Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

კაზუსის ამოხსნა:

შესაძლოა სსიპ შემოსავლების სამსახურის ბრძანება N28, რომლის თანახმად, გადასახადის


გადამხდელს (შპს „არველოდის“) გადასახდელად დაერიცხა 600 000 ლარი არის
უკანონო,რაც იმ შემთხვევაში იქნება ცხადი თუ იგი ფორმალურად ან/ და მატერიალურად
მართლსაწინააღმდეგო აღმოჩნდება.

სადავო აქტის კანონიერების გარკვევამდე, პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს სსიპ -


შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ გამოცემული

#28 ბრძანება

გადაწყვეტილება საქმიანობის რომელ სამართლებრივ

ფორმას წარმოადგენს.

I. ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის სამართლებრივი ფორმის


დადგენა

შესაძლოა სსიპ - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის


მიერ გამოცემული #28 ბრძანება არის ინდივიდუალურ-სამართლებრივი
აქტი.
სზაკ-ის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად,
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული
ორგანოს მიერ
ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული
ინდივიდუალური
სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს
პირის ან
პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს.

ადმინისტრაციული ორგანო
შესაძლოა,სსიპ - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი
ორგანიზაციულსამართლებრივი და ფუნქციონალური გაგებით არის
ადმინისტრაციული ორგანო.
სზაკ-ის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ადმინისტრაციულ
ორგანოს
წარმოადგენს ყველა სახელმწიფო დაწესებულება, რომელიც
საქართველოს
კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო-სამართლებრივ
უფლებამოსილებას.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-2 მუხლის
მე-5 ნაწილის თანახმად,“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების
სამსახური) უფროსი საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის
აღსრულების მიზნით გამოსცემს ბრძანებებს, შიდა ინსტრუქციებსა და
მეთოდურ მითითებებს საგადასახადო ორგანოების მიერ საქართველოს
საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე“
მოცემული მუხლის ანალიზიდან გამომდინარე, სსიპ შემოსავლების
სამსახური წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს
მმართველობის სფეროში შემავალ სრტუქტურირებულ
ერთეულს,რომელიც ცხადია,რომ ორგანიზაციული გაგებით
ადმინისტრაციული ორგანოა,აქვე დავძენ რომ სამინისტრო,რომელიც
აგრეთვე,ცალსახად ადმინისტრაციული ორგანოა,სწორედ,რომ ამ
ორგანოს ფუნქციების ნაწილის ჯეროვნად განსახორციელებლად
იყენებს სსიპ შემოსავლების სამსახურს,რომელიც ფუნქიური გაგებითაც
ადმინისტრაციული ორგანოა. აქვეა მუხლში ჩამოთვლილი ეს
უფლებამოსილებები-„საქართველოს კანონმდებლობის აღსრულების
მიზნით გამოსცემს ბრძანებებს,შიდა ინსტრუქციებსა და მეთოდურ
მითითებებს საგადასახადო ორგანოს მიერ საქართველოს
საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენების თაობაზე“.
ზემოხსენებულიდან გამომდინარე სსიპ შემოსავლების სამსახური
წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს რომლის ლეგალური
დეფინიცია მოცემულია სზაკ-ის მე-2 მუხლის ა ქვეპუნქტში,კერძოდ
„ადმინისტრაციული ორგანო – ყველა სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის
ორგანო/დაწესებულება, საჯარო სამართლის იურიდიული პირი (გარდა
პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერი
სხვა პირი, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე
ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს; სსიპ
შემოსავლების სამსახური ყველა რელევანტურ კრიტერიუმს
აკმაყოფილებს.
ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ცნების
პირველი ელემენტი სახეზეა.

2. ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე


შესაძლოა, სსიპ - შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის
მიერ გამოცემული
#28 ბრძანება „გადასახადების თანხების დარიცხვის შესახებ“
გამოიცა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
ადმინისტრაციული კანონმდებლობის ლეგალური დეფინიცია მოქმედი
კანონმდებლობით დადგენილი არ არის. ამ შემთხვევაში ყურადღება
უნდა მიექცეს
სამართლებრივი ურთიერთობათა მომწესრიგებელი ქცევის
წესის/ნორმის ბუნებას -
არის თუ არა ის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი.
ჩვენს შემთხვევაში,სსიპ შემოსავლების სამსახურის,როგორც
უფლებამოსილება ისე მოვალეობა (ვინაიდან მისი ფუნქციაც ეს არის)
იყო შეემოწმებინა, შპს „არველოდის“ საქმიანობა შეესაბამებოდა თუ არა
საგადასახადო კანონმდებლობის მოთხოვნებს,გარდა ამისა,სსიპ
შემოსავლების სამსახურის მიერ მოწესრიგება ადმინისტრაციული
კანონმდებლობის ფარგლებში მოხდა-მაგ.შემოწმების შედეგად სსიპ -
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტმა გამოსცა
საგადასახადო შემოწმების აქტი შპს „არველოდის“ მიმართ.
შესაბამისად, კონკრეტულ შემთხვევაში სსიპ შემოსავლების სამსახურის
N28 ბრძანება
გამოიცა ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე.
ამდენად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის
ცნების მე-2
ელემენტიც სახეზეა.
3. ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი
შესაძლოა, სსიპ შემოსავლების სამსახურის 15 ნოემბრის №28 ბრძანება
არის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულსამართლებრივი ბუნების .
აქტი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ბუნებისაა ,
თუ ის
აწესრიგებს ცალკეულ შემთხვევას და მიემართება განსაზღვრულ ან
განსაზღვრებად
პირთა წრეს. ხსენებულ შემთხვევაში ადრესატი განსაზღვრულია-სსიპ -
შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის საგადასახადო
შემოწმების აქტის საფუძველზე გამოიცა შემოსავლების სამსახურის
აუდიტის დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის #28 ბრძანება
„გადასახადების თანხების დარიცხვის შესახებ“, რომლის თანახმად ,
გადასახადის გადამხდელს (შპს „არველოდის“) გადასახდელად
დაერიცხა 600 000 ლარი (რომელიც მოიცავდა ძირითად გადასახადს,
ჯარიმას და საურავს). დასახელებული ბრძნების საფუძველზე ამოიწერა
ამავე დეპარტამენტის 2020 წლის 23 ივნისის #6-32 საგადასახადო
მოთხოვნა იგივე თანხების გადახდის შესახებ. შესაბამისად,ადრესატია
შპს „არველოდი.“
შესაბამისად, სადავო აქტი არის ინდივიდუალური სამართლებრივი
ბუნების.
ამგვარად, ცნების მე-3 ელემენტიც სახეზეა.
4. აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის სამართლებრივ
მდგომარეობას
(მოწესრიგების ელემენტი)
შესაძლოა, სადავო აქტი აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის
სამართლებრივ
მდგომარეობას, ანუ შეიცავს მოწესრიგების ელემენტს.
ხსენებულ შემთხვევაში შპს „არველოდს“ გადასახდელად დაერიცხა 600
000 ლარი (რომელიც მოიცავდა ძირითად გადასახადს, ჯარიმას და
საურავს).
წარმოიშვა ცალმხრივად და შესასრულებლად სავალდებულო უშუალო
სამართლებრივი შედეგი.
ხსენებულ შემთხვევაში დაწესდა ჯარიმა,გადასახადი 600,000 ლარის
ოდენობით.
შესაბამისად, აღნიშნული მიუთითებს, რომ სახეზეა მოწესრიგების
ელემენტი.
შუალედური დასკვნა:
სსიპ შემოსავლების სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანება
ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტია.

ნინო ლომაშვილი

You might also like