Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

წარმოების ყველა თანამშრომლისათვის

შრომის დაცვისა და უსაფრთხოების ზომების შესახებ


ინსტრუქცია № __

საწარმოში მიღებული ყველა პირი ვალდებულია დაიცვას შრომის


უსაფრთხოების, საწარმოო სანიტარული ჰიგიენის და ხანძარსაწინააღმდეგო
უსაფრთხოების წესები, შეეძლოს სწორად გამოიყენოს სპეცტანსაცმელი და
უსაფრთხოების სხვა დამცავი მოწყობილობები და საშუალებები.გაუწიოს
დაზარალებულს პირველადი სამედიცინო დახმარება

საერთო მდგომარეობა
1. თითოეულ თანამშრომელს უნდა ახსოვდეს, რომ უბედური შემთხვევები ხდება,
როგორც წესი, სამუშაოსადმი უყურადღებო დამოკიდებულებისა და
უსაფრთხოების წესების მოთხოვნების შეუსრულებლობის გამო.
2. პირველადი ინსტრუქტაჟის გავლის შემდეგ, ყოველი ახალმა თანამშრომელმა
ხელი უნდა მოაწეროს საწარმოო და ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების
წესების გაცნობის აღრიცხვის ჟურნალებში.
3. სანამ დავალებული სამუშაოს შესრულებას დაიწყებთ, თქვენ უნდა მიიღოთ
უშუალო ხელმძღვანელისაგან თქვენი პროფესიის შესახებ დეტალური
უსაფრთხოების ტრენინგი უშუალოდ სამუშაო ადგილზე.
4. შეასრულეთ მხოლოდ ხელმძღვანელისგან მიღებული დავალება. აკრძალულია
სხვისი ან ახალი საქმის შესრულება ხელმძღვანელისგან შესაბამისი
უსაფრთხოების ინსტრუქციის მიღების გარეშე.
5. მუშაობის დაწყებისას, ფრთხილად შეამოწმეთ სამუშაო ადგილი, დანადგარი,
მოწყობილობა. ყველა აღმოჩენილი გაუმართაობის და დარღვევის აღმოჩენისას
დაუყოვნებლივ შეატყობინეთ უფროსს, მოითხოვეთ გაუმართაობის სასწრაფო
მოგვარება
6. სამუშაოს დაწყებამდე ჩაიცვი და მოიყვანე წესრიგში სამუშაო ტანსაცმელი,
ფეხსაცმელი. სამუშაოზე ატარეთ სუფთა და გამართული ტანსაცმელი და
ფეხსაცმელი. აკრძალულია დანადგარებზე მუშაობა ტანსაცმელში, რომლებსაც
აქვთ თავისუფლად ჩამოკიდებული ნაწილები, რომელთა ჩათრევაც იოლად
შეუძლია დანადგარის მბრუნავ ნაწილებს. სამუშაო ტანსაცმელი უნდა
ინახებოდეს მხოლოდ გასახდელში.
7. პერსონალური დაცვის საშუალებების გამოყენებამდე, დაათვალიერეთ და
შეამოწმეთ ისინი; ასევე მოიქეცით ხელსაწყოების და მოწყობილობების მიმართაც.
არ გამოიყენოთ დეფექტური დამცავი მოწყობილობები, ხელსაწყოები და ა.შ.
8. ამოიღეთ ბურბუშელა და სხვა ნარჩენები დანადგარებიდან მხოლოდ
ინსტრუმენტების დახმარებით
9. ყველა სამუშაო, რომელიც თვალის დანაგვიანებასთან და მათ დაზიანებასთან
არის დაკავშირებული აუცილებელია იწარმოოს უსაფრთხოების სათვალეების
გამოყენებით.
10. მოამზადეთ სამუშაო ადგილი მუშაობის დაწყებამდე უსაფრთხო მუშაობისათვის
და შეინახეთ მოწესრიგებულ და სუფთა მდგომარეობაში.
11. დანადგარის ან მოწყობილობის ჩართვისას, დარწმუნდით, დამცველი და
უსაფრთხოების მოწყობილობების არსებობის და გამართულობის შესახებ,
მოაშორეთ ყველა უცხო საგანი და შეამოწმეთ დანადგარის გამართულობა
დატვირთვის გარეშე.
12. აკრძალულია სიმაღლეზე სამუშაოს შესრულება სპეციალური ეკიპირებისა და
დამატებითი ინსტრუქციის გარეშე.
13. არ შეეხოთ ელექტრო სადენებსა და ელექტრული მოწყობილობებისა და
ელექტრულიხელსაწყოების ენერგომკვებავ ნაწილებს, აკონტროლეთ
მოწყობილობების (ერთეულის) დამიწების არსებობა და გამართულობა, ხოლო
გაუმართაობის არსებობისას დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოთ უშუალო
ხელმძღვანელს..
14. იყავით ყურადღებით მუშაობის დროს, არ გადაიტანოთ ყურადღება სხვა
საქმეებზე, არ ილაპარაკოთ და გადაიტანინოთ ყურადღება სხვა მუშებს.
15. ნუ გაასუფთავებთ, ნუ შეკეთებთ, ნუ გამართავთ დანადგარს(ერთეულს) სანამ ის
სრულად არ გაჩერდება
16. შეასრულეთ სამუშაო მხოლოდ მკაცრად დადგენილი წესებით და ტექნოლოგიით.
17. არ დადოთ იარაღები და მოწყობილობები , საწვავი (მათ შორის
სწრაფადაალებადი), დანადგარებზე და მათ დამცავებზე, აგრეგატებზე. ამისათვის
გამოიყენეთ თაროები, კარადები და ა.შ.
18. თუ სამუშაო ადგილზე ან ტერიტორიაზე გარშემომყოფთათვის შეამჩნიეთ რაიმე
სახის საშიშროება, გააფრთხილეთ მუშები ამის შესახებ და დაუყოვნებლივ
აცნობეთ ადმინისტრაციას.
19. დაიცავი პირადი ჰიგიენის წესები
20. აწარმოე სამუშაო ადგილების განათების მონიტორინგი.
21. სამსახურში დაზიანების მიღების შემთხვევაში, აუცილებელია ამის შესახებ
შეატყობინოთ უშუალო ხელმძღვანელს და დაუკავშირდით სამედიცინო ცენტრს.
22. ელექტროენერგიის მოწოდების დარღვევისას გამორთას დანადგარები და
მოწყობილობები

