Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 7

სამართლის ცნება, ძირითადი ნიშნები

იურიდიულ მეცნიერებაში არ არსებობს სამართლის ცნების ერთიანი განმარტება. მეცნიერები


გვაწვდიან სხვადასხვა დეფინიციებს, რომლებიც ჰგვანან ერთმანეთს და ამავე დროს მცირედ
განსხვავდებიან. ეს იმით შეიძლება აიხსნას, რომ სამართალი საკმაოდ რთული აგებულებისაა და
ისტორიულად ცვალებადი.

სამართლის წარმოქმნის თვალსაზრისით, პირობითად შეგვიძლია ერთმანეთისაგან გავმიჯნოთ


ბუნებრივ-სამართლებრივი და პოზიტიურ-სამართლებრივი თეორიები.

ბუნებითი სამართლის წყაროა ადამიანის ბუნება და გონი, რომელიც მარადიული და


უცვლელია. ბუნებრივი სამართლის თეორია ყურადრებას ამახვილებს ადამიანის ბუნებრივი
უფლებების დაცვაზე, სამართლის ზნეობრივ მხარეზე. ბუნებითი სამართლის პრინციპები
უფრო მაღლა დგას ვიდრე პოზიტიური სამართალი. მას ხშირად მორალისა და
სამართლიანობის იდენტურ ცნებებად განიხილავენ.

პოზიტიური სამართლის თეორიის თანახმად, სამართალი არის ის, რასაც დაადგენს


სხელმწიფო, სამართლის ნორმების (კანონების) სახით. აღნიშნული თეორია გარკვეულწილად
წარმოიშვა როგორც ბუნებითი სამართლის ოპოზიციური თეორია. ამ თეორიის თანახმად,
სამართალი არის სახელმწიფოს მიერ დადგენილი, შესასრულებლად სავალდებულო ქცევის
წესების ერთობლიობა. პოზიტიურ სამართალს მისთვის დამახასიათებელი ნიშნები გააჩნია:

 სამართალი არის ქცევის წესების სისტემური ერთობლიობა. არა შემთხვევითი ნორმების


შემთხვევითი ერთობლიობა, არამედ მკაცრად განსაზღვრული სისტემა.
 სამართალი არის სისტემა ნორმებისა, რომლებიც დადგენილია ან სანქციონირებულია
სახელმწმიფოს მიერ.
დადგენა ნიშნავს, რომ სახელმწიფოს შემოაქვს ქცევის ახალი წესი, ხოლო სანქცირება
ნიშნავს, რომ სახელმწიფო ანიჭებს სამართლებრვ ხასიათს უკვე არსებულ რაიმე ქცევის
წესს.
 სამართლის ერთერთი ნიშანია ზოგასავალდებულო ნორმატიულობა, რაც გულისხმობს
იმას, რომ სამართლის ნორმების შესრულება სავალდებულოა ყველასათვის ვისაც კი
ეხება, მიუხედავად სურვილისა.
 სამართალი არის ფორმალურად განსაზღვრული ნორმების სისტემა, რაც იმას ნიშნავს,
რომ ნორმა შესასრულებლად სავალდებულო ხდება მაშინ როდესაც ის ასახვას პოვებს
სათანადო ფორმაში. ზოგადი წესი მხოლოდ მაშინ ხდება იურიდიული, როცა იგი
გამოხატულია ნორმატიული აქტის ტექსტში.
 სამართლის ერთერთი სპეციფიკური ნიშანი არის ის, რომ იგი უზრუვნელყოფილია
სახელმწიფოს მიერ. სახელმწიფო ზრუნავს იმაზე, რომ სამართლის ნორმები
სრულდებოდეს. სახელმწიფოს გააჩნია კანონიერი იძულების მექანიზმები იმისათვის
რომ აიძულოს მოქალაქეები შეასრულონ სამართლის ნორმათა მოთხოვნები.
 სამართალი წარმოადგენს საზოგადოებრივ ურთიერთობათა ნორმატიულ რეგულატორს.
სამართალი მოწოდებულია უზრუნველყოს საზოგადოების ნორმალური
ფუნქციონირება, მისი შეკავშირება ერთ მთლიან ორგანიზმად. ადამიანები თავიანთი
უფლებების რეალიზაციას ახორციელებენ იურიდიული უფლებებისა და გარანტიების
მეშვეობით. სამართალი მიმართულია თვითნებობისა და უკანონობის წინააღმდეგ.

