Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 102

2 მკითხველთა ლიგა

მკითხველთა ლიგა

საფო მგელაძე

ლიანა ლორდია

1928 წელი

1
მკითხველთა ლიგა

ეს ერთი კვირაა რაც თოვს და თოვს გამუდმებით. ხეები


შეისუდრა მიწა დაიწვირთა და პაწია თეთრი ნაგლეჯები თამაში-
თა და ხტუნვით შეუჩერებლად ისევ განაგრძობენ ცეკვას.
ზეცა თოვლის ნაფლეთებად იმსხვრევა და ეს ნამსხვრევები
საოცნებო ზვინებათ გუნდავდება აქა-იქ.
მთელი სამყარო თეთრ სამეფოდ გადაიქცა და თოვლის
თეთრი ფერიები, თეთრი ზღაპრებით, თეთრად აძინებენ გარე-
მოს.
ჩვენი სოფლის გზა სრულიად გაუდაბურდა. მასზე იშვიათად
თუ დაინახავ მიმავალ ვინმეს. მოწყენილობა ვიგრძენ, ფანჯარას
მივადექი და დავინახე ჩემი ქმარი, რომელსაც ფეხზე თხილამუ-
რები გაეკეთებინა და თოფით მხარზე მეძებრებს უსტვენდა.
– საით? შევეკითხე მას დახურულ ფანჯრიდან.
– გამარჯვება მისურვე, ლიანა, მომიგო მან, სანადირო ჩანთა
მხარზე გადაიდო და ნელი ნაბიჯით აჰყვა ოდნავ აკვალულ ბი-
ლიკს, ზეით აზიდულ ტყისაკენ რომ მიდიოდა.
არ დამიჯდა ასეთ დარში მისი ასეთი ახირება, მაგრამ საწინა-
აღმდეგოდ მაინც არაფერი ვსთქვი, ვინაიდან წინდაწინ ვიცოდი,
თუ როგორ პასუხსაც მივიღებდი მისგან.
თვრამეტი წლის ვიყავი, როცა არჩილმა, უმაღლესი აგრო-
ნომიული ცოდნით აღჭურვილმა და საკმაოდ ხანში შესულმა კაც-
მა, ჯვარი დაიწერა ჩემზე. მას შემდეგ, თუმცა რამოდენიმე წელი
გავიდა, მაგრამ ის მაინც ისე მიცქერდა, როგორც უმფროსი უმ-
ცროსს, როგორც დიდი პატარას. ვერ ვიტყვი, რომ მასიამოვნებ-
და ასეთი მოქცევა, მაგრამ ამ გრძნობას აქარწყლებდა მისი თავ-
დადებული სიყვარული, რომელსაც მე ყოველ წამში ვგრძნობდი.
ამ უდაბურ ადგილს მან შეიძინა დიდი მამული და ისე გააშენა ის,
რომლის მსგავსს საქართველოში იშვიათად თუ შეხვდებოდით.
2
მკითხველთა ლიგა

მართალია მე მოწყვეტილი ვიყავ ქალაქს, კულტურულ საზოგა-


დოებას, გასართობებს, მაგრამ არც ისე მწვავედ ვგრძნობდი ამ
დანაკლისს. მარტოობაში აღზრდილს, მარტოობა მიყვარდა და
სოფლის მყუდროება კი ხელს უწყობდა ჩემს მუშაობასა და უფ-
რო აცხოველებდა ჩემს ფანტაზიას.
სამხატვრო სკოლაში ნიჭიერ მოწაფედ ვითვლებოდი და მარ-
თალია ჩქარა მოვსწყდი საყვარელ საქმეს, მაგრამ ხატვას თავი
მაინც არ დავანებე და ჩემი სურათებიც ხშირად თავსდებოდა სხვა
და სხვა ქართულ ჟურნალებში. მე მიყვარდა ჩემი საქმე და ეს
საქმე მავიწყებდა იმ სულიერ ობლობის გრძნობას, რომელიც
ხშირად ჩემს უნებურად შემიპყრობდა ხოლმე.
აი, ეხლაც ჩემი არსების სიღრმეში ნისლივით ასცურდა სევ-
დათა სახეები და მეც ჩვეულებრივად მივაშურე სამუშაო კუთხეს.
ის იყო მოვაბრუნე მოლბერტი, რომ კარები გაიღო და ოთახში
შემოხველი შენ, შენ ვიღაც უცხო, მაღალი, შავგვრემანი ყმაწვი-
ლი. ბუხრის ქუდი და გრძელი ბეწვიანი ნაბადი სულ თოვლით
იყო შეფრქვეული.
– მაპატიეთ, ასეთი სახით, რომ ვიჭრები თქვენს მარტოობაში
და გირღვევთ მყუდროებას. გეფიცებით, ეს ჩემი ბრალი არ არის.
მახლობელ სოფლიდან მოვდივარ, თოვლში ცხენი დამიდგა და
აქამდის ძლივს მოვაღწიე. ამ სიტყვებით ნაბადი მოიხადე და ჩემ-
სკენ რამოდენიმე ნაბიჯი წარმოსდგი.
– მობრძანდით, წარმოვსთქვი სრულიად დამშვიდებული სა-
ხით და სკამი ანთებულ ბუხართან მივდგი.
– ნება მიბოძეთ, ქ-ნო ლიანა, წარმოგიდგინოთ ჩემი თავი.
თქვენს წინ სდგას თამაზ ზურაბიძე, რომელიც უმორჩილესად
გთხოვთ, კადნიერებათ არ ჩაუთვალოთ ასეთი მოულოდნელი
სტუმრობა.
– საიდან იცით თქვენ ჩემი სახელი? ვიკითხე გაკვირვებით.

3
მკითხველთა ლიგა

– მე ვიცნობ თქვენს სურათებს და თქვენც რამოდენიმეჯერ მი-


ნახიხართ ქალაქში.
– მეც წამიკითხავს თქვენი წერილები, თქვენ მგონი პუბლი-
ცისტობთ, არა?
– ხან, მოწყენილობის დროს. შეიძლება დავათვალიერო
თქვენი სურათების ალბომი? შემეკითხე შენ და როცა ჩემი დას-
ტური მიიღე, ალბომი ხელში აიღე და იქავე სკამზე ჩამოჯექი. სი-
ჩუმეს ცეცხლის საამური გუგუნი და ალბომის ფურცვლა არღვევ-
და. ხმა ამოუღებლივ, დაკვირვებით დაჰყურებდი სურათებს და
მეც საკმაო დრო მქონდა დამეთვალიერებინე შენ. ზევით აწეული
შავი თმები არ ფარავდა საკმაოდ ფართე შუბლს და სახის გრა-
ციოზული ნაკვთები ვერ არბილებდა ტუჩების ვნებიან მოხაზუ-
ლობას და იმ ცეცხლს, რომელიც გამოკრთოდა შენი თვალები-
დან.
– ძალიან მომწონს თქვენი “სოფლის ბავშვები”, “სამშობლო-
სათვის თავდადებულნი”, “ცრემლები”. აქ არის განცდა, არის სი-
ლამაზე, არის მხატვრული ნიჭი.
– გმადლობთ შექებისათვის.
– არა, აქ შექებას ადგილი არ ჰქონია. მე ხელოვნებაზე მიუდ-
გომელად ვიცი ლაპარაკი და ამიტომ შენიშვნას უკეთებ თქვენ
“პირველ სიყვარულს”, ის სუსტია.
– რაში გამოიხატება მისი სისუსტე?
– აბა დაუკვირდით თქვენ მიერ შექმნილ ქალს. თეთრ კაბაში
კოხტად გახვეული, მოშორებით დამდგარა და ამაყად თავ აღე-
ბული გულგრილად შეყურებს ახალგაზრდა კაცს. ვაჟიც თითქო
გრძნობს ამას და ვერ ბედავს მიუახლოვდეს საყვარელ ქალს.
– იქ, სადაც თქვენ გულგრილობას ხედავთ, არის ქალური
კდემამოსილება და თავდაჭერილობა, გიპასუხე დამცინავი ღიმი-
ლით და სახეში ამაყად ჩაგხედე.

4
მკითხველთა ლიგა

– თქვენსა და ამ სურათს შორის დიდი მსგავსებაა, თქვენი


თვალებიც ისე ცივად და ამაყად გამოიყურებიან, და მთელი
თქვენი არსება ისეთი შორეული და მიუკარებელია, როგორც ამ
სურათში. მაგრამ თქვენ ხომ არ გიკვირთ, რომ მე თითქმის უც-
ნობი, ამდენს გიბედავთ?
– არა, მე მომწონს თქვენი სითამამე, განაგრძეთ.
– შეიძლება ერთი შეკითხვა?
– ბრძანეთ.
– თქვენ ჯერ ვინმე გყვარებიათ?
– იმ აზრით, რა აზრითაც თქვენ ამბობთ, არავინ. მე მყავს
ქმარი, რომელიც ჩემი დიდი მეგობარია, მაგრამ...
– ცოლქმართ შორის მეგობრობა მხოლოდ მაშინ არის საქე-
ბი, თუ ეს მეგობრობა სიყვარულიდან გამომდინარეობს.
– მე მიყვარს ის.
– მჯერა, მაგრამ ასეთი სიყვარული იმდენად მკრთალი და
ჩვეულებრივია, რომ ის ვერასოდეს ვერ გამოიწვევს აღმაფრე-
ნას. ჩემის აზრით, თუ თვით ხელოვანს რაიმე გრძნობა ღრმად
არ უგრძვნია და ძლიერად არ განუცდია, ისე მას კარგათ ვერა-
სოდეს ვერ ასახავს და ბუნებრივობის ნაცვლად კარიკატურა გა-
მოვა. თქვენ უნდა შეიყვაროთ, თუ გინდათ, რომ უფრო ძლიერი
და უფრო ნიჭიერი გახდეთ.
– სამწუხაროდ თქვენი რჩევა ჩემთვის მიუღებელია.
– რატომ?
– მიტომ, რომ ჩემი მზე-ჭაბუკი, ჩემი ოცნების გმირი ჯერ არ
შობილა. ასეთ ტიპებს ცხოვრება და სინამდვილე არ იძლევა.
თქვენ მართალი ხართ, ხელოვანი უნდა იცნობდეს ყოველგვარ
განცდას და მეტადრე კი სიყვარულის გრძნობას. მჯერა, რომ
დანტეს ბეატრიჩემ დააწერინა თავის “ხვთაებრივი კომედია ”და
შოთას – თამარმა თავის “ვეფხის ტყაოსანი“. ჯერ კიდევ მეთორ-
მეტე საუკუნეში შოთამ სთქვა; “სიყვარული აგვამაღლებს”-ო. დი-
5
მკითხველთა ლიგა

აღ, სიყვარული აამაღლებს ყველა ფაქიზი გრძნობისა და ნაზი


სულის პატრონ ადამიანს. არ უარვყოფ და ვამბობ, რომ ლამაზია
ეს განცდა, მაგრამ საქმე იმაშია, თუ ვინ როგორ შეხედავს ამ
გრძნობას და როგორ გამოიყენებს. მას. თუ სიყვარულში მხეცი
მოერია ადამიანს, მაშინ იქ არც სილამაზე შეიძლება იყოს და
არც შემოქმედება.
– რას მოითხოვთ თქვენი ოცნების გმირისაგან?
– გულწრფელ სიყვარულს, რაინდულ თავდადებას, თანაგ-
რძნობას და მეგობრობას, მაგრამ სამაგიეროთ ის არ უნდა
თხოულობდეს ჩემგან ფიზიკურ სიახლოვეს. ჭეშმარიტს სიყვა-
რულს ვნებიანობა არ ახასიათებს და სიყვარულის ნაზი ფერიაც
სტოვებს იმ ადამიანს, რომელიც მახინჯი ვნებიანობით შეურაც-
ხყოფს მის სიწმინდეს.
– ასეთი შეყვარება შეიძლება ქალის, მაგრამ ქალის... ხელო-
ვანის. უეჭველად იშვიათი იქნება ამგვარი მოვლენა, მაგრამ არი-
ან იშვიათი სანახაობის მოყვარული ადამიანებიც.
– თქვენში ირონიას არ იწვევს ასეთი მოთხოვნილება?
– პირიქით. მე მომწონს ის.
– თქვენ, თქვენ?!
– ჰო, მე. რა იყო რომ გაიკვირვეთ?
– მაშ მომეცით ხელი, მე ვეძებდი ასეთ ადამიანს, ველოდი
მას, მე თქვენ... შეგიყვარებთ.
– აჰ, წამოიძახე შენ და სკამიდან წამოიჭერ.
– დაიცათ, ყმაწვილო, თქვენ დაგავიწყდათ, თუ როგორ სიყ-
ვარულზე ვლაპარაკობდით ჩვენ?
– არა, მაგრამ ჩემთვის ესეც დიდი ბედნიერებაა, თქვენ წმინ-
და ანგელოზივით შეგიღიათ ცხოვრების კარები და გულუბრყვი-
ლო ბავშვივით ეძიებთ სიწმინდეს, ეძიებთ სილამაზეს და მშვე-
ნიერებას. ამ სიტყვებით ჩემი ხელი გულზე მიიკარ, და შენს შავ,
ელვარე თვალებში ამკრთალი ვნება ცეცხლის ნაპერწკლებად
6
მკითხველთა ლიგა

დაიმსხვრა და ამ ნაპერწკლებმა დასწვა ჩემი თვალები, სახე,


მთელი ჩემი არსება.
– მე არ მომწონს თქვენი თვალები, თამაზ, წარმოვსთქვი წყე-
ნით და ხელი საჩქაროდ გამოგტაცე.
– რატომ, ძვირფასო?
– მიტომ, რომ სილამაზის ქურუმად მეჩვენეთ და მახინჯ სა-
ხეობაში კი გადაიჩეხეთ. თქვენ ვერ შესძლებთ ჩემს მეგობრობას.
– მე, მხოლოდ მე შემიძლია შემოვადნო შენს არსებას ის ყი-
ნული, რომელიც დახვევია მას და რომელიც თავისუფალ გაქანე-
ბის საშუალებას უსპობს. მე უნდა დავანთო მაგ თვალებში ისეთი-
ვე კოცონი, როგორიც ანთია ახლა ჩემში, მაგრამ ეს არ უნდა გა-
შინებდეთ, ლიანა. მე იმდენად შორს დაგიდგებით, იმდენად
შორს, რამდენადაც კი შესაძლებელი იქნება ეს და არასოდეს არ
შეურაცხგყოფთ უხეში შეხებით. გჯერა თქვენ ჩემი, ლიანა?
– მე მინდა, რომ მჯეროდეს თქვენი, თამაზ!
– ახლა კი ნახვამდის, ძვირფასო, ჩვენ ისევ შევხვდებით ერ-
თმანეთს, წარმოსთქვი ეს, გამომემშვიდობე და მეც კარებამდე
მიგყევი. კარებში ისევ შემობრუნდი ჩემსკენ. თვალებით რაღაცა
სთქვი, უცნაურად გაიღიმე, შებრუნდი და... წახველი. მე კი დავ-
ბრუნდი ისევ ჩემს ოთახში. ბუხრის წინ დავჯექი და ცქერა დავუწ-
ყე ხმელ შეშაზე მოდებულ ალს. ასეთივე ცეცხლი სწვავდა ახლა
მთელ ჩემს არსებას, მაგრამ ამ წვიმაში მე ვგრძნობდი სიცოც-
ხლეს, ვგრძნობდი სილამაზეს და მშვენიერებას.

7
მკითხველთა ლიგა

II

გავიდა ერთი წელი დღიდან ჩვენი გაცნობისა. შემთხვევით იმ


ქალაქში მომიხდა ცხოვრება, სადაც შენ მსახურობდი და შენც
თითქმის ყოველდღიურად შემოდიოდი ჩემთან. შემოგქონდა
წიგნები, გაზეთები, ახალი ჟურნალები და ჩვენც თითქოს მოთ-
ხოვნილებად გადაგვექცა ერთად ყოფნა, ერთად ლაპარაკი,
მსჯელობა და ხან... ჩხუბიც კი. შენ თავისუფლად აზროვნება გიყ-
ვარდა, მე ამას არ გიწონებდი და ხან ისე გამწვავდებოდა ჩვენი
კამათი, რომ დავიღლებოდით ორივენი, დავიღლებოდით და,
აქეთ იქით ბავშვებივით გავიბუტებოდით. მერიდებოდი, თავი ჯენ-
ტლმენურად გეჭირა, მაგრამ ხან შენში ისე ძლიერად იფეთქებდა
სიყვარულის გრძნობა და ეს გრძნობა ისეთ სიტყვებს წამოგას-
როლინებდა, რომელიც მე ცეცხლის ტალღებში მახვევდა და და-
ჭერილ ჩიტივით მათრთოლებდა. ვხედავდი, რომ ჩვენი მეგობ-
რობა სხვაგვარ ხასიათს ღებულობდა და ეს შეგნება საშინლად
მასევდიანებდა. არ მინდოდა გრძნობას ავყოლოდი, მაგრამ
დღითი-დღე ვგრძნობდი, რომ ეს გრძნობა თანდათან იმორჩი-
ლებდა ჩემს სულს, ფიქრს, ზრახვასა და გულის თქმას. აი, ეხ-
ლაც ჩემს ოთახში ზიხარ და მხიარულად ლაპარაკობ მოსა-
ლოდნელ მოგზაურობის შესახებ. აჭარაში აპირებ წასვლას, ძვე-
ლი საქართველოს ნანგრევების და ნაშთების დასათვალიერებ-
ლად და მპირდები, რომ იქიდან ბევრ ახალ რამეს ჩამოიტან.
– რამდენ ხანს დარჩები იქ?
– ოცს ან ოცდახუთ დღეს. რა, ბევრია?
– ბევრია, ძალიან ბევრი.
– აჰ, შენ ჭირვეულო ბავშვო, როცა აქა ვარ, მტუქსავ, მიჯავ-
რდები, რამდენჯერ გითქვამს: “წადი, თავი მომაბეზრე ლაპარა-
კით”-ო და ეხლა, როცა რამოდენიმე დღით გშორდები, უკმაყო-

8
მკითხველთა ლიგა

ფილოდ თვალებს ხრი და შენი ტუჩებიც ღიმილით აღარ მაცი-


ლებენ.
– მუდამ ასეთი ვარ, თამაზ.
– არა ხარ ასეთი, არა ხარ და მეც იმდენად ეგოისტი ვარ,
რომ საშინლად მახარებს ეს. მე დავბრუნდები ჩქარა, ძალიან
ჩქარა, მაგრამ სამაგიეროდ ერთ პირობას გიდებ. დღიდან ჩემი
წასვლისა, ჩემს დაბრუნებამდე, გამუდმებით უნდა იფიქრო ჩემზე.
– ეს არ არის საჭირო.
– რა არ არის საჭირო, ლიანა?
– შენზე ფიქრი.
– რატომ?
– იმიტომ რო რო...
– არაფერი რო... რო... მე ვიცი იფიქრებ ჩემზე და იფიქრებ
დილით, შუადღით, საღამოთი, იფიქრებ სულ, სულ.
– თუ მეტი არაფერი საქმე მექნა... ხომ იცი, რომ მინდა და-
ვამთავრო ჩემი ახალი სურათი.
– რომლის ნახვის ნებას არ მაძლევ და ამისათვის მუდამ იკე-
ტავ სამუშაო კაბინეტის კარებს. რად ჯიუტობ? ხომ უნდა ვნახო
როდესაც იქნება?
– ნახავ, როცა დავამთავრებ.
– კარგი, უნდა დავიცადო, მეტი რა გზა მაქვს და ეხლა კი და-
გიტოვებ შენ აი, ამ ოქროს ნივთს. ეს ნივთი ჩემთვის ძვირფასია
და არ მინდა წავიღო თან, მით უმეტეს, რომ ხშირად, ტყეში მო-
მიწევს მგზავრობა, სადაც ათასი ყაჩაღი აფარებს თავს, შეინახე
ეს, გაუფრთხილდი და თან დააკვირდი, თუ რა არის მასში ორი-
გინალური და არაჩვეულებრივი. ამ სიტყვებით მაჯის ოქროს
საათი მაგიდაზე დასდევ, ნერვიული სიჩქარით ხელზე რამოდენი-
მეჯერ მაკოცე, თვალებში ხანგრძლივად ჩამხედე, ერთბაშად ად-
გილიდან მოსწყდი და საჩქაროდ გამშორდი.

9
მკითხველთა ლიგა

კარი მოვიხურე, შემთხვევით ტუალეტის მაგიდას გაუარე და


სარკეში გამომკრთალ ჩემს სახეს ახალი გამომეტყველება შევამ-
ჩნიე. თვალებში ფიქრთან შერეული ნაღველი ჩაწოლილიყო და
შუბლზეც ორი აღარული ნაოჭი მოსალოდნელ საშიშროებაზე
ღაღადებდა. შევბრუნდი, ზანტად ლოგინზე ჩამოვჯექ და წიგნს
ფურცვლა დავუწყე, მაგრამ კითხვამ ვერ გამიტაცა და თავიც
ოთახში უხერხულად ვიგრძენ. უეცრად ჩემი ხელი შენს მიერ და-
ტოვებულ საათს მოხვდა და მეც უნებურად შევკრთი. ავიღე, გა-
დავაბრუნე ის და მეც დავინახე უკანა ოქროს ფიცარზე შემდეგი
წარწერა: ზევით “ლიანა”, ქვევით დღე და რიცხვი ჩვენი პირველი
შეხვედრისა, სხვა ვერაფერი ვერ აღმოვაჩინე მასში და ალბად
შენც ამ წარწერას გულისხმობდი, როცა ამბობდი: “ორიგინალუ-
რი და არაჩვეულებრივიო“. მე მხოლოდ ერთი რამე მაკვირვებ-
და: თვითეული მისი შეხება ჩემში უჩვეულო თრთოლას იწვევდა.
ასე მეგონა, რომ ვეხებოდი ცოცხალსა და სულიერ რამეს, ასე
მეგონა, რომ ისიც ისე მგრძნობდა მე, როგორც მე ვგრძნობდი
მას. სული შემეხუთა, კარები გამოვაღე და ბაღში სასეირნოდ წა-
ვედი. ნაცნობ-მეგობრებს გვერდი აუხვიე, მყუდრო კუთხე მოვძებ-
ნე და სკამზე ჩამომჯდარმა, ბაღის ქვაფენილს ფეხებით სრესა
დავუწყე. მუსიკამ რაღაც სევდიანი ჰანგი დაუკრა და ოცნების მსუ-
ბუქმა ფრთებმა ჩემი ფიქრები წარსულისაკენ გამოსტყორცნა.
მომაგონდა ბავშვობა, მომაგონდა დედისა და მამის ალერსი,
სკოლა, შრომის ასპარეზზე გამოსვლა, იმედების გაცრუება, სრუ-
ლი სულიერი მარტოობა და თვალებიც ცრემლებმა დამისველა,
დავღონდი... იმ ზღვა ხალხში ჩემი თავი ეულად, კენტად ვიგრძენ
და სკამიდან წამოვდექი. ცოტა ხანს კიდევ დავუგდე ყური ნიავის
პალმებთან საუბარს, აქოჩრილ ყვავილებს ნაზი ალერსით ხე-
ლები გადავუსვი და ნელი ნაბიჯით სახლისკენ გამოვწიე. ოთახში
მთვარის სხივებს ფანტასტიური სურათები გაებნია და სარკეში სა-
ოცნებოდ გამოკიდულიყო იასამნის დატვირთული ტოტები, რო-
10
მკითხველთა ლიგა

მელიც ფანჯარასთან ახლოს, დაბლა ბაღში ყვაოდა. შევჩერდი,


ღრმად შევისუნთქე ფანჯრიდან შემოჭრილი გაზაფხულის სუნი,
ტანზე გავიხადე და ის იყო, უნდა დავწოლილიყავ, რომ სახეზე
სიწითლემ ამკრა და შიშველ მკერდს ხელები დავაფარე. ასე მე-
გონა, რომ ოთახში ჩემს გარდა კიდევ ვიღაცა იყო, რომელიც
თვალს ადევნებდა თვითეულ ჩემს მოძრაობას. ასეთი ფიქრი სი-
სულელედ მეჩვენა, საჩქაროდ ლოგინში ჩავწექი და გვერდზე გა-
დაბრუნებულმა კვლავ შევნიშნე საათი, რომელიც მაგიდაზე რა-
ღაც უცნაურად იდო და თეთრი თვალებით სახეში შემყურებდა.
გამოურკვეველმა გრძნობამ გამოურკვეველ ბურანში ჩამაგ-
დო და, როცა დამეძინა, მთელ ღამეს ვხედავდი მაღალ მთებს,
ნაძვ-ფიჭვნართა გროვას, მოჩქრიალე ნაკადულებს, შავგვრემან
ყმაწვილს და საათს... სულ ამ საათს...

11
მკითხველთა ლიგა

III

– აი, შენი საათი, წადით ეხლა და მომშორდით ორივენი,


გითხარი მოგზაურობიდან დაბრუნებულს.
– რა ამბავია? ჩემმა საათმა ხომ არაფერი აწყენინა ლიანას,
მხიარულად წარმოსთქვი ეს და დივანზე არხეინად მოიკალათე.
– მაწყენინა, დიაღ, მაწყენინა. შენ უთუოდ დაუბარე მას, რომ
ჩემი ოთახი აევსო ფანტასტიკური სურათებით და ჩემი გული
ამოუცნობი სურვილებით. ის ამ ოცი დღის განმავლობაში თავისი
დაუსრულებელი ტიკტიკით, გამუდმებით მიამბობდა შენი წარსუ-
ლი ცხოვრების თავგადასავალს და ვინაიდან, კვლავ განაგ-
რძობს ბაასს და ამით მიკარგავს მოსვენებას, გთხოვ, რაც შეიძ-
ლება ჩქარა მომაშორო ის თავიდან.
– ამიერიდან მე და ეს საათი ყოველ დღიურათ შემოვალთ აქ
და არასოდეს არ მოგშორდებით, არასოდეს.
– ვსთქვათ, რომ მე არ მოგეცით ამის ნება?
– მე ნებას არც ვთხოულობ. უსიტყვოდ შემოვალ, უსიტყვოდ
მოგესალმები და უსიტყვოდ დაუწყებ ცქერას თვითეულ შენს მოძ-
რაობას, სახის გამომეტყველებას, სულიერ ღელვას.
– რას გაიგებ მერე მაგით?
– ყველაფერს. რისი გაგებაც მინდა.
– მაინც?
– გავიგებ, თუ საით მიისწრაფვის შენი სული, საითკენ მიილ-
ტვის შენი ფიქრები, ვინ გიყვარს, ან... ვის შეიყვარებ.
– არავინ მიყვარს, არავის შევიყვარებ.
– რატომ?
– იმიტომ, რომ ჩემი მზე-ჭაბუკი ცხრა თავიან დევებთან ბრძო-
ლას აწარმოებს და ჯერ ჩემამდის ვერ მოუღწევია. შენ ხომ არ
გწყინს ეს, თამაზ?
– არა, მაგრამ მაინც მინდა გკითხო შენ, თუ ვინა ვარ მე?
12
მკითხველთა ლიგა

– შენ... მამაკაცი ხარ.


