მე 12 კლასის ბოლო ზარი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 35

ისმის ხმა-დაგვხოცავს თიკო,ვაგვიანებთ,ორი თვეა

თქვენს დაგვიანებებს ვიტან და ახლა ვინმემ არ


მითხრას მასწავლებელთან ვარო.
-ვინ გვაკლია?
-ნიკამ ორ წუთში მანდ ვარო,დიმა კიბეებზე ამოდის.
- არავინ,ყველანი ვართ-მგონი.
-ჯონი დაურეკე თედიაშვილს
-გიო სად ხარ?
-მოვედი უკვე, დაიწყეთ პირდაპირ სცენაზე შემოვალ
-იმედია მოგვისწრებს
(ირთვება ხორუმი,აჭარული)

მარიამ ფრანგიშვილი
- მოგესალმებით!
-დღეს საქართველოს სკოლებში ბოლო ზარია!
-ჩვენი ქვეყნის საიმედო და საამაყო ახალგაზრდები,ახალ
გამოწვევებთან შეჭიდებას იწყებენ.
-გოგო-ბიჭები ,რომლებმაც თორმეტი წლის წინ შემოაღეს
სკოლის კარი,ზოგმა სიცილით,ზოგმა ტირილით. პირველი
მასწავლებლის დახმარებით ისწავლეს
წერა,კითხვა,მეგობრობა.
-შეიყვარეს ერთმანეთი,ისწავლეს სამშობლოს სიყვარული.
-დღეს ეს გოგო- ბიჭები თავიან ბავშვობას
ემშვიდობებიან,ხვალიდან კი დღევანდელი დღე ლამაზ
მოგონებად ექცევათ.
-მაშ ასე,მინდა სცენაზე მოვიწვიო ხონის, მოსე ხონელის
სახელობის პირველი საჯარო სკოლის 92 გამოშვება
„პირველები“
1.ნინი ფილია
2.ნინი რუხაძე
3.ზაზა ქვათელაძე
4.გიორგი ტვილდიანი
5.თინა ყურაშვილი
6.ქეთი
7.დავით კიკალიშვილი
8.კოპალიანი ლანა
9.დიმიტრი მუკბანიანი
10.ნინი მეშველიანი
11.ნაზი ფარულავა
12.ჯონი კუხალშვილი
13.მურმან ჩანქსელიანი
14.ბარბარე ბახტაძე
15.მარი მანდარია
16.რომა მაღლაკელიძე
17.გიორგი თედიაშვილი
18.ნინა კუხალაშვილი
19.ნატალი ამირანაშვილი
20.გიორგი ზურაბიანი
21.თორნიკე ჩირგაძე
22.ნიკა ჩიხლაძე
23.ლაშა გელენიძე
24.მარი რატიანი

ნაზი ფარულავა
-გამარჯობა,მოგესალმებით ძვირფასო მასწავლებლებო,
მშობლებო.12 წლის მანძილზე ,ყოველ დილით ,სკოლის
ეზოდან საკლასო ოთახამდე ვინც კი შემოგვხვდებოდა,
მხიარულად ვესალმებოდით.დღეიდან არ ვიცით ვინ სად
წავალთ,მაგრამ როცა ისევ შევხვდებით
ერთმანეთს ,მოგონებებით დავბრუნდებით სკოლაში და ისევ
ვიტყვით სალამს.თქვენ ისევ მასწავლებლები იქნებით, ჩვენ კი
ვინ იურისტი,ვინ ეკონომისტი,ვინ კომპიუტერის ლომი და
ვინ ზღვის ღმერთი.
დავით კიკალიშვილი
- და აი გვეშველა, სკოლას ვამთავრებთ.ნეტა რა
გვეჩქარებოდა,უდარდელი დღეებით სავსე 12 წელიც
წავიდა.გაკვეთილის არ ცოდნის გამო მიღებული
საყვედურები,გაცდენები,ცოტა ეშმაკობები.სიტყვა-ცოტა,
ძალიან შერბილებული ნათქვამია,ხანდახან ვაჭარბებდით
კიდეც,შემდეგ იყო მშობელთა კრება,საღამოს სახლის კართან
ყურყუტი,დედის გაბრაზებული მზერა...ერთი სიტყვით
შეიძლება ბევრჯერ გაწყენინეთ,მაგრამ ჩვენ ჩვენებურად
გვიყვარხართ და ვეცდებით იამაყოთ ჩვენით.

მეშველიანი ნინი
- ახლაც მახსოვს ის ემოციები,რომელიც სკოლის პირველ
დღეს მქონდა,2012 წლის 15 სექტემბერს ხუთი წლის ასაკში
შევაბიჯე ხონის პირველ საჯარო სკოლაში,ძალიან
ვღელავდი,ბევრი რამ მაშინებდა.
-ახალი მეგობრები,გარემო,მასწავლებელი...
-ჩემი უფროსი ძმისგან ვიცოდი,რომ არც მეცადინეობა იყო
მეტად სასიამოვნო პროცესი,ვნერვიულობდი მაგრამ ამ
გრძნობას,თან დიდი ინტერესი და სიხარულიც ახლდა.
-მართლაც,სიხარული და სიმშვიდე მომგვარა ჩვენმა
პირველმა მასწავლებელმა, თბილად შემომხედა და ჩემი
ადგილისაკენ მიმითითა.მართალია სიმშვიდე დიდხანს არ
გაგრძელებულა,რადგან მეორე დღიდან ალბად სასწავლო
წლის დასრულებამდე ვტიროდი,თუმცა პირველი დღის
ემოციები შეუცვლელია და დარწმუნებული ვარ,სამუდამოდ
დაილექება თითოული ჩვენგანის მეხსიერებაში.

ნინი ფილია
-პირველად სკოლაში,რომ მივედი,შეშინებული ვიყავი,დედას
ამოფარებული ვუთვალთვალებდი ახალი ჩანთით და ბევრი
ფერადი წიგნით მორთულ ბავშვებს.
-ზარი რომ დაირეკა და საკლასო ოთახებში შეგვიყვანეს
გავმხიარულდი,ყველას ბედნიერი ღიმილით გვიყურებდა
ჩვენი იზო მასწავლებელი,მაგრამ ვერაფრით მივხვდი,რატომ
არ შეიძლებოდა გაკვეთილის დროს ადგომა,თამაში ან
მეგობრებთან საუბარი....

