Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 27

ქეთი ცერცვაძე, საერთაშორისო ურთიერთობების სკოლა, 23’ <33

სარჩევი:
1) მშვენიერების იდეა ძველ საბერძნეთში.......................................................................................2
 იდეალური ქალი, მორცხვი ქალღმერთების სერია.........................................................5
 იდეალური კაცი.....................................................................................................................8
2) ადამიანი მოგზაურის იდეა..............................................................................................................11
3) ადამიანი დემიურგის იდეა..............................................................................................................12
4) გამარჯვებული ადამიანის იდეა რომაული კულტურის
მიხედვით............................................12
5) ადამიანური ვნებების იდეა ანტიკური კულტურის მიხედვით....................................................12
6) რწმენის იდეა შუა საუკუნეების მიხედვით(ბაროკოდან და რენესანსიდან მიწერია
პარალელები, ამიტომ მაგაზეც
გამოდგება)..................................................................................13
7) ადამიანი რაინდის იდეა შუა საუკუნეების მიხედვით..................................................................13
8) ცოდვის იდეა შუა საუკუნეებსა და რენესანსში..............................................................................14
9) სიკვდილის იდეა შუა საუკუნეებისა და რენესანსის
მიხედვით...................................................14
10) სიშიშვლე მითოსური და ქრისტიანული რენესანსის
მიხედვით................................................14
11) ქალის ფორმა და როლი შუა საუკუნეებსა და რენესანსში/ ქალი პერსონაჟების როლი
რენესანსის მიხედვით......................................................................................................................15
12) სილამაზის იდეა რენესანსში...........................................................................................................15
13) შეკითხვის, „ეჭვის ადამიანი“ რენესანსის
მიხედვით...................................................................18
14) რაციონალურობისა და ემოციურობის იდეა რენესანსის
მიხედვით..........................................19
15) ტანჯვა და ტანჯვის იდეა რენესანსისა და ბაროკოს
მიხედვით..................................................19
16) სიკეთისა და ბოროტების იდეა რენესანსისა და ბაროკოს
მიხედვით........................................22
17) პოლიტიკური ხელოვნება რენესანსსა და
ბაროკოში....................................................................22
18) ეროტიულობა რენესანსსა და
ბაროკოში.......................................................................................23
19) სიკვდილის იდეა ბაროკოში.............................................................................................................23
20) ძალადობის იდეა ბაროკოში............................................................................................................23
21) ბოროტება ბაროკოს მიხედვით.......................................................................................................23
22) განცდების ადამიანი ბაროკოს
მიხედვით......................................................................................23

1
(რამდენიმე სხვადასხვა კონსპექტიდან+ გუგლი, რაღაცები, ბლაბლაბლა მაქვს თავმოყრილი . ცოტა
არეულობაა, ყველაფერი იდეალურად განხილულიც არაა, განსაკუთრებით ბოლოს (უკვე ცუდად

ვიყავი), მარა გამოგადგებათ რამეში 😊 )

წარმატებები! <33

-ქ.ც.

1)მშვენიერების იდეა ძველ საბერძნეთში


ბერძნული ტიპის ქანდაკებაში აქცენტი გაკეთებულია ქანდაკების სხეულის მსგავსებაზე
ადამიანის სხეულთან. პრაქსიტელემ ‘გამოიგონა“ შიშველი ქალი. მანამდე ქალის
შიშველ სხეულს სახელოვნებო მნიშვნელობა არ ჰჰქონდა. პრაქსიტელემ გადაწყვიტა,
რომ შიშველი ქალიც( სასქესო ორგანო რომ ჩანს) შეიძლება იყოს ხელოვნება.

პრაქსიტელეს ვენერა/ „აფროდიტე კნიდოსელი“

2
3
4
იდეალური ქალის სხეული ბერძნულ ქანდაკებაში:
1. მუცელი- მუცელს დიდი მნიშვნელობა აქვს. უნდა იყოს მცირედ დაკუნთული და
„შეტეხილი“. ამბობენ, რომ ეს შეტეხილობა ბუნებრივი არაა, მარა ბერძნებს მიაჩნდათ , რომ
უკეთესია.
2. კისერი- მიაჩნდათ, რომ ლამაზი კისერი გრძელი კკისერია. სწორედ ამიტომ , იმისთათვის
რომ ეს თვალსაჩინო ყოფილიყო, თმა ქალებს ქანდაკებებში აწეული აქვთ.
3. „ბერძნული მკერდი“-ის უნდა ყოფილიყო აუცილებლად პატარა, და „გაქცეული“
გვერდით.
პრაქსიტელემ ქანდაკების შექმნით საფუძველი ჩაუყარა „მორცხვი ქალღმერთის იდეას “. ეს

ნიშნავს, რომ იფარავს ისეთ 😊 ადგილებს. ხელის მოძრაობით ფარავდნენ გენიტალიებს. ეს


მნიშვნელოვანია, რადგან, ერთი სეხედვით, ხელის ეს მოძრაობა გამოხატავს სიმორცხვესს ,
მაგრამ ეს ასე არაა. სინამდვილეში, ეს მოძრაობა ასრულებს მისათითებელი ისრის როლს და
გინდა თუ არა შენდაუნებურად მზერას მიმართავ იმ წერტილისკენ , რომელსაც ხელი ფარავს . ეს
ინტერპრეტირებულია შემდეგ საუკუნეებშიც...“ურბინოს ვენერასა“ და „ვენერას დაბადებაში “
პერსონაჟი ხელის მოძრაობით გენიტალიას იფარავს. თუ კარგად დავაკვირდებით , მარცხენა
ხელის ნეკა თითზე, ზუსტად იმ ადგილზე, სადაც გენიტალია ხელის მდებარეობას ემთხვევა ,
პერსონაჟს თითზე უკეთია წითელი ბეჭედი. ეს ფორმალურად სიმორცხვის გამოხატვაა , თუმცა
პირიქით აძლიერებს ეროტიულობას

