Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

თვლადი და უთვლადი არსებითი სახელი

თვლადია- Countable ის არსებითი სახელი რომლის დათვლაც შეგვიძლია . თვლადი არსებითი


სახელი მრავლობითში გადადის შემდეგი წესების მიხედვით:
1. მრავლობით რიცხვში თვლად არსებით სახელს ბოლოში ემატება - S.
a book-წიგნი books-წიგნები. A dog- ძაღლი dogs- ძაღლები, a bag-ჩანთა bags-ჩანთები
2. თუ თვლადი არსებითი სახელი ბოლოვდება: s, ss , ch, sh , x, z - მას მრავლობითში
გადასვლისას ბოლოში დაემატება; - es
A box-ყუთი - boxes; A church- ეკლესია - churches; A brush- ჯაგრისი -brushes;
A bus-ავტობუსი - Buses; a dress- კაბა - dresses a fox- მელა - foxes
3. თუ თვლადი არსებითი სახელი ბოლოვდება: o- და o- წინ წერია ხმოვანი, მაშინ მას
მრავლობით რიცხვში ბოლოში დაემატება: -s. A radio – რადიო radios a video –ვიდეო videos
მაგრამ თუ -o-ს წინ წერია თანხმოვანი, მაშინ მას მრავლობით რიცხვში ბოლოში დაემატება: -
es potato – კარტოფილი potatoes tomato –პომიდორი tomatoes
გამონაკლისია:( მათ დაემატებათ: s )
Piano- პიანინო - Pianos; Photo-ფოტო, სურათი Kimono-კიმანო Kilo-კილო Casino-კაზინო
4. თუ თვლადი არსებითი სახელი ბოლოვდება: - y -ზე და y-ის წინ ხმოვანი, მაშინ მას
მრავლობით რიცხვში ბოლოში დაემატება: - s
ray – სხივი rays a boy – ბიჭი boys a day- დღე days
მაგრამ თუ -- y-ის წინ წერია თანხმოვანი, მაშინ მრავლობით რიცხვში- y - შეიცვლება i- ით და
შემდეგ დაემატება -es, ანუ y- ჩამოცილდება და მის ნაცვლად დაიწერება - ies
A city – ქალაქი cities a puppy – ლეკვი puppies a lady-ქალბატონი ladies
5. თუ თვლადი არსებითი სახელი ბოლოვდება: - f ან fe- მაშინ მრავლობით რიცხვში f ან fe -
შეიცვლება ves- ით: wife – ცოლი - wives wolf –მგელი -wolves
გამონაკლისია: ( მათ არ ცილდებათ f ან fe, მხოლოდ დაემატებათ: s )
A roof –სახურავი roofs a chef –შეფ, მზარეული chefs a chief – უფროსი chiefs
a hoof-ჩლიქი hoofs a cliff-კლდე cliffs a scarf- შარფი scarfs
a handkerchief- ცხვირსახოცი handkerchiefs a safe- სეიფი safes
6.მხოლოდ 2 არსებით სახელს ემატება ბოლოში - en მრავლობითში გადასვლისას;
a child- ბავშვი children- ბავშვები an ox-ხარი oxen- ხარები
7. ზოგი არსებითი სახელი, მრავლობითში გადასვლისას იცვლის ფუძისეულ ხმოვნებს:
a goose - ბატი geese a man –კაცი men a woman – ქალი women
a tooth –კბილი teeth a foot –ტერფი feet a mouse –თაგვი mice
a person – პიროვნება people a louse- ტილი lice
8. ზოგი მრავლობითში გადადის ფორმის შეცვლის გარეშე:
a sheep – ცხვარი sheep- ცხვრები species – სახეობა species- სახეობები
a deer – ირემი deer- ირმები a fish- თევზი fish- თევზები
9. ზოგი არსებითი სახელი მუდამ მრავლობითშია:
Trousers = pants - შარვალი My trousers are too tight.
Jeans-ჯინსები Her jeans are black.
Spectacles = glasses- სათვალე Those glasses are his.
