Inglisuri Filologia BA 2011 10.09 2011

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 26

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი

ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი

საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება ინგლისური ფილოლოგია / English Philology

მისანიჭებელი კვალიფიკაცია ფილოლოგიის ბაკალავრი; BA in Philology;

სპეციალობა: ინგლისური ფილოლოგია / Speciality: English Philology

პროგრამის მოცულობა კრედიტებით: ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მისანიჭებლად საჭირო 240


ECTS კრედიტი ნაწილდება შემდეგნაირად:

 50 ECTS კრედიტი ეთმობა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ყველა სტუდენტისათვის


სავალდებულო ე.წ. საფაკულტეტო სასწავლო კურსებს.
 120 ECTS კრედიტი განკუთვნილია სტუდენტის მიერ არჩეული ძირითადი (მაპროფილებელი)
სპეციალობისათვის (საბაკალავრო პროგრამისათვის).
 60 ECTS კრედიტის ფარგლებში სტუდენტს შეუძლია მისთვის სასურველი დამატებითი
საბაკალავრო პროგრამის (სპეციალობის) არჩევა. დამატებითი პროგრამის არჩევა შესაძლებელია
როგორც ძირითადი სპეციალობის განმახორციელებელ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტზე, ისე თსუ–ს სხვა ფაკულტეტებზეც. დამატებითი პროგრამის არ არჩევის
შემთხვევაში სტუდენტს შესაძლებლობა აქვს 60 კრედიტი გამოიყენოს თავისი ან სხვა
საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კურსების/მოდულების შესაწავლად (ეს შეიძლება იყოს მისი
ძირითადი ან დამატებითი სპეციალობის, მისივე ფაკულტეტის რომელიმე სხვა სპეციალობის,
სხვა ფაკულტეტის ამა თუ იმ სპეციალობის საგანი/მოდული. საგნის ასარჩევად დაბრკოლება
შეიძლება გახდეს ამ საგნის შესწავლის წინაპირობა, ადამიანური და მატერიალური
რესურსებიდან გამომდინარე, მსმენელთა რაოდენობის შეზღუდვა, ან ამ საგანზე
დარეგისტრირებულ სტუდენტთა სიმცირე).
დამატებითი პროგრამის არ არჩევის შემთხვევაში სტუდენტს შეუძლია კრედიტების გარკვეული
რაოდენობა (მაქს. 40 კრედიტი) გამოიყენოს უცხო ენის შესასწავლად ან უცხო ენის ცოდნის
გასაღმავებლად.
 10 ECTS კრედიტი განსაზღვრულია ე.წ. თავისუფალი კრედიტებისთვის (სტუდენტს ეძლევა
შესაძლებლობა, რომ თავისი პროფესიული თუ პიროვნული განვითარების მიზნით, როგორც
სასპეციალიზაციო პროგრამიდან, ისე მთელი უნივერსიტეტის მასშტაბით აირჩიოს ნებისმიერი
სასწავლო კურსი (მათ შორის უცხო ენა).
სპეციალობის 120 კრედიტი ნაწილდება შემდეგნაირად: 20 ECTS კრედიტი განკუთვნილია ე.წ.
ფილოლოგიური კომპეტენციისთვის სავალდებულო კურსებისათვის, 75 ESTC კრედიტი
განკუთვნილია სპეციალობის ძირითადი კურსებისთვის, 25 ESTC კრედიტი- სპეციალობის არჩევითი
კურსებისთვისთვის. საბაკალავრო ნაშრომი ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობის საბაკალავრო

1
პროგრამისათვის არჩევითია, რაც ნიშნავს იმას, რომ სტუდენტს შეუძლია შეასრულოს საბაკალავრო
ნაშრომი, ან აიღოს ორი დამატებითი არჩევითი საგანი ინგლისურ ენაზე (10 კრედიტის ფარგლებში).
ასევე, რეკომენდებულია ინგლისური პროგრამის სტუდენტებმა თავისუფალი 10 კრედიტის ფარგლებში
მოისმინონ პროგრამის ორი ახალი არჩევითი, ინოვაციური არჩევითი კურსი აკადემიური ინგლისური
და საკომუნიკაციო უნარ-ჩვევები, რომლებიც მათ გაუღმავებთ დარგობრივ ცოდნას და შესძენთ იმ
დამატებით ენობრივ კომპეტენციებს, რომლებიც აუცილებელია შრომითი ბაზარზე მათი წარმატებით
დასაქმებისათვის.
ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მიჭების წინაპირობაა სტუდენტის მიერ
240 ECTS კრედიტის დაგროვება, ძირითადი პროგრამის 170 კრედიტის (50+120) შესრულება და
ინგლისური ენის არანაკლებ B2 (+) დონეზე ცოდნის დამადასტურებელი სერტიფიკატის წარმოდგენა.

სწავლების ენა: ქართული ენა (პროგრამის მაპროფილებელი საგნებიs უმეტესი ნაწილი იკითხება
ინგლისურ ენაზე)

პროგრამის მიზანი: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის


ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა
შეესაბამება უნივერსიტეტის მისიას და ითვალისწინებს მისიით გათვალისწინებული მიზნების
განხორციელებას- საზოგადოების ინტელექტუალური, ზნეობრივი, კულტურული და სოციალურ-
ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობას, ინოვაციურ კვლევებსა და სწავლებას, სტუდენტზე
ორიენტირებულ სწავლებას და კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას, საერთაშორისო
თანამშრომლობის განვითარებას.

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა სტუდენტს აძლევს კომპლექსურ ცოდნას,


რომელიც მოიცავს ინგლისური ენის, ინგლისური ენის თეორიის, ინგლისურენოვანი ლიტერატურის
ისტორიის მიმართულებებს. ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ინგლისური ენით
მარკირებული პროგრამაა, რომლის უმეტესი თეორიული სალექციო და პრაქტიკული კურსები
ინგლისურ ენაზე იკითხება და ინგლისურენოვან ტექსტზე ორიენტირებულ სწავლებაზეა
დაფუძნებული. ბაკალავრიატში ინგლისური ფილოლოგიის ძირითადი სპეციალობის დაუფლების
უპირველესი და განმსაზღვრელი მიზანია სპეციალობის პრაქტიკული და თეორიული ასპექტების
სიღრმისეული შესწავლა, პრაქტიკული და მეცნიერული კომპეტენციების შეძენა, მათი გამოყენების
მაღალი სტანდარტების დაუფლება. გარდა ამისა, პროგრამა მიზნად ისახავს დარგობრივი
(ზოგადფილოლოგიური) კომპეტენციების გამომუშავებასა და განვითარებას; არჩეული დარგის
სამეცნიერო საფუძვლების შესწავლას, ძირითადი მეთოდოლოგიური კომპეტენციების, ასევე
პრაქტიკულ-პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავებას, რაც ბაკალავრს შემდგომში გაუადვილებს
დასაქმებასა და საზოგადოების წარმატებულ წევრად ქცევას.

2
ამ მიზნების მისაღწევად პროგრამა ემყარება და აგრძელებს საუნივერსიტეტო ტრადიციებს, სადაც
ზოგადად ფილოლოგიური დისციპლინების, კერძოდ კი დასავლეთ ევროპის ენების სწავლება, შესწავლა
და ზოგადფილოლოგიური კომპეტენციების დაუფლება ერთ-ერთ მნიშვნელოვან დარგად
მოიაზრებოდა უნივერსიტეტის დაარსების პირველი დღეებიდანვე. ინგლისური ფილოლოგიის
პროგრამის მნიშვნელობა განსაკუთრებით გაიზარდა დღეს, როდესაც ინგლისურმა ენამ დაიმკვიდრა
სამუშაო ენის სტატუსი მთელ მსოფლიოში და ფაქტობრივად, დღეს გვევლინება როგორც ერებს შორის
ურთიერთობის lingua franca.

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ეფუძნება უცხო ენის, კერძოდ, ინგლისური ენის,
მისი თეორიისა და ინგლისური ლიტერატურის სწავლების ძლიერ ტრადიციას თბილისის სახელმწიფო
უნივერსისტეტში და, ამავე დროს, ფეხს უწყობს თანამედროვე მოთხოვნებს. ამ გარემოების
გათვალისწონებით და პროგრამის მიერ დასახული მიზნების მისაღწევად მასში ჩართული აკადემიური
პერსონალი და მასწავლებლები ითვალისწინებენ ამ დარგში სწავლებისა და კვლევის თანამედროვე
საერთაშორისო სტანდარტებსა და მსოფლიო სასწავლო და კვლევითი ცენტრების გამოცდილებას, რაც,
საბოლოო ჯამში, ამ პროგრამის კურსდამთავრებულების დასაქმების გარანტიაა. შეიძლება ითქვას, რომ
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა მასში ჩართული აკადემიური რესურსით, სასწავლო
კომპონენტით მიზნად ისახავს მოიცვას დარგის ფართო ცოდნა და ბაკალავრის მომზადებისას
გაითვალისწინოს ბაზრისა და დამსაქმებლის მოთხოვნები, აგრეთვე უზრუნველყოს საკუთარი
კურსდამთავრებულისთვის შესაბამისი და მომიჯნავე სპეციალობებით სწავლის გაგრძელების
შესაძლებლობა.

პროგრამით გათვალისწინებული სტუდენტზე ორიენტირებული, კომპლექსური სწავლება


მიზანმიმართულია სტუდენტის მრავალმხრივი ინტერესებისა და მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ,
მისთვის პიროვნული და აკადემიური თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის, ეთიკური
იდეალების, კრიტიკული, შემოქმედებითი და პროგრესული აზროვნების გამომუშავებისკენ;
კონკურენტუნარიანი პროფესიული კადრის განვითარების, სრულფასოვანი მოქალაქის ჩამოყალიბებისა
და ახალგაზრდებში ეროვნულ–ზოგადსაკაცობრიო ღირებულებათა დამკვიდრებისაკენ.

თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის


მიზნები და ორიენტირები სრულად თანხვდება თსუ განვითარების გრძელვადიან სტრატეგიულ გეგმას
და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ძირითად ამოცანებს და სტრატეგიულ ხედვას -
უზრუნველყოს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა თანამედროვე სტანდარტების შესატყვისი, მომავალზე
ორიენტირებული განათლების მიღების შესაძლებლობა, სტუდენტზე ორიენტირებული სწავლება და
კონკურენტუნარიანი კადრების მომზადება. გარდა ამისა, ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის
განვითარების დინამიკა ცხადყოფს, რომ ეს პროგრამა ვითარდება ერთი მხრივ, დარგის ფუნდამენტური
და ინოვაციური მიღწევების გათვალისწინებით, ხოლო მეორე მხრივ, დროის, ბაზრისა და
საზოგადოების მოთხოვნების შესაბამისად.

3
პროგრამაზე დაშვების წინაპირობა: თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური
ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი შეიძლება გახდეს სრული საშუალო განათლების
მქონე პირი, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე; უცხო ქვეყნის მოქალაქეები
მიიღებიან ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე, კანონმდებლობით დადგენილი წესით.
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის მსურველებმა უნდა დაადასტურონ
ინგლისური ენის ცოდნა A2 დონეზე (ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში – შეფასება
მინიმუმ 51 ქულა/ტესტირების შედეგი/სერტიფიკატი).

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სხვა ფაკულტეტებიდან და


სხვა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა
ფაკულტეტზე მობილობის წესით გადმოსული სტუდენტებისათვის ინგლისური ფილოლოგიის
საბაკალავრო პროგრამაზე სტუდენტთა მობილობა ხორციელდება საქართველოს განათლებისა და
მეცნიერების მინისტრის 2010 წლის 4 თებერვლის N 10/ნ ბრძანების შესაბამისად.

სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილ ვადებში ცხადდება
მობილობა და ცენტრს წარედგინება ინფორმაცია ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე
არსებული ვაკანტური ადგილების შესახებ. პარალელურად, საბაკალავრო პროგრამის აღწერილობა და
ვაკანტური ადგილების რაოდენობა ქვეყნდება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თსუ
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ვებ–გვერდებზე.

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე მობილობით გადმოსვლის


მსურველი/გადმოსული სტუდენტის მიერ უკვე გავლილი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში
მიღწეული სწავლის შედეგების თავსებადობა ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამასთან
დგინდება კრედიტების აღიარებასთან დაკავშირებული საუნივერსიტეტო რეგულაციებით. კერძოდ,
აღნიშნულ საკითხს არეგულირებს თსუ აკადემიური საბჭოს შემდეგი დადგენილებები: N58/2010,
25.06.10 „ტრანსფერისა და დაგროვების ევროპული საკრედიტო სისტემის (ECTS) შემოღებამდე გავლილი
უმაღლესი განათლების სასწავლო კურსებისთვის კრედიტების მინიჭების წესის შესახებ“; N57/2010,
25.06.10 „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა
მობილობის ფარგლებში გადმოსულ და აღდგენილ სტუდენტთა კრედიტების აღიარების წესი“ და
N59/2010, 25.06.10 „უცხოეთის აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის
დროს დაგროვილი კრედიტების აღიარების წესის ახალი რედაქციის დამტკიცების შესახებ“.

სწავლის შედეგები:
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის
ერთიანი სწავლის შედეგები შეიძლება შემდეგნაირად აღიწეროს:
ცოდნა-გაცნობიერება:
ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმით გათვალისწინებული თეორიული
და პრაქტიკული სასწავლო დისციპლინების მასალის ათვისების საფუძველზე ფილოლოგიის
ბაკალავრს ინგლისური ფილოლოგიის სპეციალობით გააჩნია ზოგადად, ფილოლოგიისა და კერძოდ,

4
ინგლისური ფილოლოგიის დარგობრივი სფეროს ფართო და კომპლექსური ცოდნა, ფლობს სათანადო
ტერმინოლოგიას და დარგობრივ სფეროში მუშაობის მეთოდებს; გაცნობიერებული აქვს ინგლისური
ფილოლოგიის დარგის მოცულობა, იცნობს სასპეციალიზაციო დარგობრივი სფეროს მთავარ
პრინციპებს, თეორიებსა და კონცეფციებს; დაუფლებულია სასპეციალიზაციო ენას (ინგლისური) სულ
მცირე, B2 (+) და, სურვილის შემთხვევაში, რომელიმე ევროპულ უცხო ენას სულ მცირე A2 დონეზე
საერთო ევროპული სარეკომენდაციო საბჭოს მიერ შემუშავებული ენის ცოდნის დონეთა
განმსაზღვრელი ჩარჩოს მიხედვით, იცის რომელიმე კლასიკური ან აღმოსავლური ენის საფუძვლები
აკადემიური და კვლევითი მიზნებისთვის ( საკუთარი არჩევანის მიხედვით).

ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება:

ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრს შეუძლია ინგლისური ფილოლოგიის დარგობრივ სფეროში


კომპლექსური პრობლემების ამოცნობა/იდენტიფიცირება და მათი გადაჭრა დარგის ზოგიერთი
გამორჩეული მეთოდის გამოყენებით, ჰუმანიტარული სფეროსთვის დამახასიათებელი ძირითადი
მეთოდების გამოყენებით წყაროების დამუშავება და კვლევითი ან პრაქტიკული ხასიათის პროექტის
განხორციელება წინასწარ განსაზღვრული მითითებების შესაბამისად. პროგრამით მიღებული
შესაბამისი ფართო ჰუმანიტარული ცოდნის, უნარების საფუძველზე აქვს ლინგვისტური,
ლიტერატურული და ისტორიული პროცესების ელემენტარული შეფასებისა და ანალიზის უნარი;
ისტორიული ფაქტებისა და მოვლენების განზოგადებისა და ისტორიულ კონტექსტში განხილვის
უნარი.

ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრს შეუძლია ინგლისური ენის პრაქტიკული გამოყენება


პროგრამის მიერ დასახული დონის ფარგლებში მთელი რიგი წერილობითი კორესპონდენციისა და
ზეპირმეტყველების მიზნებისათვის, აქვს საუბრის თავისუფლად წარმართვის უნარ-ჩვევები, ამ ენებზე
სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაკითხვის, მოსმენის, გაგების, თარგმნის, ანალიზის, ინტერპრეტაციისა
და რეპროდუქციის უნარი. შეუძლია პროფესიულ საქმიანობაში ან შემდგომი სწავლის პროცესში ამ ენის
ეფექტურად გამოყენება.

ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრს ასევე შეუძლია მის მიერ არჩეული ევროპული ან აღმოსავლური
ენის სულ მცირე A2 დონის შესაბამისი კომპეტენციების დადასტურება

დასკვნის უნარი:
ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრს შეუძლია სფეროსათვის დამახასიათებელი მონაცემების
შეგროვება და განმარტება, განყენებული მონაცემებისა და /ან სიტუაციების ანალიზი დარგობრივი
სფეროსათვის შესაბამისი სტანდარტული და ზოგიერთი გამორჩეული მეთოდის გამოყენებით,
დასაბუთებული დასკვნის ჩამოყალიბება და მკაფიო არგუმენტებით დასაბუთება; დასამუშავებლად
მიცემული მასალის ლოგიკურად აწყობა, ჩამოყალიბება და მისაღები ფორმულირებით გადმოცემა; აქვს
პრობლემის სინქრონიაში და დიაქრონიაში ხედვის უნარი; სისტემის (სტრუქტურის) შემადგენელი
5
ცალკეული ელემენტების ურთიერთზეგავლენის გააზრების, სიტუაციაში ადაპტირების და მინიმალური
დახმარების პირობებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი. მინიმალური
ზედამხედველობის /ხელმძღვანელობის პირობებში მას ასევე შეუძლია აბსტრაქტული მონაცემებისა და
კონცეფციების საჭიროებისამებრ ტრანსფორმაცია და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება. შეუძლია
მონაცემთა ინტერპრეტაცია, კრიტიკული შეფასება, სათანადო წერილობითი დასკვნის ჩამოყალიბება;
სასპეციალიზაციო სფეროში კომპლექსური პრობლემების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრისათვის
სათანადო ცოდნისა და მეთოდების გამოყენება.

კომუნიკაციის უნარი:

ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრს სპეციალობით შეუძლია დისკუსიაში პროფესიულ დონეზე


მონაწილეობა და აკადემიური ან კვლევითი პროექტის დეტალური წერილობითი ანგარიში მომზადება.
მას შეუძლია ასევე თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების აქტიურად
გამოყენება, მათ შორის დარგობრივ სფეროში; ეფექტურად ურთიერთობს სამუშაო /სასწავლო/
პროფესიულ ჯგუფში, შეუძლია პროფესიულ კონტექსტში სხვადასხვა ტიპის დისკუსიებში
მონაწილეობა.

ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრს სპეციალობით შეუძლია მაპროფილებელ ( ინგლისურ )ენაზე


გაიგოს კონკრეტული და აბსტრაქტული თემების მქონე რთული, ფართო სპექტრის ტექსტების
არსებითი შინაარსი, მას ესმის თავისი სპეციალობის სფერო და შეუძლია დარგობრივი დისკუსიის
წარმართვა; შეუძლია სპონტანური და შეუფერხებელი საუბარი, ნორმალური დიალოგის წარმართვა
ენის მატარებელთან; შეუძლია მკაფიოდ, თავისუფლად და დეტალურად ისაუბროს სხვადასხვა
თემებზე, განმარტოს გარკვეული აქტუალური საკითხისადმი დამოკიდებულება და მიუთითოს
სხვადასხვა შესაძლებლობების უპირატესობები და ნაკლოვანი მხარეები. შეუძლია დამოუკიდებლად
და სწრაფად სხვადასხვა თემებზე დაწერილი საშუალოზე მაღალი და რთული ტექსტების კითხვა;
ინფორმაციის სხვადასხვა წყაროების გამოყენება; აქვს კარგი ცოდნა ხშირად გამოყენებადი იდიომების,
ანდაზებისა და ფრაზეოლოგიური ერთეულებისა, შეუძლია მათი ეფექტური და ადეკვატური
გამოყენება. შეუძლია წერილობით მკაფიოდ ჩამოაყალიბოს თავისი აზრები და შეხედულებები
სხვადასხვა თემებზე; შეუძლია ანგარიშის, საქმიანი წერილის, მოთხრობისა და სხვადასხვა ტიპის ესეს
დაწერა, არგუმენტების მოყვანა სხვადასხვა შეხედულებების საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად, .

სწავლის უნარი:
ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრს აქვს სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა
და ორგანიზების უნარი: თავისი პასუხისმგებლობისა და კომპეტენციის სფეროში შეუძლია სამუშაოს
დაწყებამდე სამუშაოს შესრულების გეგმის შედგენა, პრიორიტეტების გამოყოფა, მუშაობის პროცესში
საჭირო რესურსების უზრუნველყოფა და გამოყენება, ჯგუფის გამოცდილ და პროფესიონალ
წევრებთან/ხელმძღვანელთან კონსულტირება. მას ესმის ცოდნის გაღრმავების აუცილებლობა; შეუძლია
საკუთარი სწავლის პროცესის მართვა რესურსების ფართო სპექტრის გამოყენებით; საკუთარი სწავლის

6
პროცესის თანმიმდევრულად და მრავალმხრივად შეფასება, შემდგომი სწავლის საჭიროებების დადგენა.
შეუძლია საკუთარ თავზე მუშაობა და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და
უნარების პრაქტიკულ საქმიანობაში დამოუკიდებლად სრულყოფა; შეუძლია დამოუკიდებელი მუშაობა
მინიმალური ხელმძღვანელობის პირობებში წინასწარ შეთანხმებული
რეკომენდაციების/ინსტრუქციების შესაბამისად. კვლევით სამუშაოს ასრულებს წინასწარ
შეთანხმებული რეკომენდაციების/ინსტრუქციების მიხედვით ხელმძღვანელის მეთვალყურეობის ქვეშ.
მას აქვს განვითარების- განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე სწავლის გაგრძელების
შესაძლებლობა და უნარი.

ღირებულებები:
ინგლისური ფილოლოგიის ბაკალავრს კარგად აქვს გაცნობიერებული პროფესიული პასუხისმგებლობა
და სათანადო აკადემიური და ეთიკური ნორმები. იცავს აკადემიური პატიოსნებისა და კოლეგიალობის
სტანდარტებს; ინტერპერსონალური ურთიერთობების ეთიკას. მას აქვს კულტურათაშორისი
განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის
უნარი; ახასიათებს ტოლერანტობა, განსხვავებული კონფესიების, კულტურებისა და აზრის
პატივისცემა; დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა და მათ დასამკვიდრებლად სწრაფვა.

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სწავლის შედეგებია:

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამით მომზადებული ბაკალავრი ერუდირებული


სპეციალისტია, მიღებული აქვს დარგის შესაბამისი ფართო და ზოგადი განათლება სპეციალობის
განმსაზღვრელ ძირითად ზოგადთეორიულ და პრაქტიკულ დისციპლინებში; ასევე მას შეუძლია
დარგობრივ მონაცემთა ინტერპრეტირება და საკუთარი კომპეტენციების ფარგლებში დარგის მომიჯნავე
სფეროებში გარკვევა. ბაკალავრს აქვს კარგი პრაქტიკული ენობრივი და თეორიული მომზადება, კარგად
ფლობს დარგობრივ კომპეტენციებს და შეუძლია მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება. ასევე მას
შეძენილი აქვს ისეთი უნარ-ჩვევებიც, რომელიც აუცილებელია სწავლის შემდგომი გაგრძელებისთვის.

 ცოდნა და გაცნობიერება:
სასწავლო დისციპლინები:
1.1 ფილოსოფიური აზროვნების განვითარების ფილოსოფიის შესავალი
ძირითადი ეტაპები, კონცეპტები და (საფაკულტეტო სავალდებულო)
მეთოდები, ფილოსოფიის ისტორიის,
პოლიტიკისა და რელიგიის ფილოსოფიის,
ეთიკის, ესთეტიკისა და ლოგიკის,
ფილოსოფიური ანთროპოლოგიის
საფუძვლები.
1.2 საქართველოს ისტორიის ძირითადი საქართველოს ისტორია
7
ეტაპები, ფაქტები და მოვლენები (საფაკულტეტო სავალდებულო)
მსოფლიოს გეოპოლიტიკურ კონტექსტში.
1.3 აკადემიური წერის ძირითადი პრინციპები. აკადემიური წერა (საფაკულტეტო
სავალდებულო)

1.4 რომელიმე სხვა (არამაპროფილებელი) საფაკულტეტო არჩევითი შესავალი


სპეციალობის საფუძვლები, ძირითადი კურსი
თეორიები, პრინციპები და კვლევის
მეთოდები (არჩევით).

1.5 ძირითადი ენათმეცნიერული და ენათმეცნიერების შესავალი


ლიტერატურათმცოდნეობითი ცნებითი (საფაკულტეტო სავალდებულო);
აპარატი, დეფინიციები, ფონეტიკის,
შესავალი ლიტერატურათმცოდნეობაში
მორფოლოგიის, სინტაქსისა და სემანტიკის
(საფაკულტეტო არჩევითი შესავალი
ამოსავალი დებულებები; ლიტერატურული
კურსი)
მიმდინარეობები, ჟანრები და ტროპის
სახეები.

ენათმეცნიერული და
ლიტერატურათმცოდნეობითი ძირითადი
კვლევის მეთოდები.
1.6 არჩევის შემთხვევაში რომელიმე რომელიმე სხვა ევროპული ენა
ევროპული ენა მინიმუმ A2 დონეზე. (საფაკულტეტო ევროპული ენა ;
არჩევით)
1.7 არჩევის შემთხვევაში ერთ–ერთი ერთ–ერთი კლასიკური ან
აღმოსავლური/კლასიკური ენის საბაზისო აღმოსავლური ენა (არჩევით)
კურსი საკომუნიკაციო და კვლევითი
მიზნებისათვის;

1.8 ინგლისური ფილოლოგიის ძირითადი


ეტაპები, ინგლისურენოვანი ლინგვისტიკის ინგლისური ფილოლოგიის შესავალი
საეტაპო მნიშვნელობის თეორიები და მისი (საფაკულტეტო არჩევითი კურსი)
ქვედარგების დახასიათება

8
1.9 ლიტერატურის თეორიის საფუძვლები; ლიტერატურის თეორია
(ფილოლოგიური კომპეტენციისთვის
ერთ-ერთი ევროპული ლიტერატურის
სავალდებულო კურსი);
განვითარების ძირითადი ეტაპების,
ჟანრების, მნიშვნელოვანი ავტორებისა და მსოფლიო ლიტერატურის ისტორიის
მათი ნაწარმოებების კონცეპტუალური და კურსი (ფილოლოგიური
სტილისტური მახასიათებლების ცოდნა. კომპეტენციისთვის სავალდებულო
კურსი) (არჩევით)

1.10 ენათმეცნიერების წარმოშობა და ზოგადი ენათმეცნიერება


განვითარების ეტაპები. ლინგვისტური (ფილოლოგიური კომპეტენციისთვის
თეორიები და ჰიპოთეზები, მათი სავალდებულო კურსი);
ურთიერთმიმართება. კომპარატივისტული,
არეალური და ტიპოლოგიური
ენათმეცნიერების საფუძვლები.

1.9 თარგმანთმცოდნეობის ძირითადი ინგლისური ენიდან ქართულად


თეორიები და პრინციპები, ინგლისური თარგმანის თეორია და პრაქტიკა
ენებიდან ქართულად თარგმნის
(ფილოლოგიური კომპეტენციისთვის
თავისებურებები;
სავალდებულო კურსი);

1.10 სპეციალობის მაპროფილებელ ინგლისურ ინგლისური ენა 1, 2, 3, 4, 5, 6


ენაში ევროკომისიის მიერ შემუშავებული (სავალდებულო);
ენის ცოდნის დონეთა განმსაზღვრელი
დოკუმენტის “The Common European აკადემიური ინგლისური ( არჩევითი)
Framework in its political and educational
context” მიხედვით სულ მცირე B2 (+)დონის ინგლისურენოვანი ტექსტის
შესაბამისი ცოდნის ფლობა რეფერირება-რეცენზირება ( არჩევითი)
(დამოუკიდებელი მოსაუბრე დარგობრივ
სფეროში), რაც გულისხმობს ენობრივ საჯარო მეტყველება ( არჩევითი)
საკომუნიკაციო კომპეტენციების
განვითარებას (წერა, კითხვა, მოსმენა, კომუნიკაციის თეორია და პრაქტიკა
ზეპირმეტყველება) ამ დონის შესაბამისად; ( არჩევითი)
ცალკეული ენობრივი ასპექტების
დაუფლებას (ლექსიკა, გრამატიკა, სინქრონული და თანამიმდევრული
მართლწერა); ათვისებული ლექსიკური თარგმანის თეორია და პრაქტიკა
მარაგის მაქსიმალურად თავისუფლად
გამოყენების უნარს სხვადასხვა თემატიკაზე ( არჩევითი)

ინგლისურენოვანი ტექსტების (საგაზეთო,

9
პუბლიცისტური, მხატვრული,
საგანმანათლებლო) გაცნობა/
გაცნობიერებისთვის, ასევე საუბრისა და
დისკუსიის წარმართვისას; წერილობით
ფორმით აზრის გამოთქმის პროცესში.

