რწმენა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

Annunciation Triptych (Merode Altarpiece)

ადრეული ჩრდილოური რენესანსის ნამუშევარი სახელწოდებით Merode


Altarpiece ეკუთნის მხატვარ რობერტ კამპინს. ამ სამპანელიან ნამუშევარში შუა
ნაწილი დათმობილი აქვს წმინდა გაბრიელის მიერ ქალწული მარიამისთვის იმის
გამოცხადებას, რომ ის ღვთის რჩეულია და იქნება უფლის ძის, იესოს მშობელი
დედა.

ნახატი დატვირთულია მრავალი სიმბოლოთი. (ოქროსფერ სხივებს მოყოლილი ფიგურა


ჯვრით, თეთრი ლილიები, წმინდა წყლის ჭურჭელი, თეთრი პირსაწმენდი, პატარა,
ნახევრად დაკეტილი ფანჯრები (ყველაფერი მარიამის სიწმინდის გამომხატველი)). ჩვენი
ყურადღება უნდა გავამახვილოთ სანთელზე, რომელიც იმ წამის ჩამქრალია. აღნიშნულ
სანთელს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე სიმბოლური მნიშვნელობა. ერთ-ერთი მათგანის
მიხედვით შეიძლება ვთქვათ, რომ ის არის წმინდანი გაბრიელის შემოსვლის ალუზია ან
იდეა, რომ სანთელი ჩაქრა ქრისტეს ღვთაებრივი სიკაშკაშით, ანუ მისი სინათლე მეტად აღარ
იყო საჭირო.

მესამე წარმოდგენის მიხედვით, სანთლის ალი ღვთის დიდებულების სიმბოლოა ,


როგორც ვხედავთ, ნახატზე სანთელი ახალი ჩამქრალია. საფიქრალია, რომ ეს ქრისტეს
ღვთიური ბუნების ადამიანური ბუნებით ჩანაცვლებას გამოხატავს . ამ მოსაზრების
მიხედვით ისიც შესაძლოა ვთქვათ, რომ ნახატის მარცხენა კუთხეში არსებული პატარა
მრგვალი ფორმის სარკმლიდან ოქროსფერ სხივს მოყოლილი ახალშობილის ფიგურა ,
ჯვრით ხელში, ჩვილ ქრისტეს გამოსახავს.

Two Women with a Candle ბაროკო - 1616-17

ეს ნახატი შესრულებულია 1616-17 წლებში რუბენსის მიერ.


რუბენსის ეს ნამუშევარი გამოსახავს მარტივ სცენას, სადაც მოხუცი ქალი და
ახალგაზრდა გოგო ან შესაძლოა ბიჭიც, რადგან მისი სქესის 100% სიზუსტით
იდენტიფიცირება ჭირს, ცდილობენ ერთი ანთებული სანთლის საშუალებით მეორე
აანთონ. ეს ერთი შეხედვით მარტივი ნამუშევარი საინტერესო საკვლევ ელემენტებს
შეიცავს. მოხუცი ქალი არც მდიდარი ჩანს და არც ცნობილი. ის ატარებს
მოკრძალებულ ტანსაცმელსა და ქუდს. ორივე სანთელი, რომლებიც მათ ყოველგვარი
სასანთლის გარეშე უკავიათ, თითქმის ჩამწვარია. აღსანიშნავია, რომ მოცემულ
პერიოდში სანთლები ძვირი ღირდა და მათი თითოეული მილიმეტრი ღარიბი
ადამიანებისთვის მეტად ძვირფასი და მნიშვნელოვანი იყო.
როგორც კარავაჯოს ნამუშევრებში, ისე რუბენსთანაც, განათებას აქვს
ფუნდამენტალური მნიშვნელობა. მოცემულ ნამუშევარში სინათლის ერთადერთი
წყარო სანთლის შუქია და რუბენსი მას იყენებს კიაროსკუროს ეფექტისთვის, ანუ
სინათლისა და სიბნელის მკვეთრი კონტრასტისთვის.
სანთლის შუქი ხაზს უსვამს პერსონჟების სახეებს, მათ გამომეტყველებასა და
ნაკვთებს. ნახატის თბილ განათებასა და ფერებს, ასევე მოხუცის კეთილ
გამომეტყველებას, მნახველშიც თბილი გრძნობების გაღვიძება შეუძლია. ასევე
საინტერესოა მოხუცის ხელის მოძრაობაც, რომლითაც სანთელს ზემოდან ფარავს,
თითქოს ხელს ითბობს ან სანთელს ჩაქრობისგან იცავსო. წესით ასეთ დროს
ქალის სახეზე ჩრდილი უნდა ისახებოდეს, რასაც რუბენსი არ ითვალისწინებს,
რადგან ასეთ შემთხვევაში ეგი ვეღარ მოახერხებდა მოხუცის სათნო სახის
ხაზგასმას.

