Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 68

ეკონომიკური დანაშაული (შესავალი) (VIII კარი)

ამ კარში მოთავსებულია, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, ასევე


სამეწარმეო საქმიანობის სფეროში ჩადენილი სხვა დანაშაულები.

საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად ჩაითვლება საქართველოს სს კოდექსით


გათვალისწინებული განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედება, რომელიც მიმართულია
საკუთრების უფლების დარღვევისკენ, ე.ი. მესაკუთრისთვის ქონებრივი ზიანის მიყენების ან მისი
მიყენების საფრთხის შექმნისკენ.
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისაგან სს დაცვის:
1. სახეობით ობიექტს წარმოადგენს - საკუთრების ურთიერთობა მთლიანად - იგი მოიცავს
მესაკუთრის მიერ საკუთარი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე
ქონების სხვა კანონიერი მფლობელობის უფლებაც.
2. უშუალო ობიექტს წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია
კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან.
საკუთრება, როგორც სოციალურ-ეკონომიკური კატეგორია ნივთთან არის დაკავშირებული, ამიტომ
საკუთრების უფლება სანივთო უფლებას წარმოადგენს.

საკუთრებაზე ხელყოფის განხორციელებისას დანაშაულის საგანს ჩვეულებრივ წარმოადგენს ე.წ.


მოძრავი ქონება, თუმცა ზოგჯერ მისი საგანი შეიძლება იყოს უძრავი ქონებაც. (უძრავ ნივთებს
მიეკუთვნება მიწის ნაკვეთი მასში არსებული წიაღისეულით, მიწაზე აღმოცენებული მცენარეები, ასევე
შენობა-ნაგებობანი, რომლებიც მყარად დგას მიწაზე.)
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საგანი არ შეიძლება იყოს ის, რომელიც არ
შეიცავს რაიმე ქონებრივ უფლებას ან წარმოადგენს ვალუტის სუროგატს, მაგალითად, ანგარიში,
რომელიც გადახდილ უნდა იქნეს მომავალში, სასაქონლო ჩეკი, ზედნადები, ქვითარი, რაც ჯერ არ
არის გადახდილი და ა.შ.
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს, როგორც თავისუფალ
სამოქალაქო ბრუნვაში არსებული, ისე ნაწილობრივ ან მთლიანად სამოქალაქო მიმოქცევიდან
ამოღებული საგანი.
საკუთრების წინაარმდეგ მიმართული დანაშაულის საგანი არ შეიძლება იყოს ის ქონება,
რომელიც ეკუთვნის პირს საერთო საკუთრების საფუძველზე.

თუ პირი უსასყიდლოდ გააჩუქებს სხვის ნივთს, ეს არ იქნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართული


დანაშაული და სხვისი უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა მოხდება სამოქალაქო წესით.
ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისთვის არა აქვს მნიშვნელობა, დამნაშავე პარავს ნივთს
ნამდვილ მესაკუთრეს, თუ ქურდს. „ქურდის ქურდიც“ ქურდია.
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების სახეები

საკუთრების წინააღმდეგ მიმართული


დანაშაულები

დაუფლებითი არადაუფლებითი
( 177-180; 182; 183 მმ) (181; 1821 ; 185- 1891 მმ)
Type equation here.
⬚⬚
დაუფლებითი დანაშაულების დროს კუმულაციურაად უნდა არსებობდეს
Type equationრამდენიმე
here. ნიშან-თვისება:

1. დაუფლებითი დანაშაულის საგანს უნდა ჰქონდეს ნივთის ფიზიკური პარამეტრები (რიცხვი,


რაოდენობა, წონა, მოცულობა, სივრცეში განფენილობა და ა.შ.)
2. მხოლოდ ფიზიკური პარამეტრების ქონა არაა საკმარისი დაუფლებითი დანაშაულის
საგნისათვის. აუცილებელია, მასზე დახარჯული იყოს ადამიანის შრომა. ( ამიტომ ბუნებრივი
რესურსები და ისეთი საგნები, რომელიც არ წარმოადგენს ადამიანის შრომის ნაყოფს, არ
განიხილებიან დაუფლებითი დანაშაულის საგნად.)

გამონაკლისი: შესაძლებელია ნივთის შექმნაზე დაიხარჯოს ადამიანის შრომა, მაგრამ იგი მაინც
გარემოს დაცვის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის საგნად დარჩეს, მაგ: ადამიანმებმა
თავიანთი შრომით შექმნეს ხელოვნური ტყე, სადაც შეიყვანეს სხვადასხვა გარეული ცხოველი,
ხელოვნური ტბა, სადაც მოაშენეს სხვადასხვა ჯიშის თევზები. ადამიანის შრომის მიუხედავად ეს
ადგილი უკვე ეკოსისტემის შემადგენელ ნაწილად ითვლება და მასზე ვრცელდება ეკოლოგიური
სამართალი.

დაუფლებითი დანაშაულის საგანს ასევე არ წარმოადგენს არც ოფიციალური და არც კერძო


დოკუმენტები.

გამონაკლისი: დოკუმენეტი შესაძლებელია გახდეს საკუთრების წინააღმდეგ იმართული


დაუფლებითი დანაშაულის საგანი. კერძოდ, სსკ-ს 183-ე მუხლით სხვა ნივთებთან ერთად
დაუფლებითი დანაშაულის საგანია განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული
ან ეროვნული ღირებულების დოკუმენტი (მაგ: გეორგიევსკის ტრაქტატი; საქართველოს მეფეთა
მიერ ხელმოწერილი დოკუმნეტები, ბიბლიის ან ვეფხისტყაოსანის უძველესი ხელნაწერი და ა.შ)

3. დაუფლებითი დანაშაულის საგანი - ნივთი უნდა იმყოფებოდეს ვინმეს საკუთრებაში ან


მფლობელობაში. დაუფლებითი დანაშაული გულისხმობს სხვისი ქონებრივი ფონდების
მართლსაწინააღმდეგო შემცირების ხარჯზე დამნაშავის ქონებრივი ფონდის ზრდას.
მფლობელის მიერ ნივთის ამორიცხვა შეიძლება მოხდეს:
1. ნებაყოფლობით (როცა პირი ქუჩაში თავის ძველმოდურ ავეჯს დააწყობს რათა სხვამ წაიღოს)
2. შეცდომით ( როცა ბანკომატის მესაკუთრის შეცდომის გამო 500 ლარის მაგივრად 1000 ლარი
გადაეცემა პირს)
დავიწყებულია ნივთი - რომელიც პატრონს იგი დარჩა დაცულ ადგილას.
დაკარგულია ნივთი - რომელიც მისი პატრონის მფლობელობიდან გავიდა დაუცველ ადგილას.
საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დაუფლებითი დანაშულები ქონებაზე ხელყოფის
სხვადასხვა ხერხითა და საშუალებით ხორციელდება. (მაგ: სხვისი ნივთის
მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლება ქურდობით, ძარცვით, ყაჩაღობით და ა.შ)

4. სხვისი მფობელობიდან ნივთის ამოღება უნდა მოხდეს უკანონოდ.


5. ნივთის ამოღება უნდა მოხდეს არა მარტო უკანონოდ, არამედ უსასყიდლოდ.
6. საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დაუფლებითი დანაშაულის სუბიექტური მხარის
სავალდებულო ნიშანია მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი - მიზნით
დაუფუძნებული დელიქტი. დაუფლებითი დანაშაულის ამსრულებლის მიზანია,
მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებული ნივთი განკარგოს, როგორც საკუთარი.
ობიექტური მხრივ საკუთრების წინაარმდეგ მიმართული დანაშაული ხასიათდება, როგორც
მოქმედებით ( ძარცვა, ქურდობა და ა.შ), ასევე უმოქმედობით ( სხვისი ნივთის დაზიანება ან
განადგურება ჩადენილი ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი
მოპყრობით)
დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ, ძირითადად, მატერიალური შემადგენლობისაა - მისი
დამთავრება დაკავშირებულია მავნე შედეგის დადგომასთან. ყაჩაღობა და გამოძალვა -
ფორმალური შემადგენლობისაა.
ხელში ჩაგდება - ნივთის ხელში ჩაგდება მის დაუფლებას არ ნიშნავს. დამნაშავეს შეუძლია
ფლობდეს ან სარგებლობდეს მისით, მაგრამ არ შეუძლია განკარგოს ის. ამის შესაძლებლობა მას
ეძლევა მხოლოდ ნივთის დაუფლების შემდეგ, მაგალითად მაშინ, როცა ნივთთან ერთად თავს
დააღწევს ადგილს (მაგ: გამოვა ბინიდან).
ბრალის ფორმის მიხედვით საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა უმეტესობა
განზრახია და იგი პირდაპირია. თუმცა 188-ე მუხლი გაუფრთხილებლობას გულისხმობს.
ამსრულებელია - 14 წელს მიღწეული ფიზიკური შერაცხადი პირი. (ასევე შეიძლება იყოს
სპეციალური ამსრულებელიც ზოგიერთ დანაშაულთა შემთხვევაში)
მ. 177 - ქურდობა

ქურდობა ხელყოფს საკუთრების უფლებას. მისი ობიექტური მხარე - გამოიხატება აქტიურ


მოქმედებაში. იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლებაა და გულისხმობს პირის სურვილს,
დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ისე სხვა პირებთან
უშუალო კონტაქტსა და შეხებას.
ქურდობა სხვისი მოძრავი ქონების სხვა მართლსაწინააღდეგო დაუფლებისაგან განსხვავებით,
შედარებით ნაკლები საშიშროების შემცველია, დამნაშავე არ იყენებს ფიზიკურ თუ ფსიქიკურ
ძალადობას, თავის სამსახურეობრივ უფლებამოსილებას და სხვა.
ქურდობის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მისი ფარული ხასიათი. ფარულობა
ქურდობის ხერხია.
ფარულობას აქვს ორი კრიტერიუმი:

1. ობიექტური - ობიექტურად ფარულად ხდება სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, როცა მისი
ჩადენა შეუმჩნეველი რჩება მესაკუთრის ან სხვა პირებისათვის.
2. სუბიექტური - სუბიექტური კრიტერიუმი მდგომარეობს თვით დამნაშავის სურვილში -
დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნებაში, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო
დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლოა სინამდვილეში მისი მოქმედება
აშკარა ხასიათს ატარებდეს.
ქურდობა მატერიალური შემადგენლობისაა და მისი ობიექტური მხარე სავალდებულოდ მიიჩნევს
მავნე შედეგის დადგომას ქონებრივი ზიანის სახით.
ქურდობა დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშვე დაეუფლა სხვის ქონებას და
რეალური შესაძლებლობა ჰქონდა განეკარგა ეს ქონება თავისი შეხედულებით, მიუხედავად იმისა,
მოხაერხა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.

დამამძიმებელი გარემოებები:

1. ქურდობა, რამაც მნიშნელოვანი ზიანი გამოიწვია - მნიშვნელოვან ზიანს აქვს შეფასებითი


მნიშვნელობა და მის დასადგენად აუცილებელია როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური
ფაქტორების ერთობლივი გათვალიწინება.
ობიექტურად მნიშვნელოვანი ზიანის განსასაზღვრად ყურადღება ექცევა უკანონოდ
დაუფლებული ქონების ღირებულებას, რაოდენობას, მნიშვნელობას.
სუბიექტურ ფაქტორში იგულისხმება დაზარაებულის მატერიალური მდგომარეობა, მისი
შემოსავალი და ყველა სხვაა გარემოება რაც მოწმობდა, რომ მოქალაქისათვის მიყენებული
ქონებრივი დანაკლისი მნიშვნელოვნად აუარესებდა მის მატერიალურ მდგომარეობას.
მნიშვნელოვანი ზიანი - 150 ლარზე მეტი ქონებრივი ზიანი და არა უმეტეს 10 000 ლარისა.
2. ქურდობა, თუ იგი ჩადენილია სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით -
მნიშვნელოვანია, რომ სადგომი ან საცავი უნდა იმყოფებოდეს უძრავ მდგომარეობაში

სადგომი - შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად არის


გამიზნული (მაგ: ფაბრიკა-ქარხანა, მუზეუმი, მაღაზია, თეატრი და ა.შ.)
სხვა საცავი - მატერიალური ფასეულობის უდმივი ან დროებითი შესანახი ტერიტორიის ნაწილი,
რომელიც შემოღობილია ან უზრუნველყოფილია მისის ხვაგვარად დაცვა (მაგ: სეიფი, რკინის
კარადა, დაცული რკინიგზის ვაგონი და ა.შ)

3. ქურდობა ჩადენილი წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ - აქ ყველა ამსრულებელი


ქურდობის ობიექტური შემადგენლობის უშუალოდ დაწყებამდე თანხმდებიან ქურდობის
ჩადენაზე.
წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ ქონების დაუფლების ცნების ქვეშ იგულისხმება ქურდობა,
რომელშიც მონაწილეობს ორი ან მეტი პირი, წინასწარ შეთანხმებული ქურდობის ჩასადენად. იგი
გულისხმობს თანაამსრულებლობას და არა თანამონაწილეობას.
ფუნქციონალური ამსრულებელი - პირი შეიძლება უშუალოდ არ მონაწილეობს დანაშაულის
ჩადენაში, მაგრამ იგი ხელს უწყობს დანაშაულის ჩამდენს მის განხორციელებაში, ამხნევეს
ფსიქიკურად და უადვილებას მას ქმედების შემადგენლობის განხორციელებას. ამ შემთხვევაში
ასეთი ადამიანი არათუ დამხმარე, არამედ ფუნქციონალური ამსრულებელია. - თუმცა ეს თეორია
საქართველოშ არ არის ფეხმოკიდებული, რადგანაც თვით ორგანოზატორიც კი თანამონაწილედ
მიიჩნევა და არა თანაამსრულებლად, მაშინ როცა ორგანიზატორიც ისევე ხელმძღვანელობს
დანაშაულის ამსრულებლის ქმედებას, ამხსენევეს მას, როგორც ზემოაღნიშნული „ფუნქციონალური
ამსრულებელი“.

4. ქურდობა ჩადენილი არაერთგზის - არაერთგზისობა გულოსხმობს წინათ ნასამართლევი


პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
გამონაკლისის სახით ეს მუხლი არაერთგზისად მიიჩნევს წინათ ნასამართლევი პირის მიერ
არა მარტო იგივე, არამედ სხვა ერთგვაროვანი დანაშაულის ჩადენასაც, იმ შემთხვევაში, თუ
ამის შესახებ მუხლის შენიშვნაშია მითიეთებული.
სწორედ ასეთ შემთხვევას მოიცავს სს კოდექსის 177 მუხლის შენიშვნა, რომლის
მიხედვითაც, სს კოდექსის 177-186 -ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზისად
ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით ან 224,231, 237, 264 -ე მუხლებით ნასამართლევის
მიერ ქურდობის ჩადენა.
არაერთგზის ჩადენილად ჩაითვლება ქურდობა - როცა პირი ნასამართლევი იყო
დაუმთავრებელი დანაშაულისთვის, ან ნასამართლევი იყო არა ამსრულებლობისათვის, არამედ
დაუფლებით დანაშაულში თანამონაწილეობისათვის.
არაერთგზის ჩადენილად ასევე ჩაითვლება ქურდობა - როცა წინა ქურობისა თუ სხვა
ერთგვაროვანი დანაშაულისათვის ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყელბული არ არის.
5. ქურდობა ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით

უკანონოა შეღწევა - თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ,


რომელსაც ამის უფლება არა აქვს, არც კანონით და არც მესაკუთრის ნებართვით.
შეღწევა - ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობების გადალახვით ბინაში შესვლას ქურდობის,
ძარცვისა და ყაჩაღობის მიზნით.
შეღწევადაა დაკვალიფიცირებული ისეთი შემთხვევაც, როცა დამნაშავე ისეთ მოქმედებას
ახორციელებს, როდესაც ბინასა თუ სადგომში შეუსვლელად ეუფლება ქონებას, მაგალითად
მაგნიტის, თოკის ან სხვა ტექნიკური საშუალების გამოყენებით)

6. ქურდობა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ

ამ დამამძიმებელი გარემოების გამოყენებისათვის არ არის აუციბელებელი, მოხდეს მთლიანი


სატრანსპორტო საშუალების დაუფლება. საკმარისია , რომ მოპარული იყოს მისი რომელიმე
დეტალი ან უსაფრთხო თუ კომფორტული მგზავრობისათვის აუცილებელი ქარხნული ნივთი (მაგ:
სარკე, მაგნიტოფონი, მანქანის ზეთი და ა.შ) ამავდროულად ნივთი, რასაც პირი ეუფლება არ უნდა
იყოს ერთჯერადი გამოყენების (მაგ: საწვავის ქურდობა არ მოგვცემს ამ დამამძიმებელ გარემოებას)

7. ქურდობა, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ

ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი დანაშაული ჯგუფური დანაშაულის ყველაზე მძიმე სახეა.
სს პასუხისმგებლობა დაეკისრება მას, ვინც შექმნა ორგანიზებული ჯგუფი ან ხელმძღვანეობდა მას.
ქურდული ორგანიზაციის ორგანიზატორი და ხელმძღვანელი პასუხს აგებს ყველა იმ
ქურდობისათვის, რაც ჩადენილია პირთა ჯგუფის მიერმ მიუხედავად იმისა, მონაწილეობდა იგი თუ
არა ობიექტური შემადგენლობის განხორციელებაში უშუალოდ.
სხვა წევრები - პასუხს აგებენ ჯგუფში მონაწილეობისათვის, აგრეთვე იმ დანაშაულისათვის,
რომლის მომზადებაში ან ჩადენაშიც მონაწილეობდნენ.
სსკ-ს 27-ე მუხლი: დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა
დროის განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული ფორმის
მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე დანაშაულის ჩასადენად
ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა მატერიალური სარგებლის
უკანონოდ მიღება.

8. ქურდობა, ჩადენილი დიდი ოდენობით

დიდი ოდენობა - ნივთი, რომლის ღირებულება აჭარბებს ათი ათასს ლარს თუნდაც 1 ლარით.

9. ქურდობა, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ იყო ნასამართლევი სხვისი
მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ან გამოძალვისათვის.

ეს არის პერსონალური ნიშნით დამამძიმებელი შემადგენლობა.

10. ქურდობა, მაგისტრალურ მილსადენში არსებული ნავთობის ან გაზის მიმართ.


მ. 178 - ძარცვა

სს დაცვის ობიექტი აქაც იგივეა, რაც საერთოდ არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ ყველა
დანაშაულის შემთხვევაში, მაგრამ იმის გამო, რომ ძარცვის დროს შესაძლებელია გამოყენებულ
იქნეს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიში არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის,
იგი ორობიექტიან დანაშაულს წარმოადგენს. საკუთრებითი ურთიერთობიბის გარდა, ამ
დანაშაულით საფრთხე ექმნება ადამიანის ფიზიკურ ხელშეუხებლობას.
ობიექტური მხრივ - დანაშაული გამოიხატება აქტიურ მოქმედებაში.
ძარცვის დროს ხდება - სხვისი მოძრავი ქონების აშკარა მართლსაწინააღმდეგო დაუფლება.
ძარცვისთვის დამახასიათებელია - აშკარა ხასიათი, ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური
ზემოქმედება.
იმისათვის, რომ განისაზღვროს რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა
მოექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს:
1. ობიექტური კრიტერიუმი - გულისხმობს, რომ ქონების მესაკუთრეს, მფლობელს ან სხვა პირს
შეგნებული აქვს , ხედავენ და აღიქვამენ პირის დანაშაულებრივ ხასიათს.
2. სუბიექტური კრიტერიუმი - გულისხმობს, რომ თვით დამნაშავესაც შეცნობილი აქვს, რომ
სხვა პირი აღიქვამს ქონების მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტს.

 ძარცვა მატერიალური შემადგენლობისაა -იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი


დაუფლების მომენტიდან.
 ძარცვის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით.
 იგი გამიზვნითი დელიქტია - მაშასადამე მისაკუთრების მიზნის არსებობას გულისხმობს

ძარცვის მაკვალიფიცირებელი ნიშანი :


ძარცვა ჩადენილი ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის, ან ასეთი ძალადობის მუქარით - იგი მიმართული უნდა იყოს ადამიანის
წინააღმდეგ და მას შესაძლოა მოჰყვეს მხოლოდ ფიზიკური ტკივილი. (არ უნდა მოჰყვეს ადამიანის
ჯანმრთელობის არც მძიმე, არც ნაკლებად მძიმე და დარც მსუბუქი დაზიანება)
ფიზიკური ძალადობა - მასში იგულისხმება ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რომელიც
დაზარალებულს განაცდევინებს ტკივილს. (მაგ: ხელის გადაგრეხა, საყელურის გამოლეჯა
ქალისთვის და ა.შ)
ძალადობა მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითალოს ძარცვის დამამძიმებელ გარემოებად, როდესაც
იგი გამოიყენება სხვისი ქონების დასაუფლებლად.
ძალადობის მუქარა - იგი გულისხმობს პირის დაშინებას, მუქარას, - გამოყენებულ იქნება ისეთი
ძალადობა, რაც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
მ.179 - ყაჩაღობა

ყაჩაღობა მხოლოდ ქონების ხელყოფაში კი არ გამოიხატება, არამედ ამ ხელყოფის ხასიათში-


თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში.
ყაჩაღობა ორობიექტიანი დანაშაულია - იგი ერთდროულად ხელყოფს როგორც ადამიანის
საკუთრების უფლებას, ისე მის ჯანმრთელობას.
ყაჩაღობა დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან. (ფორმალური შემადგენლობისაა)
ყაჩაღობის ამსრულებელია კანონით დადგენილ ასაკს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.
ობიექტური მხრივ ყაჩაღობა გამოიხატება თავდასხმაში სხვისი მოძრავი ნივთის დასაუფლებლად,
რასაც თან ერთვის სიცოცხლის ან ჯანმრთეობისთვის საშიში ძალადობა ანდა ასეთი ძალადობის
მუქარა.
ფიზიკური ძალადობა - რაც გამოყენებულია ყაჩაღობის დროს, საშიში უნდა იყოს ადამიანის
სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. იგი იმწუთიერ საფრთხეს უნდა უქმნიდეს მას.
როდესაც პირი სხვისი ნივთის იმწუთიერი, თუ სამომავლო დაუფლების მიზნით ჩაიდენს
მკვლელობას პირდაპირი განზრახვით, სახეზეა მკვლელობა ანგარებით. ამ დროს ადგილი არ აქვს
მკვლელობასა და ყაჩაღობის ერთობლიობას.
სახეზე იმ შემთხვევაში გვექნება მკვლელობისა და ყაჩაღობის ერთობლიობა, მაგალითად როცა
ყაჩაღი მოსალოდნელი შედეგის მიმართ არაპირდაპირი განზრახვით მოქმედებს, ( მაგ: პეტრე
ღამით იჭრება ჯიხურში, იარაღის მუქარით ითხოვს მთელი დღის ნავაჭრს , უარის მიღების შემდეგ კი
ცეცხლს ხსნის ჯიხურზე პასუხისმგებელი პირის მიმართ, რათა ადვილად აიღოს თანხა)
ყაჩაღობად უნდა დაკვალიფიცირდეს ისეთი შემთხვევა, როდესაც ყაჩაღობის შედეგად მოჰყვა
ჯანმრთელობის მსუბუქი ან ნაკლებად მძიმე დაზიანება, ან მას საერთოდ არ მოჰყოლია
ჯანმრთელობის არავიარი ზიანი, მაგრამ მიყენების მომენტში ქმნიდა საშიშროებას
დაზარალებულის სიცოცხლისა და ჯანრმთელობისათვის.
ყაჩაღობის დროს ძალადობის მუქარა უნდა იყოს - იმწუთიერი და რეალური. (იგი შეიძლება
გამოხატული იყოს ჟესტით, სიტყვიერად, კონკლუდენტური მოქმედებით) მუქარის მიზანია
დაზარალებულის ნების პარალიზება ან დროებით მისი დათრგუნვა და ამით ძალადობრივი გზით
ქონების დაუფლება.
ყაჩაღობის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით.

