Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ავთანდილის ანდერძი ვეფხვისტყაოსნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეპიზოდია.

თვლიან,
რომ იგი ცხოვრების გზამკლევია. მასში ბევრი ბრძნული აზრები არის ჩადებული, რომლებიც
დღესაც აკტუალურია ჩვენთვის.

ავთანდილი ვერ რჩება და რთულ გადაწყვეტილებას იღებს მეფის ნებართვის გარეშე წავიდეს
და დაეხმაროს მეგობარს და სწორედაც იქცევა. ეს სიტუაცია არ გაამართლებდა ღალატს,
რადგან შეჰპირდა ტარიელს. ,,კაცი ბრძენი ვერ გასწირავს მოყვარესა მოყვარულსა”.
ავთანდილის აზრით სიცრუე ავნებს სულს. როგორც იგი ამბობს სიყვარული აგვამაღლებს.
ავთანდილს ღმერთის იმედი აქვს. ,,რაცა ღმერთმა არა სწადეს, არა საქმე არ იქმნების” იგი
ამბობს, რომ მამაკაცის წესია გასაჭირის გაძლევა. უაზროდ ტირილი არაფერს მოიტანს ან
შეცვლის უკეთესისკენ. ავთანდილს სძულს მოღალატე, ცრუ ადამიანები, მაგრამ მისი აზრით
უფრო უარესია ის ვინც საფრთხის გამო უკან იხევს, არ უნდა ბრძოლა, რადგან სიკვდილის
ეშინია. ,,სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა სიკვდილი სახელოვანი” სიკვდილი გარდაუვალია და
ნებისმიერ წამს შეიძლება შეხვდეთ მის წინაშე, ასაკის მიუხედავად. ავთანდილს აქვს
გათვითცნობიერებული ეს ფაქტი და სულზე ზრუნავს. ,,შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი,
არას მქონები: მიღვწიან, მომიგონებენ, დამლოცავენ, მოვეგონები”.

ავთანდილის ანდერძში განიხილება საკითხები, რომლებიც თანამედროვეობაში ძალიან


მნიშვნელოვანია. მაგალითად: მეგობრისთვის დახმარება, ცხოვრების განმალობაში ნათელი
კვალის დატოვება. თანამედროვე სამყაროში დიდ ადგილს უკავია ქველმოქმედებას და ეს
საკითკიც განიხილება. განსაკუთრებით დღეს, როცა ომი მიმდინარეობს აუცილებელია
სიკეთე გამოვიჩინოთ და დავეხმაროთ ერთმანეთს, მამაცურად ვიბრძოლოთ საერთო მტრის
წინააღმდეგ ვისაც როგორ შეუძლია. ბოლოს ვიტყვი, რომ ეპიზოდში ზოგადად საუბარია,
როგორი უნდა იყოს ნამდვილი ვაჟკავცი და აქედან ჩამოთვლილი თვისებები ნებისმიერ
თანამედროვე ადამიანისთვის გათვალისწინებელია: ემპატია, ერთგულება, სიმამაცე,
სიმტკიცე პრობლემების მიმართ, სიკეთე.

You might also like