5
ურბინოს ვენერა

ვენერას დაბადება, ბოტიჩელი

მორცხვი ქალღმერთების სერია: (ვენერამ დაუდო სათავე ამ ტენდენციას)


1) „აფროდიტე კნიდოსელი“- ბერძნული სილამაზის მაგალითი - ზემოთ აწეული თმით
ხაზგასმულია კისრის სიგრძე, მკერდი გვერდითაა მიმართულიი, ზომაში პატარაა ;მუცლის
ქვედა ნაწილი მცირედ არაბუნებრივად გამოკვეთილი; გენიტალია დაფარულია ხელით ,
რომელიც ამავდროულად „ისრის“ ფუნქციას ასრულებს და პირიქით , ყურადღებას
გამახვილებინებს ქვეცნობიერულად.(აგრეთვე, ითვლება, რომ გენიტალია თუ არ დაუფარე ,
არგამოდის სწორი) ყელზე აქვს სპეციფიკური ნაკვთები, რომელიც რეალისტურს ხდის
ძალიან, იგივე ამბავია ხელის თითებზე, რომელზეც დეტალურადაა გამოკვეთილი ძვლების
ნაწილი.
2) (ეს არ ვიცი რამდენად გამოდგება...)
პრაქსიტელეს „დიანა“(რომაელებთან არტემიდე)- ნადირობის ქალღმერთი . სხეული
მთლიანად დაფარულია, ბერძნული სილამაზისა და მორალური სტანდარტების
გათვალისწინებით. დეტალური ტანსაცმლის სტრუქტურა მეტი რეალიზმისთვის . თმა აწეული ,
ჩვეულებისამებრ, რაც გრძელი კისერის აღქმის საშუალებას იძლევა. გარკვეულწილი
დინამიკა იმჩნევა, იმიტომ რომ მოძრაობაშია გამოქანდაკებული. დინამიკის შეგრძნებას
6
აბუქებს ირემიც, რომელიც ნახტომის პროცესშია წარმოდგენილი. დიანას იგი რქებით
უჭირავს, მარცხენა ხელით ისრის თითქოს ამოღებას აპირებს.

3)ალექსანდროს ანტიოქელის „ვენერა მილოსელი“- მაშინ არსებული სილამაზის


სტანდატები- მკერდი, ყელი, მუცელი, აწეული თმა, დაფარული გენიტალიები- დაცულია.
სერია უნდა იყოს ვენერა და ეროსი (კუპიდონი), ხელებს მისკენ იშვერდა
წესით...იგრძნობა პრაქსიტელეს გავლენა.

7
4)“მომაკვდავი ნიობე“- უცნობი ავტორის ქანდაკება. ნიობე თებელი მრავალშვილიანი დედაა,
რომელმაც ქალღმერთი ლეტო განარისხა, შედეგად დაისაჯა ლეტოს შვილების მიერ
(არტემიდა და აპოლონი). ქანდაკება დინამიკურია, ჩანს, რომ ზურგში ისრით მოხვედრით,
მალე მოკვდება. ხვეული თმა, მაღლა აწეული, ბერძნული სილამაზის სტანდარტების თანახმად.
მკერდი მოშიშვლებული აქვს, თუმცა გენიტალია სანახევროდ დაფარული ნაჭრით
(სავარაუდოდ ტანისამოსია), მუცლის არეში რამდენიმე არაბუნებრივი კუნთი აქვს.

8
9
(გაჭირვების შემთხვევაში მაგალითებად შეიძლება ელენე და პენელოპეც გამოდგეს , ოდისეას
ქალი პერსონაჟებიც, მარა ჩემი აზრი არაა ეს, ამიტო საკუთარ თავზე არ ვიღებ

პასუხისმგებლობას 😊, პროსტა ისეთი უფროსკურსელის კონსპექტში ვნახე, წესით სანდოა <33)

შიშველი, მშვენიერი, ბერძნული სტანდარტების მიხედვით იდეალური ქალის


პარალელები:
 ბერნინის „მძინარე ჰერმაფროდიტე“- სექსუალობის სიმბოლო, არ უჩანს
გენიტალიები და მკერდი. თმა ხვეული და ზემოთ აწეულია. ფეხების სპეციფიკური
განლაგება, მათ შორის ტერფებისაც, მაქსიმალურად აძლიერებს სექსუალობის
ელემენტს. მიმზიდველი და იდეალური სხეულია.
 ურბინოს ვენერა - ტიციანი, ბეჭედი ხელზე, რომელიც გენიტალიაზე აქვს,
სექსუალობა გვაქვს, თმა გაშლილია, თუმცა ხვეული.

იდეალური მამაკაცის სხეული:


1) ტორსი-მამაკაცის სხუელკის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იყო ტორსი. გაყოფილი უნდა
ყოფილიყო მარჯვენა და მარცხენა ნაწილებად. ის იმდენად მნიშვნელოვანი ნაწილია, რომ
მთლიანად თუ არა .¾ ით მაინც უნდა იყოს შემოტრიალებული, რომ მაყურრებელმა
სრულყოფილად დაინახოს.
2) პატარა გენიტალიები-ღმერთს ან დადებით პერსონაჟს აუცილებლად პატარა ზომის
გენიტალია აქვთ.წინააღმდეგ შემთხვევაში, პერსონაჟ უარყოფითია ან ცხოველური წარმოშობა
აქვს.
(სხეულის სილამაზეში არ იგულისხმება, მარა დინამიკურობაც მნიშვნელოვანია ძველ ბერძნულ ქანდაკებაში და
ვახსენოთ)