ყაჩაღობის ერთ-ერთი დამამძმებელი გარემოება:

1. ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად - მასში იგუსლიხმება, ყაჩაღობა როგორც წინასწარი


შეთანხმებით, წინასწარ შეუთანხმებლად , ისე ორგანიზებული ჯგუფის მიერ . - მთავარია 2
ან მეტი ამსრულებელი.
მ. 180 - თაღლითობა

თაღლითობისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს


წარმოადგენს - სხვისი უძრავი ან მოძრავი ნივთი, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც
იურიდიული კატეგორია. ეს უფლება შეიძლება სხვადასხვა დოკუმენტით იყოს აღიარებული. (მაგ:
ანდერძით, დაზღვევის პოლისით და ა.შ.)
როცა თაღლითობის საგანი მოძრავი ნივთია, დანაშაულის დამთავრებულად ცნობისათვის
აუცილებელია, პირი ფიზიკურად დაეუფლოს ამ ნივთს - ე.ი. მიიღოს მისი ფაქტობრივი განკარგვის
შესაძლებლობა.
როცა თაღლითობის საგანია უძრავი ნივთია, თაღლითობის დამთავრებულად ცნობისათვის
საკმარისია, დამნაშავემ მიიღოს ამ ნივთზე უფლება და არაა აუცილებელი ფიზიკურად დაეუფლოს
მას.
დაღლითობის ამსრულებელია - 14 წელს მიღწეული, შერაცხადი ფიზიკური პირი.
საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ სხვა დანაშაულთაგან განსხვავებით, რომელთათვისაც
დამახასიათებელია დანაშაულის განხორციელების ფიზიკური ხერხი, თაღლითობისას დამნაშავის
მოქმედებას ინფორმაციული ხასიათი აქვს ან გამოყენებულია დამნაშავესა და დაზარალებულს
შორის არსებული ნდობის ფაქტორი.

მოტყუება - როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის


შემადგენლობაში. იგი არის ქონების დაუფლებისა ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალება.
მოტყუება - ასევე შესაძლებელია განვმარტოთ, როგორც ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯება.

მოტყუება წინ უნდა უსწრებდეს ნივთის დაუფლებას.


თაღლითობისათვის დამახასიათებელი თავისებურება ის არის, რომ გარეგნულად ქონების
გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაში
შეიყვანეს - მოატყუეს.

მოტყუების, როგორც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ორი სახე არსებობს:

1. აქტიური მოტყუება - იგი გულისხმობს წინასწარი შეცნობით პირის შეცდომაში შეყვანას ცრუ
მონაცემების შეტყობინების საფუძველზე.
2. პასიური მოტყუება - იგი გულისხმობს იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვას,
რომელიც შეტყობინება დაზარალებულისთვის სავალდებულო იყო.
აუცილებელია მოტყუების გზით მოხდეს სხვისი ნივთის უკანონო და უსასყიდლო ამოღება.
როდესაც მოტყუება ხდება ყალბი დოკუმნეტის გამოყენებით იგი დამატებით კვალიფიკაციას არ
საჭიროებს სსკ-ს 362- ე მუხლით, რადგანაც ყალბი დოკუმნეტის გამოყენება წარმოადგენს
თაღლითობის კონსტრუქციულ ელემენტს. როცა თაღლითის მიერ ყალბი დოკუმენტის დამზადება
ხდება ასეთ შემთვევასი გვექნება დანაშაულთა ერთობლიობა.
მსგავსება 208-ე მუხლს (კრედიტის უკანონო მიღება) და 180-ე მუხლს (თაღლითობა) შორის:

1. ორივე შემთხვევაში გამოყენებულია მოტყუების ხერხი;


2. ორივე შემთხვევაში დამნაშავეს მატერიალური დაინტერესება ამოძრავებს;

განსხვავება 208-ე მუხლს (კრედიტის უკანონო მიღება) და 180-ე მუხლს (თაღლითობა) შორის:

1. თაღლითობისაგან სს დაცვის ობიექტია - საკუთრების უფლება


კრედიტის უკანონო მიღებისგან - საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემა;
2. თაღლითობის შემთხვევაში - მოტყუება დანაშაულის აუცილებელი ხერხია
კრედიტის უკანონო მიღების შემთვევაში - მოტყუება არაა აუცილებელი ხერხი, მოტყუების
გარეშეც შეიძლება ამ დანაშაულის ჩადენა.
3. თაღლითობის დროს - შესაძლებელია მოტყუება ჩადენილი იყოს ყალბი დოკუმენტის
გამოყენების გარეშე
კრედიტის უკანონო მიღების შემთხვევაში - მისი ობიექტური შემადგენლობისთვის
აუცილებელია ყალბი ცნობების მიწოდება დაზარალებულზე ( ბანკზე ან სხვა კრედიტორზე)
4. თაღლითობის დროს - დამნაშავეს ამოძრავებს სპეციალური მიზანი - სხვისი ნივთის ან
ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, ანუ სხვისი ქონების
შემცირების ხარჯზე გაზარდოს საკუთარი ქონება უაკნონოდ და უსასყილდოდ.
კრედიტის უკანონო მიღების შემთხვევაში - მსგავსი მიზნის არსებობა არარის აუცილებელი.
მას შეიძლება ამოძრავებდეს კრედიტის მიღების, შეღავათიანი კრედიტის მიღების ან
კრედიტის ოდენობის გაზრდის მიზანი.
5. თაღლითობისგან განსხვავებით, კრედიტის უკანონო მიღებისას შესაძლებელია
დადგინდეს, რომ პირს გადაწყვეტილი ჰქონდა მიღებული კრეტიდის დროული დარუნება,
მაგრამ სსკ-ს 208-ე მუხლით მის დაკვალიფიცირებას ეს ხელს ვერ შეუშლის.
6. თაღლითობა - შედეგიანი დანაშაულია და ის დამთავრებულია, როცა დამნაშავე მოტყუების
გზით დაეუფლება სხვის ქონებას და მიიღებს მისი განკარგვის ფაქტობრივ შესაძლებლობას.
კრედიტის უკანონოდ მიღება დამთავრებულია - კრედიტორისათვის ყალბი ცნობის
წარდგენის მომენტიდან.

ნდობის ბოროტად გამოყენება - თაღლითობის მეორე ხერხია, ფაქტობრივად იგი მოტყუების


სახესხვაობაა. ნდობის ბოროტად გამოყენება, ისევე როგორც მოტყუება, წინ უნდა უძღოდეს სხვისი
ნივთის დაუფლებას.

თაღლითობისა და ქურდობობის გამიჯვნა


 ქურდობის დროს მოტყუების გამოყენება წარმოადგენს ქონების ფარულად დაუფლების პირობას,
ხოლო თაღლითობის დროს მოტყუება დამნაშავისათვის ქონების დაუფლების ძირითადი
საფუძველია.
 ქურდობის დროს დამნაშავე დაზარალებულის ნების გარეშე ფარულად ეუფლება ქონებას , ხოლო
თაღლითობისას კი დაზარალებული „ნებაყოფლობით“ გადასცემს ქონებას დამნაშავეს არა
ერთჯერადი სარგებლობისთვის, არამედ გარკვეული დროით გამოიყენებისათვის.
 მაშასადამე, თაღლითობის მნიშვნელოვან თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ თაღლითობის
დროს მოტყუებული დაზარალებული დამნაშავეს ქონების მიმართ განსაზღვრულ
უფლებამოსილებას ანიჭებს.
 ქმედების თაღლითობად კვალიფიკაციისთვის მთავრია, მოტყუების ხერხი გაომყენებული იყოს
ნივთის დასაუფლებლად.
„ნივთის ხელში ჩაგდება“ - ქმედებაა
ნივთის ხელში ჩაგდების დროს დამნაშავეს შეუძლია ფლობდეს ან სარგებლობდეს ამ ნივთით.
„დაუფლება“ - შედეგი
დაუფლების დროს მას შეუძლია ასევე განკარგოს ნივთი.
თაღლითობა დამთავრებულია - როცა დამნაშავე მოტყუებით დაეუფლება ნივთს და მიიღებს მისი
განკარგვის შესაძლებლობას.

თაღლითობის მაკვალიფიცირებელი გარემოებები ემთხვევა ქურდობის მაკვალიფიცირებელ


გარემოებებს , გამონაკლისი:

თაღლითობის მაკვალიფიცირებელი გარემოება


1. თაღლითობა, ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით - აქ დანაშაულის
ამსრულებელი შეიძლება იყოს , როგორც სახელმწიფო მოხელე, ისე კომერციული
სტრუქტურის წარმომადგენელის, რომელიც სხვის ნივთს მოტყუებით დაეუფლება.

თაღლითობის (ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და


მითვისების (იგივე დამამძიმებელ გარემოებაში) გამიჯვნა
მსგავსება:

 ორივე შემთხვევაში პირი ბოროტად იყენებს თავის სამსახურეობრივ მდგომარეობას, რაც მას
უადვილებს სხვისი ქონების დაუფლებას.
 ორივე შემთხვევაში ეს პირი შესაძლებელია იყოს არა მარტო სამოხელეო დანაშაულის სუბიექტი,
არამეს კერძო სექტორში ჩადენილი დანაშაულის სუბიექტი
განსხვავება:

 თაღლითობისას - სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენება არის მოტყუების


გაადვილების ხერხი.
მითვისებისას - სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებით დამნაშავე
ისაკუთრებს იმ ქონებას, რაც უკვე იმყოფება მის მართლზომიერ მფლობელობასა და
განმგებლობაში (მაგრამ არა მის საკუთრებაში) და სურს უკანონოდ მიისაკუთროს იგი.
მ. 181 - გამოძალვა

გამოძალვისაგან სს-ვი დაცვის:


1. ძირითადი ობიექტია - საკუთრებითი ურთიერთობები
2. დამატებითი მობიექტია - ადამიანის ჯანმრთელობა და მისი პატივი და ღირსება
გამოძალვის საგანია - ნივთი, როგორც მოძრავი ისე უძრავი, ქონებრივი უფლება, რომლის
თანახმადაც განსაზღვრული ქონებრივი უფლება გადადის დამნაშავეზე.
გამოძალვისას დამნაშავე ასევე შესაძლებელია მოითხოვოს ქონებრივი სარგებლის მიღება.( მაგ
მოითხოვოს მსვერპლისგან მიზერულ ფასში კომერციული ფართი)
დანაშაულის ამსრულებელია - 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.
ობიექტური მხრივ - გამოძალვა გამოიხატება დამნაშავის მიერ ქონების მესაკუთრისადმი ან ქონების
მფლობელისადმი მიმართულ მოთხოვნაში, გადასცე მას ნივთი ან მასზე უფლება, ასევე ქონებით
სარგებლობის უფლება.
მოთხოვნა - იგი გულისხმობს დამნაშავის მხრიდან პირისათვის ულტიმატური ხასიათის
კატეგორიულ შემოთავაზებას, უსასყიდლოდ გადასცეს გამომძალველს ნივთი ან ქონებრივი უფლება
ან ქონებით სარგებლობის უფლება.
იმისათვის, რომ გამოძალვა დამთავრებულად ჩაითავალოს, აუცილებელია, რომ ეს მოთხოვნა
ცნობილი გახდეს დაზარალებულისათვის. თუ დაზარალებული ვერ გაიგებს მოთხოვნის არსს
ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც გამოძალვის მომზადება.
გამოძალვის დროს თუ სახეზეა ძალადობის მუქარა, იგი უნდა იყოს მომვალისკენ მიმართული და
არა იმწუთიერი, თუ იმწუთიერია ძალადობის მუქარა, სახეზე იქნება ძარცვის მცდელობა ანდა
ყაჩაღობა.
ძალადობის მუქარა შეიძლება იყოს ან არც იყოს საშიში ადამიანის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის.
ნივთის განადგურების ან დაზიანების მუქარა შესაძლებელია იყოს როგორ სამომავლო, ისე
იმწუთიერი.

გამოძალვის შემასგენლობისთვის არ აქვს მნიშვნელობა დამნაშავე რეალურად აპირებდა მუქარის


განხორციელებას თუ არა. მთაავარია დაზარალებულის მიერ ეს მუქარა რეალურად აღიქმებოდეს.

გამოძალვის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით.


გამოძალვა არის ფორმალური დანაშაული - იგი დამთავრებულია მოთხოვნის წაყენების
მომენტიდან.
მ. 182 - მითვისება, გაფლანგვა

ამ დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია - საკუთრებითი ურთიერთობები.


ობიექტური მხარე - გამოიხატება სხვისი ნივთის ( მოძრავი/უძრავი) ან ქონებრივი უფლების
მართლსაწინააღმდეგო დაუფლებაში როგორც მითვისების, ისე გაფლანგვის ფორმით.
მითვისება, გაფლანგვისთვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს
ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან განმგებლობაში.
მითვისება - გულისხმობს აქტიურ მოქმედებას, რომელიც გამოიხატება კანონიერი მესაკუთრისაგან
სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობათა ამოღებაში და მის უკანონო დაუფლებაში თავის
სასარგებლოდ.
მითვისება დამთავრებულია იმ მომენტიდან, როცა სხვის ქონებას დამნაშავე საკუთარ ქონებას
უერთებს.
დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით.

182-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელია 14 წელს


მიღწეული შერაცხადი კერძო პირი.

182-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ამსულებელი შესაძლებელია იყოს


თანამდებობის პირი, კერძო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, წარმომადგენელი თუ სპეციალური
ურფლებამოსილებით აღჭურვილი პირი.
გაფლანგვა - გულისხმობს დამნაშავის მართლზომიერ მფლობელობასა და გამგებლობაში
არსებული ქონების გასაჩუქრებას ან მისი მეშვეობით ვალის გადახდას. გაფლანგვის სპეციფიკა
იმაშია, რომ მითვისებისგან განსხვავებით, დამნაშავის მიერ ქონების მფლობელობასა და მის
უკანონო განკარგვას შორის არ არსებობს დროის ინტერვალი.
გაფლანგვა დამთავრებულია სხვისი მოძრავი ნივთის უკანონო განკარგვის მომენტიდან.

დამამძიმებელი გარემოებები:
1. წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის მიერ

სახეზე უნდა იყოს სულ მცირე ორი ამსრულებელი. აუცილებელია, სულ მცირე ორი სპეციალური
სუბიექტი უშუალოდ ახორციელებდეს მითვისების ან გაფლანგვის ობიექტურ შემადგენლობას. თუკი
მხოლოდ ერთი ახორციელებს მას და მეორე თანამონაწილეა, მაშინ სახეზე არ გვექნება ეს
დამაძიმებელი გარემოება.

2. სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით

ამ დამამძიმებელი გარემოების ამსრულებლებს ნივთის მიმართ აქვთ არა ფიზიკური, არამედ


სამართლებრივი წვდომა.

სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების დროს დამნაშავეს ამოძრავეს


საკუთარი ქონების დაზოგვის მიზანი იმ ქონების ხარჯზე, რომელიც მის მართლზომიერ
გამგებლობაში იყო.
სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების დროს დამნაშავეს ამოძრავებს
საკუთარი ქონების გაზრდის მიზანი სხვისი ქონების ხარჯზე.
მ.183 - განსაკუთრებული ისტორიული, კულტურული, მეცნიერული
ან ეროვნული ღირებულების ნივთის ან დოკუმენტის დაუფლება
მართლსაწინააღდეგო მისაკუთრების მიზნით.
ამ დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტი არის საკუთრებითი ურთიერთობა და საკუთრების
წინააღმდეგ მიმართული სხვა დანაშაულებისგან გამოირჩევა ხელყოფის საგნის განსაკუთრებული
თვისებებით. ამგვარი ნივთებისა და დოკუმენტების განსაკუთრებული ღირებულების დასადგენად
სავალდებულო ექსპეტრის დასკვნა.
ამ დანაშაულის ხელყოფის საგანი შეიძლება იყოს არა მარტო ცალკეული ნივთი, არამედ ეროვნულ
ღირებულებათა კოლექციაც. (მაგ: სურათბის, ხატების, საფოსტო მარკების კოლექცია)
საქართველოს კანონის „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საფუძველზე განსაკუთრებული
ისტორიული, კულტუული, მეცნიერული და ეროვნული ღირებულების ნივთებს განეკუთვნება
როგორც უძრავი ძეგლები, ისე მოძრავი ძეგლის შემდეგი სახეობები:

1. ნებისმიერი მასალითა და ტექნიკით შესრულებული სახვითი ხელოვნების ნიმუში;

2. ნებისმიერი მასალითა და ტექინკით შესრულებული დეკორატიულ-გამოყენებითი


ხელოვნების ნიმუში;

3. ისტორიულ მოვლენებთან ან ისტორიულ პირთა მოღვაწეობასთან დაკავშირებული ნივთები;

4. არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული ან კულტურულ ფენებში შემთხვევით


აღმოჩენილი ნივთები ან/და მათი ფრაგმენტები;

5. ნებისმიერი მასალითა და ტექნიკით შესრულებული საკულტო დანიშნულების ნივთი;

6. ხელნაწერები, ინკუნაბულები, სიგელები , გუჯრები და ბეჭდვითი გამოცემები, რომლებსაც


აქვთ ისტორიული, მხატვრული და სამეცნიერო ღირებულება;

7. ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტები მათ შორის ფოტო-, ფონო-, კინო-


ვიდეომასალები; ეთნოგრაფიული ნივთები; უნიკალური ავეჯი და მუსიკალური
ინსტრუმენტები; მეცნიერებისა და ტექნიკის განვითარებასთან დაკავშირებული ძეგლები;
სხვა გადაადგილებადი ნივთები, რომლებსაც აქვთ ისტორიული, მხატვრული, სამეცნიერო ან
სხვა ღირებულება და ა.შ.

 დანაშაულის ობიექტური მხარე - გულისხმობს ზემოაღნიშნული ნივთების ან დოკუმენტების


დაუფლებას მისი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
 ეს დანაშაული შეიძლება განხორციელდეს როგორც ქურდობით, ისე ძარცვით,
თაღლითობით ყაჩაღობით და ა.შ.
 ეს დანაშაული დამთავრებულად ჩაითვლება არა თავდასხმის მომენტიდან, არამედ იმ
მომენტიდან, როცა დამნაშავეს მიეცემა ხელში ჩაგდებული ნივთის განკარგვის ფაქტობრივი
შესაძლებლობა.
 აღნიშნული დანაშაული ხასიათდება პირდაპირი განზრახვით.
 შესაძლებელია სახეზე იყოს ასევე ამ დანაშაულის მცდელობაც (19; 183;)
 დამნაშავის შეგნება უნდა მოიცავდეს არა მარტო იმას, რომ იგი მართლსაწინააღმდეგო
დაუფლება სხვის ნივთს, არამედ იმასაც, რომ იგი იტაცებს მეცნიერული თუ ეროვნული
ღირებულების ნივთებს.
 ამსრულებელი - ყველა 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.

დამამძიმებელი გარემოებები:
1. როცა დანაშაული ჩადენილია ჯგუფურად ან არაერთგზის. ( მეორე ნაწილით)
2. როცა დანაშაული ჩადენილია ორგანიზებული ჯგუფის მიერ ( მესამე ნაწილით)

მ. 185 - ქონებრივი დაზიანება მოტყუებით

ამ დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები.


დაზარალებული - შეიძლება იყოს, როგორც მესაკუთრე ასევე ქონების ყველა კანონიერი
მფლობელი, რომელსაც უფლებამოსილება უნდა ჰქონდეს მინიჭებული კანონით ან
ხელშეკრულებით.
ამ დანაშაულის ხერხია - მოტყუება.

თაღლითობის და მოტყუებით ქონებრივ დაზიანების გამიჯვნა:


1. თაღლითობა არის საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დაუფლებითი დანაშაული,
ქონებრივი დაზიანება მოტყუებით - არ არის დაუფლებითი დანაშაული.
2. თაღლითობისას მოტყუება არის სხვისი ქონებიდან ნივთის ამოღების ხერი
ქონებრივი დაზიანება მოტყუებით გულისხმობს იმას, რომ დამნაშავე უფლებამოსილ მხარეს
არ აძლევს კუთვნილ სარგებელს, რა დროსაც დაზარალებულის ქონება არ მცირდება, მაგრამ
ზიანი დგება აცდენილი მოგების სახით.
სწორედ ამიტომ, ქონებრივი დაზიანება მოტყუებით არ არის დაუფლებითი დანაშაული.
მხარეს
3. თაღლიღობისას - მოტყუება წინ უძღვის სხვისი ნივთის დაუფლებას.
მოტყუებით ქონებრივი დაზიანების დროს - ამას მნიშვნელობა არ აქვს.