– ამის უარყოფა არ შემიძლია. წარმოსთქვი ღიმილით.
– შენ მხოლოდ მამაკაცი ხარ, თამაზ, და ეს მამაკაცური მდა-
ბალი ვნებიანნი ისე გიბოჭავს სულს, რომ ის მიწას ვერ მოშორე-
ბია.
– მამაკაცში მეგობარს დაეძებ და მისი მამაკაცური ბუნება კი
გაშინებს. ნუ თუ მართლა გაგიტაცებს ისეთი ვინმე, რომელშიც
არც ვნებაა და არც ენერგია. როდის აქეთ გახდი საჭურისების
მოტრფიალე?
– ყოველგვარი არანორმალურობა საბრალო და საზიზღა-
რია და ასეთი ადამიანი უეჭველად მოსაწყენი იქნებოდა. მე ვი-
სურვებდი, რომ ჩემს მეგობარში მამაკაცურ ბუნებასთან ერთად
ვხედავდე კეთილშობილურ განცდებს, მაღალ მისწრაფებებს,
ძლიერ სულს და თუ საქმე არჩევანზე მიდგება, მე ვიტყოდი: კე-
თილშობილი საჭურისი უფრო საიმედო მეგობარი იქნება, ვიდრე
არა კეთილშობილი “მამაკაცი” მეთქი.
– ამ ერთი წლის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი წამი,
რომ ცუდად მოგქცეოდე ან რაიმე შეურაცხყოფა მომეყენებინოს.
თუ გახსოვს რამე მომაგონე მაინც, შენ ვერც კი გრძნობ, თუ რო-
გორ შეურაცხმყოფენ ასეთი სიტყვები.
– არა, თამაზ, ცუდად არასოდეს არ მომქცევიხარ, პირიქით
მუდამ თავაზიანი, კეთილი და ზრდილი იყავ მაგრამ...
– განაგრძე, მინდა ვიცოდე, თუ რა იმალება ამ “მაგრამ ” -ის
იქით.
– შენ არასოდეს არ განგიცდია ჩემი სევდა, არასოდეს არ ჩა-
გიხედავს ჩემს გულში და არ გაგიგია თუ რა ხდება იქ. რამდენ-
ჯერ სულიერი მარტოობისაგან შეწუხებულს ცხარე ცრემლები
დამიღვრია, რამდენჯერ ავტირებულვარ შენს წინ, ავტირებულ-
ვარ მშრალი თვალებით, მაგრამ ეს არც კი გიგრძვნია შენ. ნამ-
დვილი მეგობარი ინტუიციით ჩასწვდება მეგობრის სულს, შეის-
13
მკითხველთა ლიგა

წავლის მის შინაგან მსოფლიოს და შეეცდება შეუმსუბუქოს ტვირ-


თი, რომელსაც ეწევა ის.
– და თუ მე არ ვიცი მიზეზი მისი სევდის, და თუ მე არ გამან-
დობს, თუ რა აწუხებს მას?
– ამის საპასუხოდ ერთ ამბავს მოგიყვები. მე მყავდა ერთი ახ-
ლობელი ნათესავი, გოგი x-ი, სტუდენტი პეტროგრადის უნივერ-
სიტეტისა. იშვიათი პიროვნება იყო და მეც მთელი ჩემი არსებით
მიყვარდა ეს კაცი. ერთ დღეს მოულოდნელად მესტუმრა, მეს-
ტუმრა ორი კვირით და აგრეთვე გამომიცხადა რომ, რამოდენი-
მე თვის შემდეგ ჯვარს იწერდა ჩემი სკოლის ერთ-ერთ ამხანაგზე
მარიანნა x-ზე. მე საშინლად გამახარა, როგორც მისმა სტუმრო-
ბამ, ისე ამ ამბავმა. სამი დღე ჩინებულად გავატარეთ, მაგრამ აი,
გათენდა მეოთხე დღე და დილა ადრიან იჭრება ჩემს ოთახში
გოგი, სამგზავროდ მორთული და ძალზე გაფითრებული. ჩემს
შეკითხვაზე: რა მოგივიდა ან სად მიდიხარ ასე ადრე მეთქი, მიპა-
სუხა: წუხელის რამოდენიმეჯერ მომეჩვენა მარიანნა სისხლში
მოსვრილი და მომაკვდავი, მე უნდა წავიდე, იქნება ვუშველო რა-
მეო”-ო. სამი დღის შემდეგ ვღებულობ შემდეგი შინაარსის ბა-
რათს: “მარიანნას აღმოაჩნდა პარტახტიანი ტიფის ნიშნები, მოწ-
ვეული მყავს საუკეთესო ექიმები, უვლი განწირული თავდავიწყე-
ბით. თუ დავიხსენი სიკვდილისაგან, გეწვევით ორივენი თუ არა
და მეც მკვდარი მიგულე”-ო. საშინლად შემაწუხა ამ ამბავმა და
მეორე დღეს მეც მასთან ვიყავი. სიკვდილის ფერი დაედო გო-
გის, როდესაც მოულოდნელად ავადმყოფის ლოგინთან დამინა-
ხა. ძალით გამიყვანა მეორე ოთახში და მთხოვა, საჩქაროდ და-
მეტოვებინა ეს ბინა, მაგრამ ჩემზე არც შიშმა გასჭრა და არც მუ-
ქარამ. მე ვხედავდი, რომ ავადმყოფი ცუდად ხდებოდა და მეში-
ნოდა, რომ გოგის არაფერი აეტეხა თავისათვის. რამდენჯერ ბავ-
შვივით ატირებულა ჩემს კალთაში და მეც არ ვიცოდი, თუ რო-
გორ მენუგეშებინა საბრალო. ასეთ სულიერ ღელვაში გაიარა
14
მკითხველთა ლიგა

კარგა ხანმა, ავადმყოფს უეცრად სიცხე დაუვარდა, პირიც სიცოც-


ხლისაკენ იბრუნა და ჩვენც, რამოდენიმე კვირის შემდეგ, სამივე-
ნი დაუბრუნდით ჩემს სოფელს. ერთი თვე დარჩენ ჩემთან და მეც
მაშინ ვიგრძენ, თუ რა დიდ ბედნიერებას წარმოადგენს ნამდვი-
ლი მეგობრის ყოლა. თუ რა დიდი ბედნიერებაა გიყვარდეს და
იყო შეყვარებული. საკმარისი იყო სულ პაწია ჩრდილი მარიან-
ნას თვალებში, რომ ეს ჩრდილი გადადებოდა გოგისაც. იმ
დროს, როდესაც ავად გახდა, გოგისა და მის შორის ასეული
ვერსი იდო, მაგრამ მეგობრის გულმა მაინც იგრძნო ეს. მე კი ასე
ახლოს ვდგევარ შენს წინ, ვდგევარ ჩემი სევდითა და მწუხარე-
ბით და შენ ვერც დაგინახავს ის. რამდენჯერ მიძებნია შენს თვა-
ლებში თანაგრძნობა, ნაზი, ლამაზი თანაგრძნობა, მაგრამ გარ-
და ჟინიანი მამაკაცისა და გამძაფრებული ვნებისა, იქ არაფერი
შემინიშნავს.
– სანტიმენტალური განცდები მეოცე საუკუნეში ქალებსაც არ
ეპატიება, და მე უნდა ვაღიარო, რომ ბავშვური ატირება არ მე-
ხერხება.
– ეს გრძნობათა სისუსტით აიხსნება.
– ცხოვრების უმაღლესს მწვერვალებს იმიტომ ჩამოვსწყდი,
რომ შენი მოხეტიალე სული ამეგლიჯა დედამიწისათვის და
ძვირფასი ძღვენით ისევ დავბრუნებოდი ჩემს სამფლობელოს.
შენ კი ვერა მცნობ, ლიანა, ვერა მცნობ, საყვედურით წარმოს-
თქვი ეს და შენს თვალებში სევდის შავი სახეები აინაკვთა.
– თუ ეს ასეა, მე შენ გიცნობ.
– როდის? ერთი წელი უკვე გავიდა.
– მე ვთხოულობ კიდევ მეორე წელს.
– აჰ, კიდევ ერთი წელი. გრძელი დაუსრულებელი წელი...
– რად გავიწყდება, თამაზ, ჩვენი გაცნობის პირველი დღე და
ის აღთქმა, რომელიც მომეცი. წმინდა სიყვარული ასეთი ენით
არ ლაპარაკობს.
15
მკითხველთა ლიგა

– მე ვიცოდი, რომ უამისოთ იმ ყრუ უდაბნოს ვერ მოვაგლეჯ-


დი და უნებურად შეგპირდი ისეთი რამ, რაც არას დროს არ მწა-
მებია, მე მინდოდა მოვსულიყავი შენთან, რაც შეიძლება ახლოს,
გამომეწვია საპასუხო გრძნობები და...
– და დამარცხებული გეხილე. მაგრამ ჯერ არ დავმარცხე-
ბულვარ. წინ კიდევ ერთი წელია და ვნახოთ, თუ რა მოხდება ამ
ერთ წელიწადში. ეხლა კი ნახვამდის, თამაზ, თერთმეტი საათია
და უკვე მეძინება,
– ერთი რამე უნდა გთხოვო, ლიანა, შენ უნდა მაჩუქო ეს შავი
გიშრები.
– ის ბებია ჩემის ნაჩუქარია და მეც ძალიან მიყვარს.
– მეც სწორედ იმისათვის მინდა, რომ შენ ისინი გიყვარს.
რამდენჯერ დაგიმარცვლავს ეს უცნაური ქვები მაგ ფერმკრთა-
ლი, ლამაზი თითებით. მაჩუქე მე ისინი, ლიანა. ამ სიტყვებით
გიშრები ხელიდან გამომართვი, სახეზე მხურვალედ მიიკარ და
დათალხული თვალებით ოთახიდან გახველი. მე შემომესმა შენი
ნელი ფეხის ხმა, ჯოხის კაკუნი ქუჩის ქვაფენილზე და მეც ასე მე-
გონა, რომ ჩემს არსებას შორდებოდა რაღაცა ნაწილი და ეს და-
შორება მწვავე ტკივილებს იწვევდა ჩემს გულში, იმ გულში, რო-
მელიც ეხლა არა ჩვეულებრივად სძგერდა და რომელსაც უც-
ნაური განცდები მიაქანებდა სადღაც შორს, შორს. რა იყო ეს? ნუ
თუ შენ მართლა ის კაცი იყავ, რომელსაც მე წლობით დავეძებ-
დი? არ ვიცი... არ ვიცი...

16
მკითხველთა ლიგა

IV

– ვისია ეს? იკითხე უეცრად და ლურსმანზე ჩამოკიდებული


ყაბალახი იჭვით შეათვალიერე.
– ჩემი მეგობრის.
– ვინ არის შენი მეგობარი?
– ჩემი ქმარი.
– ის შენი მეგობარი ვერ იქნება.
– რატომ?
– იმიტომ, რომ მისი თავი ჟამთა მსვლელობას თოვლის
ფრად შეუფენია, შენ ჯერ კიდევ ცელქი ბავშვი ხარ და შენი ანთე-
ბული გრძნობა ვერ მოეხვევა გაყინულ ყვავილებს. თქვენ ორი,
ეს სხვადასხვა ადამიანები ხართ, რომლებსაც ერთმანეთის არა-
ფერი არ გაგეგებათ, მაგრამ მიუხედავათ ამისა ერთმანეთს ჩას-
ჭიდებიხართ და ერთმანეთს არ შორდებით. ერთი მხრით, ახალ-
გაზრდა ქალი, მხატვარი, ხელოვანი, პოეზიის ნამდვილი შვილი!
მეორე მხრით კი უკვე დრო მოჭმული ადამიანი, აგრონომი, მუშა,
რომელიც სულ მუდამ მიწას დაჰყურებს და მიწას ესაუბრება... მე
კი არ ვიცი რა არის თქვენში საერთო.
– შენ სცდები, თამაზ, არავის არ გაუგივარ ისე კარგად, რო-
გორც აჩრდილმა გამიგო მე.
– არ შეიძლება ვიცოდე, თუ რაში გამოიხატება ეს გაგება?
– სულიერი მარტოობის დროს, იმ დროს, როდესაც ჩემ თავს
უბედურად და ეულად ვგრძნობ, მივდივარ მასთან, ვეფარები მის
განიერ მკერდს და ვეუბნები მას: ლიანა მოწყენილია, ლიანა
მარტოობას განიცდის, ლიანა იტირებს, მიეფერე მას, დაამშვიდე,
ანუგეშე ის. და ისიც ივიწყებს რომ მე ქალი ვარ, ივიწყებს, რომ
ცოლი ვარ და მიალერსებს ისე, როგორც ბავშვს, როგორც გზა
აბნეულსა და ავადმყოფ ბავშვს. მასში არის სულიერი სიფაქიზე,
სინაზე, სულიერი არისტოკრატობა და მეც მიყვარს მისი სული,
17
მკითხველთა ლიგა

პატივს ვსცემ მას და საჭირო რომ დარჩეს, თავსაც კი გავსწირავ


მისთვის.
– არ შემიძლია დავიჯერო, რომ მასთან სრული ბედნიერი
ხარ.
– მე არ ვამბობ ამას.
– რატომ? ხომ მადლიერი ხარ შენი ქმრის?
– რა თქმა უნდა, რომ მე მაკმაყოფილებს ჩვენი ასეთი დამო-
კიდებულება, მაგრამ მას მაინც არ შეუძლია ამოავსოს ჩემს გულ-
ში ის სიცარიელე, რომელსაც ვგრძნობ, არ შეუძლია მომცეს ის,
რაც მაკლია.
– რა გაკლია შენ?
– ჩემი ნახევარი. მე მჯერა ის თქმულება, რომ შემომქმედმა
შუა გაჰყო ადამიანი და თვითეული ნახევარი გამუდმებით ეძიებს
მეორე ნახევარსო. მეც ვგრძნობ, რომ ვიღაცამ თუ რაღაცამ შუა
გამჭრა მე და ეს ნაჭრები აქეთ-იქით გაისროლა. მე შევდივარ
ბრბოში, უკვირდები თვითეულ ადამიანს, ვეძებ ჩემს მეორე სა-
ხეს, ვეძიებ ჩემს ორეულს, მაგრამ ამაოდ, მე იგი ვერ მიპოვნია.
– ის შენ წინ ზის, ლიანა, წამოიძახე უეცარი გატაცებით და გი-
ჟური თავდავიწყებით ჩემს ხელებს დასწვდი.
– გაჩუმდი, თამაზ, ჯერ უნდა დაამტკიცო, რომ ეს ასეა.
– რა იქნება მაშინ, რომ დავამტკიცო?
– მაშინ... მაშინ მე მოვალ შენთან და ვიქნები შენი.
– როდის, ახ, როდის?
– როდესაც სრულიად დავრწმუნდები, რომ ჩვენი სხეული ერ-
თი თიხიდან არის აქანდაკებული, და რომ ჩვენი სულები, ოდეს-
ღაც მთლიანი, ჩვენი ცხოვრების უდიდეს მხატვარს შუა გაუგლე-
ჯია, ნახევარი შენში მოუთავსებია, ნახევარი კი ჩემში.
– შენ იგვიანებ, ლიანა, იგვიანებ; მე არ შემიძლია ამდენი
ცდა.

18
მკითხველთა ლიგა

– თუ არ შეგიძლია, წადი, ეს საუკეთესო დამამტკიცებელი იქ-


ნება იმის, რომ ჩვენ ორივენი ვცდებოდით.
– არა, წასვლა არ ძალმიძს მე, მე ხომ მიყვარხარ შენ ლიანა,
მიყვარხარ ისე, რომ ამის გამოთქმა ვერც კი მომიხერხებია. შენი
თვალები, ეს ღრმა და სევდიანი თვალები რამდენი ხანია რაც
აწამებენ ჩემს სულს, შორიდან მინათებენ, შორიდან მხიბლავენ,
მტანჯავენ, მაგრამ მე მინდა რომ ერთხელ მაინც მივიდე მათთან
ახლოს. აი, ასე ახლოს და დაკვირვებით ჩავხედო მათ სიღრმეს.
ამ სიტყვებით ორივე ხელები თავზე მომატანე და სახე ზევით
ამაღებინე, მაგრამ ხელები ისევ ჩქარა ჩამომაცალე და უცნაური
გამომეტყველებით, ათრთოლებული კედელს მიეკარ.
– რა მოხდა? ვიკითხე უნებურად.
– ჩემი ხელები პირველად შეეხო შენს სახეს და ამ შეხებამ
ჯოჯოხეთური სურვილები აღმიძრა. ამ სიტყვებით უეცრად ჩამო-
იგლიჯე თეთრი ხალათის საყელოს ღილები და გიჟივით კარები
გამოაღე. მე გხედავდი, თუ როგორი ბარბაცით მიდიოდი შემოდ-
გომის მთვარითა და ელექტრონით განათებულ ქუჩის ქვაფენილ-
ზე. მოწყენილი გავყურებდი შენ გზას და ჩემი სულიც თან და თან
ეხვევოდა იმ დაწნულსა და დახლართულ რკალებში, რომელსაც
ცხოვრების ამოცანა ეწოდება.

19
მკითხველთა ლიგა

– დღეს გაჩვენებ ჩემს ახალ სურათს. ამ სიტყვებით კაბინეტის


კარები გავაღე და ახლად გათავებული სურათის წინ გაგაჩერე.
აღტაცებული შეყურებდი მას და დიდხანს ხმას არ იღებდი.
– “სიყვარულის ლოცვა”, აი, რა სახელი მიგიცია ამ სურათი-
სათვის და შენც ეს სურათი რაფაელს გაახლოვებს, ნუ წითლდე-
ბი. ეს ქება სრულიად დაიმსახურე. შენი ახალი ქალი, ეს თეთრი
მოქნილი ფერიაა, რომელიც მოწყვეტილად და მხურვალედ ჩაჰ-
კვრია საყვარელი მამაკაცის მკერდს და განუსაზღვრელი სა-
სოებით თხზავს ლოცვას, სიყვარულის ტკბილსა და მარადიულ
ლოცვას. დღეს შენც ასეთი ხარ, ლიანა. შენმა თვალებმა დაკარ-
გეს ის ცივი, ამაყი გამომეტყველება, რომლითაც ოდესღაც კინა-
ღამ გამყინე.
– ნუ მიცქერი აგრე, შეგევედრე ბავშვივით და ანთებულ თვა-
ლებზე ხელები აგაფარე.
– მინდა შენი სახე ხსოვნაში აღვიბეჭდო და წავიღო თან.
– შეანელე შენს თვალებში ის ცეცხლი, რომელიც გინთია იქ.
მე ისინი მწვავენ.
– ძვირფასო, ამ წვაშიც ხომ არის სილამაზე, არის მშვენიერე-
ბა.
– არა, წვაში ტკივილებია, მე კი სითბოს ვთხოულობ, მხო-
ლოდ სითბოს.
– რა ვქნა რომ... მაგიჟებს შენი სიახლოვე. ასე მგონია, რომ
ვერ გადავიტან ამ გრძნობას, ასე მგონია რომ... მოვკვდები.
როცა ამ სიტყვებს ამბობდი, მთელი სხეულით თრთოდი და
შენი თვალებიც განუსაზღვრელი ვედრებით შემყურებდენ. უნებუ-
რი შიში ვიგრძენ შენდამი, ღია ფანჯარას მიუახლოვდი და შევე-
ცადე სახისათვის დამშვიდებული გამომეტყველება მიმეცა.

20
მკითხველთა ლიგა

– დადებული ვადაც გაივლის, და იმ დროისათვის ალბათ გა-


მოირკვევა სახე ჩვენი მომავალი დამოკიდებულებისა, მანამდის
კი ნუ შემოდიხარ ჩემთან ხშირად, იკითხე კარგი წიგნები, გაერთე
ამხანაგებში და, ნუ იფიქრებ ჩემზე. წარმოვსთქვი მე დარიგების
კილოთი.
– როგორ შემიძლია არ ვიფიქრო, როდესაც სრულიად
დაიმორჩილე ჩემი სული და მთელი ჩემი არსება შენით არის
სავსე, მხოლოდ შენით. მე მიტაცებს და მიზიდავს ყველაფერი ის,
რაც მაგონებს შენს თავს. მე მიყვარს ის ქუჩა, რომელ ქუჩაზედაც
სცხოვრობ. მიყვარს ის ეზო, რომელშიაც დადიხარ. მიყვარს და
მიზიდავს ეს პატარა ოთახი და ეს პატარა, პატარა... ქალი.
– ჰო, მე დიდიხანია ვგრძნობ, რომ შენ ჩემში მხოლოდ ქალს
ხედავ, მხოლოდ ქალს ეძებ. წარმოვსთქვი წყენით.
– მითხარი, როგორი გინდა ვიყო და მეც ისეთი ვიქნები, მით-
ხარი, რას თხოულობ ჩემგან.
– სულიერ სიმაღლეს, გრძნობის სიფაქიზეს და ადამიანობას,
ადამიანობას. მე მინდა ამხანაგი ვიპოვნო შენში, მინდა ჩემი სუ-
ლის მესაიდუმლე გამგე მეგობარი ვიპოვო შენში და შემდეგ...
შემდეგ შემეძლება გაპატიო მამაკაცური მიდრეკილებანიც. სადაც
ჭეშმარიტი სიყვარულია, იქ სიყვარული უსწრებს ვნებას დ არა
ვნება სიყვარულს. შენში კი ეს გადარეული, გაგიჟებული ვნება
ჰფარავს, როგორც ადამიანს, ისე სიყვარულს მე... მეშინია შენი.
– გეშინოდეს, ლიანა, ეხლა, ამ წამში მე მართლა შემიძლია
გავგიჟდე. ამ სიტყვებით ორივე ხელები დაიჭირე და სახეზე
მხურვალედ მიიკარ.
– ეს კიდევ რა ამბავია?
– მინდა აქ გულში ჩაგისვა. სულში მოგათავსო, მინდა, რომ
ჯიბით გატარო და არასოდეს არ მოგიშორო, არასოდეს. ოო,
როგორი ლამაზი მეჩვენები ამ წუთში, ლიანა! თვალები ვარ-
სკვლავებივით გიელვარებს, ლოყებს ვარდისფერი აკვრია და
21
მკითხველთა ლიგა

წითელი, ნახევრად გახსნილი ტუჩები კოცნის სურვილით თრთი-


ან და ელავენ. შენ ჩემი უნდა გახდე, გესმის? ჩემი. ამ სიტყვებით
უეცრად ხელები დამატანე და ჰაერში ბავშვივით ამიტაცე. შენმა
გახურებულმა ტუჩებმა დასწვა ჩემი სახე და შენმა გაგიჟებულმა
თავშეუკავებელმა ალერსმა სული შემიხუთა. უეცრად პაწია
რგვალ მაგიდას გაეკარი და იქიდან გადმოჭრილი ბროლის ვაზა
იატაკზე ნამსხვრევებად დაზღვავდა, ამ ხმაურმა გონს მოგიყვანა.
ხელი გამიშვი და მძიმე ქშენით სავარძელში ჩაეშვი.
– რას სჩადიხარ? შეგეკითხე ანთებული, განრისხებული სა-
ხით და გატეხილ შუშის ნამსხვრევებს ისე მაგრად მოუჭირე ხე-
ლი, რომ გაჭრილი თითებიდან წამოსულმა სისხლმა წითლად
შეაჭრელა ჩემი თეთრი კაბის აყრილი ნაოჭები.
– გრძნობა მომერია და გონება დავკარგე. შენ უნდა მაპატიო
ეს.
– არა, მე ვერ გაპატიებ ამ მოულოდნელ და ულამაზო თავ-
დასხმას და მე შენ მეჯავრები, მეჯავრები ასეთი მღვრიე, წითელი
თვალებით. მომშორდი, აღშფოთებით წამოვიძახე და ის შუშის
ნამსხვრევები, რომელიც ხელში მეჭირა შენსკენ გადმოვისრო-
ლე. აღარ მახსოვს, როგორ გახველი ოთახიდან, მაგრამ ის კი
კარგად მახსოვს, რომ მე დიდხანს ვერ ჩავაქრე ის ცეცხლი, რო-
მელიც შენმა მოხვევამ მოსდო მთელ ჩემს არსებას. მე ვგრძნობ-
დი გულის წყრომას, ვგრძნობდი აღშფოთებას და ამავ დროს
განვიცდიდი, ჯერ არ განცდილ, უცნაურ გრძნობასაც და ვერ მიმ-
ხვდარიყავ, მწუხარება იყო ეს, აღშფოთება, ბედნიერება, თუ... სა-
მივე ერთად?!!!

22
მკითხველთა ლიგა

VI

გაიარა ათმა დღემ და ამ ხნის განმავლობაში ერთხელაც


აღარ შემოხვედი ჩემთან, დახურულ ოთახიდან ყურს ვუგდებდი
იმ ხალხის ფეხის ხმას, რომლებიც ამოდიოდნენ ჩემი სახლის
აივანზე, მაგრამ მათში ვერც ვცნობდი შენს ნაბიჯს. მოუსვენრო-
ბამ შემიპყრო და ჩემი დღიურის ფურცლები სევდის შავმა ნაგ-
ლეჯებმა ააჭრელა. მომწყინდა, სიცარიელე ვიგრძენ და დავფიქ-
რდი, მწარედ დავფიქრდი. მე მხოლოდ ეხლა მივხვდი, რომ შევ-
ჩვეულიყავ შენს სიახლოვეს და უშენოდ გაძლება მიჭირდა. მომა-
გონდა ჩემი უკანასკნელი სიტყვები, ჩემ მიერ ისე სასტიკად წა-
მოსროლილი და სინანულმა შემიპყრო. ის იყო ზეზე წამოვიჭერ,
რომ წამოვსულიყავი, მომენახე და მეთქვა, რომ მე ყველაფერი
გაპატიე და რომ მე შენ... მიყვარდი. მაგრამ ამ დროს შემომესმა
იატაკზე მძლავრად ჯოხის დაკვრა, ჩქარი ფეხის ხმა და კარებზე
კაკუნი. გახარებული მივარდი კარებს და ორივე ხელები აღტაცე-
ბით გამოგიწოდე. უხმოდ აკოცე ჩემს ხელებს, უხმოდ მიხვედი მა-
გიდასთან და სრულიად დამშვიდებული, თითქმის გარინდებული
სახით რაღაცა წიგნს ფურცვლა დაუწყე.
– თქვენ გამოცვლილხართ, ყმაწვილო.
– მართალია.
– რატომ აქადმე არ შემოხვედით ჩემთან?
– ვერიდებოდი ახალ შეურაცხყოფას.
– რა არის ეს? საყვედურები?
– როგორც გინდათ, ისე მიიღეთ. ამას გარდა ყველაფერს
აქვს თავისი დასასრული. მე მიყვარდით თქვენ, მაგრამ ეს
გრძნობა თქვენ თვითონ მოჰკალით ჩემში.
– მეტად უსუსური ყოფილა თქვენი სიყვარული, თუ ასე ჩქარა
მოკვდა ის.

23
მკითხველთა ლიგა

– მხოლოდ ფიზიკურად არა ნორმალურ ადამიანს შეუძლია


ისე აწამოს ადამიანი, როგორც თქვენ მაწამებდით მე. ამ ორი
წლის განმავლობაში ყოველდღიურად სცდილობდით გაგეღვი-
ძებინათ ჩემში ვნება და, როცა მიზანს მიაღწიეთ, ზიზღით კარებ-
ზე მიმითითეთ. როგორ ფიქრობთ, სად უნდა წავსულიყავ მე ამის
შემდეგ?
– სადაც მიდის უმეტესი ნაწილი გარყვნილი მამაკაცებისა.
– ლიანა!! აღშფოთებით წამოიძახე შენ და თვალებიდან
მრისხანების ნაპერწკლები დაჰყარე.
– რა გნებავთ? გამოგეპასუხე ამაყად.
– თქვენ გგონიათ, როგორათაც არ უნდა მოიქცეთ და რაც
არ უნდა სთქვათ, ყველაფერი გეპატიებათ. მაშ იცოდეთ, რომ იმ
დღეს მე პირდაპირ წავედი იმ ქალთან, რომელსაც მართლა უყ-
ვარვარ და, რომელსაც არ აშინებს ჩემი სიახლოვე.
– სასიამოვნო ამბავია. მომილოცავს!
– სასიამოვნოა ის, თუ არა, ეს ჩემთვის სულ ერთია. მარ-
თლაც, რომ ჩვენ არ ვყოფილვართ ერთმანეთისათვის შექმნი-
ლი, რომ ამდენ ხანს ერთმანეთი ვერ გვიცვნია. შენ გყავს ქმარი,
რომელსაც პატივს სცემ და რომელიც გიყვარს და მე... ალბათ
მეც ვიპოვნი ისეთ ვინმეს, რომელიც უფრო კარგად გამიგებს და
დამაფასებს. მშვიდობით, ლიანა, მართლა ცუდად მომექეცი, მაგ-
რამ სრული შენი დავიწყება მაინც არ ძალმიძს. ამ სიტყვებით მა-
გიდაზე დასდევ ერთი ჩემი შენდამი მოწერილი წერილი, კე-
დელს ზურგით მიეყრდნე და შიგ სახეში ცქერა დამიწყე.
– ეს არის სულ? ვიკითხე ყრუდ და ვიგრძენ რაღაც უცნაური
სიცივე, რომელიც შუშასავით დაიფშვნა ჩემს სხეულში, თანდათა-
ნობით მისცურდა გულთან და იქ... გაიყინა. გაფითრებული თითე-
ბით წერილი ნაკუწ-ნაკუწად ვაქციე, იქავე იატაკზე დავყარე და
ფანქრით ქაღალდზე უაზროდ მოვყევი უაზრო სახეების ხატვას.
შენ კი კვლავ მიცქერდი და გეტყობოდა ეძებდი ჩემს სახეზე
24
მკითხველთა ლიგა

ცრემლებს, ეძებდი სასოწარკვეთილებას. გული მომივიდა, გაან-


ჩხლებული ზეზე წამოვიჭერ და ბრძანებით კარებზე მიგითითე.
ნელად მოშორდი კედელს, რამოდენიმე ნაბიჯი წამოდგი და ჩემს
წინ თავ დახრილი შეჩერდი.
– რას უდგეხართ აქ? ან რას უყურებთ? თქვენ ელით ჩემს
ცრემლებს, ელით ჩემს დამცირებას. ეს არ იქნება. ხომ ხედავთ,
ჩემი თვალები მშრალია, გული კი დამშვიდებული. მე სრულიად
ვემორჩილები თქვენს ბრძნულ გადაწყვეტილებას. წაბრძანდით.
უეცრად ილევა შენს თვალებში რაღაცა შუქმა და მე ვერც კი
მოვასწარ შემეხედნა შენი სახისათვის, რომ სწრაფად ზურგი შე-
მაქციე და კარები საჩქაროდ გაიხურე. უგრძნოდ და უაზროდ გან-
ვაგრძობდი ერთ ადგილს ყოფნას და ერთად-ერთი ადამიანი,
რომლის სიახლოვეც იმ წამს მინდოდა იყო დედა, დედა, რომ-
ლის სიყვარულში ისე ღრმად ვიყავ დარწმუნებული, და რომლის
გარდა მე ყველა ცბიერად და მატყუარად მეჩვენებოდა. რას არ
შევსწირავდი, რომ იმ წუთს საშუალება მქონოდა თავი ჩამედო
დედიჩემის კალთაში და იქ გამომეტირა, როგორც ჩემი უბედური
ახალგაზრდობა, ისე ჩემი სიყვარულის გადამწვარი ყვავილები,
რომლის ნაფერფლებს ბედის გრიგალი მარადისობის უფსკრუ-
ლისაკენ მიაქანებდა.

