Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

ქართულ-აფხაზური კონფლიქტი

აფხაზეთი საბჭოთა პერიოდში საქართველოს ავტონომიური რესპუბლიკა იყო.


საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ აფხაზეთი ცდილობდა დამოუკიდებელი ქვეყანა
გამხდარიყო; თბილისი კი ამტკიცებდა, რომ აფხაზეთი დამოუკიდებელი
საქართველოს შემადგენლობაში მყოფი ავტონომიური რესპუბლიკაა.

კონფლიქტი ომში გადაიზარდა, რომელიც 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993


წლის 27 სექტემბერს დასრულდა ქართული შეიარაღებული ძალების დამარცხებით.
სხვადასხვა წყაროების თანახმად, გარდაიცვალა 13 ათასზე მეტი ადამიანი,
დაახლოებით 300 ათასი ადამიანს კი დევნილისა და იძულებით გადაადგილებულ
პირთა სტატუსი მიენიჭა. მათი უმეტესობა ეთნიკური ქართველია და ჯერ კიდევ ვერ
ახერხებენ უკან დაბრუნებას.

1994 წელს მხარეებმა მოსკოვში გაეროს გენერალური მდივნის სპეციალური


წარმომადგენლის დახმარებით ხელი მოაწერეს “ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა
განცალკევების” შესახებ ხელშეკრულებას. ამ შეთანხმების ფართომასშტაბიანი
დარღვევები სამჯერ – 1998, 2001 და 2008 წლებში დაფიქსირდა.

2008 წლამდე ქართულ-აფხაზური კონფლიქტის ზონაში დსთ-ს სამშვიდობო ძალები


იყვნენ განლაგებული, რომელიც მთლიანად დაკომპლექტებული იყო რუსი
სამხედროებით. ასევე კონფლიქტის ზონაში და აფხაზეთის ტერიტორიაზე მუშაობდა
გაეროს სადამკვირვებლო მისია საქართველოში.

2008 წლის აგვისტოში 5 დღიანი ომის შემდეგ რუსეთმა აფხაზეთი დამოუკიდებელ


სახელმწიფოდ აღიარა. დიპლომატიური ურთიერთობა მოსკოვსა და თბილისს
შორის კი შეწყდა.

აფხაზეთი ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება როგორც დამოუკიდებელმა


რესპუბლიკამ. მისი ეს სტატური რუსეთის გარდა ე.წ. “მესამე მსოფლიოს” რამდენიმე
ქვეყანამ აღიარა. საქართველო აფხაზეთს კვლავ თავის რეგიონად მიიჩნევს, რომელიც
რუსეთს აქვს ოკუპირებული. საერთაშორისო საზოგადოების დიდი ნაწილიც
აფხაზეთს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონად განიხილავს.
1992-93 წწ. სამხედრო კონფლიქტი აფხაზეთში

I.

მოკლე წინაისტორია:

მე-20 საუკუნის 80-იანი წლის ბოლოს საქართველოში ეროვნულ-განმანთავისუფლებელი


მოძრაობის მკვეთრად გააქტიურების ფონზე, კრემლი ახდენს აფხაზეთში არსებული
სეპარატისტული, ანტიქართული და ნაციონალისტური ძალების მობილიზებასა და მათით
მანიპულირებას, რათა შეინარჩუნოს მძლავრი ზეგავლენა საქართველოზე. ამ პერიოდში
ხორციელდება შემდეგი მოვლენები, რომლებიც საფუძველს უყრიან აფხაზეთში აგრესიული
სეპარატიზმის ჩამოყალიბებას:

 1988 წლის ნოემბერი - შეიქმნა აფხაზთა სახალხო ფორუმი „აიდგილარა", რომელიც


უკიდურესად ანტიქართული განწყობილებით გამოირჩეოდა.
 1989 წლის 18 მარტი - „აიდგილარას" ინიციატივით მიღებულ იქნა ე.წ. „ლიხნის
მიმართვა", რომელიც აფხაზეთის საქართველოსაგან გამოყოფას მოითხოვდა.
 1989 წლის ივლისი - ე.წ. „ლიხნის მიმართვას" მოჰყვა ტრაგედია სოხუმში, როდესაც
სეპარატისტები თავს დაესხნენ ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის სოხუმის
ფილიალის სტუდენტებს და პროფესორ-მასწავლებლებს, რამაც ადამიანთა მსხვერპლი
გამოიწვია.
 1989 წლიდან დაიწყო აფხაზეთში ქართველთა მომავალი ეთნიკური წმენდის
მოსამზადებელი პერიოდი. საბჭოთა კავშირის უშიშროების საკავშირო სამსახურის მიერ
შექმნილი „კავკასიის ხალხთა კონფედერაცია" აფხაზეთს აცხადებს მის ნაწილად, ხოლო ქ.
სოხუმს - კონფედერაციის დედაქალაქად.
 1990 წლის დეკემბერი - აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარედ არჩეულ იქნა
ბლოკ „სოუზის" ერთ-ერთი ლიდერი ვ. არძინბა, რომელიც თავისი ანტიქართული
პოზიციით იყო ცნობილი.

1991 წლის 26 მაისს საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის აღდგენის გამოცხადების შემდეგ,


რუსეთი აგრძელებს თავის დესტრუქციულ პოლიტიკას აფხაზეთში, რათა შექმნას საქართველოს
ამ რეგიონში დაძაბული და ფეთქებადი სიტუაცია. ასეთი პოლიტიკა მიზანმიმართული იყო
რუსეთის ინტერესების სფეროში საქართველოს შენარჩუნებაზე. მიუხედავად იმისა, რომ
აფხაზეთის საერთო მოსახლეობაში ეთნიკურად აფხაზების წილი შეადგენდა მხოლოდ 17 %,
ხოლო ქართველების - 46%, ეს უკანასკნელები ნაკლებად იყვნენ წარმოდგენილი აფხაზეთის
სახელისუფლებო ორგანოებში.

 1991 წლის ოქტომბერი - აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 65 სადეპუტატო მანდატი


შემდეგნაირად გადანაწილდა : 28 - ეთნიკური აფხაზი (ძირითადად კრემლის პოლიტიკის
ზეგავლენის ქვეშ მყოფნი და სეპარატისტულად განწყობილნი); 26 - ქართველი და 11 -
სხვა ეროვნების წარმომადგენელი.
 1991 წ. ოქტომბერი - 1992 წ. პირველი ნახევარი - აფხაზეთის უმაღლესი საბჭო,
სეპარატისტულად განწყობილი დეპუტატების მეშვეობით უბრალო უმრავლესობით
იღებს მთელ რიგ ანტიკონსტიტუციურ დადგენილებებს, მათ შორის გადაწყვეტილებას
ე.წ. აფხაზური „გვარდიის" შექმნასთან დაკავშირებით, რომელიც წინააღმდეგობაში
მოდიოდა საქართველოს კონსტიტუციასთან.
 1992 წლის 25 ივლისი - საქართველოს სახელმწიფო საბჭომ სპეციალური დადგენილებით
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს 20 გადაწყვეტილება უკანონოდ გამოაცხადა.
 1992 წლის პირველი ნახევარი - უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიქმნა მეტად
სავალალო სიტუაცია აფხაზეთში არსებული სატრანსპორტო-საკომუნიკაციო
სისტემებთან დაკავშირებით.

II.

1992-93 წწ. სამხედრო კონფლიქტის ქრონოლოგია:

1992 წლის 14 აგვისტო:

 აფხაზეთში საკომუნიკაციო ინფრასტრუქტურების უსაფრთხოების დაცვის მიზნით


აფხაზეთის ხელმძღვანელობასთან შეთანხმების შემდეგ, საქართველოს შინაგანი
ჯარებისა და სამხედროების შეზღუდული კონტიგენტი გადაადგილდა აფხაზეთის
ტერიტორიაზე.
 სეპარატისტულმა ბანდ–ფორმირებებმა ქართულ შენაერთებს ცეცხლი გაუხსნეს. პირველი
შეტაკებები მოხდა ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში;
 სისხლისღვრის თავიდან აცილების მიზნით ქართული შენაერთები სოხუმის შემოგარენში
დაბანაკდნენ;
 ვ. არძინბას ერთპიროვნული გადაწყვეტილების საფუძველზე სეპარატისტულმა
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმმა მობილიზაცია გამოაცხადა და
შეიარაღებულმა აფხაზმა სეპარატისტებმა დაიკავეს სოხუმის სტრატეგიული პუნქტები;
 ასე დაიწყო 1992-93 წწ. საომარი მოქმედებები აფხაზეთში.

