Professional Documents
Culture Documents
კაზუსის ამოხსნა
კაზუსის ამოხსნა
#28 ბრძანება
ფორმას წარმოადგენს.
ადმინისტრაციული ორგანო
შესაძლოა,სსიპ - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი
ორგანიზაციულსამართლებრივი და ფუნქციონალური გაგებით არის
ადმინისტრაციული ორგანო.
სზაკ-ის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ
ორგანოს
წარმოადგენს ყველა სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც
საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ
უფლებამოსილებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის
მე-5 ნაწილის თანახმად,“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების
სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის
აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და
მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს
საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე“
მოცემული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების
სამსახური წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალ სრტუქტურირებულ
ერთეულს,რომელიც ცხადია,რომ ორგანიზაციული გაგებით
ადმინისტრაციული ორგანოა,აქვე დავძენ რომ სამინისტრო,რომელიც
აგრეთვე,ცალსახად ადმინისტრაციული ორგანოა,სწორედ,რომ ამ
ორგანოს ფუნქციების ნაწილის ჯეროვნად განსახორციელებლად
იყენებს სსიპ შემოსავლების სამსახურს,რომელიც ფუნქიური გაგებითაც
ადმინისტრაციული ორგანოა. აქვეა მუხლში ჩამოთვლილი ეს
უფლებამოსილებები-„საქართველოს კანონმდებლობის აღსრულების
მიზნით გამოსცემს ბრძანებებს,შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ
მითითებებს საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს
საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე“.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს რომლის ლეგალური
დეფინიცია მოცემულია სზაკ-ის მე-2 მუხლის ა ქვეპუნქტში,კერძოდ
„ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის
ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა
პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი
სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე
ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს; სსიპ
შემოსავლების სამსახური ყველა რელევანტურ კრიტერიუმს
აკმაყოფილებს.
ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ცნების
პირველი ელემენტი სახეზეა.
ნინო ლომაშვილი