დემოკრატიული რეჟიმის პირობებში სამართალი შეიძლება ითქვას, რომ ერთგვარი სოციალური


სიკეთეა, რომელიც მოწოდებულია საზოგადოებრივ ურთიერთობებში შეიტანოს
ორგანიზებულობა და წესრიგი. ის მოწოდებულია ემსახუროს სიკეთეს, სამართლიანობასა და
სიმართლეს. სწორედ აქედან წარმოსდგება სიტყვა „სამართალი“.

ძირითადი თეორიები სამართლის არსის შესახებ

იურისპრუდენციაში არსებობს მრავალი თეორია სამართლის არსის შესახებ. სამართლის


პირველი ფორმები ჯერ კიდევ პირველყოფილ თემურ წყობილებაში არსებობდა. ისტორიის
განმავლობაში სამართალმა განვითარების სხვადასხვა ეტაპები გაიარა.

იურიდიულ სამეცნიერო ლიტერატურაში უმრავლეს შემთხვევაში რიგითობის მიხედვით


უპირატესობას თეოლოგიურ თეორიას ანიჭებენ, რომლის მიხედვით სამართალი ღვთიური
წარმოშობისაა და ღვთიური ნების გამოხატულებას, გონების უმაღლეს გამოვლინებას
წარმოადგენს. ბევრი რელიგიური მოაზროვნე ამტკიცებდა, რომ სამართალი არის ღვთისაგან
ბოძებული სიკეთისა და სამართლიანობის ხელოვნება. თეოლოგიური თეორია იყო პირველი,
რომელმაც სამართალი დაუკავშირა სიკეთესა და სამართლიანობას.

ბუნებითი სამართლის თეორია ერთერთი უძველესი და ფართოდ გავრეცელებული


სამართლებრივი დოქტრინაა. აღნიშნულ თეორიაზე ერთიანი, ჩამოყალიბებული აზრი არ
არსებობს, არ წყდება დავა მისი არსის შესახებ, რა არის ბუნებითი სამართალი ?

მეცნიერთა ნაწილს მიაჩნია, რომ ბუნებითი სამართლის ინსტიტუტები რეალურ ცხოვრებაში არ


არსებობენ. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ის ისეთივე რეალობაა როგორც სახელმწიფოს მიერ
შექმნილი პოზიტიური სამართალი.

ანტიკური პერიოდის მოაზროვნეები (პლატონი, არისტოტელე) ამტკიცებდნენ, რომ ბუნებითი


სამართალი მარადიული და ბუნებრივი კანონებია, რომლებიც ღმერთის მიერ არიან ჩანერგილი
ადამიანთა გულებში. მათი შინაარსი ღვთის ნებითაა განსაზღვრული და ამდენად იგი
ღვთაებრივი სამართალია. სახელმწიფოს მიერ შექმნილი პოზიტიური სამართალი არ უნდა
ეწინააღმდეგებოდეს ბუნებითი სამართლის კანონებს. შეიძლება ითქვას, რომ ბუნებითი
სამართალი იცავს პოზიტიურ სამართალს კანონმდებლის თვითნებობისაგან. ბუნებითი
სამართალი მუდმივია, იგი არ იცვლება.

ბუნებითი სამართალი მე-17, მე-18 საუკუნეებში ჩამოყალიბდა, როგორც ახალი იდეოლოგია


ფეოდალურ წესწყობილებასთან საბრძოლველად.
თანამედროვე პირობებში ბუნებითი სამართლის თეორიის ზოგიერთი დებულება გამოყენებულ
იქნა ადამიანის თანდაყოლილი და განუსხვისებელი უფლებების შესახებ მთელი რიგი
დემოკრატიული ინსტიტუტებისა და შეხედულებების დასაბუთებისათვის, აგრეთვე
თანასწორობის, სამართლიანობისა და თავისუფლების ზნეობრივ პრინციპებთან კანონმდებლის
აუცილებელი შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის.

