მორის კორნფორტი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

განვითარების დიალექტიკური კონცეფცია

განვითარების იდეა

ჩვენ ვნახეთ, რომ ცვლილებები მექანიცისტურ შეხედულებაში განახორციელა


დიალექტიკურმა მატერიალიზმმა რომელიც არის სრულად დასაბუთებული მოძღვრება და
რომელსაც საფუძვლად უდევს მეცნიერული წინსვლა. ფაქტობრივად, მეცნიერების
თვითგანვითარებას გააჩნია ნამსხვრევებად ქცეული სამყაროს გაგება, რომელიც
შემუშავებული ქონდა ძველ, მექანიცისტურ მატერიალიზმს.

ამ გაგების თანახმად სამყარო მუდამ ერთგვაროვანი იყო. ის იყო უზარმაზარი მექანიზმი,


რომელიც ყოველთვის ერთიდაიგივე მოქმედებას ასრულებდა, მუდმივად ერთსა და იმავე
საგნებს ამუშავებდა და მუდმივად იმყოფებოდა და ებმებოდა ერთსა და იმავე ციკლურ
პროცესებში.

ამდენად ეს იდეა ეყრდნობა მოსაზრებას, რომ ვარსკვლავები და მზის სისტემა ყოველთვის


ერთიდა იგივეა და ცვალებადობას არ განიცდის -- და დედამიწა, თავისი კონტინენტებითა
და ოკეანეებით, და მცენარეებითა და ცხოველებით ყოველთვის ბინადრობდნენ მასში და
გარდა ამისა ისინი ყოველთვის ინარჩუნებდნენ იგივეობას.

მაგრამ, ამ მოსაზრებამ გზა დაუთმო ევოლუციურ მოსაზრებას, რომელმაც დაიპყრო კვლევის


ყველა სფერო გამონაკლისის გარეშე. მეცნიერება, როგორც მთლიანობა, თუმცა, ვერ
ვითარდება სოციუმისგან იზოლირებულად, და ევოლუციის იდეის ფართო გავრცელებული
გამოყენება განპირობებული იყო არა მხოლოდ მისი გადამოწმებით სამეცნიერო თეორიაში,
მაგრამ ასევე მისი პოპულარობით ახალი, ინდუსტრიული კაპიტალიზმის მზარდი ძალები,
რომლებიც თავად არიან მეცნიერების მფარველები.

‘’ბურჟუაზიას არ შეუძლი არსებობა წარმოების საშვალებათა, ამგვარადვე წარმოებითი


ურთიერთობების გარდაქმნის და მათთან ერთად მთელი საზოგადოებრივი ურთიერთობათა
გამუდმებული რევოლუციური გარდაქმნების გარეშე. წარმოების ძველი წესის შენარჩუნება
უცვლელი ფორმით იყო, პირიქით, პირველი პირობა ყველა ადრეული მწარმოებლური
კლასის არსებობისა. წარმოებაში მუდმივი რადიკალური ცვლილებები, სოციალური
მღელვარება, ხანგრძლივი გაურკვევლობა და დაბნეულობა გამოარჩევს ბურჟუაზიულ ეპოქას
ყველა წინანდელისგან’’ (მარქსი, ენგელსი ‘’კომუნისტური პარტიის მანიფესტი’’)

ინდუსტრიული კაპიტალისტები საკუთარ თავს მოიხსენიებენ პროგრესის მატარებლებად.


და რადგან ისი მიიჩნევდნენ რომ პროგრესი კაპიტალიზმის კანონი იყო, მიიჩნიეს რომ იგი
ასევე მთელი სამყაროს კანონიც იყო.

ასე რომ შეიქმნა დიდი შესაძლებლობა სამყაროს მეცნიერული სურათის შესაქმნელად. ჩვენ
აღმოვაჩინეთ სამყაროს განვითარების სურათი, არა სტატიკური, უძრავი და მუდამ იგივე,
არამედ მუდმივად პროგრესულად განვითარებადი.
ვარსკვლავები ყოველთვის არ არსებობდნენ -- ისინი ჩამოყალიბდნენ გაფანტული აიროვანი
მასებისგან.

მთლიანი მზის სისტემა, და მასში შემავალი ყოველი ვარსკვლავი ნაბიჯ-ნაბიჯ გადის


ევოლუციის გრძელ პროცესს.

ზოგიერთი ვარსკვლავი, მაგალითად როგორიც ჩვენი მზეა, ეუფლება პლანეტებს მზის


სისტემაში. ამგვარად დაიბადა დედამიწა. როგორც კი მისი ზედაპირი გაგრილდა ქიმიური
შენაერთები ჩამოყალიბდა, რაც შუძლებელი იქნებოდა ვარსკვლავზე მაღალი ტემპერატურის
არსებობის პირობებში.

ამგვარად დაიწყო მატერიამ ახალი, მანამდე არარსებული თვისებების გამოვლენა,


თვისებების რომლებიც წარმოიშვა ქიმიური შეერთებების შედეგად.

ორგანული ნაერთები რომლებიც ჩამოყალიბდნენ კომპლექსურად შეერთებული


ნახშირბადის ატომებისგან და ორგანული ნივთიერებებისგან გაჩნდნენ პირველი სხეულები,
რომლებმაც დაიწყეს სიცოცხლის თვისებების გამოვლენა.

