Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 34

I ვარიანტი

აბერძნეთი
1.სამედიცინო მითოლოგია, ჰომეროსის პოემების სამედიცინო
პასაჟები
Სამედიცინო მითოლოგია
ასკლეპიოსის, როგორც მკურნალობის ღმერთის კულტი ძველ
ელადაში ქრ.შ.–მდე VII საუკენეში ჩამოყალიბდა და მის პროტოტიპად
ტროას ომის დროინდელი, ლეგენდარული მკურნალი, თესალიის
მეფე და დინასტიური სამედიცინო სკოლის მეთაური – ასკლეპიოსი
მოიაზრება. მითის მიხედვით ასკლეპიოსი იყო მზის ნათელის, მუსიკისა
და პოეზიის ღმერთის აპოლონოს ვაჟი, რომელიც ასევე ღმერთების
მკურნალად და მკურნალთა ღმერთადაც ითვლებოდა
ლეგენდის თანახმად ასკლეპიოსი საკეისრო კვეთით დაიბადა.
ახალშობილი ჩვილი ამოყვანილ იქნა გარდაცვლილი დედის,
კორონიდას მუცლიდან, რომელიც ცეცხლისმფრქვეველი ტიტანის –
ფლეგიას ქალიშვილი იყო.
სამკურნალო ხელოვნება ასკლეპიოსმა ბრძენი კენტავრისაგან,
ქირონისგან შეისწავლა, რომელსაც ვაჟის აღზრდა თავად აპოლონმა
დაავალა. მალე მოსწავლემ თავის მასწავლებელსაც გადაუსწრო და
შეეძლო არა მხოლოდ ავადმყოფთა განკურნება არამედ
მკვდართათვის სიცოხლის დაბრუნებაც, რამაც ქვესკნელის ღმერთის
ჰადესის რისხვა გამოიწვია. გადმოცემის თნახმად, ღმერთმა
ასკლეპიოსმა ცოლად შეირთო მეობსის ქალიშვილი, რომელიც
კუნძულ კოსის მმართველი იყო. საინტერესოა, რომ შემდგომ ეს
კუნძული მედიცინის ერთ–ერთ ცენტრად იქცა. აქ აყვავდა
ასკლეპიადთა გვარი, რომელთა ჩამომავლადაც თვლიდა თავს კოსზე
დაბადებული დიდი ჰიპოკრატე. მან კუნძულზე დიდი და
სახელგანთქმული სამედიცინო სკოლა შექმნა.
ღმერთ ასკლეპიოსის შვილები მედიცინის თითქმის ყველა
მიმართულებას მოიცავენ: ჰიგია –ჯანმრთელობის ქალღმერთი
(აქედან ტერმინი „ჰიგიენა“); პანაცეა –წამლით მკურნალი
ქალღმერთი. მისი სახელი ყოვლისმკურნალობის სინონიმად იქცა;
მაქაონი – სამხედრო ქირურგიის მამამთავარი და პოდალირი –
შინაგანი დაავადებების სახელგანთქმული მკურნალი. მათ ექიმობა
მამისგან შეისწავლეს.
ოლიმპოს მთის ბინადარ ღმერთთაგან ბევრს ჰქონდა საერთო
მკურნალობასთან, ჯანმრთელობის შენარჩუნებასა და ცხოვრების
ჯანმრთელ წესთან. ზევსის მეუღლე ჰერა ითვლებოდა ქორწინებისა და
ნაყოფიერების ქალღმერთად. არტემიდა აპოლონის ტყუპისცალი და,
ნადირობისა და ცხოველების მფარველი, ითვლებოდა ასევე
ბავშვებისა და ქალების მფარველად. ჰესტია იყო ოჯახის კერის
მფარველი, რომელიც იცავდა სახლს ყოველგვარი ბოროტისაგან.
ფრთოსანი ჰიპნოზი განასახიერებდა სიზმარს და მას, როგორც
ადამიანებზე, ასევე ღმერთებზეც ჰქონდა გავლენა.
ანტიკურ ხელოვნებაში ასკლეპიოსისა და მისი ქალიშვილის – ჰიგიას
განუყოფელ ატრიბუტს წარმოადგენდა გველი, რომელიც ძველ
სამყაროში სიბრძნის, განახლებისა და ბუნების ძლიერების
სიმბოლოდ ითვლებოდა. ასკლეპიოსი გამოისახებოდა
გველშემოხვეული კვერთხით და ჰიგია კი ახალგაზრა, დიადემიანი,
ტუნიკაში გამოწყობილი ლამაზი ქალის სახით, რომელსაც ხელში
გველი ეჭირა და ჭიქიდან კვებავდა მას. ეს სკულპტურა ზოგიერთ
ქვეყანაში მედიცინის სიმბოლოდ იქცა. ერთთათვის ეს სიმბოლო
გამოხატავს სიბრძნეს და ბუნების ყოვლისშემძლეობას, ხოლო
მეორენი კი თვლიან რომ სიმბოლო ადამიანებში იწვევს შიშს მისი
უხილავი ძალების გამო. გველის შხამი კი, როგორც უკვე ვიცით,
გამოიყენებოდა როგორც შხამად, ასევე წამლადაც
ომეროსის პასაჟები
ჰომეროსის პოემებში მრავლადადა სამედიცინო შინაარსის პასაჟები .
ამბავი უმეტესწილად ომებს და ორთაბრძოლებს ეხება და ბუნებრივია ,
ხშირადაა აღწერილი ტანისა და კიდურების დაზიანება ( ზედაპირული
და ღრმა ჭრილობები, დაჩირქებები, შხამიანი გველების კბენის
შედეგები და ა.შ.). ჭრილობების მკურნალობა კომპლექსური იყო:
აცილებდნენ ისრებს და სხვა მჭრელ საგნებს, ხდებოდა სისხლის და
ჩირქის გამოდევნა და ტკივილგამაყუჩებელი, სისხლდენის
შემაჩერებელი მცენარეული ფხვნილების გამოყენება. მკურნალობასა
და პირველ დახმარებას ძველი საბერძნეთის ჯარში, როგორც თვითონ
მებრძოლები, ასევე გამოცდილი მკურნალები მიმართავდნენ.
ყველაფერი ეს საკმარისი სიზუსტითა და საქმის ცოდნითაა
ზემონახსენებ წყაროებში.
მიუხედავად იმისა, რომ ძველ საბერძნეთში, განსხვავებით ინდოეთისა
და ეგვიპტისა, არ ხდებოდა მიცვალებულების გაკვეთა/ბალზამირება
(ელინისტურ პერიოდამდე), „ილიადასა“ და „ოდისეას“ სამედიცინო
ტერმინოლოგია მეტად შთამბეჭდავად გამოიყურება და თანამედროვე
ანატომიური ენის მნიშვნელოვანი ნაწილი უკავია. ის ოდნავ თუ
ჩამორჩება ჰიპოკრატეს ანატომიურ ცნებათა კორპუსს.
ჰომეროსის პეომაში ლაპარაკია შავი ჭირის ეპიდემიაზე, ულისეს
(ოდისევსის) სიგიჟეზე, ბელეროფონის მელანქოლიაზე, ორსულობის
მეშვიდე თვეზე დაბადებულ ჩვილზე, გოგირდის შებოლვაზე
დაავადების პრევენციის მიზნით და გოგირდის, როგორც სამკურნალო
საშუალების გამოყენებაზეც. აღნიშნულია ისიც, რომ ზოგიერთი
სამკურნალო საშუალება ბერძნებს თურმე ძველი ეგვიპტელებისაგან
გადმოუღიათ. ჰომეროსის პოემები ადასტურებენ ძველ ბერძნული
მკურნალობის საწყისის ემპირიულ ხასიათს,ძველ ბერძნული
მედიცინის ფართო მიღწევებს სხვა ძველ ცივილიზაციებთან
შედარებით.

2.კროტონის და სიცილიის სამედიცინო სკოლები.


კროტონის სკოლა
კროტონის საექიმო სკოლამ თავის აყვავებას უკვე ქრ.შ.-მდე VI
საუკუნეში მიაღწია. მისი ძირითადი მიღწევები თეზისურად შეიძლება
ასე ჩამოყალიბდეს: 1) ორგანიზმი არის საპირისპირო ძალების
ერთობლიობა; 2) ჯანმრთელი ორგანიზმი არის შედეგი საპირისპირო
ძალების წონასწორობისა: მშრალისა და ნოტიოსი, ცხელისა და ცივის
და ა.შ., ხოლო რომელიმე მათგანის ბატონობა კი (ბერძ. Mონარცჰია –
ერთმმართველობა) არის დაავადების გამომწვევი მიზეზი; 3)
საპირისპირო იკურნება საპირისპიროთი (ლათ. ჩონტრარია
ცონტრარიის ცურანტურ – თეზისი, რომელიც ხშირად მიეწერებოდა
ჰიპოკრატეს).
კროტონის სკოლის გამოჩენილი მკურნალი იყო ფილოსოფოსი –
პითაგორელი ალკმეონი (VI-Vსს. ქრ.შ.-მდე), რომელმაც, როგორც
ამბობენ (ქალკიდიოსი), პირველმა გაჭრა ცხოველი შესწავლის
მიზნით. მანვე აღმოაჩინა მხედველობის ნერვის ჯვარედინი და სმენის
არხი, რომელიც მოგვიანებით ევსტაქის მილად იწოდა და დღესაც ასე
ჰქვია. ის წერდა თავის ტვინზე, როგორც შემეცნების ორგანოზე
(ეგვიპტელების შემდეგ, ოღონდ - არისტოფანემდე) და ზოგიერთი
დაავადების მიზეზებზე, რომლებიც დაკავშირებული იყო ლორწოს
დაჭარბებასთან ორგანიზმში (ოთხი ჰუმორის ბალანსის დარღვევაზე).
სიცილიის სამედიცინო სკოლა
სიცილიის საექიმო სკოლა, როგორც გალენი გვაცნობებს
დაფუძნებული იყო ქრ.შ.-მდე V საუკუნეში აკრაგანტელი ემპედოკლეს
(ბერძ. Eმპრედოკლეს, 495-435წწ. ქრ.შ.-მდე.) მიერ და არსებობას
აგრძელებდა პლატონისა და არისტოტელეს დროსაც. Eემპედოკლე
იყო ფილოსოფოსი და პოლიტიკოსი, პოეტი, ორატორი, მკურნალი და
ქურუმი. შემონახულია ფრაგმენტები მისი ძირითადი ნაშრომისა
“ბუნების შესახებ”, რომელშიც გადმოცემულია მისი
ნატუროფილოსოფიური პოზიცია. ის თვლიდა, რომ ყველაფრის არსი
არის ცეცხლი, წყალი, ჰაერი და მიწა. ისინი მუდამ უცვლელნი,
შეუცნობელნი არიან და არ ექვემდებარებიან განადგურებას. მათ არ
შეუძლიათ ერთმანეთში გადასვლა, მხოლოდ ერევიან ერთმანეთს
მექანიკურად. სამყაროს მრავაფეროვნება არის მათი სხვადასხვა
პროპორციებით შერევის შედეგი. ამით ემპიდოკლემ საფუძველი
ჩაუყარა კლასიკურ სწავლებას ელემენტების შესახებ. თანამედროვე
მეცნიერების პოზიციიდან შესაძლებელია ამ თეზისის პოზიტიური
ინტერპრეტაცია. თუ გავიხსენებთ, რომ მატერიალური სამყაროს ოთხი
აგრეგატული მდგომარეობა არის საყოველთაოდ აღიარებული –
მყარი, თხევადი, აიროვანი და პლაზმური, მაშინ ძველი
ფილოსოფოსის ნააზრევი არცთუ გულუბრყვილოდ მოგვეჩვენება.
რასაკვირველია, განსხვავება ტერმინოლოგიასა და დეფინიციის
სიზუსტეშია.
ემპიდოკლეს დიდ პატივს სცემდნენ მისი სწავლების მიმდევრები. Mმას
მიაწერენ ქ. სელინუნტას გადარჩენას გადამდები დაავადებების (შავი
ჭირის ან მალარიის) მასობრივი აფეთქებისგან. ამ მოვლენის
აღსანიშნავად მონეტაც კი ჩამოასხეს.

