Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 19

სისხლის სამართალი

1. გ. კილაძე გაუპატიურების მიზნით თავს დაესხა ა. კვაჭაძეს და ხელები გადაუგრიხა. ამ


დროს ა. კვაჭაძის 12 წლის გოგონამ გაიღვიძა და მეზობლებს საშველად მოუხმო. გ.
კილაძეს შეეშინდა და მიიმალა. დაისჯება თუ არა გ. კილაძე?
ა) დიახ, რადგან ჩადენილია გაუპატიურების მცდელობა.
ბ) არა, რადგან მან დანაშაულზე ნებაყოფლობით აიღო ხელი
გ) დიახ, რადგან მან ჩაიდინა გაუპატიურების მომზადება.
დ) არა, რადგან სამართლით დაცული სიკეთე არ დაზიანებულა.
2. რომელი დანაშაული განხორციელდება თუ ჩადენილია საქართველოს დასუსტების
მიზნით სახელმწიფო ან სხვა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის ან სამსახურის
ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხელის შეშლა?
ა) საქვეყნოდ მოწოდება საქართველოს სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისაკენ.
ბ) სახელმწიფო საიდუმლოების გახმაურება.
გ) ჩადნილია საბოტაჟი.
დ) შეთქმულება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით
შესაცვლელად
3. მკვლელობის ჩადენის შემდეგ დ. კაკაბაძე განაჩენის გამოტანამდე ფსიქიკურად
დაავადდა. დაისჯება თუ არა დამნაშავე?
ა) დაისჯება, რადგან მკვლელობა შერაცხად მდგომარეობაში ჩაიდინა.
ბ) კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქი სასჯელი დაენიშნება.
გ) არ დაისჯება, რადგან მისი მოქმედება არაბრალეულია.
დ) არ დაისჯება, რადგან სასჯელი მხოლოდ შერაცხად პირს ეკისრება
4. სვანეთის მაღალმთიან სოფელში მგზავრობისას ავტობუსი ხრამში ჩავარდა, რის
შედეგადაც 2 მგზავრი განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა და ორივეს
ესაჭიროებოდა გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია. შემთხვევის ადგილთან ახლო
მდებარე სოფელში მხოლოდ ერთი ქირურგი იმყოფებოდა. ექიმმა ოპერაცია ჩაუტარა
მხოლოდ ერთ მგზავრს, თავის ახლო ნათესავს, რომელიც სიკვდილს გადაურჩა, ხოლო
მეორე დაზარალებული აღნიშნული ოპერაციის დამთავრებამდე გარდაიცვალა.
დროული სამედიცინო ჩარევის შედეგად, მისი სიცოცხლე შენარჩუნებული იქნებოდა.
დაეკისრება თუ არა ქირურგს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა?
ა) დიახ, რადგან ჩადენილია განსაცდელში მიტოვება.
ბ) დიახ, რადგან ქირურგის მიერ ჩადენილია სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში
ჩაყენება.
გ) ქირურგს არ დაეკისრება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რადგან იგი
იმყოფებოდა მოვალეობათა კოლიზიის მდგომარეობაში.
გ) არა, რადგან ექიმი მოქმედებდა ტრაგიკული კოლიზიის ვითარებაში.
5. უვადო თავისუფლების აღკვეთა არ დაენიშნება იმას, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე არ
შესრულებია:
ა) ოცდახუთი წელი.
ბ) თვრამეტი წელი.
გ) თოთხმეტი წელი.
დ) თექვსმეტი წელი.
6. წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ
არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, ჩადენილი ძარცვისთვის სსკ-ის 178-ე
მუხლის მესამე ნაწილის სანქციით, გათვალისწინებულია თავისუფლების აღკვეთა
ვადით ხუთიდან რვა წლამდე. აღნიშნული დანაშაულისთვის სასამართლომ დანიშნა
თავისუფლების აღკვეთა ხუთი წლით. რომელი კატეგორიის დანაშაულია ჩადენილი
პირთა ჯგუფის მიერ?
ა) განსაკუთრებით მძიმე.
ბ) ნაკლებად მძიმე.
გ) მძიმე.
დ) მსუბუქი.
7. შავ ზღვაზე, თურქეთის სანაპიროსთან საქართველოს ამოსაცნობი ნიშნით მცურავ გემზე
მყოფი უკრაინის მოქალაქეების მიმართ საბერძნეთის მოქალაქეებმა ჩაიდინეს ნაკლებად
მძიმე დანაშაული. შეიძლება თუ არა დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზე
ჩადენილად ჩაითვალოს?
ა) არა, რადგან დანაშაული საბერძნეთის მოქალაქეების მიერ არის ჩადენილი.
ბ) არა, რადგან უკარაინის მოქალაქეების მიმართ ნაკლებად მძიმე დანაშაულია
ჩადენილი.
გ) დიახ, რადგან დანაშაული საქართველოს ტერიტორიაზეა ჩადენილი.
დ) არა, რადგან დანაშაული მხოლოდ თურქეთის ტერიტორიაზე ითვლება ჩადენილად.
8. ოპერატიულ-სამძემრო მოქმედებების ჩატარების შემდეგ გამოვლინდა ე. კარაპეტიანის
დანაშაულებრივი ქმედება. კერძოდ, დადგინდა, რომ ე. კარაპეტიანს გატაცებული ჰქონდა
მერსედესის მარკის ავტომანქანა. გამომძიებელმა გამოძიების დაწყებისგან თავის
შეკავებისთვის 5000 ლარი მოსთხოვა ე.კარაპეტიანს. ე. კარაპეტიანმა ფული არ მიუტანა
დათქმულ ვადაში. გამომძიებელი ამის შემდგომ ე. კარაპეტიანს ცემით დაემუქრა თუ
ფულს არ მისცემდა. შეაფასეთ გამომძიებლის მოქმედება.
ა) ჩადენილია არაერთგზის, გამოძალვით ქრთამის აღების მცდელობა.
ბ) ჩადენილია ქრთამის აღება გამოძალვით და სამსახურებრივი უფლებამოსილების
ბოროტად გამოყენება.
გ) ჩადენილია ქრთამის აღება და გამოძალვა სამსახურებრივი მდგომარეობის
გამოყენებით.
დ) ჩადენილია ქრთამის აღება გამოძალვით
9. სახელწიფოს კუთვნილი ერთ-ერთი სამედიცინო დაწესებულების ექიმმა უყურადღების
შედეგად არასწორი დიაგნოზი ჩაწერა მძიმედ დაჭრილი ჯარისკაც მ. რაზმაძის
ავადმყოფობის ისტორიაში, რის გამოც დაჭრილი ჯარისკაცი არასათანადო სამკურნალო
განყოფილებაში მოათავსეს განაწილებისას. აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობით ამავე
დაწესებულების ექთანმა ინექციის გზით მ. რაზმაძეს გაუკეთა მედიკამენტი, რაც
სასიკვდილო აღმოჩნდა ავადმყოფისთვის. დააკვალიფიცირეთ ექიმის მოქმედება.
ა) ჩადენილია შრომის დაცვის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა.
ბ) ჩადენილია სამსახურებრივი სიყალბე და სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით.
გ) ჩადენილია გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობა.
დ) ჩადენილია სამსახურებრივი გულგრილობა, რამაც გამოიწვია ადამიანის სიცოცხლის
მოსპობა.
10. ნასამართლებმა პირმა პირველად ჩაიდინა სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული დანაშაული (ნივთის დაზიანება ან განადგურება), რომლისთვისაც
გათვალისწინებულია სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. დანაშაულის ჩადენის
შემდეგ იგი ნებაყოფლობით გამოცხადდა ბრალის აღიარებით, ხელი შეუწყო
დანაშაულის გახსნას და აანაზღაურა ზიანი. შეიძლება თუ არა დამნაშავე
გათავისუფლდეს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან?
ა) არ შეიძლება, რადგან პირი ნასამართლებია.