ბუნებითი სამართლის სკოლას დაუპირისპირდა სამართლის ისტორიული სკოლა, რომელიც


წარმოიშვა 19-ე საუკინის დასაწყისში და ფართო გავრცელება პოვა უმთავრესად იმდროინდელ
გერმანიაში, რომელიც ეკონომიკურად ჩამორჩენილ და პოლიტიკურად დაქუცმაცებულ
ფეოდალურ-ბატონყმურ სახელმწიფოს წარმოადგენდა. მისი წარმომადგენლები იყვნენ გ.ჰუგო,
ფ.სავინი, გ.პუხტა.

აღნიშნულ თეორიას სისტემური სახე მისცა გ.ჰუგომ, რომელიც აუცილებლად მიიჩნევდა


სამართლის ისტორიის შესწავლას. ამით ის აშკარად უპირისპირდებოდა ბუნებით სამართალს,
რომლის მიხედვითაც სამართალი ადამიანის ბუნებიდან მომდინარეობს და მისი განხილვა
ისტორიულ ასპექტში არაფერს ჰმატებს ადამიანთა ცოდნას სამართლის შესახებ.

ჰუგოს აზრით სამართლის ისტორიული განვითარების ბუნებრივ გზას წარმოადგენს მათი


თავისთავადი ჩამოყალიბება დროის განმავლობაში. მათი აზრით, სამართალი არ შეიძლება იყოს
მხოლოდ კანონებზე დამყარებული, იგი უნდა შეავსოს და სრულყოს ხალხისმიერ
ჩამოყალიბებულმა ადათობრივმა სამართალმა. ჰუგოს აზრით სამართლის არსის
განმსაზღვრელი არა სამართლიანობის იდეაა, როგორც ამას ბუნებით სკოლა ამტკიცებს, არამედ
ადამიანთა ურთიერთობის პროცესში ჩამოყალიბებული ქცევის წესებია.

ისტორიული სკოლა გამოდიოდა სამართლის კოდიფიკაციის წინააღმდეგ და თვლიდა, რომ


ჩვეულებანი წარმოადგენს სამართლის ყველაზე მნიშვნელოვან წყაროს. ამით ისინი
ცდილობდნენ შეენარჩუნებინათ დასაღუპად განწირული ფეოდალური სახელმწიფო და
სამართალი.

ფ.სავინი მიიჩნევდა, რომ სამართალი, ისევე როგორც ყველა სხვა სოციალური მოვლენა,
ვითარდება „სახალხო სულის“ შესაბამისად და მასზე ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს ვერც
ცალკეულ პირთა სუბიექტური ნება და ვერც ისტორიული შემთხვევითობანი.

გ.პუხტაც პოზიტიური სამართლის (ადამიანთა მიერ დაწერილი სამართლის) პირველწყაროდ


ისტორიულად ჩამოყალიბებულ „სახალხო სულს“ აღიარებს. მისი აზრით „სახალხო სულზე“
დამყარებული სახალხო რწმენა როგორც სამართალშემქმნელი ძალა, სახელმწიფოებრივ
საწყისებზე მაღლა დგას, ამიტომ სახელმწიფოს არ შეუძლია შექმნას სამართალი. „სახალხო
სული“, ხალხის რწმენა ქმნის არა მარტო სამართალს, არამედ სახელმწიფოსაც. სახელმწიფო
პუხტას წარმოდგენილი აქვს როგორც „სახალხო სულის“ დასრულებული გამოხატულება.
სამართლის ფსიქოლოგიური თეორიის ფუძემდებლად და ყველაზე გამოჩენილ
წარმომადგენლად ითვლება პოლონელი ლ.პეტრაჟიცკი. აღნიშნული თეორიის თანახმად
სამართლის წარმოშობისა და ფუნქციონირების ძირითადი მიზეზი არის არა ეკონომიკური ან
სოციალური, არამედ ადამიანის ფსიქიკის თავისებურებანი, იმპულსები და ემოციები.