3.ჰიპოკრატეს შრომები “პროგნოსტიკა” “ეპიდემიები”


პროგნოსტიკა
“პროგნოსტიკა’ (ლათ.პროგნოსტიცუმ) ერთერთი გამორჩეული ნაშრომია.
მასში დაწვრილებით არის აღწერილი დაავადების პროგნოზირებისთვის
აუცილებელ მონაცემთა ერთობლიობის შეფასება, მწოლიარე
ავადმყოფზე დაკვირვების მეთოდები (დაკვირვება, გასინჯვა,
ავადმყოფის გამოკითხვა) და მკურნალობის საფუძვლები.
“პროგნოსტიკაში” მოყვანილი ბევრი გამონათქვამი, თეზა თუ დებულება
კლასიკური გახდა. მაგ.მომაკვდავი ადამიანის სახის აღწერილობა:
“წვეტიანი ცხვირი, ჩაცვენილი თვალები, ჩაწეული საფეთქლები...
დაჭიმული და მშრალი კანი... სახის ფერი _ მწვანე, ფერმკრთალი ან
მუქი, მოშავო, ტყვიისფერი”

ეპიდემიები
“ეპიდემია შვიდ ნაწილად” (ლათ. laT. Epidemisrum Libri Vll) შინაარსით
და აგებულებით წააგავს “პროგნოსტიკას”. სიტყვა ეპიდემიის ქვეშ
საბერძნეთში გულისხმობდნენ არა ინფექციურ, გადამდებ, არამედ
ხალხში ფართოდ გავრცელებულ დაავადებებს (ბერძნ. ეპი – ზედ და
დემოს – ხალხი). Eეს ენდემური (ბერძნ. ენდემოს – ადგილობრივი)
ჭაობის ციებ-ცხელებები, ჭლექი, დამბლები, გაციების შედეგად კანის,
თვალის და სხვა დაავადებებია. ლ და ლლლ ნაწილებში მოყვანილია 42
საკმაოდ საინტერესო და მოსწავლეთათვის საყურადღებო ავადმყოფობის
გარჩევა. აღწერილია, თუ როგორ აკვირდებოდა მკურნალი
ყოველდღიურად ავადმყოფს, ჩაიწერდა მის მდგომარეობას და
ჩატარებულ მკურნალობას.. ეს თხზულება იძლევა დასრულებულ
წარმოდგენას იმ კლინიკური მიდგომებზე, რომელიც ძველ საბერძნეთში
იყო ფეხმოკიდებული და რომლისაგანაც ასეა დავალებული
თანამედროვე კლინიკური მედიცინა.
4.ჰიპოკრატეს შრომა “სტომატოლოგიის საკითხები”
“ჰიპოკრატეს კრებულში” საკმაოდ ფართოდაა აღწერილი კბილებისა და
ღრძილების დაავადებები (პულპიტიდან ალვეოლარულ აბსცესამდე და
ძვლის ნეკროზამდე) და პირის ღრუს დაავადებები (გინგივიტი,
სტომატიტი, სურავანდი, ენის დაავადებები). კბილის ტკივილისას
გამოიყენებოდა ზოგადი (სისხლის გამოშვება, სასაქმებელი და
პირღებინების საშუალებები, დიეტა) და ადგილობრივი საშუალებები
(ნარკოტიკები, ბალახების ნაყენების სავლებები, ოსპის ნახარშის
ცხელსაფენები და ა.შ.). კბილს მხოლოდ მაშინ იღებდნენ, როცა ის
მორყეული იყო (ექსტრაქციული მაშების ნიმუშები შენახულია
აპოლონის ტაძარში, დელფოსში). ამასთან, ყბის მოტეხილობისა თუ
ნაღრძობის მკურნალობაში ბერძნებმა დიდ წარმატებას მიაღწიეს: ისინი
ძვლის რეპოზიციის შემდგომ კბილებს ოქროს ძაფებით ამაგრებდნენ.
“ჰიპოკრატეს კრებულში” აღწერილია ის მდგომარეობები, რომელიც
ბავშვებშიკბილის ამოჭრასთან იყო დაკავშირებული _ ციებ-ცხელება,
კრუნჩხვები, ფაღარათი, ხველა. მოწოდებულია რჩევები. მოყვანილია,
აგრეთვე, რეკომენდაციები პირიდან ცუდი სუნის მოსაშორებლად.
კბილის ტკივილისა და ყბა-სახის ტრამვების დროს დახმარების გაწევის
პროცესი აღწერილია ანტიკურ ხელოვნებაში სხვადასხვა ჭურჭელზე
ნაჭდევი თუ ნახატი გამოსახულებების სახით.

5.საექიმო ეთიკა და ექიმის ფიცი


საექიმო ეთიკა
“ჰიპოკრატეს კრებული” შეიცავს ხუთ თხზულებას, რომელიც ეძღვნება
საექიმო ეთიკას (ლათ. Ethica, ბერძნულიდან Ethos- ჩვევა) და საექიმო
ურთიერთობების წესებს ძველ საბერძნეთში. “ფიცი”. “კანონი”, “ექიმის
შესახებ”, “კეთილსინდისიერ ქცევის შესახებ” და “რჩევა-დარიგება”
სხვა ნაშრომებთან ერთად გვიქმნიან წარმოდგენას, თუ რა
მიმართულებით ხდებოდა მკურნალების მორალური აღზრდა და რა
მოთხოვნებს უყენებდა მათ საზოგადოება.
სწავლების პროცესში მომავალი ექიმი უნდა აღზრდილიყო არამარტო
როგორც დახელოვნებული პროფესიონალი, არამედ ასევე _
დახვეწილი პიროვნება და სამაგალითო მოქალაქე. მასში მყარად
უნდა გაჩენილიყო: “ფულის სიძულვილი, სინდისი, მორიდება, ...
გადაწყვეტილების მიღების უნარი, სისუფთავე, აზრების სიუხვე,
ყველაფერი იმის ცოდნა, რაც საჭირო და სასარგებლოა
სიცოცხლისათვის, გარყვნილების ზიზღი, ცრურწმენის უარყოფა...
რადგან ექიმი–ფილოსოფოსი ღმერთის ტოლია”.
მკურნალმა მუდამ უნდა ისწავლოს, ახსოვდეს წამლები, მათი
დამზადების წესი და სწორად გამოყენება, არ დაიბნეს ავადმყოფის
საწოლთან, ხშირად მოინახულოს და დააკვირდეს ცვლილებებს.
“ყველაფერი ეს უნდა გაკეთდეს მშვიდად და მარჯვედ... უბრძანო
(ავადმყოფს) მხიარული და ნათელი გამოხედვით ის, რაც უნდა
გააკეთოს და ხელი ააღებინო თავის ჭირვეულ სურვილებზე მკაცრად
და მომთხოვნად (“კეთილსინდისიერი ქცევაის შეხებ”).
ავადმყოფის მკურნალობისას ექიმს უნდა ახსოვდეს უმთავრესი
მცნება: “უპირველეს ყოვლისა, არ ავნო” (მოგვიანებით ეს თეზისი
გაჩნდა ლათინურ ლიტერატურაშიც _ “Pრიმუმ ნონ ნოცერე” და დღეს
ძირითად ბოიეთიკურ პრინციპად არის აღიარებული). ავადმყოფის
ჯანმრთელობაზე მზრუნველმა მკურნალმა არ უნდა იფიქროს თავის
გასამრჯელოზე, რადგან ამაზე ყურადღების გამახვილებამ შესაძლოა
ზიანი მოუტანოს ავადმყოფს. ზოგჯერ საჭიროა უანგაროდაც
მკურნალობა, რადგან კეთილი ხსოვნა მაღლა დგას წუთიერ
კეთილდღეობაზე. ხოლო, თუ საშუალება მოგეცემა დახმარება
აღმოუჩინო უცხოელს ან ღარიბს, ეს განსაკუთრებული მონდომებით
უნდა გააკეთო.”
მაღალ პროფესიულ მოთხოვნებთან ერთად დიდი ყურადღება
ენიჭებოდა ექიმის გარეგნობას, მის ქცევას საზოგადოებაში. “ის, ვინც
თვითონ არ გამოირჩევა კარგი, სასიამოვნო გარეგნობით, არ არის
ღირსი ჰქონდეს სხვაზე ზრუნვის უფლება”. ამიტომ, მკურნალი
ვალდებულია: “იყოს სუფთად, ჰქონდეს კარგი სამოსი და იხმაროს
სურნელოვანი ნელსაცხებლები, რადგან ეს ყველაფერი სასიამოვნოა
ავადმყოფისათვისაც... ის უნდა იყოს სამართლიანი ყველა
შემთხვევაში, რადგან ბევრ საქმეში ეს უბრალოდ აუცილებელია
(“ექიმების შესახებ”).
სწავლის დამთავრების შემდეგ მომავალი მკურნალი დებდა “ფიცს”,
რომელსაც არ არღვევდა მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რადგან:
“ის, ვინც მოწინავეა მეცნიერებაში და ჩამორჩება ზნეობაში,
სარგებელზე ბევრად მეტი მავნებლობის მოტანა შეუძლია”
ექიმის ფიცი
“ვფიცავ მკურნალ აპოლონს, ასკლეპიოსს, ჰიგიას და პანაცეას და
ყველა ღმერთს, ვიხმობ მოწმეებად, შევასრულო ღირსეულად, ჩემი
ძალების და გონების შესაბამისად შემდგომი ფიცი და წერილობითი
ვალდებულება: ვინც მე შემასწავლა სამკურნალო საქმე ჩავთვალო
ჩემი მშობლების ტოლფასად, გავუყო მას საკუთარი შეძლება და
მივეხმარო გაჭირვების დროს; მისი შთამომავლობა ჩავთვალო
საკუთარ ძმებად და ეს ხელოვნება, თუ ისინი მოინდომებენ,
შევასწავლო უანგაროდ და ყოველგვარი გასამრჯელოს გარეშე,
ზეპირი გაკვეთილები და სხვა. დანარჩენი გადავცე მასწავლებლის
ვაჟებს და მოსწავლეებს, რომელნიც დაკავშირებულნი არიან
სამედიცინო ფიცით და არავის სხვას
მე წარვმართავ ავადმყოფების მკურნალობის რეჟიმს მათი
კეთილდღეობისაკენ. ჩემი ძალებისა და ცოდნიდან გამომდინარე,
თავი შევიკავებ ცუდის მიყენებისა და უსამართლობისაგან. მე არ
მივცემ არავის სასიკვდილო საშუალებებს და არ ვასწავლი გზებს მის
განსახორციელებლად, ასევე არ მივცემ არც ერთ ქალს სააბორტე
პესარიას.
სუფთად და შეუბღალავად გავატარებ სიცოცხლეს და ჩემს
მეცნიერებას. არავითარ შემთხვევაში არ გავუკეთებ კვეთას
ავადმყოფებს, რომელთაც აქვთ კენჭოვანი დაავადება. მივცემ
საშუალებას მათ ვინც ამას აკეთებს. რომელ სახლშიც არ უნდა შევიდე
მე შევალ იქ ავადმყოფის სასარგებლოდ, ვიქნები შორს ყოველივე
განზრახულისგან, უსამართლობისგან და მომაკვდინებლისგან
განსაკუთრებით ქალის და კაცის სასიყვარულო საქმეებში და
თავისუფლების და მონების საქმეებში.
მკურნალობის და თუ გინდა არამკურნალობის დროს, რაც არ უნდა
დავინახო და გავიგონო, რაც ეხება ადამიანის სიცოცხლეს და რაც არ
არის საჭირო ითქვას, მე გავჩუმდები და ჩავთვლი ამას საიდუმლოდ.
მე, რომელიც შევასრულებ ამ ფიცს მქონდეს ბედნიერება ცხოვრებაში
და მეცნიერებაში და დიდება ყველა ხალხში მუდამ; ხოლო
დამრღვევებს და ცრუ ფიცის დამდებებს ყველაფერი საპირისპირო.”
ცნობილი არ არის, როდის შედგა პირველად საექიმო ფიცი. ზეპირი
ფორმით ის გადადიოდა თაობიდან თაობაში და ძირითადი
შტრიხებით უნდა შექმნილიყო ჰიპოკრატემდე. “ფიცი” შევიდა
“ჰიპოკრატეს კრებულში” და ამის შემდეგ ფართო წრეებში მას
ჰიპოკრატეს სახელით მოიხსენიებდნენ. საექიმო ფიცთან ერთად,
ძველ საბერძნეთში არსებობდა იურიდიული ფიცი, მოწმეების ფიცი და
სხვადასხვა დანიშნულების პროფესიული ფიცები. ყველა ეს
გულისხმობდა ღმერთების შემწეობას, რომლებიც აკურთხებდნენ ფიცს
და დასჯიდნენ მათ დამრღვევს. საექიმო ფიცის შემთხვევაში ეს
ღმერთები იყვნენ მკურნალობის ძალის მქონენი: აპოლონი,
ასკლეპიოსი, ჰიგია და პანაცეა. ასე რომ, მკურნალის მიერ მიცემული
ფიცი, იყო რა გარანტია უმაღლესი საექიმო ზნეობისა, ერთის მხრივ
იცავდა პაციენტებს, და მეორე მხრივ – უზრუნველყოფდა
მკურნალისადმი საზოგადოების ნდობას.
საექიმო ეთიკის კანონები ძველ საბერძნეთში განუხრელად
სრულდებოდა და იყო საზოგადოების დაუწერელი კანონი, უცვლელი
განწყობა, რომელსაც ხალხი მუდამ გამოხატავდა, ვინაიდან: “სადაც
არის ხალხის სიყვარული, იქ არის სიყვარული საკუთარი
ხელოვნებისა” (“რჩევა-დარიგებები”).