ბ) შეიძლება გათავისუფლდეს, რადგან პირველად ჩაიდინა დანაშაული და აღნიშნული
მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული მაქსიმალური სასჯელი არ აღემატება
სამი წლით თავისუფლების აღკვეთას, აღიარა დანაშაული და აანაზღაურა ზიანი.
გ) შეიძლება თუ შეურიგდა დაზარალებულს.
დ) არ შეიძლება, რადგან დანაშაული ქონებრივი ხასიათისა.
11. მთვრალმა პირებმა ხულიგნური ქვენა გრძნობით, განსაკუთრებული სისტიკით მოკვლის
განზრახვით სცემეს ფ. ჩიჩუა და ქუჩაში მიაგდეს იმ ვარაუდით, რომ იგი მკვდარი
ეგონათ, თუმცა დაზარალებული დროული დახმარების შედეგად სიკვდილს გადაურჩა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ ორივე პირს შეუფარდა უვადო თავისუფლების
აღკვეთა. კანონიერია თუ არა სასამართლოს განაჩენი?
ა) არა, რადგან მცდელობისთვის არ შეიძლება უვადო თავისუფლების გამოყენება.
ბ) დიახ, რადგან მკვლელობა ჩადენილია დამამძიმებელ გარემოებებში.
გ) დიახ, რადგან სიმთვრალე ამძიმებს პასუხისმგებლობას.
დ) დიახ, რადგან ქმედებას თან ახლავს რამდენიმე დამამძიმებელი გარემოება.
12. მთიან ადგილში მიმავალი მძღოლი დაეჯახა ფეხით მოსიარულეს.
დაზარალებულისთვის დახმარების გაწევის მიზნით მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან და
ნახა, რომ დაზარალებული მისი მეზობელი იყო, რომლის მკვლელობაც მას დიდი ხნის
წინათ ჰქონდა ჩაფიქრებული. აღნიშნულის გამო, მძღოლმა შეგნებულად დატოვა
მეზობელი სიცოცხლისთვის სახიფათო მდგომარეობაში და მიიმალა. დაზარალებული
დაჯახებიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა. სამედიცინო ექსპერტიზით დადგენდა,
რომ დაღუპულს ვერანაირი დროული სამედიცინო დახმარება ვერ გადაარჩენდა.
დააკვალიფიცირეთ მძღოლის უმოქმედობა?
ა) მძღოლმა ჩაიდინა წინასწარი შეცნობით უმწეო მდგომარეობაში მყოფის მკვლელობის
მცდელობა.
ბ) მძღოლმა ჩაიდინა მკვლელობა.
გ) მძღოლმა ჩაიდინა სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში მყოფი დაზარალებულის
დაუხმარებლობა.
დ) მძღოლმა ჩაიდინა მეზობლის განსაცდელში მიტოვება
13. თვრამეტი წლის ასაკის შესრულებამდე პირმა ოთხჯერ ჩაიდინა განზრახ მძიმე
დანაშაული. თვრამეტი წლის შესრულების შემდეგ, კვლავ ჩაიდინა განზრახი
დანაშაული. რომელი სახის რეციდივს აქვს ადგილი?
ა) განსაკუთრებით საშიშ რეციდივს.
ბ) საშიშ რეციდივს.
გ) რეციდივს არა აქვს ადგილი.
დ) ნაკლებად საშიშ რეციდივს.
14. დანაშაულის მცდელობისთვის სასჯელის ვადა ან ზომა არ უნდა აღემატებოდეს
დამთავრებული დანაშაულისთვის სსკ-ის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით ან
მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი სახის სასჯელის მაქსიმალური
ვადის ან ზომის:
ა) მცდელობისთვის შესაძლებელია დამთავრებული დანაშაულისთვის სსკ-ის კერძო
ნაწილის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული ყველაზე მკაცრი
სახის სასჯელის მაქსიმალური ვადა ან ზომა დაინიშნოს.
ბ) ერთ მესამედს.
გ) ერთ მეოთხედს.
დ) სამ მეოთხედს.
15. მსჯავრდებული ლ. მიქაძე ჯიუტად თავს არიდებდა გამასწორებელ სამუშაოს.
სასამართლომ აღნიშნული სასჯელი შეცვალა ჯარიმით შემდეგი
გაანგარიშებით: გამასწორებელი სამუშაოს 1 დღე – 50 ლარით. სწორია თუ არა
სასამართლოს გადაწყვეტილება?
ა) არა, რადგან გამასწორებელი სამუშაო უნდა შეცვლილიყო საზოგადოებისათვის
სასარგებლო შრომით.
ბ) არა, რადგან ერთი დღე უნდა შეესაბამებოდეს 100 ლარს.
გ) არა, რადგან გამასწორებელი სამუშაოს შეცვალა ჯარიმით არ შეიძლება.
დ) დიახ, რადგან კანონი არ დარღვეულა.
16. 54 წლის ირმა ნიკოლაძეს, რომელსაც ჰყავდა 8 წლის შვილი, შეეფარდა
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა. ადვოკატმა გაასაჩივრა სასამართლოს
გადაწყვეტილება იმ მოტივით, რომ სასჯელის ამ სახის დანიშვნა მისთვის არ
შეიძლებოდა. რამდენად საფუძვლიანია ადვოკატის მოთხოვნა?
ა) მართებულია, რადგან მსჯავრდებული 50 წელზე მეტი ხნისაა.
ბ) უსაფუძვლოა, რადგან სასჯელის ეს სახე არ ენიშნება მხოლოდ ორსულ ქალებს.
გ) უსაფუძვლოა, რადგან კანონის მოთხოვნა არ არის დარღვეული.
დ) არაკანონიერია, რადგან მსჯავრდებული პირველი ჯგუფის ინვალიდი არაა.
17. სამედიცინო დაწესებულებაში, გვიან ღამით, სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში
მყოფი ავადმყოფი მიიყვანეს. მორიგე ექიმმა მიღებაზე უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ
ავადმყოფის სიკვდილი მას დიდი ხანია სურდა, რადგან იგი მისი მოსისხლე მტერი იყო.
მართლაც, ავადმყოფი დაუხმარებლობით გარდაიცვალა, რითაც ექიმი კმაყოფილი დარჩა.
როგორ დაკვალიფიცირდება ექიმის ქმედება?
ა) უმწეო მდგომარეობაში მყოფის მკვლელობად.
ბ) განსაცდელში მიტოვებად.
გ) ავადმყოფის განსაცდელში მიტოვებად.
დ) სიცოცხლისათვის საშიშ მდგომარეობაში ჩაყენებად.
18. ორჯერ ნასამართლებ ნ. ლალიაშვილს უთანხმოება ჰქონდა ვ. სარიასთან. მასზე
შურისძიების გამო მან პროკურატურას აცნობა, რომ თითქოს ვ. სარიამ გუშინ ღამით მას
არყის სახდელი სპილენძის ქვაბი მოპარა, რაც სიმართლეს არ შეეფერებოდა. დაისჯება
თუ არა ნ. ლალიაშვილი?
ა) დიახ, რადგან ჩადენილია სსკ-ის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული (ცრუ
ჩვენება, ყალბი დასკვნა ან არასწორი თარგმანი).
ბ) არა, რადგან ცილისწამება ისჯება მხოლოდ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის
დაბრალებით.
გ) დიახ, რადგან მან ჩაიდინა ცრუ დასმენა.
დ) არა, რადგან ცილისწამება დანაშალი არაა.
19. 2023 წლის 04 თებერვალს, მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ს. შაქარაშვილმა მეუღლეს
ჩხუბი და გინება დაუწყო. ხმაურზე გამოვიდა კარის მეზობელი – უ. გიუნაშვილი,
რომელმაც მოძალადეს დამშვიდებისაკენ მოუწოდა. ამ დროს ძალადობის მსხვერპლი
აივანზე გავიდა იმ იმედით, რომ მოძალადე ქმარი დაწყნარდებოდა და დაიძინებდა. ს.
შაქარაშვილმა აიღო სამზარეულო დანა, აივანზე გავიდა და მეუღლეს გულმკერდის
არეში მოუქნია, რა დროსაც მსხვერპლმა ხელი აიფარა. დარტყმის შედეგად მსხვერპლს
ხელი გაეჭრა. გ, გიუნაშვილი შეეცადა დანის წართმევას, მაგრამ უშედეგოდ. ს.