პეტრაჟიცკის მიხედვით სამართალი არა სოციალური მოვლენა, არამედ განსაკუთრებული სახის


ფსიქიკური მოვლენაა, რომელიც ადმაიანის ფსიქიკური განცდების, ანუ ემოციების
ნაირსახეობას წარმოადგენს. სამართლებრივი ემოციების თავისებურება იმაში მდგომარეობს,
რომ ერთი მხრივ, პირის განცდა დაკავშირებულია რაიმე მოქმედების შესრულების შეგნებასთან,
ხოლო, მეორე მხრივ, ეს განცდა შეიცავს იმის შეგნებასაც, რომ სხვა პირს აქვს შესაძლებლობა
მოითხოვოს ამ მოქმედების შესრულება. მაგალითად სესხის ურთიერთობაში მოვალეს აქვს არა
მარტო გადახდის ვალდებულების განცდა, არამედ იმის განცდაც რომ კრედიტორის მოთხოვნა
გადახდაზე სამართლიანია.

პეტრაჟიცკი იხილავს სამართლის ორ განშტოებას: პოზიტიურსა და ინტუიციურს.

თუ ემოცია წარმოიშვა რაიმე ავტორიტეტის (მაგ. რელიგია, სახელმწიფო) ზეგავლენით, მაშინ


სამართალი პოზიტიურია. ხოლო თუ ემოცია წარმოიშვა ავტორიტეტის გარეშე და თავიდანვე
არსებობდა საზოგადოებაში, ის ინტუიციურია და არ საჭიროებს რაიმე შუალედურ რგოლს
ადამიანსა და სამართალს შორის. ამ სახეებიდან პეტრაჟიცკის „ნამდვილ“ სამართლად
ინტუიციური მიაჩნდა. მისი აზრით სწორედ ინტუიციური სამართალი არეგულირებს
ადამიანის ქცევას და ამიტომ იგი არის რეალურად მოქმედი სამართალი.

ფსიქოლოგიური თეორიის მნიშვნელობა მდგომარეობს იმაში, რომ მან ყურადღება გაამახვილა


სამართლებრივი სინამდვილის მნიშვნელოვან მხარეზე - ადამიანის ფსიქიკაზე, რაც
სამართალშემოქმედების განხორციელების ანგარიშგასაწევი ფაქტორია.

ნორმატივიზმის თეორიის ფუძემდებელია გამოჩენილი მეცნიერი ჰანს კელზენი, რომელიც ჯერ


ავსტრია-გერმანიაში მოღვაწეობდა, შემდეგ კი ამერიკის შეერთებულ შტატებში.
ნორმატივისტები სამართალს განიხილავენ რეალური სინამდვილისაგან მოწყვეტით და
აცხადებენ, რომ იგი მიეკუთვნება არა „არსობის“ არამედ „ჯერარსობის“ სფეროს, ანუ სამართალი
ის კი არ არის რაც არსებობს, არამედ ის რაც უნდა არსებობდეს. კელზენის მიხედვით
სამართლის მეცნიერებას არ უნდა აინტერესებდეს არც სამართლის წარმოშობის მიზეზი, არც
მისი დანიშნულება.

კელზენის იდეალია ნორმა, მიუხედავად იმისა დასაბუთებული და სამართლიანია თუ არა იგი.


მისი ღირსება იმაში მდგომარეობს, რომ ის სავალდებულო და მბრძანებლურია და არა იმაში,
რომ იგი უნდა იყოს თანასწორობის, თავისუფლებისა და სამართლიანობის გამომხატველი.

ნორმატიული დოქტრინის ძირითადი არსი შემდეგში მდგომარეობს: სამართალი არის ნორმების


ერთობლიობა, რომელიც გამოხატულია კანონებში და სხვა ნორმატიულ აქტებში. სამართალი
არის იერარქიული პირამიდა ნორმებისა, რომელსაც სათავეში უდგას ერთი ძირითადი
უმაღლესი ნორმა, რომელიც რაიმე სახით კი არ არსებობს, არამედ იგულისხმება და მისი შეცვლა
არავის და არაფერს შეუძლია.