1992წ. 15 აგვისტო:

 სეპარატისტებმა არ მოაწერეს ხელი შეთანხმებულ დოკუმენტს, რომლის მიხედვითაც


ერთობლივი 200-200 კაციანი აფხაზურ-ქართული სამხედრო შენაერთი მდ. ფსოუდან
სამეგრელომდე დაიცავდა სატრანსპორტო კომუნიკაციებს.

1992 წ. 18 აგვისტო:

 ვ. არძინბას სეპარატისტულმა ხელისუფლებამ დატოვა სოხუმი;


 ქართული შენაერთები შევიდნენ სოხუმში;
 კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია, რომელიც შექმნილ იყო რუსეთის
სპეცსამსახურების მიერ, იღებს გადაწყვეტილებას „ბოევიკები" გააგზავნოს აფხაზეთში.

1992 წ. 19 აგვისტო:

 სეპარატისტები ტოვებენ გაგრას და იქ ქართული შენაერთები განლაგდნენ.


1992 წ. 3 სექტემბერი:

 მოსკოვში რუსეთის შუამავლობით ხელმოწერილ იქნა შეთანხმება ცეცხლის შეწყვეტისა


და ძალთა დაშორების შესახებ.

1992 წ. 5-30 სექტემბერი:

 ქართულმა მხარემ შეასრულა შეთანხმება და მის საფუძველზე გაგრის ზონიდან გაიყვანა


შეიარაღებული შენაერთები;

1992 წ. ოქტომბერი:

 სეპარატისტულმა შენაერთებმა დაარღვიეს შეთანხმება და მთიელ ხალხთა


კონფედერაციის „ბოევიკებთან" ერთად, რომლებსაც სამხედრო ტექნიკითა და სამხედრო-
საზღვაო ფლოტით მხარს უჭერდა რუსეთი, აღებულ იქნა გაგრა.

1992 წ. ნოემბერი - 1993 წ. მაისი:

 რუსეთის სამხედრო რესურსების დახმარებით აფხაზი სეპარატისტები აკონტროლებენ


გაგრისა და ქ. ტყვარჩელის ზონებს, გუდაუთის რაიონს.
 რუსეთის შეიარაღებული ძალების სპეცდანიშნულების რაზმების მეშვეობით, აფხაზი
სეპარატისტები და დაქირავებული „ბოევიკები" რეგულარულად ახორციელებენ
მასირებულ შეტევებს აფხაზეთის დანარჩენ რაიონებზე.
 1993 წ. 1 აპრილს საქართველოს პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომელშიც
პირველად დაადანაშაულა რუსეთი აფხაზეთში ქართველთა ეთნიკური წმენდისა და
გენოციდის პოლიტიკის ხელშეწყობაში. შესაბამისი მიმართვა გაეგზავნა გაეროსა და სხვა
საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომელშიც რუსეთის ქმედებები შეფასდა როგორც
აგრესია, რაც მიზნად ისახავს საქართველოს ტერიტორიალური მთლიანობის დარღვევასა
და მისი დამოუკიდებლობის ხელყოფას.

1993 წ. 27 ივლისი:

 ქ. სოჭში რუსეთის შუამავლობით დაიდო შეთანხმება „აფხაზეთში ცეცხლის შეწყვეტისა


და მასზე კონტროლის მექანიზმის შემუშავების შესახებ".

1993 წ. 1-20 აგვისტო:

 ქართულმა მხარემ მთლიანად შეასრულა შეთანხმება: მდ. გუმისთის მონაკვეთზე დატოვა


მხოლოდ ორი სამეთვალყურეო პუნქტი, დაიწყო ბატალიონების დაშლა, ფოთის
მიმართულებით გაიყვანა მძიმე ტექნიკა.

1993 წ. 1-15 სექტემბერი:


 აფხაზეთში და განსაკუთრებით სოხუმში მასიურად ბრუნდება დევნილი მოსახლეობა.
იწყება სასწავლო წელი. ქალაქში მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები;

1993 წ. 16 სექტემბერი:

 სეპარატისტებმა დაარღვიეს სოჭის შეთანხმება და რუსეთის სამხედრო ნაწილების


დახმარებით დაიწყეს მასიური შტურმი პრაქტიკულად განიარაღებულ სოხუმზე. იერიში
ძირითადად ხორციელდებოდა სოხუმის მშვიდობიან მოსახლეობაზე.