შაქარაშვილმა კვლავ მოუქნია მეუღლეს დანა, რა დროსაც გ. გიუნაშვილმა მსხვერპლს
ხელი ჰკრა და მეორე სართულის აივნიდან გადააგდო. დაცემის შედეგად მსხვერპლს
ჯანმრთელობის მძიმედ დაუზიანდა, კერძოდ ორივე ფეხი მოიტეხა.
შეერაცხება თუ არა ობიექტურად უ. გიუნაშვილს ძალადობის მსხვერპლისათვის
მიყენებული ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება ?
ა) არა, რადგან უ. გიუნაშვილმა თავისი ქმედებით ჯანმრთელობის დაზიანების
მიყენებით, უფრო დიდი დაზიანება - მსხვერპლის გარდაცვალება აიცილა;
ბ) დიახ, ვინაიდან უ. გიუნაშვილის მოქმედებით ახალი საფრთხე შეიქმნა;
გ) არა, რადგან უ. გიუნაშვილისა და მსხვერპლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას
შორის მიზეზობრივი კავშირი არ არსებობს;
დ) დიახ, ვინაიდან უ. გიუნაშვილისა და მსხვერპლის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას
შორის მიზეზობრივი კავშირი არსებობს;
20. 2023 წლის 11 თებერვალს დაახლოებით 22:00 საათზე, გ. ბერიძე მივიდა ყოფილი
მეუღლის – ნ. გოროზიას საცხოვრებელ სახლში და დაუწყო შერიგებაზე საუბარი. ამ
დროს ნ. გოროზია ტელეფონზე სასაუბროდ გავიდა გვერდით ოთახაში. გ. ბერძეს
ყოფილი მეუღლის ტელეფონზე საუბრისას შემოესმა სიტყვები, „დღეს საღამოს არ
მცალია, შეიძლება ხვალ, ვნახოთ…“. გ, ბერიძემ ჩათვალა, რომ ნ. გოროზიას დაურეკა
მამაკაცმა. აღნიშნულზე გაღიზიანდა და ყოფილ მეუღლეს ყვირილი და გინება დაუწყო.
მან უთხრა, რომ მას არ ჰქონდა უფლება სხვა მამაკაცთან დაემყარებინა ურთიერთობა,
რადგან ის კვლავ მას ეკუთვნოდა და როგორც თავად ჩათვლიდა ყველაფერი ისე
იქნებოდა. ნ. გორიზიას შეეშინდა და გაქცევა სცადა, რა დროსაც გ. ბერიძემ დაიჭირა და
ხელების ყელზე მოჭერით გაგუდა. როგორ დაკვალიფიცირდება გ. ბერიძის ქმედება ?
ა) განზრახ მკვლელობა;
ბ) ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ მკვლელობა;
გ) გენდერის ნიშნით, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ განზრახ
მკვლელობა;
დ) გენდერის ნიშნით განზრახ მკვლელობა;
21. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორი ესტონეთის
სახელმწიფოს საგამოძიებო უწყების მომართვის (შუამდგომლობის) საფუძველზე ქ.
გორში საპროცესო მოქმედებას ატარებდა, რა დროსაც ხელმძღვანელობდა ესტონეთის
საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. გენერალური პროკურატურის გენერალური
ინსპექციის დეპარტამენტში ანონიმური შეტყობინებით პროკურორის საპროცესო
მოქმედება იქნა გასაჩივრებული, ვინაიდან ესტონეთსა და საქართველოს შორის
დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყო ერთი სახელმწიფოს მიერ
მეორე სახელმწიფოს კანონმდებლობის გამოყენების საკითხები.
საფუძვლიანია თუ არა ანონიმური შეტყობინება ?
ა) დიახ, რადგან აღნიშნულ შესაძლებლობას ორ სახელმწიფოს შორის დადებული
ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა;
ბ) დიახ, საქართველოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარება ხორციელდება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
გ) არა, რადგან რადგან საქართველოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების
შესახებ უცხო სახელმწიფოს მხოლოდ სასამართლოს შუამდგომლობის შესრულებისას
შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის
გამოყენება;
დ) დიახ, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების
შესახებ უცხო სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას
შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის
გამოყენება;
22. 2023 წლის 12 თებერვალს გამართულ ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე,
მსაჯულობის №47-ე კანდიდატმა ადვოკატის კითხვაზე ბოლო 1 წლის განმავლობაში ხომ
არ ყოფილა ადმინისტრაციული წესით დაჯარიმებული, განაცხადა, რომ დაახლოებით 6
თვის წინ რესტორანში იჩხუბა და სასამართლომ 500 ლარით დააჯარიმა წვრილმანი
ხულიგნობისა და დანის ტარებისათვის. აღნიშნულის შემდეგ ადვოკატმა კანდიდატის
აცილება მოითხოვა, რომლის საფუძვლად მიუთითა, რომ პირი ვერ მიიღებს სისხლის
სამართლის პროცესში მონაწილეობას თუ ადმინისტრაციული სახდელი დაედო და ამ
ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული.
სწორია თუ არა ადვოკატის პოზიცია ?
ა) დიახ, რადგან პირი ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას თუ
ადმინისტრაციული სახდელი დაედო საზოგადოებრივი წესრიგის ხელმყოფი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის;
ბ) დიახ, რადგან პირი ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობას თუ
ადმინისტრაციული სახდელი დაედო ან გასამართლდა და ამ ადმინისტრაციული
სახდელის დადებიდან 1 წელზე ნაკლებია გასული, ან თუ ნასამართლობა მოხსნილი ან
გაქარწყლებული არ აქვს;
გ) დიახ, ადვოკატის პოზიცია სწორია, რადგან ნასამართლევი და ადმინისტრაციული
წესით სახდელდადებული პირი ვერ მიიღებს სისხლის სამართლის პროცესში
მონაწილეობას;
დ) არა, ადვოკატის პოზიცია სწორი არ არის;
23. 2023 წლის 4 თებერვალს გამართულ სხდომაზე, მოსარჩელემ იშუამდგომლა სხდომაზე
მოწმის სახით დაკითხულიყო რ. აბუსერიძე. მოსამართლემ მანდატურს სთხოვა მოწმის
სხდომის დარბაზში შემოყვანა, რომელიც სხდომის დარბაზის გარეთ იცდიდა. რ.
აბუსერიძემ ჩვენების მიცემამდე სასამართლოს განუმარტა, რომ მართალია მომხდარ
ფაქტს უშუალოდ შეესწრო, კერძოდ როგორ დაზიანდა მისი ძმის ძვირადღირებული
ავტომანქანა, მაგრამ თუ სასამართლო მას დაავალდებულებს ჩვენების მიცემას ეს
გამოიწვევს მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რადგან არაკანონიერი
გზებით უკვე სცადეს ამ დავის მოგვარება, რისთვისაც თავისი ძმა და რამდენიმე პირი
„ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მიღებისათვის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან. სასამართლომ მოწმედ მოწვეული რ.
აბუსერიძე ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან გაანთავისუფლა.
სწორად მოიქცა თუ არა სასამართლო ?
ა) დიახ, რადგან პირს უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე თუ ჩვენების მიცემა
გამოიწვევს მოწმის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას;
ბ) დიახ, რადგან პირი არ არის ვალდებული სამოქალაქო საქმეზე ჩვენება მისცეს
სასამართლო სხდომაზე;
გ) არა, რადგან სასამართლო სხდომაზე მოწმის მიერ გაჟღერებული ჩვენების საფუძველზე
გამოძიება ვერ დაიწყება;
დ) არა, რადგან პირს უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავების
წინააღმდეგ;
24. ოპერატიული ინფორმაციით დაადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა,
რომელიც წარმოადგენს საჯარო მოხელეს, 25.000 ლარის სანაცვლოდ ალკოჰოლური
თრობის მდგომარეობაში მძღოლი შესაბამისი რეაგირების გარეშე გაუშვა. საქმეზე
შეკრებილი ინფორმაციის საფუძველზე, პროკურორმა 2023 წლის 8 იანვარს პოლიციელს
ბრალი წაუყენა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისათვის, დანაშაული
გათვალისწინებული სსკ-ის 338-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით.