ნორმატივიზმის მეცნიერული მნიშვნელობა გამოიხატება იმაში, რომ სამართლის სისტემის


პირველ ელემენტად აღიარებულია ნორმა და მასთან არის დაკავშირებული ყველა იურიდიული
მოვლენა - სახელმწიფო, მართლწესრიგი, სამართლის რეალიზაცია და ა.შ.

სოციოლოგიური მიმართულება ერთერთი ყველაზე გავრცელებულია სამართლის


მეცნიერებაში, განსაკუთრებით ამერიკის შეერთებულ შტატებში. იგი სხვადასხვა განშტოებას
შეიცავს, თუმცა ყველას ერთი ფილოსოფიური საფუძველი გააჩნია - პრაგმატიზმი, რომელიც
ჭეშმარიტების ერთადერთ კრიტერიუმად აცხადებს პრაქტიკულ სარგებლიანობას,
მიზანშეწონილობას.

სოციოლოგიური თეორია ყურადღებას ამახვილებს სამართლებრივი რეალობის ისეთ


ასპექტებზე, როგორიცაა საზოგადოების სოციალური სტრუქტურა, სამართლის კავშირი სხვა
სოციალურ ნორმებთან, კავშირი სამართალსა და პოლიტიკას შორის და სხვ. სოციოლოგები
მიიჩნევენ, რომ სამართალი უნდა ვეძებოთ არა ნორმებში, არამედ სოციალურ ცხოვრებაში.

სამართლის სოციოლოგია სწავლობს პრაქტიკულად მოქმედ სამართალს. სამართლის


დოგმატიკისგან განსხვავებით, ის სწავლობს არა უშუალოდ სამართლის ნორმას, არამედ
სამართლებრივ სინამდვილეს. სამართლებრივ სოციოლოგიას აინტერესებს „სამართალი
მოქმედებაში“ და არა „სამართალი წიგნებში“.

სოციოლოგიური მიმართულების ყველაზე რეაქციულ სახესხვაობას წარმოადგენს სამართლის


რეალისტური სკოლა, რომლისთვისაც დამახასიათებელია მკვეთრად გამოხატული
სამართლებრივი ნიჰილიზმი. მისი წარმომადგენლები თითქმის სრულად უარყოფენ კანონებისა
და სამართლის ნორმების მნიშვნელობას. ისინი თვლიან, რომ „რეალურად“ არსებობენ მხოლოდ
ფაქტები და მოვლენები, ადამიანთა მოქმედება და საქმიანობა. აღნინშულიდან გამომდინარე
შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სამართალი მხოლოდ მოსამართლეებისა და
ადმინისტრატორების საქმიანობაა, მათ მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებია.

რაც შეეხება კანონებში გამოხატულ წესებს, „რეალისტები“ მათ თვლიან მხოლოდ


კანონმდებლის ვარაუდად იმის შესახებ, თუ როგორ შეიძლება ამა თუ იმ კატეგორიის საქმის
გადაწყვეტა ცხოვრებაში. ისინი ამტკიცებენ, რომ მოსამართლეთა მიერ მიღებული
გადაწყვეტილებები განპირობებულია სხვადასხვა ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური ფაქტორებით
- იმპულსებით, სუბიექტური განცდებით, სიმპათიებით თუ ანტიპათიებით და არა მათი
სოციალური, კლასობრივი მდგომარეობით.

სოლიდარიზმის თეორია გაჩნდა 20-ე საუკუნის მიჯნაზე და მის ყველაზე გამოჩენილ


წარმომადგენლად ფრანგი იურისტი ლეონ დიუგი ითვლება. ამ თეორიის მიხედვით
კაპიტალისტურ საზოგადოებაში ადამიანთა ურთიერთობა დამყარებულია სოლიდარობის
პრინციპზე, რაც განპირობებულია „მოთხოვნილებათა ერთიანობით“ და შრომის განაწილებით.
საზოგადოების წევრები განიხილებიან არა როგორც ამა თუ იმ კლასის წარმომადგენლები,
არამედ როგორც ინდივიდები საერთო, სოლიდარული ინტერესებით.