1.11 ინგლისური ლიტერატურის განვითარების ინგლისური ლიტერატურის ისტორია


ძირითადი ეტაპები, ჟანრები, 1, 2, 3, 4
მნიშვნელოვანი ავტორები და მათი (სავალდებულო)
ნაწარმოებების კონცეპტუალური და ინგლისური ლიტერატურის ისტორია
სტილისტური მახასიათებლები; (მოკლე კურსი ინგლისურ ენაზე),
(არჩევითი)

1.12 ზოგადთეორიული ცოდნა ინგლისური ინგლისური ენის სტილისტიკა


ენის სამეტყველო სტილების და (სავალდებულო)
ინტონაციის პარამეტრების შესახებ; ინგლისური ენის თეორიული
ფონეტიკა( არჩევითი)
ენის ფონეტიკური წყობის საფუძვლიანი და
სისტემური აღქმა და მისი გამოყენება
სალექციო და სამუშაო ჯგუფში
დასამუშავებელი მასალის კრიტიკული
ანალიზის დროსა და დისკურსის
პროცესში.

1.13 საფუძვლიანი ცოდნა ენისა და ინგლისური ენის ლექსიკოლოგიის


მეტყველების შესახებ; მეტყველების დროს კურსი ( სავალდებულო)
ენობრივი კატეგორიების როლის შესახებ.
ლექსიკური ერთეულების სპეციფიკური
თვისებების შესახებ, რომლებიც მჟღავნდება
კონტექსტის ფარგლებში სიტყვის
ფუნქციების სიღრმისეულ ანალიზში;
ინგლისური ენის ლექსიკურ-
ფრაზეოლოგიური ფონდის განვითარების
ძირითადი ტენდენციების შესახებ.
1.14 ზოგად-თეორიული ფართო ცოდნა ინგლისური ენის სტილისტიკა
სხვადასხვა დონის სტილისტური ( სავალდებულო)
ხერხებისა და ექსპრესიული საშუალებების
შესახებ, სტილისტური მოვლენების აღქმა-
გაანალიზების ცოდნა ტექსტთან და

10
დისკურსთან მიმართებაში.
1.15 ცოდნა ლიტერატურული ტექსტის ინგლისური ენის სტილისტიკა
ფუნქციონალური თავისებურებებისა და ( სავალდებულო)
მისი ზოგადი მახასიათებლების შესახებ. ინგლისური ლიტერატურის ისტორია
1, 2, 3, 4 ( სავალდებულო)
1.16 ცოდნა ინგლისური ენის ისტორიული ინგლისური ენის ისტორია
განვითარების დიაქრონულ ჭრილის (სავალდებულო)
შესახებ, ძველი და საშუალო ინგლისურის გერმანიკული ფილოლოგიის
თავისებურებების შესახებ; ცოდნა საფუძვლები
რადიკალური ცვლილებების (არჩევითი)
განმაპირობებელი ლინგვისტური და
ექსტრალინგვისტური ფაქტორების შესახებ.

1.17 ბრიტანეთის კულტურის ძირითადი და ბრიტანეთმცოდნეობის საფუძვლები


მნიშვნელოვანი მომენტების თეორიული (არჩევითი)
ცოდნა. კერძოდ, თეორიული ცოდნა
ბრიტანეთის განათლების სისტემის,
რელიგიის, პოლიტიკური და ეკონომიკურ
ურთიერთობების, საბანკო სისტემის,
მასმედიისა და ბრიტანეთის პოლიტიკურ-
ეკონომიკურ პოლიტიკის შესახებ.
1.18 ზოგადი და საფუძვლიანი ცოდნა გერმანიკული ფილოლოგიის შესავალი
ინდოევროპულ ენათა ოჯახის (არჩევითი)
გერმანიკული შტოს შესახებ; ენათა
ნათესაობის, ისტორიულ-შედარებითი
მეთოდის შესახებ; გერმანელი ტომებისა და
მათი როლის შესახებ ევროპის ისტორიაში;
გერმანიკული ენების საერთო
ლინგვისტური ნიშნების შესახებ
ფონოლოგიურ, მორფოლოგიურ და
ლექსიკურ დონეებზე.

1.19 ფართო ცოდნა ლექსიკოგრაფიის რაობისა ინგლისური ენის ლექსიკოგრაფიის


და მისი განვითარების ძირითადი ეტაპების საფუძვლები
შესახებ; ინგლისური და ქართული (არჩევითი)
ლექსიკოგრაფიის ისტორიის, სხვადასხვა
ტიპის ლექსიკონებში ინფორმაციის
წარმოდგენის ძირითად მეთოდების;
11
ლექსიკონში სიტყვა-სტატიის აგების
პრინციპების შესახებ.
1.20 თანამედროვე ინგლისური ენის ინგლისური ენის ვარიანტები
ვარიანტებისა და დიალექტების შესახებ ( არჩევითი)
საფუძვლიანი ცოდნა;
1.21 ცოდნა დასავლეთ-ევროპის ლიტერატურის დასავლეთევროპული ლიტერატურის
განვითარების ძირითადი ტენდენციების ძირითადი ტენდენციები ( არჩევითი)
შესახებ;

1.22 ინგლისურენოვანი ლიტერატურული ინგლისური ენის სტილისტიკა


ნიმუშების ორიგინალში კითხვა-თარგმნისა (სავალდებულო)
და მათ ენობრივ სირთულეებში გარკვევის
დაწყებითი უნარ-ჩვევების გამომუშავება. ინგლისური ლიტერატურის ისტორია
მხატვრული ტექსტის ესთეტიკურ- 1, 2, ,3 ,4 (სავალდებულო)
შემეცნებითი ინფორმაციის ადეკვატური ინგლისური ლიტერატურის ისტროია
გაგება, რაც ეფუძნება ენის (მოკლე კურსი, არჩევითი)
გამომსახველობითი საშუალებებისა და
სტილისტიკური ხერხების თეორიულ
ცოდნას და მათი ოპერირების პრაქტიკულ
უნარს.
1.23 თარგმნის პრაქტიკული უნარ-ჩვევების სინქრონული და თანმიმდევრული
გამომუშავება; ტერმინოლოგიური თარგმანის თეორია და პრაქტიკა
ეკვივალენტებისა და მთარგმნელობითი (არჩევითი კურსი)
შესატყვისობების მოძებნის უნარის
განვითარება; ზეპირი და წერითი
თარგმანის ტექნიკის დაწყებითი უნარების
განვითარება;
1.24 ცოდნა ენის როგორც მკაცრი სისტემური ინგლისური ენის სტრუქტურა (თეორიული
მექანიზმისა, რომლის შემადგენელი გრამატიკა) (სავალდებულო)
ერთეულები ურთიერთდამოკიდებულნი
არიან. ცოდნა ინგლისური გრამატიკის
სისტემის, მისი კატეგორიებისა და
ფუნდამეტური თეორიების შესახებ;

 ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება:

2.1 ლოგიკური მსჯელობა, ანალიტიკური და ფილოსოფიის შესავალი


კრიტიკული აზროვნება, სწორი დასკვნების (საფაკულტეტო სავალდებულო)
12
გამოტანა და ფილოსოფიური ცნებებით
ოპერირება.

2.2 ჰუმანიტარულ სფეროში სხვადასხვა აკადემიური წერა (საფაკულტეტო


პრობლემატიკის ირგვლივ საკუთარი აზრის სავალდებულო)
დამაჯერებლად ჩამოყალიბება
/არგუმენტირება, მიზნის ადეკვატური
ენობრივი ერთეულების შერჩევა და
აკადემიურ გარემოში საჭირო სხვადასხვა
დანიშნულების ტექსტების შექმნა.

2.3 საშუალო სირთულის ტექსტის წაკითხვა და ევროპული ენა (საფაკულტეტო


შექმნა რომელიმე ევროპულ ენაზე. არჩევითი);

2.4 ერთ–ერთი კლასიკური ან აღმოსავლური ერთ–ერთი კლასიკური ან


ენის (არჩევით) ცოდნის გამოყენება აღმოსავლური ენა (არჩევით)
აკადემიური მიზნებისთვის.

2.5 ჰუმანიტარული სფეროსთვის შესავალი ინგლისურ ფილოლოგიაში


დამახასიათებელი ძირითადი მეთოდების
გამოყენებით წყაროების დამუშავება და (საფაკულტეტო არჩევითი შესავალი
ანალიზი. კურსი)

2.6 ძირითადი ენათმეცნიერული და ენათმეცნიერების შესავალი


ლიტერატურათმცოდნეობითი მეთოდების (საფაკულტეტო სავალდებულო)
გამოყენება ამა თუ იმ პრობლემის ლიტერატურათმცოდნეობის
გადასაჭრელად, კვლევითი ან პრაქტიკული შესავალი (საფაკულტეტო არჩევითი
ხასიათის პროექტის (ნაშრომის) შესავალი კურსი)
განსახორციელებლად.
ზოგადი ენათმეცნიერება
(ფილოლოგიური კომპეტენციისთვის
სავალდებულო კურსი);

ლიტერატურის თეორია
(ფილოლოგიური კომპეტენციისთვის
სავალდებულო კურსი);

2.7 ინგლისური ენის პრაქტიკული გამოყენება ინგლისური ენა 1, 2, 3, 4, 5, 6,


მთელი რიგი წერილობითი (სავალდებულო);
კორესპონდენციისა და ზეპირმეტყველების
მიზნებისათვის, საუბრის თავისუფლად აკადემიური ინგლისური (არჩევითი)

13
წარმართვის უნარ-ჩვევები.
კომუნიკაციის თეორია და პრაქტიკა (
ინგლისურ ენაზე სხვადასხვა ტიპის
არჩევითი)
ტექსტების წაკითხვის, მოსმენის, გაგების,
თარგმნის, ანალიზის, ინტერპრეტაციისა და
საჯარო მეტყველება ( არჩევითი)
რეპროდუქციის უნარი.

