სტილის ცნება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

სტილის ცნება ანტიკური საფუძველი

სტილი, როგორც ცნება, სხვა მრავალი ლიტერატურადმცოდნეობითი ტერმინისგან


განახვავებით, მხოლოდ ამ დარგს არ ეკუთვნის, ტერმინს სტილი- ხელოვნება ,
ლინგვისტიკა, ესთეთიკა, მუსიკათმცოდნეობა და მრავალი სხვა დარგი იყენებს , სტილი
მრავალმნიშვნელოვანი ტერმინია, ლიტმცოდნეობის აზრით, სტილის ფორმას ის
ართულებს, რომ სტილის ფორმა უკავშირდება მხატვრულ მიმდინარეობებს და
შემოქმედებითი მეთოდის ცნებებს,

სტილი თითქმის ყოვლისმომცველი გახდა, მისი ფარგლების განსაზღვრა რთული გახდა ,


ამიტომ შესაბამის სტილს პერიოდის მიხედვით განსაზღვრავენ . მეცნიერული ინტერესი
სტილის ცნების, თავად ამ ტერმინის და ტერმინის დაზუზტების მიმართ კვლავ
აქტუალურია , სიტყვა სტილი ბერძნულადაც და ლათინურადაც აღნიშნავს კალამს
(საწერკალამს) ,

ეს არის ჯოხი რომელსაც ერთი თავი აქვს წაწვეტებული მეორე ბლაგვი , წვეტიანით
წერდნენ გასანთლულ დაფაზე და მეორე მხრით შლიდნენ.

სტილის ამ თავისებურებას უკავშირდება ჰორაციუსის ფრაზა გადააბრუნეთ (სტილი )


კალამი, წაშალეთ დაწერილი მისი შემდგომის სრულყოფის მიზნით, სიტყვა სტილი სხვა
სფეროებშიც დამკვიდრდდა, მაგალითად კალენარში(ძველი და ახალი სტილი ) ,
ჭადრაკში, ტექნიკაში, ჩაცმის სტილი(კოკო შანელი)

ანტიკურ ეპოქაშივე სტილმა გადატანითი მნიშვნელობა შეიძინა იგი აღნიშნავდა


ინფიბიდუალურ ხელწერას და ხელწერის თავისებურებებს, სტილის ,როგორც თეორიული
პრობლემის, შესახებ მსჯელობა ჯერ კიდევ ანტიკურ საბერძნეთში დაიწყო , პრაქტიკული
ინტერესი ძალიან დიდი იყო, რადგან საზოგადოების ცხოვრებაში რიტორიკას , როგორც
დარწმუნების საშუალებას, განსაკუთრებული მნიშვენელობა ენიჭებოდა , ხოლო
მჭერმეტყველებისა ანუ რიტორიკისა და სტილის მჭიდრო კავშირი სადავო არაა .

თეორიულად სტილის რაობის შესწავლა არისტოტელეს სახელს უკავშირდება ,


არისტოტელეს ნაშრომში- “რიტორიკაში” საკითხი შემდეგნაირად არის
ჩამოყალიბებული-ორატორის საჯაროდ გამოსვლისას კომუნიკაციის აქტში
მონაწილეობდნენ ორატორი და თავად მსმენელი, არისტოტელეს აზრით , ორატორი უნდა
დაუფლებოდა სიტყვის აგების პრაქტიკას და პასუხი უნდა გაეცა სამ კითხვაზე , რა ვთქვა ,
სად ვთქვა და როგორ ვთქვა, ამიტომ არისტოტელეს რიტორიკაში გაშლილია მსჯელობა
ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ორატორის მიზანი- მსმენელთა რეაქცია . მეტყველებამ რომ
საჭირო შთაბეჭდილება მოახდინოს საკმარისი არაა, თქვა სად და რა , ასევე უნდა თქვა
როგორ, რომ წარმოთქმულმა სიტყვამ საჭირო შთაბეჭდილება მოახდინოს , ამიტომ
საჭირო უნდა იყოს სამეტყველო სტილის საკითხის გადაჭრა, არისტოტელე
განმარტავდა( თავის რიტორიკაში )-პოეტები, რომლებიც ჩვეულებრივ საგანზე საუბრობენ ,
თავიანთი სტილით ახდენენ შთაბეჭდილების მოხდენას
სტილი ყოველდღიური, ჩვეულებრივი სიტყვათხმარებიდან გადახვევაა ,
გადახრაა და მათი საშუალებით სიტყვა საზეიმო ხასიათს იძენს.

არისტოტელეს დროიდან სტილს განიხილავდნენ, როგორც ფორმალურ სამკაულს


სიტყვის მოსაკაზმად (სიტყვაკაზმულობა), რაც სალაპარაკო ენის ნორმალური
ჩვეულებრივი ენიდან გადახვევას ნიშნავს.

სტილი, კლასიკური აზრით, გულისხმობს მეტყველების მოკაზმას გაფომებას


ლექსიკური და სინტაქსური ფორმების მიხედვით, სიტყვაში, სადაც მნიშვნელოვან
ფუნქციას ასრულებს გადატანითი მნიშვნელობით ნათქვამი სიტყვა ან გამოთქმა , არის
გამოყენებული სტილისტიკური ხერხი, რომელიც ნათქვამს ანიჭებს განსაკუთრებულ
გამომსახველობას

სამი სტილის დოქტრინა პირველად გამოჩნდა ანონიმი რომაელი ავტორის


ტრაქტატში- რიტოტიკა გენერიუსისათვის და მხოლოდ ამ ავტოირს შემდეგ ციცერონის
ტრაქტატში “ორატორი” , როტორიკისათვის მიძღვნილ ამ ტრაქტატში განასხვავებდნენ
სტილის სამ სახეობას: მაღალ სტილს (ამას იყენებდნენ ანტიკური სკოლის
წარმომადგემლები), საშუალო სტილს (იმავე სკოლის აზიური ნაწილი) და დაბალ
სტილს(როდუსული სკოლა)

ციცერონის თანახმად სამივე სტილი ემსახურებოდა სამ მიზანს რომელსაც თითოეული


ორატორი ისახავს ხოლმე-დასაბუთება, მოხიბვლა, აღელვება , სტილის აქსიომაა : ერთი
და იგივე შეიძლება გამოითქვას სხვადასხვა წესით და ეს სხვადასხვა სტილის წესი
შეიძლება იყოს განახვავებული

You might also like