1993 წ. 27 სექტემბერი:

 რუსეთის შეიარაღებული ძალების, ჩრთილო კავკასიის კონფედერანტებისა და


დაქირავებული „ბოევიკების" მეშვეობით, აფხაზი სეპარატისტების მიერ აღებულ იქნა ქ.
სოხუმი.

1993 წ. 30 სექტემბერი:

 რუსეთის სამხედრო რესურსებისა და დაქირავებული რაზმების ხელშეწყობით,


სეპარატისტებმა მოახდინეს აფხაზეთის მთელი ტერიტორიის ოკუპაცია.

1993 წ. 27 სექტემბერი - ოქტომბერი:

 დაიწყო ქართული მოსახლეობის მასობრივი ხოცვა-ჟლეტა;


 აფხაზეთი თითქმის დაიცალა ქართული მოსახლეობისაგან, რის შედეგად 350 ათასზე
მეტი ადამიანი იძულებული გახდა დაეტოვებინა მშობლიური კუთხე და საკუთარ
სამშობლოში დევნილად იქცა;
 განხორციელდა ქართული მოსახლეობის ეთნიკური წმენდა, რაც დადასტურებულ იქნა
ეუთო-ს 1994 წ. ბუდაპეშტის, 1996 წ, ლისაბონისა და 1999 წ. სტამბოლის სამიტების
რეზოლუციებში

ფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუცია — განსაკუთრებული წესით მიღებული


იურიდიული ძალის მქონე კანონი. კონსტიტუცია არეგულირებს საზოგადოებაში პიროვნების
სამართლებრივ მდგომარეობას, საჯარო ხელისუფლების ორგანიზაციასა და
ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს[1]. ამჟამად არსებული კონსტიტუცია
წარმოადგენს აფხაზეთის ასსრ-ის 1978 წლის 6 ივნისის კონსტიტუციის შეცვლილ და
რედაქტირებულ ვარიანტს.

აფხაზეთის კონსტიტუციის ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]


1918 წლის 11 ივნისიდან აფხაზეთი იყო საქართველოს დემოკრატიული
რესპუბლიკის ავტონომიური ერთეული, რაც 1919 წლის 20 მარტს ოფიციალურად დაადასტურა
აფხაზეთში პირველად ჩატარებული დემოკრატიული არჩევნების გზით არჩეულმა
ხელისუფლების უმაღლესმა კანონიერმა ორგანომ – აფხაზეთის სახალხო საბჭომ. ამავე
ორგანომ 1920 წლის 16 ოქტომბერს დაამტკიცა ავტონომიური აფხაზეთის კონსტიტუციის
პროექტი და ის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის უმაღლეს საკანონმდებლო
ორგანოს – დამფუძნებელ კრებას გადაუგზავნა დასამტკიცებლად.

1921 წლის 21 თებერვალს, დამფუძნებელი კრების მიერ მიღებულმა საქართველოს პირველმა


კონსტიტუციამ კონსტიტუციურად განამტკიცა აფხაზეთის ავტონომიური სტატუსი ერთიანი
ქართული სახელმწიფოს – საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფარგლებში[2].

1921 წლის თებერვალ–მარტში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა საბჭოთა


რუსეთმა სამხედრო გზით დაიპყრო, განახორციელა საქართველოს ოკუპაცია და ანექსია.
აფხაზეთის სტატუსი 1921 წლის 31 მარტიდან განისაზღვრა, როგორც აფხაზეთის
სოციალისტური რესპუბლიკა. 1921 წლის 16 დეკემბერს საქართველომ და აფხაზეთმა ხელი
მოაწერეს სამოკავშირეო ხელშეკრულებას. ხელშეკრულების მეოთხე პუნქტი პირდაპირ
მიუთითებდა, რომ აფხაზეთი გახდა კავშირის არა სრულუფლებიანი წევრი, არამედ
საქართველოს შემადგენელი ნაწილი. მასში ნათქვამია:

„ყველა სამხარეო გაერთიანებაში, კერძოდ, ამიერკავკასიის რესპუბლიკების ფედერაციაში,


აფხაზეთი შედის საქართველოს მეშვეობით, რომელიც აძლევს მას თავისი ადგილების ერთ
მესამედს[3].“