პროფესიულ საქმიანობაში ან შემდგომი ინგლისური ენის ლექსიკოგრაფიის


სწავლის პროცესში ენის ეფექტურად საფუძვლები
გამოყენების უნარი; საკუთარი აზრის ( არჩევითი)
თავისუფლად გამოხატვის, ნათლად,
სტრუქტურირებულად ჩამოყალიბების,
არგუმენტირებისა და განმარტებების
გარკვევით გადმოცემის უნარი;

ინგლისური ენის სხვადასხვა ტიპის


ლექსიკონების, მათ შორის ეტიმოლოგიური
ლექსიკონების, გამოყენების უნარი.

2.8 პროფესიულ სფეროში სხვადასხვა შესავალი ინგლისური


პრობლემატიკის ირგვლივ საკუთარი აზრის ფილოლოგიაში;
დამაჯერებლად ჩამოყალიბება/
არგუმენტირება, მიზნის ადეკვატური ინგლისური ენის სტრუქტურა
ენობრივი ერთეულების შერჩევა და ( სავალდებულო)
აკადემიურ გარემოში საჭირო სხვადასხვა ინგლისური ენის თეორიული
დანიშნულების ტექსტების შექმნა;ძირითადი ფონეტიკა
ენათმეცნიერული და ( არჩევითი);
ლიტერატურათმცოდნებითი, ასევე
ინგლისურენოვანი ფილოლოგიური ბრიტანეთმცოდნეობის საფუძვლები
მეთოდების გამოყენება ამა თუ იმ ( არჩევითი);
პრობლემის გადასაჭრელად, კვლევითი ან
პრაქტიკული ხასიათის პროექტის (ნაშრომის) სემიოტიკის თეორიები (ბრიტანული
განსახორციელებლად; და ამერიკული ლინგვისტური
კვლევების სემიოტიკური ასპექტები) (
არჩევითი);

2.9 ინგლისური ენის თეორიის სხვადასხვა ინგლისური ენის სტრუქტურა


ასპექტისა და ფორმის სისტემური აღქმა და ( თეორიული გრამატიკა);
ინგლისური ენის ლექსიკოლოგია

14
ლინგვისტური კომენტარის მომზადება ( სავალდებულო);
ინგლისური ენის თეორიული
ფონეტიკა ( არჩევითი);

2.10 ინგლისური ლიტერატურული ინგლისური ლიტერატურის ისტორია


ტექსტისათვის ლინგვისტური, (1,2,3,4)
ლიტერატურათმცოდნეობითი კომენტარების ინგლისური ლიტერატურის მოკლე
მომზადება; კურსი (არჩევითი)
დასვლეთევროპული ლიტერატურის
ძირითადი ტენდენციები ( არჩევითი)
2.11 სხვადასხვა ტიპის ტექსტების რედაქტირების,
რეფერირების, კომენტირებისა და ინგლისურენოვანი ტექსტის
ანოტირების უნარი; ინგლისურიდან რეფერირება-რეცენზირება
ქართულად და პირუკუ სათარჯიმნო ( არჩევითი)
პრაქტიკის უნარ-ჩვევები.
სინქრონული და თანამიმდევრული
თარგმანის თეორია და პრაქტიკა
(არჩევითი)

ინგლისური ენიდან ქართულად


თარგმანის თეორია და პრაქტიკა
(ფილოლოგიური კომპეტენციისთვის
სავალდებულო)

 დასკვნის უნარი:

ფილოლოგიური მეცნიერებების ამა თუ იმ აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით მასალებისა და


მონაცემების შეგროვების, გააზრების, სისტემატიზაციისა და მათ საფუძველზე არგუმენტირებული
დასკვნის ჩამოყალიბების უნარი; ინგლისურენოვანი ფილოლოგიის სფეროში არსებული საშუალო
სირთულის პრობლემების იდენტიფიკაციის და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მათი
გადაჭრის გზების მოძიების უნარი; ანალიზის შედეგად დასკვნის გაკეთების უნარი; დარგობლივ
სფეროში ანალიტიკური უნარის გამომუშავება. არგუმენტირების, კრიტიკული შეფასების, სათანადო
წერილობითი დასკვნის ჩამოყალიბების უნარი; დასამუშავებლად მიცემული მასალის ლოგიკურად
აწყობა, ჩამოყალიბება და მისაღები ფორმულირებით გადმოცემის უნარი. პრობლემის სინქრონიაში
და დიაქრონიაში ხედვის უნარი; სისტემის (სტრუქტურის) შემადგენელი ცალკეული ელემენტების
ურთიერთზეგავლენის გააზრების, სიტუაციაში ადაპტირების და მინიმალური დახმარების
პირობებში მუშაობის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

15
 კომუნიკაციის უნარი:

ინფორმაციის კონცეპტუალური სახით ჩამოყალიბებისა და გადაცემის უნარი; სპეციალობის სფეროში


დეტალური წერილობითი ანგარიშის, საჯარო გამოსვლის ტექსტის, საკვალიფიკაციო ნაშრომის
მომზადების როგორც ქართულ, ისე ინგლისურ ენაზე; სპეციალისტებისა და არასპეციალისტებისათვის
ფილოლოგიასთან და ინგლისური ენის პრაქტიკულ მეცადინეობებზე შესწავლილ საკითხებზე
დაკავშირებული ინფორმაციის ზეპირად გადაცემის როგორც ინგლისურ და ქართულ ენაზე;
დისკუსიაში პროფესიული ტერმინოლოგიის გამოყენებით მონაწილეობის და აუდიტორიის
კითხვებზე არგუმენტირებული პასუხის გაცემის; სწავლებისა და კვლევის პროცესში საინფორმაციო
ტექნოლოგიების, ფილოლოგიურ მეცნიერებებში არსებული უახლესი ელექტრონული რესურსების
გამოყენების უნარი.

ინგლისურ ენაზე პროფესიულ წრეებში ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კულტურა;


საზოგადოებრივ ცხოვრებასა და პროფესიულ საქმიანობაში სპეციალობის ენის საკომუნიკაციო
ფუნქციით ეფექტურად და მოქნილად გამოყენების უნარი

 სწავლის უნარი:

სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი. საკუთარ თავზე


მუშაობის და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკულ
საქმიანობაში დამოუკიდებლად სრულყოფის უნარი; განათლების შემდგომ (სამაგისტრო) საფეხურზე
სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.

 ღირებულებები:

კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის, ადეკვატური გაგებისა


და პატივისცემის უნარი; ტოლერანტობა, განსხვავებული კონფესიების, კულტურებისა და აზრის
პატივისცემა; დემოკრატიული ფასეულობების პატივისცემა.

სოციალური და ეთიკური, მორალური პასუხისმგებლობის გამომუშავება; პროფესიული ეთიკის


ნორმების დაცვა; აკადემიური პატიოსნებისა და სტანდარტების დაცვა; ინტერპერსონალური
ურთიერთობების ეთიკა.

დასაქმების სფეროები:

აღნიშნული დარგობრივი ცოდნით, მისი პრაქტიკაში გამოყენების უნარით და ზოგად ტრანსფერული


უნარებით თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო
პროგრამის კურსდამთავრებული მზადდება, როგორც ფართო პროფილის სპეციალისტი სათარჯიმნო-
16
მთარგმნელობითი, საინფორმაციო, სამუზეუმო, სარედაქტორო, სარეფერენტო და მხატვრულ-
კრიტიკული საქმიანობისათვის. შრომით ბაზარზე ის შეიძლება დასაქმდეს სახელმწიფო და
საზოგადოებრივ სტრუქტურებში, არასამთავრობო ორგანიზაციებში, გამომცემლობებში, საელჩოებში,
მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სისტემებში, ბიბლიოთეკებში, არქივებსა და მუზეუმებში,
ტურისტულ ფირმებში, საელჩოებში, სხვადასხვა კომპანიებში ყველა იმ თანამდებობაზე, რომელიც
გათვალისწინებულ იქნება ბაკალავრის ხარისხის მქონე სპეციალისტთათვის; ასევე თარჯიმნებად, რისი
მოთხოვნილებაც დღევანდელი საქართველოს შრომით ბაზარზე არსებობს.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები:

პროგრამით დასახული სწავლის შედეგების მისაღწევად ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო


პროგრამა ლექციის, სამუშაო ჯგუფის, პრაქტიკული მეცადინეობის, საშინაო დავალების, შუალედური
შეფასების, პრეზენტაციის, რეფერატის, ესეს, თარგმანის, საკონტროლო წერის, დასკვნითი გამოცდის,
საბაკალავრო ნაშრომის და სხვ. ფორმატში იყენებს სხვადასხვა მეთოდს (ვერბალური მეთოდი, წიგნზე
მუშაობის მეთოდი, მასალის დაკონსპექტება, ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი, ჯგუფური
მუშაობა, ევრისტიკული მეთოდი, როლური და სიტუაციური თამაშები, დისკუსია/დებატები, ახსნა-
განმარტებითი მეთოდი, ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება, წერითი დავალებები და სხვ.).

დისკუსია/დებატები – დისკუსიის პროცესი მკვეთრად ამაღლებს სტუდენტთა ჩართულობის ხარისხს


სასწავლო პროცესში, მათ აქტივობას. დისკუსიის მეთოდი უვითარებს სტუდენტს კამათისა და
საკუთარი აზრის არგუმენტირებულად დასაბუთების უნარს.