დიუგი ამტკიცებდა, რომ „სოლიდარობა“ უმაღლეს ნორმას წარმოადგენს, რომელსაც უნდა


შეესაბამებოდეს სამართალი. თეორიის თანახმად არავის არა აქვს უფლებები, ადამიანები
მხოლოდ მოვალეობების მატარებლები არიან და ე.წ. „სოციალური ფუნქციების“
შემსრულებლები.

სამართლის წარმოშობის მარქსისტული კონცეპცია მატერიალისტურია. მარქსიზმის მიხედივთ,


სამართლის ფესვები ეკონომიკაში, საზოგადოების ბაზისში დევს. მარქსიზმი სამართლის
წარმოშობას კლასებსა და კლასობრივ ურთიერთობებს უკავშირებს. მასში მხოლოდ
ეკონომიკურად გაბატონებული კლასის ნებას ხედავს.

განხილულ თეორიებთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ თითოეულ მათგანს გააჩნია


თავისი დადებითი და უარყოფითი მხარეები. მათი საერთო ნაკლი კი მდგომარეობს იმაში, რომ
ერთმანეთს უგულებელყოფენ და სამართლის წარმოშობის საკითხში ერთმანეთს პირველობას
ეცილებიან.

სამართლის პრინციპები

პირინციპი ლათინური სიტყვაა და სახელმძღვანელო იდეას, ძირითად დებულებას ნიშნავს.


სამართლის პრინციპები სამართლის ძირითადი ამოსავალი დებულებებია. მათში ასახულია
სამართლის ძირითადი თვისებები და თავისებურებები. სამართლის პრინციპები კანონის
შემქმნელთათვის სახელმძღვანელო იდეებს წარმოადგენენ.

იურიდიულ ლიტერატურაში განასხვავებენ ზოგად, დარგობრივ და დარგთაშორის პრინციპებს.

სამართლის ზოგადი პრინციპები ზოგადი ხასიათის საწყისებია, რომლებიც ვრცელდებიან


სამართლის ყველა დარგზე. მათ შორისაა:

 ჰუმანიზმის, ანუ ადამიანურობის პრინციპი გულისხმობს, რომ სამართალი შეიძლება


იყოს მკაცრი, თუმცა არ უნდა სცდებოდეს ადამიანურობის ჩარჩოებს. დაუშვებელია
დაკავებულის ან სხვაგვარად თავისუფლებაშეზღუდული პირის ფიზიკური ან
ფსიქიკური იძულება; დაუშვებელია ადამიანის ღირსებისა და პატივის შელახვა.
 თანასწორუფლებიანობის პრინციპი ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში: ყველა
ადამიანი თანასწორია განურჩევლად: სქესისა, რასისა, კანის ფერისა, ეროვნებისა, ენისა,
წარმოშობისა, ქონებრივი და თანამდებობრივი მდგომარეობისა, საცხოვრებელი
ადგილისა, რელიგიისა და ა.შ.
 კანონიერების პრინციპის არსი კანონების ზუსტ და განუხრელ შესრულებაშია. კანონის
მოთხოვნათა შესრულება თანაბრად ევალება აბსოლიტურად ყველა ადამიანს.

დარგობრივია ისეთი სამართლებრივი პრინციპები, რომლებიც დამახასიათებელია სამართლის


რომელიმე კონკრეტული დარგისათვის. მაგალითად, სამოქალაქო სამართლის პრინციპია
მხარეთა თანასწორუფლებიანობა, სახელშეკრულებო დისციპლინის დაცვის პრინციპი და ა.შ.

დარგთაშორისი სამართლებრივი პრინციპები ისეთი სახელმძღვანელო საწყისებია, რომლებიც


გამოხატავენ სამართლის რამოდენიმე მონათესავე დარგის თავისებურებებს. მაგალითად,
სისხლის საპროცესო და სამოქალაქო საპროცესო სამართლის სპეციფიკას. ეს შეიძლება იყოს
კოლეგიალობის პრინციპი, სასამართლო განხილვის საჯაროობის პრინციპი.

You might also like