბოხე პარტიებისგან შევიწ-
როებული, ზრუნვით დამძიმებული კაცი ასე რომ გავამხიარულე და
ჭირ-ვარამი დავავიწყე. არ ვიცი, რას იფიქრებდნენ მისაღებ ოთახში
აუდიენციის მომლოდინენი, მაგრამ ის კი აშკარაა, რომ მისი უდი-
დებულესობა სულით და გულით მიეცა უწყინარ მხიარულებას. მაგ-
რამ მასაც გაახსენდა, რომ არც მე და არც ელჩი, რომელიც სიამაყე-
სა და ბედნიერებას ვეღარ მალავდა, ჩემი მიყვანით მეუფე ასე რომ
გამხიარულდა, უკანასკნელნი არ ვეწერეთ ფლიუგელადიუტანტის
სიაში, სავარძლიდან წამოდგომით დარბაზობის დამთავრება გვა-
ნიშნა და თან სიცილისაგან აცრემლებული თვალები შეიმშრალა.
მერე, სანამ გამომშვიდობების ნიშნად მდაბლად დავუკრავდით
თავს, კარგად გავიგონე მონარქმა მადლობის ნიშნად ელჩს ორჯერ
რომ გაუმეორა: „Charmant, charmant“, თუმცა ეს სიტყვები მე ვი-
თომ არ უნდა გამეგონა და აი ძვირფასო მშობლებო, ახლა კი ნამ-
დვილად მიმიხვდებით თქვენს წინაშე ჩემი პატარ-პატარა შეცოდე-
ბების მიზეზს და აქ დასარჩენი ვადის გახანგრძლივებაც უფრო ად-
ვილად საპატიებელი მოგეჩვენებათ. ორი დღის შემდეგ მეფის ჰოფ-
მარშლის კაბინეტიდან მომცრო პაკეტი მივიღე, შიგ იდო წითელი
ლომის მეორე ხარისხის ორდენი ყელზე ჩამოსაკიდი ალისფერი
ლენტითურთ. ერთი სიტყვით, მისმა ·უდიდებულესობაშ დამაჯილ-
დოვა პორტუგალიის ორდენით და ამიერიდან აღარსად წარვსდგე-
ბი შეუმკობელი ფრაკით, როგორც სულ ცოტა ხნის წინ ელჩთან
სტუმრობის დროს მომიწია.
მშვენივრად ვიცი, ადამიანის ჭეშმარიტი ფასი მკერდზე მიწებე-
ბული მინანქრით რომ არ განისაზღვრება, ადამიანი იმით ფასობს,
რაც გულში უძევს, მაგრამ ადამიანებს ‒ თქვენ ჩემგან არ გესწავლე-
ბათ ‒ ღირსების აღმნიშვნელი ხილული, თვალსაჩინო, ხელშესახე-
ბი ნიშნები ურჩევნიათ და ამისთვის არც ვკიცხავ, კარგად მესმის მა-
თი და მეც წმინდა სიმპათიითა და მოყვასის სიყვარულით აღსავსე
გულით ვხარობ, მათ ბავშვურ გრძნობებს ამიერიდან ჩემი მეორე
ხარისხის წითელი ლომით კმაყოფილებას რომ მივანიჭებ.
დღეს ამით მოვრჩეთ, ძვირფასო მშობლებო. ნათქვამია, ეშმაკი

395
იმაზე მეტს იძლევა, რაც გააჩნიაო. მალე კიდევ მოგწერთ ჩემს შთა-
ბეჭდილებებსა და მსოფლიო მოგზაურობის საინტერესო ამბებს,
რასაც, უპირველეს ყოვლისა, თქვენს დიდსულოვნებას უნდა ვუმად-
ლოდე. თუკი თქვენი საპასუხო სალამი და კარგად ყოფნის ამბები
ზემოთ ნაჩვენებ მისამართზე კიდევ ეს ჩემს კარგად ყოფნას დიდად
წაადგება.
თქვენი ნაზად მოყვარული, ერთგული და მორჩილი ვაჟიშვილი
ლულუ.

კარგად ნავარჯიშევი ხელით, ოდნავ მარცხნივ გადახრილი


ასოებით დაწერილი ფრანგულ–გერმანული წერილით სასტუმრო
„სავოი პალასის“ პატარ-პატარა ბარათების მთელი დასტა გავავსე,
ზედ ოვალში ჩასმული ხელმოწერაც დავურთე და ჩემს მშობლებს,
ლუქსემბურგის მახლობლად მდებარე მონრეფუჟის ციხე-დარბაზში
გავუგზავნე. კარგი ჯაფაც დამადგა, რადგან მართლა დაინტერესე-
ბული გახლდით ჩემთვის ასე ახლობელ ბატონებთან მიმოწერით,
საპასუხო წერილს გულწრფელი ცნობისმოყვარეობით ველოდი და
ვფიქრობდი, პასუხს მარკიზა უფრო მომწერდა. ამ პატარა თხზულე-
ბას მრავალი დღე მოვანდომე და, სხვათა შორის, თუ დასაწყისში გა-
პარულ რამდენიმე ბუნდოვან ფრაზას არ მივიღებთ მხედველობაში,
წერილი სავსებით სწორად გადმოსცემს ჩემს ნანახსა და განცდილს,
თქვენ წარმოიდგინეთ, იმ პუნქტშიც, ბატონმა ფონ ჰიუონმა, მე-
ფესთან წარდგენა რომ შემომთავაზა, ამით ნატვრა შემისრულა-
მეთქი, რომ ვწერ, პატაკზე დახარჯული რუდუნება მით უფრო დიდად
დასაფასებელია, რადგან მის დასაწერ წუთებს კუკუკის ოჯახთან
ნორმალური ურთიერთობის შესანარჩუნებელ დროს ვპარავდი,
თვით ეს ურთიერთობა კი, ვინ იფიქრებდა, უფრო სპორტს თუ დაემ-
ყარებოდა, კერძოდ სპორტის იმ სახეობას, რომელსაც სხვა სახეო-
ბებისა არ იყოს, არ ვეტანებოდი. დიახ, ვინ იფიქრებდა, ჩვენი ურთი-
ერთობა ზუზუსთან და მის თანაკლუბელებთან ჩოგბურთის თამაშში
თუ განვითარდებოდა.
ზუზუს წინადადების ჯერ მიღება და მერე დანაპირების შესრულე-

396
ბა არცთუ მცირე თავხედობა იყო ჩემი მხრივ, მაგრამ მესამე დღეს,
დილით ზუსტად დანიშნულ დროს უზადო სპორტულ კოსტიუმში გა-
მოწყობილი გამოვცხადდი ზუზუს სახლის მახლობლად მდებარე,
ზედმიწევნით სუფთა ორმაგ სათამაშო მოედანზე, რომელიც იმ სა-
ათებში ზუზუს და მის მეგობრებს ეთმობოდა. ტანთ მეცვა თეთრი
ქამრით დამშვენებული ფლანელის შარვალი, თოვლივით თეთრი,
საყელოშეხსნილი პერანგი, პერანგზე ჯერჯერობით ლურჯი პიჯაკი
მქონდა მოცმული, ფეხზე უხმაურო, რეზინისძირებიანი ტილოს ფეხ-
საცმელი მეცვა, რომლითაც ცეკვა-ცეკვით შეგეძლო გევლო. იმ
დღეს ისეთივე გუნებაზე ვიყავი, როგორც მაშინ, გულში ავანტიუ-
რისტული, თან დამთრგუნველი და თან ხალისიანი, მტკიცე გან-
ზრახვა რომ მედო და სამხედრო კომისიას ისე წარვუდექი. მტკიცე
განზრახვა, რომ იცოდეთ, გამარჯვების საწინდარია. ჩემი სპორტუ-
ლი სამოსით გათამამებულმა და მსუბუქი ფეხსაცმლით ფრთაშეს-
ხმულმა მტკიცედ გადავწყვიტე ყველასთვის თვალი დამეყენებინა
და იმ თამაშში თავი არ შემერცხვინა, რომლისთვისაც, მართალია,
მიყურებია, მაგრამ სინამდვილეში თვითონ არასოდეს მითამაშია.
ცოტა ნაადრევად მომივიდა მოსვლა და კორტზე მარტო აღმოვ-
ჩნდი. იქვე პატარა სახლი იდგა, სადაც გარდერობიც თავსდებოდა
და სათამაშო მოწყობილობაც ინახებოდა. იქ გავიხადე პიჯაკი, ავი-
ღე ჩოგანი, რამდენიმე ცალი კოხტა, ქათქათა ბურთი და მოედანზე
ამ მშვენიერი საგნებით ვარჯიშს შევუდექი. ბურთს ხან ელასტიურ
ბადეგადაკრული ჩოგნით ვკენწლავდი, ხან მიწაზე ვახტუნავებდი,
ხან ჰაერში ვიჭერდი, ხან კი ჩოგანს ნიჩაბივით ამოვდებდი და ისე
ვიღებდი, მკლავის გასავარჯიშებლად და დასარტყმელი ძალის მო-
სასინჯად ბურთებს ზედიზედ ბადის მიღმა ვგზავნიდი, უფრო სწო-
რად, ვცდილობდი ბადის მიღმა გადამეგდო, თორემ ჩემი ნატყორ-
ცნი ბურთი მეტწილად ან ბადეს ეჯახებოდა, ან მეზობელ ეზოში ვარ-
დებოდა, ხოლო თუ მეტისმეტად გავცხარდებოდი, სულაც მაღალ
მესერს გადაევლებოდა და შორს, მოედანს იქით მიფრინავდა ხოლ-
მე.
ასე, singl’e ანუ მოწინააღმდეგის გარეშე, დავქროდი მოედანზე

397
და სიამოვნებით ვუჭერდი ხელს კოხტა ჩოგნის ტარს, სანამ თავს ზუ-
ზუ კუკუკი არ წამომადგა ჩემსავით თეთრებში გამოწყობილ ორ ახა-
ლგაზრდა ქალ-ვაჟთან ერთად, რომლებიც და-ძმა არა და ბიძაშვი-
ლები კი აღმოჩნდნენ. ვაჟს ან კოსტა ერქვა, ან კუნა, ქალს კი, თუ
ლოპესი არა, მაშინ კამოესი უნდა რქმეოდა, კარგად არ მახსოვს.
ნახეთ, მარკიზი სოლოდ ვარჯიშობს. ეს მრავლისმეტყველი ამბა-
ვიაო, დამცინავად თქვა ზუზუმ და საკმაოდ დახვეწილი, მაგრამ თა-
ვისზე გაცილებით შეუხედავი ახალგაზრდები გამაცნო, მერე ამასო-
ბაში შემოკრებილი კლუბის წევრებიც წარმომიდგინა, მამაკაცები
და ქალები: სალდახა, ვიჩენტე, დე მენეზესი, ფერაირა და მისთანა-
ნი.
ჩემი ჩათვლით, თორმეტმა კაცმა მოიყარა თავი, რომელთაგან
რამდენიმე მესერს იქით, მაყურებელთათვის განკუთვნილ
ძელსკამზე დასხდა. ორთავე მოედანზე ოთხ -ოთხი კაცი გამოვიდა
სათამაშოდ. ზუზუ და მე ერთ მოედანზე, ოღონდ სხვადასხვა წყვილ-
ში მოვხვდით. ერთი აყლაყუდა ვაჟი მსაჯის კვარცხლბეკზე აძვრა,
რათა იქიდან დასათვლელი და აცდენილი ბურთები, აუტები, მოგე-
ბული გეიმები და სეტები აღენუსხა და გამოეცხადებინა.
ზუზუ ბადესთან დადგა, მე ეს ადგილი ჩემს პარტნიორს, პირყვი-
თელა, მწვანეთვალება ქალიშვილს დავუთმე, ხოლო მე თვითონ,
სათამაშოდ შემართული და ტანდაძაგრული, უკანა ხაზთან დავდე-
ქი. ზუზუს პარტნიორმა, იმ ჩია ბიჭმა, პირველმა დაარტყა და, სხვათა
შორის, საკმაოდ ძლიერად, მაგრამ მე თავიდან ხელი მომემართა,
ბურთს ჩოგანი კარგად დავახვედრე და ისე ზუსტად მოვიგერიე, რომ
ზუზუმ, მაშ, ეგრე, არაო, ჩაილაპარაკა. სამაგიეროდ, მერე უამრავი
სისულელე ჩავიდინე, ჩემი უგერგილობის მისაჩქმალად აქეთ-იქით
უაზროდ დავრბოდი და დავხტოდი და მოწინააღმდეგეს ქულებს ვმა-
ტებდი. თუმცა არც ის გამჭირვებია, ყველას დასანახად, მოედანზე
გოროზად მევლო და მოთამაშე მეთამაშა. ვითომ თამაშს სერიოზუ-
ლაღ არც გეკიდებოდი, ახტუნავებული ბურთებით ათასგვარ ოინებს
ჩავდიოდი, ვჟონგლიორობდი, და ყველაფერი ეს, ჩემს უღმერთო
აუტებთან ერთად, მაყურებელთა მხიარულებას იწვევდა, რაც, სხვა-

398
ათა შორის, სულაც არ მიშლიდა ხელს, წმინდა ტალანტის წყალო-
ბით ისეთი სიმარჯვე გამომეჩინა, რომ დაბნეული მაყურებელი ამას
უკვე ჩემს აშკარა უვიცობას ვეღარ უთავსებდა და შეეძლო ეფიქრა,
განგებ დუნედ ირჯება და თავის ნიჭსა და უნარს მალავსო, ერთი
სიტყვით, მაყურებელი გავაოგნე ერთი თუ ორი მწვავედ ჩაჭრილი
ბურთით, მშვენიერი ჩაწოდებით, წამოსულ ბურთს დროზე ადრე
ვეგებებოდი, უძნელეს დარტყმებს ვიგერიებდი და ეს ყველაფერი
ფიზიკური და სულიერი აღგზნებითა და აღფრთოვანებით აიხსნებო-
და, რასაც ზუზუს იქ ყოფნას ვუმადლოდი. დღესაც თვალწინ მიდგას
ჩემი თავი უძნელესი დრაივის მიღებისას, ცალი ფეხი გამიწვარ-
თავს, მეორეთი ჩამიმუხლია და ეტყობა, ერთობ მოხდენილი ვჩან-
ვარ, რაკი მაყურებელთა ძელსკამიდან ტაში მოისმის; ვხედავ საკუ-
თარ თავს, რა მაღლა ვხტები, რათა კვლავ ბრავოს ძახილსა და ტა-
შის გრიალში იმ ბურთს შევაწვდინო ჩოგანი, თავის პატარა ბიძაშ-
ვილის დარტყმის წყალობით ჩემს პარტნიორს თავზე რომ გადაუქ-
როლა, კვლავ მოწინააღმდეგის მოედანზე გადავტყორცნო და რა
ვიცი, შიგადაშიგ კიდევ რა აღმაფრთოვანებელი ილეთები აღარ
გამომდის.
რაც შეეხება ზუზუს, იგი დინჯად, ჩინებულად და კორექტულად
თამაშობდა და სხვათა შორის, არც ჩემს მარცხზე ეცინებოდა – რო-
ცა მაგალითად, ჰაერში ჩემგანვე ნასროლ ბურთს ჩოგანს ავაცდენ-
დი – და არც ჩემი ოინები ჰგვრიდა ღიმილს, მაგრამ სამაგიეროდ,
არც ჩემს მოულოდნელ ჩემპიონურ დარტყმებსა და მოპოვებულ
ტაშს იმჩნევდა. ცხადია, მარჯვე დარტყმები ისე იშვიათად გამომდი-
ოდა, რომ დამარცხებას თავიდან ვერ ავიცილებდით და მართლაც,
ჩემი პარტნიორის თავდაუზოგავი გარჯის მიუხედავად, ოცი წუთის
შემდეგ ზუზუს მხარეს ოთხი მოგებული გეიმი აღინიშნა, ხოლო ცო-
ტა ხნის შემდეგ ათმა მოგებამ უკვე სეტი შეადგინა· ჩვენ თამაში შევ-
წყვიტეთ, ასპარეზი სხვებს დავუთმეთ და გახურებულები, ოთხივენი
ერთ ძელსკამზე დავსხედით.
‒ სხვათა შორის, მარკიზი სასიამოვნოდ თამაშობს, – თქვა ჩემმა
ყვითელ-მწვანე პარტნიორმა, ვისაც საკმაოდ დავაწყვიტე ნერვები.

399
– Un peu phantastique, pourtant155 - მიუგო ზუზუმ, და ამით შეე-
ცადა ჩემთვის ნამუსი მოეწმინდა, რაკი კლუბში მისი მიყვანილი ვი-
ყავი. თან ისიც ვირწმუნე, ჩემი „ფანტაზიორობა“ მის თვალში რომ
არაფერს მაკლებდა. მე მოვიბოდიშე, ლამის ხელახლა დამჭირდა
ჩოგბურთის სწავლა-მეთქი და იმედი გამოვთქვი, იქნებ დავიბრუნო
ძველი სიჩაუქე და ჩემს პარტნიორებსა და მოწინააღმდეგეებს ღირ-
სეულად ავუბა მხარი-მეთქი. ცოტახანს ასე ვისაუბრეთ, თან ახალი
ოთხეულის თამაშს ვუყურებდით და კარგი დარტყმების დანახვა
გვიხაროდა, რომ ამ დროს ერთი ბატონი მოგვიახლოვდა, გაგვეც-
ნო, გვარად ფიდელიო გახლავართო, ყვითელ-მწვანე ქალიშვილსა
და მის ბიძაშვილს პორტუგალიურად გამოელაპარაკა და სალაპა-
რაკოდ განზე გაიხმო. ზუზუსთან მარტო დავრჩი თუ არა, მაშინვე მე-
ცა:
‒ აბა, ერთი თქვენი ნახატები მიჩვენეთ, მარკიზო! სად არის? ხომ
გითხარით, მიჩვენეთ და მომეცით-მეთქი?
‒ კი მაგრამ, ზუზუ, ‒ მივუგე მე, – ნახატებს თან ხომ ვერ წამოვი-
ღებდი? ან სად უნდა დამეტოვებინა, ან თქვენთვის სად უნდა მეჩვე-
ნებინა, აქ ხომ ყოველწუთს შეიძლება თავზე წამოგვადგეს ვინმე...
– „თავზე წამოგვადგესო“, რას ჰქვია!
– რას და, ჩემი ნაფიქრ-ნაოცნებარი სურათები მესამე პირის სა-
ნახავი არ არის, უფრო მეტიც, იმასაც კი ვფიქრობ,თქვენი სანახავიც
არის თუ არა. ღმერთმანი, ვისურვებდი, აქაცე თქვენს სახლშიც და
ყველგან ნაკლები დაბრკოლება მეღობებოდეს წინ და უფრო თავი-
სუფლად შემეძლოს თქვენთან საიდუმლოს გაზიარება.
‒ საიდუმლოსი? სიტყვები შეარჩიეთ თუ შეიძლება.
‒ თქვენ თვითონ მიჩენთ საიდუმლოს და თან აშკარაა, რომ ამ
საიდუმლოს ასე იოლად ვერ მოევლება.
– მე ნათლად და მარტივად გეუბნებით, რომ თქვენ უნდა მო-
ახერხოთ იმ ფურცლების ჩემთვის გადმოცემა. მოხერხება, მადლო-
ბა ღმერთს, არ გაკლიათ. თამაშში სიმარჯვე და მოხერხება კარგად

155
ოღონდ ცოტა ფანტაზიორობს (ფრანგ)