მაგალითები:
1) ჰერმესი და ჩვილი დიონისე- დაკუნთული სხეული, სიშიშვლე ტანის, რაც მამაკაცებში
მოსულა.ხვეული თმა, აგრეთვე სილამაზის გამომხატველია. დიდი მხარ-ბეჭი.
რეალისტური სახის მიმიკა, სილამაზე! -რაც მნიშვნელოვანია ბერძნული
ხელოვნებისთვის.
დინამიკური ნამუშევარი, ბავშვი ჩამოკიდებული ჰყავს მხარზე. პრაქსიტელეს სტილი
გამოკვეთილად შესამჩნევია - პრაქსიტელე ჰიპერრეალისტია, ცდილობს მარმარილო
ისე დაამუშავოს, რომ მაქსიმალურად რეალისტური იყოს ნაკვთები. იგი ხშირად მუშაობს
ქვაზე ისე, რომ იკვეთებოდეს სხეულის მოცულობა, სინათლე და ჩრდილები
2)მირონის ქანდაკება“ბარდოს მტყორცნელი“- მთავარი ყურადღება მამაკაცის სხეულის
აგებულებაში ექცევა ტორსს. სხეული უნდა იყოს აუცილებლად მოტრიალებული, მთლიანად
წარმოდგენილი, დაკუნთული და შუაზე გაყოფილი არაბუნებრივად ღრმა მკერდის ხაზით,
რომლის ორივე ნაწილიც პირდაპირ უნდა იმეორებდეს ერთმანეთს იმ შემთხვევაშიც კი თუ ეს
იქნება ბუნებრივი კანონების დარღვევა.ამ ქანდაკებაში ავტორი გვატყუებს. სხეულის ის
ნაწილი, რომელიც დატვირთულია ბადროს ტყორცნით, გაცილებით დაჭიმული უნდა იყოს,

10
ვიდრე მისი საპირისპირო მხარე. აქ ორივე მხარე, მკერდისაც და ფეხებისაც, თანაბრად
დაჭიმულია. ეს არის იმის მიზეზი, რომ ბერძენი მოქანდაკეებისთვის ამოსავალი არის
ჰარმონიის და არა რეალისტური პრინციპები.

ჰერმესი და ჩვილი დიონისე

11
ბადროს მტყორცნელი

პოლიკლიტეს დორიფოროსი- ფოტო რეპლიკაა, რომაული პერიოდისაა. აღნაგობაზე


საუბარი შეიძლება. უფრო მებრძოლთა და ათლეტთა ქანდაკებები ეკუთვნის მას.
პოლიკლიტეს დორიფოროსს მახვილი უნდა ჰქონოდა მარცხენა მხარზე, მებრძოლი
უნდა ყოფილიყო. მასალა ბრინჯაო იყო, კლასიკური ბერძნული ანტიკურობის ნიმუშია.

12
(მთლად მშვენიერების კრიიტერიუმებში არ ჯდება, მარა რადგანაც კუნთები, მხრები , ბლაბლაბლა
მოკლედ მაშინდელისტანდარტები იკვეთება, პლუს დინამიკურობის სიმბოლოა , „ლაოკოონი და მისი
ვაჟები“ ვახსენოთ...დინამიკურობის ჩვენებისთვის ტერფები აწეულია , ფეხის წვერს ეყრდნობა
პერსონაჟი. მაშინაც კი თუ ის ზის, თუ ცალი ფეხი ოდნავ წამოწეული აქვს, ეს ნიშნავს რომ ქანდაკება ,
დინამიკურია.)

...დანარჩენად რავი რა ძმებო, დიდად პარალელებს ვერ ვფიქრობ მამაკაცის იდეალურ სხეულზე , მარა
წესით ეს რაღაც სილამაზის სტანდარტები და იდიოტობები არც მოვა .

2)ადამიანი მოგზაურის იდეა


„იდეალური ადამიანის“ იდეა განსხვავდებოდა ყველა დროს. იდეალური არ ნიშნავს
დადებითი თვისებებით „დაჯილდოებულს“, არამედ „ქულს“.ეს არის უბრალოდ ადამიანი,
რომელიც რაღაც გამორჩეულ როლს იკავებს საზოგადოებაში. მაგალითად, შუა
საუკუნეებისთვის ასეთები არიან რაინდები და წმინდანები. ბერძნულში იდეალური
ადამიანის მაგალითად შეგვიძლია, მივიჩნიოთ ოდისევსი. (ადამიანი მოგზაურის იდეა)
„ადამიანი მოგზაურის იდეა“ შედგება ოთხი ეტაპისგან:
1) ცოდვა-ბერძნებს დადებითი ადამიანი არ აინტერესებთ(მაგალითად „მედეა“).
ბერძნულ ლიტერატურას(პირველ ლიტერატურას) აინტერესებს ადამიანები, რომლებიც
შეძლებენ ბედისწერას, სამყაროს წესრიგს, ღმერთებს და ა.შ . აუჯანყდნენ, თუნდაც ცუდი
ადამიანი იყოს. მთავარი პერსონაჟი ვერ გახდება დადებითი ადამიანი. ამიტომ
აუცილებელია, რომ ცოდვა ჩაიდინოს( არა ქრისტიანული წარმოდგენით, რადგან
ქრისტიანულ სამყაროში ცოდვის წინაშე ყველა ტანასწორია, საყოველთაოა...) ბერძნულ
სამყაროში ღმერთების ნება-სურვილზეა დამოკიდებული, ცოდვა ჩაიდინე თუ არა.
2) განაჩენი-ცოდვის ჩადენის შემდეგ იკრიბებიან ღმერთები, რომლებიც მსჯელობენ
და გამოაქვთ განაჩენი „ცოდვილისთვის“. განაჩენი არათანაფარდი და ხშირად
სრულიად „ალოგიკურია“, ძალიან მკაცრი, დებილური რა კაროჩე.
3) განაჩენის აღსრულება, სასჯელი- უმეტეს შემთხვევაში ბერძნული ისტორიები
პირდაპირ სასჯელით იწყება, ანუ მთავარ როლს თამაშობს სიუჟეტური ხაზის
განვითარებისას. უმეტესად პირველი ორი ეტაპი ან საერთოდ არ მოიყოლება და
იგულისხმება, ან ძალიან მოკლედაა მოყოლილი. როგორც ცოდვა, სასჯელიც

13
ინდივიდუალურია. ანუ ყველას ვერ გადახდება ერთი და იგივე ამბავი... + სასჯელის
პერიოდში პერსონაჟს ეძლევა დანაშაულის გამოსწორების შანსი.
4) (ყველა ბერძენი გმირი ვერ გადადის ამ საფეხურამდე, ოდისეევსი, მაგალითად,
გადავიდა) მონანიება- პერსონაჟი აღმოჩნდება სიუჟეტურად განსხვავებულ, მაგრამ
იდეურად მსგავს გარემოში და უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ვინც ღმერთების ნებას არ
ემორჩილება(აიაქსი, მაგალითად), კვდება. თუ ამ ეტაპამდე არ მივიდა პერსონაჟი, ვერ
შეასრულებს „ადამიანი მოგზაურის“ იდეას.