ჯგუფური მუშაობა - ამ მეთოდით სწავლება გულისხმობს სტუდენტთა ჯგუფებად დაყოფას და


მათთვის სასწავლო დავალების მიცემას. ჯგუფის წევრები ინდივიდუალურად ამუშავებენ საკითხს და
პარალელურად უზიარებენ მას ჯგუფის დანარჩენ წევრებს. დასახული ამოცანიდან გამომდინარე
შესაძლებელია ჯგუფის მუშაობის პროცესში წევრებს შორის მოხდეს ფუნქციების გადანაწილება. ეს
სტრატეგია უზრუნველყოფს ყველა სტუდენტის მაქსიმალურ ჩართულობას სასწავლო პროცესში.

ევრისტიკული მეთოდი – ეფუძნება სტუდენტების წინაშე დასმული ამოცანის ეტაპობრივ გადაწყვეტას.


ეს ამოცანა სწავლების პროცესში ფაქტების დამოუკიდებლად დაფიქსირებისა და მათ შორის კავშირების
დანახვის გზით ხორციელდება.

როლური და სიტუაციური თამაშები - სცენარის მიხედვით განხორციელებული როლური თამაშები


სტუდენტს საშუალებას აძლევს სხვადასხვა პოზიციიდან შეხედოს საკითხს და ეხმარება მას
ალტერნატიული თვალსაზრისის ჩამოყალიბებაში. როლური და სიტუაციური თამაშები
განსაკუთრებით ეფექტურია ენის სწავლების პროცესში და ხელს უწყობს სტუდენტის მაქსიმალურ
მოტივირებას და მობილიზებას იმიტირებულ სიტუაციაში ჩასართველად.

17
დემონსტრირების მეთოდი – ეს მეთოდი ინფორმაციის ვიზუალურად წარმოდგენას გულისხმობს.
შედეგის მიღწევის თვალსაზრისით ის საკმაოდ ეფექტურია. ხშირ შემთხვევაში უმჯობესია, მასალა
ერთდროულად აუდიო და ვიზუალური გზით მიეწოდოს სტუდენტებს. შესასწავლი მასალის
დემონსტრირება შესაძლებელია განხორციელდეს როგორც მასწავლებლის, ისე სტუდენტის მიერ. ეს
მეთოდი გვეხმარება თვალსაჩინო გავხადოთ სასწავლო მასალის აღქმის სხვადასხვა საფეხური,
დავაკონკრეტოთ, თუ რისი შესრულება მოუწევთ სტუდენტებს დამოუკიდებლად; ამავე დროს, ეს
სტრატეგია ვიზუალურად წარმოაჩენს საკითხის/პრობლემის არსს.

ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი -

 სწავლების ინდუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის ისეთ ფორმას,


როდესაც სწავლის პროცესში აზრის მსვლელობა კერძოდან ზოგადისაკენ, ფაქტებიდან
განზოგადებისაკენ არის მიმართული, ანუ მასალის გადმოცემისას, პროცესი მიმდინარეობს
კონკრეტულიდან ზოგადისაკენ.
 სწავლების დედუქციური მეთოდი განსაზღვრავს ნებისმიერი საგნობრივი ცოდნის გადაცემის
ისეთ ფორმას, რომელიც ზოგად ცოდნაზე დაყრდნობით ახალი ცოდნის აღმოჩენის ლოგიკურ
პროცესს წარმოადგენს, ანუ პროცესი მიმდინარეობს ზოგადიდან კონკრეტულისაკენ.
 სასწავლო პროცესში ანალიზის მეთოდი გვეხმარება სასწავლო მასალის, როგორც ერთი
მთლიანის, შემადგენელ ნაწილებად დაშლაში, ამით მარტივდება რთული პრობლების შიგნით
არსებული ცალკეული საკითხების დეტალური გაშუქება.
 სინთეზის მეთოდი გულისხმობს შებრუნებულ პროცედურას, ანუ ცალკეული საკითხების
დაჯგუფებით ერთი მთლიანის შედგენას. ეს მეთოდი ხელს უწყობს პრობლების, როგორც
მთელის დანახვის უნარის განვითარებას.

ახსნა–განმარტებითი მეთოდი – ეფუძნება მსჯელობას მოცემული საკითხის ირგვლივ. პროფესორს


მასალის გადმოცემისას, მოჰყავს კონკრეტული მაგალითი, რომლის დაწვრილებით განხილვაც ხდება
მოცემული თემის ფარგლებში.

ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება – მოითხოვს პროფესორისა და სტუდენტის აქტიურ


ჩართულობას სწავლების პროცესში, სადაც განსაკუთრებულ დატვირთვას იძენს თეორიული მასალის
პრაქტიკული ინტერპრეტაცია.

წერითი მუშაობის მეთოდი, რომელიც გულისხმობს შემდეგი სახის აქტივობებს: სხვადასხვა ტიპის
ჩანაწერების გაკეთება, მასალის დაკონსპექტება, თეზისების შედგენა, რეფერატის, ან ესეს შესრულება და
ა.შ.

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სასწავლო კომპონენტის განხორციელებისას


გამოიყენება სწავლების სხვადასხვა მეთოდი. ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს მეთოდთა შერწყმას.
პროგრამის შემადგენელი კონკრეტული სასწავლო კურსის სწავლების პროცესში გამოყენებული
ფორმატი და სწავლების მეთოდები მითითებულია თითოეული სასწავლო კურსის სილაბუსში.
18
საბაზისო დარგობრივი ცოდნის შეძენისას ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის
კურიკულუმში ჩართული თითოეული დისციპლინა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე ირჩევს
სწავლების მეთოდოლოგიურ მიდგომებს, რაც, უწინარეს ყოვლისა, გამოიხატება სწავლებისა და
სწავლის სტრატეგიის განსაზღვრაში და დროის მართებულად ორგანიზებაში, ცოდნის მაღალი
ხარისხის მისაღწევად.

განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროის მართებულ განაწილებას და სწავლების


მეთოდების სწორად შერჩევას სამუშაო ჯგუფებში, პრაქტიკულ მეცადინეობებსა და პრეზენტაციებისას,
რადგან სწორად დაგეგმილი და განხორიციელებული ზეპირი კომუნიკაცია სააუდიტორიო მუშაობას
უფრო ეფექტურს ხდის.

ასევე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენის სწავლების სტრატეგიის მართებულად შერჩევას,


მისი თითოეული ეტაპის მომზადებას, სწორად დაგეგმვას, მოსალოდნელი შედეგების რეალისტურ
გათვლას და მათ ეტაპობრივ რეალიზებას. ამგვარი სტრატეგიისა და დაგეგმვის აუცილებლობა
განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამა ინგლისური
ენით მარკირებული პროგრამაა, რომლის შემადგენელი უმეტესი თეორიული სალექციო და
პრაქტიკული კურსი ინგლისურ ენაზე იკითხება და ინგლისურენოვან ტექსტზე ორიენტირებულ
სწავლებაზეა დაფუძნებული.

შეფასების სისტემა:
სტუდენტის საქმიანობის შეფასება ითვალისწინებს შუალედურ შეფასებებსა და დასკვნითი გამოცდის
შეფასებას. სასწავლო კურსის მაქსიმალური შეფასება განისაზღვრება 100 ქულით.
დასკვნითი გამოცდა ფასდება 40 ქულით. დასკვნითი სემესტრული გამოცდის ჩატარების
სავალდებულო ფორმაა წერითი გამოცდა. სასწავლო კურსის სპეციფიკის გათვალისწინებით, იგი
დამატებით შეიძლება ზეპირი გამოცდის კომპონენტსაც შეიცავდეს (კომბინირებული გამოცდა);
დასკვნითი სემესტრული გამოცდის ფორმატს ადგენს შესაბამისი სასწავლო კურსის ავტორი/ავტორები.
დასკვნით გამოცდაზე გასვლის უფლება ეძლევა სტუდენტს, რომელსაც შუალედური შეფასებებისა და
დასკვნითი გამოცდის მაქსიმალური ქულის გათვალისწინებით შესაძლებელია დაუგროვდეს 51 ქულა.

უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის თანახმად, შეფასება


ხორციელდება შემდეგნაირად: 91 -100 – ფრიადი, A; 81-90 –ძალიან კარგი, B; 71-80– კარგი,C; 61-70–
დამაკმაყოფილებელი, D; 51-60–საკმარისი, E; 41-50– ვერ ჩააბარა, FX; 0-40 – ჩაიჭრა, F. შეფასების
კრიტერიუმები მოცემულია კონკრეტულ სილაბუსებში. შეფასება ხორციელდება მინიმუმ ოთხი
კომპონენტის მიხედვით.

სტუდენტთა ცოდნის შეფასების პროცესში გამოყენებული შეფასების მეთოდები სრულ შესაბამისობაშია


როგორც მთლიანად პროგრამით, ისე მისი ცალკეული კომპონენტით/სასწავლო კურსით/ განსაზღვრულ
სწავლის შედეგებთან, შესაბამის დარგობრივ და ზოგად (ტრანსფერულ) უნარებთან. სასწავლო კურსების
შეფასების ფორმები და კრიტერიუმები მოცემულია სასწავლო კურსების შესაბამის სილაბუსებში.

19
სასწავლო გეგმა: იხ. დანართი № 1

სილაბუსები: იხ. დანართი № 2

პროგრამის ხელმძღვანელები: სრული პროფესორები მანანა რუსიეშვილი და მანანა გელაშვილი

დამატებითი ინფორმაცია:

სტუდენტებს, რომლებსაც სპეციალობად ინგლისური ფილოლოგიის არჩევა სურთ, აუცილებლად უნდა


აირჩიონ საფაკულტეტო შესავლების კურსიდან - შესავალი ინგლისურ ფილოლოგიაში, ვინაიდან
აღნიშნული კურსი თავისი შინაარსითა და მიღებული ცოდნის შედეგებით უაღრესად მნიშვნელოვანია
ძირითადი სპეციალობის კურსების გასავლელად.