400
გამოამჟღავნეთ, ფანტასტიური იყო-მეთქი, სათქმელი შევალამაზე,
თორემ ხშირად ისეთი მარცხი მოგდიოდათ, თითქოს თქვენს სი-
ცოცხლეში არ გეთამაშოთ ჩოგბურთი. მაგრამ მოხერხებულობა კი
ნამდვილად გამოიჩინეთ.
– რა ბედნიერი ვარ, ზუზუ, თქვენი ბაგიდან ეს სიტყვები რომ მეს-
მის...
‒ მაინც რამ გაფიქრებინათ, ზუზუ დაგეძახათ ჩემთვის?
– თქვენ ყველა ასე გეძახით და მეც ძალიან მიყვარს ეს სახელი,
პირველი გაგონებისთანავე ყურები ვცქვიტე და მაშინვე გულში ჩა-
ვიბეჭდე თქვენი სახელი...
– სახელის გულში ჩაბეჭვდა ნეტა როგორღა შეიძლება!
‒ სახელი ხომ მის მატარებელ ადამიანთანაა განუყრელად და-
კავშირებული. ამიტომაც ვგრძნობ ბედნიერად თავს, ზუზუ, თქვენი
ბაგიდან და როგორ მსიამოვნებს, რომ იცოდეთ, თქვენი ბაგის ხსე-
ნება! თქვენი ბაგიდან ჩემი უბადრუკი თამაშის გულმოწყალე, ნა-
ხევრად საქებარი კრიტიკა რომ მესმის. მერწმუნეთ, თუკი ჩემი დი-
ლეტანტობა მაინც ასატანი იყო, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემს ყოველ
მოძრაობას თქვენს საყვარელ, მომხიბლავ შავ თვალებს ადევნებ-
დით.
– ძალიან კარგი, თუ ვარჯიშზე მიდგა საქმე, თქვენ მართლა რა-
შიც ვარჯიშობთ, მარკიზო, იმას არშიყობა ეწოდება, ოღონდ ორიგი-
ნალობით იგი თქვენს ფანტასტიურ თამაშს ვერ გაუტოლდება. აქ
მყოფ ჭაბუკთა უმეტესობაც ჩოგბურთს მეტ-ნაკლებად ამ საძაგელი
საქმიანობის საბაბად იყენებს.
– საძაგელი საქმიანობის საბაბადო, ზუზუ? რატომ ამბობთ ამას?
სიყვარულზე საუბარს თქვენ ერთხელ უკვე უწოდეთ უხამსი თემა და
ზიზღით წამოიძახეთ, ფუო.
– დიახ, ვთქვი და ისევ გავიმეორებ: თქვენ ყველანი საძაგელი,
უწესო ბიჭები ბრძანდებით და თვალი უწესობაზე გიჭირავთ.
– ო, ახლა რომ ადგეთ და წახვიდეთ, ამით საშუალებას მომის-
პობთ, სიყვარულის დასაცავად ვთქვა რაძე.
‒ სწორედ მაგას ვაპირებ. მეტისმეტად გაგვიგრძელდა აქ წყვი-

401
ლად ჯდომა. ჯერ ერთი, ეს მიღებული არაა და მეორეც (სხვათა შო-
რიჯს, როცა მე ვამბობ „ჯერ ერთი“–მეთქი, მაშინ „მეორეს“ გამოტო-
ვება არ მჩვევია), მეორეც, თქვენ ცალკე აღებულ ერთ ადამიანს
ორი არსების შენაერთი გირჩევნიათ.
დედაზე ეჭვიანობს-მეთქი, გავიფიქრე და მართალი გითხრათ,
გულში სიხარული ჩამეღვარა. ამასობაში მან ფრანგულად მომიგ-
დო, მშვიდობითო და გამეცალა. ნეტავ რასათა დედოფალიც ასე ეჭ-
ვიანობდეს თავის ქალიშვილზე! მაშინ ეს იმ ეჭვიანობის ტოლფასი
იქნებოდა, ჩემს გულში რომ გიზგიზებს მეორის მიმართ გაჩენილი
გრძნობის წყალობით-მეთქი, გულშივე დავსძინე მე.
გზა კორტიდან კუკუკების ვილამდე იმ ახალგაზრდებთან ერთად
გავლიეთ, ვინც ზუზუს ახლდნენ, რადგან ბიძაშვილებსაც გზა ჩვენ-
კენ ედოთ. წესით, ეს Dejeuner 156 გამოსათხოვარი უნდა ყოფილი-
ყო, მაგრამ, ცხადია, გამოსათხოვრად ვეღარ ჩაითვლებოდა. ასე
იყო თუ ისე, ამჯერად სუფრას მხოლოდ ოთხნი ვუსხედით – ბატონი
ჰურტადო გვაკლდა. საუზმეს ზუზუ ჩემი თამაშისკენ მიმართული
გესლითა და ირონიით კმაზავდა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დო-
ნა მარია პიასაც არ ასვენებდა ცნობისმოყვარეობა, რაკი ღიმილით
რამდენიმე შეკითხვა დაგვისვა, განსაკუთრებით კი მაშინ დაინტე-
რესდა, როცა მისმა ქალიშვილმა რამდენიმე საქებარი სიტყვა ჩემს
ცალკეულ მარჯვე დარტყმებზეც გამოიმეტა. დიახ, გამოიმეტა, რად-
გან ქება კბილებშუა გამოცრა, წარბშეჭმუხვნილმა და გაბრაზებულ-
მა. რატომ ბრაზობთ-მეთქი, რომ ვუსაყვედურე, ასე მიპასუხა:
‒ ვბრაზობ? დიახ, ვბრაზობ, რადგან ის დარტყმები თქვენს გა-
უწაფაობას სულ არ შეესაბამებოდა და არაბუნებრივი ჩანდა.
‒ ბარემ ზებუნებრივი გეთქვა და ისაა! – გაეცინა პროფესორს. –
ბოლოს და ბოლოს, საქმე, მგონი, იქამდე მიდის, რომ მარკიზს გა-
ლანტურობა გამოუჩენია და გამარჯვება თქვენთვის ურგუნებია.
– როგორ გეტყობა, სპორტის ბევრი რომ არაფერი გაგეგება,
ძვირფასო მამა, ‒ მწარედ მიახალა ზუზუმ მამას, – თორემ გალან-

156
საუზმე (ფრანგ)

402
ტურობას არ ახსენებდი და შენი თანამგზავრის აბსურდულ საქცი-
ელს ასეთ უწყინარ ახსნას არ მოუძებნიდი.
– მამა ყოველთვის გულმოწყალებას იჩენს, – ბრძანა სენოირამ
და ამით ჩვენს კინკლაობას წერტილი დაუსვა.
იმდღევანდელ საუზმეს, და სხვათა შორის, არც მრავალ სხვა სა-
უზმეს, რაც კი მომდევნო კვირეების მანძილზე კუკუკკების სახლში
მიგემია, გასეირნება აღარ მოჰყოლია. ლისაბონის შემოგარენში
გასეირნებამ სხვა დროს მოგვიწია და ამას ქვემოთ გიამბობთ. აქ კი
მინდა ის სიხარული გავიხსენო, ჩემი წერილის გაგზავნიდან მე-
თოთხმეტე თუ მეთვრამეტე დღეს რომ მეწვია, როცა სასტუმროში
დაბრუნებულს კონსიერჟმა ჩემი ქალბატონი დედის წერილი მო-
მართვა. გერმანულად დაწერილი წერილის შინაარსი ასეთი გახ-
ლდათ:

ვიქტორია მარკიზა დე ვენოსტა–პლეტენბერგი·


მონრეფუჟის ციხე-დარბაზი, 8 სექტ· 1885.

ჩემო ძვირფასო ლულუ! გასული თვის 25-ში გამოგზავნილი წე-


რილი მე და მამაშენმა დროზე მივიღეთ და ორივენი მადლობას გწი-
რავთ, შენს ამბებს ასე კეთილსინდისიერად და დაწვრილებით რომ
იწერები. შენი ხელწერა ჩემო კარგო ლულუ, არც არასოდეს მომ-
წონდა და ახლაც არ აკლია ღვარჭნილობა, მაგრამ, სამაგიეროდ,
შენს სტილს შეუძენია სიფაქიზე და სასიამოვნო დახვეწილობა,
რასაც ნაწილობრივ სიტყვისა და მახვილგონიერების დამფასებელ
ფრანგულ გარემოს მივაწერ, რითაც ასე დიდხანს სუნთქავდი აქამ-
დე, გარდა ამისა, ეტყობა, მშვენიერი ფორმის შეგრძნების უნარი,
რაც ყოველთვის გახასიათებდა, რადგან იგი ბავშვობიდანვე ჩაგი-
ნერგეთ, მართლაც ადამიანის არსებობის ქვაკუთხედია, იგი მხო-
ლოდ გარეგნულ მანერებში კი არა, ყოველგვარ სიტუაციაში ვლინ-
ღება და ასევე ვრცელდება მის ზეპირ თუ წერით მეტყველებაზეც.
მართალი გითხრა არ მჯერა, მართლა ისე მჭევრმეტყველურად
და მოხდენილად გესაუბროს მის უდიდებულესობა მეფე კარლოს-

403
თან, როგორც იწერები, ეს ალბათ წერილის შესაფერი ფიქციაა,
თუმცა ჩვენთვის მონიჭებულ სიამოვნებას ამით არა დაჰკლებია რა.
განსაკუთრებით გვესიამოვნა შენი შეხედულებები, წერილში რომ
გამოთქვამ, ისინი ისევე ესალბუნებიან ჩემსა და მამაშენის სულსა
და გულს, როგორც ხელმწიფეს ეამა. ორივე ვიზიარებთ შენს აზრს
ამქვეყნად არსებული უთანასწორობის ღვთიურ წარმომავლობაზე,
დიახ, ღმერთის დაწესებულია განსხვავება მდიდარსა და ღარიბს,
კეთილშობილსა და მდაბიოს შორის და გლახაკთა არსებობაც ასევე
ღვთის, ნებაა, მაშინ ხომ აღარ მოგვეცემოდა გულმოწყალების გა-
მოჩვნისა და ქრისტიანულ კეთილ საქმეთა კეთების საშუალება, დე-
დამიწაზე სიღატაკე და გაჭირვება რომ არ არსებულიყო?
შესავალს ამით მოვრჩეთ, ვერ დაგიმალავ, და ალბათ შენც არ
გაგიკვირდება, შენმა მართლაც თვითნებურმა გადაწყვეტილებამ,
კარგახნით გადაგედო არგენტინაში გამგზავრება, ჯერ, ცოტა არ
იყოს, გუნება გაგვიფუჭა, მერე შევეგუეთ და ბედს შევურიგდით,
რადგან საამისო მიზეზები საპატიო გვეჩვენა. ტყუილად როდი ამ-
ბობ, ჩემს გადაწყვეტილებას შედეგები ამართლებსო. ცხადია, უპირ-
ველეს ყოვლისა წითელი ლომის ორდენით შენს დაჯილდოებას
ვგულისხმობ, რასაც მეფის წყალობას და შენს გულისმომნადირე-
ბელ საქციელს უნდა უმადლოდე და მე და მამაშენი ამ ჯილდოს
გულმხურვალედ გილოცავთ, ეს მართლაც საპატიო ორდენია, შე-
ნოდენებს მას იშვითად ანიჭებენ და თუმცა იგი მეორე ხარისხისაა,
მეორეხარისხოვანს მაინც ვე·რ უწოდებ. იგი მთელი ჩვენი ოჯახის-
თვის დიდი პატივია.
შენი წერილის კვალდაკვალ ფრაუ ირმინგარდ ფონ ჰიუონის წე-
რილიც მივიღე, იგი ამ სასიხარულო ამბავსაც მატყობინებს და
ქმრის ნაამბობსაც ამიწერს, საზოგადოებაში რა წარმატება მოგიპო-
ვებია. მას უნდოდა დედის გული გაეხარებინა და ამ მიზანს სრულად
მიაღწია კიდეც. ცხადია, სულაც არ მინდა გული გატკინო, მაგრამ მა-
ინც უნდა გითხრა, რომ მისმა, უფრო სწორად, ელჩის ნაამბობმა,
ცოტა არ იყოს, გამაოცა. არა, ხუმარა ყოველთვის იყავი, მაგრამ პა-
როდიისა და ბურლესკური გარდასახვის იმოდენა ნიჭი და უნარი თუ

404
გაგაჩნდა, რომ მთელი საზოგადოება, მეფის მთამომავლის ჩათ-
ვლით, გულიანად გეხარხარებინა, ათასგვარი საზრუნავით დატ-
ვირთული მეფისთვის ლამის არამეფური მხიარულება მოგეგვარა
და დარდი დაგევიწყებისა, ამას კი ნამდვილად ვერ წარმოვიდგენ-
დი. კმარა, ფრაუ ფონ ჰიუონის წერილი შენს მინაწერს ადასტურებს
და მეც ისღა დამრჩენია გითხრა, რომ მიზანი ამართლებს საშუალე-
ბას. ისიც გეპატიოს, ჩეშო შვილო, შენი სპექტაკლი ჩვენს შინაურ
ცხოვრებაზე რომ აგიგია, რაც, სხვათა შორის, ჯობდა შინაურობაში
დარჩენილიყო, ამ წერილს რომ გწერ, მინიმე კალთაში მიზის და
ალბათ ისიც ჩვენსავით გულმოწყალებას გამოიჩენდა, მის პაწია
ტვინს ვითარებაში გარკვევა რომ შეეძლოს. შენ მეტისმეტი მოგივი-
და. თავს უფლება მიეცი, გროტესკულად დაგეხატა ზოგიერთი ამბა-
ვი და განსაკუთრებით დედაშენი წარმოადგინე საკმაოდ სასაცი-
ლოდ, როცა აღწერე, როგორ სავალალოდ გათხიპნილი და ნახევ-
რად გონდაკარგული მივსვენებულვარ სავარძელში და მოხუცი რა-
დიკული ჩემს საშველად ნიჩაბსა და ვედროს როგორ მოარბენი-
ნებს. ნაცრის ვედროსი მე არაფერი ვიცი, ეტყობა, იგი შენ გამოიგო-
ნე, ისე გულით მოგინდომებია, როგორმე გაგერთო საზოგადოება,
მაგრამ რაკი შენმა მონდომებამ ასეთი სასიხარულო ნაყოფი გამო-
იღო, აღარ ღირს გისაყვედურო, ამით ჩემს ღირსებას მცირე ჩრდი-
ლი რომ მიაყენე.
იმასაც ნამდვილად დედის გულის საამებლად თუ ირწმუნება
ფრაუ ფონ ჰიუონი, თითქოს შენ თავიდან ფეხებამდე საოცრად ლა-
მაზი, ლამის ჭაბუკის სილამაზის ეტალონი იყო, მაგრამ ამ სიტყვებმა
ასე თუ ისე მაინც გაგვაოცა. გულახდილად გეტყვი, შენ სანდომიანი
ბიჭი ხარ და ცხადია, თავს იმცირებ, საკუთარ თავს უწყინრად რომ
დასცინი, ვაშლივით წითელი ლოყები და წვრი-წვრილი თვალები
მაქვსო, ეს მართლა მეტისმეტია, მაგრამ არც არაჩვეულებრივად
ლამაზი და მომხიბლავი გეთქმის და ასეთი ქათინაურები გამანაწყე-
ნებდა, ქალური ალღო რომ არ მკარნახობდეს, თავის მოწონების
სურვილს როგორ შეუძლია შიგნიდან გაანათოს და გააკეთილშო-
ბილოს ადამიანი, მოკლედ, თავის მოწონების სურვილი საუკეთესო

405
საშუალებაა pour corriger la nature157.
მაინც რას ჩავაცივდი შენს exterieur158-ს. რა სალაპარაკოა, ლა-
ლამაზი გეთქმის თუ passable159, მთავარი ხომ შენი სულიერი სიჯან-
საღეა, მთავარია საზოგადოებრივ კრახს რომ გადაურჩი, რის შიში-
თაც შენს მშობლებს ხშირად გვაკანკალებდა. ახლა კი ნამდვილად
გულზე მოგვეშვა, შენი წერილიდან, ხოლო მანამდე შენივე დეპეში-
დან გვენიშნა, ამ მოგზაურობით შენთვის კარგი წამალი რომ გვიპო-
ვია. ეტყობა, იგი შესძლებს დაიხსნას შენი გრძნობა-გონება გადაგ-
ვარებული სურვილებისა და გეგმებისაგან, შესძლებს დაგანახოს
მათი ჭეშმარიტი სახე, დაგარწმუნოს მათ უნიადაგობასა და სიავეში
და მათთან ერთად ის ქალბატონი, ვინც, ჩვენდა სავალალოდ, ისინი
შთაგაგონა!
შენი წერილიდან ჩანს, რომ დამატებითი გარემოებანიც დაგხმა-
რებია. არ შემიძლია იმ პროფესორსა და მუზეუმის დირექტორთან
შეხვედრაში, რომლის გვარი, სხვათა შორის, სასაცილოდ ჟღერს,
განგების ხელი არ დავინახო და სასარგებლოდ, შენი გამოჯანსაღე-
ბისათვის სასიკეთოდ არ მიგიჩნიო მის ოჯახთან შენი ურთიერთო-
ბა. გართობა ხომ ისედაც კარგი რამ არის, მაგრამ კიდევ უკეთესია,
როცა იგი განათლებისა და ბრწყინვალე ცოდნის შეძენას ეთავსება,
როგორც შენი წერილიდან შეიძლება დაასკვნას კაცმა, სადაც ზღვის
შროშანთან (ჩემთვის უცნობ მცენარესთან) შენს შედარებასა და
ძაღლისა და ცხენის წარმოშობაზეა გაკვრით ლაპარაკი. ასეთი
ცოდნა ამშვენებს არისტოკრატიულ საუბარს და ისეთ ახალგაზრდა
კაცს, ვისაც შეუძლია მეცნიერული სიტყვები უპრეტენზიოდ და მოხ-
დენილად ჩაურთოს საუბარში, შეუმცდარად გამოარჩევს
იმათთგან, ვისი ლექსიკონიც მხოლოდ სპორტული ტერმინოლოგი-
ითაა შეზღუდული. ამით იმის თქმა როდი გვინდა, თითქოს არ გვსი-
ამოვნებდეს, დიდი ხნის მივიწყებული ლაუნ-ჩოგბურთის თამაში

157
ბუნების შესასწორებლად (ფრანგ)
158
გარეგნობა
159
სანდომიანი

406
რომ გაგიხსენებია, პირიქით, იგი დიდად სასარგებლოა შენი ჯან-
მრთელობისათვის.
თუკი ზემოხსენებული ოჯახის მანდილოსნებთან, ანუ დედა-
შვილთან ურთიერთობა დიდად არ გსიამოვნებს, რაც მათ ირონიულ
აღწერაზე შეგატყვე, და მათთან ყოფნას სწავლულ ოჯახის თავთან
და მის თანაშემწესთან ყოფნა გირჩევნია, იმედი მაქვს იმის შეხსენე-
ბა არ დამჭირდება – თუმცა უკვე შეგახსენე და ისაა – რომ არ შეიმ-
ჩნიო შენი განწყობილება, მათ ყოველთვის რაინდულად შეხვდე და
თავი ისე დაიჭირო, როგორც ჭეშმარიტ კავალერს მართებს მშვე-
ნიერი სქესის წარმომადგენლებთან მოქცევა.
აბა, ბედნიერად იყავი, ჩემო საყვარელო ლულუ! თუ ოთხიოდე
კვირაში, ,კაპ არკონას“ დაბრუნების შემდეგ გემზე ახვალ, დაე, თან
გდევდეს ჩვენი ლოცვა-კურთხევა, ვინძლო სტომაქი არ აგიმღვრი-
ოს ოკეანის გადასერვამ. რაკი აქამდე დაყოვნდა შენი გამგზავრება,
ახლა არგენტინულ გაზაფხულს ჩაუსწრებ და მერე ოკეანისგაღმა
რეგიონის ზაფხულსაც გაუგებ გემოს.
იმედი მაქვს, შესაფერის გარდერობზე იზრუნებდი. ასეთ დროს
თხელ ფლანელზე უკეთესი არაფერია. იგი საუკეთესოდ იცავს ადა-
მიანს გაცივებისაგან, ხოლო გაცივება, შენ წარმოიდგინე, სიცხეში
უფრო ადვილია, ვიდრე სიცივეში. თუ შენთვის გამოყოფილი თანხა
არასაკმარისი გეჩვენოს, მერწმუნე, იმდენი ძალა კი შემწევს, მამა-
შენი ზომიერ წამატებაზე დავითანხმო..
ჩვენი გულთბილი სალამი გადაეცი შენს მასპინძლებს ბატონ და
ქალბატონ მაიერებს.
შეგეწიოს ჩემი ლოცვა-კურთხევა