ბარბარე ბახტაძე
-ნელ ნელა დაიწყო ახალი და საინტერესო
ცხოვრება,მასწავლებელმა დედა ენა გვაჩვენა და გვითხრა რომ
ერთმა კეთილმა ძიამ ,იაკობ გოგებაშვილმა, შექმნა
ლამაზი,ლურჯი იებით გაფორმებული „დედა ენა“.იმისთვის
რომ გვესწავლა წერა კითხვა.
-სწორი ხაზების,ნახევარწრეებისა და წრეების შემდეგ
მობრძანდა ანბანი.

გიორგი ტვილდიანი
-აქ ცოტა გაგვიჭირდა,აი ია,აი თითი,აი თათი,ცალ-ცალკე
ამოკითხული ასოების შეერთება ყველაზე რთული რამ
იყო,თან დედის მოუთმენელი შეძახილი ახლდა,ამ შეძახილს
კი ჩემი ცრემლიანი თვალები.დილით გაპროტესტებული „არ
მინდა სკოლაში“
“ისევ ბაღში ვივლი“
„ყველაფერში დაგეხმარები“
„მერე მუცელი მტკივამაც აღარ გაჭრა“მაინც მომიწია ანბანის
სწავლა.

ჯონი კუხალაშვილი
-ასოები თავიდან თავის ჭკუაზე დახტოდნენ,ერთ ადგილას
არ ჩერდებოდნენ,ძალიან ვცდილობდი თავისი ადგილი
მიმეჩინა.
-ნელ ნელა ყველაფერი დალაგდა და მეც
დავმშვიდდი,შევიძინე მეგობრები,ჩემმა ბავშვობამ მათთან
ერთად გაიარა,უამრავი ბედნიერი დღე გვქონდა,საუკეთესო
და მხიარული მოგონებებით სავსე.
ზაზა ქვათელაძე
-დედა ენა დასაწყისი იყო,შემდეგ პროცესი უფრო
გართულდა,ჩვენც ვისწავლეთ ეშმაკობები,ხან კომპლიმენტით
ვცდილობდით თავის დაღწევას გაკვეთილიდან,“მაას დღეს
რა ლამაზი ხართ“, ხან “გუშინ არ ვიყავი“,“ავად ვიყავი“ ან
კიდევ -მას ხვალ აუცილებლად მოგიყვებით.

მარია მანდარია
-თითოეულ ჩვენგანს აქვს ლამაზი მოგონება პირველი დღის,
მე სკოლაში რომ მივედი ჩემზე დიდი ჩანთა მეკეთა და თავი
ყველაზე მაგარი მეგონა, ???? და
არაერთხელ მოვისმენთ ამ დღესთან დაკავშირებულ
მოგონებებს,მაგრამ ბავშვებო მოდი ჯერ საკუთარი თავი
წარვუდგინოთ მაყურებელს...

1.ზაზა ქვათელაძე ეს თინათინ ყურაშვილია,საკუთარ თავს


ჯეკ ლონდონის ერთ ერთი წიგნის „დიდი სახლის პატარა
დიასახლისის“პერსონაჟს ადარებს,მაგრამ ჩემი აზრით
ერთი უხასიათო თუმცა, ამავე დროს პოზიტიური
გოგოა.მინდა ავღნიშნო, რომ სკოლა მისი მეორე სახლი
იყო 9 წლის განმავლობაში, დანარჩენი ორი წელი არ
დავდიოდით პანდემიის გამო, ეხლა კი სკოლაში
სარემონტო სამუშაოებია მომავალში არ ვიცი რას აპირებს
მაგრამ ერთი ვიცი რომ თამადა იქნება შესანიშნავი.

2.თინა ყურაშვილი
ზაზა იგივე ზაზუშა ქვათელაძე,კლასის ყველაზე
მხარბეჭიანი ბიჭი. საკმაოდ ხელმარჯვეც, ძალიან უყვარს
ნადირობა და შეიძლება ითქვას რომ სუხჩის მთელი ფლორა
და ფაუნა ათვისებული აქვს.მისი საყვარელი ფრაზა?ალბად
მთელი კლასი დამეთანხმება „აქანა ვჟივართ
მასწეებელოა“.რაც შეეხება ქართულ სუფრას ეს მართლა
ზაზასია,თამადობა იმ საქმიანობიდან ერთ ერთია რაც
ყველაზე კარგად გამოსდის,ასევე ძალიან მოწონს ადამიანების
გამოჯავრება.......(აქ ბჩაერთვება ზაზა დავინმე ცნობილის
ფრაზით დავამთავროთ)

3.ნიკა ჩიხლაძე
ეს ნინაა კუხალაშვილი,მე-8 კლასიდან გადმოვიდა ხონის
პირველ საჯარო სკოლაში,ბავშვები მალევე
დავუმეგობრდით,მხიარული და კეთილია,ცოტა
ბრაზიანიც,უბრალო მიზეზითაც კი სცემდა ბიჭებს.კიდევ?
კიდევ ის ლამაზია და დაბალი:).ბავშვობაში სურდა რომ
მასწავლებელი ყოფილიყო,თუმცა ჩვენი კლასის შემდეგ
გადაიფიქრა.ახლა ფიქრის დონეზეა ან ტურიზმი და
საკუთარი კუთხის პოპულარიზაცია ან საერთაშორისო
ურთიერთობები.
4.ნინა კუხალაშვილი
ეს ნიკშა, ნიკა ჩიხლაძეა ამჟამად მე-
12კლასელი,მეგობრები ვფიქრობთ,რომ ძალიან მხიარული
და პოზიტიური ადამიანია ,ბავშვობაში სპაიდერ მენი
უნდოდა გამოვსულიყო,მაგრამ კიდევ კარგი
გადაიფიქრა.მოუსვენარი ხასიათის გამო ,შენიშვნებსაც
იღებდა.თუ კლასელს გარეთ გაუშვებდნენ,ესეც უნდა
გაყოლოდა,აბა გარეთ მარტოს ხომარ
დატოვებდა.ემოციების დამალვა არ გამოსდის და ამის
გამო სხვის მაგივრადაც მიუღია საყვედურები.სამომავლოდ
აპირებს ელექტრონული მოწყობილობები სპაიდერმენივით
მართოს.