25
მკითხველთა ლიგა

VII

მძიმე ზლაზვნით გაიარა ოცმა დღემ. ამ ხნის განმავლობაში


მე დღისით ვუჯექი მოლბერტს და ღამით კი ვეძლეოდი წიგნებს,
ამ ერთად ერთ ჩემ მეგობრებს, რათა აღარ მეფიქრა შენზე არც
ერთი წამი. მე გადავმალე ის ღია ბარათები, რომლებიც სავსე
იყო შენი წარწერებით. გადავმალე ის ალბომი, რომელიც მაჩუ-
ქე. დავწვი ის სონეტი, რომელიც ჩემთვის დასწერე და განწირუ-
ლი სულის კვეთებით შევეცადე, რომ შენი სახე სრულიად ამომე-
შალა ჩემი გულიდან და შენი სახელიც შავი დავიწყებისათვის მი-
მეცა. მე შევებრძოლე ჩემში, ჩემს უცნაურად აღძრულ გრძნობას
და ამ შებრძოლებით შევანელე ის, მაგრამ ამავე დროს მე ვიგ-
რძენ, რომ დავიქანცე, ვიგრძენ, რომ... დავსუსტდი.
ამ მდგომარეობაში ვიყავ, რომ ერთ საღამოს ჩემთან შემოვი-
და ჩემი კარგი მეგობარი ვიქტორი.
– აა, ვიქტორ, როგორ დაგემართათ, რომ მოგაგონდით? –
მივმართე მას.
– მე თქვენ სულ გიგონებთ, მაგრამ როგორც ვიცი, ეს თქვენ-
თვის სულ ერთია. – იხუმრა ვიქტორმა.
– კარგია, რომ ხუმრობის ხასიათზე ხართ. იქნება თქვენმა
ოხუნჯობამ გააქროს ჩემი დაღვრემილება.
– უკაცრავად, მართალია მხატვარი ქალი ბრძანდებით, მაგ-
რამ ხუმარას როლს მაინც ვერ ვიკისრებ, ასეთი რამე მე არ შემ-
შვენის. გთხოვთ კარებს ნუ ხურავთ, გარედ ერთი ყმაწვილი
სდგას, რომელიც მგონი არც კი ფიქრობს შინ შემოსვლაზე. თა-
მაზ! რა მოგივიდა კაცო, ნუ თუ ლიანა ისეთი საშიშარი ქალი შე-
იქნა, რომ შენ ვერც კი გაგიბედნია ოთახში შემოსვლა. შენ გაუბე-
დავად მოადექი კარებს და უხერხული, გაუბედავი ნაბიჯით მომი-
ახლოვდი.

26
მკითხველთა ლიგა

– თქვენ თამაზს ხომ არ ემდურით? შემეკითხა ვიქტორი, რო-


ცა დაინახა, რომ გულგრილად შეგხვდი და ხმა არ გაგეცი.
– არა, არ ვემდური, მობრძანდით, ყმაწვილო, წარმოვსთქვი
ცივად და სკამი მოგაწოდე.
მთელი საათის განმავლობაში მე ვსაუბრობდი ვიქტორთან
და ერთხელაც არ მომიხედნია შენსკენ. ვიქტორი ლაპარაკობდა
პოლიტიკაზე, მხატვრობაზე, პოეზიაზე და უფრო ხშირად კი მო-
სამსახურე ხალხის გაფხეკილ ჯიბეზე და მათ უნუგეშო მდგომა-
რეობაზე. ყველა ამაზე ის ისეთი იუმორით მსჯელობდა, რომ მე
უნებურად მეცინებოდა. შენ კი ჩუმად იჯექი და ხმას არ იღებდი.
– არ შეიძლება ვნახო თქვენი ახალი სურათი? თამაზი ამ-
ბობს, რომ ის შეუდარებელია, მითხრა ბოლოს ვიქტორმა.
– სამწუხაროდ თქვენს თხოვნას ვერ ვასრულებ: სოფელში
გადასახლებას ვაპირებ და სურათები შეხვეული აწყვია.
– სოფელშიაც მიდიხართ? რა მოხდა, რომ ასე მოულოდნე-
ლად გვტოვებთ.
– ჩემი საცხოვრებელი ბინა მუდამ სოფელი იყო. დროებით
იმიტომ ჩამოვშორდი მას, რომ მინდოდა მოვშორებოდი ყოველ
დღიურ ოჯახურ ფუსფუსს და სრულიად მივსცემოდი ჩემს საქმეს.
მინდა იცოდეთ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ჩემი თავის. ამ
ორი წლის განმავლობაში მე ბევრი რამ გავაკეთე, ბევრი რამ შე-
ვისწავლე, ბევრი რამ გამოვარკვიე.
– და მიუხედავად ამისა თქვენი სული მაინც იძირება მელან-
ქოლიურ განცდებში და თქვენი თვალებიც დათალხულ ფერებში.
– მელანქოლიურიობა ჩემი ბუნების თანდაყოლილი თვისებაა
და მეც ვგრძნობ, რომ ვერასოდეს ვერ მოვიშორებ მას თავიდან.
არა უშავს, მე უკვე შევეჩვიე ჩემს ერთგულ თანამგზავრს.
– თორმეტი საათია და ჩვენც უნდა წავიდეთ, ვიქტორ. ლიანას
დაქანცულობა ეტყობა და უეჭველად დასვენება სჭირდება, წარ-
მოვსთქვი შენ და სკამიდან წამოდექი. თქვენი წასვლის შემდეგ მე
27
მკითხველთა ლიგა

ერთხანს კიდევ ვიჯექი და სულ ვფიქრობდი იმაზე, თუ რა იყო შე-


ნი ჩემთან შემოსვლის მიზეზი, ცნობისმოყვარეობა, თუ როგორ
იმოქმედა ჩემზე ჩვენმა დაშორებამ, თუ გრძნობა სინანულისა
ან... სიყვარულისა.
მეორე დღეს ჩემს ოთახში დაღონებული ვალაგებდი არეულ
– დარეულ ნივთებს და უსიხარულო ფიქრებს თავიდან ვერ ვიშო-
რებდი, რომ ამ დროს კარები გაიღო და ოთახში ჩემი ქმარი შე-
მოვიდა. საჩქაროდ მივაშურე მას და, როცა მან ნაზი ალერსით
ჩემს თმებს ხელი დაუსვა, ცრემლები მომერია, მის გულზე თავი
დავდე და ავტირდი, ბავშივით ავტირდი.
– ლიანა, ჩემო პატარა მეგობარო, რა მოგივიდა, რად სტი-
რი. იქნება გაწყენინა ვინმემ რამე, იქნება შეურაცხგყო კიდეც?
როგორ გამხდარხარ, როგორ გაცრეცილხარ? იქნება ავად იყავ
და მე არ გამაგებინე ეს? სთქვი, ჩემო კარგო რა მოგივიდა,
სთქვი მეუბნებოდა ის დაყვავებით და წმინდა, მშობლიური
ალერსით თავისებურად მამშვიდებდა.
– კარგი, არჩილ, მე ვიტყვი ყველაფერს, მაგრამ შენ არ უნდა
გამიწყრე ამისათვის.
– არა, ბავშვო. მე განა გაგწყრომივარ ოდესმე? ხომ იცი,
რომ ეს არ მეხერხება.
– ჰო, მე ვიცი, რომ შენ გიყვარვარ, მანებივრებ და ყველა-
ფერსაც მაპატიებ. შენ კარგი ხარ, კეთილი და მეც დაუფარავად
მოგიყვები ყველაფერს. ამ სიტყვებით იმის ფეხებთან დაბალ
სკამზე ჩამოვჯექ და დაწვრილებით უამბე მას, თუ რაც მოხდა, ან
რაც ითქვა ჩვენ შორის, დღიდან ჩვენი გაცნობისა, დღემდე.
– როგორც ხედავ, არჩილ, მე მზად ვიყავ დამეტოვებინე შენ,
შენ ჩემი ასეთი დიდი და კარგი მეგობარი და მეც ვგრძნობ სრულ
ჩემს დანაშაულს შენს წინაშე, წარმოვსთქვი ეს, დამნაშავე ბავშვი-
ვით ქვევიდან ზევით ავხედე და მის ხელს ალერსით ხელი დავა-
დე.
28
მკითხველთა ლიგა

ის მისმენდა დინჯად, დამშვიდებულად და ჩემი ლაპარაკის


დროს მის სახეზე ერთი კუნთიც კი არ შენძრეულა.
– აი, როგორი სახიფათოა შენი მარტოდ მიტოვება, ლიანა,
რასაკვირველია, მე არ მინდა გისაყვედურო. ჩემთვის სრულიად
გასაგებია ის, რომ ჩემთან მოწყენილობას განიცდი და ეძებ ამხა-
ნაგს. ეძიებ ტოლს. იმ დროს, როდესაც შენზე ჯვარი დავიწერე,
არც თუ ისე კარგად გიცნობდი და შენში მხოლოდ ქალს დავე-
ძებდი, მაგრამ შემდეგ მე შემიყვარდი, ლიანა, შემიყვარდი და
ცოლის ნაცვლად ბავშვად გადამექეცი. სამწუხაროდ გვიან გავი-
გე, რომ შენი და შენი მშობლების თანხმობა ამ ცოლქმრობაზე
გამოიწვია შიშმა. გავიგე, რომ თქვენი სოფლის ერთი ავარა ბიჭი
იმუქრებოდა, რომ მოგიტაცებდა და თქვენც საშიშროების თავი-
დან ასაცილებლად ჩემს წინადადებას სიხარულით შეეგებეთ.
– არც თუ იმდენი სიხარული ყოფილა, არჩილ, მაგრამ როცა
საქმე არჩევანზე მიდგა, იმ კაცს შენ გარჩიე.
– ჩვენ ორივენი, ასეა თუ ისე, დამნაშავენი ვართ, რომ ერ-
თმანეთს დაუკავშირდით, მაგრამ დღეს მზადა ვარ მარტო მე ვზი-
დო ამ შეცდომის სიმძიმე და შენი ბედნიერების გულისათვის დაგ-
თმო კიდეც. მაგრამ მე მხოლოდ ისეთ ვინმეს დაუთმობ შენს
თავს, რომელიც მართლა ბედნიერებას მოგანიჭებს. ის კაცი კი
ვერ ყოფილა ასეთი და შენც უნდა დაივიწყო ის, დაივიწყებ,
ლიანა? შემეკითხა არჩილი და თავზე ალერსით ხელი დამადო.
– დავივიწყებ, უსათუოდ დავივიწყებ, მაგრამ ეხლა ერთი
თხოვნა უნდა შემისრულო, ხვალ ისევ უნდა ჩამოხვიდე და ჩემი
ბარგით სოფელში გადამიყვანო.
– სიამოვნებით შევასრულებ ამ თხოვნას. ჩვენს დიდ სახლში
შენ შემოგაქვს სიცოცხლე, სიხარული, ხმაურობა და ჩვენც ისე
მოუთმენლად ველოდით შენს დაბრუნებას. ეხლა კი ნახვამდის,
ჩემო ბავშვო, ჭკუიანად იყავ და ხვალამდე ნუ მოიწყენ.

29
მკითხველთა ლიგა

ამ სიტყვებით მან შუბლზე მაკოცა და ოთახიდან გავიდა. ფან-


ჯრიდან თვალი მოვკარ მის ცხენს, თოხარიკით რომ მიჰქროდა
მტვერიან შარაზე და განუსაზღვრელი მადლობა ვიგრძენ მისად-
მი. მე დარწმუნებული ვიყავ, რომ მისი სიახლოვე და სოფელი
დამავიწყებდა ჩემს უბედურ გრძნობას და თუ ბედნიერებას არა,
კმაყოფილებას მაინც მაგრძნობინებდა.

30
მკითხველთა ლიგა

VIII

ჩემი ოთახი დაცარიელებულიყო. ჩემი ბარგი შეხვეული და


მეც აივანზე ვიჯექი, რომ ერთმა უცნობმა ყმაწვილმა შენი წერი-
ლი გადმომცა: მატყობინებდა, რომ ავად იყავ, საჭირო სიტყვა
გქონდა ჩემთან და მთხოვდი, რომ მენახე, მენახე რამოდენიმე
წამით მაინც. ის ალბად იგონებს ავადმყოფობას, რომ ამით მი-
მიყვანოს მასთან, ალბად უნდა კვლავ ააფორიაქოს ჩემი სული
და დაწყვეტილი ნერვებით გამისტუმროს მეთქი სოფელში. არა,
მე მასთან არ წავალ, გადავსწყვიტე ეს, წერილი ნერვიულად
დავჭმუჭნე და ისევ სკამზე დავეშვი.
– ქალბატონო, თამაზი მართლა ავად არის და გთხოვთ ნახ-
ვას. მომესმა ხმა იმ ყმაწვილის, რომელმაც წერილი გადმომცა.
– რა სიტყვა აქვს, თუ იცით, ჩემთან?
– არ ვიცი, ეს მას არ უთქვამს. მშვიდობით ბრძანდებოდეთ.
მე თამაზს გადავცემ, რომ თქვენ მობრძანდებით. ამ სიტყვებით
ის შემობრუნდა და საჩქაროდ გამშორდა.
მივალ და გავიგებ რა უნდა. ვსთხოვ თავი დამანებოს და სრუ-
ლიად დაივიწყოს ჩემი არსებობა, გავიფიქრე მე, აივნის კიბე
სწრაფად ჩავირბინე და რამოდენიმე წამის შემდეგ შენი ოთახის
კარებთან ვიდექი.
– რა გნებავთ ყმაწვილო? ვიკითხე ცივად, როცა ოთახში შე-
მოვედი და შენ უკვე ფეხზე დაგინახე.
– დაბრძანდით, წარმოსთქვი, თითქმის ჩურჩულით, და სკამი
მომაწოდე.
– მე აქ საბაასოდ არ მოვსულვარ. მეგონა ავადმყოფთან
მოვდიოდი, მაგრამ ვინაიდან ეს ასე არ არის, მე მივდივარ.
– ვერ წახვალ, სანამ არ მოისმენ ჩემს სიტყვებს, სთქვი ეს და
კარების სახელურს ხელი წაატანე.
– რა გინდათ?
31
მკითხველთა ლიგა

– მე მინდა ვიცოდე, თუ რატომ მიდიხარ სოფელში?


– ეს ჩემი საქმეა და თქვენც არა გაქვთ ამის შეკითხვის უფლე-
ბა.
– ლიანა, მე შენ გთხოვ ილაპარაკო დაწეული ტონით. მე
მტანჯავს ეს ცივი სახე, მტანჯავს ეს ცივი სიტყვები. შემომხედე, მე
განა ის თამაზი ვარ, რაც ვიყავი წინად. ალმაცერად გადმოვიხე-
დე შენსკენ და შეგამჩნიე, რომ მართლა გამხდარი და გაფითრე-
ბული იყავ.
– რა დაგემართა? ვიკითხე შეცვლილი კილოთი და ვიგრძენ,
რომ ხმა ამითრთოლდა.
– ლიანა, მე დამნაშავე ვარ და შენც უნდა მაპატიო ეს.
– საპატიებელი არაფერია, ჩვენ ერთმანეთი ვერ გავიგეთ და
ერთმანეთს დავშორდით. მე თქვენ არ გემდურით.
– ჩვენ ერთმანეთს ვერ დავშორდებით.
– ვინ მოგახსენათ? მე უკვე გადავსწყვიტე ეს.
– და თუ მე არ შემიძლია შენი მოშორება?
– მით უარესი თქვენთვის. ნუ თუ არა გრძნობთ, თუ როგორ
მცირდებით?
– დაე, აგრე იყოს. ჩემი სიყვარული ჩემთვის უფრო ძვირფა-
სია, ვიდრე სიამაყე. მაშ, იცოდე, რომ შენი გაცნობის შემდეგ არც
ერთ ქალს არ მიუპყრია ჩემი ყურადღება და თუ წინააღმდეგში
გარწმუნებდი, მხოლოდ იმიტომ, რომ მინდოდა გამომეცადე.
მინდოდა გამეგო, თუ რამდენად ძლიერი იყო შენი სიყვარული
ჩემდამი. შენ კი ისეთი დამშვიდებული სახით მოისმინე ყველაფე-
რი, წერილი დახიე, ხატვას ხელი მიჰყავი და სრულიად აუღელ-
ვებლად, “წადიო ” მითხარი.
– მაშ რა გნებავდა? ისტერიკა, ცრემლები? არავითარი უფ-
ლება არ მქონდა დამეჭირე, როდესაც გამოსთქვი წასვლის სურ-
ვილი. მე ამაყი ვარ და ამ ერთად ერთ ჩემს სიმდიდრეს ვერავინ
და ვერაფერი ვერ მომტაცებს.
32
მკითხველთა ლიგა

– ჰო, მე ვიცი, რომ ამ სიამაყეს თამაზის სიცოცხლესაც კი


შესწირავ. ამაში დავრწმუნდი იმ დღეს, როცა შენ ოთახიდან გა-
მოვედი. მე შენ არ გიყვარვარ.
– არ დავიწყებ იმის მტკიცებას, რომ მიყვარდი ან... მიყვარ-
ხარ, მაგრამ რამდენად ლამაზია ასეთი საქციელი. ეს თვითონ
განსაჯე. მშვიდობით.
– საით? ჯერ უნდა მითხრა, რომ ყველაფერი მაპატიე და
რომ შენ ისევ... ჩემი იქნები.
– ჯერ ადრეა ამაზე ლაპარაკი.
– ცოტა ხანი დარჩა. ეს დროც გაივლის და შემდეგ ჩემთან იქ-
ნები, სულ ჩემთან, ხომ, ლიანა? წარმოსთქვი ეს და ხელი ისე
მაგრად გამისრისე, რომ მე ტკივილებისაგან დავიკვნესე.
– გამიშვი, თამაზ, მე ტკივილებს ვგრძნობ.
– მე ასე მინდა, წამოიძახე უეცრად აფეთქებული ვნებით და
ჩემს მაჯას კბილებით დასწვდი.
– შენ არ მეპყრობი მე სათუთად, შენ უხეში ხარ, გიჟი.
– ყველაფერი ეს იმიტომ ხდება, რომ მიყვარხარ, მიყვარხარ
და ეს გრძნობა გონებას მაკარგვინებს. ხან საშინელი სურვილი
შემიპყრობს, რომ დაგამსხვრიო, გაგანადგურო და მთელი შენი
არსება ჩემსას შეუერთო, ჩემს სულს გადაგაქსოვო. მითხარი,
ლიანა, ერთხელ მაინც მითხარი, რომ გიყვარვარ და რომ შენც
გინდა ჩემი იყო. წარმოსთქვი ეს და თავი ბავშვივით ჩემს კალთა-
ზე დასდევ.
– წინდაწინ ვერაფერს შეგპირდები, თამაზ, ხშირად წლობით
ნაკეთებ და ნაშენებ საქმეს ერთი დღე ანგრევს და ანადგურებს.
ვინ იცის, რა მოხდება ამ ხნის განმავლობაში.
– ის მოხდება, რომ ჩვენი სულები ერთმანეთში შეყვარებული,
ერთმანეთს გაიგებს და მათი განშორება შეუძლებელი გახდება.
ეხლა კი მომიალერსე, ლიანა, მომიალერსე და მაგრძნობინე,

33
მკითხველთა ლიგა

რომ შენშიაც არის ეს გრძნობა. ჩქარა სოფელში იქნები და ვინ


იცის, კვლავ როდის დაბრუნდები ქალაქში.
– მე იქ ვიფიქრებ შენზე, თუ უფრო კარგი და უფრო ჭკვიანი
იქნები, წარმოვსთქვი ეს და ნაზი სიფრთხილით მიუალერსე შენს
აფერმკრთალებულ სახეს და შავ აწეწილ თმებს.
– ოო, კიდევ ძვირფასო, კიდევ, ეს პატარა, სათუთი ხელები
მე მწვავენ, მაწამებენ, მაგრამ ამ წამებაში იმდენი სილამაზეა, იმ-
დენი ნეტარება ლიანა... ლიანა... ლიანა... წადი ეხლა, მომშორ-
დი, მომშორდი თუ არ გინდა განმეორდეს... არა, მართლა, ცუ-
დად არ მოგექცევი თავს დავიჭერ, მოდი აქ, ახლო, რომ გულ-
თან ვიგრძნო, აი ასე... ჩემი... ჩემო... ჩემო... აჰ, შენ მომკლავ მე,
ლიანა, გიჟივით წამოიძახე ეს სიტყვები, ბურთივით ზევით ამიტა-
ცე, რამოდენიმე ნაბიჯი წარსდგი, ლოგინზე უხეშად დამაგდე და
გახურებული ტუჩებით ჩემს სახეს დასწვდი. ინსტინქტურად ხელი
დავატანე იმ დიდ ყდიან წიგნს, რომელიც იქავე ლოგინზე იდო
და ანგარიშ მიუცემლად სახეში გესროლე. შენ დაბარბაცდი, უკან
გაიხედე და მე კი აღშფოთებულმა კარები გავაღე და შეურაც-
ხყოფილი გრძნობით სახლისკენ გამოვეშურე.
– სად იყავ, ლიანა, ასე ადრე? შემეკითხა არჩილი, როცა
აივანზე ავედი.
წიგნები შევიტანე სამკითხველოში, მივუგე მე და საჩქაროდ
ზურგი შევაქციე, რათა ჩემს სახეზე არაფერი ამოეკითხა.
რამოდენიმე წამის შემდეგ ჩვენ ეტლში ვისხედით და სოფ-
ლისკენ მივემგზავრებოდით. ეტლის სიღრმეში უხმოდ მიყრდნო-
ბილი, მოწყენილი შევყურებდი შიშველ ხის შტოებს და მიწაზე
დაზღვავებულ ყვითელსა და გადამჭკნარ ფოთლებს.
– რად მიჩუმდი, ლიანა? აკი გიხაროდა სოფელში წამოსვლა!
მითხრა ბოლოს არჩილმა.

34
მკითხველთა ლიგა

– შენ ცოტა ხანს უნდა მაპატიო ასეთი სიჩუმე. დაიცადე, ეს წუ-


თებიც გაივლის და მეც ჩემი ჩვეულებრივი ხმაურით გავართობ
შენს მეგობარს.
– მე ჩემზე არ ვზრუნავ, მე შენ მებრალები, შენ, დატუქსული
ბავშივით რომ დაღვრემილხარ კუთხეში და რაღაცაზე ჩუმად სევ-
დიანობ. ხომ არ გენანება ქალაქის დატოვება?
– არა, არჩილ, მე არავის დატოვება არ მენანება და ძალიან
კმაყოფილიც ვარ, რომ ჩემ სოფელს ვუბრუნდები. აგერ ისიც,
წარმოვსთქვი მე და ხელი წინ გავიწოდე.
ზევით, სულ ზევით მზის სხივებში დაფერილი მოსჩანდა ჩვენი
ეზო და დეკორატიული ხეები, სახლის გარშემო მწყობრად ჩამ-
წკრივებული, თითქოს ღიმილით მეპატიჟებოდნენ. ჩემს თვალებ-
ში ჩაწოლილი ნაღველი თანდათან შეთხელდა, და როცა სახ-
ლის აივნიდან მე გადავხედე ვერცხლის ლენტივით მიფენილ ჩა-
ქუხას, შორს ჰორიზონტთან მოელვარე ზღვას, გურია-აჭარის
მთებს, დაბლობში მოფანტულ სოფლებს, მე ოცნებით გულში ჩა-
ვიკარ, ოცნებით შემოვეხვიე ამ ბუნებას და ამ მოხვევაში ამოვ-
კრიფე სულიერი სიმშვიდე, სულიერი მყუდროება. დიახ, მე ბუნე-
ბა მგრძნობდა და მე ბუნებას ვგრძნობდი. ჩვენ ორი ერთი ვიყა-
ვით და ამიერიდან ის უნდა ყოფილიყო ჩემი მეგობარიც...

35
მკითხველთა ლიგა

IX

გურია აჭარის მთები შეიშმუშნენ. მაღალი მხრებიდან ჩამოიხ-


სნეს გამჭვირვალე თოვლის მოსასხამი და მწვანე ფრთებით
მოფრენილმა აპრილმა ზურმუხტის ფერი ქათიბი გადააცვა ზამ-
თრისაგან გაძარცულ ხეებს. ლამაზი, შავგვრემანი მერცხლები
ისევ დაუბრუნდნენ თავიანთ სამშობლოს და რამოდენიმე მათგა-
ნი მხიარული ჭიკჭიკით შემოერტყა ჩვენ მაღალ სახლს.
იები აყვავდნენ, ჩიტები ახმაურდნენ და გაზაფხულის შუქმა
გრიგალივით გადაირბინა მთელი გარემო. გამოვფხიზლდი მეც,
გულში დაგუბებული ნაღველი თანდათანობით გავაბნიე მინ-
დვრის ყვავილებში და მაღალ მთიდან წამოქროლილ ნიავს
მხიარულად გამოვესაუბრე.
– საით ცელქო? შევეკითხე მას და ჭრელი აბრეშუმის შარ-
ფით დაჭერა მოუნდომე.
– შენთან ასეულო, შენთან. საოცნებო ფერებით ავკინძე გა-
ზაფხულის ზღაპარი და ზეფირის ფრთებით გადმოვისროლე ის.
შენი ფიქრთა სრბოლა საუკეთესო გამომხატველია ჩემი მოუსვე-
ნარი ქროლვის და მეც იმიტომაა, რომ მიყვარხარ; ჩამჩურჩულა
ნიავმა ალერსით, ირგვლივ შემომეხვია, ჩემი კაბის აყრილი
ნაოჭები შეაშფოთა, კამელიის ფოთლებზე გადაინავარდა და
იასამნის ყვავილებში მიიმალა.
– მეც მიყვარხარ, საამურო, მეც მიყვარხარ, გიჟო, გამოვეპა-
სუხე უხილავ მოარშიყეს, ბავშივით აცელქებულმა იასამნის ბუჩ-
ქთან მივირბინე და მისი ტოტები ანცურად შევარხიე. ნიავი გას-
ხლტა. ცივ ფრთათა ისრებით ჩემს სახეს მიუალერსა, გაშლილი
თმები მიშალ-მოშალა, ტუჩებს მიუამბორა და ონავრულად გაექა-
ნა ზევით, სულ ზევით, თავის სამფლობელოსაკენ.
საცალფეხო ბილიკს დავადექ. ბაღში შევედი და მწვანე ბა-
ლახებში მხართეძოზე წამოწოლილმა ცქერა დაუწყე ალის ფე-
36
მკითხველთა ლიგა

რად აფერადებულ ჰორიზონტს. სადღაც შორს, ჩემი არსების


სიღრმეში, ნისლივით ასცურდა წარსულ მოგონებათა სურათები
და ამ სურათებში ყველაზე მეტად შენი სახე კრთოდა, ყველაზე
მეტად შენი სახე მიზიდავდა. შევკრთი, ჩემი მხიარულება ერთბა-
შად გაჰქრა, თვალები დავხუჭე და თავით იდაყვს დავეყრდნე. ხუ-
თი თვე გავიდა რაც არაფერი მომიწერია შენთვის. მე უპასუხოდ
დავტოვე ის პატარა ბარათიც კი, რომელშიდაც ისე მხურვალედ
მეძახდი: “მოდი, მე უშენოდ... ვკვდები”-ო. მე დავხიე ის ქაღალდი
და ნაფლეთები ქარიშხალს გავატანე, მაგრამ სიტყვები, ეს სიტ-
ყვები კი დარჩენ ჩემთან და მეც ვერ შევძელ იმათი თავიდან მო-
შორება. შეუსვენებლივ ვმუშაობდი ამ ხნის განმავლობაში, ვკით-
ხულობდი, ვხატავდი, ვფიქრობდი და გარეგნულად სრულიად
დამშვიდებული ვიყავი, მაგრამ ჩემს გულში მაინც არ ჰქრებოდა
ის კოცონი, რომელიც შენ იქ აანთე, ჩემს თვალებში არ ნელდე-
ბოდა ის ცეცხლი, რომელიც იქ გამოიწვიე. მე ვსდუმდი და ამ დუ-
მილით ვაწამებდი ჩემს სულს, მე გტოვებდი შენ, მაგრამ ამავე
დროს ვგრძნობდი, რომ ეს სიყვარული არასოდეს არ დამტოვებ-
და მე და რომ ის ჩემთან ივლიდა, სულ ჩემთან.
– რაზე ოცნებობ, ლიანა? შემომესმა ხმა ჩემი ქმრის, რომე-
ლიც ბაღში შემოსულიყო და შეუმჩნევლად თავზე წამომდგომო-
და.
– მე აღარ ვოცნებობ, არჩილ, მე მხოლოდ ვფიქრობ.
– რაზე. ბავშვო?
– ყველაფერზე, არჩილ, ყველაფერზე. ვფიქრობ აი, იმ ლურ-
ჯად მოკრიალებულ ზეცაზე, რომელსაც ისე მაგრად მიუკეტია
თავისი კარები, რომ დღემდის ვერავის ვერ შეუღია ის. ვფიქრობ
ადამიანის არსებობის უაზრობაზე, სიკვდილ – სიცოცხლეზე, მა-
რადისობაზე და... რა ვიცი რაზე...
– მე ვიცი, რომ შენ კიდევ ფიქრობ რაღაცაზე, თუ... ვიღაცაზე.
გგონია დამიმალავ რასმეს? ამ უკანასკნელად არა ხარ ჩემთან
37
მკითხველთა ლიგა

გულახდილი, ლიანა, და მეც აღარ ვიცი, თუ როდის აქეთ დავ-


კარგე შენი ნდობა. მეგონა კი, რომ მეგობრები ვიყავით.
– და შენ ხარ ჩემი მეგობარი, არჩილ, ჩემი ერთადერთი
ძვირფასი მეგობარი.
– მაშ მითხარი, ვისი იყო ის პაწია ბარათი, ამას წინად რომ
მიიღე და ისეთი გაფითრებული სახით დახიე.
– თამაზის.
– რას გწერდა?
– მთხოვდა ჩასვლას, ნახვას.
– და შენ არ შეუსრულე ეს თხოვნა?
– მას შემდეგ ერთი თვე გავიდა და მე არ წავსულვარ იქ,
სჩანს, რომ არა მსურს მისი ნახვა.
– ლიანა, იქნება იმ კაცს გულწრფელი სიყვარული აკავში-
რებს შენთან... თუ ასეა, მე არ მინდა თქვენ შორის ჩავდგე და
ორი ადამიანის უბედურებას ვუყურო. დაე, მარტო მე ვიტანჯო. ამ
ტანჯვას შენი ბედნიერება შეამსუბუქებს. თქვენ ახალგაზრდები
ხართ და სრული უფლება გაქვთ სიცოცხლის, სიყვარულის, ბედ-
ნიერების.
– შენი სული ისეთი ნაზი, მაღალი და არაჩვეულებრივია. მე
მიყვარს ის, არჩილ!
– მჯერა, მაგრამ მარტო სულიერი სიყვარული ვერ დააკმაყო-
ფილებს ახალგაზრდა ადამიანს. გაფრთხილებ და გეუბნები,
ლიანა, რომ ჩემდამი პატივისცემას ან სიბრალულის გრძნობას
შენი პირადი ბედნიერება არ შესწირო. მე მიცხოვრია, ბრძოლის
ქარცეცხლში გამივლია და ცხოვრების ყოველგვარ ცვალებადო-
ბას ავიტან. შენ კი სუსტი ხარ, და ერთი რომ წაიფორთხილო, გა-
ისრისები. მე კი არ მინდა ეს მოხდეს. ამ სიტყვებით უბის ჯიბიდან
პაწია ვარდის ფერი ჩალათა ამოიღო და ხელში ჩამიდო.
– რა არის ეს?