Maman

407
მეათე თავ

როცა ვიხსენებ საოცრად დიდკაცურ ეკიპაჟებს, ლაპლაპა ვიქ-


ტორიებს, ფაეტონებსა და აბრეშუმგამოკრულ კუპეებს, რაც კი მერე
დროებით მქონია, ყველაზე ტკბილად მაინც ის ბავშვური კმაყოფი-
ლების გრძნობა მაგონდება, ლისაბონში გატარებული კვირეების
მანძილზე ერთი ჩვეულებრივი ნაქირავები ეკიპაჟი რომ მემსახურე-
ბოდა, თითქმის მუდმივად ჩემს კარზე რომ იდგა და მის მოსახმობად
მხოლოდ „სავოი პალასის“ კონსიერჟთან ტელეფონით შეხმიანება
მჭირდებოდა ხოლმე ეს მართლაც ერთი უბრალო, ოთხადგილიანი
ეტლი იყო, მართალია, გადასახსნელი ჩარდახი ჰქონდა, მაგრამ ეტ-
ყობა, გამქირავებელ კონტორას ვიღაცისგან ნახმარი შეეძინა. ცხე–
ნებსა და ეკიპაჟს ჯერ კიდევ შეეხედებოდა. მე ცოტა ფული კიდევ და-
ვუმატე და მეეტლე კერძო ეკიპაჟის შესაფერი ტანსაცმლით ‒ როზე-
ტებიანი ცილისდრით, ლურჯი სერთუკითა და ყოშებიანი წაღებით
შევამოსინე.
სიამოვნებით ვჯდებოდი ხოლმე სასტუმროსთან მოყენებულ ეკი-
პაჟში, ასაკეც საფეხურს პაჟი გადმომიწევდა, მეეტლე კი, როგორც
ვასწავლე, ცალ ხელს ცილინდრთან მიიტანდა და კოფოდან თავის
დაკვრით მესალმებოდა ხოლმე. ეკიპაჟი მარტო კორსოზე, ან პარ-
ვებში და ბულვარებზე გასასეირნებლად და თავშესაქცევად როდი
მჭირდებოდა, უიმისოდ გამიჭირდებოდა დარბაისლურად მივბრძა-
ნებულიყავი წვეულებებზე, ელჩთან სტუმრობას რომ მოჰყვა, ხოლო
მოპატიჟეთა მომრავლებას, ცხადია, მეფესთან დარბაზობამაც შეუწ-
ყო ხელი. იმ მდიდარმა ღვინის ვაჭარმა, გვარად სალდახამ, და მის-
მა ფაშფაშა მეუღლემ, მაგალითად, garden party–ზე მიმიპატჟეს ქა-
ლაქგარედ მდებარე დიდებულ მამულში, სადაც ბევრი წარჩინებუ-
ლი ადამიანი გავიცანი, რადგან ლისაბონის მაღალი საზოგადოება
ის იყო აგარაკებიდან ბრუნდებოდა. თითქმის იმავე საზოგადოებას,
ოღონდ ოდნავ მცირერიცხოვანს, კვლავ შევხვდი ორ სადილზე,
რომელთაგან ერთი ბერძენმა საქმეთა რწმუნებულმა, თავადმა მა-

408
უროკორდატომ და მისმა კლასიკური სილამაზის და თან საოცრად
დამყოლი ხასიათის მეუღლემ გამართეს, ხოლო მეორე ჰოლანდიის
საელჩოში, ბარონ და ბარონესა ვოს ფონ სტინვიკებთან გაიმართა.
მე საშუალება მომეცა თავყრილობებზე წითელი ლომის ორდენით
მკერდდამშვენებული მივბრძანებულიყავი და ორდენს ყველა მი-
ლოცავდა. იმ დღეებში ავენიდაზე მხოლოდ მოსაკითხად თუ შე-
ვირბენდი, რადგან წარჩინებული ნაცნობები ფრიად მომიმრავლდა.
ოღონდ ყველა ეს ნაცნობობა ზერელე და ფორმალური გახლდათ,
უფრო სწორად, მე ვეკიდებოდი მათ გულგრილად, ჩემი ჭეშმარიტი
ინტერესი იქ, ზევით, პატარა თეთრ სახლს და დედა-შვილის შეწყვი-
ლებულ ხატებას დასტრიალებდა.
მე მგონი, არც დამჭირდება იმის თქმა, რომ ეკიპაჟი თითქმის მა-
თი ხათრით, უფრო სწორად, უპირველეს ყოვლისა, მათი ხათრით
გავიჩინე. ეკიპაჟით შემეძლო მათთვის მესიამოვნებინა, წამეყვანა,
მაგალითად, იმ ისტორიული ადგილების დასათვალიერებლად, მე-
ფეს წინასწარ რომ ვუქე და ვუდიდე, აბა, რა სჯობდა, ორივეს, ჯიშიან
დედასა და მის მშვენიერ ქალიშვილს ჩემს ნაქირავებ ეკიპაჟში წინ
რომ ვეჯექი, ზოგჯერ დონ მიგუელთან ერთად, რომელმაც სამსახუ-
რიდან რამდენჯერმე გაინთავისუფლა თავი, რათა ციხე-დარბაზსა
თუ მონასტერში ჩვენთვის მეგზურობა გაეწია.
გასეირნებებსა და ექსკურსიებს, კვირაში ერთხელ ან ორჯერ,
წინ უძღოდა ხოლმე ჩოგბურთის თამაში და კუკუკების სახლში გა-
მართული ინტიმური Dejruner. ჩოგბურთში ხან ზუზუს პარტნიორობა
მიწევდა, ხან მის წინააღმდეგ ვთამაშობდი, ხან სულაც მისგან შორს,
სხვა კორტზე მიხდებოდა თამაში, მაგრამ მთავარი ისაა, რომ სულ
მალე რიგიანად ვთამაშობდი, ბოლო მოეღო ჩემს ადრინდელ სი-
ჩაუქესაც და მასთან ერთად ჩემი გაუწაფაობის სასაცილო გამოვ-
ლინებებიც შეწყდა, უფრო წესიერ, საშუალო დონეს ვჯერდებოდი,
თუმცა სატრფოს ამაღელვებელი სიახლოვე ზოგჯერ ჩემს გაქანებას
იმაზე მეტ ფიზიკურ მგზნებარებას ანიჭებდა, ვიდრე ეს საშუალო მო-
თამაშებს მოეთხოვებოდა. ნეტავ ჩვენს მარტო ყოფნას ნაკლები
დაბრკოლებები გადაღობოდა! მკაცრი სამხრეთული ადათ-წესები

409
ყველაფერში გვიშლიდა ხელს და გზას გვიკეტავდა. მაგალითად,
ფიქრადაც ვერ გავივლებდი, ზუზუსთვის გამომევლო და სათამა-
შოდ წამომეყვანა ‒ ერთმანეთს მხოლოდ მოედანზე თუ შევხვდებო-
დით. არც იმის საშუალება მოგვცემია, კორტიდან კუკუკების ვილამ-
დე მარტონი მივსულიყავით, თითქოს სხვანაირად არც შეიძლებო-
და, ისე დაგვემგზავრებოდა ხოლმე ვინმე. აღარაფერს ვამბობ იმა-
ზე, რომ თვით მის სახლშიც, საუზმემდე, ან ნასაუზმევს, სალონში თუ
სხვაგან, ყოველგვარი პირისპირ შეხვედრა წარმოუდგენელი რამ
იყო, მხოლოდ ჩოგბურთის მოედნის გადაღმა, ძელსკამზე დასასვე-
ნებლად თუ ჩამოვჯდებოდით მარტო და იქაც სალაპარაკო თემა
პორტრეტების ჩვენება-მიცემას, ან სულაც გაგზავნას უტრიალებდა.
მის ამოჩემებულ თეორიას, იმ სურათების კანონიერი მფლობელი
მე ვარო, საკამათოდ არ ვხდიდი, მაგრამ თავის დაძვრენას იმ საბა-
ბით ვცდილობდი, არ ვიცი, სურათები სად და როგორ გიჩვენოთ-
მეთქი. სინამდვილეში ვყოყმანობდი, გამბედაობა მეყოფოდა თუ
არა, მისთვის ის თამამი ჩანახატები მეჩვენებინა და ჩემს ყოყმანსაც
ვებღაუჭებოდი და მის დაუკმაყოფილებელ ცნობისმოყვარეობასაც.
არ ვიცი, როგორ გამოვხატო ჩემი სათქმელი, მაგრამ ცხადია, რომ
ის სურათები ჩვენს შორის საიდუმლო ძაფებს აბამდა და ამ აღმაფ-
რთოვანებელ გრძნობას ასე იოლად ვერ შეველეოდი.
ზიარი საიდუმლოს არსებობა, რითაც შეთანხმებულებივით ვუპი-
რისპირდებოდით დანარჩენებს – სულერთია, თვითონ ეს მოსწონ-
და თუ არა -- ჩემთვის სანეტარო იყო და დიდმნიშვნელოვანი. ჩვე-
ულებად გადამექცა ყოველ წვეულებაზე მიღებული შთაბეჭდილებე-
ბი ჯერ მისთვის გამეზიარებინა, სანამ იმასვე მის ოჯახში, სუფრას-
თან მოვყვებოდი, თან მას ყველაფერს უფრო დაწვრილებით, უფრო
ინტიმურად და გონებამახვილურად ვუყვებოდი, ვიდრე მისიანებს
და მიხაროდა, ღიმილით რომ შემეძლო მისთვის ერთხელ უკვე მო-
ნათხრობი შემეხსენებინა. ერთ ასეთ მაგალითად თავადის მეუღლე
მაუროკორდატოსთან ჩემი შეხვედრის ამბავი გამოდგებოდა: რა
სახტად დავრჩი, ეს ღვთაებრივი ნაკვთებითა და აღნაგობით შემკუ-
ლი ქალი, ღვთაებასავით კი არა, სუბრეტივით რომ იქცეოდა.

410
ზუზუს ვუამბე, როგორ მიმიმწყვდია კუთხეში ამ ათენელმა ქალ-
ბატონმა, როგორ მიტყაპუნებდა თავის მარაოს, თან ამ დროს ტუჩის
კუთხეში ენის წვერს ათამაშებდა, თვალს მიკრავდა, ერთი სიტყვით,
აშკარა ავანსებს მაძლევდა და სულ არ აგონდებოდა, ბუნებას მის-
თვის კლასიკური სილამაზის ბოძებასთან ერთად მისი შესატყვისი
ღირსება და სიმკაცრე რომ დაეკისრებინა. ჩვენს ძელსკამზე ჯდომი-
სას კარგახანს ვიმსჯელეთ იმ შეუსაბამობაზე, რაც მის გარეგნობასა
და საქციელს შორის არსებობდა და ერთ დასკვნამდე მივედით: თა-
ვადის მეუღლე ან უკმაყოფილო იყო თავის სანიმუშო გარეგნობით,
მას მოსაწყენ ტვირთად მიიჩნევდა და თამამი საქციელით ამბოხს
გამოხატავდა, ან მთლად უტვინო იყო და იმ ლამაზი, თეთრი პუ-
დელივით შეუგნებლად იქცეოდა, ახლად დაბანილი და გაქათქათე-
ბული პირდაპირ წუმპეს რომ მიაშურებს და შიგ ჩაკოტრიალდება
ხოლმე.
მერე კი, საუზმეზე, ბერძნული საღამოს ამბავს მაინც რომ ვყვე-
ბოდი, სხვა ყველაფერი გამოვტოვე და მხოლოდ თავადის მეუღლის
სრულყოფილი სილამაზე ვახსენე,
‒ რამაც, ბუნებრივია, თქვენზე დიდ შთაბეჭდილება მოახდინა
არაო,‒ დასძინა სენიორა მარია პიამ, რომელიც მაგიდასთან ჩვე-
ულებისამებრ წელგამართული იჯდა, საზურგეს ოდნავაც არ ეყ-
რდნობოდა და ძლივს შესამჩნევად ერხეოდა გიშრის საყურეები.
‒ შთაბეჭდილებაო, ბრძანეთ, სენიორა? არა, ლისაბონში ჩამოს-
ვლის პირველ დღესვე ქალის სილამაზით მოგვრილი ისეთი შთა-
ბეჭდილებები მარგუნა ბედმა, რომ გამოგიტყდებით, სხვა სილამა-
ზისადმი უგრძნობელი გავხდი, – მივუგე მე, ხელზე ვეამბორე და თან
ღიმილით ზუზუსკენ გავაპარე თვალი.
ყოველთვის ასე ვიქცეოდი. შეწყვილებული ხატება მავალდებუ-
ლებდა, თუ ქალიშვილს ვეტყოდი ქათინაურს, დედისკენ გამეხედა
და პირიქით, დედიდან მზერა ქალიშვილზე გადამეტანა. სუფრის
თავში დაბრძანებული ოჯახის უფროსის ვარსკვლავთვალები ისე
გულმოწყალედ უმზერდნენ ასეთ ეპიზოდებს, თითქოს გულმოწყა-
ლებას შორეული სირიუსი ასხივებდა და მისი მზერაც იქიდანვე იღ-

411
ებდა სათავეს. მის წინაშე ჩემს მოწიწებას ვერაფერს აკლებდა იმის
შეგნება, შეწყვილებული ხატების გულის მონადირებაში გართულს
მისი არსებობა საერთოდ რომ მავიწყდებოდა ხოლმე.
მამა ყოველთვის გულმოწყალებას იჩენსო, სამართლიანად
ბრძანა ერთხელ სენიორა მარია პიამ. მე მგონი, ოჯახის უფროსი
ისევე გულმოწყალედ, უგულისყუროდ და კეთილად მოისმენდა,
რომ მეთქვა, ზუზუს ჩოგბურთის მოედანზე, ან ქალაქგარეთ გასეირ-
ნებისას თუ დავიმარტოხელებდი, რა მოურიდებლად ვესაუბრებო-
დი, ეს მოურიდებლობა მისი პრინციპის, დუმილი მავნებელიაო, მი-
სი ფენომენალური, ყოველგვარი პირობითობის ფარგლებიდან
ამოვარდნილი პირდაპირობის წყალობა გახლდათ, იმ თემის წყა-
ლობა გახლდათ, რომელსაც მიუკიბ-მოუკიბავად უტრიალებდა ჩვე-
ნი საუბარი. ეს გახლდათ სიყვარულის თემა, რაზეც ერთხელ უკვე
ნათქვამი ჰქონდა, თფუო და ამიტომაც მადგა დიდი გასაჭირი. ზუზუ
მიყვარდა და ყოველნაირად ვცდილობდი მიმეხვედრებინა, მიყვარ-
ხარ-მეთქი. ისიც ხვდებოდა, მაგრამ გააჩნია როგორ! ამ მომხიბლავ
გოგონას სიყვარულზე ერთობ უცნაური ღა სასაცილო წარმოდგენა
ჰქონდა. სიყვარული, ეტყობა, უზნეო ბიჭ-ბუჭების საიდუმლო ცელ-
ქობად მიაჩნდა, სიყვარულად წოდებულ ცოდვასაც მხოლოდ და
მხოლოდ მამრობით სქესს მიაწერდა და სჯეროდა, მდედრობით
სქესს მასთან ხელი არა აქვსო, თურმე ნუ იტყვით, ეს უკანასკნელი
თავის ბუნებით თავს არიდებს სიყვარულს. ეს ყმაწვილკაცები
ცდილობენ ქალიშვილები უწესობაში ჩაითრიონ და ამას, სახელ-
დობრ, არშიყობით ახერხებენო. მისგან მომისმენია:
‒ თქვენ ისევ მეარშიყებით, ლუი, (დიახ, მარტონი რომ დავრჩე-
ბოდით, იგი უკვე „ლუის“ მეძახდა, ისევე როგორც მე ვეძახდი „ზუ-
ზუს“), ‒ დიახ, მეკურკურებით და თან დაჟინებით, იქნებ თავხედურა-
თაც, არა, ვითომ სიყვარულით ჩამცქერით თქვენი ცისფერი თვალე-
ბით სახეში, თან მშვენივრად იცით, ცისფერი თვალები და ქერა თმა
თქვენს შავგვრემან პირისკანთან გასაოცარ კონტრასტს რომ ჰქმნი-
ან, და რა ვიცი, რას არ გაფიქრებინებენ. მაინც რა გინდათ? რას გა-
მოელით თქვენი პირფერული სიტყვებისა და მზერისაგან? ალბათ

412
ენით გამოუთქმელ რამეს, სასაცილოს, აბსურდულსა და ბავშვურს,
უგემურსა და გულმიუსვლელს. მე ვთქვი, ენით გამოუთქმელს-მეთ-
ქი, მაგრამ ეს ენით მშვენივრად გამოითქმის და გეტყვით კიდეც.
თქვენ გინდათ დამითანხმოთ, რომ ერთმანეთს ჩავეკრათ. ერთი
ადამიანი ჩაეკრას მეორეს, მაშინ როცა ბუნებამ ისინი გულდასმით
განაცალკევა და დააშორიშორა, თქვენ გინდათ თქვენი ბაგე ჩემსას
დააკრათ, მაშინ ჩვენი ცხვირის ნესტოები ჯვარედინად მიედებიან
ერთმანეთს, ერთმანეთის ამონასუნთქს შევისუნთქავთ და ეს იქნება
ამაზრზენი უხერხულობა და მეტი არაფერი, ტკბობად გარდაქმნილი
მხოლოდ მგრძნობელობის წყალობით – დიახ, კარგად ვიცი, ასე
უწოდებენ ამ ამბავს და რასაც ეს სიტყვა ნიშნავს, ესაა უზნეობის ჭა-
ობი, თქვენ კი გინდათ ამ ჭაობში ჩამითრიოთ, იქ ჭკუიდან გადავი-
დეთ და ორი კულტურული არსება კაციჭამიებს დავემსგავსოთ. აი,
თქვენი არშიყობით რისკენ მიილტვით.
იგი გაჩუმდა და სიტყვა ისე დაასრულა, იოტისოდენადაც არ
აღელვებულა, სუნთქვაც არ გახშირებია, არც დაღლა დასტყობია
პირდაპირთბის ასეთი ამოხეთქვისგან, თუმცა ამას ამოხეთქვა არც
ერქვა, ეს იყო მისი პრინციპის ხორცშესხმა, საგნებს თავიანთი სა-
ხელი უნდა ეწოდოსო. მეც ვდუმდი, შემკრთალი, აღელვებული და
დანაღვლიანებული.
– ზუზუ, ‒ ვუთხარი ბოლოს და ერთი წამით ხელი მის ხელს ზე-
მოთ ისე გადავატარე, არ შევხებივარ და თმაზეც ასევე ჰაერში,
ფრთხილად გადავუსვი ხელი, – ზუზუ, როგორ მატკინეთ თქვენი
სიტყვებით გული, არ ვიცი, რა დავარქვა თქვენს სიტყვებს: გულქვა,
სასტიკი, მეტისმეტად სწორი და ამიტომაც ნახევრად სწორი, თუ იქ-
ნებ არასწორიც, მათ გახიეს ის სიფრიფანა ნისლი, ჩემს სულსა და
გულს თქვენი მშვენებისგან გარს რომ ჰქონდა შემოქსოვილი. არ
გაამასხარავოთ ეს სიტყვა, განგებ და შეგნებულად ვიხმარე სიტყვა
„შემოქსოვილი”, რადგან პოეტური სიტყვით მინდა დავიცვა სიყვა-
რულის პოეზია და დავიფარო იგი თქვენი უკმეხი, დამახინჯებული
აღწერისაგან. განა შეიძლება სიყვარულზე და მისგან აღძრულ
ლტოლვაზე ასე ლაპარაკი! სიყვარული არაფრისკენ არ მიილტვის,

413
მას არც სურს და არც ფიქრობს საკუთარ თავს გასცდეს, იგი
თვითონაა თავისთავადი და თავის თავში ჩაქსოვილი.– ცხვირს ნუ
იბზუებთ ამ სიტყვაზე, მე ხომ გითხარით, განგებ უფრო პოეტურ, ანუ
უფრო წესიერ სიტყვებს ვარჩევ-მეთქი სიყვარულის სახელით, რად-
გან იგი თვითონაა ძირის ძირობამდე წესიერი, თქვენი უკმეხი სიტ-
ყვები წინ უსწრებენ მას და იმ გზაზე გარბიან, მას რომ წარმოდგენა
არა აქვს, თუმცა ის გზა მისთვის მაინც ნაცნობია. განა შეიძლება
კოცნაზე ასე ლაპარაკი, ის ხომ უსათუთესი ურთიერთობაა ამქვეყ-
ნად, ყვავილივით უტყვვი და საამური! უცაბედად, თითქოს თავისით
ხდება ეს შერწყმა, ორი ანუ წყვილი ბაგე ნეტარებით მიაგნებს
ერთმანეთს და გრძნობა იმას იქით აღარაფერზე ოცნებობს, რადგან
იგი ორი ადამიანის ერთ არსებად ქცევის კურთხეული დასტური გახ-
ლავთ!
მერწმუნეთ, გეფიცებით, ასე ვილაპარაკე, იმიტომ, რომ ზუზუს
განზრახვას, როგორმე გაეთათხა სიყვარული, მართლა ბავშვური
ეთქმოდა და მის სულიერ მოუხეშაობასთან შედარებით ჩემი პოეტუ-
რი მეტყველება ნაკლებად ბავშვური ჩანდა. ესეც არ იყოს, ჩემი ჰა-
ერში გამოკიდებული არსებობის გამო პოეზია უფრო ადვილი ხელ-
წამოსაკრავი მეჩვენებოდა და არაფრად მიღირდა იმაზე ლაპარაკი,
სიყვარული არაფრისკენ არ მიისწრაფვის და კოცნის იქით არც იხე-
დება-მეთქი. მე ხომ ჩემი მოჩვენებითი არსებობის გამო უფლება არ
მქონდა სინამდვილეს სერიოზულად მოვკიდებოდი და ზუზუ ცოლად
შემერთო. დიდი-დიდი, მისი შეცდენა დამესახა მიზნად, მაგრამ ამას
არა მარტო უდიდესი დაბრკოლებები ეღობებოდა წინ, არანაკლებ
უშლიდა ხელს ზუზუს ზღაპრულად სწორხაზოვანი და ზედმიწევნით
საქმიანი შეხედულებანი სიყვარულის უზნეობაზე. ერთი მოგესმი-
ნათ, თუნდაც გულისტკივილით, როგორ განაქიქებდა იგი ჩემგან
საშველად მოხმობილ პოეზიასაც!
– ტატატატატა! ‒ იძახდა იგი. – ჩაქსოვილ-შემოქსელილი და
მშვენიერი ყვავილი – ამბორი, არა! ეგ ყველაფერი კურკურია, მხო-
ლოდ თქვენს ბიჭურ უზნეობაში ჩვენს ჩასათრევად გამიზნული!
თფუი, კოცნა სათუთი ურთიერთობააო! დიახაც, იგია საწყისი, ნამდ-

414
ვილი საწყისი, აბა, რა, რადგან იგი ასე თუ ისე ყველაფერია, ეს
არის, რაც არის და თან ყველაზე უარესიც, იქნებ იკითხოთ, რატომო
იმიტომ რომ იგი კანია,სწორედ ისაა, რაც მაგ თქვენს სიყვარულს
აინტერესებს, სხეულის შიშველი კანი, თანაც ტუჩების კანი მარ-
თლაც სათუთია, მის ქვეშ უკვე სისხლია, ისეთი სათუთია იგი და აქე-
დან მოდის ტუჩების წყვილის პოეტური ურთიერთმიგნებაც და რა
ვიცი, ეს სათუთი ტუჩები კიდევ საით აღარ მიისწრაფვიან, თქვენ
მხოლოდ ის გინდათ, ჩვენთან შიშველი იწვეთ, კანით კანზე გვეხე-
ბოდეთ და ყოვლად აბსურდულ სიამოვნებას გვასწავლიდეთ: ერთი
უბადრუკი ადამიანი მეორის მყრალ ზედაპირს უფათურებს ტუჩებსა
და ხელებს, არც ერთს არ რცხვენია თავის უგვანი და სასაცილო საქ-
ციელისა და არც ის აგონდებათ, რაც სიამოვნებას ჩაუმწარებდათ.
ეს უკანასკნელი მე ერთ სასაცილო წიგნში ლექსად ამოვიკითხე:

რა მშვენიერიც, რა კრიალაც არ უნდა იყოს


კაცსა ყოველსა შიგნით უძევს მყრალი შიგანი.

