Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

საზოგადოების ნაწილი მიიჩნევს რომ არსებობს ქალისა და მამაკაცის პროფესიები .

კაცობრიობის დასაწყისიდანვე იყო განსხვავება მამაკაცისა და ქალის პროფესიებს


შორის. ჩემი აზრით, თანამედროვე საზოგადოების დიდმა ნაწილმა უარყო ეს მითი და
დღესდღეობით მამაკაცები და ქალები თითქმის ყველა სფეროში წარმატებით
თანამშრომლობენ, თუმცა, სამწუხაროდ, არსებობს ქვეყნები სადაც ქალისა და
მამაკაცის შესაძლებლობები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია . ამ
თემასთან დაკავშირებით მრავალი ისტორიული წყარო თუ ნაწარმოები არსებობს .

სწორედ მსგავს პრობლემას ეხმიანება ვაჟა-ფშაველას ერთ-ერთი პოემა


"ბახტრიონი". ნაწარმოებში მოვლენები მე-17 საუკუნეში ხორციელდება, იგი სწორედ იმ
პერიოდს ასახავს, როდესაც თათრები "ბუმბარაზობით" დადიოდნენ ჩვენს ქვეყანაში .
მოცემულ ეპიზოდში თუშ-ფშავ-ხევსურები იბრძვიან თათრების მათი სამშობლოდან
გასაყრელად, ქვეყნისთვის თავისუფლებისა და სიმშვიდის მოპოვებისთვის . ბრძოლის
დაწყებამდე ლაშქართან მიდის ქალი, რომელიც ვაჟკაცურად და მამაცურად
მოაჭენებდა ცხენს. უცხო ქალი მზად იყო ბრძოლისა და სიცოცხლის გაწირვისთვის
მისი მიზნის მისაღწევად, მხედრებს კი უკვირდათ ქალს აქ რა უნდაო და მას თვალს არ
აცილებდნენ. ლაშქარს არ მიაჩნია რომ ბრძოლის ველზე ქალი დასაშვებია , თუნდაც
ამას ძმისთვის და დედისთვის "შურისგებისთვის" აკეთებდეს. უცხო ქალს ჰკითხავენ
მამა სად გყავსო "სულკრული" და ქალს ომში რატომ გგზავნისო. აღმოჩნდება რომ
ქალის მამა თათრებთან ბრძოლაში მძიმედ დაჭრილა, ამისდა მიუხედავად მას
უნდოდა თუშ-ფშავ-ხევსურების გვერდით დამდგარიყო და ებრძოლა თავისი
სამშობლოს კეთილდღეობისთვის, მაგრამ, სამწუხაროდ, ამ განზრახვის
განხორცუელებაში ხელს მძიმე ჭრილობა შეუშლის. ამის შემდეგ კი მხედრები ქალს
ურჩევენ, რომ სახლში დაბრუნებულიყო და მამას გამოჯანმრთელებაში
დახმარებოდა :

"შენის ყოლით და არყოლით

არ გვიბედენებს ძალაო."

მაშასადამე ქალს მთელი გულითა და სულით ეწადა ბრძოლა, მაგრამ ლაშქარმა ის არ


მიიღო, არ მიიღო, რადგან ქალი იყო, ქალს კი ბრძოლაში არაფერი ესაქმებოდა .
საბოლოოდ იგი ტოვებს ლაშქარს, მიუხედავად მისი შემართებისა და თავგანწირვის
სურვილისა.

ვაჟა-ფშაველას მიერ ნაწარმოების ამ ეპიზოდში წარმოჩენილი პრობლემა


აქტუალური იყო და არის დღესაც. დღევანდელ სამყაროში ამის ნათელ მაგალითს
თალიბანში არსებული სიტუაცია წარმოადგენს. თალიბანის პოლიტიკამ მკაცრად
შეზღუდა ქალთა წვდომა დასაქმების შესაძლებლობებზე. ქალები, რომლებიც
მუშაობდნენ სამთავრე(ო)ბო დაწესებულებებში, საგანმანათლებლო დაწესებულებებსა
და მედიაში, სამსახურიდან დაითხოვეს. სამწუხაროა, რომ ამ აღმავლობისა და
ტენდეციების საუკუნეში ჯერ კიდევ არსებობს ადგილი, სადაც მამაკაცსა და ქალს არ
შეუძლიათ თანასწორი შესაძლებლობები და უფლებები ჰქონდეთ.

შეგვიძლია გავიხსენოთ, მრავალი წლის განმავლობაში დიზაინერობა და


მზარეულობა ქალის სამუშაოდ აღიქმებოდა, მაგრამ დღეს ეს პროფესია მრავალი
კაცის საქმიანობა გახდა. მაგალითად შეგვიძლია მოვიყვანოთ არაერთი წარმატებული
პიროვნება როგორიცაა : გორდონ რამსი, ჯოვანი ვერსაჩე, ქრისტიან დიორი და სხვა .
აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ადამიანის სქესმა ხელი არ უნდა შეუშალოს
პიროვნებას რაიმე პროფესიის დაუფლებაში, რამდენადაც იგი აკმაყოფილებს
პროფესიის შესაბამის მოთხოვნებს.

You might also like