განსხვავება სსკ-ს 185-ე მუხლსა მითვისებასა და გაფლანგვას შორის


სსკ-ს 185 -ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული იმით განსხვავდება მითვისებისა და
გაფლანგვისაგან, რომ დამნაშავე არ ეუფლება მესაკუთრის ფონდში არსებულ ქონებას, არ ამცირებს
მას, არამედ უკანონოდ ეუფლება იმას, რაც ჯერ არაა გადასული პირის საკუთრებაში.
 ზემოაღნიშნული დანაშაული მატერიალური შემადგენლობისაა - იგი დამთავრებულია არა
მოქმედების ჩადენის მომენტიდან, არამედ ქონების მესაკუთრისა ან სხვა კანონიერი
მფლობელისათვის ფაქტობრივი ქონებრივი ზარალის მიყენების მომენტიდან.
 ამ დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით.
 სუბიექტური მხრივ - სახეზეა ანგარების მოტივი და სხვის ხარჯზე გამორჩენის მიღების მიზანი.
 ამსრულებელია - საერთო სუბიექტი.

მ. 186 - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული


ქონების შეძენა ან გასაღება

განსახილველი დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა.


განსახილველი დანაშაულის საგანს წარმოადგენს ის ქონება, რომელიც დანაშაულებრივი გზით
არის მოპოვებული, ანუ შეძენილია დანაშაულის ჩადენის შედეგად.
ამ დანაშაულის ამსრულებელია - როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირი.
ამსრულებელი არაა ის , ვინც თავად მოიპოვა ეს ქონება დანაშაულებრივი გზით.
ქმედების ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება - წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით
მოპოვებული ქონებით სარგებლობაში, ქონების შეძენაში, ფლობაში ან გასაღებაში. (შედეგგარეშე
დანაშაული).
დანაშაულებრივი გზით ქონების შეძენა გულისხმობს, როგორც 1. სასყიდლით ისე 2. უსასყიდლოდ
მასზე უფლების მოპოვებას. ხოლო გასაღება გულისხმობს - ნებისმიერი სახით გასხვისებას,
რეალიზაციას.
განსახილველი დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით.
„წინასწარი შეცნობა“ - იმ ფაქტის შეგნება, რომ ნივთი მოპოვებული იყო დანაშაულის ჩადენის
შედეგად.

მ. 186 -ეს მეორე ნაწილი მოიცავს დამმაძიმებელ გარემოებას - დანაშაულებრივი გზით


მოპოვებული ავტომობილის შეძენა ან გასაღება.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისა და წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი


გზით მოპოვებული ქონების შეძენა ან გასაღების გამიჯვნა
186-ე მუხლში საუბარია მხოლოდ დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ქონებაზე,
194-ე მუხლში კი როგორც დანაშაულებრივ, ისე არადანაშაულებრივი გზით მოპოვებულ მაგრამ
უკანონო ან დაუსაბუთებელ ქონებაზე.
 186-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების განხორციელებისას პირ უკანონო სემოსავლის
ლეგალიზაციის მიზანი კი არ ამოძრავებს, არამედ ანგარება, გამორჩენის სურვილი ამოძრავებს.
მ.187 - ნივთის დაზიანება ან განადგურება

განსახილველი დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია - საკუთრებითი ურთიერთობა.


იგი არ არის დაუფლებითი დანაშაული.
დანაშაულის მიზანი დამნაშავის გამდიდრება არ არის, მაგრამ აყენებს ზიანს მესაკუთრეს.
დანაშაულის საგანი შეიძლება იყოს ყოველგვარი ქონება, რასაც მატერიალური ღირებულება
გააჩნია. (მასში იგულისხმება უძრავი ქონებაც)
ობიექტური მხრივ - დანაშაული გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას, თუ
მნიშვნელოვანი ზარალი გამოიწვია. თუ სახეზე არაა ასეთი ზიანი , სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობაც გამორიცხულია და სახეზე იქნება სამოქალაქო სამართალდარღვევა.
მაშასადამე სახეზეა მატერიალური დანაშაული.

ნივთის განადგურება - გულისხობს ნივთზე იმგვარ გარეგან ზემოქმედებას, რის შედეგადაც წყდება
მისი ფიზიკური არსებობა ან იგი გამოუსადეგარი ხდება მიზნობრივი დანიშნულებით
გამოყენებისთვის. ასევე განადგურების თავისებურება ისაა, რომ განადგურებული ნივთი ვეღარ
რესტავრირდება და აღდგება.
ნივთის დაზიანება - იგულისხმება ქონების თვისებრიობის ისეთი შეცვლაა, რომლის დროს
არსებითად უარესდება მისი მდგომარეობა. ასეთი ნივთის რესტავრირება და აღდგენა,
განადგურებული ნივთისგან განსხვავებით, შესაძლებელია.
 ამ დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.
 ამსრულებელია - ყველა კერძო შერაცხადი, 14 წელს მიღწეული პირი.
 ამ დანაშაულის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა - სხვისი ქონების განადგურება ან დაზიანება
ცეცხლის წაკიდებით, აფეთქებით ან სხვა საყოველთაოდ საშიში საშუალებით.
საყოველთაოდ საშიში საშუალება - დანაშაულებრივი მოქმედების ისეთი ხერხი, რომლის
მეშვეობითაც ნადგურდება ან ზიანდება არა მხოლოდ კონკრეტული ქონება, არამედ იქმნება სხვა
ქონების განადგურების, ადამიანტა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის რეალური საშიშროება.

! ცეცხლის წაკიდება, რომელიც არ უქმნის საფრთხეს არ ადამიანთა სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას


და არც სხვათა ქონებას ვერ დაკვალიფიცირდება საყოველთაოდ საშიშ საშუალებად.
 ეს დანაშაული არის ორობიექტიანი და დამატებით ობიექტად გვევლინება ადამიანის სიცოცხლე
და ჯანმრთელობა.

187-ე მუხლის მე-3 ნაწილი - თუ ქონების განადგურებას ან დაზიანებას მოჰყვა


გაუფრთხილებლობით ადამიანის სიკვდილი.
მძიმე შედეგი - გულისხმობს დასნეულებას, მოწამვლას და სხვა. ასევე მას შესაძლებელია ჰქონდეს
ეკონომიკური ხასიათიც.

187-ე მუხლის მე-4 ნაწილი - გულისხმობს ნივთის დაზიანებას ან განადგურებას რამაც


გაუფრთხილებლობით გამოიწვია ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
მ. 188 - ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით

განსახილველი დანაშაული მატერიალურია.


ობიექტური მხრივ - დანაშაული გულისხმობს სხვისი ქონების დაზიანებას ან განადგურებას, და სს-ვი
პასუხისმგებლობისთვის აუცილებელია სახეზე იყოს მნიშვნელოვანი ზიანი.
დანაშაული გაუფრთხილებელია - პირს გაცნობიერებული აქვს წინდახედულობის ნორმით
აკრძალული მოქმედების მართლსაწინააღმდეგო ხასიათი, ხოგადად ითვალისიწინებს მისი შედეგის
დადგომის შესაძლებლობას, მაგრამ უსაფუძვლოდ იმედოვნებს რომ ამ შედეგს აიცილებს თავიდან.
ან არ აქვს გათვალისწინებული ამგვარი შედეგის დადგომა, თუმცა ევალებოდა გაეთვალისწინებინა
და შეეძლო კიდეც ეს.
ამსრულებელია - ყველა შერაცხადი 14 წელს მიღწეული ფიზიკური პირი.
ქმედების დამამძმებელ გარემოებებში გათვალისწინებული მომეტებული საფრთის წყაროს ქვეშ
იგულისხმება - როგორც ცეცხლი, ასევე სხვადასხვა მანქანები, მექანიზმები, ელექტროხელსაწყოები,
ელექტრომოწობილობა და ა.შ. მათთან გაუფრთხილებელი მოპყრობა გულისხმობს მათ
ექსპლოატაციას უსაფრთხოების ტექნიკის წესების დაუცველობით, წინდახედულობის ნორმების სხვა
დარღვევას და ა.შ.

188-ე მუხლის მე-3 ნაწილი - თუ განსახილველ დანაშაულებრივ ქმედებას მოჰყვა


გაუფრთხილებლობით ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.
სხვა მძიმე შედეგი - გულისხმობს ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებას, ეკონომიკური ხასიათის
განსაკუთრებით მძიმე ზარალს და სხვა.

მ. 189 - საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელისა და


მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების ხელყოფა

საავტორო უფლება ვრცელდება - მეცნიერების, ხელოვნებისა და ლიტერატურის ნაწარმოებზე,


ასევე გამოგონებაზე, სასარგებლო მოდელზე ან სამრეწველო ნიმუშზე, რომლებიც წარმოადგენენ
ინტელექტუალურშემოქმედებითი საქმიანობის შედეგს.
საავტორო უფლება არსებობს როგორც გამოქვეყნებულ, ისე უკვე არსებულ, მაგრამ
გამოუქვეყნებელ ნაწარმოებზე.
საავტორო უფლება არ ვრცელდება - იდეებზე, მეთოდებზე, პროცესებზე, სისტემებზე,
საშუალებებზე, კონცეფციებზე , პრინციპებზე, აღმოჩენებსა და ფაქტებზე, მაშინაც კი, თუ ისინი
გამოხატულია, აღწერილია, ახსნილია, ილუსტრირებულია ან ხორცშესხმულია ნაწარმოებში.
ავტორის პირადი არაქონებრივი უფლება - ნაწარმოების ავტორად აღიარების უფლება, მისი
გამოყენებისა და გამოქვეყნების უფლება.
ავტორის ქონებრივი უფლება - ნაწარმოების ასახვა, მისი გავრცელება, დემონსტრირება,
შესრულება და ა.შ.
დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია - ინტელექტუალურ-საკუთრებითი ურთიერთობები,
რომელიც წარმოიშობა საავტორო და მომიჯნავე უფლებების განხორციელებასთან დაკავშირებით.
დანაშაულის საგანია - სხვადასხვა სამეცნიერო, ლიტერატურული, მუსიკალური ან მხატვრული
ნაწარმოებები. ლიტერატურულ ნაწარმოებთა რიცხვში შედის მონაცემთა ბაზები და კომპიუტერული
პროგრამები.
მონაცემთა ბაზა - საინფორმაციო ცნობების სისტემატიზირებული კრებული.
ამ დანაშაულისაგან დაზარალებულნი შეიძლება იყვნენ - როგორც ნაწარმოების ავტორები და
საავტორო უფლების სხვა მფლობელები, ისე მომიჯნავე უფლებების მფლობელნიც (მაგ:
შემსრულებლები, ფონოგრამის მწარმოებლები, ეთერი ან საკაბელო მაუწყებლობის ორგანიზაციები)
დანაშაულის ობიექტური მხარე ვლინდება - საავტორო უფლების ობიექტეზე ავტორობის
მითვისებაში ამ თანაავტორობის იძულებაში. თავის მხრივ თანაავტორობის იძულება გულისხმობს
ფიზიკურ ან ფსიქიკურ ზემოქმედებას საავტორო უფლების ობიექტზე თანაავტორად
აღიარებისათვის.
სახეზე ფორმალური დანაშაული - მისი დამთავრებულად აღაირება დამოუკიდებელია მავნე
შედეგის დადგომისაგან.
ამ დანაშაულს ახასიათებს პირდაპირი განზრახვა. მიზანი და მოტივი შეიძლება იყოს სხვადასხვა.
დანაშაულის ამსრულებელია - 14 წელს მიღწეული შერაცხადი ფიზიკური პირი.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი არაერთგზის, –
ისჯება შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ
წლამდე.
3. „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევით ნაწარმოების,
ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის რეპროდუცირება ან მათი ასლების უნებართვო შეძენა,
იმპორტი, შენახვა, გაყიდვა, გაქირავება, გადაცემა, ან/და საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან
მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების სხვაგვარი ხელყოფა, ჩადენილი დიდი ოდენობით
შემოსავლის მიღების მიზნით, –
ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ერთიდან ორ წლამდე.
4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:
ა) განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით;
ბ) წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, –
ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.
შენიშვნა:
1. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედება დიდი ოდენობით შემოსავლის მიღების მიზნით ჩადენილად
ითვლება, თუ ნაწარმოების, ფონოგრამის, ვიდეოგრამის ან მონაცემთა ბაზის ასლების ღირებულება ან
საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის და მონაცემთა ბაზის დამამზადებლის უფლების კანონიერი
გამოყენების შემთხვევაში საავტორო, მომიჯნავე უფლების მფლობელის ან მონაცემთა ბაზის
დამამზადებლის მიერ მისაღები შემოსავალი აღემატება ხუთი ათას ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდი
ოდენობით – თუ ზემოაღნიშნული ღირებულება ან შემოსავალი აღემატება ათი ათას ლარს.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედებისათვის იურიდიული პირი ისჯება ჯარიმით, საქმიანობის
უფლების ჩამორთმევით ან ლიკვიდაციით და ჯარიმით.
მ. 1891 - სამრეწველო საკუთრების უფლების ხელყოფა
როგორც 189 მუხლის 𝟏𝟖𝟗𝟏 მუხლის შემადგენლობაც მიზნად ისახავს ინტელექტუალურ
ქმნილებათა ჯგუფს მიკუთვნებული ობიექტების დაცვას.
ამ დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია სამრეწველო საკუთრება. უფრო კონკრეტულად კი
ხელყოფის საგანია - სამრეწველო საკუთრების ისეთი ობიექტები, როგორიცაა გამოგონება,
სასარგებლო მოდელი, დიზაინი, ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგია მცენარის ან ცხოველის
ახალი ჯიში (სელექციური მიღწვა).
გამოგონება- ისეთი განხორციელებადი საგამომგონებლო იდეა, რომელიც მზადაა პრაქტიული
რეალიზაციისთვის.
სასარგებლო მოდელი - იგივე „მცირე გამოგონება“. მას უფრო დაბალი შემოქმედებითი დრონის
განმსაზღვრელი კრიტერიუმი ახასიათებს.
დიზაინი- არის მთლიანი პროდუქტის ან მისი ნაწილის გამოხატულება, რომელიც გამომდინარეობს
თვით პროდუქტის ნიშნებისგან, მათ შორის ხაზებისგან, კონტურებისგან, ფერებისგან, ფორმებისგან,
ტექსტურისგან ან/და მასალისგან ან პროდუქტის მორთვისგან.
ინტეგრირებული მიკროსქემის ტოპოლოგია - ეს არის ელექტრონული ელემენტების შემცველი,
ნახევარგამტარიანი კრისტალის ზედაპირზე ან მის შიგნით განლაგებული მინიატურული
ელექტრონული სქემა.
სელექციური მიღწევა - ბიოლოგიური არსების ახალი ჯიში.
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება გამოგონების, სასარგებლო მოდელის, დიზაინის,
ინტეგრალური მიკროსქემის ტოპოლოგიის მცენარის ან ცხოველის ახალი ჯიშის (სელექციური
მიღწვის) ავტორობის მითვისებაში ან თაანტორობაზე იძულებაში.

1891 მუხლის მე-2 ნაწილი - ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას - იგივე ქმედება


ჩადენილი არაერთგზის.

1891 მუხლის მე-3 ნაწილი - ითვლისწინებს დამამძიმებელ გარემოებას - წინასწარი შეცნობით


სხვისი გამოგონების, სასარგებლო მოდელის, დიზაინის, ინტეგრალური მიკროსქემის
ტოპოლოგიის, მცენარის ან ცხოველის ახალი ჯიშის შემოსავლის მიღების მიზნით უკანონოდ
გამოყენება.

1891 მუხლის მე-4 ნაწილი - ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას - ამ მუხლის მე-3


ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ
გადასამეორებელი მასალა ზოგადიდან:
1. დენადი დანაშაული - დანაშაული, რომლის ჩადენა იწყება მოქმედებით ან უმოქმედობით და
რომელიც შემდეგ უწყვეტად ხორციელდება. დენადი დანაშაული დამთავრებულია ქმედების
შეწყვეტის მომენტიდან.
2. განგრძობადი დანაშაული - დანაშაული, რომელიც მოიცავს ერთიანი მიზნითა და საერთო
განზრახვით ჩადენილ ორ ან მეტ ქმედებას. განგრძობადი დანაშაული დამთავრებულია
უკანასკნელი ქმედების ჩადენის მომენტიდან.
3. არაერთგზისი დანაშაული
1. არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით
გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის
დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
2. დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი
წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა
მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
4. დანაშაულის რეციდივი - დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის
ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. დანაშაულის რეციდივის
დადგენისას მხედველობაში არ მიიღება ნასამართლობა თვრამეტ წლამდე ჩადენილი
დანაშაულისათვის, აგრეთვე ნასამართლობა, რომელიც მოხსნილი ან გაქარწყლებულია ამ
კოდექსის 79-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.
დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ამ კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და
დადგენილ ფარგლებში შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი.
5. რეკეტი, რეკეტული დაჯგუფება, რეკეტირი
1. რეკეტი არის შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის სისტემატურად მიღების
მიზნით წარმოებული არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც
დაკავშირებულია განზრახი დანაშაულის ჩადენასთან (თუ ნასამართლობა არ არის
გაქარწყლებული ან მოხსნილი), თუ იგი განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდარული
წლის განმავლობაში, რომელშიც არ შედის რეკეტირის დაპატიმრებისა და სასჯელის მოხდის
ვადა.

2. რეკეტულ დაჯგუფებად ითვლება თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული


იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკურ ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.

3. რეკეტირი არის პირი, რომელიც დამოუკიდებლად ან სხვა პირთან (პირებთან) ერთად


წარმართავს რეკეტული დაჯგუფების საქმიანობას, ან სხვაგვარად მონაწილეობს რეკეტული
დაჯგუფების საქმიანობაში და მისთვის ცნობილია, რომ ეს დაჯგუფება რეკეტული
დაჯგუფებაა, აგრეთვე უკანონოდ წყვეტს ან მონაწილეობს რეკეტულ დაჯგუფებათა ან
რეკეტულ დაჯგუფებასა და სხვა პირთა შორის დავების გადაწყვეტაში.
კანონით ყველას აქვს უფლება მისდევდეს მეწარმეობას, საქართველოს ახალი კანონმდებლობით
გამოცხადებულია მეწარმეობის თავისუფლება. სამეწარმეო ორგანიზაციები თავისუფალნი არიან
ზედმეტი, დაუსაბუთებელი ზედამხედველობისაგან, მთავარია მათი საქმიანობა არ
ეწინააღმდეგებოდეს კანონს.

განსახილველი დანაშაული თავისი იურიდიული ბუნებით სამსახურეობრივი მდგომარეობის


ბოროტად გამოყენების სპეციალური სახეა. თანამდებობის პირები შეიძლება წარმოადგენდნენ
სანებართვო, მაკონტროლებელი, ფისკალური და სხვა ფუნქციების განმახორციელებელ
სახელმწიფო ორგანოებს.

დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის უფლება, ასევე


სახელმწიფო ორგანოთა ავტორიტეტი (რომელთა კომპეტენციაშიც შედის საბაზრო ეკონომიკაზე
ორიენტირებული ქვეყნის ეკონომიკური საქმიანობის რეგულირება)
დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება კანონიერი სამეწარმეო საქმიანობისათვის ხელის
შეშლაში შემდეგი ფორმებით:

1. დაუსაბუთებელი უარი სამეწარმეო რეგისტრაციაზე ან სპეციალური ნებართვის (ლიცენზიის)


გაცემაზე - იგი მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება დანაშაულად, როცა მოხელის
სამსახურეობრივ კომპეტენციაში შედიოდა ასეთი რეგისტრაციის ან ლიცენზიის გაცემის
უფლება.

! სამეწარმეო რეგისტრაციას ახორციელებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო.

უარი დაუსაბუთებელია თუ - სარეგისტრაციო პირს დაცული აქვს სამეწარმეო ორგანიზაციის


შექმნის წესი, სადამფუძნებლო დოკუმენტები შეესაბამება კანონს და დაცულია სამეწარმეო
საქმიანობის მარეგულირებელი სხვა ნორმატიული აქტების მოთხოვნები.

ლიცენზიის გაცემაზე უარი უკანონოა თუ - კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული


მეწარმე, სალიცენზიო ორგანოში წარადგენს საჭირო დოკუმენტებს, ეს უკანასკნელი კი უარს
იტყვის მის გაცემაზე.

! უარი უნდა იყოს კონკრეტული და აშკარად გამოხატული.

2. ეკონომიკური საქმიანობის უფლების ან თავისუფლების შეზღუდვა; - მაგალითად მოხელე


სამეწარმეო ორგანიზაციის რეგისტრაციის დროს მოითხოვს წესდებიდან ამოღებულ იქნეს
სამეწარმეო საქმიანობის ესა თუ ის ძირითადი სახე, რომელიც კანონით არ არის
აკრძალული
3. საწარმოს საქმიანობაზე კონტროლის კანონმდებლობის დარღვევით განხორციელება; -
მოხელის მიერ უკანონო ფორმებით კონტროლის დაწესება მეწარმის საქმიანობაზე.
4. მის საქმიანობაში ჩარევა; - ამგვარი ჩარევა შესაძლებელია გამოიხატოს მოხელის ნებისმიერ
მოქმედებაში, თუ ის ბოროტად იყენებს სამსახურეობრივ უფლებამოსილებას.

დანაშაული თავისი შემადგენლობით მატერიალურია - დამთავრებულად ითვლება მაშინ, როცა


ზემოაღნიშნულმა ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

დანაშაულის ამსრულებელი სპეციალურია - საჯარო მოხელე, რომლის კომპეტენციაში შედის


მეწარმის რეგისტრაცია, ნებართვის ან ლიცენზიის გაცემა, საკონტროლო-საზედამხედველო
მოქმედებათა ჩატარება და სხვა.

საჯარო მოხელეა - ის ვინც საქმიანობს სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის


სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებაში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში.

დანაშაულს ახასიათებს პირდაპირი განზრახვა. მოტივსა და მიზანს მაკვალიფიცირებელი


მნიშვნელობა არ აქვს, თუმცა მხედველობაში მიიღება სასჯელის დანიშვნის დროს.
ჩვენი სახელმწიფო მართალია ხელს უწყობს სამეწარმეო საქმიანობას, მაგრამ მეორეს მხრივ
განსაზღვრულ კონტროლსაც ახორციელებს მასზე, რაც აუცილებელია საზოგადოების
უშიშროების, ადამიანთა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის, ბუნებისა და კულტურულ
ფასეულობათა დასაცავად - ამ მიზნით კანონმა შეიძლება აკრძალოს სამეწარმეო საქმიანობის ესა
თუ ის სახე, ან დააწესოს სხვადასხვა საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვები.