– ეგ უხამსი ლექსია, ზუზუ, ‒ განვუცხადე მე და ზიზღის ნიშნად


მედიდურად გადავაქნიე თავი, – დიახ, უხამსია, თუნდაც სასულიე-
რო პოეზიის ნიმუშად მიაჩნდეს თავი. თქვენს სულიერ მოუხეშაობას
კიდევ ავიტან, მაგრამ რა ლექსიც თქვენ ახლა წამიკითხეთ, ეს აღ-
მაშფოთებელია. იქნებ გნებავთ იცოდეთ, რატომ? დიახ, დიახ, დარ-
წმუნებული ვარ, გინდათ იცოდეთ და მეც მზად ვარ, მოგახსენოთ. ამ
ვერაგ ლექსს სილამაზის, ფორმის, ხატისა და ოცნების რწმენის გა-
ნადგურება სწადია, ყოველივე იმის განადგურება სურს, რაც მოჩვე-
ნებითი და ნაოცნებარია, მაგრამ ის სიცოცხლე, ანუ უსიხარულო სი-
ცოცხლე რა ბედენაა, სადაც მოჩვენებითობა აღარაფრად ფასობს
და ზედაპირული გარსი ჩვენი გრძნობების წიაღს აღარ აღელვებს?
ერთი რამ მინდა გითხრათ, მშვენიერო ზუზუ: თქვენი სასულიერო
ლექსი უფრო ცოდვილია, ვიდრე ყველაზე ცოდვილი ხორციელი ბი-
წიერება, რადგან იგი სიცოცხლეს უმწარებს ადამიანებს, ხოლო სი-
ცოცხლის ჩამწარება არა მარტო ცოდვაა, არამედ ეშმაკეულიც გახ-

415
ლავთ. ახლა რაღას იტყვით? არა, არა, იმიტომ როდი გეკითხებით,
რომ სიტყვა გამაწყვეტინოთ. მე დაგაცალეთ ლაპარაკი, თუმცა უკ-
მეხად კი ლაპარაკობთ, მე კი კეთილშობილურად ვმეტყველებ და
და სიტყვა თავისით წარმომდინდება! ეს ქვეყანა იმ მართლაც ავბე-
დითი ლექსის მიხედვით რომ იყოს მოწყობილი, მაშინ მისაღებად
და არა მხოლოდ მოჩვენებითად, დიდი-დიდი არაცოცხალი სამყა-
რო, არაორგანული ყოფიერება ჩაგვეთვალა, მე ვთქვი დიდი-დიდი-
მეთქი, რადგან ბოროტი გულით თუ მიუდექი, აქაც გამოგიჩნდება
საკირკიტო, მაგალითად, მთებისა და ჩანჩქერების თვალისმომჭრე-
ლი სილამაზე უფრო დასაჯერებელია, თუ ხატი და ოცნება, იგი ისე-
თივე ნამდვილია, როგორც ლამაზი, ანუ თავისთავად, უჩვენოდ,
ჩვენი სიყვარულისა და აღტაცების გარეშეც ასეთივე ლამაზი იქნე-
ბოდა თუ არა, ბოლოს და ბოლოს ესეც ხომ საეჭვოა. როცა იყო ხომ
წარმოიშვა არაცოცხალი, არაორგანული ყოფიდან ორგანული სი-
ცოცხლე, მერე რა, რომ ეს მომენტი თავისთავად წყვდიადითაა მო-
ცული, ანდა რა მოხდა, თუკი შიგნით დიდი სისუფთავე არ სუფევს, ეს
ხომ თავიდანვე იყო გასაგები და ცნობილი. გამოვა ვინმე ბრიყვი და
იტყვის, ბუნება თავიდან ბოლომდე დამპალი და დაობებულიაო,
მაგრამ ეს იქნება გესლიანი ბრიყვული გამოხდომა და იგი თავის
დღეში ვერ შეძლებს სიყვარულისა და სიხარულის განადგურებას,
ხატის შეგრძნების სიხარულის განადგურებას. ეს სიტყვები ერთი
მხატვრისგან მომისმენია, რომელიც გულმოდგინედ ხატავდა ობს
და ამისათვის პროფესორად იწოდებოდა. იგი ადამიანის ფიგურა-
საც იყენებდა მოდელად, რათა ბერძენთა ღმერთი დაეხატა. პარიზ-
მი, ერთხელ ექიმთან კბილის დასაბჟენად მივედი და მის მოსაც-
დელში ალბომი ვნახე, ილუსტრირებული წიგნი „La bedutè, გავსებუ-
ლი ადამიანის მშვენიერი სხეულის სურათების ასლებით, რაც კი
ოდესმე ვნებითა და გზნებით შექმნილა ფერებით, ბრინჯაოთი თუ
მარმარილოთი. ჰოდა, რატომ იყო ის წიგნი გავსებული ადამიანის
განმადიდებელი სურათებით? იმიტომ რომ დედამიწის ზურგზე ყო-
ველთვის მრავლად იყვნენ შერეკილები, რომლებიც არაფრად აგ-
დებდნენ სასულიერო გალექსილ სტრიქონებს „მშვენიერსა და კრი-

416
ალაზე“, სამაგიეროდ მათ ფორმაში, მოჩვენებითობასა და ზედა-
პირში დაინახეს ჭეშმარიტება, მათ სულიერ მამებად იქცნენ და არ-
ცთუ იშვიათად პროფესორებიც გამხდარან ამის წყალობით.
გეფიცებით, ასე ვილაპარაკე და სიტყვა წყალივით მომდიოდა.
და განა ერთხელ და ორჯერ მილაპარაკია ასე – როგორც კი შემ-
თხვევას მოვიხელთებდი და ზუზუსთან მარტო დავრჩებოდი, ჩოგ-
ბურთის კორტზე იქნებოდა ეს თუ გასეირნებისას, როცა სენიორ
ჰურტადოსთან ერთად ოთხნი მივსეირნობდით ნასაუზმევს კამპო
გრანდეს ტყის ბილიკებზე თუ ლარგო დო პრინსიპე რეალში ბანანის
პლანტაციებსა და ტროპიკულ მცენარეებს შორის. აუცილებლად
ოთხნი უნდა ვყოფილიყავით, რათა მე ხან შეწყვილებული ხატების
ერთ დიდებულ ნაწილთან მევლო, ხან კი მის ქალიშვილთან დავ-
წყვილებულიყავი, ამ უკანასკნელთან ერთად დანარჩენებს ჩამოვ-
რჩენოდი და მისი ჯიუტი პირდაპირობით აღბეჭდილი სიტყვები, სიყ-
ვარულის ბავშვური შეფასება, როგორც ბიჭების უამური ცოდვისა,
ნატიფი და ჭკუადამჯდარი სიტყვებით გამექარწყლებინა.
იგი კვლავ ჯიუტად იდგა თავის ნათქვამზე, თუმცა რამდენჯერმე
ჩემი მჭევრმეტყველების წყალობით შეცბუნებისა და მერყეობის
ნიშნები შევნიშნე, ამ დროს უსიტყვოდ გამოაპარებდა ხოლმე ჩემ-
სკენ გამომცდელ მზერას, მართალია, თვალს სწრაფად. მარიდებ-
და, მაგრამ ეს მზერა ამხელდა, რომ ჩემი თავგამოდება, ნდომისა და
სიყვარულის საქებრად დახარჯული სიტყვები მთლად უკვალოდ არ
იკარგებოდა. ერთი ასეთი წუთი მაშინ დადგა, და იგი არასოდეს და-
მავიწყდება, როცა ვეღირსეთ ჩემი ეკიპაჟით სოფელ ცინტრაში წას-
ვლას ‒ ამ ექსკურსიაზე წასვლა რატომღაც ძალიან გაგვიჭიანურდა
– და დონ მიგუელის წინამძღოლობითა და მისი ახსნა-განმარტებე-
ბის თანხლებით სოფელში ძველი ციხე-დარბაზი, კლდეზე გადმომ-
დგარი ციხე-კოშკები დავათვალიერეთ და შემდეგ ბელემის, ანუ
ბეთლემის ცნობილ მონასტერს ვეწვიეთ, რომელიც ღვთისმოსავ და
თან ფუფუნების მოყვარულ მეფეს, ემანუელ ბედნიერს, პორტუგა-
ლიელი პირველაღმომჩენების პატივისცემისა და ხსოვნის ნიშნად
აეშენებინა. გულახდილად გითხრათ, დონ მიგუელის ახსნა- განმა-

417
რტებებს, ციხე–დარბაზებისა და მონასტრის არქიტექტურაში მავ-
რიტანული, გოთური, იტალიური და ასე განსაჯეთ, ინდურ საოცრე-
ბათა ნიშნებიც კი ურევიაო, რომ იტყვიან, ყურიდან ყურში ვუშვებდი.
მე სხვა საფიქრალი მქონდა, სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ გამე-
გებინებინა უკმეხი ზუზუსთვის სიყვარულის არსი, და მოგეხსენებათ,
ადამიანური გასაჭირით დაკავებული გრძნობა-გონება, ლანდმაფ-
ტსაც და თუნდაც გამაოგნებელ ნაგებობასაც მხოლოდ დეკორაცი-
ად, ადამიანური გრძნობების ძლივს შესამჩნევ ფონად აღიქვამს
ხოლმე. მიუხედავად ამისა, მაინც უნდა ვაღიარო, რომ დაუჯერებე-
ლი, თითქოს ყოველი ეპოქიდან მომდინარე და მაინც რომელიმე
ჩვენთვის ნაცნობ ეპოქაში შეუთავსებელი, ბავშვის ნაოცნებარივით
მომაჯადოებელი და ნატიფი იყო ბელემის მონასტრის გალერეა. თა-
ვის პატარ-პატარა წვეტიანი კოშკებითა და ნიშებში შეყენებული
წვრილზე უწვრილესი სვეტებით, სულ ოდნავ პატინირებული თეთრი
ქვიშაქვიდან თითქოს ანგელოზის ხელით გამოკვეთილი ზღაპრული
ჩუქურთმებით, რომ გაფიქრებინებდა, ყველას შეუძლია უთხელესი
ქლიბით დაამუშაოს ქვა და მისგან ჰაეროვანი მაქმანი დაამზადოსო,
დიახ, ამას კი ვიტყვი, რომ ქვის ამ ფეერიამ მართლაც აღმაფრთო-
ვანა, სულიერად ამამაღლა და კიდევ უფრო გაამშვენიერა ის სიტ-
ყვები, რითაც ზუზუს მივმართე.
ოთხივემ საკმაოდ დიდხანს დავყავით ამ ზღაპრულ გალერეაში.
მეორეჯერაც შემოვუარეთ. ამასობაში დონ მიგუელი მიხვდა, ახალ-
გაზრდებს მეფე ემანუელის სტილზე მისი ახსნა-განმარტებანი დი-
დად რომ არ გვაინტერესებდა, დონა მარია პიას მიეკედლა და მას-
თან ერთად დაწინაურდა. ჩვენ კი ოდნავ მოშორებით მივყევით უკან
და მე ზრუნვა არ დამიკლია, რომ ჩვენ შორის მანძილი გადიდებუ-
ლიყო.
– ამგვარად, ზუზუ, ‒ ვუთხარი მე, ‒ მე მგონი, ამ ნაგებობის ყუ-
რებისას ჩვენი გულები ერთ ტაქტში ძგერენ. ასეთი გალერეა მე ჯერ
არ მიხილავს. (სხვა გალერეა მე პირადად საერთოდ არ მქონდა ნა-
ნახი და პირველივე რაც ვნახე, ბავშვის ნაოცნებარს ჰგავდა). ‒ ბედ-
ნიერი ვარ, მას თქვენთან ერთად რომ ვხედავ. მოდით შევთანხმდ-

418
ეთ, რა სიტყვით შევამკოთ იგი! „ლამაზი?“ არა, არ შეეფერება, თუმ-
ცა ულამაზოაო, ვერ იტყვი, მაგრამ „მშვენიერი“ მეტისმეტად მკაცრი
და ნატიფი სიტყვაა, არა? კაცმა „ლამაზისა“ და „მომხიბლავის“ აზრი
სულ მაღლა უნდა ატყორცნოს, მწვერვალზე აიყვანოს, უკიდურესად
გაამძაფროს და იქ იქნება ამ გალერეის ჭეშმარიტი სახოტბო
სიტყვა, რამეთუ იგი თვითონ სჩადის ამას, უკიდურესობამდე
მიჰყავს სილამაზე.
‒ მეტისმეტს ლაქლაქებთ, მარკიზო, არც ულამაზო და არც ლა-
მაზი, არამედ უაღრესად ლამაზიო. განა უაღრესად ლამაზი ბოლოს
და ბოლოს მშვენიერი არ არის?
‒ არა, არსებობს განსხვავება. როგორ აგიხსნათ? დედათქვენი,
მაგალითად...
‒ მშვენიერი ქალია, – არ დამაცალა ზუზუმ, – მე კი ლამაზი ვარ.
მოკლედ, ჩვენ ორივეს მაგალითით გნებავთ თვალსაჩინო გახადოთ
თქვენი ნალაქლაქევი, არა?
‒ თქვენ წინასწარ ჭვრეტთ ჩემს აზრებს, ‒ მივუგე მოზომილი პა-
უხის შემდეგ, ‒ და თან ოდნავ ამახინჯებთ მათ. მართალია, თქვენი
აზრი ჰგავს ჩემსას, მაგრამ ზედმიწევნით არა. აღმაფრთოვანებს დე-
დათქვენზე და საკუთარ თავზე რომ ამბობთ ჩვენ, ორივეო, მაგრამ
ამ კავშირით ნასიამოვნები კვლავ თქვენს გამოცალკევებას ვლა-
მობ და ცალკეული დაკვირვებისკენ მიმიწევს გული. დონა მარია პია
ალბათ იმის მაგალითად გამოდგება, რომ მშვენიერებას სისავსი-
სათვის სილამაზე და სანდომიანობაც სჭირდება. დედათქვენს ასე
ფართო, პირქუში და იბერიული რასობრივი სიამაყით შემაკრთობე-
ლი, მკაცრი სახე რომ არ ჰქონდეს და თქვენი სანდომიანობისა ეც-
ხოს რაიმე, მაშინ მართლა სრულყოფილად მშვენიერი ქალი იქნე-
ბოდა. აქედან გამომდინარე კი, იგი ის არ არის, რაც შეიძლებოდა
ყოფილიყო: ერთი სიტყვით, მშვენიერს ვეღარ უწოდებ. თქვენ კი,
ზუზუ, პირიქით, სილამაზისა და მომხიბვლელობის მწვერვალზე
ხართ ასული, თქვენ აი ამ გალერეას ჰგავხართ.
‒ ოჰო, გმადლობთ! ესე იგი, მე მეფე ემანუელის სტილის ქალი,
ანუ ეს ახირებული ნაგებობა ვყოფილვარ. უღრმეს მადლობას მოგ-

419
ახსენებთ. არშიყობაც ამას ჰქვია.
– ვერავინ დაგიშლით ჩემი გულითადი სიტყვები მასხარად აიგ-
დოთ, მათ არშიყობა დაარქვათ და საკუთარ თავს ნაგებობა უწოდ-
ოთ, მაგრამ გასაკვირი არაფერია, ამ გალერეამ ისევე დამახვია
თავბრუ, როგორც თქვენ დამახვიეთ და მას ამიტომაც გადარებთ. მე
ხომ მას პირველად ვხედავ, თქვენ კი ალბათ მრავალჯერ გექნებათ
ნანახი?
‒ დიახ, რამდენჯერმე მინახავს.
‒ მაშინ უნდა გიხაროდეთ, რომ ამჯერად მის პირველმხილველ-
თან ერთად მოგიხდათ მისი ნახვა, ასეთ დროს ნაცნობსა და მშობ-
ლიურს თქვენც ახლებურად, პირველმხილველის თვალით უცქე-
რით. ადამიანი ყოველთვის უნდა ცდილობდეს, ყოველი საგანი,
თვით ყველაზე ჩვეულებრივიც კი, რომელთა არსებობას ჩვენს
გვერდით თითქოს ვერც უნდა ვგრძნობდეთ, ისე ახლებური, გაოცე-
ბული თვალით დაინახოს, თითქოს მას პირველად ხედავდეს. ამით
იბრუნებს ადამიანი გაოცების გრძნობას, მიძინებული რომ ჰქონდა
ჩვეულებრიობის ბანგით და სამყარო მისი წყალობით სინორჩეს
ინარჩუნებს: ასე თუ არ მოვიქეცით, ყველაფერი მიიძინებს, სიცოც-
ხლეც, სიხარულიც და გაოცებაც, მაგალითად, სიყვარული...
– Fi gonc Taisez-vous!160
– რატომ უნდა გაგჩუმდე? განა ისევ თქვენ არ ჩამოაგდეთ სიყვა-
რულზე სიტყვა, თქვენივე, მგონი, მართლა სწორი პრინციპის მი-
ხედვით, დუმილი მავნეაო, რომ ამბობთ ხოლმე? მაგრამ თქვენ ისე
უკმეხად ილაპარაკეთ სიყვარულზე, თან ისეთი ამაზრზენი სასულიე-
რო ლექსი დაატანეთ ზედ, რომ კაცს გაოცებაღა დაგრჩენია, ნუთუ
შეიძლება სიყვარულზე ასე უსიყვარულოდ ლაპარაკიო, იფიქრებ.
თქვენ ისე უხეშად გამოაცალეთ ამ გრძნობას ყოველგვარი სინაზე,
რომ ესეც მავნებელია და თავს ვალდებულად ვთვლი, შეგისწოროთ
შეხედულებანი, თუ არ მიწყენთ, რომ თქვენი გონზე მოყვანა მაქვს
განზრახული. თუ სიყვარულს სხვა თვალით შევხედავთ, ანუ ისე,

160
ტფუი! გაჩუმდით! (ფრანგ)