სწორია თუ არა პროკურორის მოქმედება ?
ა) არა, რადგან სახეზე არ არის განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება;
ბ) დიახ, რადგან სახეზეა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღება;
გ) არა, რადგან სახეზეა კანონით აკრძალული საჩუქრის მიღება;
დ) არა, რადგან სახეზეა პირის პასუხისმგებლობისაგან უკანონო გათავისუფლება;
25. 2023 წლის 3 იანვარს საზოგადოებრივი უსაფრთხოების ცენტრ 112-ში შესული
შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება საჯარო სკოლის ტერიტორიაზე
ხულიგნობის ჩადენის ფაქტზე. გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 23 მაისს,
დაახლოებით 12:00 საათიდან 13:30 საათამდე დროის პერიოდში ფ. გერნაკოვი
იმყოფებოდა საჯარო სკოლის საფეხბურთო მოედანზე, სადაც ასევე იმყოფებოდნენ 11
წლის ა. ჩალაბაშვილი და 12 წლის გ. დავითულიანი. ფ. გერნაკოვმა ამ უკანასკნელების
თანდასწრებით მოახდინა სასქესო ორგანოს დემონსტრირება, რის შემდეგაც მათ უთხრა,
რომ თუ აღნიშნულის თაობაზე სხვა პირს რამეს ეტყოდნენ ისე დაუსახიჩრებდა სახეებს
ქუჩაში გამოსვლის შერცხვებოდათ. ბავშვები ტირილით მივიდნენ საჯარო სკოლაში
მორიგე მანდატურთან და აღნიშნული თაობაზე დახმარება სთხოვეს.
როგორ დაკვალიფიცირდება ფ. გერნაკოვის ქმედება ?
ა) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი
ქმედება;
ბ) ორი ან მეტი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება;
გ) ორი ან მეტი პირის მიმართ გარყვნილი ქმედება და დამნაშავისათვის წინასწარი
შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მუქარა;
დ) წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ სექსუალური ხასიათის სხვაგვარი
ქმედება და დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ მუქარა;
26. 2023 წლის 8 იანვარს სასამართლომ ა. აზარიანი დამნაშავედ სცნო ოჯახში ძალადობის
ჩადენისათვის, დანაშაული გათვალისწინებული 126-ე (პრიმა) მუხლის პირველი
ნაწილით. აღნიშნული დანაშაული ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით
ვადით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ
წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლომ ა. აზარიანს ძირითად სასჯელის სახედ და ზომად დაუნიშნა ჯარიმა 3000
ლარის ოდენობით.
კანონიერია თუ არა სასამართლოს გადაწყვეტილება ?
ა) არა, რადგან დანაშაული ამგვარ სასჯელს არ ითვალისწინებს;
ბ) არა, რადგან ჯარიმა მხოლოდ დამატებით სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ
შემთხვევაშიც, როდესაც იგი ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით დამატებით სასჯელად
გათვალისწინებული არ არის;
გ) არა, რადგან მოსამართლის გადაწყვეტილება კანონიერი არ არის;
დ) დიახ, რადგან ჯარიმა სასჯელად შეიძლება დაინიშნოს იმ შემთხვევაშიც, როდესაც
იგი სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით დამატებით სასჯელად
გათვალისწინებული არ არის;
27. დაცვის მხარემ ბრალდების მხარეს წინასასამართლო სხდომამდე მოსთხოვა მის ხელთ
არსებული იმ ინფორმაციის გაცნობა, რომლის წარდგენასაც პროკურორი სასამართლოში
აპირებდა. 2022 წლის 2 მარტს პროკურორმა ადვოკატს ინფორმაცია სრულად გააცნო და
ასევე გამამართლებელი მტკიცებულებაც გადასცა. 2022 წლის 11 აპრილს
წინასასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარემ წარადგინა მტკიცებულებათა ნუსხა.
ადვოკატმა დააყენა შუამდგომლობა პროკურორის მიერ წარდგენილი
მტკიცებულებებიდან ნაწილის დაუშვებლად ცნობის თაობაზე და მიუთითა, რომ
როდესაც მან მოსთხოვა პროკურორს ინფორმაციის გაცნობა იმ მომენტისათვის
ბრალდების მხარეს ფარული აუდიოჩანაწერი უკვე მოპოვებული ჰქონდა, რომელიც
შეგნებულად დაუმალა. სასამართლომ დაცვის მხარის შუამდგომლობა ბრალდების
მხარის მტკიცებულების დაუშვებლად ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა. სწორია თუ
არა წინასასამართლო სხდომის მოსამართლის გადაწყვეტილება ?
ა) არა, რადგან დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის მიღებაზე დასაშვებია შეიზღუდოს
მხოლოდ პირველი წარდგენის სხდომამდე;
ბ) არცერთი პასუხი არ არის სწორი;
გ) არა, რადგან დაცვის მხარის უფლება ინფორმაციის მიღებაზე დაუშვებელია
შეიზღუდოს სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე;
დ) არა, რადგან სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე დაცვის მხარის
მოთხოვნა ბრალდების მხარის იმ ინფორმაციის გაცნობის თაობაზე, რომლის
მტკიცებულებად სასამართლოში წარდგენსაც ბრალდების მხარე აპირებს, დაუყონებლივ
უნდა დაკმაყოფილდეს;
28. 2022 წლის 3 თებერვალს თელავის რაიონულ სასამართლოში დაიწყო ნაფიც მსაჯულთა
მონაწილეობით სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა. გ. ესიტაშვილს
ბრალად ედებოდა ეთნიკური შეუწყნარებლობის მოტივით ზ. მამედოვის განზრახ
მკვლელობა. პროცესების დაწყებამდე სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე
კონკრეტული ეთნიკური ჯგუფი თავს იყრიდა და პროტესტს გამოტახავდა, რითაც ხელი
ეშლებოდა საბადრაგო სამსახურსა და სასამართლოს საქმის მიუკერძოებლად განხილვის
პროცეში. საქმის განხილველმა მოსამართლემ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს
მიმართა და ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს სხვა ქალაქში გადატანა შესთავაზა.
უზეანესი სასამართლოს თავმჯდომარემ 2022 წლის 11 აპრილს დაადგინა, რომ ნაფიც
მსაჯულთა სასამართლო ქუთაისში გაგრძელებულიყო. კანონიერია თუ არა უზენაესი
სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ?
ა) დიახ, სასამართლოს შეუძლია მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილება თუ შეუძლებელია
საქმის სამართლიანად და ობიექტურად განხილვის უზრუნველყოფა მისდამი
კონკრეტული ტერიტორიის მოსახლეობის დამოკიდებულების გათვალისწინებით;
ბ) არა, რადგან ამგვარი გადაწყვეტილების მიღება სასამართლოს თავისი ინიციატივით არ
შეუძლია და საჭიროა მხარის შუამდგომლობა;
გ) არა, რადგან ამგვარ გადაწყვეტილებას იღებს ზემდგომი სასამართლოს თავმჯდომარე;
დ) არა, რადგან სასამართლოს შეუძლია მიიღოს ამგვარი გადაწყვეტილება თუ
შეუძლებელია საქმის სამართლიანად და ობიექტურად განხილვის უზრუნველყოფა
მასმედიით მისი ინტენსიური გაშუქების გათვალისწინებით;
29. სენაკის რაიონულ სასამართლოში განიხილებოდა ბრალდებულ ე. სამუშიას სისხლის
სამართლის საქმე. ბრალდებულის ინტერესებს იცავდა მხოლოდ ერთი ადვოკატი. 2023
წლის 8 იანვარს ჩანიშნულ სხდომაზე პროკურორმა მოწმეს მიმართა კითხვით თუ
შეეძლო დარბაზში მყოფი პირებიდან ამოეცნო ის, რომელმაც დააყაჩაღა. ადვოკატი
აღნიშნულმა კითხვამ გააღიზიანა და პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
მოსამართლემ ადვოკატს ზეპირი შენიშვნა მისცა და წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდა.