იოსებ სტალინი 1921 წლის 1 სექტემბერს სრულიად რუსეთის ცენტრალურ აღმასრულებელ


კომიტეტს აცნობებდა, რომ

„აფხაზეთი არის დამოუკიდებელი საქართველოს ავტონომიური ნაწილი, ამის გამო


დამოუკიდებელი წარმომადგენლობები რუსეთში არ ჰყავს და არც უნდა ჰყავდეს. ამიტომ
კრედიტის მიღება რსფსრ-დან მას არ შეუძლია[4].“

1921 წლის 14 ნოემბერს აფხაზეთის ხელმძღვანელმა ეფრემ ეშბამ დასვა საკითხი მაშინ
ჩამოყალიბების პროცესში მყოფი ამიერკავკასიის ფედერაციის შემადგენლობაში აფაზეთის
უშუალოდ შესვლის შესახებ. ამის პასუხად კავბიურომ ორ დღეში, 16 ნოემბერს დაადგინა:
„წინადადება მიეცეს ამხანაგ ეშბას, წარმოადგინოს თავისი საბოლოო დასკვნა სახელშეკრულებო
საწყისებზე აფხაზეთის საქართველოს ფედერაციის შემადგენლობაში ან ავტონომიური ოლქის
საწყისებზე რსფსრ-ში შესვლის შესახებ“. ამრიგად, კავბიუროს სახელით სერგო
ორჯონიკიძე აფხაზებს სთავაზობდა რუსეთის შემადგენლობაში ავტონომიური ოლქის
სტატუსით შესვლას, ან საბჭოთა რესპუბლიკის სტატუსით, ანუ უფლებრივად უფრო მაღალი
სტატუსით საქართველოს ფედერაციაში გაერთიანებას.

1921 წლის 16 დეკემბერს საქართველოსა და აფხაზეთს შორის, „ღრმა საერთო ეროვნული


კავშირებიდან გამომდინარე“, გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო, პოლიტიკური და
საფინანსო-ეკონომიკური კავშირის დამყარების შესახებ. ხელშეკრულება ითვალისწინებდა ასევე
„ყველა სამხარეო გაერთიანებაში, კერძოდ, ამიერკავკასიის რესპუბლიკების ფედერაციაში
აფხაზეთის შესვლას საქართველოს მეშვეობით“ და არა უშუალოდ. აქედან კარგად ჩანს, რომ
1921 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულებით ორი თანასწორუფლებიანი რესპუბლიკის
გაერთიანება კი არ მოხდა, არამედ ერთი რესპუბლიკა (აფხაზეთი) შევიდა მეორის
(საქართველოს) შემადგენლობაში[4].
აფხაზეთის საბჭოების პირველმა ყრილობამ 1922 წლის 17 თებერვალს მოიწონა აღნიშნული
ხელშეკრულება და იგი დაადასტურა სრულიად საქართველოს საბჭოების პირველ ყრილობაზე
მიღებულმა კონსტიტუციამ. 1924 წლის საბჭოთა კავშირის კონსტიტუციითაც აფხაზეთის
სტატუსი განისაზღვრა, როგორც ავტონომიური რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში.
აფხაზეთის საბჭოების III ყრილობამ (1925 წლის 26 მარტი – 1 აპრილი) თვითნებურად
დაამტკიცა ახალი კონსტიტუცია, რომლის მიხედვით, აფხაზეთი ცხადდებოდა სუვერენულ
რესპუბლიკად; მასში დეკლარირებული იყო ამიერკავკასიის ფედერაციიდან და საბჭოთა
კავშირიდან თავისუფლად გასვლის უფლება; სახელმწიფო ენად
კი რუსული დგინდებოდა. 1925 წლის კონსტიტუცია არ გამოქვეყნებულა და, შესაბამისად, არც
ძალაში შესულა იგი.

გლეხთა და წითელარმიელთა დეპუტატების საბჭოების I ყრილობამ 1922 წლის 28 თებერვალს


დაამტკიცა რესპუბლიკის კონსტიტუცია, რომლის I თავის I პუნქტში ნათქვამია:

„საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკაში თავისუფალი თვითგამორკვევის


საფუძველზე შედიან: აჭარის ავტონომიური სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა, სამხრეთ
ოსეთის ავტონომიური ოლქი და აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკა;
უკანასკნელი უკავშირდება საქართველოს სოციალისტურ საბჭოთა რესპუბლიკას – ამ
რესპუბლიკათა შორის დადებულ, განსაკუთრებულ საკავშირო ხელშეკრულების საფუძველზე.“