5. .ბარბარე ბახტაძე, ვსწავლობდი პირველ საჯარო


სკოლაში,ცოტა არ იყოს გული მწყდება იმ სკოლაში რომ
ვერ დავრეკავ ზარს სადაც დავიწყე,მაგრამ მეორე მხრივ
მიხარია,რადგანაც მომავალ თაობას ლამაზი და
კომფორტული სკოლა ექნება.ყველაზე მეტად ძილი
მიყვარს,თუმცა ამ აბიტურიენტობის გადამკიდე ძილი არ
მღირსებია.ამიტომ გთხოვთ,ცოტა ხანი დამაძინეთ და
შემარგეთ ეს ხანმოკლე ცხოვრება.ყველაზე მეტად სხვის
ნერვებზე თამაში მიყვარს,ეს სულაც არ არის ცუდი
თვისება.მე კარგი ადამიანი ვარ და მომავლის პროფესიად
კი......

6. .დიმა მუკბანიანი-ნინი რუხაძე- ნინი რუხაძე,დაიბადა 31


დეკემბერს,დაბადების დღეს სულ სცენაზე
აღნიშნავდა,რადგანაც მოცეკვავე იყო.პატარაობაში
ოქროსფერი თმები ჰქონდა და უყვარდა ფუფალა კაბების
ჩაცმა,მისი ოჯახის წევრები ფუფალას ეძახდნენ ,უყვარს ჭამა
თუმცა არ ეტყობა.ერთი შეხედვით სერიოზული და ჩუმი
ჩანს,მაგრამ სულაც არა...

7. .ნინი რუხაძე დიმიტრი მუკბანიანი


დიმიტრი მუკბანიანი,განთქმულია სპორტის,გიტარისა და
ქიმიის სიყვარულით.მინდა ვთქვა,რომ თითოეული ქიმიის
გაკვეთილი ყველასთვის საყვარელი იყო,რადგან იწყებდა და
ასრულებდა დიმა.ასევე ყველა აურზაურშიც დიმა იყო
შემჩნეული,კლასელების საერო სიცილიც შეგვიძლია მას
მივაწეროთ.გოგონების დამხმარე და მშველელი.მიუხედავად
იმისა,რომ გადავიდა,ბოლო ზარის რეპეტიციებზე მაინც
ცდილობდა, რომ ჩვენთან ყოფილიყო.
და რადგანაც სიმღერ სიმღერით გაგყავდა გაკვეთილები,დიმა
მოდი შენი გიტარა აქაც აამღერე.
დიმა და გოგონები(სიმღერა)

ნატალი ამირანაშვილი
-ყოველივე პირველი გულში იდებს ბინას და ცხოვრების
ძლიერი იმპულსი ხდება. ---- სკოლის კედლებში კი
ბევრჯერ ხდება სწორედ ის,რაღაც პირველი:
-პირველი შატალო,პირველი სიყვარული,
-პირველი გამარჯვების სიტკბო,პირველი მეგობარი,
აღმასვლით სიარული და პირველი მასწავლებლის სითბო....
- დღეს პირველი
- ბოლო ზარია, სკოლას, ბავშვობას, მასწავლებლებს
ვემშვიდობებით, ჩვენს თვალწინ კიდევ ერთხელ გაირბინა
განვლილმა წლებმა, ჩვენმა შეხვედრამ სკოლასთან, დღეს
გვინდა გადაგიხადოთ მადლობა
ზრუნვისთვის, ცოდნისთვის, საუკეთესო დარიგებებისთვის
მადლობა სიყვარულისთვის.....

ნინი ფილია
-გადიოდა წლები, ჩვენ სიყვარულით ვიზრდებოდით თბილ
გარემოში, სკოლაში გატარებული წლები ყველაზე საოცარი
და თბილი დროა რომელიც სამუდამოდ დარჩება თითოეული
ჩვენთაგანის მეხსიერებაში.

გიორგი თედიაშვილი
-.....დღეს არის ჩვენთვის ნანატრი, მაგრამ ოდნავ სევდანარევი
დღე .გინდა ცაში აიჭრა და დატოვო შენი ნათელი
კვალი, ცდილობ საკუთარ თავში დარწმუნებულმა და
თავდაჯერებულმა გადადგა დამოუკიდებელი ნაბიჯები
შენთვის ჯერ კიდევ ამოუცნობ სამყაროში, სადაც
ოცნებებთან ერთად გელოდება მეტად დიდი მისია საკუთარი
თავისა და ქვეყნის წინაშე .
-დღეები ისე სწრაფად მიდიან, რომ ვერც კი ასწრებ სკოლაში
გატარებული დროის, ბავშვური გატაცებების, განცდების,
სიცელქის გააზრებას.
-ასეა, დღეები მიდიან, მიდიან და ვერც იმ სიკეთის აღქმას
ვახერხებთ,რაც სკოლამ შეგვძინა,ამიტომაც ყველას გვრჩება
მისთვის რაღაც სათქმელი...

ნინა კუხალაშვილი
-ძვირფასო მასწავლებლებო, დღეს განსაკუთრებული
სითბოთი და სიყვარულით გეფერებით თუ კი რამ კარგი და
ღირსეული შევიძინეთ ეს თქვენი დამსახურებაა თქვენ
გვაზიარეთ ცხოვრების ანა-ბანას, ვამაყობთ და ყოველთვის
ვიამაყებთ რომ ვსწავლობდით და დავამთავრეთ ხონის მოსე
ხონელის სახელობის პირველი საჯარო სკოლა, ამ სკოლამ
მოგვცა ყველაზე მნიშვნელოვანი: ცოდნა, მეგობრები.
-თქვენ გვასწავლეთ ურთიერთ სიყვარული და ადამიანური
სითბო.მოგვენატრება თქვენი გაკვეთლები ,თქვენი
გაბრაზებაც,ის ხმაურიანი ფოიეები დასვენების დროს რომ
არის ხოლმე.

ლანა კოპალიანი
- ზოგჯერ არის, ხდება ხოლმე,- გაიელვებს წამი, როდესაც მთ
ელი არსებით გრძნობ, რომ სამყაროში ყველაფერი ასხივებს,
სიცოცხლე გიხარია და განვლილი გზა გეამაყება, ენერგია
გემატება და ახალი სივრცეებისკენ ისწრაფვი. ასეთი
წუთებით არის დამუხტული დღევანდელი დღე.
-სკოლა ,აქ მუდმივი მოძრაობაა, სიფხიზლეა, სინათლეა. აქ
გატარებული ფერადი
დღეები შეუდარებელი და განუმეორებელია.