მიუხედავად ამისა, ადვოკატმა პროკურორს დედის მისამართით შეაგინა. სასამართლომ
ადვოკატი გააძევა სხდომის დარბაზიდან და სხდომა ადვოკატის გარეშე გააგრძელა.
სწორია თუ არა სასამართლოს გადაწვეტილება ?
ა) დიახ, რადგან პროცესის მონაწილის მიერ სხდომაზე წესრიგის დარღვევის ან
სასამართლოს უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე
ზეპირ შენიშვნას აძლევს მას და მოუწოდებს შეწყვიტოს არასათანადო ქცევა ან გააძევებს
სხდომის დარბაზიდან;
ბ) დიახ, რადგან პროცესის მონაწილის მიერ სხდომაზე წესრიგის დარღვევის ან
სასამართლოს მიმართ უპატივცემულობის გამოხატვის შემთხვევაში მოსამართლის მიერ
ზეპირი შენიშვნის მიცემის შემდეგ თუ დამრღვევი მოსამართლის მოწოდებას კვლავ არ
დაემორჩილება, სხდომის თავმჯდომარე გააძევებს მას;
გ) არა, რადგან დაუშვებელია ადვოკატის გაძევება და დაცვის სათანადო
განხორციელებაში ხელშეშლა;
დ) არა, რადგან პროცესის მონაწილის გაძევების შემთხვევაში თუ ბრალდებულის
ინტერესებს მხოლოდ ერთი ადვოკატი იცავს მოსამართლემ პროცესი უნდა გადადოს და
კერძო განჩინება ადვოკატთა გაერთიანებას გაუგზავნოს;
30. 2022 წლის 11 აპრილს ადვოკატმა „აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის
გამოყენების შესახებ“ 2022 წლის 10 აპრილის განჩინება გაასაჩივრა. თბილისის საქალაქო
სასამართლომ საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაუგზავნა. თბილისის
სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლემ ჩათვალა, რომ საქმე
ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით განსაკუთრებული სირთულისაა, რის
გამოც თავმჯდომარეს მიმართა დაედგინა საჩივრი კოლეგიური წესით – 3 მოსამართლის
მონაწილეობით განხილვა. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარემ მიიღო
გადაწყვეტილება და საქმის კოლეგიური წესით განხილვა არ დაადგინა.
კანონიერია თუ არა სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება ?
ა) არა, რადგან თავმჯდომარეს მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია დაადგინოს საქმის
კოლეგიური განხილვა, როდესაც საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული
მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის;
ბ) დიახ, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის გადაწყვეტილება კანონიერია;
გ) არა, რადგან თუ საქმე ფაქტობრივი ან სამართლებრივი თვალსაზრისით
განსაკუთრებული სირთულისაა, თავმჯდომარეს შეუძლია დაადგინოს საქმის
კოლეგიური განხილვა, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საქმე განიხილება ნაფიც
მსაჯულთა მონაწილეობით;
დ) დიახ, რადგან სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს ამგვარი გადაწყვეტილების
მიღების დისკრეცია აქვს;
31. საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოიკვეთა, რომ შპს „ქსოვილი 2038“-ის
დირექტორი გადასახადს შეგნებულად არ იხდიდა. საგადასახადო მოთხოვნის
მიღებიდან 45 დღეში სუბიექტმა თანხა არ გადაიხადა. შემოწმების შედეგები გადაეგზავნა
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ
შპს „ქსოვილი 2038“-მა განზრახ თავი აარიდა 80 000 ლარის გადასახადის გადახდას.
გამოძიების მიერ შეკრებული ინფორმაციის საფუძველზე, პროკურორმა ჩათვალა, რომ
არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჩადენილია დანაშაული და იურიდიული
პირის დირექტორს ბრალად წაუყენა დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის
არიდება, რაც გათვალისწინებულია სსკ-ის 218-ე მუხლით.
სწორია თუ არა პროკურორის მოქმედება ?
ა) დიახ, რადგან დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი თანხა აღემატება 50
000 ლარს;
ბ) არა, რადგან დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი თანხა აღემატება 100
000 ლარს;
გ) დიახ, რადგან დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი თანხა აღემატება 30
000 ლარს;
დ) არა, რადგან დიდ ოდენობად ითვლება, როდესაც გადასახდელი თანხა აღემატება 150
000 ლარს;
32. საქართველოს გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობებისა და
სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის პროკურორი ესტონეთის
სახელმწიფოს საგამოძიებო უწყების მომართვის (შუამდგომლობის) საფუძველზე ქ.
გორში საპროცესო მოქმედებას ატარებდა, რა დროსაც ხელმძღვანელობდა ესტონეთის
საპროცესო კანონმდებლობის შესაბამისად. გენერალური პროკურატურის გენერალური
ინსპექციის დეპარტამენტში ანონიმური შეტყობინებით პროკურორის საპროცესო
მოქმედება იქნა გასაჩივრებული, ვინაიდან ესტონეთსა და საქართველოს შორის
დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული არ იყო ერთი სახელმწიფოს მიერ
მეორე სახელმწიფოს კანონმდებლობის გამოყენების საკითხები.
საფუძვლიანია თუ არა ანონიმური შეტყობინება ?
ა) დიახ, რადგან აღნიშნულ შესაძლებლობას ორ სახელმწიფოს შორის დადებული
ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა;
ბ) არა, რადგან რადგან საქართველოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების
შესახებ უცხო სახელმწიფოს მხოლოდ სასამართლოს შუამდგომლობის შესრულებისას
შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის
გამოყენება;
გ) დიახ, რადგან საქართველოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარების
შესახებ უცხო სახელმწიფოს საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობის შესრულებისას
შეიძლება ამ სახელმწიფოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის
გამოყენება;
დ) დიახ, საქართველოს ტერიტორიაზე საპროცესო მოქმედების ჩატარება ხორციელდება
საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;
33. გ. მარღიშვილი დასაქმებული იყო ერთ-ერთი შპს-ს მძღოლის პოზიციაზე. მის
სამსახურებრივ მოვალეობას წარმოადგენდა მხოლოდ მომხმარებლამდე სხვადასხვა
შეკვეთის მიტანა. 2023 წლის 12 თებერვალს მან ერთ-ერთი შეკვეთა ადრესატს ვერ
გადასცა, რადგან ეს უკანასკნელი მითითებულ მისამართზე არ დახვდა. ნივთი კი,
რომელიც მას უკან საწყობში უნდა დაებრუნებინა სახლში წაიღო და მეორე დღეს
ლომბარდში ჩააბარა, რის სანაცვლოდაც 100 ლარი აიღო. როგორ დაკვალიფიცირდება გ.
მარღიშვილის ქმედება ?
ა) ქურდობად;
ბ) თაღლითობად;
გ) მითვისებად;
დ) მოტყუებით ქონებრივ დაზიანებად
34. მ. ბუცხრიკიძეს ესაჭიროებოდა 8000 აშშ დოლარი. ამ თანხის მოსაპოვებლად იგი
სიმამრთან სახლში მივიდა და ზუსტად ზემოაღნიშნული ოდენობის თანხა მოსთხოვა
წინააღმდეგ შემთხვევაში კი საკუთარ ცოლის მიტოვებით დაემუქრა. სიმამრს შეეცოდა
ახალდაოჯახებული თავისი შვილი და სიძეს თანხა გადასცა.
როგორ შეფასდება სისხლისსამართლებრივად მ. ბუცხრიკიძის ქმედება ?