ადამიანი მოგზაურის იდეაში ერთმანეთს უპირისპირდება ადამიანის აზროვნების


მითოსური და რაციონალური მოდელი(აქ ადამიანისა და ღმერთების სამყარო
გამოყოფას იწყებს)
ადამიანი მოგზაურის იდეის მაგალითები: ოდისეა, ოიდიპოსი, ფილმი „გაპობილი
ცა“(პარალელი)
მწერლები: ჰომეროსი, ესქილე, ევრიპიდე, არისტოფანე, სოფოკლე

3)ადამიანი დემიურგის იდეა


შედგება ოთხი ძირითადი მახასიათებლისგან:

 უნდა იყოს არსაიდან მოსული ან მოდის იქიდან, სადაც ვეღარ დაბრუნდება . სხვანაირად რომ
ვთქვათ, მისი წარმოშობის ადგილი უმნიშვნელოა, ანუ შეგვიძლია ვუწოდოთ „არსად “(დებილური

ახსნაა, მარა უჭკუო არ იქნები, მიხვდები 😊 ). ეს იდეა იმდენად სოციალურია, რომ მისი
ისტორიული ანალოგი ყველა ეპოქაშია. (აი მაგალითად ნაპოლეონი: პარიზში იყო და კორსიკა
ითვლება „არსად“-დ.)
 ეს კაცი უნდა ფლობდეს დესტრუქციულ ენერგიას - სადაც ჩადის, აუცილებლად უნდა დაანგრიოს
ეს ადგილი, უპირველეს ყოვლისა, სოციალური თვალსაზრისით. (მაგალითად ნაპოლეონი ჩადის
პარიზში და დაამხობს რესპუბლიკურ საფრანგეთს)
 ხელახლა უნდა ააშენოს დანგრეული ისე, როგორც თვითონ მიაჩნია სწორად - მოვიდა არავინ
„ახალი კაცი“, როგორც რომაელები ეხზახიან, დაანგრია ეს და ააშენა ეს.
 უნდა დაიღუპოს მალე. ზუსტად მაშინ როცა პერსონაჟი ძალაუფლების პიკშია , მოულოდნელად
უნდა მოკვდეს.

მაგალითები და პარალელები: ენეიდა, ფილმი „ნავთობი“, რომანტიზმიდან შეიძლება ვახსენოთ

ზოგადად ადამიანის დესტრუქციული ბუნება, თუ ძაან გაგვიჭირდა 😊 ქარიზმასა და ნგრევასთან


მიმართებით რიჩარდ მესამეც.

14
მწერლები: კალიმაქე, ვირგილიუსი, პლუტარქე

4)გამარჯვებული ადამიანის იდეა რომაულ


კულტურაში
 იმპერიული ხელოვნების გამოვლინებაა
 იმპერატორებს სურდათ, მოეყოლათ თავისი გამარჯვებების შესახებ- საომარი
რეპორტაჟი
 ჰარმონიას ანაცვლებს პრაქტიკულობა, „მოდას აყოლილები“ არ არიან

მაგალითები და პარალელები: ავგუსტუსის ქანდაკება, ტრაიანეს სვეტი, კონსტანტინესა


და ტიტუსის თაღები, პარალელი საფრანგეთის რევოლუციასთან („თავისუფლება“- ეჟენ
დელაკრუა), ნელსონის სვეტი, ენეიდა (ოქტავიანემ შეუკვეთა თავისი გამარჯვების
აღსანიშნავად), ტრიუმფალური თაღი

5) ადამიანური ვნებების იდეა ანტიკური კულტურის მიხედვით


ბერძნული ხელოვნება იწყებს ადამიანის ემოციებისა და განცდების გამოგონებასა და მათ
ხაზგასმას.
მაგალითები და პარალელები: „ბადროს მტყორცნელი“- მიუხედავად იმისა, რომ
არარეალისტურად ჰარმონიული და „იდეალურია“ სხეული, ხელოვნება ხდება რეალობაზე
აღმატებული. (ეს მაგალითი სადღაც კონსპექტში ვნახე); „ლაოკოონი და მისი ვაჟები“- ემოციები
ჩანს კარგად ამ დინამიკურ ქანდაკებაში; პარალელი ფრანცისკო გოიას „დახვრეტა“- ემოციები
და განცდები ჩანს თითქოს; ედვარდ მუნკის „კივილი“; კარავაჯო, ბერნინი, რუბენსი,
ველასკესიც გამოხატავდნენ მძაფრად განცდებს თავიანთ შემოქმედებაში, მაგალითთად ,
კარავაჯოს „წმინდა პეტრეს ჯვარცმა“

6) რწმენის იდეა შუა საუკუნეების მიხედვით


უმთავრესი რელიგიაზე გოთიკური ტაძრებია. მხატვრობაში ტიციანი გამოდგება
ძირითადად. რენესანსთან ან ბაროკოსთან თუ გავავლებთ პარალელს, ბევრი რამე შეიძლება:

 ჯოტი დი ბონდონე, „იუდას კოცნა“-


 ლეონარდო და ვინჩი, „საიდუმლო სერობა“-რენესანსი
 ვერონეზე, „ქორწილი კანაში“- რენესანსი
 ბოტიჩელი, „მოგვთა თაყვანისცემა“- რენესანსი
 ველასკესი, „ჯვარცმა“-
 კარავაჯო, „წმინდა პეტრეს ჯვარცმა“
 რუბენსი, „ქრისტეს ჯვარცმა“
 კარავაჯო, „ღვთისმშობლის სიკვდილი“

15
7) ადამიანი რაინდის იდეა შუა საუკუნეების მიხედვით
XIII-XIV საუკუნეებში მთავარი სალიტერატურო ფორმა არის სარაინდო რომანი. ისაა ორი სახის:
• ის აგებულია მითოლოგიურ სიუჟეტებზე და ეფუძნება ფოლკლორულ, სკნდინავიურ ან
ზოგადად ჩრდილოელ ამბებს.
• ემყარება მეტად რეალურ ამბებს. ჩართულია ისტორიული ან გეოგრაფიული ეპიზოდები.
ამ მხრივ, მნიშვნელოვანია ესპანური პოემა -„სიმღერა ჩემს სიდზე“ და „სიმღერა როლანდზე“
(ფრანგული).

რაინდი- ახალგაზრდა კაცი, რომელიც ზირითადად მაღალი სოც. წარმოშობისაა(თუმცა


მაინცდამაინც დიდ ქონებას არ ფლობს) და გადახდება ბევრი თავგადასავალი. მისთვის
უმთავრესი არაა მორალური „პოსტულატები“, მათი მორალური ვექტორი სრულიად
სხვანაირია( აი, მაგალითად, ისეთები არა, როგორების „ვეფხისტყაოსანში“)
ნებისმიერი სრულმნიშვნელოვანი ქმედება მხოლოდ ქმედების ჩადენის აქტს უნდა
გულისხმობდეს და არა მიზანს... რაიუნდულია ქმედება, რომელსაც რეალური მიზანი არ
აქვს.რაინდის მიზანი არის ის, რომ ეძიოს და გააფართოვოს ადამიანთა შესაძლებლობათა
საზღვრები, დანარჩენი მეორეხარისხოვანია. რაინდების ერთადერთი მიზანია თავიანთი თავი
მიიყვანონ ზღვრამდე და გამოსცადონ. ისინი ეძებენ უმაღლეს სიკეთესა და
მშვენიერებას.რაინდები ერთმანეთს თითქმის არასდროს კლავენ. თუმცა, თავიანთ სიცოცხლეს
არანაირ ფასებულობას არ ანიჭებენ. ამ იდეებს სერვანტესი დასცინებს თავის ნაწარმოებებში
და ამით დამთავრდება შუა საუკუნეები. მისი აზრით მთელი რაინდობა არავისთვის საჭირო
სიკეთის კეთება იყო

ოთხი თვისება, რომელი რაინდს უნდა ჰქონდეს:


• უგუნურება
• გონიერება- „ღვთაებრივი აზრით“
• რწმენა
• სიმამაცე

მაგალითები და პარალელები: „სიმღერა როლანდზე“, „მეფე არტური და მრგვალი მაგიდის


რაინდები“
მხატვრები: ხატმწერები და რელიგიური სიუჟეტების მხატვრები ძირითადად. ლორენცეტი,
დუჩო, ჯოტო (გოთიკა).
მწერლები: ბოკაჩო (რენესანსელია, მაგრამ წერის სტილით უფრო შუასაუკუნეები).

16
8) ცოდვის იდეა შუა საუკუნეებსა და რენესანსში
 რაინდობისა და იდეალიზმის, იდეალური ადამიანობის იდეა კვდება
 ადამიანი არის ცოდვილი, საზიზღარი, მაგრამ ეს ბუნებრივია და ეგრეც უნდა იყოს. არ
უნდა ისწრაფვებოდეს „უკეთესობისკენ“

მაგალითები და პარალელები: „დეკამერონი“, ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებები, „იუდას


კოცნაც“ შეიძლება, „დეკალოგი“,

9) სიკვდილის იდეა შუა საუკუნეებისა და რენესანსის


მიხედვით
(ვერ ვფიქრობ საინტერესო რამეებს, მარა წესით ესენი გამოდგება)

მაგალითები და პარალელები: კარავაჯო- „წმინდა პეტრეს ჯვარცმა“, სციპიონ პულზონეს


„გლოვა“; პარალელებად გამოდგება „მემენტო მორის“ იდეა ბაროკოდან

10) სიშიშვლე მითოსური და ქრისტიანული რენესანსის


მიხედვით
ხშირად იდეალიზებული სხეულის სიმბოლო იყო, ბიბლიური ან მითოლოგიური სცენების გამოსახვისას
გამოიხატებოდა. ბიბლიურ სცენებში შეიძლება ყოფილიყო ხელახლა დაბადების, დაუცველობის ან
სიწმინდის სიმბოლო.

მაგალითები და პარალელები:პარალელად ანტიკური საბერძნეთის ნიმუშები გამოდგება. მაგალითები:


მიქელანჯელოს დავითი, მიქელანჯელოს „ადამის დაბადება“, ბოტიჩელის „ვენერას დაბადება “

11) ქალის ფორმა და როლი შუა საუკუნეებსა და რენესანსში/ ქალი


პერსონაჟების როლი რენესანსის მიხედვით
დიდწილად პირველი თემის გაგრძელებაა, ამიტომ შეილება პარალელების და მაგალითების განმეორება .

აფროდიტე კნიდოსელის სერია - პრაქსიტელე

დიანა - პრაქსიტელე

ვენერა მილოსელი (ვენერა და კუპიდის სერია) - ალექსანდროს ანტიოქელი

მომაკვდავი ნიობე - უცნობი ავტორი

17
ლემნიელი ათენა - ფიდიასი

ურბინოს ვენერა - ტიციანი

ელენე, პენელოპე, ქალობა - ოდისეა.