მურო ჩანქსელიანი
- სიტყვა„მშობლიური“კი სულ სხვა ელფერს სძენს სკოლას. აქ
მაღალკედლებსა და დერეფნებს, მერხებსა თუ წიგნებს
ასულიერებს ურთიერთ ნდობა, მეგობრის სითბო;
სიყვარულის, სილაღის, სიმყუდროვისა და ჟრიამულის
სინთეზი.

ნაზი ფარულავა-სკოლა სიყმაწვილის ტკბილი ზღაპარია,


ჩვენი გრძნობა და სიკეთე აბარია,
მის კედლებში ცოდნა ზეობს...
სკოლა აზიარებს მოსწავლეებს მშობლიური ენის სილამაზეს,
ხიბლს,ლაზათს, გენსა და მადლს, ქართული ენა წმინდა და
ნამდვილია,გულივით მფეთქავი, ცხადსა და სიზმარში „
ხელიხელ საგოგმანები“.როცა სკოლას იხსენებ და
მასზე ლაპარაკობ, თითქოს მთელ სხეულში სისხლი გიდუღს,
- ის ისეთი ახლობელია, ისეთი თბილია, შენია, შენი
ბავშვობაა, ცხოვრების ყველაზე ტკბილი,
დაუვიწყარი მონაკვეთია...

სიმღერა-სიყვარული პოკერის წესებით


გოგნების სიმღერა
ჩვენ დავდექით ამ სცენაზე
რადგან სკოლა გვაქვს რემონტზე,
მანდატური წესებს იცავს,
ჩვენ გავრბივართ შატალოზე.
თეატრში ვართ შეხიზნული,
სცენარი გვაქვს ძალზედ რთული.............2ჯერ

პირველი პირველობს
მის: ლალა ლალა ლა 2ჯერ
ყველგან და ყოველთვის
ლალა ლალა ლა

ბანკეტისთვის ვემზადებით
ღვინო გვინდა გოგლამას თქვენი
თამადად გვყავს ქალი თინა
ვერ მოიწყენთ ჩვენ გპირდებით.
მაღალ ქუსლებზე შევდექით
გავიპრანჭეთ ირგვლივ ყველა,
მაკიაჟი გავიკეთეთ
ვეღარ გვიცნობს მამა დედა.
მის: 2ჯერ
სემესტრი რომ დამთავრდება
ატესტატი გვინდა ყველას
სტუდენტები ჩვენ კი ვხდებით
ბიჭებს უწევს ჯარი ყველას
სანამ ქულები დაიდება
გვემართება ყველას ბნედა
ქულები რომ დაიდება
ა დელია დელი დელა.

მის: 2ჯერ
12 წელი გავიდა
დავამთავრეთ სკოლა ყველამ
ჩვენ წავალთ და სხვა დარჩება
სკოლა არავის ასცდება.
ახალ ცხოვრებას დავიწყებთ
იამაყებთ ჩვენით გვჯერა 2ჯერ მის:

8.მარიამ ფრანგიშვილი-მე ვარ მარიამ


ფრანგიშვილი(ფრანგი)ვცხოვრობ მაგარ ქალაქში.მიყვარს
ჭამა,სწავლა(ვითომ) და ძილი.მაქვს ხელზე 10
ხანჯალი,რომელიც საზარელ იარაღადაა მიჩნეული
სანაცნობოში,რაც შეეხება ჰობს, მიყვარს სხვისი ნერვების
ჭამა,იმიტომ რომ საკუთარი არ გამაჩნია,ვუსმენ ბერას
სიმღერებს,რატომ? ვერ გეტყვით მაგრამ წავიმღერებ...
-ჩვენ ვართ საქართველო და ჩვენ ასევე ვართ მე-12
კლასელები,რომლებმაც საქართველოს გაბრწყინება
დავისახეთ მიზნად.

9.ლაშა გელენიძე
ლაშა იგივე კიბორგ გელენიძე,კლასში და შეიძლება
სკოლაშიც ყველამ იცოდა თუ რა მოჰყვებოდა ჩემს
გაბრაზებას,მუდამ კარგად ვიცოდი ქიმია,თუმცა გაბრაზების
დროს რეაქციები,ქიმიის წიგნიდან კლასში
გადმოინაცვლებდა ხოლმე.პუნქტუალური ვარ და ვცდილობ
დრო ფუჭად არ გავფლანგო.??????????????

10. -მე ვარ გიორგი ზურაბიანი,დიდი ხნის განმავლობაში


ვფიქრობდი და დავადგინე,რომ ის რაღაც
რაც ,მაბედნიერებს და ძალას მაძლევს საჭმელია.
-რაც შეეხება სკოლის დამთავრებას,რაღა დაგიმალოთ და
ძალიან განვიცდი,რადგანაც ვეღარ შევძლებ ჩემი ზედმეტ
სახელის გამართლებას,პარასკევა ხომ იმიტომ
დამარქვეს ,მარტო პარასკეობით ,რომ დავდიოდი
სკოლაში.
-ხუმრობა იქეთ იყოს და სკოლამ კარგი მოგონება
დამიტოვა,რომელიც მუდამ იქნება ჩემი ცხოვრების
მეგზური.

11. გიორგი ტვილდიანი -ეს ლანა კოპალიანია ,დაწყებით


კლასებში,ბეჯითი მოსწავლე იყო ,
-მისი ოცნება იყო გამხდარიყო ექიმი,ახლა რომ ვკითხე
სამწუხაროდ,ვერ გიპასუხა თუ რა უნდა გამოვიდეს.
-ის ცდილობს უყვარდეს ორშაბათი,რადგან ყოველი
ორშაბათიდან დგება ფორმაში და სიზარმაცეს გვერდით
დებს,მე მჯერა,რომ რომელიმე ორშაბათს მას
აუცილებლად გაუმართლებს.
-ასევე ძალიან უყვარს სახლში ყოფნა,რასაც ვერ ვიტყვი
ცეკვასა და სიმღერაზე.გიჟდება ჟოზეზე და მის
სიმღერებზე.სკოლის დამთავრების მიუხედავად მასში
მაინც ცხოვრობს პატარა ლალიკო.ჰყავს კატა,სახელად
ფისო მიაუ,რომ ვკითხე რატომ დაარქვი ფისო
მიაუთქო,არ მკითხო არ ვიციო...
12. ლანა კოპალიანი
გიორგი ჩირგაძე სამშობიაროდან პირდაპირ (კრასნაია
ზვეზდაში)წითელვარსკვლავში გააქანეს,ბავშვობაში რაც
უნდოდა გამოსულიყო, სცენარისტმა ეგ პროფესია არ არიო
და ამოიღო..უსმენს მე-4 დასს.აცვია შავები და უკეთია შავი
რეიბანები,ატარებს მომნუსხველ ბლანჟეს.სიმაღლის მსგავსად
სტანდარტებიც მაღალი აქვს,მისი ყურადღების მოპოვება არ
არის მარტივი .ხოლო რაც შეეხება მომავალ პროფესიას ,სადაც
ქარი გადააგდებს იქ გაიდგამს ფესვებს.