420
თითქოს პირველად ვხედავდეთ, მაშინ იგი ამაღელვებელ და გამა-
ოგნებელ საქმედ მოგვეჩვენება! იგი არც მეტი და არც ნაკლები, სა-
ოცრებაა! ერთსაც გეტყვით, მთლიანობაში, თავიდან ბოლომდე,
ყოველგვარი ყოფიერება საოცრებაა, მაგრამ სიყვარული, მე თუ
მკითხავთ, უდიდესია მათ შორის, თქვენ ამასწინათ თქვით, ბუნებამ
გულმოდგინედ დააშორა და განაცალკევა ერთი ადამიანი მეორის-
განო. მეტისმეტად გონებამახვილური ნათქვამია, ოღონდ მეტისმე-
ტად სწორიც. დიახ, ეს ბუნების წესია, მაგრამ სიყვარულში ბუნება
გამონაკლისს უშვებს და ეს უაღრესად უცნაური გამონაკლისია, თუ-
კი სხვა თვალით დავაკვირდებით. დაიმახსოვრეთ, ამ საკვირველ
გამონაკლისს თვით ბუნება უშვებს, უფრო სწორად, თვითონ აყალი-
ბებს. და თქვენ თუ სიყვარულის წინააღმდეგ ბრძოლაში ბუნების
მხარეს დაიჭერთ, ბუნება ამისთვის მადლობას სულაც არ გეტყვით,
ეგ თქვენი შეცდომა არის, თქვენ შეცდომით ბ·უნებას უპირისპირ-
დებით. ახლავე აგიხსნით, რასაც ვგულისხმობ, რაკი მიზნად დავი-
სახე, გონს მოგიყვანოთ. რასაც თქვენ ამბობთ, სწორია: ადამიანი
ცოცხლობს თავის ტყავში, დაშორებულ-გამოცალკევებული სხვისა-
გან და ეს მხოლოდ აუცილებლობით როდია გამოწვეული, მას
სხვაგვარად არც სურს. მას უნდა განცალკევებით ყოფნა, მარტო
ყოფნა და არც არავისკენ მიუწევს გული. მისსავე ტყავში გახვეული
სხვა არსება მას მართლა ეზიზღება, არ ეზიზღება მხოლოდ და მხო-
ლოდ საკუთარი თავი. ეს ბუნების კანონია, დიახ, იმას ვამბობ, რაც
არის, ზის კაცი მაგიდასთან, თავი ხელებზე დაუყრდნია, ორი თითი
ლოყაზე მიუბჯენია, ერთი კი ტუჩებშუა უდევს. ძალიან კარგი, ეს მისი
თითია და ტუჩებიც მისია, რა მერე? მაგრამ აი, ტუჩებშუა სხვისი თი-
თი რომ ედოს, ამას კი ვერ აიტანდა, უთუოდ შეეზიზღებოდა. იქნებ
არა? ბოლოს და ბოლოს, სხვასთან მისი დამოკიდებულება ბუნების-
განვვ ზიზღზეა დაფუძნებული. სხვასთან ფიზიკური სიახლოვე უაღ-
რესად შემაწუხებელი და აუტანელია. ურჩევნია დაიხრჩოს, ვიდრე
შეეგუოს თავის ახლოს უცხო სხეულის არსებობას. ადამიანს უნებუ-
რად უჩნდება განრიდების გრძნობა, ოღონდ სხვისი განკერძოებუ-
ლობის შელახვას რომ ერიდება, ამით თავის საკუთარ განკერძოებ-

421
ულობას უფრო უფრთხილდება, ვიდრე სხვისას. ეს კარგი თუ არა,
სწორი მაინც არის. ამ სიტყვებით მე მოკლედ, მაგრამ ნათლად
მოვხაზე საქმის ბუნებრივი, საყოველთაოდ მისაღები ვითარება და
ახლა საგანგებოდ თქვენთვის მომზადებული სიტყვის მომდევნო
მონაკვეთზე გადავდივარ.
აი, ახლა იწყება ის რაღაც, რის მეოხებითაც ბუნება უეცრად შე-
აქცევს ხოლმე ზურგს თავის დაწესებულ ფენომენს, იწყება ის, რის
წყალობითაც ქრება ადამიანის ფიზიკური განცალკევე·ულობის და
მარტოდყოფნის გულზიზღიანი სურვილი, სავსებით და საკვირვე-
ლად ბათილდება ის რკინის კანონი, ყოველ ადამიანს ერთადერთი
საკუთარი თავი არ ეზიზღება, თორემ სხვა ყველა ზიზღს გვრისო, და
ვინც პირველად დაინახავს ასეთ ცვლილებას -- ამის დანახვა კი ყო-
ველი ჩვენთაგანის მოვალეობაა ‒ მას გაკვირვებისა და გულაჩუყე-
ბისაგან ცრემლნი დასდინდება თვალთაგან. დიახ, „ცრემლნი დას-
დინდება“-მეთქი ვთქვი, რადგან ამ ამბავს სწორედ ეს პოეტური სი-
ტყვები შეეფერება. „ცრემლების“ თქმა უხამსობად ჩამეთვლებოდა.
რადგან ცრემლებს თვალი მაშინაც ღვრის, როცა წამწამებშუა ნახ-
შირის მტვერი შეუფრინდება. „ცრემლნი“ კი ამაღლებული სიტყვაა.
უნდა მაპატიოთ, ზუზუ, თქვენთვის მომზადებულ სიტყვაში ხანგა-
მოშვებით პაუზებს რომ ვაკეთებ და ასე ვთქვათ, ახალ პარაგრაფებს
ვიწყებ. მთავარი სათქმელიდან ადვილად ვიცი ხოლმე გაღახვევა,
აი, როგორც ცრემლთმდინარებაზე დამემართა, და მერე ხელახლა
მიხდება აზრების თავმოყრა და მთავარი ამოცანისკენ, ანუ თქვენი
გონს მოყვანისაკენ წარმართვა.
მაშ ასე! მაინც ბუნების რომელ გადახვევაზეა ლაპარაკი და რა
არის ის ძალა, სამყაროს გასაკვირად ერთი სხეულის მეორისგან გა-
მოცალკევებას რომ აბათილებს, ანუ „მესა“ და „შენს“ შორის საზ-
ღვარს შლის? ეს სიყვარული გახლავთ. თითქოს ყოველდღიური,
ჩვეულებრივი რამ, მაგრამ მარად ახალი და კარგად თუ დავაკვირ-
დებით, არც მეტი და არც ნაკლები – გაუგონარი. მაინც რა ხდება?
ორი განცალკევებული მზერა ერთმანეთს ხვდება? ოღონდ ასე ჯერ
არასდროს შეხვედრიან ისინი ერთმანეთს. შეშინებულნი არიან და

422
გარესამყაროსგან გამოთიშულნი, შემცბარი და ოდნავ დარცხვე-
ნილნი, მათი მზერა სხვა არანაირ მზხერას არ ჰგავს, ოღონდ ქვეყა-
ნა რომ დაიქცეს, მაინც არ ეთმობათ ეს განსხვავებული მზერა. ისი-
ნი ერთმანეთში იძირებიან, თუ გნებავთ ვიტყვი; ერთმანეთში ჩა-
ყურყუმლავდებიან-მეთქი, მაგრამ საჭირო არაა, „ჩაძირვაც“ მშვე-
ნივრად გამოგვადგება. აქ სინდისის ქენჯნაც ურევია, ოღონდ სა-
იდან მოდის იგი, ამას არ გამოვეკიდები. მე ერთი უბრალო აზნაური
ვარ და ვერავინ მომთხოვს სამყაროს საიდუმლოებებში ვერკვე-
ოდე. ოღონდ მაინც ვიტყვი, რომ ამაზე უტკბესი სინდისის ქენჯნა სა-
ერთოდ არ არსებობს, ორივეს გულში უღვივის იგი, ორივეს ეტყობა
თვალებში და ასე, უეცრად, – ყოველგვარი მსოფლწესრიგიდან
ამოვარდნილები, ჯიქურ მიემართებიან ერთმანეთისაკენ. ისინი
ჩვეულებრივ ენაზე საუბრობენ, ხან რას იტყვიან და ხან რას, მაგრამ
ყველაფერი სიცრუეა, ისევე როგორც სიცრუეა ის ჩვეულებრივი
ენაც და ამიტომაც აქვთ ბაგე ოდნავ ყალბად მოღრეცილი და თვა-
ლებში ტკბილი სიცრუე უდგათ. ერთი შესცქერის მეორეს თმაზე,
ტუჩებზე, სხეულის ნაკვთებზე, მერე მატყუარა თვალებს სწრაფად
ხრიან ან სადღაც ყველაფრის მიღმა იყურებიან, სადაც არც არაფე-
რი აქვთ საძებარი და ვერც ვერაფერს ხედავენ, რადგან ორივეს
თვალები ბრმაა ყველაფრის მიმართ, ერთიმეორის გარდა.ის თვა-
ლები მხოლოდ იმიტომ იმალებიან ამ სამყაროში, რათა სულ მალე
კიდევ უფრო გაბრწყინებულნი მიაჩერდნენ ერთიმეორის თმას, ტუ-
ჩებს, სხეულის ნაკვთებს, რამეთუ ყველაფერ ამას ყოველგვარი წე-
სისა და რიგის ჯიბრზე აღარაფერი სცხია სიუცხოვისა, მით უმეტეს
გულგრილობისა ან უსიამობისა, შესაზიზღებელისა ხომ არა და არა,
რადგან იგი ვიღაცის კი არა, უკვე მეორესია და აღტაცების, ჟინის
საგნადაა ქცეული, იგი შეხების სურვილს გიღვიძებს, იმ ნეტარებას
გპირდება, რასაც წინასწარ გრძნობდნენ, რაზეც ქურდულად ოცნე-
ბობდნენ შენი თვალები.
ეს ჩემი სიტყვის ერთ-ერთი პარაგრაფია, ზუზუ, ვიწყებ შემდეგ
მონაკვეთს. ყურადღებით მისმენთ? დიახ, ისე მიგდებთ ყურს, თით-
ქოს პირველად ისმენდეთ სიყვარულზე საუბარს, არა? როცა სიცრ-

423
უისა და მიეთ-მოეთისგან თავდახსნილებს მოყირჭდებათ მათი ყო-
ველნაირი გამოვლენანი, როცა ისე მოიშორებენ ყოველგვარ სი-
ყალბეს, თითქოს უკვე სამოსს იშორებდნენ ტანიდან, და ამქვეყნად
ერთადერთ ჭეშმარიტ სიტყვას, მათთვის ერთადერთ ჭეშმარიტ სიტ-
ყვას წარმოთქვამენ, რომლის წინაშე სხვა დანარჩენი მხოლოდ
თვალთმაქცური ლაყბობაა და მეტი არაფერი. ეს სიტყვა არის ,,მიყ-
ვარხარ“. ესაა ჭეშმარიტი განთავისუფლება, უთამამესი და უტკბი-
ლესი, რომლის სადარი არაფერია ამქვეყნად. და ამ სიტყვის თქმაზე
მათი ტუჩები ერთმანეთს კოცნაში უერთდებიან, თუ ერწყმიან და ეს
არის ამ გათიშულობისა და განცალკევებულობის სამყაროში ერთა-
დერთი და შეუდარებელი მოვლენა, რომელსაც შეუძლია ცრემლნი
დაგადინოს თვალთაგან. თქვენ კი რა უკმეხად ილაპარაკეთ კოცნა-
ზე, როცა იგი გათიშულობისა და შენი საკუთარი თავის გარდა ყვე-
ლას და ყველაფერის მიმართ ზიზღიანი დამოკიდებულების დასას-
რულია! ვაღიარებ, ვაღიარებ და თან დიდი სიამოვნებით, რომ იგი
დასაწყისია სხვა დანარჩენისა, რადგან იგია უსიტყვო, საოცარი
დასტური იმისა, რომ სიახლოვე, უკიდურესი სიახლოვე, ზღვარწაშ-
ლილი სიახლოვე, სწორედ ის სიახლოვე, აქამდე ლამის გულისამ-
რევი რომ გვეჩვენებოდა, თურმე ყველაზე სანუკვარი გრძნობის გა-
მოხატულება ყოფილა, სიყვარული, ზუზუ, შეყვარებულთა ხელით
ყველაფერს ლამობს, უკიდურეს ღონეს მიმართავს, რათა უსაზ-
ღვრო, სრულყოფილ სიახლოვეს მიაღწიოს ორი სიცოცხლის ჭეშმა-
რიტ, სრულ ერთარსებად ქცევას შეეცადოს, რაც სასაცილოდ და
სამწუხაროდ, დიდი ძალისხმევის მიუხედავად, მაინც განუხორციე-
ლებელი რჩება. ბუნებას იგი მაინც ვერ მოერევა, მერე რა, რომ სიყ-
ვარულიც ბუნების მოგონილია, გულისგულში ბუნება მაინც გან-
ცალკევების მომხრეა. ორისგან რომ ერთი წარმოიქმნება, ეს შეყვა-
რებულთა ერთარსებად ქცევას სულაც არ ნიშნავს, ეს ამბავი მაინც
მათ გარეშე ხდება, მესამის, ბავშვის სახით, რომელიც მათი ძალის-
ხმევის ნაყოფია. ესეც არ იყოს, მე შვილებსა და ოჯახურ ბედნიერე-
ბაზე როდი ვლაპარაკობ, ეგ ჩემი თემის საგანი არც არის და არც შე-
ვეჭიდები. მე ვლაპარაკობ სიყვარულზე ახალი და კეთილშობილ-

424
ური სიტყვებით და ვცდი სულ სხვა თვალით დაგანახოთ იგი, ზუზუ,
გაგიღვიძოთ მისი ამაღელვებელი მშვენიერების აღქმის უნარი, რა-
თა აღარასოდეს წამოგცდეთ მასზე ასეთი უკმეხი სიტყვები.
ჩემს სიტყვას პარაგრაფებად ვყოფ, რაღგან ერთი ამოსუნთქვით
ყველაფრის თქმა არ შემიძლია, აქაც ვასრულებ ერთ მონაკვეთს,
მომდევნო მონაკვეთზე გადავდივარ და შემდეგს მოგახსენებთ:
სიყვარული, ძვირფასო ზუზუ, მხოლოდ შეყვარებულობაში რო-
დი ძევს, სადაც ჩვენდა გასაოცრად, ერთი განცალკევებული სხე-
ული მეორისთვის უსიამო ადარ არის. იგი ყველგან ტოვებს ნაზ ნაკ-
ვალევს, რაღაცით მიანიშნებს თავის არსებობას და ამ ქვეყანას ‒
ასე მოეფინება, როცა ქუჩის კუთხეში ატუზული მათხოვარი ბავშვი
ამოგხედავთ და თქვენ არა მარტო ორიოდე გროშს მიაწვდით, არა-
მედ ხელთათმანით შეუმოსავ ხელსაც არ მოარიდებთ და თმაზე გა-
დაუსვამთ, თუმცა თმა შეიძლება ტილებით ჰქონდეს სავსე და თან
თვალებში შესცინებთ, მაშინ იმაზე უფრო ბედნიერი გააგრძელებთ
გზას, ვიდრე აქამდე იყავით. და განა ეს სიყვარულის ნაზი ნაკვალე-
ვი არ არის? ერთი რამ მინდა გითხრათ, ზუზუ: ბავშვის ტილიან თმას
შიშველ ხელს რომ გადაუსვამთ და ამის შემდეგ იმაზე უფრო ბედ-
ნიერად იგრძნობთ თავს, ვიდრე მანამდე იყავით, იქნებ ეს უფრო
საკვირველი მაცნე იყოს სიყვარულისა, ვიდრე საყვარელი სხეულის
ალერსია. მიმოიხედეთ ირგვლივ, ისე შეხედეთ ადამიანებს, თით-
ქოს პირველად ხედავდეთ! ყველგან დაინახავთ სიყვარულის ნაკვა-
ლევს, მის მინიშნებებს, სიყვარულში გამოტყდომას განცალკევე-
ბულ, ერთიმეორის ხორციელების დამგმობ-უარმყოფელთაგან.
ადამიანები ხელს ართმევენ ერთმანეთს ‒ეს ჩვეულებრივი, ყოველ-
დღიური და ტრადიციული რამაა და შეყვარებულთა გარდა ამ დროს
სხვა ფიქრი არც არავის მოსდის თავში, მხოლოდ ისინი ტკბებიან ამ
შეხებით, რადგან მეტის უფლება ჯერ არ შეუძენიათ. სხვები ამ დროს
არც არაფერს გრძნობენ, ვერც ხვდებიან, რომ ხელის ჩამორთმევაც
სიყვარულიმა დააკანონა, მაგრამ მაინც ასე კი იქცევიან. მათი სხე-
ულები შორი-შორ დგანან, არც აპირებენ ერთმანეთთან მეტისმე-
ტად მიახლოებას, ღმერთმანი, არა, მაგრამ რა დისტანციაც არ უნ-

425
ნდა დაიცვან, რა მკაცრადაც არ უნდა გაუფრთხილდნენ თავიანთ
განცალკევებას, ერთმანეთს ხელს მაინც უწვდიან, უცხო ხელები ერ-
თდებიან, ერთმანეთს ეკვრიან, ეჭდობიან და ეს ვითომ არაფერია,
ჩვეულებრივი ამბავია, ამას რა.მნიშვნელობა აქვსო, ასე ფიქრობენ
და ასე ჰგონიათ. სინამდვილეში კი, კარგად თუ დავუკვირდებით, ხე-
ლის ჩამორთმევაც საოცრებათა სფეროს განეკუთვნება, ეს ბუნების-
გან მოწყობილი პატარა ზეიმია თავისივე არსიდან გადახვევის გა-
მო, ესაა უცხოსაგან უცხოსადმი ზიზღის დაძლევის მაგალითი, ეს
ყველგან საიდუმლოდ მყოფი სიყვარულისგან დატოვებული კვა-
ლია.
ჩემი ლუქსემბურგელი ქალბატონი დედიკო უეჭველად იტყოდა,
ასე ვერაფრით ვერ ილაპარაკებდიო ‒ ეს მხოლოდ მშვენიერი მო-
ნაჩმახიაო, მაგრამ პატიოსწებას გეფიცებით, ასე ვილაპარაკე, სიტ-
ყვა წყალივით მომდიოდა. იქნებ ნაწილობრივ ბელემის გალერეის
არაჩვეულებრივი, ზედმიწევნით თავისებური სილამაზის ბრალიც
იყო, ასეთი ორიგინალური სიტყვა რომ გამომივიდა, მაგრამ ამას რა
მნიშვნელობა აქვს, მთავარია, რომ ასე ვილაპარაკე და როცა სიტ-
ყვა დავასრულე, მოხდა საკვირველება: ზუზუმ ხელი გამომიწოდა!
ჩემთვის არ შემოუხედავს, თავი ისე ჰქონდა მიბრუნებული, თითქოს
იქვე ქვის საოცარ ჩუქურთმას აკვირდებაო, გამომიწოდა მარჯვენა
ხელი, რადგან მე, ცხადია, მარცხნიდან ვედექი, მეც ჩამოვართვი,
ხელი ხელზე მოვუჭირე და მანაც ხელის მოჭერით მიპასუხა, თუმცა
ხელი იმწამსვე გამომტაცა და წარბშეჭმუხვნილმა მითხრა:
‒ ის ნახატები სადღაა, უნებართვოდ რომ დახატეთ? სადაა-მეთ-
ქი! ბოლოს და ბოლოს, აღარ მომაწვდით?
‒ რას ამბობთ, ზუზუ, ჩემი დაპირება არ დამვიწყნია და არც ვაპი-
რებ დავივიწყო... თქვენც ხომ კარგად მოგეხსენებათ, შემთხვევა
რომ არ მომეცა...
‒ პირდაპირ მებრალებით, ფანტაზია რომ არ გყოფნით და შემ-
თხვევა ვერ გამოგინახავთ, ‒ მითხრა მან, – ვატყობ, ჩემი დახმარე-
ბა გჭირდებათ, მეტი სიფხიზლე და დაკვირვების უნარი რომ გქონ-
დეთ, უჩემოდაც გეცოდინებოდათ, სახლს უკან, პატარა ბაღჩაში,

426
ოლეანდრის ბუჩქებში, უფრო სწორად, ფანჩატურში, ერთი ძელსკა-
მი რომ დგას, სადაც ნასაუზმევს მიყვარს ხოლმე განმარტოება. წე-
სით, ეს უნდა გცოდნოდათ, მაგრამ, რა თქმა უნდა, არ იცით და ასეც
მიფიქრია ხოლმე, როცა იქ ვმჯდარვარ. იოტისოდენა ფანტაზია და
მოხერხება რომ გაგაჩნდეთ, ბევრჯერ შეგეძლოთ ნასაუზმევს, ყავის
დალევის შემდეგ ისე მოგეჩვენებინათ თავი, ვითომ წახვედით, წას-
ვლით მართლა წახვიდოდით, ცოტას გაივლიდით, დაბრუნდებო-
დით, ფანჩატურში მომაგნებდით და თქვენს ნაჯღაბნს მომცემდით.
მაშ, იქნებ ახლა მაინც მოიქცეთ ასე, რას იტყვით, მპირდებით?
‒ უეჭველად, ზუზუ? რა უბრალო და თან რა ბრწყინვალე აზრია!
მაპატიეთ, რომ ოლეანდრებში ჩადგმული ძელსკამისთვის აქამდე
ყურადღება არ მიმიქცევია! ეტყობა, ისე ღრმადაა მიმალული, რომ
არ შემიმჩნევია. მაშ, თქვენ ნასაუზმევს იმ ბუჩქნარში ზიხართ მარ-
ტოდმარტო? მაგას რა ჯობია! ზუსტად ისე მოვიქცევი, როგორც მით-
ხარით. ყველას გამოვემშვიდობები, მათ შორის თქვენც, ვითომ
მართლა შინ მივდიოდე, მერე კი ჩემი ნახატებიანად თქვენსკენ გა-
მოვეშურები. აი ჩემი ხელი.
‒ თქვენი ხელი თქვენ გქონდეთ! Shake hands161 მერეც მოვესწრე-
ბით, თქვენი ეკიპაჟით შინ რომ დავბრუნდებით, მაშინ. აბა რა აზრი
აქვს წამდაუწუმ ჩამოვართვათ ერთმანეთს ხელი.