 რაფაელის „დიანა და კალისტო“- ქალღღმერთი დიანა აღმოაჩენს, რომ მისი მოსამსახურე


კალისტო იუპიტერისგანაა ორსულად. ცხადია, რომელი ფიგურაა დიანა,რადგან გამოყოფილია ,
ნახატის ცენტრშია და გვირგვინითაა შემკული, იგი ხელის მოძრაობით მიუთითებს კალისტოზე ,
რომელსაც სირცხვილის დარად ხელები აქვს აფარებული ტორსოზე და იფარავს მკერდსა და
გენიტალიებს. უკიდურეს მარცხენა ნაწილში ნახატისა, ვხედავთ ქალს , ასევე მოსამსახურეს ,
რომელიც აგლეჯს ტანსაცმელს კალისტოს. საქმე ისაა, რომ აქ დიანა, მოსამსახურეებთან ერთად
საბანაოდ არის მოსული, კალისტო კი ერთადერთია, რომელიც არაკომფორტულად გრძნობს
თავს და ტანსაცმლის გახდას არ აპირებს. ამიტომაც აგლეჯენ მას ტანსაცმელს .

12) სილამაზის იდეა რენესანსში


(აქ რაებიც მიწერია, წინა თემაშიც შეიძლება გამოყენება)

მშვენიერება უმეტესწილად აღნიშნავს სიკეთეს, რომელიც ძირითად შემთხვევაში ბოროტებაზე


იმარჯვებს ან უნდა იმარჯვებდეს. გვხვდება სიმეტრია (რაფაელთან ,მაგალითად ), სექსუალურობის
ნიშანი არაა მოღეღილი მკერდი; სილამაზის ნიშანია დიდი შუბლი

პარალელები: შეიძლება ანტიკური საბერძნეთიდან რაღაცების გამეორება- პრაქსიტელეს „დიანა “,


აფროდიტე კნიდოსელის სერია, „მომაკვდავი ნიობე“, ფიდიასის „ლემნიელი ათენა “, გვიანდელი
პერიოდიდან-ბაროკოდან- ბერნინის „მძინარე ჰერმაფროდიტი“, ასევე ბერნინის „დაფნე და აპოლონი “,

18
მაგალითები: ბოტიჩელის ვენერა- უმანკოებისა და სიმორცხვის სიმბოლო, ტიციანის „ურბინოს ვენერა “,
(ქვემოთ რაებსაც ჩამოვწერ მაგდა ვაშაყმაძის კონსპექტიდანაა, #დავიცვათსაავტოროუფლებები )

 „ახალგაზრდა ქალის პორტრეტი“ - სანდრო ბოტიჩელი

ნახატის ინსპირაციის წყაროა სიმონეტა ვესპუჩი, იმდროინდელი ყველაზე ლამაზი ქალი ფლორენციაში .
ითვლება, რომ მისი სილამაზის მოტრფიალენი იყო თავად ჯულიანო მედიჩი, მედიჩთა კლანის
წარმომადგენელი. ბოტიჩელის ნახატის ფერთა გამა საკმაოდ მშვიდი , თბილი და ნაზია . ქალის
ტანსაცმელი, მის თმაში ჩაწნული სამკაულები თუ ნაჭრები გარკვეულწილად ავტორის
დამოკიდებულებას გამოხატავს ქალისადმი. ცნობილია, რომ სანდრო ბოტიჩელს ამ ქალის
ინსპირაციით არაერთი პორტრეტი აქვს შექმნილი, თანაც, ვესპუჩი 23 წლის ასაკში გარდაიცვალა ,
თავად კი 64 წლის ასაკში. გარდაცვალებამდე მან ითხოვა ქალთან ახლოს დასაფლავება . ბოტიჩელის
სხვა ნამუშევრებისგან განსხვავებით, ნახატის უკანა ფონი რატომღაც შავია , რაც მკაფიო კონტრასტს
ქმნის. მთელი ყურადღება ქალს ეთმობა და ფიგურას დახვეწილად წარმოაჩენს . ნამუშევარი არ არის
დინამიკური, წარმოადგენს რა პორტრეტს, თუმცა ფიგურა გამოსახულია იმგვარი კუთხით , რომ იქმნება
შთაბეჭდილება, თითქოს ქალი მართლაც გვერდით გვიდგას, მომენტში იქნა დანახული და
დაფიქსირებული ისე, როგორც არის.

 რაფაელი - ახალგაზრდა ქალის პორტრეტი - ლა ფორნარინა.


თმაზე აქვს ლურჯი-ყვითელში სამკაული, წელს ზევით შიშველია, საინტერესო დეტალი ის არის,
რომ ტანსაცმელი ძალიან რეალისტურად და დეტალურად არის აღქმადი. იგი გამჭირვალეა და
ქალს მკერდს ქვემოთ უფარავს მუცელსა და წელს. საკმაოდ ინტიმური სურათია იმის
გათვალისწინებით, რომ ქალი საკუთარ მკერდს ეხება მარცხენა ხელით. არის მოსაზრება, რომ
გამოსახული ადამიანი რაფაელის საყვარელი იყო, რომელმაც ცოლობაზე უარი უთხრა.
საინტერესო დეტალია ქალის მხარზე შემოხვეული ლურჯი ფერის სამკლავური, რომელზეც
ავტორის სახელ-გვარს ვკითხულობთ, გარკვეულწილად მისაკუთრების სიმბოლოდ აღვიქვამ

19
მე. იმ შემთხვევაში, თუ თეორია არაა მართებული და ქალი რაფაელის წარმოდგენით
იდეალური ქალის პროტოტიპია, სამკლავურზე დატოვებული წარწერა მხოლოდ ხელმოწერა
გამოდის. <3