აკრძალულია:
- მომუშავე მანაქანებთან,მექანიზმებთან და დანადგარებთან
დასუფთავების წარმოება
- გამოიყენოთ ელექტროხელსაწყო (36 ვოლტს ზემოთ) შესაბამისი
სწავლების, ინსტრუქტაჟის დს შესაბამისი სერთიფიკატის გარეშე.
- იმუშაოთ დანადგართან, რომლის იატაკიც დასვრილია ზეთით,
ემულსიით;
- იმუშაოთ გაუმართავ მოწყობილობებსა და დანადგარებზე;
- თვითნებურად შეაკეთოთ ელექტროგანათება ან დაზიანებული
ელექტრო და მექანიკური ხელსაწყოები თქვენს სამუშაო ადგილზე.
- დაიბანოთ ხელები ზეთში, ემულსიაში, ნავთში, გაიწმინდოთ ხელები
ჩვრებით დაბინძურებული ბურბუშელით;
- სამუშაო ადგილზე უცხო პირების ყოფნა;
- მუშაობა ალკოჰოლური სასმელების (თუნდაც მცირე)ზემოქმედების
ქვეშ;
- ჩახერგოთ საკუთარი სამუშაო ადგილის და საერთო მისასვლელ
გასავლელები ;
- შეასრულოთ უცნობი სამუშაო ადმინისტრაციის ნებართვისა და
უსაფრთხოების ინსტრუქტაჟის გარეშე;
- მოწევა სპეციალურად დანიშნულ ადგილების გარდა ან იქ, სადაც
ინახება საწვავი ნივთიერებები;