161
ხელის ჩამორთმევა (ფრანგ)

427
მეთერთმეტე თავი

ცხადია, პაემანზე შეთანხმების გამო თავს ბედნიერად ვგრძნობ-


დი, მაგრამ ისიც გასაგებია, ზუზუსთვის ის წყეული, მართლა უზნეო
სურათები რომ უნდა მეჩვენებინა, ამის გახსენებაზე შიშით მეწურე-
ბოდა გული. მე ხომ სხვადასხვა პოზაში დახატულ ზაზას მშვენიერ
სხეულს და სახეს ზუზუსთვის დამახასიათებელი კავები მივახატე,
ამით მისი სხეული ზუზუს მივაკუთვნე და ახლა აღარ ვიცოდი, პორ-
ტრეტის შექმნის ასეთ თავხედურ მანერას ზუზუ როგორ მოეკიდებო-
და. ამავე დროს საკუთარ თავს ვეკითხებოდი, რა აუცილებელია კუ-
კუკებთან ვისაუზმო და შემდეგ შინ წასვლის კომედია გავითამაშო-
მეთქი. თუკი ზუზუ ნასაუხმევს ყოველთვის იქ იჯდა, მაშინ ნებისმიერ
დღეს შემეძლო ოლეანდრებში შეყუჟულ ძელსკამთან მალულად
მივსულიყავი, მით უმეტეს, რომ ნასაუზმევს სიესტის დრო დგებოდა.
მხოლოდ იმას ვნატრობდი, ნეტავ პაემანზე იმ წყეული, თავხედური
სურათების გარეშე შემძლებოდა მისვლა!
არ ვიცი, რისი ბრალი იყო, იმის, რომ მათ გარეშე მისვლის უფ-
ლება არ მქონდა და ზუზუს რისხვის მეშინოდა, რომელიც კაცმა არ
იცის, როგორ გამომჟღავნდებოდა, თუ ჩემს მგრძნობიარე სულში
გარდატეხა მოხდა ახალი ძლიერი შთაბეჭდილებების გამო, რაზეც
ახლავე გიამბობთ, და ამან გამინელა პაემანზე მისვლის სურვილი.
ასე იყო თუ ისე, დღე დღეს მისდევდა და ზუზუს წინადადებას კი არ
ვიყენებდი. რაღაც ნამდვილად მოხდა: ვიმეორებ, მოხდა გარდატე-
ხა, პირქუში დიდებულებით აღსავსე ერთი ამბის გამო, რამაც სულ
რამდენიმე საათში შეცვალა შეწყვილებულ ხატებასთან ჩემი დამო-
კიდებულება ‒ მან მისი ერთ-ერთი ნაწილი ანუ დედის ხატება,
მძლავრი, სისხლივით წითელი შუქის ნაკადში გაახვია და მეორე
ნაწილი, ანუ მომხიბლავი ქალიშვილი, ამის გამო ოდნავ ჩრდილ-

428
ში მოექცა.შუქისა და ჩრდილის შედარება ალბათ იმიტომ ვიხმარე,
რომ ხარების არენაზე ესოდენ მნიშვნელოვან როლს თამაშობდა
განსხვავება მცხუნვარე მზით განათებულ და ჩრდილში მოქცეულ
ნახევრებს შორის, იქ, ცხადია, ჩრდილის მხარეს ენიჭებოდა უპირა-
ტესობა და წარჩინებული ხალხიც იქ ვისხედით, უბრალო ხალხი კი
მცხუნვარე მზეში იხრუკებოდა...
ჰო, მართლა, მე ისე უბრალოდ ვახსენე ხარების არენა, თითქოს
მკითხველმა უკვე იცოდეს, საქმე ამ უაღრესად საინტერესო, ძველი-
ბერიულ სანახაობაზე ჩემს ყოფნას რომ შეეხება, წერა საკუთარ
თავთან საუბარს როდი ნიშნავს, წერისას აუცილებელია თანმიმ-
დევრულად მიჰყვე მოვლენებს, კარგად აწონ-დაწონო ყველაფერი
და მკითხველი დინჯად, ნახტომების გარეშე მიიყვანო სათქმელთან
უპირველეს ყოვლისა, ვიტყვი, რომ იწურებოდა ლისაბონში ჩემი
ყოფნის ვადა, უკვე სექტემბრის ბოლო დღეები იდგა. მოახლოვდა
,კაპ არკონას“ ჩამოსვლის დღე და გამგზავრებამდე ლამის ერთი
კვირაც აღარ მრჩებოდა, ამიტომ გამიჩნდა სურვილი, რუა და პრა-
ტაზე მდებარე ბუნების ისტორიის მუზეუმი მეორედ და უკანასკნე-
ლად, ჩემით მომენახულებინა. გამგზავრებამდე ერთხელ კიდევ
მინდოდა მენახა ვესტიბიულში ყელმოღერებული თეთრი ირემი,
რომელიღაც წინარეისტორიული ფრინველი, საბრალო დინოზავ-
რი, უზარმაზარი ჭიანჭველაჭამია, საყვარელი ღამურა მაიმუნი
შლანკორი და კიდევ მრავალი სხვა, თუნდაც ნეანდერტალელთა
საყვარელი ოჯახი და ის ადრეული ადამიანი, მზეს ყვავილების თაი-
გულს რომ უძღვნიდა.
ეს სურვილი შევისრულე. ყოვლისსიმპატიით გულსავსემ, ერთ
მშვენიერ დილას, მეგზურების გარეშე შემოვიარე კუკუკის შექმნი-
ლი მუზეუმის პირველი სართულის ოთახები და დარბაზები, სარდა-
ფის ტალანები, მერე ვიფიქრე, აქაურობის პატრონმა ხომ უნდა იცო-
დეს, გულმა აქეთ რომ გამომიწია-მეთქი, და პროფესორ კუკუკს თა-
ვის ბიუროში შევუარე. იგი ჩვეულებისამებრ გულთბილად შემეგება,
მუზეუმის ერთგულება შემიქო და შემდეგ ერთი ამბავი მამცნო:
დღეს, შაბათს, მეფის ძმის, პრინც ლუი-პედროს დაბადების დღეა,

429
და მის საპატივცემულოდ ხვალ, კვირას, ნაშუადღევის სამ საათზე,
კამპო პეკუენოს დიდ არენაზე, ხარების ბრძოლა იმართებაო.
კორიდას თვით პრინცი დაესწრება და მეც, ჩემს ქალბატონებ-
თან და ბატონ ჰურტადოსთან ერთად ვფიქრობ ამ ხალხურ სანახაო-
ბაზე წავიდეო. ბილეთები ჩრდილის მხარეს მაქვს. ერთი ბილეთი
თქვენთვისაც ვიგულე, რადგან ვიფიქრე, განათლების მიზნით სა-
მოგზაუროდ წამოსული კაცისთვის უკეთესი რა უნდა იყოს, რაკი
პორტუგალიიდან წასვლამდე შემთხვევა გამოგიჩნდათ, კორიდას
დასწრებოდითო. თქვენ როგორ ფიქრობთო?
როგორ ვფიქრობდი და ცოტა არ იყოს, გული მიკანკალებდა.
პროფესორს ასეც ვუთხარი, სისხლის დანახვის მეშინია და რამდე-
ნადაც საკუთარ თავს ვიცნობ, ასე მგონია, ამ ხალხური ჭრისა და
ჩეხვის გამძლები კაცი არ უნდა ვიყო-მეთქი. ხარი ხშირად ისე გამო-
ფატრავს ცხენს მუცელს, ნაწლავებს გადმოაყრევინებსო, გამიგო-
ნია. ამის ყურება, არა მგონია, მესიამოვნოს, რომ აღარაფერი
ვთქვა ხარზე, რომელიც, უბრალოდ, შემეცოდება-მეთქი ალბათ
მეტყვით, ისეთი სანახაობა, ქალის ნერვები რომ უძლებს, არც
თქვენთვის იქნება აუტანელიო, პირიქით, იქნებ სასიამოვნოც გა-
მოდგესო, მაგრამ ეს ქალები იბერიელები არიან, აქაურ მკაცრ ტრა-
დიციებზე აღზრდილნი, მე კი ერთი აზიზად გაზრდილი უცხოელი
ვარ-მეთქი და რა ვიცი, კიდევ რა აღარ ვილაპარაკე, მაგრამ კუკუკმა
დამამშვიდა,კორიდაზე ასეთი უსიამო წარმოდგენა რატომ შეგიქ-
მნიათო. კორიდა, მართალია, სერიოზული სანახაობაა, მაგრამ შე-
საზიზღებელი არაფერი სჭირსო. პორტუგალიელები ცხოველების
მოყვარული ხალხია და შესაზიზღებელს ვერაფერს აიტანენო. რაც
შეეხება ცხენებს, მათ დიდი ხანია გამძლე ასალებს უკეთებენ, რათა
სერიოზულად არაფერი დაუშავდეთო, ხოლო ხარი აქ უფრო რაინ-
დულად კვდება, ვიდრე სასაკლაოზეო. ისე, თქვენი ნება არ არის, თუ
გნებავთ სანახაობას თვალსაც მოარიდებთ და ყურადღებას სადღე-
სასწაულოდ მორთულ მაყურებელზე გადაიტანთ. თვით არენას და-
ათვალიერებთ, რაც თავისთავად ფერადოვანი, საამური სანახავია
და ეთნიკური თვალსაზრისითაც საინტერესოაო.

430
სხვა რა გზა მქონდა, მივხვდი, რომ არც ეს შემთხვევა უნდა გა-
მეშვა ხელიდან და პროფესორის ყურადღებაც უნდა დამეფასებინა.
მადლობა მოვახსენე და შევთანხმდით, რომ ჩემი ეკიპაჟით მას
და მისიანებს დანიშნულ დროს საბაგირო გზის ძირში დაველოდე-
ბოდი და იქიდან ერთად წავიდოდით კორიდაზე. ოღონღ ქუჩები
ხალხით იქნება გაჭედილი და ნელ-ნელა მოგვიწევს სიარულიო, გა-
მაფრთხილა კუკუკმა. ამაში იმწამსვე დავრწმუნდი, როცა კვირას
თადარიგი დავიჭირე და სასტუმროდან ჯერ კიდევ სამის თხუთმეტ
წუთხე გამოვედი. ასეთი ამბავი ჯერ ამ ქალაქში არ მენახა, თუმცა აქ
უკვე არაერთი კვირა დღე მქონდა გატარებული. მარტო კორიდა
მთელ ქალაქს ნამდვილად ფეხს ვერ აადგმევინებდა. დიდებულად
მხრებგაშლილი ავენიდა ეკიპაჟებითა და ხალხით იყო სავსე.
ერთმანეთში ირეოდა ცხენ ან ჯორებშებმული ფურგონები,
ვირზე ამხედრებული ხალხი და ფეხით მოსიარ·ულეები და ასე ნაბი-
ჯით მივუყვებოდით. ყველა კუთხიდან და მოსახვევიდან, ძველი ქა-
ლაქიდან თუ გარეუბნიდან, ახლომახლო სოფლებიდან მოედინე-
ბოდა ქალაქელთა და სოფლელთა ნაკადი, მოდიოდნენ მეტწილად
სადღესასწაულოდ მორთულ-მოკაზმულნი,მხოლოდ დღეისათვის
ამომზეურებულ ტანსაცმელში გამოწყობილნი და ამიტომაც მოდი-
ოდნენ ამაყად, გაცისკროვნებული, მაგრამ ღირსებით აღსავსე, ლა-
მის გრძნობამორეულები, მოდიოდნენ, როგორც მეჩვენება, გუნება-
დამჯდარნი, უხმოდ და უხმაუროდ, წამოძახილების გარეშე, ერთსუ-
ლოვნად მიემართებოდნენ კამპო პეკუენოსა და ამფითეატრისაკენ.
მაინც საიდან მოდის ეს უცნაური გულისწუხილი, მოწიწბის, თა-
ნაგრძნობისა და ნაღველშერე·ული მხიარულების ნაზავი გრძნობა,
რაც ადამიანს დღესასწაულით აღფრთოვანებული, ამაღლებული
განწყობილებით გაჟღენთილ-გაერთიანებული მასის დანახვაზე
ერევა ხოლმე? ამ გრძნობაში ძევს რაღაც ბუნდოვანი, პირველყო-
ფილი, რომელიც მოწიწებასთან ერთად შეშფოთებასაც აღძრავს.
ამინდი ჯერ კიდევ ზაფხულისებური იდგა, მზე ჩახჩახებდა და მის
შუქზე ბრჭყვიალი გაჰქონდა გრძელ-გრძელი ჭოკების სპილენძის
ბუნიკებს, შორიდან მომავალი მამაკაცები სიარულში რომ იშველი-

431
ებდნენ. მათ წელზე ფერად-ფერადი შარფები ერტყათ და თავზე
ფართოფარფლებიანი შლაპები ეხურათ. ქალებს სატინის პრიალა
კაბები ეცვათ, მკერდზე, სახელოებსა და ქობაზე ოქროსა და ვერ-
ცხლის ძაფით ნაქსოვი მაქმანით შემკული, ზოგს თმაში ესპანური
ჯიღა–სავარცხელი ებნია და უმეტესობას თავსა და მხრებს უფარავ-
და სავარცხელში ჩამაგრებული შავი ან თეთრი გიპიურის მანდილი,
რომელსაც აქ მანტილიას ეძახიან. შორიდან ჩამოსული გლეხის ქა-
ლების თავზე სულაც არ გამკვირვებია მანტილიის დანახვა, მაგრამ
სახტად დავრჩი, ლამის შევშინდი, როცა საბაგირო გზის სადგურთან
მისულმა დონა მარია პია დავინახე. მას, მართალია, პრიალა სატი-
ნის ხალხური კაბა არ სცმია, პირიქით, ელეგანტურ საღამოს კაბაში
იყო გამოწყობილი, მაგრამ თმაში ჩაბნეულ სავარცხელში მასაც შა-
ვი მანტილია ჰქონდა ჩამაგრებული. დონა მარიას არც უფიქრია
თუნდაც ღიმილით მოებოდიშებინა ამ ეთნიკური მასკარადის გამო
და მე მითუმეტეს არ მმართებდა გაღიმება. გაოგნებული, ჩვეულებ-
რივზე უფრო მეტი მოწიწებით ვეამბორე ხელზე. მანტილია საოც-
რად უხდებოდა: აჟურულ ქსოვილში მზე ატანდა და მას ღაწვებზე,
მის ფართო, სამხრეთულად ფერმკრთალ და მკაცრ სახეზე ფილიგ-
რანულ ჩრდილებს ხატავდა.
ზუზუს მანტილია არ ეხურა, მაგრამ ეთნიკურ დეტალად ჩემთვის
მისი მშვენიერი კავები კმაროდა. თქვენ წარმოიდგინეთ, იგი დედა-
ზე უფრო თალხ ტანსაცმელში იყო გამოწყობილი. დაახლოებით
ისე, როგორც ეკლესიაში მიმავალს უნდა სცმოდა. მამაკაცებიც,
პროფესორიც და დონ მიგუელიც, რომელიც ფეხით მოსულიყო
აქამდე და, სანამ ერთმანეთს მოვიკითხავდით, ამასობაში ისიც შე-
მოგვიერთდა, მკაცრად იყვნენ გამოწყობილნი – შავი ფრაკები ეც-
ვათ და ცილინდრები ეხურათ, მე კი ჩვეულებრივი, ფართოზოლე-
ბიანი ლურჯი კოსტიუმი მეცვა. თავს, ცოტა არ იყოს, შებოჭილად
ვგრძნობდი, მაგრამ უცხოელს გამოუცდელობა მეპატიებოდა.
მეეტლეს ვუბრძანე, გეზი ავენიდას პარკისა და კამპო გრანდესა-
კენ აეღო, სადაც ხალხმრავლობა ნაკლები იქნებოდა. პროფესორი
და მისი მეუღლე უკანა სკამზე დაბრძანდნენ მე და ზუზუ პირით მათ-

432
კენ დავსხედით, დონ მიგუელი კი მეეტლის გვერდით მოთავსდა.
თითქმის ჩუმად მივდიოდით, კანტიკუნტად თუ გაისმოდა სიტყვა და
ეს დუმილი უმთავრესად სენიორა მარიას ბრალი გახლდათ, იგი
ისე ზვიადად წელგამართული და სახეგაქვავებული იჯდა, რომ ხმის
ამოღების ხალისს გვიკარგავდა. მართალია, მისმა მეუღლემ ერ-
თხელ თუ ორჯერ წყნარად გადმომილაპარაკა რაღაც, მაგრამ ამა-
ზეც თვალით ითხოვა ნებართვა იბერიულად თავშეკავებული, მედი-
დური მეუღლისაგან და ვრცელი კითხვა-პასუხისაგან მანაც თავი შე-
იკავა. მთელი გზა ეტლის მსუბუქ რყევაზე ირხეოდნენ სენიორას
გრძელი გიშრის საყურეები
ცირკის მისადგომები ეკიპაჟებით იყო გაჭედილი. მათ შორის
გზას ნელა მივიკვლევდით და მოთმინებით ველოდით, როდის მოგ-
ვეცემოდა ეკიპაჟიდან გადმოსვლის საშუალება, შემდეგ შემოგვეგე-
ბა დიდი, წრიული არენა თავის ტიხრებით, კამაროვანი ბალუსტრა-
დებითა და ამფითეატრებით, სადაც ალაგ-ალაგ ჯერ კიდეგ მოჩანდა
თავისუფალი ადგილები. ბაფთიანმა მოსამსახურეებმა ჩრდილის
მხარეს ჩვენი ადგილები მიგვითითეს, მშვენიერი ადგილები გვქონ-
და, ზომიერი სიმაღლიდან გადავყურებდით ნახერხითა და ქვიშით
ყვითლად მოფენილ წრიულ მანეჟს. უზარმაზარი ამფითეატრი სწრა-
ფად გაიჭედა. კუკუკს არ გადაუჭარბებია, როცა მითხრა, ფერადო-
ვანი, დიდებული სანახაობა გელითო. ეს იყო მთელი ერის ფერადო-
ვანი,საერთო სურათი, სადაც არისტოკრატიას ცოტა რცხვენოდა მა-
ინც, თვითონ ჩრდილში რომ იჯდა და ცდილობდა როგორდაც შერ-
წყმოდა მცხუნვარე მზის ქვეშ მოქცეულ უბრალო ხალხს.
მანდილოსნებში საკმაოდ ბევრს, უცხოელებსაც კი, როგორიც,
მაგალითად, ფრაუ ფონ ჰიუონი და თავადის მეუდლე მაუროკორდა-
ტო ბრძანდებოდნენ, თმაში ჯიღა–სავარცხელი ებნია და მანტილია
ეხურა, ზოგს თავისი სამოსი გლეხური კაბებისთვის წაემსგავსებინა
და ოქროსა და ვერცხლის სირმით გაეწყო, ხოლო წარჩინებული ბა-
ტონები თავიანთი ოფიციალური ტანსაცმლით ხალხს თუ არა, ამ
წარმოდგენის ხალხურ ხასიათს მაინც სცემდნენ პატივს.
უზარმაზარ არენაზე სასიხარულო, ოღონდ თავშეკავებული მო-