Old Woman and a Boy by Candlelight, By Matthias Stom – 1620s

მსგავსად წინა ნახატისა (რუბენსის ნახათან პარალელის გავლებაა) ჰოლანდიელი


მხატვრის მატიას სთომერის ამ ნამუშევარშიც გამოსახულნი არიან მოხუცი ქალი
სანთლით ხელში და ახალგაზრდა ბიჭი. ამ შემთხვევაშიც სანთელი ემსახურება
პერსონაჟების გარეგნობისა და ემოციების ხაზგასმას, შეგრძნებების გამძაფრებას.

Joseph the Carpenter (durgali iosebi?)

ნახატი სახელწოდებით „დურგალი იოსები“ ეკუთვნის ფრანგ ბაროკოს


ეპოქის მხატვარ ჯორჯეს დე ლა ტოურს, რომელიც ცნობილია კიაროსკუროს
სტილში შესრულებული, სანთლის შუქით განათებული, რელიგიური სცენების
ხატვით.
ნახატზე გამოსახულნი არიან ყმაწვილი იესო და წმინდა იოსები, ისეოს მიწიერი
მამა. იოსების მუშაობის პროცესი თითქოს ჯვარს გამოსახავს და იესოს ჯვარცმის
წინასწარმეტყველებაა. თავად იესო, თუნდაც ხელის მოძრაობის გამო, წმინდანს
მოგვაგონებს და სანთელი, რომელიც მას ხელში უჭირავს და მთელ სახეს უნათებს,
დანახულია სიმბოლოდ, რომელიც მიგვითითებს ქრისტეზე, როგორც სამყაროს
მთავარ სინათლეზე. ამ მოსაზრებას ისიც ამყარებს, რომ ნახატში სინათლის წყარო
ქრისტეს სახე უფროა, ვიდრე სანთლის ალი.

Astronomer by Candlelight ბაროკო - late 1650s - dou


ჯერიტ დოუს ნახატში „ასტრონომი სანთლის შუქზე“ გამოსახულია ასტრონომი,
რომელიც მუშაობს ღამე. სანთელი, რომელიც მას ხელში უჭირავს სინათლის
ერთადერთი წყაროა. იგი ანათებს წიგნს, გლობუსს, ქვიშის საათსა და მინის
ჭურჭელს, ასევე ასტრონავტის სახეს. მხატვარმა სანთლის საშუალებით
სინათლესა და სიბნელეს შორის მკვეთრი კონტრასტის დაჭერა ამ ნამუშევარშიც
იდეალურად შეძლო.

Boy with a Candle and Girl with a Mousetrap

ნახატის „ბიჭი სანთლით და გოგო თაგვსაჭერით“ წარმომავლობა უცნობია,


თუმცა ვიცით რომ ის შესრულებული უნდა იყოს 1686 წლამდე. ამ ნახატზე
პირველივე შეხედვისას ყურადღებას იქცევენ სანთელი და სათაგური. სათაგური
ალეგორიულად ნიშნავს სექსუალური სურვილების გამო თავისუფლების
დაკარგვას, ხოლო სანთელი, რომელიც ბიჭს უჭირავს აძლიერებს სათაგურის
გამოსახვით მიღებულ მესიჯს. როგორც სანთელი, კაცის სექსუალერი აღგზნება,
მისი ანთება მარტივია, თუმცა ის ასევე მარტივადაც ნელდება, ქრება და ამ დროს
კაცი ხაფანგში ებმება, თავისუფლებას კარგავს, ემსგავსება სათაგურში
მომწყვდეულს თაგვს.

Old Woman Chopping Onions

ჯერიტ დოუს ნახატში მოხუცი ქალი ჭრის ხახვს, სანთელს აქვს ორნაირი
დატვირთვა. ამ პერიოდში ანთებული სანთელი იყო დროის გარდამავლობის
სიმბოლო. თუ გავითვალისწინებს ნახატზე გამოსახული ქალის ხნიერებას,
სანთლის მნიშვნელობა გვიჩვენებს ადამიანური ყოფის მოკლე ხანგრძლივობას,
სიბერის სიახლოვეს. სანთლის მეორე დატვირთვაში დოუსთან, ისევე როგორც
სხვა ჰოლანდიელ მხატვრებთან, იგრძნობა კარავაჯოს გავლენა. სანთლის შუქის
ეფექტით ადვილი შესაქმნელია ნათელისა და ბმელის კონტრასტი. დოუ
შესანიშნავად ახერხებს ამონათებული და ჩაბნელებული ადგილების მეშვეობით
მისტიურობის შემოტანას

