მუზა

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

მუზა - ის არსებობს თუ არა?

მუზა, მარტივად შეგვიძლია განვმარტოთ, როგორც შთგონების წყარო. პასუხი


კითხვაზე არსებობს თუ არა მუზა, გადაჭრით, შეგვიძლია, ვთქვათ, რომ დიახ. თუმცა,
მისი აღწერა სიტყვებით ძალიან რთულია, რადგან რეალურად ის ინდივიდუალურია
და რა თქმა უნდა არც ყოველთვის არ პასუხობს კითხვა ვინ-ს.პირველი ასოციაცია,
რაც სათაურში მოხსენიებულ სიტყვაზე გვიჩნდება, ალბათ ყველასთვის საერთოა,
სატრფო. ის ვისთანაც ან ორმხრივი სიყვარულით ვართ ბედნიერნი, ან ცალმხრივით
ვიტანჯებით, რაც უფრო მტანჯველია ეს გრძნობა, მით უფრო ხშირად და დიდი
რაოდენობით გვეწვევა ის ემოცია, რომელსაც შესაძლოა ვუწოდოთ მუზა და მით
უფრო გულში ჩამწდომი გამოდის ის ხელოვნების ნიმუში რომელსაც ვქნით ამ
ემოციის საშუალებით. მუზას არც კონკრეტული დღეე გააჩნია და არც კონკრეტული
საათი, ვერავინ გაიგებს, როდის ეწვევა ის სამიზნეს და მისი საშუალებით, როდის
შექმნის ადამიანი ზოგჯერ საკუთარი შესაძლებლობებისაგან გადაჭარბებულ ნიმუშს.
ჩემი აზრით, მუზა ,,პროფესიით“ ხელოვანია, მიუხედავად იმისა, რომ ნებისმიერ
საქმეში, შესაძლოა შთაგონების წყარომ დიდ წარმატებას მიგვაღწევინოს. მუზა მაინც
ყველაზე მეტად თავს ხელოვნებაში იჩენს.თითქმის ყველა დიდი მხატვარი, მწერავი,
მოქანდაკე საუბრობდა მუზის შესახებ. ისინი აღფრთოვანებით აღწერდნენ ამ
ემოციას, უნარს, რომელსაც რჩეულნი ღვთისგან იღებდნენ საჩუქრად და სახელი
დიდება და სიყვარული მოჰქონდა მათთვის. დიახ, მუზა ყველასთან არ მოდიოდა და
ყველა პოეტს არ აღებინებდა ხელში კალამს, არც ყველა გულ აცრუებულ მხატვარს
მოწყვეტდა ყოველდღიური უინტერესო საქმისაგან და სახელოსნოს
საგულდაგულოდ ჩარაზულ კარს გააღებინებდა, დიდი ხნის წინ დადებულ მტვრიან
ფუნჯებსა ააღებიენბდა ხელში და ცხოვრების იმედს დაუბრუნებდა ის შეაქმნევინებდა
ტილოს, რომელიც საუკუნეების მანძილზე აქტუალურობას არ დაკარგავდა. მუზა
მხოლოდ იმ რჩეულ მწერალთან მიდიოდა ვისაც შეეძლო შეექმენა ნაწარმოები,
რომელბზეც ერთდროულად, ბერვსაც იტირიებნდნე და საბოლოოდ ბედნერს
გახდიდა მკითხველს, მუზა მათ ირჩევდა ვისაც პოტენციალი ქონდა შეექმნა, ის რაზეც
ბავშვები აღიზრდებოდნენ, ის რისგანაც მაგალითთს აიღებდნენ და ის რაც ჩვენს
მაგიდაზე უცვლელ ადგილს დაიკავებდა.
საბოლოოდ მუზა, აბსტრაქციაა, რომელიც ყველა ადამიანისთვის სასურველია.
მიუხედავად იმისა, ვაღიარებთ თუ არა ხმამაღლა, ყველა ჩვენგანს გვინდა საჩუქარი
უფლისგან. მაშინ, როცა ჩვენ გული გვტკივა, მუზა აყუჩებს ამ ტკივილს, მაშინ
როდესაც რაღაც გარეგნულად გვტკივა, მუზა სულიერად გვაძლიერებს და
საშუალებას გვაძლევს ჩვენივე ემოციები, ისე გამოვახტოთ, რომ ეს ტიკივილი
გადიფაროს. მუზა ჯერ არც არავის შეხვედრია და არც არავის უნახავს თუმცა
რჩეულია ის ვინც, მისი შეგრძნება შეძლო.

You might also like