ცოცხალმა ორგანიზმებმა დიდი ევოლუციის გზა გაიარეს, რომ ბოლოს და ბოლოს


ადამიანამდე მისულიყვნენ. ხოლო ადამიანთან ერთად დაიბადა ადამიანთა საზოგადოება და
კვლავ ახალი პროცესები, კვლავ ახალი კანონები, გაჩნდა -- სოციალური კანონები და
აზროვნების კანონები.

რა მოდის შემდგომ?

კაპიტალისტურ მეცნიერებას არ შეუძლია ამის იქით წასვლა. ის აქ მთავრდება, ვინაიდან


კაპიტალისტური მეცნიერებას არ შეუძლია განჭვრიტოს კაპიტალიზმის დასასრული. მაგრამ
სოციალისტური მეცნიერება გვიჩვენებს, რომ თავად ადამიანი უახლოვდება ევოლუციის
ახალი ფაზის დასაწყისს -- კომუნისტური საზოგადოება, რომელშიც მთელი სოციალური
პროცესი იქნება მოყვანილი მისივე შეგნებული, დაგეგმილი მიმართულებით.

ეს ყველაფერი მატერიალური სამყაროს ევოლუციური ისტორიაა.

ბოლო საკითხისგან განცალკევებით, შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ყველასთვის


ერთობლივი ცოდნა. ბურჟუაზიულმა მოაზროვნეებმა ისევე კარგად იციან ყოველივე ეს,
როგორც მარქსისტებმა, თუმცა პირველთ ხშირად ავიწყდებათ იგი. მაგრამ მარქსისზმი არ
უსვამს ხაზს მხოლოდ იმ ფაქტს რომ სამყაროში ყველაფერი გადის განვითარების პროცესს.
რაც მარქსიზმა აღმოაჩინა არის ის, თუ როგორ უნდა გავიგოთ და ავხსნათ ეს განვითარება
მატერიალისტური გზით.

მარქსის მეცნიერული აღმოჩენები საზოგადოების განვითარების კანონების შესახებ შეიქმნა


დიალექტიკური მატერიალიზმის კონცეფციების გამოყენებით. ამიტომ არის რომ მარტო
მარქსიზმს შეუძლია გაგვცეს სრულიად მეცნიერული პასუხი განვითერებასთან
დაკავშირებით და მიუთითოს სამომავლო გზაზე.
მარქსმა გვიჩვენა თუ როგორ უნდა გავიგოთ ყველა ცვლილება და განვითარება ბუნებასა და
საზოგადოებაში, მატერიალისტური გზით და აქედან გამომდინარე თუ როგორ უნდა
გავხდეთ მომავლის განმკარგავნი.

იდეალისტური მოსაზრებები ცვალებადობასა და განვითარებაზე

როგორ ცდილობენ ბურჟუაზიული მოაზროვნეები, რომ დაასაბუთონ უნივერსალური


ცვალებადობა და განვითარება, რომელიც მათ აღმოაჩინეს?

ნება მოგვეცით განვიხილოთ, თუ რა თქვა ზოგიერთმა მათგანმა საუკუნეზე მეტი ხნის წინ.

ჰეგელი ამბობდა, რომ განვითარების მთელი პროცესი, რომელსაც ადგილი აქვს ისტორიაში,
განპირობებულია აბსოლიტური იდეის თვითრეალიზებით ისტორიაში. ჰერბერტ სპენსერი
მიიჩნევდა, რომ ყველა განვითარება არის უფრო და უფრო მეტად მზარდი პროცესი
‘’მატერიის ინტეგრაციისთვის’’ საკითხი ასე დააყენა და რასაც ‘’გონებამიუწვდომელი და
ყველგანმყოფი ძალა’’ უწოდა. ანრი ბერგსონი ამბობდა, რომ ყველაფერი ევოლუციის
პროცესშია ‘’სიცოცხლის ძალის’’ მოქმედების გამო. სულ ახლო წარსულში ბრიტანულმა
ფილოსოფიურმა სკოლამ შეთხზა ახალი ფრაზა ‘’წარმოქმნილი ევოლუცია’’ იგი აღნიშნავდა
განვითარების პროცესის მინდინარეობაში მუდმივად, ერთმანეთის მიყოლებით
გამოვლენილ ახალ თვისებებს მატერიისა. მაგრამ თუ რატომ ხდება ასე, ამ სკოლის ერთ-
ერთი ლიდერი, პროფესორი სამუელ ალექსანდერი ამბობდა, რომ ეს აუხსნელი მოვლენაა და
მიღებულ უნდა იქნას ‘’ბუნებრივი ღვთისმოასაობით’’, მაშინ როცა ამ სკოლის სხვა ლიდერი,
ფროფესორი ლოიდ მორგანი, მიიჩნევდა რომ ეს უნდა იყოს იმანენტური ძალის გამო,
რომელიც მოქმედებს სამყაროში, რომელსაც იგი ღმერთთან აიგივებდა.

ამგვარად, ყოველ შემთხვევაში, ზოგიერთი ფანტაზია, რაღაც გამოუთქმელი და აღუწერელი ,


გამოგონილი იყო იმისთვის, რათა აეხსნათ განვითარების პროცესი.

You might also like