ელექტროუსაფრთხოების ინსტრუქცია ყველა თანამშრომელისათვის

საწარმოში არის ელექტრომოწყობილობები: (ელექტროძრავები, ტრანსფორმატორები,


კომპიუტერები, ელექტროავტომატები, ჩამრთველები, შტეფსელები, ყუთები და
კარადები ელექტრო მოწყობილობებით, კაბელები, ელექტრო ნათურები და ა.შ.).
ზემოაღნიშნული ელექტრო მოწყობილობებისა და ელექტრო ხელსაწყოების
შეხება საშიშია, რადგან ელექტრული დენი საშიშია ადამიანის სიცოცხლისთვის.
ამიტომაც საჭიროა დაიცვა ელექტროუსაფრთხოების შემდეგი წესები:
1. ელექტრიკოსის გარდა არავის აქვს უფლება დააყენოს და დაამონტაჟოს, შეაკეთოს
ელექტრო მოწყობილობები , ელექტროგაყვანილობა და ელექტრო ხელსაწყოები.
2. აკრძალულია ღია თავსახურიანი ჩამრთველების, გამშვებების, ავტომატების ,
ღილაკების და გატეხილი შტეფსელების გამოყენება.
3. მუშებს არ აქვთ უფლება დამოუკიდებლად დააერთონ ელექტრო შედუღების
აპარატები, ელექტროდრელები, ელ. ნათურები და სხვა ელექტროხელსაწყოები. ეს
უნდა გაკეთდეს მხოლოდ მორიგე ელექტრიკოსების მიერ.
4. არავის არ აქვს უფლება იმუშაოს ელექროძაბვის ქვეშ მყოფი ღია
ელექტროდანადგარების სიახლოეს. მიმდინარე ინსტალაციები, თუ ეს
მოწყობილობები არ არის დაცული მათთან შემთხვევითი კონტაქტისგან.
5. აკრძალულია 36 ვოლტზე მეტი ძაბვის მქონე გადასატანი ელნათურებით
სარგებლობა.
6. გაარკვიეთ ელექტრიკოსებთან ან თქვენ ხელმძღვანელთან, აქვს თუ არა
დანადგარს რომელზედაც თქვენ მუშაობთ დამცავი დამიწება, როგორ არის
დაერთება შესრულებული და როგორ მოწმდება მისი გამართულობა. შეამოწმეთ
დამიწების გამართულობა გარე დათვალიერებით.
7. დაუყოვნებლივ შეატყობინეთ თქვენს უფროსს ელ. მოწყობილობებში თქვენს მიერ
შემჩნეულ ნებისმიერ გაუმართაობაზე,ნაპერწკალზე,გაალებაზე და
ელექტროგაყვანილობის იზოლაციის დარღვევსა და ნებისმიერი ღია დენის
წყაროს აღმოჩენის შემთხვევაში.
8. არასდროს არ ჩახერგოთ ელექტრომოწყობილობებთან მისასვლელი გზები.

დაიმახსოვრე ელექტროდენით დაზიანება შეიძლება იყოს სასიკვდილო შენთვის და


შენი გარემომცველებისათვის!!
.

სახანძრო უსაფრთხოების ინსტრუქცია ყველა თანამშრომელისათვის

1.1. დაიცავით საქართველოს კანონმდებლობით და ადგილობრივი


ინსტრუქციებით დადგენილი სახანძრო უსაფრთხოების წესები.
1.2. სიფრთხილით მოეპყარით ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებს.
1.3. იცოდეთ მათი ზუსტი გამოყენების მეთოდები და ადგილმდებარეობა
1.4. იცოდე საევაკუაციო გასასვლელები და შეკრების ადგილები
1.5.იცოდე სად მდებარეობს სახანძრო ონკანი ან უახლოესი წყლის წყარო
1.4. ყოველი სამუშაო ცვლის დაწყებისას ვიზუალურად შეამოწმეთ მათი
არსებობა და გამართულობა
1.5. დაუყოვნებლივ აცნობეთ ორგანიზაციის ხელმძღვანელს ან უშუალო
ხელმძღვანელს ხანძარსაწინააღმდეგო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევის
შესახებ.
1.6. თანამშრომლები დაწესებულებაში სამუშაოდ დაიშვებიან მხოლოდ
სახანძრო უსაფრთხოების წესების სწავლების გავლის შემდეგ. ხანძარსაწინააღმდეგო
უსაფრთხოებაში მუშაკთა სწავლება ხორციელდება ხანძარსაწინააღმდეგო
ინსტრუქტაჟის ჩატარებით და სახანძრო-ტექნიკური მინიმუმის გავლის შემდეგ.
1.7. ხანძარსაწინააღმდეგო ინსტრუქტაჟს გადის წარმოების ყველა
თანამშრომელი
იციდეთ ცეცხლმაქრს და სხვა ხანძარსაწინააღმდეგო საშუალებებს მოვიხმართ
მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება!!