სამეწარმეო საქმიანობა - მართლზომიერი და არაერთჯერედი საქმიანობა, რომელიც


ხორციელდება მოგების მიზნით, დამოუკიდებლად და ორგანიზებულად.

 ფიზიკური და იურიდიული პირების სამეწარმეო საქმიანობა ექვემდებარება სავალდებულო


სახელმწიფო რეგისტრაციას.
 ისეთი სახის სამეწარმეო საქმიანობის უფლება, რომელზეც სავალდებულოა ლიცენზია,
წარმოიშობა ნებართვის მიღების მომენტიდან და შეწყდება მისი მოქმედების ვადის
გასვლის შემდეგ.

ამ დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია - ის ურთიერთობები, რომელიც აწესრიგებს


სამეწარმეო საქმიანობას, ასევე სახელმწიფო ფინანსური ინტერესები, რადგანაც იგი ვერ იღებს
მეწარმეთა რეგისტრაციისთვის დადგენილ ბაჟს, ლიცენზიის გაცემისათვის -გადასახადს, ასევე
სამეწარმეო საქმიანობისათვის დადგენილ შესაბამის გადასახადებს.

დანაშაულის ობიექტური მხარე ხასიათდება 3 ნიშნით:

1. ქმედება;
2. მძიმე შედეგი - რაც გამოიხატება მნიშნელოვა ზიანში ან დიდი ოდენობით უკანონო
შემოსავლის მიღებაში;
3. მიზეზობრივი კავშირით ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

ობიექტური მხრივ ეს დანაშაული შეიძლება გამოიხატოს:

1. სამეწარმეო საქმიანობა რეგისტრაციის გარეშე - უკანონოდ ჩაითვლება სამეწარმეო


საქმიანობა ან საერთოდ რეგისტრაციის გარეშე, ან კიდევ რეგისტრაციამდე
განხორციელებული საქმიანობა.
2. სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე - საქმიანობის ზოგიერთი სახე
საჭიროებს სპეციალურ ნებართვას, ასეთ შემთვევაში სამეწარმეო საქმიანობა დასაშვებია
მხოლოდ შესაბამისი ნებართვის ან ლიცენზიის მიღების შემდგომ.
3. სამეწარმეო საქმიანობა სანებართვო ან სალიცენზიო პირობების დარღვევით - მაგალითად,
როცა განსაზღვრული სახის საქმიანობაზე ნებართვის ან ლიცენზიის მქონე პირი ეწევა სხვა
სახის ლიცენზირებად საქმიანობას.
 დანაშუალი დამთავრებულია- ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის მნიშვნელოვანი ზიანის
ან დიდი ოდენობით შემოსავლების მიღების მომენტიდან.
 დანაშაულის ამსრულებელია - ნებისმიერი ფიზიკური პირი ვინც სამეწარმეო საქმიანობას ეწევა,
ასევე იურიდიული პირი.
 დანაშაული ბრალის ფორმის მიხევდით - განზრახია.

დამამძიმებელი გარემოებები - ა) ჯგუფურად;


ბ) არაერთგზის
გ) იგივე ქმედება ჩადენილი ასეთი დანაშაულისათვის
მსჯავრდებულის მიერ.

განსახილველი დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია ის ურთიერთობები,რომელიც


არეგულირებს სამეწარმეო და სხვა კომერციულ საქმიანობას, დამატებითი ობიექტია -
მოქალაქეთა, ორგანიზაციებისა და სახელმწიფოს ინტერესები.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ფორმალურად ლეგიტიმური სამეწარმეო


ორგანიზაციების შექმნაში, რომელიც მიზნად ისახავს ბაზარზე კონტრაგენტების, აგრეთვე
მაკონტროლებელი სახელმწიფო ორგანოების მოტყუებას.

ცრუ მეწარმეობის ობიექტური მხარე მოიცავს:


1. სამეწარმეო ორგანიზაციის შექმნას სამეწარმეო საქმიანობის განზრავის გარეშე;
2. მნიშვნელოვან ზიანს;
3. მიზეზობრივ კავშირს ქმეებასა და დამდგარ შედეგს შორის;

ორგანიზაციის გარეგნულად კანონიერი საქმიანობა მთავრდება კანონიდ დადგენილი წესით


სამეწარმეო ორგანიზაციის დაფუძნებისას, შემდგომ კი ცრუ მეწარმეების სჩადიან ისეთ
მოქმედებას, რაც ზიანს აყენებს როგორც მოქალაქეებს, ისე ორგანიზაციებსა და სახელმწიფოს:
იღებენ სესხხებს, კრეფენ ფულად სახსრებს ან იწყებენ აკრძალულ საქმიანობას.

 დანაშაული მატერიალურია - მნიშვნელოვანია სახეზე იყოს მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება


ფიზიკური ან იურიდიული პირისათვის.
 დანაშაულის ამსრულებელი - შეიძლება იყოს 16 წელს მიღწეული პირი, რომელიც ქმნის ან
აფუძნებს სამეწარმეო ორგანიზაციას.
 დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხასიათდება
 დანაშაული მიზანი - მოგების მიღება უკანონო ხერხებით, რომელიც უნდა არსებობდეს
სამეწარმეო საზოგადოების შექმნის მომენტში. თუ ამგვარი სპეციალური მიზანი ორგანიზაციის
შექმნის მომენტში არ არსებობდა, მაშინ ამ დანაშაულის შემადგენლობას არ გვექნება სახეზე.
უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია - უკანონო შემოსავლისათვის კანონიერი სახის მიცემა, ასევე
მისი ნამდვილი წარმოშობის, მესაკუთრის ან მფლობელის ან/და ქონებრივი უფლებების დამალვა
ან შენიღბვა.

უკანონო შემოსავლის მიღების წყარო - შეიძლება იყოს ნარკოტიკების და იარაღით ვაჭრობა,


სათამაშო და პორნობიზნების, მექრთამეობამ უკანონო სამეწარმეო და სხვა სახის არალეგალური
საქმიანობა, რომლიდან მიღებული შემოსავლის ლეგალიზებასაც, ანუ კანონიერი სახის მიცემას
ცდილობენ დამნაშავეები. ამგვარი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილის ლეგალიზება ხდება
ვალუტაზე გადაცვლითა და საზღვარგარეთ გადარიცხვით.

 დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის უშუალო ობიექტია - ეკონომიკური სისტემა, უფრო


კონკრეტულად კი ფინანსური სისტემა.
 დანაშაულის საგანია - უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონება.

დანაშაულის ობიექტური მხარე შეიძლება 2 ფორმით გამოიხატოს:

1. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში - ე.ი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის


კანონიერი სახის მიცემაში, მისი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი წარმოშობის დაფარვის
მიზნით, ან/და სხვა პირისათვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში დახმარების
მიზნით.
2. ამ ქონების ნამდვილი ბუნების, წარმოშობის წყაროს, ადგილმდებარეობის, განთავსების,
მოძრაობის, მასზე საკუთრების ან/და მასთან დაკავშირებული სხვა უფლები დამალვა ან
შენიღბვა.

უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია რამდენიმე ოპერაციისგან შემდგარი პროცესია. არსეობობს


ფულის გათეთრების:

1. ორსაფებურიანი მოდელი - იგი მოიცავს ფულის „გარეცხვას“ და ბრუნვაში დაბრუნებას.


2. სამსაფეხურიანი მოდელი - იგი გულისხმობს:
1) განთავსებას - არალეგალური წყაროდან ლეგალურ წყაროში გადატანა (მაგ: საბაკო
გადარიცხვა სხვა რომელიმე ქვეყანაში)
2) „კვალის წაშლას“ - მრავალჯერადი ფინანსური ოპერაციები ერთი ქვეყნიდან მეორეში
3) ინტეგრაციას - მრავალჯერადი ფინანსური ოპერაციების შემდეგ ლეგალიზებული
საშუალებების დაბრუნება ოფიციალურ ეკონომიკურ ციკლში ( მაგ: ფულის ეკონომიკაში ან
უძრაც ქონებაში დაბანდება)
3. ოთხსაფეხურიანი მოდელი ;
1. ნაღდი ფულისაგან გათავისუფლება;
2. ნაღდი ფულადი საშუალებების განაწილება;
3. კვალის წაშლა;
4. ფულადი მასის ინტეგრაცია;

 სახეზეა მიზნით დაფუძნებული დელიქტი- დამნაშავეს ამოძრავებს შემოსავლის უკანონო


წარმოშობის დაფარვის, ან სხვა პირისათვის პასუხისმგებლობისათვის თავის არიდებაში
დახმარების მიზანი.
 დანაშაულის ამსრულებელია როგორც ფიზიკური ისე იურიდიული პირი.
 ლეგალიზაცია შესაძლებელია განხორციელდეს როგორც ერთპიროვნული ამსრულებლბის, ისე
თანაამსრულებლობისა და თანამონაწილეობის ფორმით.
 დანაშულის ჩადენა შესაძლებელია პირდაპირი განზრახვით.
 მოტივი - უმეტესად ანგარებითია.

პრედიკალური დანაშაული - ანუ პირველადი დანაშაული.

გაბატონებული მოსაზრების მიხედვით, შემოსავლის ლეგალიზაცია არის პრედიკალური


დანაშაულის დაფარვის ფორმა, ამიტომ ძირითადი დანაშაულის ამსრულებელი არ განიხლილება
ფულის გათეთრების ამსრულებლად.

სსკ 194-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებებს:


1. ჯგუფურად;

2. არაერთგზის;

3. ან რასაც მოჰყვა დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება;

დიდი ოდენობის შემოსავალი - 30 000 ლარიდან 50 000 ლარამდე შემოსავალი

სსკ 194-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ითვალისწინებს პასუხმისმგებლობის განსაკუთრებით


დამამძიმებელ გარემოებებს:

1. იგივე ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ;


დანაშაული ორგანიზებული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ იგი განახორციელა დროის
განსაზღვრულ პერიოდში არსებულმა, შეთანხმებულად მოქმედმა, სტრუქტურული
ფორმის მქონე ჯგუფმა, რომლის წევრები წინასწარ შეკავშირდნენ ერთი ან რამდენიმე
დანაშაულის ჩასადენად ან რომლის მიზანია პირდაპირ ან არაპირდაპირ ფინანსური ან სხვა
მატერიალური სარგებლის უკანონოდ მიღება.
სტრუქტურული ფორმის მქონე ჯგუფად მიიჩნევა ჯგუფი, რომელიც არ არის შემთხვევით
შექმნილი დანაშაულის დაუყოვნებლივ ჩასადენად და რომელშიც არ არის აუცილებელი,
ფორმალურად იყოს განაწილებული როლები მის წევრთა შორის, წევრობას ჰქონდეს
უწყვეტი ხასიათი ან ჩამოყალიბებული იყოს განვითარებული სტრუქტურა.
2. სამსახურეობრიივ მდგომარეობის გამოყენებით;
სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებას მაშინ აქვს ადგილი, როცა უკანონო
შემოსავლის ლეგალიზაციის პროცესში ჩართულია სახლმწიფო ხელისუფლების ან
ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მოხელე, აგრეთვე პირი რომელიც
სამეწარმეო ან სხვა ორგანიზაციაში ხელმძღვანელობით ან წარმომოადგენლობით ფუნქციას
ასრულებს.

3. ან რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება;

განსაკუთრებით დიდი შემოსავალი - 50 000 ლარის ზევით.

ამ დანაშაული კრიმინალიზაცია ისახავს მიზნათ იმავე ინტერესის დაცვას, რასაც სსკ-ს 194-ე
მუხლი.

ქმედების ობიექტური მხარე - გულისხმობს წინასწარი შეცნობით უკანონო შემოსავლის


ლეგალიზაციის გზით მოპოვებული ნივთით სარგებლობას, ნივთის შეძენას, ფლობას ან გასაღებას.

კანონმდებლის მიზანია - უზრუნველყოს უკანონოდ ლეგალიზებული ქონების ეკონომიკურ


ბრუნვაში ფაქტობრივი ჩაბმის დაუშვებლობა. ამ მიზნის მისაღწევად კრიმინალიზებულია არა
მხოლოდ უკანონოდ ლეგალიზებული ნივთის შეძენა, არამედ ამ ნივთით დროებითი სარგებლობა
და ფლობაც, აგრეთვე მისი გასაღება.

დანაშაულის ამსრულებელი - შეიძლება იყოს როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირი.

სუბიექტური მხრივ - მოტივი როგორც წესი ანგარებითია, თუმცა არ გამოირიცხება სხვა პირადი
მოტივიც. კვალიფიზკაციისთვის მოტივს არ აქვს მნიშვნელობა.

ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული განზრახია.

დამამძმებელი გარემოებები სსკ-ს 194-ე მუხლის შინაარსისაა.


ფალსიფიკაცია - ლათინური სიტყვაა და ნიშნავს რაიმე ნამდვილის, ჭეშმარიტის შეცვლას
მცდარით, ყალბით; რისიმე გაყალბებას, რისიმე ხარისხის გაუარესებას.

ამ დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის უშუალო ობიექტია როგორც სამეწარმეო ურთიერთობები,


აგრეთვე სახელმწიფოს საფინანსო ინტერესები და მომხმარებელთა ინტერესები.

დანაშაულის საგანი - შეიძლება იყოს როგორც სამრეწველო ისე სასურსათო ნივთები (საქონელი)

დანაშაულის ობიექტური მხარე- გამოიხატება მოტყუებით ნივთის თვისობრიობის შეცვლაში.

პროდუქციის წარმოების სტანდარტის დარღვევა ყოველთვის არ ნიშნავს მისი თვისობრიობის


შეცვლას, სს-ვი პასუხისმგებლობა სსკ-197 -ე მუხლით კი სწორედ ამ უკანასკნელს უკავშირდება.

ეტიმოლოგიურად ფალსიფიკაცია გულისხმობს რისიმე ხასირსხის გაუარესებას.

განსახილველი დანაშაულის ობიექტური მხარის, სახელმდობრ, ნივთის თვისებრიობის შეცვლა-


არშეცვლის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო უნდა ამოვიდეს ყოველ კონკრეტულ
შემთხვევაში იქიდან, თუ რა სახის ნივთთან საქონელთან, პროდუქციასთან) აქვს საქმე. ამასთან, ამ
საკითხის გადაწყვეტა სპეციალურ ცოდნას მოითხოვს და ჩატარებულ უნდა იქნეს
საქონელმცოდნეობის ან სხვა სსახის ექსპერტიზები.

ეკონომიკურ დანაშაულთა კარში ფალსიფიკაცია არის კიდევ ერთი დანაშაული, სადაც ხერხად
გამოყენებულია მოტყუება.

თაღლითობასთან შედარებით ფალსიფიკაციის ძირითადი შემადგენლობისათვის დაწესებულია


შედარებით მსუბუქი სასჯელი.

თაღლითობასა და ფალსიფიკაციას შორის არსებული ძირითადი განსხვავებები:


1. ფალსიფიკაციისათვის აუცილებელია სახეზე იყოს დანაშაულის საგანი -
ფალსიფიცირებული, ანუ თვისობრიობა შეცვლილი ნივთი. ამასთან თვისობრიობა
შეცვლილი უნდა ჰქონდეს მოტყუებით. ამდენად , თუ სახეზე არ არის მოტყუებით,
თვისობრიობა შეცვლილი ნივთი ქმედებას ფალსიფიკაციად ვერ დავაკვალიფიცირებთ, რაც
შეეხება თაღლითობას, ამას კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშნელობა.
2. ფალსიფიცირებული უნდა იყოს თავისუფალ ბრუნვაში მყოფნი ნივთი, ხოლო
თაღლითობისას ამას მნიშვნელობა არ აქვს.
3. ფალსიფიკაცია დამთავრებულია ანგარების მოტივით და მოტყუების ხერხის გამოყენებით
ნივთის თვისობრიობის შეცვლის მომენტიდან და არაა აუცილებელი ფალსიფიცირებული
ნივთის გასაღების ფაქტის არსებობა. თაღლითობა კი დამთავრებულია, როცა დამნაშავრ
მოტყუებით მოახერხებს სხვის ქონების დაუფლებას და მიეცემა მისი განქარკვის
ფაქტობრივი შესაძლებლობა.
 ფალსიფიკაციის სუბიექტია - ან მწარმოებელი ან გამსაღებელი
მწარმოებელი - პირი, რომელსაც კანონით მინიჭებული აქვს ამ ნითვის წარმოების
უფლებამოსილება, რომელზეც არაა დაწესებული სპეც.კონტროლი.

გამსაღებელი - მასშიც იგულისხმება ის პირი, რომელსაც კანონით მინიჭებული აქვს იმ ნივთის


გასაღების უფლება, რომელზეც არაა დაწესებული სპეც კონტროლი.

 დანაშაულის სუბიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია მოტივი - ანგარება


 ბრალის ფორმის მიხედვით - დანაშაული განზრახია. (პირდაპირი განზრახვა)

სსკ 197-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას -


ფალსიფიკაციის ჩადენა არაერთგზის.
სსკ 197-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ითვალისწინებს ასევე დამამძიმებელ გარემოებას -
პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა
ადამიანის სიცოცლისა და ჯანმრთელობისათვის. (კონკრეტულ-აბსტრაქტული საფრთხის
დელიქტი)

სსკ 197-ე მუხლის მე-4 ნაწილი - ითვალისწინებს განსაკუთრებით დამამძიმებელ


გარემოებას- პირველი და მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რასაც მოჰყვა ადამიანის
სიცოცლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი. ( ამ შემთვევაში დანაშაული მატერიალური
შემადგენლობისაა) ამსრულებლის სუბიექტური დამოკიდებულება ადამიანის სიცოცლის
მოსპობისადმი გაუფრთხილებლოას გულისხმობს.
მძიმე შედეგი - შეიძლება გამოიხატოს ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანებაში, მატერიალურ
ზარალში და სხვ. მძიმე შედეგი შეფასებითი ნიშანია.
მუხლით დაცული ინტერესი იგივეა, რაც სსკ-ს 197 ე მუხლით აღწერილ დანაშაულის
შემადგენლობაში, თუმცა მისგან განსხვავებით კანონმდებელმა სპეციალური პასუხისმგებლობა
დაადგინა იმ პირისათვის, ვინც წინასწარი შეცნობით ფალსიფიცირებულ ნივთს უაკნონოდ
გადაზიდავს ან გაასაღებს, შედარებით მსუბუქი სანქციით.

ქმედების ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება ფალსიფიცირებული ნივთის უკანონო


გადაზიდვაში ან გასაღებაში. (პ.ს. ფალსიფიცირებული ნივთის გადაზიდვის ან გასაღების
კანონიერი გზა არ არსებობს)

გადაზიდვა - გულისხმობს ფალსიფიცირებული ნივთის გადაადგილებას ერთი ადგილიდან


მეორეში, თავად გადამზიდველის ან ადრესატის მონაწილეობით.
გასაღება - გულისხმობს მომხმარებლისათვის შეთავაზებას, გასხვისებას.
დანაშაულის ამსრულებელია ნებისმიერი ფიზიკური პირია.

! თუ თავად ფალსიფიკატორი ახორციელებს გადაზიდვას ან გასაღებას მაშინ მან დანაშაულთა


ერთობლიობით უნდა აგოს პასუხი

განსახილველი ქმედების კრიმინალიზაცია მიზნად ისახავს მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვას.

ხელყოფის უშუალო ობიექტია - პროდუქციის წარმოების სტანდარტიზაციისა და სერთიფიკაციის


სამართლებრივი საფუძვლები, ასევე მომხმარებელთა ინტერესები.
დამატებითი ობიექტია - ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.

დანაშაულის საგანია:

1. დადგენილ სტანდარტებსა და მოთხოვნებთან შეუსაბამო პროდუქცია, რაც შეიძლება იყოს


როგორც სამამულო, ისე იმპორტული, სამრეწველო ან სასურსათო პროდუქცია, რომელზეც
დადგენილია მომხმარებელთა უსაფრთხოების მოთხოვნები.
2. ასევე შესაძლებელია იყოს არა მხოლოდ უხარისხოდ წარმოებული, არამედ სტანდარტების
შესაბამისად შემქმნილი პროდუქციაც, რომელიც შემდგომ გაფუჭდა შენახვის,
ტრანსპორტირების, უტილიზაციის და ა.შ შედეგად.

სტანდარტი - არის დოკუმენტი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ადგენს


პროდუქციის ხარისხისადმი სავალდებულო მოთხოვნებს.

პროდუქციის სერტიფიკაცია - დადგენილ მოთხოვნებთან პროდუქციის შესაბამისობის


დადასტურებაა.

პროდუქციის წარმოების სტანდარტიზაცია და სერტიფიკაცია მიზნად ისახავს პროდუქციის


კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, პროდუქციის უსაფრთხოების უზრუნველყოფას, მისი
ხარისხის მაჩვენებლის დადასტურებას და ა.შ.

დადგენილი მოთხოვნებისადმი პროდუქციის შესაბამისობის დასადასტურებლად სერთიფიკაციის


ორგანო გასცემს სერტიფიკატს და შესაბამისობის ნიშანს.

საქართველოს ტერიტორიაზე პროდუქციის რეალიზაციისას სავალდებულო სერტიფიკაციას


დაქვემდებარებული პროდუქციის დამამზადებელი (გამყიდველი) ვალდებულია ამ პროდუქციის
რეალიზაცია მოახდინოს მხოლოდ უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ან აღიარებული
შესაბამისობის სერთიფიკატით.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ისეთ მოქმედებაში, როგორიცაა: ადამიანის


სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში პროდუქციის დამზადება, შემოტანა ან
რეალიზაცია, ანდა ასეთ პროდუქციაზე ეტიკეტის უაკნონოდ გამოყენება.

დამზადება - გულისხმობს პროდუქციის მომზადებას მომხმარებლისათვის მისაწოდებლად,


რესურსებისა და საქმიანობის ერთობლიობას, სამრეწველო გადამუშავებას. პროდუქციის
დამზადება შესაძლებალია მოახდინოს მეწარმეთა შესახებ კანონით გათვალისწინებულმა
ნებისმიერი ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის საწარმომ.

რეალიზაცია - გაყიდვის ან სხვა სახით გასაღების მიზნით მზა პროდუქციის საღად შენახვა და
ნებისმიერი ფორმით სხვა პირისათვის გადაცემა. (სურსათისა და თამბაქოს შესახებ კანონით)

 დანაშაულის ჩადენა შესაძლებელია განზრახ.