ომი
1. XII ტაბულის კანონი
სანიტარული საქმე. ადრეულ წერილობით ცნობებში რომის მოქალაქის
ყურადღება სანიტარული ხასიათის ღონისძიებებისკენ მიმართული იყო
”XII ტაბულის კანონით” (“Lეგეს XII თაბულარიუმ”, ქრ.შ-მდე 451-459
წ.წ.), რომელთა ლაკონიურობა დღემდე აღაფრთოვანებს იურისტებს.
Aადრეული რესპუბლიკის შემადგენლობა და პერიოდი
პლებისციტიზმის ზეწოლის ქვეშ, მათ წარმოაჩენდა ადრეული
კლასობრივი საზოგადოების კოდექსის მახასიათებელ ნიმუშებად
(პატრიარქალური ტრადიციების დაცვა, ტალიონის პრინციპებისა და
ფულადი ჯარიმების ერთობა და ა.შ.). მაგალითად
ტაბულა VIII.
2. თუ მავანი დააზიანებს სხვას და არ შეურიგდება, იგივე მიეზღოს მასვე.
3. თუ მავანი ხელით ან ჯოხით თავისუფალ ადამიანს ძვალს მოსტეხს,
მან ჯარიმა 300 ასი უნდა გადაიხადოს; თუკი მსგავსი შემთხვევა
მონასთან მიმართებაში მოხდა, მან 150 ასი უნდა გადაიხადოს (ლათ. ასს -
ერთი ფუნტი ბრინჯაო). “კანონების ტაბულა XII” –ის თანახმად, ჩვილს,
რომელიც განსაკუთრებული სიგონჯისაა, უნდა წაერთვას სიცოცხლე.
(ტაბულა IV. I). რომის ისტორიის ამ პერიოდის სისასტიკე, მისი
სარწმუნოობით, განსაზღვრავს პირველდაწყებითი პერიოდის ადრეულ
კლასობრივ პერიოდში გარდამავალი პერიოდის მძიმე პირობებს,
კონკრეტულ სოციალ-ეკონომიურ მდგომარეობაში.
“ტაბულა XII კანონები”-ს რიგი პარაგრაფებისა უშუალოდ ეხება ქალაქის
(რომი) სანიტარული მდგომარეობის დაცვას: გარდაცვლილის
დასაფლავების/კრემაციის, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის
ნორმებს და სხვა. კანონების შესრულებაზე თვალის დევნება
ევალებოდათ ქალაქის მაგისტრატებს – ედილებს (ლათ. Aედილეს; აედეს
– ტაძარი), რომლებიც ექიმები არ იყვნენ.
2.თერმები
პირველი თერმები (ლათ. Thermae – ცხელი აბანო; ბერძნ. ტჰერმოს –
თბილი) რომში მარკუს აგრიპამ ქრ.შ.-მდე III საუკუნეში ააშენა. მან ეს
თერმები ქალაქის მოსახლეობას უფასოდ გადასცა. მათი მატერიალური
უზრუნველყოფის მიზნით აგრიპამ ქალაქს მდიდარი მამული გადასცა,
ხოლო წყლით მოსამარაგებლად სპეციალური აქვედუკი ააშენა. ეს
საქციელი გადამდები აღმოჩნდა. პოპულარობის მაძიებელმა მდიდარმა
რომაელებმა (იმპერატორების ჩათვლით) თერმების მშენებლობები იწყეს
და შემდგომ სამუდამოდ მფლობელობაში უანდერძებდნენ ქალაქის
მოსახლეობას. ისინი აგრიპასავით მამულსაც მოაყოლებდნენ ხოლმე,
რომლის შემოსავლებითაც ხდებოდა აბანოთა შენარჩუნება. Aამგვარად,
რომში იყო არა მარტო კერძო, მდიდრული თერმები, არამედ
საზოგადოებრივიც, სადაც, ჩვეული პოპულისტური მიზნით, ხანდახან
თვით იმპერატორებიც კი დადიოდნენ. ამ თერმების გაფართოება ან
რემონტი, როგორც ჩანს, უკვე საზოგადოების საქმე იყო, რაზეც
სპეციალური ჩანაწერები მოგვითხრობენ.
რესპუბლიკის პერიოდის დასასრულისთვის (ჩვენი ერის დასაწყისში)
რომში 170 საზოგადოებრივი თერმა აშენდა, ხოლო იმპერიის
დასასრულს (IVს.ქრ.შ,-დან) მათი რაოდენობა უკვე დაახლოებით ათასს
შეადგენდა. დედაქალაქის თერმებში შესვლის უფლება ყველას ჰქონდა
და ერთდროულად შეეძლო მრავალს ებანავა.
თერმები, როგორც შენობის არქიტექტურული ტიპი, ჯერ კიდევ
რესპუბლიკის პერიოდში (ქრ.შ.-მდე II ს. დასასრულს) ჩამოყალიბდა,
თუმცა განვითარების მწვერვალს მათ იმპერიის პერიოდში მიაღწიეს.
თერმები, საუცხოო მორთულობით, მნახველებს მუზეუმს მოაგონებდა.
კედლები საუცხოო ხარისხის მარმარილოთი შენდებოდა.Kკედლების და
იატაკის სისქეში ჩაშენებული იყო სპეციალური მილები ცხელი ჰაერით
ან თბილი წყლით. გათბობის ასეთი საშუალება თერმებს განსაკუთრებით
მაღალი სანიტარულჰიგიენური მოთხოვნილებების შესაბამისად
ათბობდა: გამონაბოლქვის და ნახშირბადის ოქსიდების არარსებობა,
მუდმივი ტემპერატურის შენარჩუნება, კედლის მხატვრობის დაცვის
საუკეთესო პირობები. ეს უკანასკნელი დღემდე დაუზიანებელი და
მშრალი დარჩა სააბაზანო ოთახებშიც კი.
თერმებში სხვადასხვა ოთახები იყო: სპორტის დარბაზი (ბერძ.
Pპალიასტრა), გასახდელი (ლათ. აპოდყტერიუმ), ცხელი სააბაზანო
(ლათ. ცალდარიუმ), თბილი სააბაზანო (ლათ. ტეპიდარიუმ), ცივი
სააბაზანო (ლათ. ფრიგიდარიუმ), აუზი (ლათ. ნატატიო). მდიდრულად
მორთულ იმპერატორების თერმებში აგრეთვე ჰქონდათ ბიბლიოთეკები,
დარბაზები სადღესასწაულო სუფრისთვის, სასაუბროდ და
შეკრებებისთვის, სადაც ფილოსოფოსები და სწავლულები საათობით
აწყობდნენ დისკუსიებს.
ტრადიციულად ძველი მედიცინა აბაზანებს ათასობით სამკურნალო
საშუალებების რიცხვში მოიაზრებდა და ბევრი სნეულების მკურნალობა
მათ გარეშე არც ხდებოდა. ასე დაAამგვარად, რომაული თერმები
ჰიგიენურ, სამკურნალო, საზოგადოებრივ და კულტურულ ცენტრებად
უნდა მივიჩნიოთ
3. ასკლეპიადე
ეპიკურეს მოძღვრებამ და ლუკრეციუსის შეხედულებებმა დიდი გავლენა
იქონია ბითვინიელ ასკლეპიადზე (ბერძ Aსკლეპიადეს. ლათ.
Aსცლეპიადეს, ქრ.შ.-მდე 128- 56 წ.წ.), – ბერძნული წარმოშობის რომაელ
ექიმზე. ანტიკური რომის მედიცინაში საბუნებისმეტყველო-სამეცნიერო
მიმართულების განვითარება მჭიდროდადაა დაკავშირებული მის მიერ
დაფუძნებული მეთოდური სკოლის პრინციპებთან.Mმისი კრედო –
მკურნალობა უსაფრთხოდ, სწრაფად და სასიამოვნოდ (ლათ. ტუტო,
ცელელიტერ ეტ ინცუნდე ცურარე) ბევრად მომგებიანი აღმოჩნდა წინა
საუკუნის ბერძენი ექიმის არქაგათოსის “ყასაბურ” სამკურნალო
მეთოდებთან შედარებით.
ასკლეპიადი აღმოჩნდა ერაზისტრატეს მიმდევარი იმ ასპექტში, რომ
მანაც უარჰყო იმ დროს გაბატონებული ჰუმორალიზმის თეორია და
თავისი კონცეფცია სხეულის უმცირეს მყარ ნაწილაკებზე ააგო.
ასკლეპიადი დაავადებას უპირველეს ყოვლისა სხეულის ფორებსა და
არხებში მყარი ნაწილაკების სტაგნაციის შედეგად აღიქვამდა (ლათ.
სტაგნატიო; სტაგნუმ-იდან გამომდინარე,_გაჩერებული წყალი), ხოლო
შემდეგ, როგორც სითხეებისა და პნევმის მოძრაობის დაბრკოლებას.Mმის
მოძღვრებაში გაერთიანებულია სნეულების წარმოშობის ორივე ხედვა:
ჰუმორალური და სოლიდარული (ლათინურიდან სოლიდუს –მყარი,
კომპაქტური).
ამ თეორიებზე დაყრდნობით ასკლეპიადმა დიდი მნიშვნელობა მიანიჭა
კანის საფარის სუნთქვას (ლათ. perspiration insensibilis _ შეუმჩნეველი,
კანისმიერი სუნთქვა). მისი მკურნალობა მიმართული იყო
პათოლოგიურად შეცვლილი ფუნქციების აღდგენისკენ და შედგებოდა
მარტივი და ბუნებრივი ღონისძიებებისაგან: გონივრული დიეტა, კანის
სისუფთავის დაცვა, წყლით მკურნალობა, მასაჟი, აბაზანები და
მოძრაობა ყველა შესაძლო ვარიანტებში. ასკლეპიადი ურჩევდა თავის
პაციენტებს: ესეირნათ ფეხით და ცხენით, ემოგზაურათ ეტლით და
გემით. ერთი სიტყვით, ყოფილიყვნენ განუწყვეტელ მოძრაობაში (დღეს,
“ჰიპოდინამიის საუკუნეში”, ეს რეკომენდაცია განსაკუთრებული
აქტუალობით ჟღერს). ურჩევდა: პარალიზებულები ჰამაკით ექანავათ,
რათა უძრავად მყოფი სხეული ნაწილობრივ მაინც აემოძრავებინა.
წამლებს იშვიათად უნიშნავდა პაციენტებს.
ასკლეპიადს მტკიცედ სწამდა, რომ ადამიანი, რომელსაც მედიცინაში
საკმარისი ცოდნა აქვს, არასდროს გახდება ავად. ის თვითონ იყო ამის
საუკეთესო მაგალითი – არასდროს არ გამხდარა ავად და გარდაიცვალა
ღრმად მოხუცებული, უბედური შემთხვევის შედეგად.
4.სამოქალაქო სამედიცინო საქმე-არქიატრო
იმპერიის პერიოდში სამხედრო მედიცინისათან ერთად განვითარდა
სამედიცინო საქმე ქალაქებსა და პროვინციებში, სადაც სახელმწიფო
ხელისუფლებამ ექიმების ხელფასიანი თანამდებობები დააწესა –
არქიატრო (ბერძ. Archiatros – უფროსი ექიმი; ბერძნულად არცჰი –
უფროსი, მთავარი და იატროს – ექიმი)
იმპერატორის კარ-მიდამოში მსახურობდნენ სასახლის კარის
არქიატრები (არცჰიატრი პალატინე), პროვინციებში – პროვინციის
არქიატრები (არცჰიატრი პროვინციალის), ქალაქებში – სახალხო
არქიატრები (არცჰიატრი პოპულარეს). ტიტულები იმპერატორ
კონსტანტინეს მმართველობის დროს (306-337 წ.წ.) იქნა დაწესებული.
ქალაქებში, მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, 5-10 ექიმი იყო
დანიშნული. თვლიან, რომ იმპერატორის პირველ არქიატრი ქსენოფონი
(ქრ.შ.-დან I ს.) იყო - იმპერატორ კლავდიუსის პირადი ექიმი, რომელსაც
ეს უკანასკნელი ექიმად დაბადებულს უწოდებდა, ლეგენდარული
ესკულაპის შთამომავალად მიიჩნევდა (როგორც რომაელები
მკურნალობის ღმერთს _ ასკლეპიოსს უწოდებდნენ).
არქიატრები გაერთიანდნენ კოლეგიაში (ლათ. collegium – ერთი
პროფესიის, კულტის და ა.შ. პირთა კავშირი) და ადგილობრივი
ხელისუფლებისა და ცენტრალური მმართველობის კონტროლქვეშ
იმყოფებოდნენ, რომლებიც მათ დაკავებული თანამდებობისა და
მოვალეობის შესრულების ხარისხის შესაბამისობას მკაცრად
აკვირდებოდნენ. თანამდებობაზე არჩევის/დანიშვნის პროცედურა
მოიცავდა საკმაოდ მკაცრ გამოცდას, რომლის შემდეგაც ექიმი
ღებულობდა წოდებას: “სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ექიმი”
(ლათ. Medicus a Republica probatus). არქიატრები მუშაობდნენ ხელოსანთა
გაერთიანებებში, თეატრებში, ცირკებში და ა.შ. მათ მუდმივი ხელფასი
ჰქონდათ და თან შეეძლოთ კერძო პრაქტიკითაც ემუშავათ
ქალაქის მთავარი არქიატრების ვალდებულებაში სპეციალურ სკოლებში
მედიცინის სწავლებაც შედიოდა. ასეთი სკოლები იყო რომში, ათენში,
ალექსანდრიაში, ანტიოქიაში, ბერიტეში და ა.შ.. ანატომია ისწავლებოდა
ცხოველებზე და ხანდახან დაჭრილებსა და ავადმყოფებზე. Pპრაქტიკულ
მედიცინას ასწავლიდნენ ავადმყოფის საწოლთან. კანონი მკაცრად
განსაზღვრავდა მოსწავლეების ვალდებულებებს. მთელი დრო მათ
სწავლისთვის უნდა მიეძღვნათ. მათ ეკრძალებოდათ დღესასწაულებზე
გართობა, შემთხვევითი და საეჭვო ნაცნობობის გაბმა და ა.შ
დროთა განმავლობაში რომში ექიმების მდგომარეობა უფრო
განმტკიცდა. მათ მიიღეს მეტი უფლებები, განთავისუფლდნენ ზედმეტი
ვალდებულებებისგან, მაგრამ პრივილეგიებისაგანაც. Oომის პერიოდში
ექიმები და მათი ვაჟები განთავისუფლებულ იქნენ საერთო საომარი
ბეგარისაგან. მსგავსი პრივილეგია შეეხოთ რომის უცხოეთიდან
შემოსულ ექიმებს, რამაც მათი რაოდენობის მკვეთრი ზრდა გამოიწვია.
ბუნებრივია, ყველაფერ ამას კონკურენციის გამძაფრება და შესაბამისად,
პროფესიული აქტივობის შეზღუდვა მოჰყვა. II ს. დასასრულს იმპერიის
დედაქალაქში ბევრი ვიწრო სპეციალობიოს ექიმი გაჩნდა: იყვნენ
თვალის და კბილის ექიმები, სპეციალისტები, რომლებიც კურნავდნენ
მხოლოდ შარდის ბუშტის დაავადებას, ან ქირურგები, რომლებიც
აწარმოებდნენ მხოლოდ ერთ ოპერაციას (მაგალითად, _ თიაქრისა).

