Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

გლობალურ სამყაროში მედიია ისეთივე საჭიროა,როგორც ადამიანების

არსებობისათვის არის საჭირო წყალი და საკვები,წინა თავში განხილული თითოელი


საკითხი იმაზე მიუთითებს,რომ მედიის საჭიროება მუდმივად იდგა .
დღეს მედია შეგვიძლია განვიხილოთ როგორც თანამედროვე
საზოგადოების ,,სარკედ“,ვინაიდან მისი თავდაპირველი მიზანი ადამიანების
ინფორმირებაა ნებისმიერ საკითხთან მიმართებით.
მედიის ფუნქციებზე საუბრისას ძირითადად გამოიყოფა 7 უმნიშვნელოვანესი
ვალდებულება :
ინფორმირება : როგორც უკვე ბევრჯერ ვახსენე,მედიის მთავარი ფუნქციაა
მოქალაქეების უზრუნველყოფა ინფორმაციით. აბადემოკრატიულ საზოგადოებაში
ადამიანები სხვადასხვა გადაწყვეტილებას ინფორმაციაზე დაყრდნობით
იღებენ,შესაბამისად ინფორმირებული მოქალაქე დემოკრატიული სახელმწიფოს
მნიშვნელოვანი აქტორია,მედია კი ვალდებულია საზოგადოებას ზუსტი,სანდო და
უტყუარი ინფორმაცია მიაწოდოს,რადგან სწორედ მათ აქვთ უდიდესი მნიშვნელობა
საზოგადოების აზრის ჩამოყალიბებაში.
ცოდნა: მედია ვალდებულია საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს და ამასთან
ერთად,აუხსნას კონტექსტი და მისცეს ცოდნა იმასთან დაკავშირებით,თუ რა გავლენა
შეიძლება იქონიოს პოლიტიკამ და რეგულაციებმა საზოგადოების ცხოვრებაზე.

,,watch dog:- ,, იგივე ,,მოდარაჯე ძაღლი“-მედიას ხშირად მოიხსენიებენ ისე,როგორც


მეოთხე ხელისუფლებას,ვინაიდან მედიის მთავარი ფუნქციაა ხელისუფლების სამი
შტოს : საკანონმდებლო,აღმასრულებელი და სასამართლო საქმიანობის კონტროლი
და მეთვალყურეობა.მედია ხელისუფლების საქმიანობას მიუკერძოებლად უნდა
აფასებდეს და მის ანგარიშვალდებულებასა და გამჭირვალეობას უზრუნველყოფდეს.

 სახალხო ფორუმი. მედია საზოგადოებას საჯარო კრიტიკისა და


მსჯელობის პლატფორმას სთავაზობს, რომელიც მოსაზრებათა
მრავალფეროვნებას უნდა უზრუნველყოფდეს და პლურალიზმს
უწყობდეს ხელს. საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე
საჯარო დებატები ფაქტებს უნდა ეფუძნებოდეს და მედია ამ პროცესში
შუამავლის ანუ მოდერატორის როლს უნდა ასრულებდეს.
 ადვოკატირება. მედია ადვოკატირება მედიის მეშვეობით
გადაწყვეტილების მიღების პროცესზე გავლენის მოხდენას
გულისხმობს.
 გართობა. გართობა მედიის ერთ-ერთი ფუნქციაა. მომხმარებელი
ხშირად მედიისგან დაძაბულობის მოხსნა და გასართობ შინაარსს
მოელის. ფილმების, სერიალების, სპორტული პროგრამებისა და
სხვადასხვა გასართობი შოუების ფორმით მედია რეკრეაციულ ფუნქციას
ასრულებს.
 გაყიდვა. მედია პროდუქციის, მომსახურებისა და იდეების
პოპულარიზაციისა და რეალიზაციის სივრცეა, ანუ რეკლამის
გავრცელების და აუდიტორიისთვის გარკვეული სერვისის შეთავაზების
მთავარი საშუალებაა.

You might also like