 მოტივს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა.
 დანაშაულის ამსრულებელია - 14 წლის ასაკს მიღწეული შერაცხადი პირი, როგორც
საქართველოს მოქალაქე, ასევე უცხოელი და მოქალაქეობის არმქონე პირი.

სსკ 198-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას: იგივე


ქმედება, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას (კონკრეტული
საფრთხის დელიქტი)

სსკ 198-ე მუხლის მე-3 ნაწილი - ითვალისწინებს განსაკუთრებულ დამამძიმებელ


გარემოებას: იგივე ქმედება, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი.
ამ დამამძიმებელი გარემოების დროს გათვალისწინებული უნდა იყოს მიღებული დამზადებული,
შემოტანილი ან რეალიზებული პროდუქციის რაოდენობა, მათ შემადგენლობაში ადამიანის
სიცოცლის ან ჯანმრთელობისთვის საშიშ ნივთიერებათა შემცველობა და სხვა გარემოებები.

მძიმე შედეგი - შეიძლება გამოიხატოს მაგალითად ადამიანის ჯანმრთელობაზე ნებისმიერი


ნეგატიურ ზემოქმედებაში, სიმძიმის ხარისხის მიუხედავად, ამასთან დადგენილ უნდა იქნეს
მიზოზბრივი კავშირი ზემოთ მითიტებულ მოქმედებებსა და დამდგარ შედეგს შორის.

მსგავსება 197-ე მუხლის მე-3 ნაწ. (ფალსიფიკაცია, რასაც შეეძლო საფრთხე შეექმნა
ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის) და 198-ე მუხლის პირველ
ნაწილს შორის:
ორივე შემთხვევაში სახეზეა პროდუქცია, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და
ჯანმრთელობისათვის

განსხვავება 197-ე მუხლის მე-3 ნა. და 198-ე მუხლის პირველ ნაწილს შორის:
1. ფალსიფიკაციისას სახეზეა ნივთი, რომლის თვისობრიობა შეცვლილია.
198-ე მუხლის შემთხვევაში კი ეს ასე არ არის.
2. ფალსიფიკაციისას ნივთი არაა დამზადებული იმ ინგრედიენტების გამოყენებით, რაც
დაფიქსირებულია.
198-ე მუხლის შემთხვევაში კი ნივთი დამზადებულია იმ ინგრედიენტების გამოყენებით
რაც ეტიკეტზეა.
3. ფალსიფიკაციისას დანაშაულებრივი ქმედებების წრეც და სუბიექტებიც შეზღუდულია,
კერძოდ იგი გამოიხატება მხოლოდ ნივთის თვისობრიობის შეცვლაში მოტყუების გზით.
სუბიექტი კი არის ან მწარმოებელი ან გამსაღებელი.
198-ე მუხლის შემთხვევაში გამსაღებელი. კი ქმედება შეიძლება გამოიხატოს საშიში
პროდუქციის დამზადებაში, შენახვაში, რეალიზაციაში ან ასეთ პროდუქციაზე ეტიკეტის
უკანონოდ გაკეთებაში. ამასთან საშიში პროდუქცია შეიძლება მიღებულ იქნას როგორც მისი
დამზადებით, ისე შენახვის პიროების დაუცველობით, ან შენახვის ვადის გადაცილებით.
ინფორმაცია, რომელიც სამსახურეობრივ ან კომერციულ საიდუმლოებას წარმოადგენს, დაცულია
კანონით, ხოლო კომერციული ან საბანკო საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის უკანონოდ მიღება
ან გავრცელება სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას იწვევს.

განსახილველი დანაშაული სს-ვი დაცვის უშუალო ობიექტია ინტელექტუალურ-საკუთრებითი


ურთიერთობები, რომელიც უზრუნველყოფს ინსაიდერულ, კომერციული ან საბანკო
საიდუმლოების დაცვას, ასევე კეთილსინდისიერი კონკურენციის ინტერესი, რაც საბოლოო ჯამში
სამეწარმეო საქმიანობის ინტერესს ხელყოფს.

დანაშაულის საგანია - ინსაიდერული, კომერციული ან საბანკო საიდუმლოს შემცველი


ინფორმაცია.

ინსაიდერული ინფორმაცია - არასაჯარო, არსებითი ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია ერთ


ან რამდენიმე ანგარიშვალდებულ საწარმოსთან ან მათ საჯარო ფასიან ქაღალდებთან. მას
მიეკუთვნება საწარმოს ბრძანებით დამტკიცებული იმ ინფორმაციის ამომწურავი ჩამონათვალი,
რომელსაც ორგანიზაცია ან საზოგადოება მიაკუთვნებს ინსაიდერულს.

ინსაიდერი - არის პირი, რომელსაც თავისი წევრობით ანგარიშვალდებული საწარმოს მმართველ


ორგანოში, მისი მონაწილეობით ასეთი საწარმოს კაპიტალში (მეწილეობით) ან საქმიანობით,
პროფესიული ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებით ხელი მიუწვდება ინსაიდერულ
ინფორმაციაზე.

ინსაიდერად ჩაითვლება პირი, რომელმაც მიიღო ინსაიდერული ინფორმაცია და ჩანს, რომ ამ


ინფორმაციის წყაროა ინსაიდერი.

ინსაიდერს, ან პირს, რომელიც შეგნებულად მიიღებს ინსაიდერისაგან შიდა ინფორმაშიას,


ეკრძალება:

1. თავისთვის ან მესამე პირის ინტერესებისათვის, პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით


შეიძინოს ან გაყიდოს იმ ანგარიშვალდებული საწარმოს ან საწარმოების საჯარო ფასიანი
ქაღალდები, რომელთა ინსაიდერულ ინფორმაციასაც ის ფლობს;

2. მიაწოდოს მესამე პირს ინსაიდერული ინფორმაცია, თუ ეს ქმედება არ არის გამოწვეული


მისი საქმიანობის, პროფესიული ან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების მიზნით;

3. ინსაიდერულ ინფორმაზიაზე დაყრდობით, ურჩიოს მესამე პირს ან მონახოს მესამე პირი


საჯარო ფასიანი ქაღალდების შესაძენად ან გასასხვისებლად;
კომერციული საიდუმლო - ინფორმაცია, რომელსაც რეალური ან პოტენციური კომერციული
ღირებულება აქვს იმისა გამო, რომ მესამე პირებისათვის უცნობია, სხვისთვის კანონიერ
საფუძველზე ხელმიუწვდომელია და რომლის მფლობელიც ზომებს იღებს მისი
კონფიდენციალობის დასაცავად.

დაცვის ღირსი კომერციული საიდუმლოება - არის ისეთი ტექნოლოგიური, ეკონომიკური ან


მმართველობითი ინფორმაცია, როემლის დანიშნულებაა ხანგრძლივი ბიზნეს-გამოყენება.

კომერციული საიდუმლოს შემცველი ინფორმაცია შესაძლებელია მატერიალიზებული იყოს


დომკუმენტებში,ნახაზებში, სამრეწველო ნიმუშებში და ა.შ.

საბანკო საიდუმლოება (კომერციული საიდუმლოების სახე) - მასში იგულისხმება ცნობები


იურიდიული და ფიზიკური პირების ოპერაციებისა და ანგარიშების შესახებ.

202-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათალისწინებული დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ე.წ.
სამრეწველო ჯაშუშობაში - კომერციული ან საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის
უკანონოდ შეგროვებაში, მისი უკანონოდ გადაცემის, გახმაურების ან გამოყენების მიზნით. ასევე
ამ ინფორმაციის უკანონოდ გადაცემაში, გახმაურებასა ან გამოყენებაში.

 დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა.


 დანაშაულის ჩადენის ხერხს აქვს დიდი მნიშვნელობა, ვინაიდან დასჯადია თავისთავად
კომერციული საიდუმლოს შემცველი ინფორმაციის შესაგროვებლად მიმართული
მოქმედებები იმისგან დამოუკიდებლად, დადგა თუ არა რაიმე შედეგი.
 დანაშაულის ამსრულებელია - 14წლის ასაკს მიღწეული პირი, შეიძლება იყოს როგორც
სპეციალური სუბიექტია ასევე ის, ვისაც ამგვარ ინფორმაციაზე ხელი არ მიუწვდება
პროფესიულაად.
 დანაშაულს ახასიათებს პირდაპირი განზრავა.
 მოტივს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა.

სსკ 202-ე მუხლის მე-2 ნაწილი - ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კომერციცული ან


საბანკო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციის უკანონოდ გახმაურებისათვის ან
გამოყენებისათვის, რაც ჩადენილია:

1. წინასწარი შეთანხმებული ჯგუფის მიერ;


2. არაერთგზის;
3. სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით; (სპეც. სუბიექტი);
 ეს ნაწილი მატერიალურია - ამიტომ ობიეტურ მხარეში მითითებულ მოქმედებებთან ერთად
შედგის შედეგი - მნიშვნელოვანი ზიანის სახით და მიზეზობრივი კავშირი.

ზიანი შეიძლება გამოიხატოს დიდ მატერიალურ დანაკარგში, კონკურენტულ მეტოქეობაში,


წარმოების შეცირებაში, მომხმარებლის შემცირებაში და ა.შ.
ზემოაღნიშნული ნორმა ახალია საქართველოს სისხლის სამართლის კანონმდებლობაში. იგი
აგებულია ქრთამის აღებ-მიცემის პრინციპის შესაბამისად, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ამ
შემთხვევაში ორი მოქმედება ( მოსყიდვა და უკანონო გასამრჯელოს მიღება) ერთ მუხლშია
გაერთიანებულია, რაც იურისტთა ნაწილის შეხედულებით, გამართლებულიცაა, ვინაიდან
აუცილებელ თანამონაწილეობასთან გვაქვს საქმე.

განსახილველი დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის უშუალო ობიექტია - ის საზოგადოებრივი


ურთიერთობები, რომელიც არეგულირებს პროფესიული სპორტული შეჯიბრისა და კომერციულ-
სანახაობითი კონკურსის ორგანიზაციასა და ჩატარებას.

დანაშაულის საგანია - ფული, ფასიანი ქაღალდი და სხვა ქონება ან ქონებრივი ხასიათის


მომსახურება.

დანაშაულის ობიექტური მხარე (203-ე მუხლის 1-ლი ნაწილით) გამოიხატება - სპორტული


შეჯიბრების მონაწილის, მსაჯის, მწვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის ან ორგანიზაციის,
აგრეთვე კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის წევრის მოსყიდვაში,
ე.ი იმათთვის უკანონო გასამრჯელოს მიცემასა ან გადაცემაში იმ მიზნით, რომ ზეგავლენა
მოხადინოს შეჯიბრების ან კონკურსის შედეგზე. ამ მიზნის დასადგენად უნდა გაირკვეს,
კონკრეტულად, რა მოქმედება (უმოქმედობა) უნდა ჩაიდინოს მოსყიდულმა პირმა.

დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა - დამთავრებულია დამნაშავის მიერ გასამრჯელოს,


თუნდაც ნაწილის მიღების მომენტიდან.

სუბიექტური მხრივ დანაშაული - პირდაპირი განზრახვით ხასიათდება.

203 -ე მუხლის მე-2 ნაწილი - ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას, 1-ლი ნაწილით


გათვალისწინებული ქმედების ჩადენა არაერთგზის.

203 -ე მუხლის მე-3 ნაწილი - ითვალისწინებს დამამძიმებელ გარემოებას, 1-ლი და მე-2


ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის მიერ.

203 -ე მუხლის მე-4 ნაწილი - ითვალისწინებს პროფესიული სპორტული შეჯიბრის მონაწილის


მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღებას, ანდა ქონებრივი
მომსახურებით სარგებლობას შეჯიბრების, ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით.

203 -ე მუხლის მე-5 ნაწილი - ითვალისწინებს მსაჯის, წვრთნელის, გუნდის ხელმძღვანელის


ან ორგანიზაციის, აგრეთვე კომერციულ-სანახაობითი კონკურსის ორგანიზატორის ან ჟიურის
წევრის მიერ უკანონოდ ფულის, ფასიანი ქაღალდის ან სხვა ქონების მიღებას, ანდა ქონებრივი
მომსახურებით სარგებლობას, შეჯიბრების, ან კონკურსის შედეგზე ზეგავლენის მიზნით.
ეს შემადგენლობას ფორმალური დანაშაულია, მასაც ახასიათებს პირდაპირი განზრახვა.
დანაშაულის ამსრულებელი 1-ლი ნაწილით - 14 წელს მიღწეული ბრალუნარიანი ფიზიკური პირი.
დანაშაულის ამსრულებელი მე-4; მე-5 ნაწილით - სპეციალური სუბიექტი

პორსტ-კრიმინალური წამახალისებელი ნორმა - სს-ვი პასუხისმგებლობიდან


გათავისუფლდება ის, ვინც ნებაყოფლობით განუცხადებს ხელისუფლების ორგანოს, რომ ამ
მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ რომელიმე პირს გადასცა ფული, ფასიანი ქაღალდი ან
სხვა ქონება, ანდა გაუწია მას ქონებრივი მომსახურება.
სს-ვი დაცვის ობიექტია - კრედიტორთა კანონით დაცული ინტერესები.

დანაშაულის ობიექტური შემადგენლობა გამოიხატება - საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში


ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე
პირის მიერ ქონების გადამალვაში მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით, ჩადენილი
მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის არიდების
მიზნით.

დანშაულის ამსრუელებლი სპეციალურია - საწარმოში ან სხვა ორგანიზაციაში


ხელმძღვანელობითი, წარმომადგენლობითი ან სხვა სპეციალური უფლებამოსილების მქონე პირი.

სუბიექტური მხრივ - დანაშაული განზრახია (პირდაპირი განზრახვა).

 მოტივს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა.


 მიზანი არის - მოსალოდნელი ან/და უკვე არსებული ქონებრივი ვალდებულებისათვის თავის
არიდება.

𝟐𝟎𝟓𝟏 მუხლის მე-2 ნაწილი - ითვალისწინებს დამამძმებელ გარემოებას - იგივე ქმედება


ჩადენილი წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ.

𝟐𝟎𝟓𝟏 მუხლის მე-3 ნაწილი - ითვალისწინებს რამდენიმე დამამძიმებელ გარემოებას:


1) იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით

როგორც ვხედავთ, მართალია, ამ დანაშაულს ჰყავს სპეციალური სუბიექტი, თუმცა მესამე


ნაწილით ისევ მეორდება იგივე ნიშანი, როგორც პასუხისმგებლობის დამამძმებელი გარემოება,
რაც იურისტთა ნაწილის აზრით არამართებულია.

2) იგივე ქმედება ჩადენილი დიდი ოდენობით

დიდი ოდენობა - გულისხმობს, როდესაც მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით


გადამალული ქონების ღირებულება აღემატება 10 000 ლარს.

3) იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის

𝟐𝟎𝟓𝟏 მუხლის მე-4 ნაწილი - ითვალისწინებს განსაკუთრებით დამამძმებელ გარემოებას - იგივე


ქმედება ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ.
მეწარმეთა შესახებ კანონის მე-14 მუხლის მიხედვით - თუ საწარმო გადახდისსუნარო გახდება
საზოგადოების ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭირვილმა პირებმა ბრალეული
გაჭიანურების გარეშე, მაგრამ საწარმოს გადახდისუუნარობის დადგომის მომენტიდან არა
უგვიანეს 3 კვირისა უნდა განაცხადონ ამის შესახებ.

განცხადების შეტანის ვალდებულება ეკისრება თვით მოვალეს ანუ საზოგადოებას, საზოგადოების


შიგნით კი აღნიშნული პასუხისმგებლობა ეკისრება ხელმძღვანებობითი უფლებამოსილების მქონე
პირს.

დანაშაულის ობიექტური მხარე - გამოიხატება უმოქმედობაში, გადახდისუუნარობის დროს


განცხადების შეუტანლობაში გადახდისუუნარობის საქმის წარმოების გახსნის შესახებ.

დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია - კრედიტორთა კანონიერი ინტერესები.

ამსრულებელი - სპეციალურია, ეს არის სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობითი


უფლებამოსილების მქონე პირი ან ლიკვიდატორი.

 დანაშაული განზრახია
 მოტივსა და მიზანს მაკვალიფიციარებელი მნიშვნელობა არ აქვს.
განსახილველი დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის უშუალო ობიექტია - ის ურთიერთობები, რომელიც
აწესრიგებს ბანკებსა და სხვა საკრედიტო ორგანიზაციების საკრედიტო საქმიანობას.

კრედიტი - ფულადი საშუალებაა, რომელსაც ბანკი ან სხვა საკრედიტო ორგანიზაცია


(კრედიტორი) აძლევს მსესხებელს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და
პირობებით.

დანაშაულის (ამ მუხლის 1-ლი ნაწილის) ობიექტური მხარე გამოიხატება ორი ფორმით:

1. ბანკის ან სხვა კრედიტორისათვის ყალბი ცნობის მიწოდება სამეურნეო ან ფინანსური


მდგომარეობის შესახებ კრედიტის მიღების, ან მისი ოდენობის გაზრდის, ან შეღავათიანი
კრედიტის მიღების მიზნით;

სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის შესახებ ცნობა - შეიცავ მონაცემებს, რომელიც


მოქმედი ნოტარიულ-სამართლებრივი აქტებითა და დამკვიდრებული პრაქტიკით გამოიყენება
დაკრედიტების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას და აგვლენას ახდენს კრედიტორის ნებაზე.
ეს არის მონაცემები ქონებრივი უფლებების, ვალდებულებების, ბალანსის, მოგებისა და ზარალის,
კრედიტის დაფარვის გარანტიების შეახებ და სხვა.

დანაშაული დამთავრებულია - კრედიტორისათვის სამეურნეო ან ფინანსური მდგომარეობის


შესახებ ყალბი ცნობების მიწოდების მომენტიდან.

სუბიექტური მხრივ - დანაშაული განზრახია.

სავალდებულო ნიშანია სპეციალური მიზანი - კრედიტის მიღება ან მისი ოდენობის გაზრდა, ანდა
შეღავადიანი კრედიტის მიღება.

! თუ დამნაშავეს კრედიტის მიღების მომენტში მისი მითხვისება ჰქონდა მიზნად, მაშინ ეს

თაღლითობის მცდელობაა.

დანაშაულის ამსრულებელი შეიძლება იყოს როგორც კერძო, ასევე ინდივიდუალური მეწარმე ან


ამა თუ იმ ორგანიზაციის ხელმძღვანელი.

2. მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი


მოტგამოიწვია.

აქ სს-ვი პასუხისმგებლობის საფუძველია კრედიტის გამოყენება არაპირდაპირი დანიშნულებით,


რამეთუ ასეთი კრედიტის გაცემის დროს მისი გამოყენება საგანგებოდ დათქმული მიზნისთვის
დაკრედიტების საფუძველს წარმოადგენს. ამასთან პასუხისმგებლობისათვის, აუცილებელია
მიზნობრივი კრედიტის არადანიშნულებისამებრ გამოყენებამ მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვიოს.

მაშასადამე სახეზეა მატერიალური დანაშაული.

მნიშვნელოვანი ზიანის ხასიათსა და მოცულობას ადგენს სასამართლო.

თაღლითობისა და სსკ-ის 208-ე მუხლის გამიჯვნა


მსგავსება:

1. ორივე შემთხვევაში დამნაშავე იყენებს მოტყუების ხერხს;


2. ორივე შემთხვევაში დამნაშავეს მატერიალური დაინტერესება ამოძრავებდეს;

განსხვავება:

1. თაღლითობისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია საკუთრების უფლება;


კრედიტის უკანონო მიღებისგან კი - საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემა;
2. თაღლითობისათვის - მოტყუება დანაშაულის აუცილებელი ხერხია;
კრედიტის უკანონო მიღებისათვის - მოტყუება აუცილებელი ხერხი არ არის, მისი ჩადენა
მოტყუების გარეშეც შესაძლებელია.
3. თაღლითობისას - მოტყუება შესაძლებელია ჩადენილი იყოს დოკუმენტის გაყალების გარეშეც;
კრედიტის უკანონო მიღების - ობიექტური შემადგენლობისთვის კი აუცილებელია ყალბი
ცნობის მიწოდება დაზარალებულზე (ბანკზე ან კრედიტორზე).
4. თაღლითობისას დამნაშავეს ამოძრავებს სპეციალური მიზანი - სხვისი ნივთის ან ქონებრივი
უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი, ანუ სხვისი ქონების შემცირების
ხარჯზე გაზარდოს საკუთარი ქონება უკანონოდ და უსასყიდლოდ.
კრედიტის უკანონო მიღებისას არ არის აუცილებელი მიზნის არსებობა. ბანკისათვის ყალბი
ცნობის წარდგენისას დამნაშავეს ამოძრავებს სულ სხვა სახის მიზანი - ეს არის კრედიტის
მიღების მიზანი,ა ნ კრედიტის ოდენობის გაზრდის მიზანი, ანდა შეღავათიანი კრედიტის
მიღების მიზანი.
5. თაღლითობისგან განსხვავებით, კრედიტის უკანონოდ მიღებისას, შესაძლოა, უტყუარად
დადგინეს, რომ პირს გადაწყვეტილი ჰქონდა მიღებული კრედიტის დროულად დაბრუნება,
მაგრამ ეს სსკ-ის 208-ე მუხლის შემადგენლობას არ გამორიცხავს.
6. თაღლითობა - მატერიალური დანაშაულია და დამთავრებულია მხოლოს მაშინ, როცა
დამნაშავე მოტყუების გზით დაუეუფლება სხვის ქონებას და მიიღებს მისი განკარგვის
ფაქტობრივ შესაძლებლობა.
კრედიტის უკანონოდ მიღება - ნაწილობრივ ფორმალური დანაშაულია და დამთავრებულია
კრედიტორისათვის ყალბი ცნობის წარდგენის მომენტიდან. (208-ე მულის პირველი ნაწილის
შემთხვევში.)
208 -ე მუხლის მე-2 ნაწილით - გათვალისწინებულია სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტის
უკანონოდ მიღება, ან მისი არადანიშნულებისამებრ გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი
გამოიწვია.

აქ დანაშაულის საგანია - სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტი.

სახელმწიფო მიზნობრივი კრედიტი -ესაა კრედიტის განსაკუთრებული სახე. მას გასცემს


ფინანსთა სამინისტრო ზუსტად განსაზღვრული საჭიროებისათვის საბიუჯეტო თანხების ხარჯზე.
მნიშვნელოვანი ზარალი - იგი ადგება კრედიტის გამცემ სუბიექტს და ზარალის მოცულობას
განსაზღვრავს სასამართლო, გაცემული კრედიტის ოდენობის მიხედვით.

