Kutuaaa 1

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 11

მუშაობა SQL Server Management Studio-ში

დავალება:
1. მონაცემთა ბაზის შექმნა.
2. ცხრილების შექმნა.
3. დიაგრამის შექმნა.
4. მონაცემთა ბაზის გამორთვა.
5. მონაცემთა ბაზის მიერთება.

დავალების შესრულების თანამიმდევრობა:


SQL Server Management Studio (SSMS) წარმოადგენს ერთ-ერთ მთავარ
ინსტრუმენტს მონაცემთა ბაზებთან სამუშაოდ.

მარცხენა პანელი შეიცავს Object Explorer-ს, რომელიც უზრუნველყოფს


მონაცემთა ბაზების ობიექტებს შორის ნავიგაციას. მარჯვენა პანელი შესაბამისი
მონაცემთა ბაზის მოთხოვნათა დაწერისა და შედეგების ნახვის საშუალებას იძლევა.
1. მონაცემთა ბაზის შექმნა
SSMS-ის გამოყენებით ახალი მონაცემთა ბაზის შექმნისათვის საჭიროა შემდეგი
ბიჯების გაკეთება:
1. მარჯვენა click იკონაზე "Databases" და ვირჩევთ "New Database..."

2. მონაცემთა ბაზას ვარქმევთ სახელს და click "OK"–ზე.

თქვენი მონაცემთა ბაზა განთავსდება "Model" სისტემურ მონაცემთა ბაზაში,


რომელიც ახალი ბაზის შექმნის დროს გამოიყენება როგორც ნიმუში. თუ გავხსნით
მარცხენა პანელს და გავშლით ხეს, ვნახავთ, რომ თქვენი მონაცემთა ბაზა
(მაგალითად, MyDatabase) უკვე შეიცავს გარკვეულ ობიექტებს.
მონაცემთა ბაზა შეიძლება შეიქმნას უსიტყვო (default) ოპციების გამოყენებით,
კერძოდ, "Data File" და "Transaction Log" ავტომატურად იქმნება სერვერზე მისი
სტანდარტული ადგილმდებარეობის (default location) მიხედვით. თუმცა სურვილის
შემთხვევაში შესაძლებელია მათი განსხვავებული ადგილსამყოფელისა თუ სხვა
პარამეტრების განსაზღვრაც. მონაცემთა ბაზის თვისებების ცვლილებებისათვის
უბრალოდ საჭიროა right click ბაზაზე და "Properties"-ის არჩევა.
1. ცხრილების შექმნა
ცხრილის შექმნისათვის საჭიროა შემდეგი ბიჯების გაკეთება.
1. მარჯვენა click იკონაზე"Tables" და ვირჩევთ "New Table..."–ს.

2. ვიდრე ეკრანი გახსნილია, სრულად უნდა შეივსოს სვეტები "Column Name",


"Data Type", "Length" და "Allow Nulls".

3. შევინახოთ შექმნილი ცხრილი ქმედებით File > Save Table_1


4. ვაქმევთ სახელს შექმნილს ცხრილს :

შექმნილი ცხრილი მასში შემავალი სვეტებით აისახება მონაცემთა ბაზის სექციაში


"Tables".

3. დიაგრამის შექმნა

მონაცემთა ბაზის დიაგრამის შექმნისათვის საჭიროა შემდეგი მოქმედებების


შესრულება:
1. Database Diagrams-ზე მარჯვენა click. ვირჩევთ New Database Diagram.
2. მარჯვენა click სასურველ ცხრილზე. ჩნდება Add Table ფანჯარა, რომლის
დანიშნულება არის დიაგრამაში სასურველი ცხრილების ჩართვა.
3. click Add-ით ვრთავთ ცხრილებს და ვხურავთ Add Table ფანჯარას.

4. ცხრილების კავშირების ასახვისათვის იხსნება ფანჯარა „Tables and Columns


Diagrams“, სადაც ვამყარებთ კავშირებს პირველად და შესაბამის გარე გასაღებურ
ველებს შორის.
5. ჩნდება დიალოგური ფანჯარა Foreign Key Relationships, სადაც ხდება
კავშირების თვისებების აწყობა.
6. ვხურავთ ფანჯარას. ვაჭერთ ღილაკს Yes, ვინახავთ დიაგრამას.
ზემოაღნიშნული თანამიმდევრობით ერთი მონაცემთა ბაზისათვის
შესაძლებელია მრავალი დიაგრამის შექმნა.

5. მონაცემთა ბაზის გამორთვა

1. გავხსნათ Databases და ვირჩევთ მონაცემთა ბაზას, რომლის გამორთვაც გვინდა.


თუ მონაცემთა ბაზა ამ დროისათვის გახსნილია, მაშინ მომხმარებელს ეკრძალება
მასთან წვდომა.
2. Right-click მონაცემთა ბაზის სახელზე, პუნქტზე Tasks და click Detach.
3. ჩნდება Detach Database დიალოგური ფანჯარა, სადაც Databases to detach ბადეში,
Database Name სვეტში ვირჩევთ მონაცემთა ბაზას და click OK.
6. მონაცემთა ბაზის მიერთება
1. Right-click Databases და click Attach.

2. Attach Databases დიალოგურ ფანჯარაში click Add


3. Locate Database Files დიალოგურ ფანჯარაში ვირჩევთ დისკს, დირექტორიას,
სადაც მოთავსებულია სასურველი მონაცემთა ბაზა. შემდეგ ვირჩევთ თვითონ
მონაცემთა ბაზას.

4. Attach Databases ფანჯარაში ჩნდება სასურველი მონაცემთა ბაზა და click OK.

You might also like