13 ) შეკითხვის, „ეჭვის ადამიანი“ რენესანსის მიხედვით


იდეები: ლიტერატურა თავისუფლდება რელიგიისგან (ასე თუ ისე) და იწყებს ანტიკურობისთვის
დამახასიათებელი მითების გამოყენებას. დანტეს ჯოჯოხეთიც უფრო მეტად ჰადესს ჰგავს,
ვიდრე ქრისტიანულ ჯოჯოხეთს. სუბიექტურობის იდეა: დანტე არ ცდილობს კაცობრიობის
წიგნი დაწეროს, მისი ჯოჯოხეთი სრულიად სუბიექტურია (მასში მისი მეზობლებიც კი არიან).
სამყაროს დავიწროვების იდეა - რენესანსისთვის ბრძოლა ის კი არ არის, რაინდები რომ
20
იყვნენ, არამედ ეს შინაგანი, სულიერი ბრძოლაა. სამყარო დავიწროვებულია ადამიანის
გონებამდე (როგორც ეს ჰამლეტში ხდება) და მისი მიზეზები, ფიქრები, განცდები და ეჭვები
უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე მათი ქმედებები. რეალური და ლიტერატურული სივრცეების
გაერთიანება, ამასაც ვხვდებით დანტესთან, როცა პერსონაჟები და ისტორიული პირები ერთ
სივრცეში ხვდებიან. იგივეს აკეთებს დონატელო დავითის ქანდაკებაში, როცა მას
ფლორენციულ ქუდს ახურავს. საპირისპიროდ, იყოფა ღმერთისა და ადამიანის სამყაროები.
თავისთავადი მშვენიერება: ღმერთის შექმნილი მთელი სამყარო მშვენიერია და ხელოვანის
მისიაც მისი აღბეჭდვაა. ადამიანი თავისავადაა მშვენიერი. ის თავისთავად ღირებულებაა და
რენესანსის პერიოდში ყველგან ადამიანურობას აკვეხებენ, ყველაზე ქრისტიანულ სცენებშიც
კი. მშვენიერების სიმბოლო ხდება ერთი ჩამოგდებული კულული. ავტოპორტრეტები ამ
ეპოქაში ჩნდება არა მხოლოდ მხატვრობაში, არამედ ლიტერატურაშიც კი აპერსონაჟებდნენ
საკუთარ თავს (სერვანტესი). მაინც ხშირია რელიგიური თემატიკის ნახატები და ქანდაკებები,
განსაკუთრებით კი ჩვილი ქრისტეს გამოსახვა. რენესანსში იქმნება პერსპექტივა, ამისთვის
ხშირად უკანა ფონზე იყენებენ არქიტექტურულ ნიმუშებს, სვეტებს... ჩნდება ორი ცენტრის
პრინციპიც. ნახატები იგება მათემატიკური სიზუსტით, ადამიანების რაოდენობა, სვეტების
სიგრძეები, ყველაფერი გათვლილია. სამხრეთი და ჩრდილოეთი - სხვადასხვანაირი
რენესანსებია. სამხრეთულში სიმახინჯე არ არსებობს, ყველა ლამაზია, არავის აქვს ფიზიკური
ნაკლი. ჩრდილოეთში პირიქით, ბევრი ხატავს მახინჯ ხალხს. ჩრდილოეთის რენესანსში
ფიზიკური და სულიერი სახე ემთხვევა ერთმანეთს, ანუ ტუ ლამაზია - კეთილია და პირიქით.
სარკის იდეა - ეს იდეა ბაროკოშიც გადავა. რენესანსში იწყებენ სარკეების და გამრუდებული
ზედაპირების გამოსახვას, უმეტესად ეს თვალების საშუალებით ხდება, რომელშიც რაიმე
ირეკლება. ფერების სიმბოლიკა - რენესანსში ფერებს განსაკუთრებული დატვირთვა აქვს
(რადგან შუქ- ჩრდილებს არაბუნებრივად და არც ისე კარგად იყენებენ). ისინი ხშირად
მეორდება ნახატში, რომ შექმნას რარაც დასრულებული კომპოზიცია. ისტორიის გარდაქმნა -
ხშირად ცვლიან ბიბლიურ, მითოლოგიურ და ისტორიულ ამბებს და ხატავენ ისე, როგორც
აწყობთ (ფულის გამო), როგორც ხელოვნებას უფრო მოუხდება და ა.შ.

 ეკლესიის ჩარჩოებისგან თავის დახსნა ხალხში ახალ შეკითხვებს აჩენს


მხატვრები: დონატელო, ლეონარდო, მიქელანჯელო, რაფაელი, მაზაჩო, ტიციანი (ეს ის, ჩვენი
ძმა, არა), დიურერი, ტინტორენტო, ვერონეზე, ბოტიჩელი, ვან ეიკი........
მწერლები: დანტე, შექსპირი, ტასო.
მაგალითები და პარალელები: ჰამლეტი- უჩნდება უამრავი შეკითხვა და ეჭვი, რაც ადამიანთა
ნდობას, წრფელი სიყვარულის, პატიოსნების ცნებების ჭეშმარიტებაში აეჭვებს; „ფართოდ
დახუჭულ თვალებში“ ბილის სახე; ვირგილიუსისეული დაეჭვებული ადამიანის სახე

14) რაციონალურობისა და ემოციურობის იდეა რენესანსის მიხედვით


ჰუმანიზმის პერიოდში იწყება ადამიანის ემოციურ მხარეზე საუბარი. „ვერტელის ვნებანი“-
პირველი ნაწარმოები, სადაც ადამიანის ემოციები ასე ღრმადაა ასახული. ხელოოვნებაში
იწყება მეტი ყურადღების გამახვილება პროპორციებსა და ჰარმონიაზე.

21
მაგალითები და პარალელები:

 „ჰამლეტი“- მისი ემოციურობა


 „ფართოდ დახუჭული თვალები“
 დერიკ ბოუტსის „დაწყევლილთა დაცემა“- ეს ნიმუში საკმაოდ საინტერესოა
უპირველესად იმით, რომ ადამიანები და არაამქვეყნიური არსებები ერთად არიან
წარმოდგენილნი;
 რომანტიზმთან პარალელი- რაციონალურობით იმარჯვებს ადამიანი, ემოციურობა
ხშირად მარცხია.