13.ქეთი ჯიშკარიანი
მე ვარ ქეთი ჯიშკარიანი, ამ ქვეყნად ყველაზე წუწუნა და
ყველაფრით უკმაყოფილო ადამიანი.თუმცა ის რაც დიდ
ბედნიერებას მანიჭებს, კლასელებთან ერთად გატარებული
დროის გახსენებაა.
ბოლო ზარი სასიხარულო მოვლენასთან
ერთად,ამავდროულად სევდიანიც არის.მთელი ცხოვრება
გამყვება ის ემოცია,რაც მთელი 12 წლის განმავლობაში
დავაგროვე.ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელს,მომავალში იმედი
მაქვს,რომ სასურველ პროფესიას გავყვები და საწუწუნო
მიზეზიც აღარ მექნება.

14.მარიამ რატიანი-მე მარიამ რატიანი ვარ,მესამე კლასიდან


ვარ პირველი საჯარო სკოლის მოსწავლე,ნათელა
მასწავლებელმა და კლასელებმა თბილად მიმიღეს ,შევიძინე
მეგობრები.ჩვენმა სკოლამ ძალიან ბევრი და კარგი დღეები
მაჩუქა,მადლობა მინდა გადავუხადო მათ დაუღალავი
შრომისთვის.
შემოდგომაზე დაბადებულს არც თუ ისე მარტივი ხასიათი
მაქვს,არ მიყვარს ტყუილი,მაგრამ არ არსებობს ადამიანი
ვისაც ტყუილი არ უთქვამს,ადვილად ვბრაზდები,ვერ
ვეგუები უსამართლობას,ხალხმრავლობა მიყვარს,მაგრამ არც
მარტო ყოფნისდროს ვგრძნობ თავს ცუდად.ერთი სიტყვით ეს
ვარ რაც ვარ...????????????

სიმღერა
ბიჭები
ჩემი მეგობრები შილაკებს იკეთებენ
ჩემი მეგობრები წამწამებს იგრძელებენ,
მერე მშობლებს აღარ ენახვებიან
და საბანკეტო კაბებს ირგებენ
ჩვენი გოგოები დასალევს გვიმალავენ
მერე დაქალებთან სულ ჩვენზე ჭორაობენ,
ჩვენი მშობლები კი ათას ფოტოს გვიღებენ
მერე ფეისბუქზე ლაიქებს აგროვებენ,

მის: დღეეეეეეეს ჩვეეეეეენ სკოოოოოოლა


დაააააააააავაააააამთაააააააავრეეეეეეეეთ
დღეეეეეეეეს ჩვეეეეენ სკოოოოოოლა
დაააააააააავააააააამთავრეეეეეეეეეეეეეთ 2ჯერ
ვა ვა ვა ვა დავამთავრეთ......ბომ ბომ ბომ ბომ
გოგოები:
ჩვენი ბიჭები,რომ სეუსთვის ემზადებიან
ჩვენი ბიჭები, რომ მომავლისთვის სწავლობენ
დათო ახლა რუკის შესწავლას იწყებს და
ჯონი კიდევ ბიზნესისკენ გზას იკვლევს.
ჩვენი გიო ზღვის დაპყრობას აპირებს,
ჩვენი მურო კაპიტნობასაც კი გეგმავს,
ტვილდიანი უკვე მოედანზეა და კარში
გოლის გატანას აპირებს....

მის:.............................................

15.გიორგი ტვილდიანი
ნატალი ამირანაშვილი
-ამჟამად ხონში ცხოვრობს, თუმცა ინდიანა ჯონსივით სულ
მოგზაურობს.რუსთავისა და კახეთის შემდეგ შემოიჭრა ხონში
ვითარცა ლენგი თემური და ააწიოკა პირველი სკოლა
სასწრაფოების შემოსევებით.
-მისთვის სკოლა ერთადერთი თუ არა ერთ-ერთი ადგილია,
სადაც თავს ყველაზე,ყველაზე ბედნიერად გრძნობს,
მეგობრებისა და მასწავლებლების გარემოცვაში,რასთან
გამომშვიდობებაც უმძიმს და ენანება,მაგრამ ბედნიერია
ყველა ლამაზი მოგონებებისათვის,რომელიც სკოლამ აჩუქა.
16. ნაზი ფარულავა
განათლებით-ბრძენზე ოდნავ დაბალი
ინტერესი-ქუჩის საქმე
ჰობი-ზუსტად არ იცის რას ნიშნავს მაგრამ ჭამა
პროფესია-ყველაფრის ექსპერტი
განათლება-ორი უმაღლესი,ქუჩის და სუფრის
დასაქმების სფერო-ჯარში მივდივარ სექტემბრიდან
საყვარელი დღე- ხვალე
დავით კიკალიშვილი

17.დავით კიკალიშვილი
ნაზი ფარულავა დაიბადა წელიწადის ყველაზე ლამაზ დროს,
გაზაფხულზე.მეათე კლასიდან გადმოვიდა ხონის პირველ
საჯარო სკოლაში და პირველივე დღიდან ბავშვებმა და
მასწავლებლებმა ძალიან დიდი სითბოთი მივიღეთ, უყვარს
ცეკვა და მთელ თავისუფალ დროს ცეკვას უთმობს.
-მისი ზედმეტ სახელი წუწუნაა და რომ წუწუნებს ნერე
მაგაზეც წუწუნებს და ნუ მოკლედ სულ წუწუნებს.~