38
მკითხველთა ლიგა

– წერილი, რომელიც დღეს ერთმა კაცმა გადმომცა. უთუოდ


ესეც ზურაბიძის იქნება. მისია ეს, ლიანა?
– მისია, ძლივს წარმოვსთქვი ეს და ვიგრძენ, რომ გავწით-
ლდი.
– გულდასმით წაიკითხე ის და შემდეგ შემოდი ჩემთან. მით-
ხრა მან, შებრუნდა და ნელის ნაბიჯით ბაღიდან გავიდა. მე დავ-
რჩი იქ, დავრჩი იმ წერილთან ერთად, რომლის უბრალო სიახ-
ლოვეც კი მათრთოლებდა და გამოურკვეველ ბურანში მაგდებ-
და. მე ვგრძნობდი, რომ ავად ვხდებოდი და ამ ავადმყოფობის
მიზეზი კი ის გრძნობა იყო, რომელიც ვერაფრით ვერ დამეძ-
ლია.
წერილი
“... და შენ წახველ აღშფოთებული, წახველ ჩქარის ნაბიჯით.
ერთხელაც არ მოგიხედავს. არაჩვეულებრივი იყო ეს წასვლა.
გამოვედი გარედ, დიდხანს გიცქირე. შენ დაიკარგე მხედველო-
ბის არედან, მაგრამ მე მაინც ვიცქირებოდი, ვიცქირებოდი სად-
ღაც შორს, შორს. “რა იქნება, რომ აღარ დაბრუნდეს”? გამიელ-
ვა თავში. “შენ არ მეპყრობი მე სათუთად, უხეში ხარ, გიჟი” მო-
მაგონდა შენი სიტყვები. ნუ თუ მართლა ასეთი ვარ? მაგრამ რა
იწვევს ასეთ საქციელს? ყველაფერი ეს ხომ იმ გრძნეული ძა-
ლის ბრალია, რომელიც... სადაც არ უნდა შემხვდეს, თუ გინდ
ქუჩაში იყოს ეს, მე მას ვაკოცებ, ვაკოცებ პირდაპირ შუბლში. ეს
არ იქნება მხურვალე და ვნებიანი კოცნა. ის იქნება ჩემი სულის
გაამბორება მის სულთან და ისიც მიიღებს ამ ამბორს.
სადა ხარ, სადა? მე სული მეხუთება, მომწყინდა, მომბეზრდა
ყოფნა, აღარ არის სულიერი სიმშვიდე, წავიდა, გაჰქრა. ჩემ
საყვარელ “სულ ერთია”-ს აღარ ვხმარობ სიტყვაში. იცი? ამის
მაგივრად რას ვიმეორებ ყოველ დღიურად, დილაობით?
“ქარის და წვიმის წვეთები ხშირი
სწყდებოდა, როგორც მწყდებოდა გული
და მე ავტირდი, ვით მეფე ლირი,
ლირი ყველასგან მიტოვებული“.
39
მკითხველთა ლიგა

ასე მგონია, რომ ჩემმა სიცოცხლემ დაჰკარგა აზრი, თით-


ქოს მომწყდა გული და გადაეშვა სადღაც, დაუსრულებელ სივ-
რცეში.
მომწყინდა აქ ხეტიალი, ან შენი სიტყვით რომ ვსთქვა: “რა-
ტუნი”, და მეც ამ დღეებში მივემგზავრები შორს, შორს, ძლიერ
შორს, ზღვას გაღმა. ჩემი მგზავრობა საიდუმლოებით არის მო-
ცული, ისეთი საიდუმლოებით, რომ ვერც შენ გაგიმხელ მე იმას,
მინდოდა კი წასვლამდე უკანასკნელად მენახე.
ხომ ხედავ ეს სამარისებური სიჩუმე პირველმა დავარღვიე
და დავარღვიე ორჯერ. აქედან შესაფერი დასკვნა შეგიძლია გა-
მოიტანო. შენმა სიჩუმემ დაამარცხა ჩემი თავმოყვარეობა და შე-
ნი სიამაყეც სრულიად დაკმაყოფილებულია. მაშ მოდი, ძვირფა-
სო, მოდი და მომეც იმის საშუალება, რომ ერთხელ კიდევ გნა-
ხო, ერთხელ კიდევ მოვისმინო შენი ხმა და შენი სახე ჩემს გულ-
ში აღბეჭდილი წავიღო თან.
ნახვამდის ჩემო... ჩემო ერთად ერთო ძვირფასო, საყვარე-
ლო არსებავ.
ნახვამდის, ჩემო ლიანა.
თამაზ.“
წავიკითხე. ხელები მოწყვეტილად დამცვინდა და ფიქრმა,
ტყვიასავით მძიმე ფიქრმა, თავი ძირს დამახრევინა. უეცრად ჩემი
სახელი მომესმა.
ჩემს წინ ისევ არჩილი იდგა.
– შეიძლება გავიგო წერილის შინაარსი? წერილი უხმოდ ავი-
ღე და მას გადავეცი.
– რას აპირებ ეხლა? შენ წახვალ იქ, იმ... კაცთან? იკითხა მან
წერილის წაკითხვის შემდეგ და მის სახეზე გამოუთქმელი მწუხა-
რება გამოიხატა.
– ის მიდის სადღაც, მიდის შორეულ ქვეყანაში და მეც არ შე-
მიძლია არ აუსრულო მას უკანასკნელი თხოვნა. წარმოვსთქვი მე
დახრილი თვალებით, და ბალახებს უაზროდ გლეჯა დაუწყე.
– როდის წახვალ?
40
მკითხველთა ლიგა

– ხვალ დილით, აქ საფოსტო ეტლი გამოივლის და მეც მას


გავყვები. შენ ხომ არაფერი გექნება ამის საწინააღმდეგო, არ-
ჩილ? შევეკითხე მას და მის ხელს ნაზი, ბავშვური ალერსით ხე-
ლი დავადე.
– არაფერი, ჩემო კარგო, არაფერი! ოღონდ გონიერი იყავ
და ადვილად ნურავის ენდობი. მომიგო მან და საჩქაროდ შემობ-
რუნდა, რათა ჩემთვის არ დაენახვებინა ცრემლები, რომლებმაც
მის თვალებში ერთბაშად გაანათა.
ჩემი ნერვები მოზღვავებულმა მწარე განცდამ მძლავრად შე-
არხია და ჩემი სულიც უძირო სევდის უძირო უფსკრულში გა-
დაიჩეხა. მე ვგრძნობდი უმწეობას, ვგრძნობდი სისუსტეს და აგ-
რეთვე ვგრძნობდი იმასაც, რომ გზაჯვარედინზე ვიდექ და... ვირ-
ყეოდი.

41
მკითხველთა ლიგა

აპრილის შუა რიცხვებია. მოზღვავებული ნამქერით ადიდებუ-


ლი მდინარე გაგიჟებული ხმაურით მიჰქრის. დასავლეთისაკენ
გადახრილი მზე ციმციმითა და ტოკვით მისრიალებს ცის კაბა-
დონზე და ლამაზი ცეცხლით სწვავს მრავალ ფერებით აჭრელე-
ბულ და გაშლილ ერისიონს. წითელ სხივთა კონები ბრწყინვალე
ტალღებათ ეღვრება სამრეკლოს გუმბათს და მის თავზე ამარ-
თულ ჯვარცმას ყვითლად აელვარებს. ტაძრის ეზოში მარმარი-
ლოს ძეგლის დაბა. საფეხურზე ვზივარ. შენ კი იქვე მიწაზე წამო-
წოლილი და ჩემს მხარზე თავით მიყრდნობილი, დაფიქრებული
გაჰყურებდი ჩამავალ მზეს. ორივენი ვსდუმდით და ამ დუმილში
იმდენ განცდას და იმდენ შინაარსს ვგრძნობდით, რომ არც ერთ
ჩვენგანს არ უნდოდა დაერღვია ის. მთიდან წამოსული ნისლი
ბნელ მანტიათ დაეფინა სასაფლაოს ძეგლებს და მეც სიცივისა-
გან შემაჟრჟოლა. შემობრუნდი. მზრუნველობით პალტო მომახ-
ვიე და ჩემი ხელი უბეში შეინახე.
– შენ არაფერს იტყვი, თამაზ.
– მინდა გისაყვედურო, ლიანა, მინდა გკითხო, თუ რად დამ-
ტოვე რად, რად?
– შენ იცი, თუ რად დაგტოვე, თამაზ.
– საშიშარი და უცნაური ტიპი ყოფილხარ, თუ ერთ უბრალო
მოხვევას არ აპატიებ საყვარელ ადამიანს, ამისათვის მოსწყდები
მას და თვეობით სადღაც გადაიკარგები.
– ის უბრალო მოხვევა არ ყოფილა. ის ძალდატანება იყო.
– მე არ ვარ დამნაშავე, თუ ცუდად მოვიქეცი და ვერ მოვერიე
ჩემში ისე სტიქიურად აღძრულ ვნებას. რა ვუყო, რომ ასეთია მა-
მაკაცის ბუნება.
– უკეთესია იტყოდე: “უპატიოსნო მამაკაცის ბუნება“.

42
მკითხველთა ლიგა

– ნუ შეურაცხმყოფ, ლიანა, თუ ვინმეში არის პატიოსნება ის


ჩემში უფრო მეტია. მოთმინებასაც თავისი საზღვარი აქვს.
– მე ვიცნობ ისეთ მამაკაცსაც, რომელიც თვეობით სცხოვ-
რობდა თავის ახლად ჯვარდაწერილ ცოლის ოთახში და ამ ხნის
განმავლობაში ერთხელაც კი არ მიახლოვებია მის სარეცელს.
– რა იყო ამის მიზეზი?
– ქალის ახალგაზრდობა და შიში იმ კაცის წინაშე, რომელ-
საც ის მისმა მშობლებმა მისცეს.
– რა მოხდა შემდეგ?
– იმ კაცმა თავის კეთილშობილური ქცევით და ამხანაგური
დამოკიდებულებით მიიპყრო ქალის ყურადღება და იმანაც შეით-
ვისა ის.
– და ეს კაცი იცდიდა რამოდენიმე თვის განმავლობაში მხო-
ლოდ იმისათვის, რომ მოეგო გული ჯვარ დაწერილი ცოლისა?
– დიახ!!!
– ეს ზღაპარია, ასეთი მამაკაცი არ შეიძლება არსებობდეს.
– ის კაცი ჩემი ქმარია, თამაზ
– გაყინული ყოფილა ის შენი ქმარი, თუ ეს ამბავი მართა-
ლია.
– როგორც გინდა, ისე იფიქრე, მაგრამ არჩილის სულიერ სი-
ფაქიზეში ეჭვის შეტანა არ შეიძლება.
– იმდენად ხარ აღტაცებული მაგ კაცით, რომ დარწმუნებული
ვარ, არასოდეს არ დაივიწყებ მას და მეც მინდა გკითხო, თუ შენ
მას პატივს სცემ, თუ შენ ის გიყვარს, თუ ის შენი მეგობარია, მა-
შინ... მაშინ ვინ, ან რა ვარ მე შენთვის.
– ჩემი ნახევარი. ჩემი სულისა და გულის ნაგლეჯი, აი, ვინა
ხარ შენ, თამაზ.
– ლიანა, ლიანა, გაიმეორე კიდევ ეს სიტყვები. კიდევ
გაიმეორე ეს სიტყვები, ლიანა.

43
მკითხველთა ლიგა

– განმეორება არ მიყვარს და ამისათვის გადავდივარ სხვა...


უფრო სერიოზულ საკითხზე. შენ მწერდი, რომ მიდიოდი შორს,
ძლიერ შორს, ზღვას გაღმა და ეხლა მეუბნები, რომ ეს განზრახ-
ვა გადადებულია. რას ნიშნავს ეს?
– ყველაფრის თქმა არ შემიძლია. ამის უფლება არა მაქვს.
მაგრამ ის კი ნამდვილია, რომ განზრახული საქმე დაიშალა და
მეც განმანთავისუფლეს დაკისრებული მოვალეობისაგან.
– რასაც ალბად სიხარულით შეეგებე.
– და თუნდაც ეს ასე ყოფილიყო, შენ არ გაამართლებდი
ამას?
– არა.
– რატომ?
– იმიტომ, რომ წინ საქმესა და მოვალეობას უნდა აყენებდე,
შემდეგ კი სიყვარულსა და ბედნიერებას.
– მოვალეობა, ეს მეტად მშრალი ცნებაა, რომელიც არავის
არ იზიდავს.
– შენ გინდა დავივიწყო ის?
– მე მინდა არ გბოჭავდეს არავითარი მოვალეობა. მინდა,
თავისუფალი იყო. მხოლოდ თავისუფალ სულს შეუძლია შექმნას
რაიმე და ხელოვანიც არ უნდა ემორჩილებოდეს არავითარ ზნე-
ობრივ კანონებს.
– უხეირო რჩევაა და თუ მაგ გზით მიდიხარ, ვერ გამოგყვები.
– ჩვენ ერთად ვივლით. მტკიცედ წარმოსთქვი ეს სიტყვები და
ორივე ხელი დამიჭირე.
– მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის გზა, რომელსაც აირჩევ,
მოსაწონი იქნება ჩემთვისაც, მაგრამ ეხლა სამწუხაროდ ბოლო
უნდა მოეღოს ჩვენს საუბარს. ბნელდება და მე მეშინიან ამ ტყის,
ამ სიჩუმის, ამ სამარეების.
– აჰ, მშიშარა ბავშვო, რა არის აქ საშიშარი? ოდესმე ჩვენც
ასე ჩაგვდებენ მიწაში და ასე დაგვტვირთავენ მძიმე ლოდებით.
44
მკითხველთა ლიგა

იმიტომ არის, რომ ვამბობ; ვიცოცხლოთ და ვიყოთ ბედნიერი


მეთქი.
– არსებობს კი ბედნიერება ამ ქვეყნად? ვიკითხე ეჭვით.
– სრულიად არ გყვარებივარ, თუ ეხლა ამას არა გრძნობ.
– მე შენ გეკითხები.
– მე სრული ბედნიერი ვარ შენთან, ლიანა. წარმოსთქვი ეს,
თავი გულზე დამადევ და ჩემს ჩამოშლილ თმებს ხელებით
ალერსი დაუწყე. დაგროვილი, დაზღვავებული ღრუბლები შეთ-
ხელდა, გაიფანტა, და იქიდან ზანტად ამოცურებულმა მთვარემ
მკრთალად გაანათა გარემო. მდინარე ჩვეულებრივი ხმაურით
მიჰქროდა, წყლის პირად გარგულნი, თავდახრილი ძეწნები,
ნიავისაგან შეშფოთებულნი, რაღაცაზე დაუსრულებლად ჩურჩუ-
ლებდენ, სამარეები სდუმდენ. ძველი ძეგლები წაშლილი წარწე-
რებით იდუმალ ქსელში გამოხვეულნი ცივად გამოიყურებოდენ
და ჩვენ კი კვლავ ვისხედით იქ, იქ იმ მკვდართა სამეფოში და
ვვოცნებობდით სიცოცხლეზე, ვვოცნებობდით სიყვარულზე და
ბედნიერებაზე.

45
მკითხველთა ლიგა

XI

აგარაკი სავსეა ხალხით, უსაქმო ხალხით და თეატრის კედ-


ლებზე ყოველდღიურად იცვლება აფიშები.
მხიარული საღამო.
ახალი პიესა.
დისპუტი.
დიდი სეირნობა და სხვადასხვა...
ხალხიც აწყდება გასართობებს და ერთად ერთი მათი საზრუ-
ნავი საგანი, მხოლოდ და მხოლოდ მხიარულება და დროსტარე-
ბაა.
განზე ვუდგევარ ყველას და ყველაფერს.
საზოგადოებაც არა მყავს.
მე მარტოდ ვარ.
მაგრამ მე მაქვს ჩემი საქმე, ჩემი გზა, ჩემი საყვარელი ადგი-
ლები და ყველაფერი ეს ჩემთვის უფრო საინტერესოა, ვიდრე ეს
ჭრელი ხალხი და აგარაკის იაფფასიანი წარმოდგენა.
მხიბლავს ბუნების დიადი მშვენიერებანი და დროს მოსაკლა-
ვად კი მუდამ თან დამაქვს წიგნები, რვეულები და... ფანქარი.
მოწყენილობას არ ვიცნობ, ან უკეთ რომა ვსთქვა...
მე მისთვის არა მცალია.
რამდენჯერ შეუჩივლიათ ჩემთვის.
“რა მოწყენაა, მოვიდეს მაინც ვინმე, რომ ბანქო ან ნარდი ვი-
თამაშო”-თო.
გამკვირვებია.
ნუ თუ არა სჯობს წაიკითხო ათასჯერ წაკითხული წიგნი, ან უც-
ქირო ათასჯერ განცდილ და განჭვრეტილ ბუნებას, ვიდრე და-
კარგო დრო ქაღალდის თამაშში, ან ნარდის ქვების უაზრო
გადასმა-გადმოსმაში?!
მეგობრები მისაყვედურებენ:
46
მკითხველთა ლიგა

“ოჯახებში იმიტომ შევდივართ, რომ გავერთოთ, ვიმხიარუ-


ლოთ, ვითამაშოთ. შენ კი ან წიგნს აიღებ, ან სურათებს ათვა-
ლიერებ, ან ძველ ალბომებს ჩაკირკიტებ. არავითარ ყურადღე-
ბას არ აქცევ არც მასპინძელს და არც მის სტუმრებს. ყველაფე-
რი ეს იმის მაჩვენებელია, რომ საზოგადოებაში თავის დაჭერა
არ იცი”-ო.
ბრალდებას საწინააღმდეგო ფაქტებით არღვევენ და მე კი
სამწუხაროდ არ შემიძლია არც ერთი ფაქტის მოყვანა, უკანას-
კნელ საბრალმდებლო მუხლის წინააღმდეგ.
ჩემი მეგობრები მართალნი არიან, მაგრამ...
მეც მართალი ვარ.
მოდით და შეხედეთ, აი, იმ ახალგაზრდა კაცს, თუ როგორი
შურით აენთო სახე და თვალები, როცა მისმა ამხანაგმა მოიგო
და ისიც იძულებული შეიქნა დაცარიელებული ჯიბით დაეტოვებია
სათამაშო მაგიდა.
ლამაზი საჭვრეტია ეს?
თქვენი არ ვიცი, და ჩემში კი მუდამ ზიზღს იწვევს ასეთი აშკა-
რა და ნებადართული გაძარცვა.
ანდა მოისმინეთ... თუ როგორ ზის “პატიოსან” ოჯახში “პა-
ტიოსანი” საზოგადოება და “უპატიოსნო” ხალხის განკიცხვა--
განხილვაშია.
მაგარი ნერვები და ყველაფრის ამტანი ბუნებაა საჭირო, რომ
მოისმინო ასეთი რამ მთელი დღის განმავლობაში და ვინაიდან,
მე არა ვარ პატიოსანი არც პირველისა და არც მეორის, ნურას
უკაცრავად, თუ მოურიდებლად ავდგე და უბოდიშოდ დავტოვო
ასეთი საზოგადოება.
რა ჩემი ბრალია, რომ მე, ადამიანს, არ მომწონს ადამიანი.
რა ჩემი ბრალია, რომ ხშირად არც ჩემი თავი მომწონს მე.
სხვა ვინ ამაღლდა ზე-კაცამდე, რომ მე ავმაღლებულიყავ?...

47
მკითხველთა ლიგა

სხვამ ვინ სძლია ვიწრო, ამ ქვეყნიური სურვილები, რომ მე


დამეძლია?
მაგრამ მე არც თუ ისე ჩია, პატარა ადამიანი ვარ, რომელნიც
დარჩენ იქ... დაბლობში...
მე ზევით ვეშურები, ზევით. სულ ზევით. არ იფიქროთ, რომ ეს
გზა ადვილად ასავლელი იყოს, არ იფიქროთ, რომ იმის გადა-
ლახვა დაუღლელად და უმსხვერპლოდ შეიძლებოდეს.
ბევრი ოფლი დაღვრილა ამ გზაზე. ბევრი კაცი წაქცეულა ამ
გზაზე, მაგრამ რჩეულებს მაინც მიუღწევიათ მწვერვალამდე. მა-
ინც მიუღწევიათ იმ ადგილამდე, სადაც მხოლოდ სიწმინდეა, სა-
დაც მხოლოდ სილამაზე და მშვენიერებაა.
დიახ. მე ვეშურები ზევით და არავის ვაძლევ იმის ნებას, რომ
ხელი შეუშალოს ჩემს მგზავრობას.
მე არა მსურს დავირჩვე იმ წუმპეში, სადაც არა ერთი და ორი
ჩამრჩვალა და მეც გაურბივარ ასეთ წუმპეებს და მოვდივარ აქ,
აქ ამ ბუნების წიაღში.
მხიარულად მიხვდებიან მდინარეები, ნაკადულები, ყვავილე-
ბი. აგერ ველურ გვირილას ისე კოხტათ აუღია თავი, რომ იძუ-
ლებულს მხდის გადავიღო ქაღალდზე მისი სილამაზე. ეგერ
სოდღას ხავერდოვანი ფურცლები და ტყვიას აშოლტილი ტანი
უალერსებს თვალებს.
მაგრამ ყველაზე ლამაზი კი აქ არის ეს ამაყად აზიდული
მთები, აფერადებული ველ-მინდვრები, აქა – იქ გაფანტული
ცხვრის ფარა და... ჭაბუკი მწყემსი.
მე ვიცნობდი მის მამას. ჩვენი ოჯახის კარგი მეგობარი იყო,
ხშირად მიუპატიჟნივართ ხოლმე კარავში და სულუგუნებით, მა-
წონით და მსუქანი ცხვრის დუმით გაგვმასპინძლებია. ამ რამოდე-
ნიმე წლის წინად ძლიერი გაციების გამო უეცრად გარდაიცვალა
და მისი უფროსი ვაჟი, რომელმაც იმ წელს გიმნაზია დაასრულა,
იძულებული შეიქნა უმაღლესი სწავლისათვის თავი დაენებებია
48
მკითხველთა ლიგა

და უწლოვანო და-ძმებისათვის და უპატრონოთ მიტოვებულ სა-


ქონელისათვის მიეხედა. მეტად მძიმე იყო მისთვის მუდმივ ტყეში
ცხოვრება და ალბად ეს იყო მიზეზი, რომ მის ხელში ისე სტირო-
და სალამური, ისე მწვავედ სტიროდა, რომ მე უცრემლოდ არ
შემეძლო მომესმინა ის. ხშირად ვხვდებოდი მას მთებში სიარუ-
ლის დროს. მზისაგან გარუჯულ სახეს ოდნავ სიწითლე აჰკრავ-
და, ზრდილობიანად მომესალმებოდა და თავდახრილი, ჩქარი
ნაბიჯით გამივლიდა წინ.
– გერა, გამოვეძახე ერთხელ მას, როცა მუშაობის დროს
მოულოდნელად თავს წამომადგა და მოსალმების შემდეგ,
ჩვეულებრივად გზა განაგრძო.
– რას მიბრძანებთ, ქალბატონო.
– ქალბატონო? თითქოს ჩემი სახელი არ იცოდეთ!!
– მე სხვაფერ არ მეხერხება.
– თქვენ გეხერხებოდათ ეს ამ რამოდენიმე წლის წინად. მას
შემდეგ დავაჟკაცდით, მაგრამ კი არ გაზრდილხართ, და საზოგა-
დოთ მე მინდა გისაყვედუროთ, წინად წიგნებისათვის მაინც მომა-
კითხავდით ხოლმე. ახლა არც ამისათვის მოდიხართ. რატომ?
მემდურით რასმეს?
– აბა რაზე იფიქრეთ ეს? თქვენ სცდებით ქალბ...
– კიდევ ეს სიტყვა!! თქვენ მგონი დაგავიწყდათ ჩემი სახელი.
მოგაგონოთ?
– მე არაფერს არ გემდურით თქვენ... ლიანა. წარმოსთქვა
მან ჩაწყვეტილი ხმით და პირი საჩქაროთ გვერდზე მიიბრუნა.
მისმა ასეთმა უცნაურმა ქცევამ ჩემში ეჭვები აღძრა და მეც იმ
მხრით დაუდექი, რა მხრითაც მას სახე ჰქონდა მიქცეული.
შევკრთი, გავფითრდი.
მის თვალებში ცრემლები კრთოდენ.
– გერა, რა არის ეს? ვიკითხე გაოცებით.

49
მკითხველთა ლიგა

– სისუსტე, რომელსაც არასოდეს არ ვაპატიებ ჩემს თავს. ბო-


დიშს ვიხდი, რომ ხელი შეგიშალეთ. მშვიდობით ბრძანდებოდეთ.
წავიდა. არეული ნაბიჯით მიუახლოვდა კარავს. დაქირავებულ
ყმაწვილებს რაღაცა შეეკითხა და იქავე ნაძვ-ფიჭვნარის ტყეში
მიიმალა.
საბრალო ბავშვი! აი თურმე რა ყოფილა მიზეზი მისი ასეთი
დაშორების, რა ყოფილა მიზეზი მისი ასეთი უცხოობის.
ვინ არის დამნაშავე იმ ტრაღიკულ შემთხვევების, რომელიც
არა ერთხელ მომხდარა ცხოვრების სინამდვილეში? ადამიანის
სუსტი ბუნება ვერ უძლებს სტიქიურად მოვარდნილ გრძნობათა
ნიაღვარს. ის ტყდება და სასტიკი ბედის წერაც ფხიზლად სდარა-
ჯობს ასეთ სიცოცხლეს და მის შთასანთქავად უფსკრულებს აღ-
რმავებს. საჭიროა ძლიერი პიროვნება, ფოლადის ნერვებით და
მაგარი გულით, რათა გადაიტანოს უეცრად ამოჭრილი ქარტეხი-
ლი განიავებული გრძნობისა და დაღუპული განცდების დაღუპუ-
ლი ყვავილები, ჩუმად და უხმაუროდ ჩაჰკეტოს მოგონებათა სა-
ლაროში, მაგრამ ბევრია ასეთი ვინმე ამ ქვეყნად? ცხოვრება
რთულია და ადამიანის განცდა უცნაური და მრავალნაირი.
გავიფიქრე ეს და ვიგრძენ, რომ ჩემში უეცრად გაიღვიძა ხე-
ლოვანმა და ამ ხელოვანმა, სადღაც, აზროვნების კუნჭულში მიჩ-
ქმალა ფილოსოფიურად ამეტყველებული ადამიანი. ჩემი თვა-
ლები მოიტაცა დასავლეთისაკენ გადახრილმა მზემ. ის თითქოს
ცოცხალი ნერვებით თრთოდა და ტოკავდა დაზღვავებულ ღრუბ-
ლების ტალღებში და მოვარაყებული ვერცხლის თაღები საოცნე-
ბო გვირგვინად ედგმებოდა მოალერსე ნიავისაგან დაქანცულ
მთებს.
გაღმა, აზურმუხტებულ მაღლობზე, ზანტი მოძრაობით მიმო-
დიოდნენ მაძღარი ცხვრები, უზარმაზარი მურა ძაღლები ჩამო-
ძონძილი ბალნებით, ბრაზიანი ღრენით ემუქრებოდნენ, რო-
გორც ტყეში მიმალულ ნადირს, ისე ცოტათ თუ ბევრად, საეჭვო
50
მკითხველთა ლიგა

ადამიანებს, და ნაძვის ძირად წაწოლილი გერა თავისებური სევ-


დით, ჩვეულებრივად ატირებდა პაწია სალამურს.
საჩქაროდ გავხსენი საღებავებით სავსე ყუთი და იქავე გაკ-
რულ ტილოზე რამოდენიმე ხაზი უაზროდ გავავლე. როცა ორი
საათის შემდეგ დავხედე ჩემს ნამუშევარს, მე დავინახე იქ ზემოდ
აწერილი სურათი და ღმერთივით ამაყი, კმაყოფილების ღიმი-
ლით დავყურებდი მას.
დიახ, იმ წუთს მე ვგრძნობდი ჩემს სიდიადეს და ლამაზი სა-
ხეების შექმნაში თვით ბუნებას ვეჯიბრებოდი.

51
მკითხველთა ლიგა

XII

ის იყო დაუახლოვდი ტყეს, რომ წინ შენ შემეფეთე.