 ამსრულებელი არის კრედიტის მიმღები ან განმკარგავი პირი.


 დანაშაული ხასიათდება განზრახვით.
 მოტივსა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა.
ყალბი საკრედიტო ან სააგნარიშსწორებო ბარათების ან სხვა საგადასახადო დოკუმენტების
გამოყენება მატერიალურ ზიანს აყენებს ნამდვილი საანგარიშსწორებო დოკუმენტების
მფლობელთ და ძირს უთხრის საკრედიტო სისტემაზე დამყარებულ საქონელბრუნვას.

დანაშაულისან სს-ვი დაცვის უშუალო ობიექტია - საზოგადოებრივი ურთიერთობები, რომელიც


აწესრიგებს საგადასახადო დოკუმენტების ბრუნვაში გაშვებასა და გამოყენებას.

დანაშაულის საგანია - საკრედიტო და საანგარისშსწორებო ბარათი, სხვა საგადასახადო


დოკუმენტი, აგრეთვე ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები,
რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი.

პლასტიკური ბარათი - არის საგადამხდელო ინსტრუმენტი, რომელიც წარმოადგენს


საანგარიშსწორებო საშუალებას, საქონელს, ან მიღებული მომსახურების საფასურის
გადასახდელად, ნაღდი ფულის მისაღებად, ვალუტის გასაცვლელად და საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ოპერაციების განსახორციელებლად.

საკრედიტო და საანგარიშსწორებო ბარათები - წარმოადგენენ სახელობით საგადასახადო


დოკუმენტებს, რომლებსაც ამზადებენ ბანკები და მოცემულ ბანკში ანგარიშის მქონე
მოქალაქეებზე გასცემენ.

ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტები, რომელიც არ არის


ფასიანი ქაღალდი - საკუთრების უფლების მოწმობა, ავტომანქანის ტექნიკური პასპორტი,
სატრანსპორტო ზედდებული, ინვოისი და სხვა.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ზემოჩამოთვლილი საგადასახადო დოკუმენტების


მომზადებაში ან შეძენაში, გასაღების ან გამოყენების მიზნით, გასაღებასა ან გამოყენებაში.

ყალბი დოკუმენტის დამზადება - მასში იგულისხმება, როგორც მათი ნაწილობრივი გაყალბება, ისე
მთლიანად ყალბი დოკუმენტის დამზადება.

 დანაშაული ფორმალურია.
 დანაშაული განზრახია.
 სუბიექტური მხრივ - მიზანი სპეციალურია - გასაღების ან გამოყენეების მიზანი.
 დანაშაულის ამსრულებელია - ყველა 14 წელს მიღწეული ფიზიკური პირი.

210 -ე მუხლის მე-2 ნაწილით - გათვალისწინებულია დამამძმებელი გარემოებები:


1) ჯუფურად;
2) არაერთგზის;
განსახილველი დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის უშუალო ობიექტია - საკრედიტო ურთიერთობები.

დანაშაულის საგანია - ჩეკი ან საკრედიტო ბარათი.

ჩეკი - დადგენილი ფორმის ფასიანი ქაღალდია, რომელიც შეიცავს ჩეკის გამცემის წერილობით
დავალებას საბანკო დაწესებუებისადმი გაანაღდოს ჩეკში აღნიშნული თანხა.

ჩეკის ან საკრედიტო ბარათის ბოროტად გამოყენება შეიძლება გამოიხატოს - სხვისი ჩეკით თუ


საკრედიტო ბარათით სარგებლობაში .

 დანაშაულის ობიექტური მხარის სავალდებულო ნიშანია - ჩეკის ან საკრედიტო ბარატს


გამნაღდებლისათვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება.
 მნიშვნელოვან ზიანს განსაზღვრავს სასამართლო.
 ამსრულებელი არის - ზოგადი, ნებისმიერი 14 წელს მიღწეული ფიზიკური პირი.
 დანაშაული არის განზრახი.
 სუბიეტური მხრივ - მოტივს არ აქვს მაკვალიფცირებელი მნიშვნელობა.
ეს დანაშაული მიეკუთვნება საერთაშორისო სისხლისსმართლალდარღვევათა რიგს.
ეს დანაშაული ძირს უთხრის ფულის სიმყარეს და ართულებს ფულის მიმოქცევის რეგულირებას.

დანაშაულის უშუალო ობიექტია - საქართველოს ფულად-საკრედიტო სისტემა.


დანაშაულის საგანია - სახელმწიფო ბანკის ბილეთი, ლითონის მონეტა, ფასიანი ქაღალდი ან
ვალუტა.

ემისია - ფასიანი ქაღალდის, ფულის გამოშვება.

ფასიანი ქაღალდი - არის დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს საკუთრების უფლებას ან სასესხო


დამოკიდებულებას დოკუმენტის გამომშვებ პირდა და მის მფლობელს შორის. ფასიან ქაღალდებს
მიეკუთვნება აქციები, ობლიგაციები, თამასუქები და ა.შ.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება მოქმედების ჩადენაში შემდეგი ფორმებით: ყალბი


ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის:

1. დამზადება - გულისხმობს ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის როგორც ნაწილობრივ,


ისე მთლიან გაყალბებას. იგი შეიძლება განხორციელდეს, როგორც ხელით, ისე ტექნიკური
საშუალებებით. ამასთან დაზადბული ფული, ფასიანი ქაღალდი ან ვალუტა არსებითად
უნდა ჰგავდეს მიმოქცევაში მყოფ ფულს, ფასიან ქაღალდს ან ვალუტას, წინააღმდეგ
შემთხვევაში სახეზე შეიძლება იყოს თაღლითობა.

ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება დამთავრებულია - გასაღების


მიზნის განხორციელების მიუხედავად, თუ დამზადებულია თუნდა ერთი ფულის ნიშანი,
ფასიანი ქაღალდი ან ვალუტა.

2. შეძენა - გულისხმობს ყალბი ფულის ან ფასიანი ქაღალდის მოპოვებას სხვადასხვა გზით -


ყიდვით, გაცვლით, პოვნით და სხვა.
3. შენახვა (გასაღების მიზნით) - გულისხმობს ყალბი ფულისათვის ან ფასიანი
ქაღალდისათვის ამა თუ იმ ფორმით ადგილსამყოფელის მიჩენას - ბინაშ, სარდაფში,
სპეციალურ სარდაფში და სხვა.

დამზადება, შეძენა და შენახვა მხოლოდ მაშინ ჩათვლება დანაშაულად, თუ მას


გასაღების მიზანი აქვს.
4. გასაღება - გულისხმობს მათ მიმოქცევაში გაშვებას.
ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის გასაღება დამთავრებულია - მათი ერთჯერადი
გამოყენების ან გადაცემის მომენტიდან, ე.ი შემადგენლობა ფორმალურია.

 დანაშაულს ახასიათებს პირდაპირი განზრახვა.


 დანაშაულის სავალდებულო ნიშანია - გასაღების მიზანი.
 ამსრულებელია - 14 წელს მიღწეული პირი.

212-ე მუხლის მე-2 ნაწილი


ამ ნაწილით გათვალისწინებულია დამამძიმებელი გარემოებები:

1. ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება დიდი ოდენობით

დიდ ოდენობად ითვლება - ყალბი ლითონის მონეტა, ფასიანი ქაღალდი ან ვალიტა, რომლის
რაოდენობრივი მაჩვენებელი აღემატება 10 000 ლარს.

2. ასეთი დანაშაულისათვის მსჯავრდებულის მიერ

აქ სპეციალურ რეციდივთან გვაქვს საქმე.

3. ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დამზადება წინასწარ შეთანხმებით ჯგუფის


მიერ.

212-ე მუხლის მე-3 ნაწილი


ამ ნაწილით პასუხისმგებლობა მძიმდება თუ 1-ლი და მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებას
ჩაიდენს ორგანიზებული ჯგუფი.

212-ე მუხლის მე-4 ნაწილი


ამ ნაწილით გათვალისწინებულია ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის
დასამზადებელი ნებისმიერი სახის საბეჭდი ფორმის, მატრიცის, ქაღალდის, საღებავის და სხვა
საგნის ან ნივთიერების უკანონოდ დამზადება, შეძენა, შენახვა ან გადაზიდვა გასაღების მიზნით ან
გასაღება.

 აქ დანაშაულის საგანია - ყალბი ფულის, ფასიანი ქაღალდის ან ვალუტის დასამზადებელი


საბეჭდი ფორმა, მატრიცა, ქაღალდი, საღებავი, აგრეთვე სხვა საგანი ან ნივთიერება მათ
დასამზადებლად.
 ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება - კანონში აღნიშნული საგენის უკანონო
დამზადებაში, შენახვაში, შეძენაში, გადაზიდვაში, გასაღებაში.
 დანაშაული ფორმალურია - დამთავრებულია მითითებულ მოქმედებათა ჩადენისთანავე.
 ამ დანაშაულის ახასიათებს - პირდაპირი განზრახვა.
 გასაღების მიზანი - სავალდებულო ნიშანია.
განსახილველი დანაშაული არის ეკონომიკური დანაშაული და საფინანსო საქმიანობის სფეროში
ჩადენილ დანაშაულთა შორის პირველი ადგილი უკავია.

დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის უშუალო ობიექტია - სახელმწიფოს ეკონომიკური, კერძოდ -


ფინანსური ინტერესები.

დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის დამატებითი უშუალო ობიექტია - საზოგადოებრივი უშიშროება


(იარაღის კონტრაბანდისას) ასევე მოსახლეობის ჯანმრთელობა (მომწამლავი, შხამიანი,
რადიაქტიური და სხვა ძლიერმოქმედი ნივთიერებების კონტრაბანდისას.

დანაშაულის საგნის ორი ჯგუფის გამოყოფაა შესაძლებელი, ესენია :

1. თავისუფალ სამოქალაქო ბრუნვაში მყოფი საგნები, რომელთა გადატანა ან გადმოტანა


საზღვარზე დასჯადია, თუ ეს დიდი ოდენობით მოძრავ ნივთს ეხება და კანონში
მითითებული არლეგალური ხერხებით ხდება.
2. საგნები, რომლების ამოღებულია თავისუფალი სამოქალაქო ბრუნვიდან - მათი
გადაადგილება ეკონომიკურ საზღვარზე აკრძალულია. (ამგვარ საგნებზე დადგენილია
ეკნომიკურ საზღვარზე გადატანა-გადმოტანის სპეციალური წესები)

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე დიდი


ოდენობით მოძრავი ნივთის გადატანასა ან გადმოტანაში :

ა) სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით ან მისგან მალულად;


სახელმწიფო კონტროლი - შემოსავლების სამსახურის მიერ განხორციელებული ცალკეული
მოქმედებიები, რომელთა მიზანია საქართველოს ეკონომიკური საზღვრის გადაკვეთასთან
დაკავშირებული საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის უზრუნველყოფა.

ნივთების გადატანა ან გადომტანა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით შეიძლება მოხდეს


საქართველოს შემოსავლების სამსახურიეს მიერ განსაზღვრული ადგილების მიღმა, ან არა იმ
დროს, როცა დოკუმენტების გაფორმება წარმოებს.

ნივთების გადააგდილება სახელმწიფო კონტროლისაგან მალულად გულისხმობს სამალავებისა და


სხვადასხვა საშუალებების გამოყენებას, რაც აძნელებს მათ აღოჩენას და სხვ.

ბ) დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებითი გამოყენებით;


დოკუმენტის ან იდენტიფიკაციის საშუალების მოტყუებით განოყენებაში - ჩაითვლება
სახელმწიფო კონტროლისთვის ყალბი დოკუმენტის წარდგენა, დოკუმენტის წარდგენა
გაყალბებული მონაცემებით, აგრეთვე უკანონოდ მიღებული, შევსებული ან დამოწმებული
დოკუმენტის წარდგენა.

იდენტიფიკაციის საშუალებების მოტყუებით გამოყენება იქნება ბეჭდის, შტამპის ან მარკირების


სხვა საშუალებების გაყალბება, მსგავსი ფალსიფიცირებული საიდენტიფიკაციო ნიშნების დასმა
ეკონომიკურ საზღვარზე გადასატან ნივთებზე.

გ) სასაქონლო დეკლარაციაში ყალბი მონაცემების შეტანით


დეკლარაციაში ყალბი მონაცემის შეტანა - ნიშნავს ერთ-ერთ ძირითად დოკუმენტში არასწორი
მონაცემის შეტანას. მაგალითად - პირმა დეკლარაციის შევსებისას ჩაწერა მისი ბარგის
საიდენტიფიკაციო კოდის არასწორი მონაცემი.

საქართელოს ეკონომიკური საზღვარი ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს.

214-ე მუხლის შენიშვნა:

დიდი ოდენობა გულისხმობს - ნივთს, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს 15 000
ლარს
განსაკუთრებით დიდი ოდენობა გულისხმობს - ნივთს, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა
აჭარბებს 25 000 ლარს.

სამალავით ან საქართველოს საბაჟო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის გზით საბაჟო კონტროლის გვერდის
ავლით შემოტანილი ნივთისათვის დიდ ოდენობად ითვლება ნივთი, რომლის საბაჟო ღირებულების თანხა
აჭარბებს 5 000 ლარს, ხოლო განსაკუთრებით დიდ ოდენობად ითვლება ნივთი,
რომლის საბაჟო ღირებულების თანხა აჭარბებს 15 000 ლარს.

 ამსრულებელი - 14 წელს მიღწეული ფიზიკური პირი.


 დანაშაულს ახასიათებს პირდაპირი განზრახვა.

214-ე მუხლის მე-2 ნაწილი


ეს ნაწილის ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ეკონომიკურ საზღვარზე წესის დარღვევით
განსაკუთრებით დიდი ოდენობით (25 000ლარი) ნივთის გადატანასა ან გადმოტანისთვის.

214-ე მუხლის მე-3 ნაწილი


ეს ნაწილის ითვალისწინებს პასუხისმგებლობას ეკონომიკურ საზღვარზე კულტურული
მემკვიდრეობის ძეგლის ან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აღრიცხული სხვა
კულტურული მემკვიდრეობის, ძვირფასი ლითონისაგან დამზადებული საიუველირო ნაკეთობის
ან ნაკეთობის ჯართის წესის დარღვევით გადატანისა ან გადმოტანისათვის.
214-ე მუხლის მე-4 ნაწილი
ამ ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე
შხამიანი, მომწამლავი, რადიოაქტიური ან ფეთქებადი ნივთიერების, შეიარაღების, ასაფეთქებელი
მოწყობილობის, ცეცხლსასროლი იარაღის, იმ მასალის ან მოწყობილობის, რომელიც შეიძლება
გამოყენებულ იქნეს მასობრივი განადგურების იარაღის შესაქმნელად, სტრატეგიულად
მნიშვნელოვანი ნედლეულის წესის დარღვევით გადატანისათვის ან გადმოტანისათვის.

214-ე მუხლის მე-5 ნაწილი


ეს ნაწილი ითვალისწინებს 1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ
გარემოებებს, კერძოდ:

1. არაერთგზის;
2. მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით;

მოხელის მიერ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენების დროს, ამ ნიშნით პირის


პასუხისმგებლობაში მისაცემად ორი პირობა უნდა იყოს სახეზე:

1) მოხელე უნდა იყოს


2) თავისი სამსახურეობრივი მდგომარეობა უნდა გამოიყენოს ეკონომიკურ საზღვარზე ნივთის
გადაადგილებისას.

მოხელე - აქ უნდა იგულისხმებოდეს ის პირები, რომლებსაც სამსახურეობრივი მდგომარეობა


უფლებას აძლევს გადაიტანონ ტვირთი შემოწმების გარეშე ან თვითონ ახლორციელებენ
სახელმწიფო კონტროლს.

3. საბაჟო კონტროლის განმახორციელებლის მიმართ ძალადობით;

ძალადობა გულისხმობს - როგორც ფიზიკურ ისე ფსიქიკურ ძალადობას. (მაგ: ცემა, იარაღით
მუქარა და სხვ.)

4. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ;

214-ე მუხლის მე-6 ნაწილი


ეს ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობის განსაკუთრებით დამამძიმებელ გარემოებას -
1-ლი, მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილით გათალისწინებული ქმედების ჩადენა ორგანიზებული ჯგუფის
მიერ.
მ. 222 - ტელერადიომაუწყებლობის ან კავშირგაბმულობის
დაწესებულების ანდა სტრატეგიული ან განსაკუთრებული
მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება

ამ დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია - საზოგადოებრივი წესრიგი;


უშუალო ობიექტია - ტელერადიომაუწყებლობის,
კავშირგაბმულობის დაწესებულების, სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის
მუშაობის ნორმალური რიტმი;
დანაშაულის საგანია - ტელერადიომაუწებლობის, კავშირგაბმულობის დაწესებულება, ასევე
სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი.

კავშირგაბმულობის დაწესებულება - საქართველოს საფოსტო და სატელეგრაფო


დაწესებულება, რომლითაც სწრაფად და ადვილად მყარდება კავშირი ქვეყნის სხვადასხვა ადგილებს
შორის.
სტრატეგიული ობიექტი - ობიექტი, რომლის საქმიანობაც დაკავშირებულია სტრატეგიული
პროდუქციის ( ბუნებრივი აირის, ძვირფასი ლითონების, პროდუქტების, ნავთობპროდუქტების,
ელექტროენერგიის) წარმოებასთან.
განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტი - ობიექტი, რომელთა საქმიანობა სასიცოცხლოდაა
დაკავშირებული მოსახლეობის ნორმალური ცხოვრების პირობებთან (სამედიცინო მომსახურება,
მედიკამენტები და ა.შ.)
ობიექტური მხრივ განსახილველი დანაშაული გამოიხატება:
ა) ქმედებაში ;
ბ) მძიმე შედეგში ან ასეთი შედეგის საფრთხეში;
გ) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და შედეგს ან შედეგის საფრთხეს შორის;
ეს დანაშაული ძირითადად მოქმედებაში გამოიხატება, თუმცა მისი ჩადენა შეიძლება
უმოქმედობითაც (მაგ; ბლოკირება). კერძოდ, დანაშაულის ობიექტური მხარეა დაწესებულება-
ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება.
დასახელებული ობიექტის ხელში ჩაგდება შეიძლება განხორციელდეს ამობიექტში, როგორც
კანონიერი შესვლის შემდეგ, ისე უკანონო შეღწევის გზით (მოტყუებით, ძალადობის გამოყენებით)

ხელში ჩაგდებულად ჩაითვლება დაწესებულება ან ობიექტი, როცა დამნაშავეს მიეცება


შესაძლებლობა შეხედულებისამებრ აამუშაოს ისინი (მაგ: გადასცეს ინფორმაცია ტელევიზიით)

ზემოაღნიშნულ დაწესებულებათა ბლოკირებას ადგილი აქვს - როცა დამნაშავე თავისი ქმედებით


შეუძლებელს ხდის ამ ობიექტში თავისუფალ შესვლა-გამოსვლას ან მის ფუნქციონირებას.
დანაშაული დამთავრებულია, როცა აღნიშნული დაწესებულებებისა და ობიექტის ხელში ჩაგდებას
ან ბლოკირებას:

1. შედეგად მოჰყვა მათი ნორმალური მუშაობის შეფერხება - სახაზეა მძიმე შედეგი,


გვაქვს მატერიალური შემადგენლობა , აუცილებელია დადგინდეს მიზოზებრივი კავშირი.
ნორმალური მუშაობის შეფერხება - მუშაობის გარკვეული დროით შეჩერება.

2. შეეძლო შეეჩერებინა მათი ნორმალური მუშაობა -საფრთხის დელიქტი , აუცილებელია


დადგინდეს ხელში ჩაგდებასა და ბლოკირებას შეეძლო თუ არა მოცემულ ვითარებაში
შეეფერხებინა მათი ნორმალური მუშაობა.

 ამსრულებელია - 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.


 სუბიექტური მხრივ - მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისთვის არ აქვს მნიშვნელობა.
 ბრალის ფორმის მიხედვით - დანაშაული განზრახია. როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი
განზრახვით.

დამამძმებელი გარემოებები:
1. იგივე ქმედება ჩადენილი ჯგუფურად - შესაძლებელია იყოს, როგორც წინასწარ
შეუთანხმებელი, ისე წინასწარ შეთანხმებული და ორგანიზებული ჯგუფი.
ქმედებას უშუალოდ უნდა აღასრულებდეს 2 პირი მაინც.

2. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის - ანუ პირს ადრეც ჰქონდა ჩადენილის სსკ-ს222-ე
მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება და ნასამართლევია ამ ქმედებისათვის.
ნასამართლეობა არ უნდა იყოს მოხსნილი ან გაქარწყლებული.

მ. 𝟐𝟐𝟐𝟏 - სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირება

ამ დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია - საზოგადოებრივი წესრიგი.


უშუალო ობიექტია - სატრანსპორტო კომუნიკაციების ნორმალური
მუშაობა.
დამატებითი ობიექტია - საზოგადოებრივი უშიშროება და ადამიანის
სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
დანაშაულის საგანია - სატრანსპორტო კომუნიკაციები, კერძოდ, რკინიგზის, საჰაერო, წყლისა და
მაგისტრალურ მილსადენის ტრანსპორტი.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება:
ა) მოქმედებაში;
ბ) მძიმე შედეგში ან ასეთი შედეგის საფრთხეში;
გ) მიზეზობრივ კავშირში მოქმედებასა და შედეგს ან შედეგის საფრთხეს შორის;
დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატება, როგორც სატრანსპორტო კომუნიკაციების ბლოკირების
ორგანიზებაში, ასევე სხვადასხვა დაბრკოლებებისა თუ საგუშაგოების მოწყობაში. აქ ამსრულებლად
შეიძლება მოგვევლინოს, როგორც ბლოკირების ორგანიზატორი, ასევე დაბრკოლებისა თუ
საგუშაგოების უშუალოდ მომწყობი პირი, რომელიც ასრულებს სხვის მითითებას.
დანაშაული დამთავრებულია არა დაბრკოლებისა თუ საგუშაგოების მოწყობის მომენტიდან,
არამედ:

1. როცა ამ ქმედებამ შეაფერხა რკინიგზის, საჰაერო, წყლისა და აგისტრალური მილსადენი


ტრანსპორტის მუშაობა - სახეზეა მძიმე დანაშაული

2. როცა შეეძლო გამოეწვია მათი ნორმალური მუშაობის შეფერხება - სახეზეა საფრთხის


დელიქტი

 დანაშაულის ამსრულებელია - 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.


