Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

“შუშანიკის წამება” VI თავი

ამ ეპიზოდში კარგად ჩანს პერსონაჟების ხასიათი, მათი მიზნები. ჩანს როგორი დიდია განსხვავება
პერსონაჟებს შორის.
შუშანიკის ძალით წამოყვანის შემდეგ, ვახშამი გამართა ვარსქენმა, ჯოჯიკთან და მის ცოლთან
ერთად. შუშანიკი უჭმელი იყო, დანარჩენები ჭამას და ღვინის დალევას აძალებდნენ, “ხოლო
ცოლმან ჯოჯიკისმან მიართუა ღჳნოჲ ჭიქითა და აიძულებდა მას, რაჲთამცა იგი ხოლო შესუა.”
შუშანიკს პირი არაფრისთის დაუკარებია.
ეს ეპიზოდი დაკავშირებულია საიდუმლო სერობასთან. დიდ ხუთშაბათს, ჯვარცმის წინა დღეს,
როდესაც მაცხოვარმა გატეხა პური, მისცა მოციქულებს და უთხრა რომ ეჭამათ, ეს მისი ხორცი
იყო. შემდეგ, ჩამოასხა ღვინო, და უთხრა “სუთ ამისგან ყოველთა ეს არის ჩემი სისხლი ახალი
აღთქმისა, მრავალთათვის დათხეული.” როდესაც მას აძალებენ ღვინოს დალევას, და იგი უარყობს,
ის თავს იცავს და არ აყენებს შეურაწყოფას ქრისტეს წმინდა სისხლს.
შუშანიკმა, ფიცხი ხასიათი გამოიჩინა საკუთარი თავის დასაცველად და თქვა: „ოდეს ყოფილ არს
აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური?!“. ტრადიციულად ქალები და მამაკაცები
მე-5 საუკუნეში ერთად არ ჭამდნენ საჭმელს. რადგან შუშანიკისთვის სხვა სარწუნოების მქონე
ვარსქენი უკვე უცხო კაცი იყო მისთვის, ისინი ერთად ვერ ივახშმებდნენ.
ჯოჯიკის ცოლის მიერ შეთავაზებული ღვინო შეურაწყოფად მიიჩნია და სახეში შეალეწა ღვინის
ჭიქა. ჯოჯიკის ცოლმა ღვინო მხოლოდ მადის გასახსნელად მიართვა, რომელიც შუშანიკმა
სხვანაირად აღიქვა, თანაც ის ვარსქენის ღვინოს დალევას არც აპირებდა. რამაც ვარსქენი
განარისხა. დაიწყო უხამსი გინება, აიღო ასტამი და თავში ჩაარტყა შუშანიკს. უმოწყალოდ სცემა და
თმით ითრია. ვარსქენი მოხსენიებულია მეტაფორით, როგორც მგელი და შუშანიკი, როგორც
კრავი. სიმბოლო მოდის ძველი აღქმიდან, აბრაამს ღმერთმა სთხოვა, თუ შვილს შეწირავდა
ერთგულებას დაუმტკიცებდა, მაგრამ ღმერთი შეაჩერებს და ბუჩქებში მყოფ კრავს შეწირავს.
შუშანიკი იყო ეგრეთ წოდებული კრავი, უდანაშაულო და უსუსური არსება, რომელიც იტანჯა
არაფრის გამო. მიუხედავად შუშანიკის მდგომარეობისა, მან სიმშვიდე შეინარჩუნა, საკუთარი თავის
პატივისცემა არ დაუკარგავს. შესაძლოა ავტორი მის ასეთ ფიცხ სახეს მკვეთღად
მიზანმიმართულად არ გვაჩვენებს, რადგან ის წმინდანი იყო.
ეს ვახშამი ვარსქენი ერთგვარი შემორიგების მცდელობა იყო, მას მისი დაბრუნება სურდა. ჩემი
აზრით, მას შუშანიკთან რაღაც აკავშირებდა, შეიძლება უყვარდა კიდეც, მიუხედავად მისი
სისასტიკისა. შემდეგ ეპიზოდში ჩანს კიდეც როდესაც მიდის შუშანიკის სანახავად, გაუკვირდება რა
მდგომარეობაში ხედავს, ნუ თუ მას შეეძლო მას ამის გაკეთება.

You might also like