15) ტანჯვა და ტანჯვის იდეა რენესანსისა და ბაროკოს


მიხედვით
მაგალითები და პარალელები:

 არტემისია ჯენტილესკი, „ივრითი თავს ჭრის ჰოლოფერნეს“- ბაროკო

 კარავაჯო, „დავითი და გოლიათი“- ბაროკო

22
 კარავაჯო, „ისააკის მსხვერპლშეწირვა“

 ელ გრეკო, „ქრისტეს მიაქვს ჯვარი“- რენესანსი


23
 ფრა ანჯელიკო, „ჯვარცმა“- რენესანსი
24
16) სიკეთისა და ბოროტების იდეა რენესანსისა და
ბაროკოს მიხედვით
ბაროკოში უკვე იწყება უარყოფითი ადამიანის „დაწინაურება“, ხელოვანები უარყოფით
ნიშან-თვისებებს ესთეტიურად აქცევენ. რიჩარდ მესამე არის, მააგალითად, უარყოფითი
ადამიანის პროტოტიპი. რენესანსის შემდეგ, ფაქტობრივად, არ არსებობს ბოროტი
პერსონაჟი, რომელიც თვისებებით არ გავს რიჩარდს. ასეთი გმირების მთავარი
თვისებები: 1) დიონისური ენერგია- ადამიანს ბოროტების ჩადენისკენ უბიძგებს 2)
ჰედონიზმი- ლტოლვა ხორციელი სიამოვნებისკენ 3) დაუძლეველი მაგნეტიზმი- ქარიზმა,
რომელიც, მიუხედავად უარყოფითი ნიშან-თვისებების არსებობისა, გარშმომყოფებს
აჯადოებს.

17) პოლიტიკური ხელოვნება რენესანსსა და


ბაროკოში
პარალელები: მარკუს ავრელიუსის ბიუსტი, გამარჯვებული ადამიანის იდეა რომში , „ცხოველების
ფერმა“ - გაშარჟებულია კომუნიზმი, ჟაკ-ლუი დავიდის „ნაპოლეონის იმპერატორად კურთხევა “
მაგალითები: რემბრანტის „ღამის გუშაგი“, ჰანს ჰოლბეინის „ელჩები“,

25
18) ეროტიულობა რენესანსსა და
ბაროკოში
პარალელები: ანტიკური საბერძნეთიდან, თანამედროვე ფოტოგრაფიის ხსენებაც
შეილება
მაგალითები: ტიციანის „ურბინოს ვენერა“, ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“, ლეონარდო
და ვინჩის „ლედა და გედი“(ეს ყველა რენესანსი

მეზარება სხვების დაწერა, მარა წიგნში წესით მარტივად ვიპოვით

19) სიკვდილის იდეა ბაროკოში


„მემენტო მორის“ იდეის, ჩონჩხებიანი, თავის ქალებიანი, ქვიშისსაათის
გამოსახულებიანი ნახატები გამოდგება, მარტივად ვიპოვით, ამიტო აღარ ვწერ, უკვე
დავიღალე, მაპატიეთ

20) ძალადობის იდეა ბაროკოში


მაგალითები და პარალელები: რუბენსის „უდანაშაულოთა ხოცვა“, ტანჯვის იდეებზე რაც
მეწერა, აქაც შეილება გამოდგეს, რომანტიზმიდან ფრანსისკო გოიას „1808 წლის 3
მაისი“/ „დახვრეტა“ (გუგლში ორივე სახელით წერია)

22) განცდების ადამიანი ბაროკოს მიხედვით


(ბოროტებაზე აღარ ვწერ, რენესანსთან ერთად ვახსენე რაღაცები)

იდეები: შუქ-ჩრდილები - ისინი ცდილობენ ადამიანური შეგრძნებები წამოწიონ


წინ. ხატავენ ჩვეულებრივ ადამიანებს, აღარ იწენებენ სიმბოლოებს და რთულ სიუჟეტებს.
ნახატების გარეალურებაში მათ ზუსტად სუქ-ჩრდილები ეხმარებათ, ისინი ფარავენ იმას,
რაც არ უნდათ, რომ ჩანდეს და პირიქით. ამის უკეტესად გასაკეთებლად მათ შემოაქვთ
სინათლის ახალი წყაროები (საყურე, მაგალითად). ისინი ახალი ტექნიკების ცდას
იწყებენ და ამ მიზნით ხშირად ხატავენ სარკეებს, არღვევენ პროპორციებს, ათავსებენ
უცნაურ დეტალებს ნახატებში. გასული ნახატი (:დ) - ნახატი გასულია ჩარჩოებიდან.
პერსონაჟების სხეულები არ ჩანს ბოლომდე. ის ყოველტვის მოქმედებას გამოხატავს.
მშვენიერი სიმახინჯე - რადგან ყველაფერი განცდებზეა დამოკიდებული, ფიზიკურობა
არარ განსაზღვრავს მშვენიერებას. ბიბლიურ, მითოლოგიურ და ისტორიულ სიუჟეტებს
აქ კიდევ უფრო მეტად ცვლიან.

მხატვრები: კარავაჯო, ბერნინი (მოქანდაკე), რუბენსი, ველასკესი, რემბრანტი,


გელდერი, ბრეიგელი.
26
მწერლები: მილტონი, ჰერბერტი.

 ფსიქოლოგიური სიზუსტე, ემოციათა მოზღვავება, ფსიქოლოგიური მრავალფეროვნება


 უკვდავებს ადამიანთა ემოციები არ ეტყობათ
 გამძაფრებული განცდები, დამახასიათებელია სისასტიკე,მაგალითად, „ივდითი და
ჰოლოფერნესის თავი“

ზემოთ რაებიც ვახსენე ემოციებზე, ეგენი გამოდგება+ უშუალოდ ბაროკოდან კარავაჯო და


რუბენსი გამოხატავდნენ ადამიანების განცდებს განსაკუთრებულად.

27

You might also like