 სუბიექტური მხრივ - მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკასიითვის მნიშვნელობა არ აქვს.
 ბრალის ფორმის მიხედვით - დანაშაული განზრახია. მისი ჩადენა შესაძლებელია, როგორც
პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით.

დამამძმებელი გარემოებები:
1. იგივე ქმედება ჩადენილი არაერთგზის
2. იგივე ქმედება, რამაც საფრთხე შეუქმნა ადამიანის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას - სახეზეა
კონკრეტული საფრთხის დელიქტი, უნდა დამტკიცდეს მიზეზობრივი კავშირი ამ მუხლის
პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ქმედებასა და კონკრეტულ საფრთხეს შორის.
3. იგივე ქმედება, რასაც თან სდევს ტვირთის, ბარგის ან დოკუმენტების უკანონო გასინჯვა და
შემოწმება - აქ დამნაშავე არა მარტო ქმნის დაბრკოლებებსა თუ საგუშაგოებს და აფერხებს
ტრანსპორტის ნორმალურ მუშაობას, არამედ უკანონოდ ახდენს ამ ტრანსპორტზე არსებული
ტვირთის, ბარგის გასინჯვას ანდა იმ დოკუმენტის შემოწმებას, რომელიც ეკუთვნის ამ
სატრანსპორტო საშუალებას, მის მძღოლსა თუ მგზავრებს.
4. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებული ქმედება, რამაც
მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია ან რასაც მოჰყვა ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ან
ადამიანის სიცოცხლის მოსპობა - სახეზეა თანმდევი შედეგით კვალიფიცირებული
შემადგენლობა. შედეგის მიმართ სახეზე უნდა იყოს გაუფრთხილებელი ბრალი.

მნიშვნელოვანი ზიანი - შეიძლება გამოიხატოს მაგალითად რკინიგზის გაფუჭებაში, მატარებლის


ვაგონის მწყობრიდან გამოსვლაში და ა.შ.
მ. 223 - უკანონო ფორმირების შექმნა, ხელმძღვანელობა, ასეთ
ფორმირებაში გაწევრება, მონაწილეობა ან/და უკანონო
ფორმირების სასარგებლოდ სხვა საქმიანობის განხორციელება

ამ დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია - საზოგადოებრივი უშიშროება.


ფორმირება რომ უკანონოდ ჩაითვალოს, უკვე არაა აუცილებელი, იგი შეიარაღებული იყოს
ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით, არამედ საკმარისია, იგი შეიარაღებული იყოს ისეთი
მოწყობილობით, ან საგნით, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი ან სხვა ობიექტის
დასაზიანებლად ანდა გასანადგურებლად.

საქართველოში შეიარაღებული ფორმირების შექმნა მხოლოდ ცენტრალური

ხელისუფლების პრეროგატივაა.
ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება :

1. უკანონო ფორმირების შექმნა ან ხელმძღვანელობა


უკანონო ფორმირება - ლაშქარი, გაერთიანება, რაზმი თუ სხვა ჯგუფი.

ფორმირება უკანონოდ ჩაითვლება , როცა იგი შექმნილია ან არსებობს საქართველოს შესაბამისი


კომპეტენტური ორგანოს (მაგ: პრეზიდენტის, თავდაცვის სამინისტროს) ან პირის სათანად ნებართვის
გარეშე.
უკანონო ფორმირება უნდა იყოს დანაშაულებრივი მიზნით შექმნილი და თუ ფორმირება
უკანონოდაა შექმნილი, მაგრამ მისი მიზანი არაა დანაშაულებრივი (მაგ: იგი შექმნილია
პატრიოტული მიზნით), პირი არ დაექვემდებარება სს-ვ პასუხისმგებლობას და შეიძლება
დაკვალიფიცირდეს სხვა მუხლით.
უკანონო ფორმირებისთვის დამახასიათებელი ნიშნები:

1. იგი აუცილებლად შედგება პირთა ჯგუფისაგან, კერძოდ, არანაკლებ 10 პირისგან, ოფიციალური


ფორმირება მინიმუმ ათეულისაგან შედგება.
2. ჰყავს ხელმძღვანელი, რომლის ბრძანება ფორმირების წევრებისათვის სავალდებულოა.
3. ფორმირება აუცილებლად აღჭურვილი უნდა იყოს რაიმე საგნით - მაგ: ცეცხლსასროლი
იარაღით, ცივი იარაღით თუ სხვა რაიმე საგნით, რაც შეიძლება გამოყენებულ იქნეს ცოცხალი
არსების ან საგნის დასაზიანებლად (მაგ: რკინის ჯოხებით)
არაქვს მნიშვნელობა იარაღი უკანონოდ არის შეძენილი თუ კანონიერად. დანაშაული მოიცავს
იარაღის უკანონო ტარებას და მისთვის საჭირო არაა დამატებითი კვალიფიკაცია.
4. უკანონო ფორმირებას უნდა ახასიათებდეს სიმყარე და მათ შორის ხანგრძლივი დროით
თანამშრობლობა. არ შეიძლება ფორმირებად ჩაითვალოს პირთა ჯგუფი, რომლის მიზანია
ერთჯერადი, დაუყოვნებლივი საქმიანობა და არ აქვს შინაგანი დისციპლინა.
უკანონო ფორმირების შექმნა - გულისხმობს ამ ფორმირების წევრების გამოძებნას, მათ
გადმობირებას, იარაღის შეძენას, შეკრების ადგილის მოძიებას, წესდების შექმნას და ა.შ.

უკანონო ფორმირების ხელმძღვანელობა - გულისხმობს მის წევრებს შორის ფუნქციის


განაწილებას, ბრძანების გაცემას, მის შესრულებაზე კონტროლს, სამოქმედო გეგმის შემუშავებას,
ურჩ წევრთა დასჯას და ა.შ. ( წვრთნის ორგანიზებაც ხელმძღვანელობის ერთ-ერთი გამოვლინებაა)
რადგან სახეზეა ორგანიზებული დანაშაული, უკანონო შეირაღაბული ფორმირების ხელმძღვანელს
პასუხისმგებლობა დაეკისრება ამ ფორმირების მიერ ჩადენილი ყველა ქმედებისათვის, თუ მათ
მოიცავდა მისი განზრახვა, იმის მიუხედავა, თავად მონაწილეობდა თუ არა ამ ქმედებაში.
ამ მუხლით გათვალისწინებული ნებისმიერი ქმედება წარმოადგენს ამ დანაშაულის
ამსრულებლობას და არა მასში თანამონაწილეობას.
დანაშაული დამთავრებულია ფორმირების უკანონო შექმნის მომენტიდან. სახეზეა ფორმალური
შემადგენლობა. (აბსტრაქტული სახის დელიქტი)

223-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ამსრულებელია - 14 წელს მიღწეული შერაცხადი პირი.

2. უკანონო ფორმირებაში გაწევრება ან/და მონაწილეობა, ასეთი ფორმირების


მიერ ორგანიზებული წვრთნის გავლა, ამგვარ ფორმირებაში გაწევრების,
მონაწილეობის ან მისი საქმიანობის სხვაგვარი ხელშეწყობის მიზნით პირის
გადაბირება, გაწვრთნა ან პირთა შეგროვება
დანაშაული დამთავრებულია მას შემდეგ რაც პირი ხდება ფორმირების წევრი და არ არის
აუცილებელი მან რაიმე ქმედება განახორციელოს ფორმირების სასარგებლოდ.

ფორმირებაში მონაწილეობა - როცა პირი იწყებს ხელმძღვანელის დავალების შესრულებას და


ამასთან მან იცის, რომ ფორმირება უკანონოდ არსებობს და იგი აღჭურვილია რაიმე საგნით.

უკანონო ფორმირების მიერ ორგანიზებული წვრთნის გავლა - გულისხმობს ისეთ შემთხვევას,


როცა თავად ეს პირი არაა ამ წვრთნის ორგანიზატორი, არამედ წინასწარ შეცნობით მხოლოდ
მონაწილეობს მასში.

პირის გადაბირება, გაწვრთნა ან შეროვება - ამ ქმედეების მიზანს წარმოადგენს ფორმირების


საქმიანობისათვის ხელშეწყობა. სახეზეა პირი, რომელიც შესაძლოა სულაც არ იყოს ფორმირების
წევრი, მაგრამ ხელი შეუწყოს მის საქმიანობას იმით, რომ გადაიბიროს ან გაწვრთნას ვინმე, ანდა
შეაგროვოს პირთა ჯგუფი. (ე.ი დამხმარე ამ დანაშაულის მე-2 ნაწილის ამსრულებელია)

3. უკანონო ფორმირებაში გაწევრებასთან ან/და მონაწილეობასთან


დაკავშირებული საინფორმაციო მასალის ან/და სიმბოლიკის გავრცელება ან
გამოყენება
საინფორმაციო მასალა უნდა იყოს გზამკვლელი მასში გაწევრიანების და მონაწილეობის
მსურველთათვის, ფაქტობრივად უნდა ასრულებდეს რეკლამის ფუნქციას.
საინფორმაციო მასალა გავრცელებულად ჩაითვლება მაშინ, როცა იგი ხელმისაწვდომი გახდება
გარეშე (ფორმირების არაწევრი) პირისათვის.
საინფორმაციო მასალა თუ სიმბოლიკა შეიძლება გაავრცელოს არა მარტო ფორმირების წევრმა,
არამედ სხვა პირმაც, რომლისთვისაც ცნობილია მათი შინაარსი და დანიშნულება.

223-ე მუხლის მე-3 ნაწილით ეს ქმედება დასჯადია მაშინ, თუ იგი ქმნის კანონსაწინააღმდეგო
შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით საფრთხეს (კონკრეტული საფრთხის დელიქტია)

4. უკანონო ფორმირების დაფინანსება - ესე იგი ფინანსური სახსრების ან სხვა ქონების


შეგროვება ან მიწოდება იმის წინასწარი შეცნობით, რომ ისინი/იგი გამოყენებული იქნება ან
შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს უკანონო ფორმირების საქმიანობისათვის.

„შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს“ - გულისხმობს, რომ ამ ქმედების ჩადენა შესაძლებელია


არაპირდაპირი განზრახვითაც და ამ დროს პირს გაცნობიერებული აქვს, რომ ფინანსებს გადასცემს
უკანონო ფორმირებას, მაგრამ დანამდვილებით არ იცის, იგი მას გამოიყენებს თუ არა ამ
ფორმირების საქმიანობისთვის.

5. ზემოაღნიშნული ქმედებების ჩადენა სამსახურეობრივი მდგომარეობის


გამოყენებით
აქ სუბიექტად შესაძლებელია მოგვევლინოს მხოლოდ მოხელე, მასთან გათანაბრებული პირი, ან
სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირი, ეს კი იმიტომ, რომ ფორმირების შექმნა ან მისი
ხელმძღვანელობა მხოლოდ მოხელეთა სამსახურეობრივ ფუნქციაში შედის და ეს ფუნქცია
შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ბოროტად.

6. ზემოაღნიშნული ქმედების ჩადენისკენ საჯაროდ მოწოდება, თუ ეს ქმნის


კანონსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის აშკარა, პირდაპირ და არსებით
საფრთხეს
ეს არის კონკრეტული საფრთხის დელიქტი.
იგი დასჯადია არა საჯარო მოწოდების მომენტიდან, არამედ მაშინ, თუ ამგვარმა მოწოდებას
მოცემულ ვითარებაში შექმნა ამ ნორმაში მითითებული რომელიმე კონკრეტული საფრთხე.

 სუბიექტური მხრივ მოტივს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა არ აქვს;


მიზანს რაც შეეხება - ფორმირება შექმნილი უნდა იყოს დანაშაულებრივი
მიზნით. ერთ-ერთი მიზანია ამბოხების მიზანი;
სახელმწიფო ორგანოზე ზეწოლის მიზანი;

! არ შეიძლება უკანონო ფორმირების მიზანი იყოს თავდასხმის მოწყობა პირზე ან ორგანიზაციაზე.

სწორედ ამ მიზნით განსხვავდება იგი ბანდიტიზმისგან. ასევე არ შეიძლება მიზანი იყოს


ტერორისტული დანაშაულიც ჩადენა.

 ბრალის ფორმის მიხედვით დანაშაული - გზანრახია. (პირდაპირი განზრახვა)


პოსტ-კრიმინალური წამახალისებელი შენიშვნა
პირი სისხლისსმართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება თუ დაცული იქნება შემდეგი
სამი პირობა:

1. პირმა ნებაყოფლობით უნდა შეწყვიტოს საქმიანობა უკანონო ფორმირებაში;


2. პირმა უნდა ჩააბაროს იარაღი, რომელსაც ფლობს;
3. პირის ქმედებაში არ უნდა იყოს სხვა დანაშაულის ნიშნები;

მ. 𝟐𝟐𝟑𝟏 – „ქურდული სამყაროს“ წევრობა, „კანონიერი ქურდობა“

განსახილველი დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია - საზოგადოებრივი უშიშროება.


ამსრულებელია - „ქურდული სამყაროს“ წევრი და „კანონიერი ქურდი“, რომლებიც როგორც წესი
არიან სრულწლოვანი პირები.
ქმედება - „ქურდული სამყარო“ წევრობა ან „კანონიერი ქურდობა“ (შედეგგარეშე დანაშაული)

„ქურდული სამყარო“ - პირთა ნებისმიერი ერთობა, რომელიც შეთანხმებულია „ქურდული


სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე.

„ქურდული სამყაროს“ საქმიანობა - ესაა „ქურდული სამყაროს“ წევრის/“კანონიერი ქურდის“


საქმიანობა, განხორციელებული დაშინებით, მუქარით, იძულებით, დუმილის პირობებით,
„ქურდული შეკრებით“/“ქურდული გარჩევით, დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა
ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით, დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური
გავლენის გამოყენებით ან სხვა უკანონო ქმედებით, რომლის მიზანია თავისთვის ან სხვისთვის
სარგებლის ან უპირატესობის მიღება, ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება.

„ქურდული სამყაროსთვის“ დამახასიათებელი რამდენიმე ნიშანი:

1. სახეზეა პირთა ერთობა;


2. ეს ერთობა შეთანხმებულია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის განხორციელებაზე;
3. მათი საქმიანობა უნდა განხორციელდეს შემდეგი ხერხებით: დაშინებით; მუქარით;
იძულებით; დუმილის პირობებით; „ქურდული შეკრებით“/“ქურდული გარჩევით,
დანაშაულებრივ ქმედებებში არასრულწლოვანთა ჩაბმით, დანაშაულის ჩადენით,
დანაშაულის ჩადენისაკენ წაქეზებით, საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენებით ან სხვა
უკანონო ქმედებით.
4. ამ საყაროს მიზანია - თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის მიღება,
ძალაუფლების ან/და გავლენის მოპოვება/მინიჭება.

„ქურდული სამყაროს“ წევრი - 1) პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“ და აქტიურად


მონაწილეობს მის საქმიანობაში, აგრეთვე 2) პირი, რომელიც აღიარებს „ქურდულ სამყაროს“,
კავშირი აქვს მასთან და სახეზეა აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომ პირი თავისი
ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“ საქმიანობაში მონაწილეობისათვის.
1. ქურდული სამყაროს წევრობის პირველი შემთხვევა
სახეზე კუმულაციურად უნდა იყოს ორი პირობა :

1) პირმა უნდა აღიაროს ეს სამყარო - აღიარება უნდა იყოს ორმხრივი, პირმაც უნდა აღიაროს
„ქურდული სამყარო“ და თავად ამ სამყარომაც უნდა აღიაროს ეს პირი მის წევრად.
2) აქტიურად უნდა მიიღოს მონაწილეობა მის საქმიანობაში - მასში იგულისხმება იმ
ხერხებიდან ერთ-ერთის განხორციელება, რაც ზემოთაა აღნიშნული, კერძოდ:

დაშინება - ფსიქიკური ზემოქმედების ნებისმიერი ხერხი (მაგ: „აგაწიოკებ“ „განანებ“ ა.შ.) გარდა სსკ-
ს 151 -ე მუხლით გათვალისწინებულისა.

მუქარა და იძულება - ისევე უნდა გავიგოთ, როგორც 150-ე და 151-ე მუხლებში;

 იძულება - გამოიხატება ადამიანის ფიზიკურ ან ფსიქიკურ იძულებაში შეასრულოს ან არ


შეასრულოს მოქმედება, ანდა საკუთარ თავზე განიცადოს ნება-სურვილის საწინააღმდეგო
ზემოქმედება. (ფორმალური დანაშაული)
 მუქარა - პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობითი ქმედების ჩადენით,
თანაც მუქარის ადრესატს უჩნდება მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

დუმილის პირობები - აქ უნდა ვიგულისხმოთ ისეთი შემთხვევა, როცა „ქურდული სამყაროს“ წევრი
დუმილის სანაცვლოდ სარგებლისა თუ უპირატესობის მიღებას ითხოვს.

„ქურდული შეკრება“ - ორი ან მეტი პირის შეკრება ან დაკავშირება ნებისმიერი ფორმით, პირთა
„ქურდულ სამყაროში“ გაწევრების ან წევრობის შეწყვეტის, სტატუსის შეცვლის ან „ქურდული
სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვის/გადაწყვეტის მიზნით.

„ქურდული გარჩევა“ – „ქურდული სამყაროს“ წევრის/“კანონიერი ქურდის“ მიერ პირის ქმედების


შეფასება ან/და დავის განხილვა/გადაწყვეტა ნებისმიერი ფორმით, „ქურდულის სამყაროს“
საქმიანობის განხორციელების მიზნით. „ქურდული სამყაროს“ წევრი მოსამართლის როლში
გამოდის.

დანაშაულებრივ ქმედებებში არასწრულწლოვანთა ჩაბმა და დანაშაულისაკენ წაქეზება -

 ჩაბმა - გულისხმობს როცა „ქურდული სამყაროს“ წევრი ჩააბამს რამდენიმე


არასრულწლოვანს რომელიმე დანაშაულში, შესაძლებელია არასრულწლოვანს თავად
ჰქონდეს გადაწყვეტილი დანაშაულის ჩადენა.
 დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზება - გულისხმობს, როცა „ქურდული სამყაროს“ წევრი პირის
დაყოლიებისთვის იყენებს ნებისმიერ იმ ხერხს, რაც გამოიყენება წაქეზებისათვის.
დანაშაულის ჩადენისკენ წაქეზება, როგორც განსახილველი დანაშაულის ხერხი, სახეზეა
მაშინ, თუ წამქეზებელმა პირმა წამოიწყო დასჯადი სტადიის განხორციელება.

დანაშაულის ჩადენა - ნებისმიერი განზრახი დანაშაულის ჩადენა „ქურდული სამყაროს“ მიზნის


მისაღწევად.
დანაშაული დამთავრებულია - ქურდული სამყაროს აღიარებასთან ერთად ერთ-ერთი ქმედების
ჩადენისთანავე.
თუკი ქურდული სამყაროს წევრმა ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომლის სანქციაც უფრო მკაცრია,
ვიდრე ქურდული სამყაროს წევრობის პირველი ნაწილისა, ქმედება მხოლოდ ამ დროს უნდა
დაკვალიფიცირდეს დანაშაულთა ერთობლიობით. ხოლო თუ ჩადენილი დანაშაულის სანქცია
ნაკლებია ან ტოლია ქურდული სამყაროს წევრობის მუხლის სანქციისა, მაშინ ერთობლიობით
კვალიფიკაცია არაა საჭირო.

საკუთარი კრიმინალური გავლენის გამოყენება - იგი გულისხმობს ისეთ შემთხვევას, როცა


„ქურდული სამყაროს“ წევრი რაიმე საკითხს, ამ სამყაროს მიზნის შესაბამისად, სხვა პირის
გამოყენებით წყვეტს. ამ სხვა პირის მეშვეობით „აგვარებს“. „სხვა პირად“ აქ შეიძლება მოგვევლინოს
მოხელეც, თუკი მის მიმართ „ქურდული სამყაროს“ წევრს კრიმინალური გავლენა აქვს.

სხვა უკანონო ქმედება - ამგვარი ხერხის შემოღებით კანონმდებელი გასაქანს აძლევს


სასამართლო პრაქტიკას, თავად შესაფასოს ქმედების სამართლებრივი არსი და ჩათვალოს იგი
„ქურდული სამყაროს“ მიერ თავისი მიზნის მისაღწევად ვარგის ხერხად.

2. ქურდული სამყაროს წევრობის მეორე შემთხვევა


კუმულაციურად უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობა:

1) აღიაროს „ქურდული სამყარო“ (ორმხრივი აღიარება)


2) კავშირი ჰქონდეს მასთან - პირს „ქურდული სამყაროს“ წევრად „კურთხევის“ შემდეგ საქმიანი
კავშირი უნდა ჰქონდეს ამ სამყაროსთან, იმგვარი კავშირი, რაც დაკავშირებულია ამ სამყაროს
საქმიანობასთან.
3) სახეზე უნდა იყოს აშკარად გამოხატული ნიშნების ერთობლიობა, რომლითაც
დასტურდება, რომ პირი თავისი ქმედებით გამოხატავს მზადყოფნას „ქურდული სამყაროს“
საქმიანობაში მონაწილეობისათვის

 მიზნით დაფუძნებული დელიქტია - თავისთვის ან სხვისთვის სარგებლის ან უპირატესობის


მიღება. მიზანი ასევე შეიძლება იყოს ძალაუფლების მიღება ანდა სხვისთვის მინიჭება, ასევე
გავლენის მოპოვება ან ხვისთვის მინიჭება.
 ბრალის ფორმის მიხედვით - სახეზეა განზრახი დანაშაული.(პირდაპირი განზრახვით)

2231 მუხლის მე-2 ნაწილი


ამ ნაწილით გათვალისწინებულია სს-ვი პასუხისმგებობა „კანონიერი ქურდობისათვის“.

„კანონიერი ქურდი“ - პირი, რომელიც ნებისმიერი ფორმით მიმართავს ან/და ორგანიზებას უწევს
„ქურდულ სამყაროს“ ან „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მეთოდების გამოყენებით მიმართავს
ან/და ორგანიზებას უწევს პირთა გარკვეულ ჯგუფს. არაა აუცილებელი „კანონიერი ქურდი“
აუცილებლად იყოს „ქურდული სამყაროს“ წევრი.