5.დიოსკორიდი, სორანი ეფესოდამ


დიოსკორიდი
პლინიუსის თანამედროვე იყო ცნობილი რომაელი სამხედრო ექიმი
დიოსკორიდი პედანიუსი კილიკიიდან ( ბერძ. Dioskuridies, laT.
Dioscoridies Pedanius I ს. ქრ.შ.-დან). მისი ნაშრომი: “მატერია მედიკა” (“De
Materia Medica”), რომელიც სამკურნალო საშუალებების სრული
რეესტრის შექმნის პირველი ცდა უნდა იყოს, შედგენილია ბერძნულ
ენაზე და შეიცავს 600 მეტი წამლის (სამკურნალო საშუალების)
სისტემურ დახასიათებას. მათ პრაქტიკაში გამოიყენებდნენ
იმპერატორების _ კლავდიუსისა (41-54) და ნერონის დროს (54-68).
დიოსკორიდის ნაშრომი XVI ს.-მდე ფართო აღიარებით სარგებლობდა
და ასევე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა მცენარეთაA სისტემატიკის
დამუშავებაში. Bბიზანტიის იმპერიასა და არაბულ ენაზე მოსაუბრე
აღმოსავლეთში ის წარმოადგენდა ძირითად გზამკვლევს მცენარეთა
სამყაროში. ეს ნაშრომი შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპაში ცნობილი
არაბულიდან გაკეთებული თარგმანის წყალობით გახდა.
ჩვენამდე მოღწეული, დიოსკორიდის ნაშრომის განსაკუთრებით
ღირებული ასლი ილუსტრირებულ ხელნაწერს წარმოადგენს, რომელიც
512 წ.-მდეა შესრულებული პერის (კონსტანტინოპოლის უბანი)
მოქალაქეთა შეკვეთით; მათ ეს ნაშრომი უძღვნეს იულიანე ანიკიას,
კეისარ ფლავიოს ონიციუსის ქალიშვილს ქტიტორული
მოღვაწეობისათვის მადლობის ნიშნად. დღეისდღეობით ეს ეკზემპლარი
ინახება ვენაში, ავსტრიის ნაციონალურ ბიბლიოთეკაში, რის გამოც მას –
“ვენის დიოსკორიდი” ეწოდა.
სორანი ეფესოდან
ძველი ლიტერატურიდან ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი მეანობაში,
გინეკოლოგიასა და პედიატრიაში შექმნა სორანმა ეფესოდან (ბერძ.
შორანოს, ლათ. შორანუს, 98-138), ბერძენმა ექიმმა, რომელიც რომში II ს.
დასაწყისში მოღვაწეობდა.
მის მიერ შექმნილი ნამუშევრებიდან ჩვენამდე მოაღწია ნაშრომებმა:
“გინეკოლოგია”, “სახვევზე”, “ცვლილებებზე” და ა.შ..
სორანი ემხრობოდა მეთოდური სამედიცინო სკოლის შეხედულებებს.
მშობიარობის დროს ის მონდომებით ცდილობდა, რომ არ გამოეყენებინა
უხეში და ძალდატანებითი მეთოდები. ემბრიოტომიის ოპერაციისთვის
შეიმუშავა კვლევის და მოქმედების სისტემური მეთოდი (ზოგადი
კვლევა, ნაყოფის ადგილმდებარეობის ადგილებში მოსმენა, სისველის
შემოწმება, ძალის განსაზღვრა). მან დიდი ყურადღება მიაქცია ბავშვების
ადრეულ ასაკში კვლევას, განსაკუთრებით ჩვილის დიეტეტიკას, მისი
მხნეობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას და ა.შ. სორანის ნაშრომი
ფართოდ გავრცელდა შორს, აღმოსავლეთში და დასავლეთ ევროპაში და
XVIII საუკუნემდე მეანობის, გენოკოლოგიისა და ბავშვების ადრეულ
ასაკში მკურნალობის სფეროში სწავლების ძირითად წყაროდ
ითვლებოდა