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამაზე სპეციალობის არჩევის ბოლო ვადაა სწავლების


მეორე სემესტრი. პროგრამას შეუძლია მოემსახუროს 175-180 სტუდენტს; სტუდენტს შეუძლია,
სურვილის შემთხვევაში, დამატებითი პროგრამისათვის განკუთვნილი კრედიტები მოახმაროს ენების
გაძლიერებით შესწავლას, ან აიღოს პროგრამის მიერ რეკომენდებული დამატებითი პროგრამები:
პედაგოგიკა, ქართული ფილოლოგია, ტურიზმი, ფსიქოლოგია, ჟურნალისტიკა, საერთაშორისო
ურთიერთობები,ბიზნესის ადმინისტრირება,ფსიქოლოგია, პოლიტოლოგია. ამ დამატებითი
პროგრამების კომბინირება ინგლისური ფილოლოგიის ძირითად პროგრამასთან უფართოებს
სტუდენტს ცოდნის არეალს და აძლევს კურსდამთავრებულს შრომით ბაზარზე დასაქმების მეტ შანსს.

პროგრამის შემუშავების დროს მხედველობაშია მიღებული ცნობილი ინგლისური და


ინგლისურენოვანი უნივერსიტეტების (ოქსფორდის, უორიკის, ნოტინგემის გამოცდილება). ინგლისური
ფილოლოგიის პროგრამა მუდმივად ცვალებადი პროგრამაა, რომელიც ვითარდება როგორც სფეროს
უახლესი გამოცდილებების გათვალისწინებით, ასევე საზოგადოების, შრომის ბაზრისა და
დამსაქმებლების რეკომენდაციების საფუძველზე. რეკომენდებულია, ინგლისური ფილოლოგიის
საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებმა თავისუფალი 10 კრედიტის ფარგლებში მოისმინონ პროგრამის
ორი ახალი, ინოვაციური არჩევითი კურსი აკადემიური ინგლისური და კომუნიკაციის თეორია და
პრაქტიკა, რომლებიც მათ გაუღმავებთ დარგობრივ ცოდნას და შესძენთ იმ ენობრივ
კომპეტენციებს, რომლებიც აუცილებელია შრომითი ბაზარზე მათი წარმატებით
დასაქმებისათვის.

ინფორმაცია პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი ადამიანური რესურსების შესახებ:

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის განხორციელებაში მონაწილეობას იღებენ:


უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი (სრული, ასოცირებული და ასისტენტ პროფესორები),

20
შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე მოწვეული ლექტორები და მკვლევარები, თსუ ენების ცენტრის
მასწავლებლები, რომელთაც აქვთ ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სწავლის
შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია, პროგრამისა და კონკრეტული სასწავლო
კურსის პროფილის შესაბამისი აკადემიური ხარისხი, სწავლებისა და კვლევის გამოცდილება.
მაღალკვალიფიციური პრაქტიკოსი მასწავლებლები უძღვებიან ინგლისური ენის პრაქტიკულ
მეცადინეობებს. პროგრამის ყველა თეორიულ სასწავლო კურსს უძღვება დარგის
მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, მკვლევარი, მრავალი სამეცნიერო პუბლიკაციის, სასწავლო
სახელმძღვანელოს ავტორი, მთარგმნელი, ცნობილი ლექსიკოგრაფი.

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის კურსების უდიდესი ნაწილი (გარდა


საუნივერსიტეტო კურსებისა) იკითხება ინგლისურ ენაზე, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს
სრულყოფილად შეისწავლონ ინგლისური ენა. გარდა ამისა, პროგრამაზე სპეციალურ კურსს
კითხულობენ მოწვეული ამერიკელი და ბრიტანელი სპეციალისტები. მიმართულების პროფესურა
მუდმივად იმაღლებს კვალიფიკაციას ცნობილ უნივერსიტეტებში ( ოქსფორდი, კემბრიჯი, ნოტინგემი,
სარი), მონაწილეობს საერთაშორისო მნიშვნელობის კონფერენციებსა და პროგრამებში, მათ იწვევენ
ევროპის უნივერსიტეტებში ლექციებისა და სემინარების წასაკითხად.

პროგრამის განხორციელებაში ჩართულია ინგლისური ფილოლოგიის მიმართულების გამოცდილი


და საერთაშორისო აღიარების მქონე აკადემიური პერსონალი: სრული პროფესორები, ფილოლოგიის
მეცნიერებათა დოქტორი მანანა რუსიეშვილი და ფილოლოგიის დოქტორი მანანა გელაშვილი;
ასოცირებული პროფესორები: ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ნინო დარასელია; ფილოლოგიის
დოქტორი, თსუ ლექსიკოგრაფიული ცენტრის ხელმძღვანელი თინათინ მარგალიტაძე, ფილოლოგიის
დოქტორები ნათია ნემსაძე, , გიორგი ყუფარაძე, ციცინო ხვედელიძე; ფილოლოგიის დოქტორი, თსუ
უცხო ენების ცენტრის დირექტორი რუსუდან დოლიძე
ასისტენტ-პროფესორები ნანა მამაცაშვილი, ირინა დემეტრაძე, მარია ქურდაძე.
გარდა ამისა, პროგრამის განხორციელებაში აქტიურ მონაწილეობას იღებენ ინგლისური ფილოლოგიის
მომართულების დოქტორანტები. (იხ. დანართი № 3)

ინფორმაცია პროგრამის განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალური რესურსების შესახებ:


ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის მატერიალურ–ტექნიკურ ბაზა ხორციელდება თსუ
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის დეპარტამენტის ბაზაზე
(მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N 36, თსუ მეხუთე კორპუსი,) რომელიც აღჭურვილია პროგრამის
განხორციელებისათვის აუცილებელი მატერიალურ–ტექნიკური რესურსით, რაც უზრუნველყოფს
პროგრამით გათვალისწინებული მეთოდების, ფუნდამენტური და უახლესი ქართულენოვანი და
ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოების გამოყენებით სწავლებას და, შესაბამისად, სწავლის შედეგების
მიღწევას. გარდა ამისა, პროგრამის სტუდენტები ზოგადჰუმანიტარული პროფილის და დამატებითი

21
საბაკალავრო პროგრამების სასწავლო დისციპლინებს, არჩევით სასწავლო კურსებს ეუფლებიან თსუ და
თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის სხვა სასწავლო კორპუსებშიც.

ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთათვის ხელმისაწვდომია როგორც თსუ


ცენტრალური, ისე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიბლიოთეკები; ასევე ინგლისური
ფილოლოგიის მიმართულების მცირე თემატური ბიბლიოთეკა/ წიგნადი ფონდი; უნივერსიტეტისა და
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კომპიუტერული რესურს-ცენტრები; თსუ ბრიტანული
ბიბლიოთეკა და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის ბიბლიოთეკა ( თსუ
მეორე კორპუსი).

პროგრამის ფინანსური უზრუნველყოფა:


თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის საბაკალავრო პროგრამის
ფინანსური უზრუნველყოფა ხდება ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ბიუჯეტიდან, რომელიც
უნივერსიტეტის ბიუჯეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს. საფაკულტეტო ბიუჯეტი
უზრუნველყოფს პროგრამის განხორციელებაში ჩართული აკადემიური პერსონალისა და მოწვეული
ლექტორების შრომის ანაზღაურებას, პროგრამის მატერიალურ–ტექნიკური ბაზის მოვლასა და
სრულყოფას.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ამა თუ იმ აკადემიურ თანამდებობაზე საქართველოს


კანონმდებლობის შესაბამისად, საკონკურსო თანამდებობასთან კონკურსანტის კვალიფიკაციისა და
კომპეტენციის შესაბამისობის მიხედვით არჩეული აკადემიური პერსონალისა და ფაკულტეტის/
ინსტიტუტის/დეპარტამენტის/ პროგრამის ხელმძღვანელის წარდგინებით მოწვეული პერსონალის
(დოქტორები, მეცნიერ–მკვლევრები, მასწავლებლები) პროგრამის განხორციელების პროცესში
ჩართულობის სტაბილურობას უზრუნველყოფს მათთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმება და ამ
ხელშეკრულების პირობები.

22
დამატებითი საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება: ინგლისური ფილოლოგია/English Philology

პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 60 ESTC კრედიტი (სავალდებულო დისციპლინები -40 კრედიტი


და სპეციალობის არჩევითი საგნები -20 კრედიტი).

სწავლების ენა: ქართული ენა

პროგრამის მიზანი: უმაღლესი განათლების პირველი საფეხურის დამატებითი პროგრამა ინგლისურ


ფილოლოგიაში მიზნად ისახავს სტუდენტს შესძინოს სავალდებულო დარგობრივი
(ზოგადფილოლოგიური) კომპეტენციების საფუძვლები ძირითადი საბაკალავრო პროგრამიდან
“ინგლისური ფილოლოგია”; შესაბამისად, მაინორის პროგრამა სტუდენტს უქმნის დარგის ზოგად
საფუძვლებს და შესძენს როგორც დარგის კომპეტენციებს, ასევე მის პრაქტიკულ და პროფესიულ უნარ-
ჩვევების ნაწილს, რაც ძირითად (მაპროფილებელ) სპეციალობასთან კომბინაციაში, უზრუნველყოფს
სტუდენტის შანსების გაზრდას შრომით ბაზარზე წარმატებით დასასაქმებლად.
ინგლისური ფილოლოგიის მაინორის პროგრამის უპირველესი მიზანია სტუდენტისათვის
პრაქტიკული ენობრივი კომპეტენციების და დარგის ფარგლებში არსებითი უნარ-ჩვევების შეძენა.
სტუდენტის ცოდნა ინგლისურ ენაში უნდა შეესაბამებოდეს ევროკომისიის მიერ შემუშავებული
ენობრივი პოლიტიკის ე.წ. “საერთოევროპული სარეკომენდაციო ჩარჩოს” პარამეტრებს, რაც
/ 2
გულისხმობს ენობრივი კომპეტენციის ზრდას B1/ B დონემდე დამატებითი პროგრამის ფარგლებში;
უცხო ენის ფლობის პრაქტიკული უნარ-ჩვევებს სტუდენტი იაქტიურებს ენობრივი ქმედების ოთხი
კომპეტენციის შესაბამისად: ზეპირმეტყველება, წერა, მოსმენა და კითხვა.