ქურდული სამყაროს ორგანიზება - ნიშნავს პირთა ერთობის ჩამოყალიბებას. კერძოდ, წევრების


გამოძებნასა და გადმობირებას, სპეციალური წესების დადგენას ან სხვის მიერ დადგენილი წესების
აღიარებას, სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ა.შ.
ქურდული სამყაროს მართვა - გამოიხატება ცალკეული დავალების მიცემაში ამ სამყაროს
წევრებისათვის, კონკრეტული დანაშაულის ხელმძღვანელობაში, უდისციპლინო წევრის დასჯაში და
ა.შ.

„კანონიერი ქურდის“ მიერ პირთა გარკვეული ჯგუფის მართვა - ასეთ ჯგუფს შესაძლებელია
არ ჰქონდეს აღიარებული ქურდული სამყარო და არც მისი წევრები იყვნენ. მათ შესაძლებელია
„საშველად“ მიმართეს „კანონიერ ქურდს“ან იგი იძულების ან მუქარის გამოყენებით ახერხებს ასეთი
ჯგუფის დამორჩილებას.
პირის „კანონიერი“ ქურდობის ბრალებისათვის საკმარისი არაა მხოლოდ ის ფაქტი, რომ ეს
პიროვნება საზოგადოებაში კანონიერი ქურდის სახელითაა ცნობილი, აუცილებელია, მას
დაუმტკიცონ, რომ მართავდა ან ორგანიზებას უწევდა ქურდულ საქაროს ან პირთა გარკვეულ ჯგუფს.

 ამსრულებელია - საერთო სუბიექტი


 ბრალის ფორმის მიხედვით - ეს დანაშაულიც პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი
 განსახილველი დანაშაული არ არის დენადი

განსახილველი დანაშაულის განსხვავება ბანდიტიზმისგან


1. ბანდიტიზმის აუცილებელი ნიშანია შეიარაღება, 2231 მუხლისთვისთვის კი არა
2. ბანდის მიზანია თავდასხმის მოწყობა, 2231 მუხლისთვისთვის კი არა
3. ბანდიტიზმისთვის არაა აუცილებელი სპეციალური მეთოდის შესაბამისად მოქმედება
4. ბანდიტიზმისთვის არაა აუცილებელი სარგებლის მიღება, ან სხვა მიზანი.

პოსტ-კრიმინალური წამახალისებელი ნორმა


სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდება ამ მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი, თუ მან ამის თაობაზე ნებაყოფლობით განუცხადა
სისხლის სამართლის პროცესის მწარმოებელ ორგანოს და მისი საგამოძიებო ორგანოებთან
თანამშრომლობის შედეგად გაირკვა მძიმე ან განსაკუთრებით მძმე დანაშაულის ჩამდენი პირის
ვინაობა ან/და მისი უშუალო ხელშეწყობით შეიქმნა ასეთი დანაშაულის გახსნისთვის არსებითი
პირობები, თუკი მის ქმედებაში არ არის სხვა დანაშაული ნიშნები. ეს ვრცელდება „ქურდული
სამყაროს“ წევრზე და არა „კანონიერ ქურდზე“.
მ. 𝟐𝟐𝟑𝟐 – „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა

სს-ვი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია იმ პირთათვის, რომლებიც მართალი არ არიან


„ქურდული სამყაროს“ წევრები ან „კანონიერი ქურდები , მაგრამ „ქურდულ შეკრებაში“
მონაწილეობით ხელს უწყობენ ამ სამყაროს საქმიანობს.
ამსრულებელი - ნებისმიერი სს პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული, ბრალუნარიანი პირი,
რომელიც არც „კანონიერი ქურდია“ და არც „ქურდული სამყაროს“ წევრი.
ქმედება - „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა.

„ქურდული შეკრება“ - ორი ან მეტი პირის შეკრება ან დაკავშირება ნებისმიერი ფორმით, პირთა
„ქურდულ სამყაროში“ გაწევრების ან წევრობის შეწყვეტის, სტატუსის შეცვლის ან „ქურდული
სამყაროს“ საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხის განხილვის/გადაწყვეტის მიზნით.
დანაშაული დამთავრებულია - „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის დაწყების მომენტიდან.
სუბიექტური მხრივ - მოტვისა და მიზანს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშვნელობა.
ბრალის ფორმის მიხედვით - სახეზეა განზრახი დანაშაული (პირდაპირი განზრახვით).
„ქურდული სამყაროს“ წევრობისგან განსხვავებით, რომელიც არ ამოიწურება ერთჯერადი ქმედებით
და პერმანენტული ხასიათისაა, „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობა ერთჯერადი ხასიათისაა,
შესაბამისად მისი საშიშროება გაცილებით ნაკლებია.

მ. 𝟐𝟐𝟑𝟑 - „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა

ამსრულებელი - ნებისმიერი სს პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული, ბრალუნარიანი პირი,


რომელიც არც „კანონიერი ქურდია“ და არც „ქურდული სამყაროს“ წევრი.
დანაშაულის სუბიექტი შეიძლება იყოს იურიდიული პირიც, რომელიც ამ მუხლით
გათვალისწინებული ქმედებისათვის ისჯება ლიკვიდაციით ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით.

დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება:

1) ქმედებაში
ქმედება გამოიხატება რამდენიმე ალტერნატიული სახით:

1. „ქურდული სამყაროს“, „ქურდულის სამყაროს“ წევრის/ „კანონიერი ქურდის“ საჯარო


მხარდაჭერა ზეპირად (მაგ: ტელევიზიით გამოსვლისას)
2. იმავე პირებისადმი საჯარო მხარდაჭერა წერილობით (მაგ: ლიტ.ნაწარმოებში)
3. იმავე პირებისადმი საჯარო მხარდაჭერა გამოხატვის სხვა საშუალებით (მაგ: მხ.ფილმის
საშუალებით)
2) კონკრეტულ საფრთხეში
ამგვარმა საჯარო მხარდაჭერამ მოცემულ ვითარეაში კუმულაციურად უნდა შექმნა „ქურდული
სამყაროს“ საქმიანობის განხორციელების აშკარა, პირდაპირი და არსებითი საფრთხე.

3) მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და ამ შედეგს (კონკრეტულ საფრთხეს) შორის

მ. 𝟐𝟐𝟑𝟑 მუხლის მე-2 ნაწილი


ამ ნაწილით სს-ვი პასუხისმგებლობა გათვალისწინებულია ნებისმიერი ქმედებისათვის, რაც
ჩადენილია იმ პირის მიერ, რომლისთვისაც ცნობილია „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის შესახებ
და ამის მიუხედავად აქტიურად უწყობს ხელს ამ სამყაროს საქმიანობას. ეს ქმედება შეიძლება
გამოიხატოს „ქურდული სამყაროს“ დაფინანსებაში, მომარაგებაში და ა.შ.

მ. 𝟐𝟐𝟑𝟑 მუხლის მე-2 ნაწილი - დამამძმებელი გარემოება


იგივე ქმედება ჩადენილი სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით - მასში იგულისხმება,
როგორც სახელმწიფო მოხელე, ასევე კერძო ორგანიზაციის წარმომადგენელიც.

მ. 𝟐𝟐𝟑𝟒 – „ქურდული სამყაროს“ წევრისთვის/“კანონიერი


ქურდისთვის“ მიმართვა ან ამ მიმართვის შედეგად მატერიალრი
სარგებლის ან მატერიალრი უპირატესობის მიღება

ამსრულებელი - ნებისმიერი სს პასუხისმგებლობის ასაკს მიღწეული, ბრალუნარიანი პირი,


რომელიც არც „კანონიერი ქურდია“ და არც „ქურდული სამყაროს“ წევრი.
ქმედება ვლინდება შემდეგი ალტერნატიული სახით:

1. „ქურდული სამყაროს“ წევრისათვის, ან „კანონიერი ქურდისათვის“ მიმართვა „ქურდული


გარჩევის“ განხორციელებისათვის.
2. „ქურდული სამყაროს“ წევრისათვის, ან „კანონიერი ქურდისათვის“ მიმართვა ნებისმიერ
პირზე ან ნებისმიეირი პირი მიერ გადაწყვეტილების მიღებაზე გავლენის მოსახდენად.
დანაშაული დამთავრებულია - ნებისმიერი ალტერნატიული ქმედების განხორციელებისთანავე და
არ აქვს მნიშვნელობა „კანონიერმა ქურდმა“ ან „ქურდულის სამყაროს“ წევრმა განახორციელა თუ
არა რაიმე ქმედება, ანნ დადგა თუ არა მოცემული პირისათვის სასურველი შედეგი.

 სახეზეა ფორმალური დანაშაული.


 სუბიექტური მხრივ მიზნით დაფუძნებული დელიქტია - ეს მიზანია თავისთვის ან სხვისთვის
მატერიალური სარგებლის ან მატერიალური უპირატესობის მიღება.
 ბრალის ფორმის მიხედვით - განზრახი დანაშაული (პირდაპირი განზრახვით)
მ. 𝟐𝟐𝟑𝟒 მუხლის მე-2 ნაწილი
გათვალისწინებულია სს-ვი პასუხისმგებლობა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
ქმედების განხორციელების შედეგად წინასწარი შეცნობით მატერიალური სარგებლის ან
მატერიალური უპირატესობის მიღებისთვის.

მ. 𝟐𝟐𝟑𝟒 მუხლის მე-3 ნაწილი


გათვალისწინებულია სს-ვი პასუხისმგებლობა იმ შემთხვევისთვის, როცა ამ მუხლის პირველი
ნაწილით განხორციელებულმა ქმედებამ მძიმე შედეგი გამოიწვია. აქ სახეზე უნდა იყოს არა
განზრახვა, არამედ გაუფრთხილებლობა.

მ. 224 - ბანდიტიზმი

ბანდიტიზმისგან სს-ვი დაცვის ობიექტია - საზოგადოებრივი უშიშროება.


ობიექტური მხრივ ბანდიტიზმი გამოიხატება შემდეგი ქედების ჩადენაში:

1. ბანდის შექმნა;
2. ბანდის ხელმძღვანელობა;
I ნაწ.

3. ბანდაში მონაწილეობა; II ნაწ.


4. ბანდის მიერ მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობა;

ქმედების ბანდიტიზმით კვალიფიკაციისთვის საკმარისია ამ ქმედებათაგან ერთ-ერთის ჩადენა.

 დანაშაულის დამთავრებულად ცნობისთვის არაა აუცილებელი მძიმე შედეგის დადგომა.


 ბანდიტიზმი დენადი დანაშუალია - მისი ჩადენა იწყება ბანდის შექმნით ან ბანდაში
მონაწილეობით და შემდეგ უწყვეტად მიედინება.

ბანდიტიზმისთვის დამახიასიათებელი ნიშნები:

1. ბანდა არის მყარი შეიარაღებული ჯგუფი (არანაკლებ 3 პირისა), რომლის მიზანია


თავდასხმის მოწყობა პირზე ან ორგანიზაციაზე.
სიმყარე გულისხმობს : ა) ჯგუფიდან არ ხდება წევრთა თავისუფალი დენადობა;
ბ) ჯგუფისთვის დამახასიათებელია მტკიცე შინაგანი წესრიგი,
ხელმძღვანელის ბრძანების უსიტყვო შესრულება;
გ) ჯგუფი იქმნებაა ხანგრძლივი დროით სამოქმედოდ და არა
ერთჯერადი თავდასხმის განსახორციელებლად;

2. ბანდა აუცილებლად უნდა იყოს შეიარაღებული.


იარაღად შეიძლება იყოს გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღი ან ცივი იარაღი, აუცილებელი
არაა ბანდის ყველა წევრი იყოს შეიარაღებული. იარაღის უკანონო შეძენა და ტარება ბანდიტიზმის
შემადგენელი ნაწილია და დამატებით კვალიფიკაციას არ საჭიროებს.
ბანდის შექმნა - გულისხმობს ისეთი მოქმედების ჩადენას, რის შედეგადაც სახეზეა შეიარაღებული
მყარი ჯგუფი, რომლის მიზანია პირზე ან ორგანიზაციაზე თავდასხმა. კერძოდ, ბანდის წევრების
გამოძებნა და გადმობირება, იარაღის გამოძებნდა და ა.შ.

ბანდის ხელმძღვანელობა - ბანდის წევრებისათვის კონკრეტული დავალების მიცემას, მის


შესრულებაზე კონკრტოლს, ბანდის შემდგომ მატერიალურ უზრუნველყოფას, ცალკეული
თავდასხმის მომზადებას, მის განხორციელებაზე ზედამხედველობას, ურჩი წევრის დასჯას და ა.შ.

ბანდაში მონაწილეობა - პირის გაწევრიანებას ბანდაში, მონაწილეობის მიღებას იარაღის


შეძენაში და ა.შ. ბანდაში მონაწილეობა დამთავრებულია პირის გაწევრიანების მომენტიდან.
ბანდაში მონაწილე შეიძლება იყოს როგორც ბანდის წევრი ასევე სხვა პირიც.

ბანდის მიერ მოწყობილ თავდასხმაში მონაწილეობა - ნიშნავს, როგორც უშუალო


მონაწილეობას თავდასხმაში, ასევე ნებისმიერ ქმედებას, რომელიც ბანდას უადვილებს თავდასხმის
პროცესს.
თავდასხმაში მონაწილე შეიძლება იყოს როგორც ბანდის წევრი ასევე სხვა პირიც.

თავდასხმა - მოულოდნელი, აგრესიული აქტი, რომელსაც თანახლავს ძალადობა ან ძალადობის


მუქარა. აუცილებელია თავდასხმა მოაწყოს არა ბანდის ერთმა წევრმა არამედ მთელმა ბანდამ.

 ბანდიტიზმი ფორმალური დანაშაულია.


 ამსრულებელია - ნებისმიერი შერაცხადი 14 წელს მიღწეული პირი.
 სუბიექტური მხრივ - მოტივს არ აქვს მაკვალიფიცირებელი მნიშნელობა
 სახეზეა გამიზვნითი დელიქტი - თავდასხმა პირზე ან ორგანიზაციაზე.
 ბრალის ფორმის მიხედვით - დანაშაული პირდაპირი განზრახვით ხასიათდება
ბანდის ხელმძღვანელმა უნდა აგოს პასუხი ბანდის მიერ მოწყობილ ყველა თავდასხმაზე, თუ ამა
მოიცავდა მისი განზრახვა.

ბანდიტიზმსა და ყაჩაღობას შორის განსხვავება:


1. ყაჩაღობა შეიძლება ჩაიდინოს ერთმა პირმა.
ბანდა - გულისხმობს პირთა ჯგუფს.
2. ყაჩაღები შეიძლება არ იყვნენ შეიარაღებულები.
ბანდა აუცილებლად შეიარაღებულია.
3. ჯგუფური ყაჩაღობა შეიძლება გამიზნული იყოს ერთჯერადი თავდასხმის
განხორციელებისაკენ.
ბანდის მიზანია რამდენიმე თავდასხმის მოწყობა.
4. ორგანიზებული ჯგუფის მიერ ჩადენილი ყაჩაღობა შესაძლებელია არ იყოს შეირაღებული,
ხოლო თუ შეიარაღებულია მაშინ მყარი არ უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე
ბანდაა.
5. ყაჩარობის მიზანია სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება თავდასხმის გზით, ხოლო
ბანდიტების მიზანი შესაძლებელია ასევე იყოს სხვა აგრესიული დანაშაულის ჩადენაც.
მ. 𝟐𝟐𝟒𝟏 - რეკეტულ დაჯგუფებაში მონაწილეობა
ამ დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი წესრიგი და უშიშროება.
სახეზეა ფორმალური დანაშაული.

რამდენიმე ალტერნატიული ქმედება


1. დამოუკიდებლად ან სხვა პირთან ერთად (პირებთან) რეკეტული დაჯგუფების
საქმიმანობის წარმართვა, ამდენად სახეზეა დანაშაულებრივი ორგანიზაციის ერთ-ერთი სახე
რეკეტული დაჯგუფება.

რეკეტი - არის შემოსავლის ან სხვაგვარი ქონებრივი სარგებლის მიღების მიზნით წარმოებული


არაერთჯერადი და ორგანიზებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია განზრახი
დანაშაულის ჩადენასთან, თუ ეს დანაშაული განხორციელდა ორჯერ მაინც ხუთი კალენდრული
წლის განმავლობაში.

რეკეტული დაჯგუფება - ასეთად ითვლებას თავისი საქმიანობით რეკეტთან დაკავშირებული


იურიდიული პირი, აგრეთვე ფიზიკური ან/და იურიდიულ პირთა ნებისმიერი გაერთიანება.

სხვაგვარი მონაწილეობა რეკეტული დაჯგუფების საქმიანობაში - იგულისხმება რეკეტული


დაჯგუფების საქმიანობისათვის ხელის შეწყობა.

დავების უკანონოდ გადაწყვეტა, რეკეტულ დაჯგუფებათა შორის ან რეკეტული


დაჯგუფებისა და სხვა პირს შორის - ამ შემთხვევაში რეკეტირი სათანადო საფუძვლის გარეშე,
თვითნებურად წყვეტს ამგვარ დავებს ე.ი ასრულებს მოსამართლის როლს.

დავების გადაწყვეტაში მონაწილება - ამდროს რეკეტირი არა ერთპიროვნული მოსამართლე,


არამედ სხვა რეკეტირთან ერთად ამ პროცესის მონაწილეა.

 ამსრულებელია - 14 წელს მიღწეული პირი, ასევე იურიდიული პირიც.


ადრე განსახილველ ნორმას ეწოდებოდა მასობრივი არეულობა - სადაც იგულისხმებოდა, რომ მისი
განხორციელება შეეძლო რამდენიმე ასეულ ადამიანს (ბრბოს).

დღევანდელი რედაქციისთ ამ მუხლის არეალი გაფართოვდა და მისი ჩადენა შეუძლია პირთა


ჯგუფს, ორ ან მეტ პირს. სახეზე უნდა იყოს მინიმუმ ორი პირი - როგორც ამ ძალადობის მონაწილე,
ე.ი ორგანიზატორთან ერთად სახეზე უნდა იყოს მინიმუმ სამი პირი.

ჯგუფური ძალადობა - პროტესტის გამოხატვის მართლსაწინააღმდეგო ფორმა. (ორგანიზებული


დანაშაულის ნაირსახეობაა)

 ამ დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია - საზოგადოებრივი წესრიგი და უშიშროება.


 ამ დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის დამატებითი ობიექტია - საკუთრებითი ურთიერთობა და
ადამიანის ჯანმრთელობა.
 ობიექტური მხრივ განსახილველი დანაშაული ხასიათდება ალტერნატიული მოქმედების
ჩადენით - ორგანიზება, ხლმძღვანელობა ან მონაწილეობა.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზება - გულისხმობს არეულობის ადგილის შერჩევას, მასობრივი


არეულობის დროის და მისი ჩადენის ხერხის განსაზღვრას, პირთა ჯგუფის თავმოყრას და ა.შ.

ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობა - გულისხმობს არეულობის დროს ჯგუფისათვის


მითითებების მიცემას.

სამართლებრივი ფიქცია - აქ მუხლის პირველი ნაწილით ფაქტობრივი ორგანიზატორი


იურიდიულად ამსრულებელია.

განსახილველი დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა- შეიძლება ძალადობას არ მოჰყვეს


ფიზიკური ტკივილიც კი.

ამ მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული ქმედება დამთავრებულია - არა ორგანიზების


გაკეთებისას, არამედ როცა ამ ორგანიზებას ან ხელმძღვანეობას თან ახლავს სხვადასხვა
ქმედებები: ძალადობა , რბევა და სხვ.

ძალადობა შეიძლება გამოიხატოს - ცემაში, დაცული ობიექტის კარების შემტვრევაში, სხვისთვის


ჯანმრთელობის მსუბუქ ან ნაკლებად მძიმე დაზიანებაში.

რბევა - გულისხმობს, რომ ორგანიზებული ძალადობის მონაწილეებმა შეიძლება შენობა-


ნაგებობაში ან ქუჩებში განლაგებული ნივთები სტიქიურად მიყარ-მოყარონ ან დააზიანონ.

ამ დანაშაულს შეიძლება ახლდეს იარაღის გამოყენება - აქ 236-ე მუხლით დამატებითი


კვალიფიკაცია არაა საჭირო.
ჯგუფურ ძალადობას შეიძლება თან ახლდეს როგორც ცეცხლსასროლი, ისე ცივი იარაღის
გამოყენება ხელისუფლების წარმომადგენლისადმი, რომელიც ასრულებს თავის მოვალეობას.

ხელისუფლების წარმომადგენლად ჩაითვლება - ის სახელმწიფო მოხელე, რომელსაც უფლება აქვს


შესასრულებლად სავალდებულო ბრძანება გასცეს არა მარტო იმ პირებზე, ვინც მას
სამსახურეობრივად ექვემდებარება, არამედ პირთა სხვა განუსაზღვრელი წლის მიმართაც.

იარაღად ჩათვლილია 223-ე მუხლისგან განსხვავებით არა „ისეთი მოწყობილობა ან საგანი“,


არამედ „ნებისმიერი მოწყობილობა ან საგანი“.

 ამსრულებელია - 14 წელს მიღწეული შესაცხადი პირი.


 სუბიექტური მხრივ - მოტივსა და მიზანს არაქვს კვალიფიკაციისთვის მნიშვნელობა.
 ბრალის ფორმის მიხედვით - დანაშაული განზრახია, მითითებული ქმედებების მიმართ -
პირდაპირი განზრახვით, დამდგარი შედეგის მიმართ - როგორც პირდაპირი ისე
არაპირდაპირი განზრახვითაც შეიძლება მოქმედებდეს პირი.

225-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა -


ორგანიზატორობისა ან ხელმძღვანელობისთვის.

225-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა -


მასობრივი არეულობის რიგითი მონაწილეობისთვის.
ამ დანაშაულისაგან სს-ვი დაცვის ობიექტია - საზოგადოებრივი წესრიგი.

ობიექტური მხრივ დანაშაული გამოიხატება, როგორც მოქმედებაში, ისე უმოქმედობაში.


(უმოქმედობითაა უმეტესწილად ჩადენილი ხელისუფლების წარმომადგენლებისადმი
დაუმორჩილებლობა)

დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატება, იმაში, რომ პირი ორგანიზებას უკეთებს ჯგუფურ


მოქმედებას, რომელიც

ა) უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;

ბ) დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნებისადმი აშკარა


დაუმორჩილებლობასთან

You might also like