აკრძალულია:
ა) საევაკუაციო მარშრუტებზე მოაწყოთ ბარიერები (გამონაკლისის სახით,
არასაევაკუაციო კარების ბარიერების გარდა), გასაწევი და ასაწევ დასაწევი კარებები,
მბრუნავი ტურნიკები და სხვა მოწყობილობები რომლებიც აფერხებენ ხალხის
თავისუფალ ევაკუაციას;
ბ) საევაკუაციო გზების და გასასვლელების, კიბის უჯრედების საევაკუაციო
ლუქების ჩახერგვა სხვადსახვა საგნებით, მოწყობილობებით, ან საწარმოო
ნარჩენებით.

გ) მოაწყოთ ტამბურებში გარდერობი, ტანსაცმლის საშრობები და საკიდები ,


შეინახოთ (თუნდაც დროებით) ინვენტარი და მასალები;

დ) დააფიქსიროთ თვითდახურვის კარები ღია მდგომარეობაში, ასევე


ჩამოხსნათ ისინი;

ე) შეცვალოთ არმირებული მინა ჩვეულებრივი მოჭიქული კარებით;

ვ) შეცვალოთ კარებების გაღების მიმართულება, გარდა კარებისა, რომელთა


გახსნა არ არის სტანდარტიზებული ან რომლებიც ექვემდებარება სხვა მოთხოვნებს
მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესაბამისად;

2.5. ავარიული გასასვლელი კარების ჩამკეტებმა უნდა უზრუნველყოს მათი


თავისუფალი გახსნის შესაძლებლობა შიგნიდან გასაღების გარეშე.

2.6. შენობაში ტექნოლოგიური და სხვა აღჭურვილობის მოწყობისას,


უზრუნველყოფილი უნდა იყოს საევაკუაციო და ავარიული გასასვლელების
მარშრუტზე თავისუფალი წვდომის შესაძლებლობა.

2.7. აკრძალულია სამუშაო დროის დასრულების შემდეგ გამოურთავი


ელექტრული დანადგარების დატოვება იმ შენობებში, სადაც არ არის მორიგე
პერსონალი, გარდა ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და იმ ელექტრული
დანადგარებისა რომელთა გამორთვა არ არის გათვალისწინებული მათი
ფუნქციონალური დანიშნულებიდან ან საექსპლუატაციო ინსტრუქციის
მოთხოვნებიიდან გამომდინარე;
2.8. აკრძალულია:

- ექსპლუატაციაში გქონდეთ ელექტროგაყვანილობები და კაბელები აშკარა


საიზოლაციო დაზიანებებით;

- გამოიყენოთ დაზიანებული ელექტრომოწყობილობები;

- შემოახვიოთ მანათებლებზე და ელექტრონათურებზე ქაღალდი, ქსოვილი და


სხვა აალებადი მასალები, აგრეთვე გამოიყენოთ დახურული მანათობლები ხუფის
გარეშე როგორც ამას მოითხოვს მანათობლის კონსტრუქცია;
განათასოვთ (დაასაწყობოთ) ელექტროფარებტან, ელექტროძრავებთან და
გამშვებ აპარატურასთან საწვავი(მათ შორის ადვილად აალებადი) ნივთიერება და
მასალები;

- საავარიო და სხვა სამშენებლო, სამონტაჟო და სარესტავრაციო სამუშაოების


ჩატარებისას, ისეთი დროებითი ელექტრული გაყვანილობის , მათ შორის
დამაგრძელებლების, ქსელური ფილტრების გამოყენება, რომლებიც თავისი
ტექნიკური მახასიათებლებით არ შეესაბამება გამოყენებულ
ელექტრომოწყობილობებს.

2.9. აკრძალულია ხანძრის ავტომატიკის მოწყობილობის ავტომატური


გამშვებიდან ხელოვნურზე გადატანა.