– სად იკარგები? წარმოსთქვი შეკრული წარბებით და ცუდად
დაფარული გამწყრალი კილოთი.
– ეს რა შენი საქმეა? დავდივარ იქ, სადაც მესიამოვნება.
– შენი ოთახის კარები მთელი დღე გამოკეტილია. აიკიდებ
ყუთს და მარტოკა ქალი დასეირნობ ამ უდაბურ მთებში, ეს არ
შეიძლება.
– მბრძანებლობაც დაიწყე? ამის უფლება მე მგონი არ მომი-
ცია?!
– ეს მზრუნველობაა და არა მბრძანებლობა.
– გამანთავისუფლე ასეთი მზრუნველობისაგან. მე ვიცი რასაც
ჩავდივარ.
– შენ თითქოს გამირბიხარ, თითქოს მემალები. მე ეს მწყინს.
– ხომ იცი, აქ უსაქმოდ არა ვარ. აღმაფრენა ჭირვეულ ბავ-
შვსა ჰგავს. ისეთ დროს აგეკვიატება, რომ არც მოელი ამას და
შემოქმედების წუთებშიც შეუძლებელია იმაზე ფიქრი, რომ სად-
ღაც, ვიღაც არსებობს. ეს არ უნდა გწყინდეს.
– მე ვისურვებდი, რომ საყვარელ ქალს დაევიწყა ჩემთვის
არამც თუ ხელოვნება, თავისი საკუთარი თავიც კი. აქ მე მუდამ
ეჭვში ვარ, მუდამ რყევაში. მე შენი არაფერი მჯერა.
– აგრე სჯობია. ქალს მხოლოდ მანამდის აქვს ფასი მამაკა-
ცის თვალში, სანამდის ის დაეჭვებულია იმის სიყვარულში. მაგ-
რამ საკმარისია მიიღოს საამისო რწმენა, რომ ის გაცივდეს და
ისევ დაიწყოს ლტოლვა შეუცნობელისა და მიუწვდომელისაკენ.
– ეს შენი ფილოსოფიაა, რომელსაც სრულიად არ ვეთანხმე-
ბი.
– საზოგადოდ, ჩვენ ვერაფერში ვერ ვეთანხმებით ერთმა-
ნეთს, როგორ მოგწონს ეს?
52
მკითხველთა ლიგა

– სამწუხაროდ ჩვენ არც გარდაქმნა შეგვიძლია ერთმანეთის


და არც დათმობა გვეხერხება. მე არ ვიცი სანამდის მიგვიყვანს ეს
ჩუმი, შეურიგებელი წინააღმდეგობა.
– ვუყუროთ, დრო კიდევ ბევრია.
– ვუყუროთ, თითქოს ადვილი იყოს ეს. შეიძლება გავხსნა ყუ-
თი? შენ ალბად მუშაობდი ამ კვირაში. ახალი პეიზაჟი... კარგია...
დიდებულია, მაგრამ ვინ არის ეს... ბიჭი?
– რატომ “ბიჭი ” ? მისი სილამაზე და მოხდენილობა არ ჩა-
მოუვარდება თვით უმშვენიერესს დაფნისსაც კი.
– აი როგორ? ალბად ეს იყო მიზეზი შენი განდეგილობის.
– თამაზ! თქვენი სითამამე თავხედობამდის მიდის. მე ამას არ
გაპატიებთ.
– “თქვენზეც“. გადადი? მე მიხუმრე ეს. კარგი, ნუღარ მიწყრე-
ბი, რაც არ უნდა გითხრა, შენ მაინც ჩემი ჯიუტი გოგონა ხარ, ჩე-
მი ჟინიანი, თავნება ბავშვი. ამ სიტყვებით ჩემს მხრებს ისე მხურ-
ვალედ მოეკარ, რომ მე მოულოდნელად ავენთე.
დაიხარე, თვალებში ღრმად ჩამხედე და ვედრებით მიმაბრუ-
ნე იმ მხარისაკენ, საიდანაც მოსჩანდა ღია ფანჯრები შენი ოთა-
ხისა. უარის ნიშნად თავი გავაქნიე, ხელი გამოგაცალე და უსიტ-
ყვოდ ზურგი შეგაქციე.
– არა?.. იკითხე ოდნავ გასაგონი ხმით.
– არა. მე არ მინდა ისევ წავიჩხუბოთ.
შებრუნდი, საჩქაროდ აიარე მაღალი ფერდობი და კლდის
თავზე აგორებულ, დიდ პიტალო ქვაზე ჩამოჯექი. მე კი შევყევი
საცალფეხო ბილიკს ფიჭვნარის ტყეში და ყვავილების ულამაზე-
სი თაიგული შევკონე. შენ ისევ გაბუტული იჯექი და რაღაცა ჟურ-
ნალს ჩასცქეროდი, როცა მოგიახლოვდი და ყვავილების კონა
სახეზე ოდნავ შეგახე.
– სრულებით არ ვარ ხუმრობის ხასიათზე, გთხოვ, თავი დამა-
ნებო.
53
მკითხველთა ლიგა

– ნუ მიჯავრდები თორემ... ავტირდები.


– ატირდი. მე ჯერ არ დამინახავს შენი ცრემლები და საინტე-
რესოა, თუ როგორი მანერით სტირი. წარმოსთქვი ეს და შენს
სახეს რაღაც ბოროტი გამომეტყველება მიეცა.
– ასეთი სახით მე ვეღარ ვცნობ ჩემს თამაზს. ჩემს კარგს და
ჭკვიანს თამაზს, რა მოგდის?
– არაფერიც არ მომდის. უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკე, ჟურ-
ნალს ფურცვლა დაუწყე და ერთ გვერდზე ხანგრძლივად შეჩერ-
დი.
– აა, შენი ახალი ნაწარმოები დაუბეჭდიათ. იმდენი რამე გით-
ქვამს ჩემთან იმის შესახებ, რომ მე უეჭველად უნდა წავიკითხო.
ეხლა კი შევრიგდეთ, თამაზ, და შემოხედე აი, ამ ყვავილს, მე ის
დაქანებულ ნაპრალებში ამაყად აშოლტილი ვიპოვე და ერთად
ერთი ადამიანი შენა ხარ, რომლისთვისაც ვიმეტებ მას. გრძელი
ყლორტები საოცნებოთ შეფრქვეულა მწვანე ფურცლებით და პა-
წია, ცისფერი აბრეშუმის ნაგლეჯები, დაქუფრული ხალებით, ლა-
მაზად შეჭრელებულა. ჭეშმარიტად, დიდი გენიოსია ის ზეციერი
მხატვარი, რომელიც ამდენ ახალ-ახალ სახეებს ჰქმნის და ბუნე-
ბასაც ასე მომხიბლავად აფერადებს.
– რომელ მხატვარზე ლაპარაკობ?
– იმ მხატვარზე, მოგიგე მე და ხელი ცისკენ გავიწოდე.
– ნუ თუ მართლა იმდენად ბავშვი ხარ, რომ გჯერა ეს ზღაპა-
რი? ცას იქით არავითარი სიცოცხლე და არავითარი მხატვარი
არ არსებობს. იქ სრული სიბნელე და სიცარიელეა.
– საიდან იცი ეს? შენ ყოფილხარ იქ? შეგეკითხე ოდნავი და-
ცინვით.
– მე არც დედამიწის შუა გულში ვყოფილვარ, მაგრამ მშვე-
ნივრად ვიცი, თუ რა ხდება იქ.

54
მკითხველთა ლიგა

– დედამიწა სხვაა, ჩვენ იმას ვწვდებით, ვშინჯავთ. ზეცა კი იმ-


დენად მიუწვდომელია ჩვენთვის, რომ ვერავინ ვერ გაიგებს მის
საიდუმლოებას.
– ის მხოლოდ შენისთანებისათვის არის მიუწვდომელი და
თქვენ ეს რომ გაიგოთ, ამისათვის უნდა წაიკითხოთ “დიდი და
სქელი ” წიგნები.
– შენი ინტუიციის უფრო მეტი გჯერა, ვიდრე იმ ადამიანების,
რომლებიც წლობით შრომობდნენ, იკვლევდნენ და აბერდებო-
დნენ თავიანთ ნაშრომს?
– ჰო, მე ჩემი უფრო მეტი მჯერა, წარმოვსთქვი ბავშვური სი-
ჯიუტით და, რომ ჩემში აღძრული უსიამოვნების გრძნობა რო-
გორმე გამექრო, თაიგულის ფურცლებს შეუბრალებლად წეწა
დაუწყე.
– რას ერჩი ყვავილებს? იმათ შენთვის არაფერი დაუშავები-
ათ. წარმოსთქვი ღიმილით და ჩემ მიერ მოცემული ლურჯი ყვა-
ვილი ხალათის საფოლაქეში გაიკეთე.
– თამაზ, რას უზიხარ აქ? წავიდეთ იქ, ზევით, აი, იმ მთაზე და
მზის ჩასვლას ვუყუროთ. გაისმა ხმა და მეც დავინახე ერთი მაღა-
ლი, წითელ კაბიანი ქალი, რომელიც ერთ ჩემ ნაცნობ ახალგაზ-
რდა კაცს ხელგაყრილი მოსდევდა.
– მე დღეს დაღლილობას ვგრძნობ და იქ ასვლა არ შემიძ-
ლია, მიუგე მას და მისგან გამოწვდილი ხელი ზანტად ტუჩებზე
მიიდევ.
– უკეთესია სთქვა, რომ ჩემთან წამოსვლა არ გინდა. საყვე-
დურით მოგმართა ქალმა.
– პირიქით, თქვენთან წამოსვლა მესიამოვნება კიდეც, მაგრამ
ეხლა მართლაც არ შემიძლია და შენც უნდა მაპატიო ეს, შურა.
– კარგი, სამაგიერო სასჯელს ხვალ მიიღებ. და ეხლა კი მო-
ვიტაცებ აი, ამ ყვავილს. ამ სიტყვებით დაიხარა, საფოლაქედან
ყვავილი ამოგაცალა და თავის თანამგზავრთან ერთად, საჩქა-
55
მკითხველთა ლიგა

როდ აირბინა აღმართი. შენ შემობრუნდი და ცინიკურად დაუწყე


ცქერა მის შერგვალებულ თეძოებს და დაპუდრულ ყელს.
– რად მიეცი მას ჩემი ყვავილი? შეგეკითხე განრისხებული სა-
ხით.
– ხომ დაინახე, რომ არ მიმიცია.
– შენ დაანებე ეს, წინააღმდეგობა არ გაუწიე.
– ეს ისე სწრაფად მოხდა, რომ ვერც კი მოვასწარ წინააღ-
მდეგობა გამეწია.
– სტყუი, წამოვიძახე შეკრული წარბებით და ფეხი გაანჩხლე-
ბით მიწაზე დავკარი.
– არა, ლიანა, არ ვსტყუი, მაგრამ ეს ეჭვიანობა კი ძალიან
გიხდება. მე შენ ასეთი მომწონხარ.
– შენ ყოველგვარი სისაძაგლე მოგწონს, მაგრამ აქ ეჭვიანო-
ბა კი არა, წყენა და გულის ტკივილია. ეს ქალი ხომ ოდესღაც
შენ საცოლედ ითვლებოდა? რა მოხდა შემდეგ თქვენ შორის?
– გულგრილობა შემწამა და სხვაზე, ჩემზე უფრო მდიდარ
კაცზე გათხოვდა, მეც ჩინებულად გადავიტანე ეს ღალატი და აქ
ერთმანეთს ისე შევხვდით, თითქოს ჩვენ შორის არასოდეს, არა-
ფერიც არ მომხდარიყოს.
– ეს ქალი ისე ურცხვად გეთამაშება. მე ეს არ მომწონს.
– მე კი არაფერი მაქვს საწინააღმდეგო, დაე, მოიგონოს წარ-
სული.
– თამაზ, თუ რაიმე შემთხვევამ ჩემი სიამაყე, ჩემი შემეცნების
წიაღიდან ქვევიდან ზევით ამოისროლა, ის ეხლა შენ მართლა
არ დაგინდობს და ისე გაგყინავს, რომ ვერც ერთმა ქალის
ალერსმა ვერ გაგათბოს. ეხლა კი ნახვამდის. მე მინდა დღესვე
წავიკითხო ეს ჟურნალი და გავიგო, საბოლოოდ გავიგო, თუ ვინ,
ან რა ხარ შენ, მე ეს დღემდის ვერ შემიტყვია. ამ სიტყვებით საჩ-
ქაროდ დაგშორდი და ამ ორი წლის განმავლობაში ეს დღე პირ-
ველი დღე იყო, რომ მე შენზე ფიქრის სურვილი დამეკარგა.
56
მკითხველთა ლიგა

XIII

წავიკითხე შენი “პატარა წერილები დიდ საკითხებზე”, რის


შემდეგაც მთელი საათი ჩამოქნილ ქანდაკებასავით ვიჯექი ერთ
ადგილს და თვალ დახუჭული გონების ისრით ვიჩხრეკდი ჩემს
გულში იმ განცდას, რომელიც ობობას ქსელივით მოედო მთელ
ჩემს არსებას, ფიქრები შავი ჭიანჭველებივით აირია ჩემს სულში
და მეც შენ მიერ ასე მწარედ მოტყუებული, რწმენა შერყეული,
მხოლოდ ერთმა სურვილმა შემიპყრო, რაც შეიძლებოდა ჩქარა
მენახე, მეთქვა ჩემი უკანასკნელი სიტყვა და მოგშორებოდი, სა-
მუდამოდ მოგშორებოდი. შემ არ დაიგვიანე, თორმეტ საათზე
ჩვეულებრივად გამოიარე ჩემი სახლის წინ, შორიდან მხიარული
სალამი მომეცი და გაეშურე მთის მაღალ მწვერვალისაკენ, სა-
დაც ჩვენ ამას წინად ვისხედით. რამოდენიმე წამის შემდეგ მეც იქ
ვიდექი და მკაცრი თვალებით სახეში შეგყურებდი.
– მე ვიცოდი არ მოიწონებდი ჩემს ნაშრომს. წამოილაპარაკე
თითქოს დარცხვენით და ჟურნალი ჩემ მიერ იქავე მტვერში დაგ-
დებული, ხელში აიღე.
– შენ მეტიც იცოდი. შენ იცოდი, რომ მე დავგმობდი მას და
მიუხედავად ამისა მაინც დააბეჭდინე. რატომ არ მოიტანე ის ჩემ-
თან. მე არ მოგცემდი ამ უზნეო ნაწარმოების გამოქვეყნების ნე-
ბას.
– მე არ ვიზამდი ამას.
– რომ მეთხოვა, რომ შეგვედრებოდი?
– ჩემო კარგო, შენი თხოვნით მე შემიძლია ხალათი გამოვიც-
ვალო, გაგეგზავნო სადმე, ან და მოვკლა კიდეც ვინმე, თუ ეს
შენთვის საჭირო იქნება. მაგრამ წლობით შემუშავებულ რწმენას
მე ვისიმე თხოვნით ვერ გამოვიცვლი და შენც უნდა გესმოდეს,
რომ ასეთი მოთხოვნილება სრულიად ბავშვური და მიუღებელია.

57
მკითხველთა ლიგა

– მაშ იარე მაგ მშვენიერი რწმენით და ნახე, თუ სადამდის მი-


გიყვანს ის. ეპიკურის ღირსეულ მოწაფეს და ოტო ვეინინგერის
მოტრფიალეს მომავალი არ ექნება.
– მაშ ვის ექნება მომავალი? ვინც წარსულს მისტირის და ცა-
ში ღმერთებს დაეძებს?
– არც ის არის საამაყო, რომ შენი ღმერთი დაჰკარგო და ამ
ქვეყნად არავინ და არაფერი არ გწამდეს.
– მე მაქვს ჩემი რწმენა.
– რომლითაც მოუწოდებ ხალხს: “შემოიძარცვონ სამოსელი
და ნუ ჰფარავენ ღვთაებრივ ნაკვთებს“. შენ გმობ ზომიერსა და
ნორმალურ ცხოვრებას. გმობ ყოველგვარ სიწმინდეს და ადა-
მიანის ცხოვრების ერთად ერთ მბრძანებლად გრძნობას
აღიარებ, სად იყო შენი გონება, როცა ამას სწერდი.
– გონებ არის ის – რაც არ უნდა ყოფილიყო.
– სინდისი?
– “სინდისი და მხდალობა არსებითად ერთი და იგივეა ” – ო,
ამბობს ოსკარ უაილდი და მეც ვეთანხმები მას.
– მორალი?
– მორალი უზნეო ადამიანების მოგონილია. მოიგონე წარსუ-
ლის საუკუნის მორალისტები, თუ როგორი გარყვნილი და ზნე
დაცემულნი იყვნენ. მე კი მხოლოდ ბუნებრივობას ვქადაგებ. ბუ-
ნებრივობა და სრული თავისუფლება. აი, ჩემი დევიზი.
– შენ უგალობ ძველ საბერძნეთში მცხოვრებ ძველ ელინებს,
პრიაპის კულტს და ვენერა პანდემოსებს, მაგრამ ქართველ
ხალხს ჯერ ისე არ დაუკარგავს გონება, რომ მიჰბაძონ ადა-
მიანებს, რომლებიც ოდესღაც გარყვნილების მორევში ახრჩობ-
დენ, როგორც თავისი ქვეყნის უდიდეს კულტურას, ისე ნიჭსა და
შემოქმედებას. “ბუნებრიობას ” ვქადაგებო ამბობ, მაგრამ ბუნებ-
რიობას ზნეობა და თავდაჭერილობა უნდა ახლდეს თან, თუ არ
გვინდა პირუტყვებს დავემსგავსოთ.
58
მკითხველთა ლიგა

– ნუ თუ გგონია მაგ შენი დიდი თავდაჭერილობით რაიმე


შთაბეჭდილებას ახდენ?.. პირიქით, ეს თავის დაჭერაა, რომ
ჰკლავს შენში ქალურობას, ჰკლავს სინაზეს. ბუნებამ თავისუფა-
ლი და მშვენიერი შეგქმნა. ოჯახმა, აღზრდამ და ტრადიციამ კი
სრულიად გარდაგქმნა და აგრე დაგამახინჯა. შენში არის ტემპე-
რამენტი, არის ვნება. შენი ალერსით შეგიძლია უდიდესი ნეტარე-
ბა განაცდევინო საყვარელ მამაკაცს, მაგრამ ამის ნაცვლად
თვითვე ჰკლავ შენში შენს საკუთარ ბუნებას, რკინის ცივ არტახებ-
ში ახრჩობ ბუნებრივ სურვილებს და აწამებ ადამიანს, რომელსაც
მეგობარს უწოდებ. მე მაბრაზებს ის აბრეშუმის ძონძები, რომლე-
ბიც დაგიხვევია ირგვლივ. მე მინდა შემოგაგლიჯო ისინი და ერ-
თხელ მაინც გიხილო შენი ნამდვილი სახით, გიხილო... შიშველი.
ამ სიტყვებით ორივე ხელებით წამოიწიე ჩემსკენ და შენს თვა-
ლებში გიჟური, თავდაუჭერელი სურვილი აინთო.
– არ მახლო ხელი, ხელი არ მახლო, თუ არ გინდა, რომ აი,
ამ კლდიდან გადავიჩეხო. გეფიცები, რომ მე ამას ვიზამ. წარმოვ-
სთქვი მე და უეცრად შევდექი იმ მაღალ წვეტიან ქვაზე, რომლის
გადაღმიდან მოსჩანდა ჩაშავებული და ქვიანი ნაპრალები. ჩემს
სიტყვებში ისეთი მტკიცე გადაწყვეტილება ისმოდა, რომ უნებუ-
რად უკან დაიხიე.
– ასეთი მოქმედება ყოველგვარ გატაცებას ჰკლავს და ასეთი
გულციობა შეშურდებოდა თვით უწმინდეს ვესტალკასაც კი. შენ
გრძნობა არა გაქვს და მეც...
– და თქვენც დღეიდან თავისუფალი ხართ. შეგიძლიათ წახვი-
დეთ, სადაც გინდათ, იცხოვროთ, როგორც გინდათ, შეიყვაროთ,
ვინც გინდათ. ჩვენი ცხოვრების გზები ერთმანეთს საბოლოოდ
დაშორდა და ამიერიდან ვერც ვერაფერს იტყვით ჩვენ სულიერ
ნათესაობაზე. წაბრძანდით თქვენ ყოფილ საცოლესთან, რომე-
ლიც ღამით დასეირნობს ნაძვნარში და ყმაწვილებთან ჭიდაობა-
ში ერთობა. თქვენ მშვენივრად გაუგებთ ერთმანეთს.
59
მკითხველთა ლიგა

– ნუ ეხუმრები ჩემს გრძნობას, ლიანა, მე ადამიანი ვარ და


შემიძლია მოთმინება დავკარგო.
– სრულებით არ მიფიქრია ხუმრობა. მიყვარდი, სანამდე ნი-
ღაბი ჰფარავდა შენს სახეს, მაგრამ დღეს მოულოდნელად ჩამო-
გეცალა ეს ნიღაბი. შენი სული გაშიშვლდა და მეც ნახული სიმა-
ხინჯით დამფრთხალი მივდივარ. მივდივარ სამუდამოდ.
– კარგი, მეც წავალ, მეც შემიძლია წავიდე, მაგრამ არ იფიქ-
რო, რომ ისევ დაგიბრუნდები შენ. იქნება გგონია, რომ ჩემში არ
არის სიამაყე, არ არის თავმოყვარეობა. მშვიდობით ბრძანდებო-
დეთ, ქალბატონო. წარმოსთქვი ეს სიტყვები ცივად და აუჩქარებ-
ლად დაღმართი ჩაიარე.
მე დაგინახე, როგორ შეუერთდი გაღმა მოსიარულე ხალხს,
როგორ მიხვედი შურასთან და მასთან ერთად სადღაც მიიმალე.
შემოვბრუნდი. იმავე ქვაზე ჩამოვჯექ, რომელზედაც ვიდექი
და დიდხანს გავყურებდი წყალს გაღმა გორაკებზე დაფენილ
ნაძვ-ფიჭვნართა გროვას, თოვლის ნაგლეჯებით მიმოფენილ
აზიდულ მთებს, კლდიდან ჩამოწყვეტილ ნაკადულებს და, როცა
იქიდან ავდექი, ვიგრძენ, რომ ჩემს გულში ანთებული კოცონი უკ-
ვე ჩამქრალიყო და იქ სრული მყუდროება, სიცივე და
სიცალიერე-ღა სუფევდა...

60
მკითხველთა ლიგა

XIV

“ეძიებდეთ და ჰპოვებდეთო” ამბობს სახარება.


ტყუილია!
რაც თავი მახსოვს, მას შემდეგ მუდმივ ძიებაში ვარ. რაც თავი
მახსოვს, მას შემდეგ ვნატრულობ და ვეძებ ადამიანს, ადამიანს,
სრული ადამიანური ღირსებებით აღსავსეს. ვნატრულობ და ვე-
ძებ ისეთ ვისმეს, რომელიც სიყვარულის ექსტაზით აანთებდა
ჩემს სულს და ერთი შეხედვით ააფეთქებდა ჩემში ქალს, მუდმივ
მთვლემარე ქალს.
მთლიანი პიროვნება, ძლიერი და კეთილშობილი სულის
პატრონი. აი, ვის ვეძებ მე. და თუ ასეთი არ იქნება, სულ ნურავინ
ნუ იქნება! ხშირად მიუპყრია ჩემი თვალები სიმპატიურ სახეს რო-
მელიმე ყმაწვილისას და მიფიქრია, რომ ის იყო საგანი ჩემი
ძიებისა, მაგრამ გასულა დღე, კვირა, თვე და მეც წინააღმდეგში
დარწმუნებულს გულგრილად შემიცქევია ზურგი მისთვის და ჩამ-
ქრალი გრძნობით, ისევ დამიწყია ოცნება მიუწვდომელ და არ
არსებულ ორეულზე.
რად ხდება აგრე? ნუ თუ მართლა იმდენად მონა ვარ ტრადი-
ციის და იმდენად მხდალი, რომ ვერ გამიბედნია დავეწაფო და
დავსცალო ის თასები, რომლებშიაც ასხია ახალგაზრდობის და-
მათრობელი შარბათები? არა, მე არც მონა ვარ და არც გაუბე-
დავი. მაგრამ რა ვქნა, როდესაც არ ვხედავ ისეთ ადამიანს, რო-
მელიც იქნებოდა ღირსი ნამდვილი სიყვარულისა. არ ვხედავ
ისეთ ვისმეს, რომელსაც დაუნანებლად და სიამაყით ვაჩუქებდი
ჩემს ქალურ სინაზეს. არ არის ის, არ არის, არ არის და მეც მარ-
ტოობაში ვაჭკნობ სიცოცხლის ყვავილებს და თანდათანობით ვა-
ნელებ ვნებიანობის იმ შემაწუხებელ ცეცხლს, რომელიც იწვის
და იფერფლება ჩემს სხეულში.

61
მკითხველთა ლიგა

დრო კი მიჰქრის, მიჰქრის და ახალგაზრდობაც შეუმჩნევლად


სხლტება ხელიდან. შეუმჩნევლად იტვირთება წელთა რაოდენო-
ბით. ოცდა შვიდი წლის თავზე, შვიდი თეთრი თმა ჩაეხლართა
ჩემს თმებს, შვიდი, ოდნავ შესამჩნევი ნაოჭით აიხაზა სახის გრა-
ციოზული ხვეულები.
სადა ხარ შენ, სასურველო და ძვირფასო ორეულო შენ, რო-
მელიც ზღაპრულ რაინდივით მევლინები გაზაფხულის დაუსრუ-
ლებელ დღეებში და იანვრის გაუთავებელ ღამეებში.
სადა ხარ შენ და რატომ არ მოდიხარ ჩემთან, რომ შემიმსუ-
ბუქო აუტანელი გრძნობა მარტოობისა, რომ მაჩუქო სიხარული,
სიყვარულის განცდისა, მაჩუქო აღტაცება, თანაგრძნობისა და
ბედნიერებისა?!
სად გეძიო შენ? ბრბოში, ქუჩაში, მოგზაურობის დროს, სხვა
და სხვა ქვეყნებში, თუ... რომელიმე მივიწყებულ სასაფლაოზე,
სადაც არც ჯვარია, არც ეკლესია და არც განსაკუთრებული გან-
სხვავებული სამარე, დაღუპული სახელით აღბეჭდილი. ვაი თუ
შენი სხეული იხრწნებოდეს რომელიმე ორმოში და ამაო იყოს
ჩემი ძახილი, ჩემი ცდა, ჩემი დაუსრულებელი მოლოდინი.
ძვირფასო! მე არ ვიცი სადა ხარ შენ, მაგრამ თუ სადმე არსე-
ბობ, მოდი, მე არ ვიცი სად გიპოვნო შენ, მაგრამ თუ კვლავ ცოც-
ხალი ხარ, გამოეშურე ჩემსკენ. ალბად შენც გაწამებს ძიება და-
კარგული ნახევრისა, ალბად შენც არ გასვენებს სევდა მარ-
ტოობისა, სევდა სიცალიერისა, და უსრულობისა.
მოდი, ფიქრებით დაქანცულ თავს დავასვენებ შენს ვაჟურ
მკერდზე და სიყვარულის ფერადი ყვავილებით მოგიფენ იმ გზას,
რომელი გზაც მოგიყვანს ჩემამდე!

62
მკითხველთა ლიგა

XV

ნაძვნარში ჩვეულებრივი ყიალის დროს წავაწყდი გერას და


მის ამხანაგს ლევან x-ს: ამ ყმაწვილმა გერასთან ერთად გაათავა
საშუალო სასწავლებელი და იმავე წელს წავიდა გერმანიაში.
პოეტი, ესტეტი, და საზოგადოდ ნიჭიერი ახალგაზრდა არ ივიწ-
ყებს თავის სკოლის ამხანაგს და მათ შორის ისეთი ლამაზი და
კარგი განწყობილებაა, რომლის მსგავსს იშვიათად თუ შეხვდე-
ბით ჩვენს დროში. ისინი ზურგ შექცევით სდგანან, ვერ მამჩნევენ
და განაგრძობენ საუბარს, რომელიც კანტი-კუნტად სწვდება ჩემს
ყურს.
– ძალიან კარგია, რომ საქართველოში ჩამოხვედი. უშენოთ
მე ვერ შევძლებდი ამ დიდი საქმის მოგვარებას, საჭიროა მად-
ლობა და იმის თქმა, რომ...
– არა, გერა, ეს არ არის საჭირო. ის, ვინც სიკეთისათვის მად-
ლობას მოითხოვს, აქარწყლებს თვისგანვე გაკეთებულ საქმეს.
კარგ საქმეს არც ქება სჭირდება და არც მადლობა. ის თავის თა-
ვად აშუქებს, ამაღლებს და აკეთილშობილებს ადამიანს. რაც შე-
მეხება მე, შენ აზვიადებ. მართალია წელს არ ვაპირებდი აქეთ
წამოსვლას, მაგრამ ამ უკანასკნელად, შენი წერილების მელან-
ქოლიური კილო სერიოზულად მაფიქრებდა, და მეც გადავსწყვი-
ტე მენახე, რაიმე გავლენა მომეხდინა შენზე და ბოლო მომეღო
იმ მარტოობისათვის, რომელიც დაღუპვას გიქადდა. მიზანს მი-
ვაღწიე და მეც საშინლად კმაყოფილი ვარ, რომ გათავდა შენი
ყოყმანი, რამოდენიმე კვირის შემდეგ ჩვენ გავემგზავრებით შო-
რეულ უცხოეთში და უკან დაგრჩება ყველაფერი ის, რაც აქ გაწუ-
ხებდა და რასაც ვერ ერეოდი.
– როგორც იქნა შესრულდა ჩემი ოცნება, მაგრამ...
– მაგრამ ვგონებ არც კი გახარებს ის. რაღაც ბუნდოვანი
ჩრდილები გამუდმებით უვლის შენს სახეს და თვალებშიც, თით-
63
მკითხველთა ლიგა

ქოს, სამუდამოდ ჩამქრალა ახალგაზრდობის ის გიჟური ცეცხლი,


რომელიც განსხვავდება ყველასაგან. შენ ბოშური ტემპერამენტი
გქონდა. მხურვალე, თავდაუჭერელი, აწყვეტილი, დღეს სრული-
ად შეცვლილი მეჩვენები და ვერც გამიგია, თუ რა არის მიზეზი
შენი სიდინჯის. მართალი რომ ვსთქვა, ასეთი უფრო მომწონხარ,
მაგრამ ნამდვილი მიზეზის გაგება მაინც მწადია.
– ლევან, გთხოვ ნურაფერს მკითხავ ამის შესახებ...
– რატომ არაფერს მეუბნები, გერა, მე ხომ შენი მეგობარი
ვარ?!
– ხარ, და სწორედ ეს არის მიზეზი, რომ ჩემში ისევ არის
სურვილი სიცოცხლის, სურვილი მეცადინეობის. არ მინდა ვილა-
პარაკო იმ გრძნობაზე, რომელიც მინდა დავსძლიო, დავსძლიო
ჩუმად, უხმაუროდ. ამაში დამეხმარები შენ, სერიოზული შრომა
და უცხოეთი.
– ჰო, როგორც ვხედავ დროზე მომისწრია შენთვის. გერმა-
ნია, ეს ისეთი ქვეყანაა, სადაც მელანქოლიას ყველაზე ნაკლები
ყურადღება ექცევა. ნახვამდის გერა, შენ გინდა ჯერ კიდევ დარჩე
აქ?
– აქედან მე ისევ წავალ კარავში. დღეს მოვა ახალი მეპატ-
რონე და საქონელს ჩაიბარებს. ნახვაmდის, ლევან, დღეს საღა-
მოს ისევ ვნახავთ ერთმანეთს.
ამ ამბავმა ჩემზე რაღაც გამაბრუებლად იმოქმედა. საშინლად
გამახარა მან და ამავე დროს მომესურვა, რომ რამოდენიმე თბი-
ლი, ალერსიანი სიტყვა მეთქვა მისთვის. მიუახლოვდი, ხელში
სურათი უჭირავს და ისეთი სახით დაჰყურებს მას, როგორი სახი-
თაც დაჰყურებენ ხოლმე გათხრილ სამარეს, სადაც უნდა ჩაუშვან
ცხედარი საყვარელი ადამიანისა.
შეკრთა, სურათი ხელიდან დაუვარდა და გაფითრებული სახე
ჩემსკენ მოიღო.