18.თორნიკე ჩირგაძე
ზოგი ბეტმენსაც მეძახის,
ღამე გვიან ვიძინებ და დილას აღარ მეღვიძება,
ამიტომ სულ ვაგვიანებ ,საყვედურიც სულ მე მხვდება.
ტელეფონი სულ ხელში მაქვს,
მიჭირს მისი დატოვება.
მიყვარს თამაში,
ამიტომაც ვიცნობ ბევრ ხალხს,
მათ ჰგონიათ ბეტმენი ვარ,
ელიან ჩემს დახმარებას.~
თამაშს ვიწყებ მავიწყდება
ყველაფერი ამ ქვეყანას,
რეალობას მოწყვეტილი
დროის ნახვა მავიწყდება,
ხანდახან კი მათენდება.
გოგონების მეშინოდა,
შორს მივდივარ მათ რომ ვხედავ,
მაგრამ უკვე გავიზარდე,
შევეჩვიე მათთან ყოფნას.
გვიან ღამით გარეთ გავალ,
არ ელიამ ხილვას ჩემსას,
მაგრამ მე რომ მიხილავენ თან გარბიან ეჰ მათ დღესა.
ეს სიტყვებიც მე დავწერე,ცოტა დროც კი გამოვნახე,
ვინმე დიდი არ გეგონოთ თორნიკე ვარ მე ჩირგაძე.

19.ნატალი ამირანაშვილი მისი სახელი სხვებისთვის მუდამ


ფეხბურთთან ასოცირდება,შესაძლოა კვარაცხელია
განმეორდეს,მაგრამ ტვილდიანი არასდროს
განმეორდება.უყვარს ბურთი,სტადიონი და სხვების
გაბრაზებაც,
- ამიტომაც მოტეხა ჩვენმა თანაკლასელმა გოგონამ ფეხი
მეოთხე კლასში.
-მუსიკის მასწავლებელს ერთხელ კარადაში დაემალა,თუმცა
მერწმუნეთ ძალიან,ძალიან ინანა.ვეღარ სუნთქავდა და ჩუმად
რვეულს ვუნიავებდით,რომ არ გაგუდულიყო.მოკლედ
მეშვიდე კლასამდე მაგარი მოსწავლე იყო,მერე ავურია,თუმცა
ფეხბურთში არასდროს.მეათე კლასამდე სიმაღლეზე
დავცინოდით,ჰოდა ამ ხუმრობა ხუმრობაში იმხელა
გაიზარდა ზედმეტ სახელად ანძა შევარქვით.

დიმა და გოგონები სიმღერა

ემიგრანტი მშობლების სიტყვა

ლექსი
დედები ბერდებიან
კიდევ...........

20.-მე ნინო მეშველიანი ვარ, თავიდან მასწავლებლობა


მინდოდა,მაგრამ გადავიფიქრე,(.................?)ოქმიც ვერ მივიღე
და ვერც დირექტორის კაბინეტში მოხვდი,ბოლოს კი ისევ
სწავლით შემოვიფარგლე.კლასელების დამხმარე ძალა
ვიყო,დავალებებისა და შემაჯამებლების დაწერაში
ვეხმარებოდი.ამიტომაც ამირჩიეს კლასის პრეზიდენტად და
მომავალში საქართველოს პრეზიდენტად ,არც ისე
შორსაა.ვიცი ,რომ მიზნამდე მისასვლელად ძალიან ბევრი
შრომაა საჭირო,შრომა კი ყოველთვის იღებს შედეგს.
21.
ნინი ფილია
რომიკო მაღლაკელიძე,
-რა თქმა უნდა მოენატრება ის წლები ,რომელიც სკოლაში,
მეგობრებთან ერთად გაატარა.
- დადიოდა ცეკვაზე,ფეხბურთზე და კალათბურთზე,მაგრამ
ვერცერთ საქმიანობას ვერ გაყვა ბოლომდე .
-ახლა აპირებს დაიპყროს ბიზნესის სფერო და იმედი აქვს
ეს გადაწყვეტილება საბოლოო იქნება.
-ფიქრობს რომ დიდი ძალისხმევა დასჭირდება,იმ მიზნამდე
მისასვლელად რაც დაისახა.
-მადლობას უხდის ყველა მასწავლებელს,რომელებიც 12
წლის მანძილზე გვასწავლიდა.

22.გიორგი თედიაშვილი-ეს მარია მანდარიაა,ის ძალიან


გულდაწყვეტილია, აგვისტოში დაიბადა და მის
დაბადებისდრეზე არასდროს არავინ მივდიოდით,რადგანაც
ყველა დასასვენებლად ვიყავით წასული. მომავალი
ვიქტორია სეკრეტის ანგელოზია.უყვარს ხატვა და
პროფესიად არქიტექტურას ირჩევს.მე კი გირჩევთ, მის
დაპროექტებულ სახლში ჩაფხუტის გარეშე არ შეხვიდეთ,რა
ვიცით რა ხდება.ზედმეტი სახელი რატომღაც არ აქვს.უყვარს
თეატრი.მოკლედ როგორც ყველა გზა რომში მიდის ასევე
მარიასთანაც მიდის რადგანაც ნამეტანი კეთილი და
ხელგაშლილი გოგოა.

23.მურმან ჩანქსელიანი -მე მურო ვარ ჩანქსელიანი,დავიბადე


ხონში,მე-4 კლასამდე ვსწავლობდი კუხის სკოლაში .შემდეგ
გადმოვედი პირველ სკოლაში,სადაც ზედმეტ სახელად
„მურმან ყრუც“ შემარქვეს.აწ უკვე მე-12 კლასელი ვარ,არ ვიცი
რამდენად მოსწონთ ოჯახის წევრებს ჩემი მომავალი
პროფესია,მაგრამ წერტილი დასმულია ამ
საკითხზე,ოკეანეების დაპყრობას ვაპირებ და შემდეგი
ზედმეტ სახელი ოკეანეების ღმერთი ვარუნა იქნება(???
პოსეიდონი)

24. რომა მაღლაკელიძე


ეს ნინი ფილიაა,ზედმეტი სახელით „ფილო“.იქ დაიბადა
სადაც მე-მეობდა.ცეკვის და სიმღერის ნიჭი
დაჰყვა,წარმოშობით მეგრელი
ქალია,მოხერხებული,ტყუილების თქმაში უმაღლესი
ქულით,რომ შეხედავ იფიქრებ რომ ძალიან
სერიოზულია,მაგრამ სინამდვილეში მხიარული გოგოა,მის
ირგვლივ ყოველთვის კარგი განწყობა
ტრიალებს.ვერაფრით გავიგეთ რა პროფესიას ირჩევს,
მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს,სადაც არ უნდა წახვიდე
წარმატებებს გისურვებთ.