II ვარიანტი
საბერძნეთი
1.სატაძრო მედიცინა-ასკლეპიონები
სატაძრო მედიცინა ძველ საბერძნეთში ვითარდებოდა ემპირიული
ცოდნის გაღვივების ფონზე. ტაძრები ძირითადად შენდებოდა იმ
ადგილებში, სადაც მინერალური წყაროები მოედინებოდა, ფიჭვნარებში,
რომელთა განლაგების ადგილებში გამაჯანსაღებელი თვისებების მქონე
ჰაერსაც–კი, რელიგიურ რიტუალებთან ერთად, სრულიად ბუნებრივი
მაკურნებელი ძალა ჰქონდა.
ეპიდავრის საკურთხევლის ტერიტორიაზე იყო აბანო, ბიბლიოთეკა,
სტადიონი, გიმნაზია და თეატრი. ყველგან აღმართული იყო ძეგლები,
რომლებიც მკურნალებს და ღმერთებს ანასახიერებდნენ. გათხრების
დროს ასეთი რელიგიური დატვირთვის ადგილებში ნაპოვნია ადამიანის
სხეულის ნაწილები: მარმარილოს ხელები და ფეხები, ვერცხლის
გულები, ოქროს თვალები და ყურები, რასაც, შესაძლოა, განკურნებული
ავადმყოფები მადლიერების გამო ჩუქნიდნენ ტაძრებს. ერთადერთი რაც
ტაძარში არ შეიძლებოდა ყოფილიყო იყო სიკვდილი. რელიგიური
რიტუალი გამორიცხავდა წმინდა ადგილებში ყოველგვარ
უწმინდურობას: დაბადებასაც და სიკვდილსაც. ამიტომ მშობიარეებსა და
მომაკვდავ ავადმყოფებს წმინდა ადგილებში ანუ ტაძრებში არ
უშვებდნენ. ასკლეპიონების მსახურები თვალს ადევნებდნენ და
იცავდნენ სისეფთავეს. ყველა, ვინც წმინდა ადგილას შედიოდა, უნდა
დაებანა წმინდა წყაროში და შემდეგ კი მსხვერპლი გაეღო
ღმერთებისთვის.
ამრიგად, ასკლეპიოსის საკურთხეველი ძველ საბერძნეთში არ იყო
საავადმყოფოს ფუნქციის მატარებელი, ჩვენი ამჟამინდელი გაგებით.
ისინი უფრო სამკურნალო სანატორიუმების ხასიათისანი იყვნენ.
ეპიდავრაში არასოდეს ყოფილა სამკურნალო სკოლა, როგორიც
გვხვდებოდა სხვაგან. ასკლეპიონის სამსახურში იღებდნენ მხოლოდ იმ
პირებს, ვინც „წმინდა ფიცს“ დადებდა და ასკლეპიდების ძმობას
შეუერთდებოდა. ასკლეპიონებში მკურნალობა ემპირიული და მაგიური
ხერხების ერთობლიობას წარმოადგენდა. ძირითადი საშუალებები იყო
სამკურნალო მცენარეები, მინერალური და თერმული წყლები და
ფიზიკური ვარჯიშები. ამასთან ერთად არსებობდა „ენკომისის
რიტუალი“, ანუ ტაძრებში მკურნალობის რიტუალის კულმინაცია. ეს
რიტუალი ტარდებოდა გრძელ გადახურულ გალერეებში, ტაძრის
კედლების გასწვრივ, სადაც არავის უშვებდნენ სპეციალური ნებართვის
გარეში. იქ ავადმყოფებს „ხელოვნურად აძინებდნენ“ (ჰიპნოზის ან
ექსტაზის მდგომარეობაში), რომელსაც ნარკოტიკული ან
ფსიქოლოგიური ზემოქმედების ხერხებით აღწევდნენ. რიტუალს თან
ახლდა თეატრალური წარმოდგენები, ღმერთის ან მისი წმინდა გველის
წარმოსახვა და თან ქირურგიული ოპერაციების ჩატარებაც. ეპიდავრაში
და სხვა ასკლეპიონებში უამრავი ქირურგიული ინსტრუმენტია ნაპოვნი.
ძალიან მალე ენკომისის რიტუალმა ფართო პოპულარობა მოიპოვა. ის
ბევრ პაციენტს იზიდავდა და დიდი შემოსავალიც მოჰქონდა.
ჩვენს წელთაღრიცხვამდე 430 წელს საშინელი შავი ჭირის ეპიდემიის
შემდეგ, რომლის წინაშეც ჩვეულებრივი მედიცინა უძლური აღმოჩნდა,
რელიგიისა და მაგიის მიმართ ყურადღება უფრო გაიზარდა. წმინდა
ქვეწარმავალი ეპიდავრის ასკლეპიონიდან საზეიმოდ გადაიტანეს
ათენში, სადაც აკროპოლის ფერდობებზე ჩაეყარა საფუძველი ახალ
ასკლეპიონს და ასკლეპიოსის კულტი ახალი ძალით გაბრწყინდა. ძველ
საბერძნეთში საერო მედიცინასა და ტაძრებში მკურნალობას შორის
მკვეთრი ზღვარი არ არსებობდა.
2.კნიდოსის და კოსის სამედიცინო სკოლები
კნიდოსის საექიმო სკოლა ამ ქალაქის სიამაყე გახდა და მას დიდი
სახელი მოუტანა. აქაურ სკოლაში განვითარდა სწავლება სხეულის ოთხი
სითხის/ჰუმორის (სისხლი, ლორწო, ყვითელი ნაღველი, შავი ნაღველი)
შესახებ. თვლიდნენ, რომ ჯანმრთელობა იყო შედეგი ამ სითხეების
სწორი თანაფარდობით შერევისა (ბერძ. Eucrasia) და პირიქით, ამ
სითხეების ბალანსის დარღვევა (ბერძ. diskrasia) ფასდებოდა, როგორც
უამრავი დაავადევის მიზეზი და დასაწყისი. (მოგვიანებით ორგანიზმის
“წვენების” ძველბერძნული სწავლების საფუძველზე ჩამოყალიბდა
ჰუმორული (ლათ. humores - სითხეები) თეორია, რომელიც გარკვეული
ცვლილებებით ოფიციალურ მედიცინაში მე-19 საუკუნემდე არსებობდა.
აგრძელებდა რა ბაბილონელი და ეგვიპტელი მკურნალების
ტრადიციებს, კნიდოსის სკოლა ავითარებდა სწავლებას დაავადების
ნიშნებზე – სიმპტომებზე (ბერძ. . symptoma – დამთხვევა, ნიშანი) და
დიაგნოსტიკაზე (ლათ. diagnostica – თვისება გაარჩიოს). აქ ფართოდ
იყენებდნენ მოსმენის ანუ აუსკულტაციის მეთოდს, რომლითაც
ჰიპოკრატეც სარგებლობდა. მაგალითად, ისმენდნენ პლევრიტული
ხახუნის ხმას და ა.შ. Aამ სკოლის გამოჩენილი მკურნალი იყო ევრიფონი
(Eurifon, Vს.ქრ.შ.-მდე) – ჰიპოკრატეს თანამედროვე.
კოსის სამედიცინო სკოლა
კოსის საექიმო სკოლა – ძველი საბერძნეთის კლასიკური პერიოდის
მთავარი სამედიცინო სკოლაა. პირველი ცნობები მასზე განეკუთვნება
ქრ.შ.-მდე 584წ, როდესაც დელფოსის ტაძრის ქურუმებმა სთხოვეს კოსელ
მკურნალებს ნებროსოსს (Nevro) და მის შვილს ხრისოსს (chrisos)
შეეწყვიტათ შავი ჭირი, რომელიც მძვინვარებდა ქ. კიროსისთვის
ალყაშემორტყმულ ჯარში.ორივე მკურნალი დაუყოვნებლივ
გამოეხმაურა ამ თხოვნას და დავალება საუკეთესოდ შეასრულეს:
ეპიდემია შეჩერებული იქნა.
ნატურფილოსოფიური შეხედულებების თანახმად, კოსის სკოლის
მკურნალები ადამიანს, მის ჯანმრთელობას და დაავადებას გარე
სამყაროსთან მჭიდრო კავშირში აღიქვამდნენ. ისწრაფოდნენ
შეენარჩუნებინათ ორგანიზმში არსებული ბუნებრივი მაჯანსაღებელი
ძალები. ავადმყოფობა, მათი გაგებით, ღმერთების სასჯელი კი არა,
არამედ გარესამყაროს ზემოქმედების და კვების რეჟიმის დარღვევის
შედეგია. ასე, მაგალითად ეპილეფსიის შესახებ, რომელსაც “საღმრთო
დაავადებად” თვლიდნენ, “ჰიპოკრატეს კრებულში” ნათქვამია:
პირველებმა, ვინც ეს დაავადება სცნო საღმრთოდ, იყვნენ ისეთივე
ხალხი, როგორებიც ახლა მაგები, შარლატანები და მატყუარები არიან...
საღმრთოს კი არა, არამედ რაღაც ადამიანურს ვხედავ მე ამ საქმეში: ამ
დაავადების მიზეზი არის ტვინი”.
კოსის სკოლის მკურნალები აქტიურად ავითარებდნენ მოძღვრებას
სხეულის ოთხი სითხის შესახებ და სხეულის კონსტიტუციური
აგებულების ტიპებზე, ნერგავდნენ საექიმო ეთიკას, ამუშავებდნენ
დაკვირვებისა და მკურნალობის პრინციპებს ავადმყოფის საწოლთან
(ბერძ.. klinike – მწოლიარე ავადმყოფია მოვლა, kline – საწოლი). ეს
იდეები დაედო შემდგომში საფუძვლად კლინიკური მედიცინის
განვითარებას.
კოსის საექიმო სკოლის აყვავება დაკავშირებულია ჰიპოკრატე ლლ
დიდის სახელთან (დაახლ. 460-370წწ.ქრ.შ.-მდე), რომელიც ისტორიაში
შევიდა როგორც ჰიპოკრატე (ბერძნ. Hippokrates). მისი ლეგენდარული
სახელი გახდა სიმბოლო ძველი საბერძნეთის საექიმო ხელოვნებისა.
მოგვიანებით, როცა ჰიპოკრატემ კუნძული კოსი დატოვა, იმ ადგილას,
სადაც მისი იქ მოღვაწეობის დროს მოკრძალებული ტაძარი და საექიმო
სკოლა იყო, გრანდიოზული ასკლეპიონი ააშენეს, რომელიც შემდგომშიც
არაეთხელ გაფართოვდა.
კოსის სკოლის გამოჩენილი მკურნალია, აგრეთვე, პრაქსაგორა
(პრახსაგორას, IVს. ქრ.შ.-მდე) – ლეგენდარული ჰეროფილეს
მასწავლებელი, რომელიც ალექსანდრიული საექიმო სკოლის
(ელინიზმის პერიოდი) ერთ-ერთი ფუძემდებელი იყო
ჩვენი ცოდნა, ძველი საბერძნეთის კლასიკური პერიოდის მკურნალებზე,
შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, ჩვენამდე მოღწეული ცნობების
ანალიზი გვიჩვენებს, რომ ამ პერიოდის მოღვაწეები მხოლოდ
ჰიპოკრატეს სახელთან არ არიან დაკავშირებულები, როგორც ხშირად
სურთ რომ წარმოაჩინონ. ამ პერიოდში მოხდა მრავალი, სხვადასხვა
მიმართულების მქონე საექიმო სკოლის ფორმირება, რომელთაც
უდიდესი მიღწევები ჰქონდათ. ადამიანის ერთიანობის და გარესამყაროს
ნატურფილოსოფიური, მეცნიერული გაგება, ავადმყოფობის მიზეზების
ძიება, სხეულის სითხეებისა და ტემპერატურის შესახებ სწავლებანი,
დიაგნოსტიკური მეთოდების განვითარება, პროგნოსტიკა და მოვლა და
მკურნალობა მწოლიარე ავადმყოფისა – ყველაფერი ეს იყო შედეგი
ძველი საბერძნეთის სხვადასხვა ქალაქ –სახელმწიფოს, მცირე აზიის
ერების მრავალი თაობის მკურნალების მოღვაწეობისა.
3.ჰიპოკრატეს შრომა “ჰაერის წყლის და გარემოს შესახებ”
“ჰაერის, წყლების და გარემოს შესახებ” (ლათ. De aere, Aquis, Locis) –
ჩვენამდე მოღწეული პირველი თხზულებაა, რომელშიც ადამიანზე
ბუნების ზემოქმედების შედეგები ნატუროფილოსოფიის პოზიციიდან
არის დანახული. ამ ნაწარმოებში დიდი ადგილი დაავადების
აღმოცენების მიზეზის ანალიზს ეთმობა. ისინი ორ ჯგუფადაა
გაყოფილი: 1) დაავადების მიზეზები, რომელიც საერთოა ყველა ამ
ადგილას მცხოვრებთათვის და განპირობებულია გარემომცველი
ბუნების კონკრეტული მახასიათებლებით. 2) ინდივიდუალური
მიზეზები, რომელიც განისაზღვრება თითოეულის ცხოვრების წესით.
ძველ საბერძნეთში ცხოვრების წესს დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ.
წიგნიერებისა და მუსიკის სწავლებასთან ერთად მუდამ დღის წესრიგში
იდგა ფიზიკური აღზრდაც, სხეულის გაკაჟება და პირადი ჰიგიენის
დაცვა. ამ ნაწარმოებში აღწერილია ხასიათის სხვადასხვა ტიპი და
სხეულის აგებულების კონსტიტუციური თავისებურებები
განპირობებული ძირითადად საცხოვრებელი ადგილის მიხედვით
(მხარე: სამხრეთი, აღმოსავლეთი, ჩრდილოეთი, დასავლეთი; მაღალი
მთები, ნაყოფიერი ხეობა, ჭაობიანი ადგილი), ანუ ეკოლოგიური
ფაქტორების გათვალისწინებით. ძველი ბერძნების აზრით, ყველა ტიპის
ადამიანს თავისი, თანდაყოლილი თუ შეძენილი თავისებურებები
გააჩნია, რომელიც განაპირობებს განწყობას გარკვეული
დაავადებისადმი, მისი მიმდინარეობის ფორმას და მოითხოვს
განსხვავებულ მიდგომებს მკურნალობის დროს
შემდგომში (გვიანი ანტიკური და ადრეული შუასაუკუნეები),
ძველბერძნული წარმოდგენების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც
მთელი გარემომცველი სამყარო ოთხი სტიქიისაგან (ჰაერი, წყალი,
ცეცხლი და მიწა) შედგებოდა, ხოლო ადამიანის სხეული შესაბამისად
ოთხი სითხისგან, ჩამოყალიბდა სწავლება ოთხ ტემპერამენტზე, ოთხ
კონსტიტუციურ ტიპზე, რაც განსაზღვრული იყო ორგანიზმში ამ ოთხი
სითხიდან ერთ-ერთის დაჭარბებაზე: სისხლის (ლათ. sanguis) –
სანგვინიკური ტიპი; ლორწოს (ბერძნ. phlegma) – ფლეგმატური;
ყვითელი ნაღველის (ბერძნ. chole) – ქოლერიკული ტიპი; შავი ნაღველის
(ბერძნ. melainchole) _ მელანქოლიური. ამ ტიპების დასახელება არ არის
თხზულებაში “ჰაერის, წყლებისა და გარემოს შესახებ”, რადგანაც,
როგორც უკვე ითქვა, ეს კლასიფიკაცია მოგვიანებით, უფრო რომაულ
სამყაროში შეიქმნა.
4.ჰიპოკრატეს შრომები ქირურგიაში
თხზულებანი ქირურგიაში (ბერძნ. cheirurgia, cheir – ხელი და ergon–
მოქმედება) -_ “მოტეხილობების შესახებ”, “თავის ჭრილობების შესახებ”,
“სახსრების ჩასწორების შესახებ” და ა.შ. იძლევა ნათელ წარმოდგენას
ქორურგიის განვითარების დონეზე: სწავლებები ნახვევებზე,
ქირურგიულ იარაღებებზე, ჭრილობების მკურნალობაზე,
მოტეხილობებზე, ნაღრძობებზე, თავის დაზიანებებზე (მათ შორის, სახის
დაზიანებები). თხზულებაში “ სახსრების ჩასწორების შესახებ”
აღწერილია ე.წ. “ჰიპოკრატეს სკამი” _ ბერკეტიანი მოწყობილობა
ნაღრძობის ჩასასწორებლად, ხოლო რთული ქირურგიული ნახვევი,
ცნობილი როგორც “ჰიპოკრატეს ქუდი”, ქირურგიაში დღემდე
გამოიყენება.
ვინაიდან, კლასიკურ პერიოდში ძველი ბერძნები არ კვეთდნენ
(რელიგიური მოსაზრებებით) მიცვალებულის სხეულს, შესაბამისად არც
ეგვიპტელებივით და ინდოელებივით იცოდნენ ანატომია. ამდენად,
ისინი ქირურგიაში ძირითადად იმ სფეროში საქმიანობდნენ, რომელიც
დღეს ტრავმატოლოგიასა და დესმურგიას მოიცავს – სწავლებას
სამედიცინო ნახვევებზე (ბერძ. desmos -ნახვევი და ergon – მოქმედება)
5.ალექსანდრიის სამედიცინო სკოლა-ჰეროფილე და ერაზისტრატე
ჰეროფილე
ანატომიის ფუძემდებლად ალექსანდრიაში (ძველ საბერძნეთში
მთლიანად) ითვლებოდა ზემოხსენებული ჰეროფილე. ის პირველი
ბერძენი იყო, რომელმაც გვამების გაკვეთას მიჰყო ხელი. ის პრაგსაგორას
მოწაფედ თვლიდა თავს და ამდენად, კოსის საექიმო სკოლის
ტრადიციების მიმდევარი და ჰუმორული მოძღვრების ადეპტი იყო
თავის ნაშრომში მან დაწვრილებით აღწერა ტვინის რბილი და მკვრივი
გარსები, მეოთხე პარკუჭი და მიაჩნდა, რომ ამ უკანასკნელში ადამიანის
სულია დამკვიდრებული. ჰეროფილე დააკვირდა ნერვების სვლას
არხებში და დაადგინა მათი ფუნქციური კავშირი თავის ტვინთან. მან
აღწერა ღვიძლი, თორმეტგოჯა ნაწლავი, რომელსაც ეს სახელწოდება
თვითონვე დაანათლა და ა.შ. მრავალი ანატომიური სტრუქტურა
დღემდე ატარებს ჰეროფილეს მიცემულ სახელებს: Duodenum, Calamus
Scriptorius Torcular Herophili, Plexus Choriodei, Sinus Venosi და ა.შ. მისი
აზრით უმნიშვნელოვანესი ორგანოები _ ღვიძლი, კუჭ-ნაწლავი, გული
და ფილტვები 4 სასიცოცხლო ძალას მიესადაგებიან. საერთოდ,
ჰეროფილეს იდეათა უმრავლესობამ შემდგომში გალენოსის შრომებში
ჰპოვა განვითარება, რომელიც რომში რამოდენიმე საუკუნის შემდეგ
მოღვაწეობდა.
მხედველობის შესახებ თხზულებაში ჰეროფილემ ბროლის სხეული,
თვალბუდე და ბადურა აღწერა, ხოლო ტრაქტატი მაჯის (პულსის)
შესახებ ძირითადად სისხლძარღვების ანატომიას და მათ ფუნქციურ
დახასიათებას მიუძღვნა. კერძოდ, დაწვრილებით მიმოიხილა ფილტვის
არტერია და ვენები, არტერიული პულსის მახასიათებლები, რომელთაც
გულის ფუნქციურ მდგომარეობასთან აკავშირებდა. ეს იყო
უმნიშველოვანესი დებულებები, რომლებიც შემდგომში საუკუნეების
მანძილზე იქნა მივიწყებული. აღსანიშნავია, რომ ძველ ჩინეთში,
რომელიც პულსის შესახებ მოძღვრების კლასიკურ ქვეყნად ითვლება,
ყველაზე ადრინდელი ჩანაწერი ამ თემაზე “ნეიცზინ” ტრაქტატში, ქრ.შ.-
მდე III საუკუნეშია დაფიქსირებული.
ერაზისტრატე
ჰეროფილეს იდეური მემკვიდრე იყო ერაზისტრატე. პლინიუსის
თანახმად ის კუნძულ ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. კოსზე დაიბადა,
მედიცინას სწავლობდა ქრისიპოსთან და მეტრადოროსთან, კნიდოსის
სკოლის ცნობილ მკურნალებთან. შემდგომში კი, კუნძულ კოსზე
პრაქსაგორასთან გააგრძელა დაოსტატება. დიდი ხნის განმავლობაში
ერაზისტრატე სირიის სამეფოს მმართველის, სელევკოს I ნიკატორის
კარის ექიმი იყო, ხოლო პტოლემეოს II-ის მეფობის დროს
ალექსანდრიაში
ერაზისტრატემ კარგად შეისწავლა ტვინის აგებულება, აღწერა ტვინის
გარსები და ქერქის ხვეულები. პირველმა დაყო ნერვები მგრძნობიარედ
და მამოძრავებლად. აჩვენა, რომ ყველა ნერვი ტვინიდან გამოდის.
ტვინის პარკუჭები მანაც სულის სამკვიდროდ მიიჩნია, ხოლო გული
სასიცოცხლო პნევმის ცენტრად. ეს შეხედულ;ებები შემდგომში გალენის
ნაშრომებში დაფიქსირდა. ერაზისტრატემ პირველმა აღწერა ლიმფური
სადინრები და ისე გამოწვლილვით შეისწავლა გულის აგებულება და
მისი ფუნქციური ასპექტები, რომ შემდგომში გალენმა ბევრი ვერაფერი
დაამატა. ერაზისტრატე თვლიდა, რომ ყველა ორგანო ერთმანეთთან
ვენების და არტერიების სიტმემითაა დაკავშირებული. მიაჩნდა, რომ
ვენებში მოძრაობს სისხლი, რომელიც საკვების გადამუშავებისას
ფორმირდება, ხოლო არტერიებში სიცოცხლის მომნიჭებელი პნევმა
მოძრაობს, რომელიც ფილტვებთანაა მჭიდრო კავშირში. მან ასევე
დაასკვნა, რომ არტერიული და ვენური სისხლი ერთმანეთს წვრილი
სისხლძარღვებით _ სინასტომოზებით უკავშირდება. საბოლოოდ, ის
ძალიან ახლოს მივიდა სისხლმიმოქცევის სისტემის სრულყოფილ
აღწერამდე. ჰეროფილეს უმთავრესი შეცდომა იმაში მდგომარეობდა, რომ
მისი წარმოდგენით არტერიებში ჰაერი მოძრაობდა. ეს იმით იყო
განპირობებული, რომ გარდაცვლილის არტერიები მუდამ ცარიელი იყო
და სისხლის კვალიც კი არ ჩანდა. ეს აზრი, სხვათაშორის, საუკუნეების
მანძილზე იყო გაბატონებული.
ერაზისტრატე ნაწილობრივ განუდგა იმდროინდელი ჰუმორული
პათოლოგიის თეორიას. მისი მოძღვრების თანახმად, სხეული უამრავი
მკვრივი ნაწილაკისაგან, ატომებისაგან შედგება, რომლებიც არხების
მეშვეობით მოძარაობენ სხეულში. ამ არხების ჩაკეტვა, ანუ გარკვეული
ბალანსის დარღვევა იწვევს ავამყოფობას. აქედან გამომდინარე,
ერაზისტრატე მიმართავდა მკურნალობას, რომელიც ორიენტირებული
იყო მოძრაობის რეგულირებაზე, სხვადასხვა ისეთ არამედიკამენტოზურ
მეთოდებზე, როგორიცაა: მკაცრი დიეტა, ოფლდენა, ღებინება,
ვარჯიშები, მასაჟი, წყლის პროცედურები
ერაზისტრატე გვამებს კვეთდა. მან შეამჩნია, რომ წყალმანკის შედეგად
გარდაცვლილს ღვიძლი ქვასავით მკვრივი აქვს. შხამიანი გველის კბენის
შედეგად განვითარებული მოწამვლა იწვევს ღვიძლისა და მსხვილი
ნაწლავის დაზიანებას. ამდენად, ერისტრატემ პირველმა გადადგა ნაბიჯი
პათოლოგიური ანატომიის, როგორც კლინიკური მედიცინის დამხმარე
დისციპლინის დანერგვისკენ. მისი საქმის გამგრძელებელს
ერაზისტატორებს უწოდებდნენ. მათ შორის მიხსენიებენ ძველი რომის
ცნობილ ექიმებს: ასკლეპიადს, დიოსკორდს, სორანს, გალენოსს
ომი