64
მკითხველთა ლიგა

– ჩემი სურათი, წამოვიძახე გაკვირვებით და მის ფეხებთან


დაგდებული სურათი ხელში ავიღე.
– ჰო, თქვენი სურათი, რომელიც მოიტაცეს თქვენი კაბინეტი-
დან და... რომელსაც ამაოდ დაეძებდით.
– მე მაკვირვებს თქვენი ხასიათის სიკერპე, გერა. მას შემდეგ
შვიდი წელიწადი გავიდა.
– და მიუხედავად ამისა, როგორც ხედავთ, აქამდე მომყვა ეს
გრძნობა.
– მე სრულიად არ ვცდილვარ, რომ ის აღძრულიყო თქვენში.
– პირიქით, ყოველივე ღონე იხმარეთ იმისათვის, რომ ის
ჩამქრალიყო. მე ისიც კი მახსოვს, თუ როგორ დამითხოვეთ სახ-
ლიდან.
– ძალიან ცუდი ხსოვნა გქონიათ. ეს არასოდეს არ ყოფილა.
– აშკარად და პირდაპირ არ მოგიმართავთ, მაგრამ მაშინდე-
ლი თქვენი მოქმედება სხვა გვარად არ შეიძლებოდა ახსნილი-
ყო.
– მე მოვიქეცი ისე, როგორც უნდა მოვქცეულიყავ. მოვიქეცი
ისე, როგორც ამას საჭიროდ ვხედავდი.
– საყვედურს ვერ ვიტყვი. თვითვე დავაშავე, რომ თქვენთან
სამხატვრო გაკვეთილების მისაღებად დავიწყე სიარული.
– და როდესაც ვიგრძენ, რომ სულ სხვა რამე გიზიდავდათ
ჩემსკენ, ვიდრე ეს გაკვეთილები...
– მე ხომ მუდამ ისეთი თავდაჭერილი და მოკრძალებული ვი-
ყავ, როგორღა გაიგეთ ეს?!
– მართალია, მაგრამ ერთ დღეს თქვენ თვითონ უნებურად
გამოამჟღავნეთ ეს გრძნობა. როგორც მახსოვს, მაისის უკანას-
კნელი რიცხვები იყო. საგაზაფხულო თავისუფალი კავით ჩემს
ოთახში ვიჯექი და წიგნს ვკითხულობდი. ამ დროს თქვენ შემოხ-
ვედით და საჩუქრად ლამაზი ჩიტი მომიყვანეთ, რომელიც იმ დი-
ლით შემთხვევით დაგეჭირათ. საბრალო ფრინველი ისე ში-
65
მკითხველთა ლიგა

შიანობდა ჩემს ხელში, თრთოდა, ტოკავდა და სცდილობდა ჩემი


თითებიდან როგორმე განთავისუფლებულიყო. გამოუთქმელი
სინაზით მიუალერსე მას, პაწია, ყვითელ ნისკარტზე ვაკოცე და
იქავე, ღია ფანჯრიდან გავაფრინე. როდესაც შემოვბრუნდი,
თქვენ ისეთი ანთებული სახით და აფეთქებული თვალებით მიც-
ქერდით რო...
– რო გაწითლდით კიდეც და მეორე დღეს გამომიცხადეთ,
უდროობის გამო ჩემთან მეცადინეობა არ შეგიძლიათ.
– ახსნა მარტივია. არ მსურდა ამ პაწია გატაცებას სერიოზუ-
ლი ხასიათი მიეღო და თქვენს წყენას არ დავერიდე.
– სიფრთხილემ არ გასჭრა. პირიქით, ის უფრო გაიზარდა და
უფრო გაღრმავდა.
– რაც უეჭველად სამწუხაროდ უნდა ჩაითვალოს. მაგრამ მე
დარწმუნებული ვარ, რომ ეს გრძნობა ძლეული იქნება. უნებური
მოწამე ვიყავ თქვენი ლევანთან საუბრის და გამოუთქმელად მა-
ხარებს ის აზრი, რომ გერმანიაში აპირებთ წასვლას.
– მეც გამახარებდა ის, რომ თქვენ... საქართველოში არ რჩე-
ბოდეთ.
– გერა, მე თქვენ ძმასავით მიყვარხართ.
– სიყვარული, რა სახისაც არ უნდა იყოს ის, მაინც სიყვარუ-
ლია. მე ვღებულობ მას, მაგრამ თქვენ... სტყუით... ნუ ღელავთ,
მე დავამტკიცებ ამას.
– როგორ შეგიძლიათ დაამტკიცოთ ეს?
– არა მყავს დედა, მამა, მოზრდილი და და ისე მივდივარ ჩე-
მი სამშობლო ქვეყნიდან, რომ ერთი ალერსიანი სიტყვა, ერთი
მშობლიური ამბორიც კი არ მიმყვება თან. “ძმასავით მიყვარ-
ხართ ” – ო ამბობთ და იმის უფლებას კი არ მაძლევთ, რომ მო-
გიახლოვდეთ. “ძმასავით მიყვარხართ ” – ო, მეუბნებით და იმის
სურვილი კი არ გაქვთ, რომ დამემშვიდობოთ, დამემშვიდობოთ

66
მკითხველთა ლიგა

ისე, როგორც მოსიყვარულე და დაემშვიდობება ხოლმე შორე-


ულ ქვეყანაში მიმავალ ძმას.
დავფიქრდი, გერას სიტყვები ჭეშმარიტად მეჩვენა და გადავ-
სწყვიტე, რომ მისი სურვილი შემესრულებინა. მიუახლოვდი, მარ-
ჯვენა ხელი მის მხარს დავადე და სუფთა, პატიოსანი თვალებით,
დაბლიდან მაღლა ავხედე.
– ლიანა, წარმოსთქვა მან ისეთი სინაზით, რომ ამ თქმამ უნე-
ბურად შემარყია.
– მე გაკოცებ თქვენ, გერა, და დეე, ეს იყოს ამბორი თქვენი
მიცვალებული დედის, ამ სიტყვებით ფეხის წვერებზე შევდექ და
მზისაგან ატრუსულ შუბლს ტუჩები შევახე.
ჩემს მიახლოვებაზე უცნაურად დადრკა, თვალები დახუჭა და
მისი სახე ისეთი თეთრი და უსიცოცხლო გახდა, როგორც ქვისა-
გან ათლილი ქანდაკი. შემებრალა, თითებით მიუალერსე მის
გიშრისფერ თმებს და ვსთხოვე, რომ აღარასოდეს აღარ ეფიქრა
ჩემზე. შეკრული წამწამები მძიმედ გაიხსნა, დაბინდულ თვალები-
დან შეგუბებული ვნების ნაპერწკლები გადმომაყარა და ყრუდ,
თითქმის თავისთვის ჩაილაპარაკა.
– ეს ჩემი საქმეა და ვერც თქვენ მომთხოვთ ასეთ რამეს.
– მე მაწუხებს თქვენი შეწუხება.
– ამ შეწუხებაშიც არის თავის სილამაზე. მე განვიცადე სურნე-
ლება თქვენი სუნთქვის, სითბო ტუჩების, მშვენიერება ალერსის
და ამ წუთებმა სრულიად გამოისყიდა შვიდი წლის წამება. მიყ-
ვარხართ, ლიანა, მიყვარხართ პირველი, დიდი, ნამდვილი სიყ-
ვარულით და თუ ამ გრძნობამ მომკლას, მიტირეთ მაინც.
– კმარა, მე ვხედავ, რომ თქვენზე არც წმინდა მშობლიური
მოფერება მოქმედობს და არც მეგობრული რჩევა დარიგება.
მშვიდობით, გერა! – წარმოვსთქვი წყენით და ის იყო უნდა შევ-
ბრუნებულიყავ, რომ ჩემი თავი მის გულთან ვიგრძენ, განწირუ-
ლი სულისკვეთებით მომხვია ორივე მკლავები და გიჟურის თავ-
67
მკითხველთა ლიგა

დავიწყებით დაუწყო კოცნა ჩემს თვალებს, შუბლს, ყელს, ხალს


ნიკაპს ზემოდან. ასე მეგონა ვულკანიურ ცეცხლის ტალღებში
ვეხვეოდი მე და ანთებული ნაკვერჩხლები დამწველი სიმხურვა-
ლით აცვიოდა ჩემს სახეს. ვხედავდი, რომ ეს გიჟი ადამიანი, თა-
ვისი გიჟური ალერსით საპასუხო გამოძახილს ჰპოულობდა ჩემს
სულში და როცა მისი ტუჩები შეეხნენ ჩემს მხრებს, ვიგრძენ რო...
ცუდად გავხდი და შესაძლებელი იყო, გრძნობაც კი დამეკარგა.
– თავხედო ბავშვო! შენ იცი, რომ ეს... ძალდატანებაა? სულ-
თქმა შეკრულმა ძლივს წარმოვსთქვი ეს და ვსცადე თავი დამეხ-
წია მისი მკლავებისაგან. მიუხედავად იმისა, რომ მთელი
სხეულით თრთოდა, მორჩილებით დაუშვა მკლავები და შეეცადა
უეცრად ამოხეთქილი ვნება როგორმე შეეკავებინა.
ნაძვისა და ფიჭვის ტოტებს ნიავი დაუსრულებლად არხევდა.
ყვავილები თვალ წარმტაცად აფერადებდა მინდვრებს. წყალ--
ვარდნილები გიჟური ღრიალით სხლტებოდნენ სალი კლდის
ხვეულებში, ყვითელი პეპლები სიფრიფანა ფრთებით დაჰქრო-
დნენ გარშემო და ჩვენ კი მოშორებით ვიდექით და ისე შევცქე-
როდით ერთმანეთს, როგორც ორი გაბოროტებული მოწინააღ-
მდეგე, ჩახმახის დაკვრის წინ. მე მაშფოთებდა ის გარემოება,
რომ მან მოახერხა და შეიძლო ჩემდა უნებურად ჩემი გრძნობე-
ბის აფეთქება და მას კი ჩემი გაუტეხელი ნებისყოფა და ის აზრი,
რომ მე ისევ ცივად და ამაყად ვიდექი, და ჩემს სახეზე წარსული
აღელვების ნასახიც კი არ სჩანდა.
მომიახლოვდა.
– რა გნებავთ? ვიკითხე მე და უკან დავიხიე.
– ნუ გეშინიათ. იმდენად არ დავეცემი, რომ შეურაცხყოფა მო-
გაყენოთ. ეს იყო ჩემი სიყვარულის პირველი და უკანასკნელი
ზეიმი. დღეიდან შემიძლია ასი წელიწადი ვიცოცხლო და ამ ასი
წლის განმავლობაში ბედნიერი ვიყო ამ წუთის მოგონებით. მშვი-
დობით, ლიანა, თუ ოდესმე დაგჭირდეთ მეგობარი, დაგჭირდეთ
68
მკითხველთა ლიგა

სიცოცხლე ადამიანის, მომიგონეთ და გწამდეთ, რომ მე სიხარუ-


ლით მოვკვდები თქვენთვის. მაპატიეთ, რომ ასე ყაჩაღურად მო-
ვიტაცე თქვენი ალერსი და ასევე ყაჩაღურად მინდა ხელმეორედ
წავიღო ეს სურათიც. ამ სიტყვებით ერთხელ კიდევ მომხვია
მკლავები, ერთხელ კიდევ დასწვა ჩემი სახე მხურვალე ალერ-
სით და როცა გონს მოვედი, ხელში სურათი აღარ მეჭირა და გე-
რაც მთვარეულივით, ბარბაცით ჩადიოდა დაღმართს.

69
მკითხველთა ლიგა

XVI

სამ საათზე მივედი სახლში. დარაბები დავხურე და ბნელ


ოთახში ჩემს ლოგინზე პირჩაღმა დავეგდე.
მინდოდა გამომერკვია, თუ რა ხდებოდა ჩემს სულში, რა
ხდებოდა ჩემს გარშემო, ასე უცნაურად დახლართულ ძიების
გზებს გონების თვალით გავყოლოდი და დამენახა, თუ საითკენ
მივყავდი მათ, ცხოვრების რომელ მწვერვალებისაკენ მიიმართე-
ბოდენ ისინი. დავყავი გზები, ერთხელ სხეული დავაყენე, მეორე-
ზე სული და პირველი მეორის ბრალმდებლად გადავაქციე.
– რა გინდა შენ, ვინ გინდა, რას დაეძებ? ეკითხება სხეული
სულს და მოითხოვს პასუხს.
– სიყვარულს, ადამიანს.
– ერთიცა გაქვს და მეორეც გყავს, შენ არ იცი, რა გინდა.
– ვიცი. მე არა მსურს ჩემი ახალგაზრდობის მზიური ყვავილე-
ბი შეეწიროს რომელიმე მამაკაცის ჭუჭყიან ვნებას. მე ვეძებ სი-
მაღლეს, ვეძებ სისპეტაკეს, სილამაზეს ვეძებ მე.
– როგორი გინდა იყოს შენ მიერ არჩეული, შენ მიერ მოწო-
ნებული მამაკაცი?
– ადამიანი, და უნდა უყვარდეს ჩემში ქალი-ადამიანი.
– როგორ უნდა მოიქცეს, რომ შენ მიერაც იქმნეს შეყვარებუ-
ლი?
– პატივი სცეს ჩემს ქალურ თავმოყვარეობას, დააფასოს ჩემი
ადამიანური ღირსებები და, როცა გაცვდები შენ, შენ ჩემი
ბრწყინვალე სამოსელი, როცა აიჭმუჭნება, ანაოჭდება ეს სახე,
გაუფერულდება, გაცრიატდება თვალები, თმა, მთელი სხეული,
ის ვერც კი უნდა ამჩნევდეს ამას და ჩემში შეყვარებული, ჩემი სი-
ლამაზით უნდა ჰფარავდეს შენს სიმახინჯეს.
– რად უარყავ თამაზ, რად უარყავ გერა? ისინი განა ადა-
მიანები არ იყვნენ? იმათ განა არ უყვარდი შენ?
70
მკითხველთა ლიგა

– არა, ისინი მხოლოდ შენსკენ ილტვოდნენ, ხილული სილა-


მაზითა და სინორჩით იხიბლებოდნენ და სრულიად არ უწევდნენ
ანგარიშს იმას, რომ შენში მეც ვარსებობდი. ვერ გაბატონდება
შენზე ისეთი ვინმე, რომელსაც არ უნდა დამინახოს მე, არ
გაეღება კარები შენი გულისა ისეთ ვინმეს, რომელიც არ შემიყ-
ვარებს მეც. შენი სიყვარული ჩემი სიყვარულიც უნდა იყოს, შენი
აღტაცება ჩემშიც უნდა იწვევდეს აღტაცებას, შენს განცდებს უნდა
ეხმაურებოდეს ჩემიც. უამისოდ მე არც სიცოცხლე მწამს და არც
სიყვარული.
– არ მესმის ასეთი გამოყოფა. ჩვენ ორნი ერთნი ვართ და
ერთის სიხარული მეორის სიხარულიც უნდა იყოს. სხეული, ეს
ხელშესახები სილამაზე ცოცხალი გულითა და ცოცხალი ნერვე-
ბით უფრო მეტს განიცდის. ახალგაზრდა სისხლი ვერ დაემორჩი-
ლება ასეთ ბრძნულ დებულებებს, ის თავისუფალ გასაქანს
თხოულობს.
– და როცა ეს “ახალგაზრდა სისხლი” წალეკით ემუქრება
ჩემს არსებობას, მე ვფხიზლობ და ჩემს საკუთარ სიცოცხლეს
ვდარაჯობ.
– მე მახარებდა სიახლოვე თამაზის, მისი მეგობრობა და სიყ-
ვარული. შენ კი მომაგლიჯე ის გულიდან და არც კი დამეკითხე,
გაძლევდი საამისო უფლებას თუ არა. მე განვიცადე გერას გამაბ-
რუებელი ალერსი, განვიცადე უმძაფრესი განცდით, შენ კი ყინუ-
ლოვანი თითებით ჩაახშვე ჩემში ეს ლამაზი განცდა. კმარა, მე
მომწყინდა მუდმივი მარტოობა. მე მაქვს ჩემი სურვილები, ჩემი
მისწრაფება, ჩემი გზა.
– ის გზა პირუტყვთა სამფლობელოსაკენ მიდის. მე იქით არ
გამოგყვები.
პაუზა.
– ხომ შეიძლება ვერასოდეს ვერ მისწვდე, ვერასოდეს ვერ
მიაგნო, საგანს შენის ძიებისას?
71
მკითხველთა ლიგა

– შეიძლება.
– რა იქნება მაშინ ჩვენი სიხარული, ჩვენი ნუგეში?
– პოეზია, მუსიკა, მხატვრობა.
– კიდევ?
– ხელოვნების განვითარების იდეა და დაპყრობა მიუღწევე-
ლი მწვერვალებისა.
– და მოვკვდეთ ისე, რომ არ განვიცადოთ უმშვენიერესი
გრძნობა სიყვარულისა?!
– მოვკვდეთ ამაყი იმ შეგნებით, რომ არ გავაბატონეთ ჩვენზე
მდაბალი და ლამაზი სიყვარულის ძიებაში ლამაზად დავიწვით.
გათავდა, მე შენზე ძლიერი ვარ და მაშასადამე მევე უნდა ვიყვე
შენი მბრძანებელიც.
– რა განსხვავებაა ჩვენს შორის და ან რაში გამოიხატება
ძლიერება შენი?
– იმაში, რომ მე შენზე სუფთა ვარ, მჩატე, მაღალი, ჰაეროვა-
ნი და ამ მძიმე, დონდლო, ჭუჭყიან სხეულს მხოლოდ მე ვაძლევ
სილამაზეს, შნოსა და მიმზიდველობას. მე შემიძლია უშენოთ არ-
სებობა, შენ კი უჩემოდ მოკვდები, არარაობათ გარდაიქმნები,
გაუფერულდები და დაკარგავ ყველაფერ იმას, რაც მოგწონს და
რითაც ამაყობ.
დავა დასრულდა. ბრალმდებელმა ბრალდებული უდანა-
შაულოდ იცნო და უყოყმანოდ გადავიდა მის სრულ განკარგულე-
ბაში.

72
მკითხველთა ლიგა

XVII

სრულიად განვმარტოვდი. არავინ მაინტერესებს, არავის ვა-


ინტერესებ. საზოგადოება არ მიყვარს, გასართობები მეჯავრება,
ნაცნობ სახეებს გვერდს ვუვლი. ვგრძნობ, რომ დღითი დღე იზ-
რდება ის უფსკრული, რომელიც გაითხარა ჩემსა და ამ ხალხს
შორის და ამ უფსკრულის გამოღმა მხარეს დარჩენილს არც კი
მენანება ეს. რად მინდა ისეთი ადამიანები, რომლებიც უფრო
აღრმავებენ ჩემს სევდას? რად მინდა ისეთი მეგობარი, რომელ-
თანაც არაფერი მაქვს საერთო?
ვისაც მარტოობის ეშინია, მას საქმე არა აქვს.
ვისაც მარტოობა მობეზრებია, მას მუშაობის ხალისი დაუკარ-
გავს.
ვინც მინდა, ის ჩემთან არ არის. ვინც არ მინდა, მე მისთვის
არ მცალია.
– მარტოობაში უფრო ძლიერი ვარ მე, უფრო ამაყი, უფრო
დამოუკიდებელი და სრულიად არ მწყინს, რომ არავინ მამჩნევს,
არავინ მიცნობს, არავის უყვარვარ. სამაგიეროდ მე მიყვარს ყვე-
ლა პატიოსანი და გულწრფელი ადამიანი, მაგრამ... იშვიათად
მინახავს ასეთი ვინმე. მიყვარს დაჩაგრული მშრომელი ხალხი,
მაგრამ... არასოდეს არაფერი გამიკეთებია მათთვის. სოციალიზ-
მი, კომუნიზმი, რევოლუცია, აი რა მესმოდა 1905 წელს და იმ
დროს იმდენად ბავშვი ვიყავ, რომ არც გამეგებოდა მნიშვნელო-
ბა მათი. წამოვიზარდე, ყველაფერი გავიგე, იმდენად მაინც ვერ
გამიტაცა, რომ მას ჩემში ბრძოლისა და მოქმედების სურვილი
აღეძრა. ის გზა ჩემზე უფრო ძლიერებს დაუთმე და ცაში შეყვა-
რებული, ვერც კი ვამჩნევდი, თუ რა ხდებოდა აქ, დედამიწაზე.
რევოლუცია ისე ახმაურდა ჩემს სულში, როგორც უეცრად გახეთ-
ქილი ზარბაზნის ტყვია. რეტი დამასხა, გამაბრუა, აღმაფრთოვა-
ნა.
73
მკითხველთა ლიგა

გაიარა პირველმა დღეებმა.


ვხედავ.
სოციალიზმისა და თავისუფლებისათვის მებრძოლი ადა-
მიანები, გიგანტური ნაბიჯებით მიდიან წინ, გრიგალებისაგან და-
სეტყვილ გზებზე და ამ გზებზე იმარჯვებს ბევრი, და ამ გზებზე
იღუპება ბევრი. ისტორიული ქარტეხილი გამძაფრებული სიძ-
ლიერით ეხეთქება ძველი ცხოვრების შერყეულ კედლებს და
ნამსხვრევები ამ კედლის ცივი სისასტიკით აწვება იმ ქედმოხ-
რილ ადამიანების ზურგს, დახუჭული თვალებით რომ ეძლევიან
რევოლუციის ბობოქარ ზვირთებს.
ჩემი თვალები ღიაა, მაგრამ მოკლეა ჩემი ნაბიჯები და უსუსუ-
რი ჩემი ძალღონე. მე ვგრძნობ, რომ ვერ გავყვები თავისუფლე-
ბისათვის მებრძოლ ადამიანებს და ვგრძნობ, რომ ამ გზაზე სუს-
ტად წამონაქროლი ნიავიც კი, გამანადგურებს მე.
არსებობს კიდევ ერთი გზა და ის გზა მიდის ხელოვნების ტაძ-
რისაკენ.
მეც ვადგები ამ გზას და ვეფარები ამ ტაძარს.
ხელოვნება, ეს ოქროს ქოჩრიანი, ჰაეროვანი ფერია, თავისი
სათუთი ნაზი შეხებით ანელებს მწუხარებას, თავისი სათუთი ნაზი
სუნთქვით იძლევა სიხარულს, სითბოს, ალერსს.
ხელოვნება იძლევა ყველაფერს, სამაგიეროდ არაფერს
თხოულობს. მან არ იცის, თუ რა არის სისასტიკე, სიმკაცრე, სის-
ხლი. ბავშვივით უწყინარი ლამაზობს თეთრ ყვავილებში და წყნა-
რი, ალერსიანი ღიმილით ეპატიჟება დუხჭირ ცხოვრებისაგან და-
ქანცულ მგზავრს.
ერთად ერთი ხელოვანია, რომლის სიცოცხლე სჭირდება ხე-
ლოვნებას და ეს მოთხოვნილება იმდენად სამართლიანი, სა-
სიამოვნო და მისაღებია, რომ არც ერთი ჭეშმარიტი ხელოვანი
უარს არ იტყვის ამაზე.
ინერციას გავყევი და თემას გადავცდი.
74
მკითხველთა ლიგა

დავუბრუნდეთ აგარაკს.
ვზივარ ერთ დიდ, ვეებერთელა, თითქოს საგანგებოდ ათ-
ლილ ლორფინოზე. ტანწვრილ, ახალგაზრდა ნაძვს მარაოსა-
ვით გაუშლია ტოტები და ისეთი მზრუნველობით მიფარავს მზი-
საგან, რომ მისი დაუდეგარი, ჭირვეული სხივები ვერც აღწევს ჩე-
მამდე. ვაცოდვილებ ფერადებს, ხის პატარა ქარგაზე ვჭიმავ ტი-
ლოს და ვცდილობ, უნაკლოდ გადმოვიღო მასზე, აი, იმ ფერ-
დობზედ მწყობრად შეფრქვეული ფიჭვნარის ტყე და ის ობოლი,
მარტოხელა აკაციის ხე, რომელიც ტყის უმაღლეს მწვერვალზე
წამომდგარა და ამაყ დედოფალივით დაჰყურებს აგარაკის ყვავი-
ლოვან კალთებს. მიყვარს, ო, როგორ ძალიან მიყვარს ეს ხე! ის
ისე ნაზობს და კოხტაობს, როგორც კოხტაობს ხოლმე ულამაზე-
სი ასული კოლხეთისა; ისეთივე მოქნილი, დარხეული და გრა-
ციოზულია, როგორც წელი დედოფალი თამარის, და ისეთივე
სათნო, დაფიქრებული და სევდიანი, ვით თვალები, უიმედოთ
შეყვარებული ქალწულისა.
რამოდენიმე ვერსი ამოვიარე, რათა მენახა ის. რამოდენიმე
ვერსი გადმოვლახე, რათა განმეცადა მისი სიახლოვე. ნაზი
ალერსით მოვხვიე ორივე მკლავები და ისე მხურვალედ ვეამბო-
რე მას, როგორც ეამბორებიან ხოლმე დიდი ხნის უნახავ მეგო-
ბარს.
“ჩემი სულივით უცნაურობ, ნაღვლობ, ეულობ.
შრიალებ სევდით, რომ თვისტომი გვერდით არ გახლავს,
უცხოთა შორის უცხოდ მდგარო, უცხოდ წვეულო,
ამაყი რხევით ნეტავ რაზე ოცნებობ ახლა?!
ვით არ ვიცი მე, რად მარგუნა ბედმა წამება,
ვით არ ვიცი მე, რად მივყვები ცხოვრების სრბოლას,
ვერც თუ შენ მეტყვი რად გაგწირეს წინაპრებმა
და ამ მწვერვალზე რა შემთხვევამ გადმოგისროლა?!”

75
მკითხველთა ლიგა

სათუთი განცდით ამოვაქარგე მის სხეულს ეს სიტყვები, სათუ-


თი განცდით გადმომაქვს ტილოზე მისი ტოტები, ფურცლები, ყვა-
ვილები. მინდა სრულვყო მისი სილამაზე, სინაზე, მშვენიერება,
მაგრამ... ვიღაცეები თანდათან უახლოვდებიან ამ ადგილს. მუ-
შაობა შეუძლებელი ხდება. ვეფარები გამოქვაბულივით წამოხ-
რილ ქვას და მაღალ სურნელოვან ბალახებში პირაღმა დაწო-
ლილი ვნებივრობ მზეზე, ვნებივრობ სითბოზე და ყვავილებზე.
ჩემი სახელი მესმის.
საინტერესოა.
დაუგდოთ ყური.
– რა მშვენიერი სანახაობა იშლება თვალწინ.
– მართლაც, რომ იშვიათი სურათია და ეხლა რომ აქ ლიანა
იყვეს, უეჭველად გაშლიდა ტილოს.
– როგორ გაველურდა ამ უკანასკნელად ეს ქალი. თამაზ,
თქვენ არ იცით ამის მიზეზი?
– არც მაინტერესებს.
– წინად აგრე არ მსჯელობდით!!
– ყველაფერზე ადრე მამაკაცს ქალი სწყინდება, მეც მომწყინ-
და მუდმივ ტურტლიან ფერადებში დათხუპნული თითები.
– თამაზ, მე თქვენ ოდესღაც პატიოსანი კაცი მეგონეთ.
მესმის ხმა ლევან x-ის. როგორ შეიძლება ასეთი ტონით ლა-
პარაკი იმ ქალზე, რომელიც ოდესღაც გიყვარდათ.
– ტყუილია, მე ის არასოდეს არ მყვარებია.
– ნებას მაძლევთ წინააღმდეგში დავარწმუნო ეს საზოგა-
დოება?
– თუ შეიძლება...
– ეს იყო გასულ წელს. ლიანამ მთელი დღე ჩემ ნათესავ
ქალთან დაჰყო. შემთხვევით მეც იქ დავრჩი. ღამით ორივემ მი-
ვაცილეთ ის სახლამდის. სამუშაო კაბინეტში სურათებს ვსინჯავ-
დით, რომ ამ დროს შემოვიდა მისი ამხანაგი ქალი, რომელთა-
76
მკითხველთა ლიგა

ნაც სცხოვრობდა და უთხრა: დღეს ზურაბიძემ ხუთჯერ გიკითხა


და უკანასკნელად ეს ბარათი დაგიტოვათო. ლიანამ გულგრი-
ლად გადახედა ბარათს, მხრები აიჩეჩა და ამხანაგს სთხოვა. “თუ
კიდევ მოვიდეს, უთხარით, რომ მე სახლში არა ვარ“. რატომ ასე
სასტიკად ექცევით თქვენს მეგობარს? ” ვიკითხე მე. “რა საჭიროა
ტყუილ უბრალოდ ერთმანეთის წამება, როდესაც ერთმანეთის
არაფერი გაგვეგება”-ო, მომიგო მან.
– ალბად, თქვენმა მეგობარმა, გერა x-მა, უკეთესად გაიგო.
მიულოცე ჩემს მაგიერ ორივეს.
– მე არ მჯერა ეს ჭორები.
– ეს ჭორი კი არა სრული ჭეშმარიტებაა. წარმოსთქვა ერთმა
მოლაყბე მანდილოსანმა და თან დაუმატა, რომ ნაძვნარში სეირ-
ნობის დროს რამოდენიმეჯერ დამინახა გერასთან ერთად.
– როგორ აშკარად ატყუებს ქმარს. საბრალო არჩილი, რო-
გორი პატიოსანი კაცია და ასეთი უზნეო ცოლი კი შეხვდა.
გამეცინა. ამ სიტყვებს ამბობდა ისეთი ქალი, რომელმაც ათი
წლის განმავლობაში ათიოდე სხვა და სხვა კაცთან უღალატა
ქმარს და ასეთი ვინმე, გაუწითლებლად მსჯელობდა ჩემს
ზნეობაზე.
დაიწყეს კამათი და ამ კამათის დროს ჭუჭყსა და მურში ამოს-
ვარეს ჩემი სახელი, განცდა, მისწრაფება და ის საქმეც კი, რო-
მელსაც მე ვემსახურებოდი და რომელიც შეადგენდა ჩემი ცხოვ-
რების უმთავრესს მიზანს.
– სიყვარული ისეთი ლამაზი და წმინდა გრძნობაა, რომ მას-
ზე უშვერი ენით ლაპარაკი დაუშვებელია. წარმოსთქვა დიდი
ხნის დუმილის შემდეგ ლევანმა.
– აი, როგორი საინტერესო მორალისტი გვყოლია! მაშ, გასა-
კიცხი არ არის ის ქალი, რომელიც დღეს პეტრეს არწმუნებს სიყ-
ვარულში და ხვალ პავლეს?