433
ლოდინის განწყობილება სუფევდა და არც მზის მხარეს იგრძნობო-
და მდაბიოთა მდაბალი აღტყინება, რასაც ისინი ჩვეულებრივი სპო-
რტული მოედნების ტრიბუნებზე მოურიდებლად ამჟღავნებენ ხოლ-
მე. მღელვარებასა და დაძაბულობას მეც ხომ განვიცდიდი, მაგრამ
მაყურებელთა სახეებზე, რომელნიც ჯერ კიდევ ცარიელ არენას ჩას-
ცქეროდნენ, სადაც ყვითელი საფარველი მალე სისხლით უნდა შე-
ღებილიყო, კურთხეული სანახაობის მოლოდინით დაოკებულ თავ-
შეკავებულ მღელვარებას ამოიკითხავდით. უეცრად მუსიკა შეწყდა
და მავრიტანულ-ესპანური სტილის საკონცერტო პიესას პირდაპირ
გადაება ეროვნული ჰიმნი, ‒ თავიანთ ლოჟაში შემოვიდნენ პრინცი
და მისი მეუღლე. პრინცს ფრაკზე ვარსკვლავი ებნია, ხოლო
ღილკილოში ქრიზანთემა ჰქონდა გარჭობილი, მის მეუღლეს კი
სხვა მანდილოსნების მსგავსად, თავზე მანტილია ეხურა. ხალხი ფე-
ხზე წამოდგა და ტაში დაუკრა. იგივე განმეორდა მოგვიანებით,
ოღონდ სხვა პიროვნების საპატივცემულოდ.
საპატიო სტუმრები რომ შემოვიდნენ, სამს აკლდა ერთი წუთი,
საათმა პირველად ჩამოჰკრა თუ არა, მუსიკა გაგრძელდა და შუა
დიდი კარიბჭიდან დაიძრა მსახიობთა ჯგუფი. წინ მოუძღოდათ სამი
მახვილმტვირთველი, მათ აქსელბანდებიანი, ამოქარგული ბოლე-
როები, ფერადბუზმენტიანი, შუა კანჭამდე ჩასული ვიწრო შარვალი,
თეთრი წინდები და ბალთიანი ფეხსაცმელი ეცვათ. მათ უკან მოჰ-
ყვებოდნენ ბანდერილიეროები ჭრელბაფთებშებმული წვეტიანი
ჭოკებით ხელში და იმავე სტილში გამოწყობილი კაპეადორები, რო-
მელთაც ვიწრო, შავი ჰალსტუხები ეკეთათ, ხოლო მკლავზე მოკლე,
წითელი მოსასხამები ჰქონდათ გადაკიდებული. შემდეგ გამოჩნდა
შუბებით შეიარაღებული, შლაპიანი პიკადორების კავალკადა, მათ
ცხენებს ლეიბივით დალიანდაგებული ასალები ეკიდა მკერდსა და
ფერდებზე, ხოლო პროცესიას ყვავილებითა და ბაფთებით მორ-
თულ-მოკაზმული, ჯორებშებმული ფორანი ამთავრებდა. პროცესი-
ამ გადაჭრა ყვითელი არენა, პირდაპირ პრინცის ლოჟისაკენ გა-
ემართა, ყოველმა მონაწილემ დიდებულებს მდაბლად დაუკრა თავი
და შემდეგ გაიფანტა. დავინახე, სანამ დამცველ ბარიერს იქით გად-

434
ავიდოდნენ. როგორ გადაიწერა რამდენიმე ტორეადორმა პირჯვა-
რი.
ამ დროს პატარა ორკესტრმა ერთხელ კიდევ შუაში გაწყვიტა
დაკვრა და დადუმდა. გაისმა ერთადერთი საყვირის გამყივანი ხმა.
ირგვლივ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ამ დროს იღება პატარა
ჭიშკარი, რომელიც აქამდე არც შემინიშნავს, და იქიდან მოჰქრის ‒
დიახ, აწმყოს ფორმებს ვიშველიებ, რადგან ის სურათი დღესაც ცხა-
დად მიდგას თვალწინ – იქიდან მოჰქრის რაღაც სტიქიური ძალა,
ხარი, შავი, მძიმე, უზარმაზარი, აშკარად უძლეველი, გროვა გამანა-
ყოფიერებელი და მომაკვდინებელი ძალისა, რაშიც ადრინდელი
ძველი ხალხები უეჭველად ღმერთ-ცხოველს, ანუ ცხოველ ღმერთს
დაინახავდნენ, იგი მუქარით აბრიალებს პატარა თვალებს, რქები,
ყანწებივით გადრეკილი რქები მკვიდრად ადგას ფართო შუბლზე და
მის ზემოთ აშვერილ წვეტებში უეჭველი სიკვდილია ჩაბუდებული.
იგი წინ მოისწრაფის, ჩერდება, წინა ფეხებს მიწას დაასობს, გაგიჟე-
ბული შეჰყურებს მოსასსამს, წელში წახრილი ერთ-ერთი კაპეადო-
რი მისგან მოშორებით სილაზე რომ აფენს, იქით მიექანება, მოსას-
ხამს რქებს დაასობს, ქვიშაში ჩაჯუჯგნის და იმ წუთში, როცა კისერს
მოიდრეცს და რქის მონაცვლებას დააპირებს, ის ჩია კაპეადორი
მოსასხამს გამოაცლის და ერთი ნახტომით ზურგსუკან მოექცევა,
უზარმაზარი, ღონიერი მასა მძიმედ დაბზრიალდება ადგილზე და ამ
დროს ორი ბანდერილიერო მსუქან ქედზე ჭრელი ბაფთებით შემ-
კულ ორ-ორ შუბს დაარჭობს. შუბები სხეულში რჩება, ეტყობა, ბო-
ლოში კაუჭები აქვთ და იოლად არ გამოვარდებიან, ასეცაა, ალმა-
ცერად გამოჩრილნი ქანაობენ თამაშის ბოლომდე.ზუსტად შუა კე-
ფაში დაასო მესამემ მოკლე ბუმბულით შემოსილი შამფური და მას
შემდეგ ამ მტრედის ფრთებივით გაშლილ სამკაულს დაატარებდა
სიკვდილის წინააღმდეგ სამკვდრო-სასიცოცხლო·ბრძოლაში ჩაბ-
მული ხარი.
მე კუკუკსა და დონა მარია პიას შუა ვიჯექი. პროფესორი ჩუმად
მიხსნიდა კორიდის წვრილმანებს. ბრძოლაში ჩაბმული მოთამაშეე-
ბის სახელებიც მისგან შევიტყე. მისგანვე მოვისმინე, რომ ხარი

435
დღევანდელ დღემდე თურმე მეფურად ცხოვრობდა იალაღზე და
ზრუნვითა და პატივისცემით იყო გარემოსილი.
ჩემს ხელმარჯვნივ დაბრძანებული დიდებული ქალბატონი დუმ-
და. ნაყოფიერებისა და სიკვდილის ღმერთსა და ქვემოთ გათამაშე-
ბულ მთელ სცენას მხოლოდ მაშინ თუ მოაცილებდა თვალს და თავს
მოაბრუნებდა, ხმაურისათვის ქმარი რომ უნდა დაეტუქსა. მანტილი-
ით მოჩრდილული მკაცრი, სამხრეთულად ფერმკრთალი სახე გაქ-
ვავებოდა, მაგრამ მკერდი სწრაფად აუდ-ჩაუდიოდა და მე, რაკი
დარწმუნებული ვიყავი, რომ ვერაფერს შემამჩნევდა, მთელი ყუ-
რადღებით უფრო მის სახესა და დაუოკებელი მღელვარებისგან აზ-
ვირთებულ მკერდს ვუყურებდი, ვიდრე ბანდერილიებდასობილ,
ქედზე სასაცილოდ ფრთებაშვერილ და უკვე სისხლდადენილ სამ-
სხვერპლო ხარს. დიახ, სამსხვერპლოს ვუწოდებ, რადგან კაცი
ბრიყვი უნდა ყოფილიყავი, არ გეგრძნო ის დამთრგუნველი და თან
ღვთიური სიხარულის მომნიჭებელი, აღტყინებით, სისხლითა და
მოწიწებით შეზავებული განწყობილება, ამ უძველესი ხალხური სა-
ნახაობის, საუკუნეების მიღმა ჩაკარგული სიკვდილის ზეიმის გა-
ცოცხლებით გამოწვეული, ირგვლივ ყველაფერი რომ განემსჭვა-
ლა. შემდეგ, უკვე ეტლში რომ ვისხედით და პროფე–სორს ლაპარა-
კის უფლება მიეცა, იგი მესაუბრა ამ ფენომენზე, მაგრამ ჩემს ნატიფ
და გრძნობაგამახვილებულ სულს მისი ცოდნა-განათლებისგან არ-
სებითი და ახალი არაფერი შეუძენია. მრისხანებასთან შერწყმულმა
აღტყინებამ ამოხეთქა, როცა რამდენიმე წუთში ხარმა ინსტინქტით
იგრძნო, ეს ამბავი კარგად არ დამთავრდებაო, იგრძნო მისი ძალა
და გონება უთანასწორო ბრძოლაში რომ იყო ჩაბმული, და იმ კა-
რისკენ იბრუნა პირი, საიდანაც გამოუშვეს, მოინდომა ფერდებსა და
ქედშიჩასობილი ბაფთებიანი შუბებითურთ ბოსლის სიმყუდრო-
ვისთვის შეეფარებინა თავი, დამცინავმა ხარხარმა შეაზანზარა
იქაურობა. ჯერ მზის მხარეს, მერე ჩვენთანაც წამოიჭრა ხალხი ფეხ-
ზე, უსტვენდნენ, ღრიალებდნენ, იფურთხებოდნენ და იგინებოდნენ·
ჩემი დიდებული ქალბატონიც წამოიჭრა ფეხზე, მოულოდნელად
მჭახედ დაუსტვინა, ლაჩარს ბრანწი გაუკეთა და ო-ხო-ხო-ხოო, და-

436
მცინავი ხარხარიც დაადევნა თან. პიკადორებმა ხარს გზა გადაუღო-
ბეს და თავიანთი ბლაგვი შუბები აძგერეს, ახალ-ახალი, ფერად-ფე-
რადი შუბები ჩაასვეს ხარს კისერსა, ზურგსა და ფერდებში, ზოგს გა-
საშმაგებლად საფოიერვერკო შუშხუნები ჰქონდა დატანებული და
შუშხუნები ტკაცატკუცითა და შიშინით იწვოდნენ ხარის ტყავზე. მა-
ყურებლის გამაღიზიანებელი ის ჭკვიანური რეაქცია შეურაცხყოფი-
საგან ელვისებურად გადაიქცა ბრმა მძვინვარებად, რაც სიკვდილ-
თან თამაშში ჩაბმულ ღონიერ პირუტყვს უფრო შეეფერებოდა. იგი
ისევ ჩაება თამაშში და ეტყობა, ღალატს აღარც აპირებდა.ერთი ცხე-
ნი თავის მხედრიანად უკვე ქვიშაზე გორავდა. ერთმა კაპეადორმა,
ეტყობა, ყურადღება მოადუნა, რადგან ხარმა იმწამსვე წამოიგო ღო-
ნიერ რქებზე და მიწაზე მძიმედ მოისროლა. გამხეცებული ცხოველი
წითელი ფერისადმი თანდაყოლილი ზიზღის წყალობით მოაცილეს
უძრავად დაგდებულ სხეულს, კაპეადორი ასწიეს და ტაშის გრიალში
გაიტანეს არე–ნიდან, ოღონდ მე კარგად ვერ მივხვდი, ის ტაში და-
შავებულს ეკუთვნოდა, თუ მორკინალ ხარს, ალბათ ორივეს.
მარია და კრუციც გამალებით უკრავდა ტაშს, შიგადაშიგ კი პირ-
ჯვარს იწერდა და თავის მშობლიურ ენაზე რაღაცას ჩურჩულებდა,
ალბათ დაშავებულის გადარჩენისთვის თუ ლოცულობდა. პროფე-
სორმა ბრძანა, კაპეადორს, რამდენიმე ნეკნი ჩაემტვრეოდა და ტვი-
ნის შერყევაც ექნებაო. აი, ეს არის რიბეირო, ნახეთ, რა ლამაზი ბი-
ჭიაო, წამოიძახა მერე, როცა მებრძოლთა ჯგუფს ერთი ესპადა გა-
მოეყო, რომლის პოპულარობას მოწმობდა მაყურებელთა ერთსუ-
ლოვანი ამოოხვრა და მისასალმებელი შეძახილები. ამ დროს და-
ნარჩენებმა უკან დაიხიეს და რიბეირო გამძვინვარებული ხარის პი-
რისპირ მარტო დარჩა მანეჟზე. რიბეირო ჯერ კიდევ პროცესიის
მსვლელობისას მომხვდა თვალში, ჩემს თვალს ხომ სილამაზე და
ელეგანტურობა არ გამოეპარებოდა და ჩვეულებრივისგან იმწამსვე
გამოარჩევდა ხოლმე. ეს თვრამეტ-ცხრამეტი წლის ყმაწვილი მარ-
თლაც მშვენიერი გახლდათ. წარბებზე ჩამოფხატული სწორი შავი
თმის ქვეშ ფაქიზად გამოკვეთილი ესპანური ტიპის სახე მოუჩანდა,
ტუჩებზე ძლივს შესამჩნევი ღიმილი ეფინა, რაიც ან ტაშმა მოჰგვა-

437
რა, ან იექნებ სიკვდილის ზიზღმა და საკუთარი ძალის შეგრძნებამ.
აი, წვრილ, შავ თვალებში კი სიმშვიდე და სერიოზულობა ეხატებო-
და. საბეჭურებიანი ამოქარგული მოკლე ქურთუკი ძალიან შვენო-
და, ეხ, ასეთივე, მაჯებში მოვიწროებული ქურთუკი რამდენჯერ ჩა-
უცმევია ჩემთვის ნათლია შიმელპრისტერს და რიბეიროსი არ იყოს,
მეც ძალიან მომხდენია. ისიც შევნიშნე, რიბეიროს თხელი,
ზედმიწევნით არისტოკრატიული ხელები რომ ჰქონდა, ცალ ხელში
შიშველი დამასკური დაშნა ხელჯოხივით ეჭირა, მეორე კი წითელი
მოსასხამისთვის მოევლო, რომ არ აფრიალებოდა. სხვათა შორის,
როცა კარგად აჩუგნულ და სისხლით მორწყულ წრეს მიუახლოვდა,
დაშნა მიწაზე დააგდო და მოსასხამის კალთა ხარს ოდნავ აუფრი-
ალა, რომელიც მოშორებით იდგა და ტანიდან შუბების ჩამობერ-
ტყვას ლამობდა. შემდეგ რიბეირო ადგილზე გაქვავდა და კვლავ
ძლივს შესამჩნევი ღიმილითა და სერიოზული თვალებით შეაცქერ-
და მისკენ დაძრულ მრისხანე წამებულს, საკუთარი თავი მინდორში
მეხის დასახვედრად ეულად მდგარ ხესავით შესთავაზა ერთადერთ
სამიზნედ. ასე გაქვავებულივით იდგა დიდხანს, ძალიან დიდხანს;
იგი კარგად უნდა გცნობოდა, რომ არ შეგშინებოდა, თვალის ერთი
დახამხამებაც და მიწაზე ეგდება განგმირული, მუცელგამოფატრუ-
ლი და გათელილიო. ამის სანაცვლოდ მოხდა რაღაც უაღრესად
გრაციოზული, ფაქიზად გათვლილი, მშვენიერებამდე ამაღლებუ-
ლი. რქებმა გაკენწლეს იგი, ზედ შეირჩინეს ქობაზე შემოვლებული
ბუზმენტი და იმავ წამში ხელის ერთადერთი მსუბუქი მოძრაობით
ოდნავ აფრიალდა მოსასხამი, ანუ კაპა და-მრისხანე რქები იქით მი-
მართა, სადაც რიბეირო უკვე აღარ იდგა. წელში ერთი გაზნექა კმა-
როდა, რომ იგი ურჩხულს მეორე მხარეს მოჰქცეოდა და აი, ადამია-
ნის ფიგურას მკლავი შავი ზურგის გასწვრივ დარჩა გაწვართული,
იქვე აფრიალებულ კაპას კი ხარი რქებით ერკინებოდა და ერთმა-
ნეთთან შერწყმულმა ამ ჯგუფმა აღაფრთოვანა მაყურებელი. ხალხი
ყიჟინით წამოიჭრა ფეხზე და რიბეიროსა და ტოროს ძახილს მქუხა-
რე ტაში შეუერთა. მეც შემოვკარი ტაში და ჩემს გვერდით მჯდარმა
მკერდაზვირთებულმა ჯიშიანმა დედოფალმაც.

438
თვალს ძლივს ვაცილებდი ადამიანისა და ცხოველის მხატვრულ
კომპოზიციას, რომელიც სწრაფად იშლებოდა, მაგრამ თვალი მის-
კენ გამირბოდა, რადგან ამ პირქუში და სტიქიური ქალის პიროვნება
ჩემს არსებაში სულ უფრო და უფრო განუყოფლად ერწყმოდა იქ,
ქვევით წარმოდგენილ სისხლიან თამაშს.
რიბეირომ ტოროსთან დუეტში კიდევ არა ერთი და ორი ბრწყინ-
ვალე ილეთი გვიჩვენა და მშვენივრად მივხვდი, რომ ამ თამაშში
მთავარი იყო საფრთხის წინაშე საცეკვაო პოზების მიღება და საერ-
თოდ მოხდენილობისა და ძალის პლასტიკურ სურათად შერწყმა.
ერთხელ, როცა უკვე მისუსტებულმა ხარმა ამაო მრისხანებით თავი
მოაბეზრა მაყურებელს და მოწინააღმდეგისაგან ზურგშექცეული
უაზროდ ჩააცქერდა მიწას, თავის მხრივ, მისმა პარტნიორმაც შეაქ-
ცია მას ზურგი, ქვიშაში ჩაიჩოქა, მოხდენილად წამოიმართა, მკლა-
ვები აღმართა, თავი ჩაღუნა, მოსასხამი უკან გადაიგდო და ასე, მო-
სასხამის თრევით გაიარა რამდენიმე ნაბიჯი. ეს საკმაოდ მამაცური
ჟესტი გახლდათ, მაგრამ, ეტყობა, დარწმუნებული იყო, რომ ის რქი-
ანი პირუტყვი სულ ცოტა, ერთ წუთს მაინც ვერ გამოფხიზლდებოდა.
ერთხელ, ხარი უკან რომ მოსდევდა, რიბეირომ წაიფორთხილა,
მაგრამ ცალი ხელის დაბჯენა მოასწრო, მეორე ხელში აფრიალებუ-
ლი მოსასხამით კი ხარი გვერდზე გაიტყუა, კვლავ ფეხზე წამოხტა
და მეორე წამში პირუტყვს ზურგზე მსუბუქად გადაევლო. ისევ იქუხა
ტაშმა, მაგრამ რიბეიროს მადლობა არც ამჯერად უთქვამს, ეტყობა,
ტაშს ტოროსაც მიათვლიდა და ამ უკანასკნელს ხომ არაფერი გა-
ეგებოდა არც პატივისა და არც მადლიერებისა. მე ლამის მეშინოდა,
ესპადას უხერხულობის გრძნობა არ აწუხებდეს, აქამდე. იალაღზე
პატივით გარემოსილ სამსხვერპლო პირუტყვს ახლა ასე აგდებუ-
ლად რომ ექცევიან-მეთქი, მაგრამ მალე მივხვდი, რომ მთელ გემოს
ხალხური ტრადიცია სისხლისადმი ამ რიდსა და მოწიწებაში ატან-
და.
რიბეირო თამაშს მორჩა, ქვიშაზე დაგდებულ დაშნასთან მიირ-
ბინა, ცალ მუხლზე ჩაიჩოქა, მოპატიჟების ნიშნად მოსასხამი წინ გა-
იფინა და სერიოზული მზერა საბრძოლველად შემართულ, მაგრამ