ამიერკავკასიის ფედერაციის ხელმძღვანელმა სერგო ორჯონიკიძემ, რომელმაც მისცა


თანხმობა აფხაზეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის გამოცხადებაზე, აფხაზეთის
საბჭოების II ყრილობაზე 1923 წელს 21 დეკემბერს განაცხადა: „აფხაზებმა უნდა იცოდნენ, რომ
აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკაა და თანასწორუფლებიანია ჩვენს კავშირში“. საბჭოთა
იმპერიის ძირითადი კანონის – სსრ კავშირის პირველი კონსტიტუციის (1924-1936 წწ.)
მიხედვით, აფხაზეთს ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსი ჰქონდა.

აფხაზეთის საბჭოების III ყრილობაზე 1925 წლის 1 აპრილს ყოველგვარი განხილვის გარეშე
აფხაზურმა მხარემ მიიღო კონსტიტუცია, რომელიც წინააღმდეგობაში მოდიოდა სსრ
კავშირის, ამიერკავკასიის ფედერაციისა და საქართველოს სსრ-ის კონსტიტუციებთან. მისი II
თავის V პუნქტში ნათქვამი იყო, რომ აფხაზეთი, როგორც სუვერენული სახელმწიფო,
ინარჩუნებდა როგორც ამიერკავკასიის ფედერაციიდან, ისე საბჭოთა კავშირიდან თავისუფალი
გასვლის უფლებას.

მხოლოდ 1931 წლის 11 თებერვალს, სსრ კავშირის მოქმედი კონსტიტუციის შესაბამისად,


აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობამ აფხაზეთის სსრ-ს სახელი გადაარქვა და აფხაზეთის
ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა (აფხაზეთის ასსრ) უწოდა. როგორც 1931
წლამდე, ისე სახელის გადარქმევის შემდეგაც აფხაზეთი იყო და დარჩა საქართველოს
შემადგენლობაში.

1935 წლის 7 იანვარს აფხაზეთის საბჭოების VII ყრილობის გადაწყვეტილებით დამტკიცდა


აფხაზეთის კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომლის მიხედვითაც ავტონომიური
რესპუბლიკის ყველა კომისარიატი საქართველოს შესაბამის კომისარიატებს ექვემდებარებოდა
(მუხლი 42)[5].

აფხაზეთის საბჭოების მესამე ყრილობამ გადაწყვიტა, დაესრულებინა წარმოდგენილი


კონსტიტუციის პროექტი და შესაბამისობაში მოეყვანა საქართველოს სსრ და ამიერკავკასიის
სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკების კონსტიტუციებთან. კონსტიტუციის
ტექსტი, რომელიც განხილულ იქნა აფხაზეთის საბჭოების მესამე ყრილობის მიერ, არ
გამოქვეყნებულა.

1931 წლის 14 თებერვალს საქართველოს საბჭოების VI ყრილობამ მოისმინა საქართველოს


ცენტრამული აღმასრულებელი კომიტეტის (ცაკის) მდივნის სილიბისტრო თოდრიას მოხსენება
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ. მან დაადასტურა აფხაზეთის
საბჭოების გადაწყვეტილება: აფხაზეთი ავტონომიური რესპუბლიკის სტატუსით შედიოდა
საქართველოს შემადგენლობაში, 1921 წლის 16 დეკემბრის ხელშეკრულება კი
ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამ გადაწყვეტილებას გუდაუთის რაიონში სეპარატისტთა
გამოსვლები მოჰყვა.

აფხაზეთის ახალმა კონსტიტუციამ ფორმალურ-იურიდიულად დაადასტურა რეგიონის


ეროვნულ-სახელმწიფოებრივი სტრუქტურირების ავტონომიური მოდელი საქართველოს
შემადგენლობაში და უმაღლესი იურიდიული აქტის ძალმოსილება მიანიჭა ამ საკითხში ადრე
მიღებულ ყველა დოკუმენტს, მათ შორის სრულიად საქართველოს საბჭოების VI
ყრილობის 1931 წლის 19 თებერვლის გადაწყვეტილებას და აფხაზეთის საბჭოების VI ყრილობის
მიერ 1931 წლის 6 თებერვალს მიღებულ გადაწყვეტილებას 1921 წლის 16 დეკემბრის
სამოკავშირეო ხელშეკრულების ტრანსფორმაციისა და აფხაზეთის „სახელშეკრულებო სსრ-ს“
ავტონომიურ რესპუბლიკად გარდაქმნის შესახებ[6].