77
მკითხველთა ლიგა

– არა, თუ პეტრე ვერ აკმაყოფილებს მის სულიერსა და ფი-


ზიკურ მოთხოვნილებებს; რაც შეეხება იმ ორ ადამიანს, რომ-
ლებზედაც თქვენ ეხლა გაქვთ ლაპარაკი, უნდა მოგახსენოთ,
რომ მე მათ მხარეზე ვდგევარ.
– რა მოსაზრებით დგეხართ მათ მხარეზე? იკითხა თამაზმა.
– იმ მოსაზრებით, რომ გერა კეთილშობილი და პატიოსანი
ახალგაზრდაა, ლიანა თავმოყვარე, განვითარებული და ამაყი
ქალი. თუ ის ამბავი მართალია, რასაც ამბობთ, ალბად უყვართ
ერთმანეთი და სადაც სიყვარულია, იქ გამართლებულია ვნებაც.
მშვიდობით ბრძანდებოდეთ.
– ვაშა, ლევან, აღტაცებით წამოვიძახე მე და საჩქაროდ ფეხ-
ზე წამოვიჭერ.
– ესეც გამოესარჩლა, წარმოსთქვა ბრაზით ერთმა ქალმა,
ალბათ ეხლა ამასაც ეარშიყება.
– ტფუ, გადავაფურთხე ხმამაღლა, სამუშაო იარაღებს ხელი
დავავლე და ჩემი საფარი საჩქაროდ მივატოვე.
გაკვირვებული “ახ” და უხერხული ჩოჩქოლი შეიქნა ქალებში.
თამაზის სახეს კი ალმური მოედო და როცა ჩვენი თვალები ერ-
თმანეთს შეხვდნენ, ნერვიულმა თრთოლამ ტუჩები მოუღრიცა და
დამნაშავე ადამიანივით თავი დახარა.
განვაგრძე გზა.
– ლიანა, მეძახის ერთი.
– ლიანა, იმეორებს მეორე.
– ამხანაგო ლიანა, მესმის იმ ქალისაგან, რომელიც ყველაზე
მეტად მკიცხავდა მე.
მრისხანედ შევჩერდი, მეფურის სიამაყით შევათვალიერე
თვითეული მათგანი და დატენილი სიტყვებით, ცივად წარმოვ-
სთქვი.
– უკაცრავად, მე თქვენს შორის ჩემს ამხანაგს არავის ვხედავ.

78
მკითხველთა ლიგა

ირონიული ხითხითი და რამოდენიმე დამამცირებელი სიტყვა


დამაწიეს უკან. აუღელვებლად მოვისმინე ის და უეცრად გადა-
ვირბინე ტყის საცალფეხო ბილიკი, რომ ქვევით მიმავალ ლევა-
ნისათვის გზა გადამეჭრა.
– ისეთი ციცაბო გადმოლახეთ, რომ მეგონა ტყის ქალი მო-
დიოდა ჩემსკენ. იხუმრა მან.
– მოწამე ვიყავ თქვენი რაინდული გამოსარჩლებისა და ეს
გმირობა მან ჩამადენინა.
– როგორ? თქვენ ყველაფერი გესმოდათ?
– ქვების იქითა მხარეს ვიმყოფებოდი და ხომ არ დავიძახებ-
დი: მე აქა ვარ და ჩემზე არაფერი ითქვას მეთქი. გარშემო ისეთი
ხალხი მახვევია და ერთი პატიოსანი ადამიანის აღმოჩენაც კი,
საშინლად მახარებს. გმადლობთ, ლევან, იმ ბედნიერებისათვის,
რომელსაც განვიცდი ამ წამს.
ჩემს უკანასკნელ სიტყვებზე ლევანმა ბავშვივით გაიღიმა და
მის თვალებს ისეთი ნაზი, სათნო და კეთილი გამომეტყველება
მიეცა, რომ მე მომაგონდა ნაზარეველის ერთ-ერთი სურათი,
რომელიც განსაკუთრებით მომწონდა.

79
მკითხველთა ლიგა

XVIII

ზემოდაწერილი ამბავის შემდეგ გავიდა ერთი თვე და ჩვენც


აღარსად შევხვედრივართ ერთმანეთს. მე უმეტეს ნაწილად ჩემს
ოთახში ჩაკეტილი, ვფიქრობდი სურათის ახალ სიუჟეტზე და შენც
ისეთ წრეში ტრიალებდი, რომლებთანაც არაფერი მქონდა სა-
ერთო. მხოლოდ ერთხელ მოგკარი თვალი, შურასთან ერთად
ნაძვნარიდან გამოხვედით და ხელიხელ გაყრილნი, ერთმანეთს
თვალებში უხვად შესცქეროდით. ჩემს დანახვაზე შეკრთი, სიკ-
ვდილის ფერი დაგედო და ჩქარი ნაბიჯით გასწიეთ ორივემ წინ.
ზიზღით გადმოვიხედე თქვენსკენ და დამშვიდებული გულით გან-
ვაგრძე გზა.
– იცი, რას ამბობენ, ლიანა? შემეკითხა ერთი ჩემი ნათესავი
ქალიშვილი, რომელიც გვერდით მომდევდა და რომელიც გან-
საკუთრებულად მიყვარდა.
– რას, ლილი?
– ამბობენ, თითქოს შურა სტოვებდეს ქმარს და მიყვებოდეს
თამაზს.
– შესაფერი წყვილია და კარგს იზამენ, თუ ასე მოიქცევიან.
გულგრილად შევნიშნე მე.
– სრულებითაც არ არიან შესაფერნი, არ დამეთანხმა ის, თა-
მაზში უფრო მეტი შინაარსია, ვიდრე იმ ქალში და შურაც ვერა-
სოდეს ვერ გაუწევს მას ამხანაგობას.
– როგორ გეტყობა, ჩემო კარგო, რომ მამაკაცებს არ იცნობ.
ისინი ქალში ქალს დაეძებენ და არა ამხანაგს.
– ხომ არ გეწყინება, ლიანა, ერთი რამ რომ გკითხო? მით-
ხრა მან და ალერსით ყელზე მომეხვია.
– არა, ლილი, არ მეწყინება.
– მაშ მითხარი, რა მოხდა შენსა და თამაზს შორის. ამ ორი
წლის განმავლობაში ისეთი დიდი მეგობრები იყავით და ისე ხში-
80
მკითხველთა ლიგა

რად გხედავდით ერთად, რომ ხალხი ათას რაღაცეებს ლაყბობ-


და. ეხლა კი ასე უეცრად და ასე მოულოდნელად მოსწყდით ერ-
თმანეთს, რომ ყველას აინტერესებს სიმართლის გაგება. იმასაც
კი ამბობენ, თითქოს შენი ეჭვიანობა იყოს მიზეზი თქვენი გათიშ-
ვისა. მართალია ეს, ლიანა?
– არა, ლილი, ეს არ არის მართალი და შენ ერთს მაინც გჯე-
როდეს ჩემი. ჩვენ დაგვაშორა ჩვენი მსოფლმხედველობის სხვა-
დასხვაობამ. მიმართულება დაუწუნე, მან თავდაცვა დაიწყო და ამ
თავდაცვის დროს, მისდა უნებურად, გამოაშკარავდა მისი საკუთა-
რი ბუნების რაობა. მე დავრწმუნდი, რომ ჩვენ ერთმანეთს ვერა-
სოდეს ვერ გავიგებდით, ვერასოდეს ვერ შევთვისდებოდით და
ამიტომ დაშორება ვარჩიე.
ამ ლაპარაკში ჩვენ მიუახლოვდით სასეირნო ადგილს. შურა
თვალსაჩინო ადგილზე დამდგარიყო, ირგვლივ ახალგაზრდა
ყმაწვილები ერტყა და მათთან ბურთით თამაშობდა. ამ თამაშის
დროს ხან ერთი ვაჟი მოხვევდა წელზე ხელს და ხან მეორე.
გვერდით რომ გაუარე, რაღაცაზე ხმა მაღლა იცინოდა. პირზე
მომეტებული ფერ-უმარილი წაესვა, ტუჩები წითლად შეეღება და
მკერდამდის ჩახდილ დეკოლტეზე თეთრი პუდრი ფქვილივით
წაეყარა. – როცა შემნიშნა, ხელი განზრახ ზევით ასწია, რათა
დაენახვებინა ჩემთვის თამაზის საათი, რომელიც მას მაჯაზე
ჰქონდა გაკეთებული. საბრალო! ის ვერც კი გრძნობდა, რომ ისა
და მისი თამაზი ჩემს თვალში არარაობის სრული განსახიერება
იყვნენ. შურა, რომ ისეთი ვინმე ყოფილიყო, რომელსაც შეეძლე-
ბოდა ჩემი მეტოქეობა მაშინ... მაშინ იქნება ჩემშიდაც აღძრული-
ყო რაიმე, ეჭვის მსგავსი და მეგრძნო გულის ტკივილი, მაგრამ
ის თავისი ძალზე შეღებილი ტუჩებით და შიშველი მკერდებით
ჩემში სიბრალულის გრძნობას უფრო იწვევდა, ვიდრე ეჭვიანობი-
სას. ის იყო ჩემს სახლს დაუახლოვდი, რომ წინ ისევ შენ შემეფე-
თე. ისე შეგხედე, როგორც უცხოსა და უცნობს და აუჩქარებლად
81
მკითხველთა ლიგა

სახლის აივანზე ავედი. გაფითრებული სახით ერთხელ კიდევ


მოიხედე ჩემსკენ და შენს თვალებში მძიმე, ჯანღად ჩაწოლილი
ნაღველი, კიდევ უფრო დამძიმდა. ნელი ნაბიჯით მიხვედი ბინას-
თან და ღია ფანჯრიდან ცქერა დაიწყე ჩემი სახლისაკენ. ალბათ
ეხლა იგრძენ იმ უფსკრულის სიღრმე, რომელიც ჩვენ შორის გა-
ითხარა და რომლის გადმოლახვას შენ ვერასოდეს ვეღარ შეიძ-
ლებდი.

82
მკითხველთა ლიგა

XIX

ხალხი ისევ დაუბრუნდა ქალაქს და აგარაკიც თითქმის დაცა-


რიელდა. შენ კი უბრალო ფიჭვის ჯოხით, დაბნეული კაცივით, გა-
ნაგრძობ ყიალს დაცლილ ადგილებში.
რამოდენიმეჯერ შეგნიშნე ჩვენი სახლის პირდაპირ, პაწია გო-
რაკზე წამომდგარი, საიდანაც მოსჩანდა თვითეული კუნჭული ჩე-
მი ოთახისა.
რამოდენიმეჯერ შემოუერთდი იმ ჯგუფს, სადაც ვიდექი და
ვლაპარაკობდი.
თეატრში, ნაძვნარში, სასეირნო ბაღებში დგებოდი ისეთ ად-
გილს, საიდანაც შესაძლებელი იყო გეცქირა ჩემსკენ და მოგეს-
მინა თვითეული სიტყვა ჩემს მიერ წარმოთქმული.
დაუახლოვდი და დაიწყე სიარული ისეთ ოჯახებში, რომლე-
ბიც ჩემი, ან მეგობარი იყო და ან ნათესავი, და ყოველივე ღონეს
ხმარობდი, რათა შემხვედროდი სადმე, შემხვედროდი პირადად.
მაგრამ მე წინდაწინ ვგებულობდი შენს განზრახვას და ვიკეტებო-
დი ჩემთვის.
ერთი სიტყვით, შენ ზვერავდი თვითეულ ჩემს ნაბიჯს, ყოველ
დღიურად კითხულობდი ჩემს ამბავს, ტყობილობდი ჩემ მიერ გა-
მოთქმულ აზრს, რაიმე საგნის შესახებ, და რამდენად მეტად გავ-
რბოდი და ვიმალებოდი შენგან, იმდენად უფრო მძაფრდებოდა
შენი გრძნობა და იმდენად უფრო მეტად დაეძებდი ჩემს სიახლო-
ვეს. “ნუ თუ შეუძლებელია ჩვენი შერიგება!” მწერდი ამ ერთი კვი-
რის წინად. “მე მოვძებნი ისეთ საშუალებას, რომელიც ისევ და-
მიბრუნებს შენს თავს. ნუ იქნები სასტიკი, ლიანა, მაპატიე თუ რა-
მე გაწყენინე და ნება მომეცი მოვიდე შენთან“. წერილის მეორე
მხარეზე შემდეგი წავაწერე. “ჩემი დაბრუნება არ შეუძლია არავი-
თარ საშუალებას და მეც მინდა გამოგემშვიდობო ერთი ჩვენი
ახალგაზრდა მგოსნის სიტყვებით, იმ სიტყვებით, რომელსაც ჩვენ
83
მკითხველთა ლიგა

ოდესღაც ერთად ვკითხულობდით “ანგელოზს ეჭირა გრძელი


პერგამენტი და ფოთლებს ისროდა სიფითრე ბარათის, ამაოდ
დაგენდე და ჩვენც ერთმანეთი, ამაოდ გვინდოდა, მშვიდობით მა-
რადის. ქარვათა მორევში დაეშვა ფარდები. საღამო კანკალებს
და კვდება ვარდები“. მე ვამბობ: მოკვდა ვარდები და კვლავ მა-
თი აყვავება შეუძლებელია.
გადმომცეს, რომ იმ საღამოს თეატრში მწარედ დაღონებული
იჯექ და ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვერ ამჩნევდი.
– შენ სულ უზიხარ ამ საძაგელ წიგნებს და აღარ გამოდიხარ
გარედ. რა ამბავია? შემოილაპარაკა ჩემს ოთახში გრიგალივით
შემოჭრილმა ლილიმ და თავისებური სისწრაფით მომეხვია.
– რა იყო, გოგონავ, მოგწყინდა უჩემოდ? შევეკითხე მას და
შავ ხუჭუჭა თმებს შუბლზე ცელქურად ჩამოყრილს ნაზი ალერ-
სით ხელი დაუსვი.
– მომწყინდა, ჰო, მომწყინდა. შენ თითქოს პირობა მიეც ვი-
ღაცას, თუ რაღაცას, რომ გარედ არ გამოხვიდე, ვის ემალები?
– ხალხს, ლილი, იმ უსაქმოდ მოხეტიალე ხალხს, რომლებიც
ბლომად გროვდება ამ აგარაკზე და რომლებსაც ჭორიკანობა
უყვარს.
– ჭორი აქაც მოგაგნებს, მაგრამ შენ რომ არ გეშინოდა მისი?
“ჩემი სინდისი იყოს წმინდა და ხალხმა რაც უნდა, ის ილაყბოსო“.
ამბობდი ამაყად. ეხლა რა მოგივიდა?
– ეხლა უფრო მშიშარა შევიქენ, ლილი, და დავრწმუნდი იმა-
ში, რომ საზოგადოების აზრს ანგარიში უნდა გაუწიო, თუ არ გინ-
და იმავე საზოგადოებამ აბუჩად აგიგდოს.
– ეს შენს უკან დახევას მოასწავებს.
– რა უყოთ, ჩემო კარგო, ცხოვრებაში ხან ესეც ხდება.
– იცი, ლიანა? თამაზი ან ავად არის და ან რაღაც დიდი ნაღ-
ველი აწუხებს.
– საიდან გაიგე ეს?
84
მკითხველთა ლიგა

– გატიყული კაცივით გამოერევა ხალხს, დაეყრდნობა მის მა-


ღალ ჯოხს და გაშტერებული ფიქრობს რაღაცაზე.
– სად არის შურა? რად არ გაართობს მეგობარს?
– ისა და შურა ამ უკანასკნელად სულ ჩამოშორდნენ ერთმა-
ნეთს და შურაც სხვებთან განაგრძობს დროს ტარებას. განსაკუთ-
რებით კი იმ მაღალ, კახელ ყმაწვილთან, რომელიც ამას წინად
გავიცანით.
– იქნება ეს არის მიზეზი თამაზის მოწყენილობის?
– არა, ნამდვილად ვიცი, რომ თამაზს ეს ქალი არ უყვარს.
– მაშ რა დაემართა?
– არ ვიცი, მაგრამ ის კი ვიცი, რომ საშინლად დაღონებულია,
საბრალო.
– თუ ასე გებრალება, მიდი მასთან, გამოესაუბრე, გაართე,
შენ ხომ კარგად იცნობ მას.
– ვსცადე, მაგრამ არაფერი გამოვიდა.
– გინდა იცოდე, თუ რა უქრობს ნაღველს მამაკაცების უმეტეს
ნაწილს?
– რა?!
– “შენ უნდა შემოიძარცვო ის აბრეშუმის ძონძები, რომლებიც
დაგიხვევია ირგვლივ და რომლებიც გიფარავს ღვთაებრივ ნაკ-
ვთებს, შემოიძარცვო და ეჩვენო მათ, ეჩვენო... შიშველი.“
– თუ ეს არის მიზეზი თამაზის სევდიანობის, მისი სევდა განუ-
კურნებელი ყოფილა.
– რატომ? არიან ასეთი ქალებიც.
– არიან, მაგრამ ასეთ ქალებზე ეხლა თამაზი არ ფიქრობს.
– მაშ ვისზე ფიქრობს?!
– შენზე, მომახალა უეცრად ლილიმ და ხმამაღლა ხარხარი
დაიწყო.
– მეორეჯერ არ გაბედო მაგის თქმა, ლილი, თუ არ გინდა სა-
მუდამოდ დაგემდურო. ან კი რაა, რომ სულ თამაზზე მელაპარა-
85
მკითხველთა ლიგა

კები და სხვა სალაპარაკო თემა ვერ გიშოვნია? ხომ იცი. რომ არ


მიამება ამ კაცზე ლაპარაკი?!
– თუ მართლა გწყინს ეს, არასოდეს არ ვახსენებ მის სახელს.
მით უმეტეს, რომ ხვალ მივდივარ და შენთან დასამშვიდობებ-
ლად შემოვედი. მართლა გაწყენინე, ლიანა, და მართლა დამემ-
დურები? შემეკითხა ის ბავშვური კილოთი და თვალებში დანანე-
ბით ჩამხედა.
– არა, გოგონავ, არ დაგემდურები, მაგრამ საჭიროა უფრო
ფრთხილად ილაპარაკო.
– ოო, ამიერიდან მე ისეთი ფრთხილი ვიქნები, ისეთი
ფრთხილი, რო თამაზ...
– კიდევ?!
– ახ, რა ვქნა, რომ ეს კაცი არ მავიწყდება და სადაც არ უნდა
ვიყო, სულ ვხედავ მას, კუშტად მდგომარეს და რაღაცაზე მოსევ-
დიანეს.
– თუ ასეა შეიყვარე ის და გაყევი მას.
– ღმერთმა დამიფაროს. დარწმუნებული ვარ, რომ ის ჩემს
გვერდით შენზე დაიწყებს ფიქრს, და მეორედ ისეთი დინჯი და
სერიოზულია, რომ მასთან მოწყენილობას ვიგრძნობ. მე ჩემსა-
ვით გიჟი და მხიარული ვაჟები მომწონან. ეხლა კი ნახვამდის,
ლიანა, ჩვენ სოფელში ისევ ვნახავთ ერთმანეთს. ამ სიტყვებით
რამოდენიმეჯერ მაკოცა და მეც მას აივნის კარამდე მივყევი. ზე-
ვით აზიდულ ფერდობზე ის ერთხელ კიდევ შემობრუნდა ჩემსკენ,
ხელით ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა, წითელი აბრეშუმის შარ-
ფი ჰაერში აიქნია და ფიჭვნარის დაბურულ ხეივანში მიიმალა.
დაღონებული გავყურებდი მას. ის იყო ერთად ერთი ადამიანი,
რომელიც მათბობდა თავისი სიახლოვით, ბავშვური სიცელქითა
და მხიარული ლაპარაკით. დღეიდან კი მე მარტოდ უნდა ვყოფი-
ლიყავ, სულ მარტოდ.

86
მკითხველთა ლიგა

XX

“ლიანა! თუ არ გინდა ძალით შემოვიჭრე მანდ, გამოდი, გა-


მოდი იმ ადგილს, სადაც ჩვენ უკანასკნელად ვისხედით. მე უნდა
გნახო შენ“. აი, ასეთი შინაარსის ბარათი მომიტანა შენგან ერთმა
ბავშვმა და მეც იმავე ბავშვის ხელით შემდეგი გიპასუხე: “მე არ
მსურს არც თქვენი ნახვა და არც თქვენთან ლაპარაკი. თუ მაინცა
და მაინც არ დაგიშლიათ და გინდათ მნახოთ, მობრძანდით. მე
სახლში ვარ. მაგრამ წინდაწინვე გაფრთხილებთ და გეუბნებით,
რომ თქვენი ახლა აქ მოსვლა სამუდამოდ დაგიკარგავთ სურ-
ვილს ხელმეორედ ჩემი ნახვისას. თქვენ ვერაფერს მოისმენთ
ჩემგან კარგსა და საიმედოს“. სრული დარწმუნებული იმაში, რომ
ასეთი წერილის შემდეგ შენ ჩემთან ვერ მოხვიდოდი, აივანზე
გაბმულ გამაკში ჩავწექ და ახალ გაზეთებს თვალიერება დაუწყე.
ჩქარა ფეხის ხმამ თავი ზევით ამაღებინა და მეც დავინახე, რო-
გორი ნერვიული სიჩქარით მოვარდი კიბეს და საჩქაროდ აივან-
ზე ამოირბინე. მაგრამ როცა დაინახე ჩემი წარბები მრისხანედ
შეკრული და ჩემი თვალები უკმაყოფილოდ შენსკენ მოპყრობი-
ლი, შეკრთი. უკან დაიწიე და სხეულში დაგროვილი მთელი სის-
ხლი მიაწვა შენს თავსა და სახეს, ჩქარა ისევ სძლიე უხერხულო-
ბას, აივნის კარებს მოსწყდი და ჩქარი ნაბიჯით, დაუპატიჟებლად
ოთახში შეხვედი. დინჯად ავდექი, დინჯად შემოვედი და დინჯად
შევდექი შენს წინ.
– თქვენი თვალებიდან გადმოსული სიცივე ჰყინავს მთელ
ჩემს არსებას. მიბრუნდით, დამაცალეთ, რომ სული მოვითქვა.
წარმოსთქვი ეს და ხელებით თავს სინჯვა დაუწყე.
– რა გნებავთ, ბატონო ზურაბიძე და ან რად მობრძანდით?
ვიკითხე ცივად.
– ზურაბიძეც გავმხდარვარ, ჩაილაპარაკე მწარედ.
– თქვენ უნდა გესმოდეთ, თუ რად გახდით ვიღაცა ზურაბიძე.
87
მკითხველთა ლიგა

– და ჩემგანაც მოითხოვთ, რომ მოგმართოთ ისე, როგორც


ქალბატონ ლორდიას?
– დიაც, როგორც ლიანა ლორდიას.
– თქვენ ძალიან ამაყობთ ამ სახელითა და გვარით და გგო-
ნიათ რაიმე შეჰქმენით. ნამდვილად კი არაფერი შეგიქმნიათ
თვალსაჩინო და საყურადღებო.
– ეს სიტყვები მშვენივრად გახასიათებთ. ალბად ყალბი იყო
ის აღტაცება, რომელსაც იჩენდით ჩემის სურათების წინაშე.
– ერთად ერთი, რაც შეჰქმენით მშვენიერი და უკვდავი არის
“სიყვარულის ლოცვა” და ისიც მე შეგაქმნევინეთ, დიახ, მე, თქვენ
უნდა მიმადლოდეთ ამას.
– ოო, რასაკვირველია, მაგრამ თქვენ აქ იმიტომ მობრძან-
დით, რომ ჩემს შემოქმედებაზე მესაუბროთ?
– მე მაბრაზებს თქვენი ასეთი სიამაყე და მედიდურება და
თქვენ მარტოდ ჩემთან არ მოგდით ეს. თქვენ ხალხშიც ასეთი
ხართ. გამოდიხართ ისე იშვიათად, შემოიხვევთ ირგვლივ ახალ-
გაზრდა ასულებს, თითქოს ფრეილინებიაო და მიეშურებით გან-
მარტოებულ ადგილისაკენ, როგორც ვინმე დედოფალი ან დიდი
ბრძანებელი.
– მაშ რას მირჩევ ბატონო ზურაბიძევ? ახალგაზრდა ვაჟები-
საგან შევადგინო ამალა და ვისეირნო მათთან ერთად? რა ვქნა,
რომ ამას ვერ ვახერხებ და აგრე არც უნდა გაღელვებდეთ ის გა-
რემოება, რომ თქვენი მოძღვრება კარგად ვერ შევითვისე, სამა-
გიეროდ შეგიძლიათ შურათი ინუგეშოთ, ის ხომ თქვენი ბეჯითი
მოწაფეა!!
– გთხოვთ, ირონიებით ლაპარაკს თავი დაანებოთ. გაან-
ჩხლდი შენ.
– ჩემი ირონია თქვენმა მოქმედებამ გაამძაფრა.
– და შენ არ გრცხვენია, რომ ასე ამცირებ ჩემს გრძნობას და
დასცინი ჩემს სიყვარულს?
88
მკითხველთა ლიგა

– ხა. ხა, ხა, ხა, ნუ თუ კიდევ სიყვარულზე ელაპარაკებით იმ


ქალს, რომელიც “დიდი ხანია რაც მოგბეზრდათ”?! ეს თქვენი
სიტყვებია და მეც მინდა მოგაგონოთ ისინი.
– ნუ აქცევთ ყურადღებას ისეთ სიტყვებს, რომელიც სასოწარ-
კვეთილების წუთებში ეჭვიანობის გრძნობამ წარმომათქმევინა.
– მას შემდეგ ჩემი მდგომარეობა არ შეცვლილა.
– ჩემთვის მდგომარეობა შეცვლილია. მე გავიგე, რომ შენ
მსხვერპლი იყავ გაბოროტებულ ჭორის და შენანებული გრძნო-
ბით მოვედი, რათა მეღიარებინა ჩემი დანაშაული.
– არ მესმის, რაზე ლაპარაკობთ.
– ყური მიგდე, ლიანა! მე მინდა ყველაფერი გიამბო. წარმოს-
თქვა მან და მოკლედ მომიყვა, თუ როგორ წამოაყენა ის შურის-
ძიების გრძნობამ ლოგინიდან და ღამის 12 საათზე წაიყვანა იმ
კარავში, სადაც ცხოვრობდა გერა. როცა კარავს დაუახლოვდი
უხერხულობა ვიგრძენ და ჩემი ასეთი მოქმედება შეუფერებლად
მეჩვენა, მაგრამ როცა გამოჭრილი სარკმლიდან დავინახე შუქი
და ის კაცი, რომელმაც მეგონა მომტაცა შენი სიყვარული,
მოულოდნელად ავენთე და კარები საჩქაროდ შევაღე. აღარ
მახსოვს, რა ვილაპარაკე, ვიცი მხოლოდ, რომ ძალიან აღშფო-
თებული ვიყავ, მაბრაზებდა მისი დამშვიდებული სახე და ყოვე-
ლივე ღონეს ვხმარობდი, რათა ის მოთმინებიდან გამომეყვანა.
მის წყნარ, სევდიან თვალებში, გარდა განუსაზღვრელი ყურად-
ღებისა, ვერაფერი ამოვიკითხე და ჩემივე სიტყვებით გაბრუებუ-
ლი ცოტა ხნით შევჩერდი. მეგობრულად მომხვია ორივე ხელე-
ბი, თავის გვერდით დამსვა და მთხოვა დავმშვიდებულიყავ. მისი
პასუხი მოკლე იყო, ძალიან მოკლე, მაგრამ მისმა იმ პასუხმა
სრულიად დამაკმაყოფილა: “ჩემი წინდაუხედავი მოქმედებით მე
მივეცი ის პირში მოლაყბე და თავხედ მოაგარაკეთ, და თუ ვინმე
გამოჩნდება ისეთი, რომ ღირსეულად დამსჯის ამისთვის, მისი