ნატურმორტი სანთლით (ივან ხრუსკი 1830)


Vs პიტერ ქლაესი ნატურმორტი

ანთებული სანთელი ხანმოკლე ცხოვრების, სიკვდილის რეპრეზენტაციაა. თავად


სანთელი მიჩნეულია ცხოვრების სიმბოლოდ,
ხოლო მისი წვა ამქვეყნიურ, წარმავალ სიამოვნების
პროცესად. ადამიანი ცხოვრებას ამ სიამოვნებაში
ისე გალევს, რომ ვერც იაზრებს როგორ ხარჯავს
მნიშვნელოვან მომენტებს, რომლებიც უკან
არასდროს დაბრუნდებიან. 1830-იან წლებში ივან
ხრუსკის მიერ შესრულებულ ნამუშევარში
„ნატურმორტი სანთლით“ ანთებული სანთელი
მიგვანიშნებს ცხოვრების ტკბობაში, სიამოვნებაში
გაფლანგვის სისულელეზე.
პიტერ ქლაესის ნატურმორტშიც თითქმის იმავე მნიშვლებობითაა გამოყენებული
სანთელი, მაგრამ ამ შემთხვევაში ის უფრო მეტადაა ჩამწვარი, რაც სიკვდილის
სიახლოვის შეგრძნებას კიდევ უფრო ამძაფრებს. ამის დასტური თავისქალაცაა.

https://medium.com/thinksheet/five-symbols-
of-death-acccc1c42bdc

The Lady of Shalott 1888

ჯონ ვილიამ ვათერჰაუსის 1888 წელს შესრულებული ნამუშევარი The Lady of Shalott-

ში სანთელი გამოყენებულია სიკვდილის, განწირულობის ძლიერ სიმბოლოდ.

ნახატზე შემოდგომის ერთი დღეა გამოსახული. მსუბუქი ქარი საკმარიისია

იმისთვის, რომ ქალის მხრებიდან თმა ასწიოს, მაგრამ არა იმისთვის, რომ

სანთლის ალი ჩააქროს. სამი სანთელი, რომლების ნავის კიდეზე დგას,

მნიშვნელოვანნი არიან. ისინი გარს ერტყმიან ქრისტეს ჯვარცმულ ფიგურას. ორი

სანთელი უკვე ჩამქრალია, მაგრამ ერთს კვლავ შერჩა ნათების ძალა. ნებისმიერ

მომენტში შეიძლება ისისც ჩაქრეს და მბჟუტავი ოქროსფერი სინათლის ადგილი

მისმა ბოლმა დაიკავოს.უცაბედი სიკვდილის სიმბოლო, გრძელი სანთლის ალი


მიგვანიშნებს, რომ ქალის სიცოცხლე სულ მალე ,ისევე მოულოდნელად

დასრულდება, როგორც ამ სანთლის ალი ჩაქრება.

Jack Clayton “The Innocents” (1961)

ფილმი, რომელზეც ვისაუბრებ არის „უდანაშაულონი“. გადაღებულია 1961 წელს.


მისი რეჟისორია ჯეკ კლეიტონი.

მოცემულ სცენაში ვხედავთ მკვდარ ჩიტს,


მოტეხილი კისრით და რამდენიმე წამში კადრი იცვლება მის გიდენსისა და
მაილსის კოცნით. ამ კონკრეტულ სიტუაციაში სანთელი სიწმინდის სიმბოლოა. ის
კადრში ჩანს მკვდარ ჩიტთან ერთად, რომელიც სანთლის მსგავსად თეთრია.
ვფიქრობ ამ ყველაფრის ჩანაფიქრი იყო ის, რომ ეჩვენებინა რამდენად
ამორალური იყო სცენა, რომელიც სანთლისა და ჩიტის კადრის შემდეგ ჩნდება.
მაიკს არ აქვს ბავშური სიწმინდე. თეთრი ფერის სანთელი ასევე არის ანგელოზის,
ქალღმერთის სიმბოლოც და შეგვიძლია ისიც ვთქვათ რომ მაიკი მის გიდენში
ხედავს ქალღმერთს და სწორედ ამიტომ აქვს მისდამი ლტოლვა.

https://www.youtube.com/watch?v=YhqQEnASvJ0

The Others 2001


https://www.adjaranet.cc/movies/675/The-Others?lang=GEO&quality=SD
(24:06)