ა) ჩადენილია მუქარა;
ბ) ჩადენილია ძარცვა;
გ) ჩადენილია გამოძალვა და ძარცვა;
დ) სახეზე არ არის დანაშაულის ნიშნები;
35. 2023 წლის 27 იანვარს თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება
მიმდინარეობდა. გამომძიებელმა დაზარალებული საგამოძიებო ორგანოში დაიბარა და
მოსთხოვა ამოცნობაში მონაწილეობის მიღება. დაზარალებული კატეგორიული
წინააღმდეგი იყო აღნიშნული მოქმედების მონაწილე გამხდარიყო, რადგან მძიმე
ფსიქიკური ტრამვა ჰქონდა და სავარაუდო დამნაშავის ნახვა კიდევ ერთხელ აღარ
სურდა. გამომძიებელმა დაზარალებულის განუმარტა, რომ საგამოძიებო მოქმედებაში
მონაწილეობის მიღება სავალდებულოა და უარის თქმის შემთხვევაში გამოძიებას
გაუჭირდებოდა საქმეზე ჭეშმარიტების დადგენა. აღნიშნული განმარტების შემდეგ
გამომძიებელმა დაზარალებულს ხუთი ამოსაცნობი პირი წარუდგინა, რომელთაგან
დაზარალებულმა ვერცერთის ამოცნობა შეძლო. კანონიერია თუ არა გამომძიებლის
მოქმედება ?
ა) არა, რადგან გამოძიების დროს ამოსაცნობად წარდგენა ტარდება ამომცნობის
თანხმობით;
ბ) დიახ, რადგან გამოძიების დროს ამოსაცნობად წარდგენა ტარდება სავალდებულო
წესით;
გ) დიახ, რადგან ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სექსის 5 პირთან
ერთად;
დ) არა, რადგან ამომცნობს ამოსაცნობი უნდა წარედგინოს იმავე სექსის 2 პირთან ერთად;
36. მ. შკუბულიანი შეყვარებულისაგან დაორსულდა, რომელმაც მიატოვა. იგი ოჯახისაგან
ფარულად, სამსახურის ადგილმდებარეობის შეცვლით მიზეზით, საცხოვრებლად სხვა
ქალაქში გადავიდა. ორსულობის მე-9 თვეს მან მეგობარს – ნ. როინიშვილს ბავშვის
მოშორებაში დახმარება სთხოვა, რადგან უკანონოდ შეძენილ შვილს მისი ოჯახი არ
მიიღებდა. ისინი წინასწარ მოემზადნენ, რისთვისაც შეიძინეს სხვადასხვა ნივთები და
ასევე შეარჩიეს ადგილი, სადაც ახალშობილს დაკრძალავდნენ. 2023 წლის 12 თებერვალს
მ. შკუბულიანს მშობიარობა დაეწყო. მას ნ. როინიშვილი დაეხმარა, კერძოდ მათ ბავშვი
დაბადებისთანავე გაგუდეს და პოლიეთილენის პარკში მოათავსეს. იმის გამო, რომ მ.
შკუბულიანი სუსტად იყო ნ. როინიშვილმა შეთანხმებისამებრ ახალშობილის გვამი
წინასწარ შერჩეულ ადგილზე დაკრძალა.
დააკვალიფიცირეთ მ. შკუბულიანისა და ნ. როინიშვილის ქმედებები.
ა) მ. შკუბულიანს პასუხისმგებლობა დაეკისრება დედის მიერ ახალშობილის განზრახ
მკვლელობისათვის, ხოლო ნ. როინიშვილის დახმარებისათვის;
ბ) მ. შკუბულიანსა და ნ. როინიშვილს პასუხისმგებლობა დაეკისრებათ ჯგუფურად,
წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მკვლელობისათვის;
გ) მ. შკუბულიანს პასუხისმგებლობა დაეკისრება დედის მიერ ახალშობილის განზრახ
მკვლელობისათვის, ხოლო ნ. როინიშვილს წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის
მკვლელობისათვის;
დ) მ. შკუბულიანს პასუხისმგებლობა დაეკისრება დედის მიერ ახალშობილის განზრახ
მკვლელობისათვის, ხოლო ნ. როინიშვილს სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით განზრახ
მკვლელობისათვის
37. 45ვ. პეტროვი დასაქმებული იყო აბანოში დარაჯის პოზიციაზე. 2023 წლის 16 იანვარს
აბანოს თანამშრომლებმა იგი შეიპყრეს იმ მომენტში, როდესაც ქალებს შხაპის მიღებისას
უთვალთვალებდა და მობილური ტელეფონით სურათებს უღებდა. გამოძიებისას ვ.
პეტროვის მობილური ტელეფონის დათვალიერდა. გაირკვა, რომ მას სხვა დროსაც
ჰქონდა აბანოში ვიზიტორი ქალებისათვის შიშველი ფოტოები გადაღებული.
როგორ დაკვალიფიცირდება ვ. პეტროვის ქმედება ?
ა) კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევად;
ბ) პირადი ცხოვრების საიდუმლოების ხელყოფად;
გ) გარყვნილ ქმედებად;
დ) დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობად
38. 2023 წლის 6 იანვარს, ბრალდებული დ. აზარიანის პირველი წარდგენის სხდომაზე
ადვოკატმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა ბრალდებულის მიმართ აღკვეთის
ღონისძიების სახედ პირადი თავდებობა გამოყენებულიყო. მოსამართლემ პროკურორსა
და ადვოკატს მიმართა, რომ სანამ მიიღებდა გადაწყვეტილებას მიეღწიათ საერთო
აზრისათვის, თუ რამდენი პირი სურდათ, რომ ყოფილიყო თავდები. პროკურორი
კატეგორიული წინააღმდეგი იყო, თუმცა ადვოკატმა სხდომის დარბაზში სამი დამსწრე
შეარჩია. მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა ადვოკატის შუამდგომლობა და დ.
აზარიანს შეუფარდა პირადი თავდებობდა, ისე, რომ მხოლოდ 2-ს განუმარტა თავდების
უფლებები და მოვალეობები. სწორია თუ არა მოსამართლის მოქმედებები ?
ა) არა, რადგან მართალია თავდებთა რაოდენობას მხარე განსაზღვრავს, თუმცა
მოსამართლემ ყველა თავდებ პირს უნდა განუმარტოს უფლებები და მოვალეობები;
ბ) არა, მოსამართლის მოქმედება უკანონოა, რადგან თავდებთა რაოდენობას სასამართლო
განსაზღვრავს და ყველა თავდებ პირს განუმარტავს უფლებებსა და მოვალეობებს;
გ) დიახ, რადგან თავდებთა რაოდენობას მხარე განსაზღვრავს;
დ) არა, რადგან თავდებობის გამოყენებისას საჭიროა მხარეებს შორის შეთანხმება;
39. 2023 წლის 4 თებერვალს გამართულ სხდომაზე, მოსარჩელემ იშუამდგომლა სხდომაზე
მოწმის სახით დაკითხულიყო რ. აბუსერიძე. მოსამართლემ მანდატურს სთხოვა მოწმის
სხდომის დარბაზში შემოყვანა, რომელიც სხდომის დარბაზის გარეთ იცდიდა. რ.
აბუსერიძემ ჩვენების მიცემამდე სასამართლოს განუმარტა, რომ მართალია მომხდარ
ფაქტს უშუალოდ შეესწრო, კერძოდ როგორ დაზიანდა მისი ძმის ძვირადღირებული
ავტომანქანა, მაგრამ თუ სასამართლო მას დაავალდებულებს ჩვენების მიცემას ეს
გამოიწვევს მის სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას, რადგან არაკანონიერი
გზებით უკვე სცადეს ამ დავის მოგვარება, რისთვისაც თავისი ძმა და რამდენიმე პირი
„ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის მიღებისათვის სასამართლომ დამნაშავედ სცნო და
სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებიან. სასამართლომ მოწმედ მოწვეული რ.
აბუსერიძე ჩვენების მიცემის ვალდებულებისაგან გაანთავისუფლა.
სწორად მოიქცა თუ არა სასამართლო ?