Lugs- ფილტვები clothes-ტანსაცმელი, shorts-შორტები, pyjames- პიჟამო, greens-მწვანილი,
customs-საბაჟო, stairs- კიბე, arms-იარაღი, goods-საქონელი, earnings- შემოსავალი, ashes-
ფერფლი, police-პოლიცია
9. ზოგი არსებითი სახელი მუდამ მხოლობითშია, მათ უთვლად - Uncountable -არსებით
სახელებს უწოდებენ:
News- ახალი ამბავი The news is at 6.30 p.m.
Athletics-ტანვარჯიში Athletics is good for young people.
Darts- სასროლი შუბები Darts is a popular game in England.
Billiards-ბილიარდი Billiards is played all over the world.
Gold - ოქრო, silver- ვერცხლი, flour- ფქვილი, sugar-შაქარი, salt- მარილი, oil- ზეთი
scissors- მაკრატელი, bread-პური, rice- ბრინჯი, coffee-ყავა, information- ინფორმაცია, advice -
რჩევა, baggage = luggage-ტვირთი, ბარგი, furniture- ავეჯი water- წყალი, air- ჰაერი,
knowledge- ცოდნა, beauty-სილამაზე anger- სიბრაზე fear- შიში, love-სიყვარული research-
კვლევა sand- ქვიშა, safety-უსაფრთხოება money- ფული
music- მუსიკა progress-პროგრესი fruit-ხილი meat-ხორცი damage- ზარალი, tea-ჩაი
cheese-ყველი coffee-ყავა butter-კარაქი beer-ლუდი wine- ღვინო pepper-წიწაკა juice-
წვენი jam-მურაბა chocolate-შოკოლადი honey-თაფლი equipment-აღჭურვილობა flour-
ფქვილი work-სამუშაო home-work-საშინაო დავალება
დაიმახსოვრე: გამონაკლისები:
hair-თმა ( თმის ღერი -თვლადია, მაგრამ თავზე-უთვლადია)
wood- 1. ტყე- თვლადია, 2. ხის მასალა, შეშა - უთვლადია
glass-1. ჭიქა- თვლადია, 2. მინა, შუშა - უთვლადია
chicken- 1. წიწილა- თვლადია, 2. წიწილის ხორცი - უთვლადია
paper- 1. გაზეთი- თვლადია, 2. ქაღალდი - უთვლადია
iron-1.უთო-თვლადია 2. რკინა- უთვლადია
lamb-1. ბატკანი-თვლადია 2. ბატკნის ხორცი-უთვლადია
10. თუ არსებითი სახელი შედგენილია, მაშინ მთავარი სიტყვა გადავა მრავლობითში: daughter-
in-law → რძალი daughters-in-law son-in-law →სიძე sons-in-law
sister-in-law → მული sisters-in-law brother-in-law →მაზლი brothers-in-law
guest of honor →საპატივცემულო სტუმარი guests of honor
minister of education → განათლების მინისტრი ministers of education
11. თუ შედგენილ არსებით სახელში ორივე სიტყვა მთავარია, მაშინ ორივე გადავა
მრავლობითში: Woman- write -მწერალი ქალი women-writers
სიმრავლის გამომხატველი სიტყვებია; much- ბევრი ( ვიყენებთ უთვლად არსებით სახელთან,
მის შემდეგ არსებითი სახელი ყოველთვის მხოლობით რიცხვშია) და many- ბევრი ( ვიყენებთ
თვლად არსებით სახელთან, მის შემდეგ არსებითი სახელი ყოველთვის მრავლობით
რიცხვშია). Much water, much bread, much milk
many women, many girls, many leaves Much და many უმეტესად გამოიყენება:
კითხვით და უარყოფით წინადადებაში, do you have many friends?- No, I
don’t have many friends Does Ann eat much
bread?- No, she doesn’t eat much bread
მტკიცებით წინადადებაში კი ვიყენებთ: a lot of -ბევრი , lots of-უამრავი, ( გამოიყენება როგორც
თვლად ასევე უთვლად არსებითან) a good deal of = a great deal of - აღნიშნავს დიდი ოდენობით
თანხას/დროს…..
A great deal of money- დიდი ოდენობით ფული/ბევრი ფული.