25.მარია მანდარია--
გიორგი,იგივე აინშტაინ თედიაშვილი ,მერწმუნეთ, მასში
მრავალი ტალანტი იმალება,რაც ჩვენ კლასელებმა კარგად
ვიცით და დამიჯერეთ მომავალში მთელი მსოფლიოც
გაიგებს.წარმოშობით ბორჯომიდანაა და წელიწადში
მინიმუმ ერთხელ ვიზიტი აუცილებელია მისთვის,იქედან
რომ ჩამოდის ძლივს ვცნობთ კლასელები.

26.მე ჯონი ვარ კუხალაშვილი ხონში დავიბადე


დაგავიზარდე,თუმცა გაზრდას კიდევ ვაპირებ.მყავს და
რომელსაც ვაბრაზებ ხოლმე,მაგრამ აქედან ვეტყვი,რომ
ძალიან მიყვარს.
-ჩემი მიზანი?პირველ რიგში- სწავლა,შემდეგ კარიერა და
ოცნებების ასრულება.ყველაზე დიდი სურვვილი ,ისეთ
საქართველოში ცხოვრებაა სადაც ყველა ბედნიერი იქნება.
-არასდროს დავივიწყებ ჩემს სკოლას,მეგობრებს და
მასწავლებლებს,მათთან ერთად გაიარა 12 წელმა,რომელსაც
დღეს თითქოს მხიარულად,გულდაწყვეტილი
ვემშვიდობებით.
-მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს საყვარელ და ენერგიულ
დამრიგებელს ქ.ნ. რუსიკო სანოძეს ჩვენი გაძლებისთვის,ასევე
დირექტორს ქ.ნ შორენა კაკაბაძეს და მთელ პედ
კოლექტივს,რომლებმაც დიდი წვლილი შეიტანეს ჩვენს
განათლებაში.
-მიყვარხართ და მუდამ ვიამაყებ თქვენით.

ბიჭების რეპი

მასწავლებლებზე სიტყვა

1.ნატალი ამირანაშვილი
იყო, ბრძოლა ეპოქების,
აზიის და ევროპების,
მისი მკაცრი გამოხედვა
იყო, კლასის სიმშვიდისთვის
ციცერონი ცერცვაძეა
Pink Floyd-ი,ღმერთი როკის
მის გაკვეთილზე ვისწავლეთ
ინგლისური ყველა დროის.
ჩვენი ნონა კუხალაშვილი.....

2.რომა მაღლაკელიძე

როცა რუსული დგება,


მასწავლებელი კართან გვხვდება,
იავნანას გვიმღერებს და
გაკვეთილიც თან იწყება
ჩვენს ბიჭებს აგვიანდებათ
ბრაზობს ჩვენი ნინო მასწი
წლის ბოლოც მალე დადგება
და მერე ვაი ჩვენი ბრალი.
ნინო ხაზარაძე

3.მურმან ჩანქსელიანი
როგორც რუკაზე,ისე ჩვენს გულებში
ადვილად გაიკვლია გზა,
მაგრამ ვიყავით ხმაურიანები
და გვემუქრებოდა თან
ის,ცნობილი რუკის ჯოხი,
რომელიც სულ თან დაჰქონდა
ჩვენი გადამკიდე ლამარა მას
რუკისკენ ვეღარ მიგქონდათ.
მარამ,ლამარა მასწავლებელს ჩვენთვის სიყვარულისა და
გაკვეთილების ასახსნელი ენერგია არასდროს ელეოდა.

4.ნინო მეშველიანი
ჩვენში ეძებდა x
სიკეთის მოციმციმე სხივს,
მაგალითს გვაძლევდა ჩუმს,
უხმოდ აპურებდა გულს.
პურით დადიოდა სულ
მიუსაფარი ცხოველების მფარველი
გაკვეთილზე მშვიდი და გამგები
ჩვენი მათემატიკის მასწავლებელი.

5.ზაზა ქვათელაძე
ეხლა რაღაც მაქვს სათქმელი
უნდა ვახსენო ჩვენი სკოლის დამცველი,
ბაბუ, თავისი კეთილი გულით
და სიყვარული სავსე თვალებით.
რომც გინდოდეს გაპარვა,
არ გამოვა მალულად,
რადგან,კარებთან ზის ბაბუ და
კიბეზე კი ბაჩო დგას.
მანდატური ეკრანთან
აფიქსირებს შეცდომებს,
იმ წამს იქვე გაჩნდება,
ვერ მოასწრებ ვერაფერს.(თეატრალურად)

6.ჯონი კუხალაშვილი

გავიხედეთ დერეფანში,მოდის დალი ქალბატონი


ჟურნალს გადაშლის , მოყვება :მოლეკულა და ატომი
ნუღარ დაგვტუქსავ თუ ცდებზე აგვიფეთქდება ხსნარები
თუ ვერ ვისვენებთ მერხებთან და არ ვიქნებით მყარები,
დღეს ცელქობას ვამთავრებთ და რკინა ლღვება გული
თბება
ქიმიური რეაქცია ყველა ჩვენგას ემართება,
დალი მას თქვენი ყვირილიც გულს მალამოდ მოედება,
ჩვენ კი კარგი გზებით ვივლით,იამაყებთ ჩვენით ყველა.

7.მარია მანდარია
გვინდოდა თუ არ გვინდოდა,
ბიოლოგია მაინც მოდიოდა,
მან გვასწავლა განმარტება,
გამრავლება,ფესვით, სპორით...
პანდემიის გადამკიდე
დაგავიწყდით ლამის მგონი,
მაგრამ თქვენი მზერა ამბობს,
ვერ აიცდენთ დაბალ ნიშნებს,
ამერიკის ვიზაც კი აქვს
ინახულებს მეგობრებსო,
ბოლოს მაინც ჩვენთან მოდის
რომ გვასწავლოს ბოლომდეო.
მადლობა ნარგიზი მას,მოთმინებისთვის და შრომისთვის.