აფხაზეთში 1937 წლის 2 აგვისტოს საბჭოების საგანგებო VIII ყრილობის მიერ აფხაზეთის ასსრ-
ის კონსტიტუციის მიღება მოხდა[7]. კონსტიტუციამ დაადგინა აფხაზეთის ავტონომიური
სტატუსი საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შემადგენლობაში „საბჭოთა
კავშირის კონსტიტუციის საფუძველზე და საქართველოს საბჭოთა სოციალისტური
რესპუბლიკის კონსტიტუციის შესაბამისად“[8].

1977 წლის 7 ოქტომბერს მიიღეს საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუცია, რის შემდეგაც დაიწყო
მუშაობა მოკავშირე და ავტონომიური რესპუბლიკების ახალი კონსტიტუციების პროექტებზე.
სეპარატისტებმა ახალი წერილი–საჩივარი დაწერეს, რომელიც 1977 წლის 10 დეკემბერს
გაიგზავნა კრემლში. ისინი დისკრიმინაციად მიიჩნევდნენ იმას, რომ ავტონომიურ
რესპუბლიკებს, განსხვავებით მოკავშირე რესპუბლიკებისგან, არ ჰქონდათ უფლება
გამოსულიყვნენ მოკავშირე რესპუბლიკიდან. ისინი მოითხოვდნენ ამ უფლების გავრცელებას
ავტონომიურ რესპუბლიკებზეც.

აფხაზეთის კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთი დამოუკიდებლად წყვეტს მის გამგებლობაში


შემავალ საკითხებს. აფხაზეთი თავის ტერიტორიაზე უზრუნველყოფს კომპლექსურ ეკონომიკურ
და სოციალურ განვიტარებას, ხელს უწყობს ამ ტერიტორიაზე საქართველოს
უფლებამოსილებების აღსრულებას, ახორციელებს საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების
უმაღლესი ორგანოების გადაწყვეტილებას. აფხაზეთი თავისი კომპეტენციის ფარგლებში
აკონტროლებს და კოორდინაციას უწევს მის ტერიტორიაზე განლაგებული საქართველოს
სახელმწიფო ორგანოების სტრუქტურული ერთებულების საქმიანობას.

1925 წლის კონსტიტუციის მიხედვით, აფხაზეთის სსრ მოსახლე ყველა ეროვნებისათვის


უზრუნველყოფილი იყო მშობლიური ენის თავისუფალი განვითარებისა და გამოყენების
უფლება როგორც თავის ეროვნულ-კულტურულ, ისე საერთო-სახელმწიფო დაწესებულებებში,
აფხაზეთის სსრ სახელმწიფო დაწესებულებათა ენად კი აღიარებული იყო რუსული ენა.
აფხაზეთის 1994 წლის კონსტიტუციის თანახმად, აფხაზეთის სახელმწიფო ენად
გამოცხადდა აფხაზური, ხოლო რუსული ენა აფხაზურის თანაბრად აღიარეს სახელმწიფო და
სხვა დაწესებულებების ენად. მიუხედავად ყოველივე ამისა, საქართველოს 1995 წლის
კონსტიტუციაში კვლავ აისახა საქართველოს სსრ 1978 წლის კონსტიტუციის პრინციპი,
რომელიც დარჩა ამ კონსტიტუციის მოქმედების დასრულებამდე და აფხაზეთში, ქართულთან
ერთად, სახელმწიფო ენად გამოცხადდა აფხაზური ენა[9].

აფხაზეთის უმაღლესი საბჭო საქართველოს კონსტიტუციაზე დაყრდნობით მიიჩნევს, რომ


ეყრდნობა და თვლის, რომ აფხაზეთის ტერიტორიასა და მის ხალხს სრულიად საქართველოს
ტერიტორიისა და ხალხის განუყოფელ ნაწილად. აფხაზეთის ასსრ ძირითადი კანონის 93-ე
მუხლით მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების საფუძველზე აფხაზეთის ასსრ 1978 წლის
კონსტიტუცია მოიყვანა საქართველოს 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებულ კონსტიტუციასთან
შესაბამისობაში და უწოდა მას „აფხაზეთის კონსტიტუცია“[10].

You might also like