89
მკითხველთა ლიგა

დიდი მადლობელი ვიქნები და საწინააღმდეგოდ ხელსაც კი არ


გავანძრევო“.
– არავითარი უფლება არ გქონდათ ანგარიში მოგეთხოვათ
ვისმესთვის და გერაც ცუდათ მოქცეულა, რომ ყველაფერი უამ-
ბნია თქვენთვის. ჩვენ ერთმანეთს დავშორდით, გესმის? დავშორ-
დით და თქვენც უნდა შეურიგდეთ ამ აზრს.
– მე არ შემიძლია შენი დაშორება, ლიანა.
– თქვენ მართლა ბავშვი ყოფილხართ, თუ ყველა იმის შემ-
დეგ, რაც ჩვენს შორის მოხდა, კვლავ შერიგებაზე ფიქრობთ.
– რა მოხდა ისეთი, რწმენის სხვადასხვაობა გამოიწვევს აზ-
რთა გაცვლა-გამოცვლას და ცხოვრებაც უფრო საინტერესო გახ-
დება, რაც შეეხება იმას, რომ რამოდენიმეჯერ შურასთან დამინა-
ხე, ეს გამოიწვია შურის ძიების გრძნობამ და არა იმ ქალის სიყ-
ვარულმა.
– ისიც შურის ძიების გრძნობამ გამოიწვია, რომ მას მიეცით
საათი, ის საათი რომელზედაც ეწერა ჩემი სახელი? ამით თქვენ
აალაპარაკეთ ხალხი, გამჭორეთ და დამამცირეთ. რას იტყვით
ამაზე?
– საათი მისთვის არ მიმიცია. ვთხოვე კი რამოდენიმე დღეს
ეტარებინა. ამით მინდოდა ამეშფოთებინა შენი სული და ვფიქ-
რობდი, რომ ის აღშფოთება მოგიყვანდა ჩემამდე, მაგრამ როცა
დავრწმუნდი, რომ შენზე არაფერი მოქმედობდა, და რომ ცივი
დამშვიდებით ხვდებოდი ყველაფერს. მეც თავი დავანებე უსარ-
გებლო ცდას, სრულიად მივჩუმდი და შურასაც ჩამოვშორდი.
– ალბად იმიტომ, რომ ის ვეღარ გამოგადგათ შურისძიების
იარაღად. უნდა გრცხვენოდეთ ამისათვის. მით უმეტეს, რომ იმ
ქალს იქნება უყვარდით კიდეც.
– მე არ მინდა მისი სიყვარული და არც შემიძლია მომწონ-
დეს ისეთი ქალი. დარწმუნებული ვარ, მთელი თავისი სიცოც-

90
მკითხველთა ლიგა

ხლის განმავლობაში ერთი სერიოზული წიგნიც კი არ წაუკით-


ხავს. ის მხოლოდ იცინის მუდამ და ჰგონია, სხვებსაც ეცინება.
– ასწავლეთ, განავითარეთ, აიყვანეთ თქვენს სიმაღლემდე,
მაგრამ რას ვამბობ: თქვენ არშიყობა, დროს ტარება გინდათ და
არა მისი დახსნა და ამაღლება, არამც თუ შურა, თქვენ მეც არ
დამინდეთ, მეც. მომაგლიჯეთ მყუდრო, ლამაზ ცხოვრებას, ჩემს
უნებურად გამრიეთ ხალხში და შემდეგ ისეთი რაღაცეები ალაპა-
რაკეთ იმავე ხალხს, რომლის მსგავსი ჩვენს შორის არაფერიც
არ მომხდარა.
– თუ გაწუხებთ ასეთი ლაპარაკი, რატომ არ დაანებებ თავს
იმ კაცს და არ მოდიხარ ჩემთან?
– მოვიდე თქვენთან და ვუყურო, თუ როგორ გაეკიდებით
ჭრელ კაბიან ქალებს ნაძვნარში?
– კარგი, ლიანა, დაივიწყე ეს უბედური ამბავი. გეფიცები, რომ
იქ სერიოზული გრძნობა არ ყოფილა.
– რითი მიმტკიცებ, რომ თქვენი ჩემდამი სიყვარული სე-
რიოზულია. ალბად მე მხოლოდ იმიტომ ვარ საინტერესო, რომ
მიზანს ვერ მიაღწიეთ და ჩემი დაპყრობა ვერ მოახერხეთ. რომ
იცოდეთ, როგორ დაეცით და დაპატარავდით ჩემს თვალში.
– რა აზრისაც არ უნდა იყო ჩემზე, შენ მაინც ჩემი იქნები.
– არასოდეს!
– შენი სიყვარული ასე ჩქარა არ გაჰქრებოდა.
– გარწმუნებთ, ჩემი თქვენდამი სიყვარული იმ დღეს მოკვდა,
რა დღესაც სავსებით გაგიცანით. მაგრამ თუ გინდ ვსთქვათ, რომ
თქვენ მართალი ხართ და ჩემში კიდევ არის რაღაც, სიყვარუ-
ლის მსგავსი, მე ჩავაქრობ მას იქვე, დავაყრუებ მას და, თუ ეს
ვერ შევიძელ, თავს მოვიკლავ, კლდიდან გადავიჩეხები, მაგრამ
ისევ თქვენ კი არ დაგიბრუნდებით. ეხლა გთხოვთ მიბრძანდით,
ვინაიდან ჩვენი ლაპარაკი დასრულდა და თქვენთან მეტი სათ-
ქმელი არაფერი მაქვს. ეს სიტყვები ისეთი კილოთი იყო წარ-
91
მკითხველთა ლიგა

მოთქმული, რომ შენ წინააღმდეგობის გაწევა ვეღარ გაბედე.


თავდახრილი, გაფითრებული სახით ოთახიდან გახველი. როცა
ჩემმა აღელვებამ გაიარა და მეც აზროვნების უნარი დამიბრუნ-
და, დავინახე მაგიდაზე შენი საათი და პაწია ბარათი. “ლიანა!
ოდესღაც შემ ამ საათმა უცნაური განცდები აღგიძრა. დაიტოვე ის
შენთან. იქნებ მან მაინც შეიძლოს იმ მწუხარების გადმოცემა,
რომელიც მე ამ რამოდენიმე თვის განმავლობაში განვიცადე“...
საათი ხელში ავიღე და მეც ჩემმა ჩვეულებრივმა თრთოლამ ამი-
ტაცა. მეგონა ხელში მეჭირა ცოცხალი ადამიანის გული, რომე-
ლიც სცოცხლობდა, აზროვნებდა, მუშაობდა და გრძნობდა. თვი-
თეული მისი შეხება სწვავდა ჩემს თითებს და მეც აღარ ვიცოდი,
როგორ მოვქცეულიყავ.
დამებრუნებინა შენთვის? მაგრამ... არ მინდოდა ენახა ვისმეს
მასზე ამოჭრილი წარწერა.
დამეტოვებინა ჩემთან? ვერ ავიტანდი იმის სიახლოვეს.
– ქალბატონო, აჩუქეთ რაიმე მშიერს, მწყურვალს, ქვრივსა
და ოხერს, მომესმა ხმა და ჩემს ოთახში ერთი ხანში შესული ჯა-
ვახელი დედაკაცი შემოვიდა, რომელსაც ძონძებში გახვეული პა-
ტარა ბალღები აქეთ იქით ამოდგომოდენ, დედის ჭუჭყიან კაბაში
ეხვეოდენ და გამოტეხილი თვალებით შემკრთალი შემყურებდენ.
გამიხარდა გამოსავალი, გზა რომ ვიპოვნე და საათს სწრაფად
ხელი დავატანე.
– მე გაჩუქებ შენ აი, ამ ოქროს ნივთს, მაგრამ იმ პირობით,
რომ მას ამ აგარაკზე არ გამოაჩენ. ჩაიტანე ქალაქში და გაყიდე
იქ, უთხარი მას და საათი საჩქაროდ ხელში ჩაუდე.
– როგორ გეკადრებათ, ქალბატონო, ასეთი ხუმრობა? მით-
ხრა საყვედურით დედაკაცმა და საათი უკანვე გამომიწოდა.
– მე არ გეხუმრები. ამიერიდან ეს ნივთი შენია და როგორც
გინდა ისე მოიხმარე. ამ სიტყვებით ოთახის კარები დავკეტე და
დაბლა მდინარეზე ჩავირბინე, რათა ჩემი მოსიარულე ნერვები
92
მკითხველთა ლიგა

როგორმე დამეწყნარებინა. დაფენილ პლატოზე დავწექი, თავს


ქვეშ წიგნი ამოვიდე და მთელი დღის ნერვიულ ღელვისაგან და-
ქანცულს, თვალები უნებურად დამეხუჭა. როცა გამომეღვიძა, და-
ვინახე, რომ მზე უკვე ჩასულიყო და მთის ქოჩორა ყვავილები ნე-
ლი შრიალით ღამის ზღაპრებს მიჩურჩულობდნენ. ის იყო ასად-
გომად მოვემზადე, რომ ჩემს წინ ისევ შენ აღიმართე.
– კიდევ თქვენ? რა გინდათ ჩემგან ყმაწვილო და რატომ არ
მანებებთ თავს?
– შენ წამართვი სულის სიმშვიდე და მე შენ არ მოგშორდები.
– მე ისევ დავიკარგები თქვენი ცხოვრების ჰორიზონტიდან,
რომ ვერც მიპოვით.
– სცადე.
– გთხოვთ, თავი დამანებოთ.
– ასეთ ხსოვნას ვერ შევასრულებ.
– მაშინ მოვითხოვ.
– ბრძანებას არ ვემორჩილები.
– კარგი, ეხლა მინდა მოგაგონოთ, რომ თქვენ ოდესღაც
მომტაცეთ სრულიად უბრალო, მაგრამ. ჩემთვის ძვირფასი ნივ-
თი. დამიბრუნეთ ჩემი გიშრები.
– არასოდეს, ისინი ჩემთან უნდა დარჩენ.
– მაშ, მშვიდობით ბრძანდებოდეთ, მე თქვენთან ლაპარაკი
არა მსურს. ამ სიტყვებით ფეხზე წამოვდექი, მაგრამ შენ ორთავე
ხელები დამიჭირე და წასვლის საშუალება მომისპე.
– ლიანა, თუ შენს გულში მართლა ამოშრა ყოველგვარი
გრძნობა, მითხარი ეს, მითხარი უკანასკნელად და მეც წავალ სა-
ქართველოდან.
– როგორც გინდათ, ჩემი გადაწყვეტილება შეუცვლელია. მე
თქვენთან არ დავბრუნდები.
– შენ ჩემი სიკვდილი გინდა.

93
მკითხველთა ლიგა

– თქვენ ჩემთვის არ არსებობთ და მოჰკვდებით თუ იცოც-


ხლებთ, ეს ჩემთვის სულერთია.
– ბოროტიც ყოფილხარ, ლიანა.
– არა, ბოროტი არა ვარ. პირიქით, გულწრფელად გისურვებ-
დით, რომ თქვენ მომავალ მეგობარს თქვენი ფანტაზია გაეცხო-
ველებინოს და თქვენი სულიც პარნასის მწვერვალებისაკენ
გაექანებინოს.
– ამ სასწაულის მოხდენა შენ შეგეძლო, ლიანა, მხოლოდ
შენ.
– თქვენ მიერ ანთებული კოცონი თქვენვე ჩააქრეთ.
– ეს ჩემი ბრალი არ არის.
– ჩამქრალი კოცონი ისევ აინთება და ეხლა ისე ძლიერადაც,
რომ მისმა სიმხურვალემ დაგწვას და დაგფერფლოს.
– გაჩუმდით, მართალია “დიდი ვინმე” არა ვარ, მაგრამ არც
ისე პატარა ვარ, რომ ვიღაც ზურაბიძეს ნება მივსცე ასეთი სიტ-
ყვებით მომმართოს. მე თქვენ... მეჯავრებით. გაანჩხლებით წამო-
ვიძახე ეს სიტყვები და საჩქაროდ დაგტოვე, მაგრამ რამოდენიმე
ნაბიჯის გავლის შემდეგ მე მომაგონდა წიგნი, ჩემ მიერ მიწაზე
დატოვებული და უკანვე მოვბრუნდი. მწვანე ბალახებში პირაღმა
დაგდებულიყავ, თვალები დაგეხუჭა და შენს წამწამებზე ცრემლე-
ბი თრთოდა. გულში ერთბაშად იფეთქა სიბრალულის გრძნობამ
და ამ სიბრალულმა მთელი ჩემი ინერციით გამომაქანა შენსკენ.
მაგრამ უეცრად ჩემი არსების სიღრმიდან ამოჭრილმა, გაკაპასე-
ბულმა სიამაყემ, წარსულ განცდათა შავი სახეებით, ჩააქრო აღ-
ძრული სიბრალული და პირიც სახლისაკენ მაქნევინა.
– შენ ასე გვიან ბრუნდები სეირნობიდან, ლიანა; შემეკითხა
ჩემი ქმარი, რომელიც სოფლიდან ამოსულიყო და აივანზე მიც-
დიდა.

94
მკითხველთა ლიგა

– არა, ეს პირველია, რომ დავიგვიანე, მაგრამ შენ კი მინდა


გისაყვედურო, მიმატოვე აქ მარტოდ და ერთხელაც არ მომაკით-
ხე.
– როგორ თუ მარტოდ? აქ იყვნენ შენი ნათესავები, ამხანაგე-
ბი და... მეგობარიც. მითხრა მან, ჩქარი სიარულისაგან თვალებ-
ზე ჩამოყრილი თმები ხელით გადამიწია და შუბლზე მაკოცა.
– რომელ მეგობარზე ლაპარაკობ?
– თითქოს არ იცოდე, ვისზეა ლაპარაკი. შენთვის, შენი ბედ-
ნიერების გულისათვის მე შემიძლია ყველაფერი ავიტანო, ყვე-
ლაფერს შეურიგდე, მაგრამ იმის უფლებას კი ვიტოვებ, რომ ეს
კაცი არ მიყვარდეს.
– მე და ზურაბიძე ერთმანეთს საბოლოოდ დავშორდით.
ამიერიდან ლიანას ერთი მეგობარი ჰყავს და ის მეგობარი შენა
ხარ, არჩილ, მხოლოდ შენ.
– თქვენ ისევ შერიგდებით.
– არასოდეს და მე მინდა რომ შენ გჯეროდეს ჩემი.
– მე მინდა, დავიჯერო ეს, ლიანა, მინდა დავიჯერო, წარმოს-
თქვა მან და მისი თვალებიდან სიხარულის ნაპერწკლები დაიფ-
რქვა.
– არჩილ!
– რა იყო, ბავშვო!
– ერთი თხოვნა უნდა ამისრულო და ამ რამოდენიმე დღის
შემდეგ გამამგზავრო ტფილისში. მე უნდა ვისწავლო კიდევ, ვიშ-
რომო და შევქმნა ისეთი რამ, რომ შემდეგ ვეღარავინ გაბედოს
თქმა: “არაფერი შეგიქმნიათ თვალსაჩინო და საყურადღებოო“.
ეს ზურაბიძის სიტყვებია მის მიერ ისე უხეშად გადმოსროლილი,
როცა მე მას კარებზე მიუთითე.
– შურითა და მტრობით წარმოთქმული სიტყვები არ უნდა გა-
ღელვებდეს. რაც შეეხება შენ სურვილს, ის ასრულებული იქნება.
შენ წახვალ იქ, ისწავლი, შექმნი ახალ ახალ სურათებს და შემ-
95
მკითხველთა ლიგა

დეგ, როცა დაგღლის შრომა, დაგღლის ქალაქის ცხოვრება,


ისევ ეწვევი სოფელს, რათა დაისვენო, გაიორკეცო ენერგია და
კვლავ დაუბრუნდე ქალაქს ახალი შრომისათვის, ახალი ბრძო-
ლისათვის.
– გმადლობ, არჩილ, მე არასოდეს არ დავივიწყებ ამას.
– მადლობა შემდეგ იყოს, ეხლა კი ხვალემდის, ჩემო კარგო,
მე დავიღალე და უნდა დავიძინო. ამ სიტყვებით მან თავზე მაკო-
ცა და პირისფერ შირმას მოეფარა. “ვინ დაიჯერებს, რომ ეს კაცი
შრომობს, წვალობს ჩემთვის და ამავე დროს იმდენად მერიდება,
რომ ვერ გაუბედნია მომთხოვოს, შევასრულო მოვალეობა ცო-
ლის, მოვალეობა ქალის. ჭეშმარიტად დიდსულოვანი და არა
ჩვეულებრივი ადამიანია” გავიფიქრე ეს და ლოგინში ჩავწექი,
მაგრამ ძილმა თითქოს განზრახ მიმატოვა მე. ღია თვალებით
განვაგრძობდი წოლას და მეჩვენებოდი შენ, სოველი წამწამე-
ბით, მწვანე ბალახში პირაღმა დაგდებული და ეს მოგონება უც-
ნაურ ტკივილებს იწვევდა ჩემს გულში. ეს არ ყოფილა სიყვარუ-
ლის ან სიბრალულის გრძნობა, ეს რაღაც სხვა იყო. ამ გრძნო-
ბებზე უფრო მძაფრი და უფრო მწვავე, გრძნობა, რომელსაც სა-
ხელი არა აქვს.

96
მკითხველთა ლიგა

XXI

ერთი წლის ქალაქში ცხოვრებამ ერთიანად დაჭიმა ჩემი ნერ-


ვები. ამანთო ბრძოლის სურვილით, ამავსო განცდებით და შთა-
ბეჭდილებებით.
აჩუქურთმებული კოშკები, მუზეუმები, ძველი საქართველოს
ნაშთებით სავსე, უნივერსიტეტი, პროფესორები, სამხატვრო სტუ-
დიები, ლიტერატორები, დრამატურგები, ხელოვნების სასახლე,
ძველი და ახალი პოეტების მთელი ჯგუფი, თეატრი, ოპერა, ახა-
ლი პიესები, ავტომობილების გამუდმებული ქროლა, ეტლების
გრიალი და მოძრაობა, განუწყვეტელი მოძრაობა. შთაბეჭდილე-
ბა შთაბეჭდილებას სცვლის, განცდები განცდებს და აუარებელი
ახალი სიუჟეტები აწამებენ ჩემს სულს. მილიონი წელია საჭირო
იმისათვის, რომ მე ამოვწურო და ავსახო ის სახეები, რომ ავხა-
ტო და დავათაო ის სურათები, რომლებიც ჩემი უცნაური ოცნების
წყალობით თანდათან მრავლდება. მე დავასრულე “გოლგოთა”,
“გაფრენილი მერანი”, “ცრემლები” და თეთრ ხალათში გახვეული
დაუღალავად ვკრეფ სხვადასხვა ფერებს, ურევ და ვამზადებ ფე-
რადებს და ვმუშაობ, ვმუშაობ შეუსვენებლად.
ჩემთვის საჭიროა ასეთი გარდაჩეხა, საჭიროა ასეთი ნერ-
ვიული თრთოლა, ასეთი აწყვეტილი გაქანება ფანტაზიის დახ-
ლართულ რგოლებში.
მე ვგრძნობ ჩემში დუღილს, ერთგვარ შემოქმედებით დუ-
ღილს და იმის რიტმული ხმაური აყრუებს ჩემში ყოველდღიურ
ცხოვრების ვარამს, ყოველდღიურ დარდსა და უსიამოვნებას.
ერთადერთი ადამიანი, რომელსაც დისონანსი შემოაქვს ცხოვრე-
ბაში, ეს ისევ შენა ხარ. ვერ შეასრულე დანაპირები: “დავტოვებ
საქართველოსო” და კვლავ განაგრძობ აქ ცხოვრებას, ცხოვრე-
ბას დაბნეულსა და გაწამებულს.

97
მკითხველთა ლიგა

დედაქალაქში იმყოფები და მწერლობას განაგრძობ, მაგრამ


შენი მძიმე, ბუნდოვანი წერილები კოშმარივით აწვება მკითხვე-
ლის გულს. შენს აღმაფრენას ვერ ახასიათებს ხალისიანი ფერე-
ბი და შენი ოცნება შავ მანტიაშია გახვეული. სასოწარკვეთილე-
ბით აწყდება ცხოვრების შავ ფონებს და ამ ფონებში სასიკვდი-
ლოთ განწირული, უხალისოდ ჰქმნის უხალისო სახეებს. ამ ბო-
ლო დროს ხშირად გხედავენ რესტორნებში, ბაღებში, საეჭვო
ყოფაქცევის ქალებში. “სიმახინჯის გზით, სილამაზეში შევდივარო
” გითქვამს. საბრალოვ, შენ ვერც კი ხედავ ცხოვრების იმ მოლი-
პულ დაღმართს, რომელზედაც სდგეხარ და რომელიც მიგაქა-
ნებს ქვევით, სულ ქვევით. ამას წინად თეატრში გნახე. თავდახ-
რილი იჯექი და რაღაცაზე ისე ღრმად დაფიქრებულიყავ, რომ
ვერც კი შემამჩნიე, გვერდით რომ გამოგიარე და შენს მეგობარს
სალამზე სალამი ვუპასუხე. ხშირად გხვდები სხვა და სხვა ადგი-
ლებში, მაგრამ ამ შეხვედრას სრულიად აუღელვებლად ვიტან
და მოულოდნელი ნახვა ჩემს გულს არაფერს ეუბნება.
შენ დღეს ჩემთვის ისეთივე უცხო და შორეული ხარ, როგორც
უცხო და შორეულია ის მგზავრები, რომლებიც ბლომად დადიან
ტფილისის ქუჩებში და რომლებიც არასოდეს არ მინახავს.
რამდენჯერმე გაბედე და მომიახლოვდი ქუჩაში, მაგრამ, მე
ზურგი შეგაქციე და გზას გადაუხვიე. რამდენჯერმე მოხველი ჩემს
ბინაზე, მაგრამ მეკარემ კარები მოგიხურა და სახლში არ შემო-
გიშვა.
უკანასკნელად გუშინ გიხილე.
წვიმდა და ფანჯარას მივადექი. ხალხი ჩქარი ნაბიჯით სად-
ღაც მიეშურებოდა. ზეცა ჩაპირქუშებულიყო და დასველებულ
ქვის ფილაქანზე საწიგნე წამოკიდებული ბავშვები გარბოდნენ.
შენ კი ბაღის მოაჯირს ზურგით მიყრდნობოდი და იცქირებოდი
ზევით, ჩემი ფანჯრისაკენ. შენს შავს ხუჭუჭა თმებს ქარი აქეთ--
იქით ათამაშებდა და წვიმაც შიგ სახეში გცემდა. ჩემს დანახვაზე
98
მკითხველთა ლიგა

ნაღვლიანად გაიღიმე და თვალებით რაღაცა სთქვი, რაღაც, მე-


ტად მწვავე და სასაყვედურო. შენი სახე ისეთი გამხდარი და ისე-
თი ფერმკრთალი მეჩვენა, რომ ფანჯარასთან უნებურად შევჩერ-
დი, თითქოს იქ მიჭერდა რაღაც და მობრუნების ნებას არ მაძ-
ლევდა. შენ კი კვლავ მიცქერდი და წასვლაზე არ ფიქრობდი.
ბოლოს თავს ძალა დავატანე, ფარდა დავუშვი, მოვბრუნდი და
მაგიდასთან მიმდგარ ღრმა სავარძელში მძიმედ დავეშვი.
დაღამდა. სახლის სახურავზე მსხვილი წვიმა გრიალით ეს-
ხმებოდა და მეც უცნაური, გამოურკვეველი ჯავრით შეპყრობილი
ყურს ვუგდებდი წვიმის ერთფეროვან ხმაურს. წინადგრძნობა მწუ-
ხარებას, უბედურებას მიქადდა და მეც თვალდახუჭული, უსიხარუ-
ლოდ ვეძლეოდი დამქანცველ ფიქრებს. ოთახში წყვდიადი შეჯ-
გუფდა, შესქელდა, დამძიმდა და ამ წყვდიადში უეცრად ამოჭრი-
ლი ვარდის ფერი შუქი, ჩემს ირგვლივ ნათელ ტალღებად დაიღ-
ვარა. კარები გაიღო და ოთახში შენ შემოხველი. აბრეშუმის
შრიალა ფრთები აგესხა და სახესაც ციური გამომეტყველება მის-
ცემოდა. “ლიანა, მე მოვედი და შენც უნდა წამოხვიდე ჩემთან.
შენ ჩემი ხარ, ჩემი იყავ და ჩემი იქნები, გავფრინდეთ, ძვირფასო,
გავფრინდეთ“. ამ სიტყვებით ხელები მომხვიე, ჰაერში ამიტაცე
და სადღაც გამაქროლე.
კარებზე ბრახუნი მესმის და მეც თვალს ვახელ. სავარძელში
მძინებია და შენ სიზმრად მოსულხარ ჩემთან.
კარებზე ბრახუნი მეორდება. მე ვაღებ და ოთახში ვიღაც უც-
ნობი კაცი შემოდის. ქაღალდში გახვეულ პატარა ნივთს მაწვდის
და მეუბნება, რომ შენ წუხელის რევოლვერით თავი მოიკალ. ის
ლაპარაკობს ბევრს, ძლიერ ბევრს, მაგრამ მისი სიტყვებიდან მე
ძალიან ცოტა მესმის. უხმოდ ვისმენ ამ ამბავს, უხმოდ ვაცილებ
ამ უცნობს და ბევრ მოლაპარაკე ადამიანს და უხმოდ მივდივარ
მაგიდასთან.

99
მკითხველთა ლიგა

ნაცნობ მეგობრები მოდიან თურმე შენს სანახავად და იმ პა-


წია ბარათის წასაკითხავად, რომელიც დაგიტოვებია: “ჩემს სიკ-
ვდილში ნურავინ დაინახავს ნურც სიგმირეს და ნურც სილაჩრეს.
არც ერთი და არც მეორე აქ არ ყოფილა. ცხოვრება ციგნობაა
და მეც ციგნურად ვტოვებ მას. სამდურავი არავის, მადლობა არა-
ვის, დაიმარხოს ჩემთან შავი გიშრები. საათი კი გადაეცეს მხატ-
ვარ ქალს, ლიანა ლორდიას. ის მისია“.
ეს საათი ახლა ჩემს მაგიდაზე დევს და მეც ვერ გამიგია, სად,
როგორ ან რა შემთხვევით იპოვე ის. ნუთუ ეს საბედისწერო ნივ-
თი შეიქნა მიზეზი შენი სიკვდილის?! დანისლული თვალებით
დავყურებ მას და ვგრძნობ, რომ ჩვეულებრივად ვეღარ მაღელ-
ვებს ის. შენ მოკვდი და ჩემთვის ეს ნივთიც მკვდარია. მე ვიღებ
მას, ვაბრუნებ, ვმართავ. ამაოდ. ისრები ჩემს ცდას არ ემორჩი-
ლება, უძრავად დგას და მუშაობის ხალისი სამუდამოდ დაუკარ-
გავს.
შენი სიკვდილი ყველას აკვირვებს, მარტოდ მე არ მაკვირ-
ვებს ის. შენ გინდოდა მოგეძებნა ისეთი საშვალება, რომელიც
შეგარიგებდა ჩემთან და საამისოდ სიკვდილი არჩიე. არც შეცდი.
შენ მხოლოდ დღეს ჩამოგეცალა ის ჭუჭყი და მდაბალი ვნებანი,
რომელიც ჩრდილავდა შენს სიცოცხლეს და რომელიც გაუვალ
კედლად ამართულიყო ჩვენს შორის. ახლა ისეთი სპეტაკი, მიუწ-
ვდომელი და შორეული ხარ, რომ ჩემი სიყვარული გაორკეცებუ-
ლი სიძლიერით დაგიბრუნდა შენ. ტილოს ნაგლეჯს ნერვიული
სიჩქარით დავახატე ხსოვნაში აღბეჭდილი სახე და ამ სახეს ამო-
ვაქსოვე მთელი ციური და ამ ქვეყნიური მშვენიერებანი. ასეთი
უზადო, უნაკლულო და მშვენიერი ხარ დღეს და მეც ვკოცნი ამ
სურათს. ვკოცნი ჩემსა და შენს შემოქმედებას.
ჩემი სული ეძახის შენს სულს და გაწამებული აწყდება
სხეულის ცივ კედლებს. ამაოდ... ჩემი მოწოდება უპასუხოდ რჩე-
ბა. კვლავ აღარასოდეს არ მოხვალ ჩემთან და არ მეტყვი შენი
100
მკითხველთა ლიგა

ჩვეულებრივი, ალერსიანი კილოთი: “ჩემო ჯიუტო გოგონა. ჩემო


ჟინიანო, თავნება ბავშვო“.
სამუდამოდ დაიკეტა შენი ტუჩები, თვალები, გული და ჩემშიც
ამ ჟამად ისეთი სიცალიერეა, ისეთი ნესტიანი სიცივე და უიმედო-
ბა, როგორიც იმ სამარეში, რომელიც ამ დილით შენთვის გაით-
ხარა.
საბრალო ჩემო, თამაზ, შენ მოხვედი გუშინ ჩემ სანახავად,
მაგრამ მე არც კი მიგიღე, არც კი შემოგხედე.
დამნაშავე ვარ შენს წინაშე? არ ვიცი, არ ვიცი, დაე, ამაზე
სხვებმა ილაპარაკონ, მე კი აქ ვაგდებ ამ კალამს და დამ-
სხვრეული გულით მივდივარ სადღაც. საით? არ ვიცი...

სად მიდის ქარიშხლიან ღამეში ზღვაში აშვებული ძირგამონ-


გრეული ნავი ან ჰაერში საბედისწეროდ გამოკიდებული, ფრთა
მოტეხილი პროპელერი?!.

მშვიდობით, თამაზ, მშვიდობით...

მშვიდობით...

101

You might also like