ა) დიახ, რადგან პირი არ არის ვალდებული სამოქალაქო საქმეზე ჩვენება მისცეს
სასამართლო სხდომაზე;
ბ) არა, რადგან პირს უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავების
წინააღმდეგ;
გ) არა, რადგან სასამართლო სხდომაზე მოწმის მიერ გაჟღერებული ჩვენების საფუძველზე
გამოძიება ვერ დაიწყება;
დ) დიახ, რადგან პირს უფლება აქვს უარი თქვას ჩვენების მიცემაზე თუ ჩვენების მიცემა
გამოიწვევს მოწმის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას;
40. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით,
ჩამოთვლილთაგან რომელი არ არის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამოცანა:
ა) უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის ძებნა;
ბ) მართლსაწინააღმდეგო ხელყოფის შედეგად დაკარგული ქონების ძებნა;
გ) საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის გამოვლენა;
დ) პენიტენციურ დაწესებულებათა მართვის საინფორმაციო-ანალიტიკური
უზრუნველყოფა;
41. ადვოკატმა 2022 წლის 10 მარტის განაჩენი საქართველოს უზეანეს სასამართლოში
გაასაჩივრა. უზენაესმა სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო
სასამართლომ საქმის განხილვის ეტაპზე საქმეში არსებული მტკიცებულებები
გულმოდგინებით არ შეისწავლა და მრავალი კითხვა პასუხგასაცემი იყო. აღნიშნულის
გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება და 2022 წლის 10
აპრილს საქმე ხელახლა განსახილველად თბილისის სააპელაციო სასამართლოს
დაუბრუნა.
კანონიერია თუ არა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ?
ა) არა, რადგან უზენაეს სასამართლოს უარი უნდა ეთქვა საკასაციო საჩივრის
დაკმაყოფილებაზე;
ბ) არა, რადგან უზენაეს სასამართლოს საქმე ხელახლა გამოსაძიებლად გენერალური
პროკურატურისათვის უნდა დაებრუნებინა;
გ) არა, რადგან ამგვარი გადაწყვეტილების მიღების უფლება უზენაეს სასამართლოს არა
აქვს;
დ) დიახ, რადგან უზენაესი სასამართლო უფლებამოსილია საქმე ხელახლა
განსახილველად სააპელაციო სასამართლოს დაუბრუნოს;
42. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან რომელი
მსჯელობაა სწორი ?
ა) არცერთი პასუხი არ არის სწორი;
ბ) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინება უნდა გადაეცეს
გასაჩივრების უფლების მქონე პირს განჩინების გამოცემიდან 48 საათის განმავლობაში;
გ) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინება უნდა გადაეცეს
გასაჩივრების უფლების მქონე პირს განჩინების გამოცემიდან 72 საათის განმავლობაში;
დ) ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ სასამართლოს განჩინება უნდა გადაეცეს
გასაჩივრების უფლების მქონე პირს განჩინების გამოცემიდან 24 საათის განმავლობაში;
43. 2023 წლის 5 იანვარს მ. ცირეკიძემ ქორწინების მიზნით თ. აბრამიშვილი გაიტაცა და
მეგობრის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა. ორი დღის განმავლობაში თ. აბრამიშვილი
უარს აცხადებდა მ. ცირეკიძესთან ქორწინებაზე. 8 იანვარს მან თანხმობა განაცხადა
ქორწინებაზე, თუმცა სახლის გარეთ გასვლისა და ტელეფონით სარგებლობის უფლება
კვლავ არ ჰქონდა. 10 იანვარს თ. აბრამიშვილმა ისარგებლა მ. ცირეკიძისა და სახლის
მეპატრონის სიმთვრალით და ოჯახის წევრების ტელეფონით მომხდარის შესახებ აცნობა.
ოჯახის წევრებმა პოლიციას მიმართეს. 2023 წლის 11 იანვარს მ. ცირეკიძე დააკავეს,
ხოლო თ. აბრამიშვილი საკუთარ ოჯახში დააბრუნეს. რომელ იანვარს არის დანაშაული
ჩადენილი ?
ა) დანაშაული ჩადენილია 8 იანვარს;
ბ) დანაშაული ჩადენილია 10 იანვარს;
გ) დანაშაული ჩადენილია 11 იანვარს;
დ) დანაშაული ჩადენილია 5 იანვარს;
44. 2023 წლის 24 იანვარს თბილისის საქალაქო სასამართლომ გამოიტანა გამამტყუნებელი
განაჩენი და მსჯავრდებულ გ. მუშკუდიანი განზრახ მკვლელობის მცდელობის
ჩადენისათვის სცნო დამნაშავედ. გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედო
გამოძიების სტადიაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები, რომლებიც საქმის არსებითი
განხილვის ეტაპზე გამოქვეყნდა. დგინდება, რომ ორმა მოწმემ წინასასამართლო
სხდომამდე დიდი ხნით ადრე დატოვა საქართველოს ტერიტორია, ხოლო ერთი მოწმის
მიმართ გამოყენებული იქნა დაცვის სპეციალური ღონისძიება, კერძოდ რელოკაცია.
კანონიერია თუ არა სასამართლოს მიერ მიღებული გამამტყუნებელი განაჩენი ?
ა) დიახ, რადგან გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან
შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც
გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას;
ბ) დიახ, რადგან თუ მოწმე დიდი ხნით ტოვებს საქართველოს ტერიტორიას ან
გამოყენებულია დაცვის სპეციალური ღონისძიება საქმის არსებითი განხილვის
სხდომაზე ქვეყნდება პირის წინასასამართლო ჩვენება;
გ) არა, რადგან თუ მოწმე დიდი ხნით ტოვებს საქართველოს ტერიტორიას ან
გამოყენებული დაცვის სპეციალური ღონისძიება საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე
ქვეყნდება პირის წინასასამართლო ჩვენება. არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს
საფუძვლად დაედოს მხოლოდ ეს ჩვენება;
დ) დიახ, რადგან თუ მოწმე დიდი ხნით ტოვებს საქართველოს ტერიტორიას ან
გამოყენებული დაცვის სპეციალური ღონისძიება საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე
ქვეყნდება პირის წინასასამართლო ჩვენება. მხოლოდ აღნიშნული ჩვენებების
საფუძველზე შესაძლებელია გამამტყუნებელ განაჩენის გამოტანა;
45. 2023 წლის 3 იანვარს, გვიან ღამით, ახალი წლის აღსანიშნავს წვეულებაზე ე.
გოგორელიანმა ს. გაბრიჩიძეს სახლში წაყვანა და ალკოჰოლის დალევა შესთავაზა, რაზეც
ეს უკანასკნელი დასთანხმდა. ძლიერი სიმთვრალის გამო ს. გაბრიჩიძეს მისაღებ ოთახში
დაეძინა. ე. გოგორელიანმა ამ მდგომარეობით ისარგებლა და ძალადობის გარეშე მასთან
სქესობრივი კავშირი დაამყარა. როგორ შეფასდება ე. გოგორელიანის ქმედება ?
ა) არ არის სახეზე დანაშაულის ნიშნები;
ბ) გაუპატიურებად;
გ) სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებად;
დ) გარყვნილ ქმედებად;
46. 2023 წლის 1 იანვარს, პროკურორმა სასამართლოს მოტივირებული შუამდგომლობით
მიმართა და ფარული ვიდეოჩაწერის განსახორციელებლად ნებართვა ითხოვა.
პროკურორმა შუამდგომლობაში მიუთითა, რომ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი
იმისა, რომ ე. ბაიდოშვილს ჩადენილი აქვს განზრახ მკვლელობის მომზადება. ამასთან,
მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული იქნება
გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის ინფორმაცია, რომლის სხვა
საშუალებით მოპოვება შეუძლებელია. სასამართლომ 2023 წლის 3 იანვარს განჩინება
მიიღო, რითაც პროკურორის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა.
შეაფასეთ მოსამართლისა და პროკურორის მოქმედება.