1.აკვედუკები
ადრეული რესპუბლიკის პერიოდში რომში დაიწყო აქვედუკების (ლათ .
aquaeductus; aqua – წყალი, duco – მივმართავ) მშენებლობა, ვინაიდან,
მიწისქვეშა წყაროებს უკვე არ შეეძლოთ ქალაქის ყველა
მაცხოვრებლის სუფთა სასმელი წყლით უზრუნველყოფა. მდინარე
ტიბრის წყალი კი ამ დროისთვის ისე ძალიან იყო დაბინძურებული
ჩანადენი წყლებით, რომ მისი სასმელად გამოყენება კანონით არ
შეიძლებოდა.16,5 კმ სიგრძის პირველი აქვედუკი რესპუბლიკის
დედაქალაქში, რომში ქრ.შ.-მდე 312 წ., ცენზორ აპიუს კლავდიუსის
დროს აშენდა. მისი საშუალებით შემოდიოდა რომში წყაროს წყალი,
რომელიც სათავეს მდინარე ანიოს მიდამოებიდან ირებდა.
ორმოცი წლის შემდეგ, ქრ.შ.-მდე 272 წ. ააშენეს მეორე წყალსადენი _
(Aqua Vetus), 70 კმ. სიგრძისა. 144 წ. აშენდა მესამე აქვედუკიც (Aqua
Marcia), რომელიც დღემდე არსებობს. Mმისი სიგრძე 61 კმ-ია. ახალი
წელთაღრიცხვის დასაწყისში რომში 11 აქვედუკი არსებობდა, საერთო
სიგრძით _ 436 კმ. ანტიკური რომის ორი აქვედუკი დღემდე ამარაგებს
ქალაქს წყლით. დღე-ღამის განმავლობაში ისინი საბინას მთებიდან
ქალაქს 1,5 მილიონ კუბურ მეტრ სუფთა სასმელ წყალს აძლევდნენ.
მარტივი გამოთვლით, რომაული რესპუბლიკის დედაქალაქის
ყოველი სული მოსახლე ყოველდღიურად 600 – დან 900 ლიტრამდე
წყალს ხმარობდა, რაც ძალზე მაღალ მაჩვენებლად ითვლება
დღევანდელი მოთხოვნების გათვალისწინებითაც. უნდა აღინიშნოს ,
რომ აქვედუკები რომაელთა აღმოჩენად ვერ ჩაითვლება. მათ ეს
მიგნება აღმოსავლეთში დაპყრობითი ომების დროს გადმოიღეს. ჯერ
კიდევ ქრ.შ.-მდე VII ს. (რომის პირველ აქვედუკამდე სამი საუკუნით
ადრე) ასირიაში სინანქერიბის ზეობისას აშენდა წყლის უდიდესი
გამტარი, რომელიც დაბლობებსა და ხეობებს კვეთდა და თაღოვან
ხიდებზე გადადიოდა. საერთოდ, წყალმომარაგების, კანალიზაციის და
ზოგადად ჰიგიენური ნორმების პრეროგატივა, უეჭველად,
აღმოსავლეთს ეკუთვნის. როგორც ქვემოთ დავინახავთ, ეს ნათლად
ჩანს რომის ამ ასპექტში, საბოლოოდ მაინც არასრულყოფილ
მოწყობაში. რასაც ვერ ვიტყვით ადრეული ინდოეთის ე.წ. “ჰარაპული
კულტურის” შესახებ, სადაც კარგად დაგეგმილი საკანილაზაციო
სისტემა შეინიშნება (ქრ.შ.-მდე III ათასწლეული).
რომის ძალმოსილების ხანაში აქვედუკები აშენდა როგორც იმპერიის
აღმოსავლეთ, ასევე დასავლეთ პროვინციებში. საბოლოოდ,
აქვედუკების დახმარებით დაახლოებით 100 ქალაქი მარაგდებოდა
სუფთა წყლით.
ანტიკური რომის აქვედუკებს იცავდა კანონი. ამ კოლოსალური
წყალგამტარი ქსელის ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლს
ანხორციელებდა წყლით მომარაგების დაცვის სპეციალური სამსახური
– ჩურატორეს აქუარუმ. წყალგამტარი მილებისა და წყლის დამწნევი
კოშკების განზრახ დაზიანებისთვის დამნაშავეს აჯარიმებდნენ 100
ათასი სესტერციით (ლათ. sestertius – ადრეული რომის ვერცხლის
მონეტა, რომელიც უდრიდა 2,5 ასას)
თუკი დაზიანება ბოროტი განზრახვის გარეშე იყო მომხდარი,
დამნაშავეს დაუყოვნებლივ უნდა აღედგინა დაზიანებული უბანი.
წყლის კოლოსალური რაოდენობა, რომელსაც რომი მისი აყვავების
პერიოდში იყენებდა, ნაწილდებოდა იმპერატორის სასახლეს,
საზოგადოებრივ დაწესებულებებსა (ბაზრები, საწყობები, ბაღები ,
ამფითეატრები და ა.შ) და ურიცხვ შადრევნებს შორის, რომელთა
რაოდენობა 600 აღწევდა. საკუთარ სახლში წყალი, როგორც წესი, არ
მიეწოდებოდათ. წყალს ან ყიდულობდნენ, ან წყლის შადრევნებიდან
იღებდნენ. სახლში წყლის არქონას და საცხოვრებელ კვარტლებში
კანალიზაციის არ არსებობას თავისი შედეგები მოჰქონდა:
რომაელები “იყენებდნენ საზოგადოებრივ ტუალეტებს ან ნაგავი
გადაჰქონდათ მეზობლის გროვაში, ან უბრალოდ ფანჯრიდან ქუჩაში
ყრიდნენ.

