Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

1879 წ 29 მარტს მოსკოვის Малый Театр - ში მოსკოვის კონსერვატორიის სტუდენტების

მონაწილეობითა და ნ.რუბინშტეინის
დირიჟორობით შედგა პ.ჩაიკოვსკის ოპერის"ევგენი ონეგინის" - "Eugene Onegin/"Евгений
Онегин" პრემიერა. თვით კომპოზიტორისა და კ.შილოვსკის ლიბრეტო ეყრდნობოდა
ა.პუშკინის რომან-პოემას(1832), რომელსაც კომპოზიტორი „7 ლირიკულ სცენას“ უწოდებდა.

პ.ჩაიკოვსკის სამმოქმედებიანი (7 სურათაიანი) ოპერის “ევგენი ონეგინის" პირველი


მოქმედება (3 სურათით) თავადების - ლარინების პროვინციულ კარ-მიდამოში ვითარდება.
დები ლარინები: ტატიანა და ოლგა* მღერიან რომანსს სიყვარულზე. მოქმედება ლარინებთან
ოლგას საქმროს - პოეტი ლენსკის** და მისი პეტერბურგელი მეგობრის - ევგენი ონეგინის
სტუმრობით გრძელდება. ამ უკანასკნელით უკიდურესად მოიხიბლება ტატიანა.
აღელვებული ტატიანა*** (1 მოქ. მე-2 სურათი) ონეგინს სასიყვარულო წერილს მისწერს
(წერილის წერის სცენა https://www.youtube.com/watch?v=No0N2iWHlRc)... პირველი
მოქმედების მე-3 სურათი ტატიანას და ევგენი ონეგინის პაემანია. ონეგინი ტატიანას
წერილზე კეთილგანწყობილ, მაგრამ საკმაოდ პირდაპირ და გულწრფელ პასუხს გასცემს: მას
არ შეუძლია ვინმე ადვილად შეიყვაროს და არ გეგმავს ცოლის შერთვას
(https://www.youtube.com/watch?v=7WZJNTaWmhQ)... ტატიანა თავს უკიდურესად
დამცირებულად იგრძნობს.

ოპერის მე-2 მოქმედების 1-ლი სცენა-სურათი ლარინების სახლში ვითარდება მეჯლისის


დროს. ტატიანას და ონეგინის ცეკვის დროს, ონეგინი უკიდურესად გაღიზინდება
ლარინების მეზობლების რეაქციისა და კანტი-კუნტი მითქმა-მოთქმის გამო მასთან და
ტატიანასთან დაკავშირებით. ლენსკიზე გაბრაზებული, მხოლოდ იმიტომ რომ ლენსკიმ იგი
აქ სტუმრად წამოიყვანა, ონეგინი საცეკვაოდ ოლგას გამოიწვევს და არშიყს დაუწყებს.
ონეგინის ქცევა ლენსკის ეჭვიანობას გამოწვევს. ამასობაში სიტუაციის განმუხტვის მიზნით
ლარინების ფრანგი რეპეტიტორი - ტრიკე ტატიანაზე სახუმარო შაირებს შეასრულებს , რაც
სრულიად საპირისპიროდ იმოქმედებს ორი მეგობრის ისედაც დაძაბულ დაპირისპირებაზე
და ... ლენსკი ონეგინს დუელში გამოიწვევს ხელთათმანის სროლით ... (5)
მე-2 მოქმედების მე-2 სურათი დუელის სცენაა; ლენსკის მძიმე წინათგრძნობა აქვს დუელის
წინ (ლენსკის არია https://www.youtube.com/watch?v=DG5zK7GBXwQ). დუელი ლენსკის
დაღუპვით მთავრდება.

მე-3 მოქმედება 2 სურათისგან შედგება. 1 სურათის მოქმედება პეტერბურგში დიდგვაროვნის


სასახლეში მეჯლისზე ხდება (https://www.youtube.com/watch?v=iwZF0JIRFqA), მედიდური
პოლონეზის ფონზე სტუმრები იკრიბებიან, რომელთა შორისაა უკვე გათხოვილი ტატიანა
თავის ხანდაზმულ მეუღლესთან გენერალ გრემინთან ერთად და ევგენი ინეგინი, რომელიც
თავის შორეულ ნათესავ გრემინთან შეხვედრისას მის მშვენიერ მეუღლეში დიდიხნის უნახავ
ტატიანას ამოიცნობს და მოიხიბლება. გრემინი ონეგინს უხსნის თუ როგორ თავდავიწყებით
უყვარს თავის ახალგაზრდა ცოლი (https://www.youtube.com/watch?v=To2PjH27TCE).
ენეგინი ხვდება თუ რა საბედისწერო შეცდომა დაუშვა; ის სიყვარულს უხსნის ტატიანას (3
მოქ. მე-2 სცენა), მაგრამ უშედეგოდ, ტატიანასთვის მოვალეობის გრძნობა უფრო მაღლა
აღმოჩნდება, ვიდრე უარყოფილი სიყვარულის დაბრუნება.

You might also like