A great deal of time.- დიდი დრო Ann gave me a great deal of advice before my interview
I have a lot of good friends in London. Davit buys a lot of sweets
სიმრავლის გამომხატველი სიტყვებია ასევე; a little- ცოტა, საკმარისი რაოდენობა little-ცოტა,
არასაკმარისი რაოდენობა.(ვიყენებთ უთვლად არსებით სახელთან, მის შემდეგ არსებითი
სახელი ყოველთვის მხოლობით რიცხვშია) და a few- ცოტა, საკმარისი რაოდენობა few-ცოტა ,
არასაკმარისი რაოდენობა ( ვიყენებთ თვლად არსებით სახელთან, მის შემდეგ არსებითი
სახელი ყოველთვის მრავლობით რიცხვშია).
I can buy this book, as I have a little money. Nino cannot buy this dress, she has little money
I am glad to have a few friends. Dato is unhappy, he has few close friends.
რაოდენობის დასადგენად ვიყენებთ : How many- რამდენი ( თვლადდთან) და how much-
რამდენი ( უთვლადდთან)
how many friends do you have? how much money do you spend on clothes?
თვლადი და უთვლადი არსებითი სახელის რაოდენობის დადგენა შეგვიძლია შემდეგი
ფრაზების მიხედვით.
1. A cup of …..- ერთი ფინჯანი ( tea. Coffee, milk….)
I usually drink a cup of tea every day, but my brother drinks two cups of milk.
2. A glass of ….- ერთი ჭიქა ( wine, water, lemonade…) a glass of water, five glasses of wine
3. A bottle of ….- ერთი ბოთლი ( wine, water, lemonade…) Tom drinks a bottle of water
4. A jug of ….-ერთი დოქი ( wine, water, ) there is a jug of wine on the table
5. A mug of ….- ერთი კათხა ( wine, water, beer…) please, give me a mug of beer
6. A jar of ….- ერთი ქილა ( honey, jam…)
7. A drop of ….-ერთი წვეთი ( water, oil…)
8. A carton of ….- ერთი მუყაოს კოლოფი ( milk, juice…)
9. A box of ….- ერთი ყუთი ( sweets-კანფეტი matches- ასანთი…)
10. A loaf of bread - ერთი მთელი პური, ერთი პურის კვერი. Five loaves of bread- ხუთი მთელი პური
11. A bag of ….-ერთი ტომარა, ერთი პარკი, ერთი ჩანთა
12. A kilo of ….- ერთი კილო ( wine, water, lemonade…) a kilo of apples. Three kilos of flour
13. A can of …- ერთი თუნუქის ქილა, კონსერვი- თხევადი საგნისთვის ( beer, juice, cola,…)
14. A tin of ….- ერთი თუნუქის ქილა, კონსერვი-მყარი საგნისთვის ( fish, meat,…)
15. A lump of sugar- ერთი შაქრის ნატეხი please, put two lumps of sugar in my coffee.
16. A sheet of paper- ქაღალდის ფურცელი
17. A pair of….- ერთი წყვილი ( რასაც ვერ გააცალკავებ, ვიყენებთ მუდამ მრავლობით რიცხვში
მყოფ არსებით სახელებთან: a pair of shoes, a pair of trousers, a pair of jeans)
18. A couple of …- ერთი წყვილი ( რასაც გააცალკავებ,) a couple of boys, a couple of books
19. A packet of…- ერთი შეკვრა, ერთი პაკეტი, ერთი კოლოფი a packet of sweets, a packet of letters, a
packet of cigarettes, a packet of tea
20. A package of…- ერთი შეკვრა, ერთი ფუთა, ერთი ამანათი
21. A bowl of…-ერთი თასი, ერთი ჯამი ( salad, sugar, rice)
22. A bar of…-ერთი ფილა (შოკოლადი,) ერთი კვერი( საპონი )
23. A bunch of…- ერთი კონა( მწვანილი) , ერთი ტაიგული, ერთი მტევანი, ერთი ასხმა
24. A slice of…-ერთი ნაჭერი ( თანაბრად დაჭრილი) ( bread, cheese, sausage…)
25. A piece of…- ერთი ნაჭერი-( არათანაბრად დაჭრილი -bread, meat, cheese ), ერთი ნაწილი
26. A litter of…-ერთი ლიტრი ( wine, oil…)
27. A bit of…- ცოტა, ოდნავ( ლუკმა, ნატეხი, ნაჭერი) , მცირე ნაწილი მთელის

You might also like