2.სამედიცინო საქმის ორგანიზაცია-თავისუფალი ექიმები


ქრ.შ.-მდე III საუკუნის დასასრულს და II საუკუნის დასაწყისში რომის
რესპუბლიკის დედაქალაქში გამოჩნდნენ ბერძნული წარმოშობის
თავისუფალი ექიმები. ითვლება, რომ პირველი თავისუფალი ბერძენი
ექიმი რომში პელოპონესელი არქაგათოსი (ბერძნ. _ Archagathos) იყო.
ის დედაქალაქში ქრ.შ.-მდე 219 წელს ჩამოვიდა და რომაელებმა ის
თბილად მიიღეს. მას რომის მოქალაქეობა მიანიჭეს და სახელმწიფო
სახლიც გადასცეს კერძო პრაქტიკისთვის. მოღვაწეობის დასაწყისშივე
არქაგათოსმა დიდი პოპულარობა მოიპოვა. მაგრამ, მოკლე ხანში,
ჩატარებულმა ქირურგიულმა ოპერაციებმა და ჭრილობების მოწვით
მკურნალობამ ნდობა დაუკარგა მას თანაქალაქელთა თვალში:
მეტსახელად “ყასაბი” შეარქვეს და მასთან ურთიერთობა შეწყვიტეს.
ქირურგიისადმი ეს დამოკიდებულება ევროპელებს კიდევ მრავალი
საუკუნე გაჰყვებათ, მაშინ როდესაც მედიცინის ეს დარგი მთელს
აღმოსავლეთში _ არაბეთში, მცირე აზიასა და კავკასიაში დიდი
წარმატებით ვითარდებოდა. ქირურგია ევროპაში მოქალაქეობას
მხოლოდ გვიან შუასაუკუნეებში მოიპოვებს.
ბერძნულმა მედიცინამ რომის რესპუბლიკის დედაქალაქში სათანადო
აღიარება მხოლოდ რამდენიმე ასწლეულის შემდგომ მოიპოვა.
გადამწყვეტი ამ საქმესი აღმოჩნდა იულიუს კეისრის ქრ.შ.-მდე 46 წლის
ედიქტი, რომლის მიხედვითაც რომის მოქალაქეობის საპატიო
უფლება მიეცათ როგორც ჩამოსულ ექიმებს – საბერძნეთიდან, მცირე
აზიიდან, ეგვიპტიდან და სახელმწიფოს სხვა პროვინციებიდან, ასევე
ადგილობრივ მაცხოვრებლებს, რომელთაც მოასწრეს
დახელოვნებულიყვნენ მედიცინაში. მოგვიანებით, იმპერატორმა
კონსტანტინე დიდმა (337 წ.) ამ საკითხს სპეციალური პრესკრიპტი
უძღვნა და გაანთავისუფლა ხელოსნები მთელი რიგი
ვალდებულებებისგან, რათა მათ ჰქონოდათ მეტი საშუალება
დახელოვნებულიყვნენ არჩეულ პროფესიაში და მოსწავლეებიც
აღეზარდათ. ამ სიაში იყვნენ: არქიტექტორები, ექიმები, ვეტერინარები ,
მხატვრები, მოქანდაკეები... სულ 33 პროფესია
აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ექიმები და ვეტერინარები ამ
ჩამონათვალის პირველ რიგებს იკავებდნენ. Aამდენად, რომაულ
რესპუბლიკაში თავი იჩინა სამედიცინო საქმის სახელმწიფო
რეგლამენტაციის ელემენტებმა, რაც განმტკიცდა და დამტკიცდა
იმპერიის პერიოდში

3.სამხედრო მედიცინა
რომაული არმიის საბოლოო უნიფიცირება და ფართომასშტაბიანი
დაპყრობითი ომები საჭიროებდა არმიის სამედიცინო სამსახურის
ორგანიზაციას, რომელიც უკვე არსებობდა ტრაიანეს (ქრ.შ.-მდე 98-117)
მმართველობის დროს. საომარი მოქმედებების დროს სამედიცინო
დახმარება აღბეჭდილია ტრაიანეს სვეტის რელიეფზე, რომში (ნახ.).
უმცროსი მედიკოსები - კაპსარები (ლათ. capsarii; capsa-დან – მრგვალი
ყუთი, სადაც ინახავდნენ შესახვევ საშუალებებს), საომარ ტანისამოსში
გამოწყობილი, მეომრებს პირდაპირ ბრძოლის ველზე უხვევდნენ
ჭრილობებს. I-საუკუნის დასასრულსა და II საუკუნის დასაწყისში ყველა
სახის ქვედანაყოფში (ლეგიონებში, კოჰორტებში) გამოჩნდნენ ექიმი-
პროფესიონალები – მედიცი. რომის ისტორიის უფრო ადრეულ
პერიოდში სამხედრო ექიმების სესახებ ცნობები არ არსებობს.
ნერონის არმიის სამხედრო ქირურგზე – დიოსკორიდეზე პირველი
ცნობა I საუკუნეში გამოჩნდა. ყოველ ლეგიონში იყო ექიმი _ მედიცოს
ლეგიონის, ყოველ კოჰორტას ჰყავდა ოთხი ექიმი – მედიცი
ცოჰორტის. არმიაში იყვნენ აგრეთვე ჭრილობის სპეციალისტები –
მედიცი ვულნერარიი (ლათ.vulnerare – ჭრილობა). ფლოტში ყოველ
სამხედრო ხომალდზე ერთი ექიმი იყო. მათ დაჭრილი მეომრების
პირველადი დახმარების აღმოსაჩენად საომარი მოქმედებებისას
მუდამ თან უნდა ჰქონოდათ აუცილებელი შესახვევი საშუალებები და
იარაღები
ბრძოლის შემდეგ დაჭრილები და ავადმყოფები გადაჰყავდათ
უახლოეს სოფელში ან სამხედრო ბანაკში, სადაც მოწყობილი იყო
სამხედრო-სამედიცინო დაწესებულება,
ერთგვარი ჰოსპიტალი – ვალეტუდინარიუმი (ლათ.valetudinarium). ის
ყოველი 3-4 ლეგიონისთვის ერთი იხსნებოდა. მომსახურე პერსონალი
შედგებოდა ექიმებისაგან, ეკონომოსებისაგან,
ინსტრუმენტარიოსისაგან და უმცროსი პერსონალისაგან.
ინსტრუმენტარიოსს ამარაგებდნენ ინსტრუმენტებით, წამლებით ,
შესახვევი მასალით. უმცროს პერსონალს, რომლებიც უმთავრესად
მონებისაგან შედგებოდნენ, ავადმყოფების მოსავლელად იყენებდნენ
სახელმწიფო (სამოქალაქო) საავადმყოფო ანტიკურ რომში ჯერ კიდევ
არ იყო: ექიმები ავადმყოფების ჰოსპიტალიზაციას საკუთარივე ბინაში
ახდენდნენ და ამბულატორიულ ავადმყოფები სახლში იღებდნენ

4.ცელსუსი, პლინიუსი
ცელსუსი
რომაულ მეცნიერებას იმპერიის პერიოდში ემპირიულ-
აღწერილობითი და გამოყენებითი ხასიათი, ჰქონდა რაც რომაული
პრაქტიციზმისთვის არის დამახასიათებელი. ეგვიპტისა და
შუამდინარეთის, ანატოლია-კავკასიის, ხმელთაშუა ზღვის ხალხების ,
საბერძნეთის მიღწევების სრული გაზიარების შედეგად რომი
კულტურულ კონგლომერატად ჩამოყალიბდა.ეს ტენდენცია მკაფიოდ
გამოიხატა მრავალტომეულ (დაახლოებით 20 ტ.) ენციკლოპედიაში
“არტეს” (“ხელოვნება”), შედგენილი ლათინურ ენაზე ავლუს
კორნელიუს ცელსუსის მიერ (Celsus, Aulus Cornelius, 30/25 ქრ.შ.-მდე _
45/50წ ქრ.შ.-დან). ჩვენამდე მოაღწია მხოლოდ რვა ტომმა (VI-XIII),
მიძღვნილმა მედიცინისადმი (“De medicina”) ეს ნაშრომი დაახლოებით
ქრ.შ.-დან 30 წელს შეიქმნა და წარმოადგენს ყველაზე ადრეულ
(ჩვენთვის ცნობილ) სამედიცინო ნაშრომს ლათინურ ენაზე. მისი
ხელნაწერი აღმოჩენილ იქნა XV ს. შუა ხანებში (დაახლ. 1443 წ.) და
პირველად 1478წ. ფლორენციაში გამოიცა.
ფართოდ განათლებულმა ადამიანმა და მონათმფლობელმა
ცელსუსმა მთარგმნელები და გადამწერები მოიზიდა, რომელთაც
ბერძენი, ალექსანდრიელი, ინდოელი და სხვა ავტორების
ნამუშევრები გადათარგმნეს ფილოსოფიაში, რიტორიკაში,
სამართალში, მედიცინაში, სოფლის მეურნეობასა და სამხედრო
საქმეში. ბევრი მათგანის დედანი დღევანდლამდე არ შემონახულა და
ჩვენ მათ შესახებ მხოლოდ ცელსუსის წყალობით ვიცით, მაგალითად,
ჰეროფილესა და ერაზისტრატეს ნაშრომები. და საერთოდ,
ცელსუსისეული ტრაქტატის გარეშე ალქსანდრიის საექიმო სკოლის
გარშემო ისტორიაში არსებითი პრობლემები შეიქმნებოდა.
გალენის თანახმად ცელსუსმა შექმნა “პრაქტიკული
სახელმძღვანელო, რომელიც თავის საკუთარ ვალეტუდინარიუმში
(მონებისთვის) იყო დაკავებული ავადმყოფების განკურნებით”. მან
დეტალურად აღწერა რომის ადრეული იმპერიის მედიცინის
შესაძლებლობები დიეტეტიკის, ჰიგიენის, ავადმყოფობის
პათოგენეზის, თერაპიის და განსაკუთრებით ქირურგიის მიმართ. მის
მიერ აღწერილი დამწვრობის ოთხი ნიშნის (გაწითლება, შესიება,
სიცხე და ფუნქციის მოშლა) აღწერა, მკვლევარების აზრით,
გადმოტანილია ინდური ტრაქტატიდან