ა) უკანონოა, როგორც პროკურორის, ისე მოსამართლის მოქმედებები, რადგან
დაუმთავრებელი დანაშაულის შემთხვევაში დაუშვებელია ფარული საგამოძიებო
მოქმედების ჩატარება;
ბ) კანონიერია, როგორც პროკურორის, ისე მოსამართლის მოქმედებები;
გ) უკანონო როგორც პროკურორის, ისე მოსამართლის მოქმედებები, რადგან
ვიდეოჩაწერა არ არის ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე;
დ) პროკურორის მოქმედება კანონიერია, ხოლო მოსამართლის უკანონო
47. 2023 წლის 1 იანვარს პროკურორმა ცემის ფაქტზე ბრალდებული მ. დადეშქელიანი
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განარიდა. განრიდების პირობად
პროკურორმა ბრალდებულს შეასრულებინა 800 საათი საზოგადოებისათვის სასარგებლო
უსასყიდლო სამუშაო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 1000 ლარი გადაახდევინა
და დაზარალებულისათვის მკურნალობის ხარჯები აანაზღაურებინა.
კანონიერია თუ არა პროკურორის მოქმედება ?
ა) არა, რადგან განრიდებისას დაუშვებელია ერთდროულად რამდენიმე პირობის
შესრულება;
ბ) არა, პროკურორის მოქმედება უკანონოა
გ) არა, რადგან განრიდებისას დაუშვებელია ერთდროულად ორზე მეტი პირობის
შესრულება;
დ) დიახ, პროკურორის მოქმედება კანონიერია;
48. რ. კოხრეიძეს დ. მიქაბერიძესთან მრავალწლიანი უთანხმოება ჰქონდა, რადგან 2006 წელს
დ. მიქაბერიძემ მოტყუებით, ცოლად შერთვის დაპირებით, ნებაყოფლობითი სქესობრივი
კავშირი დაამყარა რ. კოხრეიძის 17 წლის დისშვილთან. 2023 წლის 4 იანვარს, რ.
კოხრეიძემ 112-ში დარეკა და განაცხადა, რომ დ. მიქაბერიძემ წინა ღამეს მეზობელი – ნ.
გოროზია გააუპატიურა. იმავე დღეს გამოძიება დაიწყო და პოლიციამ დ. მიქაბერიძე
დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბოლო 6 თვეა, ნ. გოროზიას საქართველოს
სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთილი აქვს და იტალიაში იმყოფება.
როგორ შეფასდება კოხრეიძის მიერ 112-ში განხორციელებული შეტყობინება ?
ა) სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაციად;
ბ) განზრახ უკანონო დაკავების ორგანიზებად;
გ) ცრუ დასმენად;
დ) ცილისწამებად;
49. მ. დობორჯგინიძემ შეიტყო, რომ 2022 წლის 31 დეკემბერს პოლიციამ ქურდობის ჩადენის
ფაქტზე გ. რამიშვილი დააკავა. იგი დაკავებულის ოჯახის წევრებს ადვოკატად გაეცნო და
8000 ლარის სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლებას დაჰპირდა. გ. რამიშვილის
მეუღლემ მას თანხა გადასცა. სინამდვილეში მ. დობორჯგინიძე ადვოკატი არ იყო და არც
არასდროს ყოფილა, თანხა აიღო და საზღვარგარეთ გაემგზავრა.
როგორ დაკვალიფიცირდება მ. დობორჯგინიძის ქმედება ?
ა) ქრთამის აღების მცდელობად;
ბ) ზეგავლენით ვაჭრობის მცდელობად;
გ) თაღლითობად;
დ) მითვისებად და გაფლანგვად;
50. სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ჩამოთვლილთაგან რომელი მსჯელობაა
სწორი ?
ა) განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების
აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს;
ბ) დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით
დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 35 წელს;
გ) განაჩენთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელად დანიშნული თავისუფლების
აღკვეთის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 40 წელს;
დ) დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით
დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს;
51. პროკურორმა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ მიღებული
გამამართლებელი განაჩენი გაასაჩივრა. განაჩენის თანახმად, მ. ღონღაძე სსკ-ის 143-ე
მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ნაკლებად მძიმე დანაშაულის ბრალდებაში
უდანაშაულოდ იქნა ცნობილი (თავისუფლების აღკვეთა). თბილისის სააპელაციო
სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლემ საჩივარი
ერთპიროვნულად განიხილა და პირველი ინსტანციის სასამართლოს გამამართლებელი
განაჩენი უცვლელად ძალაში დატოვა. პროკურორმა განაჩენი უზენაეს სასამართლოში
გაასაჩივრა და მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ არსებითად
დაარღვია კანონი, რადგან მას უფლება არ ჰქონდა გასაჩივრებული განაჩენი
ერთპიროვნულად განეხილა. უზენაესმა სასამართლომ „საკასაციო საჩივრის
დასაშვებობის შემოწმების შესახებ“ განჩინება მიიღო და საქმე განსახილველად არ
დაუშვა.
სწორია თუ არა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება ?
ა) არა, რადგან სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საქმე
განიხილება კოლეგიურად სამი მოსამართლის შემადგენლობით;
ბ) არა, რადგან სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საქმე
განიხილება კოლეგიურად ცხრა მოსამართლის შემადგენლობით;
გ) არცერთი პასუხი არ არის სწორი;
დ) დიახ, რადგან სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ
მიღებული გადაწყვეტილება კანონიერია;
52. ზემდგომ პროკურორსა და რ. გაბიძაშვილს შორის საპროცესო შეთანხმება გაფორმდა,
რომლის თანახმად, ბრალდებულმა აღიარა დანაშაული, გათვალისწინებული სსკ-ის 276-
ე მუხლის პირველი ნაწილით – ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესის
დარღვევა, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია. 2022 წლის 27
აპრილს პროკურორმა საქმის არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე
შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა. მოსამართლემ 2022 წლის 10 მაისს ღია
სასამართლო სხდომაზე მხარეებს შორის მიღწეული შეთანხმება დაამტკიცა.
კანონიერია თუ არა მოსამართლის მოქმედება ?
ა) დიახ, რადგან აღნიშნული განაჩენი გამოტანილი უნდა იქნეს პროკურორის მიერ
შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენიდან 30 დღის ვადაში;
ბ) დიახ, რადგან აღნიშნული განაჩენი გამოტანილ უნდა იქნეს პროკურორის მიერ
შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენიდან 15 დღის ვადაში;
გ) არა, რადგან აღნიშნული განაჩენი გამოტანილი უნდა იქნეს პროკურორის მიერ
შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენიდან 10 დღის ვადაში;
დ) არა, რადგან აღნიშნული განაჩენი გამოტანილი უნდა იქნეს პროკურორის მიერ
შესაბამისი შუამდგომლობის წარდგენიდან 3 დღის ვადაში;
53. 2023 წლის 3 იანვარს, დ. გოგოლაძე პოლიციის განყოფილებაში მივიდა და განაცხადა,
რომ 2022 წლის 30 ნოემბერს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ე. ფრუიძეს სცემა, რის
შემდეგაც იმალებოდა ბავშვობის მეგობრის, უ. წიწილაშვილის აგარაკზე. გამომძიებელმა
სამედიცინო ექსპერტიზა დანიშნა, რომლის დასკვნის თანახმად, ე. ფრუიძისათვის
მიყენებული დაზიანება განეკუთვნება ნაკლებად მძიმე დაზიანებათა ხარისხს.
პროკურორმა დ. გოგოლაძე ბრალი დასდო ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე
დაზიანების ჩადენისათვის, რაც წარმოადგენს ნაკლებად მძიმე დანაშაულს, ხოლო უ.
წიწილაშვილს ბრალი წარუდგინა დანაშაულის შეუტყობინებლობისათვის.
სწორია თუ არა პროკურორის მოქმედება უ. წიწილაშვილის ბრალის ნაწილში ?
ა) არა, ბავშვობის მეგობრის დანაშაულის შეუტყობინებლობა დანაშაულს არ
წარმოადგენს
ბ) არცერთი პასუხი არ არის სწორი;
გ) არა, უ. წიწილაშვილმა ჩაიდინა უმოქმედობით დახმარება;
დ) დიახ, უ. წიწილაშვილმა ჩაიდინა დანაშაულის შეუტყობინებლობა;

You might also like