სწავლის შედეგები:
 ცოდნა და გაცნობიერება:

ინგლისური ფილოლოგიის ძირითადი ეტაპები,


ინგლისურენოვანი ლინგვისტიკის საეტაპო ინგლისური ფილოლოგიის შესავალი
მნიშვნელობის თეორიები და მისი ქვედარგების ( საფაკულტეტო არჩევითი კურსი)
დახასიათება
სპეციალობის მაპროფილებელ ინგლისურ ენაში ინგლისური ენა 1, 2, 3, 4, 5
ევროკომისიის მიერ შემუშავებული ენის ცოდნის (სავალდებულო)
დონეთა განმსაზღვრელი დოკუმენტის “The
Common European Framework in its political and
educational context” მიხედვით B2 დონის
შესაბამისი ცოდნის ფლობა (დამოუკიდებელი
მოსაუბრე დარგობრივ სფეროში), რაც
გულისხმობს ენობრივ საკომუნიკაციო
კომპეტენციების განვითარებას (წერა, კითხვა,
23
მოსმენა, ზეპირმეტყველება) ამ დონის
შესაბამისად; ცალკეული ენობრივი ასპექტების
დაუფლებას (ლექსიკა, გრამატიკა, მართლწერა);
ათვისებული ლექსიკური მარაგის მაქსიმალურად
თავისუფლად გამოყენების უნარს სხვადასხვა
თემატიკაზე ინგლისურენოვანი ტექსტების
(საგაზეთო, პუბლიცისტური, მხატვრული,
საგანმანათლებლო) გაცნობა/ გაცნობიერებისთვის,
ასევე საუბრისა და დისკუსიის წარმართვისას;
წერილობით ფორმით აზრის გამოთქმის
პროცესში.
ინგლისური ლიტერატურის განვითარების ინგლისური ლიტერატურის ისტორია 1
უმნიშვნელოვანესი ეტაპები. შუსაუკუნეების და (სავალდებულო)
აღორძინების პერიოდის ინგლისური
ლიტერატურის ძირითადი ტენდენციები და
ავტორები.

 ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება:

ჰუმანიტარული სფეროსთვის შესავალი ინგლისურ ფილოლოგიაში


დამახასიათებელი ძირითადი მეთოდების
გამოყენებით წყაროების დამუშავება და
ანალიზი.
ინგლისური ენის პრაქტიკული გამოყენება ინგლისური 1, 2, 3, 4, 5
მთელი რიგი წერილობითი
კორესპონდენციისა და ზეპირმეტყველების
მიზნებისათვის, საუბრის თავისუფლად
წარმართვის უნარ-ჩვევები.
ინგლისურ ენაზე სხვადასხვა ტიპის
ტექსტების წაკითხვის, მოსმენის, გაგების,
თარგმნის, ანალიზის, ინტერპრეტაციისა და
რეპროდუქციის უნარი.
ინგლისური ლიტერატურული ინგლისური ლიტერატურის ისტორია 1
ტექსტისათვის
ლიტერატურათმცოდნეობითი
კომენტარების მომზადებისა და ანალიზის
უნარი;

24
 დასკვნის უნარი:

ინგლისურენოვანი ფილოლოგიის სფეროში არსებული საშუალო სირთულის პრობლემების


იდენტიფიკაციის და თანამედროვე მეთოდების გამოყენებით მათი გადაჭრის გზების
მოძიების უნარი; ანალიზის შედეგად დასკვნის გაკეთების უნარი;

 კომუნიკაციის უნარი

ინფორმაციის კონცეპტუალური სახით ჩამოყალიბებისა და გადაცემის უნარი; სწავლისა და


კვლევის პროცესში საინფორმაციო ტექნოლოგიების, ფილოლოგიურ მეცნიერებებში
არსებული უახლესი ელექტრონული რესურსების გამოყენების უნარი.
ინგლისურ ენაზე პროფესიულ წრეებში ვერბალური და წერითი კომუნიკაციის კულტურა;

 სწავლის უნარი:
სამუშაო დროის სწორად და რაციონალურად დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი. საკუთარ
თავზე მუშაობის და ბაკალავრიატში სწავლის მანძილზე მიღებული ცოდნისა და უნარების
პრაქტიკულ საქმიანობაში დამოუკიდებლად სრულყოფის უნარი;

 ღირებულებები:
კულტურათაშორისი განსხვავებების, კულტურული მრავალფეროვნების აღქმის,
ადეკვატური გაგებისა და პატივისცემის უნარი; ტოლერანტობა, განსხვავებული
კონფესიების, კულტურებისა და აზრის პატივისცემა; დემოკრატიული ფასეულობების
პატივისცემა.
სოციალური და ეთიკური, მორალური პასუხისმგებლობის გამომუშავება; პროფესიული
ეთიკის ნორმების დაცვა; აკადემიური პატიოსნებისა და სტანდარტების დაცვა;
ინტერპერსონალური ურთიერთობების ეთიკა.

სწავლის შედეგების მიღწევის მეთოდები:


პროგრამით დასახული სწავლის შედეგების მისაღწევად ლექციის, სამუშაო ჯგუფის, პრაქტიკული
მეცადინეობის, საშინაო დავალების, შუალედური შეფასების, პრეზენტაციის, რეფერატის, ესეს,
თარგმანის, საკონტროლო წერის, დასკვნითი გამოცდის, საბაკალავრო ნაშრომის და სხვ. ფორმატში
გამოიყენება სხვადასხვა მეთოდი (ვერბალური მეთოდი, წიგნზე მუშაობის მეთოდი, მასალის
დაკონსპექტება, ინდუქცია, დედუქცია, ანალიზი და სინთეზი, ჯგუფური მუშაობა, ევრისტიკული
მეთოდი, როლური და სიტუაციური თამაშები, დისკუსია/დებატები, ახსნა-განმარტებითი მეთოდი,
ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება, წერითი დავალებები და სხვ.). ხშირ შემთხვევაში ადგილი აქვს
მეთოდთა შერწყმას. პროგრამის შემადგენელი კონკრეტული სასწავლო კურსის სწავლების პროცესში

25
გამოყენებული ფორმატი და სწავლების მეთოდები მითითებულია თითოეული სასწავლო კურსის
სილაბუსში.
განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება დროის მართებულ განაწილებას და სწავლების
მეთოდების სწორად შერჩევას სამუშაო ჯგუფებში, პრაქტიკულ მეცადინეობებსა და პრეზენტაციებისას,
რადგან სწორად დაგეგმილი და განხორიციელებული ზეპირი კომუნიკაცია სააუდიტორიო მუშაობას
უფრო ეფექტურს ხდის.

ასევე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ენის სწავლების სტრატეგიის მართებულად შერჩევას,


მისი თითოეული ეტაპის მომზადებას, სწორად დაგეგმვას, მოსალოდნელი შედეგების რეალისტურ
გათვლას და მათ ეტაპობრივ რეალიზებას. ამგვარი სტრატეგიისა და დაგეგმვის აუცილებლობა
განპირობებულია იმ ფაქტორით, რომ აღნიშნული პროგრამა ინგლისური ენით მარკირებული
პროგრამაა, რომლის შემადგენელი უმეტესი თეორიული სალექციო და პრაქტიკული კურსი ინგლისურ
ენაზე იკითხება და ინგლისურენოვან ტექსტზე ორიენტირებულ სწავლებაზეა დაფუძნებული.

სტუდენტის ცოდნის შეფასების სისტემა:


სტუდენტის ცოდნა ფასდება 100 ქულიანი სისტემით; მინიმალურ შეფასებას წარმოადგენს 51 ქულა;
უნივერსიტეტში მოქმედი სასწავლო პროცესის მარეგულირებელი წესის თანახმად შეფასება
ხორციელდება შემდეგნაირად: 91 -100 – ფრიადი, A; 81-90 –ძალიან კარგი, B; 71-80– კარგი,C; 61-70–
დამაკმაყოფილებელი, D; 51-60–საკმარისი, E; 41-50– ვერ ჩააბარა, FX; 0-40 – ჩაიჭრა, F. შეფასების
კრიტერიუმები მოცემულია კონკრეტულ სილაბუსებში. შეფასება ხორციელდება მინიმუმ ოთხი
კომპონენტის მიხედვით.

სასწავლო გეგმა: იხ. დანართი № 1

სილაბუსები: იხ. დანართი № 2

პროგრამის ხელმძღვანელი: პროფესორი მანანა რუსიეშვილი

დამატებითი ინფორმაცია: დამატებითი პროგრამა ინგლისურ ფილოლოგიაში ზრდის


კურსდამთავრებულის დასაქმების შანსებს ძირითად პროგრამასთან კომბინაციაში. რეკომენდებულია
სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის
სტუდენტთათვის.

დამატებით სპეციალობაზე მიღების წინაპირობები: ეროვნულ გამოცდებზე ინგლისურ ენაში 51 ქულა,


საგანში: შესავალი ინგლისურ ფილოლოგიაში - სულ მცირე 51 ქულა.

26

You might also like