პლინიუსი
პლინიუს უფროსი (Plinus Secundus, ქრ.შ.-დან 24-79 წ.წ.) რომაულ
მწერლობაში ენციკლოპედიური მიმართულების გამოჩენილი
წარმომადგენელი, მწერალი, პედაგოგი და სახელმწიფო მოღვაწეა.
პლინიუსი გამოირჩეოდა ბუნებაზე დაკვირვების წყურვილით (ის
ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის დროს დაიღუპა, როცა სტიქიას გემის
ბაქნიდან თვალმოუწყვეტვლივ აკვირდებოდა). პლინიუსის
მრავალრიცხოვანი ნაშრომიდან გადარჩა მხოლოდ
“ბუნებისმეტყველების ისტორია” (“Historia Naturallis”), 37 წიგნად
შედგენილი. მასში გადმოცემულია ყოვლისმომცველი ცოდნა
იმდროინდელ ასტრონომიაზე, გეოგრაფიაზე, ისტორიაზე, ბოტანიკაზე,
სოფლის მეურნეობაზე, მედიცინაზე და მინერალებზე (პლინიუსმა
გაანალიზა ასზე მეტი ავტორის ორი ათასზე მეტი ნაშრომი). ძოგადი
სამედიცინო ხასიათის მიმოხილვა მოცემულია მის XXIII-XXVIII ტომში.
ცხოველური წარმოშობის წამლები აღწერილია XXVIII-XXXII წიგნებში.
მრავალი საუკუნის განმავლობაში პლინიუსის “ბუნებისმეტყველების
ისტორია” საბუნებისმეტყველო მეცნიერების შესწავლის სფეროში
ერთ-ერთი ძირითადი წყარო იყო.
მკაცრ სამეცნიერო ცოდნასთან ერთად, პლინიუსმა ჩამოაყალიბა
შეხედულებები პარადოქსკოგრაფიაზე და სახალხო რწმენა-
წარმოდგენებზეც კი. ეს ყველაფერი წიგნიერი, ენციკლოპედიური
ცოდნის ტრადიციებს შეესაბამებოდა, რომელიც გვიანანტიკური
ხანისთვის არის დამახასიათებელი. VII წიგნში თავმოყრილია
მონაცემები ადამიანის ბუნებრივი განვითარებისა და ანომალიების
შესახებ (პარადოქსოგრაფია): ტყუპებისა და სამი ტყუპის დაბადება,
სიმახინჯეები და შთამომავლობითი ნიშნების გადაცემა მეოთხე
თაობამდეც კი. პლინიუსმა მოგვითხრო ასევე იმ დროის
ცრურწმენებზეც: აღწერა ფრინველი ფენიქსი და ჰიპოკენტავრი,
რომელიც, როგორც ირწმუნებოდა, თვითონ ნახა ბალზამირებულ
მდგომარეობაში.

5.გალენი
დრეული მსოფლიოს გამოჩენილი ექიმი გალენი პერგამოდან (ბერძ.
Galenos, ლათ. Galenus, 129-199), დაიბადა ქალაქ პერგამოში
(ახლანდელი ბერგამი, თურქეთი), მათემატიკოსისა და არქიტექტორის
ნიკონას ოჯახში. 14 წლის ასაკში გალენმა სწავლა დაიწყო
ფილოსოფიის სკოლაში, სადაც გაიცნო სწავლულები: სტოიკოსები,
პლატონიკოსები, პერიპატეტიკოსები და ეპიკურეისტები. 17 წლიდან
მან თავი უძღვნა მედიცინას, რომელსაც ის პერგამოში, სმირნაში,
კორინთოში, ათენში, განსაკუთრებით ალექსანდრიაში ეუფლებოდა ,
სადაც მისი მასწავლებლები იყვნენ ჰეროფილესა და ერაზისტრატეს
მიმდევრები.
გალენმა დიდი მონდომებით შეისწავლა მისი წინამორბედებისა და
თანამედროვეების ნაშრომები. ბევრი ენა იცოდა, მაგრამ წერდა
ბერძნულად. ის მეცნიერული კეთილსინდისიერებით აკეთებდა
გამოჩენილი მოაზროვნეების ციტირებას და ამით გალენმა მომდევნო
თაობებს შემოუნახა იმათი სახელები და მიღწევები, რომელთა
ნაშრომები სხვადასხვა მიზეზით (მრავალრიცხოვანი ხანძრები, ომები ,
შეგნებული მავნებლობა) და სხვადასხვა დროს განადგურდა.
გალენმა ბევრი იმოგზაურა: ესტუმრა კვიპროსს, პალესტინას,
ლემნოსს, კაბადოკიას, აქვილეას. დაბრუნებული პერგამოში, ის
რამდენიმე წლის განმავლობაში (157-161) მუშაობდა გლადიატორების
სკოლაში არქიატრის თანამდებობაზე. გლადიატორების გაფიცვის
შემდეგ გალენი გაემგზავრა რომში, სადაც ცნობილი გახდა
ლექციებითა და წარმატებული საექიმო პრაქტიკით. 169 წლიდან
გალენი რომის იმპერატორის კარისკაცი _ არქიატრია
გალენი მედიცინაში 125–ზე მეტი ნაშრომის ავტორად ითვლება,
რომელთაგან დაახლოებით 80 ნაშრომი დღემდეა შემონახული.
მათგან მთავარი შემდეგი ნაშრომებია: “ადამიანური სხეულის
ნაწილების დანიშნულებაზე” (ლათ.De usu partium corporis humani”), ,
“ანატომიაზე...” ((“De anatomics administrationibus” Libri IIX”), “თერაპიული
მეთოდები”(“De methodo medendi”), “სხეულის დაავადებულ ნაწილებზე:
(“De locis affectis”), “წამლის შემადგენლობაზე...” (“De compositione
medicamentorum...”) და ა.შ. გალენის რამდენიმე ნაშრომი ჰიპოკრატეს
ტომეულის კომენტირებისადმია მიძღვნილი. ამ შრომების წყალობით
ჰოპოკრატეს ბევრმა ნააზრევმა მოაღწია დღემდე.
გალენმა დეტალურად შეისწავლა ორგანიზმის ყველა სისტემა. მან
აღწერა კუნთები, ძვლები, ნერვული წნულები, შინაგანი ორგანოები.
განსაკუთრებით დიდია მისი ღვაწლი ნერვული სისტემის კვლევაში.
გალენმა აღწერა თავისა და ზურგის ტვინის ცალკეული ნაწილები,
იქიდან გამომავალი ნერვები და შიდა ორგანოების ინერვაციული
სისტემა. მგრძნობელობითი და მოძრაობითი ფუნქციის მოშლის
კვლევის მიზნით, მან გამოიყენა ზურგის ტვინის განივი და სიგრძივი
ჭრილი. ჭრილის დაბლა ადგილას. “რომელიმე ნერვის გადაკვეთისას
- წერდა გალენი - ჭრილობის ზედა მხარეს მდებარე ორგანოს ნაწილი,
რომელსაც კავშირი აქვს თავის ტვინთან, ინარჩუნებს ამ საწყისიდან
მონიჭებულ შესაძლებლობებს. ამასთან, ყველა ის ნაწილი, რომელიც
ჭრილობის ქვემოთ მდებარეობს მოკლებულია მოძრაობისა და
მგრძნობელობის უნარს”
მან დეტალურად აღწერა გულის ანატომიური აგებულება, ვენების და
არტერიების სვლა. მაგრამ გალენმა შეცდომით ჩათვალა, რომ გულის
ტიხარი სისხლგამტარი იყო (როგორც ეს ნაყოფის შემთხვევაშია). მისი
აზრით, სისხლს შეეძლო დაუბრკოლებლად გადასულიყო მარჯვენა
გულიდან მარცხენაში ჩვენთვის ცნობილი სისხლის მიმოქცევის წრის
გვერდის ავლით. ეს შეცდომა მრავალი ასწლეულის მანძილზე
ევროპაში ერთადერთ ჭეშმარიტებად ითვლებოდა და კრიტიკა XVI ს.-
მდე არ შეხებია, სანამ ესპანელმა სწავლულმა-თეოლოგმა მიგელ
სერვეტმა თავის ნაშრომში “ქრისტიანობის აღორძინება” ევროპაში
პირველად არ აღწერა სისხლის მიმოქცევის მცირე წრე. სისხლის
მიმოქცევის წრეების მათემატიკური და ექსპერიმენტული
მტკიცებულებები მხოლოდ 1628 წელს, ინგლისელი სწავლულის
უილიამ ჰარვეის მიერ იქნა მოწოდებული
გალენი დიდი საექიმო პრაქტიკა ჰქონდა. მისი წარმოდგენა
დაავადებათა ეტიოპათოგენეზზე ჰუმორული თეორიის თანმხვედრი
იყო. ის ასევე დახელოვნებული ქირურგი იყო და ანატომიის ცოდნას
ქიერურგიის საფუძვლად თვლიდა. ის წერდა: “მე ხშირად
ხელჩაკიდებული მიტარებია ანატომიაში ნაკლებად გამოცდილი
ქირურგი და ამით ის საჯარო სირცხვილისაგან გადამირჩენია”.
გალენს ასევე დიდი წვლილი მიუძღვის ფარმაკოლოგიის
განვითარებაში. სამკურნალო საშუალებები, რომელთაც
გალენისეული მეთოდით ბუნებრივი ნედლეულის ფიზიკურ-ქიმიური
დამუშავების შედეგად ღებულობდნენ, დღესაც “გალენური
პრეპარატების” სახელწოდებას ატარებენ. ეს არის ტერმინი, რომელიც
პარაცელსმა XVI ს. პირველ ნახევარში დააფუძნა.
საბუნებისმეტყველო-კვლევითი, ასე ვთქვათ, მეცნიერული პოზიციის
პარალელურად გალენის მოძღვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი
უჭირავს იდეალისტურ ხედვას. მისი მსოფლმხედველობის
ფორმირებაში დიდი გავლენა იქონია პლატონის ფილოსოფიამ,
რომელიც კოსმოლოგიური დუალიზმის გვერდით (იდეა და მატერია),
ასევე ანთროპოლოგიურ დუალიზმსაც (ტანი და სული) სცნობდა და
არისტოტელეს ტელეოლოგიამ _ ბუნებაში ყველა ქმნილების
მიზნობრიობის შესახებ (ბერძ. teleologia; telos – მიზანი და ლოგოს-
სწავლება).
პლატონის მოძღვრებიდან გამომდინარე გალენი თვლიდა, რომ
ორგანიზმში სული სხვადსხვა ფორმით არსებობს: “სამშვინელისეული”
სული (ლათ.spiritus animalis) – ტვინში, “მაცოცხლებელი” სული (ლათ.
spiritus vitalis) – გულში, და “ბუნებრივი” სული (ლათ.spiritus naturalis) –
ღვიძლში. ყველა სასიცოცხლო პროცესი მან არამატერიალური ძალის
მოქმედებით განპირობებულად მიიჩნია, რომლებიც წარმოიშვებიან
სულის ფორმების ცვალებადობის კვალობაზე: ნერვები სამშვინელის
ძალთა გამტარებლები არიან (ლათ. vis naturalis), ღვიძლი სისხლს
“ბუნებრივ ძალას” ანიჭებს (ლათ. vis naturalis), პულსი “მოპულსირე
ძალის” (ლათ. vis pulsitiva) მოქმედებით წარმოიშვება და ა.შ. გალენმა
მის მიერ რუდუნებით და უაღრესი სკრუპულოზურობით მოპოვებულ და
აღწერილ კლინიკურ და ექსპერიმენტულ მასალას იდეალისტური
ახსნა მისცა. ეს იყო გალენის მოძღვრების დუალიზმი, მისი
ფილოსოფიური პოზიცია

You might also like