8.ქეთი ჯიშკარიანი
როგორც ნიუტონს ერთხელ
არ დამეცა თავში ვაშლი,
ამიტომაც გაკვეთილზე
სულ ასტრალში ვიყავი.
სიმართლე ვთქვათ ფორმულების
ვერ გავიგე თავი ბოლო,
ნიუტონის კანონები
არის ჩემთვის საბოლოო.

9.ნინი ფილია
თუ გამოიცნობთ მითხარით,
ვისზე გვაქვს მიმართული ისარი,
ვინარი ჩვენი პრანჭია
ხუჭუჭ თმიანი ვინ არის
ვინ იყო ჩვენს დამრიგებლად
როცა,პატარები ვიყავით.

ეთო ჯიქია.

10.დიმიტრი მუკბანიანი
იტორიის გაკვეთილი
არის ჩვენთვის ბევრად მშვიდი,
მის მზერაში ყველა ვხვდებით
ვინც არ უნდა იყოს ფრთხილი.
როცა გაკვეთილი დგება
და იწყება შემოსევა,
თურქები და სელჩუკები
ერთმანეთს ენაცვლება.
მაგრამ ბოლოს საქართველო,
დროს გაუძლებს და იცოცხლებს
ჩვენ წავალთ და მანანა მას
თქვენს თავს სხვა კლასს დავუტოვებთ.

11.გიორგი ზურაბიანი
სასმელს გვართმევს გოჩა მასწი,
მწკრივში გვაწყობს ნინო,ლაშა
ჩვენგან სპორტსმენი არ გამოვა,
მაგრამ მოთმინებით ვდგავართ
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ
გაკვეთილია თავისუფალი
ყველაზე მეტად სკოლაში
სპორტია დაუვიწყარი
12.თინა ყურაშვილი
შემოიჭრა ჩვენს პატრონად
ვით მოწამე „შუშანიკი“
თავზე იდო მორჯულება
დაუმორჩილებელი ჯგუფის.
სიყვარული გზად და ხიდად,
გქონდეთ ცხოვრებაშიო,
გვარიგებდა,გვასწავლიდა
დედობრივი გულითო
მაგრამ,ალბად ყველამ იცით
ურჩის ბოლო რაც არის
„არა სეჯდა მწყერი ხესა“
ჩვენზე არის ნათქვამი.
რუსიკო სანოძე
დიპლომების გადაცემა ,მოგონება ორ
მასწავლებელზე(ვიდეოკოლაჟი)

დამრიგებელი

ვალსი

დამამთავრებელი სიტყვა

დიმიტრი მუკბანიანი
თვალს გადაავლებ ცხოვრების გზას და არა მარტო
თანასკოლელებისა და მასწავლებლების მონატრება
მოგეძალება, არამედ იმ ადამიანებისა,რომლებიც სწავლის
პროცესში არ მონაწილეობენ, მაგრამ მათ გარეშე
წარმოუდგენელია სკოლის ცხოვრება. გვინდა მათ მიმართ
ჩვენი სიყვარული და პატივისცემა გამოვხატოთ .

ნინი მეშველიანი
ჩვენო ძვირფასო მასწავლებლებო,სკოლის დამთავრების დღეს
მადლობას გიხდით,თქვენ მოგვეცით ცოდნა და მხიარული
მოგონებები,გმადლობთ კარგი რჩევებისთვის,მადლობა რომ
გჯერათ ჩვენი და ყოველთვის გვეხმარებით.

თინა ყურაშვილი
დღეს ჩვენ ვემშვიდობებით სკოლას,რომელმაც მთელი ამ
წლების განმავლობაში მოახერხა ჩვენი მეორე სახლი
გამხდარიყო,მადლობა
მშობლებს ,მასწავლებლებს,დირექტორს,შემწყნარებლობისთვ
ის,გაგებისთვის,მხარდაჭერისთვის,პასუხისმგებლობისთვის,მ
ოთმინებისთვის,კითხვებზე პასუხებისთვის.ცხოვრებაში ხომ
მთავარია იყო ღირსეული ადამიანი,ღია გულით.გმადლობთ
ამის სწავლებისთვის.
თქვენ გვასწავლეთ არ გვეშინოდეს,არ დავნებდეთ და
გვჯეროდეს საკუთარი თავის.

მურო ჩანქსელიანი
იმედია გვაპატიებთ ზედმეტ სიცელქეს,რომელიც ბავშვური
სენია და ასეთ პრობლემებს ასაკი კურნავს...გპირდებით ჩვენ
ვიქნებით პირველი საჯარო სკოლის საუკეთესო
გამოშვება.სამშობლოს,ჩვენი საქართველოს ღირსეული
ახალგაზრდები.
ნატას საფინალო სიტყვა

საფინალო სიმღერა (ყველა)

როცა 9 საათი დადგება


და ჩანთით სახლიდან გავრბივართ,
ერთმანეთს კარებთან ვხვდებით და ვიღიმით
ეგრევე ზარის ხმა გვესმის
და ვსხდებით ჩვენ-ჩვენს მერხებთან
ვცდილობთ თვალში არ გავეჩხიროთ მასწავლებელს.

მის: დროს მიაქვს ჩვენი განვლილი 12 წელი ,


ბავშვობა,ლაღობა, გართობა და სიცელქე
ხვალიდან გვეწყება ჩვენ გამოცდები ძნელი
და მაშინ დაგვჭირდება ნერვები ბევრი.
ჩემო უძინარო,
ჩემო დღეებო,
დილით დედის ხმაზე წამოვარდნილო.
ჩემო სადარდელო ,
ძნელო ქართულო,
მითხარ რაღა გიყო რა მოგიხერხო?

პირველი გაკვეთილი და
ეს სიყვარული პირველი,
ჩვენი გაპარვა პირველად სკოლიდან.
ბავშვობამ ჩაინავარდა,
და დაგვიტოვა მოგონება,
ჩვენ დავაფასებთ თქვენს ამაგს ბოლომდე.

მის: დროს მიაქვს ჩვენი განვლილი 12 წელი ,


ბავშვობა,ლაღობა, გართობა და სიცელქე
ხვალიდან გვეწყება ჩვენ გამოცდები ძნელი
და მაშინ დაგვჭირდება ნერვები ბევრი.
ჩემო უძინარო,
ჩემო დღეებო,
დილით დედის ხმაზე წამოვარდნილო.
ჩემო სადარდელო,
ძნელო ქართულო,
მითხარ რაღა გიყო, რა მოგიხერხო?

.
-გვიყვარხართ, გეფერებით
,

You might also like