2.10. დაუშვებელია ისეთი მოწყობილობების დაყენება, რომლებიც ხელს უშლის


ხანძარსაწინააღმდეგო ან კვამლსაწინააღმდეგო კარებების (მოწყობილობების)
ნორმალურ დახურვას;

2.11. მანათებლებიდან შესანახ მასალებამდე მანძილი უნდა იყოს მინიმუმ 0,5


მეტრი;

2.12. ჰაერის კონდიცირების და ვენტილაციის სისტემების ექსპლუატაციისას


აკრძალულია;

ა) დავტოვოთ სავენტილაციო კამერების კარები ღია მდგომარეობაში;

ბ) დაკეტოთ გამწოვი არხები, ნახვრეტები და გისოსები;

გ) მიუერთოთ ბუნებრივი აირის გამათბობლების გამწოვები საჰაერო არხებს;

დ) გამოვწვათ საჰაერო არხებში დაგროვილი ცხიმები, მტვერი და სხვა


აალებადი ნივთიერებები.

2.13. აკრძალულია გაყინული მილების პრიმუსით ან ღია ცეცხლის ალის


წარმომქმნელი სხვა საშუალებებით გაცხელება;

3. შენობების დათვალიერების და დაკეტვის წესი სამუშაოს დამთავრების შემდეგ


3.1.სამუშაო დროის დასრულებისას აუცილებელია შენობებში ყველა ელექტრო
მოწყობილობის ენერგიის წყაროდან გამორთვა, გარდა ხანძარსაწინააღმდეგო
სისტემების და იმ ელექტრული დანადგარებისა რომელთა გამორთვა არ არის
გათვალისწინებული მათი ფუნქციონალური დანიშნულებიდან ან საექსპლუატაციო
ინსტრუქციის მოთხოვნებიიდან გამომდინარე;
3.2.მოვახდინოთ შენობის, დანადგარების დათვალიერება, ხომ არ არის აალების
წყაროები, ჩახერგილი გასასასვლელები.

3.3. დავკეტოთ, კარებები,ფანჯრები, ჭიშკარი..

4. მოწევის ადგილების ადგილმდებარეობა, ცეცხლის ან სხვა ხანძარსახიფათო


სამუშაოების (მათ შორის დროებითის) ჩატარება
4.1. ორგანიზაციამ უნდა უზრუნველყოს საქართველოს კანონის, „თამბაქოს
კონტროლის შესახებ მე-10 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა ,
რისთვისაც წარმოების ტერიტორიაზე თამბაქოს მოწევისთვის გამოიყოფა
სპეციალურად განსაზღვრული ადგილები და აღინიშნება ნიშნით "მოწევის არე".

4.2. შენობაში დროებითი სამონტაჟო და სარემონტო ღიაცეცხლისშემცველი


სამუშაოების (ბიტუმის ცეცხლით გათბობა, გაზისა და ელექტრო შედუღების
სამუშაოები, გაზის- და ელექტროჭრის სამუშაოები, ბენზინისა -და ნავთჭრის
სამუშაოები, ლითონის ჭრა მექანიკური ხელსაწყოებით) ჩატარება შესაძლებელია
მხოლოდ საწარმოოს ხელმძღვანელის ნებართვით და ხანძრის უსაფრთხოებაზე
პასუხისმგებელი პირის ან სხვა პასუხისმგებელი პირის თანდასწრებით და სათანადო
ჟურნალში რეგისტრაციით.

5. ადამიანთა დასაშვები (ზრვრული) რაოდენობა, რომელთაც ერთდროულად


შეუძლია ობიექტზე ყოფნა
5.1. ოთახებში რომელთაც 1 საევაკუაციო გასასვლელი აქვთ 50-ზე მეტი
ადამიანის ერთდროული ყოფნა დაუშვებულია.

6. თანამშრომელთა ვალდებულება ხანძრის დროს


6.1 შენობაში ან ოთახში ხანძრის, ან წვის ნიშნების გამოვლენისას (კვამლი, წვის
სუნი, ჰაერის ტემპერატურა ამაღლება და ა.შ.), ყველა თანამშრომელვალდებულია:

ბ) დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ სახანძრო სამსახურს ტელეფონით


(112,01) (აუცილებლად უნდა მიუთითოს ობიექტის მისამართი, ხანძრის ადგილი და
ტიპი , ასევე მიუთითოს საკუთარი გვარი);

გ) მიიღოს შესაძლო ზომები ხალხის ევაკუაციის და ხანძრის ჩაქრობის მიზნით;

7. სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირები


7.1.საოფისე შენობის სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე
პასუხისმგებელი პირები (თანამდებობა ს.გ.მ.) პასუხს აგებენ:
- ორგანიზაციის თანამშრომლებთან სახანძრო ინსტრუქტაჟების (დაწყებითი,
განმეორებითი, არაგეგმური, მიზნობრივი) ჩატარებაზე და გაფორმებაზე;

- სახანძრო უსაფრთხოების სფეროში ადგილობრივი ,ლოკალური


ნორმატიული აქტების პროექტის შემუშავებასა და მომზადებაზე (ინსტრუქციები);

- შენობაში საევაკუაციო მარშრუტების, საევაკუაციო და საავარიო


გასასვლელების (მაგალითად, დღეში მინიმუმ 3 ჯერ); პერიოდულ შემოწმებაზე;

- ხელმძღვანელის დროული ინფორმირებაზე სახანძრო უსაფრთხოების


მოთხოვნების დარღვევების შესახებ;

- შენობაში დასაქმებულთა მხრიდან სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების


დარღვევის (დაუდგენელ ადგილებში მოწევა, ღია ცეცხლის გამოყენება, საევაკუაციო
გზების ჩახერგვა და ა.შ.) აღკვეთაზე;

- სამუშაო დღის დასრულების შემდეგ შენობების შემოწმებასა და დაკეტვაზე


(ფანჯრებისა და კარების დახურვა, ელექტრო მოწყობილობების გამორთვა,
ვენტილაციის გამორთვა და ა.შ.);

- მოწევის, ცეცხლის ან სხვა ხანძარსაშიში სამუშაოების ჩატარების


პროცედურების (მათ შორის, დროებითის) დაცვასა და კონტროლზე,.

პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა

1.1. ყველა თანამშრომლისათვის აუცილებელია პირველადი სამედიცინო


დახმარების გაწევის ელემენტარული წესების ცოდნა.რისი გაკეთება
შეგიძლიათ და რისი არა. ხშირად მოქმედებას უმოქმედობა სჯობს.
1.2. აუცილებელია იცოდეთ სად მდებარეობს პირველადი სამედიცინო
დახმარების ყუთი და მისი შემადგენლობა.
1.3. აუცილებელია სამედიცინო ყუთიდან გახარჯული მედიკამენტების შესახებ
საქმის კურსში ჩააყენოთ უშუალო უფროსი გახარჯულის შევსების მიზნით

1.4. თუ საწარმოში მოხდა უბედური შემთხვევა, რომელსაც შეესწარით


დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოთ მუშაობა, შეაფასოთ მდგომარეობა, თუ საჭიროა და
შეგვიძლია დაუყოვნებლივ გაიყვანოთ ან გაიტანოთ დაზარალებული საშიშროების
ზონიდან, გამოიძახოთ სასწრაფო, გაუწიოთ პირველადი დახმარება
დაზარალებულს, დაეხმაროთ დაზარალებულის უახლოეს სამედიცინო
დაწესებულებაში ტრანსპორტირების ორგანიზაციაში ,და მომხდარის შესახებ
აცნობოთ მენეჯმენტს. უბედური შემთხვევის გარემოებებისა და მიზეზების
გამოკვლევისას, უბედური შემთხვევების შემსწავლელ კომისიას უნდა აცნობოთ
თქვენთვის ცნობილი ნებისმიერი ინფორმაცია უბედური შემთხვევის შესახებ.
1.5. თუ უბედური შემთხვევა თავად შეგემთხვათ, უნდა შეწყვიტოთ მუშაობა, თუ ეს
შესაძლებელია, დაუკავშირდეთ სამედიცინო დაწესებულებას, აცნობოთ ინციდენტის
შესახებ ორგანიზაციის ხელმძღვანელობას, ან სთხოვოთ გარშემო მყოფთ ამის
გაკეთება.

1.6. თანამშრომელი, რომელიც დამნაშავეა შრომის უსაფრთხოების ინსტრუქციის


დარღვევაში, პასუხისმგებელია მოქმედი კანონის დადგენილი წესით.

ინსტრუქცია შეიმუშა:

შრომის უსაფრთხოების მენეჯერი : /კ.მეგრელიშვილი/

ინსტრუქციას გაეცნო:

ინსტრუქტაჟმიმღების ს.გ.მ:

თარიღი

You might also like