2001 წელს გადაღებულ ფილმში „სხვები“, რომლის რეჟისორია ალეხანდრო


ამენაბარი, სხშირად შევხვდებით სანთელს. ერთი შეხედვით შეიძლება ვინმემ
ჩათვალოს, სანთელი მხოლოდ იმიტომ გვხვდება, რომ მთავარ გმირებს, გრეისის
შვილებს ენს და ნიკოლასს დღის შუქზე განსაკუთრებული მგრძნობელობა აქვთ,
თუმცა სხვადასხვა სცენაში სანთელს სხვადასხვა მნიშვნელობა აქვს. მაგალითად,
სცენაში, რომელშიც ენი და ნიკოლასი სადილობენ, მაგიდის ცენტრში დადგმულია
სანთელი, რომელიც ქმნის ფიზიკურ გამყოფ წერტილს და-ძმას შორის. გარდა ამისა,
სანთელი მათ შორის ემოციური დისტანციის რეპრეზენტაციაცაა. მათ არ ესმით
ერთმანეთის ემოციები, იგრძნობა დიდი დაძაბულობა.
იგივე სცენა მეორდება მაშინაც, როცა სასადილო მაგიდაზე მეორედ ჩნდება შუაში
დადგმული ანთებული სანთელი. ამ ჯერად, გარდა ბავშვებისა, მოქმედებაში მათი
დედა, გრეისიც ერთვება. წინა სიტუაციის მსგავსად, ეს სცენაც კამათით მთავრდება
და ადვილი გასაგებია, რომ პერსონაჟებს შორის არ არსებობს ემოციური კავშირი,
ურთიერთგაგება.
(ლინკი იგიივე; 1:00:15)

ფილმში სანთლის გამოჩენა ყოველთვის რაღაც ცუდის მომასწავებელია. სცენაში,


რომელსაც ახლა ვიხილავთ, სანთლის გამოჩენა წინასწარ ამბობს, რომ ცოტა ხანში
სიკვდილი და ბოროტი ძალები ისევ შეგვახსენებენ თავს. სცენაში ენი სანთლის
გვერდით ზის, თამაშობს და იგი გრეისს რაღაც მომენტში სახლში ჩასახლებულ
ბოროტ სულად მოეჩვენება, რის გამოც მას მივარდება და ფიზიკურ წინააღმდეგობას
გაუწევს, თუმცა რამდენიმე წამში ისევ საკუთარ შვილს ამოიცნობს და შიშისა და
გაურკვეველი სიტუაციისაგან ხმის ამოღებასაც ვეღარ შეძლებს.
(შემდეგ სცენა 1:05:15)

1:31:26
ბოლო სცენა, რომელშიც სანთელი ისევ მაგიდის ცენტრში დადგმული ჩნდება,
მთლიანი ფილმის შინაარსის ალეგორიაა. სანთელი არის სიმბოლო სიცოცხლისა და
სიკვდილისა, რადგან, როგორც ფილმის ბოლოს ირკვევა, ოჯახი, რომელიც
ითვლებოდა, რომ მკვდარი იყო სინამდვილეში ცოცხალია, ხოლო გრეისი და მისი
შილები გარდაცვლილნი არიან.

(1:32:43)
ასევ, ამავე სცენაში აღსანიშნავია, როგორ ებღაუჭება ახალგაზრდა კაცი
სანთელს, როდესაც გრეისი მის მაგიდის რყევას იწყებს. თითქოს ის რაღაც
მაშველს ეჭიდება, რაღაცას, რაც გადაარჩენს, ანუ სიცოცხლის სიმბოლოს, რადგან
ფილმში სწორედ ისაა ცოცხალი და არა გრეისი და მისი ოჯახი.

თანამედროვე ეპოქის მხატვრის, ჯინ მონტის


ნამუშევრებში ხშირად შევხვდებით სანთელს.
მის ნახატებში იგრძნობა ის გავლენა,
რომელიც სანთელს ბაროკოს პერიოდში
ჰქონდა. მოცემულ ნახატზე გამოსახულია
გოგონა სანთლით. როგორც ვიცით, თეთრი
სანთელი სიწმინდისა და უცოდველობის
სიმბოლოა. თავად გოგონაც თეთრი
ტანსაცმლითაა შემოსილი. ეს ყველაფერი
მის უცოდველობაზე მიგვითითებს. სულიერ
და ფიზიკურ მშვენიერება ადვილი
შესამჩნევია ნახატზე ერთი შეხედვითაც კი.
სანთლის შუქი იდეალურად ანათებს
გოგონას უნაკლო კანს, წმინდა ცისფერ
თვალებს და ქერა თმას. ასევე აღსანიშნავია
ისიც, რომ სანთელი საკმაოდ გრძელია და
როგორც ვიცით სანთელი სიცოცხლის
სიმბოლოცაა. ამ გოგონას ელის გრძელი, ლამაზი ცხოვრება.

You might also like