439
მისკენ უკვე ძალაგამოცლილი ნახტომებით დაძრულ ხარს მიაპ-
ყრო. ახლოს, სულ ახლოს მოუშვა ხარი, ზუსტად გათვლილ წამს და-
შნა ხელში აიტაცა და პრიალა ფოლადი კისერში ვადის ნახევრამდე
ჩაასო. ხარი მოეშვა, მძიმედ გადაგორდა, რქები ერთი წამით ისე ჩა-
ასო ქვიშაში, თითქოს კვლავ წითელ მოსასხამს ჯუჯგნისო, შემდეგ
გვერდზე გადავარდა და თვალები გაეყინა.
ასეთი სიკვდილი მართლაც მოხდენილი და მშვენიერი იყო.
დღესაც თვალწინ მიდგას რიბეირო, როგორ უჭირავს იღლიის ქვეშ
მოსასხამი, ოდნავ ცერებზე წამოწეულა, თითქოს უჩუმრად უნდა გა-
ნერიდოს იქაურობასო და ერთხელ კიდევ მოუხედავს უძრავად მდე-
ბარე, დამარცხებულ მეტოქეს. მაყურებელი, როგორც ერთი კაცი,
ჯერ კიდევ იმ ხანმოკლე შეტაკებისას წამოიჭრა ფეხზე და ტაშით მი-
ესალმა სასიკვდილო თამაშის მეორე გმირს, რომელსაც გაქცევის
იმ ერთი ცდის შემდეგ თავი აღარ შეურცხვენია. ტაში მანამდე არ
ჩამცხრალა, სანამ ხარი ჯორებშებმული ფორნით არ გაიტანეს. რი-
ბეირო გვერდით მიჰყვა ფორანს. ამით უკანასკნელი პატივი მიაგო
თავის მსხვერპლს და უკან აღარ შემობრუნებულა. კარგახნის შემ-
დეგ სულ სხვა სახელით და სულ სხვა როლში მეწყვილებული ხატე-
ბის ერთ-ერთ ნაწილად ისევ გამომეცხადა იგი. დიახ, ნამდვილად ის
იყო. მაგრამ ამ ამბავს სხვა დროს გიამბობთ.
ვერც ესპადა თავიანთ წინამორბედებს ვერ შეედრებოდნენ. ეს-
პადამ ერთ ხარს ისე უშნოდ ჩაასო დაშნა, რომ მხოლოდ სისხლი და-
ადინა და ვერ წააქცია. ხარი ისე იდგა, თითქოს აღებინებსო, ფეხები
წინ გაედგა, კისერი წაეწვდინა და ქვიშაში მსხვილ ნაკადად ანთხევ-
და სისხლს. საზარელი საყურებელი იყო. ერთ მოუქნელ, ზედმეტად
აბრჭყვიალებულ, ყოყოჩა მატადორს ევალებოდა მისთვის სამად-
ლოდ მოეღო ბოლო და ბოლოს ხარს ვადამდე ჩარჭობილი ორი
დაშნა დარჩა სხეულიდან გამოჩრილი. ჩვენ წამოვედით, ეტლში მა-
რია პიას მეუღლემ მეცნიერულად აგვიხსნა ყველაფერი, რაც ჩვენ,
ანუ მე პირველად ვნახე. გველაპარაკა უძველეს რომაულ სალოცავ-
ზე, სადაც თაყვანს სცემდნენ ამაღლებულ, ქრისტიანულ სალოცავზე

440
დაბლა მდგომ სისხლის მოყვარულ ღვთაებას, რომლის კულტმა კი-
ნაღამ გადაუღობა გზა უფალ ქრისტეს მსოფლიო რელიგიას, რად-
გან მისი საიდუმლო უაღრესად პოპულარული ყოფილა ხალხში. ახ-
ლად მოქცეულები წყლის ნაცვლად ხარის სისხლით ინათლებოდ-
ნენ და ეტყობა, თვით ხარი მიაჩნდათ ღმერთად, რაკი მათი წარმოდ-
გენით იგი იმ ადამიანში განაგრძობდა სიცოცხლეს, ვინც მის
სისხლს დაღვრიდა. იყო ამ მოძღვრებაში მისი ყველა თანამონაწი-
ლისათვის საერთო, სიკვდილ-სიცოცხლის შემდუღაბებელი რაღაც
იდეა და მისი ისტერიულობა მკვლელისა და მოკლულის, ნაჯახისა
და მსხვერპლის, ისრისა და სამიზნეს გაიგივებასა და ერთიანობაში
ვლინდებოდა... მის ნაუბარს ცალი ყურით ვუსმენდი, მხოლოდ ის
მესმოდა, რაც ხელს არ შემიშლიდა იმ ქალის ცქერაში, რომლის არ-
სი და ხატი ისე აამაღლა ამ ხალხურმა დღესასწაულმა, რომ პირვე-
ლად გამოავლენინა თავისი ნამდვილი სახე და უცხო თვალის და-
სატკბობად მოამწიფა. ოღონდ ესაა, მკერდი ახლა აღარ უღელავდა
და საოცარი სურვილი გამიჩნდა, მისი მკერდი კვლავ აზვირთებული
მენახა.
ზუზუ, თავს ვერ დავუმალავდი, იმ სისხლიანი თამაშის ყურებაში
სულ გადამავიწყდა. მით უფრო მტკიცედ გადავწყვიტე, ბოლოს და
ბოლოს შემესრულებინა მისი დაჟინებული მოთხოვნა, ღმერთი მეხ-
სენებინა და მისთვის ის ნახატები მეჩვენებინა, თავის საკუთრებად
რომ თვლიდა, ანუ მეჩვენებინა ზუზუს კავებით დამშვენებული ტან-
შიშველი ზაზა. მეორე დღეს კუკუკებმა კვლავ მიმიწვიეს საუზმეზე.
იმ ღამით იწვიმა,ამიტომ დილით გრილოდა და შემეძლო თხელი
პალტო ჩამეცვა,რომლის შიდა ჯიბეში მშვენივრად ჩაეტია. დაგრაგ-
ნილი ფურცლები. ჰურტადოც იქ გახლდათ. სუფრასთან საუბარი
კვლავ გუშინ ნანახს და განცდილს უტრიალებდა და პროფესორის
საამებლად ის გაძევებული და დამარცხებული რელიგია ვახსენე,
ქრისტიანობიღან მისკენ პირდაპირი კიბე რომ ეშვებოდა.
მას ბევრი აღარაფერი აღმოაჩნდა სათქმელი, მაგრამ ის კი
თქვა, მთლად გაძევებული და დამარცხებული სულაც არ არის ის
წეს-ჩვეულებები, რადგან კაცობრიობის ყველა სალოცავში ხალხუ-

441
რი წესის მიხედვით ოდითგანვე ასდიოდა ოხშივარი სამსხვერპლო
პირუტყვის სისხლს, ღმერთის სისხლსო, და ამიხსნა, რა კავშირი
არსებობდა მსხვერპლთშეწირვასა და გუშინდელ სისხლიან დღესა-
სწაულს შორის. მე თვალი დიასახლისის მკერდისკენ გამექცა, იქნებ
კვლავ უღელავს-თქო.
ყავა მივირთვი, მერე მანდილოსნებს დავემშვიდობე და ვთხოვე,
ნება მომეცით წასვლის წინ ერთხელ კიდევ გინახულოთ-მეთქი. მა-
მაკაცები მუზეუმში აპირებდნენ მიბრუნებას, მათთან ერთად საბაგი-
რო გზით ჩავედი ქვემოთ, იქ დავემდობე, ათასი მადლობა გადავუ-
ხადე და იმედი გამოვთქვი,რომ ღვთის წყალობით, კიდევ შევხვდებ-
ოდით ერთმანეთს. მერე ვითომ „სავოი პალასისაკენ“ გავემართე,
რამდენიმე ნაბიჯი მართლა გადავდგი, ფრთხილად მივიხედ-მოვი-
ხედე და მომდევნო ვაგონეტით კვლავ ზევითკენ გავსწიე.
ვიცოდი, რომ ბაღჩის ჭიშკარი ღია დამხვდებოდა. ამინდი დილი-
დანვე გამოკეთდა და უკვე შემოდგომის მზით იყო გამთბარი.დონა
მარია, პიას ამ დროს სიესტას საათი ჰქონდა. ზუზუ ბაღის იმ კუთხეში
მეგულებოდა, საითკენაც სახლის გასწვრივ დატოვებული ხრეშმოყ-
რილი ბილიკი მიემართებოდა. კორდზე გეორგინები და ასტრები
ჰყვაოდა. სიღრმეში, ხელმარჯვნივ, ოლეანდრის ბუჩქნარი ნახევარ-
წრედ შემორტყმოდა ჩემთვის უკვე ნაცნობ ძელსკამს. საყვარელი
არსება ჩრდილში მიმჯდარიყო, ეცვა თითქმის ისეთივე კაბა, პირვე-
ლად რომ ვნახე მის ტანზე. როგორც უყვარდა, ისეთი სრული, ლუ-
რჯზოლებიანი, იმავე ქსოვილის ფართო ქამრით შემოკრეფილი და
ნახევრად გრძელ სახელოებზე მაქმანშემოვლებული. იგი წიგნს
კითხულობდა და მანამდე არ აუწევია თავი, სანამ წინ არ დავუდექი.
თუმცა, არ შეილებოდა ჩემი ფრთხილი ნაბიჯების ხმა არ გაეგონა.
გული ამიჩქროლდა
– ოჰო? -- წამოიძასა მან. ტუჩები ღია დარჩა და მისი ტუჩებიც და
მშვენიერი სპილოსძვლისფერი პირისკანიც ჩვეულე ბრივზე ფერ-
მკრთალი მეჩვენა –ჯერ არ წასულხართ?
– ისევ მოვედი, ზუზუ. უკვე ქვემოთ ვიყავი, მაგრამ ჩუმად დავ-
ბრუნღი, რომ ჩემი დანაპირები შემესრულებინა

442
– საქებარი საქციელია! -- თქვა მან. – ბატონ მარკიზს გაახსენდა
თავისი დანაპირები, ოღონდ მეტისმეტად არ აჩქარებულა. ეს მერხი
ნელ-ნელა ლამის მოსაცდელ მერხად გადაიქცა... ზედმეტი წამოსც-
და მას და სასწრაფოდ ტუჩზე იკბინა,
‒ რამ გაფიქრებინათ, რომ იმ თვალწარმტაც გალერეაში დადე-
ბულ აღთქმას არ ვუერთგულებდი! ‒ უმალ მივუგე მე. შეიძლება
გვერდზე მოგიჯდეთ? ამ ბუჩქნარში მიმალული სკამი გაცილებით
მოხერხებული და მყუდრო ყოფილა, ვიდრე ისინი, ჩოგბურთის
კორტებზე რომ დგას ვშიშობ, ისევ არ ავიღო ხელი თამაშზე და თამ-
აშს არ გადავეჩვიო.
– რატომ, რატომ, მაიერ–ნოვაროებს უეჭველად ექნებათ ჩოგ-
ბურთის კორტი.
– იქნებ ჰქონდეთ კიდეც, მაგრამ ის იგივე აღარ იქნება. ლისა-
ბონთან გამომშვიდობება მიჭირს, ზუზუ. იქ, ქვევით თქვენს პატივცე-
მულ მამიკოს უკვე დავემშვიდობე. რა გულში ჩამწვდომად მესაუბრა
ამასწინ კაცობრიობის ღვთისმოსავ წეს-ჩვეულებებზე! გუშინდელმა
კორიდამ ხომ, მეტი რომ არა ვთქვა, საოცარი შთაბეჭდილება მოახ-
დინა ჩემზე.
– მე თითქმის არ მიყურებია, მაგრამ თქვენი ყურადღებაც გაყო-
ფილი შეჩვენა, როგორც მეტწილად გჩვევიათ ხოლმე. კარგი, საქ-
მეზე გადავიდეთ! აბა სადაა ჩემი სურათები?
– აქა მაქვს, ‒ მივუგე მე. ‒ თქვენ თვითონ მოინდომეთ...უნდა
გამიგოთ, რომ ეს ჩემი ოცნების ნაყოფია, ასე ვთქვათ, გაუცნობიე-
რებლად, უნებურად შექმნილი...
მან რამდენიმე ფურცელი გამომართვა და ზედა სურათს დააკ-
ვირდა. ეს იყო ზაზას სხეული, სიყვარულით დახატული სხვადასხვა
პოზაში. ბრტყელი საყურეები ზუზუსას მიუგავდა, კავები ხომ მითუ-
მეტეს ზუზუსი ჰქონდა. სახეებში მსგავსება მცირე იყო, მგრამ სახეს
ვინ დაეძებდა!
მე დონა მარია პიასავით წელგამართული ვიჯექი, ყველაფერს
შეგუებული, ყველაფერზე თანახმა და ყველაფერი წინასწარ მა-
ღელვებდა, რაც არ უნდა მომხდარიყო. ზუზუს თავის საკუთარი საა-

443
მური სიშიშვლის დანახვაზე წითელმა ფერმა გადაუარა სახეზე, ფეხ-
ზე წამოხტა, ნახატები ჯერ გადაფხრიწა, მერე ნაკუწებად აქცია და
აფარფატებული ნაკუწები ნიავს გაატანა, სხვას არც არაფერს მოვე-
ლოდი, მაგრამ რაც შემდეგ მოხდა და მაინც მოხდა, საოცარი ის
იყო: იგი ერთი წუთით, სასოწარკვეთილი, თვალმოუშორებლივ
დასცქეროდა მიწაზე მიმოფანტულ ნაკუწებს, მეორე წუთში თვალე-
ბი აუწყლიანდა, კვლავ სკამზე დაეშვა, მკლავები კისერზე შემომაჭ-
ღო და ავარვარებული სახე ჩემს მკერდში ჩამალა. იგი ხშირ-ხში-
რად,უხმოდ სუნთქავდა, მაგრამ გულისნადებს უსიტყვოდ მამცნო-
ბდა, თან, რამაც ყველაზე მეტად ამიჩუყა გული, თავის პატარა მუშტს
მხარზე რიტმულად მიბაგუნებდა. მე ჩემს ყელზე შემოჭდობილ შიშ-
ველ მკლავზე ვაკოცე, მერე ბაგე ჩემკენ შემოვაბრუნე და ტუჩები და-
ვუკოცნე, ზუსტად ისე, როგორც მიოცნებია, მინატრია, მიზნად დამი-
სახავს მას შემდეგ, რაც იგი,ჩემი ზაზა, პირველად ვიხილე როჩოზე.
ვისმა თვალმაც არ უნდა წაიკითხოს ეს სტრიქონები, განა შეიძლება
იმ ტკბილიწამების გამო ჩემი არ შეშურდეს? ანდა ზუზუსი კი არ შე-
შურდება, რომელიც, მართალია, პატარა მუშტებს მიბაგუნებდა,
მაგრამ სიყვარულის განცდას იყო ნაზიარები? მაინც რა უკუღმა შე-
მობრუნდა ბედის ბორბალი! როგორ ჩაგვმწარდა ბედნიერება!
ზუზუმ უეცრად თავი უკან გადაიგდო და მკლავებიდან. დამის-
ხლტა. ბუჩქნარის და სკამის წინ, ანუ ჩვენს წინ დედამისი იდგა.
უსიტყვოდ, თითქოს წუთის წინ შეწებებულ ტუჩებზე ელვამ დაგ-
ვკრაო, ისე შევყურებდით დიდებულ ქალბატონს, მის ფართო, სამ-
ხრეთულ, ფერმკრთალ სახეს, მის მკაცრ მოკუმულ ტუჩებს, ათრთო-
ლებულ ნესტოებს, შეკრულ წარბებსა და იქვე მოქანავე გიშრის სა-
ყურეებს. უფრო სწორად, მას მხოლოდ მე შევცქეროდი, ზუზუს ნიკა-
პი მკერდზე დაებჯინა და თავის პატარა მუშტს სკამზე აბაგუნებდა. მე
კი, მერწმუნეთ, იმაზე ნაკლებად ვიყავი შეშფოთებული, ვიდრე შე-
იძლებოდა ვინმეს ეფიქრა. იგი, მართალია, მოულოდნელად წამო-
მადგა თავს, მაგრამ მეჩვენებოდა, რომ მოხმობილივით სულზე მო-
მისწრო და ჩემს ბუნებრივ დაბნეულობას სიხარული შემოერია.

444
‒ მადამ, ‒ ოფიციალურად მივმართე ქალბატონს და ფეხზე წა-
მოვუდექი ‒ ძალიან ვწუხვარ, დასვენება რომ ჩაგამწარეთ, ოღონდ
მერწმუნეთ, რაც აქ მოხდა, უნებლიეთ მოხდა და წესიერების ფარ-
გლებს არ გასცდენია...
‒ გაჩუმდით! ‒ მიბრძანა ქალბატონმა თავის მშვენიერი, ოდნავ
ჩახრინწული სონორული ხმით და ზუზუს მიუბრუნდა: –სუზანა, ახ-
ლავე წადი შენს ოთახში და იქიდან ფეხი არ მოიცვალო, სანამ არ
დაგიძახებენ. შემდეგ მე მომმართა:
‒ მარკიზო, თქვენთან სალაპარაკო მაქვს, წამომყევით!
ზუზუმ გაზონზე გადაირბინა და მიიმალა. ეტყობა, სენიორამაც
გაზონზე გადმოიარა და მან ჩაახშო მისი ფეხის ხმა. ახლა კი იგი
ხრეშმოყრილ ბილიკს დაადგა და მეც, რაკი ნაბრძანები ჰქონდა, წა-
მომყევითო, ოდნავ ალმაცერად, მორჩილად მივყვებოდი უკან. ასე
შევედით სალონში, საიდანაც ერთი კარი სასადილო ოთახში გადი-
ოდა, ხოლო მეორე, ოდნავ შეღებულ კარს იქით, ეტყობა, უფრო ინ-
ტიმური კუთხე უნდა ყოფილიყო; მკაცრი ქალბატონის ხელმა მიხუ-
რა ის კარი.
მე თვალი გავუსწორე. იმ წუთებში დონა მარია პიას ლამაზი კი
არა, უმშვენიერესი ეთქმოდა.
– ლუი, – მითხრა მან, – წესით, პირველ რიგში უნდა მეკითხა,
ნუთუ ასე უნდა დაგეფასებინათ ჩვენი პორტუგალიური სტუმარ-
თმოყვარეობა-მეთქი? გაჩუმდით! არც მე გისვამთ ამ შეკითხვას და
პასუხს არც თქვენგან მოველი. ამისთვის არ წამომიყვანიხართ,
თქვენგან სულელური ბოდიშები მოვისმინო, ამაოდ შეეცდებოდით,
რითიმე გაგემართლებინათ თქვენი სულელური საქციელი. თქვენ
უგუნურებას ვერაფერი შეედრება, ამიერიდან ისღა დაგრჩენიათ და
ისღა შეგეფერებათ, გაჩუმდეთ და უფრო მოწიფულ ადამიანს მიან-
დოთ თქვენი საქმის გაძღოლა, იქნებ მან სწორ გზაზე დაგაყენოთ,
იქნებ მოგაბრუნოთ ბავშვური უპასუხისმგებლობით აღბეჭდილი
გზიდან, თქვენი ახალგაზრდობის გამო რომ დადგომიხართ. ასეთ
მიუტევებელ, ბავშვურ სისულელეებთან და უწესობასთან მივყა-
ვართ ახალგაზრდობის შეამხანაგებას ახალგაზრდობასთან. მაინც

445
რას ფიქრობთ? რა გინდათ ამ ბავშვისაგან? თქვენ მადლიერება
დაივიწყეთ და უგუნურება და დაბნეულობა შეიტანეთ იმ სახლში,
რომელმაც თქვენი ჩამომავლობისა და სხვა კეთილი თვისებების
ხათრით სტუმართმოყვარულად გაგიღოთ კარი და ვერ შეამჩნი-
ეთ,რომ იქ წესრიგი და გონიერება მეფობდა და მტკიცე გეგმები იყო
დასახული. სუზანა ადრე თუ გვიან, უფრო სწორად, სულ მალე, დონ
მიგუელის, დონ ანტონიო ხოზეს ღირსეული ასისტენტის მეუღლე
გახდება. ასეთია მამამისის გარდუვალი ნება-სურვილი. თქვენ თვი-
თონ იანგარიშეთ, რა უგუნურება გამოიჩინეთ, თქვენი სასიყვარუ-
ლო ზრახვები და ჭირვეულობა რომ ვერ მოთოკეთ და შეეცადეთ ამ
ბავ- შვისთვის თავგზა აგებნიათ. ასეთი არჩევანი და საქციელი მა-
მაკაცს არ შეეფერება, ასე მხოლოდ ბავშვი თუ მოიქცევა. კიდევ
კარგი, დროზე მოგისწროთ მოწიფული ადამიანის გონიერებამ.
თქვენ ერთხელ საუბარში მოწიფულობის სიკეთე აღნიშნეთ, რა
კეთილად მოიხსენიებს იგი ახალგაზრდობასო. მოწიფულობასთან
სვებედნიერ შეხვედრას მამაკაცური სიმამაცე სჭირდება. ახალგაზ-
რდობას მამაკაცური სიმამაცე რომ გამოეჩინა და ბავშვებში არ და-
ეწყო ნუგეშის ძებნა, წყალგადასხმული პუდელივით არ ამოიძუებდა
კუდს და შორეულ გზას დაურწყულებელი არ გაუყვებოდა...
‒ მარია, ‒შევძახე მე და...
‒ ოლე! ჰე-ჰო! აჰა! აღტყინებული შეძახილებით გამომეხმაურა
იგი.
პირველყოფილი ძალით აღსავსე ქარბორბალამ მალე ნეტარე-
ბის მორევში გადამჩეხა და ვხედავდი, ჩემს მხურვალე ალერსზე რა
მაღლა აიზვირთა მეფური მკერდი, უფრო მაღლა, ვიდრე იბერიული
სისხლიანი თამაშისას იზვირთებოდა.

446

You might also like