Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

I შუალედური გამოცდა

საგანი: ახალი და უახლესი დროის ხელოვნება


მოსწავლე: ზაქუტაშვილი ანა
ფაკულტეტი: მოდის დიზაინი , II კურსი
ლექტორი: სამსონ ლეჟავა

პოსტიმპრესიონიზმის შეუდარებელი წარმომადგენელი, ფერმწერი


და გრაფიკოსი ვინსენტ ვან გოგი 1853 წლის 30 მარტს ჰოლანდიაში
დაიბადა. რაოდენ გასაკვირი არ უნდა იყოს, ცნობილია, რომ
ვინსენტმა ხატვა პირველად 27 წლის ასაკში დაიწყო, როდესაც
ბელგიაში მაღაროელთა შორის ცხოვრობდა. სწორედ იქ შექმნა მან
თავისი პირველი ნამუშევრები, რომლებშიც უბრალო ადამიანებს,
ხელოსნებს, გლეხებს, მეთევზეებს, მათ საქმიანობასა და ყოფას
ასახავდა.
მხატვარმა 10 წლის განმავლობაში დაახლოებით, 900 ნახატი და
1,100 ქაღალდზე შესრულებული ნამუშევარი . თუმცა, რაც არ უნდა
გასაკვირი იყოს, გადმოცემის თანახმად, მან თავის სიცოცხლეში
მხოლოდ 2 ნახატის გაყიდვა შეძლო მათ შორის მისი ცნობილი
ნამუშევარი "წითელი ვენახები არლში" მისი მეგობარი მხატვრის ეჟენ
ბოშის დამ, 400 ფრანკად 1890 წელს შეიძინა. მხატვარმა და მისმა
შედევრებმა აღიარება მხოლოდ ვინსენტის გარდაცვალების შემდეგ
მოიპოვა.
ყველა შედევრს თავისი ისტორია აქვს. ადამიანთა უმრავლესობა
ვინსენტ ვან გოგს მისი რამდენიმე ცნობილი ნახატით იცნობს:
„ვარსკვლავებიანი ღამე“, „მზესუმზირები“ და „ავტოპორტრეტი
მოჭრილი ყურით“, მაგრამ ჰოლანდიელი მხატვრის ნახატები
გაცილებით მეტ საიდუმლოს და დაფარულ გზავნილს ინახავს.
როგორც წესი, ხელოვნებაში ადამიანები იმას ხედავენ, რისი
დანახვისთვისაც მზად არიან, რითიც შინაგანად არიან სავსე და რა
მდგომარეობისკენაც ისწრაფვიან.

ვან გოგის ერთ-ერთი


ყველაზე ცნობილი ტილო
„ვარსკვლავებიანი ღამე“
თავისი საოცარი ისტორიით
გამოირჩევა. ნამუშევარი
ასახავს გამოგონილი
ქალაქის ცას გარიჟრაჟის წინ.
2000-იანი წლების
დასაწყისში, როდესაც
მეცნიერები აკვირდებოდნენ ნაწილაკების კოსმიურ „მორევებს“,
მაშინვე გაახსენდათ ეს ცნობილი ნახატი.
ვან გოგმა თავის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ნახატში
"ვარსკვლავებიანი ღამე" , რომელიც 1987 წელს ავსტრალიელმა
მეწარმემ იმ დროისათვის რეკორდულ ფასად, 53.9 მილიონ
დოლარად შეიძინა, გაუცნობიერებლად აღბეჭდა პლანეტა ვენერა.
1985 წელს ისტორიკოსმა ალბერტ ბოიმემ პლანეტარიუმის
საშუალებით შეძლო აღედგინა, თუ როგორ გამოიყურებოდა ღამის ცა
1889 წლის 19 ივნისს, როდესაც ეს ნახატი შეიქმნა. მსგავსება იმდენად
დიდი იყო, რომ ისტორიკოსმა დაადგინა, ვან გოგის განთიადის
ვარსკვლავი სინამდვილეში პლანეტა ვენერა ყოფილა, რომლის
დანახვა ყველაზე კარგად დაისის შემდეგ, ან განთიადის წინ
შეიძლება. მის მოსაზრებას ასტრონომების დიდი ნაწილიც დაეთანხმა .
ნახატზე ვან გოგმა ქალაქ სენ-რემი-დე-პროვანსის ფსიქიატრიულ
საავადმყოფოში ყოფნისას ფანჯრიდან დანახული ხედი ასახა,
რომელზეც ის საკუთარ ძმას წერილში წერს : "ამ დილას ჩემი
ფანჯრიდან დავინახე სამყარო, მზის ამოსვლამდე დიდი ხნით ადრე.
ცაზე გამოსახული იყო ცისკრის ვარსკვლავი, რომელიც ძალიან
დიდად მოჩანდა".
ალბათ, შეგიმჩნევიათ ვინსენტის ნახატებში სწრაფი და ცოტა
უხეში ფუნჯის მონასმებით შესრულებული ობიექტები, რომლებიც
მოძრაობის იმიტაციას ქმნიან. ხელოვანის ნახატებზე დაკვირვებისა და
შესწავლის შედეგად, მეცნიერებმა დაადგინეს რომ ვინსენტი თავის
ნამუშევრებში,რომლებიც ცხოვრების ქაოტურ პერიოდში შექმნა ,
ასახავდა უცნაურ ბუნებრივ მოვლენას ტურბულენტობას. ეს არის
სითხის ან აირის მოძრაობის რეჟიმი, რომელიც ხასიათდება დინების
ქაოსური პირობითი გამოსახულების ცვლილებით. ის მეცნიერებაში
ერთ-ერთ ურთულეს ცნებად და კომპლექსურ მათემატიკურ პრინციპად
ითვლება, რომელიც ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გამოკვლეული.
სხვა იმპრესიონისტების ნახატების ანალიზის შემდეგ, მეცნიერები
მივიდნენ დასკვნამდე, რომ ისინი არ შეესაბამება ისეთ მათემატიკურ
სიზუსტეს, როგორც ვან გოგის ნამუშევრები.

You might also like